You are on page 1of 2

ღმერთების წარმოშობა 

ბუმბერაზ იმირის მოქუფრულ სამშობლოსგან მოშორებით გადაშლილი იყო მშვიდობიანი


მხარე,სადაც წყნარი სიო ჰქროდა.მუსპელჰაიმის ცეცხლის ალიდან მოწვეთავდა საოცარი
წვეთები,რომელთა ნაკადი დიდ სივრცეში მიმოიქცეოდა და თანდათან სქელდებოდა,ვიდრე რაღაც
ბნელ მასად არ იქცა.
ამ მასიდან შეიქმნა ცოცხალი მხეცი,რომლის ძლიერი რქები სივრცეში იყო აშვერილი.ეს გახლდათ
ბრწყინვალე ძროხა აუდჰუმბლა(წვენით მდიდარი).მისი ძალუმი ჯიქანი ოთხ ძუძუდან უშვებდა
რძის ნაკადს,რომელთა ზვირთებიც მდინარეებს მოგაგონებდათ.
იმირმა ეს რომ ნახა,წინ გაიჭრა,და ეს სასმელი იმდენი დალია,რამდენიც უნდოდა.მაშინ დანარჩენი
თურსებიც მოგროვდნენ და ამ წყალობას აცხრებოდნენ.

აუდჰუმბლამ შიმშილი იგრძნო და საჭმელს დაუწყო ძებნა,ვერაფერი ნახა და ყინულს დაუწყო


ლოკვა
პირველსავე საღამოს მან ყინულში ადამიანის თმა იხილა.ლოკვა განაგრძო და ადამიანის თავიც
გამოჩნდა.საღამოს კი ყინულისგან შობილი ადამიანი ფეხზე დადგა და მას ეწოდა ბური.
იგი მშვენიერი არსება იყო,მაღალი,უნაკლო.იდგა და თავის გონიერებას შეჰხაროდა.გზას გაუდგა
და ბოლოს იკითხა:მეკუთვნის თუ არა მე ეს ყველაფერი?ვარ თუ არა მე ერთადერთი მბრძანებელი?
წავიდა და უხეშ ბუმბერაზებს გადააწყდა.შეზიზღდა და თქვა:"არც ოდეს ვისურვებდი მაგათ
სიახლოვეს ცხოვრებას"
მაგრამ ბედმა შვილი აჩუქა.შეჰხაროდა მშვენიერ ჭაბუკს და უწოდა ბორი.გაანდო ფიქრი.მაგრამ
მალე ბორი წავიდა უცხო მხარეში.ნიფლჰაიმში გადავიდა და ყველაფერს აკვირდებოდა.შემდეგ
თურსებთან დაბრუნდა,ნდობით შეხედა და ცხოვრობდა მათ მსგავსად.ბოლოს ერთი ბუმბერაზის
ასულს დაუახლოვდა,ყველაზე უკეთესი რომ ჩანდა.მისი სახელი იყო ბესტლა.სამი ვაჟი
ეყოლათ:ოდინი,ვილი და ვე.
ეს გამორჩეული სამი ძმა სრულ თანხმობაში ცხოვრობდნენ.კეთილშობილ მამას
გონებით,ნებისყოფით და გამჭრიახობით აღემატებოდნენ,მაგრამ მშოლები ნაზად
უყვარდათ.ყველაფერს,რასაც ქმნიდნენ,ოდინი სულს ჩაჰბერავდა,ვილი ნებისყოფას და ვე ნამდვილ
მადლს.
სამივე მოწოდებული იყო რომ მომავალში,ვითარცა ნამდვილ ღმერთებს ,ანუ აზებს,ასებს
ეპატრონათ ცისა და მიწისათვის,ასევე ყოფილიყვნენ ჰაერის,ცეცხლის და წყალთა მბრძანებელნი.

You might also like