You are on page 1of 22

ნასტასია არაბული

ევროპული ქარტია რეგიონული და  უმცირესობის


ენათა შესახებ

თბილისი

2011

1
1. უმცირესობათა და რეგიონული ენების ქარტიის შესახებ

უმცირესობათა და რეგიონული ენები დაინტერესებულ პირთა ყურადღების ცენტრში


მანამ მოხვდა, სანამ შეიქმენებოდა ევროპული ქარტია ამ ენების შესახებ. უფრო
ზუსტად რომ განვსაზღვროთ, ქარტია არის ლოგიკური შედეგი იმ კვლევებისა და
დაგროვილი გამოცდილებისა, რომლისთვისაც წლების განმავლობაში საკმაოდ
სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა.

ევროპული ქარტიის მიღებამდე უმცირესობათა და რეგიონთა ენების შესასწავლად


სპეციალური მუშაობა მიმდინარეობდა, სხვადასხვა ასპექტით შესწავლილ იქნა 40-მდე
ენა, მათი ვითარება და პრობლემატიკა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ, ყველა
უმცირესობათა და რეგიონული ენის ერთი ქარტიის ქვეშ გაერთიანება საკმაოდ
რთულია, ვინაიდან, რაც არ უნდა კარგად იყოს შესწავლილი ეს ენები და მათი
პრობლემატიკა, თითოეული მათგანი არსობრივად მაინც განხვავებულია სხვა
დანარჩენისგან, შესაბამისად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. სწორედ აქედან
გამომდინარე, სახელმწიფოებს, რომლებიც უერთდებიან ქარტიის, საშუალება ელევათ
65 ძირითადი მოთხოვნიდან მხოლოდ 35 შეასრულონ და თვითონ განსაზღვრონ
არსებული რეალობის გათვალისწინებით რომელი იქნება ეს 35 მოთხოვნა, რასაც
შესასრულებლად აირჩევენ.

ქარტია გარდა ენობრივი მასალისა, ეფუძნება საერთო ევროპულ ენობრივ პოლიტიკას


უმცირესობათა ენებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ენა,
გარკვეულ გამოცდილებას ინახავს და აუცილებელია მისი, როგორც ევროპის საერთო
კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილის დაცვა და მის
სიცოცხლისუნარიანობაზე ზრუნვა.

ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენათა შესახებ, ეყრდნობა ეუთოს


მიერ შესრულებულ სამუშაოს, კერძოდ კი - 1957 წლის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და
1990 წლის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტს.

ქარტია მიღებული იქნა სტრასბურგში 1992 წლის 5 ნოემბერს, ძალაში შევიდა 1998 წლის
1 მარტს.

2009 წლის მონაცემებით, ევროსაბჭოს წევრი 48 ქვეყნიდან 24-მა მოახდინა ქარტიის


რატიფიცირება. 10-მა სახელმწიფომ მხოლოდ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, ზოგმა კი
საერთოდ არ გამოხატა თავისი პოზიცია დოკუმენტის მიმართ.

2
2. ქარტიის მიზნები და ამოცანები

ქარტიის მიზანია ევროპაში რეგიონული და უმცირესობებათა ენების დაცვა და ხელის


შეწყობა. ამდენად მთავარი ყურადღება ქარტიაში ეთმობა საკითხის კულტურულ
ასპექტებს - რეგიონული და უმცირესობების ენების გამოყენებას ამ ენებზე მოლაპარაკე
ხალხის ცხოვრების ყველა სფეროშო და არა მათ ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ
უფლებებს.

ქარტიაში დაწვრილებით არის გაწერილი უმცირესობათა და რეგიონულ ენათა


გამოყენების ხასიათი და ფუნქციები სხვადასხვა სფეროებში: მასმედიაში, კულტურაში,
მართლმსაჯულებაში, განათლებაში, ეკონომიკასა და ადმინისტრაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქარტია იცავს უმცირესობათა და რეგიონულ ენათა ინტერესებს,


ის არ ეწინააღმდეგება ეროვნული სუვერენიტეტისა და მთლიანობის პრინციპებს.
ვინაიდან ის არ განიხილავს დამოკიდებულებას სახელმწიფო/უმრავლესობათა ენებსა
და უმცირესობების ენებს შორის კონკურენციის ან ანტაგონიზმის თვალსაზრისით.
ქარტიის თანახმად ერთის განვითარება არ უნდა უშლიდეს ხელს სხვისი ცოდნასა და
გავრცელებას.

ქარტიის მოქმედება ვრცელდება რეგიონულ და უმცირესობათა ენებზე, ტერიტორიის


არმქონე ენებსა და ნაკლებად გამოყენებულ ოფიციალურ ენებზე, თუმცა ქარტიაში
კონკრეტული ენების ჩამონათვალი მოცემული არ არის.

3. რეგიონული და უმცირესობათა ენების განსაზღვრება ქარტიის მიხედვით

რეგიონალური ან უმცირესობათა ენები ნიშნავს ენებს, რომლებიც:


 ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ
სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა
ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე ამ სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა; და
 განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისაგან (ენებისაგან);

იგი არ მოიცავს სახელმწიფოს ოფიციალური ენის დიალექტებსა და არც მიგრანტების


ენებს;

ხოლო ის ტერიტორია, რომელზედაც გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენა,


ნიშნავს გეოგრაფიულ რაიონს, სადაც აღნიშნული ენა გამოხატვის საშუალებას

3
წარმოადგენს იმ რაოდენობის ხალხისათვის, რომ ამ ქარტიით გათვალისწინებული
სხვადასხვა დამცავი და ხელშემწყობი ზომების მიღება გამართლებული იყოს;

ქარტიაში ვხვდებით ასევე ტერმინს „არატერიტორიული ენები“, რაც გულისხმობს,


სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ გამოყენებულ ენებს,რომლებიც განსხვავდებიან
სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობის მიერ გამოყენებული ენის ან ენებისაგან, მაგრამ
რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს
ტერიტორიაზე, ვერ გაიგივდებიან რომელიმე კონკრეტულ რაიონთან. ასეთი ენის
მაგალითებია იდიში ან ბოშათა ენა.

ქარტიის ფარგლებში არ არის განსაზღვრული რეგიონულ და უმცირესობათა ენაზე


მოლაპარაკეთა ის პროცენტული შეფარდება, რომლის ზემოთაც სავალდებულო
იქნებოდა ქარტიით გათვალისწინებული ზომების გამოყენება. რაც საშუალებას იძლევა,
ყოველმა სახელმწიფომ თვითონ განსაზღვროს ამ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა
კონკრეტული რეალობისა და ქარტიის იმ დებულებების გათვალისწინებით, რომელსაც
აღიარებს. მაგალითად სლოვაკეთში რეგიონული და უმცირესობის ენების ევროპული
ქარტიის რატიფიცირებისთვის 20%-იანი ზღვარი დაწესდა, ნაცვლად 10%-იანისა, რასაც
ითხოვდა ქვეყნის უნგრული მოსახლეობა.

შედეგად ვიღებთ ქვეყნებს, სადაც საერთოდ არ გვხვდება რეგიონული ან უმცირესობათა


ენები, მაგალითად ლიხტენშტეინი ან ლუქსემბურგი. ზოგან კი იმ ენების ჩამონათვალი
საკმაოდ ვრცელია. მაგალითად უკრაინაში ასეთი 13 ენაა, რუმინეთში - 19.

4. ქარტიის ძირითადი დებულებები უმცირესობათა და რეგიონული ენების


გამოყენების და დაცვის მიზნით.

ამ ქარტიის დებულებები ზეგავლენას არ მოახდენენ უფრო ხელსაყრელ დებულებებზე,


რომლებიც ეხებიან რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სტატუსს ან
უმცირესობებისადმი კუთვნილი პირების სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც შეიძლება
არსებობდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი
ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.

არაფერი, გათვალისწინებული ამ ქარტიით, შეიძლება ახსნა-განმარტებული იქნას


იმგვარად, რომ იძლეოდეს რაიმე საქმიანობაში ჩართვის ან რაიმე საქმიანობის
განხორციელების უფლებას, რაც წინააღმდეგობაში იქნება გაერთიანებული ერების
ქარტიის მიზნებთან ან საერთაშორისო სამართლით დადგენილ სხვა

4
ვალდებულებებთან, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის პრინციპის ჩათვლით.

 რეგიონალური ან უმცირესობათა ენების მიმართ, იმ ტერიტორიებზე,


რომლებზედაც ასეთ ენებს იყენებენ და თითოეული ენის მდგომარეობის
შესაბამისად, მხარეები თავიანთ პოლიტიკას, კანონმდებლობასა და პრაქტიკულ
საქმიანობას ააგებენ შემდეგ მიზნებსა და პრინციპებზე დაყრდნობით:
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების აღიარება კულტურული სიმდიდრის
გამოხატულებად;
 თითოეული რეგიონალური ან უმცირესობის ენის გეოგრაფიული არეალის
პატივისცემა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არსებული ან ახალი
ადმინისტრაციული დაყოფა დაბრკოლებას არ წარმოადგენდეს შესაბამისი
რეგიონალური ან უმცირესობის ენის ხელშეწყობისათვის;
 რეგიონალური ან უმცირესობათა ენების ხელშესაწყობად გადამჭრელი
მოქმედებისაუცილებლობის აღიარება, მათი დაცვის მიზნით;
 ზეპირი და წერილობითი ფორმით, საჯაროდ და პირად ცხოვრებაში
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენების ხელშეწყობა და/ან
წახალისება;
 ქარტიით მოცულ სფეროებში რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკე
ჯგუფებსა და სახელმწიფოში იმავე ან მსგავს ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებს შორის
კავშირის შენარჩუნება და განვითარება, ისევე, როგორც კულტურული
ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოში სხვა ჯგუფებთან, რომლებიც
იყენებენ განსხვავებულ ენებს;
 შესაბამისი ფორმებისა და საშუალებების უზრუნველყოფა ყველა შესაბამის
საფეხურზე რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სწავლებისა და
შესწავლისათვის;
 რეგიონალური ან უმცირესობის ენის შესასწავლად პირობების შექმნა იმ რაიონში
მოცხოვრები პირებისათვის, სადაც გამოიყენება შესაბამისი ენა, თუკი შესაბამისი
პირები ვერ საუბრობენ ამ ენაზე და აქვთ მისი შესწავლის სურვილი;
 უნივერსიტეტებსა ან ანალოგიურ ინსტიტუტებში რეგიონალური ან
უმცირესობათა ენების შესწავლისა და გამოკვლევის ხელშეწყობა;
 ამ ქარტიით მოცულ სფეროებში ტრანსნაციონალური გაცვლების შესაბამისი
ფორმების ხელშეწყობა, იმ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების
ხელშესაწყობად, რომლებიც იდენტური ან მსგავსი ფორმით გამოიყენებიან ორ ან
მეტ სახელმწიფოში.

5
მხარეები ვალდებულებას იღებენ აღკვეთონ, თუ ჯერ არ აღუკვეთავთ, რეგიონალურ და
უმცირესობათა ენების მიმართ ნებისმიერი გაუმართლებელი გამორჩევა, გამორიცხვა,
შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება, რომელიც მიზნად ისახავს ამ ენების დაცვისა და
განვითარებისათვის ხელის შეშლას ან საფრთხეში ჩაგდებას.

რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სასარგებლოდ სპეციალური ზომების მიღება,


რომლებიც მიზნად ისახავენ ამ ენებზე მოლაპარაკეთა და დანარჩენ მოსახლეობას შორის
თანასწორობის ხელშეწყობას ან რომლებიც სათანადოდ იღებენ მხედველობაში ამ
ენების განსაკუთრებულ პირობებს, არ ჩაითვლება დისკრიმინაციის აქტად უფრო
გავრცელებულ ენებზე მოლაპარაკეთა მიმართ.

მხარეები ვალდებულებას იღებენ შესაბამისი ღონისძიებებით ხელი შეუწყონ


ურთიერთგაგებას ქვეყნის ყველა ლინგვისტურ ჯგუფს შორის და კერძოდ, თავიანთ
ქვეყნებში უზრუნველყოფილი განათლებისა და პროფესიული მომზადების მიზნებს
შორის ჩართონ რეგიონური და უმცირესობათა ენების მიმართ პატივისცემა, გაგება და
ტოლერანტული დამოკიდებულება და ასევე წაახალისონ მასმედია იმავე მიზნების
დასახვისათვის.
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების მიმართ ეროვნული პოლიტიკის
განსაზღვრისას, მხარეები მხედველობაში მიიღებენ ამ ენებზე მოლაპარაკე ჯგუფების
საჭიროებებსა და მათ მიერ გამოთქმულ სურვილებს. წახალისდება მათ მიერ,
აუცილებლობის შემთხვევაში, ისეთი ორგანოების შექმნა, რომლებიც, ხელისუფლების
ორგანოებს რჩევებს მისცემენ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებთან
დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

ქარტიის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული და უმცირესობათა


ენები გამოიყენებოდეს ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა დონეზე.

მაგალითად, განათლების სფეროში ის უნდა გამოიყენებოდეს ყველა დონეზე,


დაწყებითი განათლებიდან დაწყებული უმაღლესი განათლების ჩათვლით.

5. რეგიონულ და უმცირესობათა ენების გამოყენება ქარტიის თანახმად კონკრეტულ


სფეროებში

განათლების სფეროში მხარეები ვალდებულებას იღებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც


ასეთი ენები გამოიყენება, ამ ენათაგან თითოეულის მდგომარეობის გათვალისწინებით
და სახელმწიფო ენის (ენების) სწავლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:

 ხელმისაწვდომი გახადონ სკოლამდელი განათლება შესაბამის რეგიონალურ ან


უმცირესობათა ენებზე; ან

6
 ხელმისაწვდომი გახადონ სკოლამდელი განათლების არსებითი ნაწილი
შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე

იგივე მოთხოვნებია საშუალო, ტექნიკური და პროფისიული, საუნივერსიტეტო და სხვა


სახის უმაღლესი განათლებისა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კურსების
შემთხვევაშიც.

ასევე, მიიღონ ზომები, რომ უზრუნველყოფილი იქნას იმ ისტორიისა და კულტურის


სწავლება, რომელიც ასახულია რეგიონალურ ან უმცირესობის ენაში;

 უზრუნველყონ მასწავლებელთა ძირითადი და შემდგომი პროფესიული


მომზადება, რაც მოითხოვება იმ პუნქტების განსახორციელებლად, რომლებიც
მიღებულნი არიან მხარის მიერ ა-დან გ-მდე პუნქტებს შორის.
 შექმნან საზედამხედველო ორგანო ან ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი
იქნებიან რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სწავლების შემოღებისა და
განვითარების სფეროში მოღწეული პროგრესის მონიტორინგზე და მათ მიერ
მოკვლეული შედეგების შესახებ პეროდული მოხსენებების შედგენაზე,
რომლებიც შემდგომში საჯაროდ გამოქვეყნდებიან.

რაც შეეხება განათლებას იმ ტერიტორიებზე, სადაც ტრადიციულად არ გამოიყენებიან


რეგიონალური ან უმცირესობათა ენები, მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება დართონ,
წაახალისონ ან უზრუნველყონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე ან ამ ენების
სწავლება განათლების ყველა შესაბამის საფეხურზე, თუ რეგიონალურ ან უმცირესობის
ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ამას ამართლებს.

სასამართლო ორგანოებში რეგიონული და უმცირესობათა ენების გამოყენებას ქარტის


შემდეგნაირად არეგულირებს.

 მხარეები ვალდებულებას იღებენ, იმ სასამართლო ოლქების მიმართ, სადაც


მცხოვრებთა რაოდენობა, რომლებიც იყენებენ რეგიონალურ ან უმცირესობათა
ენებს, ამართლებს ქვემოთ განსაზღვრული ზომების მიღებას ამ ენათაგან
თითოეულის მდგომარეობის შესაბამისად და იმ პირობით, რომ წინამდებარე
პუნქტით უზრუნველყოფილი შეღავათები მოსამართლის მიერ არ უნდა
განიხილებოდეს ისეთებად, რომლებიც აბრკოლებენ მართლმსაჯულების
სათანადოდ განხორციელებას:

სისხლის სამართალწარმოებაში:

7
 უზრუნველყონ, რომ სასამართლოები ერთ-ერთი მხარის თხოვნით
ახორციელებდნენ სამართალწარმოებას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე;
და/ან
 ბრალდებულისათვის უზრუნველყონ მისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის
გამოყენების უფლება; და/ან
 უზრუნველყონ, რომ წერილობითი თუ ზეპირი თხოვნები და მტკიცებულებები
არ განიხილებოდნენ მიუღებლად მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ ისინი
ორმულირებულნი არიან რეგიონალურ ან უმცირესობათა ენაზე; და/ან
 თხოვნის საფუძველზე აწარმოონ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული
დოკუმენტები შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე,
აუცილებლობის შემთხვევაში, თარჯიმანთა და მთარგმნელთა გამოყენებით
შესაბამის პირებზე ზედმეტი ხარჯების დაკისრების გარეშე;

სამოქალაქო სამართალწარმოებაში:
 უზრუნველყონ, რომ სასამართლოები ერთ-ერთი მხარის თხოვნით
ახორციელებდნენ სამართალწარმოებას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე;
და/ან
 ნება დართონ, რომ სამართალწარმოების მონაწილის სასამართლოში პირადად
გამოცხადებისას, მას შეეძლოს მისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის
გამოყენება მისთვის დამატებითი ხარჯების დაკისრების გარეშე; და/ან
 ნება დართონ, რომ მოხდეს დოკუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოება
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე, აუცილებლობის შემთხვევაში
თარჯიმანთა და მთარგმნელთა გამოყენებით;

ადმინისტრაციულ საკითხებზე სამართალწარმოებაში:


უზრუნველყონ, რომ სასამართლოებმა ერთ-ერთი მხარის თხოვნით განახორციელონ
სამართალწარმოება რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; და/ან
 . ნება დართონ, რომ სამართალწარმოების მონაწილის სასამართლოში
პირადად გამოცხადებისას მას შეეძლოს მისი რეგიონალური ან
უმცირესობის ენის გამოყენება მისთვის დამატებითი ხარჯების
დაკისრების გარეშე; და/ან
 ნება დართონ, რომ მოხდეს დოკუმენტებისა და მტკიცებულებების
წარმოება რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე, აუცილებლობის
შემთხვევაში, თარჯიმანთა და მთარგმნელთა გამოყენებით;
 გადადგან ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ თარჯიმანთა და
მთარგმნელთა ნებისმიერ აუცილებელ გამოყენებას შედეგად არ მოჰყვეს
დამატებითი ხარჯების დაკისრება შესაბამის პირებზე.

8
გარდა უშუალოდ სასამართლო პროცესებისა, მნიშვნელოვანია რომ ქარტია მხარეებს
აკისრებს შემდეგ ვალდებულებებსაც:

 არ უარყონ სახელმწიფოში მომზადებულ სასამართლო დოკუმენტთა


იურიდიული ძალა მხოლოდ იმის გამო, რომ, ისინი შედგენილნი არიან
რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე; ან
 მხარეებმა თავიანთ შორის ურთიერთობებში არ უარყონ მომზადებულ
სასამართლო დოკუმენტთა იურიდიული ძალა მხოლოდ იმის გამო, რომ
ისინი შედგენილნი არიან რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე და
უზრუნველყონ, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს მესამე მხარეთა
წინააღმდეგ, რომლებიც არ იყენებენ ამ ენებს, იმ პირობით, რომ
დოკუმენტების შინაარსი უნდა გაეცნოთ მათ იმ პირების მიერ, რომლებიც
მოიხმობენ ამ დოკუმენტს; ან
 მხარეებმა თავიანთშორის ურთიერთობებში არ უარყონ ქვეყანაში
მომზადებულ სასამართლო დოკუმენტთა იურიდიული ძალა, მხოლოდ იმ
საფუძველზე, რომ ისინი შედგენილნი არიან რეგიონალურ ან
უმცირესობის ენაზე.

მხარეები ვალდებულებას იღებენ ხელმისაწვდომი გახადონ რეგიონალურ ან


უმცირესობათა ენებზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკანონმდებლო ტექსტები
და კერძოდ, ისინი, რომლებიც ეხებიან ამ ენებზე მოლაპარაკეებს, თუკი ამ ტექსტების
მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

მნიშვნელოვანია ასევე  კულტურული საქმიანობა და საშუალებები:

1. კულტურული საქმიანობისა და ობიექტების, განსაკუთრებით, ბიბლიოთეკების,


ვიდეოთეკების, კულტურული ცენტრების, მუზეუმების, არქივების, აკადემიების,
თეატრებისა და კინოთეატრების, ისევე როგორც ლიტერატურული ნაწარმოებებისა და
კინომატოგრაფიული პროდუქციის, ხალხური შემოქმედების, ფესტივალებისა და
კულტურის დარგების მიმართ, რომლებიც, ინტერ ალია, მოიცავენ ახალი
ტექნოლოგიების გამოყენებას, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ იმ
ტერიტორიებზე სადაც გამოიყენებიან ასეთი ენები და იმ ზომით, რითაც სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოები კომპეტენტურნი არიან და აქვთ უფლებამოსილება ან
ასრულებენ როლს ამ სფეროში:

9
 წაახალისონ რეგიონალური ან უმცირესობის ენისათვის დამახასიათებელი
თვითგამოხატვის საშუალებები და ინიციატივები და მხარი დაუჭირონ ამ ენებზე
შექმნილი ნაწარმოებებისადმი ხელმისაწვდომების სხვადასხვა საშუალებებს;
 წაახალისონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე შექმნილი ნაშრომებისადმი
ხელმისაწვდომობა სხვა ენებში სათარგმანო, დუბლირების, პოსტ-
სინქრონიზაციისა დასუბტიტრირების საქმიანობისათვის დახმარების გაწევის
გზით;
 წაახალისონ სხვა ენებზე შექმნილი ნაწარმოებებისადმი ხელმისაწვდომობა
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მთარგმნელობითი, დუბლირების, პოსტ-
სინქრონიზაციისა და სუბტიტრირების საქმიანობისათვის დახმარების გაწევის
გზით;
 უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა სახის კულტურული საქმიანობის
ორგანიზაციისა და მხარდაჭერისათვის პასუხისმგებელმა ორგანოებმა დააწესონ
შესაბამისი ანაზღაურება რეგიონალური ან უმცირესობათა ენებისა და
კულტურის ცოდნისა და გამოყენებისათვის იმ ღონისძიებებში, რომლებსაც
ისინი წამოიწყებენ ან რომლებისთვისაც ისინი უზრუნველყოფენ მხარდაჭერას;
 ხელი შეუწყონ იმ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავენ რომ, კულტურული
საქმიანობის ორგანიზაციისა და მხარდაჭერისათვის პასუხისმგებელ ორგანოებს
ჰყავდეთ ისეთი პერსონალი, რომელიც სრულად ფლობს შესაბამის რეგიონალურ
ან უმცირესობის ენას, ისევე როგორც, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ენას
(ენებს);
 წაახალისონ რეგიონალური ან უმცირეობის ენაზე მოლაპარაკეთა
წარმომადგენლის მონაწილეობა კულტურული საქმიანობისათვის საშუალებების
უზრუნველყოფაში და მათ დაგეგმვაში;
 წაახალისონ და/ან მხარი დაუჭირონ ისეთი ორგანოს ან ორგანოების შექმნას,
რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე
შექმნილი ნაწარმოებების შეკრებაზე, ასლის შენახვასა და წარმოდგენაზე ან
გამოქვეყნებაზე;
 აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნან და/ან ხელი შეუწყონ და დააფინანსონ
მთარგმნელობითი და ტერმინოლოგიის კვლევითი სამსახურები, კერძოდ იმ
მიზნით, რომ შენარჩუნებული იქნას და განვითარდეს შესაბამისი
ადმინისტრაციული, კომერციული, ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური ან
სამართლებრივი ტერმინოლოგია თითოეულ რეგიონალურ ან უმცირესობის
ენაში.

იმ ტერიტორიების მიმართ, იმათ გარდა, სადაც ტრადიციულად გამოიყენებიან


რეგიონალური ან უმცირესობათა ენები, თუკი რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე

10
მოლაპარაკეთა რაოდენობა ამას ამართლებს, მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება
დართონ, წაახალისონ და/ან უზრუნველყონ შესაბამისი კულტურული საქმიანობა და
საშუალებები წინა პუნქტის შესაბამისად.
მხარეები ვალდებულებას იღებენ კულტურის სფეროში მათი პოლიტიკის
საზღვარგარეთ განხორციელებისას, სათანდო ყურადღება მიაქციონ რეგიონალურ და
უმცირესობათა ენებს და იმ კულტურას, რომლის გამოხატულებაც ისინი არიან.
რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში რეგიონული და უმცირესობათა
ენების გამოყენებას, მხარეები ვალდებულებას იღებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით:
 აღმოფხვრან მათი კანონმდებლობიდან ნებისმიერი დებულება, რომელიც
გასამართლებელი მიზეზების გარეშე კრძალავს ან ზღუდავს რეგიონალური ან
უმცირესობათა ენების გამოყენებას დოკუმენტებში, რომლებიც ეხებიან
ეკონომიკურ ან სოციალურ ცხოვრებას, კერძოდ შრომით კონტრაქტებს, და ასევე,
ტექნიკურ დოკუმენტებში, ისეთებში როგორიცაა პროდუქტების ან
აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქციები;
 აკრძალონ კომპანიათა შიდა რეგულაციებსა და კერძო დოკუმენტებში ისეთი
დებულებების ჩართვა, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ რეგიონალურ ან
უმცირესობების ენათა გამოყენებას, სულ მცირე ამ ენაზე მოლაპარაკეებს შორის;
 არ დაუშვან ისეთი პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ან
უმცირესობათა ენების გამოყენების შეფერხებას ეკონომიკურ ან სოციალურ
საქმიანობასთან დაკავშირებით;
 ხელი შეუწყონ და/ან წაახალისონ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების
გამოყენება სხვა საშუალებებით, რომლებიც გათვალისწინებულნი არ არიან ზემო
ქვე-პუნქტებით.

ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის მიმართ, მხარეები ვალდებულებას იღებენ,


იმ ზომით, რითაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები კომპეტენტურნი არიან, იმ
ტერიტორიებზე, სადაც გამოიყენებიან რეგიონალური ან უმცირესობათა ენები და
იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად მიზანშეწონილია:
 ჩართონ მათ საფინანსო და საბანკო რეგულაციებში დებულებები, რომლებიც
კომერციულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი პროცედურების
საშუალებით, დართავენ ნებას რეგიონალური ან უმცირესობათა ენების
გამოყენებას გადახდის ორდერების (ჩეკები, ვექსელები) ან სხვა ფინანსური
დოკუმენტების შედგენაში, ან შესაბამის შემთხვევებში, უზრუნველყონ ასეთი
დებულებების განხორციელება;
 მათი კონტროლის (სახელმწიფო სექტორის) ქვეშ მყოფ ეკონომიკურ და
სოციალურ სექტორში ორგანიზება გაუწიონ ისეთ საქმიანობას, რომელიც

11
მიზნად ისახავს რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენების
წახალისებას;
 უზრუნველყონ, რომ სოციალური სფეროს ობიექტებს, ისეთებს როგორებიცაა
საავადმყოფოები,მოხუცებულთა სახლები, თავშესაფრები, შეეძლოთ
რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე მოლაპარაკე იმ პირების მიღება და
მათთან ურთიერთობა ამავე ენაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ მოვლა
ავადმყოფობის, ასაკის ან სხვა მიზეზების გამო;
 შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყონ, რომ უსაფრთხოების
ინსტრუქციები შედგენილი იყოს რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზეც;
 უზრუნველყონ, რომ მომხმარებელთა უფლებებზე სახელმწიფოს
კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია
ხელმისაწვდომი იყოს რეგიონალურ და უმცირესობათა ენებზე.

ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოები და სახელმწიფო სამსახურებში


რეგიონული და უმცირესობათა ენები უნდა გამოიყენებოდეს შემდეგნაიად:
სახელმწიფოს იმ ადმინისტრაციულ რაიონებში, სადაც ცხოვრობს რეგიონალური ან
უმცირესობების ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობის ისეთი საკმარისი რაოდენობა,
რომელიც ამართლებს ქვემოთ განსაზღვრული ზომების მიღებას, და თითოეული ენის
მდგომარეობის გათვალისწინებით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, იმ ზომით, რითაც
ეს ობიექტურად შესაძლებელი იქნება:

 უზრუნველყონ, რომ ხელისუფლების ადმინისტრაციულმა ერთეულებმა


გამოიყენონ რეგიონალური ან უმცირესობების ენები; ან
 უზრუნველყონ, რომ ამ ორგანოთა მოხელეებმა, რომლებიც კონტაქტში შედიან
საზოგადოებასთან, გამოიყენონ რეგიონალური ან უმცირესობათა ენები იმ
პირებთან ურთიერთობებში, რომლებიც მიმართავენ მათ ამ ენებზე; ან
 უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს
შეძლოთ წერილობითი ან ზეპირი მიმართვების წარდგენა და ამ ენებზე
შედგენილი პასუხების მიღება;
 უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს
შეეძლოთ ამ ენებზე შედგენილი წერილობითი ან ზეპირი მიმართვების
წარდგენა; ან
 უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს
შეეძლოთ ამ ენებზე შედგენილი დოკუმენტის წარდგენა დადგენილი წესით;
 ხელმისაწვდომი გახადონ ფართოდ გამოყენებული ადმინისტრაციული
ტექსტები და ფორმები რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე ან ორენოვანი
ვერსიებით;

12
 ნება დართონ ხელისუფლების ადმინისტრაციულ ორგანოებს შეადგინონ
დოკუმენტები რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე.

ხელისუფლების იმ ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოთა მიმართ, რომელთა


ტერიტორიაზეც მოსახლეობის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეთა
რაოდენობა ისეთია, რომ ამართლებს ქვემოთ განსაზღვრული ზომების მიღებას,
მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება დართონ და/ან წაახალისონ:
 რეგიონალურ ან უმცირესობათა ენების გამოყენება ხელისუფლების
რეგიონალური ანადგილობრივი ორგანოების საქმიანობის ფარგლებში;
 რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეთა შესაძლებლობა
წარადგინონ ამ ენებზე შედგენილი ზეპირი ან წერილობითი მიმართვები;
 ხელისუფლების რეგიონალური ორგანოების მიერ მათი ოფიციალური
დოკუმენტების გამოქვეყნება შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზეც;
 ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ მათი ოფიციალური
დოკუმენტების გამოქვეყნება შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზეც;
 ხელისუფლების რეგიონალური ორგანოების მიერ მათ შეკრებებზე გამართული
განხილვებისას რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენება, ამასთან,
სახელმწიფოს ოფიციალური ენის (ენების) გამოყენების გამორიცხვის გარეშე;
 ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ მათ შეკრებებზე გამართული
განხილვებისას რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენება, ამასთან,
სახელმწიფოს ოფიციალური ენის (ენების) გამოყენების გამორიცხვის გარეშე;
 აუცილებლობის შემთხვევაში, ოფიციალურ ენაზე (ენებზე) სახელებთან ერთად
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე ადგილების სახელწოდებათა
ტრადიციული და სწორი ფორმების გამოყენება და მიღება.

ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების ან მათი სახელით მოქმედი პირების


მიერ უზრუნველყოფილი სახელმწიფო სამსახურების მიმართ, მხარეები
ვალდებულებას იღებენ, მათი ტერიტორიის ფარგლებში, სადაც გამოიყენებიან
რეგიონალური ან უმცირესობათა ენები, თითოეული ენის მდგომარეობის შესაბამისად
და იმ ზომით, რითაც ეს ობიექტურად შესაძლებელი იქნება:
 უზრუნველყონ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენება სამსახურის
უზრუნველყოფისას; ან
 ნება დართონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს
წარადგინონ თხოვნა და მიიღონ პასუხი ამ ენებზე; ან
 ნება დართონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს
წარადგინონ ამ ენებზე შედგენილი თხოვნა.

13
წინა პუნქტებიდან და მათ მიერ მიღებული დებულებების ასამოქმედებლად მხარეები
ვალდებულებას იღებენ მიიღონ შემდეგი ერთი ან მეტი ზომა:

 გადათარგმნა ან თარჯიმნობა, როდესაც ეს მოითხოვება;


 სათანადო მოხელეთა დასაქმება სახელმწიფო სამსახურში და აუცილებლობის
შემთხვევაში, მათი და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული მომზადება;
 რეგიონალური ან უმცირესობის ენის მცოდნე სახელმწიფო სამსახურის
მოხელეთა თხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება მათი იმ ტერიტორიაზე
დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც გამოიყენება შესაბამისი ენა.
მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება დართონ გვარების გამოყენებასა და მიღებას
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე, შესაბამისი პირების თხოვნის საფუძველზე.

მასმედია
მხარები ვალდებულებას იღებენ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე
მოლაპარაკეებისათვის, იმ ტერიტორიებზე, სადაც გამოიყენება ეს ენები, თითოეული
ენის მდგომარეობის შესაბამისად და იმ ზომით, რითაც ხელისუფლების ორგანოები
პირდაპირ ან არაპირდაპირ კომპეტენტურნი არიან და აქვთ ამ სფეროში როლის
შესრულების უფლებამოსილება, მასმედიის დამოუკიდებლობისა და
ავტონომიის პრინციპის პატივისცემით:
 იმ ზომით, რითაც რადიო და ტელევიზია ახორციელებენ სახელმწიფო
სამსახურის ფუნქციებს:
 უზრუნველყონ თუნდაც ერთი რადიო სადგურისა და სატელევიზიო არხის
შექმნა რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; ან
 წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ თუნდაც ერთი რადიო სადგურისა და ერთი
სატელევიზიო არხის შექმნას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; ან
იიი. სათანადოდ უზრუნველყონ, რომ ტელე-რადიო მაუწყებლობამ
წარმოადგინოს პროგრამები რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე;
 წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ თუნდაც ერთი რადიო სადგურისა და ერთი
სატელევიზიო არხის შექმნას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; ან
იი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ რადიო პროგრამების მაუწყებლობას
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე რეგულარულ საფუძველზე;
 წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ თუნდაც ერთი სარელევიზიო არხის შექმნას
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე;
 წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობას
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე რეგულარულ საფუძველზე;
 წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე
აუდიო და აუდიოვიზუალური ნაშრომების წარმოებას და დისტრიბუციას;

14
 წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე
თუნდაც ერთი გაზეთის შექმნას და/ან შენარჩუნებას; ან
 წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ საგაზეთო სტატიების გამოქვეყნებას
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე რეგულარულ საფუძველზე;
 დაფარონ იმ მასმედიის დამატებითი ხარჯები, რომლებიც იყენებენ
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებს, როდესაც კანონით ზოგადად
უზრუნველყოფილია მასმედიის ფინანსური დახმარება; ან
იი. გამოიყენონ ფინანსური დახმარების არსებული ზომები რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე შექმნილი აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მიმართაც.
 მხარი დაუჭირონ იმ ჟურნალისტთა და მასმედიის სხვა მოხელეთა პროფესიულ
მომზადებას, რომლებიც იყენებენ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებს.

მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მეზობელი ქვეყნებიდან იმ ენაზე


რადიო და ტელემაუწყებლობის პირდაპირი მიღების თავისუფლება, რომელიც
გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენის იდენტური ან მსგავსი ფორმით და არ
დააბრკოლონ რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობის გადმოცემა მეზობელი
ქვეყნებიდან ასეთ ენაზე.

ამას გარდა, ისინი ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, რომ შეზღუდვები არ იქნას


დაწესებული გამოხატვის თავისუფლებაზე და ბეჭდვითი პრესის მეშვეობით
ინფორმაციის თავისუფალ ცირკულაციაზე იმ ენაზე, რომელიც გამოიყენება
რეგიონალური ან უმცირესობის ენის იდენტური ამ მსგავსი ფორმით. ზემოხსენებული
თავისუფლებების განხორციელება, იმის გამო, რომ იგი შეიცავს მოვალეობებსა და
პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს,
შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულნი არიან კანონით და
აუცილებელნი არიან დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების,
ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან
გამომდინარე უწესრიგობის ან დანაშაულის პრევენციისათვის, ჯანმრთელობისა და
მორალის და სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვისათვის, კონფიდენციალურად
მიღებული ინფორმციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან სასამართლოს
ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.

მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა


ენებზე მოლაპარაკეთა ინტერესები წარმოდგენილნი იქნან ან მხედველობაში იქნან მი
ღებულნი იმ ორგანოების მიერ, რომლებიც შეიძლება შეიქმნან კანონის შესაბამისად
მასმედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.

15
6. ქარტიის მოთხოვნებთან დაკავშირებული სიძნელეები

რეგიონული ენების ცნობა ხშირად დემოგრაფიულ, ლინგვისტურ და პოლიტიკურ-


ეკონომიკურ პრობლემებს აწყდება. მაგალითად, კატალონიური ენა ანდორაში
ერთადერთი ოფიციალური ენაა, სადაც მას მშობლიურად თვლის მოსახლეობის 30%.
ამასთანავე კატალონიის ავტონომიურ ოლქში (ესპანეთის სამეფო), სადაც ცხოვრობს 5
მილიონი მასზე მოლაპარაკე ადამიანი, კატალონიურს ჯერ რეგიონული ენის სტატუსი
ჰქონდა, შემდეგ კი ესპანურთან ერთად მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიიღო. ამავე
დროს საფრანგეთში კატალონიური გაქრობის გზაზეა.

შვედეთში ფინური ენა რეგიონულ ენად აღიარებულია მხოლოდ ქვეყნის უკიდურეს


ჩრდილოეთში, იმ დროს, როდესაც ამ ენაზე მოლაპარაკეთა უმეტესობა (ძირითადად
მეოცე საუკუნეში ფინეთიდან მიგრირებულნი) ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს. ამ დროს
მთელ ფინეთში შვედური მეორე სახელმწიფო ენად ითვლება და ფორმალურად
ფინურთანაა გათანაბრებული. თუმცა შვედურად ფინეთში მხოლოდ 290 ათასი
ადამიანი (5,6%) საუბრობს და ის ფაქტობრივად უკვე დიდი ხანია რეგულარულ ენად
იქცა.

ესტონეთში რუსული მშობლიურია მოსახლეობის 33%-სთვის, ხოლო ქალაქ ნარვაში


მოსახლების 97% ლაპარაკობს რუსულ ენაზე, რომელსაც არანაირი სტატუსი არ გააჩნია.

ხშირად რეგიონულ სტატუსს ენას ანიჭებენ ენობრივი მრავალფეროვნების


ხელშეწყობისა და ტურისტული მიმხიდველობის მიზნით - იმ შემთხვევაშიც კი, როცა
ის ოფიციალური ენის დიალექტია, ან ნათესაური კავშირი არ გააჩნია ოფიციალურ
ენასთან.
მაგალითად, ვალონური ენა - ძველი რომანული ენა ამჟამად რეგიონულ ენადაა
აღიარებული საფრანგეთისა და ბელგიის ტერიტორიაზე. ბასკური - რეგიონული ენა
ესპანეთსა და საფრანგეთში არ მიეკუთვნება არც რომანულ და არც ინდოევროპულ
ენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქარტია ოფიციალურ და რეგიონულ ენებს შორის


ურთიერთობას არ განიხილავს კონკურენციის ან ანტაგონიზმის ჭრილში და ცდილობს
დაამკვიდროს ენათა, ასევე კულტურათა შორის ჰარმონიული თანაარსებობის პრინციპი,
ზოგიერთი ქვეყანა ქარტიის მიმართ მაინც დიდ სიფრთხილეს იჩენს. ისინი თვლიან,
რომ ქარტიის პრინციპების გატარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ენის
სტატუსს, საბოლოო ჯამში კი თვით სახელმწოფოს ერთიანობას.

16
ამ თვალსაზრისით საინტერესოა უკრაინის, საფრანგეთისა და ყოფილი საბჭოთა
ბალტიისპირეთის ქვეყნების მიდგომა ქარტიის მიმართ.

მაგალითად, უკრაინამ ქარტიას ხელი 1996 წლის 2 მაისს მოაწერა, მისი რატიფიცირება
კი ხანგრძლივი კამათის შემდეგ, 1999 წლის 24 დეკემბერს განხორციელდა. ქარტიის
რატიფიცირების შესახებ კანონის თანახმად ქარტია უნდა გავრცელებულიყო რუსულ
ენაზეც იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 20%-ზე მეტს რუსები შეადგენენ.

2000 წლის 12 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონმა


დაკარგა ძალა. ფორმალურად მისი გაუქმების მიზეზი იყო ის, რომ ქარტიის
რატიფიცირების კანონს ხელი მოაწერა უმაღლესი რადის თავმჯდომარე ტკაშენკომ და
არა პრეზიდენტმა კუჩმამ. კანონის ახალი ვარიანტი უმაღლესმა რადამ 2003 წლის 15
აპრილს მიიღო და ხელმოწერილ იქნა კუჩმას მიერ. კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 1
იანვარს.
თუმცა ამის შემდეგ უკრაინას არ მიუცია არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც
ქარტიაში მოცემული საკითხების რეალიზაციისკენ იქნებოდა მიმართული.

ამჟამად უკრაინაში ფართო კამპანიაა გაჩაღებული უკრაინული ენის შენარჩუნების


მიზნით. სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოები იღებენ დადგენილებას, რომელთა
მიზანი განათლების სისტემაში, ტელე და რადიო გადაცემებში უკრაინულის
დამკვიდრებაა.
2008 წლის 29 მაისს, უკრაინის რადას ადამიანთა უფლებების კომიტეტის
თავმჯდომარემ, იგორ შაროვმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რეგიონული ენების
ევროპული ქარტიის რატიფიცირებამ უკრაინას იურიდიული, პოლიტიკური და
ეკონომიკური ხასიათის მწვავე პრობლემები შეუქმნა.
„უკრაინამ ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი ქარტიას. თუმცა რატიფიცირებამ არ
მოიტანა დადებითი ცვლილებები, პირიქით, უფრო გაამწვავა სიტუაცია.“
უკრაინამ გადაწყვიტა რეგიონული ქარტიის ხელახლა რატიფიცირება, რაც
ფაქტობრივად რუსულისთვის რეგიონული და უმცირესობის ენის სტატუსის არ
მინიჭებას ისახავს მიზნად.

უკრაინაში შექმნილ ვითარებას პოლიტოლოგი ალექსეი გარანი ასე ხსნის: „ ქარტიამ


უნდა დაიცვას ენები, რომლებიც გაქრობის პირასაა, ასევე ყველა რეგიონული და
უმცირესობის ენები. გათვალისწინებულ უნდა იქნეს, თუ რა ადგილს იკავებს ესა თუ ის
ენა ქვეყნის ცხოვრებაში. ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებულობას იძენს რუსული ენის
სტატუსი და მისდამი დამიკიდებულება განსხვავებული უნდა იყოს სხვა რეგიონული
თუ უმცირესობების ენებისგან.“ გარანის აზრით, ამჟამად უკრაინაში შეიქმნა ისეთი

17
სიტუაცია, რომ არა რუსული, არამედ უკრაინული საჭიროებს მხარდაჭერას. აქედან
გამომდინარე, თუკი სახლმწიფო ავტომატურად გაავრცელებს აღებულ
ვალდებულებებს ყველა ენაზე, მაშინ რუსულ ენას მნიშვნელოვანი უპირატესობა
მიენიჭება. 2007 წელს უკრაინამ ევროპის საბჭოს ქარტიის მოთხოვნების შესახებ
პირველი ციკლის ანგარიში წარუდგინა. მოხსენება შეიცავდა ინფორმაციას უკრაინის
მიერ იმ 13 ენის მიმართ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ქარტიის
რატიფიცირების შესახებ კანონით რეგიონულ ან უმცირესობების ენებს მიეკუთვნება.

საფრანგეთის ენობრივი პოლიტიკა ტრადიციულად ფრანგული ენის პრეფერენციასა და


ქვეყანაში მონოლინგვიზმის დამკვიდრებას ემსახურება. 1999 წლის 7 მაისს რეგიონული
და უმცირესობის ენების ევროპულ ქარტიაზე ხელის მოწერამ ქვეყანაში ლამის
პოლიტიკური კონფლიქტი გამოიწვია.
ქარტიის რატიფიცირება საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ქარტიის პრონციპები ეწინააღმდეგება ფრანგული
ენის კონსტიტუციით განსაზღვრულ სტატუსს. ქარტიის თანახმად სახელმწიფო
დაწესებულებებში სახელმწიფო ენის გარდა შესაძლებელია სხვა ენების გამოყენებაც,
რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეორე მუხლს.

საკონსტიტუციო საბჭოს შეფასებით, ქარტიის ზოგიერთი მოთხოვნა რეგიონული ენის


გამოყენების ტერიტორიის ფარგლებში ლინგვისტური ჯგუფებისთვის სპეფიციური
უფლებების მინიჭების თაობაზე, ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის მთლიანობის, კანონთან
თანასწორებისა და ფრანგი ხალხის ერთიანობის იდეებს.
2009 წლის 29 ნოემბრის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმდა 2 კანონი,
რომლებიც ითვალისწინებდა სკოლებში, კოლეჯებსა და ლიცეუმებში ორენოვან
სწავლებას. სახელმწოფო საბჭოს აზრით, ეს ცდებოდა რეგიონული ენის შესწავლის
ჩარჩოებს და ამცრობდა ფრანგულის, როგორც სასწავლო ენის ფუნქციას. ამ
გადაწყვეტილების საფუძველზე 2003 წლის 12 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება,
რომელიც კრძალავს რეგიონულ ენაზე ცალკე აღებული რომელიმე საგნის სწავლებას -
თუნდაც გამონაკლისის სახით.

მიუხედავად ამისა, მთავრობა აღიარებს რეგიონულ და უმცირესობათა ენებს


შეზღუდულ ფარგლებში(მათთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების გარეშე). გარდა
ამისა, ფრანგული ენის სამმართველოს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ფრანგული ენისა
და საფრანგეთის ენების სამმართველო. მის ფუნქციებში შევიდა ასევე საფრანგეთის
ენების სწავლებასა და სტატუსზე დაკვირვება. შედეგად ტერმინი - საფრანგეთის ენები -
ცნობილ იქნა და გამოიყენება ადმინისტრაციაში, თუმცა არცერთ მათგან გარდა
ფრანგულისა, ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.

18
ბალტიის ქვეყნები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან რეგიონული და უმცირესობების
ენების ევროპული ენების ქარტიის რატიფიცირებაზე, რასაც ქარტიისვე პრონციპებით
ხსნიან, რომელთა თანახმად მისი მოქმედება ვრცელდება ძველ, ავტოქტონურ ენებზე.
ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება რეგიონულ ან უმცირესობათა ენაზე
მოლაპარაკეთ მიეკუთვნოს( ძირითადად რუსები) მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია,
რაც ბალტიისპირეთში დასახლდნენ (უფრო სწორად, პოლიტიკური მოტივებით
ჩაასახლეს). ამიტომ, მათზე ქარტიის მოთხოვნები არ უნდა გავრცელდეს. თუმცა
ბალტიის ქვეყნები მიერთებულნი არიან ადამაინის უფლებების დაცვის საყოველთაო
ნორმების განმსაზღვრელ ძირითად საერთაშორისო კონვენციებსა და ხელშეკრულებებს,
რომელთა პრინციპებიდან გამომდინარე, ცდილობენ უზრუნველყონ რეგიონული
ჯგუფებისა თუ უმცირესობების ენის დაცვა, მათი კულტურული ავტონომიის
შენარჩუნება.
ლატვიაში რეგიონული ენების ქარტიას ფაქტობრივად ანაცვლებს „ლატვიის
საზოგადოებრივი ინტეგრაციის“ პროგრამა (2001-2006), რომელიც მოიცავს ენის,
კულტურისა და განათლების პოლიტიკას. ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ნაწილობრივ სოციალური ინტეგრაციის პოლიტიკასაც.
ძირითადი კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში უმცირესობების უფლებების
დაცვას, ლატვიის კონსტიტუცია და „ეთნოგრაფიული და ეროვნული ჯგუფების
კულტურული ავტონომიის უფლებებისა და თავისუფალი განვითარების შესახებ“
კანონია.

2005 წელს ლატვიამ მიიღო კანონი „ეროვნული უმცირესობების ჩარჩო კონვენციის:


რატიფიცირების შესახებ, 2007 წელს კი კანონი იუნესკოს კონვენციის „კულტურული
თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმების დაცვისა და წახალისების შესახებ“
რატიფიცირების შესახებ.

ლიტვის 19879 წელს მიღებული „ეროვნული უმცირესობების შესახებ“ კანონი


უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების უფლებას მშობლიურ ენაზე ინფორმაციის
და პრესის ხელმისაწვდომობაზე, კულტურის განვითარებაზე, კულტურული და
საგანმანათლებლო ორგანიზაციების შექმნაზე და ა.შ.
„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონი (1995), ეროვნულ უმცირესობებს უფლებას აძლევს
გამოაქვეყნონ ინფორმაცია და ჩაატარონ კულტურული ღონისძიებები მშობლიურ
ენაზე. 2000 წელს ლიტვამ მოახდინა „ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო
კონვენციის“ რატიფიცირება, 2004 წელს კი მიიღო პროგრამა „ ეროვნული
უმცირესობების ინტეგრაციის შესახებ 2005-2010 წლებში.“

19
ესტონეთი მიერთებულია მნიშვნელოვან საერთაშორისო კონცენციებს, მაგალითად
გაეროს: „კონვენცია ეკონიმიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“
და ევროპის საბჭოს „ეროვნული უმცირესობების კულტურული ავტონომიის შესახებ“
კანონი.
ესტონეთის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა კონგრესმა 2008 ნლის 30
სექტემბერს მიიღო რეზოლუცია ესტონეთში ენობრივი პოლიტიკისა და განათლების
შესახებ. მასში ნათქვამია, რომ ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ევროპის ენობრივი
პოლიტიკის პრინციპებს განსაზღვრავს, არის რეგიონული და უმცირესობების ენების
ევროპული ქარტია.
კონგრესს მიაჩნია, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებები დაფუძნებული უნდა
იყოს საერთაშორისო ნორმებზე, მათ შორის ევროპულ ქარტიაზე და მოუწოდებს
ესტონეთის სახელმწოფოს ხელი მოაწეროს აღნიშნულ ქარტიას და მოახსინოს მისი
რატიფიცირება.

მიუხედავად ეროვნული უმცირესობების კონგრესის განცხადებისა, ესტონეთი არ


აპირებს ქარტიასთან მიერთებას. ქვეყნის ერთადერთ ოფიციალურ ენად ესტონური
რჩება. თუმცა სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის რუსულ ენაზე
კულტურულ მომსახურებასაც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას
რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენს, ადგილობრივი ადმინისტრაცია ვალდებულია
მოსახლეობას ორივე ენაზე მოემსახუროს.

7. საქართველოს მიმართება ქარტიის მიმართ

საქართველო ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანათაგანია, რომელიც ქარტიას ჯერ არ


შეერთებია. ზოგადად კი საზოგადოებაში ქარტიის არსებობამ დიდი აზრთა
სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილის აზრით ქარტიაში ყოვლად საშიში პუნქტებია,
რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ენის სტატუსს და ა.შ.

ნაწილის აზრით მასთან სეერთება აუცილებელია, რათა დავნერგოთ ევროპული


სტანდარტები და მიზანმიმართული და განსაღვრული პოლიტიკა გვქონდეს
უმცირესობათა და რეგიონულ ენებთან დაკავშირებით.

ზოგადად კი, საქართველო უფრო სერიოზული ამოცანის წინაშე დგას, ვიდრე ამ


ქარტიის მიღება/არ მიღებაა. ანუ, მან ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა ენებს მიანიჭებს
სახელმწოფო, რეგიონული და უმცირესობების ენების სტატუსს, რას დიალექტის და
რომელს მიიჩნევს განსაკუტრებული ზრუნვის ობიექტად. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა
დაიწყოს ქარტიაზე მუშაობა და განისაზღვროს ის პუნქტები, რომელსაც საქართველო

20
შეურთდება და ის ღონისძიებები, რასაც მიღებული დადგენილებების
განსახორციელებლად შეასრულებს.

8. ქარტიის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი

სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულებების შესრულების მიზნით ქარტია


ითვალისწინებს მონიტორინგის სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ
სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოსა და ფართო საზოგადოებას თვალი მიადევნოს მის
შესრულებას.

წევრი ქვეყანა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს სამ წელიწადში ერთხელ წარუდგენს


პერიოდულ ანგარიშებს თავისი პოლიტიკისა და ხელმოწერილი პირობების
შესწულების ღონისძიებების შესახებ.

ეს ანგარიშები საჯარო ხდება და ტექსტის მიღება შესაძლებელია შესაბამის


სახელმწიფოში ან ევროსაბჭოში.

ქარტია ითვალისწინებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტის შექმნას, რომლის


შემადგენლობაში შედის თითო წევრი თითო მონაწილე ქვეყნიდან. ექსპერტთა
კომიტეტი განიხილავს ქვეყნების პერიოდულ ანგარიშებს, ასევე სხვა ინფორმაციას,
რომელიც წარმოდგენილი იქნება წევრი-ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით
რეგიონული ან უმცირესობათა ენებთან დაკავშირებით შექმნილი ორგანიზაციის მიერ.

ექსპერტთა კომიტეტი ამზადებს და მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს თავის


მოხსენებას, რომელშიც გადმოცემულია რეკომენდაციები და წინადადებები მონაწილე
სახელმწიფოებისთვის.

საპარლამენტო ანსამბლეის მონიტორინგი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი 2 წელიწადში ერთხელ საპარლამენტო ასამბლეას


წარუდგენს დეტალურ მოხსენებას წევრი ქვეყნების მიერ ქარტიის მოთხოვნების
შესრულების შესახებ, რაც უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის მიწოდებას
ევროპარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, შეეცდებიან
გავლენა იქონიონ შესაბამისი სახელმწიფოების მთავრობებზე ქარტიის პირობების
შესრულების მიზნით.

21
გამოყენებული ლიტერატურა:

1. http://www.scribd.com/doc/45471151/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83
%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C-
%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D
%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A-
%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%
97%E1%83%90%E1%83%9C
2. http://international-kolkhida.blogspot.com/

22

You might also like