ცხელი პუბლიკაცია

uZravi qonebis bazari...
სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

2014 (3)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის მარტის თვეში უძრავი
ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 15.2%-ით
გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 44 206 ერთეული შეადგინა. ა.წ. მარტი 2010-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის მარტთან (32 675 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 32.9%-ით, 2011 წლის მარტთან (43 412 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - კლება 16.7%-ით, 2012 წლის მარტთან (36 157 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 6.1%-ით და 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 15.2%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 14.1%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (10.8%-ით), ისე მეორადი (14.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობაში. 2014 წლის მარტის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010=100) დაფიქსირდა 1.051 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.912).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (2.5%-ით),
ხოლო გაიზარდა მეორადი (19.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 459, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 36 747 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად
0.674 და 1.185 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის
იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მარტში
განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 83.1%-ს მეორადი, ხოლო 16.9%-ს - პირველადი
სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის მარტში კი - შესაბამისად 80.1% და 19.9%).

P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა...
მარტი, 2013-2014
(ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2014

© საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

© უძრავი ქონების ბაზარი, 2014 (III)

ცხელი პუბლიკაცია

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა
მარტი, 2013-2014
ინდიკატორები

ზ.ე.

მარტი
2013

2014

რაოდენობა
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

7647

7459

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

30712

36747

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

38359

44206

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

19.9

16.9

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

80.1

83.1

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

100

100

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

18.2

10.8

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

11.6

14.8

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

12.9

14.1

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

6.2

-2.5

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

6.1

19.7

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

6.1

15.2

სტრუქტურა

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

0.691

0.674

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

0.991

1.185

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

0.912

1.051

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2014

2

© უძრავი ქონების ბაზარი, 2014 (III)

uZravi qonebis bazris tranzaqciebi...

2010-2014

tranzaqciebis raodenobis dinamika (erTeuli)

70000

60000

50000

40000

30000

20000

10000
2010

2011

2012

2013

2014