You are on page 1of 2

!

საჯარო სკოლებს სამეურვეო საბჭოების მიერ


არჩეული დირექტორები უხელმძღვანელებენ

ალექსანდრე ლომაიამ ფართო საზოგადოებას, მათ შორის


! ახლადარჩეულ დირექტორებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს,
პრესრელიზი მასწავლებელბს სიტყვით მიმართა:
მინისტრის აპარატი
თბილისი 0102, უზნაძის ქ. 52 ,,მოგესალმებით. დირექტორების არჩევნებით სკოლებში
ტელ: 957 326 ფაქსი: 969 831
ელ.ფოსტა: pr@mes.gov.ge დაიწყო დემოკრატიული მმართველობის ეტაპი, რამაც
საკონტაქტო პირი: მარიამ გერსამია კომუნისტური მმართველობის ფორმა დაასრულა. ზუსტად
www.mes.gov.ge ერთი წლის წინ, სკოლებში დემოკრატიული
თვითმმართველობის ჩამოყალიბების ეტაპი სამეურვეო
09.07.07 - დაუყოვნებლივი
საბჭოს არჩევნებით დაიწყო და ლოგიკურად, გეგმაზომიერად
გავრცელებისთვის
დასრულდა არჩევნებით. საერთო ჯამში ამ პროცესში
მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის 800 ათასზე მეტი მოქალაქე. მე
მინდა, თითოეული მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო
იმის გამო, რომ მათ მხარდაჭერა განოუცხადეს
თვითმმართველობის ახალ სისტემას.

ახალი სკოლა ძველისგან რამდენიმე ნიშნით განსხვავდება:


1. მოსწავლე დემოკრატიულ სკოლაში არის არა საშუალება, ჭანჭიკი, არამედ
მიზანი;
2. ახალ სასკოლო გარემოში გაიზრდებიან არა იდეოლოგიზებული
მოქალაქეები, არამედ თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე
პიროვნებები;
3. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და დირექტორებს გადაეცათ ყველა
ის სახელისუფლო ბერკეტი, რომელიც საჭიროა სკოლის ღირსეული
გაძღოლისა და განვითარებისთვის;
4. სახელმწიფო აღარ იქნება დაკავებული წვრილმანი, ყოველდღიური
მეურვეობით, სკოლების ყოველდღიურ საქმეებში ჩარევით.

რა რჩება უცვლელი? პირველ რიგში, უცვლელია ათიათასობით პედაგოგის


თავდადება ქართული სკოლისადმი. ასევე, სახელმწიფოს ზრუნვა იმისათვის, რომ
სასკოლო გარემო გაუმჯობესდეს. სახელმწიფო უზრუნველყოფს ცოდნისა და
უნარების საყოველთაოდ აუცილებელი სტანდარტების შესრულებას და სასკოლო
გარემოს გაუმჯობესებას. და მაინც, პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს პედაგოგთა
მატერიალური და სოციალური პირობები. რამდენიმე დღეში საქართველოს პრემიერ-
მინისტრი გააკეთებს განცხადებას სწორედ სასკოლო დაფინანსების შემდგომ
გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

დღეს სკოლაში მოვიდნენ ახალი ლიდერები. ათასამდე სკოლაში ისინი მოვიდნენ


ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით, ახალი ენთუზიაზმითა და ახალი
პასუხისმგებლობით. არჩეული დირექტორების საშუალო ასაკი 44 წელია.
უმრავლესობა მათგანს აქვს პედაგოგიური გამოცდილება, მათ შორის არიან
ისეთებიც (დაახლოებით 15%), რომელსაც პედაგოგიური გამოცდილება არ აქვს.
მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს სამეურვეო საბჭოებმა
ნდობა გამოუცხადეს. მე და ჩემი თანამოაზრეები მოხარულები ვართ, რომ სწორედ
ჩვენს თაობას ხვდა წილად ჩვენი ერის საუკეთესო შვილების ილია ჭავჭავაძის, იაკობ
გოგებაშვილის, დიმიტრი უზნაძის ოცნებების ხორცშესხმა. სწორედ ისინი
ოცნებობდნენ ისეთ დემოკრატიულად მოწყობილ სკოლაზე, სადაც მოსწავლეებს
ექნებოდათ საშუალება მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ სკოლის მართვაში. ისინი
ოცნებობდნენ იმ სკოლაზე, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა არა
საზეპიროებზე და დაზუთხვაზე, არამედ კრიტიკულ ანალიზსა და აზროვნებაზე,
მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

მიხარია, რომ ის ინიციატივა, რომელიც 2002 წელს თბილისის საკრებულოში


მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით წამოიწყო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,
განხორციელდა საქართველოს სკოლების აბსოლიტურ უმრავლესობაში. ეს
უზარმაზარი წარმატებაა, რომელშიც თავისი წვლილი გაიღო სამინისტროს უამრავმა
თანამშრომელმა, ჩვენმა რესურს-ცენტრებმა და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა
მასწავლებლებმა მშობლებმა. მადლობა ყველას.

თინათინი ალავიძე (175-ე სკოლის დირექტორი): ,,ამ არჩევნებით სამინისტრომ


თავისი ხედვა გამოხატა. ამ არჩევნებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა
კონკურსანტი იყო თანაბარ პირობებში, ხაზგასმული იყო დემოკრატიული
მმართველობის ფორმა. ბუნებრივია, იყო საზოგადოების დიდი ინტერესი. მე
პირადად, გასული 2 წლის მანძილზე მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე
მრავალკონტიგენტიანი სკოლის დირექტორი. ტესტირებისას საუკეთესოთა შორის
მოვხვდი და სამეურვეო საბჭომაც სრული ნდობა გამომიცხადა. დიდი მადლობა
ამისთვის მშობლებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს. ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ მომავალში სკოლამ აკრედიტაცია წარმატებით გაიაროს და იყოს
სამაგალითო”.

ზურაბ ხუციშვილი (55 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მოსწავლეთა


თვითმმართველობა):,, ჩემთვის მნიშვნელოვანია არჩევნების იმიტომ, რომ პირველად
ჩემი თანატოლების აზრი გამოხატე; ამით, ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ სკოლის
შეცვლაში, და რაც ყვალაზე მნიშვნელოვანია, თავად დირექტორი ავირჩიეთ. ჩვენ
პირველად გვკითხეს როგორი დირექტორი გვინდა და ჩვენც ჩვენთვის მისაღები
გადაწყვეტილება მივიღეთ”.

ლამარა გუგუნავა (43-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე):


,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს არჩევნები იმიტომ, რომ მეტი პასუხისგებლობა
ვიგრძენი ჩემი სკოლის, შვილების მიმართ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა
მასწავლებელი და მშობელი ერთად იღებდა ასეთ საპასუხისმგებლო
გადაწყვეტილებას. არჩევანის გაკეთებისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მომავალი
სკოლის განვითარება, მისი ბედი, ჩემი შვილების მომავალი. წარმატებას ვუსურვებ
ყველა არჩეულ დირექტორს”.

You might also like