You are on page 1of 3

სათაური

იმ დილით უეჭველად მარცხენა ფეხით გადმოვეშვი ლოგინიდან, თორემ ამდენი უიღბლობა


რანაირად უნდა შემმთხვეოდა ერთდროულადო- ჩემს წინ გოგო ახოვან ბიჭს ჩაბღაუჭებოდა
და დიდი მონდომებით ცდილობდა დიალოგში ჩაეთრია.

იმ დილით მეც მარცხენაზე გავიღვიძე, წინდა გამძვრა მარჯვენაზე და დიდი ხანი მომიწია
გათოშილ იატაკზე ცალი ფეხით ხტუნვა. ძალიან მაგვიანდებოდა, შიშველი ტერფი
ბუხართან მიწყობილ ერთადერთ წყვილ ფეხსაცმელში გავყავი და რომ არ დამეგვიანებინა
სწრაფად გავექანე მოკირწყლულ ქუჩაზე. კაბა კოჭს ძლივს ფარავდა და ყურადღების
გადასატანად გამვლელების მიხვრა-მოხვრას შესაშური მონდომებით ვაკვირდებოდი.

კართან საკმაოდ გრძელი რიგი დამხვდა, ვცადე შეუმჩნევლად შევპარულიყავი და ჩემი


ადგილას გავნაბულიყავი, მაგრამ პირდაპირ ბატონ იუჯინს შევასკდი. მკაცრად ამომხედა და
თავის სკამზე მოკალათდა, მე ბუხართან ჩავიცუცქე, ჯერ ცეცხლი ავანთე და ნელა მოვყევი
იატაკის გამოგვას. ბევრი ხალხი უამრავ საინტერესო ისტორიას ნიშნავდა, თან გაყინულ ოთხ
კედელში წინდის ძებნას ყველაფერი მერჩივნა.

-და აქ რამ მოგიყვანათ, ბატონო? წლებია არ გამოჩენილხართ. - ცხელი ჩაის დიდი ყლუპი
გადაუშვა ყელში იუჯინმა და ზამთრის მშვენიერ პიჯაკში გამოწყობილ წვრილთვალება
ჩასუქებულ კაცს ჩააჩერდა.

-აღარ მეგონა კიდევ თუ შევხვდებოდით.

წამოდგა და ხელი კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ერთმანეთს. საშინლად მოსაწყენი


ფორმალობები.

- მე თვითონაც არ ვიცი აქ რატომ მოვედი. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი ვფიქრობდი


იქნებ არც ღირდა, ან რა დამრჩენია რომ ვეძებო მეთქი, მაგრამ რაც დრო გადის ვხვდები, რომ
ძალიან მინდა შევამოწმო ჩემი თავი. აქამდეც ვაპირებდი, უბრალოდ ვიცოდი, ამაში ალბათ
გვარიანი ფულის გადახდა მომიწევს. - ღიმილით შეათვალიერა იუჯინი უცნაურმა კაცმა და
მერე ჩემსკენ გამოაპარა კიდევ უფრო გაწვრილებული თვალები.

-ოჰ ბატონო იოზეფ, აგატა ჩემი ახალი დამხმარეა, შეგიძლიათ ენდოთ, დედამისი
ალკოჰოლიკი იყო და დაბადებიდან მუნჯია.

-მუნჯი და არა ყრუ.. ჩაიცინა იოზეფმა და სავარძელში ჩაიძირა.

-როგორ გგონიათ, ამჯერად რა გაწუხებთ?

-იცით, არაფერი მაწუხებს და აქ იმის გამო არ მოვსულვარ, რატომაც ხალხი გაკითხავთ,


უბრალოდ ვიფიქრე, რომ რაღაცების შემოწმება არ მაწყენდა, ამ ბოლო დროს იმდენი რაღაც
ხდება, ეჭვები მახრჩობს, თან დიდი ხანია თქვენთან აღარ მოვსულვარ. ვხედავ ახალი
დამხმარე აგიყვანიათ.

-ოდესმე ხომ არ დაგინახავთ რამე ისეთი, რაც არ გგონიათ, რომ მართლა მოხდა?
-იცით, ყოველთვს როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ უეცარი შიში მიპყრობს,რომ თუ რამეს
გავიხსენებ საბოლოოდ დავკარგავ კავშირს რეალობასთან და ჩემი შეკოწიწებული
სრულყოფილი სამყარო დაინგრევა.

-გულწრფელი პასუხი ნამდვილად დასაფასებელია ბატონო იოზეფ. -იუჯინს გაეღიმა. ალბათ


წარმოიდგენდა რამდენს დასცინცლიდა შეშინებულ ახალგაზრდა ბატონს.

-პრობლემები ხომ არ გაქვთ სამსახურში, თითქოს არაფრის კეთება აღარ გინდათ, ძალა არ
შეგწევთ?!

-არა, არამგონია.

-შეგრძნება ხომ არ გაწუხებთ თითქოს ვიღაც დაგყვებათ, გითვალთვალებთ ან


გაკონტროლებთ?

კაცს შუბლზე დიდი ნაოჭები გამოუჩნდა. მერე, თითქოს წამის მეასედში მოიაზრა რას
აკეთებსო და მორცხვად ჩაიღიმა.

-არა, არა და არა.

-გქონიათ შემთხვევა, როდესაც ცდილობდით რაღაცის ახსნას და არ გამოგდიოდათ, სხვებს


ვერ აგებინებდით თქვენს სათქმელს?

-ოჰ, ბატონო იუჯინ, არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა.

-იოზეფ, ვიმედოვნებ გახსოვს, რომ პატარა ბიჭი აღარ ხარ და ყველაფერს გულწრფელად
მომიყვები, სხვა შემთხვევაში მომიწევს ისე მოვიქცე, როგორც მაშინ. იმედია გახსოვს.

-არა, არა, საჭირო არ არის, ამჯერად ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ვამბობ. მიკვირს
როგორ გახსოვთ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი დავყავდი თქვენთან დედაჩემს.

-ოჰ, ეგ არასდროს დამავიწყდება, შენ რა გაზეთებს საერთოდ არ კითხულობ? იუჯინმა


თვითკმაყოფილმა ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.

-მე და გაზეთები? უამრავი საქმეა ბანკში.

ბატონმა იოზეფმა ოთახის კუთხისკენ გამოიწია და კონვერტი ბუხრის თავზე შემოდო, მერე
ქუდი დაიხურა და პალტოს შემოცმამდე იუჯინს ხელი ღონივრად ჩამოართვა.

-იოზეფ, მაგ დაავადებას სახელი დავარქვით, გადატრიალება მოხდა ფსიქიატრიის დარგში,


ზიგმუნდ ფროიდი დღე-დღეზე ახალ წიგნს დაბეჭდავს. თუ გულწრფელი იქნები, გპირდები
აღარ მოგიწევს საავადმყოფოს გაყინულ კედლებში წოლა, ახლა წამალიც საკმარისია.
დედაშენის ხათრით...

-დიდი მადლობა ბატონო იუჯინ. კაცმა ქურთუკი უსწრაფესად ჩაიცვა და ქუჩაში გავარდა.

იატაკის მოსაწმენდად გვერდითა ოთახიდან ტილოს წამოსაღებად გავიწიე, დიდი ხანი


ვიდექი ერთ ადგილას და არ მინდოდა გამწარებული იუჯინის მთელი ყურადღება ჩემი
ცნობისმოყვარეობით მიმეპყრო.
-გაიგე? მუნჯი და არა ყრუო, გაიღიმაა კაცმა და შემდეგ კლიენტს ფსიქიატრიული კაბინეტის
კარი ფართოდ გაუღო.

You might also like