You are on page 1of 1

გენური ინჟინერია არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს გენებით მანიპულირებას.

მეცნ
იერებს შეუძლიათ ერთი სახეობიდან გენები გადაიტანონ მეორე, საერთოდ არამონათესავე
სახეობაში.ეს შესაძლებელია გენეტიკური კოდის უნივერსალობის გამო,იგი ერთია ყველა
ცოცხალისთვის , იქნება ეს ცხოველი , მცენარე თუ მიკროორგანიზმი.გენეტიკური ინჟინერიის
მომხრეები ხშირად ამტკიცებენ,რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან ,რასაც ჩვეულებრივ
სელექციონერები,მხოლოდ უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით.მართლაც, სელექციის დროსაც
შეიძლება მოხდეს მოხდეს გადაცემა , მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებს,ანდა ძალიან
მონათესავე სახეობებს შორის.სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეუჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის
სხვა ჯიშებს, მაგრამ ვერასოდეს შეუჯვარდება მიწისთხილს ან ვაშლს.გენური ინჟინერიის
შემთხვევაში კი ასეთი ბარიერი არ არსებობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ბუნების მიერ
მილიონობით წლების განმავლობაში დაწესებული სახეობათაშორისი საზღვრების დაარღვევა.აქამდე
არასოდეს ყოფილა შესაძლებელი ცხოველიდან მცენარეში , ან ბაქტერიიდან ადამიანში გენის
გადატანა . იმ შემთხვევაშიც კი თუ ნათესაურად ახლომდგომი სახეობების შეჯვარება მოხდა,
მიიღება უნაყოფო შთამომავლობა , როთაც ბუნება ინარჩუნებს სახეობათა
მრავალფეროვნებას.გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი არამონათესავე სახეობების გენების
კომბინირებისა და მაათი გენეტიკური მატერიალის შეცვლის შედეგად იქმნება ახალი ცოცხალი
ორგანიზმები , რომელთაც აქვთ გამრავლებისა და შთამომავლობის მოცემის
უნარი.დღეისათვის გენური ინჟინერიის გზით შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთი
საგან ძალიანდაშორებულ სახეობებს შორისაც კი; მაგალითად, მცენარეებში შეიძლება გენები გადავი
ტანოთ ბაქტერიებიდან, ვირუსებიდან, მწერებიდან, ცხოველებიდან და ადამიანებიდანაც კი.

You might also like