You are on page 1of 7

განცხადება/საჩივარი

დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის დადგენის შესახებ

1 გვარი

2 სახელი

3 მამის სახელი
მისამართი (ქალაქი, ქუჩა,
4
სახლის/ბინის ნომერი)

5 ტელეფონი

6 პირადი ნომერი

7 მოქალაქეობა

8 დაბადების თარიღი

9 სქესი მდედრობითი ☒ მამრობითი ☒ სხვა ☐

10 წარმომადგენლის (არსებობის შემთხვევაში)

გვარი, სახელი
ორგანიზაციის დასახელება

საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი)

პირი, რომელმაც ჩაიდინა ან ჩადის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს (ფიზიკური პირი,


11 იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება სახელისა და გვარის/სახელწოდების და
რეგისტრაციის მისამართის მითითებით )

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი“

12 ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ?

კი ☐ არა ☒

12.1 გთხოვთ, მიუთითოთ დევნის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება (ქალაქი, რაიონი)

13 ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება ?


კი ☐ არა ☒

გთხოვთ, მიუთითოთ ადმინისტრაციული წარმოების განმახორციელებელი ორგანოს


13.1
დასახელება (ქალაქი, რაიონი)

14. ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სასამართლო წარმოება ?

კი ☐ არა ☒

14.1 გთხოვთ მიუთითოთ სასამართლოს დასახელება (ქალაქი, ინსტანცია)

რა ეტაპზეა სასამართლოში საქმის განხილვა, სახალხო დამცველისათვის


14.2
განაცხადით/საჩივრით მიმართვის მომენტში ?

გსურთ თუ არა თქვენი საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციამ,


15 დაწესებულებამ ან გაერთიანებამ, რომლის საქმიანობის სფეროც მოიცავს პირთა
დისკრიმინაციისაგან დაცვას ?

კი ☐ არა ☒

გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი ორგანიზაცია, დაწესებულება ან გაერთიანება და მისი


15.1
საკონტაქტო ინფორმაცია.

გსურთ თუ არა თქვენი საქმის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს საქართველოს სახალხო


16 დამცველის ვებ_გვერდზე ? (გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიცავს პირის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს: გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მისამართი და სხვა)

კი ☒ არა ☐

17 გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განცხადებას უნდა ახლდეს თანდართული დოკუმენტების სია

საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, რომლებიც ადასტურებენ დისკრიმინაციას:


18 (შენიშვნა : ფორმის ხელით შევსების შემთხვევაში საქმის გარემოებები აღწერეთ დამატებით
ფურცლებზე)

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანება გირჩიეს მიერ 2016 წელს


შექმნილი და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კვლავ
გაზიარებული ვიდეოს მეშვეობით ხორციელდება ასაკის ნიშნით
დისკრიმინაცია.

პოლიტიკური პარტია გირჩი გამოირჩევა ეპატაჟური პოლიტიკური


მანიფესტაციებით, მათ კამპანირებებსა და ლინგვისტურ მესიჯებს ახასიათებს
ურბანული და ჟარგონული ტერმინოლოგია, რომელიც ხშირ შემთხვევაში
იმეორებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ თუ
ანტისოციალურ რწმენა წარმოდგენებს. მაგალითად, არჩევნების დღეს,
პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა
განცხადება: „ეხლა ალბათ რაღაც კანონი დავარღვიე მაგრამ მკიდია“.
მედიასთან და საზოგადოებასთან მსგავსი კონტრავერსიული კონტაქტის
მაგალითია მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მისი წინასაარჩევნო რეკლამის
ცნობის პორნო საიტზე (Pornhub) განთავსება. ცხადია, ეს პოლიტიკური
პარტია არ ერიდება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამოყენებას.
ამისი ნათელი დასტურია 2016 წელს, ფეისბუქ გვერდის მეშვეობით
გრაფიკული ვიდეო რგოლი. რგოლის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა
ამომრჩევლების პოლიტიკური პროცესებით დაინტერესება, გააქტიურება და
არჩევნების მნიშვნელობის წარმოჩენა. მაგრამ რგოლი ასევე შეიცავდა ენობრივ
დონეზე დისკრიმინაციულ ნარატივებს, რომლების ასაკოვანი
პოპულაციისკენ იყო მიმართული. ვიდეოში ასაკიანი და საპენსიო ასაკს
მიტანებული ადამიანი წარმოჩენილია, როგორც ადვილად მანიპულირებადი
სუბიექტი, ხაზია გასმული იმაზეც რომ ასაკთან ერთად ადამიანის
კოგნიტური და განმსჯელობითი უნარი დაქვეითებულია, რასაც მოსდევს
არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. ვიდეო რგოლის პათოსი საპენსიო
ასაკის ადამიანების გადაწყვეტილებას ბრიყვულ ქმედებებთან ატოლებს, რაც
იმეორებს საზოგადოებაში არსებულ სტიგმას იმის შესახებ რომ ასაკიანი
ადამიანი უსუსურია და აუცილებლად ახალგაზრდის მიერ უნდა იყოს
განსაზღვრული. არ არსებობს არანაირი სამედიცინო არგუმენტაცია იმის
შესახებ რომ ასაკი პოლიტიკურ ცნობიერებას აქვეითებს, რისი
არამეცნიერული მტკიცებაც უნდა ზემოთ მოცემულ ვიდეო რგოლს.

ასაკიანი ადამიანების კოგნიტური მოცემულობების ირონიზებასთან ერთად


ვხვდებით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს „მიიღებთ ბებიათქვენისას და
ბაბუათქვენისას“. ეს ფრაზები მრავალმხრივ შეიძლება განიმარტოს, მაგრამ
არანაირად პოზიტიური კონოტაციით. ყოველდღიურ მეტყველებაში
„ბებიაშენისა“ გამოხატავს წაგებულ, სამარცხვინო მდგომარეობას, როდესაც
პირი სოციალურ სანაგვეზე ხვდება ან გარკვეული ურთიერთობებიდან
ნარჩენებით კმაყოფილდება. ეს ტერმინი თავისი არსით წაგებულობას,
მარცხს, სამარცხვინოს, სოციალურ ნარჩენებს ატოლებს უფროს თაობასთან.
ტერმინი ამყარებს მომხმარებლური საზოგადოების მიდგომას ადამიანის
სამუშაო ძალა და ინტელექტი გამოიყენოს მაქსიმუმ, ხოლო მათი დაბერების
შემდგომ მეორეულ მოქალაქეებად აქციონ ისინი.

წინასაარჩევნო რგოლში მსგავსი ნარატივები რამდენიმე დიაპაზონით ქმნის


საფრთხეს. პირველი ეს არის პოლიტიკური კულტურის გაუფილტრავობა,
მასში ძალადობრივი და სტერეოტიპული მიდგომების ნორმალიზება, რაც ვერ
ავითარებს გრძელვადიანად პოლიტიკურ კულტურას.

მეორე არის თაობებს შორის საკომუნიკაციო ბარიერების კვლავწარმოება, რაც


იწვევს ნაკლებ შემწყნარებლობას და მეტ ეიჯისტურ მიდგომებს.

მესამე არის ასაკიანი ამომრჩევლებისთვის თვითიზოლაციონისტური


მესიჯის გაგზავნა, რაც არადემოკრატიულია თავისი არსით და საარჩევნო
პროცესისთვის საზოანოა.

ზოგადად, ხსენებული ვიდეო მიზნად ისახავს ახალგაზრდების


მოტივირებას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. რგოლი თავისი
დანიშნულებით პრობლემური არ იქნებოდა რომ არა, ასაკიანი ადამიანების
დისკრიმინაციის წახალისების გზით ვიდეოს მიზნების წარმოჩენა. ვიდეოს
სრული პათოსი ისაა, რომ ასაკიანი ადამიანები, როგორც ამომრჩევლები
არჩევანს აკეთებენ მხოლოდ საპენსიო პოლიტიკის გათვალისწინებით, და
რომ მათი არჩევანი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა
პრეზიდენტის ან/და პარლამენტი არჩევა, დამოკიდებულია მხოლოდ
საპენსიო უზრუნველყოფაზე, შესაბამის დაპირებებზე. ცხადია ხსენებული
მიდგომა ეფუძნება საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებსა და
მოტივებს,რომლებიც ახდენენ ასაკიანი ადამიანების ნაკლები ინტელექტისა,
თუ ინტერესების მქონე სუბიექტებად წარმოჩენას. ვიდეოში
ახალგაზრდებისთვის მიმართული მოწოდება, გააკეთონ საკუთარი არჩევანი,
განპირობებულია არა იმით, რომ მათ შეიძლება არ მოწონდეთ ასაკიანი
ადამიანების არჩევანი, არამედ იმ მოცემულობით, რომ ასაკიანი ადამიანები
საკუთარ მატერიალურ ინტერესებზე დაყრდნობით მარტივად იღებენ
პოლიტიკოსთა დაპირებებს, შესაბამისად აკეთებენ კიდეც არჩევანს.
თავისთავად, ასაკიანთა არჩევანი რომ საზოგადოების სხვა ნაწილის
ინტერესების თანმხვედრი არაა ხაზგასმულია ტექსტის ისეთი ცინიკურ
სიტყვებით, როგორიცაა „ბებიაშენისა“ და „ბაბუაშენისა. აღნიშნული
სიტყვების საზოგადოებაში ცალსახად დამკვიდრებულია უარყოფითი
კონოტაციით.

აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით 2016 წელს სახალხო დამცველმა უჩა


ნანუაშვილმა გააკეთა განცხადება და გამოეხმაურა გირჩის განცხადებას
სადაც აღნიშნავს, რომ რეკლამა ასაკოვანი ადამიანების ქვეყნის
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთან დაკავშირებით
სტერეოტიპებს ახალისებს და ქმნის საფრთხეს, რომ ასაკოვანო ხალხი ამ
ნიშნით დისკრიმინაციას დაექვემდებარონ. ამ განცხადებით ომბუცმენმა
„გირჩს“ მოუწოდა რომ რეკლამა ინტერნეტ სივრციდან მოეხსნა. სახალხო
დამცველი თავის განცხადებაში ასევე მიუთითებს, რომ დაუშვებელია
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოენება, რომელიც
ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ცალკეული ჯგუფების მიმართ.

სახალხო დამცველის განცხადება „გირჩის“ რეკლამის ინტერნეტსივრციდან


მოხსნის თაობაზე არ იქნა გაზიარებული, და 2018 წლის წინასაარჩევნო
პერიოდში ისევ მოხდა ამ ვიდეოს გავრცელება ინტერნეტ სივრცეში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლითა და დისკრიმინაციის ყველა


ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით აკრძალულია
ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია. ხსენებულ
შემთხვევაში დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა დარღვეულია,
რამდენადაც თანასწორ პირები ვიდეოს მეშვეობით წარმოჩინდებიან
არათანასწორ მდგომარეობაში და ასაკიანი ადამიანები ხდებიან
დისკრიმინირებულები, რამდენადაც ასეთი ამომრჩევლები სხვა
ამომრჩევლებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდებიან.
კერძოდ, არახელსაყრელი პირობაა ასაკიანი ადამიანების - პენსიონერ
ამომრჩეველად წარმოჩენა და მათი სტიგმატიზირება. ამასთან, აღნიშნული
ვიდეო ხელს უწყობს ასაკიანი ადამიანების (მათი ინტერესების) მიმართ
სტერეოტიპული შეხედულებების ჩამოყალიბებას და გამყარებას. თავისი
არსით ყველა ამომრჩეველი ანალოგიურ პირობებში იმყოფება და
სარგებლობს თანაბარი უფლებებით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა
რადიკალურად განსხვავდებოდეს ამომრჩეველთა ინტერესები, პოლიტიკური
ხედვები ან ზოგადად დამოკიდებულება საარჩევნო პროცესისადმი,
გაუმართლებელია მათი დიფერენცირება ასაკის ნიშნით, იმაზე მითითებით,
რომ ასაკიანი ადამიანები არჩევანს მხოლოდ ერთი ინტერესით აკეთებენ.

თავის მხრივ, დისკრიმინაციის აკრძალვა არაა აბსოლუტური მოთხოვნა და


განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა გამართლდეს ლეგიტიმური საჯარო
ინტერესის არსებობისას, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
ცალსახაა, რომ ვიდეოს ავტორის მიზანი ახალგაზრდების მოტივირებაა და ეს
მიზანი მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია, თუმცაღა ეს მიზანი არ
წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, რომლისთვისაც თანასწორობის
უფლების დარღვევა თავისთავად გამართლებული იქნება. ამასთან, ვიდეოს
ავტორს შეეძლო ახალგაზრდების წახალისება მოეხდინა სხვა გზებით და
საშუალებებით, პირთა ერთი ჯგუფის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის
გარეშე.

აქვე, მართებულად მიგვაჩნია გამოხატვის თავისუფლების უფლების


საკითხის განხილვაც. ბუნებრივია მოპასუხე მხარე გამოხატვის
თავისუფლებაზე მოახდენს აპელირებას და შესაბამისად, სახალხო დამცველს
დისკრიმინაციის ფაქტი შესწავლის დროს მოუწევს განიხილოს ერთი მხრივ,
გამოხატვის თავისუფლების სიკეთეები და მეორე მხრივ, ამ უფლების
გავლენა სხვა პირთა ინტერესებზე. პოლიტიკური პარტია რეკლამისა თუ სხვა
სახის ვიდეო რგოლის დამზადების პროცესში სარგებლობს გამოხატვის
ფართო ფარგლებით, თუმცაღა ეს უფლება თავისთავად ვერ იქნება
აბსოლუტური და თუ ასეთი გამოხატვით ილახება სხვების უფლები
შესაძლებელია მისი შეზღუდვა. გაუმართლებელი დიფერენცირება და
თანასწორ პირთა განსხვავებული მოპყრობა წარმოდგენს იმ საფუძველს,
რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს გამოხატვის შეზღუდვა.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონის


"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მე-6 და და მე-8
მუხლების საფუძველზე და მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩვენს მიერ
წარმოდგენილი საჩივარი.

საჩივარს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:


1. სვეტლანა ხაფთანის პასპორტის ასლი;
2. ალექსანდრე გურჩიანის პასპორტის ასლი;
3. სვეტლანა ხაფთანის მიერ 2018 წლის 29 სექტემბერს სს "არდის" სამოგზაურო დაზღვევის
მიღების მიზნით შევსებული განაცხადის ასლი;
4. ალექსანდრე გურჩიანიას მიერ 2018 წლის 29 სექტემებერს სს "არდის" სამოგზაურო
დაზღვევის მიღების მიზნით შევსებული განაცხადის ასლი;
5. თამარ გურჩიანის მიერ სს "არდისთვის" გაგზავნილი წერილის ასლი;
6. სს "არდის" მიერ 2018 წლის 4 ოქტომბრის პასუხის ასლი.

თარიღი
0231/110/2018
რიცხვი / თვე / წელი

განცხადების/საჩივრის ავტორის ან ავტორების ან მათი ს. ხაფთანი; ა.


წარმომადგენლის ხელმოწერა გურჩიანი

You might also like