You are on page 1of 5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეფექტური კომუნიკაციები და კომფლიქტების მართვა

დავალება 1

სოფიო სირაძე

1
პირობითმა კლიენტმა ამოირჩია სამი სიტყვა ,რომელიც მასში დადებით ემოციებს
იწვევდა .ეს სიტყვებია:1)წარმატება 2)კარიერა 3)თვითრეალიზაცია.

მან ამ სამი სიტყვიდან პრიორიტეტი მიანიჭა სიტყვას,თვითრეალიზაცია.

თვითრეალიზაცია

-წარმოიდგინე ,რომ ეს სიტყვა ეკრანზე დაეწერა .როოგრ წერია ის ? რა


ფერია? რა შრიფტით არის დაწერილი?(პირობითი კონსულტანტი)
-სიტყვა ეკრანზე წერია ქართული ასოებით,ბეჭდურად,ეკრანის ცენტრში და ყველა
მისი ასო არის წითელი.თვითონ ეკრანი არის შავი.(პირობითი კლიენტი)
-რა ზომისაა ასოები?
-ასოები არის დიდი და მსხვილი.
-ახლა მოუსმინე ამ სიტყვას , ჯერ სწრაფად, მერე ნელა მშვიდად.როგორ
იტყოდი შენ ამ სიტყვას?
-ამ სიტყვას მე ვიტყოდი არც ძალიან ნელა , არც ძალიან ჩქარა.
ვიტყოდი ამაყად. ეს სიტყვა კარგ მოგონებებთან მაკავშირებს.
-როგორ იტყოდა ამ სიტყვას შენი საყვარელი ადამიანი?
- ის ამ სიტყვას იტყოდა უბრალოდ, რადგან მისთვის ისეთი დატვირთვა არა აქვს
როგორც ჩემთვის.
-როგორ იტყოდა მას შენი მტერი ან ადამიანი ,რომელიც არ
მოგწონს,გაღიზიანებს?
-ჩემი ანტპათია ,ჩემთვის უარყოფითი ადამიანი ამ სიტყვას იტყოდა დაცინვით,
რადგან თითქოს ჩემთვის მიუღწეველია „თვითრეალიზაცია“
-ხმა რო გამოვურთოთ ამ სიტყვას რა დარჩება?
-დარჩება სიამაყე.
-ახლა კიდევ იფიქრე ამ სიტყვაზე და მითხარი რასთან ასოცირდება ეს
სიტყვა?
-ასოცირდება წარმატებასთან, თავდაჯერებულობასთან, მახსენდება სწავლაში
თეთრად გათენებული ღამეები.
-რას გრძნობ შენ ამ დროს?
-საოცარი გრძნობაა.დადებითად ვიმუხტები.თავდაჯერებულობას ვგრძნობ.
-როგორია შენი გულის ცემა?
-თითქოს აფორიაქებული ვარ, თუმცა სასიამოვნოდ.
-დაუკვირდი შენი სხეულის ყოველ ნაწილს და აღმიწერე ის.
-ცოტათი ვთრთი.მგონია ,რომ თვალები ძალიან მიციმციმებს.
-ახლა ისევ შეხედე ეკრანს ისევ წაიკითხე შენთვის ეს სიტყვა და მითხარი
რა წარმოდგენები გიჩნდება,რა სიტუაციებია?
-პირველ რიგში წარმოვიდგენ მოღრუბლულ ამინდს.
ვარ განმარტოებით.ვგრძნობ რომ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება მინდა, მაგრამ
თითქოს ძალა არ მყოფნის. შემდგომ ღრუბლები გადაიწმინდება, მზე გამოდის და
ამინდთან ერთად ჩემი განწყობაც იცვლება.ძალის მომატებას ვგრძნობ და ვხვდები
რომ არაფერია შეუძლებელი.
-რა ხდება შენს ირგვლივ როგორია გარემო?

2
-გარშემო არავინ არ არის. მარტო ვარ. მხოლოდ ჩემი თავის იმედად. ვგრნობ რომ
ძალიან ძლიერი ვარ

-ახლა ეს სიტყვა ისევ ესროლე ეკრანს და რა ხატებად გაიშალა ის .რა


კადრებია ეკრანზე?
-ეკრანზე სულ სხვა წარმოდგენა ჩანს.ვხედავ ადამიანებს,რომლებიც რაღაცით
უკმაყოფილოები არიან, გამომეტყველებაზე ეტყობათ.
-მუხტავს თვითრეალიზაცია ამ უკმაყოფილებას?
-კი, მაგრამ მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ნაწილში.
-ახლა დაუბრუნდი ისევ სიტყვას და როგორ განმარტებას მისცემდი ახლა
მას.რა არის თვითრეალიზაცია მთლიანობაში ?
-თვითრეალიზაცია ჩემთვის საკუთარი თავის შეცნობის,საკუთარ ძალებში
დარწმუნების საშუალებაა. ის მაძლევს საშუალებას ვიყო ძლიერი და არ ვიყო
სხვებზე დამოკიდებული.

3
პირობითმა კლიენტმა დაასახელა სამი სიტყვა რომელიც მასში უარყოფით
ემოციებს იწვევს ესენია:1)დამარცხება 2)ტკივილი 3)უსამართლობა
ამ სიტყვებიდან მისთვის ყველაზე მეტად უსიამოვნო გამოყო. ეს სიტყვაა
ორპირობა.

დამარცხება

-წარმოიდგინე, რომ ეს სიტყვა ეკრანზე დაეწერა ,როოგრ წერია ის ? რა


ფერია? რა შრიფტით არის დაწერილი?
-ეს სიტყვა წერია ნაცრისფერ ეკრანზე, ყვითელი ასოებით. ასოები მიმოფანტულია
უწესრიგოდ.
-ახლა მოუსმინე ამ სიტყვას ჯერ სწრაფად მერე ნელა მშვიდად,როგორ
იტყოდი შენ ამ სიტყვას?
-ვიტყოდი ზიზღით,აგდებულად.
-როგორ იტყოდა ამ სიტყვას შენი საყვარელი ადამიანი?
-ამ სიტყვას ჩემი საყვარელი ადამიანი არ იტყოდა რაიმე გამოკვეთილი ემოციით ან
ინტონაციით.
-როგორ იტყოდა მას შენი მტერი ?
-დაცინვით, ნიშნისმოგებით.
-გამოვურთოთ ხმა ამ სიტყვას ახლა როგორია ის ?
-თითქოს დამანგრეველი ძალა აქვს.
-ახლა კიდევ იფიქრე ამ სიტყვაზე და მითხარი რასთან ასოცირდება ეს
სიტყვა?
-ასოცირდება ისეთ მოვლენასთან, რაც არასოდეს მინდა რომ განვიცადო. იმიტომ კი
არა რომ მეშინია დამარცხების, უბრალოდ ვერ ვეგუები წაგებულის როლს.
-დაუკვირდი შენს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ,როგორია გულის ცემა ?
-ვარ გაბრაზებული, გული ძლიერად ცემს, აგრესია იმატებს, თითქოს გულში
ვულკანი იწყებს გამოღვიძებას.
-ახლა ისევ შეხედე ეკრანს ისევ წაიკითხე შენთვის ეს სიტყვა და რა კადრები
გაჩნდა ?
-რატომღაც ვაჟა–ფშაველას „არწივი“ გამახსენდა.ვხედავ არწივს რომელიც მიწაზეა
განრთხმული და თავს ყვავები დასტრიალებენ.
-ახლა როგორ გრძნობ შენ თავს?
-ვბრაზობ, რადგან არ მიყვარს როდესაც სისუსტით სარგებლობენ
-როგორ წარმოგიდგენია სიტყვა დამარცხება განსხეულებული?
-ეს არის დაბალი, დანაოჭებული, კუზიანი არსება.რომელსაც ცბიერი ღიმილი აქვს
და ნიშნისმოგებით მიყურებს.
-ახლა დაუბრუნდი ისევ სიტყვას და როგორ განმარტებას მისცემდი ახლა
მას.რა არის დამარცხება მთლიანობაში ?

4
-დამარცხება ეს არის მოვლენა , რომელიც ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია. ამიტომ
ყოველთვის ორიენტირებული ვიქნები გამარჯვებაზე და სხვებსაც იგივეს ვურჩევ.

You might also like