You are on page 1of 104

1. .ძვ.

ბერძნული მითოსის ძირითადი სახეები (12ოლიმპიელი ღმერთი) და


მითოსური ციკლები.
ბერძნული ლიტ.-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენთაგანია მითი. რას
წარმოადგენს ბერძნული მითოლოგია? მითი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის
მქონე ტრადიციული ამბავი. მითს არ ჰყავს ავტორი, იგი არ არის ნაწარმოები. მითი
არის ინფორმაციული სქემა. იგი შეიძლება გადმოგვცენ ნებისმიერ ენაზე ყოველგვარი
მხატვრული თარგმანის გარეშე. მითი არის არა მარტო კოლექტიური შემოქმედების,
არამედ კოლექტიური შერჩევის პროცესიც, იგი მოგვითხრობს იმას, რაც
საზოგადოებამ საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახა. მითისთვის
დამახასიათებელი ნიშნებია: 1. მითოლოგიური მსოფლაღქმის პრინციპი.
განაპირობებს რეალურისა და არარეალურის, დროში განსაზღვრულისა და
განუსაძღვრელის საოცარ ურთიერთშეთანხმებას. ყოველგვარი საზღვრის მოშლას.
ზღაპრისაგან განსხვავებით მითი გაიაზრება არა როგორც გამონაგონი, არამედ
სამყაროს „ისტორიის“ მითოპოეტური გადმოცემა. 2. მითოლოგიური კონფლიქტის
სტრუქტურა. მითი გამოირჩევა მოქმედების განვითარების პროგრამის ერთიანობით.
ჯერ კიდევ ჰომეროსამდე და ჰესიოდემდე ბერძენ აედთა მთელმა თაობებმა მონახეს
ერთგვარი საყრდენები, რომელთა გარშემო იწყეს დაჯგუფება ცალკეულმა
ამბებმა.ამგვარი საყრენი თეოგონიის სფეროში იყო ღმერთი. „ბნელი წლებისთვის“
პოპულარული იყო მითი 3ძმას, ზევსს, პოსეიდონსა და ჰადესს შორის სამი სკნელის
განაწილებაზე-ზეცისა და ადამიანებით დასახლებული სამყაროსი, ზღვისა და
მიწისქვეშეთის. საკმაოდ ძველია რწმენა 12ოლიმპიელი ღმერთის შესახებ,
ზევსი-კანონიერება, ჰერა-ქორწინება, პოსეიდონი-ზღვის სტიქია და მიწის რყევა.
დემეტრე-დედამიწის ნაყოფიერება, აპოლონი-ხელოვნება და მედიცინა, არტემისი-
ნადირობა, ჰეფესტო-ცეცხლი და მჭედლობა, ათენა-სიბრძნე, არესი-ომი, აფროდიტე-
სილამაზე და სიყვარული, ჰერმესი-ღმერთთა შიკრიკობა (მოგზაურობა). ჰესტია-
ოჯახური კერა, ჰადესი-ქვესკნელი.
კლასიკრ ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების უმეტესობა წინაბერძნული
წარმოშობისაა.
რაც შეეხება მოკვდავთა თქმულებებს, აქ საყრდენი იყო მითოლოგიური გმირის სახე
ან რაღაც მბიშვნელოვანი მოვლენა. მაგალითად, ბერძნული მითოლოგიის გმირები
არიან: პერსევსი, ჰერაკლე, თესევსი,
არსებობს სამი უმთავრესი ციკლი: თებეს ციკლი, არგონავტების ციკლი, ტროას
ციკლი.
თებეს ციკლი მოიცავს კადმოსის მიერ დაარსებულ ბეოტიის მთავარი ქალაქის
ტრაგიზმით აღსავსე ამბებს. თებეს მეფე ლაიოსს იმ წინასწარმეტყველების შიშით,

1
რომ მას მისივე ძე მოკლავდა, ახალგაჩენილი ვაჟიშვილი სასიკვდიოდ გაუმეტებია,
მაგრამ მისმა მსახურმა ვერ მოკლა ჩვილი და შორს, მთაში დატოვა. ბავშვი
კორინთოსის მწყემსმა ნახა და თავის უშვილო მეფეს-პოლიბოსს მიჰგვარა, რომელმაც
მას შეშუპებული ფეხების გამო ოიდიპოსი შეარქვა, მაგრამ ოიდიპოსმა როცა
წინასწარმეტყველება შეიტყო კორინთოსი დატოვა. ბედისწერას ოიდიპოსი თებესკენ
მიჰყავს. გზაში შემთხვევით ატეხილ ჩხუბში იგი კლავს თავის მამას ლაიოსს. შემდეგ
ათავისუფლებს თებეს ურჩხულის-სფინქსისაგან. მადლიერი თებელები მას მეფის
ტახტს შესთავაზებენ. მისი ცოლი ხდება ოიდიპოსის ნამდვილი დედა. ჭეშმარიტება
გაირკვევა გვიან, როცა ოიდიპოსს შეეძინება შვილები.მაგრამ საგვარეულო
უბედურება ამით არ მთავრდება. ოიდიპოსის ვაჟიშვილები ძალაუფლების გამო
მტრად გაუხდებიან ერთმანეთს.ძმები ერთმანეთს კლავენ ბრძოლაში. შვილთა თებეს
წინააღმდეგ ბრძოლაში მოლაშქრეთა შთამომავალნი ეპოგონები-იძიებენ შურს
მამებისთვის. მიწასთან გაასწორებენ თებეს.
არგონავტების ციკლის ამბები უკვე ბერძენთა ქვეყნის გარეთ ჩატარებულ შორეულ
ექსპედიციაზე მოგვითხრობენ. ბოროტი დედინაცვალისგან განწირულ და-ძმას
ფრიქსოსსა და ჰელეს დედა ნეფელე მოუვლენს საოცარ ოქროს ვერძს, რომელიც მათ
აიასაკენ ანუ კოლხეთისკენ გადააფრენს. გზაში სიმაღლით თავბრუდახვეული ჰელე
ჩავარდება ზღვაში და ამ ადგილს ჰელესპონტი ეწოდება. კოლხეთის მეფემ ფრიქსოსი
კარგად მიიღო. ვერძის სიკვდილის შემდეგ მისი ოქროს საწმისი დაკიდეს არესის
ჭალაში და მას საშინელი გველი მიუჩინეს დარაჯად, მაგრამ საწმისს არ ეწერა აქ
სამუდამოდ დარჩენა. თესალიაში მდებარე იოლკოსის მეფემ, პელიასმა, რომელმაც
უკანონოდ წაართვა ტახტი თავის ძმას, გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა
ძმისშვილი იასონი და მძიმე დავალების შესრულება მოსთხოვა-ოქროს საწმისის
კოლხეთიდან ჩამოტანა. იასონი აგებს „არგოს“, კრებს არგონავტებს და გაეშურება
მიზნის მისაღწევად. იგი მიაღწევს კოლხეთს. აქ არგონავტთა მეთაურს შეიყვარებს
კოლხეთის მეფის გრძნეული ასული მედეა, რომლის დახმარებითაც იასონი თავს
გაართმევს აიეტის დამღუპველ პირობებს, მოიტაცებს ოქროს საწმისს და წაიყვანს
მედეას. ის მიაღწევს საბერძნეთს, მედეა იმსხვერპლებს პელიასს. იასონი და მედეა
იძულებულები არიან თავი კორინთოს შეაფარონ. აქ იასონი მეფის ასულს ცოლად
შერთვას და მედეას მიტოვებას გადაწყვეტს. მედეას შურისძიებას ემსხვერპლებიან
ისინი.
ტროას ციკლი- თეტისისა და პელევსის ქორწილზე ერისი- განხეთქილების ღმერთი-
ვაშლს შეაგორებს, რომელიც ულამაზესისთვისაა განკუთვნილი. ჰერას, ათენასა და
აფროდიტეს- პრიზის მთავარ პრეტენდენტებს- ზევსი დავის გადასაწყვეტად ტროას
მეფის, პრიამოსის, ვაჟთან,პარისთან, გააგზავნის. ქალღმერთთა დაპირებებს შორის

2
პარისს ყველაზე მეტად აფროდიტეს დაპირება მოხიბლავს, რომელიც ცოლად
ულამაზეს ქალს აღუთქვამს. ვაშლი აფროდიტეს ერგო. ,,პარისის სამჯავროს“ შემდეგ
ჰერამ და ათენამ სამუდამოდ შეიზიზღეს ტროა და ტროელები. რამდენიმე ხნის
შემდეგ აფროდიტე დანაპირებს შეუსრულებს პარისს და სპარტის მეფესთან,
მენელაოსთან , მისულს მშვენიერ ელენეს მოატაცებინებს. აფროდიტესგან პარისის
სიყვარულით ანთებული ელენე მიატოვებს ყველაფერს და ვაჟს ტროაში გაყვება. ეს
გახდება ომის მიზეზი, რადგან აქაველებს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ ამგვარ
სიტუაციაში ერთიანი ძალებით იბრძოლებდნენ. აგამემნონის, მენელაოსის უფროსი
ძმის, მეთაურობით აქაველები ხომალდებით ტროას დასალაშქრად გაეშურნენ. ამ
დროს იმ ომში ყველა ცნობილი გმირი მონაწილეობდა, მათ შორის იყო მოკვდავ მამის
პელევსისა და ქალღმერთ თეტისის ვაჟი აქილევსი. ბევრი რამ დაითმინეს
აქაველებმა, სანამ ტროას მიაღწევდნენ. აგამემნონმა ხელსაყრელი ქარისთვის თავისი
ასული, იფიგენიაც კი შესწირა ღმერთს. ტროას ომი ათი წელი გაგრძელდა. მრავალი
გმირი იბრძოდა ტროას მათ შორის ტროის ბურჯი, ჰექტორი, რომელიც აქილევსთან
შერკინებისას დაიღუპა. ჰექტორის სიკვდილი, ფაქტობრივად ტროას დაცემას
ნიშნავდა. განგმირეს თავად აქილევსიც. საბოლოოდ ქალაქი ღმერთის მიერ
ჩაგონებული ეშმაკობით აიღეს. ააგეს დიდი ხის ცხენი, რომელშიც აქაველი გმირები
დაიმალნენ, ტროელებმა ქურუმის ლაოკოონის გაფრთხილების მიუხედავად, ცხენი
ქალაქში შეიტანეს, ამისათვის სასტიკად დაისაჯნენ. ღამით აქაველები ცხენიდან
გამოვიდნენ და ქალაქი მიწასთან გაასწორეს. მენელაოსმა, ნესტორმა და სხვებმა
ბედნიერად მიაღწიეს თავიანთ სამშობლოს, ოდისევსმა კი 10 წელი იხეტიალა.
ტრაგიკული სიკვდილი ელოდა აგამემნოს მიკენში, აქ იგი მზაკვრულად მოკლეს
მისმა ცოლმა, კლიტემენსტრამ და ბიძაშვილმა,ეგისთოსმა, რომელიც კლიტეს
საყვარელი იყო. აგამემნონის მალულად გაზრდილი ძე, ორესტე, ბრუნდება
სამშობლოში, კლავს ეგესთოსსა და საკუთარ დედას-კლიტემენსტრას.
2. ესქილეს „აგამემნონი“ (ორესტეადან) შინაარსი, პერსონაჟები და ტრაგიკულის
არსი.
ესქილე საბერძნეთის ტრაგიკოსთა დიდი სამეულის ერთ-ერთი წარმომადგენელია,
რომელიც ძვ.წ-ით მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდა. ჩვენამდე მისმა შვიდმა
ტრაგედიამ მოაღწია, რომელთაგან აღსანიშნავია „აგამემნონი“, რომელიც შედიოდა
ტრილოგიაში- „ორესტეა“. აგამემნონი იწყება გათენებისას გუშაგის პროლოგით,
რომელიც კლიტემნესტრას, აგამემნონის ცოლს, დაუყენებია,რათა მყისვე მოახსენოს
ომის დასრულების შედეგი მას. გუშაგი იდგა და ელოდებოდა ნიშანს . და ბოლოს,
როგორც იქნა ცეცხლის ნიშანმა გამარჯვება აუწყა მათ. გუშაგი გაემზადა
დედოფლისთვის ამ სასიხარულო ამბის საუწყებლად, თუმცა თან შიშობდა,

3
გრძნობდა, რომ ეს სასიხარულო ამბავი საფრთხით შეიცვლებოდა. ამ დროს გუნდი
იწყებს სიმღერას და აუწყებს მსმენელს, ტროას ომის დაწყების ამბავს. ჰყვება, თუ
როგორ გაემართნენ ათი წლის წინ აგამემნონი და აქაველები ტროას ასაღებად.
იხსენებენ, თუ რის გამო დაიწყო ომი და როგორ გახდა იძულებული აგამემნონი,
თავისი შვილი, იფიგენია შეეწირა მსხვერპლად. ამით მან გზა გაუხსნა აქავეელთა
ხომალდებს, თუმცა კლიტემნესტრას გულში რისხვა აღძრა.შესაბამისად,
კლიტემნესტრას შურისძიების სურვილი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ სასახლეში
დადის ხმები, თითქოს დედოფალი და აგამემნონს ბიძაშვილი ერთად ცხოვრობენ.
მოკლედ, გუნდის სიმღერაში გადმოცემულია ყოველივე, რაც აგამემნონის
დაბრუნებას უძღვოდა წინ. ასევე აღნიშნულია ის დეტალები, რომლებიც უნდა
გახდეს შემდგომ განვითარებული მოვლენების წინა პირობა. აქვე, ზევსისადმი
აღვლენილ ლოცვაში ჩამოყალიბებულია ადამიანუტი ტანჯვის საზრისი და თავად
ღმერთის კონცეფცია განსხვავებულად არის ჩამოყალიბებული. ესქილესთვის ზევსი
პირობითი სახელია იმ არსებისა, რომელიც ყოვლისმპყრობელი,
ყოვლისშემძლებელი, დაუსაბამო და მარადიულია. სწამს, რომ თუკი მას გულით
აღვუვლენთ ვედრებას, იგი ტანჯვას აგვარიდებს და ჩვენც ჭეშმარიტ სიბრძნეს
ვეზიარებით. ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ ღმერთმა დაუდგინა
ადამიანებს „ტანჯვის გზით სწავლა“. ესქილეს ღმერთი მითოლოგიური ფიგურიდან
რელიგიურ დონემდე აჰყავს. ღმერთს მივყავართ უზენაესი ჭეშმარიტების
შეცნობისაკენ. შესაბამისად, ტანჯვა ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ
უნდა მივიღოთ და ავიტანოთ იგი.
ამბის შეტყობინების შემდეგ კლიტემნესტრა უდასტურებს თანამოქალაქეებს
ტროას აღების ამბავს.შემდეგ მაცნე აღწერს დიდ გამარჯვებას. ბოლოს აგამემნონი
შემოდის და თან მოჰყავს კასანდრა, პრიამოსის ნათელმხილველი ასული, რომლის
წინასწარმეტყველებას არავინ უჯერებს. კლიტემნესტრა ქმას სიხარულით ეგებება,
იგი მსახურებს წითელ ხალიჩას გააშლევინებს, აგამემნონს მოუწოდებს, ამ ხალიჩაზე
გაიაროს. ეს ჟესტი ანტიკურობაში მკრეხელობად ითვლებოდა, ჰიბრისზე
მეტყველებდა, აგამემნონმა, თავის მხრივ, იცის, რომ ხალიჩაზე არ უნდა გაიაროს,
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჰიბრისი მასშიც იგრძნობა. მიუხედავად იმისა,
რომ გარეგნულად ყველაფერი კარგადაა, მაინც იგრძნობა დაძაბულობა. მეწამული
ხალიჩაც აღძრავს სასახლეში შემდეგ დატრიალებული ტრაგედიის წინათგრძნობას.
აგამემნონი ცადილობს, არ გაიაროს ხალიჩაზე, მაგრამ ბოლოს ის თანხმდება,
კლიტემნესტრა მას გვერდიტ მიჰყვება და თან სხვადასხვა ამბავს უყვება. სცენაზე
კასანდრა რჩება, რომელიც იწინასწარმეტყველებს მოსალოდნელ უბეურებას, მაგრამ
წყევლის თანახმად, მას არავინ დაუჯერებს.ამ დროს კი კლიტემნესტრა აბაზანაში

4
მოკლავს აგამემნონს, შურს იძიებს თავისი შვილის სიკვდილისთვის. შემდეგ გამოვა
სასახლიდან და ხალხს აუწყებს მომხდარს, თუ როგორ მოკლა ქმარი სატევრის
სამჯერ დარტყმით. გუნდი გმობს მოღალატე ცოლის ქმედებას. კლიტემნესტრა თავს
იმით იმართლებს, რომ შვილისთვის იძია შური. ამ დროს ჩნდება ეგისთოსი,
აგამემნონის ბიძაშვილი. მას საკუთარი შურისძიება ამოძრავებს, რადგან აგამემნონის
მამამ საკუთარი ძმის შვილები დაკლა და მათი ხორცი ძმას საჭმელად მიართვა.
გუნდი შეთქმულებს უტევს. კლიტემნესტრა ცდილობს, დააწყნაროს მოქიშპეები.
ბოლოს იგი მიმართავს ეგისთოსს და მოუწოდებს, ნუ მიაქცევს ყურადღებას
მოქიშპეებს და როგორც მბრძანებლებმა, მართონ სასახლე. ამით სრულდება
ტრაგედია.
დამეთანხმებით, ტრაგედია დიდი სიმძაფრითა და ემოციით იკითხება.
დინამიკური თხრობა მკითხველში საოცარ ინტერესს აღძრავს. აქ დახატული
პერსონაჟები არ არიან იდეალურები. კლიტემნესტრა მოღალატე, ბოროტმოქმედი
ცოლია, რომელმაც პენელოპას განსხვავებით, არ შეინახა ქმრის ერთგულება და
ბიძაშვილთან უღალატა მას. აღსანიშნავია, რომ მან დაგეგმა ქმრის მკვლელობა და
აუღელვებლივ გამოასალმა სიცოცხლეს. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ
გულცივი და ბოროტი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს მიზეზი
შურისძიებისა, მისი ქმედება მაინც გაუმართლებელია. აგამემნონსაც უმძიმდა
შვილის მსხვერპლად შეწირვა, მაგრამ ეს სამშობლომ მოითხოვა, ამდენად ამ
ქმედებაში მხოლოდ აგამემნონი არ არის დამნაშავე.ასევე, კლიტემნესტრას მხოლოდ
შვილის გამო შურისძიება არ ამოძრავებდა. იგი მშვიდად ცხოვრობდა აგამემნონის
არყოფნის დროს თავის საყვარელთან, აგამემნონის ძალაუფლებაც ხელში
ჩაიგდო.აგამემნონიც ცოდავს, როცა ტროაში ყოფნის დროს ოჯახურ სიწმინდეს
არღვევს, თან კასანდრა ამაყად ჩამოჰყავს ცოლთან. ეს გარკვეულწილად იწვევს
ცოლში ზიზღს.
3. ოვიდიუსის შემოქმედება „მეტამორფოზები“
ოვიდიუსი ვერგილიუსისა და ჰორაციუსის შემდეგ ავგუსტუსის ხანის პოეზიის
უდიდესი წარმომადგენელია. მამამისმა გადაწყვიტა, რომ ოვიდიუსისათვის და მისი
უფროსი ძმისთვის კარგი განათლება მიეცა. ამ მიზნით გაგზავნა ისინი რომში,
იურისპრუდენციისა და მჭევრმეტყველების შესასწავლად.
რიტორთა სკოლაში ოვიდიუსს ცნობილი ოსტატები ასწავლიდნენ. მათი
დახმარებით პოეტმა შეისწავლა რიტორიკული ხერხები, აფორიზმები, შედარებები
და სხვ. რომში დაბრუნებულმა პოეტმა სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა,
მაგრამ მალევე უარი თქვა მასზე, რადგან მისი მოწოდება პოეზია იყო. მის
კალამს ეკუთვნის: "ჰეროიდები", "ტრფობანი", "მეტამორფოზები" და მრავალი სხვ.

5
მისი შემოქმედების მწვერვალია "მეტამორფოზები". ეს პოემა, რომელსაც შუა
საუკუნეებში "წარმართულ ბიბლიას" უწოდებდნენ, ოვიდიუსმა ცეცხლს მისცა.
პოეტს თავზარი დასცა ავგუსტუსის უცაბედმა გადაწყვეტილებამ მისი რომიდან
განდევნის შესახებ. ავგუსტუსმა იგი შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე გადაასახლა.
მიზეზად კი სატრფიალო ელეგიები დაასახელა, სადაც პოეტი თავისუფალი
სიყვარულით ტკბობას უქადაგებდა რომაელ ახალგაზრდებს.
თავიდან ოვიდიუსი რომაელების წინაშე წარდგა, როგორც ელეგიკოსი,
სატრფიალო ლექსების ავტორი. მან კარგად აუღო ალღო საზოგადოების
მოთხოვნილებებს, იგრძნო რითი შეიძლება მისი დაინტერესება. ოვიდიუსის პოეზია
აქცენტს პოეტიდან მკითხველზე აკეთებს; მის მიერ აღწერილ სამიჯნურო
თავგადასავლებში მკითხველი თავის თავს შეიცნობს, იგი პოეტთან ერთად ხდება
თანამონაწილე სატრფიალო სცენებისა.
"მეტამორფოზები" 15 წიგნისგან შედგება და მასში გადმოცემულია ცნობილი
და იშვიათი მითები გარდასახვათა შესახებ. როგორც პოემის დასაწყისში გვამცნობს
პოეტი, იგი უმღერის "ახლადგანსხეულებულ, შეცვლილ სახეებს", თუ რა იწვევს ამ
გარდაქმნებს ამას პოემის დასრულებისას განმარტავს პოეტი, როცა პითაგორას
მოძღვრებაზე საუბრობს. გარდა მეტრული საზომისა, "მეტამორფოზები" არ ავლენს
კლასიკური პოემის ნიშნებს. მასში არ არის ადგილის, დროის, მოქმედების
ერთიანობის პრინციპი. მას უწოდებენ თავისებურ პოემას.
პოემაში თავმოყრილია 250-მდე ბერძნული და ნაწილობრივ იტალიურ-
რომაული მითოლოგიური თქმულება. ყოველი მითის ფინალური ნაწილია
ადამიანის გარდაქმნა ახალ სულიერ სხეულად ან უსულო საგნად: ცხოველად ან
მცენარედ, ქვად, წყაროდ და სხვ. პოემა იწყება სამყაროს შექმნით, ქაოსის კოსმოსად
გარდაქმნით და მთავრდება იულიუს კეისრის კომეტად გარდასახვით. ოვიდიუსი
ხან ციკლების მიხედვით აერთიანებს მითებს, ხან - მოქმედების ადგილის, ხან კიდევ
- პერსონაჟთა მსგავსების საფუძველზე. ზოგჯერ საგანგებოდ შეთხზულ რგოლებსაც
მიმართავს. ოვიდიუსმა "მეტამორფოზებში" მოგვცა სამყაროს პოეტური მოდელი,
რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული. მარადიული არის მხოლოდ სული,
რომელიც ახალ-ახალ სხეულებში გარდაიქმნება. ამიტომ, აცხადებს პოეტი,
ადამიანებს არ მართებთ შიში სიკვდილისა, არამედ ეს არის არა დასასრული, არამედ
საწყისი ახლისა. პოემის ეპილოგში ოვიდიუსი მიუთითებს, რომ სულთან ერთად
პოეტის სახელიც უკვდავია, რადგან მის ქმნილებას დრო და ჟამი ვერ მოერევა.
პოემაში სხვადასხვა ჟანრისათვის დამახასიათებელი ელემენტებია
გამოყენებული. "მეტამორფოზების" თემა მრავალფეროვანია: სიყვარული,
ერთგულება, ეჭვიანობა, შურისძინება და მისთ. ოვიდიუსი მრავალნაირ სიყვარულს

6
გვიხატავს: მაგ., წმინდას და ამაღლებულს - პირამუსი და თისბე, გაუზიარებელს -
აპოლონი და დაფნე და სხვ. პოემაში ოვიდიუსი ხატავს მეტრფის სტერეოტიპს,
რომელიც სატრფოს წინაშე თავს იწონებს თავისი ღირსებით, ვაჟკაცობით,
წარმომავლობით, სიმდიდრით. მაგ., დაფნეს დადევნებული აპოლონი საყვადურით
მიმართავს ქალს, რომ იგი გაურბის არა უბრალო მწყემსს, არამედ მუსიკისა და
მედიცინის ღმერთს. თავისებურად გადმოსცემს პოეტი ქალის სილამაზეს. მას
ოვიდიუსი ხშირად დინამიკურობაში აღიქვამს, ზოგჯერ ქალწულის ტანადობაზე
ამახვილებს ყურადღებას, ხან - სხეულის ფერზე, ხან კი - სამოსზე.
"მეტამორფოზებში" ავტორი ცდილობს ავგუსტუსის ღვაწლის წარმოჩენას.
იუპიტერის სახეში ხშირად იმპერატორი იგულისხმება. პოემის პირველ წიგნში,
სადაც ქაოსიდან მოწესრიგებული სამყაროს შექმნაზეა საუბარი, უნდა
იგულისხმებოდეს ავგუსტუსის მიერ კარგად ორგანიზებული მონარქიის დაარსება.

2ბილეთი

1. ანტიკური თეატრი
კლასიკურ ეპოქად დღეს ძვ.წ მე-5-მე-4 საუკუნეებს მიიჩნევენ. ზოგადად
კულტურისათვის კლასიკური ეპოქა იყო უმაღლესი გაფურჩქვნის ხანა. სწორედ ამ
ეპოქაში ჩამოყალიბდა დიდი და მნიშვნელოვანი ლიტერატურული თუ პოეტური
ფრომები, როგორც სრულყოფილი სისტემები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო ბერძნული დრამა. შემდგომში სწორედ დრამამ შვა იმ
სპეციალური ნაგებობების აშენების საჭიროება, რომელთაც თეატრი ეწოდა. თეატრი
ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და წარმოდგება სიტყვისგან ,,ვუყურებ“. თეატრი
პირველად სწორედ საბერძნეთში აღმოცენდა ძვ.წ მე-6 საუკუნეში. აქვე შეიქმნა
თეატრთან დაკავშირებული ტერმინოლოგია , პირველი დრამატული ჟანრები-
ტრაგედია და კომედია, წერილობიტად ფიქსირებული პიესები. ამ საუკუნიდან
არიან ცნობილნი პირველი დრამატურგები და, რაც მთავარია, ამ დროს მიეცა
დასაბამი პირველი თეატრალური ფესტივალების მოწყობას. დღემდე კამათს იწვევს
თეატრისა და მასში წარმოსადგენად განკუთვნილი დრამების ,,დაბადების“ საკითხი.
მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება არისტოტელეს, რომელიც თეატრის წარმოშობას
დიონისეს კულტს უკავშირებს. საინტერესოა დიონისეს დაბადების მითი, იგი ზევსს
მოკვდავი სემელესაგან უშვია, ჰერას მზაკვრობით ქალს ზევსი დაუფიცებია
ნამდვილი სახით მოვლენოდა, ზევსის ნამდვილი სახე კი ჭექა-ქუხილი იყო, სემელე
მაშინვე ცეცხლში გაეხვია ზევსმა კი შვილის გადასარჩენად უშობელი ნაყოფი

7
თეძოში ჩაიფლა. აქედან გაჩნდა დიონისე ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი. იგი
უარს ამბობს ოლიმპოსზე დამკვიდრებაზე და ადამიანთა შორის რჩება ღვინისა და
ვაზის გამავრცელებლად. მას მოკვდავთაგან, რომელნიც ვერ იჯერებენ ღმერთის
მიწაზე ყოფნას, ბევრი შეურაცხყოფისა და ტანჯვის მოთმენა უწევს. ურწმუნოთა
დასარწმუნებლად დიონისე სისატიკეს მიმართავს, მადიდებელთა მიმართ კი
ლმობიერია. ღმერთმა, რომლის არსი ორგანულად ითავსებდა მწუხარებასა და
მხიარულებას, სხვადასხვა რიტუალს მისცა იმპულსი. მათ შორის გამოირჩეოდა ორი:
მოკვდავნი დიონისეს ტანჯვის ამბებს ჰყვებოდნენ და მათ ღმერთის მიერ
გადატანილ განსაცდელთა დასატირებელი დითირიმბებით ეხმიანებოდნენ, აქედან
უნდა წარმოშობილიყო ტრაგედია, ხოლო ღვინით შეზარხოშეული სამხიარულო
პროცესიიდან, რომელიც უხამსობითა და თავაშვებულობით გამოირჩეოდა უნდა
წარმოქმინილიყო კომედია. დიონისეს კულტი საკმაოდ გავრცელებული იყო
ელინურ სამყაროში ჯერ კიდევ დრამის აღმოცენების ეპოქამდე. ამის უპირველესი
მიზეზი საზოგადოებაში დემოკრატიული სულისკვეთების გაძლიერებაა, გლეხობის
აქტიურად გამოსვლა ცხოვრების ასპარეზზე, ამ ვითარებაში დიონისე აღმოჩნდა
ახალი საზოგადოებრივი შეგნებისა და მისწრაფებისთვის ყველაზე შესაფერისი
ღმერთი, რადგან ღვთიურ სამყოფელს ადამიანების გვერდით ყოფნა არჩია. მან
მოკვდავთ განმუხტვის უებარი საშუალებები შესთავაზა: ღვინო, თავდავიწყებული
როკვა, სექსუალური აღვირახსნილობა. დიონისეს კულტი შესაძლებელს ხდიდა
დროებით გამოთიშულიყავი არსებობის ნორმალური მდგომარეობიდან, ბერძნებმა ამ
ფენომენის აღსანიშნავად რამდენიმე ტერმინი შემოოიღეს: ენთუსიასმოსი (,,ღმერთი
საკუთარ თავში“) მანია ( შეშლილობა) და მოგვიანებით ექსტასისი (,,საკუთარი თავის
გარეთ ყოფნა“).
დღესაც გაოცებას იწვევს ბერძნული თეატრის არქიტექტონიკა და მისი უნიკალური
აკუსტიკური შესაძლებლობანი. ბერძნებმა შექმნეს როგორც სტაციონალური, ისე
მოძრავი თეატრები. გარკვეული პერიოდიდან ბერძნული სამყარო იმდენად დაიფარა
თეატრების ქსელით, რომ მოძრავი თეატრის საჭიროება აღარ არსებობდა.
თეატრალური ფესტივალი თავისი კლასიკური სახით ათენში იშვა. თეატრი სამი
ძირითადი არქიტექტონული ნაწილისაგან შედგებოდა: ა) მაყურებელთა
დარბაზისაგან ანუ თეატრონისაგან, ეს იყო სივრცე ღია ცის ქვეშ რკალებად
განლაგებული სკამებით, ორქესტრადან თანაბარი მანძილით იარუსისებური
რიგებით, წინა რიგებში ჩადგმული იყო ქვის სავარძლები საპატიო სტუმრებისთვის.
წრიული ფორმის ორქესტრას შუაშლი იდგა დიონისეს საკურთხეველი, როგორც
სიმბოლო დრამის ფესვების დიონისესთან კავშირისა. ორქესტრა განკუთვნილი იყო
გუნდისთვის, რომელიც იქ ცეკვავდა, მღეროდა. თეატრონის მოპირდაპირედ

8
ორქესტრას წრეს სკენე ებჯინებოდა. მას სამი კარი ჰქონდა და, როგორც წესი, ამ
კარებიდან გამოდიოდნენ მსახიობები, როდესაც პიესის მიხედვით მოქმედი პირი
ტაძრიდან, სახლიდან ან რაიმე ნაგებობიდან მოემართებოდა. ნორმალური თეატრი
10000-15000 მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მიერ გამოყენებული
თეატრთან დაკავშირებული ტერმინების უმრავლესობა ბერძნულიდან
გამომდინარეობს: თეატრი, სცენა, ორკესტრი და ა.შ ყველაზე პოპულარული იყო
ათენში აკროპოლისის ფერდობზე მდებარე დიონისეს თეატრი, ჩვენს დრომდე კი
ყველაზე კარგად მოაღწია ეპიდავროსის ულამაზესმა თეატრმა, სადაც დღესაც
იმართება ულამაზესი ფესტივალები.თეატრის სამშობლოდ ელადას მიიჩნევენ.
პირველად სწორედ აქ მოხდა სხვადასხვა ტიპის რიტუალის, სანახაობის, პოეტური
ფორმის სინთეზირების საფუძველზე თეატრის, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით,
ჩამოყალიბება, თავისი ტექსტით, შემსრულებლებით, ნაგებობებით წარმოდგენების
გამართვის წესებით და ა.შ
განსხვავებით თანამედროვე მაყურებლისაგან, ათენელ მოქალაქესა არ ჰქონდა
საშუალება ენახა სპექტაკლი ყოველდღიურად. ამისთვის ის უნდა დალოდებოდა
თეატრალური ფესტივალის პერიოდს. ათენი გამოირჩეოდა დღესასწაულთა დიდი
რაოდენობით, არც ერთი თვე არ იყო 3-4 ზეიმზე ნაკლები რომ ჩატარებულიყო,
ყოველწლიურად 75-მდე საზეიმო დღე უნდა ყოფილიყო. 5 დღესასწაული დიონისეს
კულტს ეძღვნებოდა, რომელთაგან სამი მეტ-ნაკლებად მოიცავდა თეატრალურ
სანახაობებსაც: ლენეები, ე.წ სოფლის დიონისიები და ქალაქის ანუ დიდი
დიონისიები.
ლენეები ათენში თავდაპირველად იყო დიონისეს ,,შეშლილი მროკავი ქალების“
დღესასწაული. ,,სოფლის დიონისიები“ ლენეებისგან განსხვავებით, დიონისურ
სტიქიას სულ სხვა მიმართულებით გამოხატავდნენ, რომელშიც ექსტაზი და ღვინო
კი არ დომინირებდა, არამედ ნაყოფიერების სიმბოლო და მასთან დაკავშირებული
უხამსობა. ყველაზე მასშტაბური და ცნობილი დიდი ანუ ქალაქის დიონისიები იყო.
ამ ფესტივალზე შესრულდა კლასიკური ეპოქის უდიდეს ტრაგიკოსთა საუკეთესო ამ
ფესტივალის შემოღებით ხალხმა მიიღო ინტელექტუალური სანახაობის
თანამონაწილეობის, გართობის შესაძლებლობა. ზაფხულში ყოველწლიურად
ირჩევდნენ უმაღლეს სახელმწიფო მოხელეებს, არქონებს, მათგან ყველაზე მაღლა
მდგომს არქონ-ეპონიმოსს ევალებოდა დიდი დიონისიების ორგანიზება. შეჯიბრში
მონაწილეობის მსურველებს თავიანთი საკონკურსო ნაწარმოებებით უნდა
მიემართად არქონ-ეპონიმისთვის. თითეულ ტრაგიკოსს უნდა წარმოედგინა სამი
ტრაგედია და ერთო სატირული დრამა. არქონი აქედან სამ ტრაგიკოსს შეარჩევდა
ხოლმე, რომელთა ნაწარმმოებებსაც მაყურებელი ნახავდა ფესტივალის

9
განმავლობაში. შერჩევის შემდეგ არქონი ნიშნავდა ქორეგოსებს, რომელთა ფუნქციაში
შედიოდა შეჯიბრებისთვის გუნდის მოსამზადებლად მაქსიმალურად ზრუნვა,
დრამაში როლების მიხედვით მონაწილეობდნენ ქალებიც და კაცებიც, თუმცა
მსახიობები მხოლოდ მამაკაცები იყვენენ. ეს მათგან ძლიერ გარდასახვის უნარს
მოითხოვდა. ბერძნული დრამის ერთ-ერთი არსებითი გარეგნული ელემნტი იყო
ნიღაბი, იგი ეკეთა ყველა მსახიობს,.
2. ილიადას მოკლე შინაარსი, აქილევსისა და პატროკლოსის მეგობრობა
„ილიადა“ ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის
ამბავს. მოქმედება ხდება ტროაში. ბერძნებსა და ტროელებს შორის.
პირველი სიმღერა შემდეგნაირად იწყება: რისხვა მიმღერე, ღმერთქალო,
აქილევსის, პელევსის ძესა...ძირითადი თემა აქილევსის რისხვაა . რამ განარისხა
პელევისა და თეტესის ვაჟი? აქაველთა ბანაკში მოდის ქურუმი ქრისესი, ურიცხვი
გამოსასყიდლითდა სთხოვს აქაველთ ქალიშვილის, ქრისეისის დაბრუნებას,
რომელიც აგამემნონს წაუყვანია ტყვედ.აგამემნონი არ უბრუნებს ქურუმს
ქალიშვილს. პირიქით, საკუთარ თავში დარწმუნებული ქედმაღლურად
მიმართავს ქრისეს, „გასწი, ბებერო, ხომალდებთან აღარ გიხილო! „ ქრისეც უხმოდ
გამოუყვება ნაპირს, გასცდება გემებს და აპოლონს შესთხოვს, რომ რაც ცრემლი
ღვარა ის ისრებით აზღვევინოს დანაელებს. აპოლონის მიმართ ქურუმის
აღვლენილი ვედრება განარისხებს ღმერთს აქაველებზე და იგი მათ ჭირს
მოუვლენს. 9დღის განმავლობაში სენი მუსრს ავლებს აქაველებს. მეათე დღეს
აქილევსი შეკრებს ლაშქარს და მისან კალქასს სთხოვს, გაუმხილოს უბედურების
მიზეზი. მისანიმა ყოველივე იცოდა, თუმცა აქილევსს სთხოვა,ტანჯვის მიზეზის
გამხელის შემთხვევაში დაიცვას იგი სიტყვითაც და საქმითაც, რადგან შეიძლება
მეფე გაგულისდეს. აქილევსი მას მფარველობას აღუთქვამს. კალქასიც სიმართლეს
იტყვის. აქილევსი განრისხდება და თხოულობს ქრისეისის დაბრუნებას, თუმცა
აგამემნონი წინააღმდეგია. იგი იჩენს საკუთარ ამპარტავნებასა და
პატივმოყვარეობას. ამბობს, რომ მას ვერავინ დაუპირისპირდება და არც ქალს
დათმობს, რადგან არ სურს, დამარცხებული და დამცირებული აღმოჩნდეს.
ბოლოს კი აგამემნონი სანაცვლოდ აქილევსის მხელავს ბრისეისს თხოულობს.
აგამემნონი ხარბი და გაუმაძღარია, როგორც აქილევსი ამბობს, ბრძოლაში
ყოველთვის თავს თავად იჩენდა მაგრამ ნადავლის დიდ ნაწილს აგამემნონი
იტაცებდა. ამ შემთხვევაშიც საუკეთესო მას სურს. იწყება დავა ორ გმირს შორის.
აქილევსი აგამემნონის მოკვლასაც კი დააპირებს , მაგრამ ქალღმერთ ჰერასგან
გამოგზავნილი ათენა მას ხმალს კვლავ ქარქაშში ჩააგებინებს. აგამემნონი
დაემუქრება, რომ თავად მივიდოდა ბანაკში და წამოიყვანდა ქალს ნადავლით.

10
აქილევსი კი მას ბრძოლიდან განდგომით დაემუქრა. აქილევსმა მუქარა
შეასრულა. აგამემნონმა კი ვერ გაბედა თავად მისვლა, მსახურები გაგზავნა და
მხოლოდ ბრისეისი წამოყვანა დაავალა.შეიძლება ვიფიქროთ, რომ აგამემნონი
გრძნობს აქილევსის ძალის უპირატესობას და ეშინია მასთან შერკინება, სწორედ
ამიტომ აგზავნის იგი მალემსრბოლებს ბრისეისის წამოსაყვანად, თუმცა
ქედმაღლობა და დიდებისმოყვარება არ აძლევს მას ამის აღიარების საშუალებას.
აქილევსი თმობს ბრისეისს, რადგან ქალის გულისთვის არ ხამს მოძმეთა შორის
სისხლის ღვრა. აქილევსი წინდახედულია და ამასთანავე ლმობიერი, შეუძლია
სხვისი ქმედებები სწორად განსაჯოს. მან არ დასაჯა მალემსრბოლები, რომლების
ბრისეისის წამოსაყვანად მივიდნენ, მათში შენიშნა ის რიდი, რაც ჰქონდათ
აქილევსის მიმართ და უთხრა, თქვენ დამნაშავეები არ ხართ, ბრალი ატრიდსს
მოეკითხებაო. ქრისესს უბრუნებენ თავის ქალიშვილს. აპოლონი შეაჩერებს
თავის რისხვას. შეურაცხყოფილი აქილევსი მოუხმობს ზღვის სიღრდმიდან
თეტისს და სთხოვს ზევსთან მისვლას, რადგან მან სამაგიერო გადაუხადოს
აქაველებს. ზევსი აღუთქვამს მას დახმარებას.
როცა ყველა დაიძინებს, ზევსი მაცდურ სიზმარს გაუგზავნის აგამემნონს და
ჩააგონებს ბრძოლის განახლებას. აგამემნონი შეკრებს უხუცესებს და უამბობს
სიზმარს. ისინი არ არიან წინააღმდეგნი ბრძოლის განახლებისა. მანამ აგამემნონი
გამოცდის ჯარს და გაახსენებს 9წლიან უშედეგო ბრძოლას, თან შესთავაზებს
ბრძოლის შეწყვეტას. გახარებული ჯარი იწყებს უკან გაბრუნებას. ჰერას
ჩაგონებით ოდისევსი მოაბრუნებს ჯარს და დაარწმუნებს მათ, რომ მეათე წელს
მისნობის თანახმად ტროა უნდა დაეცეს, ამიტომ ბრძოლის მიტოვება უაზრობააო.
ჯარი აგამემნონის ხელმძღვანელობით ისევ ემზადება ბრძოლისთვის. ამას
მოსდევს „ხომალთა კატალოგი“. შემდეგ კი ნაწარმოებში აღწერილია ტროას
ვითარება. ტროაში მზად არის ყველაფერი ბრძოლისთვის და პარისი გამოთქვამს
მზადყოფნას, ორთაბრძოლაში შეერკინოს მენელაოსს, რაც გადაწყვეტს, თუ ვის
დარჩეს ელენე. ორთაბრძოლის წინ პრიამოსის მონაწილეობით იდება ფიცი, რომ
მხარეები შეასრულებენ დანაპირებს. ორთაბრძოლა მენელაოსის უპირატესობით
მიმდინარეობს, თუმცა აფროდიტე პარისს ბურუსში გაახვევს და ბრძოლის ველს
გააცლის. აგამემნონი მოითხოვს დანაპირების შესრულებას.
ჰერა და ათენა წინააღმდეგნი არიან, რომ ტროა დანგრევას გადაურჩეს. ზევსს
სურს აგამემნონზე შურისძიება, თუმცა ამ შემთხვევაში უთმობს ჰერას.ჰერა
აგზავნის ათენას ბრძოლის ველზე, რომ როგორმე ტროელებს ფიცი
დაარღვევინოს. სახეცვლილი ათენა ჩააგონებს მშვილდოსანს, პანდაროსს,

11
ესროლოს ისარი მენელაოსს. პანდაროსი ჭრის მენელაოსს. თუმცა ის სწრაფად
განიკურნება. მენელაოსი ემზადება ბრძოლის განსაახლებლად.
ტროელთა გასაჭირი იზრდება. პრიამოსის ნათელმხილველი ძე მოუწოდებს
თავის ძმას, ჰექტორს, შეაჩერონ მტერი, შემდეგ კი ქალაქში შებრუნდეს და
დედამისს სსთხოვოს, ტროელ ქალებს ათენას ტაძრისკენ გაუძღვეს და
ქალღმერთს მსხვერპლი შესწირონ დასაყოლიებლად. ჰექტორი მიიღებს ძმის
რჩევას. ქალები მივლენ ათენას ტაძარში, თუმცა ქალღმერთი არ იღებს ვედრებას.
ჰექტორი კი შეივლის პარისთან და შეარცხვენს მას ელენეს წინაშე, ელენეც
გაოცებულია პარისის ქმედებით. პარიზი მზად არის კვლავ დაუბრუნდეს
ბრძოლას ბოლოს ჰექტორი თავის სახლში მივა ცოლ-შვილის სანახავად. მათ სკეის
კარიბჭესთან შეხვდება. ცოლ-ქმრის საუბარი ჟღერს, როგორც გამოთხოვება
გარდაუვალი უბედურების წინ. ცოლი მას სთხოვს, დატოვოს ბრძოლა და სადმე
წავიდნენ, მან ისედაც ბევრი გააკეთა ტროელებისთვის, თუმცა ჰექტორი გრძნობს
პასუხისმგებლობას, იცის, რომ ტროელთა ქალები სწორედ მას შესცქერიან
იმედით და ღალატი არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ოჯახი მისი
გარდაცვალების შემდეგ საფრთხეში ჩავარდება. ბრძოლის ველზე დაბრუნებულ
ჰექტორს პარისიც შეუერთდება. ჰექტორს ბრძოლაში გარდატეხა შეაქვს. იგი
გამოთქვამს სურვილს, აქაველთა ყველაზე ძლიერს შეებრძოლოს. წილი აიას
ტელამონის ძეს ხვდება, თუმცა მებრძოლეებს ბინდი გაჰყრის გამარჯვებულის
გარეშე. ბერძნებმა მეორე დღეს გარდაცვლილების დამარხვა და ბანაკის გარშემო
კედლის აღმართვა გადაწყვიტეს.
ზევსი უკრძალავს ყველა ღმერთს ბრძოლაში ჩარევას. იგი იდას მთიდან ადევნებს
თვალს ბრძოლას.შუადღისას ზევსმა ბედის სასწორზე შეაგდო მოწინააღმდეგეთა
ხვედრი, სასწორი ტროას მხარეს გადაიხარა. სასოწარკვეთილი აგამემნონი
აქაველებთან გამოთქვამს აზრს ომის შეწყვეტაზე.მას ეწინააღმდეგება დიომედესი და
ნესტორი ურჩევს, ელჩობა გაგზავნოს აქილევსთან. თუმცა აქილევსი მანამდე არ
დაბრუნდება, სანამ ჰექტორი მირმინდონელთა ხომალდებთან არ გააჩაღებს
ბრძოლას.
იწყება ბრძოლების ახალი დღე. ჰექტორი კვლავ უპირატესობას ფლობს, უტევს და
ჭრის აქაველ გმირებს. ამას შეიტყობს აქილევსი და თავის მეგობარს, პატროლკლოსს
გაგზავნის ამბის გასაგებად.პატროკლოსს ნესტორი ურჩევს, დაარწმუნოს აქილევსი,
ჩაებას ომში ან უკიდურეს შემთხვევაში თავად იგი (პატროკლოსი ) მაინც გამოუშვას
დასახმარებლად. პატროკლოსი გაიგებს აქაველთა მთელ უბედურებას. აქაველები
უკუიქცევიან ხომალდებისკენ. ბრძოლები აქაველთა მიერ აგებულ კედელთან
გადაინაცვლებს. ამ დროს ტროელთა ლაშქარში არწივი ჩამოაგდებს გველს, ჰექტორს

12
ურჩევენ, შეწყვიტოს ბრძოლა, თუმცა ჰექტორი ამას არ ითვალისწინებს და შელეწავს
აქაველთა ციხის კარებს. კვლავ იწყებს აგამემნონი საუბარს სახლში
დაბრუნებაზე,დიომედესი და ოდისევსი მას ეწინააღმდეგებიან. ამასობაში ჰერა
გადაწყვეტს აცდუნოს ზევსი და ძლიერ სიყვარულს აღუძრავს მის მიმართ. შემდეგ
ზევსს ღრმად ჩაეძინება. ამით ისარფებლებს ჰერა და პოსეიოდნს მოუწოდებს,
დაეხმაროს აქაველებს. ტროელთა საქმე გაუარესდა. ზევსი როცა გაიღვიძებს, ძალიან
გაუბრაზდება ჰერას და განუცხადებს მის გეგმას. აპოლონმა საბრძოლველად უნდა
აღანთოს ჰექტორი. აქაველები უკუიქცევიან. ტროელები აქილევსის გემებს
დაეცემიან. აქილევსი ბრძოლაში ჩართავს პატროლკლოსს. შემდეგ აქილევსი
განგმირავს ჰექტორს. ბოლოს აქაველები შეუტევენ ტროას და ათენას რჩევით აიღებენ
მას.
მართლაც, პატროკლოსი თავის მეგობარს აქაველთა ბედს შესჩივის. აქილევსის
რისხვა მანც არ ცხრება. თუმცა იგი თანხმდება პატროკლოსის ბრძოლაში ჩაბმაზე.
აქილევსი მეგობარს აღჭურავს თავისი იარაღთ, ერტლით, უკვდავი ცხენებით,
ატანს მირმიდონელთა ლაშქარს და სთხოვს, ჰექტორს არ შეებას პირისპირ და არ
ეცადოს ტროაში შეჭრას, რადგან მას ამ შემთხვევაში გამარჯვება არ უწერია. ამ
რჩევაში ჩანს აქილევსის განსაკუთრებული ზრუნვა და სიყვარული პატროკლოსის
მიმართ. იგი სიფრთხილისა და წინდახედულობისკენ მოუწოდებს პატროკლოსს
და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამარჯვება „გაუმარტივოს“. პატროკლოსი
გარდატეხას შეიტანს ბრძოლაში, მუსრს ავლებს ტროელთა ჯარს. წარმატებით
გახარებული პატროკლოსი ივიწყებს მეგობრის რჩევას და შეუტევს ტროას.
პატროკლოსი კლავს აპოლონის ვაჟსსაც, სანაცვლოდ კი მზის ჩასვლის ჟამს
აპოლონის შთაგონებით ჰექტორი კლავს პატროკლოსს. აქაველები იცავენ
პატროკლოსის გვამს და ბრძოლას აჩაღებენ. როცა აქილევსი მეგობრის სიკვდილს
გაიგებს, მოიცავს გლოვა.ნაცრითა და მტვრით შეიბილწავს ლამაზ თმებს,
სურნელოვან სამოსელს ლაფში მოსვრის.ამბობს, რომ ძვირფასი მოყმე დაკარგ,
მეგობარი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. მის დასაწყნარებად თეტისი და
ნერეიდნები ამოდიან ზღვის წიაღიდან. აქილევსის თხოვნით თეტისი მიემართება
ჰეფესტოსაკენ იარაღის გამოსაჭედად, რადგან პატროკლესს ჰექტორმა აქილევსის
იარაღი აჰყარა. ათენა აქილევსს აამაღლებს და მისი საშინეი ყვირილი შიშით
მოიცავს ტროელებს. ნაწარმოებში კარგად იხატება აქილევსის განცდები და
შურისძიების სურვილი. მას სურს, აიღოს მეგობრის სისხლი და თავი გასწიროს
კიდეც მისთის. ჰეფესტო აქილევსს ფარსს გამოუჭედავს, რომელზეც
ამოტვიფრულია მრავალი სურათი კოსმიური მოვლენებით დაწყებული,
ქალაქური და სოფლური ცხოვრებით დამთავრებული. აქ თითქოს მოკლვდავი

13
ადამიანის მთელი ცხოვრება ჩანს. მისი ბრძოლა და სიკვდილი. აშკარაა ჰეფესტოს
ოსტატობა. დილით თეტისს მოაქვს იარაღი აქილევსისთვის, ხოლო
პატროკლოსის გვამს გახრწნისგან დასაცავად ამბროსიით დაამუშავებს. აქილევსი
მოუწოდებს აქაველებს, შეკრიბონ ჯარი და გამოთქვამს მზადყოფნას, შეურიგდეს
აგამემნონს. აგამემნონი აქილევსს ბრისეისსა და დაპირებულ ძღვენს დაუბრუნებს.
იგი ინანიებს თავის შეცოდებას და ზევსს აბრალებს გონების დაბნელებას.
აღსანიშნავია, რომ აქილევსს ცხენი ადამიანური ენით უწინასწარმეტყველებს
დაღუპვას, მაგრამ ის მაინც არ იხევს უკან და მზად არის, თავი გაწიროს მეგობრის
სისხლის ასაღებად.
ზევსი აძლევს ღმერთებს უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ომში. აქილევსი
სასტიკად მძვინვარებს. უსაზღვროა მისი სისასტიკე. არ ინდობს არავის.
ღმერთები გადაწყვეტენ, დაეხმარონ მას. ტროელები ქალაქში შესვლას შეასწრებენ.
გარეთ მხოლოდ ჰექტორი დარჩება. მას ამაოდ ევედრებიან, შევიდეს ქალაქში.
ჰექტორს რცხვენია ტროელების. ის გადაწყვეტს, დაუხვდეს აქილევსს., მაგრამ
როცა აქილევსი მას მიუახლოვდება, მოწყდება ადგილს და გაიქცევა. სამ წრეს
დაარტყამენ ისინი. ბოლოს იწყება ბრძოლა, რომელიც ჰექტორის დაღუპვით
მთავრდება. ჰექტორი აქილევსს სთხოვს, არ შეურაცხყოს გვამი და ტროელებს
დაკრძალვის უფლება მისცეს, მაგრამ აქილევსი არ შეისმენს მომაკვდავის
ვედრებას. იგი ეტლზე გამოაბამს გვამს და პატროკლოსის საფლავს შემოატარებს,
შემდეგ ქალაქში უპატრონოდ დააგდებს გვამს.პატროკლოსის სული
გამოეცხადება ძილში აქილევსს და დაკრძალვას სთხოვს. მეორე დღეს
პატროკლოსს ღირსეულად დაკრძალავენ (მსხვერპლშეწირვით). მეორე დღეს კი
აქილევსი, მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს და
უხვად აჯილდოებს გამარჯვებულთ. აქილევსის მძვინვარება ჰექტპრის მიმართ
არ ცხრება. სამჯერ ათრევს ის ყოველდღიურად მის გვამს.ზევსი გადაწყვეტს, რომ
ბოლო მოეღოს ჰექტორის გვამის შებილწვას და იგი მამას მისცენ
დასაკრძალავად.ზევსი აგზავნის თეტისს აქილევსთან თავისი ნების საუწყებლად,
ხოლო ირისი პრიამოსს ატყობინებს.ღამით ფარულად პრიამოსი მივა აქილევსის
ბანაკში გამოსასყიდლით. აქილევსს გულს აუჩუყებს პრიამოსის სიტყვები და იგი
თანხმდება გვამის მიცემაზე. თან 10დღეს აძლევს მათ, გვამის ღირსეულად
დამარხვისთვის. აშკარაა, რომ აქილევსმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოიჩინა. ამით
კიდევ უფრო გამოიკვეთა აქილევსისა და პატროკლოსის მეგობრობის სიმაღლე. ის
ნამდვილ, ვაჟკაცურ, სამართლიან გრძნობებზე იყო დაფუძნებული. მეგობრებმა
ერთანეთისთვის გაწირეს თავი და სახელიანი სიკვდილი მოიპოვეს.

14
3. კეისარი და ციცერონი.
გაიუს იულიუს კეისარი ისტორიაში ცნობილია, როგორც რომის სახელოვანი
პოლიტიკური მოღვაწე, დიდებული მთავარსარდალი და ბრწყინვალე სტილისტი.
სამხედრო საქმიანობისდა მიუხედავად იგი მუდამ პოულობდა დროს მემუარების
საწერად. ის დიდად დაფასებული იყო და ამ ხელოვნებით იგი მხოლოდ ციცერონს
თუ ჩამოუვარდებოდა.ის დიდებულად ფლობდა ბერძნულ ენას, ლიტერატურას,
ფილოსოფიას, ისტორიასა და ორატორულ ხელოვნებას.
მისი პოლიტიკური კარიერა სულას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. არ
გაურბოდა დემაგოგიურ საქმიანობასაც, ცდილობდა მიეპყრო ყურადღება სულას
მომხრეების დესპოტიზმში დადანაშაულებით; კეისარი წარმოუდგენელ ვალებს
იღებდა, რომ სახელმწიფოს სათავეში მოქცეულიყო. ძვ.წ. 63 წელს გაცხადდა
კატალინას შეთქმულება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ისახავდა მიზნად,
მაგრამ კეისარმა ოსტატური სიტყვით მოახერხა თავის დაძვრენა. მომდევნო წელს
მან პრეტორის თანამდებობა მიიღო, რის შემდეგადაც სამართავად გადასცეს
პროვინცია ესპანეთი. აქ მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა.
რომში დაბრუნებულს კარგად ესმოდა, რომ სენატთან ბრძოლა გაუჭირდებოდა.
ამიტომ თანამებრძოლებად იხმო კრასუსი და პომპეუსი. ამგვარად, ძვ.წ. 60 წელს
რომის სამმა აღმატებულმა ძალმოსილმა კაცმა შეკრა საიდუმლო კავშირი,
ტრიუმვირატი, არსებული არისტოკრატიულო წყობის დამხობისა და საკუთარი
ძალაუფლების დამყარების მიზნით. ძვ.წ. 59 წელს კეისარმა სენატორის თანამდებობა
მიიღო და შეძლო თავისი ნების გაბატონება სენატში. შექმნა კარგად ორგანიზებული
არმია, დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორია და დაბეგრა გალია.
გალიის ბრძოლებს კეისარმა მიუძღვნა წიგნი სათაურით "გალიის ომის
ჩანაწერები", რომლის ლიტერატურულმა ღირსებებმა ისე აღაფრთოვანა ციცერონი,
რომ ასეთი რამ ათქმევინა: "ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კალამს ვეღარ აიღებ კაცი
ხელშიო".
ტრიუმვირატი დაიშალა, პომპეუსმა სენატის ინტერესების დაცვა დაიწყო, რის
გამოც რესპუბლიკის ისტორიაში პირველად აირჩიეს "ერთპიროვნულ კონსულად".
მას ერთადერთი მოცილე ჰყავდა, კეისარი, და დაიწყო კიდეც გამოსვლები მის
წინააღმდეგ. ხვდებოდა კეისარი, რომ იმას კარგავდა, რისკენაც მთელი არსებით
ისწრაფოდა. ამიტომ თავის ლაშქარს უხმო და ელვის სისწრაფით მიადგა მდინარე
რუბიკონს, რომელიც გალიისა და იტალიის საზღვარზე მიედინებოდა. სწორედ მისი
გადალახვისას წარმოთქვა მან საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა: "წილი ნაყარია"!
პომპეუსი საბერძნეთში გაიქცა.
გადამწყვეტი ბრძოლა ძვ.წ. 48 წელს მოხდა თესალიის დედაქალაქ ფარსალუსთან.

15
აქაც იმძლავრდა კეისარმა. პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა. მას კეისარი დაედევნა.
ალექსანდრიაში ეგვიპტელებმა დიად რომალეს პომპეუსის თავი და ბეჭედი
ლანგრით მიართვეს. ძვ.წ.-ის 47 წელს კეისარმა დატოვა ეგვიპტე, რათა ბოსფოროსის
მეამბოხე მეფე ფარნაკესი დაემორჩილებინა. პონტოს სამეფოში მოულოდნელად
შეჭრილმა ფარნაკესის არმია გაანადგურა და სწრაფი გამარჯვებით
აღფრთოვანებულმა რომს მისწერა: "Veni, vini, vici" ("მივედი, ვნახე, გავიმარჯვე").
ძვ.წ.-ის 47-46 წლების მიჯნაზე კეისარმა დაამარცხა პომპეუსის მომხრეები აფრიკაში
და რომში დაბრუნებულმა სამი ტრიუმფი იზეიმა. შემდეგ თავისი მომხრეებით
გაემართა ესპანეთისკენ, სადაც პომპეუსის ვაჟებს დიდძალი ჯარი შეეკრიბათ. მძაფრი
წინააღმდეგოგებისდა მიუხედავად, კეისარმა გაიმარჯვა და გულწრფელად აღიარა,
რომ პირველად იბრძოდა არა გამარჯვებისთვის, არამედ სიცოცხლისთვის. ეს
კეისრის ბოლო ომი იყო. მისი რეფორმების ძირითად მიზანს ცენტრალიზაცია და
პროვინციათა მართვის კონტროლი წარმოადგენდა. მაგრამ სენატის რესპუბლიკურ-
კონსერვატორთა პარტიამ მალე ძალა მოიკრიბა და ძვ.წ.-ის 44 წლის მარტის
დადგომისას კეისარს სიცოცხლე მოუსწრაფა.
ჩვენამდე მოაღწია კეისრის ორმა მთავარმა ქმნილებამ. ესენია: "გალიის ომის
ჩანაწერები" შვიდ წიგნად და "სამოქალაქო ომის ჩანაწერები" სამ წიგნად.
პლუტარქესთან, ციცერონთან და სვეტონიუსთან დასახელებულია მისი სხვა
ნაწარმოებებიც: ახალგაზრდული ძიებები - პოემა ჰერაკლეზე და ტრაგედია
"ოიდიპოსი", გრამატიკული თხზულება "ანალოგიათა თაობაზე", "ანტიკატონები",
პოემა "გზა". ასევე, ცნობილი ყოფილა მისი გამოთქმათა, სიტყვათა და წერილთა
კრებული.
იულიუს კეისრის საბრძოლო გამარჯვებათა მთელი ეს სერია განსაკუთრებულ
ინტერესს იმსახურებდა არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ლიტერატურული
თვალსაზრისითაც: ეს იყო სიტყვაკაზმული მწერლობის ახალი ფორმა, რომელიც
დახვეწილი ესთეტიკურობით აერთიანებდა დოკუმენტურ ქრონიკას, ტენდენციურ
მემუარულსა და სამხედრო რომანს.
ციცერონი გამოჩენილი რომაელი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე,
ფილოსოფიური ტრაქტატების ავტორი, ბრწყინვალე ადვოკატი იყო, რომლის სახელი
ძირითადად ორატორულ ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. იგი მხედართა
წრიდან იყო გამოსული. მან კარგად იცოდა ბერძნული ენა, ლიტერატურა,
ფილოსოფია. რომში ციცერონი ისმენდა ცნობილი ორატორების სიტყვებს,
ვარჯიშობდა დეკლამაციებში, ადგენდა ფიქტიურ სიტყვებს, როგორც ლათინურად,
ასევე ბერძნულად, ლათინურად თარგმნიდა ბერძნული პოეზიისა და პროზის
ნიმუშებს. საზოგადოებრივ ასპარეზზე ციცერონი ძვ.წ. I საუკუნის 80-იან

16
წლებში გამოვიდა. მან, ცხადია, იცოდა, რომ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისკენ
გზა საკუთარი ნიჭითა და უნარით უნდა გაეკაფა. ამის შესაძლებლობას კი
სამოქალაქო მჭევრმეტყველება იძლეოდა. მოღწეულია ციცერონის ძვ.წ. 81წ.
დაწერილი სიტყვა "კვინკციუსის დასაცავად". ციცერონს განსაკუთრებული აღიარება
მოუტანა ძვ.წ.80წ. წარმოთქმულმა სიტყვამ "სექსტუს როსციუსის დასაცავად". მან
ხალხის ნდობა, სიყვარული და დიდი სახელი მოიპოვა. ციცერონი ძმასთან,
კვანტუსთან ერთად გაემგზავრა მცირე აზიასა და საბერძნეთში იმ საბაბით, რომ
უკეთ დაუგლებოდა ფილოსოფიასა და რიტორიკას. ციცერონი თავდაპირველად ე.წ.
"აზიური" სტილის მიმდევარი ორატორი იყო. როდოსის სკოლის შემდეგ მან რაღაც
შუალედური გზა აირჩია "აზიურსა" და "ატიკურ" მიმდინარეობებს შორის.
ძვ.წ. 79 წ. ციცერონი რომში დაბრუნდა. 3 წლის შემდეგ ის კვესტორად აირჩიეს
სიცილიაში, სადაც დიდი სახელი მოიხვეჭა. მან უამრავი გამარჯვება მოიპოვა
საადვოკატო სფეროში, მაგრამ ყოველი გახმაურებული სასამართლო პროცესის
შემდეგ ის გარბოდა რომიდან, თუმცა ეს ხელს როდი უშლიდა მის პოპულარობას.
რამდენიმე წლის შემდეგ მას კვლავ მიეცა საშუალება თავისი ბრწყინვალე ნიჭს
დემონსტრირებისა. ძვ.წ. 63 წელს კი კონსულად აირჩიეს. იმავე წელს მან ამხილა
კატალინას შეთქმულება. 3 წლის შემდეგ ის რომიდან გააძევეს კატალინას მომხრეთა
უმკაცრესად დასჯის გამო. თუმცა მალე დაბრუნდა რომში, მაგრამ ძვ.წ. 51 წელს
გაამწესეს კილიკიაში პროკონსულად, სადაც ციცერონს თავი გამოუჩენია, როგორც
ნიჭიერ მხედართმთავარსა და დიპლომატს.
მას შემდეგ რაც კეისარი მოკლეს, ციცერონს ანტონიუსმა რამდენიმე ბრალდება
წაუყენა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ის მას ადანაშაულებდა
კეისრის მკვლელების იდეურ წინამძღოლობაში. ასეთ მძიმე ბრალდებებს ვერ
დატოვებდა უპასუხოდ ციცერონი და "ფილიპიკებში" მან სასტიკად გაილაშქრა
ანტონიუსის წინააღმდეგ. თუმცა როდესაც მეორე ტრიუმვირატი შეიქმნა, მათ
შეადგინეს პროსკრიბირებულთა სიები და ამ სიაში ციცერონიც მოხვდა. ასე რომ,
ციცერონს ძალიან ძვირად დაუჯდა ანტონიუსის წინააღმდეგ წარმოებული
"სიტყვიერი ომი". ძვ.წ. 43 წელს ანტონიუსის აგენტებმა მოკლეს ციცერონი.
ჩვენამდე მოღწეულია
ციცერონის 58 სიტყვა - სასამართლო და პოლიტიკური, 800-მდე წერილი,
ტრაქტატები რიტორიკისა და ფილოსოფიის საკითხებზე. ციცერონის გამორჩეული
სასამართლო სიტყვებია: "ვერესის წინააღმდეგ", "სიტყვები კატალინას წინააღმდეგ",
"სექსტუს როსციუსის დასაცავად" და სხვ.
მისი სიტყვები გამოირჩევა ექსპრესიულიობით. იგი
ხშირად ბრალდებულის სახელით ლაპარაკობს, რითაც ემოციური მუხტი შეაქვს

17
სიტყვაში. ციცერონის სიტყვებში ბრწყინვალედ გამოვლინდა მისი ნიჭი,
მრავალმხრივი განათლება, ფილოსოფიის, ისტორიის, სამართლის ღრმა ცოდნა. მისი
წერილები კი წარმოადგენს მდიდარ ისტორიულ მასალას მაშინდელი რომის
საზოგადოებრივი ყოფის გასაცნობად.
ციცერონის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია არა მარტო
რომაულ მწერლობაზე, არამედ დასავლეთ ევროპის ლიტერატურაზეც. მის
თხზულებებს ასწავლიდნენ რომში, უკეთებდნენ კომენტარებს. ციცერონის
ნაწარმოებებით საეკლესიო მწერლებიც საზრდოობდნენ. დიდ პატივში იყო
ციცერონი აღორძინების ხანაში. მისი თხზულებების ენა გახდა საფუძველი ე.წ.
"ახალი ლათინური" პროზისა, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია ევროპის ხალხთა
ლიტერატურის ჩამოყალიბებას.

3ბილეთი
1. ანტიკური ლიტერატურის ისტორიის საგანი და პერიოდიზაცია.
კაცობრიობის კულტურის ისტორიაში ანტიკურობას განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს, რადგან მის საფუძველზე განვითარდა ევროპული კულტურა.
თავად ტერმინი ანტიკური ლათინური სიტყვიდან antiqous "ძველი" არის
წარმომდგარი, მაგრამ ამს დღეს ვიყენებთ მხოლოდ ძვ. ბერძნული და რომაული
სამყაროს და რამდენიმე ადრეულ კულტურათა მიმართ.XIX საუკუნის მეორე
ნახევრამდე მიაჩნდათ, რომ ბერძნები ისტორიულ ასპარეზზე მხოლოდ ძვ.წ II-I
ათასწლეულების მიჯნაზე იწყებენ გამოსვლას. ჯერ ჰაინრიხ შლიმანის, შემდეგ კი
არქეოლოგთა მთელი თაობის მუშოაობის შედეგად შედეგად აღმოჩნდა, რომ
ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ დროისთვის მრავალი კულტურაარსებობდა.საკუთრივ
ეგეიდაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კუნძულ კრეტაზე ბრინჯაოს
ცივილიზაციის გამოვლენასმ რომელსაც თანამედროვე მეცნიერებმა კუნძლის
მითიური მეფის მინოსის სახელის მიხედვით, მინოსური უწოდეს. ამ კულტურამ
კულმინაციას ძვ.წ II ათასწლეულის პირველ ნახევარში მიაღწია.ამ ცივილიზაციამ
ძალიან მარალ დონეს მიაღწია და რომ არა ვულკანური ამოფრქვევა, უფრო
განვითარდებოდა. ძვ.წ XVIIს-დან კონტინენტურ საბერძნეთში აღმავლობას იწყებს
მიკენური კულტურა, რომელიც თავდაპირველად მინოსის კვალდაკვალ
ვითარდებოდა. ამ ცივილიზაციის მატარებლებმა მინოსელთაგან გადაირეს ხაზოვანი
დამწერლობის სისტემა. შესაბამისად, დღემდე გაუშიფრავი მინოსური A-ხაზოვანის
პარალელურად, ცირკულირება დაიწყო B-ხაზოვანმა. გასული საუკუნის 50-იან

18
წლებში B-ხაზოვანი გაიშიფრა და აღმოჩნდა, რომ ისინი ბერძნულად წერდნენ.
მიკენური კულტურაცკატასტროფამ იმსხვერპლა.საბერძნეთში აღმავლობის ახალი
ეტაპი იწყება, რომელიც ძვ.წ VIს-მდე გაგრძელდა და რომელსაც ანტიკურს
ვუწოდებთ. ამჟამად, ეს ეპოქა მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული.
კლასიკური ენების და ანტიკური მხატვრული პოტენციალის რეალიზაციის
უმთავრესი სფერო ანტიკური ლიტერატურა იყო და ბუნებრივია, რომ სწორედ
კლასიკური ლიტერატურა დღესაც მსოფლიო კულტურაზე გავლენის
უმნიშვნელოვანესი წყაროა. ლათინური ტერმინი littera/lettera "ასოს, ნაწერს"
ნიშნავს. ამდენად, უზოგადესი გაგებით ლიტერატურა შეიძლება იყოს ყველაფერი,
რაც დაწერილა, მაგრამ ამავე დროს დაისმის კითხვა, სადღა მოთავსდება
დამწერლობის უცოდინარ მთქმელთა მთელი თაობის მიერ შექმნილი პოეტური თუ
პროზაული პროდუქტი, რომელიც ფოლკლორის სახელით არის ცნობილი.
ამსაკითხს დიფფერენცირებულად უნდა მივუდგეთ. ლიტერატურაში, ისევე როგორც
კულტურაში, შეიძლება ადამიანური შემოქმედების რამდენიმე ეტაპი გამოეყოს.
არსებობს 2 დიდი ჯგუფი: ზეპირი და წერილობითი. ასევე გამოიყოფა მხატვრული,
მეცნიერული და კრიტიკულ-ანალიტიკური შემოქმედება. შესაბამისად, თუკი
საკითხს ფართოდ განვიხილავთ, შემოქმედების ყველა ამ ტიპის პროდუქტი
შეიძლება ლიტერატურულად განვიხილოთ. მაგრამ, რასაკვირელია, დღეს არავის
მოუვა თავში ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურის ისტორიის შექმნისას ასახოს
ადამიანური სიტყვიერი შემოქმედების მთელი მრავალფეროვნება. და მაინც, რა არის
ლიტერატურა? "ლიტერატურა არის ყოველივე ის, რაც იქმნება სიტყვიერი
შემოქმედების სფეროში, ფიქსირდება და განკუთვნილია მსმენელის ან მკითხველის
ინფორმაციული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თავისი ხასიათით
ლიტერატურა შეიძლება იყოს მეცნიერული, რელიგიური, მხატვრული და ა.შ. იმის
მიხედვით, თუ რა არის მასში მოცემული ინფორმაციის უმთავრესი ფუნქცია. რაც
უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით უფრო დიფერენცირებულია
ლიტერატურის სფერო. და პირიქით, რაც უფრო ნაკლებად არის იგი
განვითარებული, მით უფრო შეზღუდულია სიტყვიერი გამოხატვის ფორმები.
მართალია, დამწერლობის შემორებისტანავე ცდილობდა სხვადასხვა ხასიათის
ინფორმაციის წერილობით ფიქსაციას, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ლიტერატურა, როგორც ადამიანური შემოქმედების ავტონომიური სფერო, რომელიც
საკუთარი კანონზომიერებით განვითარდა და რომელმაც თავადვე შეუქმნა
საფუძველი ლიტერატურის თეორიის, ანუ ლიტერატურის, როგორც მეცნიერული
შესწავლის ობიექტის ჩამოყალიბებას, პირველად ძველ საბერძნეთში აღმოცენდა. ის

19
პროცესი, რომელმაც ჭეშმარიტი ლიტერატურის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა ძველ
საბერძნეთთანაა დაკავშირებული. რას ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში? მართალია,
შეუამდინარეთში, ძველ ეგვიპტესა და ანატოლიაშიც საკმაოდ იყო გავრცელებული
მითების შექმნისა და ჩაწერის ტრადიცია, მაგრამ მათ არ ჰქონდათ მოპოვებული
ადამიანური შემოქმედების სხვა სფეროებიდან დამოუკიდებლობის ის ხარისხი,
რომელიც ლიტერატურას დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას მისცემდა. აქ
არ ყოფილა დომინანტური ესთეტიკურისიამოვნების მინიჭება, მნიშვნელოვანი იყო
ინფორმაციის თვალსაზრისით. ბერძნულ ლიტერატურაში კი იგრძნობა ესთეტიკური
ტკბობა. ანტიკური ლიტერატურიდან ჩვენამდე მოაღწია პროდუქტის
უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა. ცნობილ ორენოვან წარწერაში Loeb Classical Library,
რომელიც გამოსცემს ანტიკურ ავტორებს, უკვე 500-მდე წიგნია, რაც ჩვენამდე
მოღწეული ტექსტების მხოლოდ ერთი ნაწილია. როგორ მოაღწიეს მათ ჩვენამდე.
ანტიკურ სამყაროში აქტიურად მიმდინარეობდა წიგნების წიგნების გამოცემა და
ტირაჟირება, ამისათვის არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც ძირითადად
პაპირუსზე ნაწარმოებები კარნახით იწერებოდა. გამოიყენებოდა მონების შრომა. ძვ.წ
IV საუკუნიდან დიდი გასაქანი მიეცა საბიბლიოთეკო საქმიანობას (ალექსანდრიის
ბიბლიოთეკა). მოგვიანებით, შემოვიდა პერგამენტზე წერის სტილი.
ანტიკურობის დაქვეითების შემდგომ ამ კლასიკური მწერლობისადმი ინტერესი
ევროპაში ჯერ შესუსტდა შემდეგ კი გაქრა. სწორედ ამიტომ, დაიკარგა ნაწარმოებთა
უმრავლესობა. ამისგან შედარებით ყურადღებას აქცევდნენ ანტიკურ მწერლობას
ბიზანტიაში. ამ პერიოდში ევროპა მზად იყო ანტიკურობასთან დამაკავშირებელი
ჩატეხილი ხიდის აღდგენისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკურობასთან ზიარება
იყო მთავარი ბიძგი ევროპაში რენესანსის აღმავლობისა. გუტენბერგის აღმოჩენის
შემდგომ, როგორც ბერძენ, ისე ლათინურენოვან ავტორთა გამოცემა ბერძნულ-
რომაული ლიტერატურის შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის. რით არის
გამოწვეული ანტიკურობისადმი ასეთი ინტერესი? დღევანდელი მკითხველი
ჰომეროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ვერგილიუსის, ჰორაციუსის, ოვიდიუსის და სხვა
მრავალი მწერლის ნაწარმოებთა კითხვისას უპირველესად დროში დაშორებას
ითვალისწინებს და მათ მარალ დონეს უწევს ანგარიშს. მაგრამ მთავარია არა ის, თუ
რამდენად არის ავტორი დაშორებული ჩვენგან, არამედ ის, თუ რამდენად შესწევს მას
ჩვენი აღფრთოვანებისა და შთაგონების უნარი. მხატვრული ლიტერატურისთვის
უმთავრესია მასში რეალიზებული შემოქმედებითი პოტენციალის ძალა. ამ მხრივ კი
ანტიკურ მწერლობას გამორჩეული ადგილი უჭირავს ცივილიზაციის ისტორიაში.
სწორედ ამიტომ, ანტიკური ლიტერატურის ძეგლები სხბვანაირად გამოიცემა. ამ

20
მხრივ, არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. ჩვენს ქვეყანაში ანტიკური
მწერლობისადმი ინტერესს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასაზრდოებს.
ჩვენი ქვეყანა უხსოვარი დროიდან მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვის აუზში
მიმდინარე პროცესებში. ქართველურ ტომებს გენეტიკური კავშირები ჰქონდათ
წინაბერძნულ ტომებთან, ასევე ეტრუსკებთან. მიკენური ეპოქიდან სათავეს იღებს
ბერძნებისა და ქართველების ურთიერთობის მრავალსაუკონოვანი ისტორია. იგი
აირეკლა ელინთა მითებში პრომეთესა და არგონავტების ლაშქრობაზე. ძველი
კოლხიდა იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად, სადაც არგონავტების ციკლის
მითთა სიუჟეტი ვითარდებოდა. მედეამ, აიეტმა, კირკემ, აფსირტისმა და სხვა
კოლხმა მითოლოგიურმა პერსონაჟებმა მყარად დაიკავეს ადგილი ბერძნულ
მწერლობაშიც. მედეა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სახედ იქცა.
ანტიკური ლიტერატურის პერიოდები. ანტიკურ ლიტერატურას ბერძნული და
რომაული მწერლობის ერთობა ქმნის. მეორე პირველის ძლიერი ზეგავლენის
შედეგად ჩამოყალიბდა, თუმცა რომაულ მწერლობას აქვს დამოუკიდებელი
განვითარების გზა. შესაბამისად, მათ აქვთ თავ-თავისი პერიოდები. ამასთანავე,
შეიძლება ვიმსჯელოთ ზოგადად ანტიკური ლიტერატურის პერიოდიზაციაზეც.
ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ეგეიდა აქტიურად გამოდის ისტორიულ ასპარეზზე. ჯერ
მინოსური კრეტა მთელი 5 საუკუნის განმვალობაში მთელ რეგიონში ლიდერს
წარმოადგენს (X-XII) და არსებითად განსაზღვრავს ეგეოსის კულტურას. დღეს
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინოსური კულტურა ბევრ საიდუმლოს ინახავს. აქ არ ჩანს
არც გამანადგურებელი ომების, არც სასიმაგრო ნაგებობებისა და იარაღის კვალი, რაც
გვაფიქრებინებს, რომ კრეტაზე საოცარი სიმშვიდე სუფევდა (Pax Mindica -
"მინოსური შვიდობა"). როგორც ჩანს, ამ კულტურის მატარებელნი წინაბერძნული
მოსახლების იმ ნაწილს წარმოადგენს, რომლებიც აქ ბერძნების გამოჩენამდე
დომინანტურ ძალად გვევლინებიან.
მინოსური კულტურა ძვ.წ Xს-ში დაქვეითდა, რასაც უკავშირებენ კ.თერაზე
მომხდარ ვულკანურ ამოფრქვევას, ე.წ სანტორინის კატასტროფას. მინოსურ
მმართველობას მიკენური ჩაენაცვლა და ბერძნები ეგეიდაში წამყვან ძალად
მოგვევლინენ. აქ პელოფსის შტამომავალთა დინასტია მეფობდა. მიკენური
კულტურაც ნგრევისა და დაქვეითების სულმა მოიცვა. ძნელია იმის თქმა, თუ რამ
გამოიწვია "ზღვის ხალხთა" გამანადგურებელი მოძრაობა.
"ბნელი წლები"- ასე უწოდებენ იმ რამდენიმე საუკენეს (ძვ.წ XII-X), რომლებიც ყოფენ
განვითარებულ მიკენურ კულტურას ახ.საბერძნეთისაგან. საბერძნეთის ნანგრევებში
შემონახული იყო მახსოვრობა დიდი მიკენური კულტურისა. ძვ.წ IX საუკუნიდან

21
დაიწყო გეომეტრიული რენესანსის ეპოქა (IX-VIII). პრიმიტიული ორნამენტების
გამოყენების პრაქტიკა იცვლება ამ ორნამენტების კოორდინაციისა და
სუბორდინაციის მკაცრ კანონებზე დაფუძნებული კერამიკის სახით. ეყრება
საფუძველი ბერძნულ სატაძრო არქიტექტურას. ძვ.წ 776 წელს აღადგინეს
ოლიმპიური თამაშები, ამ ეპოქაში ეძლევა ბიძგი საზოგადოებრივი ცხოვრების
ორგანიზაციის ახალ ფორმას - პოლისს. დაიწყო საკოლონიზაციო მოძრაობა, იქმნება
ერძნული ფონეტიკური დამწერლობის სისტემა.
ძვ.წ VII-VI საუკუნეები ბერძნულ ცივილიზაციაში რევოლუციური გარდატეხების
ეპოქად შეიძლება ჩაითვალოს. მას არქაიკის პერიოდს უწოდებენ (ჰომეროსსაც
არქაიკის ფარგლებში აქცევენ). ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის
სისტემა (საბერძნეთი იქცა ავტონომიური თვითმმართველობის მქონე მხარედ).
მოსახლეობა: 1)თავისუფალ და უფლებების სრულად მქონე (მამაკაცები)
2)თავისუფალი, მაგრამ უფლებების არასრული მქონე - ვაჟები (13 წლამდე) და ყველა
ქალი 3)თავისუფალი, მაგრამ უფლებების არმქონე - მიგრანტები 4)როგორც
თავისუფლების, ისე უფლებების არ მქონე - მონები. არქაიკის პერიოდში ყალიბდება
ფილოსოფია, ცამოყალიბდა ლირიკა და დრამა. ფუნქციონირებდა სხვადასხვა
პოლიტიკური სისტემები: ტირანია, ოლიგარქია, დემოკრატია, არისტოკრატია,
გამოიკვეთა ორი პოლიტიკური ცენტრი სპარტა და ათენი.
პოლისური საბერძნეთისთვის კულმინაციური იყო კლასიკის ეპოქა, რომელიც ძვ.წ
Vს-ში იწყება და სრულდება ძვ.წ IVს-ში, როდესაც საბერძნეთი ალ.მაკედონელის
მმართველობის ქვეშ მოექცა. უდიდესი მოვლენა იყო ბერძნელ-სპარსელთა ომები
ძვ.წ 500-479წ. საბერძნეთი გადაურჩა სპარსელთა უღელს. ათენის მმართველი
პერიკლესი იქცა დემოკრატიული მმართველობის ჭეშმარიტ სიმბოლოდ. მთელი
ბრწყინვალებით გამოირჩევა არა მარტო აღმავლობის, არამედ დაქვეითების ხანაც. ეს
პროცესი, პელოპონესის ომიდან დაიწყო (ძვ.წ. 431-405) სპარტა-ათენის
დაპირირებები. მსოფლიო ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო ელინისტური
პერიოდით, ძვ.წ. 336 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ალექსანდრე III დიდმა, ანუ
მაკედონელმა, იგი ხდება მაკედონია-ელადის მმართველი და რადიკალურად ცვლის
ძველი სამყაროს განვითარების გზას. მან მსოფლიო ერთიანობას 3 პრინციპი დაუდო
საფუძვლად: 1)პოლიტიკურ-ეკონომიკური 2)კულტურილი 3)ენობრივი.
კულტურაში უპირატესობა ელინურ გზას მიეცა.ელინიზმი შეცვალა რომაული
ბატონობის ეპოქამ. როამელებმა შეძლეს ბერძნული კულტურის ათვისება და ძვ.წ
IIIს-დან ბერძნულ კულტურას გვერდით ამოუყენა ლათინურიც.
ანტიკური ლიტერატურის პერიოდიზაცია

22
1) ელინური პერიოდი (ძვ.წ VIII-IVს-ის 30-იანი წლები)-მხოლოდ ბერძნულენოვანი
ლიტერატურა.
2)ელინისტური პერიოდი (ძვ.წ IVს-ის 30-იან წლები - Iს)-ბერძნული ლიტერატურა,
რომელიც იქმნება ალ. მაკედონელის მიერ შექმნილი მსოფლიო სახელმწიფოს
ტერიტორიაზე.
3)რომაული ბატონობის პერიოდი (ძვ.წ I - ახ.წ V)-ლათინურენოვანი ლიტერატურა.
ბერძნული ლიტერატურის პერიოდები
I) გეომეტრიული რენესანსის პერიოდი (ძვ.წ IX-VIIIს)
II) არქაიკის პერიოდი (ძვ.წ. VII-VIს)
III) კლასიკის პერიოდი (ძვ.წ V-IVს-ის 30-იანი წლები)
IV) IV) ელინისტური (ელინიზმის) პერიოდი (ძვ.წ IV 30-იანი წლები-I)

2. ევრიპიდეს მედეა, შინაარსი. ტრაგედიის არსი


ევრიპიდე ასრულებს გენიალურ ტრაგიკოსთა ტრილოგიას ( ესქილე, სოფოკლე,
ევრიპიდე). ნაკლებად ერთვებოდა სამოქალაქო აქტივობაში, ალბათ, როგორც დიდი
მოაზროვნე და ხელოვანი საერთო ენას ვერ პოულობდა თანამედროვეებთან.
ევრიპიდეზე მეტად ქალის სიშმაგე და ბუნება ასე ცხადად სხვა არც ერთ მწერალს არ
წარმოუდგენია. დრამის სტრუქტურა ევრიპიდეს არ შეუცვლია, მის ნოვატორობად
ითვლება გმირის ახალი კონცეფციის წარმოჩენა, რაც არისტოტელეს თქმით,
ადამიანების ისეთებად წარმოჩენაში გამოიხატა, როგორებიც ისინი არიან.მედეა ის
ტრაგედიაა, რომელსაც სვადასხვა ეპოქის დრამატურგთა თუ ლიტერატორთა
შემოქმედებაში ყველაზე დიდი გამოძახილი ჰპოვა, თუმცა თავის დროზე, როცა
ათენში იგი პირველად დაიდგა, ტრილოგიაში მესამე ადგილი მოიპოვა, ე.ი
დამარცხდა. მედეაში გამოკვეთილია ევრიპიდეს ხელოვნბისა თუ აზროვნების
ნოვატორული ნიშნები. ტრაგედია აგებულია არგონავტთა თქმულების ერთ-ერთ
ყველაზე დრამატულ ეპიზოდზე, მედეასა და იასონის თავგადასავალზე
კორინთოსში. კოლხთა მეფის აიეტის ასული დაეხმარა იასონს ოქროს საწმისის
მოპოვებაში და მასთან ერთად ხომალდ არგოთი გაექცა კოლხთა რისხვას.
ფათერაკებიანი მოგზაურობის შემდეგ ისინი ელადაში შეუღლებულნი დაბრუნდნენ,
მედეა იასონს დაეხმარა თავის ვერაგ ბიძაზე შურისგებაზე, შემდეგ მათ უწევთ
კორინთოსზე გადასახლება. მათ შვილები უჩნდებათ, კორინთოსში იასონი
ღალატობს მედეას და განიზრახავს აქაური მეფის კრეონის ასულის ცოლად შერთვას.
ტრაგედია სწორედ ამ ღალატისთვის სასტიკ შურისგებას ეძღვნება. ძიძისგან ვიგებთ,
რომ იასონს მედეასთვის უბრძანებია შვილებითურთ დატოვოს კორინთოსი.

23
საინტერესო და ემოიციურია მედეას მონოლოგი, რომელშიც მძაფრადაა გამოხატული
ნაღალატევისა და მარტოსული ქალის განცდები, მედეა უჩივის ქალთა ხვედრს.
ქალებს ნაკლები თავისუფლება და არჩევანი აქვთ, მაგრამ სამშობლოსაგან
მოწყვეტილი მედეა ყველა სხვა ქალზე უბედურია, კორინთოელ ქალებს ახლობლები
მაინც ჰყავთ გვერდით, მას კი ,,ბარბაროსთა მხარეში“ მარტოს უწევს ამედნი
ტკივილის დათმენა. მოქმედებაში შემოდის კრეონი, იგი უბრძანებს მედეას
დატოვოს ქალაქი და არც ამ გადაწყვეტილების მიზეზს უმალავს, თუმცა ეშინია
კოლხი ქალის მოსალოდნელი შურისძიების. სასოწარკვეთილი მედეა კრეონს ერთ
დღეს სთხოვს მოსამზადებლად, მეფეც დათმობს, მედეა კი ამ ერთ დღეს არა
წასასვლელად, არამედ შურისგებისთვის მოსამზადებლად იყენებს. შემოდის იასონი,
იგი გრძნობს, რაოდენ ძნელია გამეხებულ მედიასთან ლაპარაკი და ცოლს აქეთ
საყვედურობს სიბრაზის თავაშვებულობაში, ისე გამოჰყავს, თითქოს ოჯახის
კეთილდღეობისთვის ირთავდეს მდიდარ ცოლს და მედეა, პირიქით, ბედნიერი
უნდა იყოს. იასონი თითქოს ელოდა ცოლის რისხვას და მზადაც დახვდა,
ორატორული ოსტატობით აბათილებს მედეას ბრალდებებს და ეუბნება, რომ თუ
ოდესმე დახმარებია, მხოლოდ იმიტომ, რომ აფროდიტემ აღუძრა სიყვარული.
მოქმედებაში შემოდის ათენის მეფე, ეგევსი, თავისი უშვილობის მიზეზის გასაგებად
სამისნოდან დაბრუნებული, მედეა მას შვილიანობის წამალს დაჰპირდება და
ლტოლვილების შეფარებას სთხოვს. მედეა უკვე აყალიბებს შურისძიების გეგმას,
სურს ამოწყვიტოს იასონის მოდგმა და აქ ჩნდება შვილების მოკვლის მოტივი,
მართალია, ეს საქციელი მას შვილის მკვლელი დედის დაღს დაასვამს,თუმცა
შეურაცხყოფილისვის მთავარია, ტკივილი მიაყენოს მათ, ვისაც მისი სასაცილოდ
გახდომა განუზრახავს. მედეა მსახურს ავალებს იასონის მოყვანას, იასონს ხვდება
სულ სხვანაირი მედეა, გაწონასწორებული, მშვიდი, ცოლი ეუბნება, რომ მზადაა
დატოვოს ქალაქი და სთხოვს ბავშვები მასთან დაიტოვოს და თავადვე აცნობოს
კრეონის ასულს ამის შესახებ, მისი კეთილგანწყობისთვის კი ბავშვების ხელით
სამკაულებს უგზავნის საჩუქრად. იასონი შვილებითურთ მიდის კრეონის ასულთან.
მოქმედებაში შემოდის გამზრდელი, რომელიც მედეას უყვება იქ განვითარებულ
ამბავს. მეფის ასულს მიუღია ბავშვები და სიხარულითვე დასთაანხმებია მათ
დატოვებას, ამ დროს მედეას პიროვნებაში ჩნდება გაორება, ჭიდილი განრისხებულ
შურისმაძიებელსა და შვილების მოყვარულ დედას შორის, დედის სინაზე და
მკვლელის სისასტიკე გრძნობათა კონტრასტულობას ამძარფრებს, ბოლოს მაინც
სისასტიკე სძლევს. მაცნე ქალს გაქცევას ურჩევს და უყვება, თუ როგორ მოირგო
კრეონის ასულმა სარკესთან საჩუქრები, როგორ მიიკრო შხამმა, როგორ დაეკონა მამა
შვილის ცხედარს ა როგორ განუტევა ორივემ სული. ეს ამბავი ქალში კმაყოფილებას

24
იწვევს, სცენის მიღმიდან მოისმის ბავშვების განწირული ძახილი. შემოდის
აღშფოთებული შვილების ბედით შეძრწუნებული იასონი, მაგრამ აღმოაჩენს, რომ
აღარც შვილები ჰყავს. ჩნდება ჰელიოსის გველეშაპებშებმული ეტლი, მასზე დგას
მედია შვილების გვამებით, იგი თითქოს მოშორებულია ამქვეყნიურ ვნებათაღელვას
და არის არამიწიერად მშვიდი. იასონი სთხოვს, მათი დაკრძალვის ნება მისცეს,
თუმცა მედეა თავად აპირებს შვილების ქალღმერთის ჭალაში დაკრძალვას, ქმარს
ცხედრებთან უკანასკნელად შეხების უფლეასაც კი არ აძლევს. იასონის უკანასკნელი
სიტყვები ცოტა ხნის წინ საკუთარ თავში დარწმუნებული გმირის უძლურებასა და
სასოწარკვეთას გადმოსცემს.
ტრაგედიის ინტერპრეტაცია ბევრ სირთულეს ქმნის დაწყებული იქიდან, თუ
როგორ შეცვალა ევრიპიდემ ტრადიციული მითი, დამთავრებული იქამდე, თუ
როგორ უნდა გავიაზროთ მედეას სახე. ევრიპიდემ შეცვალა მითის ტრადიციული
ფინალი, არც ერთ ევრიპიდემდელ წყაროში მედეას მიერ შვილების შეგნებული
დახოცვის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ამ მოტივის შემოტანით ევრიპიდემ მედეა
ჭეშმარიტ ტრაგიკულ სახედ აქცია, ანტიკური ტრაგედიის არსი ხომ კოსმოსური
ჰარმონიის რღვევაში გამოიხატება, ტრაგიკოსები აღწერენ არა უბრალოდ,
ლოგიკურად დასრულებულ ამბებს, არამედ მოქმედებებს, რომელთა ფინალი თავისი
მოულოდნელობით, ბუნებასთან შეუთავსებლობით აღძრავს მძაფრ ემოციას
მაყურებელში. შემოდგომი ეპოქის შემოქმედთა ყველა ცდა, მოეშორებინათ
მედეასთვის ეს ცოდვა, ამ მხატვრული სახის ტრაგიკულიდან მელოდრამატულამდე
ჩამოქვეითებით სრულდებოდა. რისმაგ გორდეზიანი ამბობდა, რომ ევრიპიდემ
ბერძნულ დრამაში პირველად მიმართა ორმაგი ოპოზიციის პრინციპს. ერთი მხრივ,
მან გამოკვეთა დაპირისპირება მედეასა და იასონს( კრეონითა და მისი ასულითურთ)
შორის, ამ დაპირისპირებაში ევრიპიდე გამოკვეთს მედეას დადებითსა და იასონის
უარყოფით თვისებებს, ქალის მოთქმა თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში,
შესაბამისად ამ დაპირისპირებაში მაყურებელი მედეასკენაა, გვერდით ჩნდება მეორე
ოპოზიცია, რომელიც ყალიბდება თავად მედეაში. ერთმანეთს უპირისპირდება
შურისმაძიებელი ქალი და დედა. ამ ოპოზიციით ევრიპიდემ ბერძნული
ლიტერატურისთვის მანამდე უჩვეულო სიღრმით აჩვენა ადამიანის სულში
მიმდინარე ჭიდილი გრძნობასა და გონებას შორის. მედეას ძლევს გადაწყვეტილება,
რომლის ბოროტება მას თავადვე აქვს გაცნობიერებული, გმირის მოქმედებას არც
მისნობა, არც ღმერთი არ წარმართავს, შესაბამისად კატასტროფა, რომელიც ხდება,
სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობას აღარ ტოვებს. მაყურებელიცა და
დრამის პერსონაჟებიც რჩებიან კატასტროფის წინაშე ყოველგვარი ილუზიებისა და
პერსპექტივების გარეშე. ყოველივე ეს ბერძნული ტრაგედიისთვის სავსებითა ხალი

25
მოვლენაა. მედეა ჩვენ წინაშე წარმოდგება ერთდროულად როგორც ბოროტების
ჩამდენი და ბოროტებასთან მებრძოლ, ამიტომ შეუძლებელია მის ამაყ, შმაგ სახეში
მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი თვისებები ვეძიოთ. მედია
უპირისპირდება იმ თავდაჯერებულ საზოგადოებას, სადაც ეთიკურ ღირებულებეს
დაკარგული აქვს ფასი, სადაც შეიძლება გაამართლო ყველაფერი, ფიცის გატეხვაცა
და ღალატიც, საკუტარი შვილების მოვლით იგი დროებით მაინც შეძრავს ამ
ზნედაქვეითებულ საზოგადოებას, ჩააფიქრებს იმაზე, თუ რატომ მოხდა ყოველივე.
მაგრამ პიესის ტრაგიზმი ამითაც არ ამოიწურება, ესაა სულიერი დრამა ადამიანისა,
რომელმაც უღალატა თავის მშობლებსა და სამშობლოს. ეს არის უცხოობაში
მარტოობის, დაკარგული სიყვარულის ტრაგედიაც.
3. პოეტიკის თეორია-არისტოტელეს „პოეტიკა“ და ჰორაციუსის „პოეტური
ხელოვნება“
თავისი შეხედულებები პოეზიის თაობაზე არისტოტელეს ჩამოყალიბებული აქვს
ნაშრომში “პოეტიკა”. ეს არის პირველი სისტემატური ნაშრომი პოეტური
ხელოვნების რაობის შესახებ. არისტოტელე შეეცადა სახეობებისა და გვარების
მიხედვით კლასიფიკაციის მეშვეობით ჩაეტარებინა პოეტური ხელოვნების ანალიზი,
რათა აღმოეჩინა ამ ხელოვნების ანუ “ტექნეს” რაობა. მისი აზრით, პოეტური
ხელოვნების საფუძველში დევს რეალობის “მიბაძვა” (ბერძ. “მიმესისი”). თუ
პლატონთან ეს მიბაძვა უარყოფითად არის შეფასებული, რამდენადაც არ ასახავს
რეალობას ადეკვატურად, არისტოტელესთან მიმესისი პოეტური ხელოვნების
ღირსებაა. არისტოტელეს აზრით, სწორედ მიბაძვითაა, რომ ადამიანები იღებენ
პირველ შემეცნებას და ამისგან სიხარულს განიცდიან. ადამიანები ბაძვისას
მსგავსებას აღმოაჩენენ ხოლმე და ამდენად ეს არისტოტელესთვის ლოგიკური,
შემეცნებითი აქტია. არისტოტელესთვის პოეზია როგორც პოეტის, ისე მისი
აუდიტორიის მხრიდან არის ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტი და ეფუძნება
ადამიანის თანდაყოლილ თვისებას - მიბაძოს რეალობას.
“პოეტიკის” ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში ძირითადი ყურადღება ეთმობა
ტრაგედიას. ტრაგედიის შემთხვევაში პოეტისთვის აუცილებელია, რომ მიბაძვის
საგანი იყოს სერიოზული, დასრულებული მოქმედება; მიბაძვის საშუალება -
მხატვრულად მიმზიდველი, დამატკბობელი სიტყვა. მიბაძვა უნდა მოხდეს დრამის
ანუ მოქმედების სახით. ტრაგედიის მიზანია ადამიანში შიში და თანაგრძნობის
ემოციები გამოიწვიოს და ამ გზით შექმნას მასში განწმენდის “კათარსისის”
შეგრძნება. სერიოზული მოქმედების ნიმუშებად არისტოტელე მითოლოგიურ
სიუჟეტებს ასახელებდა. მაგ., კლიტემნესტრას მიერ აგამემნონის მკვლელობა.
ტრაგიკული ნაწარმოები უნდა წარმოადგენდეს ერთ მთლიანობას, რომელიც

26
მკაფიოდ განსაზღვრული ნაწილებისგან შედგება.
არისტოტელე განასხვავებს მხატვრულ რეალობას ისტორიული რეალობისგან
და პირველს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს მეორესთან შედარებით. იგი ამბობს,
რომ “პოეზია უფრო ფილოსოფიური და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორია,
რადგან იგი შეეხება ზოგადობებს, ხოლო ისტორია ერთეულ ხდომილებებს”. პოეტი
ასახავს არა იმას, რაც მოხდა, არამედ იმას, თუ რაც შესაძლებელია ან აუცილებელია,
რომ მოხდეს. არისტოტელე თვლის, რომ ტრაგედიის ენა უნდა იყოს კეთილშობილი,
უჩვეულო, უცხო, რაც მსმენელში განსაკუთრებულ ეფექტს იწვევს. განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იგი მეტაფორებს ანიჭებს.
არისტოტელე დრამის ისტორიის საკითხსაც ეხება. მისი აზრით, ტრაგედია
მომდინარეობს დიონისეს სადიდებელი რიტუალებიდან, დითირამბის
მომღერლების იმპროვიზაციებიდან, მაშინ , როდესაც კომედია ფალიკური
სიმღერების მომღერლების იმპროვიზაციებიდან.
ძვ.წ. 20 წელს, პრინციპატის ხანის პოეზიის ერთ-ერთმა უდიდესმა
წარმომადგენელმა ჰორაციუსმა გამოაქვეყნა დაქტილური ჰექსამეტრით გამართული
“წერილების” ორი წიგნი. პირველ წიგნში ავტორი ძირითადად ფილოსოფიური
ხასიათის თემებზე საუბრობს. მეორე წიგნი სამი წერილისგან შედგება: “ავგუსტუსს”,
“ფლორუსს” და “პისონებს”. ეს უკანასკნელი “პოეტური ხელოვნების სახელითაა
ცნობილი”.
“პისონებში” ჰორაციუსმა გამოიყენა ბერძენ თეორეტიკოსთან თხზულებანი,
არისტოტელეს “პოეტიკა”, ნეოპტოლემოს პარიონელის ტრაქტატი “პოეზიისათვის”,
ასევე ციცერონის მოძღვრება ორატორული ხელოვნების შესახებ. ჰორაციუსი ამ
წერილში ლუკიუს კალპურნიუს პისონსა და მის ორ ვაჟს, რომლებიც
დაინტერესებულნი ყოფილან პოეზიით, რჩევა-დარიგებებს აწვდის პოეტიკის
საკითხებზე. ეს არის ლიტერატურული პროგრამა, რომელსაც პრაქტიკული და
ესთეტიკური დანიშნულება აქვს.
ჰორაციუსი საუბრობს ფორმისა და შინაარსის ერთიანობაზე, პოეტის მიერ
მასალის სწორად შერჩევასა და გამოყენებაზე, აქვე ეხება დრამისა და ტრაგედიის
საკითხებს. ჰორაციუსი თვლის, რომ ნაწარმოები გასართობიც უნდა იყოს და
სასარგებლოც. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიტიკის როლს. “პოეტური
ხელოვნების” ავტორის მიზანია დარიგება მისცეს არა მხოლოდ შემოქმედს, არამედ
მსმენელსაც.
“პოეტური ხელოვნება”, მართალია, ნორმატიული ტექსტია, მაგრამ
დაწერილია ჰორაციუსისათვის დამახასიათებელი სხარტი, მიმზიდველი პოეტური
ხერხებით და თავისუფალია რიტორიკული სქემატიზმისგან.

27
4ბილეთი
1. ელინისტური პერიოდის დახასიათება
ელინისტური პერიოდი იწყება ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებიდან და
მთავრდება ძვ.წ. I საუკუნეში, როდესაც დაეცა უკანასკნელი ელინისტური
სახელმწიფო. მაკედონელის ლაშქრობების შედეგად ძალზე დიდი კულტურულ-
ენობრივი და პოლიტიკურ-სოციალური სივრცე შეიქმნა, რომელიც მსოფლიო
სახელმწიფოს შექმნის იდეის რეალიზაციის შედეგი იყო. თუმცა იმ ფორმით,
როგორც ეს ალექსანდრე მაკედონელს ესახებოდა, ეს სახელმწიფო ვერ შედგა. მთელ
ტერიტორიაზე მაკედონიიდან და საბერძნეთიდან მოყოლებული, ვიდრე
ცენტრალური აზიის ჩათვლით, ფაქტობრივად, დომინანტური ხდება ბერძნული ენა
და ლიტერატურა. ელინისტურ სახელმწიფოებში დიდი ფილოლოგიური ცენტრები
წარმოიქმნა, რომლებიც ინტენსიურ ლიტერატურულ მუშაობას ეწეოდნენ. ამ ეპოქამ
შეინარჩუნა მანამდე არსებული ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჟანრი,
თუმცა თანადროულად იქმნებოდა ცალკეული ლიტერატურული ფორმები,
რომლებიც ტრადიციული ჟანრების გარკვეულ მოდიფიკაციას წარმოადგენდა.
ელინისტური პერიოდის
ლიტერატურაში იკვეთება ორი ტენდენცია: 1) უკვე არსებულის შენარჩუნებისა და
მის ფარგლებში განვითარების ახალი გზების მონახვა და 2) ნოვატორობის,
ტრადიციასთან აშკარა დაპირისპირებით ახალი ფორმებისა და გამოსახვის ახალი
საშუალებების ძიება.
ელინისტურ ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჟანრად რჩებოდა
ეპოსი. პირველი სერიოზული ლიტერატურულ-თეორიული ხასიათის კამათი შექმნა
კალიმაქოსმა და აპოლონიოს როდოსელმა. ამ ეპოქაში უთუოდ განსაკუთრებული
მოვლენაა თეოკრიტოსი. საინტერესოა ლიკოფრონის “ალექსანდრა”, რომელშიც,
როგორც ჩანს, საინტერესოდ იყო შეზავებული დრამატული და ეპიკური სტილი.
ელინისტურმა დრამატურგიამ ყველაზე დიდ წარმატებას ახალ ატიკურ
დრამაში მიაღწია. იქმნება ახალი ატიკური კომედია და მისი უდიდესი
წარმომადგენელია მენანდროსი. ყურადრებას იპყრობს პარადრამატული პოეზია,
რომელიც საუბრებით, ანეკდოტების, მიმიამბების საშუალებით გადმოგვცემენ
გარკვეულ სცენებს. უაღრესად პოპულარული იყო ეპიგრამატული ჟანრი.
განვითარდა მეცნიერება. წარმოიქმნა ცნობილი მიმართულებები
ფილოსოფიურ აზროვნებაში: ეპიკურეიზმი, სტოიციზმი, სკეპტიციზმი. ე.წ.
დარგობრივი მეცნიერება უკვე კლასიკურ პერიოდში გამოეყო ფილოსოფიასა და
ისტორიოგრაფიას. ჰიპოკრატეს, თანამედროვე მედიცინის მამის, სახელით ჩვენამდე

28
არაერთმა ნაშრომმა მოაღწია. მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ენათმეცნიერების,
ლიტ.მცოდნეობის სფეროში ყურადღებას იპყრობს პითაგორელთა, პლატონის,
არისტოტელეს და სხვათა შრომები. მეცნიერების დარგები ერთმანეთს გამოეყო. ამ
პერიოდში ყალიბდება ფილოლოგია, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი სფერო.
მათემატიკის სფეროში განუზომელია ევკლიდეს “ელემენტების” მნიშვნელობა.
განვითარდა ასტრონომია, გეოგრაფია, მედიცინა.
ელინისტური ეპოქა ანტიკური ლიტერატურისათვის იმით არის
მნიშვნელოვანი, რომ იგი ანტიკურ სამყაროში არსებითად ზღვარს უდებს
ბერძნულენოვანი ლიტერატურის მონოპოლიურ მდგომარეობას. ამ ეპოქაში ანტიკურ
რომში საკმაოდ ინტენსიურად იწყებს განვითარებას ლიტერატურული პროცესი
ლათინურ ენაზე. იხსნება ელინური ეპოქისათვის დამახასიათებელი დაპირისპირება:
ელინი - ბარბაროსი და სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობის ახალი სისტემა
ყალიბდება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომის იმპერიის წარმოქმნა,
რომელმაც დაიმორჩილა ელინისტური სამყარო, მაგრამ რომაელთა აღიარებით,
მართალია ბერძნული სამყარო პოლიტიკურად რომს დაექვემდებარა, მაგრამ
კულტურის თვალსაზრისით მან დაიქვემდებარა მთელი რომის იმპერია.
2. არისტოფანეს „ღრუბლები“.შინაარსი კომედიის ანალიზი
არისტოფანე დღეს ერთადერთი ავტორია,რომელიც ლიტერატურის ისტორიაში
ძველი ატიკური კომედიის სახელით ცნობილ მთელ ეპოქას წარმოგვიდგენს.მისი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომედიაა „ღრუბლები“ ღრუბლებში წარმოდგენილია
აღზრდის პრობლემა და გაშარჟებულია ფილოსოფოსი სიკრატე. არისტოფანემ ეს
კომედია ძვ.წ.ა 423 წელს დიონისიებზე წარმოადგინა და მხოლოდ მესამე ადგილი
დაიკავა.
კომედია იწყება მიწათმოქმედი სტრეფსიადესის ჩივილით აღსავსე მონოლოგით.მას
მაღალი წრის ქალი შეურთავს ცოლად,რომელსაც მთლიანად შეუცვლია მისი
ცხოვრების წესი.ვაჟიც კი თავის ჭკუაზე გაუზრდია და იმის მაგივრად,რომ
სერიოზულ საქმეს მოკიდოს ხელი,ჯირითითაა გატაცებული.ამან იგი ვალებში
ჩააგდო და ახლა მოვალეთა შემოტევას ელის.მას ერთადერთი გამოსავალი რჩება:ვაჟი
მიაბაროს სოკრატეს.მაგრამ ფიდიპიდესს არ უნდა სოკრატეს მრევლში გარევა.მაშინ
სტრეფსიადესი გადაწყვეტს თვითონ მივიდეს სოკრატეს საფიქრალეთში. აქ სოკრატე
თავის მოწაფეებთან მსჯელობს საჭირბოროტო საქმეებზე. მაგ: ბუზი უკანალიდან
წუის თუ პირით?. სოკრატე აღმოაჩენს ასევე მეტეოროლოგიურ მოვნელებისა და
მუცლის ბუყბუყის ანალოგიას.სწორედ ასეთი შეუსაბამობა იწვევს
სიცილს.ფიდიპიდესი შედის მეზობელ სახლში,სადაც ყველა რაღაცითაა
დაკავებული.სოკრატე იგებს მის გაჭირვებას და სათანადო ცოდნით აღჭურვას

29
ჰპირდება,ოღონდ მან ძველი ღმერთები უნდა დაივიწყოს და ახლებს, ანუ ღრუბლებს
უნდა მიენდოს.სოკრატე ღრუბლებს უხმობს.სცენაზე ჩნდება ღრუბელთა
გუნდი,რომელიც თანახმაა მონაწილეობა მიიღოს მოხუცის დახელოვნებაში.სწავლის
ნაწილში მთელი კომიკური პათოსი სტრეფსიადესის მიუხვედრელობით და სუსტი
გონებრივი მონაცემებით გამოწვეულ გაუგებრობაზეა აგებული.ბოლოს სოკრატე
აგდებს მას და ურჩევს,რომ ვაჟი მოუყვანოს აღსაზრდელად.მოხუცი აიძულებს
შვილს მივიდეს სოკრატეს სააზროვნოში.მამა-შვილის წინ იმართება კამათი მართალ
და მრუდ საქმეს შორის.მრუდი ვაჟს უმტიცებს,რომ თუკი მას დაუჯერებს,შეუძლია
დაიცვას ყველა რთულს სიტუაციას,მოღალატე ცოლთან შემოსწრებული ქმრის
წინაშეც კი.მართალი სვამს კითხავს:როცა შემცოდებელს ბოლოკს დაარჭობენ,როგორ
შეძლებს დაამტკიცოს იგი,რომ არ არის გახრწნილი.და ამის შემდეგ მრუდი კითხვას
კითხვაზე უსვამს მართალს,თუ ვისგან შედგებიან დამცველები
სასამართლოში,ტრაგიკოსი პოეტები,სახალხო ორგანიზატორები.მართალი
იძულებულია თქვას „გახრწნილებისგან“.მრუდი მართალს მოუწოდებს დათვალოს
თუ დარბაზში ვინ რამდენია.მართალი მარცხდება.ფიდიპიდესი მრუდის მეუფებაში
ექცევა.
მამა შვილის წარმატებით წახალისებული ადვილად იგერიებს მოვალეებს.მამა-
შვილი სუფრაზე წაკამათდებიან ევრიპიდეს თაობაზე.კამათი დასრულდება
იმით,რომ შვილი მამაზე ხელს აღმართავს.ფიდიპიდესი მამასა და გუნდს
უმტკიცებს,რომ სწორად იქცევა და ამატებს,არაფერი დაშავდება იმით თუკი
დედაზეც აღამრთავს ხელს.სტრეფსიადესს გუნდი ეუბნება,რომ თვითონვეა ამაში
დამნაშავე.ის შეშფოთებულია,რადგან ადრე ისინი აქეზებდნენ სააზროვნოში
გაწვრთნისკენ.გუნდი კი პასუხობს: ასე ვიქცევით და ბოლომდე ვძირავთ
სიავეში,ვინც კი უწესო საქმეებს მიელტვისო.
კომედია მთავრდება ხანძრით,რომელსაც გამწარებული მამა სოკრატეს სააზროვნოს
მისცემს.
კომედიის სამიზნეა,ერთი მხრივ, ადამიანების ლტოლვა,რადაც არ უნდა
დაუჯდეთ,თავიანთი გაინაღდონ და მეორე მხრივ,არისტოფანეს თანამედროვეთა
მზადყოფნა წააქეზონ ადამიანები ამგვარი მიზნების
განსახორციელებლად.ტრადიციული ცხოვრების წესების უარმყოფელი მოძღვრების
სიმბოლოდ გამოყვანილია სოკრატე.“ღრუბლების“ ე.წ სოკრატული ნაწილის
შესწავლის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე,რომ არისტოფანე სააზროვნოს უკავშირებს
თავისი დროის სულ სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრებისათვის
დამახასიათებელ,მათ შორის თავად სოკრატეს,აზრებსა და კვლევის მეთოდებს.ანუ
სოკრატეს კარიკატურა აქ განაზოგადებს ყველას,ვინც ჭეშმარიტების ძიების ახალი

30
გზების მიკვლევას მოითხოვდა.პლატონის დამოკიდებულება არისტოფანეს მიმართ
გამორიცხავს კომედიოგრაფოსის მტრულ დამოკიდებულებას სოკრატეს მიმართ.
არისტოფანეს ამ კომედიას მსოფლიო ლიტ. ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს.მასში წარმოდგენილია ე.წ კომედიური ინტელექტუალის ტიპი ,რომელის
შემდგომ ესოდენ პოპულარული გახდა კომედიური ჟანრის ნაწარმოებისთვის.
(ანალიზი)
3. ლირიკოსები: არქილოქოსი, საპფო,,პინდაროსი-ანალიზი
პირველი ელინი პოეტი, რომლის მოღვაწეობის ეპოქის დათარიღება სხვებთან
შედარებით უკეთ ხერხდება, არის არქილოქოს პაროსელი. არქილოქოსის აღმავლობა
ძვ.წ მე-7 საუკუნისთვის უნდა ვივარაუდოთ. მისი პოეზია საკმაო მასალას შეიცავს
ბიოგრაფიისთვის, რომელმაც ბევრად განსაზღვრა მისი ლირიკის ხასიათი.
არქილოქოსი იყო წარჩნებული მამისა და მონა ქალის შვილი. ეს გარემოება
შეიძლებოდა საფუძველი გამხდარიყო ლირიკოსის სულიერი განცდებისა და
გაბოროტებისა. იგი წარმოშობით ერთდროულად არისტოკრატიც იყო და მონაც.
არქილოქოსს მომთაბარის მოუსვენარი ცხოვრება აურჩევია და, როგორც ჩანს,
ბრძოლის ველზე დაეცა კიდეც. უნდა ვიფიქროთ, რომ მას დიდი წარმატება არც
სიყვარულში ჰქონია. მის შემოქმედებაში ჩნდება რეაური თუ წარმოსახვითი სახე
სატრფოსი და მისი ბოროტი მამის., ლიკამბეს. ტრადიციამ შემოგვინახა
არქილოქოსის სიყვარულში გაწბილების შესახებ, ლიკამბესს უარი უთქვამს
პოეტისაგან უკვე დანიშნული შვილის ცოლად მიცემაზე, ამის შემდეგ პოეტს
ლიკამბესისა და ნეობულესათვის თავისი დამცინავი პოეზიით ისე გაუსწორებია
ანგარიში, რომ მამა-შვილი თვითმკვლობამდე მიუყვანია, ამ ცნობის ისტორიულ
სანდოობაზე მსჯელობა ძნელია, მაგრამ მასში შეინიშნება არქილოქოსის დამცინავი
პოეზიის ძალის აღიარება. თუ არქილოქოსის შემოქმედებას ზოგადად ლირიკული
ჟანრის განვითარების მნიშვნელობით განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან
არსებითი გარდატეხა მოახდინა პოეტური ,,მეს“ სრული ძალით წარმოჩენაში.
როგორც პოეტი, იგი თავის ძალას მძაფრ ეკლიან სიტყვაში ხედავს : ,, მელიამ ბევრი
იცის, ზღარბმა კი ერთი დიდი რამ“ არქილოქოსს თავი წარმოუდგენია კაცაად,
რომელიცც კარგს კარგით, ცუდს კი ცუდით იხდის ,,ვინც ცუდს გამიკეთებს ბევრად
უარესით ვუხდი სამაგიეროს“, ,,..ვიცი სიყვარული მისი, ვისაც ვუყვარვარ, ხოლო
მტრის მტრობა“ მას,როგორც ჩანს, ცხოვრებამ ასწავლა ყველაფერში და მათ შორის
ოცნებაშიც ზომიერება ( ,,არ მიზიდავს ოქრო მავალი გიგესი, არც შური მიპყრობს“).
პოეტი თავისი ფსიქიკით მებრძოლია, მაგრამ განსხვავებულია ეპოსის გმირთა
დიდების მოტრფიალე და ღირსებისათვის თავდადებული სახეებისაგან, იგი
დაქირავეული მებრძოლია, ხოლო ,, დაქირავებული კაცი მანამდეა მეგობარი, ვიდრე

31
იბრძვის“, თავისებური შეხედულება ჩამოუყალიბდა დაქირავებული მებრძოლის
მიმართ და გააუფასურა ე.წ ომის რომანტიკასთან დაკავშირებული ის მომენტები,
რომლებიც მანამდე კაცთა ღირსების ძირითად მაჩვენებლად ითვლებოდა. (,,არესი
მართლაც ერთიანად ცელავს ადამიანებს“).
საპფო(ძვ.წ VII-VI ს)
ანტიკური ლიტერატურით დაინტერესებული მკვლევარნიცა და მკითხველნიც
საპფოს ძველი ბერძნული ლირიკის უპირველეს ვიუსტად აღიარებენ. 1992 წელს
გამოქვეყნდა ფრაგმენტები, რომელშეიც აღნიშნულია, რომ საპფოს ბიოგრაფია
შედგენილია ქამელეონის თხზულების მიხედვით. საპფოს ცნობების აქ
წარმოდგენილი ცნობები მსგავსია სვიდას ლექსიკონში დადასტურებული
ბიოგრაფიისა. ამ ცნობების მიხედვით, საპფო დაიბადა კუნძული ლესბოსის ქალაქ
ერესოსში, თუმცა მთელი ცხოვფრება ქალაქ მიტელენში გაატარა. იგი მოღვაწეობდა
VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე.
"პაროსის ქრონიკა გვამცნობს, რომ არისტოკრატთა დევნის დროს, VI საუკუნის
პირველ წლებში საპფო მიტელენიდან სიცილიაზე გაქცეულა. ვარაუდობენ, რომ იგი
წარჩინებული ოჯახიდან იყო და პიტაკოსის რისხვა მასაც შეეხებოდა. მკვლევართა
აზრით, იგი გადასახლებაში უნდა გაჰყოლოდა თავის ქმარს, ლესბოსელ
არისტოკრატს, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლების გამო დევნიდნენ. ცნობილია,
რომ ძვ.წ 580 წლის მახლობელ ხანებში პიტაკოსმა ამნისტია გამაოცხადა, საპფოც ამ
დროისთვის უნდა დაბრუნებულიყო მიტელინში. გადმოცემათა თანახმად, მას
ჰყავდა ქალიშვილი, კლეისი, საპფოს 3 ძმა ჰყოლია. როგორც ვარაუდობენ,
გადასახლებიდან დაბრუნებული თითქმის ორმოც წელს მიტანებული საპფო
სათავეში უდგება წარჩინებულ ქალიშვილთა წრეს. სწორედ მისი ცხოვრების ამ
ნაწილს უკავშირდება ის ლეგენდები, რომელთა მიმართაც საუკუნის განმავლობაში
არ ჩამცხრალა ინტერესი. საპფოს შემოქმედების დიდი ნაწილი ქალწულებს
ეძღვნებოდა, მათი შთაგონებით ქმნიდა პოეტი სიმღერებს, რომელშიც ჩაქსოვილი
იყო მისი ემოციური ბუნებისთვის დამახასიათებელი მძაფრი განცდები და
ლტოლვები. ამ გარემოებას ავხსნით თუ გავითვალისწინებთ რომ კუნძულ ლესბოსზე
ქალებსაც, კაცების მსგავსად, ჰქონდათ თავშესაფარი ადგილები, ჰყავდათ რჩეული
ღვთაებები, რომელთაც თაყვანს სცემდნენ და რომაელთა კეთიგანწყობის
მოსაპოვებლადაც საგანგებო რიტუალებს აღასრულებდნენ. ამის თქმის საშუალებას
გვაძლევს, უპირველეს ყოვლისა, საპფოს ლირიკა. საპფოსა და მის გარშემო
შემოკრებილ ქალიშვილთა სათაყვანებელი ქალღმერთი იყო აფროდიტე. საპფო
მუზის მსახურთა სახლის წინამძღვარი იყო. აფროდიტე განაპირობებდა
ქალიშვილთა ცხოვრების წესსა თუ შემოქმედების თემატიკას. სავარაუდოა, რომ

32
საპფო ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ მოღვაწეობასაც. ქალიშვილნი კი ამის
შემდეგ ან თხოვდებოდნენ ან სახლს უბრუნდებოდნენ. საპფოს მოღვაწეობა წმინდა
ელინური მოვლენაა, რამეთუ ძველი ბერძნებისთვის აღზრდაში მოაზრებოდა
რელიგიაც, ზნეობაც, შემოქმედებაც, სიყვარულიც.
მისი შემოქმედების ფრაგმენტებმა ჩვენამდე ძირითადად ორი გზით მოაღწიეს:ა)
ანტიკური ხანის ავტორები ხშირად იმოწმებდნენ მართ, როგორც ამაღლებული
პოეზიის ნიმუშებს. ბ) მიკვლეულთა პაპირუსები, სადაც მეტ-ნაკლებად
ამოკითხულთა საბფოს პოეზიის ნაწყვეტები.
დღეისთვის ჩვენ მოგვეპოვება საპფოს შემოქმედების დაახლოებით 1900მდე
სტრიქონი. მათ შორის 600-მდე სტრიქონის თარგმნა შესაძლებელია. 1300-მდე
სტროფი არ ითარგმნება მეტისმეტი ფრაგმენტულობის გამო. საპფოს ქმნილებათა
პირველი კრიტიკული გამოცემა განახორციელეს ალექსანდრიელმა
ფილოლოგოსებმა. I წიგნის I სიმღერად აფროდიტესადმი მიძღვნილი ჰიმნი
წარმოადგინეს.
მან დიდი გავლენა იქონია ლირიკული პოეზიის განვითარებაზე, რომაული და
ძველი საბერძნეთის ქალთა პოეზია საბფოს შემდეგ დაქვეიტების გზას დაადგა და
ბოლოს გაქრა კიდეც.
საბფოს პოეტური მოდელის გარეგანი ნიშნებია: ტემატიკა, მეტრიკა, დიალექტი.
საბფოს პოეტური მოდელის შინაგანი ნიშნებია:რიტორიკული მეს გამოვლენა
ემოციურად და მსოფლმხედველობრივად მომენტის გათვალისწინებით,
სახეობრივობა. პოეტურ ხატად შევიდა მთელს ანტიკურობაში საპფოსთან პირველად
დადასტურებული გამოთქმა მშვენიერსა და კარგის შეერთებით მიღებული
სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომ გამოიხატა ტერმინით კალოკაგათა. მასთან
ვხვდებით პოეტური სახეებით აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშებს. ენობრივი
ორგანიზაცია, ეპოქის გრძნობა. მან სხვა პოეტებთან შედარებით ყველაზე უკეთ
იგრძნო თავისი ეპოქის სული, დაინახა ის მშვენიერი და ამაღლებული, რასაც მისი,
როგორც პოეტის მოვლენებით შემოფარგლული საზღვრებიდან გაყვანა და
გლობალურთან ზიარება შეეძლო.
პინდაროსი (დაახ. ძვ.წ 518-43 წწ)
პინდაროსი არის ძველი ბერძნული ლირიკის უბრწყინვალესი წარმომადგენელი.
მისი შემოქმედების დასაწყისი პერიოდი აღინიშნება მეტად მნიშვნელოვანი
ისტორიული მოვლენით - ბერძნელ-სპარსელთა ომების პერიოდით. ქსერქსეს
ლაშქრობის დროს იგი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო. იგი ღებულობდა
შეკვეთებსაც მაგრამ იმი ამ პერიოდში ღვთაებისადმი მიძღვნილ ჰიმნებს.
სახელმწიფოში დატრიალებულმა მოვლენებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს მასზე, რაც

33
აისახა კიდეც მის VIII შექმნილ ოდაში. 476 წელს ამს იწვევენ სიცილიაზე, ხოლო 475
წელს იგი თებეში ბრუნდება.ამ პერიოდიდან იწყება წარმატების ხანა
მის შემოქმედებასს მთელს საბერძნეთში აღიარებენ. იგი ითვლება პირველ პოეტად,
მას უკვეთენ ოდებს სხვადასხვა კუთხის მკვიდრნი. 474 წელს ათენმა პინდაროსს
შეუკვეთა დითირამბოსი, რომელიც ისე ბრწყინვალედ შექმნა პოეტმა, რომ
თებელებმა მას სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და დააჯარიმეს. ეს თანხა
ათენელებმა გადაიხადეს. პინდაროსის ბოლო პერიოდის ოდებში შეიგრძნობა
ერთგვარი მოწოდება თანხმობისა და სიმშვიდისკენ. თებეს ძძალაუფლებათა
დაქვეითებას მძიმედ უნდა ემოქმედა პოეტზე. ამ პერიოდის ოდებში მასთან სულ
უფრო ხშირია პესიმისტური განწყობა.
5ბილეთი
1.ძვ.ბერძნული ისტორიოგრაფია. მჭერმეტყველება.ფილოსოფია
ისტორიოგრაფიის ძირები შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ. ბევრად უფრო ადრე,
ვიდრე ევროპის კონტინენტზე, კერძოდ, საბერძნეთში, ლიტერატურული აზროვნება
აღმოცენდებოდა, ძველი სამყაროს მრავალ ხალხში იყო ცნობილი ისტორიული
მოვლენების წერილობით ფიქსაციის შემთხვევები. მრავლას მოგვეპოვება ძვ.წ.
მესამე-მეორე ათასწლეულების ძველი აღმოსავლური დოკუმენტები. ეს წყაროები
წარმოადგენენ ქრონიკალური ხასიათის ჩანაწერებს და ისინი საკმაოდ შორს არიან
საკუთრივ ისტორიოგრაფიისგან, სადაც ხდება არა მარტო მომხდარი ფაქტის
ფიქსაცია, დათარიღება, არამედ აღწერა-ანალიზიც.
საბერძნეთში, უკვე არქაიკის ეპოქაში, აღმოცენდა ტრადიცია, პროზაული
ფორმით შექმნილიყო ბერძნული მითების შესახებ ფსევდოისტორიოგრაფიული
ხასიათის თხზულებები. მათ ავტორებს ლოგოგრაფოსები ეწოდებათ. პირველი
სერიოზული ნაბიჯები ამ მხრივ ჰეროდოტემ გადადგა. მისგან განსხვავდებოდნენ
მისი მომდევნო ისტორიკოსები თუკიდიდე და ქსენოფონი. აქედან მოყოლებული
ისტორიოგრაფიამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მწერლობაში და ანტიკურმა
სამყარომ კაცობრიობას არა ერთი ბრწყინვალე ისტორიკოსი აჩუქა. მათი
თხრობისთვის დამახასიათებელია ლაღი სტილისა და მეცნიერული თხრობის
ნაზავი.
ანტიკური ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას ფილოსოფია
წარმოადგენს. მან ანალიტიკური აზროვნების წარმოქმნას დაუდო საფუძველი.
ტერმინი ფილოსოფია "სიბრძნის სიყვარულს" ნიშნავს, მაგრამ ის გაცილებით მეტია,
ვიდრე უბრალო ინტერესი. ფილოსოფოსი სამყაროს დაკვირვების ობიექტად აქცევს
და იკვლევს იმ სინამდვილეს, რომელიც ყოველდღიურობის მიღმა იმალება.
ფილოსოფია დაიწყო კითხვით: რა არის ყველაფრის საწყისი? პირველი

34
ფილოსოფოსი თალესი თვლიდა, რომ წყალი არის ყველაფრის საწყისი და ის ამის
დასასაბუთებლად მრავალ არგუმენტს გვთავაზობდა.
საბერძნეთში ფილოსოფია ძვ.წ. VII საუკუნის მიწურულში, ანუ არქაიკის
პერიოდში აღმოცენდა. ფილოსოფოსები ძირითადად "არხეს" ანუ საწყისის ძიებით
იყვნენ დაკავებულები. ქსენოფანესისგან იღებს დასაბამს ე.წ. ფილოსოფიური
თეოლოგია, რომელიც უზენაესი ღმერთი იდეას ამკვიდრებს, განსხვავებულს
მითოპოეტური ღმერთისგან. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პითაგორას,
რომელიც მისტიკურ მიმართულებას უყრის საფუძველს და ყველაფრის საწყისად
რიცხვებსა და რიცხვებს შორის მიმართებებს აღიარებს. გამორჩეულია ჰერაკლიტე,
რომელსაც ფილოსოფიაში დიალექტიკისა და ცნება "ლოგოსის" შემოტანა მიეწერება.
ფილოსოფიურმა აზროვნებამ მალე იონიიდან მთელ ბერძნულ სამყაროში
გადაინაცვლა. ამის მაგალითია პარმენიდესი, რომელიც იტალიის ელეაში
მოღვაწეობდა და ე.წ. ელეატური სკოლის ფუძემდებლად ითვლება ფილოსოფიაში.
ძვ.წ.-ის მეხუთე საუკუნეში ფილოსოფიაში იწყება აშკარა შემობრუნება
ადამიანისკენ. უპირველეს ყოვლისა, ეს სოფისტების დამსახუტებაა. სოფისტები
თავიდან სიბრძნის მასწავლებლებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ თანდათანობით მათი
მოღვაწეობა იმაში გამოიხატა, რომ ადამიანებისათვის ნებისმიერი აზრის
ჭეშმარიტების დამტკიცება ესწავლებინათ. მათი მთავარი იდეა იყო, რომ ობიექტური
ჭეშმარიტება არ არსებობდა.
მალე ასპარეზზე გამოდის სოკრატე, რომელმაც სახელი გაითქვა ჭეშმარიტების
ძიებისალენ უზომო ლტოლვით. მისი ცნობილი ფრაზაა: "მე ვიცი, რომ არაფერი
ვიცი". ის ცოდნა, რაც ადამიანს აქვს, სინამდვილეში არ არის ჭეშმარიტი ცოდნა.
ანტიკური ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალს პლატონი წარმოადგენს. მის
მოსწავლეთა შორის კი გამოირჩეოდა არისტოტელე. პირველმა დააარსა თავისი
მოსწავლეებისათვის აკადემია, მეორემ კი შექმნა ფილოსოფიური სკოლა, რომლის
წარმომადგენლებსაც პერიპატეტიკოსებს ანუ მოსეირნეებს უწოდებდნენ.
ბერძნული მწერლობის ისტორიაში ცალკე ლიტერატურულ ჟანრად
გამოიყოფა მჭევრმეტყველება. მასში ჩადებულია მხატვრულობის პრინციპი. როგორც
ჟანრი ის ძვ.წ. V საუკუნეში აღმოცენდა და მისი მძლავრი განვითარება
დაკავშირებულია ათენის დემოკრატიული სახელმწიფოს აღმავლობასთან. თავად
სახელმწიფოს სტრუქტურა ითხოვდა თითქმის ყველა მოქალაქისგან
მჭევრმეტყველების ჩვევებს, რადგან მათ ხშირად უხდებოდათ გამოსვლა
სასამართლო პროცესებზე, სახალხო კრებებზე და ა.შ. შესაბამისად შეიქმნა
მჭევრმეტყველების სხვადასხვა სახე: სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული
სიტყვები, ოფიციალურ ზეიმებზე თუ სხვ. მთელს ანტიკურ სამყაროში ერთ-ერთი

35
უდიდეს მჭევრმეტყველად ითვლებოდა დემოსთენესი. ასევე, ბრწყინვალე
ორატორები იყვნენ სოფისტები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ამ ჟანრის
აღმოცენებას.
2.ოდისევსი კირკებთან და კალიფსოსთან - შინაარსი, ოდისევსი და პენელოპე
„ოდისეა“ 24სიმღერად არის დაყოფილი.ოდისეაში გადმოცემულია ტროას ომის
დამთავრებიდან 10წლის ხეტიალის შემდგომ ოდისევსის მშობლიურ ითაკაზე
დაბრუნების ამბავი. პოემა მუზებზე მიმართვით იწყება.შესავლის შემდეგ პოეტი
გვატყობინებს, რომ ოდისევსი ნიმფა კალიფსოს კუნძულზე იმყოფება და იგი ვერ
მიაღწევს სამშობლოს, სანმ პოსეიდონი მასზე გამწყრალი იქნება.პოსეიდონი მას
მტრობს შვილის დაბრმავების გამო.ღმერთები, რომლებსაც აღელვებთ ოდისევსის
ბედი, ისარგებლებენ პოსეიდონის შორეულ ეთიოპიელთა ქვეყანაში წასვლით და
შეიკრიბებიან. ათენა შეახსენებს მათ ოდისევსის მდგომარეობას და იტყვის, რომ
ღმერთებს მოძულებული ჰყავთ ქვეშევდრდომთა მიმართ ლმობიერი ოდისევსი.მას
მწუხარებით შემოსილს ნიმფა კალიფსო ძალად აკავებს თავის კუნძულზე. გმირს კი,
მარტო დარჩენილს, ძალა არ შესწევს, გადალახოს ზღვა. ზევსი იტყვის, რომ სწორედ
ახლა გვმართებს მშვიდობით დავაბრუნოთ იგი ითაკაში, ხოლო მისი მტრები
ხელმოცარული დავტოვოთ.ზევსმა ჰერმესს უბრძანა, წადი და ამცნე ნიმფა კალიფსოს
ნება-სურვილი ჩვენიო. კაცთა ტივით და ღმერთთა შეუწევნელად გაუშვას ზღვაში
ოდისევსი, მეოცე დღეს კი ღმერთების ნათესავ ფეაკელთა კუნძულს მიადგეს, სადაც
უკვდავი ღმერთის სადარ პატივს მიაგებენ, შემდეგ კი სამშობლოში გაისტუმრებენო.
ჰერმესი მაშინვე წავიდა კალიფსოსთან, როცა ნიმფა კალიფსოს მღვიმეში მივიდა,
მისი საცხოვრისის სილამაზით გაოცდა. მღვიმის მახლობლად ტყე შრიალებდა,
ვერცხლისფრად მოციმციმე ნაკადულები სხვადასხვა მხარეს მოცმციმებდა. თავად
ნიმფას საოცარ სილამაზეს აფრქვევდა. როცა მასპინძელმა სტუმარი ნახა, შინ
მიიპატიჟა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ჰერმესმა ყველაფერი უამბო და ოდისევსის
გავება სთხოვა, რამეთუ მას არ ეწერა ახლობელთაგან შორს სიკვდილი. ამის
გაგონებაზე ელდანაცემმა კალიფსომ შესძახა: გულქვა და შურიანი რადა ხართ
ოლიმპიელი ღმერთები?რატომ არ გინდათ, ქალღმერთებმა სარეცელი გავუზიაროთ
მოკვდავთაგან ურჩეულესთ? განა მე არ გადავარჩინე იგი, როცა ზევსმა შუაგულ
ზღვაში ხომალდები დაულეწა და მეომრები დაუღუპა? მოვასულიერე, გულთბილად
შევხვდი და ვუთხარი, უკვდავებას მოგანიჭებ მეთქი. მაგრამ ვაი, რომ ვერ აღვუდგები
ზევსის ნებას და არც მისი განრისხება მინდა.დაე ოდისევსი გაუდგეს თავის გზას, მე
კი კეთილი რჩევით ვუსურვებ, მშვიდობით მიეღწიოს თავის სამშობლოს. - ამ
სიტყვებში ჩანს კალიფსოს უდიდესი სურვილი ოდისევსის მასთან დარჩენისა. სურს,
გააბედნიეროს გმირი, მაგრამ არ უპირისპირდება ზევსის ნებას და ემორჩილება. თან

36
მზაკვრობას არ მიმართავს, კეთილი სურვილებით უშვებს ოდისევს, მაშასადამე, იგი
სწორად იაზრებს მომხდარს და მორჩილდება. ზევსის ნებას საკუთარ სურვილებზე
წინ აყენებს. ოდისევსი კი ამ დროს ზღვის ნაპირთან ზის და სამშობლოზე ფიქრობს,
მას აღარ მისდის გული ნიმფა კალიფსოზე, თუმცა ღამეს მასთან ატარებდა. ბოლოს
ნიმფა ეტყვის მას, გეყოს სიმძიმილი, სვეგამწარებულო კაცო.აწ გულმოწყალე გიშვებ
ჩემი კუნძულიდანო.ააგე ტივი, საგზლად ღვინოსა და პურს გაგატან. სამოსელსაც
გაგიმზადებო. თუმცა ოდისევსი დაეჭვდა ამ სიტყვების გულწრფელობაში და ეტყვის,
რომ მანამდე არ ავა ტივზე, სანამ საშინელი ფიცით არ შეჰფიცავს, რომ უბედურებას
არ დაატეხს თავზე.კალიფსო დამშვიდებით ეტყვის, რომ ჭირში მრავალნაცადი,
ფრთხილი და უნდოც ყოფილა. დე, მოწმე იყოს ცა, დედამიწა და ქვესკნელი, რომ
არაფერს შეგამთხვევ!თავს მირჩევნიხარ და ბედის ანაბარა არ მიგატოვებო. ამ
სიტყვების შემდეგ მღვიმეში შებრუნდნენ, ნიმფამ მოკვდავთა შესარიგი სასმელ-
საჭმელი დაუდო. შემდეგ ნიმფამ დალოცა ოდისევსი და ჰკითხა, განა შეედრება
ტანადობით მისი მეუღლე? ოდისევსმა უთხრა, რომ იც გაცილებით მშვენიერი იყო,
მაგრამ გული მაინც სამშობლოსკენ უწევდა. ის ღამე ქალღმერთმა და ოდისევსმა ღამე
ერთად გაატარეს, მეორე დღეს ტივის აგებას შეუდგნენ, მეხუთე დღეს კი კალიფსომ
ოდისევსი განბანა, სამოსელში გამოაწყო, საჭმელები გაუმზადა და თან კეთილი
ზურგქარი დაადევნა.თან რამდენიმე რჩევაც მისცა. ამ ეპიზოდში ჩანს, თუ როგორ
უყვარდა და პატივს სცემდა კალიფსო ოდისევსს. მისთვის ბოროტი არ უსურვებია და
გზა დაულოცა, მიუხედავად იმისა, რომ გმირმა უკვდავ ღმერთს მოკვდავი ქალი
ამჯობინა.
ოდისევსი კირკესთან
ტროადან წამოსული ოდისევსი და მისი მხლებლები გარკვეული დროის შემდეგ ერთ
კუნძულს მიადგნენ, ოდისევსი და რამდენიმე მხლებელი დარჩა, ნაწილი კი
კუნძულზე გადავიდა, რომ გაეგოთ სად იმყოფებოდნენ. ისინი კირკეს სასახლეს
მიადგნენ.. სასახლეში ნებივრად წამოწოლილიყვნენ ქალღმერთის მოჯადოებული
ლომები და მგლები. ისინი ადამიანებს არ ერჩოდნენ. სასახლის დარბაზიდან
მეომრებს კირკეს ტკბილი სიმღერა შემოესმათ. ერთ-ერთმა მეომარმა აზრი გამოთქვა,
რომ დაეძახათ და გაეგოთ, ვინ იყო იგი. დაუძახეს. ქალღმერთმა შინ შემოიპატიჟა
ისინი. მეომრებია არც დაფიქრებულან სე შეჰყვნენ. მხოლოდ ერთი დარჩა გარეთ,
რომელმაც საცდურის მოახლოება იგრძნო. საკვებში თავისი ჯადო განაზავა
ქალღმერთმა და ისე მიართვა შინ მისულებს, რათა მათ სამშობლოს ხსოვნა
წარხოცოდათ.მისი შესმის შემდეგ კირკემ ყველა საღორეში ჩაკეტა და ღორების
საჭმელი დაუყარა. გარეთ დარჩენილი ერთი მეომარი კი ოდისევსისკენ გაბრუნდა,
რათა ყველაფერი ეამბნა. ოდისევსი ფიცხლად წამოდგა და სასახლისკენ გაემართა.

37
გზად მას ჰერმესი ჭაბუკის სახით გამოეცხადა და წამალი მისცა, რომელიც ხიფათს
აარიდებდა. თან ქალღმერთის ხრიკები გაუმხილა. ამიტომ ეს წამალი უნდა შეესვა,
რომ კირკეს ჯადოს აღარ ემოქმედა. თუმცა მის ნებას უნდა დაჰყოლოდა, რათა ქალის
გული მოეგო და მეგობრები გაეთავისუფლებინა. კირკემ ოდისევსიც შინ შეიპატიჟა.
ჯადოს შესმის შემდეგ მან ოდისევს სესძახა, მიდი, შენც ღორად იქეც შენი ამხანაგების
მსგავსადო, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა ფეხებში შეუვარდა და ჰკითხა, ვინ ხარ?
ვისი ძე ხარ? საიდან მოსულხარო? იქნებ ოდისევსი ხარ, მრავალნაცადიო. მაშ, მოდი,
ჩემი სარეცელი გაიზიარეო. ოდისევსმა უარი უთხრა, რახან თავისი მეგობრები
ღორებად ექცია. ქალღმერთმა შემომფიცა, რომ გაათავისუფლებდა. არც ლუკმა ჩაიდო
ოდისევსმა პირში, სანამ თავისი მეგობრები კლვავ არ დაინახა. როცა მეგობრები
კვლავ ადამიანებად აქცია კირკემ, ოდისევსს უთხრა, რომ ხომალდი ნაპირზე
ამოეყვანათ და ყველა მეომარი მასთან მიეყვანათ. ოდისევსი ასეც მოიქცა. ევრილოქეს
კი კვლავ არ სურდა კირკესთან დაბრუნება. ამასობაში კირკესთან მეომრებმა
განიბანეს, შეიმოსეს, ინადიმეს.მთელი წელი ასე გაგრძელდა. შემდეგ მეომრები გონს
მოვიდნენ და მიხვდნენ, რომ სამშობლოში დაბრუნების დრო იყო და ოდისევსსაც
გაახსენეს ეს. ოდისევსი კირკეს შეევედრა, რომ სამშობლოში დაებრუნებინა. კირკემაც
უთხრა, რომ ძალით აღარ დააკავებდა, თუმცა ჯერ ჰადესში უნდა ჩასულიყვნენ, იქ
ტირეზიას სულს უნდა ამკითხვინონ. ოდისევსი დათანხმდა, ქალღმერთი კი
დაარიგებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჰადესს და გამოისტუმრებს.

1. ვერგილიუსის შემოქმედების ძირითადი ასპექტები და „ენეიდა“


ვერგილიუსმა გადაწყვიტა, შეექმნა პოემა „ენეიდა“ ტროელი გმირის, ენეასის
შესახებ. პოეტმა მოქმედება წარსულში გადაიტანა და უმღერა რომაელი
ხალხის ბრწყინვალე მომავალს, რომელიც ვერგილიუსისა და ავგუსტუსის
ეპოქაა. ეს პოემა ავგუსტუსის, მის წინაპართა სადიდებელი პოემაც იყო.

ვერგილიუსმა უპირველესად ჩამოაყალიბა პოემის გეგმა, მოკლე პროზაული


შინაარსი.ძვ.წ 19წელს პოეტმა ძირითადად დაასრულა ნაწარმოები. იგი პოემის
დახვეწას 3წლის განმავლობაში ვარაუდობდა. ამ მიზნით მან გადაწყვიტა
ახლოს გაცნობოდა პოემაში აღწერილ ადგილებს და საბერძნეთსა და მცირე
აზიაში სამოგზაუროდ წავიდა. მაგრამ ავად გახდა და გარდაიცვალა. პოეტის
ნება იყო, რომ არ გამოექვეყ1ნებინათ „ენეიდა“, თუმცა ავგუსტუსის
დაჟინებული თხოვნით ის გამოაქვეყნეს, ხელუხლებელი დატოვეს
დაუმთავრებელი ჰექსამეტრული სტრიქონები, რომელთა დამთავრებაც
ვერგილიუსმა ვერ მოასწრო.

38
„ენეიდა“ 12წიგნისგან შედგება. პირველი 6წიგნი ეძღვნება ენეასის ხეტიალს
ტროას დანგრევის შემდეგ და თემატურად „ოდისეას“ უახლოვდება. დანარჩენ
6წიგნში კი გადმოცემულია ენეასის ბრძოლა იტალიაში. პოემის ეს ნაწილი
„ილიადას“ ენათესავება.
პოეტის სურვილია გააერთიანოს ბრძოლა და ხეტიალი. „ენეიდაში“ მითი
თანამედროვეობასთანაა შერწყმული. ამ ნაწარმოებით პოეტს სურს, რომ
დაასაბუთოს, რომ რომის დაარსება ღმერთთა ნებით მოხდა, რომ იტალიელთა
წინაპრები, ელინთა მსგავსად, უძველესი ტომები იყვნენ, რომ უზენაესთა
გადაწყვეტილების თანახმად, ტროელთა ერთი ნაწილი იტალიაში
დამკვიდრდა. ვერგილიუსი უმღერის ენეასს, როგორც ქველ ვაჟკაცს და მის
ბრძოლებს. ენეასში გაერთიანებულია აქილევსისა და ოდისევსის სახეები.
თუმცა ენეასის სახეები განსხვავებულია.
პირველ წიგნში: მოკლე შესავლის შემდეგ მოთხრობილია ენეასის დევნა
ქალღმერთ იუნოს მიერ, რომელიც ზღვაზე ტროადან გადმოხვეწილებს
საშინელ ქარიშხალს მოუვლენს. ტროელი გმირები მიადგებიან აფრიკის
სანაპიროს დედოფალ დიდოს სამეფოს, მშენებარე ქალაქს, კართაგენს. დიდოს
თხოვნით ენეასი უამბობს კართაგენელებს ტროელთა თავგადასავალს
ილიონის დაცემის შემდეგ.
მეორე წიგნში :ენეასი ტახტზე ჯდება და იწყებს თხრობას, თუ როგორ დაამხეს
ტროა დანაელებმა, თუ როგორ ააგეს მათ მთასავით ცხენი ქალწულ პალადას
შთაგონებით. შემდეგ ელინებმა მოატყუეს, რომ ვითომ ქალაქი მიატოვესდა
ხის ცხენი კარიბჭესთან დატოვეს, რომელშიც რჩეული გმირები ისხდნენ.
ელინებმა გაავრცელეს ხმა, თითქოს ცხენი მინერვას უძღვნეს, რათა შინ
მშვიდობით დაბრუნება შეძლებოდათ. გაბრიყვებულმა ტროელებმა ცხენი
ქალაქში შეაგორეს, საიდანაც ღამით მეომრები გამოვიდნენ, კარი გაუღეს
დანარჩენ მეომრებს და ელინებმა ტროა მიწასთან გაასწორეს.
აქ ჩართულია ლაოკოონის ამბავიც, რომელიც ცდილობს, ფრიგიელთ
გონზე მოყვანას, რომ არ შეიყვანონ ხის ცხენი ქალაქში. დრამატულადააა
აღწერილი ქურუმ ლაოკოონისა და მისი ორი ვაჟის დაღუპვა ორი გველის
მიერ.
ვენუსის რჩევით, ენეასი ოჯახითურთ გარბის ქალაქიდან, მაგრამ გზად
კარგავს მეუღლეს. იგი ბრუნდება , რომ მოძებნოს მეუღლე, თუმცა ენეასს მისი
აჩრდილი გამოეცხადება, რომელიც საკუთარ სიკვდილზე უამბობს და ურჩევს,
განაგრძოს გზა.

39
მესამე წიგნში: ენეასი აგრძელებს თავისი თავგადასავლის თხრობას. როგორ
მიცურეს ტროელებმა თრაკიის სანაპიროსთან, სადაც მოინდომეს ახალშენის
დაარსება, სანამ სისხლიანმა მიწამ არ მიახვედრა, რომ ეს არ იუო ის აღქმული
ქვეყანა, სადაც ტროელები უნდა დამკვიდრებულიყვნენ.კუნძულ დელოსზე
მისულ ენეასს აპოლონის ქურუმი აუწყებს, რომ მათ წინაპართა ფუძე
ელოდებათ. ენეასის მამა ცდილობს, დაადგინოს თუ რომელია ეს ქვეყანა. იგი
გადაწყვეტს, რომ ეს კუნძული კრეტაა. იქ მისული ტროელები ქალაქს აშენებენ,
შიმშილობის დაწყებამ კი ისინი გადაწყვეტილების სიცხადეში დააეჭვა. ენეასს
ძილში პენატები გამოეცხადებიან და აუწყებენ, რომ ისინი ჰესპერიაში უნდა
ჩავიდნენ, სწორედ იქ იშვნენ ტროელთა წინაპრები. ენეასი სიცილისკენ
მიეშურება. გზად მას ხვდებიან პელენოსი და ანდრომაქე. სიცილიაში
გარდაიცვლება ანერსე. ამით ისინი სიმბოლურად კავშირს წყვეტენ ტროასთან.
მეოთხე წიგნში“ ეს არის დიდოს სიყვარულის ამბავი. ქალღმერთების
ხელშეწყობით ენეასი თანაუგრძნობს დიდოს სიყვარულს და რჩება
კართაგენში, ხალისით მონაწილეობს ქალაქის შენებაში. იგი ივიწყებს თავის
მისიას, სანამ ჰერმესი არ გამოაფხიზლებს. შეშფოთებული ენეასი ტოვებს
კონძულს, მას დიდოს მუდარა არ აჩერებს. დიდო კი თვითმკვლელობით
ამთავრებს სიცოცხლეს.
მეხუთე წიგნში: ტროელები კვლავ სიცილიაში არიან და ანქისეს სულის
მოსახზენიებლად აწყობენ თამაშობებს. ეს ადგილი პატროკლოსის
დაკრძალვის სცენას გვახსენებს.
მეექვსე წიგნში: კუმეში მისული ტროელები აპოლონის ტაძარში სწირავენ
მსხვერპლს, ქურუმის რჩევით, ენეასი მიცვალებულთა სამეფოში ჩადის და
მამას მოინახულებს, იქვე იხილავს დანაღვლიანებული დიდოს აჩრდილს,
რომელიც მდუმარედ გაეცლება მას. ანაქისესირომაელთა მომავალი
ბრძოლების შესახებ აუწყებს. ამ წიგნში ვერგილიუსი გამოხატავს თავის
მხარდაჭერას ოქტავიანუსის რეჟიმისადმი.
ამ ექვსი ნაწილით სრულდება ენეასის თავგადასავლის თხრობა და იწყება
თხრობა ტროელი გმირების ბრძოლებზე ახალი სამშობლოს მისაპოვებლად.
მეშვიდე წიგნი: ისევე, როგორც პირველი, მიზისადმი მიმართვით იწყება.
ენეასი პატიუმს მიადგა, სადაც ლატინუსი მეფობს. მან ტროელ გმირს თავისი
ქალიშვილი შესთავაზა ცოლად, რადგამ წინასწარმეტყველებით იცოდა, რომ
ასული უცხოელისთვის უნდა მიეთხოვებინა, რითაც იტალიის ხალხის
გაძლიერებას შეძლებდა. მაგრამ მათ დამოყვრებას წინ აღუდგა ტურნუსი,
რომელზეც დაწინდული იყო მეფის ასული.

40
მერვე წიგნში: მოწინააღმდეგენი ბრძოლისთვის ემზადებიან. ენეასმა
მოკავშირეებად გაიხადა ეტრუსკები და არკადიელი ევანდერი. ტურნუსი კი
სისასტიკით სახელგანთქმულ მეფეს, მესენციუსს შეეკრა, რომელიც
ეტრუსკებმა განდევნეს თავიანთი ქვეყნიდან. ენეასი ახალი იარაღით ემზადება
საბრძოლველად, რომელსაც მას ვენუსის თხოვნით, ვუკლანუსი უმზადებს.
ენეასის ფარზე რომის მთელი ისტორიაა გამოსახული.
მეცხრე წიგნში: საუბარია რიტულელთა თავდასხმაზე ტროელთა ბანაკზე,
როცა ენეასი იქ არ იმყოფებოდა. აქ ყურადღებას იქცევს ნისუსისა და
ევრიადუსის გმირული ბრძოლა და თავგანწირვა.
მეათე წიგნში: ღმერთთა ბჭობა. იუნო რიეტულელებზე ღელავს, ვენუსი
კი ტროელებზე. იუპიტერი კი სიმშვიდესა და ომის შეწყვეტას ითხოვს. აქვეა
აღწერილი პალასის დაღუპვა ტურნუსის მიერ და ლავსუსის დაღუპვა ენეასის
მიერ. ტურნუსი ხარობს პალასის სიკვდილით და იარაღსაც აცლის მას, ენეასი
კი წუხს ლავსუსის გამო, რომელიც მამას გამოექომაგა. იგი უტოვებს იარაღს
ჭაბუკს და სათანადო დაკრძალვას ჰპირდება.
მეთერთმეტე წიგნში: დაღუპულ მებრძოლთა დაკრძალვაა დახატული.
მტრის იარაღის შეწირვა ომის ღმერთისთვის, პალასის დატირება, ამაზონ
კამილას ბრძოლა და სიკვდილი.
მეთორმეტე წიგნში: ტურნუსისა და ენეასის ბრძოლა. იუპიტერი იუნოს
უკრძალავს ტურნუსის დახმარებას. ტროელებმა უნდა გაიმარჯვონ. იუნო
ნებდება მის სურვილს. ენეასი ამარცხებს ტურნუსს. ასეთია პოემის
დასასრული.
„ენეიდაში“ ვერგილიუსმა ასახა რომის მითიური და ისტორიული
წარსული, მისი ძველი და ახალი დიდება. მან რომის დიდებას დაუდგა ძეგლი
ამ პოემით და ამით უკვდავება მოიპოვა, როგორც უდიდესმა პოეტმა.
ვერგილიუსის „ენეიდაში“ ენეასის სახით დაგვიხატა ზოგადსაკაცობრიო სახე
მაღალზნეობრივი გმირისა.
6ბილეთი
1.რომაული ლიტ-ის ისტორიის ოქროს ხანა ავგუსტუსის ეპოქა.
სულ რამდენიმე ათწლეულში მიაღწია რომაულმა ლიტერატურამ თავისი
განვითარების მწვერვალს, რომელიც ძირითადად ავგუსტუსის ხანასა და რომის
იმპერიას უკავშირდება. შეიქმნა ის სიმაღლეები, რომელთაც რომალებს
შესაძლებლობა მისცეს გატოლებოდნენ ბერძენ წინამორბედებს. რომში ყურადღება
მიექცა ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას. კეისარ ავგუსტუსში გვერდში
ედგა მისი ერთგული თანაშემწე მეცენასი, რომელმაც კულტურული ცხოვრების

41
აღორძინებაში იმდენად დიდი როლი შეიტანა, რომ სიტყვა მეცენატის ეტიმოლოგია
სწორედ მის სახელს უკავშირდება. განსხვავებით დემოკრატიული ათენისგან,
ავგუსტუსის ეპოქაში ხელოვნება მკაცრად კონტროლდებოდა, რათა ხელოვნება
მთლიანად ავგუსტუსის იდეოლოგიის ჩარჩოებში მოქცეულიყო, ხელოვნისათვის ამ
საზღვრის გადალახვა შეიძლება საბედისწეროც აღმოჩენილიყო, ავგუსტუსის
ცენზურისა და სახელმწიფოს ხელოვნებაზე ზეწოლის მიუხედავად, ამ ეპოქის
რომაულმა ლიტერატურამ მთელი ბრწყინვალებით გამოხატა თავი.
ავგუსტუსის ეპოქის ყველაზე დიდი პოეტი, რომელსაც რომის ჰომეროსი შეარქვეს
ვირგილიუსია, მეცენასს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ავგუსტუსის
მხარდამჭერად ექცია კიდევ ერთი პოეტი - ჰორაციუსი. ამავე ეპოქაში რომაელ
ელეგიკოსთა შემოქმედებაში ბერძნული ელეგია ძალზე საინტერესო გაგრძელებას
პოულობს. უკვე ანტიმაქოს კოლოფონელმა, რომელიც ძვ.წ მე-5 საუკუნეში
მოღვაწეობდა შექმნა კრებული სახელწოდებით ,,ლიდე“, იგი ნაღვლიანი ამბების
ერთგვარ კრებულს წარმოადგენდა. უფრო ადრე ცნობილი იყო მიმნერმოსის მიერ
შექმნილი კრებული ,,ნანო“ და მრავალი სხვა ბერძენი პოეტების ელეგიები. რომში
ელეგიური პოეზია ბრწყინვალე პოეტების: ტიბულუსის, პროპერციუსის,
განსაკუთრებით კი ოვიდუსის წყალობით ახალ სიმაღლეზე ადის. ავგუსტუსის
ეპოქის ლიტერატურის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ასევე ერთ-ერთი
ცნობილი ისტორიუგრაფოსის ტიტუს ლივიუსის მიერ შექმნილი ნაწარმოები
,,ქალაქ(რომის) დაარსებიდან“. ამ ეპოქაში საკმაოდ განვითარდა ფილოლოგია და ე.წ
ტექნიკური დისციპლინები, რისი მშვენიერი მაგალითია ვიტრუვიუსის
,,არქიტექტურის შესახებ“, საყურადღებოა ცელსუსის ენციკლოპედიური ნაშრომი,
რომლის რვა წიგნი მედიცინის შესახებ ჩვენამდეა შემონახული.
2.სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“- შინაარსი. ოიდიპოსი-უდანაშაულო დამნაშავე თუ
გაცნობიერებული ჰიბრისი.
სოფოკლე ამ ტრაგედიაში გამოიყენებს თებეს ციკლის თქმულებას, რომლის
ცენტრალურ ფიგურას ოიდიპოსი და მისი შთამომავალნი წარმოადგენენ.
პროლოგში ოიდიპოსი წარმოდგენილია, როგორც თებეს სახელოვანი მეფე. იგი
გამოდის მძიმე ეპიდემიით მოცული თანამოქალაქეების წინაშე და აღუთქვამს მათ,
რომ მოუტანს ხსნას. ოიდიპოსს უკვე გაუგზავნია თავისი ცოლის ძმა კრეონი
დელფოში აპოლონის სამისნოსგან ამბის შესატყობინებლად. ნრუნდება კრეონი, მას
საიმედო ამბავი მოაქვს. თურმე თებეში დაუსჯელად დადის ოიდიპოსის
წინამორბედი მეფის, ლაიოსის მკვლელი. ვიდრე იგი ქალაქში იქნება, თებელებს არ
მოასვენებს ავი სენი. ღმერთის რისხვის მიზეზი გაირკვა. გაჩნდა იმედის სხივი.
ოიდიპოსი გადაწყვეტს, მიაკვლიოს მკვლელს. იგი თანამოქალაქეებს ეტყვის, რომ

42
თუკი ლაიოსის მკვლელი თავად აღიარებს დანაშაულს, მაშინ მას უვნებელად
გაუშვებენ ქალაქიდა, ხოლო თუ სიმართლეს დამალავს, მაშინ სასტიკად დასჯიან.
შემდეგ გუნდი იხმობს ტირესიასს, ბრმა მისანს, ტირესიასი სასტიკ უარსზეა, თქვას
სიმართლე. ბოლოს, ტირესიასი მაინც იტყვის: კაცის მკვლელი, რომელსაც ეძებ, შენა
ხარ. ეს სიტყვები ოიდიპოსს ეჭვს აღუძრავს, რომ მის წინააღმდეგ კრეონს
შეთქმულება ჩაუფიქრებია, რომელშიც მისანიც ჩართულა. იგი იხსენებს იმას, რომ
თავის დროზე თებეს სფინქსი ტანჯავდა და ქალაქის სახსნელად უბრალო გამოცანის
ამოხსნა იყო საჭირო, მისანმა ვერ შეძლო თებელთათვის გონივრული რჩევის მიცემა.
მხოლოდ ოიდიპოსმა ამოხსნა იგი. ამრიგად ტირესიას აქვს თუ არა მისნობის უნარი
ჯერ კიდევ საკითხავისა.
მომდევნო ეპიზოდებში ოიდიპოსი კრეონს ჯერ სიკვდილით დასჯას, ხოლო შემდეგ
კი ქალაქიდან გაძევებას დაუდგენს. თუმცა თავად აწუხებს მისნის სიტყვები.
იოკასტესთან საუბრიდან ვიგებთ, რომ სხვადასხვა დროს სამისნოს ლაიოსისთვის
უწინასწარმეტყველებია, რომ მას თავისი შვილი მოკლავდა, ხოლო ოიდიპოსისთვის,
რომ იგი მოკლავდა თავის მამას და დედას შეირთავდა ცოლად. მისნობის შიშით
ლაიოსს მოუშორებია ახალშობილი ძე. ,ოიდიპოსი კი გამოქცეულა კორინთოსის
მეფის, თავისი მამის სახლიდან, რომ გაქცეოდა წინასწარმეტყველებას. ამის შემდეგ,
ლაიოსი ყაჩაღებმა მოკლეს, ხოლო ოიდიპოსმა ცოლად შეირთო მისთვის სრულიად
უცხო იოკასტე, რომლისგანაც შვილები შეეძინა.მაგრამ ოიდიპოსს აწუხებს იმის
გახსენება, რომ წლენის წინ სამშობლოდან გამოქცეულმა გზაზე შელაპარაკების
შედეგად მოკლა ისეთი კაცი, როგორიც ლაიოსი უნდა ყოფილიყო. ნუგეში მხოლოდ
ის არის, რომ ლაიოსის მსახურმა აუწყა თანამოქალაქეებს, რომ მეფე ყაჩაღებმა
მოკლეს. ეს მსახური კი, მას შემდეგ, რაც ოიდიპოსი აურჩევიათ მეფედ, ტავისი
თხოვნით ქალაქიდან გაუმგზავრებიათ. თითქოს მისნობის სიმართლე
შეუძლებელია, მაგრამ ოიდიპოსს მაინც აწუხებს იგი. ამიტომ იგი გადაწყევტს, რომ ეს
მსახური ჩამოიყვანონ თებეში. ოიდიპოსმა იცის ისეც, რომ თუ მისი დანაშაული
დამტკიცდება, თებედან წასვლაც მოუხდება, მაგრამ არ სურს სამშობლოში
დაბრუნება, რადგან შესაძლოა წინასწარმეტყველება ახდეს. ამ დროს შემოდის მაცნე
კორინთოდან. იგი გვაცნობს, რომ გარდაიცვალა ოიდიპოსის მამა. ე.ი იგი მოკვდა
ოიდიპოსის მონაწილეობის გარეშე. მაგრამ დედა ჯერაც ცოცხალია. ოიდიპოსი
შიშობს, არ შეირთოს იგი ცოლად. როცა მაცნე ოიდიპოსის შიშის მიზეზს გაიგებს
დაამშვიდებს და ეტყვის, რომ ოიდიპოსი სულაც არ არის კორინთოს მეფის
ნამდვილი ძე, რომ მან თავად მოუყვანა მეფეს ჩვილი, რომელიც ლაიოსის მწყემსმა
გადასცა. ქორო მეფეს აუწყებს, რომ ეს მწყემსი სწორედ ის თებელია, რომელიც
უიდიპოსმა გამოიძახა. მეფე მაინც ურყევია და ცდილობს, საქმე ბოლომდე

43
გამოიძიოს. როცა ლაიოსის მწყემსი მოვა, კორინთოდან მოსული მაცნე მასში
შეიცნობს იმ კაცს, რომელმაც მას ჩვილი გადასცა. მწყემსს არ სურს სიმართლის თქმა,
მაგრამ ოიდიპოსის მუქარა აიძულებს, აუწყოს მეფეს ყოველივე. ყოველივე გაირკვა.
ოიდიპოსს მოუკლავს თავისი მამა და ცოლად შეურთავს დედა, მისგან შვილებიც
შეეძინა, რომლებიც ერთდროულად და-ძმანიც არიან.
გუნდი ოიდიპოსის უბედურებაზე მღერის. შემდეგ ვიგებთ, თუ როგორ ჩამოიხრჩო
თავი იოკასტემ, თუ როგორ ჩამოხსნა ოიდიპოსმა დედის ცხედარი და დაითხარა
თვალები. ოიდიპოსი აღიარებს თავის დანაშაულს კრეონის წინაშე. ეს უკანასკნელი
კი, რომლის ხელშიც გადადის ძალაუფლება უაღრესი თანაგრძნობით არის
განწყობილი ოიდიპოსის მიმართ.ოიდიპოსი შვილებს კრეონს აბარებს. ოიდიპოსს კი
სურს, რაც შეიძლება შორს გადაიკარგოს თებედან.
3.ბერძენი ფილოსოფოსები-პლატონი, არისტოტელე
არისტოტელე.
არისტოტელე დაიბადა ქ. სტაგირაში,რის გამოც მას ხშირად ანტიკურ და შუა
საუკუნეების ლიტ-რაში „სტაგირელად“ მოიხსენიებენ.17 წლისას ათენში გაემგზავრა
და გახდა პლატონის აკადემიის მოწაფე.ის 20 წელი სწავლობდა ამ აკადემიაში და
პლატონის გარდაცვალების შემდეგ დატოვა.არისტოტელე წავიდა ქ.ასოსში,სადაც
დააფუძნა აკადემიის ფილიალი.აქ მან ცოლი შეირთო.ასოსში მუშაობისას იგი
ავითარებს საკუთარ დამოუკიდებელ ფილოსოფიურ იდეებს.სწორედ ამ პერიოდს
უნდა ასახავდეს ცნობილი გამოთქმა:“პლატონი ჩემი მეგობარია,მაგრამ უფრო დიდი
მეგობარია ჭეშმარიტება“.
ძვ.წ.ა 343-2 წლებში არისტოტელე მიიწვია ფილიპე მაკედონლემა თავისი 13 წლის
ვაჟის აღსაზრდელად.მას დიდი გავლენა ჰქონდა ალექსანდრეზე.მაკედონური
წლების შემდეგ იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში,რომელიც ალექსანდრემ თავისი
მასწავლებლის საპატივსაცემოდ ხელახლა გააშენა.
არისტოტელემ ათენში დააარსა საკუთარი სკოლა.მან თავისი სკოლა მიუძღვნა
მუზებს.სკოლას სხვანაირად უწოდებდნენ პერიპატოსს,ხოლო მის წევრებს
პერიპატეტიკოსებს,რაც ასახავს იმას,რომ მოსწავლეები და მასწავლებლები
სეირნობდნენ ბაღში და ისე მსჯელობდნენ ფილოსოფიურ იდეებზე.
ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ იხეთქა რეაქციამ მაკედონელთა ბატონობის
წინააღმდეგ და ეს არისტოტელეს,როგორც ალექსანდრესთან დაახლოვებულ პირს
გარკვეულწილად შეეხო.მას,ისევე როგორც სოკრატეს,ბრალი დასდეს
„არაღვთისმოსაობაში“.იგი გაემგზავრა ქ.ქალკისში დედის მამულში და დარჩენილი
სიცოცხლე იქ გაატარა.

44
არისტოტელეს თხზულებები 2 ნაწილად იყოფა: 1)ეგზოტერული და 2)
პედაგოგიური.პირველი ტიპის შრომები დიალოგის სახით იყო დაწერილი.მათ
სტილს მაღალ შეფასებას აძლევდა ციცერონი.ამ ნაშრომებმა ჩვენამდე არ
მოაღწიეს.მეორე ტიპის ნაშრომებმა საკმაო რაოდენობით მოაღწიეს.მისი ეს
ნაშრომები მკაცრად მეცნიერულია და მოკლებულია მხატვრულ-
რიტორიკულობას,რაც განასხვავებს პლატონისგან.
არისტოტელეს მემკვიდრეობას სავარაუდოდ 3 პერიოდად ყოფენ.I პერიოდს
მიაკუთვნებენ იმ ნაშრომებს,რომლებშიც აშკარაა პლატონის გავლენა;II პერიოდის
ნაშრომებშიც ჩანს არისტოტელეს გავლენა,მაგრამ უკვე ვხედავთ არისტოტელეს
კრიტიკულ დამოკიდებულებას აკადემიის ტრადიციასთან;III პერიოდის ნაშრომებში
გამოკვეთილია მისი საკუთარი,ორიგინალური მიდგომა
ფილოსოფიისადმი.ძირითადად რაც განასხვავებს არისტოტელეს პლატონისგან
ისაა,რომ ის ფილოსოფიის აუცილებელ საფუძვლად ფიზიკური რეალობის
შესწავლას მიიჩნევს.ემპირიულ კვლევას მასთან გაცილებით დიდი ყურადღება
ექცეოდა,ვიდრე პლატონთან.
არისტოტელე შეიძლება ჩაითვალოს ლოგიკის,როგორც სამეცნიერო დისციპლინის,
ფუძემდებლად.მან განიხილი ლოგიკა და მისი წესები.მას ლოგიკური წესები
სჭირდებოდა როგორც ინსტრუმენტი ფილოსოფიისთვის.მისი მიხედვით ლოგიკის
არსი სილოგიზმშია,როცა გვაქვს მოცემული წანამძღვრები,რომლებისგანაც
ლოგიკური აუცილებლობთ გამომდინარეობს დასკვნა,რომელიც აქამდე არ იყო
თქმული.იგი განასხვავებდა სილოგიზმის 3 ფორმას.მისი მთავარი ნაშრომი
ლოგიკაში არის ორგანონი , რომელშიც პირველად გვხვდება ტერმინი ლოგიკა,
როგორც მსჯელობის ეკვივალენტი. როგორც ლოგიკის მამა, ის იყო პირველი,
რომელმაც მსჯელობის მთელი სისტემა ჩამოაყალიბა.
არისტოტელეს სამყარო იყოფა ორ ნაწილად:
• მთვარისქვეშა სამყარო, სადაც ყველაფერი იბადება და კვდება და ასე
დაუსრულებლად. მთვარისქვეშა სამყარო შედგება ოთხი სტიქიისაგან: ცეცხლი,
წყალი, ჰაერი და მიწა;
• მთვარისზედა სამყარო, სადაც არის მარადიული მატერიალური სხეულები –
პლანეტები, თითოეული საკუთარი სფეროთი, ხოლო სულ მაღლა, ვარსკვლავების
სფერო. ციური სხეულები შედგებიან სხვა, უფრო მაღალი ელემენტის – ეთერისაგან.
სამყაროს ცენტრში კი არის დედამიწა და სწორედ მის გარშემო ბრუნავენ პლანეტები.
ხილული სამყაროს ეს სურათი ძირითადად იყო შუა საუკუნეებში გავრცელებული
წარმოდგენა, სანამ კოპერნიკმა და გალილეიმ ახალი ხედვა არ წამოაყენეს და მზე არ
მოაქციეს სამყაროს ცენტრში.

45
არისტოტელე გაემიჯნა პლატონის თეორიას მატერიალური სამყაროსაგან
დამოუკიდებლად არსებული იდეების შესახებ. მისთვის იდეები განცალკევებულად
არ არსებობენ, არამედ არიან მატერიაში. არისტოტელეს ფილოსოფიას
“ჰილემორფიზმსაც” უწოდებენ, ანუ მატერიის (ჰილე) და ფორმის (მორფე)
ერთობლიობის ფილოსოფიას. არისტოტელე მივიდა ყველგვარ ფორმას და თვისებას
მოკლებული პირველადი მატერიის გააზრებამდე: პირველადი მატერია არის სრული
პოტენციურობა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა. ფორმა არის
მატერიის პოტენციის აქტუალიზაცია.
არისტოტელეს მოძღვრების თანახმად, ყველა არსებას აქვს პოტენციის აქტუალობად
ქცევის საკუთარი გზა და საკუთარი დანიშნულება, ბერძნულად “ტელოს”-ი.
არისტოტელეს ცნობილი ტერმინი “ენ-ტელექია” ნიშნავს იმას, რომ საგანი არულებს
თავის დანიშნულებას, არის თავის “ტელოსში”. მისთვის მოძრაობები ბუნებაში არ
არის შემთხვევითი, არამედ ტელეოლოგიურია. არისტოტელე დააკვირდა
მოძრაობების ბუნებას და შენიშნა, რომ ყველაფერი რაც მოძრაობს, მოძრაობს რაღაც
სხვა მოძრავის მეშვეობით. მაგრამ ეს ქმნის მანკიერ უსასრულობას. მაშ, რა არის ის,
რაც ამოძრავებს სხვებს და თვითონ რჩება უძრავი? ასეთი რამ არისტოტელესთვის
არის ღმერთი _ “უძრავი მამოძრავებელი”. სამყარო, როგორც მთლიანობა, ღმერთის
თანამარადიულია. ცოცხალი არსებები, ფლორისა და ფაუნის თითოეული სახეობა
მარადიულად ასეთები იყვნენ. არისტოტელეს ამ შეხედულებას, რომელიც
ძირითადად მიიღეს ნეოპლატონიკოსებმა, შემდგომში დაუპირისპირდნენ
ქრისტიანები თავიანთი იდეით სამყაროს ეხ ნიჰილო ანუ სამყაროს არაფრისგან
შექმნის შესახებ. არისტოტელეს ღმერთი არის გონება. მისთვის ადამიანის სული არ
არის დამოუკიდებელი მისივე სხეულისაგან, არამედ, როგორც ნებისმიერი ფორმა,
წარმოადგენს ამ სხეულის ენტელექიას, ანუ სხეულის პოტენციის აქტუალიზაციას.

არისტოტელეს ტელეოლოგიურ ხედვასვე ეფუძნება მისი ეთიკა. ადამიანს, მისი


აზრით, აქვს საკუთარი ტელოსი, რაც არის ღირსეული ცხოვრება, სიქველეებისა და
სათნოებების შეძენა. ეს კი შეუძლებელია აზროვნების გარეშე. ემოცია არც ღირსებაა
და არც მანკიერება. ჩვენ არ გვადანაშაულებენ იმისათვის, რომ გაგვაჩნია განცდები,
არამედ იმისათვის, რომ არ დავუმორჩილეთ იგი გონებას. ღირსებად არ შეიძლება
ჩაითვალოს ჩვენი ბუნებრივი მონაცემი, რადგან ის ჩვენი ჩვევის (ბერძნ. “ეთოს”)
გამომუშავების შედეგად მიიგება. ღირსება არისტოტელესთან დაკავშირებულია
ოქროს შუალედის პოვნასთან ორ უკიდურესობას შორის. მაგალითად, ღირსება არის
შუალედი ნაკლსა და გადაჭარბებას შორის და ა.შ.

46
(შემდეგ ისაუბრებთ არისტოტელეს შეხედეულებებზე პოეზიასთან დაკავშირებით,VI
ბილეთის II საკითხშია)
პლატონი.
პლატონმა გარდატეხა მოახდინა აზროვნების განვითარების ისტორიაში.მისი
მოღვაწეობის ხანად ძვ.წ.ა IV-III საუკუნეები ითვლება.იგი წარჩიბეულ ოჯახში
დაიბადა.მისთვის მშობლებს არისტოკლესი დაურქმევით,მაგრამ
მოგვიანებით,ფართო შუბლის,მხარბეჭისა და ვრცელი მსჯელობის გამო,მისთვის
პლატონი შეურქმევიათ,რაც ბერძნულად „ფართოს“ ნიშნავს.
მართალია,პლატონის გვარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობით
გამოირჩეოდა,მაგრამ მან პოლიტ. კარიერას ფილოსოფია არჩია.იგი თავდაპირველად
ტრაგედიებს,ეპიგრამებსა და დითირამბებს წერდა.პლატონის ცხოვრებაში
გადამწყვეტი როლი შეასრულა სოკრატემს.სწორედ მან იქონია გავლენა პლატონის
ფილოსოფოსად და მოაზროვნედ ჩამოყალიბებაზე.მოგვიანებით პლატონმა
გადაუხვია სოკრატეს გზიდან.მან უარი თქვა ქორწინებაზე და საკუთარი აკადემია
დააარსა.პლატონმა თვითგამოხატვის ფორმად დიალოგი აირჩია.ითვლება,რომ
დიალოგის შემოტანით მან ფილოსოფიის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა.
პლატონი ნაწარმოებებში თავის აზრებსა და იდეებს სხვებს მიაწერს და ასე ცდილობს
აიძულოს მკითხველი,რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ დებულებას
შორის.დიალოგის ფორმა მისთვის ეპისტემოლოგიური პრინციპია.
მისი დიალოგები ძალზედ მრავალფეროვანია.პლატონის ფილოსოფიური
მემკვიდრეობა მოიცავს 30ზე მეტ ფილოსოფიურ დიალოგსა 13 წერილს.მისი
დიალოგები სტილისტური თვალსაზრისით 3 ჯგუფად იყოფა: 1. ადრეული,ანუ
სოკრატული დიალოგები,სადაც ცენტრ. ფიგურა,სოკრატე ცდილობს სხვათა
პოზიციის დადგენას,მაგრამ თავის თვალსაზრისს არ ამჟღავნებს. 2. შუა პერიოდების
დიალოგები,სადაც სოკრატე ისევ წამყვანი პერსონაჟია,მაგრამ ის უკვე ბევრ
მნიშვნელოვან იდეას გვთავაზობს. 3. გვიანდელ დილაოგებშიც სოკრატეა მთავარი
მოსაუბრე,ხოლო პლატონი ხშირად კრიტიკულად წარმოგვიდგენს საკუთარ და სხვა
ფილოსოფოსთა მოსაზრებებს.
პლატონს უკავშირდება მოძღვრება არსის შესახებ და მასთან დაკავშირებული
იდეათა თეორია.მისი მიხედვით,არსებობს გრძნობადი სინამდვილისგან
დამოუკიდებელი და თავისთავადი ობიექტური არსი.ზოგადს,თავის თავში
დასრულებულსა მთელს და უცვლელს,პლატონი უწოდებს იდეას.პლატონმა და
მისმა სკოლამ იდეები გამოაცალკევა „კერძოობისგან“.
პლატონი გამოყოფს იდეათა და მატერიალურ საგანთა სამყაროს.პირველი
ჭეშმარიტად არსებულია,ხოლო მეორე -მოჩვენებითი,არაარსებული.მის

47
თანახმად,იდეა საგნისა და მოვლენის არსებობის მიზეზი,ლოგიკური საფუძველი და
მიზანია.იდეა არსებული დედანი,მოვლენა კი-მისი აჩრდილია.
პლატონთან საგნების მიმართება იდეასთან გაიაზრება როგორც მიბაძვა,მიმესისი.ანუ
იდეები არიან საგნებში და მათ აძლევენ ხასიათს.
იდეათა თეორიას უკავშირდება პლატონის მოძღვრება ხელოვნებაზე.მისი
მიხედვით,მშვენიერება არსებობს თავისთავად,როგორც მარადიული
იდეა.მატერიალური პბიექტები ხდებიან მშვენიერი სწორედ მშვენიერების იდეასთან
ზიარებით.ხელოვნების ნიმუში იქმნება მშვენიერების იდესი გამოსახვით ერთ
მატერიალურ საგანში,რაც პლატონის თანახმად,მიბაძვის მიბაძვაა.ხელოვანი ბაძავს
საგანს,რომელმაც თავის მხრივ მიბაძა იდეას.
პლატონის აზრით,პოეტის ადგილი იდეალურ სახელმწიფოში არ არის,რადგან ის
ჭეშმარიტებასაა მოწყვეტილი,მიმბაძველია.
პლატონი აღიარებს შემეცნებას ცნებითი აზროვნებით და მიიჩნევს,რომ სულს
ჭეშმარიტი ცოდნა თანდაყოლილი აქვს.ანუ შემეცნება,ფაქტობრივად,არსებული
ცოდნის გახსენებაა,ანამნესისია.იგი ჭეშმარტი ცოდნის მიღების მეთოდად
დიალექტიკას მიიჩნევს.ეს არის ცნებათა „აღმოჩენის“ ხელოვნება.დიალექტიკა
აზროვნების საშუალებით უარყოფს კერძოს და ადის ზოგადამდე.
ჩვენთვის ცნობილია პლატონის კოსმლოგიური შეხედულებები,რომელთა
თანახმადაც,კოსმოსი სფეროსებრია.ცენტრში მოქცეულია დედამიწა,მის ირგვლივ კი
მოძრავი ციური სფეროები,პლანეტები და მათზე მიმაგრებული ვარსკვლავები
წარმოგვიდგება.
პლატონს შექმნილი აქვს იდეალური სახელმწიფოს მოდელი.ეს სახელმწიფო 4 სოც.
ფენის - მიწათმოქმედების,ხელოსნების,მცველებისა და მმართველების
ურთიერთმიმართებას ემყარება.იგი 7 ტიპის სახელმწიფო წყობილებაზეც
გვესაუბრება და ყველაზე სრულყოფილად არისტოკრატულ რესპუბლიკასა და
მონარქიას მიიჩნევს.პლატონის აზრით,იდეალური მმართველი გონიერი ადამიანები
და ფილოსოფოსები არიან.
მან ამ მოდელის განხორციელება პრაქტიკაშიც სცადა,მაგრამ უშედეგოდ დასრულდა
მცდელობა.
მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ მითებს,რომელთა
საშუალებითაც მას ლოგიკური აზროვნებიდან მისტიკაში გადავყავართ.
პლატონის დიალოგები მრავალგავრი ჟანრის ნაწარმოებებია.მისი წერის მანერა სადა
და დახვეწილია.იგი ფილოსოფიური საკითხების განხილვას რიტორიკის ძირითად
წესებს უმორჩილებს.სხვადასხვა პოეტურ თუ ორატორულ ხერხს იგი საოცარ ხიბლსა

48
და ახლებურ მიზანდასახულობას ანიჭებს,რაც მის ნიჭსა და ფანტაზიაზე
მიგვითითებს.

7ბილეთი
1. ანტიკური კომედია არისტოფანედან პლავტუსამდე.
არისტოფანე-კომედიის მამა.
კლასიკურ კომედიაზე მსჯელობისას მეტ-ნაკლებ სრულყოფილ წყაროს არისტოფანე
წარმოადგენს.ანტიკური ტრადიციის თანახმად მას 46 კომედია დაუწერია. ჩვენამდე
11 კომედიამ მოაღწია სრული სახით.
არისტოფანეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეესახებ ჩვენი მონაცემები მეტად
მოკრძალებულია.იგი საკუთარი თავის შესახებ კომედიებში გვაუწყებს.
მის თვალწინ გაიარა პელოპონესის ომის მთელმა საშინელებამ,ათენის
დაცემამ,იმედგატეხილობის წლებმა. შემდეგ კი დაიწყო პოლისის აღმავლობა.ეს იყო
საინტერესო ეპოქა,რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.
ხშირად მისი კომედიის წაკითხვის შემდეგ მკითხველს ეუფლება გრძნობა თითქოს
იგი მტრულად იყოს განწყობილი დემოკრატიული ათენის ყველა იმ
მოვლენის,პიროვნების,ორგანოს მიმართ,რომელსაც იგი დასცინის.ეს მცდარი
შეხედულებაა.მისი მიზანია გამოავლინოს თავის თანამედროვე ცხოვრებასა თუ
პიროვნებაში მანკიერებანი,რომელთაგან განკურნების საშუალება
სიცილია.დემოკრატიას კი არ აშინებს,არამედ ძალას ჰმატებს საკუთარ
ნაკლოვანებათა მხილება,გულიანი სიცილი საკუთარ თავზე.
მიუხედავად იმისა,რომ არისტოფანე გენიალური კომედიოგრაფოსი იყო,მას არც თუ
ბევრჯერ მოუპოვებია გამარჯვება.როგორც ჩანს,არისტოფანეს აწუხებდა ათენელთა
გულგრილი დამოკიდებულება მისი კომედიების მიმართ,მაგრამ ის მაყურებლისა და
ქალაქის მიმართ ბოლომდე ერთგული დარჩა. არისტოფანეს დრამამ მშვენივრად
წარმოაჩინა ის,რაც პოეტის თანამედროვე საზოგადოებას ყველაზე მეტად
აღელვებდა.
ახალი ატიკური კომედია.
მენადროსი.
„ახალი ატიკური კომედიის ვარსკვლავი“,“ყველასთვის ცნობილი“ ბერძენი
კომედიოგრაფოსი მენადროსი დაიბადა ათენში; 21 წლისამ პირველად სცადა ძალები
დრამატურგიაში და პირველად გაიმარჯვა.თუმცა უფრო სანდოა ცნობა,რომ
პირველი გამარჯვება ძვ.წ.ა 316 წელს ლენეებზე მოიპოვა.იგი 52 წლისა ცურაობისას
დაიხრჩო.მისი 108 პიესიდან ჩვენამდე სრული სახით მხოლოდ ერთმა კომედიამ

49
„დისკოლოსი“ და სხვადასხვა პიესების მნიშვნელოვანმა და სხვა უმნიშვვნელო
ფრაგმენტებმა მოაღწია.მენადროსის სახელით ცნობილია ერთსტრიქონიანი
„გნომების“ პოპულარული კრებული. „დისკოლოსი“ პირველად XX საუკუნის 60-იან
წლებში გამოქვეყნდა.ამ კომედიაში გვხვდება ახალი ატიკური კომედიისათვის
დამახასიათებელი სრულიად უჩვეულო ნიშნები.მაგ.: ქალიშვილი
არატრადიციულად თავისუფალი ათენელია,ცხოვრობს მამასთან ერთად და
მონაწალეობასაც კი იღებს მოქმედებაში.ასევე ახალია ვაჟის დამოუკიდებელი
მოქმედება დამხმარეების გარეშე.ყველაზე მნიშვლეოვანია პროლოგი,სადაც
მაყურებელი ვერ იგებს თუ როგორ დანვითარდება მოვლენები და მოულოდნელობა
ხდება კომიზმის უმნიშვნელოვანესი წყარო. დისკოლოსი სახეობაა ადამიანი
ზღარბის,კაცთმოძულე,მობუზღუნე,მარტოხელა,ახირებული კაცისა,რომელის თავის
თავს და სხვებსაც სიცოხლეს უმწარებს.კომედია 1 ხასიათისაა.კნემონის
„გამასხარავების“ სცენა სატირულ-კარიკატურული ხასიათისაა და მუსიკის
აკომპანიმენტის თანხლებითა და ცეკვით სრულდება.ამ პირველად დამოწმებულ
მოვლენას როამელი პლავტუსი შემდეგ ხშირად გამოიყენებს. მისი
პიესებია:“თმამოკვეცილი“,“სამედიატორო“
სასამართლო“,“შეძულებული“,“ფარი“,“სამოსელი ქალი“ და სხვა. მენადროსის
ყველაზე დიდი დამსახურებაა ტიპ-კლიშეების ახალი შნაარსით გამდიდრება.უცხოა
აშკარად უარყოფითი პერსონაჟები.ამავე დროს იგი გაურბის აშკარად „დადებითი“
პერსონაჯების გამოყენებასაც.მისთვის დამახასიატებელი ე.წ „საშუალო“
პერსპნაჟი,რომელიც დრამატულს სიტუაციაში ავლენს გადახრას როგორც
„უარყოფითი“,ისე “დადებითი“ მიმართულებით.
მისი კომედიების მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.მისთვის
მნიშვნელობანია ადამიანის ხასიათი,თვისებები,ტომლითაც შეიძლება დაიძლიოს
შემთხვევა.იგი ოსტატურად უნაცვლებს ერთმანეთს განსაკუთრებულად დაძაბულ
და სპეციფიკურად კომიკურ სცენებს,რაც საშუალებას აძლევს მას კომედიისთვის
მანამდე არნახული დინამიზმი მიანიჭოს მოქმედებას. მის კომედიებში აღარ ჩანს
პოლიტიკური თემატიკა, იგი ძირითადად საყოფაცხოვრებო სიუჟეტებითაა
მდიდარი.

პლავტუსი.

პლავტუსი ყმაწვილი ჩამოვიდა რომში და ფრამატულ ხელოვნებას ეზიარა.სავაჭრო


საქმეს მოკიდა ხელი,მაგრამ არ გაუმართლა და უსახსროდ დარცენილმა წისქვილში
დაიწყო მუშაობა.ამ პერიოდში მან 3 პიესა დაწერა. მან პუნიკურ ომებშიც მიიღო
მონაწილება.იქიდან დაბრუნებულმა კვლავ პიესების წერა დაიწყო. მისი კომედიები

50
პირობიტად შეიძლება სიტუაცისს,ხასიატების,ინტრიგის კომედიებად და ოჯახურ
დრამად დაიყოს. მისი კომედიებია: „კომედია ქოთანზე“,“ბაქია
მეომარი“,“ფსევდოლუსი“.

იგი ე.წ „კომედია პალიატას“ ჟანრში მოღვაწეობს,რაც იმას ნიშნავს,რომ მსახიობები


ბერძნული მოსასხამით გამოდიან,გმირებს ბერძნული სახელები ჰქვიათ და ბერძნულ
გარემოში მოქმედებენ.“კომედია პალიატას“ სრულად შემონახული ნიმუშები
პირველად პლავტუსთან გვხვდება. პლავტუსი,როგორც პალიატას წარმომადგენელი
თავის პიესებში ე.წ კონტამინაციას მიმართავს.იგი მხოლოდ ბერძნულ ორიგინალებს
არ სჯერდება და რომაულ რელიებსაც ურევს.მისი შემოქმედების თავისებურება
პლავტუსს როგორც ხალხურ იტალიკურ თეატრთან,ასევე ძველ ატიკურ
კომედიასთან ,არისტოფანესთან ანათესავებს. მისი კომედიების მიზანი სიცილის
გამოწვევაა და რომაული პლებსის ფართო ფენებსა და არცთუ ისე განათლებულ
ზედა ფენაზე ორიენტირებული. პლავტუსი ოსტატურად ფლობს ლირიკულ
ფორმებს და მათი მეშვეობით ყველაზე დაძაბულ ემოციას-სასიყვარულო
ვნებას,მოტყუებული ქალის განცდებს,საოჯახო სცენებს,გაღიზიანებას,სიხარულს და
ა.შ გამოხატავს.მისი ხელოვნება კარგად ვლიდება მუსიკალური საშუალებების
ოსტატობაში,სიტყვერ კომიზმში.სიცილს იქვევს მისი მდიდარი და მოქნილი ენა.მის
საყვარელ ფიგურას მონა წარმოადგენს,რომელიც მაყურებელს ყველაზე კარგად
ართობს.მასთან ჭარბობს დინამიური ტიპი.მონა ყველას თავის ჭკუასა და ბენაზე
ატრიალებს.სხვა პერსონაჟები კი უმეტესად ტიპიურის ჩარჩოში რჩებიან.

2. ოდისევსი ფეაკებთან და თავგადასავლის თხრობა (მოკლე შინაარსი),


ოდისევსის დახასიათება და მარშუტი
ტროას დაცემიდან ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ოდისევსი ნიმფა
კალიფსოსთან იმყოფება, მასზე პოსეიდონი ყოფილა გამწყრალი, რის
მიზეზსაც შემდეგი პასაჟებიდან ვიგებთ. სიუჟეტის კომპოზიცია
ინვერსიულია, ისევე, როგორც ,,ვეფხისტყაოსნისა“, სადაც ტერიელი
ავთანდილს უყვება თავისი მმწუხარების მიზეზსა და თავგადასავალს.
ფეაკებთან მოხვედრილი ოდისევსიც მსგავსად გულწრფელად უამბობს
ფეაკთა მეფეს თავისი ხიფათიანნი მოგზაურობის შესახებ. ალკინოსს
ხანგრძლივი ხეტიალის ამბავს. სწორედ ამ ეპიზოდიდან შეგვიძლია
განვსაზღვროთ ოდისევსის მარშუტიც. ათენას შემწეობით ოდისევსი ფეაკთა

51
კუნძულზე ხვდება, ათენა აქაც დაეხმარება ოდისევსს და ალკინოსის
ასულს,ნავსიკაას, მდინარეზე წასვლას შთააგონებს, ნავსიკა იქ ოდისევსს
წააწყდება, სამოსს მისცემს და სტუმართმოყვრულად მიიღებს. ფეაკებთან
გამართულ ლხინზე ოდისევსი თავის ვინაობას დამალავს, თუმცა ხის ცხენის
დანახვაზე ცრემლი მოერევა და დაეჭვებული მეფეც სთხოვს, დაუფარავად
მოუყვეს თავისი ამბავი. ტროით წამოსული იდუსევსი კიკონთა ქალაქს,
ისმარს, მიადგა. დიდძალი ნადავლი მიიტაცა და მებრძოლებსაც გაუყო, მაგრამ
დახარბებული თანამებრძოლები ოდისევსის ნებას, უკან გაბრუნებულიყვნენ,
არ დაემორჩილნენ. კიკონებმა თვისტომნი მოიხმეს და აქაველებს
შეებრძოლნენ, ოდისევსს თითო გემიდან 6 კაცი მოაკლდა, შეთხელებულმა
ლაშქარმა ცურვა განაგრძო, თუმცა ზევსის რისხვა დაატყდა თავს, ქარიშხალი
ამოვარდა და 9 დღე-ღამე აღარ გაჩერდა, მეათე დღეს თითქმის სამშობლომდე
მისული ოდისევსი ლოტოფაგების მხარეს აღმოჩნდა. ნაპირზე საჭმელ-
სასმელი მოიძიეს, ოდისევსმა თანამგზავრები დასაზვერად გაგზავნა,
ლოტოფაგები უხვად გაუმასპინძლდნენ, თუმცა როცა ლოტოსის კერძი იგემეს,
მოჯადოვდნენ და უკან დაბრუნება აღარ ინებეს, ოდისევსს მათი წამოყვანა
ძალით მოუხდა. ლოტოფაგების შემდეგ მმოხეტიალე აქაველები კიკლოპთა
მხარეს მიადგებიან. კიკლოპები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ ცოლ-
შვილით, უხვნელ-უთესი მიწები ჰქონდათ, ყველაფერი თავისით ხარობდა,
ტყეში კი თხები ძოვდნენ და კაცის სიახლოვესაც კი არ უფრთხოდნენ.
ოდისევსის ლაშქარი გამთენიისას თხის ხორცით დანაყრდა, მან 12 ყრმა
წაიყვანა,კიკონების ღვინოც წაიღო და გამოქვაბულს მიადგა, სადაც კიკლოპ
პოლიფემოსი სახლობდა, ოდისევსი მასპინძლის მოსვლას დაელოდა, ეგონა
ისე მიიღებდა, ,,როგორც წესია ამა ქვეყნის კაცთა მოდგმისა“, მაგრამ კიკლოპი
ველური კაციაჭამია აღმოჩნდა, რომელიც ღმერთების ნებასაც კი არად
აგდებდა. კიკლოპმა გამოქვაბულის კარი ჩახერგა, გამოქვაბულში
დაბრუნებული ოდისევსის თითო მეგობარს აგდებდა ქვაბში და ჭამდა,
ოდისევსმა კიკლოპს კიკონების ღვინო შესთავაზა, კაციჭამიასაც იმდენად
მოეწონა, რომ ,,ჯილდოდ“ ოდისევსს ბოლოს შეჭმა აღუთქვა. მოხერხებული
ოდისევსი გოლიათს ,,არავინის“ სახელით გაეცნო, მისი სიმთვრალით
ისარგებლა და დააბრმავა. პოლიფემოსის ყვირილზე შეკრებილი მეზობლები
უკან გაბრუნდებიან, რადგან იგი თავისი უბედურების მიზეზად ,,არავინს“
დაასახელებს. კდილით ოდისევსი და თანამგზავრები თხებს ამოეკვრებიან
მუცელზე და ისე გააღწევენ გამოქვაბულიდან, როდესაც ისინი ზღვაში გავლენ,
გათამამებული ოდისევსი კიკლოპს ნიშნისმოგებით ეტყვის, თუ ვინმე

52
გითხავს, ეს ვინ გიყოო, გადაეცი ლაერტეს ძემ ოდისევსმა წამართვა თვალის
ჩინიო. სწორედ აქედან იწყება პოესეიდონის განრისხება ოდისევსზე. კიკლოპი
მამას შესთხოვს შური იძიოს ოდისევსზე, რომლის მოსვლაც თურმე
ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად ასეთ სუსტ მეტოქეს არ
ელოდა. ოდისევსის თხრობით მოხიბლული ფეაკები უხვად დაასაჩუქრებენ
მას და სწრაფი ხომალდით ითაკაზე გაუშვებენ. ე.ი ოდისევსი ჯერ კიკონებთან
ხვდება, შემდეგ ლოტოფაგებთან, კიკლპებთან, კაციჭამიების მხარიდან
გამოქცეული ეოლოსს, ქართა მეუფეს, ესტუმრება, რომელიც 1 თვის შემდეგ
გაისტუმრებს და გუდით გაატანს მავნე ქარებს, თანამგაზვრები გუდას
გახსნიან და ისევ ეოლოსს მიადგებიან, მაგრამ მეფე მათ არაღ მიიღებს,
მოხეტიალეები კაციჭამია ლესტრიგონებს მიადგებიან, ლესტრიგონები
ოდისევსს ყველა ხომალდს დაუმტვრევენ, ერთადერთი გადარჩენილი
ხომალდით და მცირე თანამგზავრებით მიადგება აიაიას კუნძულს, სადაც
ცხოვრობს აიეტის გრძნეული და კირკე. იგი დასაზვერად გაგზავნილ
მეგობართა ერთ ჯგუფს ღორებად გადააქცევს, ჰერმესი ოდისევსს მისცემს
რჩევას, როგორ დაიმორჩილოს გრძენული კირკე. ოდისევსი ქალღმერთს
დაიმორჩილებს, მეგობრებთან ერთად 1 წელს დაჰყოფს მასთან, ხოლო
როდესაც ოდისევსი წასვლას მოისურვებს, კირკე მას მომავალი გზის
განსასაზღვრად ჰადესში გაგზავნის და დაარიგებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.
ჰადესში ოდისევსი ბევრ მოულოდნენ ამბავს გაიგებს და ხომალდით კვლავ
უან ბრუნდება, კირკეს კუნძულზე იგი ჩაუვლის მაცდურხმიან სირენებს და
მიაღწევს საბედისწერო თრინაკიას, სადაც ჰელიოსის წმინდა ფარა ძოვს,
მშიერი თანამგზავრები ოდისევსის თხოვნის მიუხედავას დაკლავენ მზის
ღმერთის ხარებს, ზევსი კი ჰელიოსის თხოვნით, აქაველებს საშინელ
უამინდობად მოუვლენს, იღუპება ყველა, ოდისევსის გარდა, რომელიც ცხრა
დღის ჭიდილის შემდეგ ოგიგიის კუნძულზე აღმოჩნდება, ნიმფა
კალიფსოსთან, ღმერთების ნებით ჰერმესი ნიმფას აცნობს, რომ ოდისევსი
უნდა გაუშვას, ნიმფას არ სურს მისი გაშვება, თუმცა დაემორჩილება და
სწორედ ამის შემდეგ ხვდება ოდისევსი სქერიაზე, ფეაკთა სამფლობელოში,
საიდანაც ამდენი ხნის ხეტიალის შემდეგ უბრუნდება მშობლიური მიწის
კვამლს, ითაკას. ასეთია ოდისევსის საინტერესო, ხიფათით სავსე, ხანგრძლივი
თავგადასავლი, გზა ითაკიდან, ისევ ითაკამდა. ოდისეაში, ილიადასაგან
განსხვავებით, ყურადღება ერთ გმირზეა გადატანილი, ამიტომ განსაუთრებით
კარგადაა გამოკვეთილი ოდისევსის ხასიათი. იგი ფიზიკურადაც ძლიერია,
მაგრამ ეს სიძლიერე არ გამოიხატება გოლიათურ აღნაგობაში, ოდისევსი ვერ

53
მიაღწევდა ითაკას, რომ არა გონებამახვილობა, ტროას დამღუპველი ხის
ცხენის გამომგონებელი არაერთხელ დაიძვრენს თავს გამოუვალი
სიტუაციიდან, წინდახედულება გამოიჩინა, როცა კიკლოპს თავი ,,არავინად“
გააცნო, თუმცა აქვე ამჟღავნებს პატივმოყვარეობასა და ქედმაღლობასაც,
თავისივე გამჭრიახობით მოხიბლული ბრმა პოლიფემოსს ვინაობას უმხელს,
რითაც პოსეიდინოის რისხვას იმსახურებს.ოდისევსი არ ივიწყებს მეგობრებს
ყველაზე რთულ სიტუაციებშიც, კირკესთან მისული, პირველ ყოვლისა,
ღორებად გადაქცეულ თანამოძმეებს მოიკითხავს, ლოტოსით მოჯადოებულ
მეგობრებს კი უკან ძალით დააბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო იქვე
დაეტოვებინა და ზედმეტი საფიქრალი მოეშორებინა, რაც მთავარია
ყოველთვის ენატრება სამშობლო და გული ცოლ-შვილისაკენ, ითაკაში
მიუწევს. აქ ჩანს ოდისევსის ერთგული და გულისხმიერი ბუნება. ჰომეროსი
მას სხვა აქაველების ფონზე ყოველთვის ამაღლებულად გვიხატავს, მშიერი
ლაშქარი რომ ჰელიოსის ხარებს დააცხრება, ითაკის მეფე თავს იკავებს,
მიუხედავად იმისა, რომ მასაც სხვებივით შია, იცის ამას რაც მოჰყვება და
მოწოდების სიმაღლეზე დგას. ოდისევსი ყოველთვის სწორი გზისკენ
მოუწოდებს უნებისყოფო თანამებრძოლებს, თუმცა ხეტიალით დაღლილი
აქაველები ხშირ შემთხვევაში მას არ უჯერებენ და ხიფათსაც უქმნიან.
3. ჰორაციუსის შემოქმედების ანალიზი

ჰორაციუსი (დაიბადა ძვ.წ 65 წელს) ლათინური ლექსის რეფორმატორია,


რომლისთვისაც ცხოვრების კრედო ე.წ ,,ოქროს შუალედის“ დაცვა იყო.
ჰორაციუსის ყოფნა ათენში რთულ პერიოდს დაემთხვა, კეისრის მკვლელობის
შემდეგ ,,რესპუბლიკელთა“ და კეისრის მომხრეთა შორის გაჩაღებულ ომში
ჩართული აღმოჩნდა ჰორაციუსიც. შემდეგ ჰორაციუსი ბრუნდება იტალიაში, აქ
მამული გასხვისებული ხვდება, უსახსროდ დარჩენილი გადამწერობას სჯერდება
და სწორედ აქედან იწყებს ლიტერატურულ მოღვაწეობას.

ჰორაციუსის პირველი ნაწარმოები იყო ,,ეპოდები“, იგი სტროფულ საზომზეა


აგებული, რომლის მეორე ლექსი პირველთან შედარებით მოკლე იყო, ასეთი
მეტრული საზომი ჰორაციუსმა არქილოქოსისგან ისესხა, მაგრამ ლათინურ ლექსს
ბერძენი პოეტებისაგან განსხვავებული ელფერი შესძინა. ამავე პერიოდში წერს
ჰორაციუსი ,,სატირებსაც“, ვირგილისუმა ჰორაციუსი მეცენატს წარუდგინა,
მათთან მეგობრობამ მთლიანად შეცვალა ჭაბუკი პოეტის ცხოვრება.
მეცენატისაგან დაკარგული მამულის ნაცვლად, მიიღო საცხოვრებელი.
ავგუსტუსი მოხარული დარჩა, რადგან კიდევ ერთი ნიჭიერი პოეტი შეემატა მისი

54
იდეოლოგიის მეხოტბეთა რიცხვს. ჰორაციუსი ხედავდა, რომ ავგუსტუსთან
ურთიერთობა ზღუდავდა მის შემოქმედებით თავისუფლებას, ამიტომ
ცდილობდა, განრიდებოდა პოლიტიკურ ცხოვრებას. პოეტმა თავაზიანი უარი
უთხრა ავგუსტუსს გამხდარიყო მისი პირადი მდივანი. რამაც კეისარი განარისხა.
ჰორაციუსმა ხოტბა შეასხა ავგუსტუსს ,,ოდებში“, მისი დაკვეთითვე შეიქმნა
,,საუკუნო ჰიმნები“. შემდეგ ჰორაციუსი აქვეყნებს წერილებს, რომლებიც
ტემატურად სატირებს უახლოვდება. ,,ეპოდები“ შედგება 17 ლექსისაგან, მათი
თემა არ არის ერთნაირი, თუმცა გამოირჩევა პოლიტიკურ მოტივებზე დაწერილი
ლექსები. ჰორაციუსი ილაშქრებს სამოქალაქო ომების წინააღმდეგ, თვლის, რომ
ძმათაშორისი ომების სათავე არის ის უძველესი ცოდვა, რომელიც რომულუსმა
ძმის მკვლელობით ჩაიდინა. სამოქალაქო ომების წამომწყებთ პოეტი
ჭკუასუსტებს უწოდებს.

ჰორაციუსის იამბური ლექსები შინაარსით უახლოვდება ,,სატირებს“, სადაც


ავტორის აზრები გადმოცემულია დიალოგის ან მონოლოგის სახით. აქ საუბარია
სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და ფილოსოფიურ საკითხზე. პირველ წიგნში იგი
საუბრობს სოციალურ და ეთიკურ პრობლემებზე, ლიტერატურულ საკითხებზე.
სატირების მე-2 წიგნში ჭარბობს დიალოგები, პოეტი აქ უფრო პასიური
მსმენელია, ვიდრე მორალისტი. ამ სატირებში ჰორაციუსი ამხელს
სიმდიდრისაკენ, ხელისუფლებისაკენ ლტოლვას, სიძუნწეს. ქადაგებს ..მცირედით
კმაყოფილებას“, ,,ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას“. ილაშქრებს
მომხვეჭელობის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სტოიციზმით იყო
გატაცებული, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, დაეცინა სტოიკური
პარადოქსებისთვის. ჰორაციუსის სატირების მიზანია, მიუთითოს
თანამოქალაქეებს ნაკლზე, დააფიქროს ისინი მორალის საკითხებზე. ჰორაციუსს
საუკუნო დიდება ლექსების კრებულმა ,,ოდებმა“ მოუპოვა, იგი შედგება 4
წიგნისგან, თავდაპირველად მხოლოდ 3 წიგნისაგან შედგებოდა და ჰორაციუსი
ასე აპირებდა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის დასრულებას. მე-4 წიგნი
ავგუსტუსის თხოვნით დაამატა. პირველ წიგნში წარმოდგენილია 9 ლექსი,
ყოველ ოდას საკუთარი ადრესატი ჰყავს, თითო ადრესატს თითო ლექსი ეძღვნება,
გარდა მეცენატისა, რომელსაც აშკარაა ჰორაციუსი ყველაზე დიდ პატივს სცემდა.
,,ოდებით“ ჰორაციუსმა მხატვრული სახეებითა და საშუალებებით გაამდიდრა
რომაული პოეზია. ,,საიუბილეო ჰიმნში“ ჰორაციუსი ავგუსტუსის მეხოტბე
პოეტად გვევლინება. ძვ.წ 20 წელს ჰორაციუსმა გამოაქვეყნა დაქტილური
ჰექსამეტრით გამართული ,,წერილების“ ორი წიგნი. ლათინური პოეზიისათვის
ეპისტოლარული ჟანრი უცხო არ არის, თუმცა ამ ჟანრის სრულყოფა ჰორაციუსის

55
სახელს უკავშირდება, რაც შეეხება ,,პოეტურ ხელოვნებას“- ეს ნორმატიული
ტრაქტატია, მაგრამ დაწერილია ჰორაციუსისათვის დამახასიათებელი სხარტი,
მიმზიდველი, პოეტური ხერხებით და თავისუფალია ლიტერატურული
სქემატიზმისაგან.

8ბილეთი
1. ბერძნული ლირიკა, ლირიკის სახეები: ელეგია და იამბი

ტერმინ ლირიკის გაგებაში თანამედროვე ლიტმცოდნეობა ანტიკურისაგან


განსხვავდება. დღეს ჩვენ ლირიკაში ვაქცევთ ლექსის ფორმით დაწერილ ყველა
მნიშვნელოვან ნაწარმოებს, რომელშიც გადმოცემულია პოეტის განცდები,
ემოციები, საგნათა და მოვლენათა მისეული შეფასება. ეტიმილოგიურად ლირიკა
დაკავშირებულია ლირასთან და თავდაპირველად სწორედ ლირის
აკომპანიმენტით შესრულებულ სიმღერებს აღნიშნავდა. ბერძნული ლირიკის
განვითარებაზე მსჯელობისას მხედველობაში ტერმინის თანამედროვე გაგება
აქვთ, ლირიკაში აქცევენ: ელეგიას, იამბს, მელიკას (პიროვნული და საგუნდო ანუ
ქორიკა) . ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტები ლირიკად მიიჩნევენ მთელ
ბერძნულ პოეტურ პროდუქციას, ჰექსამეტრული საზომით გამართული
ნაწარმოებებისა და დრამის გარდა. ბერძნული ლიტერატურის ჩვენამდე
მოღწეული პირველი ძეგლები ეპოსის ჟანრს განეკუთვნება, მაგრამ სწორი არ
იქნება ვიფიქროთ, რომ პოეტური შემოქმედება ელინებმა პირდაპირ ვრცელი
პოემების შექმნით დაიწყეს. მანამდე და თვით ეპოსის აღმავლობის პერიოდშიც
არსებობდა მცირე ფორმის ლექსთა თხზვის პრაქტიკა, ამ შემთხვევაში
იგულისხმება საკულტო ჰიმნებიც და სხვადასხვა სიმღერაც. ასეთი ლექსები
იქმნებოდა სხვადასხვა გარემოებასთან დაკავშირებით უმეტესად
იმპროვიზებულად და ცოცხლობდნენ მანამდე, სანამ აქტუალურნი იყვნენ.
არქაიკის პერიოდში მოხდა ფსიქოლოგიური გარდატეხა, რამაც
ინდვიდუალიზაციის ტენდენციის გაძლიერებაში იჩინა თავი. ამ პერიოდში
მონუმენტური ეპოსის სულს, რომელის უმაღლესი გამოვლინება ჰომეროსის
პოემებია, მეტოქეობა დაუწყო მცირე ფორმის პოეტურმა ნაწარმოებებმა,
რომლებიც არქაიკის ელადის ადამიანებისთვის ინდივიდუალური განცდებისა
და ემოციების გადმოცემისთვის ბევრად უფრო შესაფერისი იყო. ტრადიციის
შესაბამისად, ისინი დაჯგუფდნენ სალაპარაკო და სასიმღერო შესრულებისთვის

56
განკუთვნილ ლექსებად. დეკლამაციისთვის (სალაპარაკო) განკუთვნილ ჯგუფში
ექცევა ელეგია და იამბი, ხოლო სასიმღეროში - პიროვნული და საგუნდო მელიკა.

ელეგია თავდაპირველად იმ მცირე ფორმის ნაწარმოებებს ეწოდებოდა,


რომლებსაც არსებითად სერიოზული მოტივები ასაზრდოებდა (დატირება,
მიძღვნა) . ტერმინის ეტიმოლოგიაზე დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.
ელეგიის შესრულებას თანა ხლდა ხოლმე ფლეიტის აკომპანიმენტი. პირველი
სტრიქონი ელეგიისა დაქტილური ჰექსამეტრია, ხოლო მეორე - პენტამეტრი.
ელეგიურმა პოეზია არსებობდა მთელი ანტიკურობის განმავლობაში, არა
მარტო ბერძნულენოვან ლიტერატურაში. იგი საკმაოდ პოპულარული გახდა
რომაულ ლიტერატურაში, სადაც ელეგიური ჟანრის მრავალი ბრწყინვალე
პოეტური ნიმუში შეიქმნა. რენესანსიდან მოყოლებული ელეგიური პოეზიის
რეანიმაცია მოხდა ევროპული ქვეყნების პოეტურ შემოქმედებაში. ერთი
მხრივ ეს გამოიხატა ელელგიური დისტიქტის იმიტაციაში, ხოლო მეორე
მხრივ, ეპიგრამატული და ნაღვლიანი პოეზიის ტრადიციების აღორძინებაში,
გარკვეულწილად ტერმინი ელეგია სენტიმენტალური ლექსის სინონიმადაც
იქცა.

იამბი ასევე უცნობი ეტიმოლოგიის ტერმინი თავდაპირველად ლექსად


დაცინვას, გაკილვას ან კაფიას ეწოდებოდა. არქაიკის ეპოქაში იამბმა დაიტოვა
თავისი ეს ფუნქცია, თუმცა არ შემოფარგლულა მხოლოდ ამით. იგი დრამის,
სადიალოგო პარტიების კანონიკურ სალექსო საზომადაც კიიქცევა. იამბური
პოეზიის დამახასიათებელი საზომი იყო იამბური ტრიმეტრი. ტერმინი
პირველად არქილოქოსთან გვხვდება, რომელიც ძველი სამყაროს ჭეშმარიტად
გამორჩეული იამბოგრაფოსი იყო. იამბების აღდგენის ტენდენცია ახალ
ევროპულ ლიტერატურაშიც შეინიშნება. მე-19 საუკუნის დასაწყისში ფრანგი
ოგიუსტ ბარბიე წერს სატირულ წიგნს ,,იამბები“.

2. ესქილეს მიჯაჭვული პრომეთე. შინაარსი. ტრაგედიის არსი. პრომეთეს


კავკასიური ორეული.
ტრაგედია იწყება პრომეთეს მიჯაჭვით სკვითიაში მდებარე კლდეზე.
ღმერთებს შემოჰყავთ პრომეთე, მათ უნდა აღასრულონ ზევსის ბრძანება
პრომეთე კლდეს მიაჯაჭვონ. მან ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს
ჩამოუტანა. სწორედ ამიტომ უნდა დაისაჯოს. ჰეფესტოს უჭირს ამ ბრძანების
შესრულება, მაგრამ დავალება მაინც შესრულდება. პრომეთე წუხს იმაზე, რომ
მას სავსებით უსამართლოდ ტანჯავენ. პიესის განმავლობაში პრომეთე

57
კლდეზეა მიჯაჭვული. პირველად მასთან მოდიან ოკეანოსის ასულნი,
რომლებიც თავზარდაცემულნი არიან ზევსის სიმკაცრითა და პრომეთეს
უნუგეშო მდგომარეობით. პრომეთე მათ ყველაფერს უამბობს. ეტყვის, რომ ის
ზევსს დაეხმარა კრონოსთან ბრძოლაში , მაგრამ ზევსი ტირანია, რომელიც არ
ენდობა ახლობლებს. ამიტომ მან სიკეთე ასე გადაუხადა. როდესაც ზევსმა
ხელთ იგდო ძალაუფლება, ადამიანები საერთოდ დაივიწყა, რადგან მათი
ძველი მოდგმის მოსპობა სურდა. პრომეთე კი დაეხმარა ადამიანებს, რომ თავი
გადაერჩინათ. მან მოკვდავთა დახმარებისთვის თვით იდო ტანჯვა.მაგრამ
ზევსი იძულებული იქნება მოვიდეს მასთან დახმარების სათხოვნელად. ამ
ეპიზოდში იკვეთება მათ შორის დაპირისპირება. ოკეანიდებს შეცვლის
ოკეანოსი. იგი ბედავს პრომეთეს სანახავად მოსვლას,, რაასაც აფასებს თავად
პრომეთე. ოკეანოსი ძველი თაობის ღმერთია. ის ყოველგვარ დათმობაზე
წავიდა ზევსის წინაშე და ამით სიმშვიდე მოიპოვა. იგი ურჩევს პრომეთესს,
გახდეს ზევსის მორჩილი, თუმცა ეს გმირს არ შეუძლია. შემდეგ პრომეთე
მარტო რჩება და მის მონოლოგში აღწერილია ყოველივე, რაც მან
მოკვდავთათვის გააკეთა.მან ადამიანი ცივილიზაციას დააუფლა. ყველა
ხელოვნება მოკვდავთათვის პრომეთესგანაა. შემდეგ შემოდის ჰერასგან
ძროხად ქცეული იო, რომელიც ჰყვება თავისი ტანჯვისა და ქვეყანაზე უაზრო
ხეტიალის ამბავს. პრომეთე მას უწინასწარმეტყველებს მომავალს, რომ იგი
ჩაუყრის საფუძველს ახალ მოდგმას. ყვება, თუ როგორ დახოცავენ
ქალიშვილები თავიანთ ბიძაშვილებს პირველსავე საქორწინო ღამეს და როგორ
გადარჩება მხოლოდ ერთი წყვილი, რომელიც არგოსის ახალ სამეფო გვარს
დაუდებს დასაბამს. სწორედ მათ შთამომავლებში გაჩნდება გმირი, რომელიც
პრომეთეს გაათავისუფლებს. თავად პრომეთე კი აუცილებლად
გათავისუფლდება, რადგან მან იცის ის საიდუმლო, რომელიც ზევსისთვის
მნიშვნელოვანია.-რომელი ქალღმერთის შერთვის შემთხვევაში გაუჩნდება მას
ძე, რომელიც მამის ძალაუფლებას დაამხობს. შემდეგ მოდის ჰერმესი,
რომელიც მოითხოვს პრომეთესაგან, უთხრას საიდუმლო, მაგრამ პრომეთე
უდრეკია. ჰერმესი მას ემუქრება, რომ ზევსი კლდეს ჭექა-ქუხილს მოუვლენს
და პრომეთეს გაპობილი კლდე შთანთქავს, შემდეგ კი არწივი დაკორტნის,
მაგრამ პრომეთეს არ ეშინია. იგი ამბობს „დათმენა ტანჯვის მტრისგან
მტრისათვის ბუნებრივია“ ამიტომ გმირიც ყველაფრისთვის მზადაა. შემდეგ
მას თავს ზევსის რისხვა ატყდება. იგი გუნდთან ერთად იძირება სიღრმეში და
წარმოთქვამს ბოლო სიტყვებს. მიმართავს დედას, რომ ნახოს, რამდენ
უსამართლობას ითმენს.

58
ესქილემ პრომეთე აქცია ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად,
რომელიც მოკვდავთათვის სიკეთის მომტანია და ამისთვის იტანჯება. სწორედ
ასეთად მიიღო იგი მთელმა მსოფლიომ. თუმცა მისი სახის გააზრება აქ არ
მთავრდება. როგორც ჩანს, დიდი პოპულარობით სარგებლობდა იგი
საქართველოშიც. კავკასიის კლდეზე მიჯაჭვული ამირანი ხომ პრომეთეს
ორეულია. მას არწივი უკორტნის გულს. იგი, პრომმეთეს მსგავსად, ღმერთთან
დაპირისპირებული და ამის გამო დასჯილია. კულტურული გმირის სახე
იმდენად ძველია, რომ არ გამორიცხავენ საბერძნეთში პრომეთეს
მითოლოგიური ხატის ფორმირების პროცესში ქართველურ გავლენას ეს
ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია ანტიკური საბერძნეთისა და საქართველოს
ურთიეერთობების დასადგენად.
3. ოვიდიუსის შემოქმედება.მეტამორფოზები

ოვიდიუსი ვერგილიუსისა და ჰორაციუსის შემდეგ ავგუსტუსის ხანის პოეზიის


უდიდესი წარმომადგენელია. ის ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ სულმონში
დაიბადა. მამამისმა გადაწყვიტა, რომ ოვიდიუსისათვის და მისი უფროსი
ძმისთვის კარგი განათლება მიეცა. ამ მიზნით გაგზავნა ისინი რომში,
იურისპრუდენციისა და მჭევრმეტყველების შესასწავლად.
რიტორთა სკოლაში ოვიდიუსს ცნობილი ოსტატები ასწავლიდნენ. მათი
დახმარებით პოეტმა შეისწავლა რიტორიკული ხერხები, აფორიზმები,
შედარებები და სხვ. ამ სკოლაში შეითვისა ოვიდიუსმა სამართლის, ფილოსოფიის,
მითოლოგიისა და ისტორიის საფუძვლები. ოვიდიუსმა სწავლის დასრულების
შემდეგ მოიარა ელადა, მცირე აზრია, ალექსანდრია. რომში დაბრუნებულმა
პოეტმა სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე უარი თქვა
მასზე, რადგან მისი მოწოდება პოეზია იყო.
ოვიდიუსი იმ რჩეულ პოეტთა რიგს ეკუთვნის, რომელმაც ჭაბუკობიდანვე
მოიპოვა აღიარება თავისი ვირტუოზული ლექსებით. მის კალამს ეკუთვნის:
"ჰეროიდები", "ტრფობანი", "მეტამორფოზები" და მრავალი სხვ.
მისი შემოქმედების მწვერვალია "მეტამორფოზები". ამ პოემამ პოეტს დიდი
აღიარება მოუტანა, ოღონდ არა სიცოცხლეში. ეს პოემა, რომელსაც შუა
საუკუნეებში "წარმართულ ბიბლიას" უწოდებდნენ, ოვიდიუსმა ცეცხლს მისცა.
პოეტს თავზარი დასცა ავგუსტუსის უცაბედმა გადაწყვეტილებამ მისი რომანიდან
განდევნის შესახებ. ავგუსტუსმა იგი შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ
ტომისში გადაასახლა, მიზეზად კი სატრფიალო ელეგიები დაასახელა, სადაც
პოეტი თავისუფალი სიყვარულით ტკბობას უქადაგებდა რომაელ ახალგაზრდებს.
10 წელი გაატარა პოეტმა გადასახლებაში. მას იმედი ჰქონდა, რომ

59
ოდესმე დაბრუნდებოდა სამშობლოში, მაგრამ ამაოდ, ის ტომისში გარდაიცვალა.
თავიდან ოვიდიუსი რომაელების წინაშე წარდგა, როგორც ელეგიკოსი,
სატრფიალო ლექსების ავტორი. მაგ კარგად აუღო ალღო საზოგადოების
მოთხოვნილებებს, იგრძნო რითი შეიძლება მისი დაინტერესება. ოვიდიუსის
პოეზია აქცენტს პოეტიდან მკითხველზე აკეთებს; მის მიერ აღწერილ სამიჯნურო
თავგადასავლებში მკითხველი თავის თავს შეიცნობს, იგი პოეტთან ერთად ხდება
თანამონაწილე სატრფიალო სცენებისა.
"მეტამორფოზები" ოვიდიუსის შემოქმედების მწვერვალია. იგი 15 წიგნისგან
შედგება და მასში გადმოცემულია ცნობილი და იშვიათი მითები გარდასახვათა
შესახებ. როგორც პოემის დასაწყისში გვამცნობს პოეტი, იგი უმღერის
"ახლადგანსხეულებულ, შეცვლილ სახეებს", თუ რა იწვევს ამ გარდაქმნებს ამას
პოემის დასრულებისას განმარტავს პოეტი, როცა პითაგორას მოძღვრებაზე
საუბრობს. გარდა მეტრული საზომისა, "მეტამორფოზები" არ ავლენს კლასიკური
პოემის ნიშნებს. მასში არ არის ადგილის, დროის, მოქმედების ერთიანობის
პრინციპი. მას უწოდებენ თავისებურ პოემას.
პოემაში თავმოყრილი და დამუშავებულია 250-მდე ბერძნულია და
ნაწილობრივ იტალიურ-რომაული მითოლოგიური თქმულება. ყოველი მითის
ფინალური ნაწილია ადამიანის გარდაქმნა ახალ სულიერ სხეულად ან უსულო
საგნად: ცხოველად ან მცენარედ, ქვად, წყაროდ და სხვ.
პოემა იწყება სამყაროს შექმნით, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნით და მთავრდება
იულიუს კეისრის კომეტად გარდასახვით. პოეტი სხვადასხვა პრინციპს იყენებს
მითების დასაკავშირებლად, რათა პოემა "ერთი უწყვეტი სიმღერა" იყოს.
ოვიდიუსი ხან ციკლების მიხედვით აერთიანებს მითებს, ხან - მოქმედების
ადგილის, ხან კიდევ - პერსონაჟთა მსგავსების საფუძველზე. ზოგჯერ საგანგებოდ
შეთხზულ რგოლებსაც მიმართავს.
ოვიდიუსმა "მეტამორფოზებში" მოგვცა სამყაროს პოეტური მოდელი,
რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული. მარადიული არის მხოლოდ სული,
რომელიც ახალ-ახალ სხეულებში გარდაიქმნება. ამიტომ, აცხადებს პოეტი,
ადამიანებს არ მართებთ შიში სიკვდილისა, არამედ ეს არის არა დასასრული,
არამედ საწყისი ახლისა. პოემის ეპილოგში ოვიდიუსი მიუთითებს, რომ სულთან
ერთად პოეტის სახელიც უკვდავია, რადგან მის ქმნილებას დრო და ჟამი ვერ
მოერევა.
პოემაში სხვადასხვა ჟანრისათვის დამახასიათებელი ელემენტებია
გამოყენებული: საგმირო ეპოსი, ეპილიონები, ნოველა და სხვ. ოვიდიუსი
არაჩვეულებრივი მთხრობელია. იგი იყენებს მაშინდელი ხელოვნების ნიმუშებს

60
და ხატოვნად გადმოგვცემს მითის შინაარსს: მაგ., დაფნეს გარდასახვა მცენარედ,
მედეას მიერ ესონი გაახალგაზრდავების სცენა.
"მეტამორფოზების" თემა მრავალფეროვანია: სიყვარული, ერთგულება,
ეჭვიანობა, შურისძინება და მისთ. ოვიდიუსი მრავალნაირ სიყვარულს გვიხატავს:
მაგ., წმინდას და ამაღლებულს - პირამუსი და თისბე, გაუზიარებელს - აპოლონი
და დაფნე და სხვ. პოემაში ოვიდიუსი ხატავს მეტრფის სტერეოტიპს, რომელიც
სატრფოს წინაშე თავს იწონებს თავისი ღირსებით, ვაჟკაცობით, წარმომავლობით,
სიმდიდრით. მაგ., დაფნეს დადევნებული აპოლონი საყვადურით მიმართავს
ქალს, რომ იგი გაურბის არა უბრალო მწყემსს, არამედ მუსიკისა და მედიცინის
ღმერთს. თავისებურად გადმოსცემს პოეტი ქალის სილამაზეს. მას
ოვიდიუსი ხშირად დინამიკურობაში აღიქვამს, ზოგჯერ ქალწულის ტანადობაზე
ამახვილებს ყურადღებას, ხან - სხეულის ფერზე, ხან კი - სამოსზე.
"მეტამორფოზებში" ავტორი ცდილობს ავგუსტუსის ღვაწლის წარმოჩენას.
იუპიტერის სახეში ხშირად იმპერატორი იგულისხმება. პოემის პირველ წიგნში,
სადაც ქაოსიდან მოწესრიგებული სამყაროს შექმნაზეა საუბარი, უნდა
იგულისხმებოდეს ავგუსტუსის მიერ კარგად ორგანიზებული მონარქიის
დაარსება, როგორც იუპიტერმა დაამარცხა საშიში მკვლელი ლიკაონი, ასე იხსნა
ავგუსტუსმა ქვეყანა დაღუპვისგან კეისრის მკვლელობის შემდეგ.

9ბილეთი
1. ანტიკური კომედია.კომიკურის არსი

კომედიაც დიონისურ საწყისთან უნდა იყოს დაკავშირებული.ის ჩამოყალიბდა


როგორც ტრაგედიის ოპოზიცია,მაგრამ ვიდრე იგი სრულყოფილ სახეს
მიიღებდა,განვითარების მრავალი ეტაპი განვლო.იმის შესახებ თუ სად და როდის
წარმოიშვა პირველი კომედია ან ვინ იყო მისი ავტორი კონკრეტული პასუხი არ
არსებობს.ნიშნადობლივია არისტოტელეს „პოეტიკა“,სადაც ავტორი პირველ
კომედიურ ამბავთა შემთხზველებად სიცილიელებს ასახელებს , პირველთა შორის
მას ეპიქარმოსი და ფორმისი ეგულება.სხვა ტრადიციის თანახმად კი, კომედიის
შემქმნელად ვინმე მეგარელი სუსარიონი უნდა მივიჩნიოთ.ამ ცნობებს თუ
დავუჯერებთ,გამოდის,რომ კომედია ტრაგედიაზე ადრე შეიქმნა.

შესაძლოა სწორედ სუსარიონმა გაამთლიანა კომოსი და დორიული სახუმარო


სცენები ერთ სანახაობად- კომედიად და ფესტივალებზე მის წარმოდგენას ცაუყარა

61
საფუძველი. თუკი ეს ასეა, მაშინ კომედიის სამშობლოდ ისევ და ისევ ათენი უნდა
მივიჩნიოთ.ანტიკური ტრადიცია ყველაზე ადრეულ კომედიოგრაფოსად ეპიქარმოსს
მიიჩნევს.

ბერძნული კომედიის განვიტარებას ძირითადად ათენში მოღვაწე დრამატურგთა


ჩვენამდე მოღწეული პიესების ფრაგმენტებითა და არისტოფანეს შემოქმედების
მიხედვით შეგვიძლია გავადევნოთ თვალი.დრეს ბერძნული კომედიის განვითარების
3 ფაზაზე მსჯელობენ ლიტერატურის ისტორიკოსები: 1. ძველი ატიკური
კომედია(ძვ.წ.ა 5-4 ) 2. საშუალო ატიკური კომედია (ძვ.წ.ა 4 საუკუნის 80-იანი
წლებიდან საუკუნის მეორე ნახევრამდე) 3.ახალი ატიკური კომედია (ძვ.წ.ა მეოთხე
საუკუნის მიწურულიდან ძვ.წ.ა 120 წლამდე).

ანტიკურმა კომედიამ ჩვენამდე საკმაოდ ცუდად მოაღწია.ძვ.წ.ა 120 წლამდე


წყაროებში მოხსენიებული 256 დრამატურგის 2300 კომედიიდან სრულად მხოლოდ
არისტოფანეს 11 კომედიამ მოაღწია.უკანასკნელი არმოჩენების წყალობით
არისტოფანეს შემდეგ ჩვენთვის ყველაზე კარგად ცნობილი კომედიოგრაფოსი
მენანდროსია. სრული სახით მხოლოდ მისმა 1მა კომედიამ მოაღწია.

არისტოტელეს კომედიის ძირითად ფუნქციად მანკიერების მიბაძვა მიაჩნდა.მაგრამ


მან კარგად იცოდა,რომ სიცილის გამოწვევა მხოლოდ მანკიერების იმ ნაწილის
წარმოსახვას შეუძლია,რომელიც ტკივილს არ იწვევს.ჩვენამდე არა მოღწეული
„პოეტიკის“ ის ნაწილი,სადაც კომედიაზე უფრო დაწვრილებითი მსჯელობა
იქნებოდა.

რადგან კომედიის ძირითადი იარაღი სიცილია,კომედიგრაფოსს კარგად უნდა


ჰქონოდა გაცნობიერებული მისი მექანიზმი.თუკი კომედია ნამდვილად პასუხობს
თავისი ჟანრის მოთხოვნილებებს,იგი განურჩევლად ყველა მაყურებელში უნდა
იწვევდეს სიცილს.კომედიაში სიცილს იწვევს შეუსაბამობა კონფლიქტის
სერიოზულობასა და მისი გადასაჭრელი საშუალების არასერიოზულობას შორის, ან
პირიქით.კომედიაში საერთოდ დაპირისპირების პრინციპი მოქმედებს.ჭეშმარიტი
კომედიის აუცილებელი ნიშანია, რომ კონფლიქტი ბედნიერად დასრულდეს.ავტორი
ამტკიცებს,რომ არასეიოზულით შეიძლება გადაიჭრას სერიოზული.ეს კი
აუდიტორიასთან იმაზე შეთანხმებას მოასწავებს,რომ კონფლიქტის გადაჭრის
კომედიისებური გზა არარეალურია.ეს კი მაყურებელს მხოლოდ იმ სტიმულებს
უტოვებს,რომლებიც ინტერესს,სიხარულსა და სიცილს აღძრავენ.

ძველი ატიკური კომედიის პირველი ცნობილი სახელია ქოინიდესი,რომლის


შესახებაც არაფერი ვიცით.ამ დროის კომედია შემდეგ ნაწილებ შეიცავდა:1.
62
პროლოგი 2.პაროდოსი- გუნდის შემოსვლა 3. აგონი - კამათი ორ მხარეს შორის 4.
პარაბასა(გუნდი მაყურებელს ავტორის სახელით) 5.ეპისოდიონები 6. ექსოდოსი-
ფინალური სცენა. გუნდის რაოდენობა 24 კაცი იყო, მსახიობთა-3.არისტოფანესტან
მათი რაოდენობა ზოგჯერ 5 აღწევს.

შინაარსის თვალსაზრისით ძველმა ატიკურმა კომედიამ სამიზნედ თანდროული


პოლისის ცხოვრება აირჩია.ამიტომ ძვ. ატიკურ კომედიას ხშირად „პოლიტიკურ
კომედიასაც“ უწოდებენ.

არისტოფანეს ჰყავდა წინამორბედნი თუ უფროსი თანამედროვენი.მათზე იგი თავად


გავუწყებს „მხედრების“ პარაბასაში,სადაც ჩამოთვლილია კომედიოგრაფოსთა
ნუსხა:მაგნესი,კრატინოსი,კრატესი,ევპოლისი,ფერეკრატესი.

კლასიკურ კომედიაზე მსჯელობისას მეტ-ნაკლებ სრულყოფილ წყაროს არისტოფანე


წარმოადგენს.ანტიკური ტრადიციის თანახმად მას 46 კომედია დაუწერია,მაგრამ
ზოგიერთი მკვლევარი აქედან 4 არ მიაწერს არისტოფანეს.ამ კომედიებიდან ჩვენამდე
11 კომედიამ მოაღწია სრული სახით.

არისტოფანეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეესახებ ჩვენი მონაცემები მეტად


მოკრძალებულია.ვიცით მხოლოდ ის,რომ იგი დაახ. ძვ.წ.ა 450 წლისთვის უნდა
დაბაებულიყო და გარდაცვალებულიყო „პლუტოსის“ დადგიმდან რამდენიმე წლის
შემდეგ.არისტოფანე საკუთარი თავის შესახებ კომედიებში გვაუწყებს.

მის თვალწინ გაიარა პელოპონესის ომის მთელმა საშინელებამ,ათენის


დაცემამ,იმედგატეხილობის წლებმა. შემდეგ კი დაიწყო პოლისის აღმავლობა.ეს იყო
საინტერესო ეპოქა,რომელიც უხვ საზრდოს აძლევდა მის კომედიურ
გენიას.არისტოფანე მოღვაწეობდა ათენის მრავალ გამოჩენილ
მწერალთან,ხელოვანთან თუ ფილოსოფოსთან ერთად.

ხშირად მისი კომედიის წაკითხვის შემდეგ მკითხველს ეუფლება გრძნობა თითქოს


იგი მტრულად იყოს განწყობილი დემოკრატიული ათენის ყველა იმ
მოვლენის,პიროვნების,ორგანოს მიმართ,რომელსაც იგი დასცინის.ეს მცდარი
შეხედულებაა.მისი მიზანია გამოავლინოს თავის თანამედროვე ცხოვრებასა თუ
პიროვნებაში მანკიერებანი,რომელთაგან განკურნების საშუალება
სიცილია.დემოკრატიას კი არ აშინებს,არამედ ძალას ჰმატებს საკუთარ
ნაკლოვანებათა მხილება,გულიანი სიცილი საკუთარ თავზე.მაგრამ,პოლიტიკური
კომედიის ამგვარი სილაღე განქარდა კლასიკური ათენის დაქვეითებასთან

63
ერთად.დღესაც კი,როცა აზრის გამოთქმის თავისუფლებას გასაქანი მიეცა,ძნელია
ვინმემ ჭეშმარიტი არისტოფანობა გაბედოს.

არისტოფანეზე არსებულ ბიოგრაფიულ ცნობებში ცოტაა სანდო


ინფორმაცია.სამაგიეროდ, მისი შემოქმედებითი ცხოვრების ეტაპებზე და
დამოკიდებულებაზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისადმი უხვადაა
ინფორმაცია მისსავე კომედიებში.შეგვიძლია ვიმსჯელოთ 3 მნიშვნელოვან
ეტაპზე,მისი,როგორც დრამატურგის ფორმირების პროცესში: 1) პირველი
ნაბიჯები,რომელიც ცნობილ კომედიოგრაფოსებისათვის დახმარების გაწევაში
გამოიხატებოდა 2) დამოუკიდებლად წარსდგა მაყურებლის წინაშე,როგორც ავტორი
და რიგ შემთხვევებში როგორც რეჟისორი.ამ პერიოდშია წარმატებული დებიუტი
კომედიისა „დაიტალეს“ 3) „ღრუბლების“ წარუმატებლობით იწყება.არისტოფანეს
აზრით,ეს მისი საუკეთესო კომედია იყო,რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა დიდ
დიონისეებზე.იგი ამის შემდგომ,როგორც ჩანს, სამუდამოდ ანებებს თავს
რეჟისორობას და ამ საქმეს პროფესიონალ დამდგმელებს ანდობს.ეს კარგად
გვიჩვენებს რეჟისორის როლს პიესის დადგმაში,რადგან კომედიაში ძირითადი
ეფექტი მიიღწევა კომიკურ სიტუაციათა არაორდინალურობითა და მათი
წარმოდგენისას სანახაობრივი,გასართობი ელემენტების სიუხვით და
ხარისხით.ამიტომ ზოგჯერ სპექტაკლის დადგმისას დრამატურგზე მეტი
მნიშვნელობა რეჟისორს ჰქონდა.შესაბამისად კარგი ან ცუდი დადგმა განაპირობებდა
გამარჯვებას თუ დამარცხებას.

მიუხედავად იმისა,რომ არისტოფანე გენიალური კომედიოგრაფოსი იყო,მას არც თუ


ბევრჯერ მოუპოვებია გამარჯვება.როგორც ჩანს,არისტოფანეს აწუხებდა ათენელთა
გულგრილი დამოკიდებულება მისი კომედიების მიმართ,მაგრამ ის მაყურებლისა და
ქალაქის მიმართ ბოლომდე ერთგული დარჩა. არისტოფანეს დრამამ მშვენივრად
წარმოაჩინა ის,რაც პოეტის თანამედროვე საზოგადოებას ყველაზე მეტად
აღელვებდა.

საშუალო ატიკური კომედია გვიჩვენებს პოლიტიკური კომედიიდან ყოფით


კომედიაზე გადასვლას.ჩვენამდე საშუალო კომედიის არცერთ ნიმუშს არ მოუღწევია
ჩვენამდე.იცვლება ხუმრობები,ასევე უხამოსბების რექდუქცია,აღარ გვხვდება
ფალიკიური აქცენტები კოსტიუმებში.საგრძნობლად შესუსტდა პოლიტიკური
პათოსი,შემდეგ კი საერთოდ დაიკარგა.მეტი ყურადღება დაეთმო გასტრონომიულ
თუ კულინარიულ თემაზე აღმოცენებულმა კომიკურმა სიტუაციებმა.ამ დროს უნდა
გადადგმულიყო ნაბიჯები ე.წ „შერეული“ დრამისაკენ.საშუალო კომედიის ჩვენთვის
ცნობილი კომედიოგრაფოსები არიან: ალექსისი,არაროსი,ევბულოსი,ანტიფანესი.

64
ახალი ატიკური კომედიის თვალსაჩინო წარმომადგენელია მენანდროსი.

2. ილიადის პირველი სიმღერის მოკლე შინაარსი. აქილევსისა და აგამემნონის


დახასიათება.

„ილიადა“ ბერძნული ანბანის ასოთა ოდენობის შესაბამისად 24სიმღერად


არის დაყოფილი. პოემის სახელწოდება წარმოადგენს გაარსებითებულ
ზედსართავვ სახელს და იგი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „ილიონური“ ანუ
„ილიონთან“ ტროასთან დაკავშირებული სიმღერა. ძნელი სათქმელია, ეს
სახელწოდება მას ჰომეროსმა მისცა თუ პოემის შემსრულებმლებმა. ყოველ
შემთხვევაში ეს ძვ.წ V ს-ში უნდა მომხდარიყო.

„ილიადა“ ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის


ამბავს. მოქმედება ხდება ტროაში. ბერძნებსა და ტროელებს შორის.

პირველი სიმღერა შემდეგნაირად იწყება: რისხვა მიმღერე, ღმერთქალო,


აქილევსის, პელევსის ძესა...ძირითადი თემა აქილევსის რისხვაა . რამ
განარისხა პელევისა და თეტესის ვაჟი? აქაველთა ბანაკში მოდის ქურუმი
ქრისესი, ურიცხვი გამოსასყიდლითდა სთხოვს აქაველთ ქალიშვილის,
ქრისეისის დაბრუნებას, რომელიც აგამემნონს წაუყვანია ტყვედ.აგამემნონი არ
უბრუნებს ქურუმს ქალიშვილს.პირიქით, საკუთარ თავში დარწმუნებული
ქედმაღლურად მიმართავს ქრისეს, „გასწი, ბებერო, ხომალდებთან აღარ
გიხილო! „ ქრისეც უხმოდ გამოუყვება ნაპირს, გასცდება გემებს და აპოლონს
შესთხოვს, რომ რაც ცრემლი ღვარა ის ისრებით აზღვევინოს დანაელებს.
აპოლონის მიმართ ქურუმის აღვლენილი ვედრება განარისხებს ღმერთს
აქაველებზე და იგი მათ ჭირს მოუვლენს. 9დღის განმავლობაში სენი მუსრს
ავლებს აქაველებს. მეათე დღეს აქილევსი შეკრებს ლაშქარს და მისან კალქასს
სთხოვს, გაუმხილოს უბედურების მიზეზი. მისანიმა ყოველივე იცოდა, თუმცა
აქილევსს სთხოვა,ტანჯვის მიზეზის გამხელის შემთხვევაში დაიცვას იგი
სიტყვითაც და საქმითაც, რადგან შეიძლება მეფე გაგულისდეს. აქილევსი მას
მფარველობას აღუთქვამს. კალქასიც სიმართლეს იტყვის. აქილევსი
განრისხდება და თხოულობს ქრისეისის დაბრუნებას, თუმცა აგამემნონი
წინააღმდეგია. იგი იჩენს საკუთარ ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას.
ამბობს, რომ მას ვერავინ დაუპირისპირდება და არც ქალს დათმობს, რადგან
არ სურს, დამარცხებული და დამცირებული აღმოჩნდეს. ბოლოს კი
აგამემნონი სანაცვლოდ აქილევსის მხელავს ბრისეისს თხოულობს.

65
აგამემნონი ხარბი და გაუმაძღარია, როგორც აქილევსი ამბობს, ბრძოლაში
ყოველთვის თავს თავად იჩენდა მაგრამ ნადავლის დიდ ნაწილს აგამემნონი
იტაცებდა. ამ შემთხვევაშიც საუკეთესო მას სურს. იწყება დავა ორ გმირს
შორის. აქილევსი აგამემნონის მოკვლასაც კი დააპირებს , მაგრამ ქალღმერთ
ჰერასგან გამოგზავნილი ათენა მას ხმალს კვლავ ქარქაშში ჩააგებინებს.
აგამემნონი დაემუქრება, რომ თავად მივიდოდა ბანაკში და წამოიყვანდა ქალს
ნადავლით. აქილევსი კი მას ბრძოლიდან განდგომით დაემუქრა. აქილევსმა
მუქარა შეასრულა. აგამემნონმა კი ვერ გაბედა თავად მისვლა, მსახურები
გაგზავნა და მხოლოდ ბრისეისი წამოყვანა დაავალა.შეიძლება ვიფიქროთ, რომ
აგამემნონი გრძნობს აქილევსის ძალის უპირატესობას და ეშინია მასთან
შერკინება, სწორედ ამიტომ აგზავნის იგი მალემსრბოლებს ბრისეისის
წამოსაყვანად, თუმცა ქედმაღლობა და დიდებისმოყვარება არ აძლევს მას ამის
აღიარების საშუალებას. აქილევსი თმობს ბრისეისს, რადგან ქალის
გულისთვის არ ხამს მოძმეთა შორის სისხლის ღვრა. აქილევსი წინდახედულია
და ამასთანავე ლმობიერი, შეუძლია სხვისი ქმედებები სწორად განსაჯოს. მან
არ დასაჯა მალემსრბოლები, რომლების ბრისეისის წამოსაყვანად მივიდნენ,
მათში შენიშნა ის რიდი, რაც ჰქონდათ აქილევსის მიმართ და უთხრა, თქვენ
დამნაშავეები არ ხართ, ბრალი ატრიდსს მოეკითხებაო. ქრისესს უბრუნებენ
თავის ქალიშვილს. აპოლონი შეაჩერებს თავის რისხვას. შეურაცხყოფილი
აქილევსი მოუხმობს ზღვის სიღრდმიდან თეტისს და სთხოვს ზევსთან
მისვლას, რადგან მან სამაგიერო გადაუხადოს აქაველებს. ზევსი აღუთქვამს მას
დახმარებას.

ამ ეპიზოდში კარგად იკვეთება პერსონაჟთა ხასიათი. აგამემნონი დაუფიქრებელი,


ქედმაღალი და ამაყი პიროვნებაა. იგი საკუთარი შეუზღუდავი მბრძანებლობით
სარგებლობს და არ უფიქრდება, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თავის ქმედებას. ამ
შემთხვევაში არ ფიქრობს სხვებზე და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. იგი
შეურაცხყოფს კალქასსაც,რომელმაც ამხილა იგი. მაშასადამე, აგამემნონი მალავს
სიმართლეს და ვერაგულად მოქმედებს. იგი ეჭვიანია, არ ენდობა საკუთარ
თანამებრძოლ, ღმერთის სადარ აქილევსს. აქილევსი კი დაფიქრებულად მოქმედებს,
იგი გრძნობს, როგორ ულახავს თავხედი აგამემნონი ღირსებას, მაგრამ ისიც იცის, თუ
რა შეიძლება მოჰყვეს მათს დაპირისპირებას. ამიტომ ღმერთების რჩევას
ემორჩილება. თმობს ბრისეისს და მასთან ერთად გარკვეულწილად
თავმოყვარეობასაც, მაგრამ იცის, რომ ეს დროებითია და აგამემნონი ამისთვის
დაისჯება. ამ ეპიზოდში აქილევსი წინდახედულ, გაწონასწორებულ, ღირსეულ
პიროვნებად გვევლინება, რომელმაც საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის

66
ინტერესები დააყენა (აგამემნონისგან განსხვავებით). ტროელებს მისთვის არც
საქონელი წაურთმევიათ და არც მოსავალი გაუნადგურებიათ, მაგრამ ის მოვალედ
თვლის თავს, მენელაოსს დაეხმაროს ეს კი ვაჟკაცობის უპირველესი გამოხატულებაა.

3. ბერძენი ფილოსოფოსები-პლატონი არისტოტელე


(იხილეთ მე-6ბილეთის მე-3საკითხი)

10ბილეთი
1. ანტიკური რომის ლიტ-ის ისტორიის პერიოდიზაცია და სპეციფიკა

ტრადიციის თანახმად, ლათინურენოვანი ანტიკური ლიტერატურის მიმართ


გამოვიყენებთ ტერმინს- რომაული ლიტერატურა. შეიძლება ითქვას, რომ რომაული
ლიტერატურა ძირითადად ბერძნული ლიტერატურისგანაა დავალებული. დიდ
ბერძნულ ლიტერატურასთან, ბერძნულ ცივილიზაციასთან შეხვედრამ არსებითი
გარდატეხა მოახდინა რომაული კულტურის განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ
მან დააჩქარა რომის კულტურული განვითარების პროცესები. სწორედ ამიტომ, თუკი
ბერძნულ ლიტერატურაში შეინიშნება ერთი ლიტერატურული ფორმიდან მეორეზე
გადასვლა. რომაული ლიტერატურა ამ მხრივ, არ გამოირჩევა განვიტარების იმ
ტენდენციებით, რომელსაც ბუნებრივი შეიძლება ვუწოდოთ. მსოფლიო ისტორიაში
ახალი ეტაპი დაიწტო ეელინისტური პერიოდით. ძვ.წ 336 წელს. ელინიზმი შეცვალა
რომაული ბატონობის ეპოქამ. რომმა ხანგრძლივი გზა განვლო ძვ.წ 753 წლიდან
მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი რომაული იმპერიის შექმნამდე, რომელმაც ძველი
ძვ.წ 1-ლი საუკუნიდან თანდათანობით ძველი სამყაროს უდიდესი ნაწილი მოიცვა.
რომაელებმა განსხვავებით მრავალი ძველი ხალხისა, შეძლეს ბერძნული კულტურის
შემოქმედებითი ათვისება და უკვე ძვ.წ მე-3 საუკუნიდან ბერძნულ ლიტერატურას
გვერდში ამოუყენეს ლათინურენოვანი ლიტერატურა. უკვე რესპუბლიკის ეპოქაში
მან ელინური ნაწარმოებების უბრალო გადმოლათინურებიდან თანდათან შეძლო
მნიშვნელოვანი სიმაღლეებისთვის მიეღწია. ხოლო კეისრების ეპოქაში მისი როლი
იმდენად იზრდება, რომ ამ ხანის მთელ ანტიკური ლიტერატურას რომაული
ბატონობის ლიტერატურას უწოდებს. ამ ეპოქაში ელინური ბერძნული და რომაული
ლათინურენოვანი ლიტერატურის განვითარების გზები ხან სცილდება ერთმანეთს,
ხან კი უახლოვდება და მაინც გვიანანტიკურობის ბოლო პერიოდში ლათინურ და
ბერძნულენოვან ლიტერატურას მრავალი საერთო ნიშანი აერთიანებს. ამრიგად,
ზოგადად ანტიკური ლიტერატურის პერიოდიზაციისას ორი პრინციპი შეიძლება
გავითვალისწინოთ:

67
ა) მოვახდინოთ ანტიკური ლიტერატურის ერთიანი პერიოდიზაცია

ბ)მოვახდინოთ ცალკე ბერძნული და ცალკე რომაული ლიტერატურის


პერიოდიზაცია.

რომაული ლიტერატურის პერიოდები:

 რესპუბლიკის პერიოდი (ძვ.წ მე-5-1-ლი საუკუნეები)


 კლასიკური პერიოდი (ძვ.წ 1-ლი- ახ.წ მე-5), მასში გამოიყოფა: ა) ,,ავგუსტუსის
ხანა“, რომელიც ძვ.წ 30-იანი წლებიდან იწყება, ბ) კეისრების პერიოდი (ახ.წ 1-
ლი საუკუნის 10-ანი წლები -მე-5 ს), ამ უკანასკნელში გამოიყოფა
გვიანანტიკური პერიოდი ( მე-4- მე-5 სს).

2.სოფოკლეს ანტიგონე. შინაარსი, სასჯელი ღვთაებრივი და ადამიანური. ტრაგედიის


პერსონაჟების დახასიათება

სოფოკლეს უკვე მისი თანამედროვენი ბერძნული კულტურის ოქროს ხანის სულის


ყველაზე მკაფიო გამომხატველად მიიჩნევდნენ. იგი მშობლიურ ათენში უცვლელი
წარმატებით სარგებლობდა და ოცამდე გამარჯვებაც მოუპოვებია. ანტიგონე
სოფოკლეს ტრაგედიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ტრა..გედიაში
ოიდიპოსის საგვარეულო ცოდვის ერთ-ერთი უკანასკნელი ამბავია გადმოცემული.
სოფოკლეს ,,ანტიგონე“ იწყება უშუალოდ იქიდან, სადაც მთავრდება ესქილეს
,,შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ ანუ თებესთან გამართული შერკინების, რომელის
დროსაც ძმებმა ერთმანეთი დახოცეს, მეორე დღეს. პროლოგში ანტიგონე ხვდება
თავის დას, ისმენეს. მათი საუბრიდან ვიგებთ ამბავს, რომელიც ერთმანეთის
დამხოცველ მათ ძმებს - ეტეოკლესსა და პოლინიკესს- ეხება. ოიდიპოსის ბიძას,
თებეს მმართველს ბრძანება გამოუცია, რომლის მიხედვითაც სამშობლოს დამცველი
ეტეოკლესი საკადრისი პატივით უნდა დაიკრძალოს, ხოლო მოღალატე პოლინიკესის
გვამი დაუკრძალავი უნდა დარჩეს. ამ ბრძანების დამრვევი სიკვდილით დაისჯება.
ანტიგონეს გადაწყვეტილი აქვს პოლინიკესის გვამის დაკრძალვა. ანტიგონე ისმენეს
მიმართავს დახმარებისთვის, მაგრამ მას არ შესწევს საკამრისი გამბედაობა
შეეწინააღმდეგოს ბრძანებას და დის შეჩერებასაც ცდილობს, თუმცა ხვდება, რომ
ანტიგონეს ვერაფერი შეაჩერებს. სცენაზე გამოდის კრეონი იგი მოქალაქეებს აუწყებს
ბრძანებას, ამ დროს შემოდის დარაჯი, რომელსაც მოაქვს კრეონისთვის
განსარისხებელი ამბავი, პოლინიკესის გვამთან მეთვალყურეობისთვის დაყენებულმა
დარაჯებმა ვერ შეამჩნიეს, ისე მიაყარა ვიღაცამ მიწა ცხედარს. კრეონი დარაჯს

68
სიკვდილით ემუქრება, თუ არ გაიგებს , ვინ არის მეფის ბრძანების დამრღვევი.
შემდეგ გუნდი უმღერის საოცარ ჰიმნს ადამიანს, შემოდის ისევ დარაჯი,
გახარებული იმით, რომ მან მოახერხა კრეონის ბრძანების უგულებელმყოფელის
შეპყრობა და შემოჰყავს ანტიგონე, რომელიც მეორედ მისულა ძმის ცხედართან,
კრეონი კითხავს ანტიგონეს, იცოდა თუ არა მისი ბრძანების შესახე, ანტიგონე
გაბედულად უპასუხებს, რომ ეს ყველასთვის იყო ცნობილი. კრეონი მას კანონის
დარღვევას აბრალებს და აქ იწყება ორი პოზიციის დაპირისპირება, კრეონი თავის
ბრძანებას კანონად თვლის, ანტიგონე კი - მხოლოდ უწყებად. ადამიანს არ შეუძლია,
შეცვალოს ღმერთისაგან დადგენილი კანონი, მიცვალებული უნდა დაიმარხოს. იგი
მზადაა, ამისთვის მიიღოს სასჯელი, თუნდაც სიკვდილი. კრეონი მისთვის ტირანია,
რომელსაც შიშის გამო ვერვაინ უბედავს შეწინააღმდეგებას. კრეონის აზრი ურყევია,
არ შეიძლება სამშობლოს მოღალატეს, თუნდაც უვე მკვდარს, სამაგიერო არ
გადაუხადონ. ამ მომენტიდან იწყება გარდატეხა ტრაგედიაში, თუკი აქამდე
ანტიგონე მარტო იყო და კრეონი თანამოაზრეთა ერთსულოვნებას არ უჩიოდა,
აქედან იწყება ადამიანთა შემობრუნება ანტიგონესაკენ. ჯერ ისმენე გამოთქვამს
სურვილს დაიბრალოს ანტიგონეს თანამზრახველობა და თავადაც გაიზიაროს
სასჯელი, მაგრამ ანტიგონე არ თანხმდება მას, შემდეგ კრეონი მას გაუშვებს
აღსასრულის ადგილისაკენ, შემოდის თვით კრეონის ვაჟი, ჰემონი. იგი ანტიგონეს
საქმროა. ჰემონი ცდილობს, გადაარწმუნოს მამა, ატყობინებს, რომ ყველა
თანაუგრძნობს ანტიგონეს, კრეონი მაინც უარზეა და მამა-შვილს შორის იწყება
კონფლიქტი, ჰემონი ამხელს მამის სიჯიუტესა და მეტისმეტ თვითდაჯერებულობას.
ჩნდება ანტიგონე, რომელიც მიემართება სიკვდილის გზაზე, იგი მარტოა, მასში უკვე
აღარ არის არც დარწმუნებულობა საუთარ თავში, არც ფანატიკური უშიშრობა, ის
სწუხს, რომ ცხოვრებაში არ ხვდა წილად არც გათხოვება, არც აახლობლების
ბედნიერება. ყოყმანობს კიდეც და ეჭვი ეპარება თავისი გადაწყვეტილების
სისწორეში, მისი მონოლოგი მთავრდება სიტყვებით, რომლებიც სრულიად
წარმოაჩენს გმირულ სულისა და ასევე ნაზი ქალური ფსიქიკის მქონე ასულის
ყოყმანსა და ეჭვს. კრეონი ითხოვს დაუყონებლივ წაიყვანოს ანტიგონე, იგი არ
აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას, შემდეგ ეპისოდიონში ანტიგონეს ქომაგად უკვე
ბრმა მისანი ტირესიასი გვევლინება. იგი კრეონს ურჩევს ხელი აიღოს თავის
გადაწყვეტილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი უბედურება ელის, როდესაც
კრეონს სიჯიუტე დატოვებს და გადაწყვეტს თავად გაათავისუფლოს ანტიგონე,
ზედიზედ იღებს საშინელ დარტყმებს განგებისაგან თავისი ზვიადობის საზღაურად.
იგი გაემართა ანტიგონეს გასათავისუფლებლად, გზად თავად დაკრძალა
პოლინიკესი, რითაც თავადვე დააღღვია თავისი ბრძანება. მაგრამ გამოქვაბულთან

69
მისვლა დაგვიანებული იყო, ანტიგონეს თავი ჩამოეხრჩო, ჰემონმა კი მამის თვალწინ
ხანჯლით მოიკლა თავი, ამ ცნობის მომსმენი კრეონის მეუღლე ევრიკიდე უხმოდ
გადის სცენიდან და თავადაც იკლავს თავს. ბრუნდება კრეონი იგი განადგურებულია
და ტირანული თავდაჯერებულობისაგან აღარაფერი დარჩა:

,, უსწრაფესად წამიყვანეთ, გამაცალეთ აქაურობას

მე აღარ ვარ ან ვარ არარა.“

3.ჰესიოდეს შემოქმედების ანალიზი (,,სამუშაონი და დღენი“) თეოგონიაზე რამდენიმე


სიტყვით

ჰესიოდე არის პირველი პოეტი, რომელიც საკუთარი თავის შესახებ გარკვეულ


ინფორმაციას გვაწვდის. იგი უპირისპირდება ჰომეროსის ეპიკურ ობიექტურობას,
რომელიც არაფერს არ გვატყობინებს თავის პიროვნებაზე და არ გამოხატავს თავის
სუბიექტურ დამოკიდებულებას. ჰესიოდემ კი პოეტური „მე“, როგორც მოვლენათა
ძირითადი შემფასებელი, ჩართო საკუთარ პოემებში. ჰესიოდე გეომეტრიულ და
არქაულ ეპოქათა მიჯნაზე მოღვაწეობდა და ამ პერიოდის საზოგადოებრივ-
კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ტენდენციები მის პოემებშიც იჩენს
თავს. ეს არის პერიოდი, როცა ძლიერდება პიროვნების ინდივიდუალიზმი. ეს არის
ლირიკული პოეზიის აღმოცენების ხანა, რაცპოემებშიც იჩენს თავს. ჰესიოდე ასევე
საფუძველს უყრის დიდაქტიკურ და გენეალოგიურ ეპოსს. ამასთანავე, პოეტი,
ჰომეროსის დარად,მოვლენებისა და ფაქტების დიდ სისტემატიზატორადაც
გვევლინება, იგი განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს კარგსა და ცუდს,
სამართლიანსა და უსამართლოს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა მის
პოემაში „სამუშონი და დღენი“. ჰესიოდე პირველი პოეტია, რომელიც უმღერის
დიად წარსულსაც და აწმყოსაც. მის კალამს „თეოგონიისა“ და „სამუშონი და დღენის“
გარდა ეკუთვნის სხვა პოემებიც, მაგალითად , ქალთა კატალოგი“, „ჰერაკლეს ფარი“
და სხვა, თუმცა ისინი ჩვენამდე ფრაგმენტულადააა მოღწეული.

რაც შეეხება ჰესიოდეს ბიოგრაფიას, მის შესახებ ცნობები ძირითადად მისსავე


პოემებიდან და ცალკეული ანტიკური ავტორების ბიოგრაფიული ხასიათის
შენიშვნებიდან გვაქვს..აღსანიშნავია თავად სახელი ჰესიოდეც. მშობლებს მისთვის
„მეტყველი სახელი“ დარურქმევიათ:ჰესიოდე, ანუ „ის, ვისაც გზა (მოგზაურობა)
სიამოვნებს). მკაცრმა ბუნებამ და გლეხკაცის გაჭირვებულმა ცხოვრებამ ჰესიოდე
თავიდანვე აზიარა მიწათმოქმედებას. იგი პოემაში „სამუშონი და დღენი“ მოკლედ
ახასიათებს ასკრას. ის არასდროს ყოფილა კარგი. სანა, წერას შეუდგებოდა, ჰესიოდე
ცხვარსაც მწყემსავდა, ერთხელ ჰელიკონის მთაზე მას მუზები გამოცხადებია და
70
მისთვის სიმღერის უნარი უბოძებიათ. „მუზებმა ერთხელ ლამაზი სიმღერა ასწავლეს
ჰესიოდეს“. მოგვიანებით, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰესიოდეს ძმას ცრუ
მოწმეთა საშუალებით ჰესიოდეს კუთვნილი ქონებაც დაუსაკუთრებია, მაგრამ
მისთვის ვეღარ მოუვლია, გაუფლანგავს და შეწევნისთვის კვლავ ძმასთან მისულა.
მისგან კი სულიერი საზრდო, რჩევა-დარიგება მიუღია და ასე შექმნილა „სამუშაონი
და დღენი“ .

მომღერლობამ მალე მოუტანა ჰესიოდეს დიდება. იგი მოგვითხრობს გამარჯვებაზე.


(სამუშაონი და დღენი).

„თეოგონია“ ანუ „ღმერთთა წარმოშობა“ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძველს


უყრის გენეალოგიურ და კოსმოგონიურ ეპოსს. პოემა 1022სტრიქონისაგან შედგება.
იგი იწყება შესავლით, სადაც ჰესიოდე ხოტბას ასხამს მუზებს და მათ შესთხოვს,
სანატრელი სიმღერა უბოძონ. ამის შემდეგ იწყება თხრობა.

ჰესიოდეს მიხედვით პირველად იყო ქაოსი, შემდეგ გეა, ტარტაროსი და ეროსი.


ქაოსმა დასაბამი მისცა წყვდიადსა და ღამეს. ტარტაროსმა შვა ტიფონი ტიფოევსი და
მისი შთამომავალნი. ეროსი ღმერთთა შეერთების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა
(ენერგია). გეამ პართენოგენეზით წარმოშვა ზეცა ურანოსი, მთები და ზღვა
(პონტოსი). გეასა და ურანოსის შეუღლებით იშვა ექვსი ვაჟი“: ოკეანოსი, კოიოსი,
კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი და ექვსი ქალი: თეია, რეა, თემისი,
მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი. მათ ტიტანები და ტიტანიდები უწოდეს. მთელი
ძალაუფლება ურანოსმა იგდო ხელთ და მის შესანარჩუნებლად ტიტანები და
ტიტანიდები ისევ გეას წიაღში შთანთქა გეამ შვილები მამის წინააღმდეგ აამხედა.
კრონოსმა დაასაჭურისა ურანოსი და ხელისუფლების სათავეში მოექცა.

კრონოსსა და რეას ექვსი შვილი გაუჩნდათ:ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი,


პოსეიდონი და ზევსი. კრონოსმა თავისი შვილები თავად შთანთქა, გადარჩა
მხოლოდ ზევსი, რომელიც დედამ გადამალა კრეტაზე, კრონოსს კი მის მაგივრად
ძონძებში გახვეული ქვა გადააყლაპა. ა ზევსი ქვასა და თავის ძმებს კრონოსს უკან
ამოანთხევინებს. სამი ასხელა ურჩხულის დახმარებით ზევსმა კრონოსი და ტიტანები
დაამარცხა და ტარტაროსში ჩაუშვა. მისგან დედამიწაზე უბედურების მომტანი
ქარები დარჩა.

ზევსი უზენაესი გამგებელი გახდა და ძმებთან ერთად სამ სკნელს ინაწილებს.


პოსეიდონო ზღვას განაგებს, ჰადესი მიწისქვეშეთს, ზევსი კი ზეცასა და მთელ
სამყაროს. მისი კანონიერი მეუღლე ჰერაა, თუმცა მას შვილები სხვა მოკვდავთ და
ქალღმერთთაგანაც უჩნდება.
71
თეოგონიაში შეიძლება გამოიყოს ორი მიმართულება. პირველი, ნელეალოგიური
ხაზი ღმერთთა თაობბის ცვლილებისა და ღვთაებრივ ძალთა წარმოშობის შესახებ და
მეორე-მითები, რომლებიც ნაწარმოებს სხვადასხვა ამბით ავსებს. მიუხედავად იმისა,
რომ თეოგონიაში თითქოს მოვლენები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა
წარმოდგენილი, ის მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება და მისი სტრუქტურა ასეთია:

თეოგონიაში აღწერილი ღმერთთა თაობები და მათი მონაცვლეობა დიდ მსგავსებას


ჰპოვებს შუმერულ-აქადურ ვერსიასთან. სავარაუდოდ, ჰესიოდე არა
ძველაღმოსავლურ ორიგინალს, არამედ სხვა საშუალედო წინაბერძნულ წყაროს
იცნობდა, რასაც ადასტურებს ის, რომ ბერძენ ღმერთთა სახელები სემანტიკურად
აღმოსავლურ ტრადიციასთან მიმართებას გვიჩვენებს, თუმცა ეტინმოლოგიურად
მისგან გასხვავებულია.

თუ „თეოგონია“ ღვთაებრივ სამყაროს გვაზიარებს, „სამუშონი და დღენი“ ჩვენს


ყოველდღიურობას აღწერს. იგი მიწათმოქმედებს სთავაზობს რჩევებს, თუ რომელ
დღეს რომეი სამუშაო უნდა შეასსრულოს. პოემაში ჰესიოდე ერთგვარად ზრდის
მანძილს ღმერთებსა და ადამიანს შორის, რითაც ჰომეროსს ემიჯნება, ხოლო, მეორე
მხრივ, აძლიერებს ჰომეროსთან ჩასახულ მონოთეისტურ ტენდენციებს. ჰესიოდე
მსჯელობს ორგვარი ერისის(შურის) არსებობაზე) ერთი ადამიანს შეჯიბრისკენ
უბიძგებს, ხოლო მეორე დაპირისპირების და მტრობისკენ.

ჰესიოდე ადამიანებსა და ღმერთებს შორის არსებულ კონფლიქტზეც საუბრობს.


პრომეთემ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღმერთი გააცრუა. ხორცის ორი ულუფა
შესთავაზა, რომელთაგან ერთი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, თუმცა ქვევით
ხორცის ცუდი ნაწილი იდო. მეორე კი პირიქით და უთხრა ზევსს, რომელსაც აირჩევ,
ადამიანებიც იმას შემოგწირავენო. ზევსმა გარეგნულად კარგი ნაწილი აირჩია, როცა
შეიტყო რო მოტყუვდა, ძალიან გაბრაზდა და კაცთა მოდგმას ცეცხლი წაართვა.
პრომეთემ ცეცხლი მოიტაცა და ლერწმის ღეროში დამალა, ადამიანებს უბოძა, ზევსმა
ისინი კვლავ დასაჯა. პრომეთეს ძმას ცოლად მიჰგვარა თვალწარმტაცი და ცბიერი
ქალი პანდორა, რომელიც ღმერთებმა უხვად დააჯილდოვეს, მაგრამ თითოეულმა
საჩუქარმა კაცთა მტანჯველი უბედურება მოიტანა, მხოლოდ იმედი დარჩა
ჭურჭელში გამოკეტილი. მას შემდეგ ათასგვარი სიავე და სნეულება დაეხეტება
სამყაროში.

ჰესიოდე კაცობრიობის განვითარებას 5ეტაპად ყოფს: ყველაფერი კრონოსის


მმართველობით დაიწყო, მაშინ ადამიანები ბედნიერად და უდარდელად
ცხოვრობდნენ. შემდეგ, ზევსის ნებით დემონებად იქცნენ. მას მოსდევს ვერცხლის

72
საუკუნე, როცა ვითარება გაუარესდა, უსამართლობამ, ქედმაღლობამ და სხვა
ცოდვებმა იჩინა თავი. სპილენძის საუკუნე ძალადობის ეპოქად იქცა. რკინის საუკუნე
ყველაზე სასტიკი და დაუნდობელია. ჰესიოდე სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობს.
საზოგადოებრივი ცხოვრების ასეთი კრიტიკით ჰესიოდე თავისი ეპოქის სოციალურ,
პოლიტიკურ, კულტურულ ტენდენციებს გვამცნობს. ამბობს იმასაც, რომ პრომეთეს
მიერ ნაბოძებმა ცეცხლმა კაცთა მოდგმას უბედურება მოუტანა. პრომეთეს
ნეგატიური შეფასებით ჰესიოდე ბერძნულ ტრადიციას ემიჯნება.

ჰესიოდესთვის სიკეთე და ბოროტება ადამიანის ცხოვრების თანმდევი წყვილია.

„სამუშაონი და დღენი“ იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად


ვხვდებით იგავს, რომელიც შემდგომ ცალკე ჟადრად დამკვიდრდა.

ჰესიოდე ნაწარმოებებში უამრავ სასარგებლო რჩევას გვაძლევს, მათ შორის


საყოფაცხოვრებოსაც. ჰესიოდე „სიმართლის მსგავსი სიცრუის“ ნაცვლად „ ჭეშმარიტ
სიმართლეს“ გვათავობს, რაც განსაზღვრავს პოემების ორიგინალურობასაც. მან დიდი
გავლენა მოახდინა როგორც საზოგადოების, ასევე პოეზიის განვითარებაზე.

11 ბილეთი

1. ანტიკური დრამა და მისი სახეები, ტრაგედია

მხატვრული კულტურის მიღწევათა შორის ბერძნულ დრამას საგანგებო ადგილი


უჭირავს. ესაა ჟანრი, რომლის განვითარებამ და ჩამოყალიბებამ ლიტერატურისა და
ხელოვნების მრავალი ფორმის სინთეზი მოითხოვა. დრამაში ერთმანეთს შეერწყა
რიტუალის საკრალურობა, ეპიკური თხრობის გაშლილობა, ლირიკის ინტიმურობა,
კოსტუმების ფერადოვნება, სიტყვა, მუსიკა, პლასტიკა. დრამის წარმოშობის შესახებ
დღეს გვაქვს ერთადერთი წერილობითი წყარო- არისტოტელეს ,,პოეტიკა“.
არისტოტელე ბერძნული დრამის ორ უმთავრეს სახეს- კომედიასა და ტრაგედიას-
დიონისეს საკულტო დღესასწაულთან აკავშირებდა. ტრაგედია თავდაპირველად
დითირიმბის, ხოლო კომედია ფალიკური სიმღერების წამომწყებთაგან
განვითარებულა. აქვე არისტოტელე იმასაც აღნიშნავს, რომ ტრაგედია სატირული
დრამისაგან აღმოცენებულა. არისტოტელეს დრამის წარმოშობიდან ორი საუკუნე
აშორებს, თუმცა მის ნაშრომზე უფრო სანდო წყარო მკვლევრებს არ მოეპოვებათ.
დრამის წარმოშობასთან დაკავშირებული საკვანძო ტერმინებია დითირიმბი,
ფალიკური სიმღერები და სატირული დრამა.

73
დითირმბი დიონისესადმი მიძღვნილი საგუნდო სიმღერა იყო,დიონისე ტანჯულ
ღმერთთა რიცხვს განეკუთვნება. საინტერესოა მისი დაბადების მითი, იგი ზევსს
მოკვდავი სემელესაგან უშვია, ჰერას მზაკვრობით ქალს ზევსი დაუფიცებია
ნამდვილი სახით მოვლენოდა, ზევსის ნამდვილი სახე კი ჭექა-ქუხილი იყო, სემელე
მაშინვე ცეცხლში გაეხვია ზევსმა კი შვილის გადასარჩენად უშობელი ნაყოფი
თეძოში ჩაიფლა. აქედან გაჩნდა დიონისე ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი. იგი
უარს ამბობს ოლიმპოსზე დამკვიდრებაზე და ადამიანთა შორის რჩება ღვინისა და
ვაზის გამავრცელებლად. მას მოკვდავთაგან, რომელნიც ვერ იჯერებენ ღმერთის
მიწაზე ყოფნას, ბევრი შეურაცხყოფისა და ტანჯვის მოთმენა უწევს. ურწმუნოთა
დასარწმუნებლად დიონისე სისატიკეს მიმართავს, მადიდებელთა მიმართ კი
ლმობიერია. დითირიმბები სავარაუდოდ მსმენელს მოუთხრობდნენ დიონისეს
თავგადასავლის იმ ეპიზოდებს,სადაც ტანჯვა და ლხინი მონაცვლეობდა. დროთა
განმავლობაში დითირიმბების ორგვარი შესრულება დამკვიდრდა: ერთი სტიქიური,
რომელიც სრულ იმპროვიზაციას, ვნებათა ველურ გამოვლენას, ტრანსს მოასწავებდა,
მეორე ტრადიცია დითირიმბის ცივილიზებულ სანახაობად გადაქცევის გზით
წავიდა.

ფალიკური სიმღერები დიონისეს დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი უნდა


ყოფილიყო ასევე ძველთაგანვე. ნაყოფიერების ღმერთის კულტთან ფალოსი და მისი
სიმბოლიკა ორგანულად იყო დაკავშირებული. საერთო ღრეობის შემდეგ
იმართებოდა მხიარული პროცესია კომოსი. როგორც ჩანს, გაკილვა, დაცინვა,
გაშაირება, ორგიასტული აღვირახსნილობა ფალიკური მსვლელობის
შეზარხოშებული მონაწილეებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.

სატირული დრამა თუ სანახაობა თავდაპირველად ასევე დიონისეს კულტთან იყო


დაკავშირებული. მითოლოგიური ტრადიციის მიხედვით, სატირები ნახევრად
ადამიანები- ნახევრად ცხოველები, დიონისეს ამალის განუყრელი წევრები იყვნენ.
მათ განსაკუთრებულად იზიდავდნენ მენადები, ე.წ შეშლილი ქალები. ეს სახელი
მათ დიონისური ტრანსის მდგომარეობაში ყოფნის გამო შეერქვათ.

დიონისური დღესასწაულის თავისებურება ისაა, რომ აქ სერიოზული-


არასერიოზული, ცრემლი და სიცილი, მუსიკა, სიტყვა, პლასტიკა, ტრანსის სისასტიკე
და ფერადოვანი საკარნავალო მხიარულება საოცრად ორგანულად შეერწყა
ერთმანეთს, მაგრამ მაინც ეს იყო ჯერ კიდევ დრამის იმპულსი და არა
ჩამოყალიბებული დრამა, რომლისკენაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს საკულტო
სანახაობათა სტიქიურობიდან ე.წ პროფესიონალურ საფუძველზე გადამყვანმა

74
რეფორმატორებმა დაახლოებით ძვ.წ მე-7-მე-6 საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც
დიონისეს კულტის პოპულარობა ელადაში აშკარად გაიზარდა.

ბერძნულ კლასიკურ ტრაგედიაზე მდღეს მსჯელობენ იმ ნაწარმოებთა საფუძველზე,


რომლებიც დროს გადაურჩა. მრავალი ათასი ტრაგედიიდან თანამედროვეობამდე
მხოლოდ 32მა მოაღწია, მათ შორისაა სამი გენიალური, სხვებზე აღმატებული
დრამატურგის ნაშრომები. ამ სამეულს სათავეში უდგას ესქილე, მას მოსდევს
სოფოკლე და ასრულებს ევრიპიდე. ანტიკური ეპოქის ავტორებმა მრავალი
საყურადღებო ცნობა და მოსაზრება დაგვიტოვეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს არისტოტელეს ,,პოეტიკას“, რომელიც დღემდე ძირითად ნაშრომად რჩება
დრამის თეორიტიკოსებისათვის. ესქილეს ეპოქისთვის უკვე ჩამოყალიბდა
ტრაგედიის გარეგნული სტრუქტურა, რომელსაც მეტ-ნაკლებად ერთგულად იცავდა
ყველა ტრაგიკოსი. ეს სტრუქტურა ელემენტთა შემდეგ მიმდევრობად
წარმოგვიდგება:

 პ რ ო ლ ო გ ი - ტრაგედიის ნაწილი, რომელიც გუნდის ორქესტრაზე


გამოსვლას-პაროდოსს უძღოდა წინ. ეს იყო ძირითადად რომელიმე
პერსონაჟის პარტია, რომელიც საქმის ვითარებას აცნობდა მაყურებელს.
პროლოგი არ იყო აუცილებელი ელემნტი.
 პ ა რ ო დ ო ს ი - გუნდის პირველი სიმღერა, რომელსაც იგი ორქესტრაზე
შემოსვლის მომენტში ასრულებდა.
 ე პ ი ს ო დ ი ო ნ ე ბ ი ანუ ეპიზოდები - სცენები, რომლებშიც მსახიობები
მონაწილეობენ გუნდთან ერთად. აქაა წარმოდგენილი ტრაგედიის ყველა
პერსონაჟის მონოლოგი და დიალოგი
 ს ტ ა ს ი მ ო ნ ი - გუნდის სიმღერა ერთ ადგილას, ანუ ორქესტრაში, რომელიც
უპირისპირდება პაროდოსს - შემოსასვლელ სიმღერას. იგი სრულდება
ეპისოდიონებს შორის, მსახიობთა გარეშე და წარმოადგენს იმ ემოციას,
რომელიც გუნდში წინამავალმა ეპისოდიონმა აღძრა.
 ე ს ქ ო დ ო ს ი - ტრაგედიის ფინალური ნაწილი, რომელსაც ტრაგედიაში აღარ
მოსდევს საგუნდო სიმღერა.

განსაკუთრებული საკითხია ტრაგედიის ქორეოგრაფიული და მუსიკალური


გაფორმება. ძვ.წ 450 წლიდან დრამის მუსიკალურ გაფორმებაში არსებითი გარდატეხა
ხდება, იზრდება საკრავ ინსტრუმენტთა და სხვადასხვა ხმის ეფექტის გამოომცემი
საშუალებების რიცხვი. ტრაგედიაზე მსჯელობისას განსაკუთრებით საყურადღებოა,
თუ როგორ ესმოდათ თავად ბერძნებს ტრაგიკულის არსი. ტრაგიკული ხედვა ამ
ჟანრის ჩამოყალიბებამდეც საკმაოდ მძლავრად ვლინდება. ამის მკაფიო მაგალითია

75
ჰომეროსი, რომელის ,,ილიადაში“ მრავალი ჭეშმარიტად ტრაგიკული ცრემლის
მოომგვრელი სცენაა. ტრაგიკული მოვლენები არც ბერძნული პოლისების
მცხოვრებთათვის იყო უცხო, ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც, როგორც წესი,
სატირალი და სასაცილო ერთმანეთში მონაცვლეობს. ჰომეროსის ეპოსშიც გმირთა
დატირების გვერდით გვხვდება სიცილის აღმძვრელი სცენები, სწორედ ამიტომ არც
ილიადასა და არც სხვა საგმირო პოემას ელინი არ აღიქვამდა ცალსახად, ე.ი, ან
მხოლოდ მინორულად ან მაჟორულად. ინფორმაცია შეიძლება იყოს სერიოზული,
არასერიოზული ან ნეიტრალური. დრამის ძირითადი სახეების ჩამოყალიბებამდე
ყველა იმ ნაწარმოებში, რომელიც რაღაც დასრულებული ამბის მხატვრულ
გადმოცემას ისახავდა მიზანდ, ინფორმაციის ეს ტიპები ერთმანეთში მონაცვლეობდა.

ტრაგედიისა და კომედიის ფორმირებას ბიძგი მისცა სურვილმა, მაყურებელთა


წინაშე წარმოფგენილი ყოფილიყო სანახაობა, რომელშიც კონცენტრირებული
იქნებოდა ერთი-ერთი ტიპის ინფორმაცია. ტრაგედიის განვითარება წავიდა მასში
ცრემლისაღმძვრელი ინფორმაციის აქცენტირების გზით. ბერძნული ტრაგედიის
სიუჟეტი არ არის ფიქციონალური, პოეტები უპირატესად მითოსს მიმართავდნენ,
ამდენად მაყურებელს იზიდავდა არა სრულიად ახალი, უცნობი ამბავი, არამედ ის
თუ როგორ შეძლებს მწერალი უკვე ნაცნობის მხატვრულ ხორცშესხმას. ამ საერთო
,,სიუჟეტური ფონდიდან“ ტრაგიკოსები ირჩევდნენ ისეთ ამბებს, რომელებიც
პოეტებს საშუალებას აძლევდა არა საერთო უბედურება ან ჩვეულებრივი სიკვდილი,
არამედ მხოლოდ ის რაც გზარავს თავისი უჩვეულობით და არ ჯდება მოვლენათა
განვითარების ლოგიკაში. ტრაგიკული კონფლიქტის საფუძველი იმ ბუნებრივი
წესრიგის უეცარ დარღვევაში იყო, რომელსაც შეეძლო ადამიანის თვალწინ ხელეყო
სამყაროს ანუ კოსმოსის ჰარმონიულობა. ბერძენი ტრაგიკოსთათვის
დამახასიათებელი იყო ცნობილი ფაქტების და ქმედებების განზოგადებული სახით
წარმოდგენა, თეატრალირ ფესტივალში ერთჯერადი წარმოდგენისთვის
განკუთვნილი ტრაგედია ახდენდა საზოგადოებრივი სწრაფვისა და შეგნების
თვითგამოხატვას, რის გამოც მისი განზოგადების ხარისხი არასოდეს სცილდებოდა
ზოგადადამიანურს, თუმცა არასოდეს არ დადიოდა კონკრეტულ-პიროვნულამდე. ის
თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ამგვარი ტრაგიკული კონფლიქტის ეფექტი,
კარგად აქვს ასახული ჰეროდოტოსს, როდესაც ფრინიქოსმა დაწერა დრამა
,,მილეტოსის აღება“ ის დაიდგა და მტელი თეატრი ცრემლად დაიღვარა, ავტორი
დააჯარიმეს, როგორც საკუთარი უბედურების შემხსენებლი და გაცა განკარგულება,
რომ ეს დრამა აღარასოდეს დადგმულიყო. ისტორიამ შემდეგ ფრინიქოსს მისცა
საშუალება სალამანთან ბერძენთა ბრწყინვალე გამარჯების შედმეგ სპარსელებზე
წარმოედგინა ,,ფინიკიელი ქალები“, რომელშიც უკვე გადმოცემული იყო სპარსელთა

76
დამარცხების ამბავი. ფრინიქოსის ნოვატორობად მიიჩნევენ იმას, რომ მას
ტრაგედიაში პირველს შემოუტანია ქალების როლი.

პლატონი თავის სახელმწიფოში არ მიიცნევს ტრაგედიის ადგილს, რადგან სხვათა


განცდების მიმართ თანადგომასა და შიშს შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს
მოქალაქეებზე. არისტოტელეს აზრით კი ტრაგედია შიშისა და სიბრალულის
საშუალებით ახდენს ვნებათა განწმენდას, კათარსის. დროთა განმავლობაში
დამკვიდრდა კათარსისის განსხვავებული ინტერპრეტაციები. კათარსისი ბერძნულში
ზოგადად განწმენდის, გასუფთავების მნიშვნელობით გამოიყენება, ძვ.წ მე-5
საუკუნიდან ტერმინს ხშირად იყენებდნენ მედიცინაშიც ადამიანის სხეულისა და
სული განკურნების აღსანიშნავად. აღსანიშნავია, რომ არისტოტელეს მიხედვით
საზოგადოდ ხელოვნების ზემოქმედება სიამოვნებასთან დაკავშირებულ განმუხტვასა
და შვებაში მდგომარეობს, ცხადია არისტოტელიკო კათარსის ხელოვნების
ადამიანზე ზემოქმედების დამახასიათებელ ფენომენად მიიჩნევს. ჩნდება კითხვა,
რაში ვლინდება ტრაგიკული კათარსისის თავისებურება? ტრაგედიისთვის
ნიშანდობლივია ის, რომ აქ კათარსისი მიიღწევა თანაგრძნობისა და შიშის
საშუალებით, რაც ადამიანს დროებით განმუხტავს ამგვარ ვნებათაგან და ანიჭებს მას
ტრაგიკულ სიამოვნებას. ჩნდება მეორე კითხვაც, რატომ სჭირდება ადამიანს სწორედ
ამგვარი გზით განმუხტვა. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ძლიერი ტანჯვის დათმენა
ძველთაგანვე ყოველდღიური ემპირიული ცოდნიტ მიღწეულ ჭეშმარიტებაზე
გაცილებით უფრო დიდ ჭეშმარიტებასთან მისვლის გზად ითვლებოდა. ,,პათემატა
მათემატა“ ( ტანჯვათა საშუალებით სწავლა)- ესქილე. ტანჯვა მით უფრო დიდია,
რააც უფრო ძრწოლისმომგვრელია თავისი მოულოდნელობით და მოვლენთა
ბუნებრივ მიმდინარეობასთან შეუთავსებლობით. იგი აღიქმება, როგორც არა
რომელიმე კონკრეტული პირის, არამედ საერთოდ ადამიანის თავს დატეხილი
უბედურება. შვილმა შეიძლება მოკლას დედა, ოჯახის წევრებმა დახოცონ
ერთმანეთი, მოხდეს დაუშვებელი ინცესტი- ეს ყველაფერი განსაკუთრებულ
ძრწოლას აღძრავს მაყურებელში და ჩააფიქრებს მას ადამიანებზე მოვლენილი
სასჯელის მიზეზებსა და არსზე. ადამიანმა შეიძლება ისე განვლოს ცხოვრება, რომ
ამგვარი ტანჯვის დათმენა არ მოუხდეს, ტრაგედია კი მას აძლევს საშუალებას
გარკვეული დროის განმავლობაში თანამონაწილე იყოს ყველაზე დიდი ტანჯვისა, ეს
კი მას ანიჭებს ,,ტრაგიკულ სიამოვნებას“. ტრაგიკოსის წინაშე იდგა სპეციფიკური
ამოცანა, მას უნდა ენახა ფაბულა, რომელიც ტრაგიკული კონფლიქტის გაშლის
საშუალებას მისცემდა. კლასიკური ადამიანის წარმოდგენით, სამყარო არის კოსმოსი,
წესრიგი, რომელის ჰარმონიულობას ღვთიური ნება განსაზღვრავს, შესაბამისად
თუკი ჰარმონიულობა ირღვევა, ეს ხდება არა სამყაროს უკუღმართობის, არამედ

77
ადამიანთა ზვიადობის გამო. ბერძნული მსოფლაღქმის ამ სპეციფიკიდან
გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ბერძნული მითები და თქმულებები
უნდა გამხდარიყო. მითოლოგიურ სიუჟეტთა რაოდენობა არ ყოფილა
განუსაზღვრელი, ათასობით ტრაგედიის სიუჟეტთა გამართვისას ჩვეულებრივი
მოვლენა იყო ერთი და იმავე ფაბულის რამდენიმე ტრაგიკოსის მიერ გამოყენება. ეს
დრამატურგს აიძულებდა მითი მხოლოდ იმპულსად გამოეყენებინა და თავად
გამხდარიყო საკუთარი ტრაგედიის მითის მთხზველი. ელინი მაყურებლისთვისაც
არსებითი იყო არა ფაულის განვითარების მოულოდნელობა, არამედ მხატვრულ
ხორცშესხმაში გამოჩენილი ოსტატობა. შესაბამისად ფაბულის თვალსაზრისით
ბერძნული ტრაგედია ტრადიციულია, მაგრამ ნოვატორულია ამ ფაბულის
მხატვრული რეალიზაციით. როგორც ვხედავთ, ტრაგიკოსისთვის მნიშვნელოვანია
არა მოვლენის სიუჟეტი, არამედ ის, თუ რა ტანჯვა დაითმინა სიუჟეტთან
დაკავშირებულმა ამა თუ იმ გმირმა. ეს ბადებს კითხვას, რამდენად აინტერესებს
ბერძენ ტრაგიკოსს თავისი გმირი, როგორც ხასიათი,ინდივიდუალობა? სხვა
საკითხია შექსპირის შემდეგდროინდელი, განსაკუთრებით, თანამედროვედ რამა,
სადაც გმირის ინდივიდუალობა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რაც მას თავს
ატყდება, აქ ოერსონაჟის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს კონფლიქტი.
თანამედროვე მეცნიერებაში დღესაც კამათობენ ბერძნული ტრაგედიის გმირის
ხასიათზე. ერთნი ამტკიცებენ , რომ ტრაგედიის გმირებს ერთმანეთისაგან, გარდა
მათი წარმომავლობისა, განასხვავებს მხოლოდ კონფლიქტის ინდივიდუალურობა,
სხვანი ბერძნულ ტრაგედიაში მხოლოდ მოქმედ პირებს ხედავენ, რომელთა ფუნქცია
კონფლიქტით დაკისრებული მოქმედების პროგრამის რეალიზაციაა.

ტრაგედია ადამიანებზე მოქმედებდა აზრის სიღრმითაც, დამოკიდებულებითაც


გლობალური პრობლემებისა თუ ყოველდღიურ ვნებათა გამომწვევი მიზეზების
მიმართ. გმირები ხშირად არწმუნებდნენ ერთმანეთს საკუთარი პოზიციის
სისწორეში, მათ შორის იმართებოდა აგონი, ჭეშმარიტი რიტორიკული
შეჯიბრი.კლასიკური ტრაგედიის განვითარების ისტორიამ ორი ტენდენცია
გამოკვეთა -ერთი მხრივ, ტიპურობისაკენ და, მეორე მხრივ, ნოვატორობისაკენ
სწრაფვისა.

2. (შინაარსი) აქილევსის ჩაბმა ომში და ჰექტორის დაკრძალვა

როცა აქილევსი მეგობრის სიკვდილს გაიგებს, მოიცავს გლოვა.ნაცრითა და მტვრით


შეიბილწავს ლამაზ თმებს, სურნელოვან სამოსელს ლაფში მოსვრის.ამბობს, რომ
ძვირფასი მოყმე დაკარგ, მეგობარი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. მის
დასაწყნარებად თეტისი და ნერეიდნები ამოდიან ზღვის წიაღიდან. აქილევსის

78
თხოვნით თეტისი მიემართება ჰეფესტოსაკენ იარაღის გამოსაჭედად, რადგან
პატროკლესს ჰექტორმა აქილევსის იარაღი აჰყარა. ათენა აქილევსს აამაღლებს და
მისი საშინეი ყვირილი შიშით მოიცავს ტროელებს. ნაწარმოებში კარგად იხატება
აქილევსის განცდები და შურისძიების სურვილი. მას სურს, აიღოს მეგობრის სისხლი
და თავი გასწიროს კიდეც მისთის. ჰეფესტო აქილევსს ფარსს გამოუჭედავს,
რომელზეც ამოტვიფრულია მრავალი სურათი კოსმიური მოვლენებით დაწყებული,
ქალაქური და სოფლური ცხოვრებით დამთავრებული. აქ თითქოს მოკლვდავი
ადამიანის მთელი ცხოვრება ჩანს. მისი ბრძოლა და სიკვდილი. აშკარაა ჰეფესტოს
ოსტატობა. (აქ ვისაუბროთ აქილევსისა და პატროკლოსის თავდადებულ
მეგობრობაზე :დ შევამკოთ ეპითეტებით ) დილით თეტისს მოაქვს იარაღი
აქილევსისთვის, ხოლო პატროკლოსის გვამს გახრწნისგან დასაცავად ამბროსიით
დაამუშავებს. აქილევსი მოუწოდებს აქაველებს, შეკრიბონ ჯარი და გამოთქვამს
მზადყოფნას, შეურიგდეს აგამემნონს. აგამემნონი აქილევსს ბრისეისსა და
დაპირებულ ძღვენს დაუბრუნებს. იგი ინანიებს თავის შეცოდებას და ზევსს
აბრალებს გონების დაბნელებას. აღსანიშნავია, რომ აქილევსს ცხენი ადამიანური
ენით უწინასწარმეტყველებს დაღუპვას, მაგრამ ის მაინც არ იხევს უკან და მზად
არის, თავი გაწიროს მეგობრის სისხლის ასაღებად.

ზევსი აძლევს ღმერთებს უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ომში. აქილევსი სასტიკად


მძვინვარებს. უსაზღვროა მისი სისასტიკე. არ ინდობს არავის. ღმერთები
გადაწყვეტენ, დაეხმარონ მას. ტროელები ქალაქში შესვლას შეასწრებენ. გარეთ
მხოლოდ ჰექტორი დარჩება. მას ამაოდ ევედრებიან, შევიდეს ქალაქში.აპოლონმა
უთხრა აქილევს, „რაო, პელიდო, მარტო მარდი მუხლის იმედით დადევნებიხარ
უკვდავ ღმერთსა კაცი მოკვდავი?“ ამაზე განრისხებულმა აქილევსმა უთხრა, რომ ის
ღმერთებს შორის უბოროტესი იყო, რადგან აცდუნა აქილევსი და ბრძოლის ველიდან
გაიტყუა, დიდება გამოსტაცა. ჰექტორს რცხვენია ტროელების, რადგან
წინასწარმეტყველებას არ დაუჯერა და ხალხი უგნურებით დაღუპა, ამიტომ არ
ისმენს დედის ვედრებასაც, რომელსაც სურს, ჰექტორი ტროაში შევიდეს. ის
გადაწყვეტს, დაუხვდეს აქილევსს., ან დაამარცხოს და ან თავად დაეცეს
გმირულად.იმასაც იფიქრებს, რომ იარაღი დაყაროს და აქილევსს შემწეობა სთხოვოს
ძღვენის სანაცვლოდ, მაგრამ მყის უკუაგდებს ამ უღირს აზრს. თუმცა, როცა
აქილევსი მას მიუახლოვდება, მოწყდება ადგილს და გაიქცევა. სამ წრეს დაარტყამენ
ისინი. ბოლოსკი ჰექტორა უთხრა აქილევსს. გაქცევას ვაპირებდი, მაგრამ ახლა მზად
ვარ შეგება, ან შენ მოკვდები, ამ მე შეგაკვდები! ამ ეპიზოდში იხატება ჰექტორის
სითამამე და სიმამაცე, მართალია, თავიდან იგი ადამიანურ სისუსტეს ავლენს, თუმცა
მალევე მოდის გონს. მისთვის მთავარი სამართლიანობაა და კარგად აქვს ის

79
პასუხისმგებლობა გათავისებული, რაც ტროელებმა დააკისრეს მას. ჰექტორი
აქილევსს იმასაც ეუბნება, რომ თუ მას სძლია, არ შეულახავს სხეულს, აბჯარს
ააგლეჯს, გვამს კი აქაველებს მისცემს, შესაბამისად, აქილევსმაც ეს პირობა უნდა
შეასრულოს. აქ ცხადდება ჰექტორის ღირსება და ვაჟკაცობა. მას შეუძლია, სხვა
ადამიანშიც დაინახოს ღირსება, ამიტომ არ შეულახავს აქილევსს ღირსებას გვამის
შეურაცხყოფით. ეს კი უდიდესი ადამიანური სიძლიერის გამოხატულებაა. ტუმცა
აქილევსმა უპასუხა, რომ მათ ლომსა და კაცს შორის ეს პირობა არ შედგება, ისინი
მტრები არიან. იწყება ბრძოლა, რომელიც ჰექტორის დაღუპვით
მთავრდება.ჰექტორმა იცოდა, რომ მისი სახელიანი სიკვდილის ამბავი
შთამომავლიბასაც მისწვდებოდა და სწორედ, ღირსეული, სახელიანი
სიკვდილისთვის იბრძოდა იგი. ჰექტორი აქილევსს სთხოვს, არ შეურაცხყოს გვამი
და ტროელებს დაკრძალვის უფლება მისცეს, მაგრამ აქილევსი არ შეისმენს
მომაკვდავის ვედრებას. ეტყვის, რომ მის გვამს აქაველთა ძაღლები და სვავები
გახრწნიან, პატროკლეს გვამს კი პატივით დაკრძალავენ. აქილევსმა ჰექტორის
უკადრისი საქმე იკადრა. იგი ეტლზე გამოაბამს გვამს და პატროკლოსის საფლავს
შემოატარებს, შემდეგ ქალაქში უპატრონოდ დააგდებს გვამს.პატროკლოსის სული
გამოეცხადება ძილში აქილევსს და დაკრძალვას სთხოვს. მეორე დღეს პატროკლოსს
ღირსეულად დაკრძალავენ (მსხვერპლშეწირვით). მეორე დღეს კი აქილევსი,
მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს და უხვად
აჯილდოებს გამარჯვებულთ. აქილევსის მძვინვარება ჰექტპრის მიმართ არ ცხრება.
სამჯერ ათრევს ის ყოველდღიურად მის გვამს.ზევსი გადაწყვეტს, რომ ბოლო მოეღოს
ჰექტორის გვამის შებილწვას და იგი მამას მისცენ დასაკრძალავად.ზევსი აგზავნის
თეტისს აქილევსთან თავისი ნების საუწყებლად, ხოლო ირისი პრიამოსს
ატყობინებს.ღამით ფარულად პრიამოსი მივა აქილევსის ბანაკში გამოსასყიდლით.
აქილევსს გულს აუჩუყებს პრიამოსის სიტყვები და იგი თანხმდება გვამის მიცემაზე.
თან 10დღეს აძლევს მათ, გვამის ღირსეულად დამარხვისთვის. აშკარაა, რომ
აქილევსმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოიჩინა. თუმცა უნდა აღინიშნოს ჰექტორის
თავგანწირვა და თავდადება, მან ღირსეული სიკვდილით სახელი მოიხვეჭ, სისხლის
უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მოკვდავთა შორის უძლიერესს ტროას
გადარჩენისთვის. იცოდა, რომ განწირულობის შუქი ედგა, მაგრამ უკან არ დაიხია.
ვაჟკაცურად შეხვდა სიკვდილს და ბოლომდე გასწირა თავი ტროასთვის. იგი
პატრიოტია, გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც ტროელებმა მას დააკისრეს და
მედგრად იცავს საკუთარსა და ტროელთა ღირსებას.

3. ძვ.ბერძნული ლირიკოსების შემოქმედების მოკლე ანალიზი

80
ალკეოსი

ალკეოსი წარჩინებულთა ოჯახის წარმომადგენელი იყო.მას მოუწია ყველა იმ


სიმძიმის გადატანა, რაც ლესბოსურმა არისტოკრატიამ გადაიტანა იმ
დროინდელი პოლიტიკური მმართველობისა და მდგომარეობის გამო. ალკეოსს
მოუხდა დაეთმო დამარცხებათა სიმძიმე, გადასახლებებითა და მშობლიურ
ქალაქთან ხანგრძლივი განშორებით გამოწვეული ტკივილი, პიტაკოსის
პოლიტიკურ ორიენტაციაში იმედის სრული გაცრუება და ქალაქის პოლიტიკურ
ცხოვრებაში მონაწილეობის დიდი სურვილის განუხორციელებლობა. მისი
პოეზია საუცხოოდ არეკლავს ლირიკოსის ცხოვრებას და მიუხედავად ჩვენამდე
მოღწეული ფრაგმენტების სიმცირისა, ჩვენს წინაშე მაინც იკვეთება ალკეოსის,
როგორც პოეტისა და მოქალაქის სახე. ალკეოსის ლირიკა მრავალმხრივ არის
საყურადღებო. ის არის მოქმედი კაცის ლექსად გამოხატული გულისთქმა,
რომელიც არასდროს არ წყვეტს ფიქრს თავის ქალაქზე, თავის მონაწილეობაზე
სახელმწიფო საქმეებში, თავის საგვარეულო უფლებებზე. ალკეოსის შემოქმედება
ძვ.წ 300 წლისთვის 10 ტომად იყო გამოცემული, მათგან ჩვენამდე ლექსების 400-მა
ფრაგმენტმა მოაღწია, რომელთაგან 25-მდე წარმოადგენს ლექსების 4 და მეტ
სტრიქონს ისიც ხშირად საკმაოდ ნაკლულად ჰორაციუსი ალკეოსის ლექსებს 4
თემატურ ჯგუფად ჰყოფდა:1) სამოქალაქო ომის სიმღერები 2) სუფრის სიმღერები
3)მითოლოგიური სიმღერები 4) სასიყვარული სიმღერები. ნათელი ხდება, რომ
ალკეოსი ძირითადად თავს პოლიტიკური ბრძოლების მონაწილედ აღიქვამდა,
რომლისთვისაც პოეზია იყო ლექსად გამოხატური პოლიტიკური მოღვაწეობა.
ძნელი სათქმელია, რამდენად ფიქრობდა თავად პოეტი საკუთარი თავის
უკვდავყოფას, როგორც პოეტი, ან რამდენად ახერხებდნენ მისი პოლიტიკური
ბრძოლის ჟინით ანთებული მეგობრები მისი ლექსებით ესთეტიკური
სიამოვნების მიღებას, მაგრამ ალკეოსი ისტორიაში სწორედ ლექსებით დატოვეს.
იგი, ალბათ, ასევე უნდა ჩაითვალოს I გადასახლებულ პოეტად, რომელიც
ლექსებს წერს გადასახლებულის განცდებზე. ალკეოსი გვევლინება მეტრიკის
სფეროში ნოვატორად და ახალი საზომების დამნერგავად. პოეტისთვის
მიმზიდველია სხვაგვარი ხსნა. მას პოლიტიკური ბრძოლების ველზე
დამარცხებული ალკეოსი ღვინოსა და დროსტარებაში ხედავს. მისი აზრით,
ღვინო უხსნის ადამიანებს პირს, სიმართლეს ათქმევინებს. მასთან გვხვდება
მოლხენის შესანიშნავი სურათები. მის პოეზიაში შეინიშნება საკმაოდ საინტერესო
ტენდენცია: იგი სამყაროს სილამაზეს აღიქვამს ყოველგვარი ანალიტიკური
კომენტარისა თუ რიტორიკული კითხვის გარეშე. მითი ალკეოსის ლირიკაში
საკმაოდ ძძალუმად იჩენს თავს. ასევე მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია

81
ბერძნულ ეპოქაში გამოყენებულ თქმულებათა მასალას, ოღონდ ალკეოსს აქ
იზიდავს არა სიუჟეტის დასრულებული თხრობა, არამედ ცალკეული
მოვლენებისადმი თუ საგნებისადმი საკუთარი დამოკიდებულება. ალკეოსის
გავლენა ანტიკურ ლიტერატურაზე საკმაოდ დიდია, მისი შემოქმედება შეისწავლა
ჰორაციუსმა, რომელიც საკუთარ თავს რომაელ ალკეოსს უწოდებდა. უკანასკნელ
წლებში ნათელი გახდა, რომ ჰორაციუსმა ალკეოსი საკმაოდ ცალმხრივად და
არასწორად შეისწავლა. ალკეოსს **** წვდომა მხოლოდ ახლა იწყება და იგი ბევრად
იქნება დამოკიდებული მომავალ აღმოჩენებზე.

საპფო(ძვ.წ VII-VI ს)

ანტიკური ლიტერატურით დაინტერესებული მკვლევარნიცა და მკითხველნიც


საბფოს ძველი ბერძნული ლირიკის უპირველეს ვიუსტად აღიარებენ. ანტიკურმა
ესთეტიკამ საბფოს პოეზია სათანადოდ შეაფასა, ნათლად წარმოაჩინა მისი
ავტორის შემოქმედებითი პოერტრეტი, რომელიც დღესაც არ კარგავს
შთამბეჭდაობას. თუმცა იგი დროთა განმავლობაში ლეგენდებითაც შეიმოსა. 1992
წელს გამოქვეყნდა ფრაგმენტები, რომელშეიც აღნიშნულია, რომ საპფოს
ბიოგრაფია შედგენილიაქამელეონის თხზულების მიხედვით. საპფოს ცნობების აქ
წარმოდგენილი ცნობები მსგავსია სვიდას ლექსიკონში დადასტურებული
ბიოგრაფიისა. ამ ცნობების მიხედვით, საპფო დაიბადა კუნძული ლესბოსის ქალაქ
ერესოსში, თუმცა მთელი ცხოვფრება ქალაქ მიტელენში გაატარა. იგი
მოღვაწეობდა VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე. "პაროსის ქრონიკა გვამცნობს, რომ
არისტოკრატთა დევნის დროს, VI საუკუნის პირველ წლებში სამეფო
მიტელენიდან სიცილიაზე გაქცეულა. ვარაუდობენ, რომ იგი წარჩინებული
ოჯახიდან იყო და პიტაკოსის რისხვა მასაც შეეხებოდა. მკვლევართა აზრით, იგი
გადასახლებაში უნდა გაჰყოლოდა თავის ქმარს, ლესბოსელ არისტოკრატს,
რომელსაც პოლიტიკური ბრძოლების გამო დევნიდნენ. ცნობილია, რომ ძვ.წ 580
წლის მახლობელ ხანებში პიტაკოსმა ამნისტია გამაოცხადა, საბფოც ამ
დროისთვის უნდა დაბრუნებულიყო მიტელინში. გადმოცემათა თანახმად, მას
ჰყავდა ქალიშვილი, კლეისი, საპფოს 3 ძმა ჰყოლია. როგორც ვარაუდობენ საბფო
ყოფილა ტანმორჩილი და შავგვრემანი. როგორც ვარაუდობენ, გადასახლებიდან
დაბრუნებული თითქმის ორმოც წელს მიტანებული საბფო სათავეში უდგება
წარჩინებულ ქალიშვილთა წრეს. სწორედ მისი ცხოვრების ამ ნაწილს
უკავშირდება ის ლეგენდები რომელთა მიმართაც საუკუნის განმავლობაში არ
ჩამცხრალა ინტერესი. საბფოს შემოქმედების დიდი ნაწილი ქალწულებს
ეძღვნებოდა, მათი შთაგონებით ქმნიდა პოეტი სიმღერებს, რომელშიც ჩაქსოვილი

82
იყო მისი ემოციური ბუნებისთვის დამახასიათებელი მძაფრი განცდები და
ლტოლვები. ამ გარემოებას ავხსნით თუ გავითვალისწინებთ რომ კუნძულ
ლესბოსზე ქალებსაც, კაცების მსგავსად, ჰქონდათ თავშესაფარი ადგილები,
ჰყავდათ რჩეული ღვთაებები, რომელთაც თაყვანს სცემდნენ და რომაელთა
კეთიგანწყობის მოსაპოვებლადაც საგანგებო რიტუალებს აღასრულებდნენ. ამის
თქმის საშუალებას გვაძლევს, უპირველეს ყოვლისა, საბფოს ლირიკა საბფოსა და
მის გარშემო შემოკრებილ ქალიშვილთა სათაყვანებელი ქალღმერთი იყო
აფროდიტე. საბფო მუზის მსახურთა სახლის წინამძღვარი იყო. აფროდიტე
განაპირობებდა ქალიშვილთა ცხოვრების წესსა თუ შემოქმედების თემატიკას.
სავარაუდოა, რომ საბფო ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ
მოღვაწეობასაც.ქალიშვილნი კი ამის შემდეგ ან თხოვდებოდნენ ან სახლს
უბრუნდებოდნენ. საბფოს მოღვაწეობა წმინდა ელინური მოვლენაა, რამეთუ
ძველი ბერძნებისთვის აღზრდაში მოაზრებოდა რელიგიაც,
ზნეობაც,შემოქმედებაც, სიყვარულიც. მისი შემოქმედების ფრაგმენტებმა
ჩვენამდე ძირითადად ორი გზით მოაღწიეს:ა) ანტიკური ხანის ავტორები ხშირად
იმოწმებდნენ მართ, როგორც ამაღლებული პოეზიის ნიმუშებს. ბ) მიკვლეულთა
პაპირუსები, სადაც მეტ-ნაკლებად ამოკითხულთა საბფოს პოეზიის ნაწყვეტები.
დღეისთვის ჩვენ მოგვეპოვება საბფოს შემოქმედების დაახლოებით 1900მდე
სტრიქონი. მათ შორის 600-მდე სტრიქონის თარგმნა შესაძლებელია. 1300-მდე
სტროფი არ ითარგმნება მეტისმეტი ფრაგმენტულობის გამო. საბფოს ქმნილებათა
პირველი კრიტიკული გამოცემა განახორციელეს ალექსანდრიელმა
ფილოლოგოსებმა. მათ 9 წიგნად გაანაწილეს საბფოს სიმღერები, გაითვალისწინეს
მეტრიკა, I წიგნის I სიმღერად აფროდიტესადმი მიძღვნილი ჰიმნი წარმოადგინეს.
საბფოს სიმღერათა ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტთა შორის შეიძლება გამოიყოს:
ეპითალამიები, ჰიმნები, პროპემტიკონები. თრენები და მეგობარი
ქალწულებისადმი მიძღვნილი სიმღერები. მან დიდი გავლენა იქონია ლირიკული
პოეზიის განვითარებაზე, რომაული და ძველი საბერძნეთის ქალთა პოეზია
საბფოს შემდეგ დაქვეიტების გზას დაადგა და ბოლოს გაქრა კიდეც.

საპფოს პოეტური მოდელის გარეგანი ნიშნებია: ტემატიკა, მეტრიკა, დიალექტი.


საბფოს პოეტური მოდელის შინაგანი ნიშნებია:რიტორიკული მეს გამოვლენა
ემოციურად და მსოფლმხედველობრივად მომენტის გათვალისწინებით,
სახეობრივობა. პოეტურ ხატად შევიდა მთელს ანტიკურობაში საბფოსთან
პირველად დადასტურებული გამოთქმა მშვენიერსა და კარგის შეერთებით
მიღებული სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომ გამოიხატა ტერმინით
კალოკაგათა. მასთან ვხვდებით პოეტური სახეებით აზროვნების ბრწყინვალე

83
ნიმუშებს. ენობრივი ორგანიზაცია, ეპოქის გრძნობა. საბფოს სიმღერათა
კომპოზიციაში გამოვლენილია ე.წ ტრადიციული პრინციპი, რომელიც თავს იჩენს
როგორც გარეგან, ასევე შიანგან ემოციებში. მან სხვა პოეტებთან შედარებით
ყველაზე უკეთ იგრძნო თავისი ეპოქის სული, დაინახა ის მშვენიერი და
ამაღლებული, რასაც მისი, როგორც პოეტის მოვლენებით შემოფარგლული
საზღვრებიდან გაყვანა და გლობალურთან ზიარება შეეძლო.

ანაკრეონი (ძვ.წ VIს-ის ბოლოს)

ძველი ბერძენი ტეოსელი ლირიკოსის ანაკრეონის შემოქმედებაში აღარ ჩანს ის


სიახLOVE ხალხურ პოეზიასთან, რომელიც თავისებურ ხიბლს სძენდა ლესბოსურ
ლირიკას. მისი სიმღერები უნაღვლო და ხალისიანი განწყობით გამოირჩეოდა.
ამით მას ტირანთა სასახლეებისაკენ გაეხსნა გზა, რის გამოც იგი ისტორიაში კარის
პოეტად დარჩა.ანაკრეონის დაბადების თარიღად ძვ.წ 570-593 წლებს ვარაუდობენ.
ანაკრეონი სამოსის ტირანის, პოლიკრატეს კარზე ხვდება, სადაც იგი დიდი
პატივით სარგებლობდა. პოლიკრატესის უსაშინლესი აღსასრულის შემდეგ
ანაკრეონი ათენში მიიწვია პოლიკრატესის ძემ პიპარქოსმა, თუმცა ისიც მოკლეს
ძვ.წ 514 წელს. შემდეგ თესალოში გადასახლდა ანაკრეონი, 25 წლის ასაკში
გარდაიცვალა. ძვ.წ III საუკუნეში ალექსანდრიელმა სწავლულებმა ანაკრეონის
სიმღერები 5 წიგნად გამოსცეს, მათგან ჩვენამდე ასამდე ფრაგმენტია
შემორჩენილი. მათი გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მისთვის
მოქალაქეობრივი პათოსი უცხო იყო. ანაკრეონის შემოქმედებას ორ პერიოდად
ჰყოფენ: ადრეული პერიოდის ლოექსებში აისახა ტეოსელთა გასაჭირი. მისი
სულიერი განწყობა კარგად აისახა სიხარულის, სიყვარულის და სხვა ბედნიერი
განცდების წარმომსახველ სიმღერებში.ანაკრეონს, როგორც მისი პოეზიიდან სჩანს
მთელი ცხოვრება ვიღაც უყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული მას არ თრგუნავდა. მისი
სიმღერები მომცრო ზომისანი არიან. სიყვარულის თემა ჩვენამდე მოღწეულ
ფრაგმენტებში სხვადასხვა ვარიაციით იკითხება. უბრალოება, სინათლე,
შთამბეჭდაობა - ანაკრეონის პოეზიის უმთავრესი ღვისებებია. უნდა აღვნიშნოთ,
რომ მას საკმაოდ ბევრი კონკურენტი უნდა ჰყოლოდა. სასახლის კარსზე პოეტთა
მოღვაწეობა ჰოომ ყოველდღიური შეჯიბრი იყო.მის შემოქმედებაში ვხვდებით
ჰიმნებს, ელეგიებს, ეპიგრამებს. როგორც ვხედავთ, მისი შემოქმედება
მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ძველმა სამყარომ იგი პედონისტ შემოქმედად
აღიარა, მის გამონათქვამებსა და ამონარიდებს სხვადასხვა ავტორებთან
ვხვდებით. მას გამოსახავდნენ ლარნაკებზეც. ჩვენამდე შემოინახა ანაკრეონის
მარმარილოს ბიუსტი წარწერით. იმდენად დიდი იყო ანაკრეონის პოპულარობა,

84
რომ უცნობი პოეტები სიმღერებს თხზავდნენ მისი სახელით, რომელტაგან
დაახლლოებით 60 ლექსისგან შედგენილმა კრებულმა მოაღწია ჩვენამდე. იგი
წარმოდგენილია "პალაცინის ანთოლოგიის" დამატებაში "ანაკრეონის"
სახელწოდებით. ანაკრეონის მიბაძვის ტენდენციის საფუძველზე
ლიტ.მცოდნეობაში შეიქმნა ტერმინი ანაკრეონტიკა. ანაკრეონის გავლენა
იგრძნობა ბესიკის შემოქმედებაში, უფრო კი ალ.ჭავჭავაძესთან.

პინდაროსი (დაახ. ძვ.წ 518-43 წწ)

პინდაროსი არის ძველი ბერძნული ლირიკის უბრწყინვალესი წარმომადგენელი.


მისი შემოქმედების დასაწყისი პერიოდი აღინიშნება მეტად მნიშვნელოვანი
ისტორიული მოვლენით - ბერძნელ-სპარსელთა ომების პერიოდით. ქსერქსეს
ლაშქრობის დროს იგი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო. იგი ღებულობდა
შეკვეთებსაც მაგრამ იმი ამ პერიოდში ღვთაებისადმი მიძღვნილ ჰიმნებს.
სახელმწიფოში დატრიალებულმა მოვლენებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს მასზე,
რაც აისახა კიდეც მის VIII შექმნილ ოდაში. 476 წელს 476 წელს ამს იწვევენ
სიცილიაზე, ხოლო 475 წელს იგი თებეში ბრუნდება.ამ პერიოდიდან იწყება
წარმატების ხანა მის შემოქმედებასს მთელს საბერძნეთში აღიარებენ. იგი
ითვლება პირველ პოეტად, მას უკვეთენ ოდებს სხვადასხვა კუთხის მკვიდრნი.
474 წელს ათენმა პინდაროსს შეუკვეთა დითირამბოსი, რომელიც ისე
ბრწყინვალედ შექმნა პოეტმა, რომ თებელებმა მას სამშობლოს ღალატში დასდეს
ბრალი და დააჯარიმეს. ეს თანხა ათენელებმა გადაიხადეს. პინდაროსის ბოლო
პერიოდის ოდებში შეიგრძნობა ერთგვარი მოწოდება თანხმობისა და
სიმშვიდისკენ. თებეს ძძალაუფლებათა დაქვეითებას მძიმედ უნდა ემოქმედა
პოეტზე. ამ პერიოდის ოდებში მასთან სულ უფრო ხშირია პესიმისტური
განწყობა.იგი გარდაიცვალა დაახლოებით 438 წელს,, მისი სახელი
გარდაცვალების შემდეგ ლეგენდებით შეიმოსა. თუმცა მას ღირსეული
დამფასებლებიც ჰყავდა, მათ შორის ალექსანდრე. ლეგენდების გვერდით გვაქვს
ათენეოსის გადმოცემაც იმის თაობაზე, თუ როგორ თვლიდა ათენის საზოგადოება
პინდაროსის სიმღერებს უკვე ჟამგარდასულად. მისი ქმნილებათა რიცხვი ოთხი
ათასს აღწევდა ეს იყო ჰიმნები, დათირამბები, ეპინიკიები და სხვა, რომელიბც 17
წიგნად გამოუციათ ალექსანდრიელ სწავლულებს. პინდაროსს აინტერესებდა
მითის არა ყველა დეტალი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც ამა თუ იმ მოვლენის
ასოციაციას იწვევდა. ამიტომ არის მისი პოეზია დატვირთული მრავალრიცხოვანი
მითოლოგიური

85
პასაჟებით, პინდაროსის პოეზია ნათელია მხოლოდ იმ მკითხველისთვის,
რომელიც ზიარებულია ძველი ბერძნულ სამყაროს. იგი იყო არა მარტო პოეტი,
არამედ კომპოზიტორიცა და შემსრულებელიც. მისი ოდები ესადაგებოდნენ
გარკვეულ მუსიკალურ ხმოვნებს, რომელიც თავისთავად ღრმა ემოციურ
დატვირთვას ატარებდა.

მუსიკალური განათლება პინდაროსმა მიიღო ატენში, საგუნდო ლირიკის


არსენალში იგი მოვიდა მზა ნიადაგზე და იგი თავს გრძნობდა მიმღებად,
რომელსაც ყველაფერი უნდა გარდაესახა, სწორედ აქედან გამომდინარეობდა
მუდმივი დაძაბულობა და მრელვარება, რომელიც შეიგრძნობა მის სიმღერებში.
პინდაროსი მოღვაწეობდა მაშინ, როცა არისტოკრატიულ წყობას, რომლის
იდეებსაც ქადაგებდა პოეტი, საფუძველი ეცლებოდა. მას სჯეროდა, რომ სამყარო
იყო ჰარმონიული და უცვლელი, რომ მასში ყველაფერი ღმერთების ნებას
ემორჩილებოდა. პინდაროსისთვის ადამიანი ვვერ იქნება ქველი, თუ მას არ
აღუსრულებია დიდი საქმე. დღეს, მეცნიერებაში საკმაოდ ბევრი იწერება იმის
შესახებ, თუ რა ფუნქციას ასარულებს მითი პინდაროსის შემოქმედებაში. მითის
ფუნქციასა და ინტერპრეტაციის საკითხებზე მსჯელობისას უნდა
გავითვალისწინოთ 1) თუკი პინდაროსის ეპოქაში მწერალი მიმართავდა მითოსს
არა მხოლოდ iნფორმაციული ინტერესებისთვის არამედ გარკვეული სიმბოლური
დატვირთვისთვის, თავისებური ინტერპრეტავიით. 2) პინდაროსი მითსს
მიმართავს, როგორც წესი, გარკვეული ასოციაციით. საინტერესოა, თუ რა არის ე.წ.
მთავარი ელემენტი პინდაროსის ოდებში მითოსი თუ ხოტბა? თუკი საკითხს
შევხედავთ ცალკეული ოდის თვალსაზრისით , მთავარი ელენეტი უნდა იყოს
ხოტბა, ხოლო თუ პინდაროსის ოდებს გავაიზრებთ აქ აღმოჩნდება მითოსი,
რომელშიც ყველაზე მეტად ვლინდება პოეტის მხატვრული ფანტაზია. ასეთი
ოდები აგებულია სამნაწილიანი, სიმეტრიული კომპოზიციით :1) ექსპოზიცია 2)
მითოსური ნაწილი 3) ღვთაებისადმი მიმართვა. პინდაროსისთვის ყოველი
მოვლენა, ყოველი გამარჯვების წამი დაკავშირებული იყო წარსულთანაც და
მომავალთანაც. მხოლოდ პოეზიას შეეძლო იმხნად მისი დაფიქსირება. იგი
ცდილობს მოვლენები ისე წარმოაჩინოს, რომ ღრმად აღბეჭდოს მეხსიერებაში. ეს
კი შესაძლებელი ხდება მეტაფორებით, ეპიტეთებით, პოეტური ხატებით. ასე
წამოებული სტრიქონები ხიბლავენ მკითხველის პოეტური წარმოსახვათა
სიძლიერით, აზროვენბის სიძლიერით, მეტაფორულობით. ანტიკური ხანაშივე
დაიმკვიდრა პინდაროსმა "მაღალი სტილის" პოეტის სახელი, რომლისთვისაც
მთავარი იყო ღირსება, ძალმოსილება.

86
სოლონი

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბერძნული ელეგიის განვითარებაშე


სოლონს. მის შემოქმედებაში პოეტური "მე" წარმოგვიდგება ახალ რანგში - პოეტი-
ანალიტიკოსი, პოეტი-პოლიტიკოსი, პოეტი ბრძენი. სოლონის ბიოგრაფიის
შესახებ გაცილებით ბევრი რამ ვიცით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს :1) მისი
მოღვაწეობის მრავალმხრივობა 2) ბიოგრაფიული ცნობების სიუხვე ანტიკურ
წყაროებში 3) პოეზია, მშვენიერი წყაროა მისი ცხოვრების დეტალების
დასადგენად. სოლონი ათენის ძველი წარჩინებული გვარის მედონტილების
წარმომადგენელი იყო. დედის მხრიდანაც ცნობილ ადამიანებს ენათესავებოდა.
თავდაპირველად მან ვაჭრობას მიჰყო ხელი. თანდათანობით იგი ჩამოყალიბდა
უაღრესად ჭკვიან პოლიტიკოსად, რომელმაც სახელმწიფოს მოწყობის საკმაოდ
მწყობრი პროგრამა გამოიმუშავა. დაახლოებით 35-40 წლის ასაკში ბედმა იგი
პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიყვანა. იგი ძვ.წ

12ბილეთი
1. ანტ.რომის ლიტ-ის პერიოდიზაცია და სპეციფიკა (მე-10ბილეთის 1საკითხი)
2. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ მესამე წიგნის მოკლე
შინაარსი.კოლხები და ბერძნები

აპოლონიოს როდოსელი იყო ალექსანდრიის სახელგანთქმული წიგნსაცავის


ბიბლიოთეკარი, პტოლემაიოს მესამე ევარგეტოსის აღმზრდელი და თავისი ეპოქის
განათლებული კაცი. წოდება „როდოსელი“ მას შემდეგ მიიღო, რაც როდოსზე
გადაიხვეწა.

„არგონავტიკა“ არის აპოლონიოს როდოსელის პოემა, რომელიც ოთხ თავად იყოფა.


შეიძლება თავის მხრივ, სტრუქტურულად ორ თანაბარ ნაწილად დავყოთ. ორივე
ნაწილი ერთგვარი შესვლით იწყება. ამგვარი კომპოზიციური დაყოფა გასაგები
გახდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აპოლონიოს როდოსელის მიზანს
წარმოადგენდა აღეწერა, როგორც გმირების კოლხეთში ლაშქრობა, ასევე სამშობლოში
დაბრუნება. მას სურდა , ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოეცა
ლაშქრობასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა და შეექმნა, რაღაც „ილიადისა“ და
„ოდისეას“ ნაზავის მსგავსი. პირველ სიმღერაში აპოლონისადმი მიმართვის შემდეგ
მოთხრობილია წინა ისტორია, რომელიც უძღვოდა არგონავტთა ლაშქრობას. მეფე

87
პელიასს უწინასწარმეტყველეს, რომ მას დაღუპავდა ის ადამიანი, რომელიც მასთან
ცალი ქალმნით მივიდოდა.

იასონმა მდინარეზე გადასვლისას ცალი სანდალი დაკარგა. როგორც კი ნადიმზე


მივიდა და პელიასმა იხილა მისი თავიდან მოშორება განიძრახა. მის დასაღუპად
გადაწყვიტა იასონი შორეულ ქვეყანაში სალაშქროდ გაეგზავნა. ლაშქრობისათვის
ელადის გმირები შეიყარნენ. მათი ჩამოთვლით იწყება პოემა. მათ ააგეს ხომალდი
„არგო“, თავად ეკიპაჟის წევრებს კი „არგონავტები“ ეწოდათ. სულ 55 გმირი შეიკრიბა,
ყველა ღვთაებრივი შთამომავლობის იყო. მათ სამი ზღვა ჰქონდათ
გასავლელი.მოადგნენ დემნოსს, უკაცო კუნძულს , სადაც ქალებს თავიანთი ქმრები
ამოეხოცათ. პალესპონტოსში მათ გმირი ჰერაკლე დაკარგეს, თუმცა „არგომ გზა
განაგრძო“. ხომალდი ბითვინიის სანაპიროს მოადგა, სადაც ბერბიკოსთა მეფე
ცდილობდა მათ შეჩერებას. აქ არგონავტები უსინათლო ფინევსს დაეხმარნენ. მან
მადლობის ნიშნად ნაოსნებს უთხრა თუ როგორ დაეღწიათ თავი ფათერაკებისაგან.
გმირები უკვე შავ ზღვას მოადგნენ, ბოლოს კავკასიონი გამოჩნდა. ჰერამ და ათენამ,
რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ აქ გმირებს მთავარი განსაცდელი ელოდათ
დახმარებისათვის აფროდიტეს მიმართეს. ეროსს, მის ვაჟს, კოლხთა მეფის
ასულისათვის იასონის სიყვარული უნდა შთაენერგა, რათა ის გმირს დახმარებოდა.

მართლაც მედეას იასონი დანახვისთანავე შეუყვარდა. იასონმა აიეტს ოქროს


საწმისის დაბრუნება მოსთხოვა. მან კი დაავალა სპილენძისჩლიქებიანი
ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეება და არესის ველზე დრაკონის კბილები
დაეთესა, საიდანაც ამოსული მეომრები უნდა დაეხოცა. თუკი ამ დავალებას
შეასრულებდა, მაშინ ოქროს საწმისი ბერძნებს ერგებოდათ. იასონს მედეა დაეხმარა
ამ ყველაფრის შესრულებაში.

მედეას გული ცუდს უგრძნობდა, ამიტომ ღამით იასონი არესის წმინდა ჭალაში
წაიყვანა, სადაც მუხაზე ჩამოკიდებულ საწმისს დრაკონი დარაჯობდა. ქალმა მას
საწმისი მოატაცებინა. ბერძნები მედეასთან ერთად „არგოთი“ გაიქცნენ, მათ მედეას
ძმა აფრისტოსი დაედევნა და იასონს დისა და საწმისის დაბრუნება მოსთხოვა.
მედეას ბრძანებით იასონმა აფრისტოსი აკუწა. ამ ცოდვის გამო „არგოს“ არაერთი
განსაცდელი მოუვლინეს ღმერთებმა. ფეაკების კუნძულზე მედეამ და იასონმა
იქორწინეს. საშინელმა ავდარმა ხომალდი ცხრა დღე ატრიალა. კიდევ დიდხანს
იმოგზაურეს არგონავტებმა და დიდი ხნის შემდეგ მოადგნენ
სამშობლოს.სამწუხაროდ პელიასმა მაინც არ დათმო ტახტი. მედეას დახმარებით
იასონმა იგი მოკლა. ამის გამო მათ კორინთოსში მოუწიათ გადასახლება.აპოლონიოს
როდოსელი უხვად იყენებს ჰომეროსისეულ მხატვრულ ხერხებს. პირდაპირ ბაძავს

88
„ილიადისა“ და „ოდისეას“, მაგრამ არ არის შინაგანად შეკრული, მთლიანი
ნაწარმოები. აპოლონიოსი იყო პირველი პოეტი, რომელმაც მოქმედების განვითარება
სასიყვარულო მოტივს დააყრდნო. გასათვალისწინებელია ისიც , რომ იგი გვაწვდის
ცნობებს ქართული ტომებისა და გეოგრაფიული პუნქტების შესახებ, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის.

მე-3 წიგნის მოკლე შინაარსი

ხანგრძლივი და ხიფათიანი მოგზაურობის შემდეგ გემი ,,არგო“ აიაიას მიადგება,


ჰერამ და ათენამ იციან, რომ გმირებს ყველაზე დიდი განსაცდელი სწორედ აქ ელით.
დახმარებისთვის აფროდიტეს მიმართეს, ეროსს, მის ვაჟს, კოლხთა მეფის
ასულისთვის იასონის სიყვარული უნდა შთაენერგა, რათა ის გმირს დახმარებოდა,
ეროსი ამ დროს ბაღში თამაშობდა, აფროდიტემ დახმარების სანაცვლოდ ის ოქროს
ბურთი შესთავაზა, რომლითაც ბავშვობაში ზევსი ერთობოდა, როცა ეროსი
კოლხიდაში მიფრინდა, არგონავტები უკვე აიეტის სასახლეში შედიოდნენ: აიეტი
სტუმრებს გამოეგება, მეფეს უკან ასულიც მოჰყვებოდა. ეროსმა მშვილდი მოზიდა და
მედეას გულში დაუმიზნა, მედეას არსება მაშინვე დაბნეულობამ შეიპყრო. იასონმა
მეფეს ოქროს საწმისის დაბრუნება მოსთხოვა, მეფემ კი დაავალა
სპილენძისჩლიქებიანი ცეცხლისმფრქვეველი დრაკონებისთვის უღელი შეება და
არესის ველზე დრაკონის კბილები დაეთესა, საიდანაც მეომრები ამოიზრდებოდნენ.
თუკი დავალებას შეასრულებდა, საწმისი ბერძნებს ერგებოდათ. იასონს მედეა
დაეხმარა, ის მრავალი ბალახის მცოდნე ჰეკატეს ქურუმი იყო,. როდესაც
არგონავტებმა დახმარებისთვის ასულს მიაკითხეს, ის ძილგატეხილი ფიქრებს
მისცემოდა, მამის ღალატიც აშინებდა და მშვენიერი სტუმრის დაღუპვაც.
თვითმკვლელობაც კი დააპირა, თუმცა ჰერას შთაგონებით ეს აზრი მოიშორა,
ჰადესის შეეშინდა და სიცოცხლე დაენანა. მედეამ იასონს ,,პრომეთეს წამალი“
გადასცა და ასწავლა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, რათა უძლეველი გამხდარიყო
მხოლოდ ერთი დღით, ამაღელვებელია ბერძენი ჭაბუკისა და კოლხი ასულის
შეხვედრა, იასონის ქერა თმის და მშვენიერი პირსახის დანახვამ მედეა კიდევ უფრო
ააფორიაქა, სთხოვს ყოველთვის ახსოვდეს და არსოდეს დაივიწყოს, იასონი ასულს
ამშვიდებს, რომ მას არათუ დაივიწყებს, არამედ კანონიერი ცოლის სარეცელს
დაუმკვიდრებს ,,შენ საქორწინი თალამოსსში ჩვენს სარეცელს დაამშვენებ და ჩვენს
სიყვარულს ვერაფერი დაარღვევს“. მედეასაგან დარიგებულმა და ჯადო-ბალახით
დაზელილმა გმირმა იოლად შეაბა ცეცხლისმფრქვევლი ხარები უღელში, კბილები
დათესა და იქიდან აღმოცენებული გოლიათებიც დაამარცხა. აიეტი
თავზარდაცემული იყო.

89
3. არისტოტელეს შემოქმედება. მოკლე ანალიზი (პლატონთან და
არისტოტელესთან წერია უკვე)

13ბილეთი
1. 1ბილეთის 1საკითხი
2. ოდისევსის შინ დაბრუნება (შინაარსი) ოდისევსი, პენელოპე და
ტელემაქოსი

ოცი წლის შემდეგ უბრუნდება ოჯახს ოდისევსი. ძონძებში, მოგვიანებით კი ევმაოსი


ნახავს გმირის ფეხზე ნაჭრილობევს და ამოიცნობს ოდისევსს. ტელემაქოსსაც
გაუმხელენ მისი დაბრუნების ამბავს და ისინი ერთად შეთანხმდებიან სასიძოებზე
შურისძიებაზე. დილით ჯერ ტელემაქოსი მიდის ქალაქში, შემდეგ მას ევმაოსი და
ოდისევსი მიჰყვება. და სასახლეში მივლენ. გამოხვეული ოდისევსს მხოლოდ
საკუთარი ძაღლი იცნობს, სასიძოები კი მას დასცინებენ, ზოგი სკამსაც კი ესვრის.
ბოლოს პენელოპე განაცხადებს, რომ გადაწყვიტა გათხოვება , რადგან ოდისევსის
დაბრუნების იმედი გადაეწურა. გაჰყვება მას, ვინ ოდისევსის მშვილდს მოზიდავს და
ამ თორმეტ ცულში გაატარებს. ვერავინ ვერ შეძლებს მის მოზიდვასაც კი, ბოლოს
ოდისევსი ითხოვს მშვილდს, მოზიდავს და გაატარებს 12ვე ცულში. ამის შემდეგ
ოდისევსი გაამხელს თავის ვინაობას. ტელემაქოსი და ოდისევსი ამოჟლიტავენ
სასიძოებს.

ბოლოს ევრიკლეა ატყობინებს პენელოპეს ოდისევსის დაბრუნებას, თუმცა ქალს არ


სჯერა და გამონაგონად მიიჩნევს. შემდეგ ოდისევსი, ტელემაქოსი და პენელოპე
შეხვდებიან ერთმანეთს. ოდისევსი მეუღლისგან საოცარ სიტყვებს ელის,თუმცა იგი
დუმს და მძიმე ფიქრს მისცემია.მას არ ჯერა, რომ ოდისევსი დაბრუნდატელემაქოსი
დედას გაუწყრება ასეთი ცუდი დახვედრის გამო.პენელოპე გადაწყვეტს გამოცდა
მოუწყოს ოდისევსს.გმირი მოაწესრიგეს,გამოუცვალეს ძონძები და
გაასუფთავეს.პენელოპე მსახურს ეტყვის,რომ გამოიტანოს ოთახიდან საწოლი და თან
საბანიც მოაყოლოს.ქმარმა კი უთხრა,რომ ეს შეუძლებელი იყო ძე ხორციელის
მიერ,ვინაიდან ის თავად გააკეთა და მასზე იყო დაშენებული მთელი
სახლი.პენელოპეს ცრემლები წასკდა,მოეხვია და თავ–პირი დაუკოცნა ქმარს.იგი
სთხოვს ქმარს შეუნდოს ასეთი გამოცდის მოწყობა,რადგან იგი ცდილობდა ღირსება
შეენახა და ვინმეს არ ესარგებლა მისი მარტოობით.მაშინ განიხარა ოდისევსმა ცოლის

90
გონივრული საქციელის გამო.პენელოპემ მას სთხოვა,რომ მას მისთვის ყველაფერი
მოეყოლა.ოდისევსი იუარებს,რადგან ოცი წლის განმავლობაში თავს კარგი არაფერი
გადახდენია და ცუდის გახსენება კი არ ძალუძს.პენელოპეს უხაროდა,რომ ქმარი
სიბერემდე მის გვერდით მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებდა,თუმცა ოდისევსმა
თქვა,რომ იგი ბედნიერი ვერ იქნებოდა,თუ არ იპოვიდა სოფელს,სადაც არ
იციან,ზღვა,არ უნახავთ გემი და სჭამენ უმარილო საჭმელს.გზაში თუ ვინმე
შეხვდებოდა,ნიჩაბი მიწაში უნდა ჩაესო,ზევსისთვის ხარი შეეწირა და სახლსშიო
დაბრუნების სემდეგ,თითოეული ღმერთის სახელზე ჰეკატომბები უნდა
გაამზადოს.მხოლოდ ამ შემთხვევაში ელის ბედნიერი სიბერე.პენელოპე ქმრის
ბედნიერებისთვის ყოველგვარი გასაჭირის წინაშე მედგრად დგას და მას იმედი
აქვს,რომ მშვიდობა დაისადგურებს.ცოლ-ქმრის20 წლიანი
დაშორება,კვლავინდებური და დაუსრულებელი ერთიანობით სრულდება.

პენელოპე სამაგალითო ცოლია. იგი ერთგულად ელის ოდისევსს. ინახავს ოჯახური


კერის სიწმინდეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10წელია, ტროას ომი დამთავრდა და
ოდისევსი ჯერ არ ჩანს, მას მაინც სწამს, რომ იგი გამოჩნდება, ამიტომ პატიოსნად
ელის. ყველანაირად ცდილობს, სასიძოებისთვის საბაბი მონახოს, რომ ქორწილი არ
შედგეს, აქ გარკვეულწილად იკვეთება პენელოპეს მოლოდინი. მისი ქმრის
სიკვდილის ამბავი ხომ არავის უთქვამს. იგი ოდისევსის გამოჩენის დროსაც
წინდახედულობასა და სიფრთხილეს იჩენს. არ სურს, ვინმემ მოატყუოს , ამიტომ
ცივი გონებით მოქმედებს და არ ჰყვება გრძნობებს. ტელემაქეს უერთგულებს მამას,
მის გვერდით დგას და მასთან ერთად ბრძოლობს, მიუხედავად იმისა, რომ მამის
სითბო დიდი ხანია, არ უგღზვნია, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ოდისევსის
წასვლის გამო შებილწეს ტელემაქოსის სახლი სასიძოებმა. მას შეიძლება ადამიანური
სისუსტე გამოეჩინა და ესაყვედურა მამისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც მისი
ვაჟკაცობის მანიშნებელია.

3. ვერგილიუსის ცხოვრება და შემოქმედება „ენეიდა“ (მე-5ბილეთის მე-


3საკითხი)

14ბილეთი

1. მე-11 ბილეთის 1საკითხი


2. ესქილეს „ქოეფორები“ და „ევმენიდები“ შინაარსი. ორესტე და ელექტრა-
დანაშაული და სასჯელი.

91
„ქოეფორები“ ტრილოგიის მეორე ტრაგედიაა. მასში აღწერილია აგამემნონის
სიკვდილის შემდეგ მომხდარი ამბები. აგამემნონის ძე, ორესტესი აღსაზრდელად
სხვაგან იყო გაგზავნიილი, შესაბამისად, მამის მკვლელობის დროს სასახლეში არ
იმყოფებოდა. როცა გაიზარდა, მამის საფლავთან თავის მეგობართან პილადესთან
ერთად მივიდა. პროლოგში წარმოდგენილია მი მიერ მამის გლოვა, გლოვის
ნიშნად იგი კულულებს იჭრის და საფლავზე დებს. ამ დროს მოდის შავებით
შემოსილ ქალთა გუნდი. ორესტესი და თავისი მეგობარი იქვე მიიმალებიან.
პაროდოსიდან ვიტყობთ, რომ კლიტემნესტრას ავისმაუწყებელი სიზმარი უნახავს
და ქალები გამოუგზავნია აგამემნონის საფლავზე ზადეშის შესაწირად. მათ
შორის ელექტრაცაა. მას სჯერა, რომ მამის მკველობისთვის შურს იძიებს თავისი
ძმა. შემდეგ ელექტრა საფლავზე კულულებს შენიშნავს. იგი იფიქრებს, რომ
შესაძლოა ორესტესი დაბრუნდა. ამ დროს გამოდის ორესტესი და და-ძმა
ერთმანეთს შეხვდება. იგი დას ეტყვის, რომ მამის მკვლელობისთვის შური უნდა
იძიოს. ეს დავალება თავად აპოლონს მიუცია ორესტესთვის. შემდეგ და-ძმა
დაიტირებენ აგამემნონს. ორესტესი გააცნობს დას შურისძიების გეგმას. ბოლოს
ელექტრა შინ ბრუნდება. სასახლეში იგი ორესტესის გარდაცვალების ამბავს
გაავრცელებს. კლიტემნესტრას ორგვარი გრძნობა დაეუფლება. ერთი მხრივ,
დამწუხრდება შვილის სიკვდილის გამო, მეორე მხრივ, გაუხარდება, რადგან
შურისმაძიებელი აღარ რჩება. ძიძა კი გლოვობს ორესტესის სიკვდილს. ამ დროს
ეგისთოსი მოდის. იგი შედის სასახლეში, სადაც ორესტესი კლავს მას. მსახური
კლიტემნესტრას ეტყვის „ვამბობ, რომ ცოცხალს მკვდრები კლავენ“. ბოლოს
ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან დედა და შვილი. კლიტემნესტრას სურს,
შვილური გრძნობები გააღვიძოს ორესტესში, გაახსენებს, რომ სწორედ მისი
მკერდიდან წოვდა ძუძუს. ამ დროს ორესტესი წუთით შეჩერდება, მაგრამ
პილადესი მას გაახსენებს აპოლონის დავალებას. ორესტესი კლავს დედას. ამ
ცოდვისთვის ორესტესს ერინიები, შურისმაძიებელი ქალღმერთები მოსდევენ.
ორესტესი კი აპოლონის სამისნოში გარბის დახმარებისთვის.

„ევმენიდები“ მოქმედება აპოლონის taZrisს წინ, დელფოსში იწყება. მისანი


გვაუწყებს, რომ ღმერთის ტაძარში მთველამე ქალიშვილები დაბრუნებულად.
იქვეა კაცი, რომელსაც სისხლი ხელებზე აქვს. ჩანან ერინიებიც. ორესტესთან
გამოდის აპოლონი.იგი ამხნევებს აგამემნონის ძეს,მოუწოდებს, მიაღწიოს
ათენს და იქ ჰპოვოს სსამართალი. ამ დროს კლიტემნმესტრას აჩრდილი
აფხიზლებს ერინიებს. შემდეგი ეპიზოდი ათენში ვითარდება. ქალღმერთი
ათენა მოიწვევს სამსჯავროს, რომელშიც უნდა დადგინდეს სამართალი.
შემდეგი სცენა არეოპაგზე გამართულ სამსჯავროს წარმოგვიდგენს. მსაჯული

92
ათენაა, ერინიები ბრალმდებლები, აპოლონი დამცველი. ორესტესს ბრალად
ედება, რომ მან მოკლა დედა, თავისი სიხლით ნათესავი, აგამემნონი კი
კლიტემნესტრასთვის არ იყო სისხლით ნათესავი. ამდენად ძის დანაშაული
უფრო დიდია, ვიდრე დედისა, რომელმაც ქმარი მოკლა. მსჯელობისას
აპოლონი გამოდის და ამბობს, რომ ორესტესის შურისგება თვით ზევსის
დასტურით მოხდა. იგი ამტკიცებს, რომ ბავშვის შობაში მთავარი მამაა, ხოლო
დედა უბრალოდ კვებავს და იცავს მას. ბოლოს ორესტესის ბედს თავად ათენა
გადაწყვეტს. იგი აგამემნონის ძეს გაამართლებს. ორესტესი ფიცს დებს, რომ
არს ერთი მისი შთამომავალი არ წავა საომრად ქალღმერთის ქალაქის
წინააღმდეგ. თუმცა ათენმა ერინიების ბედიც უნდა გადაწყვიტოს, რადგან
ისინი ასე უმოქმედოდ არ დანებდებიან ამ გადაწყვეტილებას. იგი ერინიებს
ევმენიდებად,კეთილისმყოფელ ქალღმერთებად გადაქცევას სთავაზობს.
ძნელია მათი დაყოლიება, თუმცა ათენა მათ არწმუნებს. ფინალური პარტია კი
თავიანთი ახალი ბედით კმაყოფილი, ფუნქციაშეცვლილი ქალღმერთების
სიმღერაა.
რთულია, ამ ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა მხარეში იპოვო
სამართალი. ორივე მხარე უდიდესი ცოდვის მატარებელია. დანაშაული ორივე
მხარეს აწევს კისერზე, შესაბამისად, გამართლებაც არც ერთი მხარისა არ
შეიძლება. მაგრამ კლიტემნესტრა ცალსახად დამნაშავეა, მან ერთი მხრივ,
საკუთარი დიდებისმოყვარეობისა და ჰიბრისის გამო გაწირა ქმარი. შეიძლება
გავამართლოთ მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მან საკუთარი
ქალიშვილისთვის იძია შური, მაგრამ თუ ეს მართლა ასეა და მხოლოდ ეს
მიზეზი ამოძრავებდა, მაშინ ორესტესის გარდაცვალების ამბის გაგების
დროსაც უნდა დამწუხრებულიყო და გულწრფელად დაეტირა შვილი. მაგრამ
საქმე ისაა, რომ კლიტემნესტრა ანგარებიანი ქალია, მან პირადი მიზნებისთვის
გამოასალმა თავისი ქმარი სიცოცხლეს. ელექტრასაც იმედი აქვს, რომ მასზე
შურს იძიებენ. ე.ი. კლიტემნესტრა არც დედაშვილურ ურთიერთობაში
ყოფილა მაგალითი დედისა. თუ ამ კუთხით განვიხილავთ მომხდარს,
კლიტემნესტრა უნდა დაისაჯოს და ორესტესიც სწორად იქცევა.
კლიტემნესტრამ უნდა ზღოს თავისი დანაშაულისთვის. ტრაგედიაში
ორესტესის გაორებული საახე ჩანს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორ
უმძიმს მას ამ გადაწყვეტილების აღსრულება.(კლიტემნესტრასგან
განსხვავებით) ის გრძნობს უხილავ კავშირს დედასთან და ამასთანავე მამის
სისხლის აღებაც სურს....
1. 11. ჰესიოდეს ცხოვრება და შემოქმედება

93
ჰესიოდე არის პირველი პოეტი, რომელიც საკუთარი თავის შესახებ გარკვეულ
ინფორმაციას გვაწვდის. იგი უპირისპირდება ჰომეროსის ეპიკურ ობიექტურობას,
რომელიც არაფერს არ გვატყობინებს თავის პიროვნებაზე და არ გამოხატავს თავის
სუბიექტურ დამოკიდებულებას. ჰესიოდემ კი პოეტური „მე“, როგორც მოვლენათა
ძირითადი შემფასებელი, ჩართო საკუთარ პოემებში. ჰესიოდე გეომეტრიულ და
არქაულ ეპოქათა მიჯნაზე მოღვაწეობდა და ამ პერიოდის საზოგადოებრივ-
კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ტენდენციები მის პოემებშიც იჩენს
თავს. ეს არის პერიოდი, როცა ძლიერდება პიროვნების ინდივიდუალიზმი. ეს არის
ლირიკული პოეზიის აღმოცენების ხანა, რაცპოემებშიც იჩენს თავს. ჰესიოდე ასევე
საფუძველს უყრის დიდაქტიკურ და გენეალოგიურ ეპოსს. ამასთანავე, პოეტი,
ჰომეროსის დარად,მოვლენებისა და ფაქტების დიდ სისტემატიზატორადაც
გვევლინება, იგი განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს კარგსა და ცუდს,
სამართლიანსა და უსამართლოს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა მის
პოემაში „სამუშონი და დღენი“. ჰესიოდე პირველი პოეტია, რომელიც უმღერის
დიად წარსულსაც და აწმყოსაც. მის კალამს „თეოგონიისა“ და „სამუშონი და დღენის“
გარდა ეკუთვნის სხვა პოემებიც, მაგალითად , ქალთა კატალოგი“, „ჰერაკლეს ფარი“
და სხვა, თუმცა ისინი ჩვენამდე ფრაგმენტულადააა მოღწეული.

რაც შეეხება ჰესიოდეს ბიოგრაფიას, მის შესახებ ცნობები ძირითადად მისსავე


პოემებიდან და ცალკეული ანტიკური ავტორების ბიოგრაფიული ხასიათის
შენიშვნებიდან გვაქვს. თვით ჰესიოდეს მიხედვით, მისი მამა კიმედან იყო. იგი
აყრილა, რადგან ვაჭრობას ზღვაზე მისთვის წარმატება არ მოუტანია და
საბერძნეთში, ასკრაში გადმოსახლებულა. აქ გაზრდილა ჰესიოდე.
კარგი.აღსანიშნავია თავად სახელი ჰესიოდეც. მშობლებს მისთვის „მეტყველი
სახელი“ დარურქმევიათ:ჰესიოდე, ანუ „ის, ვისაც გზა (მოგზაურობა) სიამოვნებს).
მკაცრმა ბუნებამ და გლეხკაცის გაჭირვებულმა ცხოვრებამ ჰესიოდე თავიდანვე
აზიარა მიწათმოქმედებას. იგი პოემაში „სამუშონი და დღენი“ მოკლედ ახასიათებს
ასკრას. ის არასდროს ყოფილა კარგი. სანა, წერას შეუდგებოდა, ჰესიოდე ცხვარსაც
მწყემსავდა, ერთხელ ჰელიკონის მთაზე მას მუზები გამოცხადებია და მისთვის
სიმღერის უნარი უბოძებიათ. „მუზებმა ერთხელ ლამაზი სიმღერა ასწავლეს
ჰესიოდეს“. მოგვიანებით, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰესიოდეს ძმას ცრუ
მოწმეთა საშუალებით ჰესიოდეს კუთვნილი ქონებაც დაუსაკუთრებია, მაგრამ
მისთვის ვეღარ მოუვლია, გაუფლანგავს და შეწევნისთვის კვლავ ძმასთან მისულა.
მისგან კი სულიერი საზრდო, რჩევა-დარიგება მიუღია და ასე შექმნილა „სამუშაონი
და დღენი“ .

94
მომღერლობამ მალე მოუტანა ჰესიოდეს დიდება. იგი მოგვითხრობს გამარჯვებაზე.
ახსენებს ქალკისში გამართულ, ამფიდამასის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებას,
რომელზეც მის ჰიმნს გაუმარჯვია და ჯილდოდ სამფეხი მიუღია (სამუშაონი და
დღენი). ანტიკური წყაროების მიხედვით ამფიდამასი არაუადრეს ძვ.წ. 700წლისა
ომში უნდა დაღუპულიყო. აქედან გამომდინარე, ჰესიოდეს შეჯიბრი ძვ.წ VIII-VIIს-ში
უნდა გამართულიყო. ჰესიოდე შერკინებია ჰომეროსსაც კი. ელინები კი მას ხშირად
აყენებდნენ ჰომეროსის გვერდით. ჰესიოდეს გარდაცვალების შესახებ კი უტყუარი
ცნობები არ მოგვეპოვება. იგი ორქომენოსში უნდა იყოს დასაფლავებული.

„თეოგონია“ ანუ „ღმერთთა წარმოშობა“ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძველს


უყრის გენეალოგიურ და კოსმოგონიურ ეპოსს. პოემა 1022სტრიქონისაგან შედგება.
იგი იწყება შესავლით, სადაც ჰესიოდე ხოტბას ასხამს მუზებს და მათ შესთხოვს,
სანატრელი სიმღერა უბოძონ. ამის შემდეგ იწყება თხრობა.

ჰესიოდეს მიხედვით პირველად იყო ქაოსი, შემდეგ გეა, ტარტაროსი და ეროსი.


ქაოსმა დასაბამი მისცა წყვდიადსა და ღამეს. ტარტაროსმა შვა ტიფონი ტიფოევსი და
მისი შთამომავალნი. ეროსი ღმერთთა შეერთების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა
(ენერგია). გეამ პართენოგენეზით წარმოშვა ზეცა ურანოსი, მთები და ზღვა
(პონტოსი). გეასა და ურანოსის შეუღლებით იშვა ექვსი ვაჟი“: ოკეანოსი, კოიოსი,
კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი და ექვსი ქალი: თეია, რეა, თემისი,
მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი. მათ ტიტანები და ტიტანიდები უწოდეს. მთელი
ძალაუფლება ურანოსმა იგდო ხელთ და მის შესანარჩუნებლად ტიტანები და
ტიტანიდები ისევ გეას წიაღში შთანთქა გეამ შვილები მამის წინააღმდეგ აამხედა.
კრონოსმა დაასაჭურისა ურანოსი და ხელისუფლების სათავეში მოექცა.

კრონოსსა და რეას ექვსი შვილი გაუჩნდათ:ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი,


პოსეიდონი და ზევსი. კრონოსმა თავისი შვილები თავად შთანთქა, გადარჩა
მხოლოდ ზევსი, რომელიც დედამ გადამალა კრეტაზე, კრონოსს კი მის მაგივრად
ძონძებში გახვეული ქვა გადააყლაპა. ა ზევსი ქვასა და თავის ძმებს კრონოსს უკან
ამოანთხევინებს. სამი ასხელა ურჩხულის დახმარებით ზევსმა კრონოსი და ტიტანები
დაამარცხა და ტარტაროსში ჩაუშვა. მისგან დედამიწაზე უბედურების მომტანი
ქარები დარჩა.

ზევსი უზენაესი გამგებელი გახდა და ძმებთან ერთად სამ სკნელს ინაწილებს.


პოსეიდონო ზღვას განაგებს, ჰადესი მიწისქვეშეთს, ზევსი კი ზეცასა და მთელ
სამყაროს. მისი კანონიერი მეუღლე ჰერაა, თუმცა მას შვილები სხვა მოკვდავთ და
ქალღმერთთაგანაც უჩნდება.

95
თეოგონიაში შეიძლება გამოიყოს ორი მიმართულება. პირველი, ნელეალოგიური
ხაზი ღმერთთა თაობბის ცვლილებისა და ღვთაებრივ ძალთა წარმოშობის შესახებ და
მეორე-მითები, რომლებიც ნაწარმოებს სხვადასხვა ამბით ავსებს. მიუხედავად იმისა,
რომ თეოგონიაში თითქოს მოვლენები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა
წარმოდგენილი, ის მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება და მისი სტრუქტურა ასეთია:

ღმერთთა უძველესი თაობა, კრონოსი ამარცხებს ურანოსს, ღამე ზღვა და


შთამომავლობა. ტიტანთა ქორწინებანი. ჰეკატეს ეპიზოდი. ზევსი ამარცხებს
კრონოსს. პრომეთეს ეპიზოდი. ტიტანთა ბრძოლა. მიწისქვეშეთი. ზევსი ამარცხებს
გეას ვაჟს. ღმერთთა ახალი თაობა.

თეოგონიაში აღწერილი ღმერთთა თაობები და მათი მონაცვლეობა დიდ მსგავსებას


ჰპოვებს შუმერულ-აქადურ ვერსიასთან. სავარაუდოდ, ჰესიოდე არა
ძველაღმოსავლურ ორიგინალს, არამედ სხვა საშუალედო წინაბერძნულ წყაროს
იცნობდა, რასაც ადასტურებს ის, რომ ბერძენ ღმერთთა სახელები სემანტიკურად
აღმოსავლურ ტრადიციასთან მიმართებას გვიჩვენებს, თუმცა ეტინმოლოგიურად
მისგან გასხვავებულია.

თუ „თეოგონია“ ღვთაებრივ სამყაროს გვაზიარებს, „სამუშონი და დღენი“ ჩვენს


ყოველდღიურობას აღწერს. იგი მიწათმოქმედებს სთავაზობს რჩევებს, თუ რომელ
დღეს რომეი სამუშაო უნდა შეასსრულოს. პოემაში ჰესიოდე ერთგვარად ზრდის
მანძილს ღმერთებსა და ადამიანს შორის, რითაც ჰომეროსს ემიჯნება, ხოლო, მეორე
მხრივ, აძლიერებს ჰომეროსთან ჩასახულ მონოთეისტურ ტენდენციებს. ჰესიოდე
მსჯელობს ორგვარი ერისის(შურის) არსებობაზე) ერთი ადამიანს შეჯიბრისკენ
უბიძგებს, ხოლო მეორე დაპირისპირების და მტრობისკენ.

ჰესიოდე ადამიანებსა და ღმერთებს შორის არსებულ კონფლიქტზეც საუბრობს.


პრომეთემ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღმერთი გააცრუა. ხორცის ორი ულუფა
შესთავაზა, რომელთაგან ერთი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, თუმცა ქვევით
ხორცის ცუდი ნაწილი იდო. მეორე კი პირიქით და უთხრა ზევსს, რომელსაც აირჩევ,
ადამიანებიც იმას შემოგწირავენო. ზევსმა გარეგნულად კარგი ნაწილი აირჩია, როცა
შეიტყო რო მოტყუვდა, ძალიან გაბრაზდა და კაცთა მოდგმას ცეცხლი წაართვა.
პრომეთემ ცეცხლი მოიტაცა და ლერწმის ღეროში დამალა, ადამიანებს უბოძა, ზევსმა
ისინი კვლავ დასაჯა. პრომეთეს ძმას ცოლად მიჰგვარა თვალწარმტაცი და ცბიერი
ქალი პანდორა, რომელიც ღმერთებმა უხვად დააჯილდოვეს, მაგრამ თითოეულმა
საჩუქარმა კაცთა მტანჯველი უბედურება მოიტანა, მხოლოდ იმედი დარჩა

96
ჭურჭელში გამოკეტილი. მას შემდეგ ათასგვარი სიავე და სნეულება დაეხეტება
სამყაროში.

ჰესიოდე კაცობრიობის განვითარებას 5ეტაპად ყოფს: ყველაფერი კრონოსის


მმართველობით დაიწყო, მაშინ ადამიანები ბედნიერად და უდარდელად
ცხოვრობდნენ. შემდეგ, ზევსის ნებით დემონებად იქცნენ. მას მოსდევს ვერცხლის
საუკუნე, როცა ვითარება გაუარესდა, უსამართლობამ, ქედმაღლობამ და სხვა
ცოდვებმა იჩინა თავი. სპილენძის საუკუნე ძალადობის ეპოქად იქცა. რკინის საუკუნე
ყველაზე სასტიკი და დაუნდობელია. ჰესიოდე სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობს.
საზოგადოებრივი ცხოვრების ასეთი კრიტიკით ჰესიოდე თავისი ეპოქის სოციალურ,
პოლიტიკურ, კულტურულ ტენდენციებს გვამცნობს. ამბობს იმასაც, რომპრომეთეს
მიერ ნაბოძებმა ცეცხლმა კაცთა მოდგმას უბედურება მოუტანა. პრომეთეს
ნეგატიური შეფასებით ჰესიოდე ბერძნულ ტრადიციას ემიჯნება.

ჰესიოდესთვის სიკეთე და ბოროტება ადამიანის ცხოვრების თანმდევი წყვილია.

„სამუშაონი და დღენი“ იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად


ვხვდებით იგავს, რომელიც შემდგომ ცალკე ჟადრად დამკვიდრდა.

ჰესიოდე ნაწარმოებებში უამრავ სასარგებლო რჩევას გვაძლევს, მათ შორის


საყოფაცხოვრებოსაც. ჰესიოდე „სიმართლის მსგავსი სიცრუის“ ნაცვლად „ ჭეშმარიტ
სიმართლეს“ გვათავობს, რაც განსაზღვრავს პოემების ორიგინალურობასაც. მან დიდი
გავლენა მოახდინა როგორც საზოგადოების, ასევე პოეზიის განვითარებაზე.

15ბილეთი

1. მე-1ბილეთის 1საკითხი
2. ევრიპიდეს ,,იფიგენია ავლისში“ შინაარსი. თვითშეწირვა და იფიგენიას ჰეროიზმი.

,,იფიგენია ავლისში“ ევრიპიდეს ერთ-ერთი უკანასკნელი ტრაგედიაა, რომელიც


პოეტის შვილმა მამის სიკვდილის შემდეგ დადგა ,,ალკმეონსა“ და ,,ბაკქ ქალებთან“
ერთად. პიესაში ევრიპიდე კვლავ უბრუნდება აგამემნონისა და მისი ოჯახის თემას.
იგგი გამოიყენებს აგამემნონის ქალიშვილის, იფიგინიას, ქალღმერთ არტემისესათვის
შეწირვის მითს. ავლისში შეკრებილ ბერძენთა ლაშქარს ღმერთები დიდხანს არ
აძლევდნენ ხელსაყრელ ქარს ტროაში გასამგზავრებლად. მიზეზის ასახსნელად მათ
კალქასს მიმართეს, მისანმა აცნობა, რომ ტროაში ლაშქრობას მხოლოდ იფიგენიას
მსხვერპლად შეწირვის შემდეგ შეძლებდნენ. აგამემნონი იძულებული შეიქმნა ამ

97
დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში არტემისმა სამსხვერპლო ცეცხლთან
ქალწული ირმით შეცვალა. ეს მითი ევრიპიდემდელ ლიტერატურაშიც დიდი
პოპულარობით სარგებლობდა. ევრიპიდე ამ ტრაგედიაშიც საკუთარი თავის
ერთგული რჩება. მას აინტერესებს, თუ როგორ მოქმედებენ გმირები ექსტრემალურ
სიტუაციაში, მაგრამ თუ კი სხვა დრამებში უკიდურესად მძიმე მდგომარეობა
პერსონაჟების გამხეცებას, საკუთარი თავის გადასარჩენად გამხეცებას იწვევს, ამ
ტრაგედიაში, პირიქით, ექსტრემალური სიტუაცია ხელს უწყობს ადამიანური
თვისებების გამოვლენას.

მოქმედება ხდება ავლისში, სადაც აქაველები ტროაში გამგზავრების მოლოდინში


დაბანაკებულან, პროლოგში აგამემნონი მოხუც მსახურს ავალებს სასწრაფოდ
წაუღოს წერილი კლიტემენსტრას. აგამემნონის სიტყვებიდან ვიგებთ, იფიგენიას
მსხვერპლშეწირვის აუცილებლობის შესახებ, აგამემნონს კლიტემენსტრასთვის ადრე
წერილი გაუგზავნია და მოუტყუებია, იფიგენია აქილევსზე უნდა დავაქორწინოთო,
ახლა კი სინდისი აწუხებს და ამ წერილით ავლისისაკენ მომავალი დედა-შვილის
შეჩერებასა და მსხვერპლშეწირვისაგან ხსნას ცდილობს. შემდეგ სცენაზე შემორის
მაცნე, რომელიც მენელაოსისთვის წართმეული წერილის დაბრუნებას ცდილობს,
ჩნდება აგამემნონიც, მენელაოსი მას სულმოკლეობას საყვედურობს, თუმცა, როდესაც
მაცნე იტყვის, რომ კლიტემენსტრა ჩვილი ორესტესსა და იფიგენიასთან ერთად უკვე
აქ არის, აგამემნონს თვალზე ცრემლი მოადგება და მენელაოსიც იგრძნობს
სიბრალულს, იგი მზად არის ხელი აიღოს ტროელებთან ლაშქრობაზე, მაგრამ უკვე
გვიანაა, აგამემნონმა იცის, რომ ბრძოლის ჟინით ანთებულია აქაველები მას არ
შეარჩენენ ღმერთის ნების არშესრულებას. აგამემნონის შეხვედრა ცოლ-შვილთან
მეტად ემოციურია, ატრევსის ძე ცოლს არწმუნებს გაბრუნდეს უკან და ქორწილს
თავად ჩაატარებს, თუმცა კლიტემენსტრას პროცესში მონაწილეობა სურს, იფიგენია
გახარებულია, რომა ასეთი ვაჟკაცის ცოლობა არგუნა ბედმა. შემდეგ სცენაში
აქილევსი ჩნდება, კლიტემენსტრა მას მიესალმება, როგორც ტავის სასიძოს, მაგრამ ეს
ამბავი აქილევსისთვისაც მოულოდნელია, მოხუცი მსახური მათ ნამდვილ ამბავს
აცნობებს, აქილევსი შეშფოთებულია, რომ მისი სახელი ასე გამოიყენეს, იგი მზადაა
დაიცვას იფიგენია. თავდაპირველად გადაწყვეტენ, კლიტემენსტრა სიტყვით
შეეცადოს აგამემნონის დარწმუნებას. როდესაც აგამემნონი კვლავ ჩნდება, იფიგენიამ
უკვე ყველაფერი იცის, იგი მამას სთხოვს შეიბრალოს და მენელაოსის გამო არ
გაწიროს საყვარელი ქალიშვილი, აგამემნონი პასუხობს, რომ ეს მსხვერპლი
ელედისთვისაა და არა მენელაოსისთვის (,,ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი ჩემით
და შენით, რომ ბარბაროსმა ვეღარ გაბედოს, ბერძენად შობილს ასე ძალით წაართვას
ცოლი“). იფიგენია დასტირის თავის ბედს, მაგრამ იგი უკვე არარ ეწინააღმდეგება

98
მამას, ამდ როს შემოდის აქილევსი შეიარარებული რაზმისთ და დედა-შვილს
ამცნობს, რომ გარეთ აქაველთა ჯარი ბობოქრობს, ყველა ერთხმად ითხოვს
იფიგინიას მსხვერპლშეწირვას. აქილევსი მზად არის დაიცვას იგი, თუმცა ამას დიდი
სისხლისღვრა მოყვება, გამოსავალს თავად იფიგენია პოულობს, იგი თავად
გამოთქვამს სურვილს, შეეწიროს საერთო საქმეს, ელადას. იგი კლიტემენსტრას
მიმართავს, რომ მზადაა სახელოვნად მოკვდეს და განერიდოს სიმდაბლეს, მას
ამხნევებს იმის გააზრება, რომ ამ საქციელის გამო ელადა შეიყვარებს. აქილევსი
აღტაცებულია ქალის სულის სიმტკიცით, იფიგენია ემშვიდობება დედას და ჩვილ
ძმას, ნათესავებს სთხოვს, შავები არ ჩაიცვან, რადგან იგი სამშობლოს დიდებისთვის
კვდება. ტრაგედიის ფინალში მაცნე ატყობინებს კლიტემენსტრას, თუ როგორ
გმირულად ეგებებოდა იფიგენია სიკვდილს და როცა დანას მისთვის საბედისწერო
დარტყმა უნდა მიეყენებინა, იფიგენია სასწაულებრივად გაქრა, მის ნაცვლად კი
გაჩნდა სულთმობრძავი ირემი. ქალღმერთმა ქალი არ გასწირა, იფიგინია შესაძლოა
ღმერთებმა თავიანთ სამეუფოში გადაყვანეს. ტრაგედიის მთლიანობა კარგა ხანია
მეცნიერთა დისკუსიის საგანია. არის ვარაუდი, რომ იფიგენიას სასწაულებრივი
გაქრობის ამბავი შემდგომი დანამატია ტექსტისა, მაგრამ ყველაზე მთავარი ამბები ამ
გაქრობამდე ხდება. აქ მთელი ტრაგედია ეძღვნება იფიგენიას სამშობლოს
კეთილდღეობისთვის საკუტარი სისცოცხლის შემწირველ ყველაზე შთამბეჭდავ
სახეს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. არისტოტელე ევრიპიდეს
არათანმიმდევრულობას საყვედურობდა, რადგან სუსტი და უმწეო იფიგენია
ერთბაშად გარდაისახება ძლიერ ქალად. არისტოტელე ხასიათის კონსტანტურობას
ნორმალურად თვლის, ევრიპიდე კი შეგნებულად გვევლინება უცვლელობისა და
თანმიმდევრულობის შეგნებულ კრიტიკოსად. ევრიპიდესათვის ყოველი პერსონაჟი
წარმოადგენს პოლარულ გრძნობათა, თვისებათა, განწყობილებათა მატარებელ
ჩვეულებრივ მოკვდავს, რომელშიც ჰუმანურობა, სისასტიკე, სიმამაცე, სილაჩრე
თანაარსებობს. ძნელია განსაზღვრო, თუ რომელი საწყისი გამოვლინდება
ექსტრემალურ სიტუაციაში. იმის გამო, რომ ნაწარმოების მტავარი გმირი ცალსახად
დადებითი პერსონაჟია მკვეთრად განსაზღვრავს გარშემო შექმნილ ატმოსფეროს.
ყველა ვისაც იფიგენიას ბედთან უხდება შეხება, აშკარად უფროო ადამიანური ხდება.
იფიგენიამ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ვერაგობა, ეგოიზმი თავისი საქციელით
უკეთესებად აქცია. ტრაგედიაში ისე, როგორც არც ერთ სხვა ნაწარმოებში
გამოხატულია საერთოელინური პატრიოტიზმი, როგორც ჩანს, პელოპონესის ომის
მომსწრე პოეტისთვის ეს თემა აქტუალური იყო. ევრიპიდე პრობლემას მხოლოდ
ბერძნული თვალსაწიერიდან ხედავს. მისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ
ელინებმა ბარბაროსები უდნა დაიმორჩილონ, რომ ელადას, როგორც თავისუფალ

99
მოქალაქეთა სამშობლოს, მართებს სხვა ხალხების მეუფება. ( თქვენი სიტყვებით
ისაუბრეთ იფიგენიას გმირობის მნიშვნელობაზე).

3. ჰეროდოტოსი და ბერძნული ისტორიოგრაფიის სხვა წამრომადგენლები

ჰეროდოტოსი.

ჰეროდოტოსი „ისტორიის მამამთავრადაა“ აღიარებული.იგი სავარაუდოდ დაიბადა


ძვ.წ.ა 480/4 წელს,ჰალიკარნასოსში.კარიელთა წინააღმდეგ ამბოხში დამარცხების
შემდეგ მან დატოვა მშობლიური ქალაქი და ქ. სამოსს ეწვია.ჰეროდოტოსმა ბევრი
იმოგზაურა.ძვ.წ.ა 444-3 წწ. დაარსდა ქალაქი თურია.იგი თურიის მოქალაქე გახდა და
სავარაუდოდ აქვე გარდაიცვალა.

ჰეროდოტოსმა დაწერა „ისტორია“,რომელშიც ბერძენ-სპარსელთა ომებია


აღწერილი.ეს არის საოცარი წიგნი,რომელსაც ვერც მხოლოდ ისტორიას
დაარქმევ,ვერც გეოგრაფიას,თუ ეთნოგრაფიას,ვერც რომანს,ან ნოველათა
კრებულს.“ისტორია“ მსოფლიოს კულტურული საგანძურის შენაძენია,მისი ავტორი
კი „დიდი ბავშვი“.მას ეს თხზულება არ დაუსათაურებია.გამომცემლებმა ნაშრომი 9
წიგნად დაყვეს და მათ მუზების სახელები დაარქვეს.თავად ჰეროდოსტოსი თავისი
თხზულების ნაწილებს ამბებს,მოთხრობებს უწოდებს.კომპოზიციურად ნაშრომი 2
ნაწილად იყოფა: I ნაწილი მოიცავს მონაკვეთს I წიგნიდან V წიგნის 27-ე თავის
ჩათვლით.აქ მოთხრობილია ამბები,რომლებიც ბერძენ-სპარსელთა ომამდე მოხდა.II
ნაწილი მთლიანად ბერძნულ-სპარსულ ომებს ეძღვნება.იგი თავის მხრივ სამად
იყოფა.თხზულებაში ჩართულია უამრავი ექსკურსი და ამბავი,რომელთაც ავტორი
„დამატებებს“ უწოდებს.

ჰეროდოტოსი გეოგრაფიის მამამთავრადაცაა მიჩნეული.ნაშრომში დაცული


გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული აღწერილობები სკვითების,კოლხების და
აღმოსავლეთის ხალხების ადრეული ისტორიის კვლევის ფასდაუდებელი
წყაროა.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველებისთვის ჰეროდოტოსის
ცნობებს საქართველოს შესახებ,რპმლებიც თინათინ ყაუხჩიშვილმა
შეისწავლა.ნაშრომში გვხვდება საინტერესო ცნობები ქართველ ტომთა
ლოკალიზაციის,საბრძოლო აღჭურვილობის,საქმიანობის შესახებ.

იგი ზომიერი დემოკრატიის მომხრე იყო.“ისტორიის“ მესამე წიგნში ის მსჯელობს


მმართველობის ფორმებზე.აქ ერთმანეთს ეკამათებიან:დარიოსი-
მონარქია,მეგაბოძოსი-ოლიგარქიას და ოტანესი-დემოკრატიას.

100
„ისტორიიდან“ ჩანს,რომ იგი ღმრთისმოშიში კაცი იყო.მისი აზრით, ელინთა და სხვა
ხალხების ღმერთები ერთი და იგივენი არიან.

ყველაფერთან ერთად ჰეროდოსტოსი ნოველისტიკის მამამტავრადაც


იტვლება.“ისტორიის“ ძირითად ქარგაში ოსტატურადაა ჩართული შემდეგი
ნოველები:გიგესი,არიონი,სოლონი და კროისოსი,კიროსის ბავშვობა,მშვენიერი
ელენე ეგვიპტეში და ა.შ.ძნელია დაბეჯითებით ითქვას,ჰეროდოტოსმა თავად შექმნა
ისისნი თუ ფოლკლორული წყაროებით ისარგებლა.მისი ნოველისტური ჩანართები
მხატვრული პროზის საუკეთესო ნიმუშებად ითვლება.

„ისტორია“ იონურ დიალექტზე დაწერილი,მაგრამ ასევე უხვადაა გაჯერებული


ატიკურით“.ამ ნაშრომით მან სატავე დაუდო ახალ მეცნიერებას -ისტორიას.

თუკიდიდესი.

საისტორიო პროზის კიდევ ერთი წარმომადგენელია ბერძენი თუკიდედსი,


რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ. V-IV საუკუნეთა მიჯნაზე. მას თურმე ბავშვობაში
ჰეროდოტოსისასთვის მოუსმენია, რომელიც თავის „ისტორიებს“ კითხულობდა
ოლიმპიაში. აღტაცებულ ყრამას თურმე თვალზე ცრემლი მოადგა. ეს შეუნიშნავს
ჰეროდოტოსს და თუკიდიდესის მამისთვის უთქვამს: „გილოცავ, ოლოროს, კარგი
ვაჟი გყოლია, შენს შვილს მიდრეკილება აქვს მეცნიერებისადმი“.

მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.მან განათლება


კარგი მიიღო და გაიწაფა რიტორიკაში.იგი აირჩიეს 10 სტრატეგოსის
კოლეგიაში,იბრძოდა პელოპონესის ომში.მოიხადა შავი ჭირი.ამფიპოლისთან
დამარცხების გამო იგი განდევნეს ატენიდან და 20 წელი თრაკიაში ცხოვრობდა.ამ
პერიოდიში მან სპარტა.იტალია და მაკედონია მოიარა.თუკიდიდესი ისტორიკოსად
ომმა ჩამოაყალიბა.იგი ათენში მოხუცი დაბრუნდა და ქალაქი გაცამტვერებული
დახვდა.

იგი აღწერს პელოპონესის ომს.ნაშრომი თავად ავტორის არ დაუსატაურებია.სატაური


„პელოპონესის ომის ისტორია“ პირველად ციცერონთან გვხვდება. ნაწარმოებში
მოცემულია მცირე შესავალი,ათწლიანი ომი, ნიკეასის ზავი, სიცილიური ლაშქრობა,
დეკელიისა და იონიის ომები.ქრონოლოგიის და ამბების გადმოცემის ინტენსივობის
მიხედვით, მეცნიერები ნაშრომს სწორედ აღნიშნულ 5 ნაწილად ყოფენ.

101
თუკიდიდესი წერდა თავის თანამედროვე ისტორიას.იგი ეფუძნება მოლაპარაკებების
რეალურ დოკუმენტებს ,წარწერებს;იმოწმებს ლოგოგრაფოსებსა და ჰეროდოტოსს.

მეცნიერები სწავლობენ „თუკიდიდესის საკითხს“,რომელიც რამდენიმე ასპექტს


მოიცავს:1.როგორ შეიქმნა თუკიდიდესის ნაშრომი 2.შეიძლება თუ არა ვისაუბროთ ამ
ნაშრომში „ისტორიული აზრის“ განვითარებაზე; თუ კი- როგორ ვიტარდება ეს აზრი
3.როგორ დაიწერა თხზულების ცალკეული ნაწილები 4.როგორ მუშაობდა
თუკიდიდესი 5.როგორ იცვლებოდა ისტორიკოსის შეხედულებები მოუშაობის
პროცესში 6.იქონია თუ არა გავლენა ათენის დაცემამ მის შეხედულებებზე
7.შეიძლება თუ არა ვიფიქროთ,რომ ის არაა საბოლოოდ რედაქტირებული ავორის
მიერ ?

თუკიდიდესი არ იფარგლება მხოლოდ ომის არწერით,იგი მოვლენების ანალიზისა


და განსჯის საფუძველზე აგებს შეხედულებათა გარკველ სისტემას.აქ უმთავრესია
ომის დაწყების მიზეზების ძიება.ნაშრომის ყველაზე მაღალმხატვვრულ მონაკვეთად
ითვლება ჭირის ეპიდემიის ამსახველი მონაკვეთი და სიცილიის ექსპედიციის
ამბები.განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება პოლიტიკურ მოღვაწეთა
სიტყვებს,რომელთა ფუნქციაა ისტორიული მოვლენის გააზრება.“ისტორიაში“ 41
სიტყვაა.მათ შორის გამოირჩევა პერიკლესის სიტყვა.ეს სიტყვა ითვლება
დემოკრატიული ათენის სახოტბო სიტყვად.

თუკიდიდესი ტავის მეთოდს უწოდებდა „აღწერას“,იგი არ ალამაზებდა და არ


აზვიადებდა ამბებს.

მისი აზრით,პოლიტიკური ისტორია კოსმოსის ისტორიის ნაწილია,ხოლო ომის


ნორმალური მოვლენაა,რადგან ყოველი ადამიანის ბუნებაშიც და საზოგადოებაშიც
ჩადებულია სწრაფვა უფრო მეტის მიტაცებისკენ.

ავტორი ისტორიული კრიტიკის ფუძემდებელია.თხზულება კი არის ატიკური


პროზის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.

ტაციტუსი.

ტაციტუსი იყო რომაული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და


დიდი ორატორი.მისი სახელი სავარაუდოდ არის პუბლიუს (ან გაისუ) კორნელიუს
ტაციტუსი.დაბადება-გარდაცვალების ტარიღებიც მიახლოებითაა დადენილი - ახ.წ.ა
55-120 წწ.იგი იყო მხედართმთავართა წრიდან.მიიღო კარგი განათლება,ცოლად

102
შეირთო ცნობილი მხედართმთავრის ასული,ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები
სახელმწიფო აპარატში.

ტაციტუსის ჩვენამდე მოწეული ნაშრომებია:“აგრიკოლა“,“გერმანია“,“დიალოგი


ორატორების შესახებ“,“ისტორიანი“,“ანალები“.

„აგრიკოლა“ მცირე ზომის თხზულებაა.იგი არის მიცვალებულის საქებრად


წარმოთქმული სიტყვა.ძნელია იგი რომელიმე ჟანრს მივაკუთვნოთ.მეცნიერთა
აზრით, ის არის ბიოგრაფია,რომელიც ისტორიულ ამბავთა თხრობაში
გადადის,იკვეთება პოლიტ. ელემენტებიც.ცნობილია,აგრიკოლა მისი სიმამრი იყო.აქ
არწერილია აგრეთვე ბრიტანელთა ყოფა,ზნე-ჩვეულებები,როამელთა საბრძოლო
ოპერაციები.

„გერმანია“ შედგება 2 ნაწილისგან:ზოგადი და კონკრეტული.პირველ ნაწლში


წარმოდგენილია მოკლე და ზუსტი ცნობები გერმანელთა გეოგრაფიულ
საზღვრებზე,აღწერილია მათი ზნე-ჩვეულებები,რელიგიური
შეხედულებები.საუბარია მათ ყოფაზეც.იგი წერს,რომ გერმანია და რომი
დაუძინებელი მტრები არიან,თხზულებაში აშკარად იკვეთება ავტორის ქედმაღალი
დამოკიდებულება გერმანელთა ნახევრად ველური ტომებისადმი.არ დასტურდება
რომ ავტორი თავად იყო გერმანიაში.მას ხელში ჩაუვარდა წაყაროები და
დოკუმენტები,რომელთა საფუძველზეც შექმნა ნაშრომი.

მესამე მცირე ზომის თხზულებაა „დიალოგი ორატორების შესახებ“.ამ ნაწარმოებს


„ლათინური ლიტერატურის მარგალიტს“ უწოდებენ.

დიალოგში მონაწილეობს 3 გამორჩეული ორატორი:მარკუს აპერი,ვიპსტან მესალა და


კურაციუს მატერნუსი.აპერისთვის სულიერი მოღვაწეობის უმაღლესი სახეა
სასამართლო და პოლიტ. მწევრმეტყველება.მესალა მიმოიხილავს რომაულ
მჭევრმეტყველებას და ყურადრებას ამახვილებს უკვე მივიწყებულ
ცნებებზე:ზნეობა,მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

ამ დიალოგში ტაციტუსი მკითხველს სთავაზობს ორიგინალურ აზრს:ორატორული


ხელოვნების დაკნინების მიზეზი რომის სახელმწიფოს წყობაშია საძებარი.მისთვის
საუკეთესო ნიადაგია დემოკრატია.

„ისტორიანი“ მისი ვრცელი ისტორრიული ნაშრომია,რომელშიც სამოქალაქო ომების


ამბებია აღწერილი.ჩვენამდე მოაღწია თხზულების 4 წიგნმა და მე-5-ს
ნაწილმა.ვარაუდიბენ,რომ ნაშრომი 14 წიგნისგან შედგებოდა.I წიგნი

103
მოგვითხრობს,რა ხდებოდა რომში ნერონის გარდაცვალების შემდეგ იანვარ-მარტის
განმავლობაში; II წიგნშია აისახა 69 წლის მარტი-სექტემბრის ამბები; III წიგნში
აგვისტო-დეკემბრის ამბები; IV წიგნში კი აღწერილია 70-იანი წლების იანვარ-
ივლისის პერიპეტიები. V წიგნის შემორჩენილ ნაწილში იგი საუბრობს იუდეის
ვითარებაზე,ვიდრე მას რომი დაიპყრობდა.წიგნის ბოლოს ასახავს საბრძოლო
ოპერაციებს გერმანიაში.

„ანალები“ - ეს ნაშრომი ავტორმა ასე დაასათაურა „ღვთაებრივი ავგუსტუსის


გარდაცვალების შემდგომ“.ტერმინი „ანალები“ მომდინარეობს სიტყვიდან „annus“ და
აღნიშნავს მოვლენათა ყოველწლიურ აღწერას.

„ანალები“ და „ისტორიანი“ ფაქტობრივად ერთ მთლიან შრომას


წარმოადგენს,რომელშიც მოთხრობილია რომის ისტორია 14-დან 96
წლამდე.“ანალები“ უფრო გვიან დაიწერა,მაგრამ მასში აღიწერა ურო ადრეული
მოვლენები.გადმოცემით,თხზულება 30 ნაწილისგან შედგებოდა.აქედან თითქმის
ნახევარი დაკარგულია.თხრობა იწყება ავგუსტუსის გარდაცვალებიდან.

იგი უფრო ვრცლად აღწერს თავის თანდროულ ამბებს.ჩვენთვის განსაკუთრებით


მნიშვნელოვანია მისი ცნობები საქართველოს შესახებ.იგი ქართველებს პირველად
მეორე წიგნში ახსენებს,მეოთხე წიგნში იბრებზეა საუბარი.იგი წერს რომისა და
პართიის დაპირისპირებაზე,რომელშიც იბერია და სომხეთი
მონაწილეობდნენ.ტაციტუსი მესამე წიგნში გვესაუბრება ანიკეტის
აჯანყებაზე,რომელიც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხდა.

„ანალებში“ ტაციტუსი წარმოგვიდგება,როგორც პუბლიცისტი და მორალისტი.

მიუხედავად დიდი აღიარებისა,მეცნიერები აღნიშნავენ ტაციტუსის ისტორიული


შრომების ცალკეულ ხარვეზებს.მან ვერ შენიშნა,რომ I საუკუნეში პოლიტ.
მოვლენების ცენტრში მოექცა აღმოსავლეთი.

იგი ამბებს დინამიურად გადმოგვცემს.ყოველი წიგნი აგებულია ერთიანი


მხატვრული კომპოზიციით.ის ლიტ. პორტრეტის შექმნის ოსტატად ითვლება.

≈ გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა ≈

:დ დოლბი, მიშკა და ცისი გისურვებთ წარმატებებს ! © 2017

104

You might also like