You are on page 1of 9

მზია თოფურიძე

კლასგარეშე მუშაობის როლი უცხო ენაზე ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების


ფორმირების პროცესში

როგორც უცხოური ენის გაკვეთილებზე, ისე კლასგარეშე მუშაობისას


გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მშობლიურ და უცხოურ ენაზე
ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების დაუფლების მოტივები საკმაოდ განსხვავებულია.
თუ მშობლიური ენის დაუფლება აუცილებელია გარემოსთან კომუნიკაციის მიზნით
(რაც, ფაქტიურად, ფიზიკურად გადარჩენასთან კავშირშია), უცხოურ ენაზე
მეტყველების ჩამოყალიბებას სხვა მოტივები სჭირდება. სხვა ქვეყნების
მოქალაქეებთან კომუნიკაცია მოსწავლისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს,
თუმცა ბევრი მოსწავლისათვის უცხოური ენის ფლობა ნიშნავს მეტი და უფრო
მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების, მოგზაურობის, ურთიერთობის წრის
გაფართოების, მომავალი სამსახურებრივი წარმატების საშუალებას. წრეობრივი
მუშაობისას შეძლებისდაგვარად ყველა ეს მოტივი უნდა გაძლიერდეს,
რასაკვირველია, პირველ პლანზე იმ მოტივების წამოწევით, რომლებიც მოსწავლეებს
ისედაც აქვთ.

უაღრესად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება როგორც საკმარისად


მოუსმინონ სანიმუშო მეტყველებას, ისე თვითონ იმეტყველონ შესასწავლ ენაზე.
სანიმუშო მეტყველების მოსასმენად, ერთის მხრივ, უნდა მივმართოთ ავთენტიკურ
და სასწავლო მიზნებით შექმნილ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, მეორე მხრივ კი,
მასწავლებელი (რომლის მეტყველებაც უნდა იყოს ფონეტიკურად, ლექსიკურად და
გრამატიკულად გამართული) უნდა თავისუფლად მეტყველებდეს შესასწავლ ენაზე.
ეს პირობა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ სრულდება გაკვეთილის პირობებში,
მაგრამ სასაუბრო წრის მუშაობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული [1].

უცხოენობრივი ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების გასავითარებლად კლასგარეშე


მუშაობისას მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და საინტერესო სასაუბრო თემატიკის
შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ზეპირმეტყველების
თემატიკის შერჩევაში მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა,
მასწავლებელს შეუძლია მხოლოდ რჩევის მიცემა და თემის ფორმულირების
კორექტირება. მოსწავლეების მიერ შეთავაზებულ თემათა შორის შერჩევა კენჭის
ყრის წესით შეიძლება მოვახდინოთ, რათა მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ
სასუბრო/ მოსასმენი მასალის თემატიკით, სასურველია გამოვიყენოთ
თვალსაჩინოება: სურათები, ვიდეომასალები და რეალიები, განსაკუთრებით, თუ
ისინი შესასწავლი ენის ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. სკოლაში ასეთი თვალსაჩინოება
თანდათანობით უნდა დაგროვდეს. ბევრი მასალის დაგროვების შემთხვევაში
შეიძლება გამოფენები გაიმართოს და მუზეომიც კი გაიხსნას. მოსწავლეთა მიერ
მომზადებული თვალსაჩინოებით უცხოური ენის კაბინეტი შეიძლება გაფორმდეს.

შერჩეული თემა უნდა ენობრივად მისაწვდომი იყოს მოსწავლეებისათვის, მას


საფუძვლად უნდა ედოს გაკვეთილზე ნასწავლი თემატური ლექსიკა, რომელიც
შეიძლება გარკვეულწილად გაფართოვდეს (10-20 %)

მიუხედავდ იმისა, რომ ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზეპირმეტყველების (ისევე,


როგორც კითხვისა და თარგმანის) წრის უშუალო ამოცანას არ წარმოადგენს, მას
აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლასგარეშე
მუშაობა მეტი დამოუკიდებლობითა და შემოქმედებით ხასიათდება, ვიდრე კლასში
მუშაობა. ამიტომ ახალი ლექსიკის შესწავლა უფრო ხშირად ინდუქციური
მეთოდებით (კონტექსტუალური და სიტყვის მორფემულ ანალიზზე დაყრდნობილი
მიხვედრა) უნდა ხდებოდეს. შეიძლება მოსწავლეებს მონაცვლეობით დაევალოთ
განსახილველი თემისთვის სასრგებლო ლექსიკის შერჩევა, მისი-----წრის დანარჩენი
წევრებისათვის----წარდგენა და ახსნა. შეიძლება ჩატარდეს საუკეთესო
„მასწავლებლის“ კონკურსიც, რომელიც აჩვენებს, თუ რომელმა მოსწავლემ უფრო
ეფექტურად შეარჩია ლექსიკა და ორგინალურად შეძლო მისი პრეზენტაცია. წრის
თითოეული შეხვედრისათვის შეიძლება ლექსიკურ მარაგზე პასუხისმგებელი
მოსწავლე. მან საუბრის თემა წინასწარ უნდა იცოდეს და მოემზადოს, გაუწიოს
მეგობრებს დახმარება, თუ მათ დაავიწყდებათ ან დააკლდებათ საჭირო სიტყვა.
შედარებით მაღალი კლასებიდან (VIII-IXკლ.) სიტყვის არცოდნის შემთხვევაში უნდა
მოვთხოვოთ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე კი არ დაასახელონ მათთვის საჭირო
სიტყვა, არამედ შესასწავლ ენაზე ახსნან რა სიტყვას ეძებენ (ამით ისინი უცხოელ
თანამოსაუბრეებთან კომუნიკაციის ავთენტურ სიტუაციას მიბაძავენ), მაგალითად:

Pupil 1: I need… we wash hands with it.

Pupil 2: Water?

Pupil 1: No, no. It is like shampoo, but it is hard. It smells nice. And it makes our hands
clean.

Pupil 2: Soap?

Pupil 1:Right, thank you.


არ არის აუცილებელი წრის მეცადინეობა ყოველთვის მასწავლებლის მიერ იქნეს
წარმართული. ყოველი მომდევნო სხდომის წამყვანად სეიძლება ისეთი თემები
შევთავაზოთ, როგორიცაა: სასაცილო/დრამატული სიტუაციები, რომელშიც ადამიანი
შეიძლება აღმოჩნდეს ენის არცოდნის (ცუდი ცოდნის) გამო, ვინ არიან
პოლიგლოტები, სესასწავლი ენის განვითარების ისტორია და სხვ. მეცნიერებისა და
ტექნიკის მიღწევებით გატაცებულ მოსწავლეებს კი უფრო დააინტერესებთ საგაზეთო
პუბლიკაციები სათანადო თემებზე, გამოფენებისა და კატალოგების დათვალიერება
და მათზე საუბარი და ა.შ.

სასურველია, წრის ყველა წევრმა გარკვეული წვლილი შეიტანოს თემატიკის


შერჩევაში, მასალის მომზადებაში, თემის განსახილველად საინტერესო საკითხების
მომზადებაში და სხვ. თუ რომელიმე მოსწავლე არ იჩენს ინიციატივას, დაუშვებელია
მისი დაძალება, თუმცა, მასწავლებელს შეუძლია მისცეს მას რჩევა მისი უნარისა და
ინტერესების გათვალისწინებით. მასწავლებელმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა
გააქტიუროს წრის ყველა წევრი.

სასაუბრო თემატიკა სახელმძღვანელოს უნდა ეყრდნობოდეს (რათა მოსწავლეების


ლექსიკურ მარაგს ეფუძნებოდეს), მაგრამ მას არ უნდა იმეორებდეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში მოსწავლეთა მოტივაცია დაბალი იქნება, თუ, მაგალითად, გაკვეთილზე
შეისწავლება ტანსაცმლის თემა, წრეობრივი მუშაობისას მოსწავლეებმა მზა და
საკუთარი ხელით შეკერილი ტანსაცმლის უპირატესობებზე შეიძლება ისაუბრონ,
მოდის ახალი ტენდენციები გაარჩიონ და ა. შ. ასეთი მიდგომა გაზრდის მათ
ინტერესსაც და ენის პრაქტიკულად გამოყენების დონესაც [4].

იმისათვის, რომ მოსწავლეებს სასუბროდ საკმარისი მასალა ჰქონდეთ, შეიძლება მათ


წინასწარ მიეცეთ წასაკითხი ან მოსასმენი მასალა. მასწავლებელს ასევე შეუძლია
წინასწარ დაასახელოს სასაუბრო თემა, რათა მოსწავლეებმა თვითონ მოიპოვონ ან
მოიფიქრონ საიტერესო ინფორმაცია მის ირგვლივ.

ზეპირმეტყველების წრის მიზანი შეიძლება იყოს როგორც უბრალოდ ენობრივი


პრაქტიკის უზრუნველყოფა, ისე რომელიმე სასკოლო ან უფრო მაღალი დონის
ღონისძიებებისთვის მომზადება. წრის მუშაობაში შეიძლება გამოიკვეთონ ის
მოსწავლეები, რომლებიც შემდეგ კონფერენციებში ან ოლიმპიადებში მიირებენ
მონაწილეობას[5].

გაკვეთილისაგან განსხვავებით, ხეპირმეტყველების წრის წევრები სავარჯიშოებს კი


არ უნდა ასრულებდნენ, არამედ რეალურ ენობრივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ
ჩაბმულნი. რასაკვირველია, სასაუბრო დავალება და თემა ფარულად ემსახურება
გარკვეული მასალის განმტკიცებას, მაგრამ აშკარად ეს ამოცანა არ უნდა ისმებოდეს,
წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება მოტივაციის დაქვეითებას.

უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას, რათა


მოიხსნას შეცდომის დაშვების შიში, ჭარბი სიმორცხვე, გაკვეთილისთვის
დამახასიათებელი სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები. მხოლოდ ურთიერთნდობა
საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მოინდომონ უცხოურ ენაზე რეალურ
კომუნიკაციაში მონაწილეობა[1].

ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების ფორმირება-სრულყოფა კლასგარეშე მუშაობისას


ისევე, როგორც საკლასო მეცადინეობისას, აუდირებისა და საუბრის (ლაპარაკის)
უნარ-ჩვევებს გულისხმობს.

აუდირების უნარ-ჩვევების ფორმირება მეტ დროს მოითხოვს ვიდრე გაკვეთილის


დროს გვაქვს ამ ამოცანისთვის დათმობილი, რის გამოც სკოლის მოსწავლეების
აუდირების უნარჩვევები სხვა უნარ-ჩვევებთან შედარებით დაბალი დონით
ხასიათდება ხოლმე. გარდა ამისა, აუდიოჩანაწერების გამოყენება სწრაფად ღლის
მოსწავლეებს და დასაშვებია მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში ერთიგაკვეთილის
მსვლელობისას. ამის კომპენსირება აუცილებელი და შესაძლებელია კლასგარეშე
მუშაობისას. ამ მიზნით, კერძოდ, საუკეთესო მოლაპარაკის გარდა, საუკეთესო
მსმენელის კონკურსი შეიძლება ჩავატაროთ. მოსასმენი მასალა (არა მხოლოდ
აუდიოჩანაწერები, არამედ მასწავლებლის მეტყველებაც, განსაკუთრებით, თუ მისი
წარმოთქმა და ლექსიკურ-გრამატიკული უნარ-ჩვევები სათანადო დონეზეა) უფრო
რთული და ამავე დროს უფრო თანამედროვე, საინტერესო და მრავალფეროვანი
უნდა იყოს, ვიდრე გაკვეთილზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაღალი მოტივაცია.
მუშაობა უნდა შეიცავდეს ისეთ, ენის გაკვეთილზე იშვიათად გამოყენებულ ფორმებს,
როგორიცაა, მაგალითად, მხატვრული კითხვა, პოპულარული სიმღერის
ინდივიდუალური და გუნდური შესრულება, სატელევიზიო/რადიო თოქ-შოუს
მოსმენა და ა.შ. მოსასმენი ჩანაწერები ან ტექსტები, რომლებსაც მასწავლებელი,
(უცხოელი) სტუმრები სტუმრები და საუკეთესო მოსწავლეები წაიკითხავენ,
რომელთა შერჩევაც თავად მოსწავლეების მიერ იქნება შესაძლებელი.

კლასგარეშე მუშაობისას ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების ფორმირება-


სრულყოფისას, ისევე როგორც გაკვეთილზე, მის ორივე ფორმას უნდა მივმართოთ:
მონოლოგურსა და დიალოგურს. საუბარი უნდა იყოს როგორც მომზადებული (მზა
დიალოგური და მონოლოგური ნიმუშების აღდგენა, ლექსების ზეპირად წაკითხვა და
ა.შ.) ისე სპონტანური. სპონტანურ საუბარს მეტი ადგილი უნდა დაეთმოს. რადგან
სწორედ დიალოგს მეტი სპონტანურობა ახასიათებს, მას, და არა შინ მომზადებული
მონოლოგური მოხსენებების წაკითხვას, უნდა დაეთმოს მეტი დრო. დიალოგები
უნდა შედგეს წყვილებში ან წრის ყველა წევრის მონაწილეობით. მასწავლებელმა
უნდა მიაჩვიოს მოსწავლეები საუბარში ჩართვისთვის საჭირო ფრაზებს ( I am sorry to
interrupt, but… . May I add something? I’ve listened to you very attentively, now please let
me say a couple of words. Can I express my opinion? I don’t quite share your opinion. და
ა.შ.). როცა მოსწავლეებს საკმარისი სათქმელი აქვთ, მასწავლებელი ცდილობს არ
ჩაერიოს მათ საუბარში, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მომზადებული საინტერესო
კითხვები, მაგალითები და ა. შ., რათა საჭიროების შემთხვევაში ხელი შეუწყოს
საუბრის გაგრძელებას [2].

დიალოგის წარმართვის მიზნით მასწავლებელმა ან მოსწავლეებმა წინასწარ უნდა


მოიფიქრონ საუბრის თემასთან დაკავშირებული საინტერესო სიტუაციები,
შეადგინონ საუბრის გეგმა. როგორც სასაუბრო, ისე მოსასმენი სიტუაციები
ცხოვრებისეული უნდა იყოს, რათა მათ პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნდეთ,
მაგალითად:

 თქვენ ემზადებით ინგლისის რომელიმე ქალაქში სასწავლებლად


წასასვლელად. მოუსმინეთ ამინდის პროგნოზს (წელიწადის სხვადასხვა
დროის ამინდის ამსახველ ფრაგმენტებს) და ისაუბრეთ იმაზე, თუ რა
ტანსაცმელს წაიღებთ თან. წაიკითხეთ/ მოისმინეთ ინფორმაცია ქალაქის
ღირშესანიშნაობების თაობაზე და თქვით, რომელი მათგანის ნახვას
ისურვებდით და რატომ.
 ესაუბრეთ მარაზიის გამყიდველს ტანსაცმლის ზომების შესახებ
(„გამყიდველს“ ზომების ცხრილი აქვს).
 „ექსკურსია“ ჩაუტარეთ უცხოელ სტუმარს საქართველოს რომელიმე
ქალაქში/კუთხეში. შეგიძლიათ თვალსაჩინოება გამოიყენოთ.
 ჩასული ხართ ინგლისის’ ამერიკის რომელიმე ქალაქში სამოგზაუროდ.
გაითამაშეთ სასტუმროში განთავსების ეპიზოდი.
 უცხოელი სტუმრის კონცერტზე წაყვანა გინდათ. გამოკითხეთ მისი
გემოვნების თაობაზე.

ზეპირმეტყველების წრის მუშაობის, ისევე როგორც სხვადასხვა


ღონისძიებებისჩატარების ეფექტურ ფორმას წარმოადგენს ენობრივი თამაშები. V-VI
კლასში მისაწვდომი თამაშია, მაგალითად, Alphabet dinner, პირველი მოთამაშე
ამბობს Today for dinner I had apples (საკვების სახელი რომელიც ასო “ a“ იწყება).
მეორე მოსწავლე ამბობს, მაგალითად Today for dinner I had duck და ა.შ. VII-IX კლასის
მოსწავლეებისათვის გამოსადეგია თამაში- შეჯიბრი Experts. ყველა გუნდი გამოყოფს
რომელიმე თემის „ექსპერტს“. მოწინააღმდეგე გუნდის წევრები კითხვებს უსვამენ
„ექსპერტებს“. გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის ექსპერტმაც მეტ კითხვას
უპასუხა.

ზეპირმეტყველების წრის სხდომებისათვის გამოდგება როლების გათამასება


წაკითხულისა ან მოსმენილის საფუძველზე, მკითხველთა „კონფერენციები“,
დრამატული წრის მიერ მომზადებული სპექტაკლის განხილვა [3].

უცხოური ენის ინტენსიური სწავლებისას როლების გათამაშებას მიმართავენ


როგორც შემსწავლელთა „ინფანტილიზაციის“ ხერხს, რათა კომუნიკაციის ას
მოხსნილი იქნას „შფოთვა“ ანუ „წუხილი“ (anxiety), რომელიც გამოწვეულია
მოსწავლეთა პირადი თავისებურებებითა და შეცდომის დაშვების შიშით. უცხოური
ენების ტრადიციული მეთოდებით სწავლებისას როლების გათამაშების ელემენტები
ზოგჯერ გამოიყენება ტიპურ სიტუაციებში დიალოგური მეტყველების
გავარჯისებისას (მოსწავლე-მასწავლებელი, გამყიდველი-მყიდველი, ბავშვი-
მშობელი). კლასგარეშე მუსაობისას შეგვიძლია უფრო ხშირად მივმართოთ მუშაობის
ამ ფორმას, მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ სიტუაციებისა და როლების დიაპაზონი.

როლების გათამაშებისას მოსწავლე თავის თავზე იღებს როლს (საკუთარის


იდენტურსა ან სხვა ადამიანის) გარკვეულ სიტუაციაში. როლი და სიტუაცია
შეიძლება საკმაოდ დეტალურად იყოს აღწერილი ან ძალიან ზოგადად. „სცენარი“/
„სიუჟეტი“ უფრო ხშირად არ არის შეთავაზებული, თუმცა ხშირად მონიშნულია
მთავარი კონფლიქტი (მაგ., მაღაზიაში ვერ პოულობთ თქვენთვის საჭირო ზომას).
სწავლების დაწყებით ეტაპზე (V-VI კლ.) დასაშვებია როლების გათამასებისათვის
ინსტრუქციების მიცემა მშობლიურ ენაზე. შემოქმედებითი ელემენტი (ენობრივი
მასალა, როლისა და სიტუაციის ინტერპრეტაცია, გამონათქვამის სინაარსი) როლების
გათამაშებისას ძალიან ძლიერია. როგორც ნამდვილი (სკოლამდელი ასაკის
ბავსვების), ასევე სასწავლო თამაშისას მონაწილეები ქვეცნობიერად ქმნიან „თავიანთ
რეალობას“ და ამ გზით საკუთარ ცოდნას სამყაროს შესახებ ამოწმებენ და
ავითარებენ სხვა ადამიანებთან შესასწავლ ენაზე ურთიერთქმედების უნარს.
როლების გათამასება ეფექტურად ხსნის არა მარტო ენობრივი, არამედ
ცხოვრებისეული შეცდომის დაშვების შიშსაც: ზნეობრივად, პრაქტიკულად ან
ენობრივად „არასწორი“ ქცევა არ გამოიწვევს სერიოზულ მარცხს. „მაყურებელს“
(თანაკლასელები, მასწავლებელი) ნაკლები მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, როცა
წრის წევრები წყვილებად ან ჯგუფებად არიან დაყოფილი, მთავარია როლის
შესრულების პროცესი, მისი წარუმატებლობა. აქტივობა სახალისოა და მოსწავლის
პიროვნებას არ ემუქრება (არ არის აუცილებელი სხვებს გაუზიარო საკუთარი
თვალსაზრისი; არ არის საჭირო როლსი ისეთი ღრმა შესვლა, როგორიც მსახიობს
თეატრში როლის შესრულებისას მოეთხოვება) [6].

მშობლიური ქალაქის/ კუთხის/ქვეყნის/ ღირშესანიშნაობების შემსწავლელი წრე(


ნამდვილი ან როლის გათვალისწინებით „უცხოელი“ სტუმრისთვის ექსკურსიების
და საღამოების, ალბომებისა და კედლის გაზეთის, პლაკატების მომზადებით)
ზეპირმეტყველების წრის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს წარმოადგენს.

რეალური წარმატების მისაღწევად წრის შეხვედრა 1-2 ჯერ უნდა ხდებოდეს. კარგია,
თუ შეხვედრები არდადაგების დროსაც (საზაფხულო არდადაგების გარდა, როცა
მასწავლებელი შვებულებაშია) გაგრძელდება, რათა უწყვეტობის ეფექტი იქნას
უზრუნველყოფილი. ერთი შეხვედრა ერთ თემას უნდა ეძღვნებოდეს. მისი
თემატური გადატვირთვა დაუსვებელია. დიდი მოცულობის მქონე თემა შეიზლება
წრის ორ-სამ სხდომაზე განაწილდეს. წრეობრივმა მუშაობამ არ უნდა მოსთხოვოს
მოსწავლეებს იმდენი დრო, რომ ამ საქმიანობამ ძირითად სასწავლო პროცესზე
უარყოფითად იმოქმედოს.

ამრიგად, უცხო ენაზე ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების განსავითარებლად


კლასგარეშე მუშაობისას მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და საინტერესო
სასაუბრო თემატიკის, მოსასმენი და წასაკითხი ტექსტების შერჩევა მოსწავლეთა
ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესებისა და ენობრივი მომზადების
გათვალისწინებით. გაკვეთილისაგან განსხვავებით, ენობრივი წრის წევრები
სავარჯიშოებს კი არ უნდა ასრულებდნენ, არამედ რეალურ ენობრივ კომუნიკაციაში
უნდა იყვნენ ჩაბმულნი. ამდენად, სიტუაციური დიალოგები, როლების გათამასება,
დებატები, კონკურსები, რომლებიც საგაკვეთილო მეცადინეობისას შედარებით
იშვიათად გამოიყენება, უცხოურ ენაში კლასგარეშე მუშაობის ძირითად
შემოქმედებით ფორმებს წარმოადგენენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გიორგობიანი ლ., კახიშვილი ლ., მაცხონაშვილი გ., ქვლივიძე რ.-უცხოური


ენების სწავლების თეორია და მეთოდიკა. „ენა და კულტურა“. 2005. გვ. 269-
277
2. Defelice, W. Using Story Jokes for Real Communication.-Forum. 1996, vol. 34,#2,
p.43-44.
3. Edmundo, J. M. Using pictures creatively.-A forum Antology. 1989. Washington, D.
C. p. 187-190.
4. Gear, J., Gear, R. Puppetry in the ESL/EFL Classroom.- A Forum Antology. 1989.
Washington, D.C. p. 1-5. Retrieved from htt. www. Frischmarionettes.com
5. Snow, D. From Language Learner to Language Teacher. An Introduction to Teaching
English as a Foreign Language. TESOL. 2007. P. 106-115.
6. Palioura, I. Using Simulations to Enhance Oral Competence.-Forum. 1996, vol. 34,
#2.p40-42.

მზია თოფურიძე

კლასგარეშე მუშაობის როლი უცხო ენაზე ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების


ფორმირების პროცესში

რეზიუმე

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია კლასგარეშე აქტივობათა როლი უცხო ენაზე


ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების ფორმირების პროცესში.

უცხოენობრივი ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების გასავითარებლად კლასგარეშე


მუშაობისას მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და საინტერესო სასაუბრო თემატიკის
შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ზეპირმეტყველების
თემატიკის შერჩევაში მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა,
შერჩეული თემა უნდა ენობრივად მისაწვდომი იყოს მოსწავლეებისათვის, მას
საფუძვლად უნდა ედოს გაკვეთილზე ნასწავლი თემატური ლექსიკა, რომელიც
შეიძლება გარკვეულწილად გაფართოვდეს.გაკვეთილისაგან განსხვავებით, ენობრივი
წრის წევრები სავარჯიშოებს კი არ უნდა ასრულებდნენ, არამედ რეალურ ენობრივ
კომუნიკაციაში უნდა იყვნენ ჩაბმულნი. ამდენად, სიტუაციური დიალოგები,
როლების გათამაშება, დებატები, კონკურსები, რომლებიც საგაკვეთილო
მეცადინეობისას შედარებით იშვიათად გამოიყენება, უცხოურ ენაში კლასგარეშე
მუშაობის ძირითად შემოქმედებით ფორმებს წარმოადგენენ.
Mzia Topuridze

The Role of Out -of -Class Activities in the process of Formation Speaking Skills in a Foreign
Language

Resume

The article deals with the role and meaning of out-of-class activities while developing
learners’ foreign language speaking skills.

It is important to underline, that to enhance students’ FL communication appropriate


teaching/learning activities should be selected. Out-of-class work must be based on
interesting, motivating and innovative teaching strategies that improve student engagement
in selecting teaching/learning material. When choosing activities such factors as learners’
interest and their language proficiency must be necessarily considered. Students should be
provided with the kinds of practice they need to develop oral skills. The out-of-class
speaking practice should include situational dialogues, role-plays, debates, competitions and
other creative activities which simulate real communicative situations in the target language
and which are not frequently used in class.

You might also like