You are on page 1of 7

კნუტ ჰამსუნი

სიყვარულის მონები

ეს ყელაფერი გულის მოსაოხებლად,დღეს თავად დავწერე.სიცოცხლის


ხალისი აღარ მაქვს.დავკარგე სამსახური და,საერთოდ,ყველაფერი.ადრე
კაფე ,,მაქსიმილიანში” ვმუშაობდი.

ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ორ მეგობართან ერთად


ყოველ საღამოს მოდიოდა და ჩემს ერთ-ერთ მაგიდასთან
ჯდებოდა.კაფეს,როგორც წესი ,ბევრი ადამიანი სტუმრობდა და ჩემთვის
ორიოდე თბილ სიტყვას არავინ იშურებდა,არავინ მის გარდა.მაღალი იყო
,გამხდარი ,რბილი შავი თმითა და ცისფერი თვალებით,რომლებიც
იშვიათად,მაგრამ მაინც მამჩნევდნენ.ზედა ტუჩს ოდნავ შესამჩნევი
ღინღლი უფარავდა.თავიდანვე ეტყობოდა ,რომ დიდად არ
ვეპიტნავებოდი.მთელი კვირა ყოველ საღამოს მოდიოდა.მივეჩვიე და როცა
არ იყო ,თითქოს რაღაც მაკლდა.ერთხელაც საერთოდ არ მოვიდა.ადგილს
ვერ ვპოულობდი .მთელი კაფე შემოვირბინე და უეცრად მოპირდაპირე
მხარეს ერთ-ერთი დიდი სვეტის უკან მივაკვლიე.მაგიდასთან მსახიობ
ქალთან ერთად იჯდა.ქალს ყვითელი კაბა ეცვა და გრძელი,იდაყვებამდე
ხელთათმანები ეკეთა.ძალიან ახალგაზრდაა,მშვენიერი
თაფლისფერთვალება.მე კი ლურჯი ფერის თვალები მაქვს.
ერთ ხანს გავჩერდი ,ვცდილობდი გამეგო,რაზე საუბრობდნენ.ქალი
რაღაცაში ადანაშაულებდა,ეუბნებოდა,თავი მომაბეზრე და
წადიო.ღვთისმშობელს შევთხოვდი,ნეტავ,ჩემთან მოვიდეს-მეთქი.
მეორე საღამოს ,ჩვეულებრივ,მეგობრებთან ერთად მოვიდა და ერთ -ერთ
ჩემს მაგიდასთან დაჯდა.სულ ხუთ მაგიდას ვემსახურებოდი
.ადრინდელივით მაშინვე არ გავქანდი,გავწითლდი და თავი ისე დავიჭირე
,თითქოს ვერ შევამჩნიე.თვითონ დამიძახა.ვუთხარი ,გუშინ არ
მობრძანებულხართ-მეთქი
-ყურადღება მიაქციეთ,-მეგობრებს მიუბრუნდა;რა მოხდენილი და
მშვენიერი მიმტანი გვაყვს.
-ლუდი მოგართვათ?
დიახო,მიპასუხა.სამი კათხა ლუდისთვის კი არ მივდიოდი -მივფრინავდი.
2
რამოდენიმე დღე გავიდა.
ერთხელ სავიზიტო ბარათი გამომიწოდა და მითხრა:
-ეს…მიუტანეთ…
ბოლომდე არც მომისმენია ,ბარათი გამოვართვი და ყვითელ ქალბატონს
მივუტანე.გზად ბარათზე მისი სახელი წავიკითხე:ვლადიმერ ტ ..უკან
მობრუნებული მის შეკითხვებით სავსე თვალებს წავაწყდი,ვუთხარი:

-ბარათი გადავეცი.
-პასუხი რა არის?
-არა.
ერთი მარკა გამომიწოდა,გაიღიმა და მითხრა:
-თუ პასუხი არ არის ,-ესეც პასუხია.
მთელი საღამო იმ ქალბატონსა და თანამეინახეებს უყურებდა.ასეა
თერთმეტი სათისთვის ადგა და მათთან მივიდა.ქალი ცივად შეხვდა,მისი
მეგობრები პირიქით,ელაპარაკებოდნენ,ირონიულ შეკითხვებს აძლევდნენ
და იცინოდნენ.მალევე დაბრუნდა,რამდენიმე წუთში.შევამჩნიე,რომ მისი
საგაზაფხულო პალტოს ერთი ჯიბე ლუდს დაესველებინა.მაშინვე
გაიხადა,მკვეთრად შემობრუნდა.და ცირკის ქალბატონის მაგიდას მრისხანე
სახით გახედა.როგორც შემეძლო,პალტო გავუწმინდე და გამიღიმა:
-გმადლობ,მონა.
პალტოს ჩაცმაში რომ ვეხმარებოდი,მალულად ხელი ზურგზე გადავუსვი.
ჩაფიქრებული იჯდა.ერთმა მისმა მეგობარმა ლუდის დამატება
მოითხოვა,კათხას რომ მივწვდი,ტ..-ს კათხაც მინდოდა ამეღო.არაო,მითხრა
და ხელზე ხელი დამადო.შეხებისთანავე ხელი უსიცოცხლოდ
ჩამომეკიდა.უმალ მიხვდა და სასწრაფოდ ხელი უკან წაიღო.
საღამოს საწოლთან მუხლმოყრილი მისთვის ვლოცულობდი და უზომოდ
ბედნიერი ,საკუთარი ხელის იმ ადგილს ვკოცნიდი ,სადაც მისი შეხება
ვიგრძენი.

3
ერთხელ ყვავილები მაჩუქა,მთელი თაიგული.კაფეში შემოვიდა თუ
არა,მეყვავილისგან თითქმის მთელი კალათა იყიდა-ხასხასა,ალისფერი
თაიგული და თავის მაგიდაზე მოაბნია.ამჯერად მარტო იყო ,როგორც კი
თავისუფალი წუთი გამომიჩნდებოდა,სვეტს ამოფარებული ვუყურებდი
და ვფიქრობდი:მას ვლადიმერ ტ.. ჰქვია.
საკმაო ხანი გავიდა,წამდაუწუმ სააათზე იყურებოდა.
ვკიტხე ,ვინმეს ხომ არ ელოდებით-მეთქი?არაფრისმთქმელი თვალებით
შემომხედა და მიპასუხა:
-არა,არავის ველოდები.ვის უნდა ველოდებოდე?
პასუხი ძლივს ამოვღერღე:
მეგონა,რომ ვიღაცას ელოდებოდით.
-აქ მოდითო,მითხრა პასუხად და მთელი თაიგული გამომიწოდა:
-ეს თქვენ.
მადლობის გადახდა მინდოდა,მაგრამ ხმა წამერთვა და ძლივს
წავილუღლუღე-გმადლობთ.სიხარულისგან გონდაკარგული დახლთან
ვიდექი და ვეღარ ვიხსენებდი ,რა უნდა შემეკვეთა.
-რა გნებავთ?-მეკითხება მებუფეტე
-თქვენ არ იცით?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე
-საიდან უნდა ვიცოდე?ხომ არ შეიშალეთ?
-არ იცით,ეს ყვავილები ვინ მომართვა?-შევეკითხე.
მმართველმა გამოიარა და ჩაილაპარაკა:
-ხისფეხიანი ბატონისთვის ლუდის მიტანა დაგვიწყებიათ.
-ყვავილები ვლადიმირმა მაჩუქა,-ჩავილაპარაკე და ლუდი მაგიდებისაკენ
წავიღე
ტ.. დიდხანს იჯდა .როგორც იქნა წამოდგა და მეც კიდევ ერთხელ
მადლობა გადავუხადე.შეჩერდა და მომიგო:
-ეგ ყვავილები თქვენთვის არ მიყიდია.
მერე რა,შეიძლება სხვისთვის იყიდა,მაგრამ ჩუქებით მე მაჩუქა .ყვავილები
მე მერგო და არა იმას ,ვისთვისაც იყიდა.თან უფლება მომცა ,მადლობა
გადამეხადა.ღამე მშვიდობისა,ვლადიმირ.

4
მეორე დილით გაწვიმდა.
ვფიქრობდი ,რომელი კაბა ჩავიცვა ,შავი თუ მწვანე?მწვანე ახალია და
ამიტომაც აჯობებს.უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
ტრამვაის გაჩერებასთან წვიმაში ქალი იდგა.ქოლგა არ ქონდა და ჩემი
შევთავაზე,მაგრამ იუარა.ქოლგა დავკეცე ,თუ ასეა ,ორივე დავსველდეთ-
მეთქი ,გავიფიქრე.
საღამოს კაფეში ვლადიმირი მოვიდა
-გუშინდელი თაიგულისთვის კიდევ ერთხელ გმადლობთ,ამაყად
ვუთხარი.
-რომელი ყვავილები?-გაიკვირვა .-იმ ყვავილებზე ნუ ლაპარაკობთ.
უბრალოდ,მინდოდა მადლობა მეთქვა.
მხრები აიჩეჩა და თქვა:
-მე თქვენ არ მიყვარხართ. მონა.
არ ვუყვარვარ..მერე რა ..ეს ამბავი სულაც არ მანაღვლებდა,მე მას ყოველ
საღამოს ვნახულობ,ჯდება ჩემს მაგიდასთან ,დიახ,მხოლოდ ჩემს
მაგიდასთან ზის და მე,მე მიმაქვს მისთვის ლუდი.
საღამო მშვიდობის,ვლადიმირ !
შემდეგ საღამოს გვიან მოვიდა და მკითხა;-მონა ,ფული გააქვთ?
-სამწუხაროდ,არა-ვუპასუხე,-მე ღარიბი გოგო ვარ.
ღიმილით შემომხედა და მითხრა:
-ვერ გამიგეთ .ცოტა ფული მჭირდება ხვალამდე.
-სახლში ას ოცდააათი მარკა მაქვს.
-სახლში თუ აქა?
-თხუთმეტ წუთს თუ დაიცდით,კაფე დაიკეტება და მოგიტანთ.
თხუთმეტი წუთი დაიცადა და კაფედან ერთად გამოვედით.
მითხრა მხოლოდ ასი მარკა მომეცითო.
მთელი გზა გვერდით მომყვებოდა,არც ჩემ წინ და არც უკან,სხვა
გაბღენძილ ბატონებს კი არ ჰგავდა.
-სახლს რომ მივუახლოვდით,ვუთხარი:
-ერთი ციცქნა ოთახი მაქვს.
-ზევით არ ამოვალ ,აქ დაგელოდებით.როდესაც დავბრუნდი ,ფული
გადაითვალა და მითხრა:
-აქ ასზე მეტია.აიღეთ ათი მარკა საჩუქრად.დიახ,დიახ ათ მარკას გაძლევთ.
ათი მარკა გამომიწოდა ,ღამე მშვიდობისაო ,მითხრა და წავიდა.დავინახე
,როგორ გაჩერდა კუთხეში და კოჭლ მათხოვარს შილინგი აჩუქა.

მომდევნო საღამოს მითხრა ,ძალიან ვწუხვარ ,მაგრამ ვალს ვერ


გიბრუნებთ.მადლობა
გადავუხადე,რომ ფული არ დამიბრუნა.გულახდილად გამომიტყდა,რომ
ყველაფერი გაენიავებინა.
-რა გაეწყობა ,მონა!ხომ იცით_ყვითელი ქალბატონი!
-ჩვენს მიმტანს მონას რატომ ეძახი?-შეეკითხა ერთი მეგობარი.შენ უფრო
ჰგავხარ მონას.
საუბარი შევაწყვეტინე;
-ლუდი მოგართვათ?
მალე ყვითელი ქალბატონი მოვიდა.ტ.. წამოდგა და ქუდი მოიხადა.თავი
ისე დასწია,რომ თმები სახეზე გადმოეყარა.ქალმა გვერდით
გაუარა.ცარიელ მაგიდას მიუჯდა და დანარჩენი სკამები საზურგეებით
მოატრიალა,აქაოდა,მთელი მაგიდა დაკავებულიაო.მაშინვე მივიდა და
ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა.რამდენიმე წუთში წამოდგა და ხმამაღლა თქვა:
-კარგი ,მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები.
გმადლობთო,უპასუხა ქალმა.
სიხარულისგან ფეხქვეშ მიწა გამომეცალა ,დახლთან მივირბინე და
რაღაცის მოყოლა დავიწყე ,ალბათ ვამბობდი ,იმ ქალს აღარასოდეს არ
დაუბრუნდება -მეთქი.
მმართველმა გამოიარა და შენიშვნა მომცა,მაგრამ ზედაც არ შემიხედავს.
კაფე რომ დაიხურა,ტ..-მ სახლამდე მიმაცილა.
-მომეცით ხუთი მარკა იმ ათიდან გუშინ რომ დაგიბრუნეთ.
მინდოდა ათივე აეღო ,მანაც აიღო და ჩემი პროტესტის მიუხედავად ხუთი
უკან დამიბრუნა,-ეს საჩუქრადო.
-ძალინ ბედნიერი ვარ.ერთი ცეცქნა ოთახი მაქვს ,თორემ გავბედავდით და
დაგპატიჟებდით.
თქვენთან არ ამოვალ,ღამე მშვიდობისაო,მიპასუხა.
წავიდა.კუთხეში მდგარმა მოხუცმა მათხოვარმა თავი დაუკრა ,მაგრამ
მოწყალების მიცემა დაავიწყდა.მივირბინე.ფული მივეცი და ვუთხარი:
-აი,იმ ნაცრისფერ კოსტუმიანი ბატონისაგან ,ახლახან რომ გაიარა.
-ნაცრისფერ კოსტიუმიანი ბატონისაგან?-მკითხა მათხოვარმა.
-დიახ,იმ შავთმიანი ბატონი ვლადიმირისაგან.
-მისი ცოლი ხართ?
-არა,მისი მონა ვარ.

რამდენიმე საღამო მიმეორებდა ,ძალიან ვწუხვარ,მაგრამ ფულს ვერ


გიბრუნებო.ვთხოვე,ნუ მაწყენინებთ -მეთქი.ამას ისე ხმამაღლა
მეუბნებოდა,ირგვლივ ყველას ესმოდა და ბევრი დასცინოდა კიდეც..
-არამზადა ვარ,ნაძირალა,ფული გამოგართვით და ვერ
გიბრუნებთ.ორმაცდაათ მარკად მზად ვარ მარჯვენა ხელი მოვიჭრა.
მეშინოდა ამ სიტყვების და თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით,ფული სად
მეშოვა ,მაგრამ ვერსადაც ვერ ვიშოვიდი.
ცოტა ხანში ,ისევ დამელაპარაკა
-თუ მკითხავთ,რა მოხდაო,გიპასუხებთ:ყვითელი ქალბატონი ცირკთან
ერთად გაემგზავრა და მეც სამუდამოდ დავივიწყე.აღარც კი მახსოვს.
-თუმცა,დღეს მაინც მისწერე;შეაწყვეტინა ერთმა მეგობარმა.
-უკანასკნელად,-უპასუხა ვლადიმირმა
მეყვავილესთან ვარდი ვიყიდე და ვლადიმირის პიჯაკის ღილკილოში
მინდოდა გამეყარა ,მაგრამ ხელზე მისი სუნთქვა ვიგრძენი და ღილკილო
დიდხანს ვერ ვიპოვე.
მადლობა გადამიხადა.მოლარეს ხელფასიდან შემორჩენილი რამდენიმე
მარკა გამოვართვი და მივეცი.
მადლობა კიდევ ერთხელ გადამიხადა ,მთელი საღამო ბედნიერი ვიყავი
,სანამ ვლადიმირმა არ მითხრა:
-ამ ფულით მივემგზავრები.ერთ კვირაში დავბრუნდები და თქვენს ფულს
უკლებლივ მიიღებთ.ჩემი მოძრაობა შეამჩნია,ხელი ჩამჭიდა და დაამატა:
-მე თქვენ მიყვარხართ!
მისი წასვლის ამბავმა სულ დამაბნია.არც კი მეუბნება,საით მიდის თუმცა
კი ვკითხე.კაფე ჭაღები უამრავი ხალხი- ყველაფერი ერთმანეთში აირია,ვერ
მოვითმინე და ხელი მოვკიდე.
-ერთ კვირაში დაგიბრუნდებით!-
მითხრა და მკვეთრი მოძრაობით ადგა.
გავიგონე მმართველმა როგორ თქვა:
ახალი ადგილის პოვნა მოგიწევთ
-დიდი ამბავი!-გავიფიქრე.რა მნიშვნელობა აქვს !ერთ კვირაში ვლადიმირი
დამიბრუნდება!მინდოდა ,მადლობა მეთქვა,მაგრამ რომ მივიხედე უკვე
წასული იყო.

ერთი კვირის თავზე ,საღამოს ,შინ დაბრუნებულს მისი წერილი


დამხვდა.იმედგაცრუებული მწერდა ,ყვითელი ქალბატონის კვალს გავყევი
და ფულს ვერასოდეს დაგიბრუნებთ,რადგან გროშიც კი აღარ
გამაჩნიაო.თავბედს იწყევლიდა,არაკაცი ვარო.ბოლოში მინაწერი იყო:.,, მე
ყვითელი ქალბატონის მონა ვარ”.
დღედაღამ ვტიროდი.ვერაფრით ვერ ვწყნარდებოდი .ერთ კვირაში
სამსახურიდან დამითხოვეს და ახალი სამუშაოს ძებნა დავიწყე .ნაირნაირი
კაფეებისა და სასტუმროების კარებს ვატალახებდი,კერძო პირებს
ვურეკავდი და სამსახურს ვთავაზობდი.არაფერი გამომივიდა.
საღამოოობით გაზეთებს ნახევარ ფასად ვყიდულობდი ,ყურადღებით
ვეცნობოდი ყველა განცხადებას ,იქნებ რაიმეს წავაწყდე და ორივეს-ჩემი და
ვლადიმერის გადარჩენა მოვახერხო -მეთქი
გუშინ საღამოს გაზეთში მის გვარ-სახელს წავაწყდი და წავიკითხე რაც იქ
ეწერა.მაშინვე სახლიდან გამოვედი,ქუჩაში დავდიოდი,შინ გამთენიისას
დავბრუნდი.შიძლება სადღაც მეძინა ,ან სადმე კიბეზე გაუნძრევლად
ვიჯექი,არ მახსოვს
დღეს კიდევ ერთხელ გადავიკითხე,თუმცა,გუშინ უკვე წაკითხული
მქონდა.ჯერ სკამზე დავჯექი ხელებჩამოშვებული,მერე რატომღაც ძირს
დავეშვი და სკამს მივეყუდე.იატაკზე ვაბრახუნებდი და ვფიქრობდი,იქნებ
არ ვფიქრობდი.თავში აზრის ნატამალი არ გამაჩნდა,არაფერი არ
მახსოვს.მერე ავდექი და გარეთ გავედი.კუთხეში ,კარგად მახსოვს,მოხუც
მათხოვარს ფული ვაჩუქე და ვუთხარი:
-ეს ნაცრისფერკოსტიუმიანი მამაკაცისგან ,.თქვენ მას იცნობთ.
-მისი საცოლე ხართ?-მკითხა
ვუპასუხე:
-არა,მისი ქვრივი ვარ…
დილამდე ქუჩებში დავბორიალობდი.ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხე მას
ვლადიმირ ტ… ერქვა…

You might also like