You are on page 1of 8

გირჩი

დღეს სამი წელი შემუსრულდება მას მერე რაც პირველად გირჩის ოფისში მივედი, პირველივე
კითხვა რაც დამისვეს იყო „რატომ გირჩი“ მართალია ლამაზად დავარცხნილი პასუხი გავეცი
თან მინაქისტული იდეები ჩავაქსოვე, თუმცა პასუხი მაინც სტანდარტული და მშრალი
გამომივიდა. მას შემდეგ მაქვს იმის საშუალება რომ მოცემულ პარტიას ახლოდან დავაკვირდე
და დასკვნები გამოვიტანო.

აშკარაა რომ თავისუფლებას არსებულ პოლიტიკურ ფორმებთან, რომლებიც ეტატიზმის ამა


თუ იმ ნაირსახეობას წარმოადგენს, აუცილებლად ძლიერი ბრძოლა ელის, ხელისუფლება
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფუნდამენტური ბუნებითი უფლებების შელახვასაც არ
ერიდება, საქართველოში არ გვაქვს სასამართლო, არ გვაქვს კერძო საკუთრება,
დაჭაობებულია განათლების სისტემა, წნეხია ბიზნესზე, მოგვაყარეს რეგულაციბის
კორიეანტელი, პოზიციაში და ოპოზიციაში არის სრული დომხალი. ქვეყანაში საღ აზრს არ
ყავს მომკითხავი არავინ გარდა გირჩისა.

საქართველოში თავისუფლების მოძრაობა დიდი სტრატეგიული პრობლემის წინაშე დადგა:


როგორ უნდა შევინარჩუნოთ პასუხისმგებლობა და „ხანგრძლივი ბრძოლის“ აუცილებლობის
შეგრძნება, თუ უარს ვიტყვით გულწრფელ ფანატიზმზე? როგორ უნდა ავაგოთ
ინსტრუმენტები ისე, რომ არ ვუღალატოთ თავისუფლების პრინციპებსა და მიზნებს,
რისთვისაც მას ვაგებთ?

ამ ყველაფრის ფონზე 2016 წელს პოლიტიკურ ასპერესზე გამოჩნდა ლიბერტარიანული


პარტია „გირჩი“.

გირჩი არის პრიველი FACEBOOK პარტია საქართველოში, მათი მთავარი ოფისი


ფაისბუქის ფეიჯია, ტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში მოცემული სოციალური ქსელის
მომხმარებელი 700 ათასს ცდება. ყველაზე დიდ ჯგუფს 18-დან 34 წლამდე მომხმარებლები
წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე პარტიას უშუალო წვდომა გააჩნია ქვეყანაში მცხოვრები
ახალგაზრდების დიდ უმრავლესობასთან, პარტიის ყველა აქტივობა, მოსახლეობასთან
კომუნიკაცია და მათ შორის თვით ამ პარტიაშიც გაწევრიანებაც კი სოციალურ ქსელ facebook
ის საშუალებით ხდება.
თუკი სახელწიფო ტირანია ხელისუფლებაში ხალხის ნებით რჩება, მაშინ რა შეიძლება
არჩეულ იქნას თავისუფლების მიღწევის სტრადეგიად? გირჩის აზრით ტირანიის
დასამარცხებლად ძალის გამოყენება არ არის აუცილებელი უბრალოდ საჭიროა მას არ
დაემორჩილო, სწორედ ამის გამოხატულება იყო 2016 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული
აქცია სადაც ღამის 9 საათზე, გირჩის ოფისში პარტიის ლიდერმა და მოხალისეებმა საჯაროდ
ყველა პოპულარული ტელეარხების პირდაპირ ეთერშ მარიხუანა დათესეს. მოცემული
აქტიდან რამდენიმე კვირით ადრე, გირჩმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა,
მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია.
წინაამღდეგ შემთხვევაში ის მზად იყო პარტიის სხვაწევრებთან და უბრალო სრულწლოვან
მოხალისეებთან ერთად საჯაროდ გამოეცხადებინად კანონის წინაშე დაუმორჩილებლობა
დაერღვია კანონი რომელიც ხუთავს პიროვნულ თავისუფლებას და მოეხდინა მარიხუანის
კულტივაცია. მოცემული აქცია შედგა 100 მდე მოქალაქემ გირჩის ოფიში დათესა მარიხუანის
თესლი და საჯაროდ დაარღვია კანონი, ასევე გირჩის მიერ 2018 წლის 20 ოქტომბერს
დედაენის ბაღში მოხდა მარიხუანის საჯარო გასაღება, გირჩი საპრეზიდენტო კანდიდატმა,
ზურა ჯაფარიძემ დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე მისულებს კანაფი
დაურიგა. ამ ქმედებით მან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი განახორციელა.“
საზოგადოებაში მოცემული საკითხი და ნარკო პოლიტიკა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

მსგავსი მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი პოლიტიკური პარტიის


მხრიდან უპრეცედენტო იყო საქართველოში. მართალი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
თავისუფლების და ლიბერტარიანული იდეების სისრულეში მოყვანისთვის საკმაოდ
ეფექტიანი გზაა თუმცა მოცემული სტრატეგია საკმაოდ საშიში და სარისკოა, რთულია პარტიმ
ან ადამიანთა ჯგუფმა მოახერხოს მსგავსი სტრატეგიის პერმანენტურად განხორციელება,
ამიტომ გირჩმა პიროვნული თავისუფლებისთვის საბრძოლველად ახალი იარაღით
გაილაშქრა,მათ თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის კვლავ ახალი მეთოდი გამოიყენეს და
საკანონმდებლო ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოთი დაუპირისპირდნენ,
დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის
სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის
კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მარიხუანის
მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, გირჩმა მოიგო
მოცემული სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის
უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს
შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი
ავტონომიით დაცულ სფეროს, და პატერნალისტური პოლიტიკის იმვარ ფორმას რომელიც
ეწინაამღდეგება ადამიანის თავისუფლებას. ასევე 2018 წლის 30 ივლის საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ
მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას
მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.გადაწყვეტილება
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა. „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას

კანონში ხვრელის პოვნა და ბიბლიურ თავისუფლება

2017 წლის 16 მარტს პარტიის სამმა წევრმა დაარსა და საჯარო რეესტრის სააგენტოში
დაარეგისტრირა საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია -„
ბიბლირუი თავისუფლება“, საქართველოში არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური
მავნე ფორმა, სადაც ხდება ახალგაზრდა მამაკაცების სავალდებულო გაწვევა ერთი წლით, მათ
უმეტეს წილად აყენებენ სახელწიფო ობიექტების დაცვაში ან ციხის ვიშკებზე, იყენებენ
როგორც იაფ მუშა ხელს და უნადგურებენ ცხოვრების ერთ წელიწადს, თუმცა გირჩმა
აღმოაჩინა რომ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს
კანონის 30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „მღვდელმსახურება“
წარმოადგენს სამხედროს სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველს“ სწორედ
ამიტომ ბიბლიურმა თავისუფლებამ რამდენმე ათასი ახალგაზრდა აკურთხა მღვდელ
მსახურად და დაიხსნა სახელწიფოს მონობისგან. ბიბლიური თავისუფლება facebook
მოწონებებით მეორეა საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის შემდეგ გარდა ამისა
ბიბლიური თავისუფლება ყველაზე სწრაფად პროგრესირებადია, მან სწრაფად მიიწცია
მოქალაქეების ყურადღება მოცემული საკითხით უცხოური მედიაც დაინტერესდა და ამ
საკითხზე სტატია bbc ნიუსმაც დაწერა.

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გირჩმა პირველად მიიღო მონაწლეობა,


პარტიას გააჩნდა ძალიან მწირი მატერიალური რესურსი, მცირე საეთერო დრო, და ადამიანურ
რესურსი (დამკვირვებლები), ამ ყველაფრის ფონზე პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო
კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ მიიღო 36000 ხმა, მთლიანი ხმების 2.26 პროცენტი. ვაკე - 8.6%,
საბურთალო 7.4%, დიდუბე 7.0%, მთაწმინდა 7.14 რუსთავი 4,. შედეგებმა აჩვენა რომ იქ სადაც
გირჩს ხმა მიუწვდება, სადაც fb-ს ყავს ბევრი მომხმარებელი მოახერხა და ხმების 5 დან-8%-
მდე მოაგროვა, მოცემულმა შედეგმა დაგვანახა რომ გირჩს ყავს 36 ათასი მხარდამჭერი, რომ
ადამიანები რეაგირებენ გირჩის აქტივობებზე და ეიდეებზე ცხადი გახადა თუ რა მხარდაჭერა
აქვს მას, და რა ეტაპირადნ უწევს ბრძოლის გაგრძელება,.

გირჩის რევოლუცია

რა ხდება დღეს
გირჩს არ იღებს (არც აიღებს) სახელწიფო ბიუჯეტიდან არანაირი ბენეფიტი, პარტია
მატერიალურად დამოკიდებული იყო რამდენიმე წყაროზე და შემომწირველზე.
თუმცა ვითარება შეიცლვალა. ალბათ საქართველოს ისტორიაში პირველად, პარტიას
გაუჩნდა საკუთარი გულწრფელი, პარტიის იდეების მხარდამჭერი, საშუალო და
წვრილი შემომწვირველები, რომლებიც ნებაფლობით წირავენ გირჩს საკუთარ
მატერიალურ და არამატერიალურ რესურს. აგროვებენ ოფისის ქირის ფულს, ფულს
წირავენ პოლიტიკური აქტივობის დროს უსამართლოდ დაჯარიმებულ
თანამებრძოლების დასახმარებლად, აფინანსებენ თარგმანებს. ეს არიან ადამიანები
რომლებსაც სურთ, გირჩმა გააგრძელოს აქტიური ბრძოლა და საღი აზრის
გავრცელება, ეს ადამანები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ
აქტივობებში, იყვნე როგორც იდეების გამტარნი, იდეების გენერატორნი და მისი
დამფინანსებლებიც.

რა კეცდება დღეს ?

გირჩი გადავიდა ახალ ოფისში!

გირჩი თავის არსებობის განმალებოში წამოიწყო ყველაზე მასშტაბური პროექტი -


გირჩის სკოლა და „თავისუფალი განათლება“ რაც გულისხმობს არსებული
სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის ალტერნატიული, თავისუფალი
საგანმანათლებლო სისტემის შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში, ალბათ, სკოლების
ქსელის ფორმას მიიღებს.

ეს იქნება არავტორიზებული სკოლა: ვინაიდან და რადგანაც განათლების


ფუნდამენტურ მიზანს ეწინააღმდეგება ის სტანდარტები, რომელსაც დღეს
სახელმიწფო საგანმანათლებლო სისტემა და 2400-გვერდიანი ეროვნული სასწავლო
გეგმა არეგულირებს. ამიტომ მათი სკოლა განათლების ამ სისტემას არ მოერგება.

ასაკობრივი ჯგუფი მკაცრად განსაზღვრული არ იქნება - სკოლაში 5-13 წლის ბავშვებს


მიიღებენ და ერთ კლასში 3 წლით უფროსი ბავშვები უმცროსებთან ერთად ისწავლიან.
მაგალითად, 5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად იქნებიან 8 წლის მოზარდებიც.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა: აქ მოსწავლეები ერთმანეთის ნაცვლად, მხოლოდ


თავიანთ თავს უნდა შეეჯიბრონ.

განსხვავებული მასწავლებლები: არსებული სისტემა ზღუდავს ნიჭიერ ადამიანებსაც,


გახდნენ მასწავლებლები. „თავისუფალი განათლების“ გასავრცელებლად კი არ იქნება
საჭირო განსაზღვრული პროფესია, მთავარი კრიტერიუმი კი მასწავლებლის
ღირებულებები, ბავშვებთან თანასწორი დამოკიდებულება და ახლის სწავლის
სურვილი იქნება.

გირჩის სკოლას ყავს უკვე მსხვილი ინვესტორი, რომელიც აქტიურად


თანამშრომლობს გირჩის დამფუძნებლებთან და ამ ეტაპზე მიმდინარეობას,
სკოლისათვის საჭირო ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის ძებნა.
დარეგისტრირებულია რამდენიმე ასეული მასწავლებლობის და სწავლის მსურველი.
გირჩის ახალ ოფისში ყოველდღიურად მიმდინარებს, მასწავლებლობის
მსურველებთან გასაუბრება, ამ კუთხით უკვე გამოიკვეთა რამდენიმე სფეროს, ძალიან
კონკურენტ უნარიანი, გამორჩეული მასწავლებლობის კანდიდატი. მოცემული
საკითხით დაინტერესებულია მედია, ასევე გირჩი შეეცდება სკოლის შექმნის
პროცესი იყოს მაქსიმალურად, გამჭირვალე საჯარო ღია და გულწრფელი.

გირჩი აფუძნებს იურიდიული კომპანიას რომლისთვისაც ეძებს მომავალ


თანამშრომლებს, თანამოაზრეებსა და პარტნიორებს.

კომპანია, იურიდიულ მომსახურეობასთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობს


ქართულ მართლმსაჯულებაში უნიკალურ პროდუქტს - კონკრეტული პრობლემის
დეტალურ გააზრებასა და გასაჯაროებას, რაც, ფაქტობრივად, პრობლემების
მოგვარების სამართლებრივი და პოლიტიკური გზების ნაერთს წარმოადგენს.
გამოცხადებულია სამუშაო ვაკანსია და ხდება სამუშაოს მსურველთა cv-ების მიღება
და გადარჩევა. გირჩის იურიდიული კომპანიის დასაქმებულს ექნება შემდეგი
ამოცანები.

1. საკონსტიტუციო სარჩელების მომზადება და სასამართლოში წარმომადგენლობა;

2. სარჩელების მხარდამჭერი კამპანიის დაგეგმვა და მასში მონაწილეობა;

3. სამართლებრივი ან პოლიტიკური პრობლემის საზოგადოებაში აქტუალიზების


მიზნით საჯარო აქტივობების დაგეგმვა და მასში მონაწილეობა;

4. ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;

5. კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება-


ლობირება,

6. საჯარო დისკუსიებში და გადაცემებში მონაწილეობა.

გირჩი ითავსებს ონლაინ ტელევიზიის და საონფორმაციო საშუალების ფუნქციას,


დილის 12 საათზე გირჩის ფეიჯის ლაივში ხდება მიმდინარე ნიუსების შეჯამება და
მათი გირჩული პერსპექტივით განხილვ, საღამოს საათებში fb-ლაივით გირჩის
ფეიჯზე ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალი ბაზარი“ მოწვეულ
სტუმრებთან ერთად განიხილავს აქტუალურ პრობლემებს. გირჩი გეგმას შექმნას
საკუტარი ნიუსები და ყავდეს საკუთარი ჟურნალისტები, რომლებსაც ექნებათ
იდეოლოგიური ბმა გირჩის ხედვებთან, რომლებიც მოიპოვებენ სხვადასხვა ტიპის
მასალებს და ინტერვიუებს.

გირჩის ორგანიზაცია მისი ეთიკა და მართვის ფორმები.


ალბათ მიხვდებოდით რომ რთულია გირჩს რაიმე ორგანიზაციული სტატუსი
მივანიჭოთ, გირჩის არის თავისუფლების იდეოლოგიის მქონე პლატფორმა,
თავისუფლების შატლი რომელზეც რომელმაც თავს თავში გაერთიანა,
პოლიიტიკური პარტია, ეკლესია, სკოლა, სასამართლო, სოციალური მედია. გირჩი
ღიაა ყველა იმ იდეეისთვის რომელიც საღი აზრის, თავისუფლების და
ავტონომიურობის გასაფრცელებლად იქნება განკუთვნნილი.

გირჩი არის ორგანიზაცია რომელსაც გარდა იდეოლოგიისა აქვს საკუთარი


ორგანიზაციული ეთიკა რომელიც მისი ხედვიდან, ადამიანის თავისუფალი
განვითარების, გონების რწმენის და ავტონომიურობიდან გამომდინარეოს. გირჩი არის
ორგანიზმი რომლის წევრებსაც მოეთხოვებათ, საკუთარ ქმედებებზე
პასუხისგებლობის გრძობა, კეთება მხოლოდ იმ საქმის რაც სიამოვნებს და არა
ძალდატანებითია, მისი ქმედება და აქტივობა უნდა იყოს ღირებული და მისი
სარგებლიანობა ცხადი და ფულად ეკვივალენტში დათვლადი. თუ პროქეტი
ეკონომიკურად წამგებიანია ესეიგი მას პრობლემები აქვს და ფილტრს ვერ გაივლის.
გირჩის თითოეული წევრი უნდა იყოს თავდაჯერებული, არ უნდა გააჩნდეს მარცხის
შიში, და მოქმედებდეს საკუთარი შესაძლელობების მაქსიმალურ ზღვარზე, უშვებდეს
შეცდომებს ამ შეცდომებზე ჭკუას სწავლობდეს და მუდმივად განიცდიდეს რომ ის
აკეთებს იმის მაქსიმუმს რაც შეუძლია, და მუდმივად საკუტარ უნარჩვევებს
ანვითარებედეს ახალი გამოცდლებებით და გამოწვევების. ის მუდმივად უნდა
იმეცნებდეს საკუთარ უნარებს თავისუფლების გამოყენებით.

ორგანიზაციის მართვის მოდელი


გირჩი არ იქნება ორგანიზაცია რომელიც დემოკრატიული სისტემით
იფუნქციონირებს, სადაც თითოეულ გადაწყეტილების მიმღებ პირს ექნება ერთნაირი
წონის ხმა, არც პარტიის ლიდერების ერთ პიროვნულ გადაწყვეტილებებზე იქნება
დამოკიდებული მისი განვითარება და მოქმედებები, გირჩი ქმნის მათის სრუიად
უნიკალურ მოდელს, სადაც ყველა ადამიანს საკუთარი დისტრიბუციის ექვივალენტი
გირჩის კოინი მიენიჭება, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება მისი ხმის წონა.
გირჩის შემომწირველები ავტომატურად ხდება პარტიის ორგანიზმის ნაწილი და
გადაწყეტლებების მიმღები პირი, მისი გავლენის დონე დამოკიდებული იქნება
გირჩის კოინების იმ რაოდენოაზე რომელსაც გირჩის პარტნორი ფლობს რომელიც
თავის მხრივ განისაზღვრება, იმ შემოწირულობის რაოდენობის პროპორციულად
რომელიც მან განახორციელა. მოცემული კოინებით გირჩის „პარტნიორები“
გადაწყვიტავენ თუ რას მოხმარდეს მათი შემოწირულება, რომელი იდეები იქნას წინა
პლანზე წამოსული, და როგორ დაკომპლექტდეს პარტიული სია, წარმომადგენლობა
და ლიდერშიფი. თითოული გირჩელი იგრძნობს საკუთარი ქმედების და აქტივობის
ფას, კონკურენციას და შესაძლებლობას გირჩის პლატფორმას მიუერთოს ახალი იდეა,
ორგანიზაცია თუ ბიზნესი და ამით ფული იშოვოს. თუ მიღებული რომელიმე
გადაწყვეტილება წინაამრდეგობაში მოვა გირჩის ფუნდამენტურ ღირებუოებებთან,
მაშინ ის გასაჩივრდება გირჩის სასამართლოში რომელიც იქნება ისე უკანასკნელი
ორგანო რომელიც გადაწყვიტავს რამდენად შესაბამისობაში მოდის ესა თუ ქმედება
გირჩის ხედვებთან. გირჩი კოინი გაძლევს საშუალებას შევქნათ იმგვარი სისტემა
რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს საკუთრებაში არსებული მიწების და
რესურურსების მთლიანად განკეძოებას. გირჩის ვალუტა შესაძლებელი იქნება
გამოყენებულ იქას საპრივატო ფულად, რომლის საშუალებითაც შეგვძელება ამჟამად
სახელმწიფოს ქონების დასაკურთრება და მისი ფასის განსაზღვრა. მოცემული
პროექტი საბოლოო ჯამში ქმნის ერთის მხრივ სწორად საკუტრების განერძოების
საშუალებას და მეორეს მხრივ აჩენს დამატებით სტიმულებს გირჩის წევრებსა და
მხარდამჭერებში გირჩის იდეების გასავრცელებად, და სხვა ადამიანების ჩასართავად
იმ პოლიტიკურ თამაშში, რასაც გირჩი გვთავაზობს, თავისუფლების
გასავრცელებლად.

გირჩის საიტი
გირჩის ორგანიზაციას მისი ფორმის და შინააარსი უნიკალურობიდან გამომდინარე,
არ აკმაყოფილებს არსებულის სოციალური ქსელების თუ საიტების ფორმატი. გირჩი
facebook პარტიიდან აპირებს გარდაიქმნას ციფრულ digital პარტიად, ის ქმნის
საკუთარ საიტს, სადაც განთავსდება, სკოლის, სასამართლოს, პარტიის, და
ორგანიზაციის ყველა აქტვობა, სადაც შესვლით შენ ხდები ორგანიზაციის ნაწილი, და
აკონტროლებს საკუთარ შემოწირულობას, მოცემულ საიტზე იქნება ასახული
საკუთარი გირჩ კოინების რადენობა, და საიტი მოქვცემს იმის საშუალებას რომ
მოცემული გირჩ კოინით გავლენა მოვახდინო ორგანიზაციის პოლიტიკაზე და
გადაწყვეტილებაზე. გირჩს ექნება საკუთარი ციფრული სამყარო რომლის
საშუალებთაც ასახავს ყველა იმ ქმედებას, ტრანზაქციას, და გადაწყვეტილებას რაც
გირჩში მოხდება. საიტი იქნება ბერკეტი, გახდე პოლიტკოსი, მასწავლებელი,
მოსამართლე, განმანათლებელი, ჟურნალისტი, აქტივისტი, საიტი იქნება საშუალება
გახდე გირჩელი და მართო გირჩი. საიტის ასაწყობად მუშაობა უკვე დაწყებულია.
რომ შევაჯამო, მინდა გითხრათ რომ წარმოუდგენელია იმ იდეების მაშტაბურობა,
უნიკალურობა და ეფექტიანობა რასაც გირჩი აკეთებდა, აქეტებს და გეგმავს
გაააკეთოს. დღეს სამი წლის შემდეგო მოცემული სტატია არის ჩემი პასუხი კითხვაზე
რატომ გირჩი.

You might also like