You are on page 1of 2

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ.

National Basketball Association, NBA) —


ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 30
გუნდისგან შედგება. აქედან 29 გუნდი აშშ-ის, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე
მდებარეობს.

NBA-ის მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან

ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (ინგლ. Basketball Association of America, BAA) 1946 წელს
ყინულის ჰოკეის არენების მფლობელების მიერ შეიქმნა. 1946 წლის 1 ნოემბერს, ტორონტოში
ონტარიოს შტატში, კანადაში პირველი მატჩი შედგა, რომელზეც „ტორონტო ჰასკისმა“ „ნიუ-
იორკ ნიკერბოკერსს“ მეიფლ ლივზ გარდენში უმასპინძლა — ამჟამად ეს მოვლენა
აღიარებულია, როგორც NBA-ის ისტორიაში პირველი მატჩი.

1949 წლის 3 აგვისტოს BAA და NBL გაერთიანდა და შეიქმნა ახალი, ნაციონალური


საკალათბურთო ასოციაცია (NBA).[5] ახალ ლიგას 17 წევრი გუნდი ჰყავდა

1950 წელს NBA დავიდა 11 გუნდამდე; შემცირების პროცესი კი 1953-1954 წლებამდე


გაგრძელდა, როდესაც ლიგა 8 გუნდამდე დავიდა. აღნიშნული 8 გუნდი („ნიუ-იორკ ნიქსი“,
„ბოსტონ სელტიკსი“, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“,
„როალზი/კინგსი“, „დეტროიტ პისტონსი“, „ატლანტა ჰოუქსი“, „ნეიშენალსი/სიქსერსი“)
დღემდე რჩება ლიგაში

იმისათვის, რომ გუნდს არ გაეყვანა დიდი დრო და არ ჰქონოდა ბურთის ფლობის უფლება
დიდი ხნით, 1954 წელს ლიგამ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც თითოეულ გუნდს
სასროლად 24 წამი მიეცა, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი უმალვე გადაეცემოდა
მოწინააღმდეგეს.

1979 წელს ლიგამ დაამატა ABA-ს ინოვაცია 3-ქულიან ჩაგდების შესახებ, რაც
ითვალისწინებდა, რომ მოთამაშეს თამაშის მსვლელობისას შეეძლო ჩაეგდო 3-ქულიანი, რაც
ინიციატორების აზრით თამაშს უფრო ღიას გახდიდა.

უილტ ჩემბერლენი ლიგას 1959 წელს შემოუერთდა, კერძოდ კი „ფილადელფია უორიორსს“


და 1960-იან წლებში უამრავი ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა, მათ შორის ერთ თამაშში
შეძლო 100 ქულის მოგროვება და 55 მოხსნის მითვლა. რასელის და ჩემბერლენის მეტოქეობა
ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება გახდა მთლიანად ამერიკული სპორტის ისტორიაში.

1969 წელს ალან სიგელმა, რომელმაც ერთი წლით ადრე შექმნა ბეისბოლის მთავარი ლიგის
ლოგო (MLB), ამჯერად MLB-ს მსგავსი მოდერნიზებული NBA-ის ლოგო შექმნა. ლოგოს
გამოსახულება ლეგენდარულ ჯერი ვესტს ჰგავდა, თუმცა ოფიციალურმა მხარემ ეს ფაქტი
უარყო და განაცხადა, რომ არ სურდა ლოგო რაიმე ინდივიდუალურთან ყოფილიყო კავშირში,
უბრალოდ სურვილი იყო უფრო კლასიკური და ადვილად მისახვედრი ლოგო ჰქონოდათ
1984 წელს ლიგას მაიკლ ჯორდანი შემოუერთდა „ჩიკაგო ბულზში“, რამაც ლიგა უფრო
მეტად პოპულარული გახადა. საბოლოოდ ამ პოპულარობამ გამოიწვია უფრო მეტი ქალაქის
სურვილი, რომ საკუთარი გუნდი ჰყოლოდათ

1996 წელს NBA-მ შექმნა ქალთა ლიგა — ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
(WNBA). 1998 წელს, NBA-ში დაიწყო ე.წ. „გაფიცვები“ (lockout), რომელიც საბოლოოდ 191
დღეს გაგრძელდა და მხოლოდ 1999 წლის 18 იანვარს შეწყდა. გაფიცვამ კი შედეგად ის
მოიტანა, რომ 1998-99 წლის რეგულარული სეზონი 82 თამაშიდან ჩამოყვანილი იქნა 50
თამაშამდე

2011 წლის 1 ივლისს, NBA-მ ისტორიაში მეორე გაფიცვა (lockout) გამოაცხადა.[17] რამდენიმე
კვირა სეზონი არ დაიწყო, რადგან გუნდის მფლობელები და მოთამაშეები შეთანხმებას ვერ
აღწევდნენ, ოდნავ მოგვიანებით კი ყველაფერი დალაგდა, 2011 წლის 8 დეკემბერს
შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს, სეზონი კი კვლავ შემცირდა და 82 თამაშის
მაგივრად თითოეულმა გუნდმა 66 მატჩი ჩაატარა.[18]

NBA პირველი ინდივიდუალური ჯილდო იყო NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდო (Most
Valuable Player -MVP) და წლის ახალბედას ჯილდო. ორივე მათგანი პირველად 1953 წელს
გადაეცა მოთამაშეებს. 1956 წელს ასევე დაემატა MVP ჯილდო, რომელიც რეგულარული
სეზონის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემოდა. ასევე 1969 წელს შეიქმნა ახალი პირადი
ჯილდო ბილ რასელის NBA სუპერ ფინალის MVP ჯილდო. ეს ერთადერთი ჯილდოა
რომელიც არ გადაეცემა NBA-სგან და გადაეცემა სპორტული სიახლეებისგან, თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ ეს ჯილდო ოფიციალურად არის აღიარებული NBA-ს მიერ.

NBA-ში სულ 15 გაუქმებული გუნდია 15 გაუქმებული გუნდიდან, 9 მათგანს მხოლოდ NBA-ში


აქვს ნათამაშები

ბულეტსი უკანასკნელი გაუქმებული გუნდი იყო, რომელმაც NBA 1954-55 წლების სეზონში
დატოვა და ამავე დროს ერთადერთი გუნდია, რომელმაც NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო.

You might also like