You are on page 1of 5

თამარ ჯოჯუა, ნანა ახობაძე, მზია თოფურიძე

ქართულენოვან სტუდენტთა მიერ დაშვებული შეცდომათა ანალიზი და მათი კლასიფიკაცია


(ინგლისური ენის მასალაზე)

ენის სწავლების საკომუნიკაციო მიზნებიდან გამომდინარე ლოგიკურია მოთხოვნა-ენის ყველა


ასპექტი ისწავლებოდეს იმ დონეზე, რომ ხელს უწყობდეს კომუნიკაბელურობას-მოსაუბრეთა
დაუბრკოლებელ ურთიერთობას შესასწავლ ენაზე როგორც ზეპირი ისე წარითი ფორმით. მას
მასწავლებელი მაშინ მიაღწევს, თუ იზრუნებს შემსწავლელთა სამეტყველო უნარ-ჩვევების
გამომუშავებაზე. ამ პროცესში კი ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტთა მიერ დაშვებული
შეცდომების შესწავლა, კლასიფიკაცია, ანალიზი, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათ
აღმოფხვრაზე ეფექტური მუშაობის წარმართვა.აუცილებლად გასათვალისწინებელია მშობლიური და
უცხოური ენების ტიპოლოგიური განსხვავება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ უცხოური
ენების სწავლების პროცესში ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შემსწავლელთა მიერ
დაშვებული შეცდომების კლასიფიკაციასა და ანალიზთან არ კარგავს აქტუალობას. შეცდომათა
ანალიზი უნდა განხორციელდეს არა მარტო მეტყველების პროდუქტული უნარ-ჩვევებისათვის
(ლაპარაკი, წერა), როგორც ამას ტრადიციულად აქვს ადგილი, არამედ რეცეპტული უნარ-
ჩვევებისათვისაც (მოსმენა, კითხვა). ასეთი დიფერენცირებული მიდგომა საშუალებას მოგვცემს,
დავადგინოთ ყველა არსებული სიძნელე სამეტყველო აქტივობის ოთხივე ფორმის უნარ-ჩვევათა
(კითხვა, ლაპარაკი, აუდირება, წერა) ფორმირებისას და შევეცადოთ ამ სიძნელეთა წარმატებით
დაძლევა.მიუხედავათ იმისა, რომ ლაპარაკი მიჩნეულია მეტყველების (ერთ-ერთ) უძნელეს სახედ,
შეცდომაა ანალიზმა ცხადყო, რომ ნასწავლ თემაზე საუბრისას სტუდენტები არ უშვებენ ჭარბი
რაოდენობის შეცდომებს. ჩვენი თვალსაზრისით, ეს იმით აიხსნება, რომ სტუდენტები თვითონ
ირჩევდნენ, რა გრამატიკული მოვლენები გამოეყენებინათ საკუთარ მეტყველებაში, ამიტომ ისინი
იყენებდნენ სწორედ იმ ფორმებს, რომლებშიც დარწმუნებულები იყვნენ, თუნდაც მეტყველების
გარკვეული სიმწირის ხარჯზე. გარდა ამისა აღიარებულია 1,რომ ზეპირი, განსაკუთრებით
დიალოგური მეტყველება საერთოდ გრამატიკულად უფრო მარტივია, ვიდრე წერითი, უფრო მეტიც,
მის მიმართ კორექტულობის მოთხოვნები ბევრად უფრო რბილია. რ. მაკენდრიუ 2 მაგალითად,
მიუთითებს, რომ წინადადებები მსგავსი “You would have less cars and less accidents” ( less ნაცვლად
fewer-ს) თანამედროვე ზეპირ მეტყველებაში იმდენად გავრცელებულია, რომ მისი ხმარება
შესაძლებლადაა მიჩნეული (თუმცა არა ნორმატიულად: possible but not normative). მას ასეთი
მაგალითების კიდევ მთელი რიგი მოჰყავს იმის დასაბუთების მიზნით, რომ თანამედროვე
ინგლისური ენის გრამატიკული სისტემა ცვლილებებს განიცდის. ეს ცვლილებები არ არის

1
Э.П. Шубин Языковая коммуникация и обучение языкам. Просвещение. М. 1972. გვ. 25-35.

2 Е.И. Шендельс Некоторые принципы преподавания грамматики. – в журн. Иностранные языки в


школе. 1982, №1, გვ.3-8.

1
აღიარებული როგორც ნორმა და ამიტომაც მიუღებელია წერით მეტყველებაში, მაგრამ დასაშვებია
ზეპირ მეტყველებაში. ამ „შეცდომებს“ შორის ისეთია, რომელსაც ინგლისურის, როგორც უცხოური
ენის, შემსწავლელიც უშვებს.

სწავლების საწყის ეტაპზე ქართულენოვან სტუდენტთა მიერ დაშვებული გრამატიკული და


ლექსიკურ-გრამატიკული შეცდომები ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ამა თუ იმ ენობრივი
მოვლენის არცოდნასთან ან არაზუსტ აღქმასთან, რიგ შემთხვევებში კი თავს იჩენს ინტერფერენციაც.
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების „სფეროები“ შემდეგნაირად დავაჯგუფეთ 3

1.დროისა და ასპექტის არასწორი აღქმა:

ა) Present Continuous თარგმნიან როგორც წარსულს;

ბ) Past Continuous თარგმნიან როგორც აწმყოს;

გ) Past Continuous თარგმნიან როგორც სრულს (მაგ. „შევარჩიე“ და არა ‘ვარჩევდი“);

დ) Past Simple თარგმნიან როგორც აწმყოს.

2. მოქმედებითი და ვნებითი გვარის არევა:

ა) Active Voice თარგმნიან პასიური კონსტრუქციით;

ბ) Passive Voice თარგმნიან აქტიური კონსტრუქციით მოქმედი პირის შეცვლით;

გ) Passive Voice ვერ თარგმნიან.

3. ირიბ მეტყველებაში:

ა) Past Simple -ის გაგება როგორც ავტორის სიტყვებზე ადრე მომხდარი ფაქტის გაგება;

ბ) Future-in-the Past-ის როგორც წარსულის აღქმა

4. არსებითი სახელების რიცხვის არასწორი აღქმა:

ა) მრავლობითი რიცხვის როგორც მხოლობითის (მრავლობითის არასტანდარტული გამოხატვისას


(man-men);

ბ) მხოლობითის როგორც მრავლობითის;

5. სიტყვათა თანმიმდევრობისა და დაქვემდებარების არასწორი ინტერპრეტაცია

( მაგ. He dialled the right number გაგებულია ხოლმე He dialled the number correctly)

6. ორი არსებითი სახელი, რომელთა შორის პირველი მეორეს განსაზღვრებას წარმოადგენს


(morning tea) ნათარგმნია ხოლმე როგორც დროის გარემოება

3
თ. ჯოჯუა. უცხოური ენის გრამატიკის სწავლება უმაღლესი სასწავლებლის სპეციალურ ფაკულტეტ-
ზე(ინგლისური ზმნის პირანი ფორმების მაგალითზე). მონოგრაფია, თბილისი, 2005 გვ. 26-38

2
7. ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის შედარების ხარისხების არასწორი აღქმა (შედარებითი
ხარისხი ნათარგმნია ხოლმე როგორც საწყისი ფორმა: მაგ. He is taller: ის მაღალია; rather nice-
როგორც უფრო კარგი).
8. მიმღეობის კონსტრუქციისთვის არასწორი ფუნქციის შერჩევა (მაგ.I was in the bookstore
choosing new books-ნათარგმნია ხოლმე როგორც „რათა ამერჩია“).
9. ზმნისა და წინდებულის შესიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია (to look for as to look at)
10. So….. that (ისე,რომ) კავშირის არცოდნა
11. დროისა და პირობის დამოკიდებულში მომავალი დროის ფორმის გამოყენება
12. დამატებით დამოკიდებულში when კავშირის შემდეგ მომავალი დროის არგამოყენება (მაგ.he
knows when you come ნაცვლად when you will come-ის)
13. ომონიმური ფორმების შეშლა (left-right და leave-lest-left)
14. ირიბ კითხვაში კითხვითი წინადადების წყობის გამოყენება
15. მეტყველების არასწორი ნაწილის გამოყენება (მაგ. My nervous was wrong; they are very jolly
merrily; work hardly)
16. რაოდენობითი რიცხვითი სახელის გამოყენება რიგითის ნაცვლად ( მაგ.eleven form)
17. არტიკლის არასწორი გამოყენება (მაგ. It’s very nice room, woman must work)
18. არასწორი კავშირების გამოყენება(მაგ. Good friends which)
19. Subjunctive-ის არასწორი გაფორმება (მაგ. I wish we shall meet each other)
20. If+ Subjunctive -ის ნაცვლად If +V 1 გამოყენება (მაგ.If it is possible, I would change everything).

როგორც ვხედავთ ჩვენ ყურადღება ამჯერად გავამახვილეთ ინგლისური ენის ქართველ


შემსწავლელთა მიერ დაშვებული მხოლოდ გრამატიკულ და ლექსიკო-გრამატიკულ ტიპურ
შეცდომებზე. მათ დაძლევაზე მუშაობა უნდა წარიმართოს სხვადასხვა ეფექტური და შემსწავლელთა
მოტივაციისათვის ხელის არშემშლელი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. უცხო ენაზე
მეტყველების კორექტულობისა და სპონტანურობის მისაღწევად აუცილებელია, რომ მასწავლებლის
მიერ შეცდომების გასწორება ხდებოდეს ძირითადად წერილობით სავარჯიშოებში და იქ, სადაც ეს
ხელს არ შეუშლის მეტყველების ნაკადის დარღვევას და აზრის გამოთქმას. შეცდომების გასწორებისას
აუცილებელია გავითვალისწინოთ გლობალური და ლოკალური შეცდომების ცნებაც, გლობალური
შეცდომები არღვევენ წესებს, რომლებიც მთლიანი წინადადების სტრუქტურას შეეხება:რთულ
წინადადებაში ქვეწყობილების ურთიერთობა, მარტივ წინადადებაში კი-წინადადების ძირითად
წევრებს შორის ურთიერთობას. ლოკალური შეცდომა კონკრეტული კომპონენტის გაუგებრობასთანაა
დაკავშირებული.

მ. ბერტისა და ს. კიპარსკის4 აზრით, გლობალური შეცდომები უფრო სერიოზულ გაუგებრობას


იწვევენ, მაგ;

ა) English people use much people;

ბ) Much people use English Language;

გ) The English Language uses many people.

4
M. Burt, , C. Kiparski, Global and Local Mistakes. in New Frontiers in Second Language Learning. Rowley,
MA: Newbury House. 1974. გვ, 1-5

3
„ა)“და „გ)“ წინადადებები შეიცავენ გლობალურ (სიტყვათა თანმიმდევრობა, ქვემდებარე-შემასმენლის
რიცხვში შეთანხმება) და ლოკალურ (არტიკლი, თვლად არსებით სახელთან რაოდენობის
აღმნიშვნელი არასწორი სიტყვის გამოყენება); „ბ“ მაგალითი კი-მხოლოდ ლოკალურ (much) შეცდომას.

ეს წინადადებები გასაგები რომ გავხადოთ გლობალური შეცდომების გასწორება უფრო მეტს მოგვცემს
ვიდრე ლოკალურისა. მასწავლებლებს ვურჩევთ გაითვალისწინონ ე.წ.„ორმაგი ნორმატიულობა“
(არაფორმალური/ზეპირი და ფორმალური წერითი მეტყველებისათვის. სტუდენტები (და
მასწავლებლები!) უნდა შეეჩვიონ იმ აზრს, რომ ხშირად არ არსებობს ერთადერთი სწორი
გამონათქვამი, არამედ შერჩეულიო ფორმა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე და
მოლაპარაკის შეფასებაზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეცდომათა ძირითად წყაროს მშობლიური ენის ინტერფერენცია


წარმოადგენს. უცხოური ენის სწავლების პროცესში ინტერფერენცია მოიცავს შესასწავლი ენის
პრაქტიკულად ყველა ასპექტს (ფონეტიკურს, ლექსიკურს, გრამატიკულსა და ორთოგრაფიულს).
ინტერფერენციული მოვლენები გავლენას ახდენენ სამეტყველო აქტივობის როგორც პროდუქტულ,
ისე რეცეპტულ მხარეებზე. ინტერფერენციის თავიდან ასაცილებლად, როგორც გვიჩვენებს
თეორიული ლიტერატურის ანალიზი და დაკვირვებების შედეგად გამოტანილი დასკვნები, საჭიროა
გამოყენებული იქნეს კომპლექსური მიდგომა და არ უნდა შემოვიფარგლოთ ერთი რომელიმე
მეთოდის გამოყენებით, ეს არის შეცდომათა ანალიზი, ენათა შეპირისპირებითი და კონტრასტული
ანალიზი, თარგმნა.5

ზოგადათ მიგვაჩნია რომ შეცდომათა ანალიზი ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომ ენის
შემსწავლელებმა საბოლოო ჯამში სათანადო ზეპირი და წერითი უნარ-ჩვევები შეიძინონ.

გამოყენებული ლიტერატურის სია:

5
თ. ჯოჯუა. ლინგვისტური ინტერფერენცია უცხოური ენის სწავლების პროცესში, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, სამეცნიერო შრომების
კრებული „ფილოლოგიური პარალელები“, გამომც. „უნივერსალი“, 2010, N2, გვ. 210-216

4
1. თ.ჯოჯუა.უცხოური ენის გრამატიკის სწავლება უმაღლესი სასწავლებლის სპეციალურ
ფაკულტეტზე (ინგლისური ზმნის პირიანი ფორმების მაგალითზე), მონოგრაფია, თბილისი,
2005 წ.,გვ.26-38.
2. თ.ჯოჯუა. ლინგვისტური ინტერფერენცია უცხოური ენის სწავლების პროცესში, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, სამეცნიერო
შრომების კრებული „ფილოლოგიური პარალელები“, გამომც. „უნივერსალი“, 2010, N2, გვ. 210-
216
3. M.Burt, C. Kiparski, Global and Local Mistakes . in New Frontiers in Second Language Learning.
Rowley, MA: Newbury House. 1974.
4. Е.И. Шендельс. Некоторые принципы преподавания грамматики. – в журн. Иностранные языки
в школе. 1982, №1, გვ.3-8.
5. Э.П. Шубин Языковая коммуникация и обучение языкам. Просвещение. М. 1972. გვ.25-35.

Tamar Jojua, Nana Akhobadze, Mzia Topuridze

Error Analysis and Classification of Georgian Students (On English Language Materials)

Summary
According to the communicative language teaching principles in EFL context it is logical that teachers
should provide students effective and intensive teaching process directed to the formation and
development of sharpened communicative skills and competency. In this process teachers are expected
to use systematic drilling and modeling to prevent and correct errors made by students, thus promoting
their accurate oral and written communication.
Error Analysis is one of the most important topics in the field of second language acquisition. Errors are
an integral part of language learning. Their analysis, registration and classification are crucial in
successful realization of SLA process. Grammatical and lexico-grammatical errors made by Georgian
Students are identified and classified in the article. One of the main sources of errors is language
interference. To predict and avoid interference a wide range of approaches –error analysis, contrastive
and comparative analyses of languages, translation, observation must be carried out in SL
teaching/learning process.

You might also like