You are on page 1of 5

ფულადი გადარიცხვების დებულებები ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი საკითხია

უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემთხვევაში. თუ დავების გადაჭრა და


ექსპროპრიაცია დგება გამონაკლის შემთხვევებში, ფულადი გადარიცხვები
ინვესტიციების ყოველდღიურობაა. კაპიტალის და მოგების რეპატრიაცია
ინვესტორებისთვის პრიორიტეტული საკითხია. თითქმის ყველა BITS, Model BITs,
Regional and Multilateral Investment Treaties და გაიდლაინები ეხება კაპიტალის და
შემოსავლის რეპატრიაციას.

როდესაც ხდებოდა გაიდლაინების პროექტზე მუშაობა ფულადი გადარიცხვები იყო ერთ-


ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხი. სხვადასხვა ბიზნესს ჯგუფებს, ასევე
სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გერმანიას, ნიდერლანდებს და გაერთიანებულ
სამეფოს ჰქონდათ თავიანთი ინტერესები და შენიშვნები. ყველაზე მეტი კრიტიკა
დაიმსახურა ინვესტიციების გაყიდვის ან ლიკვიდაციის დროს კაპიტალის რეპატრიაციის
დროითი პერიოდის გაზრდამ. ეს გამონაკლისი არსებობს იმ შემთხვევაში, როცა
სახელმწიფო არის გარკვეული ეკონომიკური სირთულეების წინაშე და ამ შემთხვევაში
რეპატრიაციის პერიოდი მოიცავს 5 წელს. გაერთიანებული სამეფო უკმაყოფილო იყო
გაიდლაინით III(6)(1)(a), რომელიც ზღუდავდა უცხოელი პერსონალის მიერ ხელფასების
და შემოსავლის გადარიცხვას რაღაც გონივრულ დონემდე და ასევე ნიდერლანდები
ამბობდა, რომ კაპიტალის დეფინიცია, რომელიც განსაზღვრული იყო გაიდლაინით იყო
საკმაოდ ლიმიტირებული.

გაიდლაინი III(6)(1) და უცხოური ინვესტიციების სხვა ინსტრუმენტები გარანტიას


იძლევიან კაპიტალის თავისუფალი გადატანის. ეს ნიშნავს, რომ უცხოელ ინვესტორებს
შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი მოგების და რესურსების რეპატრიაცია თავისუფალ
კონვერტირებად ვალუტაში და მათ წინააღმდეგ არ გატარდება რაიმე სახის
ადმინისტრაციულ სამართლებრივი ან საბანკო ზომები, როგორიცაა გადასახადები
გადარიცხვაზე ან ხარჯები რეპატრიაციის უფლების მიცემისთვის.

არსებობს ხელშეკრულებები განსაკუთრებით BITs, რომელიც დადებულია


გაერთიანებული სამეფოს მიერ და ადრეული გერმანული BITs, რომელიც არ კრძალავს
თავისუფალ გადარიცხვებს. ანუ ინვესტორებს შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში
გადარიცხონ თანხები. ამ შეთანხმებებში არაა ინკორპორირებული ის სიტუაციები, როცა
სახელმწიფოები დგანან Foreign Exchange Stringencies (უცხოური სავალუტო
პრობლემების) წინაშე. ის რომ ზოგიერთ სახელმწიფოს არ აქვს უცხოური გაცვლის
რეზერვები არის იგნორირებული, რაც იყო გაკრიტიკებული.

მეორე არის ის, რომ ფულადი გადარიცხვა შეიძლება გახდეს შიდა კანონმდებლობის
საგანი და ხაზი გაუსვა კონცეპტს „free transfer”. კონკრეტული ავსტრალიური BIT და RIA
იყენებენ ამ მიდგომას, ნაკლი ისაა რომ შიდა კანონმდებლობა მარტივად შეიძლება
შესწორდეს.

მცირე რაოდენობის ხელშეკრულებები, როგორიცაა Iran-United State Treaty Amity (ირან-


ამერიკის ურთიერთგაგების ხელშეკრულება) უშვებდა გამონაკლისს ფულადი
გადარიცხვებისთვის, საქონლის ან მედიკამენტების შესასყიდად და მომსახურებისთვის,
რომელიც აუცილებელია იმ სახელმწიფოს ხალხის კეთილდღეობისთვის და
ჯანმრთელობისთვის. ეს გამონაკლისი დაშვებული იყო ირანის მიმართ დაწესებული
სანქციების პირობებში.
გაიდლაინი ეროვნულ კანონმდებლობაზე მითითების გარეშე ნებას რთავს გადადოს
რეპატრიაცია 5 წლით თუ მასპინძელ სახელმწიფოს აქვს უცხოური ვალუტის გაცვლის
მძიმე მდგომარეობა, რადგან დიდ თანხას მოიცავს ლიკვიდაციის რეპატრიაცია, ამიტომ
დაშვებულია ეს გამონაკლისი.

მაგალითად დაშვებული არაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების 5 წელზე გაწელვა ეს


უსამართლოა, რადგან ვთქვათ ა კომპანია ბ-ზე პატარაა, ა-ს უნდა ლიკვიდაცია თანხა
არის 10 მილიონი და ამას სახელმწიფო ანაწილებს ხუთ წელიწადზე. კომპანია ბ-მ მოიგო
50 მილიონიანი დავა, მაშინ უნდა გადაუხაადის პირდაპირ მთლიანი თანხა. გაიდლაინის
III (6) (1) (d)-სგან საწინააღმდეგოს ამბობს ამერიკა პოლონეთის BIT, მოგების
რეპატრიაციის განაწილების ნებას რთავს, მაგრამ sale transfer (გაყიდვის შედეგად
მიღებული ქონების გადარიცხვა) და liquidation process (ლიკვიდაციის პროცესი) უნდა
იყოს პირდაპირ. III (6) მუხლი ნებას რთავს ყველა პირს ვინც მუშაობს კომპანიაში მათი
ხელფასების მხოლოდ გონივრული ნაწილი გადარიცხოს. ფრანგული ორმხრივი
შეთანხმების გარდა ეს შეზღუდვა სხვას არ აქვს. თანამედროვე ხელშეკრულებებში
ხელფასები და დანაზოგები გადის შეზღუდვის გარეშე III (6) (1) (a) შეუსაბამოა დანარჩენ
III(6)-თან, რადგან როგორც წესი ეს პატარა თანხა არის ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში
პერსონალს შეუძლია მოახდინოს თანხის რეპატრიაცია, ხელფასის და დანაზოგის
უპირობოდ.

ექსპროპრიაციის განსაზღვრება
დაცვა ექსპროპრიაციის წინააღმდეგ საინვესტიციო ხელშეკრულებებში შედარებულია
ვაქცინაციას იმ ავადმყოფობის წინააღმდეგ, რომელიც აღარ არსებობს.

ეფექტიანი ექსპროპრიაცია, ისეთი როგორიცაა ლიბიაში ნავთობის კომპანიების


ნაციონალიზაცია და ქუვეითის მიერ ცალმხრივი შემცირება ნავთობის კონცესიის
შეთანხმების 1970-ში. ახლა იშვიათია, რადგან სახელმწიფოები ცდილობენ ყურადღება
მიიპყრონ კარგი საინვესტიციო გარემოთი და პრივატიზებას ახდენენ საკუთრების ვიდრე
მიისაკუთრონ კერძო აქციები და მოახდინონ ნაციონალიზაცია. მაინც სიფრთხილეა
საჭირო, რადგან ექსპროპრიაციის რისკი შეიძლება გაიზარდოს თუ შეიცვლება მიმღები
სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა. შესაბამისად BIT, Model BIT,
Ria, Mia და გაიდლაინები ხელს უწყობენ ამ საფრთხის საკითხში ცნობიერების ამაღლებას
იმით, რომ ინკორპორაციას ახდენენ სხვადასხვა მუხლებში, რომელიც იცავს
ექსპროპრიაციას. ექსპროპრიაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც სახელმწიფო
ორგანოების მიერ საკუთრების უფლების წართმევა. სხვადასხვა ტერმინი არსებობს
ექსპროპრიაცია, ნაციონალიზაცია, კონფისკაცია, მიტაცება, შენიღბული ექსპროპრიაცია,
ნაგულისხმევი ნაციონალიზაცია.

პრაქტიკული სირთულეები
მთავრობის მოქმედების სირთულე შეუძლებელს ხდის განსაზღვროს ნებისმიერი ეს
ტერმინი ამომწურავად. ჯემინგმა და ვოტსმა ჩამოთვალა 13 სცენარი, რომელიც ეხება
მისაკუთრებას დაალაგა უბრალო სიტუაციებიდან ესაა ქონების წართმევა, კონტროლის
ცვალებადობა და ვალუტის დევალვაცია, ძალადობრივი, მაგრამ ილუზორული გაყიდვა
ქონების, ასევე კორპორაციაში საკონტროლო აქციების გაკონტროლება.
სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნალი წააწყდა ამ პრობლემებს არის თუ არა ესა თუ ის
სიტუაცია ექსპროპრიაცია. ირან-აშშ-ს დავების ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება,
სადაც ისეთ ექსპროპრიაციაზე, სადაც არ იყო ფორმალური მისაკუთრება, მაგრამ იყო
დეფაქტო კონტროლის დაკარგვა ინვესტიციაზე. American Bell-ში, მაგალითად
ტრიბუნალმა თქვა ეს იყო ექსპროპრიაცია თუ კომპანიის წარმომადგენელი იქნებოდა
იძულებული გადაერიცხა კაპიტალი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ირანის
სახელმწიფოსთვის.

ასევე ტრიბუნალები საუბრობდნენ კომპანიის მენეჯმენტში ჩარევაზე, მაგრამ არანაირი


კონკრეტული წესი არ განისაზღვრება გადაწყვეტილებიდან. მეპატრონის მენეჯმენტის
შეცვლა სახელმწიფო წარმომადგენლით, როგორც წესი იწვევდა ექსპროპრიაციას, მაშინ
როცა უკანონო დაკავება და შემდგომი იძულებითი გაშვება ქვეყნიდან მენეჯმენტის
ფორმალური ჩანაცვლების გარეშე არ იყო კვალიფიცირებული მისაკუთრებად. ეს
საკითხი სადავოა, რადგან კომპანიის მესაკუთრეს ორივე შემთხვევაში წაერთვა უფლება
განეხორციელებინა მენეჯმენტი, რაც არის სერიოზული ჩარევა საკუთრების
ფუნდამენტურ უფლებაში. ის რომ პირველ შემთხვევაში უშუალოდ განახორციელა
კონტროლი, მეორეში არა ეს არ ამართლებს ქმედებას, რადგან შედეგი ერთი და იგივეა,
ექსპროპრიაციის შედეგად ის ვეღარ მართავს კომპანიას, არ აქვს მნიშვნელობა
სახელმწიფო დანიშნავს დირექტორებს თუ ის მხოლოდ აიძულებს მენეჯერებს დატოვონ
ქვეყანა.

ICSID-ის ტრიბუნალმა AMCO II-ის საქმეში გადაწყვიტა, რომ სამხედრო და პოლიციის


ინტერვენციამ სასტუმრო კომპლექსის მუშაობაში შეაჩერა ამკო (ხელი შეუშალა)
განეხორციელებინა მენეჯმენტი, მაგრამ არ წაართვა მას უფლება შემოსავლის
განაწილებაში. ამ შემთხვევაში მენეჯმენტზე დაკარგვა კონტროლის არ იყო მიტაცების
ტოლფასი. ICJ-მ ELSI-ის საქმეში დაადასტურა აქციების რეკვიზიცია 6 თვით არის
არარელევანტური გაკოტრებული კომპანიისთვის და არ ართმევს მეპატრონეს
გააკონტროლოს ინვესტიცია. ეს მიიღო ICJ-მ იმიტომ, რომ ადგილობრივი გაკოტრების
სამართალია ასევე აღუკვეთა განეხორციელებინა მენეჯმენტს ეფექტური კონტროლი
ელსიზე.

მსოფლიო ბანკის გაიდლაინები საბოლოოდ არ გადაჭრის ამომწურავი და ზუსტი


ექსპროპრიაციის განსაზღვრების პრობლემას.

არის მოსაზრება, რომ მათ უნდა გამოიყენონ უფრო შესაფერისი მცოცავი ექსპროპრიაცია.
რადგან ეს არის უფრო პრაქტიკული მნიშვნელობის, მცოცავი ანუ არაპირდაპირი
ექსპროპრიაცია ესაა, როცა სახელმწიფო გარკვეულ სირთულეებს უქმნის ინვესტორს
განსხვავებულ ზომებს იღებს ან ბოლოს ითხოვს გარკვეულ ქმედებებს ინვესტორებისგან,
სადაც ერთი ზომა ცალკე არსებული არ ნიშნავს ექსპროპრიაციას, მაგრამ ერთად აღებული
ის შეუძლებელს ხდის ინვესტიციის ეფექტურ კონტროლს. ამ დროს არ არსებობს
ფორმალური მიტაცება არ არსებობს ზოგადად მიღებული დეფინიცია საერთაშორისო
სამართალში. ზომები კი შეიძლება იყოს იძულებითი გაყიდვა ინვესტიციის ან მისი
ნაწილის უსამართლო გადასახადები გაუარესება მენეჯმენტის და კონტროლი
ინვესტიციაზე და მუდმივი ადმინისტრაციული დევნა ადგილობრივი ხელისუფლების
მიერ. ეკონომიკური შედეგები ასეთი ზომების არის ხშირად ეკვივალენტური იმ ზომების
რომელსაც ტრადიციულად იწვევს ექსპროპრიაცია.
ექსპროპრიაციის სპეციალური ტიპი არის რეგულაციის მიღება თუ შიდა მოქმედებას
ისეთი გავლენა აქვს საკუთრებაზე, რომ ის უტოლდება ექსპროპრიაციას. US LAW-დან
შემოვიდა “Regulatory Taking“ და ეხლა მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო ეკონომიკურ
სამართალში მაშინაც კი თუ არაა ინკორპორირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებში.
S.D. Myers v. Canada საქმეში ითქვა, რომ რეგულაციების მიღებაც კი საჯარო
ხელისუფლების მიერ უტოლდება ექსპროპრიაციას. Metalclad-ის საქმეში არბიტრებმა
თქვეს, რომ მექსიკის ეკოლოგიური დეკრეტის იმპლემენტაცია, რომელიც შეუძლებელს
ხდიდა საინვესტიციო პროექტის მუშაობას უტოლდება ექსპროპრიაციას. შიდა
კანონმდებლობა სხვადასხვა სახით შეიძლება შეეხოს ინვესტიციას , ადგილობრივი
შრომის კანონმდებლობა, სოციალური დაცვის რეგულაციები ასევე აკრძალვები
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. დღესდღეობით მთავარი პრობლემაა
საგადასახადო კანონმდებლობა და გარემოს დაცვითი რეგულაციები. მცოცავი
ექსპროპრიაცია უფრო თანამედროვეა ფორმაა.

BIT მიდგომა
BIT ზოგჯერ კრძალავს ისეთ ზომებს, რომლებსაც აქვთ ისეთივე ხასიათის ეფექტი
როგორიც ექსპროპრიაციას ან ითხოვს, რომ არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ მიიღოს
ზომა წაართვას პირდაპირ ან არაპირდაპირ ინვესტიცია. გაიდლაინი IV (1) ამბობს მხარს
უჭერს ამ მიდგომას ამ ფართოდ განმარტებულმა ტერმინებმა უკონტროლო გახადა
ექსპროპრიაცია, რთული გახადა ამ ტერმინის ფარგლები.

ზუსტი დეფინიცია და სხვა კრიტერიუმები, ზოგიერთი მეცნიერის აზრით უფრო


ზუსტად უნდა განისაზღვროს მცოცავი ექსპროპრიაცია. ისინი რეკომენდაციას უწევენ,
რომ მოკლე ფორმულას დაემატოს ფართო პროტოკოლები საინვესტიციო
ხელშეკრულებაში. ნაკლი ამ მიდგომის არის ის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია
ამომწურავი სიის გაკეთება იმ ჩარევებზე, რომელიც კვალიფიცირებული იქნება მცოცავ
ექსპროპრიაციად. მთავრობებს მარტივად შეუძლიათ გამოიგონონ ახალი ფორმები
ჩარევის, ასევე სხვა კრიტერიუმებია პოლიტიკური ასპექტი და დროთი ფაქტორი ანუ მას
შემდეგ დაიწყო ჩარევა, როცა უცხოელები გამოჩნდნენ ამ პროექტში. ეს არაა გამოსადეგი,
რადგან ჯერ ერთი პოლიტიკური მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან
ხელმისაწვდომი არაა სამთავრობო დოკუმენტები და არაა მტკიცებულებები ასევე
დროითი ფაქტორის გამართლება ძალიან მარტივია სახელმწიფოსთვის. მაგალითად
გადასახადის გაზრდა სახელმწიფოს მიერ მას შემდეგ, რაც შემოვიდა უცხოელი. ამაზე
იტყვის, რომ გაზრდა აუცილებელი იყო ბიუჯეტური მიზეზებიდან გამომდინარე და
ინვესტორი არაფერ შუაშია.

არა ამომწურავი (ილუსტრაციული) სიის გაკეთება შეიძლება სადაც საუბარი იქნება


მაგალითად იმაზე, რომ მენეჯმენტის მართვის ხარისხი შემცირდა, ასეთი არა ამომწურავი
სიის უპირატესობა ისაა, რომ 1) თავიდან იცილებს ბუნდოვანებას ამჟამინდელი BIT-ების
2) ის არ მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, რომელიც რთული დასამტკიცებელია 3) ის
მოიცავს მასპინძელი სახელმწიფოს ლეგიტიმურ რეგულაციებს 4) ის მოხერხებულია,
რადგან შესაძლებელი იქნება ჩაიწეროს ახალი ჩარევების ფორმები.

Dispute settlememnt
ბოლო ორი ათწლეულია აღინიშნება საერთაშორისო არბიტრაჟული პროცესების ზრდა,
რომელიც აგვარებს დავებს უცხოელ ინვესტორების და მასპინძელ სახელმწიფოს შორის
1970-იან წლებში ასეთი საქმეები იშვიათი იყო ICSID-ში. მაგალითად ძალიან მცირე იყო
საქმეების რაოდენობა პირველი 12 წელი 1966-1978 სულ 9 მოთხოვნა იყო. ბოლო დროს
რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიდლაინ-ის V ნაწილი მიემხრობა ინვესტორ
სახელმწიფოს შორის დავების გადაწყვეტას.

Guideline V ეხება ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავის გადაწყვეტას. ასეთი დავა


შეიძლება რამდენიმე გზით გადაწყდეს.

1) Non-binding negotiations/concilation or both


2) By sybmitting disputes to the domestic courts of the host state
3) or by settling disagreement through ad hoc or institutional arbitration.

Guideline V(1)-(2) აღიარებს მხარეებს დავაში უნდა იყვნენ თავისუფალი, დაეთანხმონ ამა
თუ იმ ფორმას დავის გადაწყვეტის, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მისაღებად, რადგან ის
არაა სავალდებულო მას არ აქვს იძულებითი ხასიათის პროცედურა იმ სცენარისთვის,
სადაც მოდავე მხარეები არ დაეთანხმნენ არც ერთ პროცედურას გადაეწყვიტათ საკითხი.
Guideline V(1) ახალისებს მხარეებს გადაწყვიტონ დავა არბიტრაჟით, 1965 წლის
კონვენციით, რომელმაც დააფუძნა ICSID-ის ტრიბუნლი. ეს ცალმხრივი რეკომენდაციაც
საეჭვოა.

მისი მხარდამჭერები ხაზს უსვამენ, რომ ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც


არის სპეციალიზებული ჩაატაროს საარბიტრაჟო პროცესები უცხოელ ინვესტორებს და
მასპინძელ სახელმწიფოს შორის. მასპინძელი სახელმწიფოები სარგებელს იღებენ ICSID-
ის კონვენციის 41(1) მუხლით. ad valorem საფუძველზე კი არ ხდება ანაზღაურება, არამედ
იმ სამუშაოთი რაც შესრულდა. ამ ტრიბუნალის გარდა სხვა გადაწყვტილების შესრულება
დამოკიდებულია შიდა სასამართლოზე.

ზოგიერთი ინვესტორი ტრიბუნალს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი აღიარება და


აღსრულება უფრო მარტივია. სხვა საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებები
უფრო მეტად დამოკიდებულია შიდა სასამართლოების სურვილზე მიენიჭოს
სავალდებულო ძალა.

კაპიტალ ექსპორტიორ ქვეყნებს რუსეთს, პოლონეთს, მექსიკას, ჯერ კიდევ არ აქვთ


ხელმოწერილი ICSID-ის კონვენცია. შესაბამისად ისინი ვერ იდავებენ ამ ტრიბუნალში.
ICSID გამოსადეგია მხოლოდ საინვესტიციო დავებისთვის.

ამასთან არც გაიდლაინი არც თანდართული ანგარიში არ განმარტავს რატომ არ


ახალისებენ სასამართლოს სხვა ფორმებს.

You might also like