პლატონი პინარ ისაევა

You might also like

You are on page 1of 5

პლატონი - სახელმწიფო

პინარ ისაევა

მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი

ლექტორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2019
პლატონი ძველი ბერძენი ფილოსოფოსია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია
მთლიანად ევროპული ფილოსოფიის ჩამოყალიბებაზე. იგი ნაშრომში „სახელმწიფო“
საუბრობს იმაზე თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ვინ უნდა ედგას მას სათავეში,
ვინ არის ღირსი იმისა რომ მართოს ხალხი. პლატონს რიგი იდეები აქვს სახელმწიფოს
შესახებ თუ რა როლი აქვს რიგით მოქალაქეს და რა როლი აქვს მმართველს. პლატონის
იდეები სახელმწიფოს მმართველის შესახებ ეფუძნება მის ფილოსოფიურ ხედვას
ზოგადად სამყაროზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვერ გავიგებთ პლატონის სახელმწიფოს
თეორიას სიღრმისეულად თუ არ გავიაზრებთ მის ხედვას სამყაროს შემეცნებაზე. ამის
შემდეგ შესაძლებელი გახდება იმის გააზრება თუ რატომ მაინცდამაინც ფილოსოფოსი
უნდა მართავდეს სახელმწიფოს და არა ვინმე სხვა რიგითი ადამიანი. რატომაა
პლატონისათვის დემოკრატია კატეგორიულად მიუღებელი, ან თუნდაც სხვა ტიპის
მმართველობა.

პლატონი განმარტავს, რომ სამყარო მოწყობილია იმგვარად რომ ადამიანი


როგორც არასრულყოფილი არსება ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ მის ჩრდილებს
შეიმეცნებს. მოკლედ რომ ვთქვათ, პლატონის აზრით ადამიანების მიერ სამყაროს
შემეცნება არასრულყოფილია და ემყარება ილუზორულ წარმოდგენებს ნამდვილი
შესახებ. ილუზია პლატონისათვის არის ჩრდილები, რომლებიც სრულყოფილი
სამყაროს ანარეკლია. როდესაც ადამიანი ამ ჩრდილებს შეიმეცნებს და სწორედ ამის
საფუძველზე გამოაქვს დასკვნები სამყაროს შესახებ მას მცდარი წარმოდგენა ექმნება
რეალობაზე. ის ხდება არა მარადიულის შემმეცნებელი, არამედ ცვალებადობას
დაქვემდებარებული საგნების შემმეცნებელი და ბუნებრივია, მისი შემეცნებაც ვერ
იქნება აბსოლუტური. ბუნებრივია ცვალებად სამყაროში ორიენტირება რთულია და
ადამიანს ვერ მისცემს რაიმე ცოდნას რომელიც დაეხმარება მას მის წინაშე არსებული
პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ, პლატონის აზრით, უნდა არსებობდეს რაღაც
მარადიული, უცვლელი რომელზეც ჩვენ ადამიანები დავაფუძნოთ ჩვენს შემეცნებას.
სხვა შემთხვევაში შემეცნება აზრს დაკარგავდა, ვინაიდან პლატონის აზრით ცვალებად
სამყაროში ადამიანის შემეცნება არანაირი შედეგის მომტანი არაა. მარტივად რომ
ვთქვათ, ადამიანმა უნდა შეიმეცნოს ნამდვილი, უცვლელი სამყარო, რომელსაც შემდგომ
გამოიყენებს თავისი დანიშნულებისამებრ. ეს ნამდვილი და უცველი სამყარო პლატონის
აზრით არის ეგრეთწოდებული იდეების სამყარო. იდეების სამყაროში ყოველ საგანს და
მოვლენას აქვს თავისი შესატყვისი. მაგალითად, რა არის რა არის სამართლიანობა?
ჩვენთვის, რიგითი ადამიანებისთვის ვისი შემეცნებაც ვერც სცდება ჩრდილების აღქმას,
სამართლიანობა ეს არის რასაც ჩვენ ჩვენს გარშემო შეიძლება ვხედავდეთ. ხოლო,
პლატონი იტყოდა, რომ სამართლიანობა არის სამართლიანობის იდეა სწორედ მასშია
ნამდვილი სამართლიანობის არსი და არა მის ჩრდილში რომელსაც ადამიანები ხედავენ.
ეს არის აბსულუტური, იმაზე მეტად აბსულუტური ვიდრე გეომეტრიული ფიგურებია
და ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფოდეს ამ აბსოლუტურისკენ, რადგან ამაშია
პლატონის აზრით ჭეშმარიტება.

იმის ასაწერად, თუ როგორია ადამიანების შემეცნება სამყაროზე, პლატონს მოაქვს


მღვიმის ალეგორია. მღვიმის ალეგორა ასახავს ადამიანებს რომლებიც მიჯაჭვულნი
არიან მღვიმეში იმგვარად, რომ ისინი მხოლოდ კედელს უყურებენ. მათ უკან მზის
სხივი შემოდის და კედელს ეცემა იმგვარად რომ ზემოთ მოძრავი ფიგურების
ჩრდილები სწორედ იმ კედელზე აღიბეჭდება რომელსაც ადამიანები უყურებენ.
მიჯაჭვული ადამიანები რომელთაც არ აქვთ გაცნობიერებული თუ რა ხდება სხვა
სამყაროში და რომ არსებობს ზემოთ რაღაც, რაც მათ წინ აღბეჭდილი ჩრდილების
წყაროს წარმოადგენს, ჩრდილებს არქმევენ რეალობას. მათ გონიათ, რომ სწორედ ეს
ჩრდილები არის რეალობა და ამის იქით არ არსებობს სხვა სამყარო. ახლა
წარმოვიდგინოთ რომ ერთ ერთი მიჯაჭვული ადამიანი გაათავისუფლეს. ის ამოვა
გამოქვაბულიდან და იხილავს წყაროს იმისა რაც მას რეალობა ეგონა, ანუ ჩრდილების
წყაროს - ნამდვილი საგნებს. ცხადია, ის უკვე აღარ მოისურვებს უკან დაბრუნებას
რადგან ის უკვე ჭეშმარიტებას ეზიარა და არცერთ ჭეშმარიტებასთან ნაზიარებ ადამიანს
არ შეიძლება სურდეს არაჭეშმარიტ და არასრულყოფილ სამყაროში დაბრუნება. თუმცა,
ჭეშმარიტების საიდუმლო პლატონთან იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი რომელიც
ეზიარება იდეების სამყაროს, ის აუცილებლად დაბრუნდება უკან სხვათა
დასახმარებლად რათა ისინიც ეზიარონ ამ ჭეშმარიტებას. რა უბიძგებს ადამიანს, უფრო
ზუსტად კი ფილოსოფოსს რომელიც ეზიარა ჭეშმარიტებას უკან დასაბრუნებლად? აქ
პლატონს შემოაქვს სიკეთის იდეის თეორია რომლის მიხედვითაც სიკეთის იდეა
მდგომარეობს იმაში ყოველივეს აქვს თავისი საზრისი, კონკრეტულად კი
გამოყენებადობა. ფილოსოფოსი რადგან ის ჭეშმარიტებას ეზიარა უნდა დაბრუნდეს
უკან და გაანათლოს სხვა ადამიანები, მართოს ისინი ჭეშმარიტების მიმართულებით.
პლატონის აზრით, ფილოსოფოსის დანიშნულება სწორედ ესაა. ამიტომ ფილოსოფოსი
რომელიც ეზიარა სიკეთის იდეას აუცილებლად დაბრუნდება სახელმწიფოში მის
სამართავად, რადგან რომ არა ის, სახელმწიფოს დილეტანტები ჩაუდგებიან სათავეში და
ბუნებრივია, ეს საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებას და ზოგადად წესრიგს. ამასთან
მხოლოდ ფილოსოფოსმა იცის თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტება და რომ ეს არის უმაღლესი
ინსტანცია რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ყოველი ადამიანი.

ფილოსოფოსი ვერ გახდება ყველა ადამიანი. პლატონის აზრით ეს მხოლოდ


ერთეულების პრივილეგია, რადგან ამისათვის საჭიროა სხვადასხვა ისეთი სპეციფიკური
უნარების არსებობა რომლებიც ყველა ადამიანს ბუნებრივად ვერ ექნება. ეს უმთავრესად
გულისხმობს ჭეშმარიტების სიყვარულს, სიცრუის გადაჭრით უარყოფას, მუდმივ
მაძიებლობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფილოსოფოს ქონდეს შემეცნების
უნარი მახსოვრობა იყოს გონიერი და შეეძლოს მსჯელობა არა იმგვარად როგორც
სოფისტები მსჯელობდნენ, არამედ იმგვარად რომ მსჯელობით მივიდეს
ჭეშმარიტებამდე. მსჯელობას პატრონისთვის აქვს თავისი გამოყენება, მსჯელობა
მსჯელობისთვის თავისთავად უმნიშვნელოა, იგი საჭიროა იმისათვის რომ მივიდეთ
ჭეშმარიტებამდე.

ახლა შედარებით ცხადია ის თუ რატომ ფიქრობს პლატონი, რომ მხოლოდ


ფილოსოფოსების პრივილეგია და ამავე დროს ვალდებულებაა სახელმწიფოს მართვა.
იგი სახელმწიფოს მიიჩნევს ინსტრუმენტად ჭეშმარიტებისაკენ ასე ვთქვათ
კოლექტიურად სვლის. მას მიაჩნია რომ სწორი სახელმწიფო მოწყობით შესაძლებელია
განვითარება და სწორი სახელმწიფო მოწყობა ეფუძნება მუდმივ სწრაფვას
ჭეშმარიტებისაკენ. ამიტომაც, ამგვარი სახელმწიფოს მმართველი ბუნებრივია, ის იქნება,
ვინც ეზიარა ჭეშმარიტებას და შეუძლია დაეხმაროს სხვა ადამიანებსაც იგივეში.
ბიბლიოგრაფია

პლატონი. „სახელმწიფო“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 11-68.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2014.

You might also like