You are on page 1of 5

ფუკუშიმას რეაქტორი

ფუკუშიმას ატომურ ელექტრო სადგურზე 2011 წლის პარასკევს 11 მართ მოხდა


აფეთქება,რომელიც INES-ის (საერთაშორისო ბირთვული მოვლების შკალა) შკალის მიერ 7
ბალიანი სისტემებით 7 ქულით შეფასება. ეს აფეთქება მოხდა იაპონიის ტერიტორიაზე
მომხდარი საშინელი მიწისძვრისა და ცუნამის გამო. ამ ბუნებრივი მოვლენების შედეგად
სადგურზე შეწყდა ელექტრომომარაგება,რამაც გამოიწვია სადგურის გაუმართავობა და
ჩააგდო აქტიური რეაქტორები გაუმართავ მდგომარეობაშო. პირველ ,მესამე და მეოთხე
ელექტრობლოკში მოხდა წყალბადის გაჟონვა.

იაპონიის ეკონომიკური გამოკვლევების ცენტრმა აღნიშნა,რომ 2019 წლამდე ამ მომხდარი


კატასტროფის,სადგურის დეაქტივაციისა და ზარალის კომპენსაციის სამუშაოებზე დაიხარჯა
დაახლოებით 35 ტრილიონი იენი.

ფუკუსიმა, მიაგი, იბარაქი, ივატე, დაჩიბა - მიწისძვრამ და ცუნამმა ყველაზე მეტად ეს


რეგიონები დააზარალა. ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურში სიტუაცია ჯერაც არ
განეიტრალებულა. ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიის
ინდუსტრიული განვითარების სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ატომურ
ელექტროსადგურ „ფუკუსიმა–1“–ზე მძიმე ავარია, მიუხედავად მისი თავიდან აცილების
ყველა მცდელობისა, მაინც მოხდა. ავარიამ რადიაციის გაჟონვა გამოიწვია და რადიაციული
ფონი ელვისებური სისწრაფით უარესდება. ამ დროისთვის რადიაცია დასაშვებ ნორმას უკვე
100–ჯერ აჭარბებს.

ატომური ელექტროსადგურის პირველ რეაქტორში აფეთქება იაპონიის დროით 14:46-ზე


2011 წლის 11 მარტს მოხდა. აფეთქებას თეთრი ბოლის ამოფრქვევა მოჰყვა, რამაც რადიაციის
დონე კიდევ უფრო გაზარდა. აფეთქების შედეგად დაიჭრა რამდენიმე მეხანძრე, რომლებიც
მონაცვლეობით ასხურებდნენ რეაქტორს ზღვის წყალს და ამით მწყობრიდან გამოსული
გამაგრილებელი მოწყობილობების კომპენსირებას ახდენდნენ.

„ფუკოსიმა–1“ მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც


მთელ ტოკიოს ელექტროენერგიით ამარაგებს. ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე
8.800 მეგავატია. იგი ორი სადგურისგან შედგება. ავარია პირველ სადგურზე მოხდა,
რომელიც 1971 წლიდან მოქმედებს. ამ სადგურში 6 რეაქტორი მუშაობს. შედარებისთვის –
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ავარიამდე 3.800 მეგავატს გამოიმუშავებდა.

ავარია რეაქტორის შიდა მოწყობილობების გამაგრილებელი სისტემების მწყობრიდან


გამოსვლამ გამოიწვია. თავდაპირველად მოსახლეობის ევაკუაცია ამ ქალაქში
ელექტროსადგურიდან 3 კმ-ის რადიუსში გადაწყვიტეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხანძრის
ჩაქრობა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ხოლო დილით რადიაციის
გაჟონვა ოფიციალურად დადასტურდა, ევაკუაციის ზონა 10 კმ-მდე გაიზარდა.შენობები
ნაწილობრივ დაინგრა,მოხდა მნიშვნელოვანი ნაწილის გაფრქვევა გარემოში. ამ გაფრქვევის
შედეგად მოხდა 150 ათასი ადამიანის იაპონიიდან ევაკუაცია. რესურსების არქონის გამო ამ
სტრესული მდგომარეობის გამო 50 ათასი მძიმედდაშავებული პაციენტი გარდაიცვალა.
ევაკუაციის შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფი ათასზე მეტი
ადამიანი ნაადრევი სიკვდილით გარდაიცალა.

ტრაგედიიდან 9 წლის შემდეგ ფუკუშიმა გეგმავს, განახლებადი ენერგიის ჰაბად იქცეს.


ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, რომ 2040 წლისათვის რეგიონი 100%-ით
განახლებადი ენერგიით უზრუნველყოს. დღეს ეს მაჩვენებელი 40%-ია.

$2,75 მილიარდიანი პროექტი, რომელსაც ხელისუფლების კუთვნილი იაპონიის ბანკი და


მიზუჰო ბანკი აფინანსებენ, მიტოვებულ მიწებზე მზისა და ქარის "ფერმების" განთავსებას
ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურა 2024 წლისთვის მზად უნდა იყოს. დასრულების შემდეგ
ფუკუშიმას 80-კილომეტრიანი ზოლი 600 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც
საშუალო ატომური რეაქტორის ეფექტიანობის 2/3-ია.

მიუხედავად 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი რადიაციული კატასტროფისა, იაპონიის


მთავრობა მაინც აპირებს, რომ შეჩერებული რეაქტორები გააცოცხლოს. გეგმის მიხედვით,
ატომურმა ენერგიამ, რომელიც უბედურ შემთხვევამდე ქვეყნის ენერგოსაჭიროების მესამედს
ავსებდა, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 20-22% უნდა შეადგინოს.ამ გადაწყვეტილებას
გარკვეული წრეებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ტრაგედია შეიძლება კვლავაც
განმეორდეს, თუ იაპონიის გეოგრაფიულ მდებარეობას გავითვალისწინებთ. 2011 წლის
შემდეგ იაპონიაში 54 რეაქტორი დაიხურა. მკაცრი შემოწმებების სერიის შემდეგ ცხრა
მათგანი ისევ ამოქმედდა.

ამჟამად განახლებადი ენერგია იაპონიის ენერგორესურსების 17,4%-ს შეადგენს. იაპონიის


პრემიერმინისტრი შინზო აბე ამბობს, რომ ბირთვული ენერგია იაპონიას დაეხმარება,
გამონაბოლქვის რაოდენობა შეამციროს და ნაკლებად დამოკიდებული იყოს იმპორტულ
გაზზე. გარემოს დაცვის მინისტრის, შინიჯირო კოიზუმის აზრით კი, ქვეყანამ ერთხელ და
სამუდამოდ უნდა თქვას უარი ატომურ რეაქტორებზე, რათა მორიგი უბედური შემთხვევა
თავიდან აიცილოს.

"ჩვენი ბედი გადაწყვეტილი იქნება, თუ კიდევ ერთი ატომურ კატასტროფას დავუშვებთ.


არავინ იცის, როდის უნდა ველოდოთ შემდეგ მიწისძვრას", - თქვა კოიზუმიმ სექტემბერში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე პროტესტისა და იურიდიული წინააღმდეგობების


ფონზე ხელისუფლებამ 2030 წლისთვის 30 რეაქტორის "გაცოცხლება" შეძლოს. მეორე მხრივ
კი, იაპონიის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა დიდი რაოდენობით გაზისა და ქვანახშირის
იმპორტის გამო მხოლოდ ძლიერდება.

იაპონია ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ ქვანახშირის ყველაზე დიდი იმპორტიორია.


იაპონურ უმსხვილეს ბანკებს საერთაშორისო საზოგადოება სთხოვს, დაასრულონ
ქვანახშირზე მომუშავე ქარხნების დაფინანსება ვიეტნამსა და აზიის სხვა განვითარებად
ქვეყნებში.

ყველას კარგად გვახსოვს 2011წელს იაპონიაში განვითარებული საზარელი მოვლენები,


რომელმაც შეძრა თითოული ჩვენგანი და მთელი მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა.
ეს ყველაფერი გავდა იაპონიისა და ბუნების შემზარავ ომს, სადაც გამარჯვებული ჯერ არ
გამოვლენილა. როგორც ყველა ომს, ამ ბრძოლასაც ყავდა თავისი გმირები, ოღონდ
არამხოლოდ იაპონიის, არამედ მთელი მსოფლიოს გმირები.

მიწისძვრებმა, ცუნამმა, წყალდიდობამ და სხვა სტიქიურმა მოვლენებმა იაპონიას წელს 350


მილიარდიანი ზარალი მიაყენა, თუმცა ფულს და ეკონომიკას ვინ ჩივის, ყველაზე შემზარავი
რაც გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, “ფუკუშიმას” მოსალოდნელი
აფეთქება იყო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომურ-ელექტრო სადგური
შეიძლებოდა კაცობრიობის აღსასრულის მთავარი მიზეზი გამხდარიყო. პრინციპში,
აფეთქებამდე აღარაფერი აკლდა და რადიაციის გამოსხივებაც დაწყებული ჰქონდა.
(მომიტევეთ თუ ფიზიკურ-ქიმიურ ტერმონოლოგიას ცოტატი დავამახინჯებ). ერთი
შეხედვით საშველი აღარ არსებობდა, ყველა ახალი ჩერნობილის მოლოდინში იყო, მაგრამ
გამოჩნდა 200კაციანი ჯგუფი, რომელმაც ითავა ფუკუშიმას გაუვნებელყოფის მისია. მათ
პირობითად “ფუკუშიმა 50” უწოდეს, რადგან ერთმანეთს პერიოდულად 50 კაცი ეცვლებოდა,
სიმბოლურად კი “50 კამიკაძე”.

ჯგუფის წევრები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, თითოეულ მათგანს ჰყავდა ოჯახი,


უმეტესობას შვილი, ზოგიერთს მცირეწლოვანიც კი, ყველას ჰქონდა საკუთარი სახლი,
სამსახური, ოცნებები, გეგმები… თითოეული მათგანი ოცნებობდა ეცოცხლა კიდევ დიდხანს,
გაეგრძელებინა საყვარელი საქმე და ოჯახთან ერთად დამტკბარიყო ცხოვრებით. ჯგუფის
წევრებმა იცოდნენ, რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ უკან, ვეღარ მოეფერებოდნენ
შვილებსა და მეუღლეებს, ვეღარ გაატარებდნენ დროს მეგობრებთან, მათ არჩევანის
საშუალება ჰქონდათ, მათ შეეძლოთ აერჩიათ ის, რასაც თითოეული ჩვენგანი აირჩევდა,
მაგრამ არა! მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უდიდეს ატომურ-ელექტრო სადგურში არც
გათბობა და არც სინათლე იყო, ისინი მაინც შევიდნენ “ფუკუშიმაში”, მოიმარჯვეს წყლის
ჭავლი, ფარანი და შუდგნენ კაცობრიობის გადარჩენისთვის საჭირო მისიას.

ყველამ იცოდა, რომ მათი გადარჩენის შანსი არ არსებობდა. რადიაციის დონე ძალიან მაღალი
იყო. შეუიარაღებელი ადამიანი თხუთმეტ წუთზე მეტს ვერ გაძლებდა, მაგრამ გმირების
ოჯახის წევრები იმედს არ კარგავდნენ, მათი უმეტესობა ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში
პოსტავდა და თავიანთი მშობლების, მეუღლეების მდგომარეობას ამცნობდა საზოგადოებას.
ასევე მრავლად იყო ტრაგიკული სტატუსები, წერილები,თხოვნები.

მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ადამიანი გამოეხმაურა მათ გმირობას. მაგ: “ფუკუშიმას”


დირექტორმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “მათ ეკუთვნით ყველაფერი რაც კი მსოფლიოს
გადარჩენას შეესაბამება – მსოფლიო ნობელის პრემია!”

როგორც ამერიკული ჟურნალი Financial Times-ი გვამცნობს, ამ ადამიანებისთვის იაპონიის


პრემიერ მინისტრს, ნაოტა კან-ს უთქვამს : “თქვენ ხართ უკანასკნელი იმედი ჩვენი ქვეყნისა
და მსოფლიოსი. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.” და მათ ეს შეძლეს.

ამ დიდსულოვან ადამიანებს “ფუკუშიმას გმირები” ეწოდათ და ისინი ისტორიას


დაამახსოვრდება, როგორც “ადამიანები, რომლებას სიკვდილის არ ეშინიათ”, “მამაცი
გულები”. მთელი მსოფლიო “ფუკუშიმას გმირების” მადლიერია, რადგან მათ იზრუნეს
თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეზე, მათ გადაარჩინეს ჩვენი მომავალი, საკუთარი
სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს ოცნების, სიყვარულის, სიცოცხლის უფლება. მათი
ღვაწლი კაცობრიობის წინაშე ფასდაუდებელია, ისინი იმსახურებენ პატივისცემას, მათი
სახელები არ უნდა იქნეს დავიწყებული.

მისია „ბინძური ნინძა“

რამდენიმე “გმირმა”, რომლებიც, ფუკუშიმას დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე,


ურანის სრული დნობის თავიდან ასაცილებლად მუშაობენ, თავიანთ ახლობლებს უთხრეს,
რომ არ დალოდებოდნენ მათ ცოცხლად დაბრუნებას სახლში. იაპონიის მედიამ 180 ელიტურ
ტექნიკოსს “მებრძოლი სამურაები” და “ბირთვული ნინძები” შეარქვა, რადგან ისინი
თავიანთი ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა რადიაციული დასხივების კრიტიკული


დოზა, თავის ცოლს უთხრა: “გთხოვ გააგრძელე ცხოვრება, მე დიდი ხანი ვერ დავბრუნდები
სახლში”.ერთ-ერთის პატარა ქალიშვილმა კი ტვიტერზე ასეთი რამ დაწერა: “მამაჩემი
ატომურ ელექტოსადგურში წავიდა. არასდროს მინახავს რომ დედაჩემს ასე მწარედ ეტიროს.”
გოგონა ევედრებოდა: “მამა გთხოვ დაბრუნდი სახლში.”

ბირთვული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ადმაინების მისია თვითმკვლელობას უდრის,


რადგან მათი ჰერმეტული კოსტუმები ვერ დაიცავს მათ დასხივებისაგან. გადარჩენის
შემთხვევაშიც, მათ სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობის სეროიზული პრობლემები
ექნებათ.

ფუკუშიმას ორმოცდაათეული, ასე ეძახიან ვინაიდან ცვლაში 50-50 კაცი მუშაობს, 24 საათის
განმავლობაში არ წყვეტენ მუშაობას რეაქტორის გადახურების თავიდან ასაცილებლად და
მის გაგრილებას წყლის ჭავლის უწყვეტი ნაკადით ცდილობენ. ჯგუფი, რომელთა ვინაობაც
ჯერ კიდევ უცნობია, დარჩა რეაქტორზე, მაშინ როცა მისმა შვიდასმა თანამშრომელმა
დატოვა ატომური ელექტროსადგური, მას შემდეგ, რაც რადიაციის დონემ სასიკვდილოს
მიაღწია.

მათ შორის ვინც დარჩა, 5 უკვე გარდაიცვალა, 2 დაკარგულად ითვლება, ხოლო 21 ადამიანი
სერიოზულადაა დაშავებული.მათი სიმამაცე გვახსენებს იმ 3 ადამიანის თავგანწირვას,
რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს იმისათვის, რომ უკრაინა გადაერჩინათ ჩერნობილის
კატასტროფის დროს 1986 წელს.

ინჟინერმა ალექსი ანანეკომ და ორმა ჯარისკაცმა – ვალერი ბეზპალოვმა და ბორის ბარანოვმა


აკვალანგებით გაცურეს რადიაციით დაბინძურებულ წყალში, რომელსაც დატბორილი
ჰქონდა რექტორის კამერა, რათა დაეხსნათ სარქველები და დაეშროთ იქ არსებული წყალი.
ბევრი მეხანძრე და მაშველი დაიღუპა დასხივების შედეგად, მას შემდეგ რაც ისინი
კატასტროფის ადგილას გაემართნენ დახმარების გასაწევად, თუმცა იცოდნენ თუ როგორ
რისკავდნენ. ჩოერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი თანამშრომელი ამბობს:
“გენერალი მოვიდა და თქვა, მე თანახმა ვარ 2000 ადამიანი გავწირო რადიაციით
დასხივებისთვის, თუ ეს 200 მილიონ ადამიანს გადაარჩენს”… “ჩვენ გაგვაგზავნეს
რეაქტორზე სამაშველო მისიით, დღეს მხოლოდ ნახევარიღაა ჩემი შენაერთიდან ცოცხალი.”
შედეგები

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო თვალყურს ადევნებს ისეთ პროცესს რომელსაც


ეწოდება „ბირთვული რენესანსი“ ბევრმა სახელმწიფომ გადასინჯვა მოახდინა მოცემული
პროგრამების ახალ რეაქტორებზე მომხდარი პროცესების შედეგად. რიჩარდ მეზერვის
თქმით ამჟამად საკმაოდ რთულია წინასწარმეტყველება იმისა,როგორი პოლიტიკა იქნება
შემუშავებული მსგავსი სახის საფრთხეების აღმოსაფხვრელად. თუმცა ნათელია ისიც,რომ
მსოფლიო სხვადასხვა სახელმწიფოები ვერ იტყვიან უარს ალტერნატიულ მაშასადამე
ატომურ,ბურთვულ ენერგიაზე.

You might also like