You are on page 1of 4

საბრძოლო სიძლიერის ელემენტები

საბრძოლო ფუნქცია გადაადგილება და მანევრი


საბრძოლო ფუნქცია გადაადგილება და მანევრი არის ურთიერთდაკავშირებული დავალებები და
სისტემები, რომლების შედეგადაც ძალები გადაადგილდებიან მოწინააღმდეგესთან შედარებით უფრო
ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად. პირდაპირი დამიზნების ცეცხლი მანევრის ისეთივე
განუყოფელი ნაწილია, როგორც ახლო ბრძოლისა. ამ ფუნქციაში შედის ძალების დაკომპლექტებასთან
დაკავშირებული დავალებები, რომლების მიზანიცაა მოწინააღმდეგეზე პოზიციური უპირატესობის
მოპოვება. ერთ-ერთი მაგალითია ძალების გადაადგილება მსხვილი საჰაერო ან საჰაერო-სადესანტო
შეტევისთვის; მეორე _ თავმოყრის შუალედურ ბაზებზე ძალების დისლოცირება თავდასხმის
მომზადების დროს. მანევრი არის ოპერატიულ რაიონში ძალების გამოყენება გადაადგილების
საშუალებით, ცეცხლთან ერთად, მოწინააღმდეგესთან შედარებით უფრო ხელსაყრელი პოზიციის
დასაკავებლად ამოცანის შესრულების მიზნით. მანევრი არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც
მეთაურები უზრუნველყოფენ საბრ-ძოლო სიძლიერის ზემოქმედების მასირებას მოულოდნელობის,
შოკისა და წინსვლის ტემპის განსავითარებლად. ეფექტური მანევრისთვის მნიშვნელოვანია ცეცხლთან
მჭიდრო კოორდინირება. გადაადგილება საჭიროა ძალების გასაფანტად და ძალების გადასაყვანად
ერთიანად ან ნაწილნაწილ. როგორც ტაქტიკური, ისე ოპერატიული მანევრი მოითხოვს ლოგისტიკურ
უზრუნველყოფას. საბრძოლო ფუნქცია გადაადგილება და მანევრი არ შეიცავს პირადი
შემადგენლობისა და
მატერიალური ქონების ადმინისტრაციულ გადაადგილებას. ამ სახის გადაადგილება შედის საბრძოლო
ფუნქცია `უზრუნველყოფაში.
დასაკვირვებელი მიზნები
გაშლა; გადაადგილება; მანევრი; პირდაპირი რაიონის დაკავება;
დამიზნების
ცეცხლის
გამოყენება;
მობილურობისა და ხილვადობის
კონტრმობილურობის შეზღუდვა
ოპერაციების ჩატარება; საკუთარი
უპირატესობის
მოპოვების მიზნით
საბრძოლო ფუნქცია დაზვერვა
საბრძოლო ფუნქცია დაზვერვა არის ურთიერთდამოკიდებული დავალებები და სისტემები,
რომლებიც აადვილებს ოპერატიული გარემოს, მოწინააღმდეგის, ადგილის თავისებურებებისა და
სამოქალაქო ფაქტორების გაგებას. მასში შედის დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია დაზვერვის,
თვალთვალისა და რეგოგნოსცირების ოპერაციებთან და იმართება მეთაურის მიერ (იხ. მე-7 თავი).
დაზვერვა უფრო მეტია, ვიდრე მონაცემების უბრალო შეგროვება. ეს არის უწყვეტი პროცესი,
რომელშიც შედის ყველა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და ოპერაციების ჩატარება
ვითარების დასაზუსტებლად.
დასაკვირვებელი მიზნები
დახმარება ძალების დახმარება დაზვერვის, მიზნები და
თავმოყრაში; ვითარების თვალთვალისა და მათზე
გაგებაში; რეკოგნოსცირების ზემოქმედება
ჩატარება;

საბრძოლო ფუნქცია მართვა და კონტროლი


საბრძოლო ფუნქცია მართვა და კონტროლი არის ურთიერთდაკავშირებული დავალებები
და სისტემები, რომლებიც მეთაურებს ეხმარება უფლებამოსილებისა და ხელმძღვანელობის
შესრულებაში. მასში შედის ის დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია საკუთარი ძალების
შესახებ ინფორმაციის მოპოვებასთან, ღირებული ინფორმაციის მართვასთან, დაქვემდებარებულების
მართვასა და ხელმძღვანელობასთან. მართვისა და კონტროლის სისტემების მეშვეობით
მეთაურები ყველა საბრძოლო ფუნქციას აერთიანებენ ამოცანის შესრულების მიზნით.
დასაკვირვებელი მიზნები
ოპერაციების სამეთაურო ინფორმაციის საბრძოლო ცოდნის მართვა
განვითარების პუნქტის უპირატესობის ჯარის და ინფორმაციის
პროცესი (იხ. მე-5 ოპერაციების უზრუნველსაყოფ საინფორმაციო მართვა;
თავი); ჩატარება; ი შემდეგი დავალებები;
დამხმარე დაზვერვა,
ფაქტორების თვალთვალი და
ინტეგრირება: რეკოგნოსცირება
;

საინფორმაციო სამოქალაქო საჰაერო სივრცის სამეთაურო


საქმიანობა; საქმეებთან მართვისა და პროგრამების
დაკავშირებული კონტროლის შესრულება.
მოქმედებების ინტეგრირება;
შესრულება;
საბრძოლო ფუნქცია ცეცხლი
საბრძოლო ფუნქცია`ცეცხლი არის ურთიერთდამოკიდებული დავალებები და სისტემები, რომლებიც
უზრუნველყოფს სახმელეთო ჯარის არაპირდაპირი ცეცხლის, გაერთიანებული ცეცხლის, მართვისა და
კონტროლის სისტემების წინააღმდეგ მიმართული საომარი მოქმედებების (რომელშიც შედის
არალეტალური ცეცხლი) კოლექტიურ და კოორდინირებულ გამოყენებას მიზნებისა და მათზე
ზემოქმედების საშუალებების დადგენის პროცესში. მასში შედის დავალებები, რომლებიც
დაკავშირებულია ამ ტიპის ცეცხლისა და მართვისა და კონტროლის სისტემების წინააღმდეგ
მიმართული საომარი მოქმედებების (არალეტალური ცეცხლის ჩათვლით) ეფექტების სხვა საბრძოლო
ფუნქციების ეფექტებთან ინტეგრირებასა და სინქრონიზაციასთან. დაგეგმვის დროს ამ დავალებებს
ითვალისწინებენ ოპერაციების კონცეფციაში, ხოლო ცვლიან მიზნებისა და მათზე ზემოქმედების
საშუალების დადგენის შესახებ მითითებების საფუძველზე. ჩვეულებრივ, ცეცხლი აძლიერებს მანევრის
საერთო ეფექტს, მაგრამ მეთაურებს შეუძლიათ მისი ცალკე გამოყენება გადამწყვეტი და
მაფორმირებელი ოპერაციების დროს. საბრძოლო ფუნქცია `ცეცხლი~ მოიცავს შემდეგ დავალებებს:

დასაკვირვებელი მიზნები
მიწისზედა მიწისზედა მიზნების საცეცხლე ეფექტურობის მართვისა და
მიზნების შერჩევა აღმოჩენა და მხარდაჭერა შეფასება კონტროლის
ადგილმდებარეობის სისტემების
დადგენა ინტეგრირება
არალეტალური
ცეცხლის ჩათვლით

საბრძოლო ფუნქცია უზრუნველყოფა/ლოგისტიკა


ლოგისტიკა არის ძალების გადაადგილების, ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვისა და
შესრულების მეცნიერება. ყველაზე სრული მნიშვნელობით, ეს არის სამხედრო ოპერაციების შემდეგი
ასპექტები: ა) მატერიალური ქონების პროექტირება და განვითარება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,
განაწილება, ტექნიკური მომსახურება, ევაკუირება და განლაგება; ბ) პირადი შემადგენლობის
გადაადგილება, ევაკუაცია და ჰოსპიტალიზაცია; გ) ობიექტების შეძენა ან აშენება, ტექნიკური
მომსახურება, ექსპლუატაცია და განლაგება; დ) სამსახურისთვის შეძენა ან აღჭურვა. მიუხედავად
იმისა, რომ გაერთიანებული დოქტრინა განსაზღვრავს ლოგისტიკას როგორც მეცნიერებას, ის მოიცავს
ორივეს _ სამხედრო ხელოვნებასა და სამხედრო მეცნიერებას. ცოდნა იმისა, თუ როდის და როგორ
შეიძლება რისკზე წასვლა, მრავალ მოთხოვნას შორის პრიორიტეტების განსაზღვრა და შეზღუდული
რესურსების დაბალანსება _ ყველაფერი ეს მოითხოვს სამხედრო ხელოვნებას. ლოგისტიკა აერთიანებს
გაშლილი ძალების სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონეების უზრუნველყოფას და ამავე
დროს გეგმავს დამატებითი ძალებისა და მატერიალური ქონების მობილიზაციასა და გაშლას.
დასაკვირვებელი მიზნები
ტექნიკური ტრანსპორტირება; მომარაგება; საველე განაწილება;
მომსახურება; მომსახურება;

კონტრაქტების დადება; ზოგადი ხასიათის


საინჟინრო
უზრუნველყოფა.
საბრძოლო ფუნქცია დაცვა
საბრძოლო ფუნქცია `დაცვა~ არის ურთიერთდამოკიდებული დავალებები და სისტემები, რომლებიც
უზრუნველყოფს ძალების შენარჩუნებას, რათა მეთაურმა შეძლოს მაქსიმალური საბრძოლო ძალის
გამოყენება. ძალების შენარჩუნე176 ბა ითვალისწინებს პირადი შემადგენლობის (ბრძოლაში მონაწილე
და არამონაწილე), მატერიალური ქონებისა და ინფორმაციის დაცვას. საბრძოლო ფუნქცია `დაცვა~
აძლიერებს მეთაურის უნარს - შეინარჩუნოს ძალების ერთიანობა და საბრძოლო ძალა. დაცვა
განსაზღვრავს, რა დონის ზიანის მოტანა შეუძლია პოტენციურ საფრთხეებს და წინ აღუდგება ან
დაძლევს მათ. ფუნქცია `დაცვა~ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომზადების ეტაპზე და
ინარჩუნებს მას შესრულების ეტაპის განმავლობაში. დაცვა არის მუდმივად მოქმედი
ფუნქცია. ის აერთიანებს დაცვის ყველა შესაძლებლობას ბაზების, მარშრუტებისა და ძალების
დასაცავად. საბრძოლო ფუნქცია `დაცვა~ მოიცავს შემდეგ დავალებებს:
დასაკვირვებელი მიზნები
სარაკეტო-საჰაერო პირადი ინფორმაციის საკუთარი ოპერატიული
თავდაცვა შემადგენლობის დაცვა ძალების რაიონის
ბრძოლისუნარიანობის უნებლიე დაცვა
აღდგენა დაზიანების
თავიდან
აცილება
ანტიტერორიზმი სიცოცხლისუნარიანობ ძალების ქიმიურ,
ა ჯანმრთელობი ბიოლოგიურ,
ს დაცვა რადიოლოგიურ
და ბირთვულ
ნივთიერებებთა

დაკავშირებული
ოპერაციები
უსაფრთხოება ოპერაციების აუფეთქებელი
უსაფრთხოება საბრძოლო
მასალის
განადგურება

You might also like