Professional Documents
Culture Documents
კობო აბე
საბავშვო ოთახი
აბა გაიხედეთ. აი, იქით...არა, დღეს არ ჩანს...კარგ ამინდში სწორედ აგერ, იქ
დაინახავთ სატელევიზიო კოშკის წვეროს...
უქმე დღეა, შეიძლება ჩვეულებრივი კვირადღეც, ელექტრომატარებლის ბოლო
გაჩერების მახლობლად ხალხით გაჭედილ რესტორანში ათასგვარი სუნი ტრიალებს.
მის ერთ მყუდრო კუთხეში, მორყეულ, პატარა მაგიდას ერთმანეთის პირდაპირ უზის
ქალი და კაცი. ქალს დაკონსერვებული ხილისა და შოკოლადის ნაყინი უდევს, კაცს
ფინჯნით ნაღებიანი ყავა უდგას.კაცს, ეტყობა, იმის გამო, რომ სიგარეტის გამუდმებით
ქაჩვასთან ერთად აჩქარებით ხვრეპს ყავას, სასულეში წვეთი გადასცდა და ბოლს
ნესტოებიდან უშვებს.ქალის მზერაში კვლავინდებურას სრული გულგრილობა
გამოსჭვივის. ორივე ეს პირველივე შეხედვით ჩანს, - ჯერჯერობით ვერა და ვერ შეეწყო
ერთმანეთს. როგორც ახალ საგარეო ტანსაცმელს ვერ ეთვისებიან.
კაცი შებოჭილად განაგრძობის.
- გულახდილათ, რომ გითხრათ, ვოცნებობ, ოდესმე ზედ კოშკის წვეროზე ავიდე და
მივამაგრო დაფა, რომელზეც ასეთი წარწერა იქნება: „აქ ნავთია“. გესმით? ჭუჭყიანი ცა
სულ უფრო და უფრო მძიმდება და ახლაც კი მზადაა ქალაქს ჩამოემხოს. ჩამოემხობა და
გაჭეჭყილი ქალაქი თანდათან გადაიქცევა ნავთობის შემცველ უზარმაზარ მინდვრად.
აკი ამტკიცებენ ქვანახშირი მცენარეებისგან წარმოიქმნა ნავთობი კი
ცხოველებისგანო.გაიხედეთ, იქ, ქვემოთ ქუჩაა, ხოლო ქუჩაში ტევა არაა იმათი,
რომელთაგან ნავთობი წარმოიქმნება. ამიტომაც ვაპირებ მხოლოდ ერთი რამ
ვისწავლო - ნავთობის მოპოვების ტექნიკა.
ქალს თვალთა კუთხეებში პირველად უჩნდება ღიმილის ნაოჭები, მაგრამ ტუჩებს
კუმავს, ღიმილს ენის წვერით მაშინვე ილოკავს ნაყინთან ერთად და ბოდიშის
გამომხატველი კილოთი ჩურჩულებს:
- მეგობრების კი ყოველთვის მეუბნებოდნენ, იუმორის გრძნობა არა გაქვსო, მაგრამ
იმაში, რასაც თქვენ ამბობთ, მგონია, ბევრი იუმორია.
- თქვენ რა, გაცივდით?
კაცი ხველებით ლაპარაკობდა; ქალმაც რამდენჯერმე, უნებლიეთ, ჩაახველა ხელის
გულში, როცა ხველა მოათავა, ჩვეულებრივი ხმით თქვა:
2
- ასე გგონიათ?
- ამ ორ ბავშვს მარტოს მოუწევს ამომწყდარ დედამიწაზე ცხოვრება. სეზონს მათთვის
არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. ბავშვებს სჭირედება მკაცრი წრთობა, რათა
გადარჩნენ, ნებისმიერი უბედურებას გაუმკლავდნენ.
- სმოგსაც?
- არა, სმოგი და ადამიანი ერთმანეთს გამორიცხავენ, ერთმანეთს სპობენ. სწორედ
ამიტომ თავიდანვე(აქ ეკონომიური მიზეზებიც გახლდათ) უდაბნოს ცა ავირჩიე.
- ბავშვებს უდაბნო? მეტისმეტი სისასტიკე ხომ არაა?
- მაგრამ მახლოვლად პატარა ოაზისი შევქმენი და იცით, რა მოხდა?
- რა მოხდა?
- ბავშვებმა ზუსტად გარეული ცხოველებივით მარტოკა სუნის მიხედვით მიაგნეს
წყალს.
- ძალზე საინტერესოა. ჩაის ხომ არ შეუკვათავთ ჩემთვის?
- იქნებ ჩემს სახლში დაგველია? ჩაი თავზე საყრელად მაქვს. გარდა ამისა, ვიდრე
საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ბავშვებს
შეხვედროდით...
- როცა თქვენ სახლში მოვხვდები, მეც ვნახავ უდაბნოს ცას?
- არა. უდაბნო მოვსპე და ბავშვები მესამე ყინულოვანი ხანის ჯუნგლებში
გადავასხლე. ხოლო რაკი იქ დინოზავრები დაეხეტბიან, უზარმაზარებიცა და სულ
პატარებიც, რაკი ყოველი ცოცხალი ქვანახშირად და ნავთობად იქცევა, ამ ხანას ძალე
ბევრი საერთო აქვს თანამედროვეობასთან.
- ასეთ შემთხვევაში თქვენი შვილები ბოლოს და ბოლოს იქამდე ხომ არ მივლენ,
სადამდეც ჩვენ მივედით? ჩვენმა წინაპრებმაც ხომ ოდესღაც დინოზავრების სწორედ
იგივე ეპოქა გაიმეორეს...
- ცდებით. ჩემს შვილებს პირველყოფილი ადამიანებივით ცხოვრება არ მოუწევთ.
ჩვენ გამდიდრებულნი ვართ ცოდნითა და ტექნიკით. ამას გარდა, თუ თქვენ ბავშვებს
სწავლაში გამუდმებით დაეხმარებით, მათი წინსვლის პროცესი, ბუნებრივია, სულ
სხვანაირი იქნება, ვიდრე პირველყოფილი ადამიანებისა.
- მერედა, როგორ აუხსნით ბავშვებს ყველაფერ იმას, რაც თანამედროვეობას ეხება?
- რისთვის უნდა ვუამბო ამის შესახებ?
- გარე სამყაროსგან მათი სრული გამოცალკევებაც ხომ შეუძლებელია. ქუჩიდან
ისმის ავტომანქანების პიპინი, კარზე აკაკუნებენ საქონლის დამტაფერბლები...
- სარდაფში სრულებით არ აღწევს ბგერები. თუმცა ერთხელ გვარიანად
ვინერვიულე. ტკინაბეტონის კედელში ჩატანებული წყალსადენი მილი გამსკდარიყო და
სარდაფი წყლით ივსებოდა. იძულებული გავხდი ბავშვები სკივრში ჩამეკეტა და
წყალსადენის ოსტატი გამომეძახა. ბავშვები სკივრში კი ჩავკეტე, მაგრამ ჭუჭრუტანიდან
მაინც ყურებდნენ, როგორ მუშაობდა ოსტატი, სულ დავიბენი. როგორ ამეხსნა, ვინ იყო
იგი?
- კი, მაგრამ თქვენ ხომ გხედავენ, მაშადამე , ადამიანებზე რაღაც წარმოდგენა უნდა
ჰქონდეთ, საეჭვოა, წყალსადენის ოსტატს ასე ძლიერ გაეოცებინა ისინი.
9
- არა, მე მათ შთავაგონე, რომ ჩვენ სამის გარდა სხვა ადამიანები არ არსებობენ.
- და ამისთვის იძულებული გახდით ისტორიაში შესწორება შეგეტანათ, ხომ?
- ბავშვებს ასე ავუხსენი: ყურადღებით მისმინეთ. ის, ვინც ახლა ნახეთ, ურჩხული
მაქციაა, რომელიც მამათქვენის სახით მაგოცხადათ- მეთქი...
- ა- ა, მაშადამე, ყველაფერი ზღაპრად აქციეთ?
- დიახ, დიახ, წორედ ასეა. შემდეგ ვუთხარი, ურჩხული შეიძლება ხან გამოჩნდეს, ხან
გაქრეს- მეთქი...ასეთი ახსნა ფრიად ხელსაყრელია. ავიღოთ, მაგალითაც, საჭმელი.
უწინ დიდ გასაჭირი მადგა- ვერა და ვერ ვიყენებდი რაიმე სახით დამუშავებულ
პროდუქტებს. მას შემდეგ რაც ურჩხული მაქცია ადვილად იქცევა ყველაფრად,
სოსისადაც და ჩინურ ატრიდაც კი...
ქალმა გაიცინა, ფეხები გაჭიმა და ხელები მუხლებზე დაიყრდნო. შებოჭლობა გაუქრა,
ისევ დაუბრუნდა ქალურობა. პოზა თავისუფალი, მშვიდი გაუხდა.
- წავიდეთ. ვნახოთ, რას შვრებიან იქ თქვენი ბავშვები...ბავშვების ხელმძღვანელობა,
ჩამოყალიბება მარტო სწავლის დროს კი არა, რამდენადმე თამაში დროსაც სჭირდება!..
- ისე, როგორ წარმოგიდგენიათ აი, ის არსებანი? ისევ ადამიანებად მიგაჩნიათ?
- არა, ურჩხულ მაქციებად. ან უფრო სწორად იმად, ვისგანაც ნავთობი
წარმოიქმნება...ირგვლივ კი ხშირი კედრები- ქვანახშირის ხანის პირველყოფილი
ტყეა.
ისინი ზეზე დგებიან. დგებიან ერთდროულად, თითქოს მოილაპარაკესო. მაგრამ
დანახარჯს მარტო კაცი იხდის. ლიფტში ქალი კაცის მხრებს გუნებაში თავისას უდარებას
(მათი მხრები ღიღქმის ერთ სიმაღლეზეა), შემდეგ სახეში უცქერის და წყნარად იცინის.
კაცმა პასუხად არც კი გაუღიმა, პირიქით, თვალი მოჭურა. იდაყვზე ხელი მოჰკიდა და
ოდნავ შეაყოვნა. ორივე ისევ გამოდის სმოგში. მათი ტანსაცმელიც კი უკან
ერთნაირადაა დაჭმუჭვნილი. თითქოს ერთად უკვე ათი წელი უცხოვრიათ და ერთსა და
იმავე კანონს ეყრდობოდნენო...
ელექტრომატარებლის მეოთხე გაჩერება და ტაქსით რამდენიმე წუთში მივლენ კაცის
სახლში. კაცი ჩვეულბრიმასებს ავტობუსით დადის, მაგრამ თღეს, რა თქმა უნდა, თავს
შეიძლება ასეთი ფუფუნების ნება დართოს. კაცის სახლი მართლა არსებობს. ეს არის
წესიერ უბდნებად დაყოფილ ეგრეთ წოდებულ საგარეუბნო ზონაში აგებული
ჩვეულებრივი დიდბლოკიანი სახლი. სახურავის ფერითაც კი არ განირჩევა ვერდით
მდგომი შენობებისგან. სახურავი თუნუქისა აქვს, მწვანე ფერისა, იმავე საღებავითაა
შეღებილი წყალსადინარი მილები. მაგრამ ქალი ახლა ვერაფერს ხედავს გარდა იმისა,
რომ ეს რეალური სახლი არსებობს.
კაცი და ქალი კვლავ უსხდან მაგიდას და ახლა ჩაის სვამენ. მაგიდა სხვა ფორმისაა,
ვიდრე რესტორნისა, მაგრამ ისევე მორყეული. ქალიც სიგარეტის ცარიელ კოლოფს
ჭმუჭნის და ერთ- ერთ ფეხს ქვეშ უდებს.
- რას შვრებიან ახლა ბავშვები?
- რომელი საათია?..- კაცი მაჯის საათს დასცქერის და ფიქრობს.- ანლა ნადირობენ.
ქალი იცინის, სკამის საზურგეს აწვება და თმას ისწორებს, შემდეგ იმით გაოცებული,
რომ ოთახი მოწყობილია, ამბობს.
10
როცა ქალმა კაი მიხურა, იგრძნო, თითქოს ყურები დაუგუბდა. არა, არა, ყურები კი
აერ დაუგუბდა, უბრალოდ სამარისებური სიჩუმე ჩამოდგა. კარის ნაწიბურს სქელი ქეჩა
ჰქონდა აკრული.
- იქ ქვემოთ საბავშვო ოთახია...
ქალი შესაძლოა შეაჩერა კილომ. როგორითაც ეს ითქვა, კილომ, როგორითაც კაცმა
წარმოთქვა „საბავშვო ოთახი“... წარმოუდგენლად იდუმალმა, თბილმა და იმავე დროს
გულწრფელმა და ზეიმურმა კილომ. ეტყობა, ქალს ჯერჯერობით შესაშფოთებელი
არაფერი სჭირს...გამორიცხული არაა, რომ ყოველ სახლს აი, სწორედ ასეთი საბავშვო
ოთახი აქვს, ხოლო თვითონ უბრალოდ საქმის ვითარება არ ივის- იქნებ სწორედ ასეთი
უნდა იყოს ნამდვილი საბავშვო ოთახი?
კაცი კიბის შუა ნაწილამდე ეშვება და, ბუნებრივია, ქალს სრულიად უყოყმანოდ
უწვდის ხელს.
- ფრთხილად, თავი.
კიბის ბოლოს კიდევ ერთი კარია. მთლიანად ქეჩააკრული, ცხოველის ტყავივით
ბანჯგვლიანი სქელი კარი. მძიმე ურდული აქვს გაყრილი. კაცი ურდულს სწევს და კარს
აღებს.
ქალს მაშინვე თვალში ეცა მწვანე მოქუშული ტალღები...სინათლის მოქანავე მუქი
მწვანე ზოლები. შემდეგ ისმის შხრიალი, თითქოს ზღვის ნაპირის ქვიშაზე ტელეგრაფის
ბოძს მოათრევენო.
- ქვანახშირის ხანის ჯუნგლებია,- ესმის ქალს კაცის ჩურჩული.
- შეიძლება ამ შხრიალს მხოხავი დინოზავრი გამოსცემს.
- რა ვეები ჯუნგლებია, ჰა?
- ასე მხოლოდ გეჩვენება. ეფექტი მიღწეულია ნახევრად გამჭვირვალე ეკრანებისა
და შუქჩრდილების მეშვეობით. ამიტომ აქ სიტყვა „ვეებას“ პირდაპირი მნიშვნელობით
ვერ იხმართ.
- თუ დააკვირდებით, კედრებსაც დაინახავთ.
- იქ კი ჭაობიცაა. შეხედეთ, მის ზედაპირზე წყალი ბრწყინავს.
- მერედა რა დახუთული ჰაერია.
- ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი ამ ოთახს დასჭირდა...ერთი აქეთ წავიდეთ.
მოულოდნელად რომელიღაც მხეცის ღრიალი ისმის.
- ეს რა არის?
- არგოზავრი. მტაცებელი დინოზავრის ერთ- ერთი სახეობაა.
- როგორ მოახერხეთ...
- მაგნიტაფონის ლენტი, ხმის ჩაწერა და მისი ჯანი. რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა
ვთქვათ, არავინ იცის ასეთი ხმით ღრიალებდა თუ არა დინოზავრი. ამჟამად
შემორჩენილ ქვეწარმავალთა შორის არის მყვირალა ხვლიკი, მაგრამ მის ყვირილს
არავითარი საერთო არ აქვს მხეცის ღრიალთან, უფრო ბაყაყის ყიყინს ჰგავს. ისე,
სიმართლეზე გაცილებით მნიშვნელოვანია პედაგოგიური ეფექტი. კინოსა და
ტელევიზორის ეკრანებზე ურჩხულთა ხმები მათსავე სიდიდეს შეესაბამება. ის რაც
12