You are on page 1of 5

რატომღაც საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ სასულიერო პირები აღვიქვათ ,

როგორც უცოდველი, უმწიკვლო, გასხივოსნებული წმინდანები, რომლებსაც არ უნდა


გააჩნდეთ არანაირი ადამიანური სისუსტეები, უკუაგდონ ყველანაირი მიწიერი სიამოვნება
და საკუთარი თავი მიუძღვნან მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს და 24/7 ზე ილოცონ,
მოკლედ, რომ ვთქვათ გახდნენ ხორცშესხმული ანგელოზები, მაგრააამ რა თქმა უნდა ეს
ყველაფერი სულაც არაა ასე მარტივი და ზედაპირული, ადამიანი ადამიანია , არ აქვს
მნიშვნელობა ის მონასტერში იცხოვრებს და მონაზვნის კაბა ეცმევა , თუ სტრიპტიზ კლუბში
იმუშავებს და ტყავის საცვლები ეცმევა. ნებისმიერ შემთხვევაში მისი ადამიანური
მისწრაფებები და სურვილები ამოტივტივდება და დაატყვევებს მას, მით უმეტეს ქალს ,
რომელიც მხატვრობაშიც და ლიტერატურაშიც უმეტეს წილად გამოყვანილია , როგორც
სუსტი ნებისყოფის არსება, რომელიც ვნებებს მარტივად ყვება, შესაბამისად მონაზვნური
ცხოვრება სულაც არაა ისეთი, როგორიც ძალიან ბევრ ჩვენგანს წარმოგვიდგენია და ეს
საკმაოდ კარგად დაგვანახა ხელოვნების ნიმუშებმა, რომლებსაც დღეს ჩვენ
განვიხილავთ, დაე გამოვააშკარაოთ მონაზონთა 50 ელფერი.

პირველ რიგში უნდა განვიხილო ნახატი, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ,


თუმცა დანახვისთანავე მიიპყრო ყურადღება და დიდი დაკვირვების შემდეგ ამ ნახატის
შინაარსთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გამიჩნდა . ჩვენ ვხედავთ მონაზონ ქალს ,
საკმაოდ დანაღვლიანებულს, ჩაფიქრებულს ის თითქოს ორ ცეცხლშუა იწვის, რადგან
ბოლომდე ვერ უარუყვია ადამიანური გრძნობები და სისუსტეები. უკანა ფონზე ვხედავთ
ჩონჩხს, ქალისნაირად ჩაფიქრებულს.
პირველი ვერსია, რომელიც დამებადა
არის ის, რომ სავარაუდოდ ეს არის
მონაზვნის დაკარგული სიყვარულის
განსახიერება, მამაკაცისა, რომელიც მას
ძლიერ უყვარდა და რომლის
დაკარგვამაც აიძულა ჩაეცვა მონაზვნის
ტანისამოსი და თავისი ცხოვრება
ღმერთისთვის მიეძღვა, თუმცა სიყვარული
რაა თქმა უნდა ღვთიური სიყვარულის
გარდა, საუბარი მაქვს ადამიანურ მიწიერ
სიყვარულზე, არის ბორკილი ამ
სამყაროში, რომელიც ხელს გიშლის
იმქვეყნიური ნეტარების მოსაპოვებლად.
შესაბამისად მიწიერი, ცოდვილი
სიყვარული ჩონჩხის სახით გვევლინება,
გახრწნილი გვამის სახით, რომელიც
კვლავ ცდილობს ქალის შეცდენას, თუ
დავაკვირდებით აუცილებლად
შევამჩნევთ კაბაზე აცოცებულ გველსაც,
რომელიც ცოდვისა და ცდუნების
სიმბოლოა, მონაზონს ცოდვის სიტკბოება
ეპარება კაბაზე, აცოცდება ნელ-ნელა და
შეუმჩნევლად და ცდილობს აცდუნოს,
ხოლო სახეზე კი აშკარად ეტყობა მას, რომ
არაა საკმარისად ძლიერი გაუმკლავდეს ამ მიწიერ ხაფანგს. ის ყოყმანობს , თითქოს
ნანობს კიდეც მართლა სწორი გზა აირჩია თუ არა, ის ხომ ჯერ კიდევ ლამაზი და
მომხიბვლელია და ნუთუ ასე უნდა მიატოვოს ხორციელი ბედნიერების შესაძლებლობები ,
რომლებსაც ეს მშვენიერი სამყარო აძლევს მას, თითქოს სურს უარი თქვას ყველაფერზე
და კვლავ ცოცხალ სამყაროს დაუბრუნდეს, მას თავი ცოცხალმკვდარი გონია, ის ისეთი
მკვდარია შინაგანად, როგორც მისი სატრფო უკან, ხოლო ცოცხალი სამყარო კი მის
უკანაა, სწორედ ამიტომ მისცა ფერი მხატვარმა უკან ყვავილებსა და ხეზე შემომჯდარ
ჩიტებს, ცოცხალი, შესაძლებლობებით სავსე სამყაროს დასანახად, ხოლო მონაზვნური
ცხოვრება ამ ქალისთვის ფერმკრთალი და უსიცოცხლოა.

მეორე ვერსია კი ბიბლიურ ადამსა და ევას უკავშირდება . ეს არის ბიბლიური ისტროიის


სახეშეცვლილი ვერსია, რომ ევა ცდუნდა გველის მიერ და მან დაღუპა ადამიც , რომლის
ცოდვილი სხეულიც გაიხრწნა და სწორედ ამას წარმოადგენს უკან მდგარი ჩონჩხიც
ადამმა არ მოინანია ცოდვა და ვერ მოიპოვა სამუდამო სასუფეველი, ევა კი ცდილობს
ცოდვის მონანიებას, ამიტომ თავი ღმერთს მიუძღვა მონაზვნური ცხოვრების არჩევით ,
თუმცა, როგორც უკვე ვთქვი ქალის ნებისყოფა უფრო სუსტია, ამიტომ გველი სწორედ მას
მიეპარა კვლავ, ეშმაკი კვლავ ცდილობს ევას ცდუნებას და კვლავ ცდილობს შესთავაზოს
ნაყოფი ბოროტისა და კეთილისა, ხოლო ის ფაქტი, რომ ქალი ჩაფიქრებულია და თან
დამწუხრებული სავარაუდოდ იმის მანიშნებელია, რომ ევა კვლავ გადადგამს ამ
სულისდამღუპველ ნაბიჯს და ადამის ბედს გაიზიარებს. მას ზურგი აქვს შექცეული ფერადი
სამყაროსთვის, რომელშიც სავარაუდოდ ღვთიური სამყარო იგულისხმება , თვითონ კი
ცოდვაშია ჩაფლული და ამიტომაცაა ფერმკრთალი. ქვევით ნახატს თან ახლავს წარწერა
„სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება“- საინტერესოა რა იგულისხმება ამ
სიყვარულში, საყვარელი მამაკაცის მიმართ აღძრული გრძნობა, რომელმაც მონაზვნის
ტანისსამოსშიც შემოაღწია, ცოდვის სიყვარული თუ უფლის მიმართ სიყვარული ,
რომელიც ამ წარწერას უფრო ირონიულ ელფერს შესძენდა? ბიბლიის მიხედვით „ღმერთი
სიყვარული არს“- ხოლო ღმერთმა შექმნა ჩვენი ხილული სამყარო, ნახატში კი ჩემთვის
ხილული მხოლოდ ფერადი ყვავილები და
ფრინველებია, დანარჩენი მხოლოდ
ნაცრისფერი ბურუსია, ამიტომ შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ცოდვილი კაცობრიობა წავა და
მოვა ეს კანონზომიერებაა, თუმცა მარადიული
მხოლოდ ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო
იქნება.

რომ გავყვებით ამ მსჯელობის ხაზს, მინდა


აქვე განვიხილო გაბრიელ კასტანოლას
ნახატთა სერია „სუყვარული თუ
ვალდებულება“. ჩვენ ვხედავთ მონაზონს
თაყვანისმცემელთან, რომელსაც ხელები
ჩაუკუდია მისთვის და სავარაუდოდ
სიყვარულს ეფიცება, ქალი საკმაოდ ლამაზი
და მომხიბვლელია, თუმცა მას აბრკოლებს
მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავი ღმერთს
მიუძღვნა ამიტომ ეკრძალება მიწიერი
სიყვარულის გამოხატვა, ეს მის სახეზეც არის აღბეჭდილი, დაღონებული და
სასოწარკვეთილია, თითქოს თავის გატრიალებით ის სიმორცხვეს და პროტესტს
გამოხატავს, თუმცა არც ბოლომდე ეწინააღმდეგება
სატრფოს. მამაკაცის ტანისამოსი წითელია, რომელიც
ჯოჯოხეთთან შეიძლება ასოცირდებოდეს, როგორც
სიბილწისა და ცოდვის ფერი. თითქოს ამ კაცის სახით ეშმაკი
გამოეცხადა, როგორც წინა ნახატში გველი, და მის შეცდენას
ცდილობს.

შემდეგი ნახატიც ამ ცოდვილი სიყვარულის გაგრძელებაა,


თუმცა უფრო თამამი ჟესტებით, აქ უკვე კაცი გაბედავს
აკოცოს მონაზონს. ხოლო მისი სახე და თვალები
სიამოვნებასა და სირცხვილს ერთდროულად გამოხატავს.
მისი თვალები მახსენებს ბერნინის „წმინდა ტერეზას
ექსტაზს“ , რომელშიც ბერნინიმ გამოაქანდაკა ორგაზმი
რელიგიური ექსტაზით გამოწვეული. თუმცა ბერნინის
ქანდაკებაში საქმე თუ უბიწო სიამოვნებასთან გვაქვს, ამ
ნახატში აშკარად მიწიერი ცდუნება ჩანს.

შემდეგ ნახატში კი აშკარავდება ამ კაცის ვინაობა,


პალიტრა, რომელიც ხელში უჭირავს აშკარას ხდის, რომ ეს კაცი მხატვარია , რაც
სრულიად სხვა კონტექსტს აძლევს ნახატს. თითქოს ეს არის ხელოვნებისა და რელიგიის
დაპირისპირება, ხელოვანი თავისი ნახატებით იმკვიდრებს მარადიულ სახელსა და
დიდებას, ხოლო მონაზონი თავისი მონაზვნური ცხოვრებით ცდილობს გადააბიჯოს
დროის სამძღვარს და მოიპოვოს მარადიული სასუფეველი. ორივე მათგანს ერთი მიზანი
აქვთ, მათ მარადიულობა აერთიანებთ, თუმცა მათი გზები განსხვავდება , ხელოვანი
ამქვეყნიური შემოქმედია, ხოლო ღმერთი იმქვეყნიური. ისინი ყოველთვის
დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ყოველთვის ეცდებიან პირველობის მოპოვებას ,
მათი გაერთიანება დაუშვებელია, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია ამორალურად ხელოვანისა
და მონაზვნის სიყვარული.
მონაზვნების თითოეული ქცევა შესაძლოა მკაცრი განხილვისა და გაკიცხვის საბაბი
გახდეს. ამას გვიჩვენებს დეგას „მოცეკვავე მონაზვნები“. ის ამბობდა, რომ „ადამიანები
ბალერინების ფერმწერს მიწოდებენ და აზრადაც არ მოსდით, რომ ჩემი ინტერესი
მოცეკვავეების მიმართ მოძრაობისა და ლამაზი სამოსისადმი ინტერესმა განაპირობა .“
თუმცა მოცემული ნახატი დაყოფილია ორ ნაწილად სცენაზე ჩვენ ვხედავთ მოცეკვავე
მონაზვნებს, რომელთაც ფორმა დაკარგული აქვთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ
მოძრაობათა დეტალებს, ვერც ტანისამოსს, ვხედავთ უბრალოდ არეულ მასას, რომელიც
იმპრესიონისტულ ხასიათს ატარებს და უბრალოდ მოცეკვავე მონაზონთა შთაბეჭდილებას
გვიტოვებს პირველივე შეხედვისთანავე. როგორც ვიცით დეგას ეს არ ახასიათებს . ის იყო
დისციპლინირებული მხატვარი, რომელსაც უყვარდა დეტალებზე კონცენტრირება . თუმცა
მან მონაზონთა ცეკვა ასეთ არეულ მასად წარმოგვიდგინა, სადაც არც ერთი ფიგურა არ
არის გამოკვეთილი მაშინ, როცა მაყურებელთა ნაწილი და ორკესტრის წევრები
რეალისტურად აქვს დახატული, რატომ შემოგვთავაზა დეგამ ამგვარი ნახატი და რატომ
გადაუხვია მან თავისსავე წესებსა და მისწრაფებებს? სავარაუდოდ ამით ხაზი გაუსვა , რომ
მისთვის მიუღებელია მონაზონთა ყოველგვარი ამქვეყნიური სიამოვნების გამოხატვის
მომენტი, რომ ცეკვა არის ხორციელი სიამოვნების მინიჭების საშუალება და ეს დეგასთვის
გაუმართლებელია,
ამიტომ მან ის როგორც
ერთიანი არეული მასა
ისე წარმოგვიდგინა და
არა ლამაზი სხეულების
ცეკვა, როგორც
ბალერინებთან ხატავს
ხოლმე. ამასთან თუ
დავაკვირდებით არც
ერთი მამაკაცი არ
უყურებს მათ, არამედ
სრულიად სხვა მხარეს
იყურებიან, ეს შეიძლება
ერთგვარი პროტესტის
გამომხატველი იყოს, ან
მოკრძალების, მათ თითქოს ერიდებათ უყურონ მოცეკვავე მონაზვნებს, რადგან მათ
მიმართ კრძალვა აქვთ. საინტერესოა ნახატის კომპოზიციური განლაგებაც , მაყურებლები
ჩვენგან ზურგშექცევით დასვა მხატვარმა, თითქოს ამით მიგვანიშნებს , რომ ჩვენც მათ
შორის ვსხედვართ და ჩვენც მაყურებლები ვართ, თუმცა ავარიდებთ თუ არა ჩვენც
მონაზვნებს თვალს მხოლოდ ჩვენივე გადასაწყვეტია. ვაღიარებთ თუ არა მონაზონთა
ამგვარ სიხალასესა და ხორციელი სიამოვნების გამოხატვის პროცესს, მაშინ, როცა ეს
ყველასთვის მიუღებელია, მოვექცევით თუ არა ამ მაყურებელთა გავლენის ქვეშ, თუ
პროტესტს გამოვთქვავთ და ნებას მივცემთ მონაზვნებს იგრძნონ თავისუფლება .

და ბოლოს, სოციალური პრობლემის უკეთ გასაგებად მინდა განვიხილო ამერიკელი


მხატვრის ჯორჯ კონდოს ნახატი „მონაზონი და მღვდელი“ . ეს არაესთეტიური
დეფორმირებული სხეული შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე , თუმცა ვფიქრობ
ამ ნახატით საკმაოდ კარგად არის გამოხატული თანამედროვე სამყარო. თუ წინა
ნახატებზე მე განვიხილე მონაზონთა სუსტი ბუნება, რომ ადამიანს ყოველთვის თან
დასდევს სისუსტეები და ის ყოველთვის მიჯაჭვულია ამქვეყნიურ სამყაროსთან , რომ
თითქოს ერთი შეხედვით ეს უბრალო მიწიერი ცდუნებებია, რომ დეგას მონაზვნები
უბრალოდ ცეკვავენ, რომ კასტანოლას მონაზონი უბრალოდ ამბორით ტკბება, რომ
მაცდური გველი ჯერ ბოლომდე არ
აცოცებულა მონაზვნის კაბაზე, კონდოს
ნახატმა მე დამანახა შიშველი
სიმართლე, რომ ოცდამეერთე
საუკუნეში ჩვენ ვიღებთ დეფორმირებულ
სულს, დეფორმირებულ სასულიერო
პირებს, რომ უკანა ფონი ჩვენ
გაგვახსენებს რემბრანტის
პორტრეტების ფონის სიმშვიდეს და
რემბრანტის ფონზე ჩვენ მივიღებთ სრულ
სიმახინჯეს,
არაესთეტიურობას, არასულიერებას
და უბრალოდ არეულ ცოდვილ
სხეულებს.

You might also like