You are on page 1of 1

მოგესალმებით,

მათემატიკით დაინტერესებულ უფროსკლასელებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა


მიიღონ თვისებრივად ახალ, ინოვაციურ პროექტში M ვექტორი.
პროექტს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია EPRA
ახორციელებს. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო
საუნივერსიტეტო ქალაქი KIU.
კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.
M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების ხელშეწყობის,
თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატია, რომელიც
ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე.
M ვექტორი ორ ეტაპად ჩატარდება:
•       კონკურსის ძირითადი ეტაპის მიზანია გამოავლინოს არასტანდარტული
მიდგომებისა და აზროვნების მოსწავლეები. მსურველები ამ ეტაპს მოქნილი
გრაფიკითა და ვადებით, ელექტრონულად გაივლიან. მოსწავლეები მიიღებენ
მათთვის შერჩეულ, არაპროგრამულ თეორიულ მასალას და დავალებებს, პრობლემებს,
რომელთა გადაჭრაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ თეორიულ მასალაზე
დაყრდნობით. M ვექტორის ძირითადი ეტაპის მონაწილეებს სისტემატიურად
შეეძლებათ კონსულტაციების მიღება პროექტის მენტორებისგან.
•       M ვექტორის დასკვნითი ეტაპი ინტერაქტიულ ლექციებზე დასწრებას და
დამოუკიდებელი სამუშაოს ითვალისწინებს. ახალგაზრდები, მათ მიერ შერჩეული
თეორიული მასალის შესაბამისად, იმუშავებენ მათემატიკურ და ალგორითმულ
მსჯელობაზე ორიენტირებული დავალებების გადაჭრაზე.

ვებგვერდი - www.mvector.ge

ფეისბუქი - M ვექტორი

https://www.facebook.com/102085424735776/posts/119824206295231/?d=n

You might also like