You are on page 1of 7

კვლევა სწავლების პროცესში: პრაქტიკის კვლევა უმაღლეს

განათლებაში

13აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით 10 სამუშ დღე

7 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით 5 სამუშაო დღე

აბსტრაქტი

ავსტრიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებული პრაქტიკის კვლევა მიმართული იყო


ფაკულტეტის წარმომადგენლების პედაგოგიური კომპეტენციების გაუმჯობესებისკენ ,
რამაც საბოლოოდ კვლევაში ჩართული მონაწილეების საჭიროებები და ინტერესები
დააკმაყოფილა. გაცნობითი სესიის შემდეგ შეიქმნა ინდივიდუალური პროექტები, სადაც
მონაწილეები იყენებდნენ განსხვავებულ მიდგომებს, რაც მოიცავდა საკუთარი სწავლების
პროცესების გააზრებას. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს თავაზობდნენ დაენახათ
თავიანთი პრაქტიკული მიდგომების ღრმა ხედვა. პრაქტიკული კვლევის მეთოდმა და
მისმა თანამშრომელობითმა დიზაინმა დიდი რომლი ითამაშა ორგანიზაციულ
განვითარებაში. ლექტორებს საშუალება მიეცათ უკეთ გაეგოთ თუ რისი მიღწევა სურდათ
მათ კლასში, ასევე ის თუ როგორ შეიძლებოდა ამ მიზნის მიღწევა.

შესავალი

,,როგორ შეიძლება მივცე ჩემ სტუდენტებს მოტივაცია რათა ისწავლონ ის, რასაც
ვასწავლი. როგორ შეძიძლება მივაჩვიო სტუდენტები დაუმუკიდებლად მუშაობას? როგორ
შეიძლება სტუდეტების იდეები გავითვალისწინო ჩემი ლექციის დაგეგმვისას? როგორ
შეიძლება ვმართო პრობლემური სიტუაციები’’. მსგავის სახის კითხვები ხშირად ისმოდა
ავსტიის უნივერსიტეტის ლექტორებისგან, როდესაც ჩვენ ვცდილობდით მოგვესმინა
მათგან პრობლემების შესახებ. ჩვენ ასევე შევიტყვეთ მათგან, რომ პერსონალის
განვითარების სტანდარტული კონცეფციები იშვიათად ეხმარებოდა მათ პასუხის მიღებაში ,
რომელიც მათ პრაქტიკულად მათ პრობლემებს. სწავლების გასაუმჯობესებელი
აქტივობებს ძირითადად ქონდა მოკლე ვადიანი ეფექტი. ავსტრიის უმაღლეს
განათლებაში განვითარებასა და პროფესიონალიზაციას ნაკლებო ყურადღება ექცეოდა
სამეცნიერო კვლევასთან შედარებით. სწავლების განვითარების უგულებელყოფამ
მოგვცა შემდეგი დასკვნები, ლექტორიები სასწავლო რესურსებად იყენებენ მოძველებული
სტუდენტებისთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით შედგენილ მასალებს . ისინი
მოუმზადებლები შედიოდნენ ლექციაზე ყოველგვარი გეგმის გარეშე, რაც
სტუდენტებისთვის ძალიან იმედგამაცრუებელი იყო. არ იქნება სწორი თუ
დავადანაშაულებთ ლექტორებს, რადგან ისინი ვერ ხედავენ კლასში ჩასატარებელი
აქტივობების ღირებულებას. კარიერული წინსვლის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე
თუ რამდენი პუბლიკაცია აქვთ მათ გამოქვეყნებული თავიანთ დისციპლინებში, ან თუნდაც
რამდენ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ. ინსტიტუციონალურ დონეზე უმაღლეს
განათლებაში თითქმის არ ხდება და გამონაკლის შემთხვევებში შევხვდებით ცალკეული
ინდივიდების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს.

1986 წელს ინსბურგის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა კომისია რათა გამკლავებოდნენ ამ


სიტუაციას და განევითარებინათ პროექტი, რომელიც მიმართული იქნებოდა ლექტორების
კომპეტენციების გასაუმჯობესებლად, პირველ ეტაპზე კომისიამ ჩაატარა არაფორმალური
კვლევა, რათა აღმოეჩინათ. სწავლების გაუმჯობესებისთვის რა სახის საჭიროებები და
ინტერესები გააჩნდათ უნივერსიტეტში, წინა კვლევების შედეგების გათვალისწინებით,
უნივერსიტეტის თანამშრომლები მოტივირებულნი იყვნენ თავიანთი სწავლების
გაუმჯობესებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი ინტერესი თავიანთ
დისციპლინარულ სფეროებში სამეცნიერო კვლევა იყო.

უნივერსიტეტში დაახლოებით 20 000 სტუდენტი სწავლობდა, 1200 სრული განაკვეთით,


ასეულობით ლექტორი კი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან იყო დასაქმებული.
შეთავაზებული იყო სულ შვიდი ფაკულტეტი: არქიტექტურა სამართალი, ხელოვნება,
მედიცინა, სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და თეოლოგია, თითოეულს გააჩნდა
დამოუკიდებელი მართვის დეპარტამენტი, კლასში სტუდენტების რაოდენობა
დამოკიდებული იყო კურსის პოპულარობაზე, ძირითადად ლექციებს 100-200 სტუდენტი,
ხოლო სემინარებზე შეზღუდული რაოდენობით 30 სტუდენტამდე ესწრებოდა

რეფლექტური პრაქტიკის ძიებაში

,, იმის გაგება ვისურვებდი თუ ჩემი სწავლების პროცეში რა ეტაპზე ვარ. შემიძლია ვთქვა,
რომ სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს ვიყენებ თუ ტრადიცულ გზებს
მივმართავ.’’ როგორ შეიძლბა გავიგო უფრო მეტი ჩემი სწავლების პროცესის შესახებ. ეს
კითხვა ლექტორმა დასვა უნივერსიტეტში რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ
დამაკმაყოფილებლად პასუხი შეუძლებელია. რადგან ერთი კონკრეტული პასუხი ვერ
დაგვეხმარება განვსაზღვროთ უმაღლეს განათლებაში სწავლების დონე,
მნიშვნელოვანია, ვეძიოთ ის, თუ რეალურად როგორ მოქმედებენ ისინი კლასში, რას
აკეთებენ სტუდენტები და როგორია მათი რეაქცია, როგორც შედეგი.

რამდენად შეგვიძლია ვიცოდეთ სტუდენტები როგორ იღებენ ჩვენს გაკვეთილებს , აქვთ


შესაძლებლობა გაერკვნენ მასწავლებლის სწავლების პროცესებსა და ფიქრებში? ან თუ
რჩება დრო და ადგილი მათი პირადი მოსაზრებების გამოსახატად, რაც ძალიან
არსებითია და მნიშვნელოვანი ინდივიდუალური და სოციალური განვითარებისთვის. ეს
კითხვები განსხვავდება სტანდარტული კითხვებისგან. უმეტესწილად ლექტორები
დაინტერესებულები არიან სტუდენტის გამოცდის შედეგებით. თუმცა აუცილებელია
ცოდნის შექმნის ფაზაში, ვიფიქროთ უფრო მეტად პროცესებზე. ლექტორები და
სტუდენტები ჩართულები უნდა იყვნენ კლასში განვითარებულ პროცესებში. რეფლექტური
პრაქტიკის განხორციელების შედეგად შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რას ვასწავლით
სტუდენტებს და რას სწავლობენ რეალურად ისინი. რეფლექტური პრაქტიკა შეგვიძლია
შევადაროთ იმ კვლევის პროცესს, რომელიც განისაზღვრა ამ პროექტის ფარგლებში,
ლექტორებმა საკლასო ოთახები უნდა გამოიყენონ ლაბორატორიები რათა შეძლონ
სწავლების პროცესის შესწავლა. ზემოთ ხსენებულმა კომისიამ სწავლების გაუმჯობესების
მიზნით დაიწყო საპილოტე პროექტის შედგენა, რათა დაეკმაყოფილებინა ფაკულტეტის
საჭიროებები და მოთხოვნილებები. კონცეფცია რომელიც მათ განავითარეს მოითხოვს
ყველა ჩართული პირის საჭიროებებისა და ინტერესების საწყის წერტილად აღებას.
სწავლებას უნდა მიეცეს ისეთივე მნიშვნელოვნება, როგორიც გააჩნია მეცნიერულ
კვლევას. მიზნად დაისახოს გრძელვადიანი ჩართულობა სადაც ადგილი ექნება
რეფლექტურ აქტივობებს. უნდა გავითვალისწინოთ მონაწილეების შესაძლებლობები და
ის თუ რა ეტაპზე არიან. სტუდენტები უნდა ჩავრთოთ შეფასების პროცესებში, უნდა
შევინარჩუნოთ თანაშრომლობითი დიზაინი, რომელიც არ არის სტანდარტული მიდგომის
მსგავსი. მონაწილეები უნდა მიისწრაფვოდნენ, განგრძობით თვითშეფასებადი
პრაქტიკებისკენ, რომელიც შესაძლებელს გახდის ინდივიდისთვის შეხედოს სწავლებას ,
როგორც უწყვეტ კვლევის აქტივობას. მიდგომა რომელიც ამ ყველა ასპექტს მხდველობაში
მიიღებს საჭიროებს სერიოზულ ხელმძღვანელობას. პროგრამა/პროექტი
მოდელირებული იქნა ერთ-ერთი ავტორის იდეის შესაბამისად, რომელიც აქტივობის
რეფლექტურობას მოიცავს და ასევე გულისხმობს პრაქტიკის კვლევის კონცეპტსაც ,
იმისთვის რომ ეს ყოველივე გარდაექმნათ განგრძობად, განვითარებად პროცესად რაც
თავისთავად მოიაზრებდა პრაქტიკის კრიტიკულ რეფლექციას.

პრაქტიკის კვლევის საცდელი პროექტი ინსბურგის უნივერსიტეტში 1986/87 წლების


ზამთრის სემესტრში იქნა შეთავაზებული სადაც სტუდენტები და ლექტორები
მონაწილეობდნენ. პირველ შეხვედრაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის რთული იყო იმის
ახსნა თუ რა ფილოსოფიური დატვირთვა და დანიშნულება ქონდა ამ პროექტს, ამიტომ
ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს კითხვა-პასუხის ფორმატით გადმოეცათ ეს ყოველივე.

რა არის RWT? (Researching while teaching)

ეს არის შესაძლებლობა გაგიჩნდეს ახალი ხედვები, წარმოდგენები პრაქტიკულ


თეორიებზე, რომლებიც მართავენ სწავლისა და სწავლების პროცესს. ის ახდენს
პრაქტიკის გაუმჯობესა და მოდიფიკაციას.

როგორ მუშაობს RWT?

შეხვედრეზე სადაც ესწრებიან მონაწილეები, აცნობენ პრაქტიკულ მეთოდებს სწავლების


შესახებ და ურჩევენ გამოიყენონ ეს მეთოდები პრაქტიკაში სწავლების დროს.

რისთვის არის RWT?

ლექტორებს აძლევს უფრო ღრმა გაგების, გააზრების საშუალებას იმისა ტუ რისი მიღწევა
სურთ მათ საკლასო ოთახში

ვისთვის არის RWT?

ყველასთვის ვინც დაინტერესებული მოირგოს საკუთარი სწავლების პროცესში


მკვლევარის როლი, რათა გაიუმჯობესოს სწავლების მეთოდები.

50-მდე ფაკულტეტის წარმომადგენელი დაესწრო ამ შეხვედრას პროექტის შსახებ


ინფორმაციის მისაღებად. მათ შესაძლებლობა ქონდათ ესაუბრათ თავიანთ
პრობლემებზე, სირთულეებზე და უსიამოვნებებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო
უნივერსიტეტში სწავლების პროცესთან. ამ საკითხებზე მსჯელობისას მათ უნდა
ჩამოეყალიბებინათ საერთო მიზანი და შეესწავალთ სწავლების ძირითადი პროცესები . ეს
აქტივობა ჩატარდა შემდეგნაირად: თითოეულ მონაწილეს დაურიგდა ფურცელი,
რომლზეც ეხატა გამადიდებელი შუშა, ამ შუშის შიგნით მონაწილეებს უნდა გადმოეცათ
თავიანთი პრობლემები, შიშები ან მოლოდინები მათი სწავლევის პროცესების შესახებ.
ზოგმა ეს მოკლე ტექსტით გადმოსცა, ზოგმა კი, დახატა. მონაწილეების მიერ
შესრულებული ნაშრომები გამოფინეს და შეისწავლეს, რამაც გამოიწვია მათ შორის
დისკუსია. ამგვარმა ქმედებამ არა მხოლოდ აგძნობინა რომ ისინი მარტო არ იყვნენ
თავიანთ პრობლემებთან, არამედ მათ შეძლეს კიდე პრობლემების გადაჭრის გზების
დასახვა. შეხვედრაზე გამართულმა დისკუსიები გამოიყენეს ფაკულტეტის განვითარების
ჯგუფის წევრებმა იმისთვის რომ ლექტორების ყურადღება გაემახვილებინათ უფრო
სისტემურ ანალიზზე, კონკრეტულად კი გაეაზრებინათ თუ რა ხდებოდა რეალურად მათ
საკლასი ოთახში სწავლების პროცესში.

ინსტრუმენტები პრაქტიკული კვლევისთვის

მონაწილეთა უმეტესობას საკუტარი სწვალების პროცესის თვითშესაფების გამოცდილება


არ ქონდა ამიტომ საჭირო იყო ისეთი მიდგომის მოძებნა რომელიც შესაძლებელს
გახდიდა მიეღოთ მათ ეფექტური ინდივიდუალური კონსულტაცია და მარტივად
მოსახერხებლი საკლასო ოთახში სწავლებისას. სწავლების გაუმჯობესების შესახებ
მარტივი, თუმცა ძალიან კარგი მაგალითია ერთ-ერთი ფიზიკის მასწავლებლის მიერ
გამოყნებული მეთოდი - „ წუთიანი ფურცელი“ ის ამბობს:

„ მე ვაძლევ სტუდენტებს ერთ წუთს იმისთვის რომ უპასუხონ ორ კითხვას. ეს


ყველაფერი კი იწყება ასე, 2 წუთით ადრე შევდივარ კლასში და დაფის კუთხეში ვწერ ორ
შეკითხვას

1. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს ისწვალე?


2. უპირველესყოვლისა რა კითხვა გებადებათ გაკვეთილის დასრულებისას ?

ამის შემდეგ მე ვატარებ 49 წუთიან პრეზენტაციას, ზარის დარეკვამდე ერთი წუთით


ადრე ვეუბნები მოსწავლეებს რომ გადმომაწოდონ შევსებული, ხემოწერილი
ფურცლები. თავდაპირველად ფურცლებსა და მასზე ხელმოწერებს ვიყენებდი
მოსწავლეების დასწრების აღრიცხვისთვის. მოგვიანებით კი მივხვდი რომ ამ გზით
შეიძლება მივიღოთ უმნიშვნელოვანესი უკუკავშირი სადაც იკითხება თუ რა არის
მათთვის გასაგები და ასევე, რა კითხვები აქვთ ისეთი რაზეც მე უნდა ვუპასუხო .“
საკუთარი სწვალების პროცესის კვლევა შესაძლებელია მაშინვე აისახოს პრაქტიკაში
და ქონდეს ეფექტი. შესაძლებელია ამ აქტივობებმა უფრო მეტი დროს მოითხოვოს
ვიდრე ჭირდება სტანდარტულ გაკვეთილს,თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის მეშვეობით
მასწავლებელი/ლექტორი იღებს მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციას
სტუდენტების მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ შეძლეს გაეგოთ და აეუთვისებინათ
სასწავლო პროცესის დროს ლექტორის მიერ გაცემული ინფორმაცია. ამ სახის
მეთოდები/ტექნიკები უნდა იყოს მარტივი და ეფექტური, წინააღმდეგ შემთხვევაში
პედაგოგები მალევე დაანებებენ თავიანთი სწავლების შეფასებას. ქვემოთ
შემოთავაზებული რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ
როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლეგებთან ერთად. ამ ტექნიკები მიზანია
პედაგოგს უფრო მეტი დაანახოს საკუთარი სწვალების პროცესის შესახებ და გახდნენ
უფრო მეტად გაცნობიერებულები, მთავარია ლექტორმა თავის პრაქტიკის უარყოოფით
მხარეებს არ შეხედოს როგორ დანაშაული. უნდა მოვახდინოთ იმ მრავალფეროვანი
ფაქტორების ანალიზი, რომლებიც გავლენას ახდენენ სწავლა-სწვალებაზე.

პროექტის ფარგლებში გათვალისიწებულ პირველ შეხვედრაზე მონაწილეებს


დაურიგდათ ბროშურები, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები მასწავლებლების
სწავლების პროცესის განსავითარებლად. მასალის გაცნობის შემდეგ
მონაწილეებსშორის წარმოიშვა დისკუსია, იმსჯელეს თუ როგორ შეიძლებოდა ამ
ტექნიკების გამოყენება მათი სწავლების პროცესში.

მყისიერი უკუკავშირი

მყისიერი უკუკავშირის მეთოდი არის საშუალება მოკლე დროში მიიღო


მოსწავლეებისგან შეფასება სწავლების პროცესის თიოთეული ნაწილის შესახებ. ეს
ინფორმაცია ლექტორს ეხმარება განსაზღვროს და უკეთ დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები .
განსაკუთრებით შედეგიანია ეს მეთოდი როდესაც ლექტორი რაიმე ახალ აქტივობას
ატარებს კლასსში, უკუკავშირის მრავალმხრივი გამოყენებაა შესაძლებელი .
სტუდენტები ყოველთვის მოტივირებულები არიან გადმოსცენ თავიანთი ხედვები
სწავლა-სწავლების შესახებ. ამსთანავე, სტუდენტები ამ დროს თვლიან რომ
მასწავლებელი მათ სერიოზულად აღიქვამს და მათ მიერ გამოხატულ აზრს პატივს
ცემს.

You might also like