Professional Documents
Culture Documents
თამარ კოპალეიშვილი
თამარ კოპალეიშვილი
თბილისი - 2018
საგარეო ფაქტორების გავლენა პოსტ-საბჭოთა საქართველოს
შესავალი
ურთიერთობები განვითარდა.
2
სახელმწიფოს და აქვთ მისი მართვის არაპროპორციული რესურსები.
მაგრამ მათ საერთო აქვთ ერთი რამ: ასეთ სისტემებში უმცირესობა მართავს
მხარდაჭერით.
3
―ახალი‖? კვლევის მიზანია მოიძებნოს კავშირი ―ძველ‖ და ―ახალ‖
სისტემის მახასიათებლები?
დაშლიდან დღემდე.
o ჰიპოთეზა;
5
o ძირითადი საკვლევი საკითხები;
o ბიბლიოგრაფია.
6
დასავლური, ამერიკული და რუსული პოლიტიკური ელიტის
ზეგავლენის შესწავლა ქვეყნის პოლიტიკური განვითარების მხრივ.
ქართული პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობა XXI საუკუნის
გლობალური გამოწვევების წინაშე. საქართველოს, როგორც ყველა პატარა
სახელმწიფოსთვის სწორი პოლიტიკური ვექტორის არჩევა, საკუთარი
სახელმწიფოებრიობის, თვითმყოფადობის და თვითგანვითარების გზაზე.
ჰიპოთეზა
პოსტ-საბჭოთა საქართველოს პროდასავლურმა პოლიტიკურმა
ვექტორმა განაპირობა ხელისუფლებაში ელიტის მოსვლა, რომელიც
აპელირებს პროდასავლურ ღირებულებებზე და ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, მაგრამ ამ მიმართულებით
სერიოზული პრობლემებია, რადგან მათი ქმედებები ხშირ შემთხვევაში
ავტორიტარიზმისკენ იხრება, ხოლო ინსტიტუციები მიუხედვად ფასადური
პროდასავლურობისა ეფექტურად არ მუშაობენ.
7
ელიტის განვითარების და მოღვაწეობის, ტოტალიტარული,
ავტორიტარული, კლანური თუ სხვა სახის მმართველობის დროს.
განხილული იქნება მიზეზები თუ რამ განაპირობა ამა თუ იმ ელიტის
ცვლილება საქართველოში და რამდენად კარგი იყო თუ ცუდის ეს
სახელმწიფოსთვის.
კვლევის მოსალოდნელი შედეგების განხილვა
ჩვენი სამეცნიერო ნაშრომი დავყავით ცალკეულ თემებად და
შევეცადეთ სიღრმისეულად განგვეხილა თითეული მათგანი, რათა უფრო
თვალსაჩინო გამხდარიყო ჩვენი თემის აქტუალობა და სიღრმე. ეს თემებია:
პოლიტიკური ელიტის არსი და განსაზღვრის პრინციპები
თანამედროვე ელიტარული თეორიის ძირითადი ტიპოლოგია და
მიმართულებები
პოლიტიკური ელიტის ფორმირების მექანიზმები
საბჭოთა პერიოდის ქართული ელიტა
ელიტის ფორმირებაზე
სარჩევი
ანოტაცია
შესავალი
ასპექტები
8
პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ვ. პარეტოსა და გ. მოსკას აზრით,
ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს ადამიანთა უმცირესობა, რომელიც
მბრძანებლობს და მართავს უმრავლესობას; სხვაგვარად, ის არის
ორგანიზებული და განსაკუთრებული თვისებების მქონე ადამიანთა ჯგუფი,
რომელსაც მადომინირებელი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივ
ცხოვრებაში. ამიტომ ხშირად ელიტარულობის ქვეშ გულისხმობენ არა
ზნეობრივი ან ინტელექტუალური უპირატესობებისა თუ თვისებების ფლობას,
არამედ ძალაუფლებრივ დომინანტს.
―ელიტა – ესაა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებაში ფლობს
მნიშვნელოვნად მეტ ძალაუფლებას, ვიდრე სხვები―. ელიტა ახდენს
გადაწყვეტილებათა მიღების ფუნქციის მონოპოლიზებას ან საზოგადოებაში
სარგებლობს უპირატესი გავლენით. პოლიტიკური ელიტა არ არის
საზოგადოდ ელიტის ერთადერთი ფორმა, რამეთუ მის გვერდით არსებობენ
ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მაღალი პრესტიჟით,
სტატუსით, სიმდიდრით სარგებლობენ, გამოირჩევიან ადამიანთა მასისაგან
მორალური და ინტელექტუალური უპირატესობებითა და თვისებებით.
ამიტომ, ისინი პოლიტიკურ ელიტასთან ერთად საზოგადოების ელიტას
შეადგენენ.კონკრეტულ საზოგადოებაში საზოგადოდ ელიტის, კერძოდ კი,
პოლიტიკური ელიტის იდენტიფიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
რეალური, სოციალური და პოლიტიკური მექნიზმების გასაგებად. ფართო
გაგებით, ელიტა მოიცავს იმ ადამიანებს, რომელიც განსაზღვრული
პერიოდის განმავლობაში საგრძნობ ზეგავლენას ახდენენ
საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების
მიღების პროცესზე.
ელიტის ცნების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პირველნი მას განსაზ
ღვრავენ როგორც ერთიან ჯგუფს, რომელსაც უკავია საკომანდო და
სტრატეგიული მნიშვნელობის პოსტები საზოგადოებაში; მეორენი ელიტას
განიხილავენ, როგორც იმ პირთა ერთობლიობას, რომლებიც ფლობენ
ძალაუფლებას, სიმდიდრეს, პრესტიჟს და ცნობილნი არიან; მესამენი მას
განიხილავენ, როგორც საზოგადოების უმაღლეს ფენას; მეოთხენი იყენებენ
9
რა მორალურ და ფსიქოლოგიურ კრიტერიუმებს, ელიტას განსაზღვრავენ,
როგორც რჩეულ პიროვნებათა ერთ-ერთ სახეს. ელიტას განეკუთვნებიან
ნებისა და ენერგიის განსაკუთრებული ძალის მქონე ადამიანები.
ჩამოთვლილი კონცეფციებიდან:
– პირველი ელიტას განმარტავს ძირითად ინსტიტუტებში მისი პოზიციის
სოციალური მნიშვნელობის თვალსაზრისით და იმ სოციალური სტრუქტურის
თვალსაზრისით, რომელსაც ეს ინსტიტუტები ქმნიან;
– მეორე ოპერირებს სტატისტიკური მონაცემებით ელიტის წევრთა მიერ
იმ განსაზღვრული ფასეულობების ფლობის თაობაზე, რომელიც აღებულია
ინდიკატორთა სახით;
– მესამე ელიტას განიხილავს, როგორც ადამიანთა ერთიან დარაზმულ
და შეკრულ ჯგუფს;
– მეოთხე კი, ელიტას განიხილავს ადამიანის პიროვნების
განსაზღვრული ტიპების მორალური შეფასებების თვალსაზრისით.
მაშასადამე, „პირველი კონცეფციისათვის მთავარი საკითხია ის, თუ რას
მეთაურობენ ისინი, მეოთხისათვის – რასაც ისინი, როგორც ადამიანები
სინამდვილეში წარმოადგენენ―..
ელიტის ჩამოთვლილი კონცეფციებიდან საყურადღებოა:
აქსიოლოგიური, ანუ ღირებულებითი, ფუნქციონალური და
ინსტიტუციონალური თეორიები. მოკლედ, განვსაზღვროთ თითოეული
მათგანისათვის დამახასიათებელი პოსტულატები. აქსიოლოგიური თეორიის
თანახმად, ელიტა ეს არის საზოგადოების უმაღლესი ფენის შემადგენელი
ნაწილი, რომელიც საზოგადოების დანარჩენი წევრებისაგან გამოირჩევა იმ
განსაკუთრებული თვისებებით, რომელსაც მათთვის მოაქვთ ძალაუფლება
და პრესტიჟი. ამდენად, ამა თუ იმ პიროვნების ელიტარულობა
განისაზღვრება, თუ რამდენად ფლობს იგი უმაღლეს უნარებსა და
მაჩვენებლებს საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობის
სფეროში. ამ თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია ვ. პარეტო, რომელიც
თვლიდა, რომ ამ უნარებისა და ფასეულობების ფლობა გამოარჩევს ელიტას
მასისაგან. იგი ასე აყალიბებს თავის ძირითად აზრს: „დავუშვათ, რომ
10
ადამიანური საქმიანობის ყოველ სფეროში თითოეულ ინდივიდს ენიჭება
გამოცდის შეფასებების მსგავსად, მისი ნიჭისა და უნარების ინდექსი
(მაჩვენებელი, – ა.ბ.). მაგალითად, ყველაზე საუკეთესო სპეციალისტს ეძლევა
ინდექსი 10, ისეთს, ვინც ახერხებს ერთი კლიენტის მიღებას, - 1, დაბოლოს,
კრეტინს – 0. იმას, ვინც შეძლო მილიონის დაგროვება (მნიშვნელობა არა
აქვს პატიოსანი თუ უპატიოსნო გზით) – 10, ათასი ლარის გამომმუშავებელს –
6, იმას, ვინც შიმშილით კვდება – 1, ხოლო იმას, ვინც ღარიბთა თავშესაფარში
იმყოფება – 0 საყურადღებოა, რომ მსჯელობა ეხება ფაქტობრივ და
არაპოტენციურ მდგომარეობას. „ამგვარად, – წერს იგი, – ჩვენ შევადგენთ
იმათ კლასს, ვისაც ყველაზე მაღალი ინდექსი (მაჩვენებელი – ა.ბ.) აქვს
თავისი საქმიანობის სფეროში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ რჩეულ კლასს,
ელიტას―.
მაშასადამე, ელიტა შედგება იმ ინდივიდებისაგან, რომლებიც ფლობენ
იმის მაქსიმუმს, რაც ადამიანებს გააჩნიათ: სიმდიდრეს, ძალაუფლებას,
პრესტიჟსა და ამ ფასეულობების ფლობით განსაზღვრულ ცხოვრების წესს.
ფსიქოლოგიურ-ღირებულებითი თეორიის კრედო ყველაზე ნათლად
გამოთქვა ხოსე ორტეგა-ი-გასეტმა შრომაში „მასების ამბოხი―. იგი ელიტას
განსაზღვრავს, როგორც რჩეულ პირთა ერთობლიობას, რომელსაც
მასებისაგან გამოარჩევს ნებისა და ენერგიის განსაკუთრებული ძალა, თავის
თავზე აღმატების სურვილი, კეთილშობილება. ამ დროს მნიშვნელობა არა
აქვს იმას, მდიდრები არიან ისინი თუ ღარიბები, უკავიათ მაღალი
მდგომარეობა – ისინი რჩეულნი არიან თავიანთი პიროვნული, ზნეობრივი,
ინტელექტუალური, თვისებების გამო. ელიტა ღირსია ფლობდეს იმას, რაც
გააჩნია, სწორედ მათთვის შინაგანად დამახასიათებელი თვისებების გამო. ამ
თეორიის მომხრეები თვლიან, რომ ადამიანები „თავისი ბუნების მიხედვით―
შეადგენენ ელიტას და მათი სიმდიდრე და პრივილეგიები მათივე
რჩეულობისა თუ გამორჩეულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. ამგვარად,
ელიტა ეს არის მაღალი ზნეობრივი და ინტელექტუალური თვისებების
მფლობელ ადამიანთა ჯგუფი ელიტის ჩამოყალიბება ხდება არა
ძალაუფლების, სიმდიდრის, პრესტიჟის მოპოვებისათვის ბრძოლაში, არამედ
11
იგი არის საზოგადოების მიერ მისი ყველაზე ღირსეული და ფასეული
წარმომადგენლების ბუნებრივი შერჩევის შედეგი. ელიტასა და დანარჩენ
საზოგადოებას შორის არის არა ბატონობისა და მორჩილების, არამედ
მმართველისა და მართულის დამოკიდებულება, სადაც ხაზი ესმება
ხელმძღვანელობას, რომელიც დაფუძნებულია მართულთა მხრივ
თანხმობას, ნებაყოფლობით მორჩილებასა და ძალაუფლების მქონეთა
ავტორიტეტზე. ელიტარულობა საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირების
პირობაა.
აქსიოლოგიურ-ღირებულებითი თეორიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ,
რომ ელიტარულობა არათუ არ ეწინააღმდეგება თანამედროვე
დემოკრატიას, არამედ, პირიქით, აუცილებელია მისი ეფექტური
ფუნქციონირებისათვის.საზოგადოებაში მუდამ იქნებიან `ჩემპიონები~ და
`აუტსაიდერები~, რაც განპირობებულია ადამიანთა ნიჭის, უნარებისა თუ
ენერგიის უთანაბრობით. დემოკრატიული საზოგადოება ადამიანებს აძლევს
შანსს, სასტარტო პირობების თანასწორობას, ზოგი სათანადოდ სარგებლობს
ცხოვრების ამ წესით, ზოგი კი სრულიად ვერ იყენებს მას, ამიტომ შესაბამისად
შედეგებიც განსხვავებლია და უნდა იყოს კიდეც.
ფუნქციონალური თეორია ამოდის პოლიტიკურად ორგანიზებულ
საზოგადოებაში ელიტის ფუნქციონალური „გარდუვალობის თეზისიდან―.
ისინი თვლიან, რომ შეიძლება საზოგადოება მართო ხალხის სახელით,
მაგრამ არა ხალხის მეშვეობით. ხალხს მისი რაოდენობისა და
არაორგანიზებულობის გამო არ ძალუძს მართვის ფუნქციის თავის თავზე
აღება. თვისება, რომელიც განსაზღვრავს ელიტისადმი კუთვნილებას,
მდგომარეობს საზოგადოებრივი პროცესების მართვის ფუნქციის
შესასრულებლად აუცილებელ მაღალ კვალიფიკაციაში.
ელიტა არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ
კვალიფიკაციას, რომელიც აუცილებელია განსაზღვრული ხელმძღვანელი
პოზიციების დასაკავებლად საზოგადოებაში. მისი უპირატესობა
საზოგადოების სხვა წევრებზე ვლინდება იმაში, რომ ელიტის შემადგენელ
პიროვნებებს იმდენი ელიტა არსებობს, რამდენიც საზოგადოებისათვის
12
აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმიანობის სფეროა. თითოეული
ასრულებს თავის ფუნქციებს ისე, რომ არც ერთს არ ძალუძს იყოს
მადომინირებელი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში. ელიტათა
სიმრავლე განპირობებულია სოციალური სტრუქტურების მრავალგვარობით.
სოციალური სტრუქტურის შესაბამისად,
საზოგადოებაში თითოეული ჯგუფი ქმნის საკუთარ ელიტას, რომელიც
იცავს მის ინტერესებს და, ამავე დროს, აქტიურად ზემოქმედებს თავად მასზე.
ადგილი აქვს ელიტათა კონკურენციას, რაც საშუალებას აძლევს
საზოგადოებას, დემოკრატიული პროცედურების მეშვეობით შეარჩიოს
ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური ხელმძღვანელობა – მმართველი
ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია სტრატეგიული მნიშვნელობის
გადაწყვეტილებების მიღებითა და ცხოვრებაში გატარებით. ამგვარად,
ფუნქციონალისტების თვალსაზრისით, ელიტები ასრულებენ
მმართველობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ
ფუნქციებს. დემოკრატიისათვისაც კი ელიტა (ელიტები) აუცილებელია,
რამეთუ უზრუნველყოფს ხალხის მიერ არჩეული ხელმძღვანელების
თვისებრივად მაღალ შემადგენლობას. მმართველი ფენა არა მხოლოდ
ფლობს მართვისთვის აუცილებელ თვისებებს, არამედ გვევლინება
დემოკრატიულ ფასეულობათა დამცველად. მაღალი თვისებებისა და
უნარების მქონე ელიტათა მონაცვლეობა – როტაცია, მუდმივად ცვლად
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განაპირობებს თავად დემოკრატიის
სოციალურ ღირებულებასა და ფასს.
ინსტიტუციური თეორია. მისი ფუძემდებელია ჩარლზ რაიტ მილსი,
რომელმაც თავის წიგნში „მბრძანებელი ელიტა― ნათლად გადმოსცა
ინსტიტუციონალური მიდგომის უპირატესობა, საზოგადოდ ელიტის გაგებაში.
ზოგიერთი ავტორი ელიტის რ. მილსისეულ გაგებას კლასიკურ
კონცეფციასაც კი უწოდებს. დასაწყისშივე შეიძლება ითქვას ამ თეორიის ერთი
უპირატესობის შესახებ, იგი ელიტათა სოციოლოგიური კვლევის სოლიდური
ბაზაა, რომელიც უზრუნველყოფს ელიტათა ემპრიულ იდენტიფიკაციას.
ინსტიტუციონალური თეორია ელიტას განმარტავს ძირითადად ინსტიტუტებში
13
მისი პოზიციების სოციალური მნიშვნელობისა და იმ სოციალური
სტრუქტურის თვალსაზრისით, რომელსაც ეს ინსტიტუტები ქმნიან. ელიტის
განმარტების საფუძველში დევს ძირითადად სოციალურ ინსტიტუტებში მის
მიერ დაკავებული პოზიციების კუთხით განხილვა. რ. მილსის აზრით,
`―ბრძენებელი ელიტა შედგება ისეთ პოზიციებზე მყოფი ადამიანებისაგან,
რომლებიც შესაძლებლობას აძლევს მათ ამაღლდნენ ჩვეულებრივ
ადამიანთაგან შემდგარ გარემოზე და მიიღონ უდიდესი შედეგების მქონე
გადაწყვეტილებები― (100, გვ. 24). იღებენ თუ არა ისინი გადაწყვეტილებებს
– ეს ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ასეთი საკვანძო პოზიციების
ფლობის აქტი. ცნობილ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე უარის თქმაც
კი თავისთავად წარმოადგენს მოქმედებას, რომელსაც ხშირად უფრო დიდი
შედეგები მოჰყვება, ვიდრე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს
მილსის აზრით, განპირობებულია იმით, რომ ისინი განაგებენ და
ხელმძღვანელობენ თანამედროვე საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან
იერარქიულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს. ისინი ხელმძღვანელობენ
მსხვილ კორპორაციებს, მართავენ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების
მექანიზმებს და პრეტენზიებს აცხადებენ მის პრეროგატივებზე. ელიტა
მართავს სამხედრო უწყების საქმიანობას, უკავია სტრატეგიული საკომანდო
პუნქტები სოციალურ სისტემაში, მათ ხელში თავმოყრილია ნამდვილი
საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძალაუფლებას, სიმდიდრეს,
პრესტიჟს და რომლებითაც მისი შემადგენელი ინდივიდები სარგებლობენ.
14
იარაღებს. როგორც ძალაუფლების იარაღებს, მათ ახლა აქვთ ისეთი
მნიშვნელობა, როგორც ჯერ კიდევ არ ჰქონიათ კაცობრიობის მთელი
ისტორიის განმავლობაში―.
მილსი აკეთებს სწორ მეთოდოლოგიურ მითითებას: ამ იერარქიათა
მწვერვალზე იმყოფება თანამედროვე საზოგადოების საკომანდო პუნქტები,
რომელთა გამოვლენა გვაძლევს საზოგადოების უმაღლეს წრეთა თუ
ელიტათა როლის გაგების სოციოლოგიურ გასაღებს. ამ მეთოდოლოგიური
პრინციპის საფუძველზე მილსი აკრიტიკებს ელიტის თეორიებს, რომლებიც
ელიტარულობის მიზეზად ინდივიდთა უნარებს, სიმდიდრესა და პრესტიჟს
ასახელებენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მმართველი ელიტა უბრალოდ
შედგება იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ფლობენ იმის მაქსიმუმს, რაც
ადამიანებს გააჩნიათ: ფულს, ძალაუფლებას, პრესტიჟს, აგრეთვე ამ
დოვლათთა ფლობით განსაზღვრულ ცხოვრების წესს. მაგრამ, შენიშნავს
მილსი, ელიტის შემადგენელი ადამიანები – უბრალოდ ისინი კი არ არიან,
ვისაც ყველაზე მეტი აქვთ; „მათ არ ექნებოდათ ყველაზე მეტი―, რომ არ
ეჭიროთ თავისი განსაკუთრებული პოზიციები მნიშვნელოვან სოციალურ
ინსტიტუტებში, ვინაიდან ეს ინსტიტუტებია ძალაუფლების, სიმდიდრის,
პრესტიჟის აუცილებელი საფუძველი და ამავე დროს, ძალაუფლების
განხორციელების, სიმდიდრის მოპოვებისა და შენარჩუნების, პრესტიჟზე
ყველაზე მაღალი პრეტენზიების რეალიზაციის იარაღი― ძლევამოსილ,
ძალაუფლების მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ უწოდებენ იმათ, ვისაც
შესაძლებლობა აქვთ აღასრულონ და გაიტანონ საკუთარი ნება იმ
შემთხვევაში, როდესაც მას სხვები წინააღმდეგობას უწევენ. ამგვარი
ძლევამოსილებისა თუ ძალაუფლების მრავალი წყარო და საფუძველი
არსებობს, მაგრამ, მილსის აზრით, მათგან ყველაზე ძირითადია სოციალური
ინსტიტუტები.
მილსი სოციოლოგიური თვალსაზრისით სწორად აკრიტიკებს ელიტის
იმ თეორიასაც, რომელშიც მისი წევრები წარმოდგენილია, როგორც
უმაღლესი სოციალური ფენის წევრები, როგორც ჯგუფები, რომლებიც
იცნობენ, ხვდებიან საზოგადოებაში, დაკავშირებულნი არიან საქმიანი
15
ურთიერთობებით და ამიტომ ანგარიშს უწევენ ერთმანეთს
გადაწყვეტილებების გამოტანის დროს. ასეთი კონცეფციის თანახმად, ელიტა
თავად გრძნობს და სხვების მიერაც აღიქმება, როგორც უმაღლეს სოციალურ
კლასებს შიგნით წარმოქმნილი ცენტრალური ბირთვი. ამ კონცეფციის
თანახმად, ელიტა შეადგენს მეტ-ნაკლებად კომპაქტურ სოციალურ და
ფსიქოლოგიურ მთელს. მათთვის დამახასიათებელია ელიტარულობის
ცნობიერება. იგი მეტ-ნაკლებად აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც
სოციალურ კლასს. ისინი ერთმანეთთან უფრო სხვაგვარად იქცევიან, ვიდრე
სხვა კლასის წარმომადგენლებთან. ისინი კეთილად ეპყრობიან, უგებენ
ერთმანეთს, ქორწინდებიან ერთმანეთს შორის, ესწრაფვიან იმას, რომ
იმოქმედონ და იფიქრონ თუ ერთობლივად არა, მაშინ უკიდურეს
შემთხვევაში, ერთნაირად მაინც.დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს,
რომ დღეს არსებული ელიტებისაგან ერთეულებმა თუ შეინარჩუნეს თავიანთი
არისტოკრატიულობა. მრავალი ისტორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ
დავასკვნათ, თუ ასეთი ელიტა არსებობს, მაშინ ის მკვეთრად განსხვავდება იმ
არისტოკრატიული გვარებისაგან, რომლებიც ოდესღაც მართავდნენ
მსოფლიოს ქვეყნებს. ასეთი მმართველი ფენის არსებობის შესახებ
წარმოდგენა დაკავშირებულია ვარაუდთან, რომ მისი წევრების
უმრავლესობა გამოირჩევა სოციალური წარმოშობით, მთელი მათი
ცხოვრების მანძილზე ისინი ინარჩუნებენ არაოფიციალურ კავშირებს
ერთმანეთთან და რომ არსებობს სიმდიდრის, ძალაუფლების, დიდების
განმგებელ იერარქიაში საკომანდო პოსტებზე ადამიანთა ცნობილი
გადაადგილებები. მილსი დამაჯერებლად აკრიტიკებს ამ კონცეფციასაც და
ნათლად აჩვენებს, რომ არა სოციალური წარმომავლობა, არა ნაცნობობა თუ
კავშირები, არამედ მათ ელიტარულობას განსაზღვრავს იმ საკომანდო
პოსტების დაკავება,რომლებიც მათ ჩვენ მიერ უკვე აღწერილ ძირითად
სოციალურ ინსტიტუტებში უჭირავთ. მილსი, ასევე, საფუძვლიანად
აკრიტიკებს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ელიტა არის რჩეულ
პიროვნებათა გარკვეული სახე, რომ ელიტას შეადგენენ ნებისა და ენერგიის
განსაკუთრებული ძალის მქონე ადამიანები. თეორიტიკოსს, რომელსაც
16
სოციოლოგიური მოვლენები ადამიანის ბუნებისაგან გამოჰყავს, – წერს იგი, –
ელიტის ქვეშ შეუძლია იგულისხმოს არა რომელიმე სოციალური ფენა ან
სოციალური კატეგორია, არამედ ერთეული, ერთმანეთისაგან სრულიად
ცალკე მდგომი ინდივიდუმები, რომლებიც უფრო კეთილშობილი,
ენერგიული და ვარგისიანი მასალისაგან არიან შექმნილნი, ვიდრე სხვა
ადამიანები. მნიშვნელობა არ აქვს სიმდიდრეს ან სიღარიბეს – ისინი
რჩეულნი არიან თავიანთი გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო. ეს
კონცეფცია უარყოფს ელიტის სოციალურ ბუნებას, მაგრამ მისი
ნაირსახეობა:მორალური თუ ფსიქოლოგიური კონცეფციები ეხება არა
ცალკეულპიროვნებას, არამედ მთლიანად ფენას, ანუ ელიტას. მილსი
პოულობს ამ თეორიის განმაპირობებელ სოციალურ მექანიზმებს. მისი
აზრით, წარმოდგენა `რჩეულ ადამიანებზე~ მუდმივად წარმოიშობა იმ
საზოგადოებაში, სადაც ზოგიერთი ადამიანი ფლობს გაცილებით იმაზე მეტს,
ვიდრე სხვა დანარჩენი. `ასეთი უპირეტესობების მქონე ადამიანებს არ სურთ
იფიქრონ, რომ მათ ეს უპირატესობები სავსებით შემთხვევით ერგოთ. ისინი
ხალისით ასკვნიან, რომ ღირსნი არიან ფლობდნენ იმას, რასაც ფლობენ
მათთვის შინაგანად დამახასიათებელი თვისებების გამო. თვლიან, რომ ისინი
„თავისი ბუნების მიხედვით― წარმოადგენენ ელიტას და ნამდვილად
წარმოისახავენ, რომ მათი სიმდიდრე და პრივილეგიები მათი რჩეული
პიროვნულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. ასეთ შემთხვევაში ელიტის
განმარტება, როგორც მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე ადამიანების
ჯგუფისა, მართლაც, რომ ხშირად არის ელიტის, როგორც
პრივილეგირებული მმართველი ფენის იდეოლოგიური იარაღი,
დამოუკიდებლად იმისაგან, ეს იდეოლოგია თავად ელიტისაგანაა შექმნილი
თუ სხვებმა შეუქმნეს მას.მილსი კარგად აცნობიერებს იმ გარემოებასაც, რომ
წარმოდგენა ელიტაზე, როგორც გამორჩეულ პიროვნებათა ჯგუფზე,
ყოველთვის არაა განსაკუთრებულად პრივილეგირებული კლასთა ხელში,
მხოლოდ იდეოლოგიური ფორმულა. იგი ხშირად შეესაბამება სინამდვილეს:
`არიან საკუთარი ცხოვრების ბატონპატრონნი და ფლობენ განსაკუთრებულ
პრივილეგიებს, საზოგადოების უმაღლესი ფენის მრავალი წარმომადგენელი
17
დროთა განმავლობაში ნამდვილად იძენს იმ სულიერ თვისებებს, რომელიც
ძალიან უახლოვდება იმათ, რომლის მატარებლადაც ისინი საკუთარ თავს
აცხადებენ. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მთელი მათი ცხოვრებისეული
გამოცდილება და ვარჯიში უმუშავებთ მათ სპეციფიკურ სულიერ – გონით
წყობას ასევე აღსანიშნავია, რომ სანამ ელიტა ცოცხლობს და იფურჩქნება,
როგორც კლასი ან როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც უკავია
საკომანდო პოზიციები, მანამ იგი შეარჩევს და ჩამოაყალიბებს ადამიანებს,
რომლებსაც მისთვის მისაღები სულიერი წყობა ექნებათ, სხვა სულიერი
წყობისა და ყაიდის პიროვნებებს კი უარყოფს. თავად რ. მილსი ელიტის
საკუთარ-ინსტიტუციურ გაგების არსს შემდეგნაირად აყალიბებს: `ჩემი
კონცეფციის არსი დაიყვანება მტკიცებულებაზე, რომ ისტორიულ
გარემოებათა დამთხვევამ ჩვენი განსაკუთრებული ეპოქა მიიყვანა
თანამედროვე მბრძანებელი ელიტის წარმოქმნასთან, რომ ელიტის
წარმომქმნელი წრეების შემადგენელი ადამიანები ჩვენს ეპოქაში იღებენ
(თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად) მნიშვნელოვან
გადაწყვეტილებებს და რომ ძალაუფლების ახლა არსებული იარაღების
გაძლიერებისა და ცენტრალიზაციის შედეგად, მათ მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებებს ან ცნობილი გადაწყვეტილებებიდან გადახვევას თან
ახლავს უფრო სერიოზული შედეგები და ეხებიან ადამიანთა უფრო
მნიშვნელოვან მასას, ვიდრე როდესმე კაცობრიობის მთელი ისტორიის
მანძილზე.
18
უპირატესობაა, რომ იგი არის ყველაზე ადვილი და რეალური გზა, რომელიც
საშუალებას გვაძლევს შევაღწიოთ მთელი პრობლემის `თავად შუაგულში~,
თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი წრეების შესახებ სოციოლოგიური
გააზრებებისათვის არსებობს მეტნაკლებად მისადგომი ფაქტობრივი
მონაცემების დიდი რაოდენობა.
უფრო მნიშვნელოვანია თეორიული უპირატესობები. ძირითადი
სოციალური ინსტიტუტების პოზიციებიდან ელიტის განსაზღვრებას, უწინარეს
ყოვლისა, ის უპირატესობა აქვს, რომ იგი არ გვაიძულებს წინასწარ
გამოვიცნოთ თავად განსაზღვრებაში ისეთი საგნები, რომლებიც ჩვენ
ვალდებული ვართ ღიად დავტოვოთ გამოკვლევისათვის. მაგალითად,
შენიშნავს მილსი, ელიტის მორალურფსიქოლოგიური განმარტება, როგორც
განსაზღვრული სოციოლოგიურ-გონით წყობით გამორჩეულ ადამიანთა
ჯგუფისა, არ არის საბოლოო, რადგან მას უშუალოდ მივყავართ ახალ
კითხვასთან, თუ რატომ აქვთ ამ ადამიანებს ესა თუ ის ხასიათი. ამიტომ
ჩვენთვის უმჯობესი იქნება ღიად დავტოვოთ საკითხი იმის შესახებ, თუ
როგორ სულიერ-გონით წყობას ფლობენ სინამდვილეში ელიტის
შემადგენელი პირები, ვიდრე განვსაზღვროთ ელიტა ამა თუ იმ სულიერ
გონითი წყობის ნიშნის მიხედვით. მეორე თეორიული უპირატესობა
ინსტიტუციონალური გაგებისა ისაა, რომ იგი საშუალებას იძლევა
თანმიმდევრულად მივუჩინოთ ელიტის დანარჩენ კონცეფციებს სათანადო
ადგილი:
1. ადამიანთა მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული
უმთავრესი პოზიციები განსაზღვრავენ განსაკუთრებით ფასეულ
ცხოვრებისეულ დოვლათთა შეძენისა და შენარჩუნების მათეულ შანსებს;
2. მათი ფსიქიკა მნიშვნელოვანი ზომით განისაზღვრება იმ
ფასეულობებით, რომლებსაც ისინი ამის შედეგად ფლობენ და იმ როლით,
რომელსაც ისინი ასრულებენ ძირითად სოციალურ ინსტიტუტებში;
3. დაბოლოს, საკითხი იმის შესახებ, აცნობიერებენ თუ არა ისინი
რჩეული საზოგადოებრივი კლასისადმი თავიანთ კუთვნილებას, მოქმედებენ
თუ არა იმის შესატყვისად, რასაც ისინი ამ კლასის ინტერესებად თვლიან,
19
რეალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ზომით წყდება ძირითადად სოციალურ
ინსტიტუტებში მათ მიერ დაკავებული ადგილით, აგრეთვე იმ რჩეული
ფასეულობებით, რომლებსაც ისინი ფლობენ, იმ ადამიანთა სულიერი
წყობით, რომელიც ნაჩვენები ფაქტორების გავლენით ყალიბდება.
ამგვარად, თუ გავაღრმავებთ ელიტის ინსტიტუციონალური გაგების
20
ელიტათა სახეები. ინსტიტუციონალური მიდგომა საშუალებას
ლიდერებისათვის ბრძოლით...
21
ერთმანეთს პოლიტიკა და მართვა, პოლიტიკოსი და ბიუროკრატი...
22
„პლურალიზმი, ელიტათა განცალკევებულ ჯგუფთა არსებობა, ცალკეულ
თავისებურებები
23
2.2 პოლიტიკური კულტურის გავლენა პოსტ-საბჭოთა საქართველოს
ელიტის ფორმირებაზე
პროცესში
დასკვნა
24
რომ კვლავ არსებობს უამრავი პრობლემა ქვეყანაში ახალი ელიტის
პოლიტიკოსები.
25
მიერ წარმართული არასწორ პროცესების გამო ახალი ცვლილებებია
საქართველო პოლიტიკურ ელიტაში 2012 წლიდან.
გამოყენებული ლიტერატურა
11. კოდუა ე. იდეოლოგია `ქიმს~ მიღმა. მაცნე. ფილოსოფიის სერია #1. 1997
18.Nodia Ghia, "1998—A Bad Year for Georgia?" Caucasian Institute for Peace,
Progress,and Development of Democracy, Tbilisi
26
19. Piven, Frances, and Richard Cloward 1977 Poor People's Movements. New
York: RandomHouse.
23. Пугачев В.П., Соловьев А.И. введение в политологию. М., 1995, Гл.7. Гл.16.
25. Ашин Г.А. Современные теории элиты. М., 1985; Его же. Правящая элита и
общество. // Своб. мысль, 1993, № 7; Его же. Смена элит. // Общ. науки и
современность, 1995, № 1.
27