You are on page 1of 2

არსებობს მოსაზრება,რომ ხელოვნება სულიერი აღზრდის

აუცილებელი პირობაა.ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს


აზრთა სხვადასხვაობა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ხელოვნებაა
ზუსტადაც ის ერთადერთია რასაც შეუძლია სულის
აღზრდა.მეორე მაწილი კი თვლის, რომ ხელოვნება სრულიადაც
არ არის საჭირო სულიერი აღზრდისთვის.
ორივე მხარის აზრი ჩემთვის ზედმეტად მკაცრია.ჩემი
დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო
ზოგადი, მაგრამ ამავდროულად მრავლის მომცველია,კერძოდ
კი სწორად მიმაჩნია , განვსაზღვროთ, თუ რას ეწოდება
ხელოვნება და რა როლი უჭირავს მას სულის აღზრდაში.თუ
თვალს გადავავლებთ ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ ხელოვნების
განმარტება, საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა,მაგალითად
მე-12 საუკუნემდე ხელოვნებაში იგულისხმებოდა ნებისმიერი
უნარი,ან ხელოვნება მათ შორის
ოსტატობა,ხელოსნობა,მეცნიერება, ხოლო მე-12 საუკუნის
შემდეგ, ხელოვნებამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა.
კერძოდ,ხელოვნებად ითვლებოდა ის რაც თქვენში ძლიერ
ემოციას იწვევდა,როგორებიცაა დეკორატიული და
გამოყენებითი ხელოვნება.მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ მარტო
ისიც, რომ ხელოვნების ნიმუში აუცილებლად ემოციას უნდა
იწვევდეს ჩვენში.დღეს ჩვენ გვაქვს შემორჩენილი მსოფლიოს
შვიდი საოცრება, რომლებსაც ბევრი, ხელოვნების ნიმუშებად
აღიარებს, მისი შესრულებისა და სიძველის გამო. ავიღოთ
მუსიკა, ზოგჯერ მას შეუძლია ხასიათი გამოგისწოროს,ან
პირიქით სევდა მოგგვაროს,ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ
რას გრძნობდა სიმგერის ავტორი მისი დაწერის დროს,ეს ეხება
ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშს,მაგალითად როდესაც შენ
გინდა ნახატის დახატვა აუცილებლად დახატავ ისეთ ნახატს,
რომელიც გაჯერებული იქნება იმ ემოციებით, რომელსაც შენ
განიცდიდი იმ ნახატის დახატვის დროს.რაც შეეხება სულის
აღზრდას,ზოგი თვლის,რომ სული საერთოდაც არ არსებობს და
აქედან გამომდინარე აღზრდაც არ სჭირდება,მაგრამ მე,ამ
კატეგორიას არ მივეკუთნები და ვთვლი, რომ ხელოვნება ისევე
საჭიროა სულისთვის, როგორც წყალი ხორცისთვის.ალბათ
ბევრჯერ გაგიგიათ გამოთქმა ,სულიერად მკვდარი ადამიანი, ეს
ითქმის იმ ადამიანებზე,რომელთა ინტერესთა არეალი ძალიან
ვიწროა, იმდენად ვიწრო, რომ მონალიზას ნახატზე
იკითხავენ ,,ეს ქალი ვინ არისო“.მე ყველაზე დიდ ხელოვნების
ნიმუშად ვთვლი წიგნს რადგანაც მის გარეშე ადამიანი კარგავს
ადამიანობას,მაგალითად, როდესაც თქვენ ესაუბრებით არა
ნაკითხ ადამიანს, მასთან ლაპარაკი კედელთან ლაპარაკს ჰგავს.
ჩემი აზრით სულიერი აღზრდა, იწყება გონებრივი
აღზრდისგან,რადგანაც თუ ადამიანი გონებით,,ვასიკო
კეჟერაძეა ,ან თუნდაც მისი ხელვძღვანელი“ (კაცი,რომელსაც
ლიტერეტურა ძლიერ უყვარს) მაშინ მისთვის სულერთია
ხელოვნება და შესაბამისად სულიერი აღზრდაც.
როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე განმარტება იმისა, თუ რას
ნიშნავს ხელოვნება ,საკამათოა და იცვლება დროთა
განავლობაში.ხელოვნება აუცილებელია სულიერი
განათლებისთვის,მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ,სულიერი
აღზრდა იწყება გონებრივი აღზრდისგან, ესენი ურთიერთ
გამომრიცხავი ფაქტორებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი
მეორეს გარეშე ვერ იარსებებს.

You might also like