You are on page 1of 11

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)

www.library.court.ge

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

საქმე № 2ბ/1708-11 04 ივლისი 2011 წელი


თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე


მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა კობიაშვილი

აპელანტი – შპს „საქართველოს რკინიგზა“


წარმომადგენელი – კ. ი.

მოწინააღმდეგე – ო. პ., მ. ბ., გ. ხ.


წარმომადგენელი – გ. ნ.

დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება და მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


კოლეგიის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011


წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 აპრილის


გადაწყვეტილებით ო. პ.-ს, მ. ბ.-სა და გ. ხ.-ს სარჩელი მოპასუხე შპს “საქართველოს რკინიგზი”-ს
მიმართ დაკმაყოფილდა; შპს „საქართველოს რკინიგზა”-ს მოსარჩელის ო. პ.-ს სასარგებლოდ
დაეკისრა გასული პერიოდის სარჩო, ერთჯერადი თანხის სახით 10089,60 ლარი, 2011 წლის

1
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მარტიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 800 ლარისა და ადვოკატის მომსახურეობისათვის


გაწეული ხარჯის 150 ლარის გადახდა; შპს „საქართველოს რკინიგზა”-ს მოსარჩელის მ. ბ.-ს
სასარგებლოდ დაეკისრა გასული პერიოდის სარჩო, ერთჯერადი თანხის სახით 11057,76 ლარი,
2011 წლის მარტიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 800 ლარისა და ადვოკატის
მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 150 ლარის გადახდა; შპს „საქართველოს რკინიგზა”-ს
მოსარჩელის გ. ხ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა გასული პერიოდის სარჩო, ერთჯერადი თანხის
სახით 11511,36 ლარი, 2011 წლის მარტიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 800 ლარისა და
ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 150 ლარის გადახდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქმეზე დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელეები ო. პ., მ. ბ. და გ. ხ. მუშაობდნენ შპს „საქართველოს რკინიგზაში” მემანქანეებად


და მათ სხვადასხავა დროს მიიღეს საწარმოო ტრავმა. (ტ.1. ს.ფ 14-20); ო. პ.-ს, მ. ბ.-სა და გ. ხ.-ს
შრომითი დასახიჩრების გამო პროფესიული შრომისუნარის ხარისხი დაკარგული აქვთ 80%
უვადოდ. (ტ.1. ს.ფ. 21-23); მოსარჩელეები 2007 წლის მარტიდან დღემდე ყოველთვიურ სარჩოს
ღებულობენ შემდეგი ოდენობით: ო. პ. – 319 ლარი, მ. ბ. – 298,83, გ. ხ. 289,38 ლარი. (ტ.1. ს.ფ. 52);

2.2. 2007 წლის მარტის თვიდან 2008 წლის იანვრის თვემდე ელექტრო-მატარებლის (სექციის) მე-3
კლასის მემანქანის საშუალო ყოველთვიური ხელფასი (ღამის საათების ანაზღაურებისა და კლასის
დამანატის გათვალისწინებით) შეადგენდა 561,75 ლარს. (ტ.1. ს.ფ. 52)

2008 წლის იანვრის თვიდან 2011 წლის 1 მარტამდე ელექტრო-მატარებლის (სექციის) მოქმედი მე-3
კლასის მემანქანის ყოველთვიური საშუალო ხელფასი (ღამის საათების ანაზღაურებისა და კლასის
დამანატის გათვალისწინებით) შეადგენდა 687,75 ლარს. (ტ.1. ს.ფ. 52)

2011 წლის 1 მარტიდან მემანქანის ხელფასი გახდა 1000 ლარი. (ტ.1. ს.ფ. 52)

2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის მარტში მემანქანის ხელფასი იყო 561,75 ლარი, რომლის
80% შეადგენს 449,40 ლარს, ხოლო მოსარჩელე ო.პ. სარჩოს ღებულობს 319 ლარს ნაცვლად 449,40
ლარისა. შესაბამისად, მან 2007 წლის მარტის თვიდან 2008 წლის იანვრამდე (სანამ გაიზრდებოდა
მემანქანის ხელფასი) ვერ მიიღო ყოველთვიურად სარჩოს სხვაობა 130,40 ლარი სულ 1304 ლარი
(130.40X10). 2008 წლის იანვრიდან მემანქანის ხელფასი გახდა 687,75 ლარი, რომლის 80% შეადგენს
550,20 ლარს, ხოლო მოსარჩელე სარჩოს სახით ღებულობს 319 ლარს. შესაბამისად, ო. პ.-მ 2008
წლის იანვრიდან 2011 წლის მარტამდე ვერ მიიღო ყოველთვიური სარჩოს სხვაობა 231,20 ლარი,
სულ 8785,60 ლარი (231,20X38). 2011 წლის მარტიდან მემანქანის ხელფასის გახდა 1000 ლარი,
რომლის 80% შეადგენს 800 ლარს. შესაბამისად, ო. პ. სარჩელის შეტანის დღიდან უნდა იღებდეს
სარჩოს 800 ლარის ოდენობით.

2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის მარტში მემანქანის ხელფასი იყო 561,75 ლარი, რომლის
80% შეადგენს 449,40 ლარს, ხოლო მოსარჩელე მ. ბ. სარჩოს ღებულობს 298,83 ლარს ნაცვლად
449,40 ლარისა. შესაბამისად, მას 2007 წლის მარტის თვიდან 2008 წლის იანვრამდე (სანამ
გაიზრდებოდა მემანქანის ხელფასი) ვერ მიიღო ყოველთვიურად სარჩოს სხვაობა 150,57 ლარი,
სულ 1505,70 ლარი (150,57X10). 2008 წლის იანვრიდან მემანქანის ხელფასი გახდა 687,75 ლარი,

2
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

რომლის 80% შეადგენს 550,20 ლარს, ხოლო მოსარჩელე სარჩოს სახით ღებულობს 298,83 ლარს.
შესაბამისად, მ. ბ.-მ 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის მარტამდე ვერ მიიღო ყოველთვიური სარჩოს
სხვაობა 251,37 ლარი, სულ 9552,6 ლარი (251,37X38). 2011 წლის მარტიდან
მემანქანის ხელფასის გახდა 1000 ლარი, რომლის 80% შეადგენს 800 ლარს. შესაბამისად, მ. ბ.
სარჩელის შეტანის დღიდან უნდა იღებდეს სარჩოს 800 ლარის ოდენობით.

2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის მარტში მემანქანის ხელფასი იყო 561,75 ლარი, რომლის
80% შეადგენს 449,40 ლარს, ხოლო მოსარჩელე გ. ხ. სარჩოს ღებულობს 289,38 ლარს ნაცვლად
449,40 ლარისა. შესაბამისად, მას 2007 წლის მარტის თვიდან 2008 წლის იანვრამდე (სანამ
გაიზრდებოდა მემანქანის ხელფასი) ვერ მიიღო ყოველთვიურად სარჩოს სხვაობა 160,2 ლარი, სულ
1600,20 ლარი (160,2X10). 2008 წლის იანვრიდან მემანქანის ხელფასი გახდა 687,75 ლარი, რომლის
80% შეადგენს 550,20 ლარს, ხოლო მოსარჩელე სარჩოს სახით ღებულობს 298,83 ლარს.
შესაბამისად, გ. ხ.-მ 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის მარტამდე ვერ მიიღო ყოველთვიური სარჩოს
სხვაობა 260,82 ლარი, სულ 9911,16 ლარი (260,82X38). 2011 წლის მარტიდან მემანქანის ხელფასის
გახდა 1000 ლარი, რომლის 80% შეადგენს 800 ლარს. შესაბამისად, გ. ხ. სარჩელის შეტანის დღიდან
უნდა იღებდეს სარჩოს 800 ლარის ოდენობით.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაანალიზა საქმეში მხარეთა მიერ


წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა
დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა
დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია
დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსის და სამოქალაქო კოდექსი
ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის
გასული მოთხოვნის ხანდაზმულობის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები ო. პ., მ. ბ. და გ. ხ. მუშაობდნენ შპს „საქართველოს


რკინიგზაში” მემანქანეებად და მათ სხვადასხავა დროს მიიღეს საწარმოო ტრავმა და მათ შრომითი
დასახიჩრების გამო პროფესიული შრომისუნარის ხარისხი დაკარგული აქვთ 80% უვადოდ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა


ხანდზმულია, ვინაიდან საწარმოო ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანისა და სარჩოს
ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე ვრცელდება
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები. ე.ი. ყოველი პერიოდის
ვალდებულების დარღვევაზე ვრცელდება ცალ-ცალკე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები.
შესაბამისად, მოსარჩელეებს უფლება აქვთ მოითხოვონ წინა სამი წლის მიუღებელი თანხების
ანაზღაურება.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია 2007 წლის მარტიდან, თუმცა


მათი ასეთი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის

3
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის


წინაშე, ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის
არსებობას. როგორც შესაგებელში ჩანს მოპასუხე აღიარებს, რომ იგი უკვე წლებია მოსარჩელეებს
ყოველთვიურად დღეის ჩათვლით, უწყვეტად უხდის სარჩოს და სწორედ მოპასუხის აღნიშნული
მოქმედებების გამო მოსარჩელეთა მოთხოვნაზე 2007 წლის მარტიდან გაზრდილი სარჩოს
მიღებაზე შეწყვეტილია ხანდაზმულობის ვადის დენა და სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის
საფუძველზე, რადგანაც შეწყვეტილია ხანდაზმულობის ვადის დენა შესაბამისად 2011 წლის
მარტამდე ანუ სარჩელის შეტანამდე არსებული დრო მხედველობაში არ მიიღება.

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ ასაკის გამო მოსარჩელეები ვერ იმუშავებდნენ სამსახურში,
სასამართლომ განმარტა, რომ არცერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს ასაკის გამო პირის
კერძო სამართლის საწარმოებში მიღებაზე უარის თქმას. ამასთან, პირის ასაკი არ შეიძლება გახდეს
საფუძველი სარჩოს შეწყვეტის და ასაკის მიუხედავად დასახიჩრებულ პირს სარჩო უნდა
განესაზღვროს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებით.

სასამართლომ განმარტა, რომ 1991 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში,
რის გამოც ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე შედავებას
არ აქვს არავითარი სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს
რკინიგზა”-ს მ. ბ.-სათვის სარჩოს გადახდა დავალებული ჰქონდა 1991 წლის 25 მაისამდე და
აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ შპს ,,საქართველოს რკინიგზა” ყოველგვარი სასამართლო
გადაწყვეტილების გარეშე დღემდე უხდის მ. ბ.-ს ყოველთვიურ სარჩოს.

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს
მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს,
ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სასამართლოს მითითებით, ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის


ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის დადგენილია სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის
კომისიის 1995 წლის 15 მაისის, 1995 წლის 25 მაისისა და 2000 წლის 22 ივნისის დასკვნებით,
რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეებს ო. პ.-ს, მ. ბ.-ს და გ. ხ.-ს პროფესიული
შრომისუნარიანობა 80%-ით დაკარგული აქვთ მუდმივად სიცოცხლის ბოლომდე.

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის
დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა
შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა
აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსისი 411-ე მუხლის ზიანი
უნდა ანაზღურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დადმგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ
მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს
და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სასამართლოს
განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელეებს პროფესიული შრომის უნარი დაკარგული აქვთ
მუდმივად, სარჩოს გადახდაც უნდა განხორციელდეს მოსარჩელეების სიცოცხლის ბოლომდე,
ხოლო ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელეები მიიღებდნენ
ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. აღნიშნული
ნორმის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის
მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი

4
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

გარემოება, თუ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად


დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, დაზარალებულს უნდა
აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებს სარჩო უნაზღაურდებოდათ მხოლოდ ნაწილობრივ.


შესაბამისად, მათთვის მიყენებულმა ზიანმა 2007 წლის მარტის თვიდან 2008 წლის იანვრამდე
შეადგინა ო. პ.-სათვის – 1304 ლარი, მ. ბ.-სათვის – 1505,70 ლარი, გ. ხ.-სათვის – 1600,20 ლარი, 2008
წლის იანვრიდან 2011 წლის მარტამდე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა ო. პ.-სათვის – 8785,60 ლარი,
მ. ბ.-სათვის – 9552,6 ლარი, გ. ხ.-სათვის – 9911,16 ლარი, ხოლო 2011 წლის მარტიდან – 800 ლარი
ყოველთვიურად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგინა, რომ შპს „საქართველოს რკინიგზას”


ო. პ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გასული პერიოდის სარჩო, ერთჯერადი თანხის სახით –
10089,60 ლარი, მ. ბ.-ს სასარგებლოდ – 11057,76 ლარი, გ. ხ.-ს სასარგებლოდ – 11511,36 ლარი და
2011 წლის მარტის თვიდან ყოველთვიურად სარჩოს გადახდა 800 ლარის ოდენობით.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება გასაჩივრა შპს „საქართველოს რკინიგზამ“ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა


გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

სამართლებრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ


ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხის პოზიცია. დაუსაბუთებელია სასამართლოს
დასკვნა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით. შპს „საქართველოს რკინიგზას“
მოსარჩელეების მიმართ მათი სასარჩელო მოთხოვნის საგანი არც დოკუმენტალურად და არც
შესრულებით არ უღიარებია.

3.2.1991 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რკინიგზას მ. ბ.-ს დაზიანების


ფაქტში ბრალი არ მიუღძვის. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების
დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. რკინიგზამ გამოიჩინა კეთილი ნება და თანხმობა
განაცხადა სარჩოს გადახდაზე. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ის ფაქტობრივი გარემოებები,
რომლებიც საფუძვლად უდევს მოსარჩელის სასამარჩელო მოთხოვნას. ამდენად, სახეზე არ არის
შპს „საქართველოს რკინიგზის“ ბრალი, რომლის გარეშეც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის
შემადგენლობა არ იქმნება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1991 წლის აპრილის გადაწყვეტილებით
რკინიგზას სარჩოს გადახდა დაკისრებული აქვს იმავე წლის 25 მაისამდე.

სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები იღებენ


ინვლიდობისათვის განკუთვნილ პენსიას. აღნიშნული ფაქტი, როდესაც საკითხი ეხება მიუღებელ
შემოსავალს, მისი მოცულობის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს.

3.3. არასწორია სასამართლოს შეფასება სარჩოს გადაანგარიშებისა და სამოქალაქო კოდექსის 411-ე


მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის საკითხთან დაკავშირებით. 2003 წლიდან,

5
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად სარჩოს გადაანგარიშებას საქართველოს


პრეზიდენტის №48 ბრძანებულება აღარ ითვალისწინებდა, ხოლო 2005 წლის 7 ნოემბერს
საქართველოს პრეზიდენტის №923 ბრძანებულებით სარჩოს გადაანგარიშების მარეგულირებელი
დანაწესი მთლიანად ამოღებული იქნა. სარჩოს გაანგარიშებას არ არეგულირებს არც შორის
კოდექსი და არც სამოქალაქო კოდექსი. ასევე, შეუძლებელია განისაზღვროს ზუსტად აქტივი,
რომელსაც მხარები აუცილებლად მიიღებდნენ სრულად იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი
მოითხოვენ. მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ მის რეალურ არსებობას. გასათვალისწინებელია,
რომ შპს „საქართველოს რკინიგზის“ შიდა ნორმატივების თანახმად, მემანქანეთა აღნიშნულ
თანამდებობაზე მუშაობის მაქსიმალური ასაკია 65 წელი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ
მატარებლის მემანქანის პროფესია მეტად სარისკოა. შესაბამისად, მოსარჩელეები ვეღარ
იმუშავებდნენ შპს „საქართველოს რკინიგზაში“ მემანქანეებად და ვერ მიიღებდნენ იმ ხელფასს,
რასაც დღეს იღებენ, მით უფრო გაზრდილი ოდენობით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში
ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად,
სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე
მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი


დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო
სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს
სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს
ახალ გადაწყვეტილებას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე


სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს
ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

ფაქტობრივი დასაბუთება

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელეები ო. პ., მ. ბ. და გ. ხ. მუშაობდნენ შპს „საქართველოს რკინიგზაში” მემანქანეებად


და მათ სხვადასხავა დროს მიიღეს საწარმოო ტრავმა. (ტ.1. ს.ფ 14-20); ო. პ.-ს, მ. ბ.-ს და გ. ხ.-ს
შრომითი დასახიჩრების გამო პროფესიული შრომისუნარის ხარისხი დაკარგული აქვთ 80%
უვადოდ. (ტ.1. ს.ფ. 21-23);

4.2. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით


ა/კავკასიის რკინიგზის ქ. თბილისის სალოკომოტივო დეპოს მ. ბ.-ს სასარგებლოდ
ყოველთვიურად დაეკისრა 184,75 მანეთის გადახდა ერთდროულად 1988 წლის 1 იანვრიდან 1991
წლის 25 მაისამდე 36 თვის 4851.00 მანეთი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში

6
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მითითებულია, რომ მოსარჩელეს სამედიცინო კომისია უნდა გაევლო 1991 წლის 25 მაისს, რის
შემდგომაც გადაწყდებოდა მომავალში სხვაობის გადახდის საკითხი.

4.3. მოსარჩელეები 2007 წლის მარტიდან ყოველთვიურ სარჩოს ღებულობენ შემდეგი ოდენობით:
ო. პ. – 319 ლარი, მ. ბ. – 298,83 ლარი, გ. ხ. 289,38 ლარი. (ტ.1. ს.ფ. 52);

4.4. 2007 წლის მარტის თვიდან 2008 წლის იანვრის თვემდე ელექტრო-მატარებლის (სექციის) მე-3
კლასის მემანქანის საშუალო ყოველთვიური ხელფასი (ღამის საათების ანაზღაურებისა და კლასის
დამანატის გათვალისწინებით) შეადგენდა 561,75 ლარს. (ტ.1. ს.ფ. 52)

2008 წლის იანვრის თვიდან 2011 წლის 1 მარტამდე ელექტრო-მატარებლის (სექციის) მოქმედი მე-3
კლასის მემანქანის ყოველთვიური საშუალო ხელფასი (ღამის საათების ანაზღაურებისა და კლასის
დამანატის გათვალისწინებით) შეადგენდა 687,75 ლარს. (ტ.1. ს.ფ. 52)

2011 წლის 1 მარტიდან მემანქანის ხელფასი შეადგენს 1000 ლარს. (ტ.1. ს.ფ. 52)

სამართლებრივი დასაბუთება

4.5. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის №93 ბრძანებულებით


ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის
№48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის
ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” და საქართველოს
მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის
შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი.
აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში,
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას
დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს
შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. იგივე წესის 1.2
მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის
ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის
ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის, ამასთან, არ არის გასული მოთხოვნის
წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას
მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განისაზღვრა შრომის
კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი
ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით. 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი,
რომელიც სხვა პირს განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია,
აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც
ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა,
რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იგივე მუხლით, თუ სხეულის
დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა
შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა
აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დასახელებული ნორმებიდან

7
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

გამომდინარე, მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან, სარჩოს სახით მიიღონ ზიანის ანაზღაურება


იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდნენ ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი
გარემოება რომ არ დამდგარიყო.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია


სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სარჩოს ოდენობის შეცვლა – გადაანგარიშება,
ვინაიდან კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. როგორც განიმარტა, სარჩოს
მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო
საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების
უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების
შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით
განსაზღვრული წესი სარჩოს ანაზღაურების სწორედ ამგვარ უფლებას ადგენს მისი მიღებისას
ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ნორმებზე მითითებით. ამასთან,
გამომდინარე იქიდან, რომ სარჩოს სახით გადასახდელი ზიანის ანაზღაურების საფუძველია პირის
მდგომარეობა, კერძოდ, ჩვეულებრივ შრომის ანაზღაურების მიღების შეუძლებლობა, მისი
ანაზღაურების შეწყვეტის ან ნაწილობრივ შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს, მხოლოდ
პირის შრომის უნარის აღდგენა. საპენსიო ასაკის მიღწევამ კი არ შეიძლება გავლენა მოახდონოს
სარჩოს ანაზღაურების ვალდებულებაზე. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების
დადგომა პირს ართმევს შესაძლებლობას ჰქონდეს სამუშაო და ღებულობდეს შესაბამის
ანაზღაურებას. შესაბამისად, ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.

აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები იღებენ ინვლიდობისათვის განკუთვნილ


პენსიას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სარჩოს გადაანგარიშებისას, მოკლებულია
სამართლებრივ საფუძველს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
შესაძლებლობის შეზღუდვა წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის დაწესების საფუძველს,
რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს მინიმალური
საარსებო საშუალებით.

რაც შეხება აპელანტის განმარტებას ბრალთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო


განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება და
ბრალთან დაკავშირებით მსჯელობა მოკლებულია საფუძველს.

ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მითითება თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1991


წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან, მართალია აღნიშნული გადაწყვეტილებით
მოპასუხეს მ. ბ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩო 1991 წლის 25 მაისამდე, მაგრამ ამავე
გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ მომავალში სარჩოს დაკისრების საკითხი
გადაწყდებოდა სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე. დადგენილია, რომ მ. ბ.-ს
დაუდგინდა შრომის უნარის დაკარგვა უვადოდ. შესაბამისად, ზიანი ექვემდებარება
ანაზღაურებას.

4.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის მოსაზრებას სარჩელის


ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე არსებობს ვადის


ათვლის თავისებურება, რაც დაკავშირებულია შესასრულებელი ვალდებულების

8
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

პერიოდულობასთან – თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის


უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე
მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამი წელია.

დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს სარჩოს გადაანგარიშება 2007 წლის


მარტიდან. სარჩელი აღძრულია 2011 წლის 02 მარტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა


წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით,
გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. 141-ე მუხლის შესაბამისად,
თუ წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ
მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებული პირის მიერ


მოთხოვნის (ვალის) აღიარება წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს.
მოთხოვნის არსებობის აღიარება მოვალის ისეთ მოქმედებაში შეიძლება გამოიხატოს, რომელიც
ადასტურებს მოთხოვნის არსებობას. ამ მოქმედებებიდან კანონი ასახელებეს ავანსის, პროცენტის
და კრედიტორისათვის გარანატიის მიცემას, ასევე არ გამორიცხავს მოთხოვნის აღიარებას სხვა
ისეთი მოქმედებებითაც, რომლებიც მოწმობენ მოთხოვნის აღიარებას. მაგალითად, ვალდებული
პირის მიერ ვალდებულების ნაწილის შესრულება.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის


გადაწყვეტისას არ უნდა გამოყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე
მუხლები, ვინიდან საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით
გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სარჩოს
გადაანგარიშებასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან ვალის არსებობის აღიარების
დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდნარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელი 2007 წლის


მარტიდან 2008 წლის მარტამდე სარჩოს გადაანგარიშებასთან დაკავშირებით ხანდაზმულია და არ
უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ მხოლოდ სარჩელის
აღძვრამდე ბოლო სამი წლის მიუღებელი ზიანის ოდენობა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული


გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს მოპასუხისათვის ერთჯერადი თანხის დაკისრების ნაწილში
და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „საქართველოს რკინიგზას“ უნდა
დაეკისროს 2008 წლის მარტიდან 2011 წლის მარტამდე პერიოდის მიუღებელი სარჩო ო. პ.-ს
სასარგებლოდ 8323.20 ლარის, მ. ბ.-ს სასარგებლოდ – 8969.32 ლარის და გ. ხ.-ს სასარგებლოდ –
9389.52 ლარის ოდენობით.

9
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,


ო. პ.-ს შპს „საქართველოს რკინიგზის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 70.65 (დაკმაყოფილებული
ნაწილის 1766.4-ის 4%) ლარის, მ. ბ.-ს – 80.33 (2008.44-ის 4%) ლარის, გ. ხ.-ს – 84.87 (2121.84-ის 4%)
ლარის გადახდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული


გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი უნდა გაუქმდეს 176.90 ლარის (5896.68-ის 3%) ნაწილში, ხოლო
გადაწყვეტილების აღნიშნული პუნქტი უცვლელად დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ მოპასუხისათვის 816.36 ლარის დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ


გადაწყვიტა

1. შპს „საქართველოს რკინიგზის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13


აპრილის გადაწყვეტილება მიუღებელი სარჩოს სახით ერთჯერადი თანხის დაკისრების ნაწილში
და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიუღებელი სარჩოს სახით ერთჯერადად დაეკისროს ო. პ.-ს


სასარგებლოდ 8323.20 (რვა ათას სამასოცდასამი და ოცი) ლარის, მ. ბ.-ს სასარგებლოდ – 8969.32
(რვა ათას ცხრაასსამოცდაცხრა და ოცდათორმეტი) ლარის, გ. ხ.-ს სასარგებლოდ – 9389.52 (ცხრა
ათას სამასოთხმოცდაცხრა და ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 აპრილის


გადაწყვეტილება 2011 წლის მარტიდან თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური
სარჩოს სახით 800 (რვაასი) ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 150
(ასორმოცდაათი) დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. დაეკისროს ო. პ.-ს შპს „საქართველოს რკინიგზის“ სასარგებლოდ 70.65 (სამოცდაათი და


სამოცდახუთი) ლარის გადახდა;

6. დაეკისროს მ. ბ.-ს შპს „საქართველოს რკინიგზის“ სასარგებლოდ 80.33 (ოთხმოცი და


ოცდაცამეტი) ლარის გადახდა.

7. დაეკისროს გ. ხ.-ს შპს „საქართველოს რკინიგზის“ სასარგებლოდ 84.87 (ოთხმოცდაოთხი და


ოთხმოცდაშვიდი) ლარის გადახდა.

8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13


აპრილის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ სახელმწიფო
ბიუჯეტის სასარგებლოდ 176.90 (ასსამოცდათექვსმეტი და ოთხმოცდათი) ლარის დაკისრების
ნაწილში.

10
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 აპრილის


გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი უცვლელად დარჩეს შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 816.36 (რვაასთექვსმეტი და ოცდათექვსმეტი) ლარის
დაკისრების ნაწილში.

10. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი


სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული
გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების


გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა
გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების
გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული


პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ
წარმომადგენლი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს
სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე

ქეთევან მესხიშვილი

11

You might also like