You are on page 1of 14

1) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული


ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს
პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის
დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები.

ინდ.აქტი შეიძება გამოიცეს როგორც წერილობითი,ისე ზეპირი ფომით.როდესაც ინდ.აქტი


გამოიცემა წერილობითი ფორმით,დაცული უნდა იყოს აქტისთვის სავალდებულო
რეკვიზიტები.კერძოდ,მასში მითითებული უნდ აიყოს თუ რა სახის ინდ.აქტია გამოცემული
და რომელი ადმ.ორგანოს მიერ,აქტის სათაური,უფლებამოსილითანამდებობის პირის
სახელი,გვარი და ხელმოწერა,სარეგისტრაციო ნომერი,ორგანო სადაც შეიძება მისი
გასაჩივრება და ვადა,რა დროშიც შესაძლებელია საჩივრის შეტანა.
როგორც წესი ონდ.აქტი ძალაში შედის მხარისთვის ოფიციალურად გაცნობის ან
გამოქვეყნების დღეს.დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა
უგვიანეს მე-7 დღისა,როცა მხარემ მიიღო აქტი.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს
ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.შეიძლება ის გამოცხადდეს საჯაროდ,რაც გულისხმობს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში
ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას.ინდ.აქტის ოფიციალური
გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
იმის გასარკვევად არის თუ არა ინდ.აქტი კანონიერი,უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური და
მატერიალური კანონიერება.
ფორმალურ კანონიერებაში მოიაზრება:
უფლებამოსილება-ინდ.აქტი უნდა გამოსცეს საგნობრივად და ტერიტორიულად
უფლებამოსილმა ორგანომ.
ადმ.წარმოების სათანადო სახე-ადმ.კოდექსი ჩამოთვლის ადმ.წარმოების სახეებს და
ადმ.ორგანოს ავალდებულებს გამოსცეს ინდ.აქტი მარტივი ადმ.წარმოების წესით,თუ კანონი
კონკრეტულ შემთხვევაშ არ ითვალისწინებს სხვაგვარ ადმ.წარმოებას.
ინდ.აქტის ფორმა-ინდ.აქტისთვის აუცილებელი რეკვიზიტები,რაზეც ზემოთ გვქონდა
საუბარი.
ინდ.აქტის დასაბუთება-ყოველი წერილობით გამოცემული ინდ.აქტი უნდა შეიცავდეს
წერილობიტ დასაბუტებას,თუ რის საფუძველზე გამოიცა კონკრეტული ინდ.აქტი.
გასაჩივრების ვადა და ორგანო-იმ ორგანოს მისამართი სადაც შეიძლება გასაჩივრდეს აქტი
და ვადა,თუ რა ვადაში ხდება გასაჩივრება.

ინდ.აქტის მატერიალური კანონიერება:


ინდ.აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია მის შინაარსთან და
მოითხოვს,მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება
შეესაბამებოდეს აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძლებს და წინააღმდეგობაში
არ მოდიოდეს არსებულ საკანონმდებლო აქტებთან.

ინდ.აქტი შეიძლება იყოს: კანონიერი,კანონიერ ძალაში


შესული,უკანონო,არარა,მიზანშეწონილი,არა მიზანშეწონილი.
ინდ.აქტის დასაშვებობის,კანონიერების ან ფორმალური და მატერიალური
წინაპირობების დარღვევა შეიძლება იქცეს მისი უკანონობის საფუძვლად.
უკანონო ინდ.აქტისგან განსხვავებით არარა ინდ.აქტს გამოცემის მომენტიდან არა
აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: შეუძლებელია მისი გამომცემი
ორგანოს დადგენა; გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან
არაუფლებამოსილი პირის მიერ; მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი
მიზეზების გამო; მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას
შეცდომიან ინდ.აქტში იგულისხმება რომ აქტის გამოცემის დროს დაშვებულ იქნა
ტექნიკური შეცდომა,მაგ:წერის ან გამოთვლების დროს.
ინდ.აქტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით მსჯელობს მხოლოდ ადმ.ორგანო
ადმ.წარმოების გზით,სასამართლო კი იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების
შემოწმებით.
ინდ.აქტის სამართლებრივი შედეგები დგება მის კანონიერ ძალაში შესვლის
შემდეგ.მისი ძალაში შესვლა არ არის დამოკიდებული აქტის შინაარსზე,არამედ
დამოკიდებულია კანონით დადგენილი წესით მხარისთვის გაცნობაზე ან
გამოქვეყნებაზე.

2) ადმინისტრაციული სამართალწარმოების სტადიები

სასამართლოში საქმის წარმოების თანამედროვე მოდელის თანახმად,ადმინისტრაციული


სამართალწარმოების პროცესი სამ სტადიად იყოფა: სარჩელის მიღება,სარჩელის
დასაშვებობის შემოწმება,სარჩელის დასაბუთებულობის დადგენა.
სარჩელის მიღება:
სასარჩელო განცხადების შემოსვლიდან ხუთ დღეში სასამართლო ამოწმებს მის
შესაბამისობას სსკ-ს 177-179 მუხლებთან და გამოაქვს განჩინება სარჩელის მიღების
შესახებ.ანუ ამ ეტაპზე მოწმდება სარჩელის ფორმალური მხარე:სავალდებულო
რეკვიზიტები,ბაჟის გადახდის ქვითარი ან შუამდგომლობა მისი გადახდისგან
გათავისუფლების,შემცირების ან გადავადების შესახებ, ერთვის თუ არა წარმომადგენლის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი,არის თუ არა სახეზე ყველა
მითითებული თანდართული დოკუმენტი.ფორმალური უზუსტობის დროს კანცელარია
მოსარჩელეს მიუთითებს აღნიშნულ უზუსტობაზე.თუ მოსარჩელე გაარკვევს, რომ სარჩლი
სასამართლოში შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-179-ე
მუხლების დარღვევით, თანაც სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, მაშინ გამოიტანს
განჩინებას ხარვეზის დადგენის შესახებ,რომელიც არ საჩივრდება და მოსარჩელეს
დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში შეავსებს ხარვეზს,
მაშინ მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, ხოლო
იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, მოსამართლე
გამოიტანს განჩინებას სარჩელის წამროებაში მიღების უარის თქმისა და მისი
მოსარჩლესათვის დაბრუნების თაობაზე,რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს.თუ სარჩელში არ
არის მითითებული მოსარჩელის მისამართი სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის
განუხილველად დატოვების შესახებ.
მოსამართლე ასევე ამოწმებს უწყებრივ ქვემდებარეობასა და განსჯადოებას.

დასაშვებობა:

აღნიშნულის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსის 22-25-ე მუხლების შესაბამისად. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა არის
საეჭვო, ანდაც მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი,
სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას
სარჩელის დასაშვებობის საკითხის განსახილველად.
22 და 23 მუხლებით აღძრული სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა: პირდაპირი და
უშუალო ზიანი,კანონიერი ინტერესი,ხანდაზმულობის ვადა,ზემდგომ ადმ.ორგანოსი ან
ზემდგომ თანამდებობის პირთან ერთჯერადი გასაჩივრების უფლების გამოყენება.. 24
მუხლის სპეციფიკაა ისაა რომ ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, ხოლო 25-ე მუხლის
შემთვევაში შეუძლებელი უნდა იყოს სარჩელის აღძვრა 22,23,24 მუხლებით. 24 და 25
მუხლებში დასაშვებობის წინაპირობა არაა ერთჯერადი გასაჩივრების უფლების გამოყენება.

დასაბუთება: 32,33 331 მუხლები.

3) სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ამ სახის სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ადმ.სამართლ.აქტის გამოცემაზე


ადმ.ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო უარის თქმის გამო ადმ.ორგანოზე მოთხოვნილი
აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა ის,რომ დაინტერესებულ პირს
ადმ.ორგანომ უარი ტხრა ადმ.სამართლ.აქტის გაცემაზე.ამაში იგულისხმება,როგორც
წერილობითი უარი,ასევე აქტის გამოცემისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევა,ანუ
უმოქმედობა.ასევე დასაშვებბის პირობაა რომ,მოსარჩელე იყოს პირი,რომლის კანონიერ
უფლებას ან ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს აქტის გამოცემაზე ადმ.ორგანოს
უარი.დასაშვებობის წინაპირობაა გასაჩივრების ვადის დაცვა.ანუ საჩივარი უნდა წარსდგეს
უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.წერილობითი უარის შემთხვევაშ მისი მიღებიდან
ერთი თვის ვადაში,ხოლო უმოქმედობის შემთხვევაში აქტის გამოცემისთვის დადგენილი
ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.გამოყენებული უნდა იყოს ერთჯერადი გასაჩივრების
უფლება ზემდგომ ადმ.ორგანოშ ან ზემდგომ თანამდებობის პირთან.თუ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი
გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის
კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ
სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ
ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4) ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები :


 სარჩელი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. (22-ე მუხლი)

სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება. სარჩელის


დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული აქტის გაუქმება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა მისი
ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობა.

დასაშვებობა:

 ადმინისტრაციული ორგანოს უარი


 პირდაპირი და უშუალო ზიანი
 სარჩელის აღძვრის ვადა - 1 თვე ( ხანდაზმულობა)

დასაშვებობის სხვა წინაპირობები :

 მონაწილეობის უფლებამოსილება
 საპროცესო უფლებამოსილება
 დადგენილი წესით შედგენილი სარჩელი
 სამართლებრივი დაცვის ზოგადი მოთხოვნები

სასამართლო სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისა და სარჩელის მიღებაზე განჩინების


გამოტანასთან ერთად ადგენს საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის თარიღს. მოსამართლის
განკარგულებით სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოპასუხეს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის არსებითად განხილვის შედეგად დგინდება
სარჩელის დასაბუთებულობა.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად
გამოცხადების მოთხოვნით სარჩელის დასაბუთებულობა მოწმდება სასკ-ის 32-ე მუხლის
საფუძველზე.

სარჩელი დასაბუთებულია, თუ:

1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა

2) ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან


უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის შემოწმებისას პირველ რიგში


მოწმდება აქტის ფორმალური კანონიერება და შემდგომში მატერიალური კანონიერება.
ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის უკანონობის დადგენა არაა საკმარისი, რომ
სარჩელი მივიჩნიოთ დასაბითებულად. აუცილებელია, რომ ეს უკანონო აქტი პირდაპირ და
უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას.

ადმინისტრაციული აქტის გაუქმების შესახებ სარჩელის დასაბუთებულობა :


ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი :

 უარი ეკუთვნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს


 უარით მოსარჩელეს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი
 ადმინისტრაციული წარმოების დარღვევის არსებითი ხასიათი
 მოთხოვნის მატერიალური და პროცესუალური საფუძვლიანობა.

 სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გამოცემის თაობაზე. (23-ე მუხლი)

დაინტერესებულ პირს შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციულ-


სამართლებირივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამ სახის სარჩელზე დავის საგანს
წარმოადგენს აქტის გამოცემაზე ადმინიტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ
უარის ტქმის გამო ადმინიტრაციულ ორგანოზე მოთხოვნილი აქტის გამოცემის დავალება.
სასარჩელო მოთხოვნის მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალოს
ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემა.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის შესახებ სარჩელის


დასაშვებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ სარჩელი აკმაყოფილებდეს სასკ-ის 23-ე
მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის მოთხოვნებს. სარჩელი ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არის მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთი
სახე. სასკ-ის 23-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია დასაშვებია თუ არა
ადმინისტრაციული ორგანოს უარი აქტის გამოცემაზე. ამ სასარჩელო მოთხოვნის
წინაპირობაა რომ დაინტერესებულ პირს მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უთხრა უარი.

დასაშვებობის შესახებ საკითხის განხილვისას ადმინიტრაციულ ორგანოს უართან


მიმართებით ყურადღება უნდა მიექცეს სასკ-ის მე-2 მუხლში შესულ დამატებას, რომლითაც
დადგინდა ზემდგომ თანამდებობის პირთან ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების
სავალდებულო მოთხოვნა - ე.წ გასაჩივრების პრეიუდიციული წესი.

სასკ-ის 23-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ სახის სარჩელის დასაშვებობისთვის


აუცილებელია, რომ მოსარჩელე იყოს ის პირი, რომლის კანონიერ უფლებას ან ინტერსს
პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს აქტის გამოცემაზე ადმინიტრაციული ორგანოს უარი.

აქტის გამოცემის დავალების შესახებ სარჩელის დასაშვებობის აუცილებელ პირობას


წარმოადგენს გასაჩივრების ვადის დაცვა. სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს
მოთხოვნილი ადმინისტრაციულ- სამართლებირივი აქტის გამოცემაზე ადმინიტრაიული
ორგანოს უარის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

სარჩელის დასაშვებობა:

 ადმინისტრაციულ ორგანოს უარი


 პირდაპირი და უშუალო ზიანი
 სარჩელის აღძვრის ვადა- 1 თვე (ხანდაზმულობა)
 სარჩელის მიზანი - მოთხოვნილი აქტის გამოცემის დავალება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაბუტებუობის


დადგენის საფუძველია სასკ-ის 33-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, სარჩელი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით არის დასაბუთებული თუ
ადმინისტრაციულ-სამართელბრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან
დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის
კანონიერ უფლებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით სარჩელი


დასაბუთებულია, თუ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება აქტის გამოცემაზე. ასევე, სარჩელი
დასაბუტებულია, თუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მისი მოთოვნის
დამადასტურებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერებისა თუ


უკანონობის დადგენისას უნდა შემოწმდეს:

 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის სამართელბრივი


საფუძვლები
 ადმინისტრაციული ორგანოს საგნობირივი, ტერიტორიული და ინსტანციური
უფლებამოსილება

თუ სასამართლო სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას დაადგენს,რომ აქტის


გამოცემაზე უარი ან გამოცემის ვადის დარღვევა არის უკანონო და ეს პირდაპირ და უშუალო
ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერს უფლებას , ის გამოიტანს გადაწყვეტილებას
მოსარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

ადმინისტრაციულ-სამართელბრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელტან დაკავშირებით


სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2 სახის:

 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს აქტი და მხარის


მოთხოვნით ადგენს აქტის გამოცემის ვადას.
 სასამართლო თვითონ აწესრიგებს სადავო საკითხს.
 სარჩელი მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების
მოთხოვნით (24-ე მუხლი) - იგივე რეალაქტი .

მოქმედების განხორციელები თაობაზე სარჩელის დასაშვებობის საკითხს აწესრიგებს სასკ-ის


24-ე მუხლი. სარჩელი მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის
შეკავების მოთხოვნით არის მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთი სახე. სარჩელის
მიზანია- ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინიტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია რეალაქტის
განხორციელებისაკენ, რომელიც უნდა განხორციელდეს ადმნიტრაციულ ორგანოს მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის


შეკავების მოთხოვნით შეტანილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება გამოდის
ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით , სასამართლოში
სარჩელი უნდა შევიდეს სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე.

სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს:

 პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი უფლებიდან
 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეალაქტის განხორციელების მოთხოვნის
უფლებიდან
 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების
მოთხოვნის უფლებიდან

მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას


კრიტერიუმები მოცემულია სასკ-ის 33-ე მუხლში, რომლის თანახმად, სარჩელი
დასაბუთებულია, თუ სასამართლო საადგენს,რომ ადმინიტრაციული ორგანოს მიერ რაიმე
მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა.
სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაპირებული მოქმედების განხორციელებაზე
არის დასაბუთებული , თუ :

 ის გამოცემულია უფლებამოსილი ადმინიტრაციულ ორგანოს მიერ


 ის გაცემულია წერილობითი ფორმით
 ის გამოხატავს ადმინიტრაციულ ორგანოს ნებას, რომ მოცემული ქმედება
განხორციელდება.

სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება , რომლითაც


ადმინიტრაციულ ორგანოს ავალებს გადაწყვეტილებაში მოცემული სასამართლოს
დასკვნების გათვალისწინებით განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ
მოქმედების განხორციელებისაგან.

 აღიერებითი სარჩელი (25-ე მუხლი)

აღიერებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ


ინსტიტუტს და ის არ გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო
განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია - უფლების ან სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
არარად აღიარება.

სასკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი დავის საგნის გათავლისწინებით


შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად:

 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ


 უფლების არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ
 სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ.

დასაშვებობის წინაპირობები ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელისათვის:

 უნდა გამოირიცხოს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრა სასკ-ის 22-24 მუხლების


საფუძველზე
 კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარება
 უფლების არსებობა-არარსებობის დადგენის აღიარება
 აქტის არარად აღიარება

სარჩელის აღძვრის განსაკუთრებული ინტერესი - კანონიერი ინტერესი.

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დადგენილი არ არის.

პრევენციული (წინასწარი დაცვის შესახებ) აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, როცა


მოსარჩელის მიმართ არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლით არსებობს ზიანის
საფრთხე და სამართლებრივი ურთიერთობა იმდენად კონკრეტულია,რომ წინასწარ
შეიძლება განისაზღვროს მომავალში მოსარჩელის მიმართ მისი ნეგატიური შედეგი.

რაც შეეხება, განვრცობით აღიარებით სარჩელს - იგი დასაშვებია მაშინაც, როცა აქტის
მოქმედება დასრულებულია აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე.
გასათვალისწინებელია, რომ მოქმედება დასრულებული სადავო აქტი აუცილებლად
კანონსაწინააღმდეგო და მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილი უფლებების
შემზღუდველი უნდა იყოს.

აღიარებითი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს ე.წ. დეკლარაციული ხასიათის


გადაწყვეტილება, რომლითაც არ ცვლის და არ ადგენს, არამედ აღიარებს გარკვეულ
სამართლებრივ გარემოებებს. უფლების დაცვის პროცესუალური საშუალებაა აღიარებითი
სარჩელი.

5)ვის შეუძლია ინდ.აქტის ბათილად ცნობა?

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან


არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი
სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის
წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება:

 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზოგადი ადმინისტრაციული


კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ
სხდომაზე, ან
 კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით,
ანდა
 კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე
მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი
ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში — ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.
შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების
შეწყვეტა:

 მისი ძალაში შესვლის დღიდან;


 მისი ბათილად ცნობის დღიდან;
 მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის
კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს
იმ შემთხვევაში, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე
განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ
არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. თუ
აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო,
საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად
იქნა ცნობილი, დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების
ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

6) ინდ.აქტის ძალაში შესვლა და მისი გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა

როგორც წესი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის


მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. კანონით
დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება
ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება
არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას
ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

ინდ. აქტის ოფიციალურად გაცნობის სახეებია: დაინტერესებული მხარისათვის აქტის


გადაცემა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, ინდ.აქტის გამოქვეყნება შესაბამისი ადმ.ორგანოს
ბეჭდვით ორგანოში და საჯაროდ გამოცხადება. ინდ.აქტის მხარისათვის ოფიციალურად
გაცნობის მოთხოვნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული ნორმაა,
ვინაიდან ინდ.აქტი ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობის მომენტიდან.
ინდ.აქტის ძალაში შესვლის ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის მიმართ
საჩივრისა და სარჩელის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადების დასაცავად. ვინაიდან,
მხარისათვის გაცნობის მომენტიდან იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა. აქვე უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების
ვადა და წესი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის
ვადაში. (სასკ-ის მე-12 მუხლი).

7) აღიარებითი სარჩელი, სახელშეკრულებო დავები


აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ სამართლებრივ
ინსტიტუტს. აღიარებითი სარჩელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმისათვის, რათა
გაირკვეს/აღიარდეს უფლებები და ვალდებულებები.
აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის
არსებობა-არარსებობის დადგენა, ადმ.სამ.აქტის არარად აღიარება. ამდენად, აღიარებითი
სარჩელი დავის საგნის მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად: 1. ადმ.სამ.აქტის
არარად აღიარება; 2. უფლების არსებობა/არარსებობის დადგენა; 3. სამ.ურთიერთობის
არსებობა/არარსებობის დადგენა.

განვიხილოთ პირველი შემთხვევა ანუ როცა აღიარებითი სარჩელი აღიძვრება აქტის არარა
აქტად აღიარების მოთხოვნით. ზოგადად, არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ის ვერ
ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია
შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა, ამდენად, მის მიმართ არ დაიშვება აქტის
ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად აღიარების სარჩელი.
აქტის არარად აღიარების შესახებ სარჩელის აღძვრაძზე უფლებამოსილია პირი, რომლის
კანონიერ ინტერესზე ზემოქმედებს არარა აქტი. აღსანიშნავია, რომ აქტის არარად აღიარების
შესახებ სარჩელისთვის არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

მეორე შემთხვევაში=ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას


სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადგენის შესახებ.
სამართლებრივ ურთიერთბაში მოიაზრება საჯარო სამართლის ნორმიდან გამომდინარე
კონკრეტული შინაარსის ურთიერთობა, როგორც კონკრეტული პირისა სხვა პირთან,ასევე
კონკრეტული საგნის მიმართ. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს შემდეგ სამ
ელემენტს: კონკრეტული საქმის გარემობას, საჯარო სამათლებრივი ურთიერთობას პირებს
შორის ან პირსა და საგანს შორის. სამ. ირთოერთობა მხარეებს შორის უნდა
გამომდინარეობდეს გარკვეული სამ.ნორმიდან, ანდა ადმ.სამ.აქტიდან ან
ადმ.ხელშეკრულებიდან. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
უფლების დაცვის მიზნის მიღწევა შეუძლებელია სარჩელის სხვა სახის, კერძოდ 22-24
მუხლების საფუძველზე.

ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის


ერთ-ერთ სამართლებრივ ფორმას. ადმ.ორგანო უფლებამოსილია დადოს როგორც
ადმინისტრაციული ისე კერძო=სამართლებრივი ხელშეკრულება. დამკვიდრებული წესის
თანახმად, სახელშეკრულებო დავებთან დაკავშირებით დაუშვებელია ადმინისტრაციული
საჩივრის შეტანა, ის შეიზლება გადაწყდეს მხოლოდ საერთო სასამართლოსადმი მიმართვის
გზით.
ადმ.ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის,როგორც საჯარო-სამართლებრივი
ისე კერძო-სამართლებრივი ფორმები.ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებვირი
ხელშეკრულების გამიჯვნას ემსახურება შემდეგი ელემენტი: საჯარო უფლებამოსილების
განხორციელების მიზნით -ანუ ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს
ხელშეკრულების მიზანი.ხელშეკრულების მიზანი უნდა განისაზღვროს მისი შინაარსიდან
გამომდინარე.

8) რა შემთხვევაში შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელის განუხილველად


დატოვება? – 

თუ სარჩელში არ არის მითითებული მოსარჩელის მისამართი სასამართლოს გამოაქვს


განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

9) ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრული სარჩელის ხანდაზმულობის საპროცესო


ვადა

სარჩელი მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების


მოთხოვნით არის მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთი სახე. სარჩელის მიზანია ისეთი
ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმ-სამ.აქტის გამოცემას. მოსარჩელის
მოთხოვნა მიმართულია რეალაქტის განხორციელებისაკენ, რომელიც უნდა განხორციელდეს
ადმ.ორაგანოს მიერ. ამ ფორმის სარჩელის დასაშვებობის ერთადერთი წინაპირობაა, რომ
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე
მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ
უფლებას ან ინტერესს. 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელს დასაშვებობის სხვა
წინაპირობა არ გააჩნია,მაშასადამე ამ ტიპის სარჩელს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

10. ადმინისტრაციული სარჩელის სახეები. (თემა)

სასამართლოს დაყოფა ეკრძო და საჯარო სამართლის დარგებად საყოველთაოდ არის


აღიარებული შესაბამისად განსაზღვრულია ის უფლებლებამოსილების ფარგლები
რომლითაც უნდა იხელმღვანელოს ამა თუ იმ კატეგორიამ. ადმინისტრაციულ ორგანოს
მინიჭებული აქვს კანონით ზუსტად განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილება , ასევე
არის განსაზღვრული ის საკთხები რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მივმართოთ
ადმინისტრაციულ სასამართლოს განსახილველად. ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსი მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად საპროცესო
კანონმდებლობა აწესებს ადმინისტრაციული სარჩელების შემდეგ სახეებს: სარჩელის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე; სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის
თაობაზე; სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე; აღიარებითი სარჩელი; სარჩელი
დაკავშირებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ,შესრულებასთან და
შეწყვეტასთან. სარჩელი შეიძლება აღიძლრას აქტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით თუ ის პირს
პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს და მხარეს არ გაუშვია ჯერ ხანდაზმულობის ვადები.
მოცემული საკითხის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს შეგვიძლია მივმართოთ
ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც გვაქვს საქმე მსგავს სიტუაციასან ადმინისტრაციული
ორგანოს ან მისგან დელეგილებური ორგანოს მიერ გამოცემული აქტის შედეგად. ასევე
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელი ის გარემება რომ დაუშვებელია
კანონსაწინააღმდეგო აღმწურველი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობა თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ამ ინდივიდუალური
ადინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიმართ. კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ თუ
პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული ქმედება და სახეზე არა გვაქვს
კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის გამოსაცემად დაიწყება მხოლოდ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ,რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრიი აქტის გამოცემის უფლებით. ნორმატიული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების დამდგენი კანონი
შეიძლება გახდეს დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის ან
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის მოთხოვნის საფუძველი. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
გადაწყვეტილებას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად
ადმინისტრაციული წარმოების შესახებ იღებს წერილობით ,ასეთი გადაწყვეტილება არის
ინდივიდუალურიადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. ასევე თუ კი კანონით სხვა რამ
არ არის განსაზღვრული ასეთი სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს
მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.(ხანდაზმულობა აქაც). მოქმედების
განხორიელების თაობაზე საღცელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციუი ორგანოს მიერ
მოქმედების განხოციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხოციელებაზე პირდაპირ და
უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერეს სარჩეელი შეიძლება
აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმეეებისაგან თავის შეკავების
მოთხოვნით რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ამინისტრაციული აქტის
გამოცემას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელების მოთხოვნით
სარჩელის წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები როდესაც სახელმწიფოს მიზნის
მისაღწევა სხვა სამართლებრივი საშუალება არ გააჩნია. აღიარებითი საღცელი წარმოადგენს
პროცესუალური დაცვის ერთ ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის არ
გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხოციელებიდან.
სარჩელთა სახეებს შრის აღიარებითი საღცელი ყველაზე რთუია. ერთ-ერთი სირთულე თვით
დავის საგნის მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია
უფლების ან სამართლებრივი ურთიეთობის არსებობა -არარსებობის დადგენა,
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის არარად აღიარება. შემდეგი სირთულე
დაკავშირებულია თვით სამართლებრივი ურთიერთობის მრავალგვარობასა და
მრავალფეროვნებასთან. მოსარჩელეც და სასამართლოც ვალდებულია განსაზღვრონ რომ
სწორედ ესაა ის კონკრეტული ინდივიდუალური უკვე არსებული თუ მომვალში შესაძლო
სამართლებრივი ურთიერთბა რომელიც აღიარებით სარჩელის დავის საგანია. შესაბამისად
აღიარებითი სასჯელი შეიძლება დაიყოს ა) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის
არარად აღიარების შესახებ; ბ) უფლების არსებობა არარსებობის დადგენის შესახებ.

11. შეუძლია თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს დადოს კერძო სამართლებრივი


ხელშეკრულება და რა შემთხვევვაში?

ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო


უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან აგრეთვე
სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთან დადებული სამოქალაქო -სამართლებრივი
ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიზანი უნდა განვსაზღვროთ მისი შინაარსიდან
გამომდინარე. არსებითია იმის დადგენა თუ როგორია საქმის ფაქტობრივი გარემოებების
განსაკუთრებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან დადგენილი მოთხოვნების
სამართლებრივი ბუნება. ასევე ის ფაქტი რო ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე
არის ადმინისტრაციული ორანო არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ის მივიჩნიოთ
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. შესაძლოა ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის
დაიდოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიზანი უნდა
განსვსაზღვროთ მისი შინაარსიდან გამომდინარე. არსებითია იმის დადგენა თუ როგორია
საქმის ფაქტობრივი გარემოებების განსაკუთრებით ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების ან დადგენილი მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება.
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათან გვაქვს საქმე თუ: ა) როდესაც ის ადმინისტრაციული
სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება; ბ) როდესაც ის ადმინისტრაციულ აქტის
გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვადებულებას შეიცავს;
გ) როდესაც ის მოქალაქის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ან ვალდებულებებს
ადგენს. შესაბამისად თუ კი ხელშეკრულება გამომდინარეობს კერძო-სამართლებრივი
ნორმებისაგან ან კერძო ხასიათის მოქმედების შესრულებას მოითხოვს შეგვიძლია ის
მივიჩნიოთ კერძო-სამართლებრივად. (ამაზე ზუსტად დაწერილი ვერსად ვნახე ამ ეტაპზე)

12. რა განსხვავებაა გამარტივებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასა და


დაუსწრებელ გადაწყვეტილებას შორის?

შესაძლებელია ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გამარტივებული წესით


,მოცემული გულისხმობს მხარეთა დაუსწრებლად ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის
განხილვას. თუმცა აღსანიშნავია რომ გამარტივებული სამართალწარმოება დასაშვებია
მხოლოთ მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე
ამინისტრაციული სამართალწარმოება უნდა ჩატარდეს ზეპირი მოსმენით გარდა მხარეთა
მიერ წერილობითი განცხადების საფუძველზე გამარტივებული სამართალწარმოებით საქმის
განხილვის მოთხოვნისა. დაუსწრებელი ადმინისტრაციულში არ გამოიყენება.

You might also like