You are on page 1of 7

6/29/2020 „ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ

მთავარი პორტალის შესახებ კონტაქტი

"კავკასიური სახლის" ანალიტიკური პორტალი

SEARCH

პორტალის შესახებ კვლევები ანალიტიკა კომენტარი ბლოგი ფოტოგალერია კონტაქტი

კავკასიური სახლი

„ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ


28.06.2020 ანალიტიკა სტატიები

ეპიდემიოლოგიური საფრთხის მიუხედავად, 24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე


გრანდიოზული აღლუმი გაიმართა და საზეიმოდ აღინიშნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე
წლისთავი. აღლუმში 14 000-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, დიდი ხანია ასეთი მასშტაბის
ღონისძიება კრემლს არ ჩაუტარებია. წინა დღით პრეზიდენტმა პუტინმა ხალხს სიტყვით მიმართა და
თანამოქალაქეებს თავისი ახალი ინიციატივის შესახებ ამცნო. რუსეთში 20 წლიანი ტრადიცია
იცვლება და ყველასათვის საერთო 13%-იანი პროპორციული საშემოსავლო გადასახადი უქმდება.
ამიერიდან, რუსეთშიც ამოქმედდება პროგრესული საგადასახადო შკალა, მდიდრები ცამეტის
ნაცვლად თხუთმეტ პროცენტს გადაიხდიან. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რეფორმის შედეგად
მობილიზებული თანხები ბავშვებსა და მათ ჯანმრთელობას, ოჯახებისთვის დახმარებათა დანიშვნას
მოხმარდება. თვის დასაწყისში გრანდიოზული პატრიოტული შოუს ფონზე ლიდერმა ხალხს
რუსეთის დღე მიულოცა. მოკლედ, თითქმის ერთი თვეა ვლადიმერ ვლადიმერის ძე ტელეეკრანიდან
არ გამქრალა, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რიგითი მოქალაქეების ყურადღება

regional-dialogue.com/putin-constitution-20/?fbclid=IwAR1qJSZnIlBdKZLajyWZhp9vCP1HFeORUxRytK881v1KrbQIaEESgO8y6Qk 1/10
6/29/2020 „ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ

დაიმსახუროს, მათ თვალში შეუცვლელ და სტაბილურობის განმასახიერებელ წინამძღოლად


წარმოჩნდეს, ადამიანების განწყობა აამაღლოს.

რით არის განპირობებული პრეზიდენტ პუტინის განსაკუთრებული ძალისხმევა?

1 ივლისს მთელს რუსეთში საერთო სახალხო კენჭისყრა არის დაგეგმილი (ხმის მიცემის პირველი
ეტაპი 24 ივნისს უკვე დაიწყო), რომელსაც  პრინციპული მნიშვნელობა აქვს სპეციალური საიდუმლო
სამსახურის ყოფილი უფროსისათვის. რუსებმა სახელმწიფოს მეთაურის მიერ ინიცირებული
საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მოიწონონ. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს გერმანული გამოცემა
„ციცერო“ „პლებისციტურ რეჟიმად“ მოიხსენიებს. ამგვარ სისტემებში ხშირად ტარდება სახალხო
გამოკითხვები, რეფერენდუმები, პლებისციტები, რომელთა მიზანი საზოგადოების განვითარების
ალტერნატიულ პროექტებს შორის შეჯიბრის უზრუნველყოფა ნამდვილად არ გახლავთ.
ჩვეულებრივ, რუსეთში ხალხი საარჩევნო ურნებთან სხვა მიზნის გამო ცხადდება. კერძოდ, საერთო
სახალხო კენჭისყრები პირველ პირს საკუთარი ლეგიტიმურობისა და ძლევამოსილების
დემონსტრირებისთვის,  ხელისუფლების დასაცავად მოქალაქეთა მობილიზებისთვის სჭირდება (1).
პუტინის ტრიუმფისთვის აუცილებელი ამომრჩევლების რაოდენობის სახლიდან გამოყვანა
გაძნელდება. „ლევადა ცენტრის“ ცნობით, მრავალი წლის განმავლობაში შეუცვლელი ლიდერის
რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი
ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისითაც, Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ
მილიონს გადააჭარბა, სხვადასხვა ცნობით, ფედერაციაში ყოველდღიურად დაავადების 8000-9000
ახალი შემთხვევა ფიქსირდება.  შესაბამისად, დეპრესიული გარემოს შესაცვლელად და საკუთარი
ამბიციების შესაფერისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე
გავლენიან პოლიტიკოსს არატრადიციულად ბევრი შრომა უწევს მედიის ველზე.

რა ცვლილებების მიღწევა სურს პუტინს? რას ითვალისწინებს რუსეთის საკონსტიტუციო


ცვლილებების პაკეტი?

„ტერეშკოვას შესწორება“

საქართველოში ძირითადად საკონსტიტუციო რეფორმის მხოლოდ ერთ პუნქტს იცნობენ, რომელიც


„ტერეშკოვას შესწორების“ სახელით არის ცნობილი. მარტში ჩვენი პლანეტის პირველმა ქალმა
კოსმონავტმა და რუსეთის დუმის უმრავლესობის წევრმა, ვალენტინა ტერეშკოვამ კოლეგებს
შესთავაზა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადების
ათვლა ხელახლა დაწყებულიყო, ვადები განულებულიყო. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში,
მოქმედ პრეზიდენტს 2024 წელს კიდევ ორი ექვსწლიანი ვადით ექნება სახელმწიფოს მეთაურის
პოსტის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოკლედ, „ტერეშკოვას შესწორება“

regional-dialogue.com/putin-constitution-20/?fbclid=IwAR1qJSZnIlBdKZLajyWZhp9vCP1HFeORUxRytK881v1KrbQIaEESgO8y6Qk 2/10
6/29/2020 „ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ

ვლადიმერ ვლადიმერის ძეს შესაძლებლობას აძლევს, რომ 2036 წლამდე შეინარჩუნოს პირველი
პირის სტატუსი (2). 2036 წელს პუტინი სულ რაღაც 83 წლის იქნება.

ცხადია, მხოლოდ ამ ერთი ამოცანის გადაწყვეტისთვის ათობით მილიონი ამომრჩევლის


გააქტიურება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, რუსეთის პოლიტიკურმა კლასმა ხალხს
ცვლილებათა მთელი პაკეტი წარუდგინა, რომელიც კონსტიტუციაში 200-ზე მეტ შესწორებას
ითვალისწინებს (3). ორასზე მეტი შესწორება რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:

პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული შესწორებები

უმყარესი ავტორიტარიზმის პირობებშიც კი ერთპიროვნულ მმართველებს ძალაუფლების დაკარგვის


შიში არ ასვენებთ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ თავიანთი კეთილდღეობის დასაზღვევად. რუსეთის
ფედერაციის კონსტიტუციის ახალი რედაქცია პრეზიდენტის როლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
შესწორებების ავტორებს თითქოს სურთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც პარლამენტის ქვედა ან
ზედა პალატაში ოპოზიციური ძალების გავლენის ზრდის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის
პოზიციები შეურყეველი იქნება.

შესაბამისად, ახალი რედაქციის მიხედვითაც პრეზიდენტი ინარჩუნებს და აძლიერებს სრულ


კონტროლს მთავრობასა და ფედერალურ უწყებებზე. პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და სხვა
საერთო ეროვნული აღმასრულებელი უწყებების მეთაურთა დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივად
ცხადდება. პრეზიდენტს ენიჭება უფლება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეების, ასევე პროკურორების წარდგენისა. იქმნება ახალი ინსტიტუტი – სახელმწიფო
საბჭო, რომლის დაკომპლექტებაც ასევე პრეზიდენტის მოვალეობა გახდება.

განსაკუთრებით საინტერესოა ძირითადი კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებიც ყოფილ


პრეზიდენტებს უკავშირდებათ. კონსტიტუციის მიხედვით გარანტირებული იქნება რფ-ის ექს-
პრეზიდენტთა ხელშეუხებლობა. კონსტიტუციონალისტებმა სახელმწიფოს გადამდგარი
მეთაურებისთვის იმუნიტეტის მოხსნის წარმოუდგენლად რთული პროცედურებიც გაწერეს.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციულ საბჭოში წესდება სამუდამო სენატორების
კვოტაც. ყოფილი პრეზიდენტი თავისი სურვილის შემთხვევაში ავტომატურად ინაცვლებს
სამუდამო სენატორის სავარძელში (ეს რეგულაცია, როგორც სჩანს, აუგუსტო პინოჩეტისგან ისესხეს).

„პუტინის კონსტიტუცია“ დამატებით შეზღუდვებს უწესებს პრეზიდენტობის კანდიდატებსაც.


შესწორებების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის
პირი, რომელსაც 25 წლის განმავლობაში უწყვეტად უცხოვრია ფედერაციის ტერიტორიაზე, არ არის
ორმაგი მოქალაქე, არ აქვს სხვა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრებისთვის აუცილებელი დოკუმენტები და
არ ფლობს საბანკო ანგარიშებს რუსეთის მიღმა რეგისტრირებულ ბანკებში. აღსანიშნავია, რომ

regional-dialogue.com/putin-constitution-20/?fbclid=IwAR1qJSZnIlBdKZLajyWZhp9vCP1HFeORUxRytK881v1KrbQIaEESgO8y6Qk 3/10
6/29/2020 „ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ

ანალოგიური შეზღუდვები (25 წლიანი რეგულაციის გარდა) შეეხებათ სხვა მაღალი თანამდებობის
პირებსაც – მინისტრებს, სენატორებს, დეპუტატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და ა.შ.
უმაღლესი კანონის გამკაცრების შედეგად უამრავი გავლენიანი პოლიტიკოსი დაკარგავს
პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას, რიგი პოსტებისთვის ბრძოლის უფლებას.
შესაძლოა, ამგვარი მეთოდით ავტორიტარული სისტემა მორიგ ინსტრუმენტს ქმნის დემოკრატიული
კონკურენციის აღმოსაფხვრელად (4).

მიუხედავად იმისა, რომ შესწორებები პრეზიდენტის ხელში ძალაუფლების შემდგომ


კონცენტრირებას აშკარად უწყობენ ხელს, რუსი პარლამენტარები მაინც ვერ ფარავენ თავიანთ
აღფრთოვანებას დაგეგმილი რეფორმის გამო. ისინი ბედნიერნი არიან, რომ მომავალში პარლამენტი
პრეზიდენტის მიერ შერჩეული მინისტრებისა და სხვა ფედერალური მნიშვნელობის მოხელეების
დამტკიცებაში მიიღებს მონაწილეობას. წარსულში მათ მხოლოდ თანხმობის (согласия) უფლება
ჰქონდათ. რუსი კანონმდებლები რატომღაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ერთი სიტყვის
ცვლილებას.

ნაციონალისტურ-კონსერვატიული და სოციალური პუნქტები

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მასობრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად რუსეთის ხელისუფლება


ყველა საზოგადოებრივი ფენის მობილიზებაზე მუშაობს. მაგალითად, რეფორმის პროექტში
მრავლად ვხვდებით პუნქტებს, რომლებიც ადვილად მოინადირებენ რუსი ნაციონალისტების
გულებს. სახალხო კენჭისყრაში გამარჯვების შემდეგ, უმაღლესი საკანონმდებლო აქტით აიკრძალება
რუსეთის ტერიტორიების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა ან გადაცემისკენ მიმართული ქმედებები
(აღნიშნული დებულება წინასწარ და სამუდამოდ განსაზღვრავს რუსეთის პოლიტიკას კურილიის
კუნძულებისა თუ ყირიმის მიმართ). 2020 წლიდან ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ და
სამართლებრივ დოკუმენტში ხაზგასმული იქნება ღმერთის, სამშობლოს ერთიანობის,
სამშობლოსთვის დაღუპული წინაპრების, მათი პატივისცემის, „ისტორიული სიმართლის“
მნიშვნელობა. 1993 წელს ბორის ელცინის დროს მიღებულ პირველ კონსტიტუციაში რუსული ენა
მხოლოდ ოფიციალურ სახელმწიფო ენად იყო მოხსენიებული, პუტინი კი აპირებს, რომ რუსულს
„სახელმწიფოს შემოქმედი, ჩამომყალიბებელი ხალხის ენა“ (язык государствообразующего
народа) უწოდოს და შედეგად, მრავალეროვან რუსულ სახელმწიფოში რუსი ერის გამორჩეულობასა
თუ პირველობაზე დაუფარავად მიანიშნოს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო
ცვლილებების საფუძველზე რუსებიც აპირებენ ოჯახის ცნების მკაფიოდ განსაზღვრას, მის
დაზუსტებას. შესწორებების საბოლოო ვარიანტში ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობად არის
მოხსენიებული. რაც მთავარია, ახალი კონსტიტუცია აღიარებს რუსეთის უმაღლესი კანონის
უპირატესობას საერთაშორისო სამართალთან მიმართებით (რაც მაგალითად ჩვენს მეზობლებს
ევროპული სასამართლოების განაჩენების აღსრულებაზე უარის თქმის ბერკეტს მისცემს). აქვე,
რუსეთის სახელმწიფო ვალდებულებას იღებს რუსული კულტურისა და რუსეთის მოქალაქეების
ინტერესების დაცვაზე მთელ მსოფლიოში.
regional-dialogue.com/putin-constitution-20/?fbclid=IwAR1qJSZnIlBdKZLajyWZhp9vCP1HFeORUxRytK881v1KrbQIaEESgO8y6Qk 4/10
6/29/2020 „ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტის სოციალურ


პუნქტებზეც. რუსეთის პოლიტიკურ კლასს სურს, რომ ძირითადი კანონით იყოს
გათვალისწინებული: პენსიების ყოველწლიური ინდექსაცია, მინიმალური ხელფასის გათანაბრება
საარსებო მინიმუმთან, სავალდებულო სოციალური დაზღვევა, ბავშვთა განვითარებაზე
სახელმწიფოს ზრუნვა, „სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სოლიდარობა“. საგულისხმოა,
რომ შესწორებების მიხედვით რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ ოფიციალურად აცხადებს
თავს.

ვინ უჭერს მხარს და ვინ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის „კაპიტალურ რემონტს“?

ძირითადი კანონის ცვლილებებს ემხრობა რუსეთის დუმაში წარმოდგენილი ოთხი პარტიიდან სამი.
„ერთიან რუსეთს“ განსაკუთრებით მოსწონს პრეზიდენტის გაძლიერების შედეგად წარმოქმნილი
სტაბილურობისა და ხელისუფლების განგრძობითობის პერსპექტივა. სერგეი მირონოვის
„სამართლიანი რუსეთი“ თავისი სოციალ-დემოკრატიული პროფილიდან გამომდინარე კმაყოფილია
კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილი ნორმებით, რომლებიც აუმჯობესებენ მოქალაქეთა სოციალურ
უზრუნველყოფას (5). ჟირინოვსკის ჯგუფის მოტივაცია ნაციონალისტური და კონსერვატიული
დებულებებით არის განპირობებული (6). „კაპიტალურ რემონტს“ მხოლოდ კომუნისტები
ეწინააღმდეგებიან, რადგან შესწორებები დიქტატურისა და ოლიგარქიული კაპიტალიზმის
სრულყოფის წყაროდ მიაჩნიათ (7).

ცხადია, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივ-პოლიტიკური აქტის „დახვეწას“ ეწინააღმდეგებიან


პარლამენტს გარეთ დარჩენილი ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მიხეილ
ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა მოძრაობა „ღია რუსეთმა“ სპეციალური პლატფორმაც კი
შექმნა, სადაც ორგანიზატორები რეფორმის მოწინააღმდეგე ძალების კოორდინაციას ცდილობენ. მათ
ვებგვერდზე თავმოყრილია „კაპიტალური რემონტის“ საწინააღმდეგო არგუმენტებიც. ლიბერალური
ოპოზიციის მთავარი წუხილი, ბუნებრივია, პუტინის ხელისუფლების 16 წლით გახანგრძლივების
შესაძლებლობას უკავშირდება (8). საპრეზიდენტო ვადების განულების წყალობით უშიშროების
კომიტეტის ყოფილ ოფიცერს უჩნდება შანსი, რომ ხელისუფლების სათავეში ყოფნის
ხანგრძლივობით გადაასწროს სტალინს, პეტრე პირველს, ივანე მრისხანეს და დაამხოს ფრანკოსა თუ
რობერტ მუგაბეს რეკორდებიც კი (9). არასაპარლამენტო ოპოზიციაში პუტინის მცდელობას
სამუდამოდ გაიხანგრძლივოს საპრეზიდენტო ძალაუფლება „საკონსტიტუციო გადატრიალებას“
უწოდებენ.

რა მიზანს ემსახურება ცვლილებები?

არავინ დავობს, რომ კონსტიტუციური რეფორმის უმთავრესი და უპირველესი მიზანი პრეზიდენტ


პუტინის მმართველობის ვადების გახანგრძლივებაა. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი და პოლიტიკური

regional-dialogue.com/putin-constitution-20/?fbclid=IwAR1qJSZnIlBdKZLajyWZhp9vCP1HFeORUxRytK881v1KrbQIaEESgO8y6Qk 5/10
6/29/2020 „ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ

სისტემა მზად არ არიან გარდამავალი, პოსტ-პუტინისეული ეპოქისთვის. საფიქრებელია, რომ


საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაური ავტორიტარ მმართველთა ტრადიციული დილემის
წინაშე დგას, მას არ ჰყავს შერჩეული თავისი მემკვიდრე, თან უმძიმს ოცწლიანი სამსახურის
მიტოვება, შეუზღუდავ ძალაუფლებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა.

პესიმისტი დამკვირვებლები მიანიშნებენ, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების


შემდეგ რუსეთში შიდაპოლიტკური უმოძრაობის მორიგი ეპოქა დაისადგურებს და კიდევ უფრო
მეტი ბერკეტებით აღჭურვილი პუტინის ვერტიკალი მშვიდად, ოპოზიციონერთა უმტკივნეულო
შემოტევების პირობებში განაგრძობს საქმიანობას. თუმცა, არსებობს მოსაზრებები, რომლებიც
შეგვიძლია პესიმისტების წინააღმდეგ გამოვიყენოთ. რუსეთში პრეზიდენტ პუტინის გარდა ყველა
და ყველაფერი კარგავს გავლენას – კვდებიან სისტემური პოლიტიკური პარტიები, ქრებიან
დამოუკიდებელი ოლიგარქები, კრიზისშია ბიუროკრატია. პარალელურად კი, საზოგადოებაში
დამკვიდრებას იწყებენ ახალი თაობის წარმომადგენლები, რომელთაც აუცილებლად ექნებათ
პრეტენზია, რომ პუტინი თუ არა, ლეგიტიმაციისა და ავტორიტეტის არმქონე სხვა აქტორები
ჩაანაცვლონ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ამგვარი ჩანაცვლება კი აუცილებლად გახდება რუსეთის
პოლიტიკური პროცესის დინამიურობის წინაპირობა.

ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი, თსუ-სა და ქართულ-ამერიკული


უნივერსიტეტის შედარებითი პარტიული პოლიტიკის ლექტორი

მიმოხილვა მომზადებულია „კავკასიური სახლის“ პროექტ „საქართველოს სამეზობლოს კვლევების


ინიციატივის“ ფარგლებში. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს
ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.

1. Cicero Online. Verfassungsänderung In Russland – Wie Putin Seine Macht Erhalten Will.


23.06.2020. URL: https://www.cicero.de/aussenpolitik/verfassungsaenderung-russland-
scheinreform-wladimir-putin-wahlreform-praesidentschaft-machterhalt-kreml
2. Российская газета. Терешкова предложила снять ограничения на число президентских
сроков.  URL: https://rg.ru/2020/03/10/tereshkova-predlozhila-sniat-ogranicheniia-na-chislo-
prezidentskih-srokov.html
3. TASS. Какие поправки в конституцию вынесены на голосование. 15.06.2020
URL: https://tass.ru/politika/8096419

regional-dialogue.com/putin-constitution-20/?fbclid=IwAR1qJSZnIlBdKZLajyWZhp9vCP1HFeORUxRytK881v1KrbQIaEESgO8y6Qk 6/10
6/29/2020 „ტერეშკოვას შესწორება“ ანუ პუტინი სამუდამოდ

4. Елена Лукьянова. Изменение конституционного строя: к чему приведет предложенная


президентом правка основного закона, Forbes. 23.01.2020 URL:
https://www.forbes.ru/obshchestvo/391711-izmenenie-konstitucionnogo-stroya-k-chemu-
privedet-predlozhennaya-prezidentom
5. Сергей Миронов: мы стоим у истоков новой России, Справедли́вая Росси́я. URL:
https://spravedlivo.ru//10357210
6. Россия 24, Вечер с Владимиром Соловьевым от 16.02.2020. URL:
https://www.youtube.com/watch?v=i2CjSkdFn9E
7. Президиум Центрального Комитета КПРФ. КПРФ – за конституцию справедливости и
народовластия. URL: https://kprf.ru/party-live/cknews/195012.html
8. Кампания «НЕТ!» URL: https://2020go.ru/
9. Christian Semm, Verfassungsänderung in Russland: Der ewige Putin. ZDF. 11.03.2020. URL:
https://www.zdf.de/nachrichten/politik/putin-russland-verfassung-100.html

SHARES Facebook Twitter Google+ Pinterest LinkedIn

Comments

0 Comments Sort by Oldest

Add a comment...

Facebook Comments Plugin

კომენტარის დატოვება

კომენტარი

regional-dialogue.com/putin-constitution-20/?fbclid=IwAR1qJSZnIlBdKZLajyWZhp9vCP1HFeORUxRytK881v1KrbQIaEESgO8y6Qk 7/10

You might also like