Professional Documents
Culture Documents
ოფფე
ოფფე
ბერლინი, 20 ივნისი
კლაუს ოფე
პროფ. დოქტ. კლაუს ოფე არის ბერლინის Hertie School of Governance-ის ემერიტუს
პროფესორი პოლიტიკურ სოციოლოგიაში. სხვადასხვა დროს, იგი იყო ბილეფელდის,
ბრემენისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების პროფესორი
პოლიტიკური მეცნიერებისა და პოლიტიკური სოციოლოგიის მიმართულებით.
გადრა ამისა, კლაუს ოფე მოღვაწეობდა სტენფორდის, ჰარვარდის, კალიფორნია
ბერკლისა და ავსტრალიის ნაციონალურ უნივერსიტეტებში, ასევე ნიუ-იორკის
სოციალური კვლევების ახალ სკოლაში. პროფ. ოფეს კვლევის სფეროებს
წარმოადგენს კაპიტალისტური სახელმწიფოს სტრუქტურული პრობლემები; შრომა,
სამუშაო და დასაქმება ინდუსტრიულ საზოგადოებაში, კეთილდღეობისა და
სოციალური სახელმწიფო, პოლიტიკური ინსტიტუტების ქმედითუნარინობა და ა.შ.
იგი ავტორია მრავალი ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სოციოლოგიური
ნაშრომისა, როგორებიც არის “კაპიტალისტური სახელმწიფოს სტუქტურული
პრობლემები (1972)”, “შრომის საზოგადოება, სტრუქტურული პრობლემები და
მომავლის პესპექტივები (1984)”, “კეთილდღეობის სახელმწიფოს წინააღმდეგობანი
(Offe & Keane, 1984), “ დემოკრატიის გამოწვევები. პოლიტიკური ინსტიტუტების
ინტეგრაციის და შედეგების მიღწევის უნარიანობა” (2003). პროფესორ ოფეს
ფრანკფურტის სკოლას მიაკუთნებენ, ის გახლდათ იურგენ ჰაბერმასის მოსწავლე და
შემდგომში მისი კოლეგა.
გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის (გფრ) პირველი კანცლერი კონრად ადენაუერი
სხვანაირად რომ შევხედოთ, დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოს ომის
შემდგომ დროინდელ განვითარებაში იყო სამეტაპიანი ფაზა. გერმანიის შემთხვევაში,
ეს იყო 1949-1974 წლები, რომელიც გამსჭვალული იყო სოციალური საბაზრო
ეკონომიკის იდეით. ეს თავის მხრივ, ცხადდებოდა სამართლიანობის,
კეთილდღეობის, და ყველასათვის უსაფრთხოების წყაროდ. ცივი ომის პირობები აქ
წამახალისებლის როლს თამაშობდა. პირველი სერიოზული გარდატეხა 1974 წელს
მოხდა და ამით ბევრი რამ შეიცვალა და არა მხოლოდ დასავლეთში: სწორედ ამ
დროს იწყება პირველი გაფიცვები მაგალითად პოლონეთშიც. ასე დაიწყო მეორე
ფაზა, როდესაც კაპიტალი და კონსერვატორი მთავრობები ამერიკასა და ინგლისში იმ
დასკვნამდე მივიდნენ, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს დაფინანსება ძალიან
ძვირი ჯდება და რომ ეს ჩვენ აღარ შეგვიძლია. ამ დროს იწყება ე.წ. ინტენსიური
სოციალური პოლიტიკის განვითარება. აქ უკვე მნიშვნელოვანი აღარაა
უსამართლობის აღმოფხვრა და სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება, არამედ
მნიშვნელობა უკვე ენიჭება ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც შემდგომში სარგებელს
მოიტანენ (მაგალითად ინვესტიციები განათლების სისტემაში, ბინათმშენებლობა,
სამუშაო ბაზრის პოლიტიკის შემუშავება და ა.შ). ინტენსიური სოციალური
პოლიტიკა ამ დროს სოციალურად დაუცველების მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას კი არ ემსახურება, არამედ მისი მიზანი ეროვნული ეკონომიკის,
როგორ ერთიანი ფორმაციის ეფექტიანობის გაზრდა იყო.
ბლოგი
სოციალური პოლიტიკა
განათლება
კლაუს ოფე
სოციალური სახელმწიფო
შრომა
ჯანდაცვა
1359
დატოვე კომენტარი