You are on page 1of 2

ქალაქის ნიშნები მაქს ვებერის მიხედვით

1. გამაგრება (თავდაცვა). ჩინეთში ყველა ქალაქი გარშემორტყმული იყო გალავნებით.


გალავნების შიგნით არსებული დასახლება ითვლებოდა ქალაქად ხოლო, რაც მის
გარშემო იყო სოფლის დასახლებად მიიჩნეოდა. იგივე იყო ხმელთაშუა ზღვის აუზის
ქვეყნებშიც, მაგალითად სიცილიაზე. თუმცა ძველ საბერძნეთში სპარტა ამაყობდა
იმითი, რომ მას ირგვლივ არ გააჩნდა გალავანები, ვინაიდან მას ცოცხალი გარნიზონი
იცავდა, ეს დასახლება ღია ბანაკი იყო სპარტანელებისთვის.

გალავნები ჩნდებოდა ყველგან, სადაც იყო თავდასხმის საფრთხე - ისრაელში, ჩინეთში,


ირანში, დასავლეთ ინდოეთში და სხვაგან.

თავისი განვითარების სტადიაზე ქალაქი ციხე-სიმაგრე/ბურგი იყო ან კიდევ ბურგთან


მიკუთვნებული, რომლებსაც მთავრები და მმართველები განაგებდნენ. თავისთავად
სადაც ბურგები იყვნენ (მხედარმთავრები, ჯარისკაცები) განთავსებული, წარმოებაც
განვითარებული იყო, ვინაიდან გარნიზონს ყოველდღიური მოთხოვნების
დაკმაყოფილება ესაჭიროებოდა. ბურგების ყოფნა უსაფრთხოების დონეს ზრდიდა, რაც
ვაჭრებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ამიტომაც, სადაც ციხე-სიმაგრეები იყო, იქ
ვაჭრებიც იყრიდნენ თავს.

2. ბაზარი, რომელიც მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილებების


დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი პირობაა. ქალაქად შეგვიძლია მივიჩნიოთ
მხოლოდ ის ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თავის ყოველდღიურ
მოთხოვნილებებს ადგილობრივი ბაზრობის საშუალებით იკმაყოფილებს და სხვა ახლო
მდებარე სოფლებისთვის და დასახლებებისთვის ეკონომიკურად (და არა მხოლოდ)
ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს;

3. მისი საკუთარი საკანონმდებლო რეგულაციები და სასამართლო სისტემა;

4. ურბანული მოქალაქეობის ასოციაცია, რომელიც ქმნის მუნიციპალური


კორპორატიულობის განცდას;

5. ქალაქის მოქალაქეებისთვის საკმარისი პოლიტიკური ავტონომია, რათა აირჩიონ


ქალაქის მმართველები.
ფერდინანდ ტიონისი: „გემაინშაფტი და გეზელშაფტი“

1. თუ ვისაუბრებთ ინდივიდუალურ მოტივაციაზე, ,,გემაინშაფტი” ხელს უწყობს


ადამიანების სწრაფვას თემური პრინციპების შესაბამისად იცხოვრონ, მაგალითად,
მოსავლის აღებისას გლეხები ოჯახებით ერთმანეთს უფასოდ ეხმარებიან.
,,გეზელშაფტის” ტიპის საზოგადოება პიროვნული ინტერესების რაციონალურ
განხორციელებას ეფუძნება, ინდივიდები ურთიერთობენ საქმიან, უსახურ ვითარებაში
და გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე ანგარიშს ფულით ასწორებენ.

2. სოციალური კონტროლის სფეროში ,,გემაინშაფტი” გადამწყვეტ მნიშვნელობას


ტრადიციულ ადათ-წესებს, რწმენასა და დაუწერელ კანონებს ანიჭებს, მაშინ,
როდესაც ,,გეზელშაფტი” - ეს ფორმალურ სამართალზე დაფუძნებული საზოგადოებაა.

3. შრომის დანაწილების სფეროში ,,გემაინშაფტის” ტიპის საზოგადოება ნათესაურ


კავშირებს ეფუძნება, ჩვეულებრივ, მეურნეობაში ქმარს, ცოლსა და შვილებს თავიანთი
მოვალეობები აქვთ. ,,გეზელშაფტის” ტიპის საზოგადოებისათვის პროფესიონალური
როლების სპეციალიზაციაა დამახასიათებელი და ეს საოჯახო როლებს არ ემთხვევა.

4. ,,გემაინშაფტის” საზოგადოებაში კულტურა რელიგიურ ღირებულებებს,


,,გეზელშაფტში” კი საერო ღირებულებებს ეფუძნება.

5. ,,გემაინშაფტის” საზოგადოებაში ძირითადი სოციალური ინსტიტუტებია ოჯახი,


მეზობლები და თემი; ,,გეზელშაფტში” კი დიდი გაერთიანებები და ასოციაციები
(მთავრობა, საქმიანი წრე, პოლიტიკური პარტიები, ნებაყოფილობითი ასოციაციები).

You might also like