You are on page 1of 6

უსაფრთხოება

ადამიანები ურბანულ გარემოში ბევრი სხვადასხვა საშიშროების წინაშე დგანან:


დანაშაული, „ქუჩის ბარბაროსობა“, ტერორიზმი, სწრაფად მოძრავი მანქანები,
ბუნებრივი კატასტროფები, ჰაერის და წყლის დაბინძურება. მსოფლიოს ზოგიერთ
ნაწილში, ბუნებრივი კატასტროფები (მიწისძვრა, წყალდიდობა, ვულკანის ამოფრქვევა)
ყოველდღიური საზრუნავია, და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს დასახლებების და
შენობების დიზაინის დროს. რაღაც დონემდე მშენებლობის ტექნიკა და ტექნოლოგია
გვაძლევს საშუალებას ეს პრობლემები მოვაგვაროთ და შევამციროთ საფრთხე. სხვა
საფრთხეები (რეალური და მოჩვენებითი) გამუდმებით იზრდება. ეს ქვეთავი შეეხება
დანაშაულს და უსაფრთხოებას, მათ კავშირს სოციალურ სფეროსთან.

უსაფრთხოება უკავშირდება საკუთარი თავის, ოჯახის და მეგობრების,


ინდივიდუალური და საერთო ქონების „დაცვას“. უსაფრთხოების ნაკლებობა,
უსაფრთხოების ნაკლებობის აღქმა და მსხვერპლად გახდომის შიში, წარმოადგენს
საფრთხეს როგორც საჯარო სფეროსთვის, ისე უკეთესი ადგილების შექმნისათვის.
აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გრძნობის ჩამოყალიბება წარმატებული
ურბანული დიზაინის წინაპირობაა.

მსხვერპლად ქცევის (ვიქტიმიზაციის) შიში

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ უსაფრთხოების გრძნობა და უსაფრთხოდ ყოფნა.


შიშის და რეალური რისკის პროპორცია, როგორც წესი, განსხვავდება: სტატისტიკის
მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, რისკის ქვეშ არიან ახალგაზრდა მამაკაცები, ამავე დროს
ყველაზე მეტად ეშინიათ ახალგაზრდა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ
ქალებს. ამ ფაქტს აქვს თავის ახსნა: რისკის თავიდან ასარიდებლად, დაუცველი
ადამიანები პრევენციულ ზომებს იღებენ. აქედან გამომდინარე, ნაკლები რაოდენობის
ქალი და მოხუცი აყენებს საკუთარ თავს რისკის ქვეშ, ამიტომ მათზე ძალადობა უფრო
იშვიათია.

საშიში ურბანული სივრცეები: გარეუბნებში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელები,


ბნელი ხეივნები და ის ტერიტორია, რომელიც გადატვირთულია „ცუდი ტიპის
ხალხით“. ადამიანებს არ მოსწონთ მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენება, რადგან იქ
იკრიბება ისეთი ხალხი, ვინც მათ შეშფოთებას იწვევს (მათხოვრები, ლოთები,
შფოთისთავი მთვრალი ახალგაზრდები და ა.შ.). ასევე, ფიზიკური არეულობების
ნიშნები, როგორიცაა, გრაფიტი, ჩამტვრეული ფანჯრები, ნაგავი, ვანდალიზმის
მსხვერპლი საჯარო საკუთრება, ღებინების და მოშარდვის ნიშნები მაღაზიის
კარებებთან, გვიჩვენებს უკონტროლობას, და, აქედან გამომდინარე,
არაპროგნოზირებად გარემოს.

ვიქტიმიზაციის შიში (და არა რეალური დანაშაულის დონე) ხშირად მამოძრავებელი


ძალაა საჯარო სფეროს ნაწილების პრივატიზაციისთვის, რასაც მოჰყვება თემების
სეგრეგაცია. პრივატიზაცია, როგორც წესი, გამოიხატება გარკვეული ტერიტორიის ან
სივრცის კონტროლში – სეგრეგაციის და იზოლაციის სხვადასხვა საშუალების
გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად კედლები, დიდი მანძილი, კარიბჭეები, ღობეები
ან სხვა ნაკლებად შესამჩნევი ბარიერები, რომლებიც მიმართულია გარე სამყაროს და
მისგან გამომდინარე საფრთხეებიდან თავის დაცვაზე – პოლიციის და სათვალთვალო
კამერების გამოყენებით.

ჩაკეტილი თემები დანაწევრების, პოლარიზაციისა და საზოგადოების დაყოფის


დრამატული მანიფესტაციაა. ჩაკეტილ თემებში კედლები და ღობეები ზღუდავს საჯარო
ხელმისაწვდომობას ქუჩებზე, ტროტუარებზე, პარკებზე, პლაჟებზე, მდინარეებზე,
ბილიკებზე, სათამაშო მოედნებსა და სხვაგან, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, ღია და
ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა ადგილობრივისთვის.

საჯარო ინსტიტუტების, მომსახურების ადგილების, საჯარო და ნახევრად-საჯარო


სივრცისგან განსხვავებით, პრივატიზებული ადგილები (უსაფრთხოების მოტივით)
უფრო კერძო „კლუბის“ სახეს იღებს, სადაც არსებობს საწევროს ფუნქცია, რაც საზღვრავს
ვინ უნდა მიიღოს სარგებელი. საწევროს მთავარი კრიტერიუმი როგორც წესი გადახდის
შესაძლებლობაა.

მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, ერთი მხრივ, კრიმინალი და, მეორე მხრივ, უწესრიგობა


ან არაცივილურობა. მაშინ როცა დანაშაული ნიშნავს კონსტიტუციური კანონების
პირდაპირ დარღვევას (და აქედან გამომდინარე დასჯადია როგორც
სამართალდარღვევა), უწესრიგობა და ანტისოციალური ქცევა საჯარო ადგილებში
ასოცირებულია არაცივილურობასთან და არა დანაშაულთან (მიუხედავად ამისა, არის
ზოგიერთი არაცივილური საქციელის კრიმინალიზაციის მცდელობა).

რა არის უწესო ქცევა და არაცივილურობა?

 უწესო ქცევა: კელინიგი აღწერს უწესო ქცევას როგორც „...ქცევიდან


გამომდინარე მდგომარეობას, რომელიც დამოკიდებულია
ადგილმდებარეობაზე, დროზე და ადგილობრივ ტრადიციებზე, არღვევს ამ
თემის ნორმალური ქცევის წესებს.“ ამიტომ უწესობა ნიშნავს ხულიგნობას.
 არაცივილურობა: ლა გრანჟმა ახსნა არაცივილურობა როგორც: “...თემის
სტანდარტებიდან გადახვევა, რომელიც გვაწვდის სიგნალს დამკვიდრებული
ნორმებისა და ღირებულებების დარღვევის შესახებ.“ არსებობს სოციალური
და ფიზიკური არაცივილურობა: მაწანწალობა და უსახლკარობა ფიზიკური
მხარის გამოვლენაა; „აგრესიული მათხოვრობა“ კი სოციალური
არაცივილურობაა.

ნიუმანმა გამოავლინა დანაშაულების რიცხვის ზრდის სამი ფაქტორი საცხოვრებელ


კორპუსებში:

 ანონიმურობა – ადამიანები არ იცნობდნენ მეზობლებს;


 თვალთვალის ნაკლებობა – დამნაშავეებს უადვილებდათ დანაშაულის
შეუმჩნევლად ჩადენას;
 გაქცევის გზების ხელმისაწვდომობა – უადვილებს კრიმინალებს დანაშაულის
ადგილიდან მიმალვას.

დანაშაულის პრევენციის სხვადასხვა მიდგომა

დანაშაულის პრევენციის ორი მიდგომა არსებობს: დისპოზიციური და სიტუაციური.


დისპოზიციური მეთოდი მოიცავს ინდივიდისთვის კრიმინალური აქტების ჩადენის
მოტივაციის შემცირებას მისი განათლების და მორალური აღზრდის გამოყენებით,
სანქციების და დასჯის შემაკავებელი ფუნქციებით, და/ან თემის სოციალური და
ეკონომიკური განვითარებით. სიტუაციური მიდგომა კი ითვალისწინებს: როგორც კი
ადამიანი ჩაიფიქრებს დანაშაულს (ანუ უკვე მოტივირებულია), სხვადასხვა ტექნიკა ამ
კონკრეტულ მომენტში კონკრეტული დანაშაულის ჩადენას ართულებს.

განსხვავებების ილუსტრაციისთვის ბოტომსს მოჰყავს ანალოგია ბავშვის აღზრდასთან:

„...ზოგიერთი მშობლები კეტავენ კარადებს და უჯრებს, რათა ხელი შეუშალონ საკუთარ


ბავშვებს მოიპარონ შოკოლადი, ფული და ა.შ. (შესაძლებლობის შეზღუდვა). სხვები
არაფერს არ კეტავენ, მაგრამ ზრდიან ბავშვებს ისე, რომ შესაძლებლობის არსებობის
შემთხვევაშიც კი, მათ არ მოიპარონ.“

ურბანულ დიზაინს, ცხადია, აინტერესებს სიტუაციური მიდგომა და არა –


დისპოზიციური.

სიტუაციური მეთოდები მანიპულირებს დანაშაულის არამარტო ფიზიკური, არამედ


სოციალური და ფსიქოლოგიური თვისებებით.

არსებობს დანაშაულის შეზღუდვის ოთხი სტრატეგია:


 დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ძალისხმევის გაზრდა
 დანაშაულის ჩამდენისთვის რისკის გაზრდა
 დანაშაულის ჩადენიდან მიღებული სარგებელის შემცირება
 დანაშაულის ჩადენის საბაბის მოშორება

შესაძლებლობის შემცირების მეთოდები

ურბანისტებმა შეიმუშავეს „შესაძლებლობათა შეზღუდვის“ კონცეფცია, რომელიც


მოიცავს ტერიტორიული განცალკევების იდეას. ეს იდეა მხარს უჭერს იერარქიულ
(სეგრეგაციულ) ქუჩებს და გზებს, როგორიცაა ჩიხები. ასეთი გარემო ხელს უშლის
დანაშაულის ჩადენას, რადგან როგორც ცნობილია, კრიმინალები თავს არიდებენ ისეთ
ადგილებს სადაც მათი მახეში გაბმა ადვილია.

სეგრეგაციული საცხოვრებელი სივრცეები შეიძლება დაიყოს ორ ფართო ჯგუფად:


ადგილი, სადაც სეგრეგაცია მეტ-ნაკლებად დაფარულია, და ადგილები, სადაც
სეგრეგაცია აშკარა, აქტიური და ფიზიკურია. პირველ შემთხვევაში „უცხოებს“
პასიურად უშლიან ხელს შესვლაში, ხოლო მეორე შემთხვევაში მათ ღიად არ უშვებენ ამ
ტერიტორიაზე.

შესაძლებლობათა შეზღუდვის კონცეფცია გულისხმობს, აგრეთვე, „ქუჩაზე თვალის


ჭერას (თვალთვალს)“. უსაფრთხოების გრძნობა საჯარო ადგილებში ძლიერდება ხალხის
თანდასწრებით. ეს უკანასკნელი ბუნებრივი პოლიციის ფუნქციას კისრულობს. რაც
უფრო შეზღუდულია ეს ფაქტორი, მით მეტია საშიშროება კრიმინალის გაჩენისთვის.
კვლევამ აჩვენა, რომ ძარცვების რიცხვი „უფრო ინტეგრირებულ“ ადგილებში ნაკლებია,
ვიდრე „ნაკლებად ინტეგრირებულ“ ტერიტორიაზე.

საბოლოო ჯამში, შესაძლებლობათა შეზღუდვის კონცეფცია იზირებს შემდეგ


პრინციპებს:

 საცხოვრებელი ადგილის შედარებითი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ


ფაქტზე, თუ რამდენი მხრიდან არის საცხოვრებელი გახსნილი საჯარო
სფეროსთვის (ბინები ყველაზე მეტად უსაფრთხოა, ცალკე მდგომი
საცხოვრებელი კი - ყველაზე ნაკლებად)
 დიდი სიმჭიდროვის დასახლებაში ცხოვრება ამცირებს რისკს - მიწასთან
ახლოს ცხოვრება (განსხვავებით სიმაღლეზე ცხოვრებისგან) მჭიდროდ
უკავშირდება უსაფრთხოებას.
 ლოკალური ტრეფიკი უსაფრთხოებისთვის დადებითი ფაქტორია, უფრო
დიდი ტრანზიტული ტრეფიკი - უარყოფითი.
 იქ სადაც დიდი მასშტაბის მოძრაობაა, კარგად ინტეგრირებული ქუჩებიდან
გამომდინარე, დიდი მოძრაობის პოტენციალი ამცირებს რისკს.
 სიმდიდრეს და სამეზობლოს ზომას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე
განლაგების ტიპს, იქნება ეს ქსელური ტიპის თუ ჩიხის ტიპის ქუჩა.
 რაც უფრო მეტი რაოდენობის საცხოვრებელია ქუჩაზე, მით უფრო
კლებულობს რისკის დონე.
 სიმდიდრე ზრდის უსაფრთხოებას ბინებში, მაგრამ ამცირებს ცალკეულ
სახლებში, განსაკუთრებით ნაკლები სიმჭიდროვის ჩიხებში.
 საცხოვრებლები უნდა იყოს განლაგებული ქუჩის ორივე მხარეს, რაც
წარმოქმნის ადგილობრივ მოძრაობას, თუმცა არ იქნება ზედმეტად
შეღწევადი.

შესაძლებლობების შეზღუდვის კრიტიკა

შესაძლებლობათა შეზღუდვის კონცეფციას აკრიტიკებენ ორი მიმართულებით:

1. იმიჯი – უსაფრთხოებაზე მზარდმა ინტერესმა, დანაშაულისგან დაცვის სურვილმა


მოგვიტანა უკიდურესად თავდაცვითი ურბანიზმი, რომელიც მოიცავს: პანოპტიკონის
მაგვარ სავაჭრო ცენტრებს სივრცითი თვალთვალის მოწინავე ფორმებით; „ჭკვიან“
საოფისე შენობებს, რომლებშიც უცხოებს არ აქვთ შეღწევის საშუალება; „ბუნკერულ“ და
„პარანოიდულ“ არქიტექტურას; სამეზობლოების მეთვალყურეებს, რომლებსაც ზურგს
უმაგრებენ შეიარაღებული მეპატრონეები; პოლიციას, რომელიც შეიარაღებულია
სამხედრო ტექნოლოგიებით; „სადისტური“ ქუჩის გარემოს მჭრელპირიანი ნაგვის
ურნებით; და მარჯვე დიზაინის პარკის სკამებს, რომლებზე წოლაც შეუძლებელია.

2. კრიტიკის მეორე საფუძველი - დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის აღკვეთის


დროს გადაადგილებაა, დანაშაულის ჩამდენი უბრალოდ სხვა ადგილს იპოვის.
გადაადგილება სხვადასხვა ფორმას იღებს:
 გეოგრაფიული გადაადგილება – დანაშაული ერთი ტერიტორიიდან მეორე
ტერიტორიაზე გადაადგილდება.
 დროითი გადაადგილება – დანაშაული ერთი დროდან მეორეში
გადაადგილდება.
 მიზნის გადაადგილება – დანაშაული ერთი მიზნიდან მეორისკენ
გადაადგილდება.
 ტაქტიკური გადაადგილება – დანაშაულის ჩადენის ერთი მეთოდი იცვლება
მეორეთი.
 დანაშაულის ტიპის გადაადგილება – ერთი დანაშაულის მეორეთი
ჩანაცვლება.

You might also like