You are on page 1of 421

1 მკითხველთა ლიგა

ჰარლან ქობენი

არავის უთხრა

2 მკითხველთა ლიგა
წინასიტყვაობა

- როგორ ფიქრობ, როცა მოვკვდებით და ამქვეყნად აღარ


ვიქნებით, ისევ ისე თუ გეყვარები? - იკითხა პატარამ. დიდმა პა-
ტარა გულში ტკბილად ჩაიკრა და ორივემ ღამის ცაზე მოკიაფე
მთვარესა და ვარსკვლავებს ახედა.
- პატარავ, ხედავ ამ კაშკაშა ვარსკვლავებს? ბევრი მათგანი
დიდი ხნის წინ მოკვდა, მაგრამ ღამის ცას დღემდე შემორჩა მა-
თი ციმციმა შუქი. ჰოდა, იცოდე, სიყვარულიც, ვარსკვლავის შუ-
ქივით,არასოდეს ქრება“.
ნნაწყვეტი დები ლიორის რომანიდან
„რაც გინდა, იყოს“.
ალბათ, ქარის ჩურჩული უნდა გაგვეგონა, ტანში ჟრჟოლა უნ-
და შეგვდგომოდა, ეთერში რაღაც იდუმალი ხმები უნდა დარ-
ხეულიყო, მხოლოდ ჩვენს გასაგონად... მოკლედ, რაღაც იმდაგ-
ვარი უნდა განგვეცადა, ცუდი წინათგრძნობის დროს წიგნის
პერსონაჟებს რომ მოსდით ხოლმე...
უბედურებაც არის და უბედურებაც. ზოგჯერ ცუდ ამბავს თით-
ქოს წინასწარ ელი (მაგალითად, ჩემი მშობლების შემთხვევაში
ასე იყო), მაგრამ ზოგჯერ სხვანაირადაც ხდება: უბედურება ძა-
ლადობის სახით მოდის, უცებ გატყდება თავს და ყველაფერს ყი-
რაზე აყენებს. ავიღოთ ჩემი ცხოვრება ტრაგედიამდე და მის შემ-
დეგ. ორი სხვადასხვა რამეა, საერთოს ვერაფერს უპოვით...
იმ დღეს მორიგ წლისთავს აღვნიშნავდით. ელიზაბეთი გატ-
რუნული იჯდა მანქანაში, რაც სხვა დროს სრულებით არ მიკვირ-
და. აარ მიკვირდა იმიტომ, რომ ეს მელანქოლია ბავშვობიდან
3 მკითხველთა ლიგა
მოჰყვებოდა. ადრეც ასე სჩვეოდა - უცებ გაისუსებოდა ხოლმე
და ან ღრმა ფიქრში გაიპარებოდა, ან კიდევ რაღაც უსაშველო
სევდა შემოაწვებოდა. ოღონდ ვერასოდეს ვარჩევდი, როდის რა
იყო... იმ დღეს კი რაღაც იდუმალი მიზეზით პირველად ვიგრძე-
ნი ჩვენ შორის ნამდვილი გაუცხოება. ჩვენმა ურთიერთობამ
ბევრ რამეს გაუძლო და მაინტერესებდა, იმ სიმართლეს თუ გა-
უძლებდა, რომელიც ახლა ან უნდა გამემხილა, ან უნდა დამემა-
ლა მისთვის...
მანქანის კონდიციონერი მთელი დატვირთვით მუშაობდა და
ღმუილით გვიკლებდა. ნოტიო, დახუთული საღამო იყო. ასე
იცის ხოლმე აგვისტოში... დელავარის ხეობას მილფორდის ხი-
დით გავცდით და პენსილვანიაში გადავედით. მებაჟე თბილი
ღიმილით შეგვხვდა. კიდევ ათი მილი გავიარეთ და ქვაზე ამოტ-
ვიფრული წარწერაც გამოჩნდა:
ტბა ჩარმეინი. კერძო საკუთრება.
მტვრიან შარაგზაზე გადავუხვიე და საბურავებით ისეთი ბუღი
დავაყენე, თითქოს იმ ადგილას არაბული ცხენების რემას ჩაექ-
როლოს. ელიზაბეთმა მაგნიტოფონი გამორთო. ცალი თვალი
მისკენ გავაპარე და დავინახე, რომ გვერდიდან მათვალიერებ-
და. ნეტავ რას ხედავს-მეთქი, გავიფიქრე და გული ამიკანკალ-
და.
იქვე, ხესთან, ორი ირემი იდგა, ფოთლებს წიწკნიდნენ. რომ
მივუახლოვდით, ყურები ცქვიტეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ არ
ვერჩოდით და ისევ აცმაცუნდნენ. ცოტაც გავიარეთ და უცებ
თვალწინ ტბა გადაგვეშალა. მზე უკვე სულს ღაფავდა და ცას
იისფრად და ნარინჯისფრად თხუპნიდა. ხის კენწეროებს თით-
ქოს ცეცხლი ეკიდა.
- წარმოიდგინე, მაინც არ ვიშლით... - ვუთხარი ცოლს.
- პირველად შენ არ დაიწყე?
- კი, ასე იყო, მაგრამ მაშინ თორმეტი წლის ვიყავი.
4 მკითხველთა ლიგა
ელიზაბეთს ჩაეღიმა. ეს იშვიათად ხდებოდა, მაგრამ თუ გა-
გიღიმებდა, შიგ გულში მოგარტყამდა.
- რა გინდა, რომანტიკულია...
- ჩერჩეტულია.
- მიყვარს რომანტიკა.
- ჩერჩეტობა გიყვარს.
- რა ვიცი, უცებ კი ავარდები ხოლმე, როცა აქ მოვდივართ...
- ამიტომ დღეიდან მისტერ რომანტიკოსი დამიძახე.
გაიცინა და მკლავზე ხელი მომითათუნა.
- იჩქარეთ, ბატონო რომანტიკოსო, უკვე ბნელდება.
ტბა ჩარმეინი. ეს სახელწოდება ამ ტბას თავის დროზე ბა-
ბუაჩემმა შეურჩია. ბებიამ სულ ცოფი ყარა თურმე, ჩემს სახელს
რატომ არ არქმევო. თვითონ ბერტა ერქვა.
ანუ, ტბა ბერტა...
ბაბუამ ყურიც არ შეიბერტყა. ორი ქულა ჩაგეთვალა, ბაბუ...
დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ ამ ტბაზე შეძლებული
ოჯახის შვილებისთვის საზაფხულო ბანაკები იყო მოწყობილი.
მეპატრონე ცოტა ხანში გაკოტრდა და ბაბუაჩემს ეს მიწა ძალიან
იაფად ჩაუვარდა ხელში. ჯერ დირექტორის სახლი განაახლა,
მერე ტბის ნაპირზე რაც შენობები იყო, სულ დაშალა, პატარა
ფიცრულები კი შორს, ტყის სიღრმეში გაიტანა და იქ დაყარა. მე
და ლინდას გვიყვარდა იმ ნანგრევებში ძრომიალი. სულ გადა-
ქექილი გვქონდა იქაურობა. ხან განძს ვეძებდით, ხან დამალო-
ბანას ვთამაშობდით; სადღაც იქვე ჩასაფრებული გუდიანიც გვე-
გულებოდა და ჩვენი ჭკუით იმასაც ვედექით კვალში. ელიზაბე-
თი არასოდეს აგვყოლია. ზუსტად უნდა სცოდნოდა, სად რა იყო.
დაფარული ყველაფერი აშინებდა.
როცა მანქანიდან გადმოვედით, აჩრდილების ხმა გავიგონე.
ყველა იქ იყო; ბევრნი იყვნენ, ტრიალებდნენ, ბზრიალებდნენ
და ჩემი ყურადღების მიპყრობას ერთმანეთს არ აცლიდნენ. ბო-
5 მკითხველთა ლიგა
ლოს სხვებს მამაჩემმა აჯობა. ტბაზე ისეთი სიჩუმე იყო, სუნთქვა
შეგეკვრებოდათ, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ გარკვევით
გავიგონე მისი მხიარული ღრიალი; ასე ღრიალებდა ხოლმე,
როცა მკერდზე მუხლებმიკრული და შერეკილივით გაღიმებუ-
ლი, ზარბაზნის ჭურვივით სწყდებოდა ასახტომ ბაქანს და წყალ-
ში ისეთ ზღართანს მოადენდა, რომ წყლიდან ამოხეთქილ შხე-
ფებს ჩემზე, მის ერთადერთ ვაჟიშვილზე, ცუნამის შთაბეჭდილე-
ბა მოეხდინა. წყალში ტივი იყო. ზედ დედაჩემი წვებოდა ხოლმე
გასარუჯად. ზუსტად იმ ტივთან უყვარდა მამას ჩამოხტომა. დედა
უწყრებოდა, მაგრამ ბოლოს სიცილს მაინც ვერ იკავებდა.
თვალი დავახამხამე და მოლანდება უცებ გაქრა, თუმცა
ხმაური ექოდ კიდევ დიდხანს უვლიდა იქაურობას. გაშეშებული
ტბის ზედაპირზე წყლის დგაფუნის ხმაც კი ჩამესმოდა გარკვე-
ვით. ისიც კი გავიფიქრე, ასეთ ხმებს სამუდამოდ რა ჩააჩუმებს,
ალბათ, ტყეში აქა-იქ სულ გაისმის მამაჩემის მხიარული ღრიან-
ცელი და წიოკი-მეთქი. სულელური აზრი კია, მაგრამ... ხომ
იცით, მოგონებები ტკივილს იწვევს. განსაკუთრებით სასიამოვ-
ნო მოგონებები...
- ხომ მშვიდობაა? - ჩამომძახა ელიზაბეთმა.
ავხედე და ვკითხე:
- მოვიდა ჩემი ავარდნის დრო?
- მანიაკო...
მერე ადგა და ბილიკს გაჰყვა, თავაწეული და წელგამართუ-
ლი. თვალი გავაყოლე და გამახსენდა დღე, როცა ეს მისი ლამა-
ზი გოგმანი პირველად ვნახე. მაშინ შვიდი წლის ვიყავი. ველო-
სიპედზე ვიჯექი. ველოსიპედს ბანანის ფორმის დასაჯდომი
ჰქონდა და ბეთმენი ეხატა. გუდჰართ-როუდზე ვაპირებდი ჩასე-
ირნებას. ეს გუდჰართ-როუდი ერთი მიხვეულ-მოხვეული და და-
ქანებული ქუჩა იყო - ჩემნაირი პროფი მძღოლებისთვის ზედგა-
მოჭრილი. დაღმართს საჭეზე ხელმოუკიდებლად ჩავასკდი, რო-
6 მკითხველთა ლიგა
გორც შვიდი წლის პატარა ბღენძს შეეფერება. ქარი თმას მიწე-
წავდა, თვალები მეწვოდა. რასკინების ძველ სახლთან რაღაც
ფურგონი დავინახე, იქით გადავუხვიე და რას ვხედავ - მიდის,
მიირხევა ეს ქალბატონი, ფეხზე „მერი ჯეინსები“1 აცვია, ხელზე
მძივებისგან ასხმული სამაჯური უკეთია, სახე ლამის აღარ უჩანს
ჭორფლისგან...
მაშინაც კი, შვიდი წლის ასაკში, უკვე შხვართი იყო...
ორ კვირაში კიდევ შევხვდით. მეორე კლასში ერთი მასწავ-
ლებელიც კი გვყავდა- ქალბატონი სობელი.
მას შემდეგ (რა ვქნა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა და ნუ გა-
მაწყვეტინებთ!) ნამდვილი სულიერი მეგობრები გავხდით...
უფროსებს თან ახალისებდათ ეს ამბავი, თან ცოტა არაჯან-
საღ მოვლენად მიაჩნდათ. თავიდან განუყრელი „ძმაკაცები“ ვი-
ყავით (ახტაჯანა რომ უბნის ყოჩს დაუმეგობრდება), მერე ბავ-
შვურ სიყვარულსა და ყმაწვილურ გატაცებაში გადაიზარდა, უფ-
როს კლასებში კი უკვე მოვმწიფდით და ჰორმონებმაც თავისი
ქნეს...
ყველა ელოდა, როდის გადაგვივლიდა. ჩვენ თვითონაც ვე-
ლოდით ამ მომენტს. ჭკუა ნამდვილად არ გვაკლდა - განსაკუთ-
რებით ელიზაბეთს - კლასში პირველი მოსწავლეები ვიყავით;
უგონო სიყვარულიც კი არ გვაკარგვინებდა გონებას, ყველაფე-
რი კარგადდ გვესმოდა. მაგრამ გავიდა დრო და აჰა, ეს ოცდახუ-
თი წლის ხალხი, შვიდი თვის დაქორწინებულები, ისევ ერთად
ვიყავით ამ ტყეში, სადაც თორმეტი წლის ასაკში ერთმანეთს
პირველად და ნამდვილად ვაკოცეთ.
ვიცი, ყელში ამოსულ, დაშაქრულ სიტყვებს ვამბობ...

1Mary Janes - გგადასაბნევიანი ფეხსაცმლის სახელწოდება


(ყველა განმარტება ეკუთვნის მთარგმნელს).

7 მკითხველთა ლიგა
მოკლედ, მივდიოდით და ყოველი მხრიდან გადმოხრილ ტო-
ტებს ხელით ვიშორებდით. ისეთი ნესტი იდგა, დამძიმებულ
ხელ-ფეხს ძლივს ვატოკებდით. ჰაერს აქა-იქ ფისის ბლანტი
სურნელიც დაჰკრავდა. გაჭირვებით მივბობღავდით მაღალ ბა-
ლახში. კოღო და ქინქლა ბზუილით მოგვდევდა კუდში. მიწაზე
ხის გრძელი ჩრდილები ეფინა და ამ ჩრდილებში სხვადასხვა
ფიგურა ილანდებოდა, ისე, როგორც ეს ღრუბლებზე დაკვირვე-
ბის დროს, ან რორშაჰის ლაქის თვალიერებისას ხდება.
ბილიკიდან გადავუხვიეთ და უფრო ხშირ ბუჩქნარში შევ-
რგეთ თავი. ელიზაბეთი წინ მიმიძღოდა. მე ორი ნაბიჯის მოშო-
რებით მივდევდი. ეგეც მენიშნა, ოღონდ ამას ახლა ვხვდები. ყო-
ველთვის მჯეროდა, რომ ვერაფერი დაგვაშორებდა - მთელი ეს
ისტორია ამის დასტური არ არის? - მაგრამ ახლა დანაშაულის
გრძნობა მაწვალებს იმის გამო, რომ ასე შორს გავუშვი მაშინ.
დიახ, დანაშაულის. ჩემი პირადი დანაშაულის გრძნობა...
უცებ ელიზაბეთმა მარჯვნივ გადაუხვია და დიდ ქვას მიუახ-
ლოვდა. აი, ჩვენი ხეც. მმის მერქანზე ჩვენი ინიციალები იყო
ამოჭრილი:
ე. პ. + დ. ბ.
ამ წარწერას გულის ფორმის კონტური ჰქონდა შემოვლებუ-
ლი. გულის ქვეშ თორმეტი ხაზი იყო. ჩვენი პირველი კოცნიდან
რამდენი წელიც გავიდა, ამ ხაზებით გვქონდა აღნიშნული. ის
იყო, მორიგი ხუმრობა უნდა დამებრეხვებინა, მაგარი მაზა-
ლოები ვართ-მეთქი, მაგრამ ელიზაბეთის სახე რომ დავინახე
(თითქმის გამქრალი ჭორფლი, ჩამოთლილი ნიკაპი, მაღალი,
მოხდენილი კისერი, დინჯი გამოხედვა, მწვანე თვალები, ზურ-
გზე ბაწარივით გადმოკიდებული სქელი, მუქი ნაწნავი), თავი შე-
ვიკავე. არადა, წუთის წინ მინდოდა, ყველაფერი დამეფქვა.
აარც კი ვიცი, რამ დამახევინა უკან...
- მიყვარხარ, - ვუთხარი ცოლს.
8 მკითხველთა ლიგა
- უკვე ავარდნილი ხარ, ვხედავ.
- რა ვქნა, ასეა...
- მეც მიყვარხარ, - მითხრა.
- ჰოდა, აი, ნახავ, თუ შენც არ ავარდი... - ვუთხარი მოგონი-
ლი ბრაზით.
გაეღიმა, მაგრამ მომეჩვენა, რომ რაღაც ხდებოდა მის თავს.
ხელი ფრთხილად მოვხვიე...
მაშინ - თორმეტი წლის რომ გახდა და, ბოლოს და ბოლოს,
გავბედეთ იმ ნაბიჯის გადადგმა - საოცარი სუნი ასდიოდა: ახალ-
დაბანილი თმისა და მარწყვის კანფეტის. მეც ჭკუაზე არ ვიყავი -
ლამის წამლეკა სიახლის, პირველაღმოჩენის სიხარულმა... ახ-
ლა კი იასამნისა და დარიჩინის სუნს ვგრძნობდი. კოცნის დროს
ჩემი გულის სიღრმიდან თითქოს რაღაც თბილი შუქი დაიძრა.
როცა ჩვენი ენები ერთმანეთს შეეხო, ისევ ისე შემაქანა, რო-
გორც პირველად.
ელიზაბეთი უცებ მომწყდა მკერდიდან. მძიმედ სუნთქავდა...
მერე დანა მომაწოდა და მკითხა:
- გნებავთ ამ საპატიო ცერემონიალის პირადად ჩატარება?
დანა გამოვართვი და ხეზე მეცამეტე ხაზი ამოვკაწრე. მეცამე-
ტე. ამ გადმოსახედიდან მეჩვენება, რომ ესეც ნიშანდობლივი
იყო...

***
როცა ტბას მივუბრუნდით, უკვე ბნელოდა. მთვარე ეულ შუქუ-
რასავით გამოკრთა ბნელში. ჩამიჩუმი არ ისმოდა, ჭრიჭინებიც
კი არ იღებდნენ ხმას. სწრაფად გავიხადეთ ტანზე. ცოლს მთვა-
რის შუქზე გავხედე და ყელში რაღაცამ მომიჭირა. პირველად
თვითონ ჩავიდა, თან ისე წყნარად, რომ წყალი არც კი შერ-
ხეულა. მე ტლანქად მივყევი უკან. ტბა საოცრად თბილი იყო.
9 მკითხველთა ლიგა
ელიზაბეთი მოსხლეტილი, რიტმული მოძრაობებით მიაპობდა
წყალს და წყალიც თითქოს გზას უკაფავდა. მე უკან მივთხლაშუ-
ნებდი. დაახლოებით ისეთ ხმებს გამოვცემდით, თითქოს წყალ-
ში ვიღაც ქვებს ისროდა. უცებ ელიზაბეთი მოტრიალდა და ჩემს
მკლავებში აღმოჩნდა. კანი თბილი და სველი ჰქონდა. როგორ
მიყვარდა ეს კანი...
ერთმანეთს ჩავეხვიეთ. მკერდზე მომეკრა. გარკვევით ჩამეს-
მოდა მისი გულისცემა და სუნთქვა...
სიცოცხლის ხმები...
ერთმანეთს ვაკოცეთ. ლამაზად ჩაზნექილ ზურგზე ხელი მო-
ვუსვი...
როცა მოვრჩით, როცა ყველაფერი თავის ადგილას დალაგ-
და, ტივი დავითრიე და ზედ დავემხვე. ვეგდე ფეხებგაშლილი,
ვქოშინებდი და ტერფებს წყალში ვასხმარტალებდი.
- დავიჯერო, ძილს აპირებ? - შემომიბღვირა ელიზაბეთმა.
- დიახ, თანაც ხვრინვის თანხლებით.
- ყოჩაღ. კაციც შენ გქვია.
ხელები თავქვეშ ამოვიდე და ზურგზე გადავწექი. ამ დროს
მთვარეს ღრუბელმა ჩაუარა და კუნაპეტ სიბნელეს უცებ ნაცრის-
ფერმა გადაჰკრა. ჰაერი არ იძვროდა. გავიგონე, როგორ ამოვი-
და ელიზაბეთი წყლიდან და როგორ შედგა ფეხი ასახტომ ბაქან-
ზე. თვალები დავძაბე, მაგრამ მის შიშველ სილუეტს სიბნელეში
ძლივძლივობით ვარჩევდი. ერთ რამედ ღირდა მისი ყურება. და-
ვინახე, როგორ დაიხარა და თმა ჩამოიწურა, მერე გადაიზნიქა
და თავი უკან გადაიგდო.
ამ დროს ჩემი ტივი ნელ-ნელა დაიძრა და ნაპირს დაშორდა.
ვიწექი და ვფიქრობდი იმაზე, რაც შემემთხვა, ოღონდ მომხდარს
ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი. ტივი მოძრაობას განაგრძობ-
და. ელიზაბეთი უკვე აღარ ჩანდა, სიბნელე თანდათან ითრევდა
მის სხეულს. მოდი, ყველაფერს ვეტყვი-მეთქი, გადავწყვიტე
10 მკითხველთა ლიგა
უცებ. საკუთარ თავს გადაწყვეტილება მოვუწონე, თვალები დავ-
ხუჭე და მკერდში სიმსუბუქე ვიგრძენი. მესმოდა, როგორ ჩუხჩუ-
ხებდა წყალი ტივქვეშ. მერე უცებ მანქანის კარის გაღების ხმა
გავიგონე.
სწრაფად წამოვჯექი.
- ელიზაბეთ!
კრინტი არავის დაუძრავს პასუხად, საკუთარი სუნთქვის გარ-
და აღარაფერი მესმოდა. კიდევ ვცადე სიბნელეში ცოლის სი-
ლუეტის გარჩევა. ძალიან გამიძნელდა, მაგრამ წამით თითქოს
დავლანდე. ოღონდ დღესაც არა ვარ ამაში დარწმუნებული... ასე
მომეჩვენა, რომ გაუნძრევლად იდგა და მომჩერებოდა. მერე,
ალბათ, თვალი დავახამხამე - არც ამაში ვარ ბოლომდე დარ-
წმუნებული - და როცა ისევ გამოვიხედე, უკვე აღარ იყო.
გული ჩამივარდა.
- ელიზაბეთ!
არავინ მიპასუხა.
აი, მაშინ კი შემომიტია პანიკამ. ტივიდან ჩამოვხტი და ბაქ-
ნისკენ გავცურე, მაგრამ ისე ხმაურიანად მივცურავდი, ყურთას-
მენა წამერთვა. ჯერ არ ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ რაც უნდა
ყოფილიყო, გაგონებით მაინც არაფერი მესმოდა.
- ელიზაბეთ!
ერთხანს არავინ მიპასუხა. ღრუბელი ისევ აეფარა მთვარეს.
იქნებ ფიცრულში შევიდა? იქნებ მანქანიდან რაღაც ამოიღო?
პირი გავაღე, რომ დამეძახა, მაგრამ სწორედ ამ დროს გავიგო-
ნე მისი კივილი. თავი დავღუნე და რაც ძალი და ღონე მქონდა,
გავცურე. მკლავებზე კუნთები მასკდებოდა, ფეხებს გიჟურად
ვიქნევდი, მაგრამ ბაქანი მაინც შორს იყო. ვცდილობდი, ნაპი-
რამდე თვალი მიმეწვდინა, მაგრამ უკვე ძალიან ბნელოდა,
მთვარე ძლივს ბჟუტავდა და ვეღარაფერს ანათებდა. უცებ ხახუ-
ნის ხმა გავიგონე, თითქოს რაღაცას მიათრევდნენ. ამასობაში
11 მკითხველთა ლიგა
ბაქანიც გამოჩნდა. სულ ოცი მეტრი მაკლდა მიზნამდე. კიდევ
უფრო ძლიერად მოვუსვი ხელი. ფილტვები მეწვოდა. წყალიც
ბლომად მქონდა ნაყლაპი. მკლავები წინ მქონდა გაშვერილი
და ბრმად მივფართხალებდი ბნელში...
ბოლოს მეღირსა. კიბეს მივუახლოვდი. საფეხურს ჩავებ-
ღაუჭე, მთელი სხეულით ამოვიწიე წყლიდან და კიბეზე ამოვ-
ბობღდი. ბაქანს ჯერ კიდევ შერჩენოდა ელიზაბეთის სხეულის
სისველე. ფიცრულს გავხედე, მაგრამ ძალიან ბნელოდა და ვე-
რაფერი დავინახე.
- ელიზაბეთ!
უცებ მკერდში, ზედ მზის წნულთან, ბეისბოლის კეტივით რა-
ღაც მომხვდა. თვალები გადმომცვივდა, ორად მოვიკეცე, სუნ-
თქვა შემეკრა. ჰაერი არ მყოფნიდა. კიდევ ერთი დარტყმა. ამჯე-
რად თავში. ხმაც კი გავიგონე, როგორ გაიბზარა ქალა, თანაც
თითქოს საფეთქელში ვიღაცამ ლურსმანი შემარჭო. ფეხები მო-
მეკეცა და მუხლებზე დავემხვე. რეტდასხმულმა თავზე ხელები
შემოვიხვიე, რომ თავი დამეცვა. კიდევ ერთი დარტყმა - ამჯე-
რად საბოლოო - პირდაპირ სახეში...
შევტორტმანდი და უკან, ტბაში გადავვარდი. თვალები დავ-
ხუჭე. გავიგონე, როგორ დაიკივლა ელიზაბეთმა კიდევ ერ-
თხელ. ახლა უკვე მე მეძახდა, მაგრამ ამ დროს ჩავიძირე და ეს
ხმა - საერთოდ ყველა ხმა - წყლის ბუყბუყმა გადაფარა.

12 მკითხველთა ლიგა
1

რვა წლის შემდეგ


კიდევ ერთი გოგო მომადგა გულის გასახეთქად. თაფლის-
ფერთვალება, თმახუჭუჭა გოგო იყო. რომ გაგიღიმებდა, ცარი-
ელ კბილებად გადაიქცეოდა ხოლმე, თან ზედ ბრეკეტები ედო.
სულ თოთხმეტი წლის იყო...
- ორსულად ხარ?
- დიახ, ექიმო.
შევეცადე, თვალები არ დამეხუჭა. ორსულ მოზარდს პირვე-
ლად არ ვხედავდი. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დღესაც კი არ ვხე-
დავდი პირველად. რახანია კლინიკაში პედიატრად ვმუშაობ. ხუ-
თი წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულ პრესვიტე-
რიანულ სამედიცინო ცენტრში რეზიდენტურა დავამთავრე. აქ
„მედიქეიდის“ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით ვმუშაობ და
ადგილობრივ მოსახლეობას (იგულისხმეთ ღარიბი ფენა) ვემსა-
ხურები. პროგრამაში მეანობაც შედის, ზოგადი თერაპიაც და,
რა თქმა უნდა, პედიატრიაც. რადგან პროგრამა უფასოა, ბევრს
სათნო ქველმოქმედი ვგონივარ. ეს ასე არ არის. მიყვარს პედი-
ატრობა და ისიც მომწონს, რომ პრესტიჟულ გარეუბნებში, შვი-
ლებზე გადამკვდარ დედიკოებსა და ჩაპედიკიურებულ მამიკო-
ებთან არა მაქვს საქმე, მოკლედ, ისეთი კატეგორიის ხალხთან,
როგორიც თვითონ ვარ.
- რას აპირებ? - ვკითხე გოგოს.
- ვაპირებთ. მე და ტერელი. ძალიან ბედნიერები ვართ, ექი-
მო.
- ტერელი რამდენი წლისაა?
- თექვსმეტის.

13 მკითხველთა ლიგა
ბედნიერი ღიმილი შემომანათა. ისევ დავატანე თავს ძალა,
რომ თვალები არ დამეხუჭა.
ერთი რამე მაკვირვებს: ეს ნაადრევი ორსულობები, რო-
გორც წესი, არასდროს არის შემთხვევითი. ბავშვებს ბავშვები
უნდათ. მიდი და გააგებინე... რამდენს არ ვეჩიჩინებით ჩასახვის
საწინააღმდეგო საშუალებებსა და სქესობრივ აბსტინენციაზე,
მაგრამ ფაქტი სახეზეა - სამეგობროში ყველას შვილი ჰყავს,
ასეთები კი სხვებზე მეტად ექცევიან ყურადღების ცენტრში. ამი-
ტომ... ჰეი, ტერელ, მოდი, ჩვენც... რატომაც არა?..
- ტერელს ძალიან ვუყვარვარ, - გამომიცხადა გოგომ.
- დედაშენმა თუ იცის?
რაღაც საცოდავად შეიშმუშნა და ამ წუთში მართლა დაემ-
სგავსა თოთხმეტი წლის ბღარტს.
- იმედი მქონდა, რომ თქვენ ეტყოდით...
- კარგი, ვეტყვი, - დავუქნიე თავი.
უკვე ვისწავლე, რომ არ უნდა განვსაჯო. ვუსმენ, ვარიგებ...
რეზიდენტურაში სწავლის დროს ასეთებს ლექციებსაც კი ვუკით-
ხავდი, მედიდურად გადმოვყურებდი ზემოდან და ვუმტკიცებდი,
რომ მათი ასეთი საქციელი თვითგანადგურების ტოლფასია.
მაგრამ ერთხელ, მანჰეტენში, ერთმა დაღლილმა ჩვიდმეტი
წლის გოგონამ, მესამე მამაკაცისგან მესამე ბავშვს რომ ელო-
და, თვალებში შემომხედა და ისეთი სიმართლე მაჯახა, რომელ-
საც წყალი არ გაუვიდოდა:
- ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა. თქვენ რა იცით...
ხმა ვეღარ ამოვიღე. იმ დღიდან უსიტყვო მსმენელის პოზიცი-
ას ვამჯობინებ. აღარ ვთამაშობ ქველმოქმედი თეთრი კაცის
როლს. უბრალოდ, უკეთესი ექიმი გავხდი. ამ თოთხმეტი წლის
გოგოსა და მის ბავშვს ნამდვილად არაფერს დავაკლებ. არც
იმას ვეტყვი, რომ ტერელი მასთან გამჩერებელი არ არის; რომ
თავის მომავალს ძირი თვითონ გამოუთხარა, რომ ჩემი სხვა პა-
14 მკითხველთა ლიგა
ციენტების კვალს თუ გაჰყვა, სანამ ოცი წლის გახდება, კიდევ
არაერთი მამაკაცი ჩააგდებს ასეთ დღეში.
ისე, ამ ყველაფერს კარგად რომ ჩაუფიქრდე, ალბათ, გარე-
კავ...
კიდევ ცოტა ხანს ვილაპარაკეთ. უფრო სწორად, თვითონ
ლაპარაკობდა, მე კი ვუსმენდი. გასასინჯი ოთახი, რომელიც კა-
ბინეტის მაგივრობასაც მიწევს, დაახლოებით ციხის საკნის ზო-
მისაა (ოღონდ არ იფიქროთ, რომ პირადი გამოცდილება მალა-
პარაკებს). კედლები ისეთი მწვანე საღებავით არის შეღებილი,
როგორსაც დაწესებულებებში, მაგალითად, დაწყებითი სკოლე-
ბის ტუალეტებში ვხვდებით. კარზე მხედველობის შესამოწმებე-
ლი, ასოებიანი სქემა კიდია. ერთ კედელზე დისნეის გახუნებუ-
ლი, გადასაყვანი ნახატია აკრული, მეორე კედელს კვების უშვე-
ლებელი პირამიდა ფარავს. ჩემი თოთხმეტი წლის პაციენტი გა-
სასინჯ მაგიდაზე იჯდა და ხელში სანიტარიული ქაღალდის რუ-
ლონი ეჭირა. გასინჯვის დროს ამ ქაღალდს ყველა პაციენტს ვუ-
რიგებთ. რომ მოვუხიე, რატომღაც „კარნეგი დელის“(„კარნეგი
დელი“ - სწრაფი კვების ობიექტთა ქსელი.) სენდვიჩი გამახსენ-
და.
რადიატორი ისე ხურდა, ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ ასეთ
ადგილას, სადაც წარამარა ბავშვები იხდიან, სხვანაირად არ გა-
მოვა. მე, როგორც ყოველთვის, ჩემს პედიატრიულ აღკაზმულო-
ბას არ ვღალატობდი: ლურჯი ჯინსები, ჩაკ ტეილორის კონვერ-
სები და ჩაღილული „ოქსფორდი“(„ოქსფორდი“ - მამაკაცის პე-
რანგის ერთ-ერთი სახეობა.) მეცვა. მყვირალა ფერის ჰალსტუხ-
ზე კი მეწერა: გადაარჩინეთ ბავშვები - 1994 წელი. თეთრ ხალა-
თებს არასოდეს ვიცვამ. ასე მგონია, ეს ბავშვებს აშინებს.
ჩემი თოთხმეტი წლის გოგო (ძალიან ჩავიხვიე ეს მისი ასაკი)
მართლა კარგი ვინმე იყო. საყურადღებო ის არის, რომ ყველანი
ასეთი საყვარლები არიან...
15 მკითხველთა ლიგა
ერთ კარგ გინეკოლოგთან გადავამისამართე და დედამისსაც
დაველაპარაკე. ახალი და გასაკვირი არაფერი იყო. ასეთ რამე-
ებს თითქმის ყოველდღე ვაკეთებდი. წასვლის წინ მე და ის ქა-
ლი ერთმანეთს გადავეხვიეთ კიდეც. რომ მიდიოდა, მოიხედა და
ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ. ყოველდღიურად დაახ-
ლოებით ოცდახუთი ბავშვიანი ქალი მოდის ჩემთან, მაგრამ
ოფიციალურად გათხოვილებს თითებზე თუ ჩამოთვლი. რო-
გორც უკვე გითხარით, არავის განვსჯი. უბრალოდ, ვაკვირდები.
როცა წავიდნენ, გოგოს ისტორია ამოვქექე და რამდენიმე
გვერდი გადავფურცლე. ამ ბავშვს ჯერ კიდევ რეზიდენტურის
დროიდან ვმკურნალობ. ეესე იგი, როცა მომიყვანეს, რვა წლის
იყო. ზრდის მონაცემები დავათვალიერე და იმდროინდელი მისი
გარეგნობა გავიხსენე. ბევრად შეცვლილი ნამდვილად არ მეჩ-
ვენა. ახლა კი მართლა დავხუჭე თვალები და კარგადაც მოვის-
რისე.
ამ დროს ჰომერ სიმფსონი აჭაჭყანდა:
- გზავნილი მოგივიდა, ფოსტა გახსენი, ფოსტა გახსენი, უ- უ--
უ-უ!..
თვალი გავახილე და მონიტორისკენ გავიხედე. ჰო, „სიმფსო-
ნების“ ერთ-ერთი პერსონაჟის, ჰომერის ხმა იყო. ეს პროგრამა
ვიღაცამ ელფოსტაში ჩააყენა და ახლა, წერილი რომ მომდის,
მონოტონური ხმოვანი შეტყობინების ნაცვლად ეს ვაჟბატონი
შემომძახებს ხოლმე. მშვენიერია. ძალიანაც მომწონს.
ფოსტის შემოწმება დავაპირე, მაგრამ ახლა შიდა ტელეფონი
აყიყინდა და მიმღებიდან ვანდამ მაცნობა:
- ისააა.. მ- მ-მ... იცით, რა... შონა გირეკავთ.
მივხვდი, რატომ დაება ენა. მადლობა გადავუხადე და ანთე-
ბულ ღილაკს თითი დავაჭირე.
- გაგიმარჯოს, ჩემო ჩიტო.

16 მკითხველთა ლიგა
- არ გინდა, უკვე აქა ვარ, - მითხრა შონამ და ტელეფონი გა-
თიშა.
დერეფანს გავხედე. შონა შემობრძანდა. ყოველთვის ასე შე-
მოდის ხოლმე, თითქოს აქაურობას უკადრისობს. შონა ტოპმო-
დელი გახლავთ და იმ მცირერიცხოვანი ადამიანების კატეგო-
რიას მიეკუთვნება, რომლებსაც მხოლოდ სახელით იცნობენ -
მაგალითად, შერი ან ფაბიო(ფაბიო - სუპერპოპულარული იტა-
ლიელი მამაკაცი, მოდელი.). მმისი სიმაღლეა - 1.85, წონა - 41
კგ. მოკლედ, ალბათ, ხვდებით, ის ტიპაჟია, ყველას რომ თვალი
ზედ რჩება. ახლაც ასე მოხდა - მიმღებში თუ ვინმე იჯდა, ყველამ
მისკენ მიატრიალა თავი. შონამ მიმღების მაგიდასთან შეჩერე-
ბით თავი არ შეიწუხა და მიმღებში მომუშავე ქალსაც ეყო ჭკუა,
რომ არ შეეყოვნებინა. შონამ კარს ხელი ჰკრა და ეგრევე, მი-
სალმების მაგივრად მომახალა:
- წავიდეთ, ვჭამოთ.
- ხომ გითხარი, არ მცალია-მეთქი.
- პალტო მოიცვი, გარეთ ცივა.
- მომისმინე, რა... მე არაფერი მიჭირს. ჯერ ერთი, წლისთავი
ხვალ არის.
- შენ მპატიჟებ.
ცოტა შევყოყმანდი და მაშინვე მიხვდა, რომ გამოჭერილი
ვყავდი.
- წამოდი, ბეკ. გავერთობით. კოლეჯი გაიხსენე. ნაშებს რომ
ვაბამდით ერთად...
- მე მსგავსი არაფერი გამიკეთებია.
- ჰო, კარგი, მე ვაკეთებდი. წადი, პალტო ჩაიცვი.
კაბინეტისკენ რომ მივდიოდი, ერთ-ერთი პაციენტის დედამ
გვერდზე გამიყვანა და ჩამჩურჩულა:
- ცხოვრებაში კიდევ უფრო ლამაზი ყოფილა...
- ჰო, რა ვიცი...
17 მკითხველთა ლიგა
- თქვენ, ალბათ... - ქალმა ხელისგულები შეატყუპა, ალბათ,
ერთად ხართო...
- არა, უკვე სხვა ჰყავს, - ვუპასუხე.
- მართლა? ვინ?
- ჩემი და.

***
ერთ ჩაოხრებულ ჩინურ რესტორანში შევედით. ჩინელმა
მიმტანმა რატომღაც ესპანურის მეტი არაფერი იცოდა. შონას
ლურჯი კაბის დეკოლტეს თვალს ვერ ჩააწვდენდით - „შავი ორ-
შაბათის“(„შავი ორშაბათი“ - ამ დღეს აღინიშნა საფონდო ინ-
დექსის უპრეცედენტო ვარდნა მსოფლიო ისტორიაში.) ინდექსი-
ვით მიიწევდა ქვევით... მენიუს რომ დახედა, წარბები შეკრა და
შეიცხადა:
- რაო, რაო?! ხორცის „მუ-შუ“ მექსიკურ ტორტილიაში?!..
- რა გინდა, საინტერესოა...
მე და შონამ ერთმანეთი კოლეჯში ჩარიცხვის პირველივე
დღეს გავიცანით. ვიღაცას რეგისტრაციის დროს ასოები შეეშა-
ლა და შონას მაგივრად შონი ჩაწერა. ასე მოვხვდით ერთ ოთახ-
ში. თავიდან გვინდოდა ადმინისტრაციისთვის გვეთქვა, რომ
შეცდომა დაუშვეს, მაგრამ უცებ მუსაიფი გავაბით. შონამ ლუდი
მიყიდა, ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა და რამდენიმე საათში
გადავწყვიტეთ, ხმა აღარ ამოგვეღო, რადგან არ ვიცოდით, ვის
სად გვიკრავდნენ თავს და რა ნაგავს შემოგვისახლებდნენ.
მერე ამჰერსტის კოლეჯში - დასავლეთ მასაჩუსეტსის ელი-
ტურ სასწავლებელში ჩავირიცხე. დედამიწის ზურგზე არ მეგუ-
ლება უფრო კონსერვატიული და ძველმოდური დაწესებულება.
ელიზაბეთმა, ჩვენმა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა,
იელი აირჩია. ისე, თავისუფლად შეგვეძლო ერთად ჩაგვებარე-
18 მკითხველთა ლიგა
ბინა, მაგრამ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერ-
თობის გამოსაცდელად განშორება აჯობებდა. ბოლოს და ბო-
ლოს, მოწიფული ადამიანები გვეთქმოდა...
შედეგად რა მივიღეთ? გიჟურად გვენატრებოდა ერთმანეთი,
განშორებამ კიდევ უფრო მიგვაჯაჭვა ერთმანეთს და ჩვენს სიყ-
ვარულს ახალი განზომილება შესძინა. აი, რომ ამბობენ, განშო-
რება სიყვარულს აძლიერებსო...
ჰო, ჰო, ვიცი, რომ გულისამრევ რაღაცებს ვამბობ...
ცოტა წავიხემსეთ და შონა მეკითხება:
- ამაღამ მარკს ხომ არ დაიტოვებდი?
მარკი ჩემი ხუთი წლის დისშვილია. კოლეჯს რომ ვამთავრებ-
დით, შონამ ჩემს უფროს დასთან, ლინდასთან დაიწყო ურთიერ-
თობა. შვიდი წლის წინ ქორწინების არაოფიციალური ცერემო-
ნიაც ჩაატარეს. მარკი ამ... ჰო, ამ სიყვარულის ნაყოფი გახ-
ლავთ, ხელოვნური განაყოფიერების წახმარებით. ლინდამ მუც-
ლით ატარა, შონამ კი იშვილა. ცოტა ძველმოდურები იყვნენ და
უნდოდათ, ბავშვს მისაბაძ ნიმუშად მამაკაცი ჰყოლოდა. აამ
კონკრეტულ შემთხვევაში - მე.
ასეა თუ ისე, იმასთან შედარებით, რასაც სამსახურში ვხედავ,
ჩვენი ოჯახი „ოზი და ჰარიეტის“ სანიმუშო ოჯახს ჰგავს.
- პრობლემა არ არის. დიდი ხანია, დისნეის ახალი ფილმის
ნახვა მინდა, - ვუთხარი შონას.
- ახლა მაგარ მოდაშია „გოგოც ასეთი უნდა“. პოკაჰონტასსაც
კი გადაუხურა.
- ძალიან კარგი. ისე, სად მიბრძანდებით შენ და ლინდა?
- ნუ მკითხავ. რაც ლესბოსელობა მოდაში შემოვიდა, ჩვენი
საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა ნახო. ლამის მომენატროს ის
დრო, როცა ტუალეტებში ვიმალებოდით.
ლუდი შევუკვეთე. რად მინდა-მეთქი, კი გავიფიქრე, მაგრამ
ერთ კათხას არა უშავდა.
19 მკითხველთა ლიგა
ერთი შონამაც მოატანინა თავისთვის და ისევ მომიბრუნდა:
- მოკლედ, იმასთან... აღარ ხარ? სახელი დამავიწყდა...
- ბრენდი.
- ჰო, ბრენდი. ისე, რა საყვარელი სახელია. მაგას დაც ეყო-
ლება - სახელად ვისკი!
- ერთი-ორჯერ შევხვდით და ეგ იყო.
- კარგი გიქნია. ძალიან გაძვალტყავებული იყო, შეეშინდე-
ბოდა კაცს. მე კიდევ მშვენიერი გოგო მოგიძებნე.
- არ მინდა, გმადლობთ.
- რა ტანი აქვს, დაეცემი...
- საქმეებს ნუ მიწყობ, შონა, გეხვეწები.
- რატომ?
- გაიხსენე, ბოლოს ვინ მიჩალიჩე.
- კასანდრა?
- ჰო.
- აი, რას უწუნებდი?
- დავიწყოთ იმით, რომ ლესბოსელი იყო.
- ღმერთო ჩემო, რა ბნელი ხარ!
ამ დროს შონას მობილური აწკრიალდა. შონა სკამის საზურ-
გეს მიეყრდნო და ზარს უპასუხა, მაგრამ თვალს წამითაც არ მა-
ცილებდა. მერე რაღაც წაიჯაჯღანა, ტელეფონი დაკეცა და გამო-
აცხადა:
- უნდა წავიდე.
მიმტანს დავუძახე.
- ხვალ საღამოს ჩემთან მოდიხარ, - მითხრა წასვლის წინ.
მძიმედ ამოვიოხრე:
- რაო, ლესბოსელებს გეგმები არა აქვთ?
- მე არა მაქვს, შენს დას - კი. ხვალ სქოუფების წვეულებაზე
მარტო მიდის.
- შენ რატომ არ მიჰყვები?
20 მკითხველთა ლიგა
- ზედიზედ ორი ღამით ბავშვის მარტო დატოვება არ გვინდა.
ლინდა აუცილებლად უნდა წავიდეს, ფონდის თავმჯდომარეა. მე
ვთხოვე და გამათავისუფლეს. შემოირბინე, რა, გთხოვ! რამეს
შევუკვეთ და ბავშვთან ერთად ფილმებს ვუყუროთ.
მეორე დღეს მორიგი წლისთავი იყო. ელიზაბეთი ცოცხალი
რომ ყოფილიყო, ხეზე 21-ე ხაზს ამოვკაწრავდით. ალბათ, გა-
გიკვირდებათ, მაგრამ ამ დღეების გადატანა სრულებით არ მიმ-
ძიმდა. ყველა წლისთავზე, დღესასწაულსა და დაბადების დღეზე
ისე ვიქოქებოდი, რომ ამ თარიღების გადაგორება ნამდვილად
არ მეძნელებოდა. აი, ჩვეულებრივ დღეებში მიჭირდა, თუ მი-
ჭირდა: პულტს რომ დავაწკაპუნებდი და ხან მერი ტაილერისა
და „ჩირზის“ შოუ რომ ამომიხტებოდა ეკრანზე, ხან კიდევ წიგნე-
ბის მაღაზიებს რომ დავუვლიდი და ელის ჰოფმანის ან ენ
ტაილერის ახალ წიგნებს რომ ამოვქექავდი. ან კიდევ ო’ჯეის,
ფორ ტოპსა და ნინა სიმონეს რომ ვუსმენდი. რამდენი რამე ჩა-
მოვთვალო, რაც სადაგ დღეებში ხდება...
- ელიზაბეთის დედას შევპირდი, შემოგივლით-მეთქი... - ვუთ-
ხარი შონას.
შეწინააღმდეგება დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა და შემაპა-
რა:
- იქიდან რომ გამომიარო?
- ჰო, კარგი, - დავეთანხმე ბოლოს.
შონამ ხელი ჩამჭიდა და მითხრა:
- ისევ იპარები სადღაც, ბეკ...
არაფერი ვუპასუხე.
- ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. ტრადიციულისკენ ოდნავ მა-
ინც რომ მიმიწევდეს გული, შენი დისკენ არც გავიხედავდი.
- ძალიან მასიამოვნე. მართლა გეუბნები.
- ნუ ჩაიკეტები, გთხოვ. მე მაინც გამიხსენი გული, თორემ
სულ წაგვიხვალ ხელიდან. დამელაპარაკე ხოლმე, გესმის?
21 მკითხველთა ლიგა
- კარგი, ასე იყოს, - შევპირდი, მაგრამ შესრულებისა რა მო-
გახსენოთ...

***
მინდა გითხრათ, რომ ის გზავნილი კინაღამ წავშალე...
ფოსტაში იმდენი ნაგავი მიგროვდება, რომ წასაშლელი ღი-
ლაკისკენ ხელი უკვე თავისით მიმდის. ჯერ მისამართს ვკითხუ-
ლობ, თუ რომელიმე ნაცნობისგან ან საავადმყოფოს თანამ-
შრომლისგანაა, ხომ კარგი, თუ არა და ეგრევე ვშლი.
იმ დღესაც მივუჯექი სამუშაო მაგიდას და ფოსტას გადავხედე.
რა თქმა უნდა, გაძეძგილი იყო. სკამზე დავტრიალდი და წასაშ-
ლელად თითი გავამზადე. ერთი გზავნილი სრულიად ახალი აღ-
მოჩნდა. ალბათ, ამაზე მეუბნებოდა ის მჩხავანა ჰომერი, გახსე-
ნიო. სწრაფად შევავლე თვალი და ტექსტის პირველ ასოს თვა-
ლი დავადგი.
ეს რაღაა?!
პროგრამა ისე იყო აწყობილი, რომ ეკრანზე ორი ასოსა და
გამომგზავნის ელექტრონული მისამართის მეტს ვერაფერს ვხე-
დავდი. მისამართი ვერ ვიცანი. რამდენიმე ციფრს
@comparama.com. მოჰყვებოდა.
თვალები მოვჭუტე და მარჯვენა ღილაკს დავაჭირე. გზავნი-
ლის თემა თითო-თითო ასოდ ამოდიოდა. ყოველ დაჭერაზე მა-
ჯისცემა მიჩქარდებოდა, სუნთქვა მეკვროდა. ღილაკს მოუშო-
რებლად დავაჭირე ხელი და დაველოდე. როცა ყველა ასო--
ნიშანი გამოჩნდა, თემა კიდევ ერთხელ ჩავიკითხე და გული გა-
მიჩერდა.
- ექიმო!
ხმა ვერ ამოვიღე.
- ექიმო ბეკ!
22 მკითხველთა ლიგა
- ერთი წუთი დამაცადე, ვანდა!
ვანდამ უცებ არ გათიშა. ტელეკომში ცოტა ხანს კიდევ მესმო-
და მისი ხმა. მერეღა გავიგონე ღილაკის წკაპუნი. ეკრანს თვალს
ვერ ვაცილებდი.
T:dbeckmd@nyhosp.com
From:13943928@comparama.com
Subject:E.P.+D.B./////////////////////
ოცდაერთი ხაზი. უკვე მეოთხედ გადავითვალე.
ბოროტი, ავადმყოფური ხუმრობაა, სხვა რა უნდა იყოს... ხე-
ლები სიმწრით მოვმუშტე... ნეტავ ვინ ქვეშაფსია მატრაბაზი მი-
კეთებს ახლა ამას. ფოსტაში ანონიმურობის შენარჩუნება ძალი-
ან ადვილია. ეგ ხომ საუკეთესო სამალავია ტექნიკას ამოფარე-
ბული მშიშრებისთვის... მაგრამ საქმე ის იყო, რომ იმ ხისა და
ჩვენი წლისთავების ამბავი ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცოდა. რა
თქმა უნდა, შონამ და ლინდამ იცოდნენ. კიდევ, ელიზაბეთს შე-
ეძლო მშობლებისთვის და ბიძისთვის მოეყოლა. ეგ იყო და ეგ...
ამას ვინღა მიგზავნის?!
ტექსტის წაკითხვა დავაპირე, მაგრამ რაღაც არ მიშვებდა...
საერთოდ, ელიზაბეთზე ბევრად მეტს ვფიქრობდი, ვიდრე
ვიმჩნევდი. ვიცოდი, რომ არავინ ტყუვდებოდა, მაგრამ მაინც
ვდუმდი - არც ცოლს ვახსენებდი და არც მომხდარს. ზოგიერთს
ეგონა, რომ ძალად ვვაჟკაცობდი, ხალხის სიბრალულს ვარი-
დებდი თავს და ასე შემდეგ... არც იფიქროთ. უბრალოდ, ელიზა-
ბეთზე ლაპარაკი ტკივილს მგვრიდა. თან ძალიან დიდს. მის ბო-
ლო შეკივლებას მაგონებდა; ყველა პასუხგაუცემელ კითხვას,
ყველა „რომსა“ და @„იქნებს“ ხელახლა წამოატივტივებდა
ხოლმე. დამიჯერეთ, არაფერი ისე არ ანგრევს ნერვულ სისტე-
მას, როგორც ეს „რომ“-ები და „იქნებ“-ები. ყოველ ჯერზე თავი-
დან ვიწყებდი თავის დადანაშაულებას და ყოველ ჯერზე ისევ
მიხვრეტდა ტვინს ერთადერთი, თუნდაც სრულიად ირაციონა-
23 მკითხველთა ლიგა
ლური აზრი: „რომელიმე სხვა, უფრო მაგარი, უფრო კარგი მამა-
კაცი რომ მდგარიყო მის გვერდით, იქნებ გადაერჩინა კიდეც“.
ზოგი ამტკიცებს, რომ ტრაგედიის გაცნობიერებას დიდი დრო
უნდა. ვითომ თავიდან შეშდები, რეალობას ადეკვატურად ვერ
აღიქვამ და ასე შემდეგ... ესეც არ არის მართალი. ჩემს შემთხვე-
ვაში მაინც... ყველაფერი, რაც მანამდე გაუგებარი იყო, ეგრევე
დალაგდა, როგორც კი ელიზაბეთის გვამი იპოვეს. იმწუთას მივ-
ხვდი, რომ ვეღარასდროს ვნახავდი, ვეღარასდროს ჩავიხუტებ-
დი, აღარასოდეს გვეყოლებოდა შვილები და ერთად აღარ დავ-
ბერდებოდით. მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ გა-
ნაჩენი გადაუდებელი იყო; ვერავის ვერაფერს გამოვტყუებდი,
ვერ გავურიგდებოდი...
ქვითინიც მაშინვე წამსკდა. ვეღარ ვჩერდებოდი. ასე შეუჩე-
რებლად ვიბღავლე რამდენიმე დღე, დასაფლავების დღის ჩათ-
ვლით. ხელს არავის ვაკარებინებდი. შონასა და ლინდასაც კი.
მარტო მეძინა ჩვენს საწოლში, ელიზაბეთის ბალიშში თავჩარ-
გულს. ვცდილობდი, მისი სუნი შემესრუტა. მერე მის კარადებში
ვძვრებოდი და მის ტანსაცმელებში ვრგავდი სახეს. განა მშვე-
ლოდა, პირიქით, მზარავდა და ტკივილს მაყენებდა, მაგრამ რა
მექნა, მისი სუნი მცემდა და ვერ ვჩერდებოდი.
კეთილისმსურველები - ამქვეყნად ყველაზე მურტალი ხალხი
- გაცვეთილ სიტყვებს არ მაკლებდნენ. მე კიდევ საკმარისი სა-
ფუძველი მქონდა იმისთვის, რომ გამეფრთხილებინა: მომისამ-
ძიმრეთ, მაგრამ ნუ მეუბნებით, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა
ვარ და ყველაფერი წინ მაქვს, რომ ის ახლა ცაშია და რომ
უფალს ასე ჰქონდა განზრახული. ნუ მეუბნებით, რომ მაინც ბედ-
ნიერი ვარ, თუნდაც იმით, რომ „ასეთი სიყვარული მხვდა წი-
ლად“. მაგიჟებდა ეს ბანალობები. ძალიან არაადამიანურად კი
ჟღერს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ერთი სული მქონ-
და, ამის მთქმელი რომელიმე იდიოტისთვის მეთქვა - შენ რა-
24 მკითხველთა ლიგა
ტომ უნდა იყო ცოცხალი, როცა ჩემს ელიზაბეთს მიწა ჭამს--
მეთქი...
ხშირად მესმოდა ასეთი რამეც:
„სჯობს სიყვარული ერთხელ მაინც განიცადო და მერე თუნ-
დაც დაკარგო!“ ჩემი ფეხები... კიდევ ერთი სიყალბეა, დამიჯე-
რეთ. ჯერ სამოთხეს რომ გიჩვენებენ და მერე თავზე დაგამხო-
ბენ, ამაზე უარესი რა უნდა იყოს...
ეს რაც შეეხება ჩემს ეგოისტურ განცდებს. მაგრამ ყველაზე
მეტად ის ფიქრი მკლავდა, რომ ცოლს ბევრ რამეს ვაკლებდი.
ვერ წარმოიდგენთ, რამდენ რამეს ვხედავდი ან ვაკეთებდი
ისეთს, რაც, ჩემი აზრით, ელიზაბეთს მოეწონებოდა... და ყოველ
ჯერზე ტკივილი ხელახლა შემომიტევდა ხოლმე.
ხალხს აინტერესებს, თუ ვნანობ რამეს. მაგაზე ერთი პასუხი
მაქვს: მხოლოდ ის წამები მენანება, რომლებსაც სხვა საქმიანო-
ბას ვუთმობდი, იმის მაგივრად, ელიზაბეთი კიდევ უფრო გამე-
ბედნიერებინა.
- ექიმო!
- კიდევ ერთი წამი!
თაგვს ხელი მოვკიდე და კურსორი დავაყენე. მერე დავაჭირე
და გზავნილიც ბოლომდე ამოხტა:
T:dbeckmd@nyhosp.com
From:13943928@comparama.com
Subject:E.P.+D.B./////////////////////
გახსენი ეს ბმული.
კოცნის დრო. წლისთავი.

მკერდი ტყვიასავით დამიმძიმდა.


კოცნის დრო?..

25 მკითხველთა ლიგა
არა, ეს ხუმრობაა. სხვა რა უნდა იყოს?! დაშიფრული კრიპ-
ტოგრამებისა არაფერი გამეგებოდა. ვერც ლოდინს ვიტანდი.
თაგვს ხელი წამოვუსვი და ისარი ბმულამდე მივიყვანე. მერე
დავაწკაპუნე და მაშინვე გგაისმა მოდემის წიაღიდან ნაცნობი
ხავილი - ტექნიკის სასიყვარულო ძახილი...
კლინიკაში მოძველებული სისტემა გვქონდა და ბრაუზერს
კარგა ხანი დასჭირდა ასატვირთად. ვიჯექი და ვფიქრობდი:
კოცნის დრო... კოცნის დრო...
ვინ არიან, საიდან იციან?
ბრაუზერმა მუშაობა დაასრულა. შეცდომაა. მაცნობა პროგ-
რამამ.
გული შემიწუხდა. ვინ ჯანდაბაა, ვინ გზავნის?! კიდევ ერთხელ
ვცადე. ისევ გამოჩნდა შეტყობინება შეცდომის შესახებ, ისევ არ
შემიშვა ბმულმა...
ვინ ოხერია, საიდან იცის ეს ფრაზა?!
მე ხომ ეს არავისთვის მითქვამს. ამაზე ცოლ-ქმარი ერთმა-
ნეთშიც კი იშვიათად ვლაპარაკობდით. ან რა უნდა გვეთქვა?
პოლიანასავით 2 გულჩვილები ვიყავით და ამის საჯაროდ გამო-
ხატვა ნამდვილად არ გვინდოდა.
ცოტა უცნაური კი იყო, მაგრამ მაშინ, 21 წლის წინ, იმ პირვე-
ლი კოცნისას, დრო მოვინიშნე. ისე, სახალისოდ... ჩემს „კასი-
ოს“3 დავხედე და ხმამაღლა ვთქვი: „შვიდის თხუთმეტი წუთი“.
ელიზაბეთმა კი იქვე დაამატა: კოცნის დრო!

2პოლიანა - საბავშვო წიგნის პოპულარული პერსონაჟი. სათნო


და ოპტიმიზმით სავსე გოგონა.
3 „კასიო“ - იაპონური საათი.

26 მკითხველთა ლიგა
კიდევ შევხედე გზავნილს. უკვე ჭკუიდან გადადგომას ვიწყებ-
დი. ეს უკვე სასაცილოც აღარ იყო. ბოროტი მესიჯის გამოგზავნა
ერთია, მაგრამ...
კოცნის დრო...
ეს დრო ხვალ საღამოს დადგება. შვიდის თხუთმეტ წუთზე.
ლოდინის მეტი აღარაფერი დამრჩენია.
ჰოდა, ვნახოთ...
ტექსტი ყოველი შემთხვევისთვის დისკეტზე შევინახე და ამო-
ბეჭდვის ბრძანება მივეცი. კომპიუტერის ბევრი არაფერი მესმის,
მაგრამ გამიგია, რომ ზოგჯერ სულ ქვედა ნაწილში მოთავსებუ-
ლი აბდაუბდის მიხედვით გზავნილის წყაროს მიგნება შეიძლე-
ბა. პრინტერმა ერთიც დაიკრუტუნა. თემას კიდევ ერთხელ გადა-
ვავლე თვალი და ხაზები გადავითვალე. ჰო, ოცდაერთი იყო.
გამახსენდა ჩვენი ხე და ჩვენი პირველი კოცნა. გამახსენდა
და უცებ ამ ჩემს ვიწრო, დახუთულ კაბინეტში მარწყვის კანფეტე-
ბის სუნი მეცა.

27 მკითხველთა ლიგა
2

სახლში კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა წარსულიდან.


ჯორჯ ვოშინგტონის ხიდთან ვცხოვრობ. „ამერიკული ოცნე-
ბის“ ტიპური უბანია, გრინ-რივერი ჰქვია და ნიუ-ჯერზის შტატს
ეკუთვნის. დასახელების მიუხედავად, აქ არც მდინარე ჩანს სად-
მე და გამწვანებასაც ისე, კანტიკუნტად თუ ნახავთ. ეს სახლი ბა-
ბუაჩემს ეკუთვნის. სამი წლის წინ, როცა ბებო გარდაიცვალა,
ორივენი აქ გადმოვბარგდით, მიმსვლელ-მომსვლელ ექთანებ-
თან ერთად.
ბაბუას ალცჰაიმერი აქვს. მისი გონება იმ შავ-თეთრ ტელევი-
ზორებს მაგონებს, მოშლილი ანტენები რომ ედგათ თავზე კურ-
დღლის ყურებივით. მიდი-მოდის... ხან აქ არის, ხან არა. „ანტე-
ნა“ ერთ მდგომარეობაში უნდა დააფიქსირო და ხელი აღარ
დააკარო. თუმცა გამოსახულება მაშინაც ბუნდოვანია და ვერტი-
კალური ხაზები დაჰყვება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო,
მაგრამ ამ ბოლო დროს - თუ ისევ ამ მეტაფორას გავყვებით -
„ტელევიზორი“ უკვე ძლივს ბჟუტავს.
ბაბუაჩემი სიყვარულით არასოდეს მყვარებია. წაიდესპოტებ-
და, ძველი ყაიდის სხვა კაცების მსგავსად... თავის დროზე სხვე-
ბის დაუხმარებლად გაიქაჩა და ამიტომ ადამიანის მიმართ მისი
კეთილგანწყობა ამ ადამიანის წარმატებულობის პირდაპირ-
პროპორციული იყო. სიყვარულიც ასეთი ტლანქი იცოდა. მოკ-
ლედ, მამაკაცური დიქტატის ეპოქას ჩვენს დროშიც არ ღალა-
ტობდა. ჩემნაირი შვილიშვილი - მგრძნობიარე, სუსტი აღნაგო-
ბის - თუნდაც ბეჯითი - საკმაოდ ადვილად ხელწამოსაკრავი აღ-
მოჩნდა მისთვის.
ამ სახლში მასთან ერთად იმიტომ გადმოვბარგდი, რომ ეს
ლინდას არ გაეკეთებინა. აარადა, გამკეთებელი იყო. მახსოვს,
28 მკითხველთა ლიგა
როცა საზაფხულო ბანაკში „მისია მთელი სამყაროს“4 ვმღერო-
დით, სიმღერის ტექსტი ზედმეტად ახლოს მიჰქონდა ხოლმე
გულთან. ასეთებს ვალდებულების გრძნობა გამძაფრებული
აქვთ. მაგრამ ლინდას შვილი და პარტნიორი ჰყავდა, ბევრი რა-
მე იყო მის კისერზე. მე კი ჩემთვის ვიყავი. ამიტომ დავასწარი,
თანაც მომწონდა აქაურობა. ირგვლივ სიმშვიდე და მყუდროება
იყო.
ამ დროს ქლოე, ჩემი ძაღლი, მომვარდა კუდის ქნევით. პარ-
ტყუნა ყურები მოვუქავე. ერთი-ორი წუთით გაუტკბა, მაგრამ მე-
რე საბლისკენ დაიწყო თვალის გაპარება.
- ცოტაც დამაცადე, - ვუთხარი.
ქლოეს არ უყვარს ეს ფრაზა. ერთი ამომხედა, რაც სულაც არ
არის ადვილი, როცა თვალებს მთლიანად თმა გიფარავს.
ქლოე „წვეროსანი“ კოლია. კოლის ეს სახეობა, მე თუ მკით-
ხავთ, ყველაზე მეტად ჰგავს მეცხვარულ ძაღლს. დავქორწინ-
დით თუ არა, მაშინვე ვიყიდეთ მე და ელიზაბეთმა. ელიზაბეთს
უყვარდა ძაღლები, მე კი არა. სამაგიეროდ ახლა მიყვარს.
ქლოე გასასვლელს მიადგა. ხან მე მიყურებდა, ხან კარს უშ-
ტერებდა თვალს. მიდიო, რა...
ბაბუაჩემი ტელევიზორთან მიკუნტულიყო. რაღაც ტელეთა-
მაშს გადმოსცემდნენ. ბმოხუცს ჩემკენ არ მოუხედავს, მაგრამ
აშკარა იყო, არც ტელევიზორს უყურებდა. გადაფითრებულ სა-
ხეზე მიცვალებულის გამომეტყველება ჰქონდა შეყინული. ეს ყი-
ნული მხოლოდ მაშინ ლღვებოდა, როცა საფენს უცვლიდნენ.
უცებ ჩაიღიმებდა, სახე მოულბებოდა, თვალები აუწყლიანდებო-
და და ცრემლსაც კი გადმოაგორებდა. მე მგონი, ყველაზე მეტად

4„მისია მთელი სამყარო“ - ტრადიციული ამერიკული სფირი-


ჩუელი (როგორც ჟანრი სათავეს იღებს ამერიკის სამხრეთის აფ-
როამერიკელთა სასულიერო სიმღერებიდან).

29 მკითხველთა ლიგა
იმ წუთებში უნათდებოდა გონება, როცა თავის დაჩაჩანაკებას
აცნობიერებდა და ეს ერთგვარ ნეტარებას ჰგვრიდა.
ღმერთს მართლაც არ აკლია იუმორის გრძნობა...
ექთანს სამზარეულოში წერილი დაეტოვებინა: „შერიფ
ლოუელს დაურეკეთ“. წარწერის ქვეშ ტელეფონის ნომერიც იყო
მიჯღაბნილი.
თავში მაშინვე დამეწყო მფეთქავი ტკივილი. იმ თავდასხმის
შემდეგ ისეთი შაკიკი დამჩემდა, თავის ქალას მხდიდა ხოლმე.
ხუთი დღე საავადმყოფოშიც კი ვიწექი, მაგრამ ჩემი ერთი ახ-
ლობელი ექიმი ამტკიცებდა, რომ შაკიკი უფრო ფსიქოლოგიური
ხასიათისაა, ვიდრე ფიზიოლოგიური. ალბათ, მართალია. დარ-
ტყმა უნდა ამეცდინა, წინასწარ უნდა დამენახა, რომ ცემას მიპი-
რებდნენ, წყალში უნდა ჩავმხტარიყავი... ბოლოს და ბოლოს,
ძალა ხომ მოვიკრიბე და ჩემს თავს ხომ ვუშველე? რატომ იგივე
არ გავაკეთე ელიზაბეთისთვის?
ვიცი, ამაოა თითზე კბენა... …
ბარათს ხელმეორედ გადავავლე თვალი. ქლოემ წკმუტუნი
დაიწყო. თითი ავწიე და ხმა ჩაიკმინდა, მაგრამ ისევ დაიწყო
თვალების ცეცება ხან ჩემკენ და ხან კარისკენ.
შერიფი ლოუელი რვა წელი არ შემხმიანებია, მაგრამ დღემ-
დე ძალიან კარგად მახსოვდა, საავადმყოფოში რომ თავზე მად-
გა მაწაკი და დაეჭვებული სახით.
ახლა რაღა უნდა ნეტავ...
ყურმილი ავიღე და ნომერი ავკრიფე. ზარი გავიდა თუ არა,
უცებ მიპასუხა:
- დიდი მადლობა, ექიმო, რომ დამირეკეთ.
აბონენტთა იდენტიფიკატორების დიდი მოყვარული არა ვარ.
არ ჯდება ჩემს გემოვნებაში ეს სისტემა. რაღაც უადგილო მედი-
დურობას ვხედავ მასში, მაგრამ ჩავახველე და თავაზიანი შესავ-
ლის გარეშე ვკითხე:
30 მკითხველთა ლიგა
- რით შემიძლია გემსახუროთ, შერიფო?
- აქვე, უბანში ვარ. ძალიან მინდა თქვენი ნახვა და თუ არაფე-
რი გაქვთ საწინააღმდეგო, შემოგივლით.
- მეგობრული ვიზიტია?
- არა, ვერ ვიტყოდი.
ჩემს პასუხს დაელოდა, მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე.
- ახლა რომ მოვიდე?
- იქნებ მითხრათ, რა ხდება?!
- მოთმენა მოგვიწევს, სანამ...
- არ მინდა მოთმენა! - შევუღრინე და ყურმილი ისე ჩავბღუჯე,
ხელი მეტკინა.
- კარგი, ექიმო, მესმის თქვენი, - შერიფმა ისე ჩაახველა, მივ-
ხვდი, დრო გაჰყავდა.
- საინფორმაციოს თუ უყურეთ, რაილის ოლქში ორი გვამი
რომ იპოვეს? - მკითხა ბოლოს.
პირველად მესმოდა.
- არაფერი ვიცი, გისმენთ.
- ეს შემთხვევა თქვენს კუთვნილ ტერიტორიასთან ახლოს
მოხდა.
- ეს ტერიტორია ბაბუაჩემის საკუთრებაა და არა ჩემი.
- მაგრამ თქვენ ბაბუათქვენის კანონიერი მეურვე ხართ, ასე
არ არის?
- არა, კანონიერი მეურვე ჩემი დაა.
- მაშინ იქნებ დას დაურეკოთ. მასაც მინდა დაველაპარაკო.
- ის გვამები ტბაზე ხომ არ უპოვიათ?
- არა. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ. ეს მიწები უკ-
ვე ოლქის საკუთრებაა.
- ჩვენგან რაღა გინდათ?
პაუზა.

31 მკითხველთა ლიგა
- მომისმინეთ. ერთ საათში მანდ ვიქნები. ამასობაში იქნებ
ლინდაც მოიყვანოთ, - მითხრა და ყურმილი დაკიდა.

***
ჩავლილმა რვა წელიწადმა შერიფი ნამდვილად არ დაინდო.
თუმცა არც მანამდე მყავდა მელ გიბსონი. ერთი ქეციანი ტიპი
იყო; გამოუსწორებელი ცუღლუტის იერი დაჰკრავდა. რომ შეხე-
დავდით, ნიქსონი მამაკაცური სილამაზის ეტალონად მოგეჩვე-
ნებოდათ. ცხვირი ხახვის ბოლქვივით ჰქონდა გაბუშტული. ჯიბი-
დან წარამარა ამოჰქონდა ნათრევი ცხვირსახოცი. გულმოდგი-
ნედ გაშლიდა, ცხვირს მოიხოცავდა, მერე ისევ კოხტად გაკეცავ-
და და გულის ჯიბეში შეიჩურთავდა.
ამასობაში ლინდაც მოვიდა. ტახტზე წამოიჯგიმა და ჩემს და-
საცავად მოემზადა. ასე იცოდა. მთელ ყურადღებას შენკენ მო-
მართავდა და ისე მოგაშტერდებოდა იმ თავისი დიდრონი თაფ-
ლისფერი თვალებით, რომ გვერდზე ვეღარ გაიხედავდი. აშკა-
რად მიკერძოებული ვარ, მაგრამ ლინდაზე უკეთეს ადამიანს
მართლა არ ვიცნობ. გაცვეთილ სიტყვებს გავურბივარ, მაგრამ
მისი ამქვეყნად არსებობის ფაქტიც კი იმედს მისახავს გულში.
მისი სიყვარული კი ერთადერთია, რაც ამქვეყნად დამრჩენია.
ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის სასტუმრო ოთახში ვისხედით.
აქაურობას, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის გვერდს ვუვლი-
დი. აშმორებული ოთახი იყო, რაღაცით გზარავდა. ტახტებს
დღემდე ასდიოდა ბებრული სუნი. როცა აქ შემოვდიოდი, მეჩვე-
ნებოდა, რომ სუნთქვა მიჭირდა. შერიფი ერთხანს წრიალებდა,
მოხერხებულად მოკალათებას ცდილობდა. რამდენჯერმე
მოიხოცა ცხვირი, უბის წიგნაკი მოიმარჯვა, თითი გაილოკა და
გვერდი მონახა. მერე, რაც შეეძლო, მეგობრულად გაგვიღიმა
და დაიწყო:
32 მკითხველთა ლიგა
- თუ შეიძლება, მითხარით, ბოლოს როდის იყავით ტბაზე?
- ერთი თვის წინ, - უპასუხა ლინდამ, მაგრამ შერიფი მე მომ-
ჩერებოდა.
- თქვენ, ექიმო?
- რვა წლის წინ.
შერიფმა თავი ისე დააქნია, თითქოს ასეთ პასუხს ელოდა.
- როგორც უკვე გთხარით, ტბა ჩარმეინის ახლოს ორი გვამია
ნაპოვნი.
- ჯერ არ ამოგიცნიათ? - ჰკითხა ლინდამ.
- არა.
- უცნაურია.
ლოუელმა ისევ ამოიღო ცხვირსახოცი. გონებაში პასუხს აყა-
ლიბებდა.
- მხოლოდ ის ვიცით, რომ ორივე მამაკაცია, ორივე ზრდას-
რული და ორივე თეთრკანიანი. ახლა უგზო-უკვლოდ დაკარგუ-
ლების სიებს ვამოწმებთ. გვამები საკმაოდ დიდი ხნისაა და...
- მაინც რა ხნის? - ვკითხე მე.
შერიფმა ისევ ჯიქურ შემომხედა.
- ძნელი სათქმელია, ექსპერტიზა ჯერ კიდევ ტარდება, მაგ-
რამ ჩვენი ვარაუდით, ხუთი წლის მაინც იქნება, თან სამარხი ძა-
ლიან ღრმა იყო. ალბათ, ვერც კი ვიპოვიდით, მაგრამ... ამას წი-
ნათ, მოგეხსენებათ, არნახული თავსხმა იყო და ის ადგილი
დაიმეწყრა. მერე ის ძვლიანი დათვიც გამოჩნდა...
მე და ჩემმა დამ ერთმანეთს გადავხედეთ.
- უკაცრავად?.. - ჩაეკითხა ლინდა.
- მონადირემ დათვი მოკლა და პირში ძვალი აღმოუჩინა. ეს
ძვალი ადამიანის აღმოჩნდა. უკვე დავადგინეთ. მინდა გით-
ხრათ, რომ ამისთვის კარგა ხანი დაგვჭირდა. იმ ადგილას გათ-
ხრებს ახლაც ვაწარმოებთ.
- ფიქრობთ, რომ კიდევ იპოვით გვამებს?
33 მკითხველთა ლიგა
- დანამდვილებით ვერ გეტყვით.
მე საზურგეს მივესვენე, ლინდა კი ისევ ისე შემართული და
გაფაციცებული იჯდა.
- ახლა რა გნებავთ ჩვენგან, ტბის ტერიტორიაზე გათხრების
ნებართვა უნდა მოგცეთ?
- ნაწილობრივ ასეა.
დავაცადეთ, კიდევ რას იტყოდა. ჩაახველა და ისევ მე გად-
მომხედა.
- ექიმო, თქვენი სისხლის ჯგუფი ხომ მეორე დადებითია?
პასუხი დავაპირე, მაგრამ ლინდამ მზრუნველად დამადო
მუხლზე ხელი და იკითხა:
- ეს რა კავშირშია ამ საქმესთან?
- რაღაც კიდევ ვიპოვეთ იმ სამარხში...
- მაინც რა?
- უკაცრავად, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
- მაშინ მიბრძანდით აქედან! - ვუთხარი უცებ.
ლოუელს დიდად არ გაჰკვირვებია ჩემი ეს აფეთქება.
- დამაცადეთ, ხომ უნდა გავერკვე... - მითხრა მშვიდად.
- გეუბნებით, მიბრძანდით-მეთქი! - არ ვიშლიდი ჩემსას.
შერიფი არც გატოკებულა. შემომხედა და მითხრა:
- ვიცი, რომ თქვენი მეუღლის მკვლელი უკვე დასჯილია და ამ
ყველაფრის ხელახლა წამოტივტივება თქვენთვის ძალიან
მტკივნეულია.
- ზედმეტი მზრუნველობა არ მესაჭიროება.
- არც მიფიქრია.
- რვა წლის წინ მის მოკვლას მეც კი მაბრალებდით.
- კი არ გაბრალებდით, მეუღლე ხართ და ასეთ შემთხვევებში
ახლობლების სავარაუდო თანამონაწილეობის ვერსიაც განიხი-
ლება.

34 მკითხველთა ლიგა
- მაგ სისულელეებზე დრო რომ არ დაგეკარგათ, იქნებ გეპო-
ვათ, სანამ არ... - სათქმელი ვეღარ დავამთავრე, სუნთქვა მი-
ჭირდა. მივტრიალდი, რომ მისთვის აღარ მეყურებინა.
უჰ, შენი...…
ლინდა ხელში მწვდა, მაგრამ უკან გავიწიე.
- ასეთი სამსახური მაქვს, ყველა ვარიანტი უნდა განვიხილო,
- მონოტონურად დუდუნებდა შერიფი, - მაშინ ადგილობრივი
ორგანოებიც გვეხმარებოდნენ. თქვენს სიმამრსა და მის ძმასაც
ვაწვდიდით ინფორმაციას და ძიებას ისინიც თვალს ადევნებ-
დნენ. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო...
უკვე ვეღარ ვუსმენდი.
- რა ჯანდაბა გინდათ ჩვენგან?!
შერიფი წამოდგა და შარვალი ამოიქაჩა, თითქოს გვანიშნებ-
და, ამხელა კაცს ცოტა მოწიწებით მელაპარაკეთო.
- თქვენი სისხლის სინჯი მჭირდება.
- რატომ?
- როცა თქვენი ცოლი გაიტაცეს, თქვენც თავს დაგესხნენ, ასე
არ იყო?
- მერე?
- ბლაგვი იარაღი ჩაგარტყეს.
- ეს ყველაფერი უკვე ვიცით.
- დიახ, - თქვა ლოუელმა და ცხვირი კიდევ ერთხელ მოიხო-
ცა. მერე ცხვირსახოცი შეინახა და სათქმელს მიადგა:
- როცა გვამები ვიპოვეთ, იქვე ბეისბოლის კეტიც ეგდო.
თავმა ისევ დამიწყო ფეთქვა.
- კეტი?!..
ლოუელმა თავი დამიქნია.
- დიახ, გვამებთან ერთად ხის კეტიც იყო სამარხში.
- არ მესმის, ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს ჩემს ძმასთან? -
ჩაერია ლინდა.
35 მკითხველთა ლიგა
- კეტზე სისხლი იყო მიმხმარი. ანალიზი ავიღეთ და მეორე
დადებითი აღმოჩნდა. თქვენი ჯგუფია, მისტერ ბეკ, - მომმართა
შერიფმა.
ფიქრებით ისევ იქ დავტრიალდი: ტბა, წლისთავი, ხე, ნაკაწ-
რი, მანქანის კარის ხმა და ნაპირისკენ ჩემი საცოდავი, გიჟური
გაფართხალება...
- თუ გახსოვთ, როგორ ჩავარდით ტბაში? - მკითხა ლოუელ-
მა.
- მახსოვს.
- თქვენი მეუღლის ხმაც ხომ იმ დროს გაიგონეთ?
- დიახ.
- შემდეგ გონება დაკარგეთ, თანაც წყალში. ასე არ იყო?
თავი დავუქნიე.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად ღრმა იყო წყალი? იმ ადგილს
ვგულისხმობ, სადაც ჩავარდით...
- კი მაგრამ, ეს ყველაფერი რვა წლის წინ არ უნდა გაგერკვი-
ათ?
- მომითმინეთ, ექიმო, გთხოვთ.
- არ ვიცი. ღრმა იყო.
- გფარავდათ?
- დიახ.
- გარკვევით რა გახსენდებათ?
- საავადმყოფო, - ვუპასუხე.
- ნუთუ წყალში ჩავარდნიდან საავადმყოფოში გაღვიძებამდე
ყველაფერი დავიწყებული გაქვთ?
- დიახ, ასეა.
- ნუთუ არც ის გახსოვთ, წყლიდან როგორ ამოხვედით, ფიც-
რულამდე როგორ მიაღწიეთ, სასწრაფოს როგორ გამოუძახეთ?
თქვენ ხომ ეს ყველაფერი მოახერხეთ? შემთხვევის ადგილზე

36 მკითხველთა ლიგა
რომ მივედით, ფიცრულის იატაკზე დაგვხვდით. ყურმილი ჯერ
კიდევ მავთულზე ეკიდა.
- ვიცი, მაგრამ არ მახსოვს.
უცებ ლინდა ალაპარაკდა:
- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ორი ადამიანიც... ქილროის
მსხვერპლია?
ეს სახელი ჩურჩულით წარმოთქვა.
ქილროი. ჰ
ერთბაშად ოთახს სუსხმა დაუარა...
ლოუელმა მუშტში ჩაახველა და უპასუხა:
- არა მგონია, ქალბატონო. ქილროის ყველა მსხვერპლი ქა-
ლი იყო, თანაც ეს კაცი დახოცილებს არასოდეს მარხავდა. ყო-
ველ შემთხვევაში, მანამდე ეს არასოდეს გაუკეთებია. ეს გვამე-
ბი კიდევ ისეა გახრწნილი, რომ დაღის გარჩევა შეუძლებელია.
დაღი! თავბრუ დამეხვა. თვალები დავხუჭე და შევეცადე, შე-
რიფისთვის აღარ მომესმინა.

37 მკითხველთა ლიგა
3

მეორე დღეს სამსახურში ადრიანად გავქანდი. პირველი პა-


ციენტის მოსვლამდე ჯერ კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი.
კომპიუტერი ჩავრთე, ის უცნაური გზავნილი მოვნახე და ბმულს
დავაჭირე. ისევ „შეცდომა“ ამოვიდა. აღარ გამკვირვებია. გზავ-
ნილს მივაჩერდი და რამდენჯერმე გადავიკითხე, თითქოს მასში
უფრო ღრმა აზრი იმალებოდა და მის ამოკითხვას ვლამობდი.
წინაღამით სისხლი ჩავაბარე. პასუხის მიღებას რამდენიმე
კვირა სჭირდებოდა, მაგრამ ლოუელი შემპირდა, წინასწარი მო-
ნაცემები უფრო ადრეც იქნებაო. მინდოდა, მეტი გამეგო მისგან,
მაგრამ ხმას არ იღებდა. რაღაცას გვიმალავდა. რას - წარმოდ-
გენა არ მქონდა.
სანამ პირველი პაციენტი მოვიდოდა, ვიჯექი და ლოუელის
ვიზიტს ვატრიალებდი თავში. ხან იმ ორ გვამზე ვფიქრობდი, ხან
სისხლიან კეტზე. დაღისკენაც კი გამექცა ფიქრი...
ელიზაბეთის ცხედარი მისი გატაცებიდან ხუთ დღეში, მე-80
ტრასაზე, გზის პირას იპოვეს. გამომძიებელმა დაადგინა, რომ
ორი დღის გარდაცვლილი იყო. ესე იგი, ჩემმა ცოლმა გატაცე-
ბის შემდეგ სამი დღე იცოცხლა და ეს სამი დღე ელროი ქელერ-
ტონის, იმავე ქილროის ხელში გაატარა. სამი დღე. პირისპირ
ურჩხულთან. სამჯერ დაათენდა და სამჯერ დაუღამდა იმ ქვეს-
კნელში, შეშინებულს, ნაწამებს...
ყოველთვის ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. ზოგიერთი ფიქ-
რი თუ არ მართე, აქეთ გიწყებს მართვას.
ქილროი სამ კვირაში დაიჭირეს. ზედიზედ თოთხმეტი ქალის
მოკვლა აღიარა. ენ-არბორში სტუდენტი გოგონათი დაიწყო და
ბრონქსელი მეძავით დაასრულა. თოთხმეტივე მოკლული გზის
პირას უვარგისი ნივთივით იყო დაგდებული. ყველა მათგანს
38 მკითხველთა ლიგა
სხეულზე ასო კ ჰქონდა ამოტვიფრული. ანუ, საქონელივით და-
ღავდა... წარმოიდგინეთ, იღებს ცეცხლის საჩხრეკს და აგიზგი-
ზებულ ცეცხლს უშვერს (თვითონ დამცავი ხელთათმანი უკეთი-
ა), მერე რკინას კარგად, გაწითლებამდე ახურებს და შიშინით
სერავს ქალის ნაზ კანს...
ტვინმა სადღაც სხვაგან გადაუხვია და ის მაშინვე წალეკა
ათასნაირმა წარმოსახვითმა სურათმა. თვალები მაგრად დავხუ-
ჭე და ერთი დავუცაცხანე ამ ფანტაზიებს, მაგრამ არაფერი გამო-
ვიდა. სხვათა შორის, ეს კაცი ახლაც ცოცხალი იყო. ქილროის
ვგულისხმობ. ჩვენმა სააპელაციო სისტემამ ამ ურჩხულს სუნ-
თქვის, კითხვის, ლაპარაკის, CNN-ისთვის ინტერვიუს მიცემის,
ქველმოქმედებთან ურთიერთობის, მასპინძლობის, ღიმილის
საშუალება დაუტოვა. მის ყველა მსხვერპლს კი მიწა ჭამდა...
როგორც უკვე ვთქვი, ღმერთს მართლაც არ აკლია ერთგვა-
რი იუმორის გრძნობა...
სახეზე ცივი წყალი შევისხი და სარკეში ჩავიხედე. საშინელი
შესახედავი ვიყავი. ცხრა საათიდან პაციენტები მომადგნენ, მაგ-
რამ მათი თავი ნამდვილად არ მქონდა, ცალი თვალი სულ კედ-
ლის საათისკენ გამირბოდა. კოცნის დროს, ანუ საღამოს 6:15-ს
ველოდი. საათის ისრები კი ისე მიიზლაზნებოდნენ, თითქოს
ბლანტ სიროფში იყვნენ ამოვლებული.
ბოლოს გონს მოვეგე და პაციენტებს მივხედე. ეს უნარი ყო-
ველთვის მქონდა. ბავშვობაში საათობით შემეძლო მეცადი-
ნეობა. ახლაც, ელიზაბეთის სიკვდილის შემდეგ, სულ სამუ-
შაოში ვიყავი ჩაფლული. ზოგიერთი მეუბნებოდა, სამუშაოს
თავს აფარებ, ცხოვრებას მუშაობა გირჩევნიაო. ამაზე მარტივი
პასუხი მქონდა:
- წადით, საქმე ნახეთ!
შუადღეზე ლორიანი ბუტერბროდი გადავყლაპე, დიეტური
„კოლა“ მივაყოლე და ისევ პაციენტებს მივუბრუნდი. ჩვენმა
39 მკითხველთა ლიგა
ერთ-ერთმა პაციენტმა, რვა წლის ბიჭუნამ, შარშან „ხერხემლის
გასასწორებლად“ ქიროპრაქტიკოსს ოთხმოცჯერ მიმართა. განა
მართლა ხერხემალი აწუხებდა. ადგილობრივი ექიმები ჩალი-
ჩობდნენ. მშობლებს უფასო ტელევიზორებსა და ვიდეომაგნი-
ტოფონებს სთავაზობდნენ, ოღონდ ბავშვები მოეყვანათ. მერე
კი „მედიქეიდს“ აწერდნენ ყველაფერს. კი ბატონო, მშვენიერი
პროგრამაა, ვინ დაობს, მაგრამ ისევე ბოროტად იყენებენ ხოლ-
მე, როგორც დონ ქინგის5 მოკლე მატჩებს. ერთხელ 16 წლის ბი-
ჭი სასწრაფოთი მოაქანეს, არადა, გარუჯვის დროს მზის უმნიშ-
ვნელო დამწვრობა ჰქონდა მიღებული. დედამისს რომ ვკითხე,
რატომ ტაქსით ან მეტროთი არ მოხვედით-მეთქი, ასე მიპასუხა:
ან მე უნდა გადამეხადა, ან კომპენსაციას დავლოდებოდი, სას-
წრაფომ კი პროგრამის ხარჯზე მოგვიყვანაო.
ხუთ საათზე ბოლო პაციენტს დავემშვიდობე. ექვსის ნახევარ-
ზე პერსონალმაც დაიწყო შენობიდან გაკრეფა. კლინიკის დაც-
ლას დაველოდე და კომპიუტერს მივუჯექი. ტელეფონების
გაუთავებელი რეკვა ჩამესმოდა. სამუშაო დღის დასრულების-
თანავე პაციენტებს სხვადასხვა კითხვაზე ავტომატი პასუხობდა,
მაგრამ რაღაც მიზეზით ეს სისტემა მხოლოდ მეათე ზარის შემ-
დეგ აკეთებდა ამას. მაგიჟებდა ეს დაუსრულებელი რეკვა.
ინტერნეტში შევედი, ახალი გზავნილი მოვნახე და ბმულზე
დავაწკაპუნე. ისევ არაფერი. არც იქით და არც აქეთ. კარგად ჩა-
ვუფიქრდი ამ გაუგებარი გზავნილისა და იმ გვამების ამბავს. რა-
ღაც კავშირი უნდა ყოფილიყო მათ შორის. გონებით ისევ დავუბ-

5დდონ ქინგი - 70-იანი წლების ამერიკაში კრივის ცნობილი


პრომოუტერი. მოკლე მატჩებში (უნდერცარდს) იგულისხმება
გადამწყვეტ მატჩამდე ჩატარებული, ერთგვარი მოსამზადებე-
ლი, „გასახურებელი“ შეჭიდებები.

40 მკითხველთა ლიგა
რუნდი ამ თითქოსდა მარტივ ფაქტს და დავიწყე სხვადასხვა შე-
საძლო ალბათობის ჩამოყალიბება:
ალბათობა პირველი: ის ორი კაცი ქილროის გასაღებული
იყო. მართალია, ის მხოლოდ ქალებს ერჩოდა, მაგრამ ეს ხომ
არ გამორიცხავს იმას, რომ სხვებიც ჰყავდა მოკლული?
ალბათობა მეორე: ქილროიმ დაიყოლია ის ორი კაცი, რომ
ელიზაბეთის გატაცებაში დახმარებოდნენ. ეს ბევრ რამეს ჰფენ-
და ნათელს... პირველ რიგში ბეისბოლის კეტის ამბავს (თუკი,
რა თქმა უნდა, მასზე მიმხმარი სისხლი მართლა ჩემი იყო). ეს იმ
კითხვის პასუხადაც გამოდგებოდა, რომელიც სულ მაწვალებდა:
თეორიულად, ქილროი, როგორც ყველა სერიული მკვლელი,
მარტო მუშაობდა. როგორღა შეძლო მან ელიზაბეთის მანქანამ-
დე მითრევა და იმავდროულად, ტბასთან ჩემი გამოჭერა? გა-
მომძიებლებიც ვარაუდობდნენ, რომ გამტაცებელთა რაოდენო-
ბა ერთზე მეტი იყო, მაგრამ როცა დაღიანი გვამი იპოვეს, ეს ჰი-
პოთეზა თავისთავად უკუაგდეს. ქილროის სხვების დაუხმარებ-
ლად ამის გაკეთება იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ჯერ ელიზა-
ბეთს ჩააჩუმებდა და შემდეგ მე მომდგებოდა. ვერ იყო მთლად
დამაჯერებელი არგუმენტი, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებდი,
ლოგიკურ სურათში, ასე თუ ისე, ჯდებოდა.
დასკვნა: ქილროის თანამზრახველები ჰყავდა და საქმეს რომ
მორჩა, დახოცა ისინი.
მესამე ალბათობა უმარტივესი იყო: სისხლი მე არ მეკუთვნო-
და. მეორე დადებითი გავრცელებული ჯგუფი არ არის, მაგრამ
არც ისე იშვიათია. ამ ვერსიის მიხედვით ამ გვამებს ელიზაბე-
თის დაღუპვასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
ამას ვერასგზით ვერ დავიჯერებდი. კომპიუტერის საათს დავ-
ხედე. ჩემი კომპიუტერი თანამგზავრზე იყო მიერთებული და ყო-
ველთვის ზუსტ დროს აჩვენებდა:
6:04.42
41 მკითხველთა ლიგა
კიდევ ათი წუთი და თვრამეტი წამი...
ტელეფონები ისევ მიკლებდნენ რეკვით. სათითაოდ გამოვ-
რთე ყველა აპარატი და მაგიდაზე თითები ავათამაშე. ორი წუთი
უკვე გავიდა. ისევ დავაპირე ბმულის გადამოწმება. თაგვს ხელი
დავადე და ღრმად ამოვიოხრე.
უცებ პეიჯერის სიგნალი გაისმა. იმ ღამით გამოძახებებს არ
ველოდი. ესე იგი, ან შეცდომა იყო (რაც კლინიკის ღამის ოპერა-
ტორებს ხშირად მოსდიოდათ), ან კერძო ზარი. პეიჯერმა ისევ
ამოიღო ხმა, თან ორჯერ. ჩანდა, რაღაც სასწრაფო ამბავი იყო.
აპარატის ეკრანს დავხედე. შერიფი ლოუელი იყო. გადაუდებელ
რეჟიმში რეკავდა.
კიდევ რვა წუთი...
ყოყმანი არ ღირდა. მარტო ყოფნასა და ფიქრების აყოლას
ყველაფერი სჯობდა. გადავწყვიტე, დამერეკა.
შერიფი ამჯერადაც უცებ მიხვდა, ვინც ურეკავდა...
- შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით, დოკ.
ამ ბოლო დროს „დოკს“ მეძახდა, კარგი ძმაკაცივით.
- კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა.
ისევ მოვკიდე ხელი თაგვს, კურსორი ბმულთან მივიტანე და
დავაწკაპუნე. ბრაუზერი ამუშავდა.
- გისმენთ.
ბრაუზერს ამჯერად დიდი დრო დასჭირდა. წარწერა შეცდომა
აღარ გამოჩნდა.
- სარა გუდჰართი - ასეთი გვარ-სახელი თუ გეცნობათ?
კინაღამ ყურმილი გამივარდა.
- დოკ!
ყურმილი მოვიშორე და ისე შევხედე, თითქოს ხელში ცოცხა-
ლი არსება მეჭირა. მერე როგორღაც თავი მოვუყარე დარჩე-
ნილ ძალას და როცა დავრწმუნდი, რომ ხმა არ მიღალატებდა,
ყურმილი ისევ ავიღე და ვკითხე:
42 მკითხველთა ლიგა
- რატომ მეკითხებით?
უცებ კომპიუტერის ეკრანზე რაღაც გამოჩნდა. თვალები მოვ-
ჭუტე და დავინახე, რომ კამერა იყო. აი, ქუჩის ვიდეოთვალს
რომ ეძახიან. ეს მოწყობილობები ქსელშია ხოლმე ჩართული.
ზოგჯერ მეც ვიყენებდი, ვოშინგტონის ხიდთან საცობის წინას-
წარ დასაზვერად.
- ასე უცებ ვერ გეტყვით, - მიპასუხა ლოუელმა.
დროის მოგება მინდოდა.
- მაშინ გადმოგირეკავთ, - ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.
სარა გუდჰართი. დდიახ, ეს გვარ-სახელი ბევრ რამეს ნიშნავ-
და ჩემთვის. მეტისმეტად ბევრს...
ღმერთო, ნეტავ რა ხდება?!
ბრაუზერი ატვირთვას მორჩა და მონიტორზე შავ-თეთრი გა-
მოსახულებით ქუჩის სცენა გამოჩნდა. ვებგვერდს სატიტულო
წარწერები არ ჰქონდა. ადრეც მსმენოდა, რომ ვებგვერდების
ასე დაფორმატება შესაძლებელი იყო და ახლაც ამ შემთხვევას-
თან მქონდა საქმე. კომპიუტერის საათს დავხედე. შვიდის თორ-
მეტ წუთსა და თვრამეტ წამს უჩვენებდა. კამერა ქვევითკენ იყო
მიმართული. კადრში გადატვირთული ქუჩის ერთი კუთხე გა-
მოჩნდა. ვერც ადგილს ვცნობდი და ვერც ქალაქს, მაგრამ აშკა-
რად დიდი ქალაქი იყო. ქვეითად მოსიარულეები, ძირითადად,
მარჯვნიდან მარცხნისკენ მოძრაობდნენ. თავჩაქინდრულები,
მხრებჩამოყრილები, ჩანთებით ხელში, სამუშაო დღის შემდეგ
სიქაგამოცლილები მიდიოდნენ თავ-თავიანთი ვაგონეტებისა
თუ ავტობუსებისაკენ. უცებ ხალხი შექუჩდა. ცოცხალი მასა
ტალღისებურად მოძრაობდა, ეტყობოდა, რომ მას შუქნიშანი
არეგულირებდა.
წარბები შევჭმუხნე. რატომ მიგზავნიან ასეთ ვიდეომასალას?
საათი უკვე შვიდის თოთხმეტ წუთსა და ოცდაერთ წამს უჩვენებ-
და. ერთი წუთიც აღარ იყო დარჩენილი. ეკრანს მივაშტერდი და
43 მკითხველთა ლიგა
ნიუიორკული საახალწლო ღამის არ იყოს, წამების უკუთვლა
დავიწყე. მაჯისცემა თანდათან მიჩქარდებოდა; ათი, ცხრა, რვა...
კიდევ ერთი ძლიერი ნაკადი მოაწყდა იქაურობას. საათს
თვალი ავარიდე: ოთხი, სამი, ორი... …სუნთქვა შევიკარი და და-
ველოდე. საათს რომ შევხედე, უკვე საღამოს შვიდის თხუთმეტი
წუთი და ორი წამი იყო.
ახალს ვეღარაფერს ვხედავდი... ისე, ნეტავ რას ველოდი?..
კიდევ ერთხელ ჩაიარა ადამიანთა ნაკადმა. თავიდან ეკრან-
ზე არავინ ჩანდა, უკან გადავიწიე და ჰაერი შევისრუტე. გამო-
დის, ვიღაცა მეხუმრა. უცნაური ხუმრობა კი იყო. ცოტა ავადმყო-
ფურიც კი. მაგრამ მაინც...
აი, სწორედ მაშინ გამოვიდა ვიღაც და პირდაპირ კამერის
წინ აისვეტა. თითქოს მანამდე სადღაც იქვე იმალებოდა.
წინ გადმოვიხარე და დავაკვირდი. ქალი იყო. ამას გარკვე-
ვით ვხედავდი, თუმცა ზურგშექცევით იდგა. მოკლე თმა ჰქონდა,
მაგრამ ნამდვილად ქალი იყო. სახეებს ვერ ვარჩევდი და ამ
მხრივ არც ის იყო გამონაკლისი.
მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან...
ქალი გაჩერდა. მეც ისე დავაშტერდი, თითქოს იმედი მქონ-
და, რომ ეს მზერა ჩემკენ გამოახედებდა. კიდევ ერთი ნაბიჯი
გადმოდგა და ეკრანის ცენტრში აღმოჩნდა. აამ დროს კადრში
ვიღაცამ ჩაიარა. ქალი კი ერთ ადგილას გაუნძრევლად იდგა.
მერე მოტრიალდა და, სანამ კამერას შეხედავდა, ნიკაპი ოდნავ
ასწია.
გული გამიჩერდა.
რომ არ მეყვირა, პირში მუშტი ვიძგერე. სუნთქვა შემეკრა.
ვეღარ ვაზროვნებდი. თვალები ცრემლით ამევსო და სახეზე ღა-
პაღუპით წამომივიდა, მაგრამ ხელი ვერ გავანძრიე, რომ მომეწ-
მინდა.
ასე მივჩერებოდით ერთმანეთს...
44 მკითხველთა ლიგა
ამასობაში კიდევ მოაწყდა იქაურობას ხალხის მორიგი ნაკა-
დი. ზოგი დაეჯახა კიდეც, მაგრამ ქალი არ განძრეულა. ეკრანს
თვალს ვერ ვწყვეტდი. უცებ ხელი ჩემკენ გამოიშვირა, თითქოს
უნდოდა, მომწვდომოდა. თავბრუ დამეხვა. ერთბაშად გაწყდა
ყველა ის ძაფი, რომელიც რეალობასთან მაკავშირებდა. ჰაერში
გამოკიდებულ, უმწეო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვცადე ხე-
ლის ნელა აწევა და თითები თბილ ეკრანს მოვუსვი. კინაღამ წა-
მოვდექი და დავიძარი მისკენ. ცრემლი შეუჩერებლად მომ-
დიოდა. ნაზად ვეფერებოდი ქალის სახეს, ჩემი გული კი ნაფლე-
თებად ქცევასა და საგულედან ამოფრენას ერთდროულად ლა-
მობდა.
- ელიზაბეთ! - წავიჩურჩულე.
ერთი-ორი წამი კიდევ იდგა კამერის წინ. მერე უცებ რაღაც
წარმოთქვა. არაფერი მესმოდა, მაგრამ ტუჩების მოძრაობით
მივხვდი...
- მაპატიე, - მითხრა ჩემმა გარდაცვლილმა ცოლმა.
და წავიდა.

45 მკითხველთა ლიგა
4

ვიკ ლეტიმ მიიხედ-მოიხედა, სერვისცენტრში შეიძურწა და


დარბაზს მზერა მოავლო. არავინ უთვალთვალებდა. ვიკსაც ეს
უნდოდა. უნებურად მოადგა პირზე ღიმილი...
სუფთა საქმისთვის ჰქონდა ხელი მოკიდებული. კვალსაც ვე-
რავინ მიაგნებდა, თან დიდი სიმდიდრე ელოდა...
ვიკის აზრით, მთავარი იყო კარგი მომზადება. სწორედ აქ
იმალებოდა განსხვავება კარგსა და ძალიან მაგარს შორის. მაგ-
რებმა კვალის წაშლა იციან და ყველა მოულოდნელობისთვის
მზად არიან...
ამ საქმეს რომ იწყებდა, პირველ რიგში თავის გამოშტერე-
ბულ დისშვილს, ტონის, პირადობის დამადასტურებელი ყალბი
მოწმობა დაამზადებინა და ამ საბუთით საცავი ყუთი იქირავა.
ფსევდონიმიც აირჩია. ხვდებით, რა ჭკუა იხმარა? ყალბი საბუთი
და ფსევდონიმი. სულ ეს იყო. ვთქვათ, იქაურ ჩერჩეტ მუშაკს მო-
ისყიდდა ვინმე და ამ კონკრეტული საცავის დამქირავებლის ვი-
ნაობას ამოქექავდა. მერე რა? ყალბი გვარ-სახელი შერჩებოდა
ხელში: როსკო ტეილორი. თვითონ ვიკს კი ვერავინაც ვერ იპო-
ვიდა.
ვიკი ოთახში შესვლისთანავე ჩააფრინდა თვალებით თავის
ყუთს. შორიდან ბევრი არაფერი ჩანდა, მაგრამ იგრძნობოდა,
რომ ყუთი ცარიელი არ იყო.
ვიკი თანხებს მხოლოდ ხელზე ან გადარიცხვით იღებდა. ჩე-
კებს, რა თქმა უნდა, სათოფეზე არ იკარებდა. საერთოდ ყველა-
ფერს თავს არიდებდა, რისი მეშვეობითაც, სავარაუდოდ, ვინმე
მის კვალს მიაგნებდა. როცა თანხის წასაღებად აქ მოდიოდა,
აუცილებლად ინიღბებოდა. ბეისბოლის კეპს დაიხურავდა და
ულვაშს მიიწებებდა, თან ვითომ კოჭლობდა. სადღაც ჰქონდა
46 მკითხველთა ლიგა
ამოკითხული, რომ ადამიანებს სიკოჭლე უცებ ხვდებათ თვალ-
ში. ვთქვათ, მოწმის დაკითხვის დროს N 417-ე ყუთით მოსარ-
გებლე ადამიანის გარეგნობის აღწერას მოსთხოვდნენ. რას იტ-
ყოდა მოწმე? ერთი ულვაშა და კოჭლი კაციაო... ის მოქრთამუ-
ლი სახედარიც დაამოწმებდა, ჰო, კოჭლი და ულვაშა ტიპი და-
დიოდა, როსკო ტეილორი ერქვაო. ნამდვილ ვიკ ლეტის კი არც
ფეხი სტკიოდა და არც ულვაშა იყო...
მაგრამ ვიკს სიფრთხილის სხვა ზომებიც ჰქონდა შემუშავებუ-
ლი: ყუთს სხვისი თანდასწრებით არასოდეს ხსნიდა. თუ ვინმე ამ
დროს თავის ყუთთან იდგა ან იქვე შორიახლო ტრიალებდა, ვი-
კი სხვა ყუთს მიადგებოდა, აქაოდა, ვხსნიო, ან კიდევ თავს
მოიკატუნებდა, ვითომ ბლანკს ავსებდა. ყველა რომ გაიკრიფე-
ბოდა, მაშინღა შეუდგებოდა საქმეს.
ვიკმა კარგად იცოდა, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აქ
რომ მოდიოდა, გზაშიც ათასნაირად იზღვევდა თავს. მაგალი-
თად, თავის სამუშაო სატვირთო მანქანას (ვიკი უმსხვილეს საკა-
ბელო კომპანიაში ოპერატორად მუშაობდა) დანიშნულების ად-
გილიდან ძალიან შორს აყენებდა. სერვისცენტრამდე სულ
მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით დადიოდა. სამუშაო უნიფორმის
მარჯვენა სახელოზე ამოქარგული მისი ნამდვილი გვარი რომ
არავის ენახა, ზედ ყოველთვის შავი ქურთუკი ჰქონდა მოცმული.
სულ რაღაც ათი ნაბიჯი უნდა გაევლო და N417-ე ყუთში კარ-
გი რამეც დახვდებოდა... ვიკმა თითები ხარბად შეათამაშა დდა
იქაურობა კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
იქვე ორი ქალი ტრიალებდა, თავ-თავიანთ საცავებს ხსნიდ-
ნენ. ერთმა მათგანმა მოიხედა და გაუღიმა. ვიკმა სახე აარიდა
და სხვა ყუთებისკენ დაადო თავი, თან ქამარზე გამობმული გა-
საღებების ასხმულა ააჟღარუნა, ვითომ გასაღებს ეძებდა.
სიფრთხილის კიდევ ერთი ზომა...

47 მკითხველთა ლიგა
ქალები მალე წავიდნენ. ვიკი მარტო დარჩა. სწრაფად გადაჭ-
რა ოთახი და თავისი ყუთი გახსნა.
ესეც ასე...
ყუთში უხეში ქაღალდის პაკეტი ელოდა. უუკან დასაბრუნებე-
ლი მისამართი მითითებული არ იყო. სისქეზე ეტყობოდა, რომ
შიგ მწვანე კუპიურების კარგა მოზრდილი დასტა იდო.
ვიკს ულვაშებში ჩაეღიმა. აი, თურმე როგორ გამოიყურება
ერთად თავმოყრილი ორმოცდაათი ათასი. აკანკალებული ხე-
ლი დაავლო პაკეტს, სასიამოვნო სიმძიმე იგრძნო და გული
აუფართხალდა. ოოჰ, ღმერთო... უკვე ოთხი თვეა, ამ საქმეს ატ-
რიალებს. ამ ხნის მანძილზე მის ბადეს კკარგა ბლომად თევზი
ამოჰყვა, მაგრამ ამჯერად... ბიჭოს... მთლად ვეშაპი არ ამოათ-
რია ნაპირზე!
ისევ მიმოიხედა, პაკეტი ქურთუკის ჯიბეში შეიჩურთა და ფა-
ციფუცით დატოვა იქაურობა. მთავისი მანქანისკენ სულ სხვა,
არანაკლებ მიხვეულ-მოხვეული გზებით იარა, მერე მანქანაში
ჩაჯდა და სამსახურში გაქანდა. გზაში თითებით მოსინჯა პაკეტი
და ალერსიანად მოუსვა ხელი. ორმოცდაათი ათასი დოლარი...
ორმოცდაათი ათასი... ეს ციფრი პირდაპირ გონებას უბნელებ-
და...
სანამ სამსახურამდე მიაღწევდა, დაღამდა კიდეც. ვიკმა სატ-
ვირთო მანქანა უკანა ეზოში დააყენა, პატარა საფეხმავლო ხიდი
გადაიარა და ამჯერად თავისი მსუბუქი მანქანისკენ აიღო გეზი.
გულზე შემოეყარა ჟანგმოკიდებული „ჰონდა ცივიკის“ დანახვი-
სას, მაგრამ თავი დაიმშვიდა, ცოტაც მოითმინე, რაღა დარჩაო...
თანამშრომლების პარკინგი ცარიელი დახვდა. არ ეპრიანა
ირგვლივ ჩამოწოლილი სიბნელე. საკუთარი ნაბიჯების ხმაც კი
სხვანაირად ჩაესმოდა. ტანში ისე გაცრა, რომ ქურთუკმაც ვერ
გაათბო. ხუმრობა ხომ არ იყო, ორმოცდაათი ათასი ედო ჯიბე-
ში...
48 მკითხველთა ლიგა
ვიკმა თავი ჩაღუნა და ნაბიჯს აუჩქარა.
მართალი რომ ითქვას, ეს ბოლო საქმე, ცოტა არ იყოს, აში-
ნებდა. ხომ არ შევეშვაო, იმასაც კი ფიქრობდა. არადა, მაგარი
საქმე იყო... რაღა მაგარი - ნოვატორულიც კი ეთქმოდა, მაგრამ
ძალიან დიდ ბობოლებს შეეხო უკვე და ეს აფრთხობდა... თუმცა
კარგად რომ აწონ-დაწონა ეს საქმე და მისი ყველა დადებითი
და უარყოფითი მხარე შეაფასა, შემდეგ დასკვნამდე მივიდა:
მაგრები (მართლა მაგრები, რომლებიც ცხოვრებას ბოლომდე
აწვებიან) უკან არ იხევენ...
ვიკს კი დიახაც უნდოდა მაგრობა. მისი სამოქმედო გეგმა
ისეთი მარტივი იყო, გაგიკვირდებოდათ კიდეც... საქმე ის არის,
რომ ყველა საცხოვრებელს კაბელი სატელეფონო ხაზის გადამ-
რთველზე აქვს მიერთებული. თუ ოჯახი პაკეტში არხების დამა-
ტებას მოითხოვს, საკაბელოდან იმწუთას მოირბენს ხოლმე კე-
თილი ძია და რაღაც-რაღაცებს გადართ-გადმორთავს. გადამ-
რთველი კოლოფი ყველაფერს ინახავს, რასაც უყურებ. ეამ ინ-
ფორმაციას კი თავისთავად გამოჰყავხარ სააშკარაოზე, ვინ ხარ
და რა ხარ.
საკაბელო კომპანიები და შიდა სატელევიზიო ქსელის მქონე
სასტუმროები კლიენტებს ყოველთვის ჰპირდებიან, რომ წარ-
დგენილ ანგარიშებში ნანახი ფილმების სათაურებს არასოდეს
დააკონკრეტებენ და კკაცმა რომ თქვას, დაპირებას ასრულებენ
კიდევაც, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ იციან, რას
უყურებთ. ააბა, სცადეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ, ამდენს არ
გადავიხდიო. იმწუთას გადმოგილაგებენ ფილმების სათაურებს
და გაგაშავებენ...
ერთი სრულიად მარტივი რამ ვიკმა თავიდანვე აითვისა: თი-
თოეულ არხს თავისი კოდი აქვს, ეს კოდები კი საკაბელოს მთა-
ვარ კომპიუტერში იყრის თავს. ჰოდა, ვიკიც გამალებით დაძ-
ვრებოდა სატელეფონო ბოძებზე, ხსნიდა გადამრთველ კოლო-
49 მკითხველთა ლიგა
ფებს და ციფრებს იწერდა. ოფისში დაბრუნებისას კი ეს კოდები
კომპიუტერში შეჰყავდა და ყველაფერს იგებდა.
მაგალითად, იგებდა იმას, რომ მავანმა 2 თებერვალს, საღა-
მოს ექვს საათზე, ოჯახთან ერთად „მეფე ლომი“ შეუკვეთა. კი-
დევ უფრო თვალსაჩინო მაგალითი თუ გნებავთ, იგებდა, რომ
მავანმა 7 თებერვალს, საღამოს 11-ის ნახევარზე, ზედიზედ იხი-
ლა „ნადირობა ქალბატონებზე“ ან „ოქროსთმიანი დედოფალი“-
(სავარაუდოდ, პორნოფილმების გამოგონილი სახელწოდებე-
ბია.).
ხვდებით მამაძაღლობას?
თავიდან ვიკი ალალბედზე ირჩევდა ამა თუ იმ ოჯახს. ოჯახის
რომელიმე წევრის სახელზე გააშანშალებდა ხოლმე მოკლე,
მაგრამ სასტიკ წერილს, რომელსაც ამ პირის მიერ უახლოეს
დროში ნანახი პორნოფილმების ნუსხა ახლდა. წერილში ყვე-
ლაფერი იყო მითითებული: სეანსის დრო, თვე, რიცხვი... მიზან-
ში ამოღებულ პირს ვიკი იქვე არაორაზროვნად აფრთხილებდა,
რომ ამ ინფორმაციის ასლებს მისი ოჯახის ყველა წევრს, მეზობ-
ლებსა და დამსაქმებლებსაც გადასცემდა, შემდეგ კი დადუმების
საფასურად 500 დოლარს სთხოვდა. კაცმა რომ თქვას, დიდი ვე-
რაფერი თანხა იყო, მაგრამ ვიკს სულაც არ ეცოტავებოდა. პურს
ნამდვილად აჭმევდა, თან იმდენიც არ იყო, რომ ხსენებულ პი-
რებს სიჯიუტე გამოეჩინათ. მაგრამ ვიკს ძალიან აკვირვებდა ერ-
თი გარემოება: ადრესატთაგან მის მუქარებს მხოლოდ ათი
პროცენტი თუ ეხმაურებოდა. ვიკს ვერა და ვერ გაეგო, რატომ
ხდებოდა ასე. იქნებ იმიტომ, რომ პორნოს ყურება ამ ბოლო
დროს ისეთ სამარცხვინო საქციელად აღარ ითვლებოდა. ადა-
მიანები, როგორც ჩანს, ცოლებსაც აღარ უმალავდნენ ამ ამბავს
და, სავარაუდოდ, პორნოს მათთან ერთად უყურებდნენ. მაგრამ
მთავარი პრობლემა მაინც ის იყო, რომ აქამდე ვიკი სპონტანუ-
რად მოქმედებდა და ადრესატებს არ ახარისხებდა. ბოლოს მიხ-
50 მკითხველთა ლიგა
ვდა, რომ კონკრეტული სამიზნე ჯგუფების გამოყოფა და შერჩე-
ვითობის პრინციპით მუშაობა გაცილებით ხელსაყრელი იყო.
აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობდა, რომ გარკვეული
პროფესიის ხალხი უნდა აერჩია. ისეთი ადამიანები უნდა
ამოეღო მიზანში, რომლებიც ინფორმაციის გაჟონვის შემთხვე-
ვაში მართლაც ბევრს კარგავდნენ. საჭირო ცნობებს ვიკს აქაც
საკაბელოს კომპიუტერი აწვდიდა. ამის შემდეგ სკოლის მასწავ-
ლებლებს, სოცმუშაკებსა და გინეკოლოგებს დაერია; ანუ ადა-
მიანთა იმ კატეგორიას, რომელიც მსგავსი სკანდალებისადმი
მაქსიმალურად მგრძნობიარე იყო. ყველაზე დიდ პანიკაში მას-
წავლებლები ჩაცვივდნენ; აარადა, ყველაზე ხელმოკლეები სწო-
რედ ისინი იყვნენ. აამიტომ ვიკმა თავის წერილებს მეტი კონ-
კრეტიკა შესძინა. მაგალითად, ადრესატთა ცოლებსა და დამ-
საქმებლებს მსახელებით მოიხსენიებდა. მასწავლებლებს ემუქ-
რებოდა, ამ თქვენი „გარყვნილების მტკიცებულებას“ (ეს ტერმი-
ნი თავად გამოიგონა) განათლების სისტემას, მოსწავლეებსა და
მათ მშობლებს მოვდებო. რაც შეეხება ექიმებს, ვიკი მათ ჰპირ-
დებოდა, რომ ხსენებულ „მტკიცებულებას“ სალიცენზიო საბჭოს,
ადგილობრივ გაზეთებს, მეზობლებსა და პაციენტებს მიაწვდი-
და.
წამოვიდა და წამოვიდა მისი ჯიბისკენ ფული... ამ თაღლითო-
ბის შედეგად ორმოცი ათასამდე დოლარს მოუყარა თავი. ახლა
კი აგერ, ყველაზე დიდ, ჯერაც არნახულ თევზს გამოჰკრა ხე-
ლი... ერთი პირობა, უკან დახევაც კი იფიქრა, მაგრამ გულმა არ
უქნა. ვერა, ასეთ მსხვილ ნადავლს ხელიდან ვერ გაუშვებდა...
ამჯერად ცნობადი სახე ჰყავდა გამოჭერილი. რენდელ
სქოუფი. ახალგაზრდა, წარმოსადეგი, მდიდარი, ულამაზესი ცო-
ლის პატრონი, ორშვილიანი, პოლიტიკური ამბიციების მქონე,
წინაპართა დიდძალი ქონების პირდაპირი მემკვიდრე. თან ხომ
არ გგონიათ, რომ ეს ადამიანი ერთი და ორი ფილმით კმაყო-
51 მკითხველთა ლიგა
ფილდებოდა? მარტო ამ თვეში ოცდასამი პორნოფილმი ჰქონდა
ნანახი.
ესეც ასე...
ვიკმა წერილის შედგენას ორი დღე-ღამე შეალია. ბბევრი
იფიქრა და ბოლოს ჩვეულ, ლაკონიურ, მაგრამ სისხლის გამყი-
ნავ ტექსტზე შეჩერდა. სქოუფს ორმოცდაათი ათასი დოლარი
მოსთხოვა, თანაც იმ დღესვე... და თუ ახლა არაფერი ეშლებო-
და, ქურთუკის ჯიბეში სწორედ ეს თანხა ედო. ერთი სული ჰქონ-
და, ფულისთვის დაეხედა, მაგრამ ვიკი რის ვიკი იყო, თვითდის-
ციპლინისთვის რომ ეღალატა. სახლამდე უნდა მიეღწია რო-
გორმე. ოთახში შეიკეტებოდა, იატაკზე დაჯდებოდა, პაკეტს გაგ-
ლეჯდა და სანუკვარ მწვანე ქაღალდებსაც გადმოახვავებდა...
რას მოესწრო!..
ვიკმა მანქანა დააყენა და თავისი ბინისკენ გაემართა. ჩაოხ-
რებული ავტოფარეხის თავზე შემოდგმული სოროს დანახვისას
გული შეუღონდა, მაგრამ მაშინვე თავი დაიმშვიდა... ჰო, კარგი,
რაღა დარჩა...
ორმოცი ათასი უკვე მოცოდვილებული ჰქონდა, ძველი დანა-
ზოგის სახით გადანახულ ათსაც დაამატებდა და... ვიკმა წამით
ნაბიჯიც კი შეანელა. ასი ათასის პატრონი ხდებოდა... ასი ათა-
სის! თანაც ნაღდი ფულით! ერიჰაა!..
ერთი წუთით აღარ აპირებდა აქ გაჩერებას. დაავლებდა
ფულს ხელს და არიზონაში დაახვევდა. ძმაკაცი ჰყავდა იქ, სემი
ვიოლა. ერთად აპირებდნენ ბიზნესის დაწყებას. უფრო რესტო-
რანს ან ღამის კლუბს უმიზნებდნენ. ძალიან დაღალა ვიკი ნიუ--
ჯერზიმ. დროზე უნდა განძრეულიყო. ცხოვრება თავიდან ჰქონ-
და ასაწყობი...
უნდა აღინიშნოს, რომ ვიკი თავის მუქარებს არასოდეს ასრუ-
ლებდა. დამატებით წერილებს აღარ გზავნიდა ხოლმე. თუ ად-
რესატი ფულის გადახდაზე უარს ეუბნებოდა, ვიკი მაშინვე თავს
52 მკითხველთა ლიგა
ანებებდა. შემდგომი დაშინება ნამდვილად აღარ უღირდა. აქაც
ჭკუას ხმარობდა: თუ მუქარა გაუვიდოდა, კმაყოფილი იყო, თუუ
არა და, მის შესრულებას ნამდვილად არ ცდილობდა. ეშინოდა,
ვინმეს მოთმინება არ დაეკარგა და კვალში არ ჩასდგომოდა.
ვიკმა კიბისთავს მიაღწია და ბინის კარს მიადგა. ის ოხერი
ნათურა ისევ ჩამქრალიყო და სადარბაზოში საშინლად ბნელო-
და. ვიკმა ამოიხვნეშა, გასაღებების ასხმულა ამოიღო, მზერა
დაძაბა და იმ სიბნელეში გასაღები მოძებნა. ხელის ცეცებით
ძლივს მიაგნო საკლიტურს, კარი გააღო, ოთახში შევიდა და იგ-
რძნო, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე...
მის ფეხქვეშ იატაკი სხვანაირად ჭრაჭუნებდა.
ვიკი უკმაყოფილოდ დაიჭყანა. ვინილის დამცავი ქსოვილი
აღმოჩნდა. თითქოს ბინაში მღებავი მუშაობდა და ეს ქსოვილი
იატაკზე სისუფთავის შესანარჩუნებლად გაეფინა. ვიკმა შუქი
აანთო და... თოფიანი კაციც დაინახა.
- ვიკს გაუმარჯოს! - მიესალმა უცნობი.
სუნთქვაშეკრულმა ვიკმა უკან დაიხია. უცნობი ორმოცამდე
წლის იქნებოდა. ზორზოხა იყო, ღიპზე ღილები ასკდებოდა. ერთ
ღილს უკვე გაეტანა თავისი და აწყვეტილიყო. ვარცხნილობა უნ-
და გენახათ: რამდენიმე ღერი თმა აქეთ-იქიდან აეწია და კინ-
კრიხოზე მიეტყეპებინა. დისედაც დონდლო ნაკვთების პატრონს
ნიკაპი მთლად ქონში ჰქონდა ჩაფლული. ფეხები იმ ჩემოდანზე
შემოეწყო, რომელსაც ვიკი ყავის მაგიდად იყენებდა. ფიშტოს
მაგივრად პულტი რომ სჭეროდა ხელში, კაცი იფიქრებდა, რომ
ვიკს სამსახურიდან დაღლილი მამიკო მოუვიდა.
კართან მეორე კაცი იყო აყუდებული. გარეგნობით პირვე-
ლისგან დიამეტრულად განსხვავდებოდა. ოცი წლისა იქნებოდა.
აზიური ტიპაჟი იყო, დაბალი, ჩასხმული, ლამის კვადრატული
ტორსით. თმა ხელოვნურად ჰქონდა გაუფერულებული; ცხვირზე
სამკაულები ეკეთა, ყურებზე კი - ყვითელი ყურსასმენები. მსგავს
53 მკითხველთა ლიგა
ტიპებს ერთმანეთის გვერდიგვერდ მხოლოდ მეტროში თუ ნა-
ხავდა კაცი. ერთს, ალბათ, გაზეთში ექნებოდა ცხვირი ჩარგუ-
ლი, მეორე კი მგზავრებს უაზროდ გაუშტერებდა თვალებს და
ყურსასმენებიდან გადმოღვრილ ჰანგებს მოუსმენდა თავის ქი-
ცინით...
ვიკმა ტვინი აამოძრავა. სასწრაფოდ გუნდა გაეგო, რა უნდო-
დათ და როგორმე თავი უნდა მოექონა მათთვის. მიდი, რამე
მოიფიქრე, ჩალიჩის ოსტატი ხარ, აქედანაც გამოძვრები...
შეუძახა თავს, წელში გასწორდა და უცნობებს მიმართა:
- რა გნებავთ?
ზორზოხამ ჩახმახი გამოსწია. გაისმა ტკაცანი და იმავე წუთში
ვიკის მუხლმაც იფეთქა. ვიკმა თვალები გადმოკარკლა, აღრი-
ალდა და იატაკზე დაგორდა. ცალი ხელით იარას ჩაჰფრენოდა,
სისხლი კი უკვე თითებს შუა ჟონავდა.
- ოცდაორიანი გახლავს, - უთხრა ზორზოხამ და იარაღზე
მიუთითა, - საერთოდ, მცირეკალიბრიანი იარაღი იმით მომ-
წონს, რომ შემიძლია რამდენიც მინდა გესროლო, მოკვლით კი
არ მოგკლა... თუმცა ამაში ახლა თვითონაც დარწმუნდები.
ამ სიტყვებით ისევ მიუშვირა იარაღი და ჩემოდნიდან ფეხის
ჩამოუღებლად კიდევ ერთხელ ესროლა. ამჯერად ვიკს ტყვია
მხარში მოხვდა. ძვლის ტკაცუნიც კი შემოესმა გარკვევით.
მკლავი ისე გადაუვარდა გვერდზე, როგორც ანჯამიდან მოწყვე-
ტილი ბოსლის კარი. ვიკი პირაღმა წაიქცა და აქოშინდა. უცებ
მთელ ტანში დაუარა შიშისა და ტკივილის რაღაც საზარელმა
ნაზავმა. ფართოდ გახელილი თვალების დახამხამებასაც ვერ
ბედავდა. დაბინდული გონებით მაინც მიხვდა იატაკზე დაფენი-
ლი ქსოვილის დანიშნულებას. ახლა სწორედ იმ ქსოვილზე იწ-
ვა. ის კი არა, სისხლსაც ანთხევდა ზედ. რაღა მიხვედრა უნდო-
და, ამათი დაფენილი იყო, რომ მერე სისხლის აწმენდა აღარ
გასჭირვებოდათ...
54 მკითხველთა ლიგა
- გადმომილაგებ იმას, რაც მაინტერესებს, თუ ისევ ვისრო-
ლო? - ჰკითხა ზორზოხამ.
ვიკი ალაპარაკდა. ყველაფერი დაფქვა. ფულის სამალავიც
დაასახელა და სხვა ცნობებიც მიაწოდა. თანამზრახველები თუ
გყავდაო, ჰკითხა ზორზოხამ. ვიკმა იუარა. მაშინ მეორე მუხ-
ლშიც გაუჯინეს ტყვია. თანამზრახველები თუ გყავდაო, ისევ
ჰკითხა ზორზოხამ. ვიკმა ისევ იუარა და ამჯერად ტყვია კოჭში
დაახალეს. ერთ საათში ვიკი ეხვეწებოდა, თავში მესროლეო.
ორ საათში ზორზოხამ ხალისით გაუწია ეს სამსახური.

55 მკითხველთა ლიგა
5

თვალის დაუხამხამებლად მივჩერებოდი კომპიუტერს. გან-


ძრევა მიჭირდა. აუტანელი დაძაბულობისაგან ყველა კიდური
გაშეშებული მქონდა. ეს შეუძლებელი იყო. ჩემი ცოლი იახტი-
დან არ ჩამოვარდნილა და წყალს არ ჩაუყლაპავს. არც ხანძრის
მსხვერპლი გამხდარა, ამოცნობა რომ უძნელდებათ ხოლმე.მ
მისი გვამი მე-80 ტრასის განაპირას, არხში იპოვეს. ნაგვემი კი
იყო, მაგრამ ამოცნობით ნამდვილად ამოიცნეს.
შენ რომ არ ამოგიცნია?..
დიახ, ასეა, მაგრამ ეს ოჯახის უახლოესმა წევრებმა, მამამ და
ბიძამ გააკეთეს.მ მისი დაღუპვის ამბავი მამამისმა, ჰოიტ პარ-
კერმა, მომიტანა საავადმყოფოში, თითქმის მაშინვე, როგორც
კი გრძნობაზე მოვედი. მახსოვს, როგორ დამადგა თავზე ეს ორი
ჭაღარა, ზორბა, ქვისნაკვთებიანი კაცი; ონაცადი, გამოჯეგილი,
დაკუნთული ორი ვეტერანი - ჰოიტი და კენი... ერთი ნიუ-იორკის
პოლიციაში მსახურობდა, მეორე ფედერალური სამსახურის მუ-
შაკი იყო. დამხედეს, ქუდები მოიხადეს და პროფესიონალების-
თვის დამახასიათებელი თავშეკავებული თანაგრძნობით მით-
ხრეს სათქმელი. თავიდან დაჯერება არ მინდოდა; სხვათა შო-
რის, არც თვითონ დაუტანებიათ ძალა...
მაშ, ეს რაღა იყო, რასაც ახლა ეკრანზე ვხედავდი?
კადრში კვლავინდებურად ხალხი ირეოდა. ვიდეო თავიდან
დავატრიალე, მაგრამ ახალს ვერაფერს მივაგენი. მმაინც სად
ხდება ეს ყველაფერი? რომელიღაც ქოთქოთა ქალაქია, ესღა
ჩანს... ვინ იცის, იქნებ ნიუ-იორკიც არის...
მინიშნებები ეძებე, იდიოტო...
ყურადღება დავძაბე. აბა, ტანსაცმელი ვნახოთ... უმრავლე-
სობა თბილად არის ჩაცმული. ეესე იგი, სადღაც ჩრდილოეთში,
56 მკითხველთა ლიგა
ან ისეთ ადგილას ხდება, სადაც დღეს მაინცდამაინც არ თბილა.
ჩამეთვალა. სხვა თუ არაფერი, მაიამის გამორიცხვა მაინც შევ-
ძელი...
კიდევ რა? ისევ მივაჩერდი ხალხის მასას. ვარცხნილობები?
არა, ეგ არ მიშველის... კადრში რომელიღაც აგურის შენობის
კუთხე ჩანდა. დავაკვირდი, რით გამოირჩეოდა ეს შენობა სხვე-
ბისგან. აქაც ვერაფერს მივაკვლიე, მმაგრამ ეკრანს მაინც არ
ვაცილებდი თვალს და კადრში რაღაც არაორდინარულს ვეძებ-
დი.
ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ადამიანებს წარწერებიანი პარ-
კები ეჭირათ. ვცადე წარწერების ამოკითხვა, მაგრამ ბრბო საკ-
მაოდ სწრაფად მოძრაობდა. ოო, როგორ მინდოდა კადრის შე-
ნელება! გამვლელების მუხლებისკენ ვიყურებოდი, მაგრამ ვი-
დეოთვალს სულ სხვა მიმართულება ჰქონდა და ვერაფერს გავ-
ხდი. მაშინ ეკრანს სახე ისე მივუახლოვე, რომ მისი სიმხურვა-
ლეც კი ვიგრძენი. ბოლოს რომელიღაც პარკზე დიდი ასო R
დავლანდე. ერთ-ერთი წარწერა ამ ასოთი იწყებოდა, მაგრამ
დანარჩენი ისეთი ჩახუჭუჭებული და უცნაური შრიფტით იყო გა-
მოყვანილი, რომ ვერაფერი გავარჩიე.
კიდევ რას უნდა მივაქციო ყურადღება...
უცებ კადრი გაქრა.
უჰ, შენი... გადატვირთვის ღილაკს ხელი დავკარი. ისევ „შეც-
დომა“ ამომიხტა. მაშინ თავდაპირველ გზავნილს დავუბრუნდი
და იმ ძველ ბმულს დავაჭირე. კისევ ამოხტა სიტყვა „შეცდომა“.
გამოსახულება საბოლოოდ გაქრა. ცარიელ ეკრანსღა მივშტე-
რებოდი. უცებ სიმართლე მთელი სიცხადით გავაცნობიერე და
ელდა მეცა.
მე ახლა ელიზაბეთი ვნახე...
ჩემს თავს გამოფხიზლებისკენ მოვუწოდე, მაგრამ არა, ეს
სიზმარი არ იყო. არაერთხელ დამსიზმრებია, რომ ელიზაბეთი
57 მკითხველთა ლიგა
ცოცხალი იყო. ამ სიზმრების შინაარსი, ძირითადად, ასეთი გახ-
ლდათ: ჩემი ცოლი საფლავიდან დგებოდა, მე კი ისეთი გახარე-
ბული და მადლიერი ვიყავი ამის გამო, რომ ამ ფაქტს ეჭვქვეშ
წამითაც არ ვაყენებდი. განსაკუთრებით ერთი სიზმარი დამამახ-
სოვრდა: ერთად ვიყავით, რას ვაკეთებდით ან სად ვიყავით, არ
მახსოვს. უცებ შუა სიცილ-კისკისკში გავაცნობიერე, რომ ეს
მხოლოდ სიზმარი იყო და სულ მალე გამომეღვიძებოდა. ისიც
მახსოვს, როგორ მივიხუტე ცოლი და როგორ ვცდილობდი, თან
წამომეყვანა.
მოკლედ, სიზმრებში კარგად ვერკვეოდი, ეეს ყველაფერი კი
სიზმარს ნამდვილად არ ჰგავდა. არც მოჩვენება ეთქმოდა. ვერ
ვიტყვი, რომ მოჩვენებების არსებობისა მჯერა, უბრალოდ, როცა
ასეთ ეჭვებში ხარ, დაბეჯითებით ვერაფერს უარყოფ. მაგრამ,
მოჩვენებები რომ არ ბერდებიან? კადრში კი ელიზაბეთს ასაკის
მომატება ეტყობოდა. მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც
ეტყობოდა. ბოლოს და ბოლოს, რვა წელი გავიდა... ჰო, კიდევ,
მოჩვენებები თმას არ იჭრიან. გამახსენდა მთვარის შუქით განა-
თებული მისი გრძელი ნაწნავი და მაშინვე შევადარე იმ მოდურ
მოკლე ვარცხნილობას, რომელსაც ახლა ვხედავდი. თვალებიც
გამახსენდა. თვალები, რომლებშიც შვიდი წლის ასაკიდან ჩავ-
ცქეროდი.
არა, ეს ელიზაბეთია! დდა ელიზაბეთი ცოცხალია...
ისევ მომადგა ცრემლები, მაგრამ ამჯერად როგორღაც მოვი-
გერიე. უცნაური რამეა... ცრემლი ყოველთვის ადვილად მე-
რეოდა, მაგრამ რაც ელიზაბეთი დავასაფლავეთ, ვეღარ ვტირო-
დი. იმიტომ კი არა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიტირე,
ცრემლი გამიშრა, უბედურებამ ქვად მაქცია, თუ რაღაც ამის
მსგავსი სისულელე (თუმცა არც უამისობა იყო)... სინამდვილე-
ში, ჩემი აზრით, აი, რა მოხდა: როგორღაც ინსტინქტურად გადა-
ვინაცვლე თავდაცვის პოზიციაში. როცა ელიზაბეთი დაიღუპა,
58 მკითხველთა ლიგა
კარი ფართოდ გავუღე ამ ტკივილს, ბოლომდე შემოვუშვი ჩემს
არსებაში და ბოლომდე შევიგრძენი. ძალიან დამტანჯა, მაგრამ
ტკივილის საწინააღმდეგოდ ერთგვარი იმუნიტეტი გამოვიმუშა-
ვე და ამიერიდან მსგავსი განცდის გამოწვევა ჩემში უკვე აღარა-
ფერს შეეძლო.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი ასე. ალბათ, ნახევარი საათი.
სუნთქვასაც კი ვიკავებდი. მმინდოდა, რაც შეიძლება ფხიზლად
მეაზროვნა. მმინდოდა კი არა, აუცილებლად მიმაჩნდა. წესით,
აიმ დროს უკვე ელიზაბეთის მშობლებთან უნდა ვყოფილიყავი,
მაგრამ ახლა მათთან პირისპირ შეყრა ძალიან მეძნელებოდა.
უცებ რაღაც გამახსენდა.
სარა გუდჰართი!..
შერიფ ლოუელმა მკითხა, ეეს სახელი თუ გეცნობაო. ჰმ...
მეცნობოდა და მერე როგორ...
მე და ელიზაბეთსე ბავშვობაში ერთი თამაში გვიყვარდა, რო-
მელიც, ალბათ, არც თქვენთვის არის უცხო: მეორე სახელს პირ-
ველი სახელის ადგილს ვუთმობდით. მერე ბავშვობის ქუჩის სა-
ხელწოდებას გვარის ფუნქციას ვანიჭებდით. მაგალითად, ჩემი
სრული სახელია დევიდ კრეგ ბეკი; დერბი-როუდზე გავიზარდე.
ამიტომ, თამაშის წესის მიხედვით, კრეგ დერბი გავხდი. ელიზა-
ბეთი კი... სარა გუდჰართი.
ღმერთო, ეს რა ხდება?..
ყურმილს ხელი ვტაცე დდა პირველ რიგში ელიზაბეთის
მშობლებს დავურეკე. ისევ იმ ძველ სახლში ცხოვრობდნენ,
გუდჰართ-როუდზე. ყურმილი ელიზაბეთის დედამ აიღო.
დამაგვიანდება-მეთქი, ვუთხარი. ექიმებს ასეთი რამეები გას-
დით ხოლმე, აეს ამ პროფესიის ერთ-ერთი დამატებითი უპირა-
ტესობაა.

59 მკითხველთა ლიგა
ამის შემდეგ შერიფ ლოუელს დავურეკე. ავტომოპასუხე შე-
მეხმიანა. რომ მოიცლით, პეიჯერზე გადმომირეკეთ-მეთქი, და-
ვუბარე.
მობილური ტელეფონი არა მაქვს. ვიცი, რომ ამის გამო უმცი-
რესობაში ვარ, მაგრამ ჩემი პეიჯერი გარე სამყაროსთან არა-
ნაკლებ ხშირად მაკავშირებს.
ის იყო, სკამის საზურგეს მივეყრდენი, მაგრამ ამჯერად ტრან-
სიდან ჰომერმა გამომიყვანა: ისევ შემომჩხავლა თავისი მორი-
გი „ფოსტა მოგივიდა!“ წინ გადმოვიხარე და თაგვს ხელი ვტაცე.
მისამართი უცნობი იყო, მაგრამ თემას ასეთი სათაური ჰქონდა:
„ქუჩის ვიდეოთვალი“. გულმა ისევ რეჩხი მიყო. ერთიც დავაწკა-
პუნე და გზავნილიც გამოჩნდა:
xval am dros (+ori saaTi) bigfoot.com-ze
ix. gzavnili Semdegi momxmareblis saxelze: Bat Street
paroli: Tineijeri.
სულ ქვევით კი სამი სიტყვა:
გვითვალთვალებენ. არავის უთხრა.

***
ლერი გენდლი, აი, ის კაცი, რომლის საშინელ ვარცხნილო-
ბაზეც ადრე გელაპარაკეთ, იჯდა და უყურებდა, როგორ მშვიდად
აწესრიგებდა ოთახს ერიკ ვუ.
ერიკ ვუ ოოცდაექვსი წლის კორეელი იყო. სხეული სვირინ-
გებისა და პირსინგის რაღაც წარმოუდგენელი და გამაოგნებე-
ლი ნაზავით ჰქონდა აჭრელებული. ლერი გენდლს მასზე საში-
ნელი კაცი დედამიწის ზურგზე არ ეგულებოდა. აგებულებით
მომცრო ტანკს ჰგავდა, მაგრამ ესეც არ იყო მთავარი. გენდლი
არაერთ დაკუნთულ ტიპს იცნობდა, მაგრამ საჩვენებელი კუნთი,
60 მკითხველთა ლიგა
რომ იცოდეთ, ხშირ შემთხვევაში ყოვლად უმაქნისი კუნთია.
ერიკ ვუს ეს ნამდვილად არ ეხებოდა. ქვად ქცეული მუსკულატუ-
რის გარდა ამ კაცის მომაკვდინებელი ძალის საიდუმლო მის ხე-
ლებშიც იმალებოდა. ეს იყო ორი ვეებერთელა რუმბი, ფოლა-
დისბრჭყალებიანი თითებით...
ვუ საათობით ამუშავებდა თავის ხელებს. ბეტონის ბლოკებს
უშენდა, უკიდურეს სიცხესა და სიცივეში აწრთობდა, ე.წ. ცალ
თითზე აჭიმვებს ამხეცებდა... აამიტომ თუ მისი ხელი ვინმეს
მოხვდებოდა, ძვალი და რბილი გასწორებული ჰქონდა.
ასეთ კაცებს ყოველთვის დაჰყვებათ ხოლმე კუდში ბნელ--
ბნელი ჭორები. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს არ დაეჯერებო-
და, მაგრამ ლერი გენდლს ნამდვილად უნახავს, როგორ მოკლა
ერიკმა კაცი, სახეზე და მუცლის არეში სპეციალურ წერტილებზე
თითის მიჭერით. ისიც უნახავს, როგორ დაითრია მორიგი
მსხვერპლი ყურებით და ეს ყურები ერთი ხელის მოსმით წააცა-
ლა. გენდლს ვუს ხელით შესრულებული ოთხი მკვლელობა
ჰქონდა ნანახი. ყველა სხვადასხვა ხერხით იყო ჩადენილი, თა-
ნაც, ოთხივე უიარაღოდ. სხვათა შორის, არც ერთი სიკვდილი
არ იყო სწრაფი.
ვუს ნამდვილი წარმომავლობის ამბავი არავინ იცოდა,მ მაგ-
რამ ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ვერსია ჩრდილოეთ
კორეაში გატარებულ საშინელ ბავშვობაზე. გთავად გენდლი
ვუს შეკითხვებს არ უსვამდა. აარის ბნელი ბილიკები, სადაც
სჯობს არასოდეს შეუხვიო. ერიკ ვუს პიროვნების ბნელი მხარე
(თითქოს ამ კაცს ნათელი მხარეებიც შეიძლებოდა ჰქონოდა!)
ერთ-ერთი ამ ბნელ ბილიკთაგანი იყო.
ვუმ, როგორც იქნა, აკრიფა ის უჯრედული მასა, რომელიც
ოდესღაც ვიკ ლეტი იყო, და დამცავ ქსოვილში გაახვია. საქმეს
რომ მორჩა, გენდლს ამოხედა იმ თავისი თვალებით...

61 მკითხველთა ლიგა
მკვდარი თვალები... გაიფიქრა გენდლმა. ომის ქრონიკებში
რომ ბავშვებს აქვთ, სწორედ ისეთი...
ვუს ყურსასმენების მოხსნითაც კი არ შეუწუხებია თავი. სხვა-
თა შორის, ამ ყურსასმენებიდან არც ჰიპ-ჰოპი ისმოდა, არც რე-
პი და არც როკ-ენ-როლი. ვუ მხოლოდ დამამშვიდებელ, გაბ-
მულ მელოდიებს უსმენდა ხოლმე, აი, ისეთს, ხან „ოკეანის ბრი-
ზი“ რომ ჰქვია და ხან კიდევ „ნაკადულის ჩუხჩუხი“.
- რა ვქნათ, ბენისთან წავიღოთ? - იკითხა ვუმ.
რაღაც უცნაურად უქცევდა, იაპონური მულტფილმის პერსო-
ნაჟივით...
გენდლმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ხსენებული ბენი
კერძო კრემატორიუმის მფლობელი იყო.
მტვერი იყავ და მტვრად იქეც... თუმცა ამ კონკრეტულ შემ-
თხვევაში გაცილებით შესაფერისი იყო: მთხლე იყავ და ნაცრად
იქეც...
- ესეც მოაშორე, - უთხრა გენდლმა ვუს და იარაღი მიაწოდა.
ვუს გოლიათურ ხელში ამ იარაღმა ყოვლად უმაქნისი და
უბადრუკი ნივთის იერი მიიღო. ვუმ ერთი შეუბღვირა იარაღს -
თითქოს საყვედურობდა იმის გამო, რომ მის უნიკალურ ნიჭს ის
ამჯობინეს - მერე კი ჯიბეში ჩაიდო.
ოცდაორკალიბრიანი იარაღი მსხვერპლს გამჭოლ ჭრილო-
ბას იშვიათად აყენებს. შესაბამისად, სამხილიც ნაკლები რჩება.
დამცავი ქსოვილი კი სისხლს საიმედოდ იწოვს. აასე რომ... ბევ-
რი ფაციფუცი საჭირო არ იყო.
ვუმ გვამი ცალი ხელით, ჩემოდანივით აიტაცა და ოთახიდან
გაიტანა. ლერიმ გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუქნია.
უნდა ითქვას, რომ მსხვერპლის ტანჯვას გენდლისთვის
სიამოვნება არ მიუნიჭებია, მაგრამ მეორე მხრივ, არც დისკომ-
ფორტი შეუქმნია. მარტივი ამბავი იყო. გგენდლს ზუსტად უნდა
სცოდნოდა, რომ ლეტი მარტო მუშაობდა და სამხილს არ ტო-
62 მკითხველთა ლიგა
ვებდა. ამიტომ გახდა საჭირო ზღვრის გადალახვა. სხვა გზა არ
არსებობდა.
ამ ბოლო დროს საქმე იქამდე მივიდა, რომ ან სქოუფს უნდა
ეცოცხლა, ან ვიკ ლეტის. სქოუფები მშვენიერი ხალხი იყო. ვი-
კისთვის არაფერი დაუშავებიათ. ეეგ კიდევ გზაზე გადაუდგა და
ოჯახს სახელის გატეხა დაუპირა. ამ ვითარებიდან უვნებლად
ერთ-ერთი მხარე უნდა გამოსულიყო: ან ის უდანაშაულო, წე-
სიერი ხალხი და ან ეს პარაზიტი, რომელიც სხვისი გასაჭირით
საზრდოობდა. რაღა უნდა ექნათ?
უცებ გენდლის მობილური აზუზუნდა.
- გისმენთ.
- ტბაზე რომ გვამები ნახეს, ამოცნობილია.
- მერე?
- ისინი არიან - ბბობი და მელი!..
გენდლმა თვალები დახუჭა.
- ეს რას უნდა ნიშნავდეს, ლერი?
- არ ვიცი.
- რა უნდა ვქნათ?
რა გაეწყობოდა, გგრიფინ სქოუფი უნდა ენახა და დალაპარა-
კებოდა. სხვა გზა ნამდვილად არ იყო. ბბევრი უსიამოვნო მოგო-
ნება კი წამოტივტივდებოდა ამ საუბრის დროს... არადა, რვა წე-
ლი გავიდა უკვე...
გული შეუღონდება ბებერს...
გენდლმა თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.
- მე მივხედავ ამ საქმეს, - ამოთქვა ბოლოს და ტელეფონი გა-
თიშა.

63 მკითხველთა ლიგა
6

კიმ პარკერი, ჩემი სიდედრი, ულამაზესი ქალია. ისე საოც-


რად ჰგავს თავის ქალიშვილს, რომ ყოველთვის ზუსტად ვიცო-
დი, როგორი იქნებოდა ჩემი ცოლი ხანდაზმულ ასაკში. მაგრამ
ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ თანდათან დაილია, ოდესღაც
მშვენიერი სახე წაეშალა, ნაკვთები აერია... თვალები კი ამ ბო-
ლო დროს მარმარილოს დაბზარულ ბურთულებს მიუგავდა.
პარკერების სახლის ინტერიერი სამოცდაათიანი წლების
შემდეგ დიდად არ შეცვლილა: ხის პანელებით გაწებილი კედ-
ლები; ღია ცისფერი, თეთრად დაწინწკლული ხალიჩა; ხელოვ-
ნური ქვით მოპირკეთებული ბუხარი a la Brady Bunch;6 კედლის
გასწვრივ გამწკრივებული დასაკეცი მაგიდები თეთრი პლასტმა-
სის ზედაპირითა და მოოქრული ლითონის ფეხებით; ჭყეტელა
ნახატებითა და როქველის თეფშებით მოფენილი კედლები...
ერთადერთი თვალში საცემი სიახლე ტელევიზორი იყო - ძვე-
ლებური შავ-თეთრის ნაცვლად ოთახის კუთხეში ამჯერად დი-
დეკრანიანი გოლიათი წამოჯგიმულიყო.
ახლა კიმი სწორედ იმ ტახტზე იჯდა, რომელზეც მე და ელიზა-
ბეთი ვნეტარებდით ხოლმე. თან ოჰ, რა ხშირად... წამით ღიმი-
ლი მომადგა და გავიფიქრე: „ამ ტახტს რომ ლაპარაკი შეეძ-
ლოს“.
თუმცა ეს მახინჯი ჯაბახანა მხოლოდ ვნებიან მოგონებებს არ
აღმიძრავდა. მე და ელიზაბეთმა სწორედ აქ გავხსენით წერილე-
ბი და გავიგეთ კოლეჯში ჩვენი მიღების შესახებ. აამ ტახტზე წა-

6„ბრედის ოჯახი“ - კომედიური სერიალი ერთი კეთილი და


მხიარული, მაგრამ ოდნავ შერეკილი ოჯახის შესახებ.

64 მკითხველთა ლიგა
მოგორებულები ვუყურებდით „გუგულის ბუდეს“, „ირმებზე მო-
ნადირესა“ და ჰიჩკოკის ძველ ფილმებს... დაქვე ვმეცადინეობ-
დით (მე ვიჯექი, ელიზაბეთს კი ჩემს კალთაში ედო თავი); მმომა-
ვალ პროფესიებზეც აქ ვმსჯელობდით - მე მაგარ ქირურგობაზე
ვიქაჩებოდი, ელიზაბეთი იურისტობას უმიზნებდა და ბავშვებთან
გეგმავდა მუშაობას. ბავშვების ტანჯვას ვერ იტანდა...
მახსოვს, პირველი კურსი რომ დავხურეთ, ზაფხულში პრაქ-
ტიკა გვქონდა და ელიზაბეთმა „ქოვნანთ ჰაუსში“ დაიწყო მუ-
შაობა. ეეს ორგანიზაცია ოჯახიდან გაქცეული და მაწანწალა
ბავშვების ძებნით იყო დაკავებული. ძირითადად, ჯულიანამდე-
ლი7 ნიუ-იორკის კრიმინალურ უბნებში უწევდათ მუშაობა. მმახ-
სოვს, ერთხელ ელიზაბეთს მეც ვახლდი. ფურგონით ვსერავდით
42-ე ქუჩას და ადამიანისებრი არსებებით დასახლებულ ამ დამ-
ყაყებულ წუმპეში თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს ვეძებდით.
იმ ღამით ელიზაბეთმა თოთხმეტი წლის მეძავი აღმოაჩინა. ისე-
თი დასვრილი და გაუბედურებული იყო, რომ ელიზაბეთიც მოს-
ვარა. მე ზიზღით დავიჭყანე, რითაც ნამდვილად არ ვამაყობ.
ადამიანი ადამიანია, მაგრამ ვაღიარებ, რომ ძუნძგლი ზიზღს
მგვრის ხოლმე. დ
კი დავეხმარე, მაგრამ სულ ჭყანვა-ჭყანვით...
სამაგიეროდ, ელიზაბეთი არასოდეს იჭყანებოდა. ჰქონდა
აამის ნიჭი. არც თვალს არიდებდა, არც ფიზიკური შეხება ეზარე-
ბოდა. იმ ღამეს ის გოგო თავისი ხელით დაბანა და დილამდე
ელაპარაკა. მართლა სწამდა, რომ ყველა მათგანში სიკეთის
მარცვალი იდო და ყველა მათგანი რაღაცად ღირდა. მიამიტი
იყო ჩემი ცოლი... შევნატროდი კიდეც მის ამ თვისებას. ისიც მა-

7რუდოლფ უილიამ ლუის „რუდი“ ჯულიანი - 1994-2001 წლებში


ნიუ-იორკის მერი, რომელიც წარმატებით ებრძოდა ქალაქში გა-
მეფებულ კრიმინალს.

65 მკითხველთა ლიგა
ინტერესებდა, ნეტავ ბოლომდე თუ შერჩა ეს მიამიტობა. ტანჯვის
მიუხედავად, იმ ბოლო დღეებშიც თუ უერთგულა თავის რწმენას
ჰუმანურობისა და სხვა მსგავსი მომხიბლავი სისულელეების შე-
სახებ... იმედი მქონდა, რომ ასე იყო, მაგრამ თან ეჭვიც მღრღნი-
და: ქილროის ხელში რა უნდა შერჩენოდა...
ჩემი სიდედრი დინჯად იჯდა, ხელები კალთაში ეწყო... მ
მე ყოველთვის მოვწონდი. თუმცა ახალგაზრდები რომ ვიყა-
ვით, ჩვენს მშობლებს, ცოტა არ იყოს, აფიქრებდათ ჩვენი ასეთი
სიახლოვე. ძალიან უნდოდათ, სხვებთანაც გვეთამაშა, უფრო
მეტი მეგობარი გვყოლოდა. ბუნებრივი სურვილი იყო, რაღა
თქმა უნდა...
იმ დღეს ჰოიტ პარკერი, ელიზაბეთის მამა, შინ არ დამხვდა.
მე და კიმი ვისხედით და ვჭუკჭუკებდით. ისე, არაფერზე... უფრო
სწორად, ყველაფერზე - ელიზაბეთის გარდა. კიმს თვალს არ ვა-
ცილებდი და გვერდზე არ ვიხედებოდი, რადგან ბუხრისთავი
ელიზაბეთის ფოტოებით იყო სავსე და იქიდან მისი გულისმომ-
კვლელი ღიმილი ანათებდა.
ცოცხალია, ცოცხალია...
ვერა და ვერ ვაჯერებდი ამაში ჩემს თავს...
ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, როცა ფსიქიატრიას გავ-
დიოდით (ოჯახში მიღებულ გამოცდილებაზე აღარაფერს ვამ-
ბობ), შევიტყვე, რომ ტვინს რეალობის დამახინჯების საოცარი
უნარი აქვს. დავიჯერო, ისე გავაფრინე, რომ ის ვიდეოგამოსახუ-
ლება გონებაში მე თვითონ შევაკოწიწე? ყველაფერი ხდება. აბა,
რომელ გიჟს ჰგონია, რომ გიჟია... დედაჩემი გამახსენდა. ნეტავ
რას ფიქრობდა თავის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, შეეძლო კი
სერიოზული თვითანალიზი? ალბათ, არა...
მე და კიმმა ამინდზე ვილაპარაკეთ. ჩემი მშობლები ვახსე-
ნეთ. კიმის ახალ, საათობრივ სამსახურსაც შევეხეთ. და უცებ
ისეთი რამე მაჯახა, გავოგნდი:
66 მკითხველთა ლიგა
- ვინმე თუ გყავს?
ასეთ პირადულ შეკითხვას პირველად მისვამდა. თითქოს ვი-
ღაცამ მუჯლუგუნი მკრა. ძალიან მაინტერესებდა, თავად როგო-
რი პასუხის გაგონება უნდოდა.
- არა, არავინ, - ვუთხარი ბოლოს.
კიმმა თავი დამიქნია. შევატყვე, კიდევ უნდოდა რაღაცის
თქმა, მაგრამ გაჩუმდა და პირზე ხელი მიიდო.
- არის ხოლმე რაღაც... შეხვედრები... - დავამატე ნათქვამს.
- ძალიან კარგი. ეეს ნამდვილად საჭიროა! - გაუხარდა კიმს.
უცებ წამომცდა:
- რომ იცოდეთ, დღემდე როგორ მენატრება...
ნამდვილად არ ვგეგმავდი ამის თქმას. ჩუმად ყოფნას,
ჩვეული, გაკვალული და უსაფრთხო გზით სიარულს ვაპირებ-
დი... კიმს შევხედე. სახეზე ეეტყობოდა, როგორ აევსო გული
ტკივილითა და მადლიერებით.
- ვიცი, ბეკ, მაგრამ სხვა თუ გაიჩინე, თავი დამნაშავედ არ უნ-
და იგრძნო.
- არა, ეგ არც მიფიქრია, სხვა რამე მაფიქრებს...
კიმმა პოზა შეიცვალა და სწრაფად გადმოიხარა ჩემკენ.
- რისი თქმა გინდა?
ხმა ვერ ამოვიღე. აარადა, როგორ მინდოდა, მეთქვა... მის
მადლს მოვისხამდი. როგორ მიყურებდა! რა აშკარად და
დაუფარავად უნდოდა, რომ მის შვილზე საუბარი მეტხანს გაგ-
რძელებულიყო, მაგრამ მაინც დუმილი ვარჩიე და უარის ნიშნად
თავი გავიქნიე.
უცებ გასაღები აჩხაკუნდა. ორივემ ისე სწრაფად მივიხედეთ,
თითქოს საყვარლები ვიყავით და დანაშაულზე წაგვასწრეს.
ჰოიტ პარკერმა კარი ლამის მხრებით შემოანგრია და ცოლს
ხმამაღლა დაუძახა. მერე სამუშაო კაბინეტში შეაბიჯა ხვნეშა--
ხვნეშით და მხრიდან სპორტული ჩანთა ჩამოიხსნა.ჰ ჰალსტუხი
67 მკითხველთა ლიგა
მოშვებული ჰქონდა, პერანგი - დაჭმუჭნილი, სახელოები - აკა-
პიწებული. ასეთი დაბერილი მკლავები მეზღვაურ ფოფაისაც8 კი
შეშურდებოდა. ტკბილად მოჭუკჭუკე სიძე-სიდედრს რომ თვალი
მოგვკრა, ერთი კიდევ ამოიხვნეშა, ოღონდ ამჯერად უფრო
ღრმად და აშკარად უკმაყოფილოდ.
- როგორ ხარ, დევიდ? - მკითხა.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. როგორც ყოველთვის, უხე-
ში და ძლიერი ხელი ჰქონდა. კიმმა მოგვიბოდიშა და ოთახიდან
ნაჩქარევად გავიდა. თავაზიანი მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ სი-
ჩუმე ჩამოვარდა.
საერთოდ, ვამჩნევდი, რომ ჰოიტ პარკერი ჩემ მიმართ რა-
ღაც ვერ იყო... ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ელექტრას კომპლექ-
სთანაც მქონდა საქმე. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემში საფ-
რთხეს ხედავდა. მართალი რომ გითხრათ, მისი კარგად მესმო-
და: მმისი პატარა გოგონა ხომ მთელ თავის დროს ჩემთან ატა-
რებდა...გ
გავიდა წლები, მე და ჰოიტმა როგორღაც გადავლახეთ ეს
ზიზღი და ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას დავამსგავსეთ... სა-
ნამ ელიზაბეთი დაიღუპებოდა.
საქმე ის არის, რომ ჰოიტმა მმომხდარი მე დამაბრალა. ცხა-
დია, ხმამაღლა არასოდეს უთქვამს, მაგრამ ამას მის თვალებში
ვხედავდი. ამ ახოვანი, კლდესავით მტკიცე, ტიპური ამერიკელი
კაცის გვერდით შვილი ყოველთვის უპირობოდ დაცულად
გრძნობდა თავს. შეიძლება ითქვას, ჰრომ ჰოიტს ერთგვარი
დამცავი აურა ახლდა. მის პატარა გოგოს არაფერი ემუქრებო-
და, სანამ დიდი ჰოიტი გვერდით ჰყავდა. არა მგონია, ელიზა-

8ფოფაი - ცნობილი მულტსერიალის პერსონაჟი, დაკუნთული


და მამაცი „ზღვის მგელი“.

68 მკითხველთა ლიგა
ბეთს ჩემ გვერდით ყოფნისას ასეთივე გრძნობები ეუფლებო-
და...
- სამსახურში რა ხდება? - მკითხა ჰოიტმა.
- მშვიდობაა. თქვენთან?
- ერთი წელიც და, პენსიაზე ვარ...
თავი დავუქნიე და ისევ გავჩუმდით. გზაშივე გადავწყვიტე,
კომპიუტერში ნანახზე არაფერი მეთქვა. შერეკილად რომ ჩამ-
თვლიდა, ეგ იქით იყოს. ოორივეს რომ იარები გაგვეხსნებოდა
და ტკივილი გაგვიახლდებოდა, ეგეც არ იყო მთავარი. უბრა-
ლოდ, ჯერ თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. რაც დრო
გადიოდა, უფრო არარეალურად მეჩვენებოდა ყველაფერი, თა-
ნაც ის ბოლო გზავნილიც ხომ უნდა გამეთვალისწინებინა, არა-
ვის უთხრაო, რომ მაფრთხილებდნენ. ანამდვილად არ ვიცოდი,
რა და რატომ ხდებოდა, მაგრამ რა დასკვნებიც უნდა გამომეტა-
ნა, ყველაფერი ძალზე არადამაჯერებლად ჟღერდა.
და მაინც, როგორც კი სიდედრი შორს დავიგულე, ჰოიტს ახ-
ლოს მივუჩოჩდი და ჩუმად ვკითხე:
- შეიძლება რაღაც გკითხოთ?
თავიდან პასუხის მაგივრად თავისი „საფირმო“ სკეპტიკური
მზერა მტყორცნა.
- ერთი რაღაც მაინტერესებს...
- ბრძანე.
- პროზექტურაში რომ შეხვედით... რა ნახეთ?
ჰოიტის სახეს რაღაც დაემართა. პატარ-პატარა აფეთქებების
შედეგად საძირკველი თანდათან რომ იშლება, ზუსტად იმას
ჰგავდა.
- თუ ღმერთი გწამს, რატომ მეკითხები?
- რა ვიცი, წლისთავია და დილიდან ამაზე ვფიქრობ... - ვუპა-
სუხე ცალყბად.
უცებ ადგა, ხელი შარვალზე შეიწმინდა და მკითხა:
69 მკითხველთა ლიგა
- დალევ რამეს?
- დავლევ.
- „ბურბონი“ წავა?
- კი.
ბუხართან ერთი ძველი, გორგოლაჭებიანი მაგიდა იდგა, ზედ
მინი-ბარი იყო მოწყობილი, მაგრამ იქით არ გამიხედავს, ცო-
ლის ფოტოებს თვალს ვარიდებდი.
- ჰოიტ... - შევაპარე ისევ.
ჰოიტმა ბოთლი გახსნა და მიპასუხა:
- რა გითხრა, ექიმი ხარ, მიცვალებულების მეტი რა გინახავს.
- კი, ასეა.
- ჰოდა, რაღას მეკითხები? ხომ იცი, რაც იქნებოდა...
არაფერიც არ ვიცოდი...
ჰოიტმა ჭიქა მომაწოდა. სწრაფად გამოვტაცე და გადავკარი.
ერთხანს ყურადღებით მაკვირდებოდა, მერე თვითონაც მოსვა.
ჰოიტისთვის დეტალები არასოდეს გამომიკითხავს. მმეტიც -
შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებდი ამას. სხვა მსხვერპლთა
ოჯახები პირდაპირ ვერ ძღებოდნენ ამ დეტალებით, ქილროის
ყველა სასამართლოს ესწრებოდნენ, უსმენდნენ, ცრემლებად
იღვრებოდნენ... რა გითხრათ, ალბათ, გულს აყოლებდნენ ამ
ყველაფერს. მმე კი საკუთარ თავს ჩავუღრმავდი და ამაში ვპო-
ვებდი შვებას.
- რად გინდა ეს დეტალები, ბეკ...
- მითხარით. ნაცემი იყო?..
ჰოიტმა სასმელს დახედა.
- რატომ აკეთებ ამას?
- მინდა გავიგო...
ჭიქიდან გამომხედა და მზერით ჩემს სახეს დაუარა. თვალე-
ბით მხვრეტდა, მაგრამ ბოლომდე გავუძელი.
- დაბეჟილობები ჰქონდა.
70 მკითხველთა ლიგა
- სად?
- დევიდ!..
- სახეზე?
ჰოიტს უეცრად თვალები ისე დაუწვრილდა, თითქოს
მოულოდნელად რაღაც უცნაურობას მოჰკრა თვალი და იმას აკ-
ვირდებოდა..
- ჰო.
- ტანზე?
- ტანი არ დამითვალიერებია. მმაგრამ ვიცი, რომ იქაც...
- ტანი რატომ არ დაათვალიერეთ?
- მე იქ მამის სტატუსით ვიყავი მისული და არა გამომძიებ-
ლის. ჩემი საქმე მხოლოდ ამოცნობა იყო.
- ადვილად შეძელით?
- რა?
- ამოცნობა. დაბეჟილი იყოო, ასე არ თქვით?
ჰოიტი სარგადაყლაპულივით გაშეშდა და სასმელი გვერდზე
გადადო. მივხვდი, რომ შევტოპე და შიშმა ამიტანა. მივქარე,
გეგმისთვის არ უნდა გადამეხვია და ენა უნდა გამეჩერებინა.
- გინდა ჩამოგითვალო? - მითხრა უცებ.
არა!.. გავიფიქრე, მმაგრამ თავი მაინც დავუქნიე თანხმობის
ნიშნად.
ჰოიტ პარკერმა გულხელი დაიკრიფა, უკან გადაიზნიქა, ცე-
რები ასწია, ქუსლებს დაეყრდნო და დაიწყო:
- მარცხენა თვალი ისე ჰქონდა შეშუპებული, რომ არც კი
უჩანდა. ჩალეწილი ცხვირი სველი თიხის ბელტივით ჰქონდა სა-
ხეზე მიტყეპებული. შუბლი დასერილი ჰქონდა, სავარაუდოდ,
დასაკეცი დანით. ყბა ჩამოგლეჯილი, ყველა სახსარი და მყესი
დაზიანებული... - მონოტონურად დუდუნებდა ჰოიტი, - მარჯვენა
ლოყაზე ასო კ ჰქონდა ამომწვარი. ოთახში დამწვარი კანის სუნი
იდგა.
71 მკითხველთა ლიგა
ამ სიტყვების გაგონებისას მუცელში სპაზმები დამეწყო.
ჰოიტმა თვალი თვალში გამიყარა.
- გინდა, ყველაზე უარესი გითხრა?
უსიტყვოდ შევხედე და დაველოდე, კიდევ რას მეტყოდა.
- ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმწამსვე მივხვდი, რომ
ეს ელიზაბეთი იყო, - დაასრულა ჰოიტმა.

72 მკითხველთა ლიგა
7

შამპანურის ჭიქების წკრიალი ჰარმონიულად ეხამებოდა მო-


ცარტის სონატას. სტუმრების მოგუდულ ბაასს ფონად არფის ხმა
გასდევდა. გრიფინ სქოუფი შავ სმოკინგებსა და მბზინავ კაბებს
შორის დაიკლაკნებოდა. ა
ამ კაცს ყოველთვის ერთადერთი სიტყვით მოიხსენიებდნენ:
მილიარდერი. აამის შემდეგ იქნებ ისიც ეხსენებინათ, რომ ბიზ-
ნესმენი და გავლენიანი პირი, ახოვანი მამაკაცი, ქმარი და ბა-
ბუა იყო და რომ ახლახან 70 წელი შეუსრულდა... იქნებ მის პი-
როვნულ თვისებებსაც შეხებოდნენ, წარმომავლობასაც, თანამ-
შრომლებთან ურთიერთობასაც... მაგრამ პირველი სიტყვა მა-
ინც მილიარდერი იყო. გაზეთებში, ტელეგადაცემებში, ცნობი-
ლი ხალხის სიებში - ყველგან და ყოველთვის ეს სიტყვა ფიგუ-
რირებდა. მილიარდერი. მილიარდერი გრიფინ სქოუფი...
გრიფინს სიმდიდრე დაბადებიდან დაჰყვა. ბაბუამისი ამერი-
კის ინდუსტრიალიზაციის სათავეებთან იდგა და ერთ-ერთი პირ-
ველი მეწარმე იყო; მამამ მისი ქონება გაამრავლა, თავად გრი-
ფინმა კი გააასმაგა. ოჯახური იმპერიების უმრავლესობა მესამე
თაობაში კნინდება ხოლმე, მაგრამ სქოუფებს ეს არ ეხებოდა. ეს
დიდწილად მათი აღზრდით იყო განპირობებული. მაგალითად,
გრიფინი, სხვა ტოლების მსგავსად, ეგზეტერისა და ლოურენსვი-
ლის პრესტიჟულ სკოლაში არ მიუბარებიათ. მამამისის დაჟინე-
ბული მოთხოვნით გრიფინს არა მხოლოდ უბრალო საჯარო
სკოლაში უნდა ევლო, არამედ უახლოეს დიდ ქალაქში, ნიუარ-
კში უნდა გადაბარგებულიყო. მამამისს იქ ოფისები ჰქონდა და
იქაურ მცხოვრებად თავის გასაღებაც ძნელი არ იყო.
იმხანად ამ ქალაქის აღმოსავლეთი უბნები ჯერ კიდევ ასატა-
ნი იყო, რასაც მათზე ამჟამად ვეღარ ვიტყვით - დღეს ხომ
73 მკითხველთა ლიგა
ჭკუათამყოფელ ადამიანს იქ გავლაც კი ეხამუშება... ამ უბნებში,
ძირითადად, მუშა ხალხი ცხოვრობდა. ე. წ. ლურჯი საყელოები.
ცოტა მძიმე კატეგორია იყო, მაგრამ საშიში არ ეთქმოდა.
გრიფინს ძალიან მოსწონდა იქაურობა. კლასელებთან ახ-
ლაც, ორმოცდაათი წლის შემდეგაც მეგობრობდა. ერთგულება
დასაფასებელი თვისებაა და გრიფინს ეს არ ეშლებოდა. ხსენე-
ბულ წვეულებაზე მყოფთაგან ბევრი სწორედ მისი ნიუარკელი
მეგობარი იყო. ზოგი მუშაობდა კიდევაც მის კორპორაციაში,
თუმცა გრიფინი ყოველთვის ცდილობდა, რომ ისინი უშუალო
ხელქვეითებად არასოდეს გაეხადა.
დღევანდელი წვეულების მიზეზი გრიფინ სქოუფს ამქვეყნად
ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა. საქმე ის არის, რომ ეს
წვეულება მისი მოკლული შვილის, ბრენდონ სქოუფის სახელო-
ბის საქველმოქმედო ფონდს ეძღვნებოდა. ფფონდი თავის დრო-
ზე გრიფინმა დააარსა და დასაწყისისთვის მილიონი დოლარიც
შესწირა. ამ საქმეში თავიანთი წვლილი მისმა მეგობრებმაც
შეიტანეს. გრიფინი ბრიყვი არ იყო და კარგად ხვდებოდა: ბევ-
რმა თანხა მხოლოდ იმ მიზნით გაიღო, რომ მისთვის ეამებინა...
მაგრამ ამ თავგამოდების უკან სხვა რამეც იმალებოდა: თავისი
მოკლე ცხოვრების მანძილზე მისმა შვილმა ხალხის მოხიბვლა
მოასწრო. ამ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულ და ნიჭიერ
ახალგაზრდას რაღაც ზებუნებრივი ქარიზმაც ახლდა. ეს კი ადა-
მიანებს იზიდავდა.
გრიფინს მეორე ვაჟიც ჰყავდა - რენდელი. თავის დროზე ისიც
კარგი ყმაწვილი იყო, მოგვიანებით კი კარგი კაცი დადგა. მაგ-
რამ ბრენდონი სულ სხვა იყო... რაღაც მომნუსხველი ხიბლი
უდავოდ ახლდა მის პიროვნებას.
გრიფინს ისევ წამოუარა ძველმა დარდმა, მისმა მუდმივმა
მხლებელმა. სანამ სტუმრებში ტრიალებდა და თითოეულ მათ-
განს ზურგზე ხელს უტყაპუნებდა, დარდი მის გვერდით იდგა,
74 მკითხველთა ლიგა
მხრებზე ხელს უსვამდა, ეჩურჩულებოდა და ახსენებდა, მე და
შენ ცხოვრების თანამგზავრები ვართო.
- მშვენიერი საღამოა, გრიფ! - უთხრა ვიღაცამ.
გრიფინმა მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. ლამაზად
დავარცხნილი, მხრებმოშიშვლებული ქალების სილუეტები ჰარ-
მონიულად ეხამებოდა ყინულის ფიგურებს (გრიფინის ცოლის
ახალ გატაცებას), რომლებიც ყველას თვალწინ ნელ-ნელა დნე-
ბოდნენ და პირდაპირ გახამებულ სუფრებზე წყლად იღვრებოდ-
ნენ. მოცარტის პიესებს შოპენის სონატები ენაცვლებოდა. ირ-
გვლივ თეთრხელთათმნიანი ოფიციანტები ტრიალებდნენ ვერ-
ცხლის ლანგრებით ხელში. რა უცნაურობას აღარ ნახავდით ამ
ლანგრებზე: მალაიზიურ კიბორჩხალებს, ომაჰურ ხორცის ფი-
ლეს და ათასგვარ პატარ-პატარა მისაყოლებლებს, რომლებსაც
შებოლილი პომიდორიც კი არ აკლდა.
გრიფინი ახალგაზრდა ქალს, ლინდა ბეკს მიუახლოვდა.
ლინდა ხსენებულ საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა.
მისი მამაც გრიფინის კლასელი იყო. ამიტომ ლინდაც სხვების
მსგავსად გაება სქოუფების ვეებერთელა ქსელში. ჯერ კიდევ
სკოლაში სწავლის დროს მონაწილეობდა მათ სხვადასხვა პრო-
ექტში. ისიც და მისი ძმაც უმაღლეს განათლებას სქოუფის გრან-
ტებით იღებდნენ.
- დავეცი, ისე გამოიყურები, - უთხრა გრიფინმა, მაგრამ გულ-
ში გაიფიქრა, რა დაღლილი სახე აქვსო.
- გმადლობთ, მისტერ სქოუფ, - უპასუხა ლინდამ ღიმილით.
- აბა, გაიხსენე, რამდენჯერ გთხოვე, გრიფი დამიძახე-მეთქი.
- ვერ ვიხსენებ, სათვალავი დავკარგე, - გაეღიმა ლინდას.
- შონა როგორ არის?
- დღეს რაღაც ვერ იყო კარგად...
- მომიკითხე.
- გმადლობთ, აუცილებლად.
75 მკითხველთა ლიგა
- იმ კვირაში, ალბათ, უნდა შევიკრიბოთ.
- თქვენს მდივანს დავურეკავ.
- კარგი.
გრიფინმა ლინდას ლოყაზე აკოცა და სწორედ მაშინ დალან-
და ფოიეში ლერი გენდლი. თვალებამოღამებული და გაჩეჩილი
მოეჩვენა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, სხვანაირი არც არასოდეს
უნახავს. აამ ტიპისთვის ჯოზეფ აბუდის კოსტიუმიც რომ ჩაგეც-
ვათ, ერთ საათში კარგა ლაზათიანად ნაჩხუბარი კაცის იერს
მიიღებდა.
ისე, აქ რა უნდოდა, ესეც საკითხავი იყო....
ორი მამაკაცის თვალები ერთმანეთს შეხვდა. ლლერიმ ერ-
თხელ დაუქნია თავი და მიტრიალდა. აგრიფინი წამით შეყოვ-
ნდა და შემდეგ თავის ახალგაზრდა მეგობარს დერეფანში გაჰ-
ყვა.
ლერის მამა ედვარდიც გრიფინის კლასელი იყო. თორმეტი
წლის წლის წინ ეს კაცი უეცარი გულის შეტევით გარდაიცვალა.
აფსუს... არადა, რა კარგი კაცი იყო. ამის შემდეგ სქოუფების
ნდობით აღჭურვილ პირად მისი ვაჟიშვილი იქცა.
გრიფინი და გენდლი ბიბლიოთეკაში შევიდნენ. ეეს ოთახი
თავის დროზე ერთ ნახვად ღირდა: კედლები მუხითა და წითელი
ხით იყო მოპირკეთებული, კედლები იატაკიდან ჭერამდე წიგნის
თაროებით იყო სავსე, აქა-იქ ანტიკვარული გლობუსები იდგა...
ომაგრამ ორი წლის წინ სქოუფის მეუღლე ელისონი პოსტმო-
დერნისტულმა სიომ აიტაცა და ოთახის სრული გათანამედრო-
ვება გადაწყვიტა. კედლებს ძველი ხე მოაშორეს და ახლა ოთახი
თითივით გალოკილ, თეთრ, ფუნქციონალურ კაბინას დაემსგავ-
სა. კაბინაში კი, რა სითბო და სიმყუდროვეც არის, მოგეხსენე-
ბათ. ელისონი ისე ამაყობდა ამ ოთახით, რომ ქმარს თავისი ნე-
გატიური დამოკიდებულების გამოსათქმელად გამბედაობა არ
ეყო.
76 მკითხველთა ლიგა
- პრობლემა ხომ არ შეგექმნათ? - ჰკითხა გრიფინმა.
- არა, - უპასუხა ლერიმ.
გრიფინმა დაჯდომა შესთავაზა. ლერიმ იუარა და ოთახში
ბოლთის ცემა დაიწყო.
- ხომ მშვიდობაა?
- ბოლომდე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ რამე გაურ-
კვევლობა არ რჩებოდა.
- რა თქმა უნდა.
ვიღაცამ გრიფინის შვილს, რენდელს შეუტია და შესაბამისად
საპასუხო დარტყმა მიიღო. სქოუფმა ცხოვრებისეული გამოცდი-
ლებით კარგად იცოდა და არასოდეს ავიწყდებოდა ერთი რამ:
როცა შენს ახლობელს ერჩიან, მშვიდად ჯდომის დრო არ არის.
სახელმწიფოს კი არ უნდა მიჰბაძო, ამგვარ შემთხვევებში „პრო-
პორციულ საპასუხო დარტყმებსა“ და მსგავს სულელურ მეთო-
დებს რომ მიმართავს ხოლმე. თუ ვინმე გერჩის, სიბრალული
გვერდზე უნდა გადადო. უნდა მოსპო მტერი. ეე.წ. გადამწვარი
მიწის ტაქტიკა უნდა გამოიყენო... ვინც ამ ფილოსოფიას არ იწო-
ნებს და აცხადებს, რომ ის მეტისმეტად მაკიაველურია, როგორც
წესი, თავად ხდება დესტრუქციის მიზეზი, თან, რაც უფრო სწრა-
ფად მოიშორებ პრობლემას, სისხლიც ნაკლები დაიღვრება...
- აბა, რა ხდება? - ჰკითხა გრიფინმა.
ლერი სათქმელს შორიდან უტრიალებდა, ბოლთას სცემდა,
მელოტ თავს იქავებდა... გრიფინს ცუდად ენიშნა ეს ამბავი. ლე-
რი ის კაცი არ იყო, რომ ასე უმიზეზოდ აწრიალებულიყო.
- მე თქვენთვის ტყუილი არასოდეს მითქვამს, გრიფ, - ამოთ-
ქვა ბოლოს ლერიმ.
- ვიცი.
- მაგრამ არის რაღაც გადახვევები...
- რაო?

77 მკითხველთა ლიგა
- მაგალითად, ვისაც ვქირაობ ხოლმე, მათ სახელებს არასო-
დეს გეუბნებით. იმათაც არავის ვუსახელებ.
- ეს დეტალებია, - თქვა სქოუფმა.
- დიახ.
- თქვი, თუუ ამბობ...
ლერი სათქმელს მიადგა:
- თუ გახსოვთ, რვა წლის წინ ერთი საქმისთვის ორი კაცი
რომ იქირავეთ...
გრიფინს ფერი წაუვიდა და ნერწყვი სიმწრით გადაყლაპა.
- მერე? განა მშვენივრად არ გაართვეს თავი?
- რა ვიცი... კი გაართვეს...
- ვერ გავიგე...
- დავალება ნამდვილად შეასრულეს, ყოველ შემთხვევაში,
ნაწილობრივ. საფრთხეც თითქოს მოვიშორეთ...
მიუხედავად იმისა, რომ სასმენი აპარატურის შიშით სქოუფე-
ბის სახლი ყოველკვირეულად მოწმდებოდა, ეს ორი ადამიანი
კონკრეტულ სახელებს ხმამაღლა არასოდეს წარმოთქვამდა.
ესეც სქოუფების წესი იყო. სხვათა შორის, ლერი გენდლს ყო-
ველთვის აინტერესებდა, სიფრთხილის გამო კეთდებოდა ეს თუ
სქოუფებს ერთგვარი გაუპიროვნება სურდათ იმისა, რისი ჩადე-
ნაც პერიოდულად უწევდათ.
ლერი მეორე ვერსიისკენ უფრო იხრებოდა.
გრიფინი სავარძელში ისე ჩავარდა, თითქოს ვიღაცამ ხელი
ჰკრა. სული მოითქვა და მისუსტებული ხმით ამოიკნავლა:
- რატომ გაგახსენდა ახლა ეს?
- ვიცი, როგორი მტკივნეულია თქვენთვის... - ჩაილაპარაკა
გენდლმა.
გრიფინმა არაფერი უპასუხა.
- ორივეს კარგად გადავუხადე, - განაგრძო ლერიმ.
- ეჭვიც არ მეპარება.
78 მკითხველთა ლიგა
- დიახ... - ლერიმ ჩაახველა, - ის ორი კაცი ამ ამბების მერე
სადმე უნდა მიმალულიყო. სიფრთხილის მიზნით.
- განაგრძე.
- იმის მერე აღარ შეგვხმიანებიან.
- ფული ხომ მიიღეს?
- დიახ.
- აბა, რა გიკვირს? გგამდიდრდნენ და გაიქცნენ. ქქვეყანა და-
ტოვეს და საბუთებიც შეიცვალეს.
- დიახ, ჩვენც ასე გვეგონა... - უთხრა ლერიმ.
- მაგრამ?
- მაგრამ წინა კვირას მათი გვამები იპოვეს. მდახოცილები
არიან.
- მაინც ვერ ვხედავ პრობლემას. მოძალადეებს ძალადობრი-
ვი ბოლო ეწიათ, რა გიკვირს?
- კი მაგრამ, გვამები ძველია...
- ძველია?
- არანაკლებ ხუთი წლის წინ არიან დახოცილები, თან ტბას-
თან იყვნენ დამარხულები... სადაც ის ინციდენტი მოხდა...
გრიფინი ერთხანს პირს უმწეოდ აფჩენდა. ბოლოს ხმა
ამოიღო:
- ვერაფერი გავიგე...
- მართალი გითხრათ, ვერც მე... - უპასუხა ლერიმ.
არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო. მართლაც მეტისმეტი. გგრიფინი
მთელი საღამო თვალებზე მომდგარ ცრემლებს იგერიებდა. ეეს
ხომ მისი შვილის ხსოვნის საღამო იყო. ახლა კი ეს ტრაგედია
თავიდან უნდა წამოტივტივებულიყო. უგრიფინს მეტი აღარ შე-
ეძლო, ღმერთს გამძლეობასღა სთხოვდა...
ბოლოს თავის ნდობით აღჭურვილ პირს ახედა და მტკიცედ
განაცხადა:
- ეს ამბავი უკან აღარ უნდა მობრუნდეს.
79 მკითხველთა ლიგა
- ვიცი, გრიფ.
- უნდა გავერკვეთ, რა და როგორ არის... თან ბოლომდე.
- იმ ქალის ახლობელ მამაკაცებზე ადრეც სულ თვალი მეჭი-
რა, განსაკუთრებით, ქმარზე. ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
ახლა ყველა ჩვენს რესურსს იქით გადავისვრით, - მოახსენა
გენდლმა.
- კარგი, - თქვა გრიფმა, - რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს საქმე
უნდა დაიმარხოს...დ და არ მაინტერესებს, ვინ დაიმარხება მას-
თან ერთად.
- გასაგებია.
- ერთსაც გეტყვი...
გენდლმა ყური ქცვიტა.
- ვისაც შენ ქირაობ, იმ ხალხიდან ერთს მეც ვიცნობ...
გრიფინი ერიკ ვუს გულისხმობდა.
- გამოიყენე ეს კაცი, - დაუბარა წასვლის წინ გრიფინმა,
ცრემლი მოიწმინდა და სტუმრებისკენ გასწია.

80 მკითხველთა ლიგა
8

შონა და ლინდა რივერსაიდ-დრაივისა და 116-ე ქუჩის გადაკ-


ვეთაზე, კოლუმბიის უნივერსიტეტის სიახლოვეს, სამოთახიან
ბინას ქირაობდნენ. მროგორც იქნა, მოვახერხე და შორიახლოს
მანქანის დასაყენებელი წერტილი გამოვნახე, რაც თითქმის
ისეთივე საოცრება იყო, როგორიც მოსეს თვალწინ ზღვის გახ-
სნა, ან უფლისგან ქვის ფირფიტების მიღება.
იმ დღეს შონამ დამირეკა. ლინდა ჯერ კიდევ წვეულებაზე
იყო. მარკს ეძინა. ბავშვის ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე და
შუბლზე ვაკოცე. ჩანდა, რომ პოკემონომანია ჯერ კიდევ გარ
ჰქონდა განელებული. ზეწარზე პიკაჩუები ეხატა, ძილში ფუმფუ-
ლა სქვირთლი ჰყავდა ჩახუტებული... ბევრს არ მოსწონს ასეთი
გიჟური გატაცებები, მე კი საკუთარი ბავშვობა მახსენდება - ბეთ-
მენი და კაპიტანი ამერიკა რომ მაბოდებდა... ცოტა ხანს დავყუ-
რებდი ბავშვს. გაცვეთილი კლიშეები არ მიყვარს, მაგრამ ამ
პატარა-პატარა სიხარულებს მართლაც არაფერი სჯობს.
- ცოტა რომ ჩავწრუპო, არა უშავს? - ვკითხე კართან მდგარ
შონას.
- როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა შონამ.
ორი თითის დადება „ბურბონი“ ჩამოვისხი.
- არ შემომიერთდები?
შონამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
ტახტზე მოვკალათდით.
- ლინდა რომელ საათზე უნდა მოვიდეს?
- აზრზე არა ვარ, - ჩაილაპარაკა შონამ. ა
არ მომეწონა მისი კილო.
- ჰა, რა გჭირთ?
- დროებითია, ბეკ, ხომ იცი, როგორ მიყვარს ლინდა.
81 მკითხველთა ლიგა
- ჯანდაბა თქვენს თავს!..
შარშან ლინდა და შონა ორი თვით დაშორდნენ ერთმანეთს.
ამან სავალალო ნაყოფი გამოიღო, განსაკუთრებით მარკის-
თვის.
- ნუ გეშინია, წასვლას არ ვაპირებ, - თქვა შონამ.
- აბა, რა ხდება?
- ძველი ამბავია. ჩემი გლამურული სამსახური არ მოსწონს.
ხომ იცი, როგორც არის... ლლამაზ, საინტერესო ხალხში
ვტრიალებ. ეგ კიდევ ფიქრობს, რომ ვიღაც-ვიღაცებს თვალებს
ვუპრაწავ.
- არ მითხრა, რომ ასე არ არის.
- კი ასეა, მაგრამ რა არის აქ ახალი?
არაფერი ვუპასუხე.
- დღის ბოლოს ისევ მასთან არ მოვდივარ? - განაგრძო შო-
ნამ.
- დავიჯერო, გზაში არსად უხვევ?
- ასეთი გადახვევები სათვალავში ჩასაგდები არ არის. ისე,
გალიას სცენა მირჩევნია.
- კარგი, ნუ მომაყარე მეტაფორები...
- რა გინდა, თან გარითმულია...(ინგლისურად სიტყვები Cage
- გალია, stage - სცენა ერთმანეთს ერითმება.)
ცოტა ხანს სასმელს ჩუმად ვწრუპავდი.
შონა ისევ ალაპარაკდა:
- ბეკ...
- გისმენ.
- ახლა შენი ჯერია, გადმოალაგე.
- ვერ გავიგე?..
შემომხედა და ჩემს პასუხს უსიტყვოდ დაელოდა.
მაშინვე გამახსენდა გაფრთხილება: არავის უთხრა...

82 მკითხველთა ლიგა
თუ ეს გზავნილი მართლა ჩემი ცოლისგან იყო (ამ აზრის
გულში გავლებაც კი მიჭირდა), მას თავისთავად ეცოდინებოდა,
რომ შონას არაფერს დავუმალავდი. ლინდასთვის იქნებ დამემა-
ლა კიდეც, შონას კი... შონას ყველაფერს ვეუბნებოდი. ამიტომ
პირდაპირ ვუთხარი:
- არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ელიზაბეთი ცოც-
ხალია.
- და ელვის პრესლისთან ერთად არის გაპარული, არა? - არ
დაიბნა შონა, მმაგრამ ჩემი სახე რომ დაინახა, გაჩუმდა და
ჩაილაპარაკა:
- გამაგებინე, რას ამბობ.
მეც მოვხსენი გუდას თავი. პირველი გზავნილის ამბავიც ვუ-
ამბე, ვიდეოფირისაც და კადრში ნანახი ცოლისაც.
შონა უხმოდ მიყურებდა, არც თავს მიქნევდა, არც მაწყვეტი-
ნებდა. როცა დავასრულე, სიგარეტი ფრთხილად ამოიღო კო-
ლოფიდან და პირში ჩაიდო. მოწევას კარგა ხნის წინ დაანება
თავი, მაგრამ სიგარეტით თამაში დღემდე უყვარდა. ჯერ ყურად-
ღებით დააკვირდა „კანცეროგენურ ჩხირს“, კარგა ხანს ატ-
რიალა ხელში, თითქოს პირველად ხედავდა. ეტყობოდა, გამა-
ლებით ატრიალებდა ტვინის ხვეულებს...
- კარგი, - თქვა ბოლოს, - გამოდის, ხვალ საღამოს, ცხრის
თხუთმეტ წუთზე მორიგ მესიჯს მიიღებ.
თავი დავუქნიე.
- ჰოდა, მოვიცადოთ, - თქვა და სიგარეტი კოლოფში ჩააბრუ-
ნა.
- არ გეჩვენება, რომ ეს სიგიჟეა?
შონამ მხრები აიჩეჩა.
- ნაადრევი დასკვნაა.
- რისი თქმა გინდა?
- რასაც ახლა მოჰყევი, ათასნაირად შეიძლება აიხსნას.
83 მკითხველთა ლიგა
- მათ შორის იმით, რომ გავაფრინე, არა?
- კი, ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტია, მაგრამ ნეგატიური ჰი-
პოთეზების გამოთქმას ახლა აზრი არა აქვს. მმოდი, დავუშვათ,
რომ ეს სიმართლეა დდა ელიზაბეთი ცოცხალია. თუ ვცდებით,
სულ მალე მაგასაც გავიგებთ. თუ არ ვცდებით... - აქ შონამ წარ-
ბები შეჭმუხნა, დაფიქრდა, და თავი გაიქნია.
- ღმერთო, ნეტავ არ ვცდებოდეთ...
გავუღიმე და ვუთხარი:
- ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?
- ვიცი. მმე ყველას ვუყვარვარ, - მიპასუხა შონამ.

***
სახლში რომ მივედი, ერთიც გადავკარი. კარგად ჩავწრუპე
და ვიგრძენი, როგორ მოედო მხურვალე სითხე დანიშნულების
ადგილებს. დიახ, მე ვსვამ, მოღონდ ლოთი არა ვარ. თუმცა ეს
არაფერს ნიშნავს. ვიცი, რომ გალოთებას ბევრი არაფერი მიკ-
ლია და ისიც ვიცი, რომ ალკოჰოლთან ფლირტი ისეთივე სახი-
ფათოა, როგორიც განგსტერის არასრულწლოვანი ქალიშვი-
ლის შებმა. მაგრამ ფლირტი რომ ყოველთვის შეწყვილებით არ
მთავრდება, ესეც ცნობილია. იმდენი ჭკუა მყოფნის, რომ ვიცო-
დე - ეს დიდხანს არ გასტანს.
ამ დროს ქლოეც მომიჩოჩდა ჩვეული გამომეტყველებით,
რომელიც დაახლოებით ამას ნიშნავდა: „მაჭამე-გამასეირნე,
მაჭამე-გამასეირნე“. ძაღლები საოცრად თანამიმდევრულები
არიან...
ძაღლი კარგად დავაპურე და იქვე, უბანში გავატარ--
გამოვატარე. სუფთა ჰაერზე გავლა ვის არ სიამოვნებს, მაგრამ
რომ გითხრათ, მაფხიზლებს-მეთქი, მოგატყუებთ. საერთოდ, მე
თუ მკითხავთ, სეირნობა მაგარი მოსაწყენი რამეა. უბრალოდ,
84 მკითხველთა ლიგა
ასეთ დროს ქლოეს ყურება მიხარია ხოლმე. უცნაურია, რა
სიამოვნებას ჰგვრის ძაღლებს ეს უბრალო, ყოველდღიური მოვ-
ლენა. პირდაპირ ნირვანაში ვვარდები მისი შემხედვარე...
შინ რომ დავბრუნდი, ნელ-ნელა საძინებლისკენ დავიძარი.
ქლოე უკან გამომყვა. ბაბუაჩემს უკვე ეძინა.მ მისი ახალი მომ-
ვლელიც ხვრინავდა, თან ხვრინვის დროს მულტფილმის რომე-
ლიღაც პერსონაჟივით ხმამაღლა უსტვენდა. კომპიუტერი ჩავ-
რთე და გამახსენდა, რომ შერიფს მას მერე აღარ გადმოურე-
კავს. უკვე შუაღამე ახლოვდებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე:
„რაც იქნება, იქნება, დავურეკავ. თუ სძინავს, მობილური გა-
მორთული ექნება“.
ნომერი ავკრიფე. მესამე ზარზე მიპასუხა.
- საღამო მშვიდობისა, ექიმო ბეკ.
რაღაც დაძაბული ხმა ჰქონდა. ისიც შევამჩნიე, რომ „დოკს“
აღარ მეძახდა.
- რატომ არ გადმომირეკეთ?
- უკვე გვიანი იყო. ვიფიქრე, დილით დავუკავშირდები-მეთქი,
- მითხრა ლოუელმა.
- სარა გუდჰართზე რატომ აღარაფერი მკითხეთ?
- ხვალ... - მიპასუხა.
- უკაცრავად?
- უკვე გვიანია, ექიმო. დღეს ვისვენებ, თანაც ამაზე სჯობს პი-
რისპირ ვისაუბროთ.
- ის მაინც მითხარით...
- ხვალ კლინიკაში ხომ იქნებით?
- დიახ.
- ჰოდა, დაგირეკავთ.
თავაზიანად, მაგრამ მკაცრად დამემშვიდობა და გათიშა. სა-
გონებელში ჩავარდნილი დავყურებდი ყურმილს და გულში ვიწ-
ყევლებოდი. დაძინებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. თითქმის მთე-
85 მკითხველთა ლიგა
ლი ღამე ინტერნეტში ცხვირჩარგულმა გავატარე. ძიების ობიექ-
ტი ამჯერად ქუჩის ვიდეოთვალები იყო. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, გლობალურ თივის ზვინში მაღალტექნოლოგიურ ნემსს
ვეძებდი. ბოლოს მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი და საბ-
ნის ქვეშ შევძვერი. ექიმის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
მოთმინებაა. ჩემს პატარა პაციენტებს ხშირად ისეთ ანალიზებს
ვუტარებ, რომელთა პასუხები მათი ცხოვრების ერთბაშად შეც-
ვლას ან სულაც დასასრულს მოასწავებს. მშობლებს ვეუბნები,
შედეგებს მოთმინებით დაელოდეთ-მეთქი. ისინიც ელოდებიან,
სხვა რა გზა აქვთ... სწორედ ამას მაგონებდა ჩემი ახლანდელი
მდგომარეობა. ცვლადები ძალიან ბევრი იყო. ხვალინდელი
დღე წინ მქონდა. როცა ვებგვერდ bigfoot.com-ზე Bat Street-ის
სახელითა და პაროლ Teenager-ით შევიდოდი, მეტ ინფორმაცი-
ას მივიღებდი...
ცოტა ხანი ჭერს მივჩერებოდი. შემდეგ მარჯვნივ გავიხედე -
სადაც ერთ დროს ელიზაბეთს ეძინა.მ მე ყოველთვის პირველი
ვიძინებდი. მივტრიალდებოდი ხოლმე მისკენ და პროფილში
ვათვალიერებდი, როგორ იწვა წიგნით ხელში, თავის საკითხავ-
ში მთლიანად ჩაძირული. დღის ბოლოს ეს იყო ერთადერთი სუ-
რათი, რომელსაც ვხედავდი, სანამ თვალებს მივლულავდი და
ძილი წამიღებდა...
გადმოვტრიალდი და სხვაგან გავიხედე.

***
დილის ოთხი საათი იყო. ლერი გენდლი იჯდა და ერიკ ვუს
ძალით გაქერავებულ თმას მიშტერებოდა. ვუ საოცრად დისციპ-
ლინირებული კაცი იყო. მთელი დღე ან თავისი ფიზიკური მონა-
ცემების სრულყოფით იყო დაკავებული, ან კომპიუტერის ეკრან-
ზე იყო აკრული. ახლაც, მთელი ღამე ინტერნეტში ქექვისგან, სა-
86 მკითხველთა ლიგა
ხე ლამის გალურჯებული ჰქონდა, მაგრამ როგორც ყოველ-
თვის, ამჯერადაც თავისმა საოცარმა ფიზიკურმა მონაცემებმა
გააძლებინა.
- ჰა, რა ხდება? - ჰკითხა გენდლმა.
ვუმ ყურსასმენები მოიხსნა და მარმარილოს სვეტებივით
მკლავები გულზე დაიკრიფა.
- რა ვიცი, დავიბენი...
- რამ დაგაბნია?
- ეს ექიმი თავის გზავნილებს ყოველთვის შლის. მხოლოდ იმ
გზავნილებს ინახავს, რომლებიც პაციენტებისგან მოსდის. პირა-
დი არაფერი... მაგრამ, სამაგიეროდ, ეს ორი დღეა, ძალიან უც-
ნაურ რაღაცებს უგზავნიან.
ვუმ უკანმოუხედავად გადაიდო ორივე ამონაბეჭდი ცალ
მხარზე - რომელზეც ბოულინგის ბურთივით მოზრდილი კუნთი
აჯდა - და ლერის გადასცა.
გენდლმა ტექსტს თვალი შეავლო და შუბლი შეკრა.
- ეს რას ნიშნავს?
- არ ვიცი.
გენდლმა თვალებით გადაურბინა ტექსტს, რომელშიც საუბა-
რი იყო იმაზე, რომ კოცნის დროს ბეკს ესა და ეს ბმული უნდა გა-
ეხსნა. გენდლს კომპიუტერისა არაფერი გაეგებოდა და არც
სურვილი ჰქონდა. ზევით აიხედა და თემის სათაური წაიკითხა:
ჯერ ინიციალები: e.E p. + d. b., გვერდით კი რაღაც ხაზები...
გენდლი დაფიქრდა.
„დ. ბ. დევიდ ბეკს ნიშნავს, ე. პ. კი...“
გენდლს საქციელი წაუხდა. ნელა მიაწოდა ვუს ამონაბეჭდი
ფურცლები დდა ჰკითხა:
- ამას ვინ გზავნის?
- არ ვიცი, - იყო პასუხი.
- გაარკვიე.
87 მკითხველთა ლიგა
- შეუძლებელია, - უპასუხა ვუმ.
- რატომ?
- ის ვიღაცა ანონიმური გზავნილების სისტემას იყენებს, -
მოთმინებით განუმარტა ვუმ თითქმის არაამქვეყნიურად მონო-
ტონური ხმით. ასეთი ხმა ჰქონდა მაშინაც, როცა ამინდზე ლაპა-
რაკობდა და მაშინაც, როცა ადამიანებს სახეზე ხორცს ათლიდა.
- არ მინდა კომპიუტერული ტერმინოლოგიის გამოყენება...
მოკლედ, ამ ინფორმაციის კვალდაკვალ მიყოლა შეუძლებელი-
ა.
გენდლმა ახლა მეორე გზავნილი წაიკითხა, რომელიც სხვა
ბმულითა და პაროლის მეშვეობით იქნა გამოშვებული. ვერც
თავი გაუგო და ვერც ბოლო.
- ამაზე რას იტყვი, ვერც ამას მიაკვლევ?
ვუმ უარის ნიშნად თავი გაიქნია.
- აქაც ანონიმური სისტემა მუშაობს.
- ერთი და იგივე ადამიანი გზავნის?
- თქვენი არ იყოს, ბევრი არაფერი ვიცი.
- ტექსტების შინაარსზე რას იტყვი? რამე თუ გაუგე რომელიმე
მათგანს?
ვუმ რამდენიმე კლავიშს თითი დააჭირა და მონიტორზე პირ-
ველი გზავნილი გამოჩნდა. ვუმ ეკრანს დაძარღვული, სქელი
თითი მიადო.
- ხედავთ ამ ცისფერ სიმბოლოებს? ამას ბმული ჰქვია. საკმა-
რისია ექიმმა ბეკმა ერთხელ დააწკაპუნოს და რომელიმე ვებ-
გვერდზე აღმოჩნდება.
- რა ვებგვერდზე?
- ეს ბმული გაუქმებულია, აღარ მუშაობს. ხომ გეუბნებით,
კვალდაკვალ მიყოლა შეუძლებელია.
- და ბეკს ეს კოცნის დროს უნდა გაეკეთებინა?
- ჰო, გზავნილში ასე წერია.
88 მკითხველთა ლიგა
- ეს კოცნის დრო რაღაა, კომპიუტერული ტერმინია?
- არა, - დამცინავად გაიკრიჭა ვუ.
- ანუ, შენ არ იცი, კონკრეტულად რა დრო იგულისხმება?
- არ ვიცი.
- და ამ კოცნის დრომ უკვე ჩაიარა?
- ჩაიარა, - თქვა ვუმ.
- რა იცი?
- ამ კაცის ბრაუზერი ისეა მოწყობილი, რომ მის მიერ ნანახ
ბოლო ოც საიტს აჩვენებს. ბეკმა ლინკს უკვე დააჭირა, თან არა-
ერთხელ.
- იქნებ როგორმე გამოიჭირო?
- როგორ? ბმული არ მიშვებს.
- მეორე გზავნილზე რას იტყვი?
ვუმ კიდევ რამდენიმე კლავიშს დააჭირა. ეკრანი შეიცვალა
და ახლა სხვა გზავნილი გამოჩნდა.
- ეს უფრო ადვილი გასაგებია.
- აბა, გისმენ.
- ანონიმი ბეკისთვის საფოსტო მისამართს ქმნის. მერე მომ-
ხმარებლის სახელსა და პაროლსაც უსახელებს და ისევ ახსე-
ნებს კოცნის დროს.
- მოიცა, უნდა გავერკვე. თუ სწორად გავიგე, ბბეკი რაღაც
ვებგვერდზე შედის, კრეფს მომხმარებლის სახელს, შეჰყავს პა-
როლი და იქ გზავნილი ხვდება?
- თეორიულად ასეა.
- მოდი, ჩვენც ჩავატაროთ ეს ოპერაცია.
- იმავე მომხმარებლის სახელითა და პაროლით?
- ჰო... და ტექსტი წავიკითხოთ.
- ვცადე. მისამართი ჯერ არ არსებობს.
- რატომ?
ერიკ ვუმ მხრები აიჩეჩა.
89 მკითხველთა ლიგა
- ანონიმი, რომელიც ბეკს უკავშირდება, ამ მისამართს, რო-
გორც ჩანს, მოგვიანებით შექმნის,კ როცა კოცნის დრო მოახ-
ლოვდება.
- დასკვნა?
- მარტივია, - ერიკ ვუს უფერულმა თვალებმა მონიტორის
ათინათები აირეკლა, - ვიღაც თავს არ იზოგავს, რომ ანონიმუ-
რობა შეინარჩუნოს.
- როგორ უნდა გავიგოთ, რა ხდება?
ვუმ ხელში პატარა, ტრანზისტორისმაგვარი მოწყობილობა
შეათამაშა.
- ასეთი რაღაცები ბეკს სახლის და სამსახურის კომპიუტერზე
ერთდროულად დავუყენეთ.
- ეს რაღაა?
- ციფრული ქსელური მაძიებელი. მისი კომპიუტერიდან ციფ-
რული სიგნალები ჩემს კომპიუტერში უნდა გამოგზავნოს. ბეკმა
რაიმე გზავნილი რომ მიიღოს, ან რომელიმე ვებსაიტზე შევი-
დეს, ან უბრალო წერილიც რომ დაბეჭდოს, ყველაფერს ოპერა-
ტიულად მივიღებთ.
- აბა, დაველოდოთ, - თქვა გენდლმა.
- დაველოდოთ.
გენდლი ვუს ნათქვამს დაუფიქრდა - ვიღაც თავს არ იზოგავს,
რომ ანონიმურობა შეინარჩუნოსო - და საშინელმა ეჭვმა გულ--
მუცელი ამოუტრიალა.

90 მკითხველთა ლიგა
9

კლინიკამდე მთელი ორი კვარტალი მაკლდა, მანქანა რომ


დავაყენე. არადა, ადრე ერთი კვარტალიც კი მეშორებოდა.
შერიფი ლოუელი ვიღაც ორ მამაკაცთან ერთად უკვე იქ გა-
ჩენილიყო. მამაკაცებს მოკლე, ზღარბა ვარცხნილობები ჰქონ-
დათ, ნაცრისფერი კოსტიუმები ეცვათ და იქვე მდგარ ყავისფერ
„ბიუიკს“ მიყრდნობოდნენ. ფიზიკურად სრულიად საპირისპირო
ტიპები იყვნენ: ერთი მაღალი, გალეული და თეთრი იყო; მეორე
- დაბალი, მრგვალი და შავი. რომ შევხედე, ბოულინგი გამახ-
სენდა: ერთი კეგლს ჰგავდა, მეორე კი მის წასაქცევად გამზადე-
ბულ ბურთს. ყველამ გამიღიმა, ლოუელის გარდა.
- ექიმი ბეკი ბრძანდებით? - მომმართა თეთრმა კეგლმა. გა-
მოწკეპილი იყო, თმა ჟელეთი ჰქონდა გადაგლესილი, ჯიბიდან
კოხტად დაკეცილი ცხვირსახოცი მოუჩანდა. ჰალსტუხი ზებუნებ-
რივი სიზუსტით ჰქონდა განასკვული. კუს ბაკნის ექსკლუზიური
სათვალე ეკეთა, აი, ისეთი - მსახიობები რომ ატარებენ, როცა
უნდათ, რომ ირგვლივ ყველა დაეცეს.
ლოუელს შევხედე. ხმას არ იღებდა.
- გისმენთ.
- ნიკ კარლსონი გგახლავართ, ფედერალური საგამოძიებო
ბიუროს სპეციალური აგენტი, - მითხრა გამოწკეპილმა, - ეს კი
სპეციალური აგენტი ტომ სთოუნია.
ორივემ სამკერდე ნიშნები გამოაჩინა. სთოუნმა (რომელსაც
შედარებით მოუწესრიგებელი კაცის იერი ჰქონდა) შარვალი
აიქაჩა, თავი დამიქნია და მანქანის უკანა კარი გააღო.
- წამობრძანდით.
- თხუთმეტ წუთში პაციენტებს ველოდები...

91 მკითხველთა ლიგა
- მაგაზე უკვე ვიზრუნეთ, - მითხრა კარლსონმა და თავისი
გრძელი მკლავი ტელეშოუს წამყვანივით გაიშვირა მანქანის-
კენ, თითქოს თამაშის მონაწილე ვიყავი და პრიზს მთავაზობდა.
- დაბრძანდით!
უკან ჩავჯექი. კარლსონი საჭესთან დაჯდა. სთოუნი ძლივს ჩა-
ეკვეხა მის გვერდით. ლლოუელი არ გამოგვყოლია.
დანიშნულების ადგილი მანჰეტენი იყო, მაგრამ იქ მისვლას
ორმოცდახუთი წუთი მაინც მოვუნდით. ბბოლოს ბროდვეის ცენ-
ტრში, დუეინ-სთრითის მახლობლად შევჩერდით. კკარლსონმა
მანქანა რომელიღაც ოფისის წინ გააჩერა. შენობას federal--
plaza 26 ეწერა.
შიგნით ოფისის ჩვეული ინტერიერი დამხვდა. ირგვლივ ყა-
ვის ჭიქებით ხელში კოსტიუმიანი მამაკაცები ტრიალებდნენ (უც-
ნაური კი იყო, მაგრამ კოსტიუმები უვარგოდათ); აქა-იქ ქალე-
ბიც ჩანდნენ, მაგრამ აშკარა იყო - მწარე უმცირესობაში იყვნენ.
საკონფერენციო დარბაზში შევედით. სკამი შემომთავაზეს და
მეც ჩამოვჯექი. ფეხის ფეხზე გადადება დავაპირე, მაგრამ
მეუხერხულა.
- ვინმე მეტყვის, რა ხდება? - ვიკითხე ბოლოს.
თეთრმა კეგლმა, იმავე კარლსონმა, სიტყვა დაძრა:
- რამეს ხომ არ მიირთმევდით? ყველაზე საშინელი ყავა
გვაქვს მსოფლიოში.
ახლა კი მივხვდი, რატომ ეჭირათ იმ ტიპებს საავტორო ჭიქე-
ბი. კარლსონმა გულითადად გამიღიმა. მეც შევღიმე პასუხად...
- ცდუნება დიდია, მაგრამ გმადლობთ, თავს შევიკავებ, - ვუთ-
ხარი ბოლოს.
- უალკოჰოლო სასმელებზე რას იტყვით? მგონი, ბლომად
გვაქვს, არა, ტომ?
- როგორ არა, ნიკ, ჩვეულებრივი „კოლაც“ არის, დიეტურიც,
„სპრაიტიც“ და ყველაფერი, რაც ბატონ ექიმს გაუხარდება.
92 მკითხველთა ლიგა
კიდევ მაჩუქეს მეგობრული ღიმილი.
- გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, - ვუპასუხე მე.
- წვენი მაინც მიირთვით, - კიდევ ერთხელ სცადა ბედი სთო-
უნმა და ჩვეულებისამებრ შარვალი აიქაჩა. მღიპი ისე ჰქონდა
ჩამრგვალებული, რომ ზედ ქამრის მორგება არ იქნებოდა
იოლი საქმე.
- ათასნაირი რამერუმე გვაქვს...
კინაღამ დავეთანხმე, ოღონდ დაწყნარებულიყვნენ, მაგრამ
ბოლოს უარის ნიშნად მაინც თავი გავაქნიე. მმაგიდა ცარიელი
იყო, თუ არ ჩავთვლით უხეში შესაფუთი ქაღალდისგან დამზადე-
ბულ ერთადერთ კონვერტს, რომელიც იქვე იდო. არ ვიცოდი,
ხელები სად წამეღო. ავიღე და ორივე ხელი მაგიდაზე შემოვაწ-
ყვე. სთოუნი გვერდზე გაბაჯბაჯდა და ერთ ადგილას დაეყუდა.
კარლსონი კი, რომელიც კვლავინდებურად პირველობდა, მაგი-
დაზე ჩამომისკუპდა და თავი ისე მოატრიალა, რომ ჩემთვის ეყუ-
რებინა.
- სარა გუდჰართზე რას გვეტყოდით? - მკითხა ცოტა ხანში.
არ ვიცოდი, როგორ მეპასუხა. ყველანაირი ვარიანტი დავატ-
რიალე თავში, მაგრამ სათქმელი მაინც ვერ ჩამოვაყალიბე.
- დოკ! - დამიძახა ერთ- ერთმა.
ავხედე და ვკითხე:
- რატომ მეკითხებით?
კარლსონმა და სთოუნმა სწრაფად გადახედეს ერთმანეთს.
- გამოძიების დროს სარა გუდჰართის სახელი ამოტივტივდა,
- მითხრა კარლსონმა.
- რა გამოძიებაზეა საუბარი?
- მაგას ვერ გეტყვით.
- არ მესმის, რა კავშირში ვარ ამ ყველაფერთან.
კარლსონის კეთილი ღიმილი უცებ სადღაც გაქრა. ერთი
ამოიხვნეშა და თავის ჩამრგვალებულ ამფსონს გადახედა:
93 მკითხველთა ლიგა
- როგორ ფიქრობ, ტომ, რთულ შეკითხვას ვსვამ?
- არა, ნიკ, ასე არ ვფიქრობ.
- არც მე, - თქვა კარლსონმა და ისევ შემომხედა.
- იქნებ შეკითხვის ფორმას არ ეთანხმებით, დოკ? სწორად
მივხვდი?
- სერიალ „პრაქტიკაში“ ხმარობენ ხოლმე ამ ფრაზას, - „არ
ვეთანხმები შეკითხვის ფორმას!“ - ბანი მისცა სთოუნმა.
- ჰო, კარგად მახსოვს ეგ სერიალი. მმაგის პასუხად ხშირად
ასეთი რამე ისმოდა ხოლმე: „თუ გნებავთ, ფფორმულირებას
შევცვლი!“ თუ არ ვცდები, მგონი, რაღაც ამდაგვარს ამბობდნენ.
- ჰო, ჰო, ეგრე იყო... - თქვა კარლსონმა და ისევ ზევიდან
გადმომხედა.
- სხვა სიტყვებით რომ ჩამოვაყალიბოთ: გვარ-სახელი სარა
გუდჰართი თქვენთვის რამეს თუ ნიშნავს?
არ მომწონდა ეს ყველაფერი. აარც ის მომწონდა, როგორ
ირჯებოდნენ, არც ის მეპრიანებოდა, რომ საქმე ლოუელისგან
გადმოიბარეს, და არც ეს ჩემი ტანჯვა მეხატებოდა გულზე, ცხა-
დია. რას ჩამაცივდნენ ამ სარა გუდჰართით? რა ძნელი გამოსაც-
ნობი ეს იყო? ელიზაბეთის სახელი და მისამართი უნდა ენახათ
და ეგ იქნებოდა. გადავწყვიტე, ფრთხილად შემეპარებინა სათ-
ქმელი:
- ჩემი ცოლის მეორე სახელი გახლავთ სარა.
- ჩემი ცოლის კი - გერტრუდა! - გაუხარდა კარლსონს.
- უი, შენ რა გითხარი... - შეიცხადა სთოუნმა.
- ბარემ შენი ცოლის მეორე სახელიც გაგვიმხილე, ტომ!
- მაკდაუდი. საგვარეულო სახელია!
- კარგია, როცა ადამიანს საგვარეულო სახელს არქმევენ. წი-
ნაპრების პატივისცემაა, რაც უნდა იყოს...
- მეც მომწონს, ნიკ.
ორივე ერთდროულად მომაჩერდა.
94 მკითხველთა ლიგა
- თქვენი მეორე სახელი რა არის, დოკ?
- კრეგი.
- კრეგი?! ესეც ასე... აანუ ახლა რომ გკითხოთ, ვინმე კრეგ
დიპსონს თუ იცნობთ-მეთქი, პასუხად, ალბათ, ჩამიჭიკჭიკებთ:
დიახ, ვიცნობ, იმიტომ, რომ კრეგი ჩემი მეორე სახელია! ხომ
ასეა?! - ჩამეძია კარლსონი, ხელები თეატრალურად აღაპყრო
და თვალები გადმომიბრიალა.
- არა მგონია.
- „არა მგონია!“... მოდი, თავიდან ვცადოთ. გვარ-სახელი სა-
რა გუდჰართი გაგიგიათ? კჰო თუ არა?
- ანუ, ოდესმე თუ მსმენია?
- ო, ღმერთო! - აღმოხდა სთოუნს.
კარლსონი წამოწითლდა.
- თქვენ რა, სიტყვობანას გვეთამაშებით, დოკ?
მართლები იყვნენ. იდიოტივით ვიქცეოდი. სრულიად ბრმად
ვმოქმედებდი, თავში კი ნეონის აბრასავით ციმციმებდა ის ერ-
თადერთი გაფრთხილება: არავის უთხრა... დაბნეულობამ საბო-
ლოოდ დამრია ხელი. ჩამაცივდნენ, სარა გუდჰართს თუ იცნო-
ბო... მე თუ მკითხავთ,მ უბრალოდ, მცდიდნენ. აინტერესებდათ,
ვითანამშრომლებდი თუ არა მათთან, მაგრამ საკითხავი ეგ იყო
- რა მიმართულებით უნდა გვეთანამშრომლა?
- ჩემი ცოლი გუდჰართ-როუდზე გაიზარდა, - განვაახლე
ახსნა-განმარტება.
ორივე წელში გასწორდა, ხელები გულზე დაიკრიფეს და ლა-
პარაკი მაცალეს. ამ დუმილით აშკარად შემიტყუეს და მეც გავ-
ბრიყვდი.
- ამიტომ გითხარით, რომ ჩემი ცოლის მეორე სახელი სარაა.
სიტყვა გუდჰართმა ძალაუნებურად ცოლი გამახსენა, - დავას-
რულე.

95 მკითხველთა ლიგა
- იმიტომ, რომ გუდჰართ-როუდზე გაიზარდა, არა? - მკითხა
კარლსონმა.
- დიახ.
- გამოდის, ამ გუდჰართმა კატალიზატორივით იმოქმედა?
- დიახ.
- მგონი, ვხვდები, - უთხრა კარლსონმა თავის მეწყვილეს, -
შენ თუ ხვდები, ტომ?
- კი, როგორ არა, - დაეთანხმა სთოუნი და ღიპზე ხელი მოის-
ვა, - ექიმიმ პირდაპირი კაცია, მიკიბულ-მოკიბულად კი არ გვე-
ლაპარაკება, უბრალოდ, სიტყვა „გუდჰართი“ მისთვის კატალი-
ზატორი აღმოჩნდა!
- ჰო, რა... ცოლი გაახსენა!…
ერთხანს ორივე უხმოდ მომშტერებოდა. ა
უკვე ძალიან მიჭირდა თავის შეკავება.
- თქვენი ცოლი ოდესმე თუ ხმარობდა ამ გვარ-სახელს?
- რას ნიშნავს „ხმარობდა?“
- მაგალითად, ასე თუ ამბობდა: „გამარჯობა, მე სარა გუდ-
ჰართი ვარ!“ ან ამ სახელით რომელიმე საბუთში, ან ე.წ. ცხელ
სიებში თუ ირიცხებოდა?
- არა.
- დარწმუნებული ხართ?
- დიახ.
- სიმართლე გვითხარით.
- დიახ.
- კიდევ ერთი კატალიზატორი ხომ არ გჭირდებათ?
წელში გავიმართე და ვაგრძნობინე, რომ ამას აღარ მოვით-
მენდი.
- თქვენი კილო არ მომწონს, აგენტო კარლსონ.
კარლსონი ისევ გაიკრიჭა და ისეთი მაღალტექნოლოგიური
პროთეზი გამოაჩინა, რომლითაც მის სტომატოლოგს ნამდვი-
96 მკითხველთა ლიგა
ლად უნდა ეამაყა, ოღონდ ამჯერად ეს ღიმილი იმ წინა ღიმილის
ბოროტი ვარიაცია იყო.
- უკაცრავად ვარ თქვენთან, მართლა უხეშად გამოგვივიდა, -
მითხრა ბოლოს და მობოდიშების ნიშნად ხელი ასწია, თან ირ-
გვლივ მიმოიხედა, თითქოს ეძებდა, კიდევ რა უნდა ეთქვა.
მეც ვიჯექი და ვიცდიდი.
- ერთი ეს მითხარით, დოკ, ცოლი არასოდეს გიცემიათ?
თითქოს შოლტი მომხვდა.
- რა მითხარით?!
- არ გისწორდებოდათ, როცა ცოლს კარგად მიბერტყავდით?
- ხომ არ შეიშალეთ?!
- რა თანხა მიიღეთ დაზღვევის სახით, როცა თქვენი ცოლი
დაიღუპა?
ძარღვებში სისხლი გამეყინა. რიგრიგობით მივჩერებოდი
ხან ერთს და ხან მეორეს, მაგრამ სახეები ერთნაირად წაშლილი
ჰქონდათ.
არა, რაებს მეუბნებოდნენ, ყურებს არ ვუჯერებდი.
- გამაგებინეთ, რა ხდება?! - ვიფეთქე ბოლოს.
- გთხოვთ, შეკითხვაზე გვიპასუხოთ. თუ, რა თქმა უნდა, რა-
მეს არ გვიმალავთ.
- არა, დასამალი არაფერია. 200 ათასი დოლარის ოდენობის
დაზღვევა მივიღე.
სთოუნმა დაუსტვინა.
- ორასი ათასი დოლარი მკვდარი ცოლისთვის!.. მეც მინ-
დააა!
- მეტისმეტი ხომ არ არის ამხელა ფული ოცდახუთი წლის გო-
გოსთვის?
- მისი ბიძაშვილი იმ დროს სადაზღვევო ფირმას ხსნიდა... -
დავიწყე ენის ბორძიკით.

97 მკითხველთა ლიგა
უცნაური იყო - არაფერი დამიშავებია (ყოველ შემთხვევაში,
ის ნამდვილად არ ჩამიდენია, რასაც ესენი მაბრალებდნენ),
თავს კი დამნაშავედ ვგრძნობდი. უჩვეულო და არასასიამოვნო
შეგრძნება იყო. იღლიებიდან წურწურით ჩამომდიოდა ოფლი...
- ...ნათესავისთვის ხელის შეწყობა გადაწყვიტა და ეს ძვი-
რიანი პაკეტი იმიტომ იყიდა, - დავასრულე სათქმელი.
- კარგი უქნია, ყოჩაღ! - თქვა კარლსონმა.
- მართლაც ყოჩაღ! - ბანი მისცა სთოუნმა, - ოჯახზე მნიშვნე-
ლოვანი არაფერია, ხომ ასეა?
ხმა აღარ ამოვიღე. კარლსონი ისევ ჩამომიჯდა მაგიდაზე და
ისევ ჩამოიშორა ღიმილი.
- შემომხედეთ, დოკ.
მოთხოვნას უხმოდ დავემორჩილე. თვალებით მხვრეტდა. ძა-
ლიან ვეცადე ამ ვიზუალური კონტაქტისთვის როგორმე გამეძ-
ლო, მაგრამ ეს საშინელი სატანჯველი აღმოჩნდა.
- ამჯერად შეკითხვაზე აუცილებლად უნდა მიპასუხოთ, - თქვა
კარლსონმა, - და ნუ დაგვიწყებთ ბუტიაობას, აქაოდა, შოკირე-
ბული და შეურაცხყოფილი ვარო. კიდევ ერთხელ გეკითხებით:
ცოლისთვის ოდესმე ხელი გაგირტყამთ თუ არა?
- არასოდეს.
- არც ერთხელ?
- არც ერთხელ.
- ხელიც არ გიკრავთ?
- არასოდეს.
- დავიჯერო, ცხელ გულზე არ ჩაგიცხიათ? კარგი, რა, დოკ,
ვის არ მოგვსვლია. ერთი გამოუქანე და რეკე... რა დიდი დანა-
შაული ეგ არის? ზოგს სიყვარულითაც კი მოსდის... ხომ ხვდე-
ბით, რას ვამბობ?
- ცოლი არასოდეს მიცემია. არც ხელი მიკრავს, არც სილა
გამიწნავს, არც ცხელ გულზე „მირეკია“. არასოდეს!
98 მკითხველთა ლიგა
კარლსონმა სთოუნს გადახედა.
- გასაგებად ამბობს, ტომ?
- გასაგებად ამბობს, ნიკ. მეუღლისთვის ხელი არ დამიკარე-
ბიაო. სხვა რაღა გინდა?
- მაგრამ... - კარლსონმა ნიკაპი მოიქექა.
- მაგრამ რა, ნიკ?
- მაგრამ ექიმ ბეკს ერთი-ორი „კატალიზატორი“ კიდევ უნდა
მივაწოდო.
ორივემ ისევ დაჟინებით გამიშტერა თვალი. ყურში გარკვე-
ვით ჩამესმოდა საკუთარი გამალებული, არეულ-დარეული სუნ-
თქვა. თავში რაღაც სიცარიელეს ვგრძნობდი. კარლსონი წამით
შეყოვნდა, მერე იმ დიდ კონვერტს დაავლო ხელი. კარგა ხანს
ეწვალებოდა თავისი გრძელი თითებით. ბოლოს, როგორც იქნა,
თასმა შემოხსნა, მაღლა ასწია და შიგთავსი მაგიდაზე გადმოყა-
რა.
- ეს თუ ივარგებს კატალიზატორად, დოკ?
კონვერტში ფოტოები აღმოჩნდა. კარლსონმა ორ მათგანს
ხელი დაავლო და ჩემკენ მოაჩოჩა. დდავხედე თუ არა, გული გა-
მიჩერდა.
- დოკ! - შემიძახა კარლსონმა.
სურათებს უსიტყვოდ დავყურებდი. ერთ-ერთ მათგანს თითე-
ბით მივწვდი. ელიზაბეთის ფოტოები იყო. ერთი მსხვილი პლა-
ნით, პროფილში იყო გადაღებული. ელიზაბეთს მარჯვენა ხელი
ყურთან ჰქონდა მიტანილი, რომ თმა გადაეწია. ყური ჩალურჯე-
ბული და შეშუპებული ჰქონდა. ყყელზე ღრმა იარები და დაბეჟი-
ლობები ემჩნეოდა. ნნამტირალევი ჩანდა. მეორე ფოტო წელს
ზემოთ იყო გადაღებული. ელიზაბეთი ფეხზე იდგა, ლიფის ამა-
რა. გვერდები დაბეჟილი ჰქონდა, თვალის უპეები - ჩაწითლებუ-
ლი. გადაღებისას განათება ისე იყო ორგანიზებული, რომ ტრავ-
მები უფრო გამოკვეთილად გამოჩენილიყო.
99 მკითხველთა ლიგა
კიდევ სამი ფოტო გადმომილაგეს. ყყველა მათგანი სხვადას-
ხვა რაკურსით იყო გადაღებული და სხეულის სხვადასხვა ნა-
წილზე იყო ფოკუსირებული. ყველგან იარები და დაბეჟილობა
ჩანდა.
- ექიმო! - შემომძახეს კიდევ ერთხელ.
სწრაფად ავხედე ორივეს და ისე შევცბი, თითქოს მათი იქ
ყოფნა ახლა აღმოვაჩინე. ამჯერად მოთმინებით სავსე, სრული-
ად ნეიტრალური სახეები ჰქონდათ. რიგრიგობით გავუსწორე
ორივეს თვალი და ვკითხე:
- და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მე ჩავიდინე?
კარლსონმა მხრები აიჩეჩა.
- ეს თქვენ უნდა გვითხრათ.
- რა თქმა უნდა, არა.
- არ იცით, ვინ მიაყენა თქვენს ცოლს ეს ჭრილობები?
- ჩემი ცოლი ერთხელ ავარიაში მოყვა...
ბავშვი რომ იტყვის, საშინაო დავალება ძაღლმა შემიჭამაო,
ეტყობა, ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინე ამ სიტყვე-
ბით. ერთმანეთს გაოგნებულებმა გადახედეს.
- იყო ასეთი შემთხვევა, - გგანვუმარტე კიდევ ერთხელ.
- როდის?
- ზუსტად არ ვიცი. სამი თუ ოთხი თვით ადრე... - აქ უცებ წავი-
ბორძიკე, - მის სიკვდილამდე.
- ექიმებს თუ მიმართა?
- არა მგონია.
- რას ნიშნავს, არა გგონიათ?
- იმ დროს აქ არ ვიყავი.
- სად ბრძანდებოდით?
- პედიატრიულ სემინარზე ვიყავი ჩიკაგოში. რომ ჩამოვედი,
მერე მიამბო.
- რამდენი ხანი იყო გასული?
100 მკითხველთა ლიგა
- ავარიის შემდეგ?
- დიახ, დოკ, ავარიის შემდეგ!
- არ ვიცი. ალბათ, ორი-სამი დღე.
- უკვე დაქორწინებულები იყავით?
- რამდენიმე თვის.
- რატომ მაშინვე არ გითხრათ?
- რომ ჩამოვედი, მერე მითხრა. უუცებ არ მომახალა, რომ არ
მენერვიულა.
- გასაგებია, - თქვა კარლსონმა დდა სთოუნს გადახედა. თა-
ვიანთი სკეპტიციზმის ოდნავ შენიღბვასაც კი არ ცდილობდნენ.
- ესე იგი, ეს ფოტოები თქვენ არ გადაგიღიათ...
- არა.
კიდევ გადახედეს ერთმანეთს და საბოლოო ნახტომისთვის
მოემზადნენ.კ კარლსონმა თავი ასწია და უფრო ახლოს მომი-
ჩოჩდა.
- მანამდე თუ გინახავთ ეს ფოტოები?
არაფერი ვუპასუხე. ისხდნენ და მელოდნენ. კარგა ხანს ვფიქ-
რობდი, რა მეთქვა. პასუხი ერთი მქონდა:
„არა!“
მაგრამ საკითხავი იყო, საიდან მოიტანეს ეს ფოტოები? მე
რატომ არაფერი ვიცოდი მათ შესახებ? ვინ გადაიღო? სახეზე ყუ-
რადღებით ვაკვირდებოდი ორივეს, მაგრამ არაფერს იმჩნევ-
დნენ.
თუ დაჰკვირვებიხართ, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან
გაკვეთილებს ტელევიზიიდან ვიღებთ ხოლმე. ყოველ შემთხვე-
ვაში, ჩვეულებრივი დაკითხვების, ჯვარედინი დაკითხვების, ე.წ.
მირანდას უფლებების,9 თვითინკრიმინაციის, მოწმეთა სიებისა

9„მირანდას უფლებები“ - დანაშაულში ეჭვმიტანილი პირისთვის


დაკავებისას, დაკითხვამდე მიცემული ახსნა-განმარტება, რომ
101 მკითხველთა ლიგა
თუ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ მეტწილად „ნიუ--
იორკის პოლიციის“, „კანონი და წესრიგისა“ და სხვა მსგავსი სე-
რიალების მეშვეობით ვნათლდებით ხოლმე. იარაღი რომ დაგა-
ჭერინოთ ვინმემ და სროლა გიბრძანოთ, იმას გააკეთებთ, რაც
ეკრანზე გინახავთ; ვინმემ რომ გითხრათ, „კუდზე“ თვალი გეჭი-
როსო, მაშინვე მიხვდებით, ამ სიტყვებში რაც იგულისხმება,
რადგან ეს ტერმინი „მანიქსში“ ან „მაგნუმ PL-ში“ ათასჯერ გსმე-
ნიათ.
კარლსონსა და სთოუნს თვალი თვალში გავუყარე და კლასი-
კური შეკითხვა დავუსვი:
- ესე იგი, ეჭვმიტანილი ვარ?
- რაში?
- აბა, რა ვიცი... მე მგონი, ეჭვი გაქვთ, რომ რაღაც დანა-
შაული მაქვს ჩადენილი...
- საკმაოდ ბუნდოვანი შეკითხვაა, დოკ.
საკმაოდ ბუნდოვანი პასუხია, კარლსონ...
არა, არ მომწონდა ეს ყველაფერი. უცებ ტელეფილმებში გა-
გონილი კიდევ ერთი რეპლიკა გამახსენდა და ამ დიალოგში მი-
სი გამოყენება გადავწყვიტე:
- ჩემს ადვოკატს უნდა დავუკავშირდე!

აქვს დუმილისა და ადვოკატთან კონსულტაციის უფლება. ამ


პროცედურას სახელი დაერქვა ბრალდებულ ეერნესტო მირან-
დას სახელის მიხედვით და მას საფუძველი ჩაუყარა აშშ-ის უზე-
ნაესმა სასამართლომ საქმეში „მირანდა არიზონის შტატის წი-
ნააღმდეგ“.

102 მკითხველთა ლიგა


10

სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატი ნამდვი-


ლად არ მყავდა. განა ვინმეს ჰყავს?ა ამიტომ დერეფანში ჩამო-
კიდებული ფასიანი ტელეფონით შონას დავურეკე და ვითარება-
ში გავარკვიე. დრო არ დაუკარგავს, იმწუთას მითხრა:
- ვიცნობ ერთს. შენ მანდ მდამელოდე და მაგრად დადექი.
დარბაზში შევბრუნდი და ლოდინი დავიწყე. კარლსონმა და
სთოუნმა ამჯერად სიკეთე გამოიჩინეს და ჩემთან ერთად მოთ-
მინებით იცდიდნენ. დძირითადად, დრო იმით გაჰყავდათ, რომ
ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. გავიდა ნახევარი საათი.დ უკვე ვე-
ღარ ვუძლებდი ამ დუმილს. ვიცოდი, რომ იმათაც ეს უნდოდათ -
როგორმე წყობიდან გამოვსულიყავი, მაგრამ თავს ვეღარ ვთო-
კავდი. ბოლოს და ბოლოს, სრულიად უდანაშაულო ვიყავი და
თუკი სიფრთხილეს გამოვიჩენდი, არაფერი მემუქრებოდა.
- ჩემი ცოლი დაღდასმული იპოვეს. ლოყაზე აასო კ ჰქონდა
ამომწვარი, - ვთქვი ბოლოს.
ორივემ იმწამსვე ამომხედა.
- უკაცრავად, - თქვა კარლსონმა და თავისი ისედაც გრძელი
კისერი კიდევ უფრო წაიგრძელა, - ჩვენ გვითხარით რამე?
- ჩემი ცოლი დაღდასმული იპოვეს. ლოყაზე ასო კ ჰქონდა
ამომწვარი, - გავუმეორე კიდევ ერთხელ, - იმ ღამეს მეც თავს
დამესხნენ. ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოვხვდი. ასე
რომ, არც იფიქროთ...
- რა არ უნდა ვიფიქროთ? - ჩამეკითხა კარლსონი.
ნათქვამია, პენი თუ გაიღე, გირვანქაც შემოგეხარჯებაო. სხვა
გზა არ მქონდა, ბოლომდე უნდა მივყოლოდი სათქმელს.
- ის არ უნდა იფიქროთ, რომ ცოლის მკვლელობასთან რაიმე
კავშირი მაქვს.
103 მკითხველთა ლიგა
სწორედ ამ დროს გაიღო კარი დდა ოთახში ქალი შემოვარ-
და. ამ ქალს ტელევიზიიდან ვიცნობდი. კარლსონი ფეხზე წამო-
უხტა, სთოუნმა კი ჩუმად შეუკურთხა.
ესთერ კრიმშტაინს შესავალი სიტყვით თავი არ შეუწუხებია,
პირდაპირ დაიწყო:
- თუ არ ვცდები, ჩემმა კლიენტმა რჩევისთვის მომმართა, ასე
არ არის?
ყოჩაღ, შონა. ჩემს ახალ ადვოკატს სხვა დროს არასოდეს
შევხვედრივარ, მაგრამ უცებ ვიცანი: ჯერ ერთი, ტელეშოუებში
ხშირად იწვევდნენ ხოლმე როგორც „დამოუკიდებელ ექ-
სპერტს“, გარდა ამისა, საკუთარი გადაცემაც მიჰყავდა სახელ-
წოდებით „კრიმშტაინი და დანაშაული“.
ეთერში უნდა გენახათ: სიტყვას არავის შეარჩენდა, ქვას ქვა-
ზე არ ტოვებდა, სტუმრების არგუმენტებს პირდაპირ აცამტვე-
რებდა. ცხოვრებაში კიდევ უფრო არაორდინარული და ძალა-
უფლებისმოყვარე ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გააფთრე-
ბული ვეფხვი რომ დამფრთხალ ჯეირნებს დაიფრენს, ზუსტად
ამას მაგონებდა ახლა ეს სცენა.
- დიახ, - უპასუხა კარლსონმა.
- რა ვიცი, მშვიდად სხედხართ და მის დაკითხვას განაგ-
რძობთ!..
- მისტერ ბეკი თვითონ ალაპარაკდა.
- აჰა, გასაგებია.
ესთერმა ქეისი გახსნა, საწერი და ქაღალდი ამოქექა და მა-
გიდაზე დაყარა.
- თქვენი სახელები ჩამომიწერეთ.
- უკაცრავად?
- თქვენი სახელები, ჩემო არწივებო. იმედია, მათი მართლწე-
რა არ გეშლებათ?

104 მკითხველთა ლიგა


რიტორიკული შეკითხვა კი იყო, მაგრამ ესთერი მაინც პასუხს
ელოდა.
- არა, რას ბრძანებთ, - უპასუხა კარლსონმა.
- რა თქმა უნდა, არა, - ბანი მისცა სთოუნმა.
- ძალიან კარგი. როცა ჩემს შოუში მაყურებელს ვუამბობ,
როგორ გათელეთ ფეხქვეშ ჩემი კლიენტის კონსტიტუციური უფ-
ლებები, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ თქვენს სახელებს
სწორად წარმოვთქვამ. მკაფიოდ, ბეჭდური ასოებით დამიწე-
რეთ, თუ შეიძლება!
ბოლოს მეც გადმომხედა და მიბრძანა:
- წავედით!
- ერთი წუთით! - მიმართა კარლსონმა, - თქვენს კლიენტთან
რამდენიმე შეკითხვა გვაქვს.
- არა!
- არა?! ეეს როგორ?!
- აი, ასე. არც ის გცემთ ხმას და არც თქვენ ელაპარაკებით.
ხომ გაიგეთ?
- დიახ, - თქვა კარლსონმა.
ესთერმა სთოუნსაც გადაუბრიალა თვალები.
- დიახ, - ბანი მისცა იმანაც.
- მშვენიერია, ბიჭებო. დაპატიმრებას ხომ არ უპირებდით ბა-
ტონ ექიმს?
- არა.
ესთერი ახლა მე მომიბრუნდა და მომახალა:
- რას უცდით? ახლავე გავდივართ აქედან!
გზაში კრინტი არ დაუძრავს, სანამ საიმედო ადგილას - მის
ლიმუზინში არ აღმოვჩნდით.
- სად ჩამოგსვათ? - მკითხა, როცა დავიძარით.
კლინიკის მისამართი ვუთხარი.

105 მკითხველთა ლიგა


- ახლა კი მიამბეთ დაკითხვის შესახებ, აოღონდ არაფერი გა-
მოგრჩეთ.
მაქსიმალური სიზუსტით გავიხსენე კარლსონსა და სთოუნ-
თან ჩემი დიალოგი. როცა ვლაპარაკობდი, ესთერ კრიმშტაინი
ზედაც არ მიყურებდა. მერე კარგა მოზრდილი უბის წიგნაკი
ამოიღო და გადაფურცლა.
- ესე იგი, ეს ფოტოები ცოლისთვის თქვენ არ გადაგიღიათ? -
მკითხა ბოლოს.
- არა.
- იმ რანინა და რანუნას10 თუ უთხარით ამის შესახებ?
თავი დავუქნიე.
ესთერმა თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და თმა გადაიწია.
- ოჰ, ეს ექიმები... ყველაზე უარესი კლიენტები არიან. ათუმ-
ცა არა უშავს. სისულელე კი მოგსვლიათ, მაგრამ ქვეყანა არ
დაქცეულა... მოკლედ, თქვენ ამბობთ, რომ ეს სურათები ადრე
არასოდეს გინახავთ?
- არასოდეს.
- მაგრამ, როცა ეს შეკითხვა დაგისვეს, რაღაცას მიხვდით და
ენას კბილი დააჭირეთ, არა?
- დიახ.
- ეს უკვე კარგია. ავარიის ამბავზე რას მეტყვით, მართლა ასე
იყო?
- უკაცრავად?
ესთერმა უბის წიგნაკი დახურა.

10ინგლისური ლექსებისა და ლუის ქეროლის ზღაპრის „ალისა


სარკისმიღმეთში“ პერსონაჟები. ამ სახელებით დაცინვით მოიხ-
სენიებენ ხოლმე ორ განუყრელ ადამიანს.

106 მკითხველთა ლიგა


- ბეკ... ხომ სწორად მოგმართავთ? შონა ამბობს, ყველა ასე
ეძახისო, ხომ არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო, თუ მეც ასე
დაგიძახებთ?
- არა.
- კეთილი. აახლა კი ყური მიგდეთ. თქვენ ექიმი ხართ, ხომ
ასეა?
- დიახ.
- ალბათ, ავადმყოფებთან რბილი და თავაზიანი მოპყრობა
არ გეშლებათ...
- ვცდილობ.
- აი, მე კი არ ვცდილობ. სულაც არ ვცდილობ. თუ ლოლიავი
გენატრებათ, სასამართლოში გამოცხადდით და ადვოკატად რი-
ჩარდ სიმონსი იქირავეთ. თუ არა და, ამ მობოდიშებებსა და სხვა
მსგავს სისულელეებს თავი დაანებეთ და უბრალოდ შეკითხვებ-
ზე მიპასუხეთ. კიდევ ერთხელ გეკითხებით: ავარიაზე რაც ილა-
პარაკეთ, მართალია?
- დიახ.
- ხომ იცით, გფბ-ს11 ხალხს ყველა ფაქტის გადამოწმება უყ-
ვარს.
- ვიცი.
- კეთილი. ეესეც გავარკვიეთ, - თქვა და შვებით ამოისუნთქა.
- იქნებ თქვენს ცოლს მეგობარი ჰყავდა და ის სურათები მან
გადაუღო? - შემაპარა ესთერმა, - დაზღვევის მიზნით. აან იმ შემ-
თხვევისთვის, თუ სარჩელის შეტანას მოისურვებდა. ამ ვერსიის
გათამაშება თუ დაგვჭირდა, შეიძლება ჭკუაში დაუჯდეთ.
მე სულაც არ დამიჯდა ჭკუაში, მაგრამ დუმილი ვარჩიე.
- დავიწყოთ. შეკითხვა uno: სად იყო ეს ფოტოები?

11 გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI).

107 მკითხველთა ლიგა


- არ ვიცი.
- შეკითხვა dos: საიდან მოიტანეს ისინი ფედერალებმა? და
შეკითხვა tres((ესპ.) ერთი, ორი, სამი.): რაღა ახლა გამოაჩინეს?
თავი უხმოდ გავიქნიე. ესთერმა კი განაგრძო:
- და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: როგორ ფიქრობთ, რის
მიკერებას ცდილობენ თქვენთვის? თქვენი ცოლი რვა წლის წინ
დაიღუპა. რა დროს მეუღლის ცემის ფაქტზე საქმის აღძვრაა?
ესთერი საზურგეს მიეყრდნო და წამით ფიქრებს მიეცა. მერე
შემომხედა და მხრები აიჩეჩა.
- არა უშავს. ერთ-ორ ვინმეს გადავურეკავ და გგავარკვევ, რა
ხდება. მანამდე ჭკუით უნდა იყოთ. არავის არაფერი უთხრათ,
გასაგებია?
- დიახ.
ესთერი ისევ მიეყრდნო საზურგეს და კიდევ დაფიქრდა.
- არ მომწონს ეს ყველაფერი. ძალიან არ მომწონს... - თქვა
ბოლოს.

108 მკითხველთა ლიგა


11

1970 წლის 12 მაისს ჯერემი რენვეიმ და მისმა სამმა რადი-


კალმა ძმაკაცმა ისთერნ-სთეით უნივერსიტეტის ქიმიურ ფაკულ-
ტეტზე აფეთქება მოაწყვეს. ულტრამემარცხენე ტერორისტული
ორგანიზაცია ავრცელებდა ხმას, თითქოს სამხედრო მეცნიერე-
ბი უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ნაპალმის ახალ, უფრო
ძლიერ ფორმას ამუშავებდნენ. ორიგინალობით თავის გამოჩე-
ნის სურვილით შეპყრობილმა ოთხმა სტუდენტმა, რომლებიც
თავიანთ ჯგუფს „თავისუფლების ყიჟინას“ უწოდებდნენ, გადაწ-
ყვიტა, დრამატული, მაგრამ ზედმეტად სანახაობრივი საპრო-
ტესტო გამოსვლა მოეწყოთ. არადა, ეს ჭორები გადამოწმებუ-
ლიც კი არ ჰქონდათ. მხოლოდ ახლა, ოცდაათი წლის შემდეგ
შეეპარა ჯერემის ეჭვი მათ სიმართლეში.
აფეთქებისას არც ერთი ლაბორატორია არ დაზიანებულა.
უნივერსიტეტის დაცვის ორი წევრი დაიღუპა მხოლოდ. სწორედ
ისინი წააწყდნენ პირველად საეჭვო პაკეტს, ახლოს მივიდნენ,
დაათვალიერეს და ხელში აუფეთქდათ.
ორივე ცოლშვილიანი იყო...
ჯერემის ერთ-ერთი „თანამებრძოლი“ ორ დღეში დააკავეს
და დღემდე ციხეში იჯდა, მმეორე 1989 წელს ნაწლავის კიბოთი
გარდაიცვალა, მმესამე - ეველინ კოსმირი - 1996 წელს დააკა-
ვეს და ახლა ისიც შვიდწლიან სასჯელს იხდიდა. თვითონ ჯერე-
მიმ ტყეს შეაფარა თავი და მას შემდეგ იქიდან ცხვირი არ გამო-
უყვია. წლების მანძილზე ძეხორციელს არ გამოლაპარაკებია.
არც რადიოს უსმენდა, არც ტელევიზორს უყურებდა. მხოლოდ
ერთხელ გამოიყენა ტელეფონი, ისიც ძალიან სასწრაფო, გა-
დაუდებელი მიზეზით. ერთადერთი, რაც გარე სამყაროსთან

109 მკითხველთა ლიგა


აკავშირებდა, გაზეთები იყო, თუმცა კარგად ახსოვდა, რა არას-
წორად აშუქებდნენ ისინი რვა წლის წინ მომხდარ ამბავს.
ჩრდილო-დასავლეთ ჯორჯიის მთისძირა სოფელში დაბადე-
ბულ ჯერემის მამამისმა თავის დროზე გადარჩენისთვის აუცი-
ლებელი ყველა უნარ-ჩვევა გამოუმუშავა. მისი შეგონებებიდან
ყველაზე მნიშვნელოვანი აი, ეს იყო: ბუნებას მიენდე, ადამიანს
კი - არა. ჯერემი მაშინ ყურსაც არ იბერტყავდა, სამაგიეროდ,
აახლა ამ სიბრძნეს, როგორც იტყვიან, „ცხოვრებაში ატარებ-
და“.
ძებნილი ჯერემი მდევრის შიშით მშობლიურ მიდამოებს ჩა-
მოსცილდა და თავი პენსილვანიის ტყეებს შეაფარა. კარგა ხანს
იბორიალა, ხან სად უთენდებოდა და ხან სად... ბოლოს ტბა ჩარ-
მეინის სანახებში პოვა შედარებით საიმედო თავშესაფარი. აქ,
ტბის ნაპირზე, ძველი ბანაკის ქოხმახები იდგა, რომლებიც
უამინდობისგან მშვენივრად იცავდა. ტბას იშვიათად თუ სტუმ-
რობდა ვინმე. ეს უმეტესად ზაფხულში ხდებოდა, ისიც მხოლოდ
უქმეებზე. ასე რომ, ჯერემის შედარებით უსაფრთხოდ შეეძლო
ირმებზე ნადირობა და ნანადირევის მირთმევა, ხოლო, როცა
ტბაზე ადამიანები გამოჩნდებოდნენ, თავს იმით შველოდა, რომ
ტყეში უფრო ღრმად შედიოდა, ან კიდევ ჩასაფრებული იჯდა და
მოსულებს აკვირდებოდა. ბავშვებს გუდიან კაცად მიაჩნდათ.
ახლაც ჩუმად იდგა და მუქ ქურთუკებში გამოწყობილ გფბ-ს
მუშაკებს აკვირდებოდა.გ მათ ქურთუკებზე მიკერებული სამი
ყვითელი ასოს დანახვისას ჯერემის დღემდე ისეთი გრძნობა
ეუფლებოდა, თითქოს გულში ყინულის ლოლო გაუყარესო.
შემთხვევის ადგილზე ყვითელი ლენტის შემოვლება არავის
მიუჩნევია საჭიროდ, იქნებ იმიტომ, რომ იქაურობა საკმაოდ
მიყრუებული იყო. გვამები რომ იპოვეს, რენვეის სრულებით არ
გაჰკვირვებია. ძალიან ღრმად იყვნენ ჩაფლულები, მაგრამ რენ-
ვეიმ სხვებზე უკეთ იცოდა, რომ საიდუმლოს სამარხში დიდხანს
110 მკითხველთა ლიგა
ყოფნა არ უყვარს. ეს მის ყოფილ პარტნიორს, ბოროტმოქმედ
ეველინ კოსმირსაც კარგად მოეხსენებოდა, დანაშაულის ჩადე-
ნის შემდეგ ოჰაიოში რომ დაფუძნდა და სამაგალითო დედიკოს
ნიღაბი რომ მოირგო...
ჯერემის ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა ირონიზების უნარი.
ახლა არხეინად ეფარებოდა ბუჩქს. შენიღბვის ოსტატი იყო.
ვერავინ შეამჩნევდა. იხსენებდა რვა წლის წინანდელ ღამეს,
როცა ის ორი ადამიანი მოკლეს. ჯერ სროლის ხმა გაიგონა, მე-
რე ბარ-ნიჩბების გამალებული ჩახაჩუხი და ბელტების საზარე-
ლი ხმაც მისწვდა მის ყურს. ისიც კი გაიფიქრა, სადაც ჯერ არს
ხომ არ დამერეკაო...
რა თქმა უნდა, ანონიმურად...
მაგრამ ბოლოს მაინც ვერ გაბედა ამის გაკეთება. ადამიანი
რომ გალიაში ჩასაჯდომად არ დაბადებულა, ვინ არ იცის, მაგ-
რამ ადამიანს გააჩნია - ზოგი უძლებს გალიას, ზოგი კი - ვერა.
ჯერემი გალიაში გამძლები არ იყო. ერთი ბიძაშვილი ჰყავდა,
პერი; რვაწლიან სასჯელს იხდიდა. დღეში ოცდასამი საათი პაწა-
წინა საკანში იყო გამომწყვდეული. ერთ დილით ადგა, გამოექა-
ნა და ბეტონის კედელს თავით შეასკდა.
ჯერემიც ასე მოიქცეოდა, ალბათ...
ამიტომ არჩია მაშინ გაჩუმება და უმოქმედობა. ყოველ შემ-
თხვევაში, რვა წლის მანძილზე ხმა არ ამოუღია.
მაგრამ ის ღამე ხშირად ახსენდებოდა. ახსენდებოდა შიშვე-
ლი ახალგაზრდა ქალი, ჩასაფრებული მამაკაცები, მმანქანას-
თან ატეხილი შეხლა-შემოხლა, ხელჯოხის გულის გამაწვრილე-
ბელი ჩაჩქუნი ადამიანის სხეულზე, სასიკვდილოდ გამეტებული,
უპატრონოდ მიგდებული ახალგაზრდა კაცი...
და ტყუილი. ტყუილი, რომელიც მუდამ თან სდევდა და ვერა
და ვერ მოენელებინა.

111 მკითხველთა ლიგა


12

როცა კლინიკაში დავბრუნდი, მოსაცდელი ოთახი ლოდინით


შეწუხებული, უკმაყოფილო ხალხით იყო სავსე. ეკრანზე „პატა-
რა ქალთევზა“ ტრიალებდა. ფილმი რომ დასრულდებოდა, ავ-
ტომატურ რეჟიმში ისევ უკან იხვეოდა. ისეთი ნათრევი ფირი
იყო, ფერები აღარ ჩანდა. ფედერალური ბიუროს ბიჭებთან
„დროს ტარების“ შემდეგ მეც იმ ფირივით წაშლილი ვიყავი.
სულ იმ წინამასწარა კარლსონის სიტყვები მიტრიალებდა თავ-
ში. ვცდილობდი, გამერკვია, რა უნდოდათ სინამდვილეში, მაგ-
რამ მთელი ეს სურათი კიდევ უფრო ბუნდოვან და სიურრეალის-
ტურ სახეს იღებდა. იმდენი ვიჭყლიტე ტვინი, რომ თავის ტკივი-
ლიც კი ავიკიდე...
- ექიმს გაუმარჯოს! - დაიძახა ვიღაცამ.
კლინიკაში თაირის ბარტონი შემოვარდა. ჩაჩაჩული შარვა-
ლი და დიდი ზომის სპორტული ზედა ეცვა. ეს ყველაფერი რომე-
ლიღაც დიზაინერის ნახელავი იყო, რომელსაც არ ვიცნობდი,
მაგრამ, სავარაუდოდ, მალე გავიცნობდი.
- გაგიმარჯოს, თაირის! - მივესალმე მეც.
ჩვენი ხელის ჩამორთმევა და მისალმება ჰგავდა ცეკვას,
რომლის დროსაც ერთი პარტნიორი აქტიურობს, მეორე კი
მორჩილად მიჰყვება.
თაირისსა და ლატიშას ექვსი წლის ბიჭუნა ჰყავდათ; თიჯეის
ეძახდნენ. ბავშვს ჰემოფილია ჰქონდა, თან უსინათლო იყო.
სულ პატარა იყო, როცა საავადმყოფოში პირველად მოაქანეს.
თაირისი დაპატიმრებას ბეწვზე გადაურჩა მაშინ. მას შემდეგ
სულ მიმტკიცებდა, ბავშვი შენ გადამირჩინეო. აზვიადებდა, რა
თქმა უნდა. თუმცა, რა ვიცი, იქნებ გადავარჩინე კიდევაც...

112 მკითხველთა ლიგა


თაირისისთვის რომ გეკითხათ, იმ შემთხვევამ დაგვამეგობ-
რა. ოღონდ... როგორ გითხრათ... თვითონ ლომი იყო, მე კი -
თაგვი, რომელმაც ამ ლომს თათიდან ეკალი ამოაცალა. თავად
ფიქრობდა ასე, მაგრამ ჩემთვის რომ გეკითხათ, მიქარავდა.
თაირისი და ლატიშა დაქორწინებულები არასოდეს ყოფი-
ლან, მაგრამ თაირისზე ხშირად ჩემს კლინიკაში არც ერთ სხვა
მამას არ ვხედავდი. მიკითხ-მოკითხვის რიტუალი რომ დაასრუ-
ლა, ხელში ორი ასდოლარიანი ჩამიცურა, თითქოს რესტორან
„ლე სერკის“ მეტრდოტელი ვიყავი. მერე თვალი ჩამიკრა და
მითხრა:
- აბა, თქვენ იცით, კარგად მოუარეთ ჩემს ბიჭს.
- ჰო, კარგი, კარგი.
- ყველა ექიმს უხურავთ! ა- მითხრა ბოლოს და სავიზიტო ბა-
რათი შემომაჩეჩა. ზედ არც სახელი ეწერა, არც გვარი, არც მი-
სამართი და არც თანამდებობა, მხოლოდ მობილური ტელეფო-
ნის ნომერი.
- თუ დაგჭირდით, ეგრევე რეკავთ!
- კარგი, მეცოდინება.
- როცა გინდათ და რაც გინდათ, დოკ, - თქვა და თვალი ისევ
ჩამიკრა.
- გავიგე.
ფული ჯიბეში ჩავიდე. მე და თაირისი ამ რიტუალს ექვსი
წლის მანძილზე ვასრულებდით. ნარკოდილერების მეტი რა მი-
ნახავს, მაგრამ მათგან ექვსი წელი ჯერ არავის უცოცხლია,
თაირისი გამონაკლისი იყო. ამ ფულს, რა თქმა უნდა, არასოდეს
ვიტოვებდი. ლინდას ვაძლევდი ქველმოქმედებისთვის. კსამარ-
თლებრივი კუთხით ნამდვილად სადავო საქციელია, მაგრამ მე
ასე ვანგარიშობდი: ნარკოდილერის ხელში ყოფნას ისევ სჯობ-
და, ფული ქველმოქმედებას მოხმარებოდა. წარმოდგენა არ
მქონდა, რა ფულის პატრონი იყო თაირისი, მაგრამ ვხედავდი-
113 მკითხველთა ლიგა
მანქანებს წარამარა იცვლიდა (განსაკუთრებით ბე-ემ-ვეები უყ-
ვარდა, დაბურული შუშებით), მისი შვილის გარდერობი კი
მთელ ჩემს ავლადიდებას იყიდდა. მაგრამ თქვენ წარმოიდგი-
ნეთ, ბავშვის დედა „მედიქეიდის“ მომხმარებელი იყო და ამი-
ტომ უფასოდ ვმკურნალობდით.
მართლაც, გაგიჟდება კაცი...
უცებ თაირისის მობილურმა ჰიპ-ჰოპი დასცხო.
- რა ვქნა, დოკ, საქმეები მაქვს, - მომიბოდიშა თაირისმა.
- კარგი, არა უშავს.
ზოგჯერ ბრაზი მაწვებად და გასაკვირიც არაა... მაგრამ მე
ბავშვებთან მაქვს საქმე... ეს ჩემი ტკივილია. გგანა არ ვიცი,
რომ ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. მზოგჯერ ისეთებს
ვმკურნალობ, წინასწარ ვიცი, რომ მათგან კარგი არაფერი გა-
მოვა. მაგრამ ბავშვი უმწეო, სუსტი და დაუცველია. დამიჯერეთ,
აქ ისეთ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც ადამიანზე, რო-
გორც ცნებაზე, წარმოდგენას შეგიცვლით. ამიტომ მთლიანად
ბავშვებზე ვარ კონცენტრირებული.
იმ დღეს შუადღემდე უნდა მემუშავა, მაგრამ რადგან დილი-
დან გამოძიების ფედერალური ბიუროს ხალხს „შევუსეირნე“,
ამის გამო პაციენტებს სამ საათამდე შევრჩი. ბუნებრივია, მთე-
ლი დღეე ის დაკითხვა და ფოტოები მიტრიალებდა თავში. ჩემი
ნაცემი, გაუბედურებული ცოლის ფოტოგამოსახულება ტვინში
მქონდა ჩაბეჭდილი და იქ რაღაც ფანტასმაგორიულ შუქურასა-
ვით ციმციმებდა.
ვის უნდა სცოდნოდა ამ ფოტოების ამბავი...
კარგად რომ დავფიქრდი, ერთი ვერსია დამიჯდა ჭკუაში. მა-
შინვე ვეცი ტელეფონს. ეს ნომერი წლობით არ ამიკრეფია, მაგ-
რამ დღემდე მახსოვდა.
- „შეიეს ფოტოგრაფი“, - მიპასუხა ქალის ხმამ.
- რებეკას სალამი!
114 მკითხველთა ლიგა
- უჰ, შე თახსირო! როგორ ხარ, ბეკ?
- კარგად. შენ როგორ გიკითხო?
- საშინლად დაკავებული ვარ.
- ალბათ, ბევრს მუშაობ...
- იმდენს აღარ. შარშან გავთხოვდი!
- ვიცი. მაპატიე, ვერ მოვიცალე...
- ბებიაშენი მოატყუე.
- დაგვიანებით გილოცავ.
- აბა, რა ხდება?
- რაღაც უნდა გკითხო.
- მიდი.
- ავარიას ეხება.
ჩემი ხმა ჯერ ექოსავით გაისმა, მერე კი სიჩუმე ჩამოვარდა.
- ავარია ხომ გახსოვს? ელიზაბეთის მკვლელობამდე ცოტა
ხნით ადრე რომ მოხდა?
რებეკა შეიესი, ჩემი ცოლის უახლოესი მეგობარი, ხმას არ
იღებდა.
ჩავახველე და განვაგრძე:
- საჭესთან ვინ იჯდა?
- რა მითხარი? - ჩაილაპარაკა უცებ, მაგრამ მივხვდი, ამ კით-
ხვით ჩემთვის არ მიუმართავს, ვიღაც იქ მყოფთაგანს ეკითხებო-
და.
- კარგი, ახლავე მოვალ, - უთხრა იმ ვიღაცას და მერე მომიბ-
რუნდა:
- მომისმინე, ბეკ.ა აქ რაღაც საქმე გამოჩნდა. მმოდი, ცოტა
ხანში გადმოგირეკავ, კარგი?
- რებეკა!
მაგრამ რებეკა უკვე ხაზზე აღარ იყო...

115 მკითხველთა ლიგა


***
სიმართლე თუ გინდათ, ტრაგედია სულიერ ამაღლებას უწ-
ყობს ხელს. ფაქტია, რომ ახლობლების სიკვდილმა უკეთეს პი-
როვნებად მაქცია. ღრუბელი ღრუბელია, მაგრამ შიგნიდან მა-
ინც ანათებსო, ნათქვამია. რა გითხრათ, ჩემს შემთხვევაში ხსე-
ნებულ „ნათებას“, ცოტა არ იყოს, სიკაშკაშე აკლია, მაგრამ მა-
ინც ახლავს... იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ამ ჭეშმარიტების
გაცნობიერება ადამიანის სიკვდილად ღირს და რომ ეს მისაღე-
ბი და სამართლიან პირობებზე დამყარებული გარიგებაა, მაგ-
რამ ნამდვილად ვიცი, რომ უკეთესი ადამიანი გავხდი. ავისა და
კარგის გარჩევაც უკეთ ვისწავლე და ადამიანის თანაგრძნობაც.
იყო დრო (ახლა ეს სასაცილოდ აღარ მყოფნის), როცა იმაზე
ვნერვიულობდი, რომელი კლუბის წევრი უნდა გავმხდარიყავი,
რომელი მანქანა უნდა მეყიდა, კაბინეტის კედელზე რომელი
კოლეჯის დიპლომი უნდა ჩამომეკიდებინა. მოკლედ, სტატუსთან
დაკავშირებული მთელი ეს სისულელე ძალიან მაწუხებდა. ქი-
რურგობაც იმიტომ მწყუროდა ასე, რომ ირგვლივ ყველა გიჟდე-
ბოდა ამ პროფესიაზე. ეგრეთ წოდებულ მეგობრებზე შთაბეჭდი-
ლების მოხდენა მინდოდა. „გამოსულ“ კაცობაზე ვიქაჩებოდი,
ერთი სიტყვით...
როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი დღეს სასაცილოდ
მეჩვენება. ზოგიერთი შეიძლება შემომედავოს, რომ ეს პიროვ-
ნული დახვეწილობა ასაკობრივ სიმწიფეს მოაქვს. ნაწილობრივ
ასეა, მაგრამ ეს ცვლილებები იმითაც აიხსნება, რომ ჩემს თავს
მარტოკა შემოვრჩი. როცა ელიზაბეთი ცოცხალი იყო, წყვილი
ვიყავით, ერთ მთლიანობად ქცეული წყვილი... ცოლი ისეთი
კარგი მყავდა, რომ თავად შემეძლო ხანდახან წამეგლახაკა კი-
დეც. თითქოს მისი სიკარგე ორივეს გვყოფნიდა, ორივეს გვა-
მაღლებდა და გვათანაბრებდა. სიკვდილი კი მართლა კარგი
მასწავლებელი აღმოჩნდა, ოღონდ ძალიან ტლანქი და უხეში...
116 მკითხველთა ლიგა
გეტყოდით, რომ ამ ტრაგედიის მეშვეობით მივაგენი რაღაც
აქამდე აღმოუჩენელ და უდავო ჭეშმარიტებას, რომელმაც ჩემი
ცხოვრება შეცვალა და რომელიც სხვასაც უნდა გავუზიარო, მაგ-
რამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ყველას ბევრი გვსმენია გაცვე-
თილი კლიშეები: „ადამიანი ყველაზე მთავარია“, „ცხოვრება
ძვირფასი საჩუქარია“, „მატერიალური კეთილდღეობა ყველაზე
მაღლა არ უნდა დააყენო“, „წვრილმანები ცხოვრებას გვილამა-
ზებს“, „დატკბი ყოველი წუთით“ და ა.შ.... ვისმენთ ამ ყელში
ამოსულ სიტყვებს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვითავისებთ. აი, უბე-
დურება თუ დატრიალდა ჩვენს თავს, მაშინ კი მოვეგებით ხოლ-
მე გონს. უბედურებასა და დარდს პირდაპირ ჩვენს სულამდე და
გულამდე მიაქვს ზემოთ ჩამოთვლილი ჭეშმარიტებები. მართა-
ლია, ამით არ ვბედნიერდებით, მაგრამ უკეთესები ნამდვილად
ვხდებით.
ჩემს თავზე მეცინებოდა, მაგრამ ერთი სული მქონდა, ნეტავ
ახლა ელიზაბეთი მხედავდეს-მეთქი... დიდი სურვილის მიუხე-
დავად, მაინც არ მჯერა, რომ მიცვალებულები ზემოდან გადმოგ-
ვყურებენ; დიახ, არ ვცნობ ამ ფანტაზიებს, რომელთაც საკუთარ
თავს თავადვე ვასაღებთ ხოლმე, თვითდამშვიდების მიზნით. მმე
თუ მკითხავთ, ჩვენგან წასულები სამუდამოდ მიდიან... მაგრამ
ძალაუნებურად მაინც ვუშვებდი იმის ალბათობას, რომ ბოლოს
და ბოლოს, მისი ღირსი გავხდი. ისე, უფრო მორწმუნე კაცი რომ
ვყოფილიყავი, ალბათ, დავასკვნიდი, რომ ამიტომაც დამიბრუნ-
და...
რებეკა შეიესი ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი ფოტოგ-
რაფი იყო. მისი ნამუშევრები პრიალა ჟურნალებში იბეჭდებო-
და, თუმცა რატომღაც მამაკაცებზე უფრო იყო ორიენტირებული.
ხშირად ისეთი პროფესიონალი ათლეტები მიმართავდნენ გადა-
ღების თხოვნით, რომლებიც მხოლოდ ყველაზე მოდური ჟურნა-
ლების (მაგალითად, გქ-ს) ყდებს ამშვენებდნენ. რებეკა ხუმ-
117 მკითხველთა ლიგა
რობდა, მამაკაცის სხეულზე ყნოსვა მაქვს გამომუშავებული,
„ინტენსიური შესწავლის საფუძველზეო“.
მის სტუდიას 32-ე ქუჩაზე, ფენ-სთეიშენის სიახლოვეს მივაგე-
ნი. უმახინჯესი შენობა იყო, ნახევრად საწყობი. პირველი სარ-
თული ცენტრალ-პარკის ცხენებისა და ეტლების სადგომად იყო
ქცეული და იქაურობა სასტიკად ყარდა. სატვირთო ლიფტს
გვერდი ავუარე და კიბეს ავუყევი. რებეკა დერეფანშივე შემ-
ხვდა. უკან შავებში ჩაცმული, გაძვალტყავებული, წვერცანცარა
და გრძელხელება ასისტენტი მოჰყვებოდა ორი ალუმინის ჩე-
მოდნით ხელში. რებეკას შევხედე. ისევ ის რებეკა იყო - გაშლი-
ლი, ცეცხლისფერი, ურჩი ებრაული კულულებით დად დიდრონი
მწვანე თვალებით... რა ვიცი, ბოლო რვა წლის მანძილზე იქნებ
შეიცვალა კიდეც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ეს ვერ შევამ-
ჩნიე.
ჩემს დანახვაზე ნაბიჯიც კი არ შეუნელებია.
- ბეკ, ცუდ დროს მოხვედი...
- არ მაინტერესებს!
- გადაღება მაქვს. მოდი, მოგვიანებით შემოიარე.
- არა!
რებეკა გაჩერდა, თავის დაბღვერილ, შავოსან ასისტენტს რა-
ღაც გადაუჩურჩულა და მითხრა:
- კარგი, გამომყევი.
მაღალჭერიანი სტუდიის კედლები თეთრად იყო შეღებილი.
ყველგან ქოლგიანი გასანათებელი მოწყობილობები და შავი
შირმები იდგა, ფეხებქვეშ გველებივით იკლაკნებოდა სხვადას-
ხვა მავთული თუ დამაგრძელებელი. რებეკამ ფირს სტაცა ხელი,
ვითომ ძალიან დაკავებული იყო.
- მიამბე ავარიაზე... - არ მოვეშვი მე.
- რა დროს ავარიაა, რვა წელი გავიდა, ახლა გაგახსენდა?! -
შემომიტია რებეკამ და ფირების შესანახ კოლოფს ხუფი მოხადა.
118 მკითხველთა ლიგა
ფეხი ფეხზე გადადებული ველოდი, როდის მორჩებოდა ამ
ქოთქოთს.
- გამაგებინე, ახლა რატომ იძიებ ამ ყველაფერს? - მკითხა კი-
დევ ერთხელ.
- მიამბე-მეთქი, გეუბნები... - არ მოვეშვი მე.
რებეკა თვალს მარიდებდა. ურჩი კულულები სახეს უფარავ-
და, მაგრამ უკვე თმასაც აღარ ისწორებდა.
- მენატრება ელიზაბეთი... - თქვა უცებ, - შენც მომანატრე თა-
ვი...
არაფერი ვუპასუხე.
- იცი, რამდენი გირეკე მაშინ...
- ვიცი.
- ვცდილობდი კონტაქტის დამყარებას, მინდოდა, გვერდით
გყოლოდი...
- თუ შეგიძლია, მაპატიე.
მართლა ვწუხდი. რებეკა ელიზაბეთის საუკეთესო მეგობარი
იყო. სანამ მე და ელიზაბეთი დავქორწინდებოდით, ერთად
ცხოვრობდნენ. წესით, უნდა დამერეკა, სახლში მომეწვია, რა-
ღაც მაინც გამეკეთებინა... მე კი თავი არ შევიწუხე. უბედურება
საოცარ ეგოისტებად გვაქცევს ხოლმე.
- ელიზაბეთმა მითხრა, რომ თქვენ ერთხელ პატარა ავა-
რიაში მოყევით. ასე მითხრა, ჩემი ბრალი იყო, გზას არ ვუყუ-
რებდიო. მართალია?
- ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს? - გაიკვირვა რებეკამ.
- აქვს.
- მაინც რა?
- რისი გეშინია, რებეკა?
ამჯერად დუმილით მიპასუხა.
- იყო ავარია თუ არა?

119 მკითხველთა ლიგა


უცებ მხრები ისე ჩამოუვარდა, თითქოს რაღაცამ შიგნიდან
ძლიერად მოქაჩაო. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და თავი
ჩაქინდრა. ა
- არ ვიცი, - მიპასუხა ბოლოს.
- რას ნიშნავს, არ იცი?
- ელიზაბეთმაც ასე მითხრა, ავარიაში მოვყევიო.
- კი მაგრამ, ერთად არ იყავით?
- არა. შენ წასული იყავი, ბეკ. ერთ ღამეს სახლში მივედი და
ელიზაბეთი იქ დამხვდა. ერთიანად დალილავებული იყო. რა
მოხდა-მეთქი, ვკითხე. ავარიაში მოვყევი და თუ ვინმე გკითხავს,
უთხარი, რომ ერთად ვიყავითო.
- ვის უნდა ეკითხა?
რებეკამ, როგორც იქნა, თვალი გამისწორა.
- რა ვიცი, ალბათ, შენზე ამბობდა...
ნათქვამის გაცნობიერება ვცადე და შემდეგ ასეთი კითხვა
დავუსვი:
- სინამდვილეში რა მოხდა?
- ეგ არ უთქვამს.
- ექიმთან არ წაიყვანე?
- არ წამომყვა, - რებეკამ რაღაც უცნაურად შემომხედა და
ისევ მკითხა, - მაინც ვერ გავიგე, რამ გაგახსენა ეს ყველაფერი?
არავის უთხრა!..
- მინდა წარსულს წერტილი დავუსვა...
თავი დამიქნია, მაგრამ აშკარად არ დაიჯერა. ტყუილები არც
ერთს არ გვეხერხებოდა.
- შემთხვევით ფოტოები ხომ არ გადაგიღია მისთვის?
- ფოტოები?
- ნატკენ ადგილებს ვგულისხმობ.
- ნამდვილად არა. რატომ უნდა გამეკეთებინა ეს?

120 მკითხველთა ლიგა


კარგი კითხვა იყო. მეც ჩავუფიქრდი ამ კითხვას. არ ვიცი,
რამდენ ხანს ვიჯექი ასე ჩაფიქრებული.
- ბეკ!
- გისმენ.
- საშინლად გამოიყურები...
- შენ კი - პირიქით.
- შეყვარებული ვარ.
- ჰოდა, გიხდება...
- დიდი მადლობა.
- კარგი ადამიანია?
- შესანიშნავი.
- ესე იგი, შენი ღირსია.
- რა ვიცი, ალბათ... - მიპასუხა რებეკამ, მერე გადმოიხარა და
ლოყაზე მაკოცა. ამან ცოტა დამამშვიდა.
- რაღაც მოხდა, ხომ ასეა? - მკითხა ბოლოს.
ამჯერად სიმართლის თქმა ვარჩიე:
- არ ვიცი.

121 მკითხველთა ლიგა


13

შონა და ესთერ კრიმშტაინი ქალაქის ცენტრში, ესთერის გა-


დაპრანჭულ ოფისში ისხდნენ. ესთერმა ვიღაცასთან ტელეფო-
ნით საუბარი დაასრულა, ყურმილი დადო და შონას მიუბრუნდა:
- რაღაც ვერ არიან ლაპარაკის გუნებაზე.
- ბეკი ხომ არ დაუპატიმრებიათ?
- ჯერ არა.
- აბა, რა ხდება? - იკითხა შონამ.
- თუ სწორად ვხვდები, ფიქრობენ, რომ ელიზაბეთი ბეკმა
მოკლა.
- სიგიჟეა, - თქვა შონამ, - ბეკი საავადმყოფოში იყო და ბღა-
ვილით იკლებდა იქაურობას. ის დარტყმული ქილროი ახლაც
სიკვდილმისჯილების საკანში აგდია.
- ასეა, მაგრამ არა ელიზაბეთის მკვლელობისთვის, - უპასუხა
ადვოკატმა.
- ვერ გავიგე...
- ქილროი არანაკლებ 18 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმი-
ტანილი. აქედან 14 უკვე აღიარა, განაჩენის გამოსატანად საკმა-
რისი მტკიცებულება კი მხოლოდ 12 საქმეზე მოგროვდა. საკმა-
რისი არ არის? რამდენი სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტა-
ნონ ერთ კაცს?
- კი მაგრამ, ყველამ იცის, რომ ელიზაბეთი მან მოკლა.
- შეგისწორებ: ყველამ იცოდა.
- ვერაფერი გავიგე. აზრად როგორ მოსდით, რომ ეს ბეკმა
ჩაიდინა?
- არ ვიცი, - თქვა ესთერმა. ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ხე-
ლები თავზე დაიდო, - ჯერჯერობით, მართლა არ ვიცი. ფფხიზ-
ლად კი უნდა ვიყოთ.
122 მკითხველთა ლიგა
- რისი თქმა გინდა?
- ჯერ ერთი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიუროს ხალხი ბეკის
ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. ტელეფონითაც უსმენენ და უთ-
ვალთვალებენ კიდეც.
- მერე?
- რა მერე?
- ესთერ, ბეკი უდანაშაულოა. უთვალთვალონ, რამდენიც უნ-
დათ.
ესთერმა შონას გადახედა და თავი გააქნია.
- ნუ ხარ ასეთი გულუბრყვილო.
- ვითომ რატომ ვარ გულუბრყვილო?
- გეუბნები, საუზმეზე კვერცხი რომ შეჭამოს და ეს ფირზე გა-
დაიღონ, მაგაზეც შარს მოსდებენ... და საერთოდ...
- რა?
- არ უპირებენ თავის განებებას, საფლავში ჩაჰყვებიან.
- რატომ?
- აზრზე არა ვარ, მაგრამ მენდე, რომ ასეა. უდგათ ამ შენს
ძმაკაცზე და მორჩა... თან უკვე რვა წელია. ეს კი იმას ნიშნავს,
რომ რაღაც ჟინი კლავთ. ხოლო, როცა ფედებს(Feds - გამო-
ძიების ფედერალური ბიუროს მუშაკთა მეტსახელი.) რაიმეს ჟი-
ნი კლავთ, ძალიან უმსგავსოდ იქცევიან და კონსტიტუციური უფ-
ლებების ჩაწიხვლას არ ერიდებიან.
შონა საზურგეს მიაწვა და „ელიზაბეთისაგან“ მიღებულ უცნა-
ურ გზავნილებზე დაფიქრდა.
- რაზე ფიქრობ? - ჰკითხა ესთერმა.
- არაფერზე.
- ნუ მიმალავ, შონა.
- მე შენი კლიენტი არა ვარ.
- იმის თქმა გინდა, რომ ბეკი სათქმელს ბოლომდე არ მიმ-
ხელს?
123 მკითხველთა ლიგა
უცებ შონას ისეთმა აზრმა გაუელვა, რომ საქციელი წაუხდა.
ცოტა ხანს დაფიქრდა, ყოველი მხრიდან უკირკიტა, რამდენიმე-
წუთიანი გამოცდა ჩაუტარა და როცა ეს აზრი საბოლოოდ დამა-
ჯერებლად მიიჩნია, ღმერთს შეევედრა, ნეტავ ვცდებოდეო.
- უნდა წავიდე, - თქვა ბოლოს, სწრაფად წამოხტა და კარს
ეცა.
- რა ხდება? - ჰკითხა ესთერმა.
- შენს კლიენტს ჰკითხე.

***
სპეცაგენტები - ნიკ კარლსონი და ტომ სთოუნი - იმავე ტახ-
ტზე ისხდნენ, რომელზეც სულ ახლახან ბეკი ნოსტალგიურ მო-
გონებებს ეძლეოდა. კიმ პარკერი, ელიზაბეთის დედა, აგენტებს
წინ ეჯდა, წელში გამართული და კალთაში ხელებჩაწყობილი.
გაშეშებული სახე ცვილის ნიღაბს მიუგავდა. მისი ქმარი იქვე
ბოლთას სცემდა.
- რა მოხდა ისეთი, რისი გარკვევაც ტელეფონით არ შეიძლე-
ბოდა? - იკითხა ჰოიტმა.
- რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ, - მიუგო კარლსონმა.
- რასთან დაკავშირებით?
- თქვენს ქალიშვილთან.
პარკერები გაშრნენ.
- უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გვსურს გკითხოთ, რა ურთიერ-
თობა ჰქონდა თქვენს ქალიშვილს ქმართან, დევიდ ბეკთან.
ჰოიტმა და კიმმა ერთმანეთს გადახედეს.
- რატომ გვეკითხებით? - იკითხა ჰოიტმა.
- გამოძიებისთვის გვჭირდება.

124 მკითხველთა ლიგა


- რა გამოძიებაზეა ლაპარაკი? ჩემი ქალიშვილი რვა წლის
წინ დაიღუპა. მისი მკვლელი სიკვდილმისჯილია.
- დეტექტივო პარკერ, ჩვენ ყველას ერთი ინტერესი გვაქვს და
ახლა ერთი პირი უნდა გვქონდეს.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. კიმ პარკერს ტუჩები აუცახცახ-
და. ჰოიტმა ცოლს შეხედა და აგენტებს თავი დაუქნია.
კარლსონი კიმს მიაჩერდა და ჰკითხა:
- მისის პარკერ, როგორ დაგვიხასიათებდით თქვენი ქალიშ-
ვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობას?
- ძალიან მიჯაჭვულები იყვნენ ერთმანეთზე, ერთმანეთი ძა-
ლიან უყვარდათ.
- პრობლემები არასოდეს ჰქონიათ?
- არა, - მოუჭრა კიმმა, - არავითარი.
- თქვენს სიძეში მოძალადეს არ ხედავდით?
კიმი შეცბა.
- არა, არასოდეს.
აგენტებმა ჰოიტს შეხედეს. ჰოიტმაც თავი გაიქნია.
- ერთი ეს გვითხარით, ბეკს ცოლი არასოდეს უცემია?
- რა ბრძანეთ?
კარლსონი შეეცადა კეთილად გაეღიმა.
- გთხოვთ, უბრალოდ, შეკითხვაზე მიპასუხეთ.
- არასოდეს, - თქვა ჰოიტმა, - ჩემი ქალიშვილისთვის ხელი
არავის დაუკარებია.
- დარწმუნებული ხართ?
- დიახ, - მტკიცედ უპასუხა ჰოიტმა.
კარლსონმა კიმს გადახედა.
- თქვენ რას იტყვით, მისის პარკერ?
- რას ბრძანებთ, ისე უყვარდა...
- მესმის, ქალბატონო, მაგრამ ბევრი მამაკაცი ცოლს ურ-
ტყამს და თან იფიცება, ცოლზე ვგიჟდებიო.
125 მკითხველთა ლიგა
- არა, არასოდეს უცემია.
ჰოიტმა ბოლთის ცემა შეწყვიტა:
- გამაგებინეთ, რა ხდება?!
კარლსონმა წამით სთოუნს გადახედა.
- თუ შეიძლება, რამდენიმე ფოტოს გიჩვენებთ. არასასიამოვ-
ნო სანახავი იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მასალა-
ა.
სთოუნმა მაშინვე მიაწოდა კონვერტი. კარლსონმა გახსნა,
ყავის მაგიდაზე ერთმანეთის მიყოლებით გადმოალაგა დაბეჟი-
ლი ელიზაბეთის ფოტოები და ცოლ-ქმრის რეაქციას დაელოდა.
კიმ პარკერმა, როგორც მოსალოდნელი იყო, წამოიყვირა. ჰო-
იტს სახე წაეშალა.
- ეს საიდან მოიტანეთ? - ჰკითხა ყრუ, შემპარავი ხმით.
- ადრე თუ გინახავთ ისინი?
- არასოდეს, უ- უპასუხა ჰოიტმა და ცოლს შეხედა. კიმმაც
უარის ნიშნად თავი გაიქნია, მაგრამ უცებ ჩაილაპარაკა:
- თუმცა მისი ეს ტრავმები კარგად მახსოვს...
- როდის ნახეთ?
- ზუსტად ვერ ვიხსენებ. მმის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
თუმცა, როცა ვნახე, უკვე ნაკლებად... - აქ კიმი შეყოვნდა, თით-
ქოს შესაფერის სიტყვას ეძებდა, - ნაკლებად თვალში საცემი
იყო.
- ნუთუ თქვენმა ქალიშვილმა არ გიამბოთ, რა დაემართა?
- მითხრა, ავარიაში მოვყევიო.
- მისის პარკერ, ჩვენ ეს ფაქტი თქვენი ქალიშვილის სადაზ-
ღვევო კომპანიასთან გადავამოწმეთ. მას ავარიის შესახებ ცნო-
ბა არავისთვის მიუწოდებია. პოლიციის არქივიც გადავქექეთ.
არავითარი სარჩელები, არავითარი ოფიციალური ჩანაწერები.
- რისი თქმა გინდათ? - ჩაერია ჰოიტი.

126 მკითხველთა ლიგა


- თუ თქვენს ქალიშვილს ავტოავარია არ შემთხვევია,
საიდანღა მიიღო ეს ტრავმები?
- თქვენი აზრით, ქმარმა მიაყენა?
- დიახ, ახლა ამ ვერსიაზე ვმუშაობთ.
- რის საფუძველზე?
აგენტები შეყოყმანდნენ. ეს ყოყმანი ჩვეულებრივ ორ რამეზე
მეტყველებდა: ან ქალის თანდასწრებით არ სურდათ საუბარი,
ან სამოქალაქო პირის. ჰოიტი უცებ მიუხვდა და ცოლს მიმართა:
- კიმ, იქნებ დაგვტოვო. პირისპირ უნდა ვისაუბროთ.
- რა თქმა უნდა, - თქვა კიმმა, ადგა და ბარბაცით გაემართა
კიბისკენ.
- საძინებელში ვიქნები, - უთხრა ქმარს.
როცა კიმი თვალს მიეფარა, ჰოიტი აგენტებს მიუბრუნდა:
- აბა, გისმენთ.
- ჩვენ იმას კი არ ვფიქრობთ, რომ ბეკმა თქვენს ქალიშვილს
სცემა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოკლა კიდეც.
ჰოიტი რიგრიგობით მისჩერებოდა აგენტებს, თითქოს ფინა-
ლურ რეპლიკებს ელოდა, მაგრამ როცა მსგავსი რეპლიკა არ
გაისმა, სავარძელში ჩაჯდა და თქვა:
- სჯობს თავიდან ბოლომდე ყველაფერი ამიხსნათ.

127 მკითხველთა ლიგა


14

კიდევ რა უნდა დაემალა ჩემთვის ელიზაბეთს?


მეათე ავენიუს მანქანების სადგომისკენ მივუყვებოდი და
ვცდილობდი, ნანახი ფოტოები ავარიასთან აღარ დამეკავშირე-
ბინა. ეს ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების უბრალო ანგა-
რიში არ უნდა ყოფილიყო. კარგად მახსოვდა, როგორ დაუდევ-
რად მოიხსენიებდა ელიზაბეთი იმ შემთხვევას: დიდი ამბავი,
მსუბუქად შევეჯახეთ და ამით დამთავრდაო. დეტალებში რომ
ჩავეძიე, მახსოვს, სიტყვა ბანზე ამიგდო. ახლა უკვე ვიცოდი,
რომ ცრუობდა.
კი ვამტკიცებდი, რომ ჩემს ცოლს ტყუილები არ უყვარდა,
მაგრამ ბოლოდროინდელი აღმოჩენების ფონზე ჩემი ეს მტკიცე-
ბები რაღაც ვეღარ ჟღერდა დამაჯერებლად.
თუმცა ეს იყო ერთადერთი მისი ტყუილი, რომლის შესახებაც
შევიტყვე. როგორც ჩანს, ორივეს გვქონდა ჩვენ-ჩვენი საიდუმ-
ლოებები.
როცა მანქანების დასაყენებელ მოედანს მივაღწიე, უცნაურ
რაღაცას - უფრო სწორად, ვიღაცას - მოვკარი თვალი. იქვე,
კუთხეში იდგა. მოთრიმლული ტყავის პალტო ეცვა. იდგა და
მომჩერებოდა.
რატომღაც ძალიან მეცნაურა. პირადად აშკარად არ ვიცნობ-
დი, მაგრამ დეჟავუს უსიამოვნო შეგრძნება მაინც გამიჩნდა.
არა, ადრე ნამდვილად მენახა სადღაც. ის კი არა, იმ დილითაც
კი...
სად ვნახე ეს კაცი?
განვლილი დილა გავიხსენე და უცებ გონს მოვედი. ეგ იყო.
დილის რვა საათზე, პარკინგთან, ყავახანაში რომ შევირბინე, იქ
დამხვდა. მაშინაც ეს პალტო ეცვა. დარწმუნებული თუ ვიყავი?
128 მკითხველთა ლიგა
რა თქმა უნდა, არა. თვალი ავარიდე და ფარდულთან მივედი.
იქაური მუშაკი, რომელსაც სამკერდე ნიშანზე სახელი „კარლო“
ეწერა, ტელევიზორს უყურებდა და სენდვიჩს ჭამდა. ეკრანის-
თვის თვალი უცებ არ მოუცილებია, მოგვიანებით გადმომხედა.
მმერე ნელა ჩამოიფერთხა ხელებიდან პურის ნამცეცები, ჩემი
ტალონი აიღო და ბეჭედი დაარტყა. სწრაფად გადავუხადე ფული
და გასაღები გადმომცა.
ის უცნობი კიდევ იქ იყო.
მანქანისკენ რომ მივდიოდი, ძალიან ვცდილობდი, მისკენ არ
გამეხედა. მანქანაში ჩავჯექი, დავქოქე და როცა მეათე ავენიუს
მივუახლოვდი, უცნობს უკანა სარკიდან გავხედე. ჩემკენ არც კი
იყურებოდა. სანამ ვესტსაიდის ტრასაზე გავიდოდი, სულ მისკენ
მეჭირა თვალი. ერთხელაც არ გამოუხედავს. ალბათ, პარა-
ნოიის შეტევები დამეწყო-მეთქი, ესღა გავიფიქრე...
მაინც რას მიმალავდა ჩემი ცოლი?
დიდხანს ვიფიქრე და ვერავითარ დასკვნამდე ვერ მივედი.
ჯერ კიდევ სამი საათი იყო დარჩენილი გზავნილის მიღებამ-
დე. სამი საათი... როგორმე უნდა გამეყვანა ეს დრო. იმის გა-
ფიქრებაც კი მზარავდა, თუ რას მომაწვდიდა კიბერსივრცე სულ
ცოტა ხანში.

***
სახლში რომ დავბრუნდი, ბაბუაჩემი თავის სავარძელში მარ-
ტოკა იჯდა. ტელევიზორი გამორთული იყო. მომვლელი ვიღაცას
ტელეფონით ექაქანებოდა რუსულად. მუშაობით აშკარად არ იკ-
ლავდა თავს და მეც უახლოეს დროში სააგენტოსთან ვაპირებდი
დაკავშირებას, რომ ეს ქალი დამეთხოვა და სხვა ამეყვანა. მო-
ხუცს ტუჩებზე კვერცხის ნამცეცები შეხმობოდა. ცხვირსახოცი
ამოვიღე და პირი ფრთხილად მოვწმინდე. ჩვენი თვალები ერ-
129 მკითხველთა ლიგა
თმანეთს შეხვდა, მაგრამ მისი მზერა სულ სხვა რაღაცას ებ-
ღაუჭებოდა, სადღაც იქით, ჩემს მიღმა... უცებ თვალწინ დამიდგა
ჩვენი ოჯახი ტბის პირას. ბბაბუა თავის საყვარელ გასახდომ
ვარჯიშს აკეთებდა, სახელწოდებით: „მანამდე“ და „შემდეგ“.
ჯერ პროფილში მოტრიალდებოდა, მოიმჩვარებოდა, მუცელს
ჩამოუშვებდა და იყვირებდა: „მანამდე!“ მერე შეისუნთქავდა,
გაიჯგიმებოდა და დასჭექდა: „შემდეგ!“ მაგრად გამოსდიოდა...
მამაჩემი ხარხარით იკლებდა იქაურობას. საოცრად გადამდები
სიცილი იცოდა. მთელი სხეულით ხარხარებდა ხოლმე. მეც ად-
ვილად ავყვებოდი. მაგრამ ეს ყველაფერი მასთან ერთად
დაიმარხა. მას შემდეგ ასე გულიანად აღარასდროს მიცინია. რა-
ღაც უხამსობადაც კი მიმაჩნდა ასეთი გადახარხარება.
ჩემი ხმა რომ გაიგონა, მომვლელმა ყურმილი დააგდო და
ოთახში გაბადრული სახით შემოცუნცულდა, მაგრამ საპასუხო
ღიმილი არ ვაღირსე. სარდაფისკენ გავაპარე თვალი. გარ-
დაუვალის მოლოდინში დრო უნდა მომეკლა როგორმე...
- ერთი წუთით აქ დარჩით, - ვუთხარი მომვლელს.
თავი დამიქნია და იქვე ჩამოჯდა.
ჩვენი სახლი იმ დროს აშენდა, როცა სარდაფების კეთილ-
მოწყობა ჯერ კიდევ მიღებული არ იყო და ეს იქაურობას ეტყო-
ბოდა კიდეც. ერთ დროს ყავისფერი, გახუნებული ხალიჩა საშინ-
ლად დალაქავებული მეჩვენა. ასფალტის იატაკზე რაღაც უც-
ნაური, სინთეტიკური მასალისგან ფშეკოწიწებული თეთრი აგუ-
რი იყო დაგებული. ზოგი აყრილი იყო და ნოხზე ეყარა, ზოგიც
წასაქცევად იყო გამზადებული, აკროპოლისის კოლონებივით.
პინგ-პონგის მაგიდის მწვანე ზედაპირი ისე იყო გახუნებული,
რომ მოდური ბაცი მდელოსფერი დაჰკრავდა. დაგლეჯილი ბა-
დეები ისე გამოიყურებოდა, როგორც ბარიკადები ფრანგული
ჯარების შემოსევისას. იქვე ეყარა გატყავებული და დაბზარული
ჩოგნებიც. მაგიდაზე ობმოკიდებული მუყაოს ყუთები ელაგა.
130 მკითხველთა ლიგა
ასეთივე ყუთები კუთხეშიც იყო მიყრილი. ძველ ტანსაცმელს
მიჰქონდა იქაურობა, მაგრამ ელიზაბეთისას ვერსად ნახავდით.
შონამ და ლინდამ თავის დროზე მომაშორეს ეს ტვირთი და მო-
მასვენეს. მაგრამ იქვე ეყარა კიდევ რაღაც ყუთები, რომლებიც
პირთამდე იყო სავსე ნივთებით. მისი ნივთებით. გადაყრით ვერ
ვყრიდი, არც სხვებისთვის მემეტებოდა. არ ვიცი, რატომ. ხომ
არის ნივთები, რომლებსაც საგულდაგულოდ ვფუთავთ და სად-
ღაც შორს, კარადებში ვტენით, ვერც ვხმარობთ და ვერც გადა-
საგდებად ვიმეტებთ... როგორც ოცნებებს.
სწორედ ამ ყუთში მეგულებოდა ის, რასაც ვეძებდი. ამ ქექვა-
ში ძველ ფოტოებს წავაწყდი, მაგრამ თვალი ისევ ავარიდე. ეეს
თვალის არიდება უკვე დამხეცებული მქონდა, თუმცა ვატყობდი,
რაც დრო გადიოდა, ფოტოები სულ უფრო და უფრო ნაკლებად
მტკენდა გულს. მაგალითად, პოლაროიდის ერთი გამოხუნებუ-
ლი ფოტო მომხვდა ხელში. ამ ფოტოზე მე და ელიზაბეთი გვერ-
დიგვერდ ვიდექით. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს უცნობ
ადამიანებს ვუყურებდი. შემზარავი განცდა იყო...
ყუთში უფრო ღრმად ჩავყავი ხელი დად თითებით რაღაც
რბილ ქსოვილს წამოვედე. ელიზაბეთის ჩოგბურთის ფორმის
ემბლემა აღმოჩნდა. სევდიანად ჩამეღიმა; გამახსენდა მისი გა-
რუჯული ფეხები და გრძელი ნაწნავი, თამაშის დროს საყვარ-
ლად რომ უხტოდა ზურგზე...
კორტზე უნდა გენახათ: მთლიანად თამაშზე იყო კონცენტრი-
რებული, გვერდზეც კი ვერ გაახედებდით. ხშირ შემთხვევაში
სწორედ ეს ამარჯვებინებდა. ამხტარი ბურთის დაჭერაც და მი-
წოდებაც მშვენივრად ეხერხებოდა, მაგრამ სხვა კლასელების-
გან სწორედ მაქსიმალური კონცენტრირება გამოარჩევდა.
ემბლემა ფრთხილად დავაბრუნე თავის ადგილზე და ძებნა
განვაგრძე. ბოლოს მთლად ფსკერზე ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.
ამ ნივთს ელიზაბეთის გატაცების შემდეგ პოლიცია ეძებდა. ყო-
131 მკითხველთა ლიგა
ველ შემთხვევაში, მაშინ ასე მითხრეს. პოლიციელები რებეკამ
მოიყვანა და მის ძებნაშიც დაეხმარა. მაშინ მეგონა, რომ რაღაც
მინიშნებებს ეძებდნენ (რასაც ახლა მე ვაკეთებდი), მაგრამ, რო-
ცა ელიზაბეთის დადაღული სხეული გამოჩნდა, ძებნა შეწყვიტეს.
კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდი ამ ამბავს (რა კოხტად და ლამა-
ზად მიაკერეს ყველაფერი ქილროის) და უცებ ერთმა აზრმა გა-
მიელვა. კიბეზე ავქანდი, კომპიუტერს ვეცი და ნიუ-იორკის გგა-
მოსასწორებელი დაწესებულებების საიტი მოვნახე. საიტმა უამ-
რავი ინფორმაცია ამომიყარა, მათ შორის - სახელები და ტელე-
ფონის ნომრებიც. ინტერნეტიდან გამოვედი და ბრიგსის ციხის
ნომერი ავკრიფე. ეს ის ციხე იყო, რომელშიც ქილროი იჯდა. ზა-
რი რომ გავიდა, დამატებითი ნომერი ავკრიფე. მესამე ზარზე მი-
პასუხეს:
- კომენდანტის თანაშემწე ბრაუნი გისმენთ.
- ელროი ქელერტონის მონახულება მსურს.
- ვინ ბრძანდებით? - მკითხა ბრაუნმა.
- ექიმი დევიდ ბეკი გახლავართ. ჩემი მეუღლე ელიზაბეთ ბე-
კი ქელერტონის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო.
- გასაგებია, - მითხრა ბრაუნმა და ცოტა ხნით შეყოყმანდა, -
ვიზიტის მიზანს ხომ ვერ მეტყოდით?
- ვერა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- მისი მონახულების სრული უფლება მაქვს, თუ, რა თქმა უნ-
და, თავადაც ექნება ამის სურვილი, - ვუთხარი ბრაუნს.
- გასაგებია, მაგრამ საკმაოდ უჩვეულო თხოვნაა.
- მე გიმეორებთ ამ თხოვნას.
- ასეთ დროს, როგორც წესი, ადვოკატებს მიმართავენ.
- მე ეს არ მჭირდება, - გავაწყვეტინე მაშინვე.
სანამ აქ დავრეკავდი, მსხვერპლის უფლებების საიტიც მოვი-
ნახულე და იქ გავიგე, რომ მსგავსი თხოვნით პენიტენციარული
132 მკითხველთა ლიგა
სისტემისთვის თავისუფლად შემეძლო შუამავლების გარეშე მი-
მემართა. თუ ქელერტონი ჩემთან შეხვედრაზე უარს არ იტყოდა,
დაბრკოლება არ უნდა შემქმნოდა.
- უბრალოდ, მინდა გავესაუბრო. ხვალ, როგორც ვიცი, ვიზი-
ტების დღე გაქვთ.ა ასე არ არის?
- დიახ.
- მაშინ, თუ თვითონაც დათანხმდა, ხვალ მოგაკითხავთ.
პრობლემაა?
- არა, სერ. თუ დათანხმდა, პრობლემა ნამდვილად არ არის.
მადლობა გადავუხადე და ყურმილი დავდე. როგორც იქნა,
ავმოქმედდი. სასიამოვნო გრძნობა იყო ნამდვილად...
უბის წიგნაკი უკვე წინ მედო, მაგრამ თვალი ისევ გვერდზე
გამირბოდა. რაც უნდა მტკივნეული იყოს ფოტოების თვალიერე-
ბა და ფირების ყურება, ხელნაწერი მაინც სხვაა, თითქოს უფრო
პირადულია... ელიზაბეთის მოსხლეტილი, დიდრონი ასოები,
მკვეთრი ხაზები, გადაბმის დროს ზედმეტად ჩახუჭუჭებული, ცო-
ტა მარჯვნივ დახრილი შრიფტი...
ჩანაწერების თვალიერებას ერთი საათი მოვუნდი. დეტალებ-
ში უყვარდა ყველაფრის აღწერა. არაფერს ამოკლებდა. თავად
მაოცებდა, თუ როგორ კარგად ვიცნობდი საკუთარ ცოლს. ყვე-
ლაფერი ნათელი იყო, დღიურის ფურცლებზე არავითარ სიურ-
პრიზებს არ გადავწყდომივარ. ერთადერთი რამ აღმოვაჩინე
ისეთი, რასაც ნამდვილად ვერაფერი გავუგე. ეს ჩანაწერი სიკ-
ვდილამდე სამი კვირით ადრე იყო გაკეთებული. სათაურად ორი
ასო ჰქონდა: პ. ფ. იქვე ტელეფონის ნომერიც ეწერა, ოღონდ კო-
დის გარეშე.
თუ გავითვალისწინებთ სიზუსტისადმი ჩემი ცოლის სიყვა-
რულს, ეს ჩანაწერი ცოტა უწესრიგო მომეჩვენა. ვერ ვხვდებო-
დი, რომელი კოდი უნდა ჰქონოდა მითითებულ ნომერს. ჩანაწე-

133 მკითხველთა ლიგა


რი ხომ რვა წლის წინ გაკეთდა, კოდები კი წარამარა იცვლებო-
და.
201 ავკრიფე და ვერ გავედი. 973-ს აკრეფისას ვიღაც მოხუც-
მა ქალმა მიპასუხა. „ნიუ-იორკ პოსტის“ ნომერი გაქვთ მოგებუ-
ლი და თქვენი სახელი და გვარი მითხარით-მეთქი, ვიეშმაკე.
თავისი გვარი და სახელი მითხრა. არც ერთი ინიციალი არ და-
ემთხვა. მაშინ 212 ვცადე. ქალაქის ცენტრი აღმოჩნდა. ააი, აქ კი
მოვარტყი ცხრიანში!
- პიტერ ფლენერის საადვოკატო ოფისი! - მითხრა ვიღაც ნა-
ხევრად მძინარე ქალმა.
- შეიძლება მისტერ ფლენერის გავესაუბრო?
- მისტერ ფლენერი სასამართლოშია, - მითხრა მდივანმა.
დუნედ კი საუბრობდა, მაგრამ თავისი საქმე კარგად იცოდა,
ოღონდ საშინელი ხმაურის ფონზე მელაპარაკებოდა და ცუდად
მესმოდა.
- იქნებ დრო დამინიშნოთ? მისი ნახვა მსურს, - ვთხოვე.
- ალბათ, ჩვენი ბილბორდი ნახეთ, არა? - მკითხა უცებ.
- უკაცრავად, ვერ გავიგე...
- დაშავებული ხართ?
- დიახ. მაგრამ ბილბორდი არ მინახავს. თქვენთან დარეკვა
მეგობარმა მირჩია. ექიმების დაუდევრობასთან დაკავშირებით
მოგმართავთ. კლინიკაში ხელის მოტეხილობით მივედი და ახ-
ლა ხელს ვერ ვამოძრავებ. სამსახური დავკარგე. დღედაღამ
ტკივილი მტანჯავს.
მდივანმა მეორე დღისთვის შეხვედრა დამინიშნა. ყურმილი
დავდე და დავფიქრდი. ეს ფლენერია თუ ვიღაცაა, აშკარად ერ-
თი იმ ტიპთაგანია, ვინც გამოჭერაზეა, როცა ადამიანები ხელ--
ფეხს იმტვრევენ. რა საქმე ჰქონდა მასთან ელიზაბეთს?
ტელეფონის ზარმა ლამის ფეხზე წამომაგდო. ზარი დასრუ-
ლებულიც კი არ იყო, ისე ვტაცე ყურმილს ხელი.
134 მკითხველთა ლიგა
- დიახ.
- სადა ხარ? - მკითხა შონამ.
- სახლში.
- სასწრაფოდ უნდა მოხვიდე!

135 მკითხველთა ლიგა


15

აგენტმა კარლსონმა ჰოიტ პარკერს თვალი თვალში გაუყა-


რა.
- როგორც უკვე იცით, ამას წინათ ორი გვამი ვიპოვეთ ტბა
ჩარმეინის მიდამოებში...
ჰოიტმა თავი დაუქნია.
ამ დროს მობილურმა ტელეფონმა დაიწკრიალა. სთოუნი
რის ვაივაგლახით წამოდგა ფეხზე, მოიბოდიშა და სამზა-
რეულოში გაბაჯბაჯდა. ჰოიტი კი ისევ კარლსონს მიუბრუნდა და
სმენად იქცა.
- თქვენი ქალიშვილის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი
ჩვენთვის უკვე ცნობილია, - თქვა კარლსონმა.
- ის და მისი ქმარი დევიდ ბეკი ტბა ჩარმეინის ნაპირას ყო-
ველწლიური რიტუალის შესასრულებლად დადიოდნენ - ღამით
ტბაში ბანაობდნენ. ქილროიც იქ ჩაუსაფრდათ. ეექიმ ბეკს თავს
დაესხა და თქვენი ქალიშვილიც გაიტაცა. ამბავი აქ სრულდე-
ბა....
- თქვენ ფიქრობთ, რომ სინამდვილეში ასე არ მომხდარა?
- დიახ, ჰოიტ... შემიძლია სახელით მოგმართოთ?
ჰოიტმა თავი დაუქნია.
- დიახ, ჰოიტ, სწორედ ასე ვფიქრობთ.
- თქვენი ვერსია რაში მდგომარეობს?
- ჩვენი აზრით, თქვენი ქალიშვილი ქმარმა მოკლა და ეს და-
ნაშაული სერიულ მკვლელს, ქილროის მიაწერა.
ჰოიტს, ნიუ-იორკის პოლიციაში 20 წლის ნამსახურევ, ვეტე-
რან პოლიციელს, თავის შეკავება არ უჭირდა,მ მაგრამ ამ სიტ-
ყვების გაგონებისას მაინც ისე შეკრთა, თითქოს სახეში მუშტები
დაუშინეს.
136 მკითხველთა ლიგა
- ბრძანეთ.
- კეთილი. მოდი, თავიდან დავიწყოთ. ბატონ ბბეკს თქვენი
ქალიშვილი მიყრუებულ ადგილას, ტბაზე მიჰყავს...
- დიახ.
- თქვენ თუ ყოფილხართ ოდესმე იმ მიდამოებში?
- ბევრჯერ.
- მართლა?
- ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით, ერთმანეთს ხშირად ვსტუმ-
რობდით და ყველგან ერთად დავდიოდით.
- მაშინ, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, რა მივარდნილი ადგი-
ლია.
- დიახ.
- ამტვერებული შარაგზა, ერთადერთი წარწერა, რომელიც
ტბის მდებარეობაზე მიუთითებს... მოკლედ, მაქსიმალურად
თვალს მოფარებული და მიყუჩებული ადგილია. ირგვლივ სი-
ცოცხლის ნიშანწყალი არ არის.
- რისი თქმა გინდათ?
- რა ძალა ადგა ქილროის, რომ იქ არ წასულიყო?
აღშფოთებულმა ჰოიტმა ხელები აიქნია:
- რა ძალა ადგათ სერიულ მკვლელებს, ხალხს რომ ხოცა-
ვენ?!
- მართალი ბრძანდებით, მაგრამ სხვა დროს ქილროის საქ-
ციელი რაღაც ლოგიკას შეესაბამებოდა. ხალხი ქუჩიდანაც არა-
ერთხელ გაუტაცებია, მანქანითაც წაუყვანია, ერთს სახლშიც კი
შეუვარდა... მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ: მიდის ქილროი, ხე-
დავს ამ ატალახებულ გზას და უცებ იმ საყრუეთისკენ მიუწევს
გული, იქნება და, ვინმეს გადავეყარო და მოვკლაო... მე არ ვამ-
ბობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ნაკლებსავარაუდო ნამდვი-
ლად არის.
- განაგრძეთ, - უთხრა ჰოიტმა.
137 მკითხველთა ლიგა
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ უკვე აღიარებულ ვერსიაში
ბევრი ლოგიკური გარღვევაა...
- ასეთი გარღვევები ყველა საქმეს ახლავს.
- გეთანხმებით,მ მაგრამ ჩვენს ალტერნატიულ თეორიასაც
თუ მოისმენთ, კარგი იქნება. დავუშვათ, ექიმ ბეკს თქვენი ქა-
ლიშვილის მოკვლის სურვილი გაუჩნდა.
- რატომ?
- თუნდაც ორასი ათასი დოლარის ოდენობის დაზღვევის გა-
მო.
- ბეკს ფული არ სჭირდება.
- ფული ყველას სჭირდება, ჰოიტ... და თქვენ ეს იცით.
- რა ვქნა, არ მიჯდება ჭკუაში ეგ თქვენი ვერსია...
- ყური გვიგდეთ. ჩვენ მხოლოდ ძიების პროცესში ვართ.
მკვლელობის ყველა შესაძლო მოტივი ჯერ ჩვენთვისაც არ არის
ბოლომდე გარკვეული. მაგრამ, მოდი, ჩვენს ვერსიასაც გადავ-
ხედოთ.
ჰოიტმა მხრები აიჩეჩა, თითქოს ეუბნებოდა, როგორც გინდა-
თო.
- ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბეკი ცოლს სცემდა.
- რა მტკიცებულებაზე ლაპარაკობთ? რამდენიმე ფოტოზე?!
დედამისს ხომ უთხრა, ავარიაში მოვყევიო?
- ერთი წუთით, ჰოიტ! - კარლსონმა ფოტოებს დაავლო ხელი,
- შეხედეთ თქვენი შვილის სახის გამომეტყველებას. როგორ
ფიქრობთ, ავარიაში დაშავებულ ადამიანს ასეთი სახე აქვს?
არა. გაიფიქრა ჰოიტმა.
- საიდან მოიტანეთ ეს ფოტოები?
- მაგასაც ახლავე გეტყვით, მანამდე კი ჩემს ვერსიას ბოლომ-
დე მივყვეთ. ერთი წუთით ვივარაუდოთ, რომ ექიმი ბეკი ცოლს
სცემდა და დიდძალი მემკვიდრეობის ხელში ჩაგდებას ფიქრობ-
და.
138 მკითხველთა ლიგა
- ჯერჯერობით, ვარაუდების მეტი არაფერი მესმის თქვენ-
გან...
- მართალი ბრძანდებით, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა მიამ-
ბოთ. გაიხსენეთ ყველასთვის ცნობილი ვერსია და ყველა ის
შეუსაბამობა, რომელიც მას ახლავს. აახლა კი შეადარეთ ჩვენ-
სას: ექიმ ბეკს ცოლი მიყრუებულ ადგილას მიჰყავს - სადაც შე-
საძლო მოწმეები არ ეგულება - და მის გასატაცებლად ორ ბან-
დიტს ქირაობს. ქილროის შესახებ არაერთხელ სმენია, ყველა
გაზეთი მის სახელს გაჰყვირის. გარდა ამისა, ამ საქმეზე თქვენი
ძმაც მუშაობს... ერთი ეს მითხარით, თქვენს ძმას თქვენსა და
ბეკთან თუ უსაუბრია ამ საქმეზე?
ჰოიტი ჯერ გაჩუმდა, შემდეგ თქვა:
- განაგრძეთ.
- ორმა დაქირავებულმა ბოროტმოქმედმა თქვენი ქალიშვი-
ლი გაიტაცა და მოკლა. ბუნებრივია, პირველ რიგში ეჭვი ქმარზე
უნდა მივიტანოთ. ყველა მსგავს შემთხვევაში ასე ხდება, ხომ მე-
თანხმებით? მაგრამ ამ ორმა ბოროტმოქმედმა თქვენი ქალიშვი-
ლის ლოყაზე ასო კ ამოწვა და ამის შემდეგ ყველამ ვიცით, რომ
ეს საქმე ქილროის დაჰბრალდა.
- თქვენ გავიწყდებათ, რომ ბეკს სასტიკად გაუსწორდნენ, მან
თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო...
- მართალია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქ-
მის უკან ბეკი არ დგას. ეს რომ არ მოეფიქრებინა, როგორღა ახ-
სნიდა იმას, რომ ამ ამბებს ასე ადვილად გადაურჩა? „იცით, რა,
ცოლი ცხვირწინ მომტაცეს, მე კი მშვენივრად ვარ!“ როგორ
მოგწონთ? რა თქმა უნდა, არავინ დაუჯერებდა!ა თავდასხმის
ეპიზოდმა კი მის მონაყოლს დამაჯერებლობა შემატა.
- თქვენ კიდევ არ იცით, რა დღეში ჩააგდეს...…
- რა გასაკვირია? ხომ უნდა გაითვალისწინოთ, ვისთან ჰქონ-
და საქმე? ბოროტმოქმედები იყვნენ და ვერ მოზომეს. ისე, სხვა-
139 მკითხველთა ლიგა
თა შორის, ესეც გასარკვევია. რაღაც ძალიან არადამაჯერებელ
ზღაპარს ჰყვება, თითქოს სასტიკად ნაცემი წყლიდან მაინც
ამოძვრა და 911-ში დარეკა. ბეკის იმდროინდელი ავადმყოფო-
ბის ისტორია ექიმებს ვაჩვენეთ და ისინი ამტკიცებენ, რომ
მსგავსი რამ, დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედი-
ცინო ლოგიკას ეწინააღმდეგება.
ჰოიტი ნათქვამს ჩაუფიქრდა. თავადაც უკვირდა, როგორ გა-
დარჩა მაშინ ბეკი, როგორ დარეკა სასწრაფოში?
- კიდევ რას მეტყვით? - ჰკითხა აგენტებს.
- არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ
ბეკს ქილროი კი არა, ის ორი ავაზაკი დაესხა თავს.
- რა მტკიცებულებები?
- გვამებთან ერთად მიწაში ბეისბოლის კეტი ვიპოვეთ. ზედ
სისხლი იყო მიმხმარი. დე-ენ-ემის სრულ ანალიზს დრო დას-
ჭირდება, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ეს სისხლი ნამდვი-
ლად ბეკს ეკუთვნის.
აგენტი სთოუნი კვლავ შემობაჯბაჯდა ოთახში და გაჭირვებით
ჩამოჯდა.
- განაგრძეთ, - გაუმეორა ჰოიტმა.
- დანარჩენი დღესავით ნათელია. ობოროტმოქმედებმა და-
ვალება შეასრულეს. კ თქვენი ქალიშვილი მოკლეს და ეს დანა-
შაული ქილროის აჰკიდეს. შემდეგ დაბრუნდნენ, რომ გასამრჯე-
ლოს დარჩენილი ნაწილი მიეღოთ. შეიძლება იმის იმედიც
ჰქონდათ, რომ ბეკს უფრო მეტ ფულს ააფცქვნიდნენ. ეგ უკვე
დანამდვილებით არავინ იცის... ასეა თუ ისე, ბეკს მათი მოშო-
რება დასჭირდა. ამ მიზნით დაუნიშნა პაემანი იმ მივარდნილ
ტყეში, ტბის მახლობლად. იმ ბანდიტებმა, ალბათ, იფიქრეს, ეს
უსუსური ექიმი რას დაგვაკლებსო, ბეკმა კი მათი მოუმზადებ-
ლობით ისარგებლა. ასეა თუ ისე, ბეკი ორივეს კლავს და ბეის-
ბოლის კეტთან, ამ უტყუარ ნივთიერ მტკიცებულებასთან, ერ-
140 მკითხველთა ლიგა
თად მარხავს. უნაკლო ნახელავია. მოდი, პირდაპირ ვთქვათ -
უბრალოდ, საოცრად გაგვიმართლა, თორემ იმ გვამებს ასი წე-
ლი ვერ ვიპოვიდით.
ჰოიტმა თავი გაიქნია და თქვა.
- ვერაფერი თეორიაა.
- ჯერ სად ხართ.
- ბრძანეთ, გისმენთ...
კარლსონმა სთოუნს შეხედა. სთოუნმა თავის მობილურ ტე-
ლეფონზე მიუთითა.ჰ
- ეს წუთია უცნაური ამბავი მაცნობეს ბრიგსის ციხიდან.
თქვენმა სიძემ დღეს ციხის ადმინისტრაციას ქილროისთან შეხ-
ვედრა მოსთხოვა.
ჰოიტმა გაოცება ვერ დამალა:
- ეგ რაღა ჯანდაბად უნდოდა?!
- აბა, რა გითხრათ... - უპასუხა სთოუნმა.
- ისე, ცნობისთვის: ბეკმა მშვენივრად იცის, რომ ვუთვალ-
თვალებთ... და ასეთ დროს უცებ სურვილი უჩნდება, რომ მოინა-
ხულოს კაცი, რომელსაც თავისი ცოლის მკვლელობას აბრა-
ლებს. მაგარი დამთხვევაა, არა? - თქვა კარლსონმა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ბეკი კვალის დაფარვას ცდილობს?
- თქვენ რაიმე უკეთესი საბუთი გაქვთ?
ჰოიტი საზურგეს მიაწვა და მიღებული ინფორმაციის გადა-
ხარშვას შეეცადა.
- ერთი რაღაც გამოგრჩათ.
- რა?
ჰოიტმა მაგიდაზე დაყრილ ფოტოებზე მიუთითა.
- ვინ მოგცათ ეს ფოტოები?
- შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა ქალიშვილმა, - უპასუხა
კარლსონმა.
ჰოიტი გადაფითრდა.
141 მკითხველთა ლიგა
- უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისმა ფსევდონიმმა - ვინმე სა-
რა გუდჰართმა. ეს თქვენი ქალიშვილის მეორე სახელისა და
თქვენი ქუჩის სახელწოდების ჰიბრიდია.
- ვერაფერი გავიგე... - დაიბნა ჰოიტი.
- დანაშაულის ადგილზე ერთ-ერთ ბოროტმოქმედს,მ მელვინ
ბართოლას, ფეხსაცმელში პატარა გასაღები ვუპოვეთ, - თქვა
კარლსონმა და გასაღები ხელში დაატრიალა. ჰოიტმა გამოარ-
თვა და თითქოს რაღაც იდუმალი პასუხის მოლოდინშიაო, კარ-
გად დააკვირდა.
- ხედავთ, ცალ მხარეს რა აწერია? ეეს აბრევიატურა გაერ-
თიანებულ ცენტრალურ ბანკს ნიშნავს. აამ გასაღებით ბროდ-
ვეიზე ხსენებული ბანკის ფილიალს მივაგენით და იქ სარა გუდ-
ჰართის სახელზე რეგისტრირებულ N 174-ე ყუთს მოვარგეთ.
ჩხრეკის ორდერი გვქონდა...
- და ეს ფოტოები იქ იდო? - იკითხა ჰოიტმა.
კარლსონმა და სთოუნმა ერთმანეთს გადახედეს. მათ უკვე
გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ჰოიტისთვის ამ ყუთის შესახებ
სიმართლე ბოლომდე არ გაემხილათ (სანამ ექსპერტიზის ყვე-
ლა პასუხს არ მიიღებდნენ და არ დარწმუნდებოდნენ), მაგრამ
ამჯერად ორივემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- დაფიქრდით, ჰოიტ. თქვენი ქალიშვილი ამ ფოტოებს საცავ-
ში ინახავდა. რაღა რჩება გაუგებარი? მეტსაც გეტყვით. ბეკი
დავკითხეთ და მანაც დაგვიდასტურა, რომ ფოტოებზე არაფერი
იცის. ბეკს ისინი თვალითაც არ უნახავს. რატომ უნდა დაემალა
ეს ფოტოები თქვენს ქალიშვილს ქმრისგან?
- თქვენ რა, ბეკს ელაპარაკეთ?
- დიახ.
- კიდევ რა გითხრათ?
- ბევრი არაფერი. ადვოკატი მოითხოვა, - თქვა კარლსონმა
და მცირე პაუზის შემდეგ ჰოიტისკენ გადმოიხარა, - ხომ არ გგო-
142 მკითხველთა ლიგა
ნიათ, რომ რიგით ადვოკატზეა საუბარი? ესთერ კრიმშტაინი გა-
მოიძახა! როგორ ფიქრობთ, ჰგავს ეს უდანაშაულო ადამიანის
საქციელს?
ჰოიტი სიმწრით სკამის სახელურს ჩაეჭიდა, რომ როგორმე
თავი შეეკავებინა.
- თქვენ ვერაფერს დაამტკიცებთ, ვერაფერს!
- ჯერ ვერა, მაგრამ ბევრი რამე ვიცით და ეს კი ზოგჯერ გა-
მარჯვების საწინდარია.
- რას აპირებთ?
- რა უნდა ვქნათ, - გაუღიმა კარლსონმა, - უნდა მივაწვეთ, სა-
ნამ არ გატყდება.

***
ლერი გენდლმა განვლილი დღის მოვლენებს გადახედა და
ჩაიბუზღუნა:
- ვერ არის კარგი ამბები...
პირველი - -მ ბეკი დაჰკითხა. ბეკმა დაურეკა ფოტოგრაფს
(ფოტოგრაფს!) - სახელად რებეკა შეიესს - და გამოჰკითხა ძვე-
ლი ავარიის შესახებ, რომელშიც ოდესღაც მისი ცოლი მოყვა.
შემდეგ სტუდიაშიც მიაკითხა; მეორე - ბეკმა ბრიგსის ციხეში და-
რეკა და ელროი ქელერტონის მონახულება ითხოვა; მმესამე -
ბეკმა პიტერ ო’ფლენერის ოფისში დარეკა.
ეს ყველაფერი ძალიან დამაბნეველი იყო და კარგს არაფერს
მოასწავებდა.
ერიკ ვუმ ყურმილი დაკიდა და გენდლს მიუბრუნდა:
- არც ეს ამბავი მოგეწონებათ.
- რა ხდება?
- გამოძიების ფედერალურ ბიუროში ჩვენი წყარო გვეუბნება,
რომ ბეკი ცოლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
143 მკითხველთა ლიგა
გენდლი ლამის სკამიდან ჩამოვარდა.
- ამიხსენი.
- სხვა არაფერი იციან. ტბასთან ნაპოვნი გვამები როგორღაც
ბეკს მიაბეს.
აი, კიდევ ერთი თავსატეხი...
- თავიდან მანახვე ის ტექსტები, - სთხოვა გენდლმა.
ერიკ ვუმ ამონაბეჭდები მიაწოდა. გენდლმა ერთი წუთით
წარმოიდგინა ამ ელექტრონული გზავნილების სავარაუდო ავ-
ტორი და გულზე ცეცხლი მოეკიდა. ყოველთვის უკვირდა, რო-
გორ გადარჩა ბეკი იმ ღამეს და ამ თავსატეხის ამოხსნას კარგა
დიდხანს ცდილობდა. ახლა კი სხვა კითხვაც გაუჩნდა:
შემთხვევით მაშინ სხვა ვინმეც ხომ არ გადარჩა?!
- რა დროა? - ჰკითხა გენდლმა ერიკ ვუს.
- შვიდის ნახევარია.
- ბეკი ხომ არ შესულა იმ რაღაც მისამართზე, შემახსენე, რა
ჰქვია...
- Batstreet.com. არა, ჯერ არ შესულა.
- რებეკა შეიესზე რას მეტყვი?
- ბევრს ვერაფერს. ელიზაბეთ პარკერის უახლოესი მეგობა-
რი იყო. სანამ ელიზაბეთი ბეკს ცოლად გაჰყვებოდა, ერთ ბინა-
ში ცხოვრობდნენ. ძველ დანარეკებს გადავხედე. ბეკს ამ რებე-
კასთვის წლობით არ დაურეკავს.
- ახლა რატომღა ეკონტაქტება?
ვუმ მხრები აიჩეჩა.
- მაგ რებეკას აუცილებლად ეცოდინება რამე.
გრიფინ სქოუფმა მკაფიოდ თქვა ის, რაც თქვა:
ყველაფერი გაარკვიე, მერე კი დამარხე...
...და ამისთვის ერიკ ვუ გამოიყენე...
- მოგვიწევს იმ ქალბატონთან წაჭუკჭუკება, - დაასკვნა გენ-
დლმა.
144 მკითხველთა ლიგა
16

შონა მანჰეტენში, პარკ-ავენიუს მრავალსართულიანი სახ-


ლის პირველ სართულზე დამხვდა.
- წამოდი, წამოდი, - მითხრა ყოველგვარი შესავლის გარეშე,
- ზევით უნდა ამომყვე, რაღაცას გიჩვენებ.
საათს დავხედე. იმ მესიჯის მოსვლამდე ორი საათიც არ იყო
დარჩენილი. ლიფტში შევედით. შონამ ოცდამესამე სართულის
ღილაკს დააჭირა. ზედიზედ ინთებოდა სართულის აღმნიშვნელი
წერტილები, დროდადრო წრიპინებდა მგზავრების რაოდენობის
აღმნიშვნელი მექანიზმი.
- ამ აზრამდე ესთერმა მიმიყვანა, - თქვა შონამ.
- რას გულისხმობ?
- ესთერი ამბობს, რომ ფედებს შენი ჟინი კლავთ და ყველა-
ფერს გააკეთებენ, რომ ხელში ჩაგიგდონ.
- მერე?
- მოიცადე და ნნახავ.
ლიფტი გაჩერდა. კარი გაიღო და ტიხრებიან ოთახში აღმოვ-
ჩნდით. საქმიან ცენტრებში ეს ტიხრებიანი კოლოფები უკვე ჩვე-
ულ სანახაობად იქცა. ჭერი რომ ახადო და ზემოდან დახედო,
გაგიჭირდება ვირთხების ლაბირინთისგან მათი გარჩევა. თუმ-
ცა, კაცმა რომ თქვას, ზემოდან დახედვაც არ გჭირდება. აქვე,
ადგილიდან თვალის ერთი გადავლებაც კმარა.
შონამ უთვალავ ტიხარში დაიწყო გაძრომ-გამოძრომა. მე
კუდში მივდევდი. ჯერ მარცხნივ გაუხვია, მერე მარჯვნივ, მერე
ისევ მარცხნივ...
- პურის ნამცეცები ხომ არ დამეყარა? - ვკითხე ბოლოს.
- ჩაგეთვალა! - მომიჭრა შონამ.

145 მკითხველთა ლიგა


- გმადლობთ. როცა გნებავთ, აქა ვარ... - ვუპასუხე, მაგრამ
ვერ გავაცინე, - ისე, თუ უკაცრავად არა ვარ, სად ვიმყოფებით? -
ვკითხე ბოლოს.
- კომპანიაა, „დიჯიქომი“ ჰქვია. ჩვენი სააგენტო ზოგჯერ თა-
ნამშრომლობს ამათთან.
- რას აკეთებენ?
- ახლავე ნახავ.
კიდევ ერთხელ გავუხვიეთ და მორიგ სოროში აღმოვჩნდით.
კომპიუტერთან ვიღაც გრძელთავა და პიანისტისთითებიანი
ახალგაზრდა კაცი იჯდა.
- გაიცანი, ეს ფარელ ლინჩია. ფარელ, გაიცანი ეს დევიდ ბე-
კია.
ახალგაზრდა კაცმა თავისი მოხდენილი ხელი გამომიწოდა
და მოკლედ მომესალმა.
თავი დავუქნიე.
- აბა, მიდი, გახსენი, - უთხრა შონამ.
ფარელ ლინჩი კომპიუტერისკენ სკამიანად მიტრიალდა. მე
და შონა თავზე დავადექით. ფარელმა თავისი თხელი თითებით
რაღაც დაბეჭდა და გვამცნო:
- გავხსენი.
- აბა, ვნახოთ, - ჩაილაპარაკა შონამ.
ფარელმა კადრი დააბრუნა. ეკრანი გაშავდა და ზედ ფეტრის-
ქუდიანი და ლაბადიანი ჰემფრი ბოგარტი გამოჩნდა. მაშინვე ვი-
ცანი ეს კადრი: ბურუსი, უკანა პლანზე - თვითმფრინავი... ფილმ
„კასაბლანკას“ ფინალური სცენა იყო.
შონას შევხედე.
- მოითმინე, - მითხრა შონამ.
კადრში ბოგარტი ინგრიდ ბერგმანს ეუბნებოდა, რომ ლას-
ლოსთან ერთად თვითმფრინავში უნდა ჩამჯდარიყო, და რომ სა-
მი პატარა ადამიანის ბედი მსოფლიოს ჩირადაც არ უღირდა.
146 მკითხველთა ლიგა
შემდეგ კადრში ინგრიდ ბერგმანიც გამოჩნდა, მაგრამ... სინამ-
დვილეში …ეს ინგრიდ ბერგმანი არ იყო.
თვალი დავახამხამე. ცნობილი ქუდის ქვეშ... შონას სახე და-
ვინახე. იდგა ნაცრისფერ ბურუსში გახვეული და ბოგის ნაზად
შესციცინებდა...
- ვერ გამოგყვები, რიკ, - თეატრალურად წარმოთქვა კომ-
პიუტერულმა შონამ, - იმიტომ, რომ ვგიჟდები ავა გარდნერზე...
შონასკენ მივტრიალდი და თვალებით დავუსვი შეკითხვა,
რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. შონამ თანხმობის ნიშნად
თავი დამიქნია. მაინც ვკითხე:
- და შენ ფიქრობ, რომ... - აქ წავიბორძიკე, - ვიღაცამ ფოტოხ-
რიკები მომიწყო?
- ციფრული ფოტოხრიკები, - შემისწორა ფარელმა და სკა-
მიანად ჩემკენ მოტრიალდა, - მანიპულირების თვალსაზრისით
ბევრად ადვილია... იცით, ეს როგორ ხდება? კომპიუტერული გა-
მოსახულება ფირი არ არის. იგი რეალურად პიქსელების დას-
ტაა. საკმაო მსგავსებაა ტექსტურ დოკუმენტთან. ალბათ, იცით,
რა ადვილია მისი შეცვლა, ხომ ასეა? მუშაობისას ხან შრიფტებს
ცვლით, ხან ინტერვალებს...
თავი დავუქნიე. - ციფრული გამოსახულების შესახებ ელე-
მენტარული ცოდნაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ სწო-
რედ ასეთივე იოლია კომპიუტერულ გამოსახულებათა ნაკადით
მანიპულირება. გიმეორებთ, ეს არ არის ფოტო, ფირი ან ჩანაწე-
რი. კომპიუტერული ვიდეოდინება პიქსელთა ჯგროა. ნებისმიერ
ადამიანს შეუძლია მათით მანიპულირება. იქ ამოჭრი, აქ ჩააწე-
ბებ და ამ გზით ასრულებ გარდაქმნის პროგრამას.
- კი მაგრამ, ასაკი რომ ეტყობოდა? შეცვლილი რომ იყო?.. -
არ ვიშლიდი ჩემსას.
- ამაზე რას გვეტყვი, ფარელ? - ჰკითხა შონამ.

147 მკითხველთა ლიგა


ფარელმა კადრი დააბრუნა. ამჯერად ინგრიდ ბერგმანი, უფ-
რო სწორად, შონა, 70 წლის ქალს ჰგავდა...
- ასაკის ხელოვნურად მომატების პროგრამაა, - განმარტა
ფარელმა, - ადრე მხოლოდ დაკარგული ბავშვების საპოვნელად
იყენებდნენ, ახლა უკვე ყველგან იყიდება და მოყვარულებიც
იყენებენ. შონას სხეულის სხვა ნაწილების შეცვლაც თავისუფ-
ლად შემიძლია: ვარცხნილობა იქნება, თვალის ფერი, ცხვირის
ზომა თუ ტუჩების სისქე... თუ მომინდა, სვირინგსაც გავუკეთებ...
- დიდი მადლობა, ფარელ, - უთხრა შონამ და ისე აშკარად
ანიშნა თვალებით, გაგვეცალეო, ბრმაც კი დაინახავდა. ფარელ-
მაც არ დააყოვნა და მაშინვე გაუჩინარდა.
მე უკვე ჭკუა აღარ მეკითხებოდა...
როგორც კი ფარელი შორს დაიგულა, შონამ მითხრა:
- მახსოვს, ერთი თვის წინ ფოტოსესია მქონდა. ერთი ფოტო
ძალიან კარგი გამოვიდა, ჩვენს სპონსორს ძალიან მოეწონა,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცალი საყურე მომძვრალი მქონდა.ა მა-
სალა ფარელს მოვუტანეთ, ფარელმა იქ ამოჭრა, აქ ჩასვა და
voilà!12 - საყურეც ადგილზე ჩაჯდა.
თავი ჯიუტად გავაქნიე.
- ბეკ, დაფიქრდი. ფფედებს ჰგონიათ, რომ ელიზაბეთი შენ
მოკალი, მაგრამ ამას ვერ გიმტკიცებენ. ესთერი მეუბნება, კბი-
ლებს ილესავენო. ჰოდა, მეც ვიფიქრე, იქნებ ასეთი ფსიქოლო-
გიური თამაში მოგიწყვეს? ამაზე მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა
რაღა გინდა?
- კი მაგრამ კოცნის დრო?..
- რისი თქმა გინდა?
- საიდან გაიგეს?

12 Vოილà (ფრანგ. შორისდ.) - აი, ინებეთ.

148 მკითხველთა ლიგა


- მე ვიცი, ლინდამ იცის, რებეკამაც იცის, ელიზაბეთის მშობ-
ლებმა იციან. ვიღაცისგან გაიგებდნენ.
ვიგრძენი, როგორ წამსკდა ცრემლი. რის ვაივაგლახით შევე-
ცადე ხმის დამორჩილებას და ამოვიხავლე:
- ესე იგი, ტყუილი იყო?
- არ ვიცი, ბეკ, მართლა არ ვიცი. მაგრამ, მოდი, ყველაფერს
ფხიზლად შევხედოთ. თუ ელიზაბეთი ცოცხალია, მთელი ეს რვა
წელი სად იყო? რაღა ახლა აღდგა მკვდრეთით, როცა ფედები
მის მოკვლას შენ გაბრალებენ? დავიჯერო, დამთხვევაა?! დდა
საერთოდ... ნუთუ მართლა ცოცხალი გგონია? მესმის, რომ სურ-
ვილი გაქვს ასეთი... მაგრამ, მოდი, ფხიზლად ვიაზროვნოთ:
კარგად რომ დაუფიქრდე, რომელი სცენარი უფრო ახლოა ჭკუ-
ასთან?
წავიბორძიკე და სკამზე უღონოდ დავემხვე. ცოტაც და, გული
გამისკდებოდა. თვალსა და ხელს შუა ქრებოდა ჩემი იმედი...
ტყუილი!.. ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და სხვა არაფე-
რი?..

149 მკითხველთა ლიგა


17

როგორც კი რებეკა შეიესის სტუდიაში თავი დაიგულა, გენ-


დლმა მობილური ტელეფონით ცოლს დაურეკა:
- დღეს დამაგვიანდება.
- წამლის დალევა არ დაგავიწყდეს, - შეახსენა ცოლმა.
გენდლს დიაბეტის მსუბუქი ფორმა ჰქონდა. დიეტითა და აბე-
ბით აკონტროლებდა. არავითარი ინსულინი.
- კარგი, დავლევ, - უთხრა ცოლს.
ამასობაშიგ განუყრელ ყურსასმენებზე მიერთებული ერიკ ვუ
გულმოდგინედ აფენდა იატაკზე ვინილის დამცავ აპკს...
გენდლმა ტელეფონი გამორთო და რეზინის ხელთათმანები
მოირგო. იცოდა, რომ საგულდაგულო ჩხრეკა კარგა ხანს გას-
ტანდა. როგორც ყველა ფოტოგრაფი, რებეკაც ტონობით ფირს
ინახავდა. ოთხი კარადა გაძეძგილი იყო ფირებით. გენდლს და
ვუს რებეკას გრაფიკი უკვე შესწავლილი ჰქონდათ და იცოდნენ,
რომ გადაღებებს ცოტა ხანში ამთავრებდა, შემდეგ კი ერთი
საათი აქ, თავის ლაბორატორიაში უნდა ემუშავა.
დრო ცოტა ჰქონდათ.
- იცი, რა გვიშველიდა ახლა? - თქვა უცებ ვუმ.
- რა?
- ბოლომდე რომ გავრკვეულიყავით, რა ჯანდაბას ვეძებთ...
- ერიკ, დაფიქრდი: ეს კაცი რაღაც დაშიფრულ გზავნილებს
იღებს... და პირველ რიგში რა ნაბიჯს დგამს? რვა წლის უნახავ
ადამიანთან, თავისი ცოლის ძველ დაქალთან მორბის! ხომ უნ-
და ვიცოდეთ, რატომ აკეთებს ამას?
- მერე, რომ მოვა ეს ქალი, ვკითხოთ და ეგ იქნება... - თქვა
ვუმ ხანმოკლე დუმილის შემდეგ.
- ვკითხავთ, აბა, რას ვიზამთ! - უპასუხა გენდლმა.
150 მკითხველთა ლიგა
ვუმ თავი ნელა დაუქნია და მიტრიალდა.
გენდლმა ოთახის კუთხეში რკინის სამუშაო მაგიდა შენიშნა
და კარგად შეამოწმა. გამძლეობაც მოუწონა და ზომაც შესაფე-
რისად მიიჩნია. ვისაც გინდა, დააწვენ ზედ და სკოჩით მიაკრავ...
- სკოჩი ხომ გვეყოფა? - დაეკითხა ერიკს.
- კი, ბლომად გვაქვს, - უთხრა ვუმ.
- ახლა კი ქენი სიკეთე და ამ მაგიდის ქვეშაც კარგად ჩააფინე
დამცავი ქსოვილი.

***
გზავნილის მიღებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. შო-
ნას შეგონებებმა ისე იმოქმედა ჩემზე, როგორც კრივის დროს
მოულოდნელმა მარცხენა ჰუკმა(ჰუკი - კრივის ტერმინი. დარ-
ტყმის ერთ-ერთი ფორმა.). რეტიც დამესხა, „მსაჯმაც“ მოასწრო
ათამდე დათვლა, მაგრამ ბოლოს მაინც ავითრიე უკანალი
„რინგის“ იატაკიდან, გონს მოვედი და ავმოძრავდი.
მე და შონა ჩემს მანქანაში ჩავსხედით. შონა გადამეკიდა,
სახლში გამოგყვებიო. უცხადი იყო, ჩემი დამშვიდება უნდოდა,
მაგრამ ასევე ცხადი იყო ისიც, რომ თვითონ სახლში დაბრუნე-
ბის არავითარი სურვილი არ ჰქონდა.
- ერთ რამეს ვერ ვიგებ, - დავიწყე ისევ.
შონა ჩემკენ მოტრიალდა.
- ფედები ფიქრობენ, რომ ჩემი ცოლი მე მოვკალი, ხომ ასეა?
- ასეა.
- რისთვის მიგზავიან ამ ტექსტებს და რისთვის მაბოლებენ,
რომ ცოცხალია?
შონამ უცებ ვერ მიპასუხა.

151 მკითხველთა ლიგა


- აბა, დაფიქრდი. შენ რომ გკითხოს კაცმა, ეს რაღაც გეგმაა,
რომელიც წინასწარ შეიმუშავეს იმ მიზნით, რომ ამალაპარაკონ
და დანაშაული მაღიარებინონ. მაგრამ ელიზაბეთი რომ მარ-
თლა მოკლული მყავდეს, ამ ტყუილს ხომ უცებ მივხვდებოდი?
- ფსიქოლოგიურად გაწვებიან, - მითხრა შონამ.
- რა აზრი აქვს? თუ მაინცდამაინც ფსიქოლოგიური ზემოქმე-
დება უნდათ, სხვა ტექსტი გამომიგზავნონ, მაგალითად, ასეთი:
„დანაშაულის მოწმეები ვართ და გვიფრთხილდი“.
შონა ჩაფიქრდა.
- მგონი, შენი წონასწორობიდან გამოყვანა უნდათ, ბეკ.
- გასაგებია, მაგრამ მაინც რაღაც ვერ ეწყობა.
- ჰო, კარგი, რამდენ ხანში უნდა მიიღო გზავნილი?
საათს დავხედე.
- ოც წუთში.
- მოდი, დაველოდოთ და ტექსტის შინაარსი ვნახოთ, - მით-
ხრა შონამ.

***
ერიკ ვუმ რებეკა შეიესის სტუდიის იატაკზე კომპიუტერიანად
მოიკალათა. ჯერ ბეკის სამსახურის კომპიუტერი შეამოწმა. გა-
მორთული აღმოჩნდა, რაც გასაკვირი არ იყო - საათი უკვე
ცხრის წუთებს უჩვენებდა და ბეკი სამსახურიდან დიდი ხნის წა-
მოსული უნდა ყოფილიყო. აამიტომ ვუ ბეკის სახლის კომ-
პიუტერს მიუერთდა. რამდენიმე წამი არაფერი ჩანდა, მაგრამ
უცებ ვუ გენდლს მიუბრუნდა და აცნობა:
- უკვე ქსელშია.
ლერი წამოხტა.
- იქნებ დავასწროთ გზავნილის წაკითხვა?
- არ ივარგებს...
152 მკითხველთა ლიგა
- რატომ?
- თუ შესვლა დავასწარით, პროგრამა ეგრევე ეტყვის, რომ ამ
სახელით ვიღაც უკვე არის შესული...
- და მიხვდება, რომ უთვალთვალებენ?
- მიხვდება, მმაგრამ ეგ არაფერი. სად წაგვივა? ყველაფერს
ისედაც წავიკითხავთ.
- კარგი, როგორც კი რამე გამოჩნდება, დამიძახე.
ვუმ თვალები მოჭუტა, ეკრანს დააკვირდა და წამოიძახა:
- აი, შევიდა! ახლა ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ.

***
მითითებული მისამართი - bigfoot.com - ავკრიფე და ღილაკს
დავაჭირე. მარჯვენა ფეხი ამიკანკალდა. ნერვიულობის დროს
მემართება ხოლმე ასე. შონამ ფეხზე ხელი დამადო. ფეხი გაჩერ-
და. შონამ ხელი მომაშორა. ფეხი ერთხანს გაჩერებული იყო,
მაგრამ მერე ისევ ამიცანცარდა. ისევ დამადო ხელი შონამ და
ასე უსასრულოდ...
თვითონ შონა ვითომ მშვიდად იყო, მაგრამ ვხედავდი, ჩუმ--
ჩუმად თვალს აპარებდა ჩემკენ. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო
შონა,ბ ბოლომდე მომყვებოდა, მაგრამ იმ წუთებში მხოლოდ
იდიოტი თუუ უარყოფდა, რომ მაგრად ვჭედავდი. ამბობენ, ფსი-
ქიკური აშლილობა ზოგიერთი ავადმყოფობისა და ნიჭის არ
იყოს, მემკვიდრეობით გადადისო. მას შემდეგ, რაც ელიზაბეთის
ვიდეოკადრები ვნახე, სულ ეს აზრი მიტრიალებდა თავში და
ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ნუგეშს მგვრიდა.
მამაჩემი ავარიაში რომ დაიღუპა, ოცი წლის ვიყავი. მმანქანა
მიწაყრილზე აყირავდა. მმოწმე - ვაიომინგიდან მომავალი სატ-
ვირთო მანქანის მძღოლი - ამტკიცებდა, გზიდან გადავარდაო.
153 მკითხველთა ლიგა
იმ ღამეს ციოდა. გზა კარგად გაწმენდილი, მაგრამ მოლიპული
იყო.
ბევრი ვარაუდობდა - ოღონდ ჩუმ-ჩუმად - რომ მამაჩემმა თა-
ვი მოიკლა. ამ ვერსიის დღემდე არ მჯერა. მართალია, ბოლო
დროს გულჩათხრობილი იყო და არ გამოვრიცხავ, რომ იმ ღა-
მით, საჭესთან ჯდომისას, ამანაც აურია თავგზა, მაგრამ სუიციდ-
ზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეეხება დედაჩემს, მას ნევროზის
მსუბუქი ფორმა ყოველთვის ჰქონდა, ამ ტრაგედიამ კი თანდა-
თანობით ჭკუიდან შეშალა. ბოლოს, თავის თავში სამუდამოდ
ჩაიკეტა. ლინდა სამი წელი უვლიდა, მაგრამ მესამე წლისთავზე
აღიარა, რომ ჩასაბარებელი იყო. ლინდა დღემდე რეგულარუ-
ლად აკითხავს, მე კი - არა.
რამდენიმე წამში ვებგვერდი bigfoot. com გამოჩნდა. მომხმა-
რებლის სახელის გრაფაში Bat Street-იც ავკრიფე და პაროლიც
მივაყოლე.
არაფერი...
- ავტორიზება დაგავიწყდა, - მიკარნახა შონამ.
ეს პატარა ოპერაციაც შევასრულე.
ეკრანი ჯერ გათეთრდა, შემდეგ კი კომპაქტდისკების რეკლა-
მა გამოჩნდა. ჩატვირთვის ზოლი კუს ნაბიჯით მიიზლაზნებოდა.
ნელ-ნელა ემატებოდა პროცენტები. თვრამეტ პროცენტს რომ
მიაღწია, უცებ გაქრა და რამდენიმე წამში შემდეგი ტექსტი გა-
მოჩნდა:
შეცდომაა. თქვენ მიერ შეყვანილი პაროლი ჩვენს მონაცემ-
თა ბაზაში არ მოიპოვება.
- აბა, ერთიც სცადე, - მირჩია შონამ.
ვცადე. აარაფერი გამოვიდა. კკომპიუტერი მეუბნებოდა, რომ
მისამართი არ არსებობდა. რას ნიშნავდა ეს? წარმოდგენა არ
მქონდა. დდავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზე-
ზი, რომ მისამართი ჯერაც არ იყო შექმნილი.
154 მკითხველთა ლიგა
საათს დავხედე. ცხრის ცამეტი წუთი იყო უკვე...
კოცნის დრო...
იქნებ ეს იყო პასუხი? იქნებ ხსენებული მისამართი, იმ ბმუ-
ლის არ იყოს, საერთოდ არ არსებობდა? ამ აზრს ჩავუფიქრდი.
შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ დამაჯერებლად არ
მომეჩვენა.
უცებ შონამ, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, ასეთი აზრი
მომაწოდა:
- იქნებ ცხრის თხუთმეტ წუთამდე მოგვეცადა...
თხუთმეტ წუთზეც ვცადე, თვრამეტზეც და ოცზეც...
ისევ არაფერი. შეცდომაა - მიმეორებდა პროგრამა.
- ფედებმა ხომ არ გამოგაერთეს ქსელიდან? - მკითხა შონამ.
თავი ჯიუტად გავიქნიე. ძალიან არ მინდოდა ფარ-ხმლის დაყ-
რა.
ფეხი ისევ ამიცახცახდა. შონამ ცალი ხელი ფეხზე დამადო,
მეორით კი ტელეფონს დასწვდა. კარგა ხანს ეჯაჯღანებოდა ვი-
ღაცას. საათს დავხედე და კიდევ რამდენიმეჯერ ვცადე ბედი.
არაფერი გამომივიდა. უ
უკვე ცხრის ნახევარი იყო.
- შეიძლება დააგვიანდეს... - მითხრა შონამ.
უკმაყოფილოდ დავიჭყანე.
- შენ ხომ დღემდე არ იცი, სად არის ის კადრები გადაღებუ-
ლი?
- ასეა.
- ჰოდა, იქნებ დროის სხვა სარტყელშია და იმიტომ აგ-
ვიანებს. ხვდები?
- დროის სხვა სარტყელში? - უარესად დავიჭყანე.
შონამ მხრები აიჩეჩა.

155 მკითხველთა ლიგა


კიდევ ერთ საათი ვიცადეთ და შონას სასახელოდ უნდა ით-
ქვას, რომ ერთხელაც არ მითხრა ნიშნის მოგებით, აი, ხომ გეუბ-
ნებოდიო!
უცებ ხელი ზურგზე დამადო და მეუბნება:
- ერთი აზრი მომივიდა.
მთელი ტანით მისკენ მივტრიალდი.
- მე ახლა გავალ და სხვა ოთახში დავჯდები. მიქნებ მაშინ
გვეშველოს.
- ეგ როგორ?
- აი, როგორც ფილმებშია. უკვე ყველას ყელში აქვს ამოსუ-
ლი ეს შენი გაფრენები, ყველა გტოვებს და უცებ... ჰოპლა! გზავ-
ნილი მოგდის, თან მხოლოდ შენ ხედავ. სხვებს ჯერ კიდევ გიჟი
ჰგონიხარ. „სკუპი-დუ“ ხომ გინახავს? მხოლოდ ის და შეგი რომ
ხედავენ მოჩვენებას, სხვებს კი სასაცილოდ არ ჰყოფნით...
ეს აზრი ჭკუაში დამიჯდა და ვუთხარი:
- ღირს მოსინჯვა...
- სამზარეულოში ვიქნები. თუ რამე გამოჩნდა, ეგრევე მეძახი,
კარგი?
შონა წამოდგა.
- გულს მიკეთებ, არა?
შონა წამით ჩაფიქრდა და მიპასუხა:
- რა ვიცი, ალბათ...
და ოთახიდან გავიდა. მ
მე კი ეკრანს მივუბრუნდი და ლოდინი განვაგრძე.

156 მკითხველთა ლიგა


18

- ჯერჯერობით, არაფერი... - თქვა ერიკ ვუმ, - ბეკი ცდილობს


საიტზე შესვლას, მაგრამ კომპიუტერი ეუბნება, შეცდომააო.
გენდლმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უცებ ლიფტის ხმა
ჩაესმა და საათს დახედა.
რებეკა შეიესი ზუსტად დროზე გამოცხადდა.
ერიკ ვუ კომპიუტერს მოშორდა და თავის ამფსონს ჩვეული
მზერა ესროლა, ნებისმიერ ადამიანს ადგილზე რომ აშეშებდა.
გენდლმა იარაღი დააძრო. ამჯერად ცხრაკალიბრიანი ჰქონდა
შერჩეული. ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
ვუმ წარბი შეკრა, თავისი მძიმე სხეულით კარისკენ დაიძრა
და შუქი ჩააქრო.
იდგნენ ბნელში და იცდიდნენ...
კიდევ ოციოდე წამი და, ლიფტიც გაჩერდა.

***
რაც დრო გადიოდა, რებეკა შეიესი ბეკსა და ელიზაბეთზე
სულ უფრო იშვიათად ფიქრობდა. ბოლოს და ბოლოს, რვა წელი
გავიდა. მაგრამ იმ დილის მოვლენებმა დიდი ხნის მიძინებული
განცდები გაუღვიძა. მტანჯველი განცდები...
ავარია...
ამდენი წლის შემდეგ მაინც დაინტერესდა ბეკი ამ ამბით...
რვა წლის წინ რებეკა მზად იყო ამ თემაზე სასაუბროდ, მაგ-
რამ ბეკი მის ზარებს არ პასუხობდა. გავიდა დრო და რებეკამაც
გადაწყვიტა, რომ წარსულში ქექვა აღარ ღირდა. მისი აზრით, ეს
ბეკს მხოლოდ ტკივილს მიაყენებდა. ქილროის დაპატიმრების
შემდეგ ხომ მთლად უადგილო იყო ამის გაკეთება. მაგრამ ის
157 მკითხველთა ლიგა
მტანჯველი ეჭვი მაინც ჩარჩა გულში, რომ „ავარიის“ დროს მი-
ღებული ტრავმები ელიზაბეთის მკვლელობის ერთგვარი წანამ-
ძღვარი იყო. მეტიც, ხსენებული მტანჯველი გრძნობა არ ასვე-
ნებდა და სხვა რამესაც ჩასძახოდა: რომ დაეჟინებინა, მართლა
რომ დაეჟინებინა და იმ „ავარიის“ შესახებ სიმართლე გაერკვია,
იქნებ (იქნებ!) ეხსნა მაშინ თავისი მეგობარი...
მაგრამ გავიდა დრო და ეს ეჭვებიც გაქარწყლდა. დროთა
განმავლობაში უახლოესი მეგობრის სიკვდილსაც ინელებ...
გერი ლამონტი რებეკას ცხოვრებაში სამი წლის წინ შემოვი-
და და ყველაფერი შეცვალა. დიახ, რებეკა შეიესს, გრინვიჩ--
ვილიჯის ბოჰემურ ფოტოგრაფს, უოლ-სთრითის გაქნილი
ტრეიდერი შეუყვარდა. წყვილი დაქორწინდა და საცხოვრებ-
ლად ვესტსაიდის ელიტურ მრავალსართულიან სახლში გადავი-
და.
რა არ ხდება ცხოვრებაში...
რებეკა სატვირთო ლიფტში შევიდა და კარი ჩაკეტა. შუქი არ-
სად ენთო, რაც ამ შენობაში არავის უკვირდა. ლიფტი რებეკას
სართულისკენ დაიძრა და მისი მექანიზმის ღრჭიალი ექოსავით
მოედო მთელ შენობას. ასეთ დროს რებეკას ზოგჯერ ცხენების
მოგუდული ჭიხვინი ესმოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ირგვლივ
სრული სიჩუმე იყო. ჰაერში თივის და შიგადაშიგ კიდევ უფრო
მწარე რამეების სუნი ტრიალებდა. რებეკას უყვარდა ღამღამო-
ბით აქ ყოფნა. განმარტოებისა და ქალაქური ხმაურის ამ უცნა-
ურ ნაზავში განსაკუთრებულად არტისტულ პერსონად გრძნობ-
და თავს.
უცებ ქმართან გუშინდელი საუბარი გაახსენდა. გერიმ ნიუ--
იორკიდან წასვლისა და ლონგ-აილენდში დასახლების სურვი-
ლი გამოთქვა. იქ იყო გაზრდილი და სენდ-პოინტში დიდი სახ-
ლიც ჰქონდა. გარეუბანში გადაბარგების იდეამ რებეკა, ცოტა
არ იყოს, დააფრთხო. ქალაქს რომ ვერ ელეოდა, ეგ იქით იყოს,
158 მკითხველთა ლიგა
მღელვარებისთვის სხვა მიზეზიც ჰქონდა: გარეუბანში წასვლით
თავისი ბოჰემური პრინციპებისთვის უნდა ეღალატა და გადაქ-
ცეულიყო იმად, რაზეც თავის დროზე ლამის ფიცის ქვეშ თქვა
უარი: დედამისად და ბებიამისად!
ლიფტი გაჩერდა. რებეკამ კარი გააღო და დერეფანს გაუყვა.
ეს სართული ერთიანად ჩაბნელებული იყო. რებეკამ თმა აიწია
და ცხენის კუდი გაიკეთა. მერე საათსაც დახედა. ცხრას აღარა-
ფერი აკლდა. ეს შენობა ასეთ დროს სრულიად დაცლილი იყო
ხოლმე; ყოველ შემთხვევაში, ადამიანებისგან...
რებეკამ ცემენტის ცივ იატაკზე ჩაიარა ქუსლების კაკუნით.
ყოველთვის უჭირდა ამის აღიარება, მაგრამ თავისი ბოჰემურო-
ბის მიუხედავად, დედობაზე დიახაც ოცნებობდა. ქალაქი კი, მი-
სი აზრით, ბავშვების გასაზრდელად ვერაფერი სახარბიელო ად-
გილი იყო. ბავშვებს ხომ ეზო, საქანელები და სუფთა ჰაერი
სჭირდებათ...
და სწორედ მაშინ, როცა გასაღები თავისი სტუდიის კარს მო-
არგო, რებეკა შეიესმა თითქმის მიიღო ეს გადაწყვეტილება, რო-
მელიც მის ბროკერ ქმარს, ალბათ, თავზარს დასცემდა. ამ ფიქ-
რებში გართულმა რებეკამ სტუდიაში შეაბიჯა და შუქი აანთო.
აანთო და უცნაური მოყვანილობის აზიელიც დაინახა...
კაცი ერთხანს უხმოდ მისჩერებოდა, თითქოს თვალებით აჯა-
დოებდა. შემდეგ ამოძრავდა, უკნიდან ამოუდგა და წელში მუშ-
ტი სთხლიშა. რებეკას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს თირ-
კმელში დიდი ურო ჩაარტყეს. თავი ვეღარ შეიმაგრა და მუხლებ-
ზე დაემხო. მაშინ აზიელმა ორი თითი ჩაავლო კისერში და არ-
ტერიაზე მოუჭირა. რებეკას თვალთ დაუბნელდა. აზიელმა ყინუ-
ლის საჭრელი დანასავით ბასრი თითები ნეკნებს შორის გაუყა-
რა და როცა ღვიძლს მისწვდა, ქალს თვალები ბუდიდან გადმო-
უცვივდა. ასეთი ტკივილის წარმოდგენაც კი არ შეეძლო. დაყვი-
რება სცადა, მაგრამ პირიდან რაღაც ყრუ ღმუილი ამოუვიდა.
159 მკითხველთა ლიგა
ოთახის ბოლოდან მამაკაცის ხმა გაისმა:
- სად არის ელიზაბეთი?
ეს შეკითხვა იმ ღამეს პირველად გაჟღერდა...
მაგრამ არა უკანასკნელად.

160 მკითხველთა ლიგა


19

ვერა და ვერ ვცილდებოდი იმ ოხერ კომპიუტერს. სასმელსაც


კარგა გვარიანად მივეძალე. რა ხერხით არ ვცადე იმ საიტზე
შესვლა. „ექსპლორერიდანაც“ შევედი, „ნეტისქეიფიდანაც“.
მმეხსიერებაც კი გავწმინდე, პროგრამაც ათასჯერ გადავტვირ-
თე, მაინც არაფერი გამომდიოდა.
შეცდომაა - მიმეორებდა პროგრამა.
ათ საათზე შონა შემობორიალდა. სასმლისგან ლოყები
უხურდა. მეც კარგად ვიყავი აჭარხლებული.
- აღარ დაგვადგა საშველი? - იკითხა შონამ.
- სახლში წადი, - ვუთხარი მე.
თავი დამიქნია.
- ჰო, ასე ვიზამ...
ლიმუზინმა ხუთ წუთში მოაკითხა. „ბურბონისა“ და
„როლინგ-როკისაგან“ გამოთაყვანებული შონა ძლივს მიბარბა-
ცებდა ტროტუარზე. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში.
შონამ მანქანის კარი გააღო და მკითხა:
- ერთი ეს მითხარი... არასოდეს გიცუღლუტია? მხედველობა-
ში მაქვს ცოლქმრული ცხოვრების პერიოდი...
- არა, - ვუპასუხე მე.
გულაცრუებულმა თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.
- აზრზე არა ხარ, როგორ უნდა აირიო ცხოვრება.
წასვლის წინ ვაკოცე, სახლში შევედი და ეკრანს ისე მივაჩერ-
დი, როგორც მლოცველი სიწმინდეს. ცვლილება არც ამჯერად
ჩანდა. რამდენიმე წუთში ქლოე მომიჩოჩდა, სველი ცხვირი მო-
მადო და თვალებზე ჩამოყრილი თმის ხშირი ბუჩქნარიდან გა-
მოიჭყიტა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და შემიძლია და-
ვიფიცო, რომ ქლოეს იმ წუთში მშვენივრად ესმოდა, რასაც გან-
161 მკითხველთა ლიგა
ვიცდიდი. არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვინც ცხოველებს ადა-
მიანის თვისებებს მიაწერს (მე თუ მკითხავთ, ეს ცხოველების-
თვის დამამცირებელიც არის), მაგრამ მჯერა, რომ ცხოველს
მოსდგამს უნარი გაიგოს, რაც ხდება მისი მუდმივი
პარტნიორის- ადამიანის სულში. ამბობენ, ძაღლები შიშს ყნოს-
ვით გრძნობენო. ფანტაზიას თუ კიდევ ცოტა გასაქანს მივცემთ,
ალბათ, ისიც უნდა დავუშვათ, რომ მათ სიხარულის, ბრაზისა და
სევდის სუნიც სცემთ ხოლმე. გავუღიმე და მოვეფერე. პასუხად
თათი დამადო, თითქოს ნუგეშის ნიშნად.
- რაო, სასეირნოდ გინდა წასვლა?
ამის გაგონება იყო და ლამის ყირაზე დადგა. ძაღლებიც იმ
პატარ-პატარა სიხარულების სიაში მყავს, რომლებზეც ადრე გე-
ლაპარაკეთ.
ღამის სუსხისგან ფილტვები ამეწვა. ქლოე წინ მიკუნტრუშებ-
და კუდის ქიცინით, მეც მთელი ყურადღება მისკენ მქონდა მიპ-
ყრობილი, მაგრამ ძალიან ნირწამხდარი ვიყავი. ნირწამხდა-
რი... ამ სიტყვას ხშირად არ ვხმარობ, მაგრამ იმდროინდელი
ჩემი განწყობისთვის, მგონი, ზედგამოჭრილია. ბოლომდე არ
მიჯდებოდა ჭკუაში შონას ჰიპოთეზა ოსტატურად შესრულებული
ციფრული ხრიკის შესახებ. დიახ, შეიძლება ვიღაცამ მართლა
გამოიყენა ელიზაბეთის ფოტო და ვიდეოფილმში ჩართო; დიახ,
შეიძლება ვიღაცამ ისიც გაიგო, თუ რას ნიშნავდა ფრაზა კოცნის
დრო; დიახ, შეიძლება ტუჩებიც აუმოძრავა ჩემს ცოლს და სიტ-
ყვა „მაპატიე“ ათქმევინა, მე …კი ისეთ დღეში ვიყავი, რომ ადვი-
ლად გავბრიყვდი. და რაც ყველაზე მთავარია: შონას ის ოხერი
ჰიპოთეზა ბევრად დამაჯერებელი იყო, ვიდრე ადამიანის
საიქიოდან დაბრუნება...
მაგრამ არსებობდა ორი რამ, რაც ამ ყველაფერს აბათილებ-
და. ერთი ის გახლავთ, რომ დიდი ფანტაზიით არ გამოვირჩევი;
საშინლად მოსაწყენი და მიწიერი კაცი ვარ. მეორე კი... თვალე-
162 მკითხველთა ლიგა
ბი. ცხადია, ასეთ ყოფაში ადამიანს თავისუფლად შეიძლება გო-
ნება დაებინდოს; ციფრული ფოტოგრაფიის შესაძლებლობებიც
განუსაზღვრელია. მაგრამ თვალები... ელიზაბეთის თვალები...
შეუძლებლად მიმაჩნდა ამ თვალების ძველი ფოტოდან ამო-
ღება და ყალბ ვიდეოში ჩართვა. ეს თვალები ჩემს ცოლს ეკუთ-
ვნოდა. ფხიზელი გონება თუ მაძლევდა ამის დაჯერების სა-
შუალებას? რა თქმა უნდა, არა. არც ისე ბრიყვი გახლდით. მაგ-
რამ შონას ვერსიას ციფრული ხრიკების შესახებ ნაწილობრივ
ნამდვილად აბათილებდა ის, რასაც ჩემი თვალით ვხედავდი და
რა კითხვებიც მიჩნდებოდა. ამიტომ საბოლოოდ მაინც იმ აზ-
რამდე მივედი, რომ ის გზავნილები სწორედ ელიზაბეთისაგან
მომდიოდა.
ახლა ესღა მაფიქრებდა: რა უნდა მეღონა? ისევ სმა თუ მიშვე-
ლიდა...
ქლოე რაღაცას გამალებით და დიდხანს ყნოსავდა, მე კი
პროჟექტორის ქვეშ ვიდექი და ჩემს დაგრძელებულ ჩრდილს
მივშტერებოდი.
კოცნის დრო...
უცებ ბუჩქებში რაღაცამ გაიფაჩუნა. ქლოემ ყეფა მორთო.
ბუჩქიდან ციყვი გამოხტა და წინ გადაგვირბინა. ქლოე ღრენით
გაიქაჩა მისკენ. ციყვი შეჩერდა და გამოგვხედა. „ეჰ, როგორ გა-
გიმართლა! დაბმული არ ვიყო, გიჩვენებდი სეირს“, - უთხრა ყე-
ფით ქლოემ, მაგრამ, აბა, რისი გამკეთებელი იყო ეს ხელის-
გულზე გაზრდილი ჯიშიანი ქალაჩუნა...
კოცნის დრო...
უცებ ისე გავისუსე, როგორც ამას უცხო ხმების გაგონებისას
ქლოე აკეთებდა. კიდევ ერთხელ გავიხსენე წინადღით ნანახი
და წარმოვიდგინე, რამდენი სიძნელე გამოიარა იმ ვიღაცამ, რა-
თა ეს კორესპონდენცია საიდუმლოდ შენახულიყო. ჯერ უსახე-
ლო გზავნილი გამოუშვა და მიმითითა, კოცნის დროს ესა და ეს
163 მკითხველთა ლიგა
ბმული გახსენიო. მეორე გზავნილით ჩემს სახელზე ახალი მისა-
მართის შექმნა მაცნობა და გამაფრთხილა, რომ გვითვალთვა-
ლებდნენ.მ ერთი სიტყვით, ვიღაც გულმოდგინედ მუშაობდა,
რომ ამ კომუნიკაციას ფარული ფორმა ჰქონოდა.
კოცნის დრო...
თუ იმ ვიღაცას - თუნდაც იმავე ელიზაბეთს - რაღაცის თქმა
უნდოდა, რატომ უბრალოდ არ დამირეკა, ან პირველივე გზავ-
ნილში არ მითხრა სათქმელი? რას მერჩოდა, ყურით რომ და-
მათრევდა და ნემსის ყუნწში გამაძვრინა? პასუხი მარტივი იყო:
ის ვიღაცა (უკვე იმის გაფიქრებაც მეთაკილებოდა, რომ ელიზა-
ბეთი იყო) გასაიდუმლოების მიზეზით აკეთებდა ამას. თუ რამე
დასამალი გაქვს, ბუნებრივია, არსებობს ვიღაც, ვისგანაც მა-
ლავ. ის კი გითვალთვალებს, გეძებს და შენს გამოჭერას ცდი-
ლობს. ან ასეა, ან პარანოია გჭირს. ნორმალურ ვითარებაში პა-
რანოიის ვერსიას მივემხრობოდი, მაგრამ...
გვითვალთვალებენ...
რას ნიშნავდა ეს სიტყვა? ვინ გვითვალთვალებდა? ფედები?
თუ ამ გზავნილების უკან მართლა ისინი იდგნენ, თავისი პირით
რატომღა მაფრთხილებდნენ ამის შესახებ? მათ ხომ, პირიქით,
აწყობდათ, რომ ღიად მემოქმედა.
კოცნის დრო....
უცებ ადგილზე გავქვავდი. ქლოემ თავი ჩემკენ მოაბრუნა და
ყურები ცქვიტა.
ღმერთო, ასეთი ჩლუნგი როგორ ვარ?!

***
სკოჩი არ დასჭირვებიათ. რებეკა შეიესი გზის პირას დაგდე-
ბული მომაკვდავი ძაღლივით იწვა მაგიდაზე. დროდადრო ერ-
164 მკითხველთა ლიგა
თმანეთთან სრულიად დაუკავშირებელ სიტყვებს ლუღლუღებ-
და; აღარც ტირილის თავი ჰქონდა და აღარც ხვეწნა-მუდარის;
ფართოდ გახელილ თვალებში აზრის ნატამალი აღარ ემ-
ჩნეოდა. ეს თვალები უკვე ვეღარაფერს ხედავდნენ. თხუთმეტი
წუთის წინ ჯერ კიდევ იღებდა ხმას, მაგრამ შუა ყვირილში გონე-
ბა დაკარგა.
საოცარი იყო, ვუ „სუფთად“ მუშაობდა, სხეულზე კვალს არა-
სოდეს ტოვებდა, მაგრამ რებეკა ამ წუთებში ოცი წლით დაბერე-
ბული ჩანდა.
...თურმე რებეკამ არაფერი იცოდა. ექიმმა ბეკმა იმიტომ
მოაკითხა, რომ ძველი ავარიის ამბავი აინტერესებდა. არარსე-
ბული ავარიის... ჰო, კიდევ რაღაც ფოტოებზეც იყო საუბარი:
ბეკს ეგონა, რომ ისინი რებეკამ გადაიღო, არადა, ცდებოდა...
გენდლს გვამების პოვნის დღიდან ისეთი ჭია შეუძვრა გულ--
მუცელში, რომ დღემდე არ ასვენებდა. ახლა კი ეს უსიამოვნო
გრძნობა კიდევ უფრო გაძლიერდა. რაღაც მიქარეს იმ ღამეს -
ამას იმთავითვე მიხვდა, მაგრამ უკვე ისიც აშინებდა, რომ საქმე
მთლად ბოლომდე იყო წამხდარი.
ახლა სიმართლის ამოქაჩვა იყო საჭირო, თან უსწრაფესად...
გენდლმა თავის ხალხს გადაურეკა და გაიგო, რომ ბეკი ქუჩა-
ში ძაღლს ასეირნებდა, თანაც მარტო.კ ალიბიც ასეთი უნდა!
ერიკ ვუ ბეკის წინააღმდეგ ისეთი მტკიცებულებების დადებას
აპირებდა, რომ მათ ფონზე ფედებს მსგავსი ალიბი სასაცილო-
დაც არ ეყოფოდათ.
ლერი გენდლი მაგიდას მიუახლოვდა. რებეკა შეიესმა ამოხე-
და და რაღაც არაბუნებრივი ხმა ამოუშვა - ვერ გაიგებდი, წამო-
იკვნესა თუ საცოდავად ჩაიცინა.
გენდლმა შუბლზე იარაღი მიადო. ქალმა ისევ ამოუშვა ის სა-
ზარელი ხმა. გენდლმა ორჯერ გაისროლა და სამყარო დუმილმა
მოიცვა...
165 მკითხველთა ლიგა
***
სახლისკენ ავიღე გეზი, მაგრამ გამახსენდა გაფრთხილება.
გვითვალთვალებენ...
რატომ უნდა გამერისკა? იქვე, უბანში „კინკოს“13 ფილიალი
მეგულებოდა. „კინკო“ სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს. კარი
რომ შევაღე, მაშინვე მივხვდი ამის მიზეზს. იმ შუაღამისას შენო-
ბაში ტევა არ იყო. აქაურობას, ძირითადად, დაღლილი ბიზნეს-
მენები აწყდებოდნენ. ზოგს საბუთის ასლი ჰქონდა გადასაღები,
ზოგს სლაიდები და სარეკლამო პოსტერები ჰქონდა ამოსაბეჭ-
დი.
ხავერდის ბაგირებით შემოსაზღვრულ „დერეფანში“ გრძელი
რიგი იდგა. მეც ჩავდექი და ჩემს ჯერს დაველოდე. მახსოვს, ად-
რე ბანკებში ვიდექით ხოლმე ასე, სანამ ბანკომატები გამოჩნდე-
ბოდა.
ჩემ წინ ქალი იდგა. იმ შუაღამისას საქმიან კოსტიუმში იყო
გამოწკეპილი, მაგრამ თვალები ისე ჰქონდა ამოღამებული,
მტვირთავი გეგონებოდათ.უ უკან მუქ სპორტულებში გამოწყო-
ბილი თმახუჭუჭა ტიპი დამიდგა. მობილური დააძრო და ღილა-
კებს დაუწყო წვალება.
- სერ!
„კინკოს“ ფორმიანმა მუშაკმა ქლოეზე მიმითითა.
- აქ ძაღლიანად ვერ შემოხვალთ.
კინაღამ ვუთხარი, უკვე შემოვედი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქ-
რე. საქმიან ქალს რეაქცია არ ჰქონია, ხუჭუჭამ კი მხრები აიჩე-
ჩა, აქაოდა, რას იზამო...

13 „კინკო“ - ასლების ბეჭდვის გლობალური სამსახურის ქსელი.

166 მკითხველთა ლიგა


გარეთ გავედი და ქლოე პარკინგის მრიცხველს მივაბი. სანამ
გასული ვიყავი, ხუჭუჭა ადგილს მინახავდა. რას ნიშნავს ზრდი-
ლობა!
ათ წუთში ჩემი ჯერიც მოვიდა. „კინკოს“ ახალგაზრდა და ენ-
თუზიაზმით სავსე მუშაკმა ტერმინალთან მიმიყვანა და დინჯად
გამარკვია წუთობრივი ტარიფიკაციის სისტემაში. სანამ სიტ-
ყვით გამოდიოდა, თავს ვუქნევდი. მერე დავრეგისტრირდი.
კოცნის დრო...
როგორც ჩანს, ეს იყო ამ საიდუმლოს გასაღები. პპირველი
გზავნილი რომ მოვიდა, სწორედ კოცნის დრო იყო ნახსენები და
არა ექვსის თხუთმეტი წუთი. ძნელი მისახვედრი არ იყო - შიფ-
რთან მქონდა საქმე. იმ შემთხვევისთვის, თუ გზავნილს უცხო პი-
რი ჩაიგდებდა ხელში. გგზავნილის ავტორს - ვინც უნდა ყოფი-
ლიყო - კარგად ესმოდა, რომ ასეთი ხელყოფის საფრთხე
რეალური იყო და ისიც კარგად მოეხსენებოდა, რომ მხოლოდ
მე ვიცოდი, რას ნიშნავდა კოცნის დრო.
ზუსტად მაშინ გამინათდა გონება.
პირველ რიგში მისამართის (BatStreet(Bat (ინგლ.) - ღამუ-
რა.)) მნიშვნელობა გავშიფრე. როცა მე და ელიზაბეთი პატარე-
ბი ვიყავით, ბეისბოლის მოედნისკენ ველოსიპედებით მორვუდ--
სთრითზე ჩავივლიდით ხოლმე. იქ ერთ ყვითელ, ჩაოხრებულ
სახლში ერთი საშინელი დედაბერი ცხოვრობდა. მმარტოხელა
იყო, ბავშვების დანახვისას სახე ეღრიცებოდა. ყველა ქალაქს
ჰყავს თითო ასეთი წუნკალი ბებრუხუნა. მათ, როგორც წესი,
მეტსახელები აქვთ ხოლმე. ჩვენსას ლედი-ღამურა შევარქვით.
ისევ შევედი ვებგვერდ bigfoot.com-ზე და მომხმარებლის სა-
ხელად „მორვუდი“ გამოვიყენე.
სანამ ამ ყოფაში ვიყავი, „კინკოს“ ახალგაზრდა, ენთუზიაზ-
მით სავსე მუშაკი ამჯერად თავის იწილო-ბიწილოს ხუჭუჭთმიანს
უმეორებდა სულმოუთქმელად.
167 მკითხველთა ლიგა
პაროლის ასაკრეფად მოვემზადე. რაც შეეხება პაროლ „თი-
ნეიჯერს“, მისი წარმომავლობა გაცილებით ადვილი მისახვედ-
რი იყო: ერთხელ, სკოლას რომ ვამთავრებდით, ჩვენს კლა-
სელს, ჯორდან გოლდმენს, სახლში ვესტუმრეთ. დაახლოებით
ათნი ვიყავით. ჯორდანმა აღმოაჩინა, რომ მამამისს პორნო-
ფილმი ჰქონდა გადამალული და პარასკევ საღამოს ყველა იქ
მოგვყარა. პორნო მანამდე აარც ერთს არ გვენახა. ვუყურებ-
დით, უხერხულად ვიცინოდით, რაღაცებს ვგველობდით და სა-
კუთარი უტიფრობით ვტკბებოდით... და როცა მოგვიანებით
სოფტბოლის გუნდისთვის სახელწოდების მოფიქრება დაგვჭირ-
და, ჯორდანმა იმ ფილმის შტერული სათაური შემოგვთავაზა:
„თინეიჯერი მუსუსები“.
პაროლიც ავკრიფე. ნერვიულობისგან ნერწყვი კინაღამ გა-
დამცდა. ხუჭუჭა კაცისკენ შიშნარევი მზერა გავაპარე, მაგრამ
ყაჰოო-ში იქექებოდა და ჩემთვის არ სცხელოდა. წინა მაგიდას-
თან ის საქმიანი ქალი იჯდა და შუაღამისთვის ყოვლად შეუფე-
რებელი ენთუზიაზმით სავსე „კინკოს“ ენად გაკრეფილ მორიგ
მუშაკს უბღვერდა.
მეგონა, ახლაც „შეცდომა“ ამომიხტებოდა, მაგრამ ამჯერად
ეს არ მოხდა. ეკრანზე პირველი წარწერა გამოჩნდა.
მოგესალმები, მორვუდ.
შენს სახელზე ერთი გზავნილია.
გული გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ამიფართხალდა.
ისევ ამიტყდა ფეხის ძიგძიგი, მაგრამ სადღა იყო ჩემი გამჩერე-
ბელი შონა... ფანჯრიდან ჩემს დაბმულ ძაღლს შევავლე თვალი.
დამინახა თუ არა, ყეფა ატეხა, მაგრამ ტუჩებზე თითი მივიდე და
ვანიშნე, რომ გაჩერებულიყო. ა
ახალი გზავნილი გავხსენი. აი, ტექსტიც გამოჩნდა:
ხვალ 5 საათზე ვოშინგტონ-სკვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ
კუთხეში შევხვდეთ.
168 მკითხველთა ლიგა
მდევარი გეყოლება.
და ბოლოს:
რაც უნდა მოხდეს, მიყვარხარ.
იმედი, ეს უკვდავი ჩიტი, გალიიდან გამოფრთხიალდა და
ფრთები გაშალა. საზურგეს მივაწექი, ცრემლი წამსკდა და ამდე-
ნი ხნის განმავლობაში პირველად მომადგა ნამდვილი, გუ-
ლიანი ღიმილი.
ჩემმა ელიზაბეთმა ჭკუით ამჯერადაც ყველას აჯობა.

169 მკითხველთა ლიგა


20

ღამის ორ საათზე ლოგინში შევძვერი და ზურგზე გავწექი. ჭე-


რი უცებ დაბზრიალდა, თითქოს დამძახოდა, მეტისმეტი მოგივი-
დაო. საწოლის კიდეებს ჩავეჭიდე და დაველოდე, როდის გამივ-
ლიდა.
ალბათ, გახსოვთ, შონამ რომ მკითხა, ელიზაბეთის მოტ-
ყუების ცდუნება თუ გქონიაო? თანაც დააზუსტა, ქორწინების
შემდგომ პერიოდს ვგულისხმობო. ეს იმიტომ გააკეთა, რომ
ქორწინებამდე ერთხელ მართლაც მივქარე და შონამ ეს იცოდა.
დიახ, ერთხელ მართლაც ვუგანე ელიზაბეთს, თუმცა ეს სიტ-
ყვა არ არის მთლად შესაფერისი. როცა ადამიანს ატყუებ, ეს
იმას ნიშნავს, რომ ზიანს აყენებ. მე კი იმ საქციელით ელიზაბე-
თისთვის ზიანი არ მიმიყენებია. ამაში დარწმუნებული ვარ. საქ-
მე ის არის, რომ კოლეჯში სწავლის პირველ წელს ერთ უღიმღა-
მო „ღონისძიებაში“ მივიღე მონაწილეობა. ეს იყო ერთგვარი
საინიციაციო რიტუალი, რომელიც „სტუდენტური ღამის თევის“
სახელწოდებით იყო ცნობილი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ცნობის-
მოყვარეობამ გამაკეთებინა. ჩემს ამ მცდელობას წმინდა ექსპე-
რიმენტული და ცალსახად ფიზიკური ხასიათი ჰქონდა. მინდა
გითხრათ, რომ დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. თავზე არ მო-
გახვევთ გაცვეთილ ფრაზებს უსიყვარულო სექსის უვარგისობის
შესახებ. ამ აზრს ნამდვილად არ ვიზიარებ, მაგრამ ერთს კი ვიტ-
ყოდი: მიუხედავად იმისა, რომ უცხო ადამიანთან ყოველგვარი
გრძნობის გარეშე ლოგინში გორაობა ძალიანაც ადვილია,
სიამოვნება დილამდე მაინც არ მიგყვება. მსგავს მიზიდულობას,
როგორც წესი, წმინდა ჰორმონული სარჩული აქვს. ამიტომ რო-
გორც კი... შვება ვიგრძენი, გარეთ გავარდნა მომინდა. სექსი

170 მკითხველთა ლიგა


ყველასია, აი, რაც მის მიღმა ხდება - ეს უკვე მხოლოდ შეყვარე-
ბულთა კუთვნილებაა.
ხომ კარგად გავამყარე არგუმენტებით?
თუ ამ საუბარს შევყვებით, მეტსაც გეტყვით - მეც გამჩენია ეჭ-
ვი, რომ რაღაც ამის მსგავსი ელიზაბეთსაც ჰქონდა ჩადენილი.
კოლეჯში სწავლა რომ დავიწყეთ, დავთქვით, რომ დროდადრო
სხვებსაც დავეკონტაქტებოდით (არადა, ეს სიტყვა საკმაოდ ბუნ-
დოვანი და ყოვლისმომცველია). ამგვარად ნებისმიერი ქარაფ-
შუტული ნაბიჯი შეიძლებოდა ერთგულების კიდევ ერთ გამოც-
დად მიგვეჩნია. როცა ამ თემაზე ვლაპარაკობდით, ელიზაბეთი
უარობდა, არავინ მყოლიაო, მაგრამ კაცმა რომ თქვას, მეც ასე-
ვე გადაჭრით ვუარობდი ჩემს ცუღლუტობას.
ჭერი ბზრიალს განაგრძობდა, მე კი ვიწექი და ვფიქრობდი,
რა უნდა მეღონა. ხვალამდე, უფრო ზუსტად, საღამოს ხუთ
საათამდე, მოცდას თავისთავად ვაპირებდი, მაგრამ არც მანამ-
დე მინდოდა გულხელდაკრეფილი ჯდომა. საკმარისი იყო; ისე-
დაც დიდხანს ვიყავი უქმად. ერთი რამ ცხადი იყო ჩემთვის (თუმ-
ცა ამაში საკუთარ თავსაც კი დიდხანს ვერ ვუტყდებოდი): იქ,
ტბაზე, ჩემმა ყოყმანმა დამღუპა. შემეშინდა და იმიტომ ვყოყმა-
ნობდი. წყლიდან რომ ამოვედი, ერთ ადგილას დავეყუდე, ის ვი-
ღაცა კი მომვარდა და მაშინვე მგლიჯა თავში. ვერც ხელი შევუბ-
რუნე, ვერც დარტყმა ავიცდინე, ვერც გავაჩერე, ერთი მუშტიც კი
არ მომიქნევია. მაშინვე წყალში მოვადინე ზღართანი. კარგი სა-
მალავი გამოვნახე, გზა დავუთმე ჩემზე ძლიერს და ცოლი ხელ-
ში ჩავუგდე. მსგავს რამეს მომავალში აღარ ვაპირებდი. ისევ სი-
მამრს ხომ არ დაველაპარაკო-მეთქი, გავიფიქრე. წინათ რომ
მივაკითხე და გავესაუბრე, არ გამომპარვია, რომ ჰოიტი მთლად
გულახდილი ვერ იყო ჩემთან. ვხედავდი, რომ მეორედ ამის გა-
კეთება ნამდვილად არ ღირდა. ისევ მომატყუებდა. ალბათ, მხო-
ლოდ ერთი ხერხით ამოვადგმევინებდი ენას: ნანახ ვიდეოკად-
171 მკითხველთა ლიგა
რებს თუ აღვუწერდი. ამისთვის კი, ჯერჯერობით, მზად არ ვიყა-
ვი, თანაც გარკვევით გამაფრთხილეს:
არავის უთხრა...
უცებ საწოლიდან წამოვხტი, კომპიუტერს ვეცი და ძებნა გან-
ვაახლე. დილისთვის გეგმა უკვე მზად მქონდა.

***
გერი ლამონტი, რებეკას ქმარი, თავიდან პანიკაში არ ჩავარ-
დნილა. რებეკა ხშირად მუშაობდა გვიანობამდე, ძალიან
გვიანობამდეც კი... ის კი არა, ზოგჯერ სტუდიაში იძინებდა ხოლ-
მე, იქვე, კუთხეში მიმდგარ ძველ ტახტზე. ამიტომ, როდესაც რე-
ბეკა შინ დილის ოთხ საათზეც კი არ დაბრუნდა, ქმარი მხოლოდ
ოდნავ შეწუხდა, მაგრამ ამას პანიკა არ ეთქმოდა. ყოველ შემ-
თხვევაში, თავს არწმუნებდა ამაში.
გერიმ სტუდიაში დარეკა, მაგრამ მხოლოდ ავტომოპასუხე
გამოეხმაურა. ესეც არ იყო იშვიათობა. რებეკას არ უყვარდა,
როცა მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ფოტოლაბორატორიაში და-
მატებითი აპარატიც კი არ ედგა. გერიმ ავტომოპასუხეში გზავნი-
ლი დატოვა, ლოგინში ჩაწვა და დაიძინა, თუმცა ამ ბორგვასა და
შფოთვას ძილი ნამდვილად არ ერქვა.
გერის სხვა, უფრო ქმედითი ზომების მიღება არ უნდოდა,
რადგან იცოდა, რომ რებეკა ძალიან გაბრაზდებოდა. ლაღი სუ-
ლის პატრონი იყო რებეკა. თუ რამე ძაბავდა სხვა მხრივ სრული-
ად დამაკმაყოფილებელ მათ ურთიერთობას, ეს მხოლოდ გერის
„ტრადიციული“ ცხოვრების წესი იყო, რომელიც რებეკასავე
სიტყვებით რომ ვთქვათ, „მისი კრეატიული ფრთების ბოლომდე
გაშლას უშლიდა ხელს“.
ამიტომ გერიმ ცოლს სრული გასაქანი მისცა. იყოს თავის ნე-
ბაზე, ჰქონდეს ის თავისი ფრთები, თუ რაც არისო, ფიქრობდა...
172 მკითხველთა ლიგა
დილის შვიდ საათზე გერის წუხილი უკვე ნამდვილ შიშში გა-
დაიზარდა. შუაღამისას მისმა ზარმა რებეკას გაძვალტყავებუ-
ლი, ოფოფებიანი ასისტენტი - არტურო რემირესი წამოაგდო
ლოგინიდან.
- ძლივს ჩავწექი! - დაიწუწუნა არტურომ.
გერიმ ვითარებაში გაარკვია. არტუროს ტანსაცმელში ჩასძი-
ნებოდა, მაგრამ მისი გამოცვლით თავი აღარ შეუწუხებია, სას-
წრაფოდ წამოხტა და სახლიდან გავარდა. ერთმანეთს სტუდიას-
თან უნდა შეხვედროდნენ. აარტურო ქალაქის ტრანსპორტს შე-
ახტა დდა სტუდიაში მისვლა გერის დაასწრო. სტუდიის კარი ღია
დახვდა. არტურომ კარს ხელი ჰკრა და დაიძახა:
- რებეკა!
არავინ უპასუხა. კიდევ ერთხელ დაიძახა. ისევ არავინ გამო-
ეხმაურა. არტურო შიგნით შევიდა და სტუდია დაათვალიერა.
რებეკა არსად ჩანდა. არტურომ ფოტოლაბორატორიის კარი
გააღო. ოთახში ფირის გასამჟღავნებელი მჟავების ჩვეული
მძაფრი სუნი ჭარბობდა, მაგრამ კიდევ იგრძნობოდა რაღაც...
ძალიან სუსტი და საიდანღაც, სიღრმიდან მომავალი. რაღაც
ისეთი, რამაც არტუროს თმა ყალყზე დაუყენა.
ეს რაღაცა აშკარად ადამიანთან იყო დაკავშირებული და არა
ტექნიკასთან...
წამიც და, დერეფანში შემოსულმა გერიმ არტუროს ყვირილი
გაიგონა.

173 მკითხველთა ლიგა


21

დილით ერთი ბლითი შევსანსლე ნაჩქარევად, მანქანაში ჩავ-


ხტი და მე-80 ტრასას გავუყევი. დანიშნულების ადგილამდე მის-
ვლას ორმოცდახუთი წუთი მოვუნდი. ამე ტრასას განსაკუთრე-
ბული არაფერი გამოარჩევს. სედლი-ბრუკს რომ გასცდებით, შე-
ნობები სადღაც უჩინარდება და ორივე მხრიდან ჩამწკრივებული
ხეები გიწევთ თანამგზავრობას. ამ მონოტონურობას შტატებს
შორის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები არღვევს მხოლოდ.
ბოლოს ერთ პატარა ქალაქს, გარდენსვილს მივუახლოვდი.
სიჩქარე შევანელე და მაღალ ბალახს გავხედე. გულმა ბაგაბუგი
ამიტეხა. აქ ადრე არასოდეს ვყოფილვარ; რვა წლის განმავლო-
ბაში გამიზნულად ვარიდებდი თავს ავტომაგისტრალის ამ მო-
ნაკვეთს, რადგან სწორედ აქ, სულ რაღაც ას ნაბიჯში იპოვეს მა-
შინ ჩემი ცოლის გვამი.
წინაღამით ამობეჭდილ მარშრუტს დავხედე. სასექსის კორო-
ნერის14 ოფისი ადვილი მისაგნები იყო, რადგან ერთ-ერთ საიტ-
ზე ზუსტი მისამართი იდო.
დარაბებიანი შენობა იყო. აბრა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ
უბრალო აგურის მართკუთხედი, ყოველგვარი არქიტექტურული
მორთულობის გარეშე.
ან რა მორთულობა სჭირდება მორგს?..
ჯერ ადრე იყო და შენობა დაკეტილი დამხვდა... ცოტა ხანში
ყვითელი „კადილაკ სევილი“ გამოჩნდა. მანქანა შენობის ფლი-
გელს მიადგა. შესასვლელთან ასეთი წარწერა იყო:

14 კორონერი - იურიდიული განათლების მქონე პათანატომი.

174 მკითხველთა ლიგა


ტიმოთი ჰარპერი. ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექ-
სპერტი.
სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, მძღოლმა ფანჯრიდან სი-
გარეტის ნამწვი ისროლა. ყოველთვის მაოცებდა ნაცნობი მწე-
ველი ექსპერტების რაოდენობა. ჰარპერი დაახლოებით ჩემი სი-
მაღლის იყო, მიწისფერი კანი და ჭაღარა, თხელი თმა ჰქონდა.
კართან ატუზული რომ დამინახა, სახე დაიყენა. მოგეხსენებათ,
დილაადრიან მორგში კარგი საქმისთვის არავინ დადის...
მერე ნელ-ნელა მომიახლოვდა და მკითხა:
- რით გემსახუროთ?
- ექიმი ჰარპერი ბრძანდებით?
- დიახ.
- ექიმი ბეკი გახლავართ.
ექიმი...
ჰო, რა, კოლეგები ვიყავით...
- რამდენიმე წუთს ხომ ვერ დამითმობდით?
შევატყვე, რომ ჩემი გვარ-სახელის გაგონებისას რეაქცია არ
ჰქონდა. გასაღები ამოიღო, კარი გააღო და შემიპატიჟა. დერე-
ფანი გავიარეთ. ჰარპერმა შუქი აანთო. ერთმანეთის მიყოლე-
ბით აციმციმდა ფსუსტი ფლუორესცენციული ნათურები. იატაკზე
გაცვეთილი ლინოლეულმი ეგო. იქაურობა სიკვდილის სამ-
კვიდროს ნაკლებად ჰგავდა, უსახურ საჯარო დაწესებულებას
უფრო მაგონებდა. ჩვენი ფეხის ხმა ექოს გამოსცემდა და ნათუ-
რების ბზუილს უერთდებოდა. ჰარპერმა ყუთიდან წერილების
დასტა ამოიღო და გზადაგზა ნაჩქარევად დაახარისხა.
ზედმეტი მორთულობით არც მისი კაბინეტი გამოირჩეოდა.
მისი სამუშაო მაგიდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლისას
ჰგავდა. იქვე სრულიად უბრალო, ფუნქციონალური სკამები იდ-
გა. ერთ კედელზე რამდენიმე დიპლომი ეკიდა. გაირკვა, რომ

175 მკითხველთა ლიგა


ჰარპერიც კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
იყო, ოღონდ ჩემზე ოცი წლით ადრე დაემთავრებინა.
ირგვლივ ვერსად ნახავდით ოჯახურ სურათებს, გოლფის
პრიზებს და სამახსოვრო ბარათებს. ხალხი ამ დაწესებულებაში
საჭუკჭუკოდ არ მოდიოდა. აქ მომსვლელებს ყველაზე ნაკლე-
ბად სჭირდებოდათ ექიმის კუდრაჭა შვილიშვილების ფოტოების
თვალიერება.
ჰარპერმა ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მაგიდაზე
დაალაგა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ, ექიმო ბეკ?
- რვა წლის წინ... - დავიწყე მე, - აქ ჩემი მეუღლე მოასვენეს.
ის სერიული მკვლელის, ქილროის მსხვერპლი გახდა...
რომ გითხრათ, სახის გამომეტყველების მიხედვით ადა-
მიანის ფარულ ზრახვებს ვხვდები-მეთქი, მოგატყუებთ. ვერც
თვალებში შემიძლია აზრების ამოკითხვა, ვერ ვარ ამის დიდოს-
ტატი. ჟესტიკულაცია და მიმიკა ბევრს არაფერს მეუბნება, მაგ-
რამ როცა ჰარპერს შევხედე, ძალაუნებურად გავოცდი: რას უნ-
და გაეფითრებინა ასე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი,
ადამიანი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცხოვრების უმეტეს ნა-
წილს მკვდართა საუფლოში ატარებდა.
- დიახ, მახსოვს, - ჩაილაპარაკა მან.
- ექსპერტიზა თქვენ ჩაატარეთ?
- დიახ... უფრო სწორად, ნაწილობრივ.
- ეს როგორ გავიგო?
- ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობაც იყო ჩართული,
ამ საქმეზე ერთობლივად ვმუშაობდით, მაგრამ რადგანაც ფე-
დებს კორონერები არა ჰყავთ, ამიტომ ექსპერტიზას ჩვენ ვუძ-
ღვებოდით.
- გასაგებია. იქნებ მითხრათ, რა ნახეთ პირველად, როცა
სხეული დაათვალიერეთ?
176 მკითხველთა ლიგა
ჰარპერი აწრიალდა.
- შეიძლება გკითხოთ, რატომ ინტერესდებით?
- მგლოვიარე ქმარი ვარ.
- კი მაგრამ ეს ხომ რვა წლის წინ მოხდა...
- რას იზამთ ექიმო, ყველა თავისებურად გლოვობს.
- დიახ, მართალი ბრძანდებით, მაგრამ...
- მაგრამ რა?
- მაინც მაინტერესებს, აქ რამ მოგიყვანათ?
გადავწყვიტე, მიკიბულ-მოკიბულად აღარ მელაპარაკა:
- რამდენადაც ვიცი, ექსპერტიზის დროს გვამების ფოტოგრა-
ფირება ხდება, ხომ ასეა?
უცებ შევატყვე, რომ შეცბა. თვითონაც მიხვდა, რომ ეს არ გა-
მომპარვია და უხერხულად ჩაახველა.
- დიახ, დღესდღეობით ციფრულ ტექნოლოგიას, ანუ ციფ-
რულ ფოტოგრაფიას ვიყენებთ. ეს გვაძლევს საშუალებას, ვი-
ზუალური მასალა კომპიუტერში შევინახოთ. ძალიან მოსახერ-
ხებელია დიაგნოსტირების მხრივაც და კატალოგების შესადგე-
ნადაც.
თავი ზერელედ დავუქნიე. ვხედავდი, სიტყვას ბანზე მიგდებ-
და და დრო გაჰყავდა. როცა სათქმელი შემოელია, ვკითხე:
- ჩემი ცოლის ექსპერტიზის ფოტომასალაც ხომ არსებობს?
- დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ... შემახსენეთ, ეს ამბავი რამ-
დენი ხნის წინ მოხდა?
- რვა წლის წინ.
- ჰო, მაშინ პოლაროიდით ვიღებდით.
- ახლა სად უნდა იყოს ეს ფოტოები, ექიმო?
- საქმეში დევს.
გავხედე საქაღალდეებით გამოტენილ მაღალ კარადას, რო-
მელიც ოთახის კუთხეში გუშაგივით იდგა.

177 მკითხველთა ლიგა


- არა, ამ კარადაში არ არის, - საჩქაროდ მომიჭრა ჰარპერმა,
- თქვენი მეუღლის საქმე დახურულია. მისი მკვლელი დაპატიმ-
რებული და გასამართლებულია, გარდა ამისა, უკვე ხუთ წელზე
მეტია გასული.
- ამიტომ სად უნდა ვეძებოთ?
- ლეიტონის საცავში.
- ძალიან მინდა ამ ფოტოების ნახვა.
ჰარპერმა ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაც ნაჩქარევად დაჯღაბნა
და თქვა:
- კარგი, რამეს გაგირკვევთ...
- ექიმო!..
ჰარპერმა თავი ასწია.
- თქვენ ამბობთ, რომ ჩემი მეუღლის საქმე გახსოვთ.
- დიახ, როგორ გითხრათ, გარკვეულწილად. ჩვენში ბევრი
მკვლელობა არ ხდება. მით უმეტეს, ასეთი რანგის...
- გახსოვთ თუ არა, რა მდგომარეობაში იყო მისი სხეული?
- არა. უფრო სწორად, დეტალებში არ მახსოვს.
- ის თუ გახსოვთ, ვინ ამოიცნო?
- განა თქვენ არ ამოიცანით?
- არა.
ჰარპერმა საფეთქლები მოისრისა.
- ჰო, მგონი, მამამ ამოიცნო.
- იქნებ ის მაინც გაიხსენოთ, რამდენი ხანი დასჭირდა მამას
მის ამოსაცნობად?
- ეს როგორ გავიგო?
- უცებ ამოიცნო თუ არა? რამდენი წუთი დასჭირდა? ხუთი?
ათი?..
- ნამდვილად ვერ გეტყვით.
- ნუთუ არ გახსოვთ, უცებ ამოიცნო თუ არა?
- უკაცრავად, არ მახსოვს.
178 მკითხველთა ლიგა
- ეს წუთია ბრძანეთ, რომ ეს გახმაურებული საქმე იყო.
- დიახ.
- იქნებ თქვენს პრაქტიკაში ყველაზე გახმაურებულიც კი.
- რამდენიმე წლის წინ პიცის შემკვეთები რომ დახოცეს, გეხ-
სომებათ, ალბათ, მაგრამ... ეს სულ სხვა იყო...
- და მაინც ვერ იხსენებთ, მამამისმა უცებ ამოიცნო თუ
გაუჭირდა?
ჰარპერს აშკარა უკმაყოფილება დაეტყო.
- ექიმო ბეკ, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ იქნებ ამიხსნათ, რას
უტრიალებთ?
- დამწუხრებული ქმარი გახლავართ... დდა უმარტივეს შე-
კითხვებს გისვამთ.
- საკმაოდ მტრული კილო გაქვთ.
- რა გიკვირთ?
- როგორ თუ რა მიკვირს?
- საიდან იცით, რომ ჩემი ცოლი ქილროიმ მოკლა?
- ვინ გითხრათ, რომ ვიცი?
- მაშ, ფედებმა საიდან იციან?
- იყო ამის ნიშნები...
- დაღს გულისხმობთ?
- დიახ.
ვიგრძენი, რომ მიზანს ვუახლოვდებოდი.
- მოკლედ, პოლიციამ გვამი მოგიტანათ. თქვენ იწყებთ მის
დათვალიერებას, აფიქსირებთ დაღს...
- არა, ჯერ ისინი მოვიდნენ. ფედებს ვგულისხმობ, - გამაწყვე-
ტინა ჰარპერმა.
- გვამის მოტანამდე მოვიდნენ?
ჰარპერი ჩაფიქრდა. ძნელი სათქმელი იყო, იხსენებდა რამეს
თუ ყალბ პასუხს თხზავდა.
- ან მანამდე, ან მოტანისთანავე. ზუსტად არ მახსოვს.
179 მკითხველთა ლიგა
- ასე სწრაფად როგორ შეიტყვეს?
- არ ვიცი.
- წარმოდგენაც არა გაქვთ, არა?
ჰარპერმა ხელები გულზე დაიკრიფა.
- ჩემი ვარაუდით, ერთ-ერთმა პოლიციელმა შემთხვევის ად-
გილზე შენიშნა ის დაღი და ფედებს დაურეკა. მმაგრამ ამას მხო-
ლოდ ვარაუდის დონეზე ვამბობ.
უცებ ჩემს ჯიბეში პეიჯერი აზუზუნდა. დდავხედე. კკლინიკი-
დან სასწრაფოდ მიძახებდნენ.
- დიდი დანაკარგია, დიდი ტკივილია, ყველაფერი მესმის და
ძალიან ვწუხვარ, - დაიწყო ჰარპერმა გაზეპირებული კილოთი, -
მაგრამ დღეს ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. იქნებ მოგ-
ვიანებით შევხვდეთ?
- რამდენი დრო დაგჭირდებათ მასალების მოსაძებნად?
- არა მგონია, ეს საერთოდ შევძლო. რაღაცებს კი გადავა-
მოწმებ...…
- მაგალითად, კანონს „ინფორმაციის თავისუფლების შესა-
ხებ“.
- უკაცრავად?
- პირადად მე ამ დილით გავეცანი. ჩემი ცოლის საქმე დახუ-
რულია და მაქვს სრული უფლება, ვნახო მისი საქმის მასალები.
ჰარპერს არ შეიძლებოდა ეს არ სცოდნოდა.მ პირველი ადა-
მიანი ნამდვილად არ ვიყავი, ვინც მისგან ექსპერტიზის დას-
კვნებს ითხოვდა. მართლაც დიდი მონდომებით დამიქნია თავი,
აქაოდა, სრულიად გეთანხმებიო.
- ოღონდ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ბევრი ინსტანციის გავ-
ლა და ათასნაირი საბუთის შევსება მოგიწევთ...
- სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ.
- ვერ გავიგე?!
- ჩემი ცოლი საშინელი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.
180 მკითხველთა ლიგა
- დიახ, მესმის...
- სრული უფლება მაქვს ვნახო მისი ექსპერტიზის დასკვნები.
თუ ფეხს აითრევთ, შეკითხვები გამიჩნდება. მმინდა გითხრათ,
რომ ჩემი ცოლის მკვლელობის ან მისი მკვლელის თაობაზე მე-
დიას სხვა დროს არასოდეს გავსაუბრებივარ. ახლა კი ამას
სიამოვნებით გავაკეთებ... და, ალბათ, ყველა გაოცდება, ადგი-
ლობრივი ექსპერტი ასეთი მარტივი საკითხის გამო ამდენს რომ
მაწვალებდა!
- ეს უკვე მუქარას ჰგავს, ექიმო.
ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი:
- ხვალ დილით აქ ვიქნები და გთხოვთ, მასალები დამახვედ-
როთ.
ესეც ასე: ვმოქმედებდი!.. და ეს საოცრად სასიამოვნო იყო.

181 მკითხველთა ლიგა


22

ნიუ-იორკის პოლიციის სისხლის სამართლის დეპარტამენ-


ტის მუშაკებმა, დეტექტივებმა როლანდ დიმონტემ და კევინ
კრინსკიმ, შემთხვევის ადგილზე მისვლა პოლიციელებსაც კი
დაასწრეს. სხვებზე მეტად დიმონტე აქტიურობდა.გ გაქონილი
თმა ჰქონდა, გველის ტყავის მახინჯი ფეხსაცმელები ეცვა და
კბილებში ათასჯერ გადაღეჭილი საჩიჩქნი ჩხირი ჰქონდა გაჩრი-
ლი. მაშინვე ღრიალით გასცა ბრძანებები და დანაშაულის ადგი-
ლი სასწრაფოდ დაალუქვინა. რამდენიმე წუთში ლაბორატორი-
ის მუშაკებმა მუშაობა დაიწყეს.
- გამოიყვანეთ მოწმეები, - თქვა დიმონტემ.
მოწმე მხოლოდ ორი იყო: მოკლულის ქმარი და შავებში ჩაც-
მული, გალეული და ცოტა შერეკილი ტიპი. ქმარს რომ კარგი
დღე არ ადგა, დიმონტემ უცებ შენიშნა, მაგრამ ეგ კიდევ საკით-
ხავი იყო... იქნებ სულაც თავს იკატუნებდა.
თუმცა... ჯერ საქმე!
დიმონტე ღეჭვა-ღეჭვით მიადგა იმ შერეკილ შავოსანს - რო-
მელსაც, რა თქმა უნდა, არტურო ერქვა - და გვერდზე გაიყვანა.
ახალგაზრდა კაცს სახეზე ფერი არ ედო. სხვა დროს დიმონტე
ნარკოტიკზე აიღებდა ეჭვს, მაგრამ გაირკვა, რომ იმ საცოდავს
გვამის დანახვისას გული არეოდა.
- უკეთ ხართ? - ჰკითხა დიმონტემ, ვითომ ძალიან ადარდებ-
და.
არტურომ თავი დაუქნია.
- აბა, გაიხსენეთ, რამე უჩვეულო ხომ არ ხდებოდა ბოლო
დროს ამ ქალბატონის თავს? - ჰკითხა დიმონტემ.
- ხდებოდა, - უპასუხა არტურომ.
- მაინც რა?
182 მკითხველთა ლიგა
- რებეკა გუშინ ვიღაცის ზარმა ძალიან გაანერვიულა. ვინ და-
რეკა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში ვიღაც
კაცმა მოაკითხა. მისი წასვლის შემდეგ რებეკა თავის ჭკუაზე
აღარ იყო.
- რა ერქვა იმ კაცს?
- ბეკი ერქვა. რებეკა ასე ეძახდა...

***
შონამ ბავშვის ზეწრები საშრობში ჩააწყო. აამ დროს ლინდა
შემოვიდა.
- ისევ დაუსველებია ლოგინი, - თქვა ლინდამ.
- ყოჩაღ, რა მიხვედრილი ხარ.
- ნუ წუნკლობ, რა... - უთხრა ლინდამ და შეტრიალდა.
შონამ ბოდიშის მოხდა დააპირა, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ
მოუყარა. როცა შონა პირველად (და ჯერჯერობით ერთადერ-
თხელ) სახლიდან წავიდა, მარკს საშინელი რეაქცია ჰქონდა.
უნებლიე შარდვა დაეწყო, მაგრამ როგორც კი ლინდა და შონა
შერიგდნენ, ეს პრობლემა უცებ მოგვარდა.
- გრძნობს ბავშვი, რომ რაღაც ხდება... - თქვა ლინდამ, - და-
ძაბულობას გრძნობს...
- და შენი აზრით, რა უნდა ვქნა?
- ის უნდა ქნა, რაც საჭიროა.
- წასვლას ნამდვილად აღარ ვაპირებ. აკი შეგპირდი.
- ესე იგი, ეს არ კმარა.
შონამ საშრობში ქსოვილის დასარბილებელი სითხე შეასხუ-
რა. გულშეღონებული ჩანდა. რად უნდოდა ეს ყველაფერი?.. მა-
ღალანზღაურებადი მოდელი იყო. სამსახურში ამოღამებული
თვალებით და მოუვლელი თმით რატომ უნდა ევლო... საერთოდ
183 მკითხველთა ლიგა
ყელში ჰქონდა ამოსული ეს ყველაფერი. დაღალა ამ ში-
ნაურულმა ცხოვრებამ, რომელსაც ვერა და ვერ ეგუებოდა. და-
ღალა ეგრეთ წოდებული კეთილისმსურველების ზეწოლამ.
ზნეობის სადარაჯოზე მდგომთ კიდევ გაუძლებდა კაცი. მხარ-
დამჭერები და ქომაგები უფრო უწყალებდნენ გულს - ბავშვიანი
ლესბოსელი წყვილის დასაცავად თავი რომ ჰქონდათ გამოდე-
ბული... ისე გამოდიოდა, რომ თუ ლინდასა და შონას ურთიერ-
თობა მარცხით დასრულდებოდა, ლამის მთელი მსოფლიოს
ლესბოსელობას ემუქრებოდა მარცხი, თითქოს ჰეტეროწყვილე-
ბი არასოდეს გაყრილან...
შონა მებრძოლი არ იყო. იქნებ ეს ვინმეს ეგოისტობად ჩაეთ-
ვალა, მაგრამ თავის ბედნიერებას „უზენაეს იდეალებს“ ნამდვი-
ლად ვერ შესწირავდა.
ნეტავ ლინდაც თუ ფიქრობდა ასე...
- მიყვარხარ, - უთხრა უცებ ლინდამ.
- მეც.
ქალებმა ერთმანეთს შეხედეს. სიძნელეები თავზე საყრელად
ჰქონდათ; ბავშვი ისევ ლოგინში ისველებდა; შონაც არ იყო
მზად, თავისი ბედნიერება უზენაესი იდეალებისთვის შეეწირა,
მაგრამ აი, მარკს... ალბათ, შესწირავდა...
- რა უნდა ვქნათ? - იკითხა ლინდამ.
- რაღაცას ვიზამთ.
- ფიქრობ, რომ შევძლებთ? - დაეჭვდა ლინდა.
- ხომ გიყვარვარ?
- მიყვარხარ და შენ ეს იცი, - უპასუხა ლინდამ.
- კიდევ ფიქრობ, რომ დედამიწაზე ჩემისთანა საოცრება არ
დადის?
- ჰო, - თქვა ლინდამ.

184 მკითხველთა ლიგა


- მეც ასე მგონია, - გაუღიმა შონამ, - იმასაც ვფიქრობ, რომ
ნარცისიზმით შეპყრობილი კაი მაგარი ეკალი ვარ შენს უკანალ-
ში.
- ეგრეა.
- მაგრამ შენი ეკალი ვარ, სხვისი ხომ არა?
- ეგრეა...
შონა ახლოს მიუჩოჩდა და წასჩურჩულა:
- რა ვქნა, არა ვარ მარტივი ურთიერთობისთვის გაჩენილი.
სულ რყევებში ვარ...
- ძალიან სექსუალური ხარ ამ რყევების დროს, - უთხრა ლინ-
დამ.
- სხვა დროსაც.
- ენა გააჩერე და მაკოცე.
უცებ კარზე ვიღაცამ დარეკა. ლინდამ შონას შეხედა, შონამ
მხრები აიჩეჩა. ლინდა ინტერკომით გაეპასუხა:
- დიახ.
- ლინდა ბეკს ველაპარაკებით?
- ვინ ბრძანდებით?
- სპეციალური აგენტი კიმბერლი გრინი ვარ ფედერალური
ბიუროდან; პარტნიორიც მახლავს - სპეცაგენტი რიკ პეკი. უთუ
შეიძლება, ამოვალთ, შეკითხვები გვაქვს თქვენთან.
შონამ ლინდას პასუხის გაცემა არ აცალა, დაიხარა და აპა-
რატს ჩაჰყვირა:
- ჩვენს ადვოკატს ესთერ კრიმშტაინი ჰქვია. მას დაუკავშირ-
დით!
- ქალბატონებო, ეჭვმიტანილები კი არა ხართ, უბრალოდ,
რამდენიმე შეკითხვა გვინდა დაგისვათ! - ამოსძახეს ქვევიდან.
- ესთერ კრიმშტაინს ხომ იცნობთ? - გააწყვეტინა შონამ, -
დარწმუნებული ვარ, მისი ტელეფონის ნომერიც გაქვთ! ჰოდა,
კარგად ბრძანდებოდეთ! - თქვა და აპარატი გამორთო.
185 მკითხველთა ლიგა
- ეს რაღა ჯანდაბა იყო? - შეიცხადა ლინდამ.
- შენს ძმას ცუდად აქვს საქმე.
- რაო?!..
- ჩამოჯექი, უნდა გელაპარაკო.

***
რაისა მარკოვამ - ბეკის ბაბუის მომვლელმა - ძლიერი ბრა-
ხუნი გაიგონა და კარი გააღო. სპეცაგენტებმა კარლსონმა და
სთოუნმა, რომლებიც ახლა ნიუ-იორკის პოლიციის დეტექტივებ-
თან, დიმონტესა და კრინსკისთან ერთობლივად მუშაობდნენ,
საბუთები უჩვენეს.
- ჩხრეკის ორდერი! - გამოაცხადა კარლსონმა.
რაისა ამ ამბავს ურეაქციოდ შეხვდა. იგი საბჭოთა კავშირში
იყო დაბადებული და პოლიციელების ასეთ შემოჭრას სულაც არ
შეუწუხებია. კარლსონი და მისი თანამშრომლები ბეკის საცხოვ-
რებელში შეცვივდნენ და ოთახებს მოედვნენ.
- ყველაფერი ფირზე უნდა აღიბეჭდოს. აქ შეცდომები დაუშვე-
ბელია, - ბრძანა კარლსონმა.
ძალიან ჩქარობდნენ, როგორმე ესთერ კრიმშტაინისთვის
უნდა დაესწროთ. კარლსონმა იცოდა, რომ სიმფსონის15 საქმის
შემდეგ ადვოკატები პოლიციელების არაკომპეტენტურობასა და
არადისციპლინირებულობას ჩასაფრებული ელოდნენ, და რომ

15ო. ჯეი სიმფსონი - ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი, რო-


მელსაც ცოლის მკვლელობა დაჰბრალდა. ეეს იყო უაღრესად
გახმაურებული საქმე კალიფორნიაში. სასამართლომ უჩ-
ვეულოდ დიდხანს გასტანა და ო. ჯეის გამართლებით დასრულ-
და.

186 მკითხველთა ლიგა


მრავალი გაქნილი ადვოკატის მსგავსად, ამ საბაბს ესთერიც
ისევე ებღაუჭებოდა, როგორც გაგიჟებული თაყვანისმცემელი
თავისი ტრფობის საგანს. კარლსონი კი არანაკლებ გაქნილი სა-
მართალდამცველი იყო და თავისი უფლებების ფარგლებში
მსგავს რამეს არ დაუშვებდა. ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოძ-
რაობა, ყოველი ამოსუნთქვა დოკუმენტირებული და გადამოწ-
მებული უნდა ყოფილიყო.
როცა კარლსონი და სთოუნი რებეკას ოფისში პირველად შე-
იჭრნენ, დიმონტეს მათი ნახვა დიდად არ გახარებია. ადგილობ-
რივ პოლიციელებსა და ფედებს შორის ჩვეულმა შუღლმა და
ძიძგილაობამ იჩინა თავი.ფ გამოძიების ფედერალურ ბიუროსა
და სამართალდამცავ ორგანოებს ცოტა რამ აერთიანებთ, გან-
საკუთრებით ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც ნიუ-იორკია. ერთ--
ერთი ასეთი დამაკავშირებელი რგოლი სწორედ კრიმშტაინი
იყო. ორივე მხარემ იცოდა, რომ კრიმშტაინს, ვითარებისდა მი-
ხედვით, საქმის მიფუჩეჩებაც ეხერხებოდა და საქვეყნოდ გახ-
მაურებაც. ახლა მთავარი იყო, რამე არ მიექარათ. ესწორედ ეს
სურვილი ამოძრავებდათ ამ წუთებში ყველაზე მეტად. ამიტომ
ერთგვარი ალიანსი ჩამოაყალიბეს, რომელიც პალესტინისა და
ისრაელის შერიგებას უფრო ჩამოჰგავდა, რადგან ორივემ მხა-
რემ იცოდა, რომ სასწრაფოდ უნდა გაერთიანებულიყვნენ და
უტყუარი ფაქტები დაედოთ, სანამ ესთერ კრიმშტაინი წყალს არ
აამღვრევდა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაკებს ჩხრეკის ორდე-
რი ჰქონდათ; მათთვის ეს სრულიად მარტივი იყო: ფედერალურ
სასამართლოში გადაირბენდნენ და ამ საქმეს უცებ მოაგვარებ-
დნენ. დიმონტესა და ნიუ-იორკის პოლიციის სხვა წარმომადგენ-
ლებს კი იმავე მიზნით ნიუ-ჯერზის საოლქო სასამართლოში
მოუწევდათ წასვლა. ამას დრო სჭირდებოდა, არადა, დრო არ
იცდიდა, ესთერ კრიმშტაინი უკვე ჩასაფრებული იყო...
187 მკითხველთა ლიგა
- აგენტო კარლსონ! -დაიძახა ვიღაცამ ქუჩიდან.
კარლსონი გარეთ გამოვარდა, უკან ბაჯბაჯით გაჰყვა
სთოუნიც. დიმონტე და კრინსკიც გაჰყვნენ. თავღია სანაგვესთან
გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა თანამშრომე-
ლი იდგა.
- ეს რა არის? - იკითხა კარლსონმა.
- ისეთი არაფერი, მაგრამ ... - ახალგაზრდა აგენტმა რაღაც
შეკვრაზე მიუთითა, რომელიც ნაჩქარევად მოხსნილ და გადაგ-
დებულ რეზინის ხელთათმანებს ჰგავდა.
- შეფუთეთ! - ბრძანა კარლსონმა, - ახლავე მინდა იარაღის
ლაბორატორიული შემოწმება, - თქვა და დიმონტეს გადახედა.
დიახ, თანამშრომლობა საჭირო რამეა, ოღონდ ამჯერად
კონკურენციის რეჟიმში...
- რამდენ ხანს მოანდომებენ ამ საქმეს თქვენს ლაბორატო-
რიაში? - იკითხა კარლსონმა.
- ერთი დღე დასჭირდება, - თქვა დიმონტემ, რომელსაც პირ-
ში მორიგი ჩხირი ედო და გამალებით ამუშავებდა, - იქნებ
ორიც...
- არა, არ ივარგებს. ქვანტიკოში მოგვიწევს გაქცევა.
- რისი გამქცევები ხართ... - მოუჭრა დიმონტემ.
- ხომ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმე-
დებდით.
- რა ვიცი, ერთ ადგილას კი ვიტკეპნებით და... - თქვა დიმონ-
ტემ, - მომეცით ეგ საქმე, მე მივხედავ...
კარლსონმა თავი დაუქნია. იცოდა, რომ ასეთ პასუხს მიიღებ-
და. ადგილობრივი პოლიციელების შეფუცხუნების უებარი სა-
შუალება ეს იყო: უნდა დამუქრებოდი, რომ საქმეს წაართმევდი.
კარგი რამეა ეს კონკურენცია...
ნახევარ საათში კიდევ გაისმა ყვირილი, ამჯერად ავტოფარე-
ხიდან. ახლა იქით გაცვივდა ყველა. რომ შევიდნენ, სთოუნმა
188 მკითხველთა ლიგა
ჩუმად დაუსტვინა, დიმონტემ თვალები გააჭყიტა, კარლსონი კი
დაიხარა, რომ უკეთ დაენახა.
იქ, გაზეთებს ქვეშ, სანაგვე კონტეინერში, ცხრაკალიბრიანი
რევოლვერი იდო. პოლიციელები ყნოსვით მიხვდნენ, რომ ეს
იარაღი ვიღაცას სულ ცოტა ხნის წინ გაესროლა. სთოუნი კარ-
ლსონს მიუბრუნდა და შეეცადა, მისი ღიმილი კადრში არ მოხ-
ვედრილიყო.
შემდეგ კი ჩაილაპარაკა:
- ესეც ასე...…
კარლსონმა არაფერი უპასუხა. მდუმარედ უყურებდა ტექნი-
კურ მუშაკს, რომელიც იარაღს ფუთავდა. მერე ამ ყველაფერს
კარგად ჩაუფიქრდა და თანდათან სახე მოეღრუბლა.

189 მკითხველთა ლიგა


23

გაირკვა, რომ კლინიკიდან თიჯეის გამო მირეკავდნენ. ბიჭს


ხელი კარის წირთხლზე გაეფხაჭნა. ბავშვების უმრავლესობის-
თვის ეს მხოლოდ სპირტის წასმასა და უსიამოვნო წვას მოასწა-
ვებს, თიჯეის კი საავადმყოფოში კიდევ ერთ ღამის თევას უქად-
და. რომ მივედი, უკვე წვეთოვანი ედგა. საერთოდ, ჰემოფილიას
კრიოპრეციპიტატის გაყინული პლაზმით მკურნალობენ. ექთან-
მა უჩემოდაც იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
როგორც უკვე გითხარით, პირველად თაირისს ექვსი წლის
წინ შევხვდი. ხელბორკილები ედო და სასტიკად იგინებოდა. თა-
ვისი ცხრა წლის ბიჭი, თიჯეი, ერთი საათის წინ რეანიმაციაში
მოეყვანა. კლინიკაში მეც ვიყავი, მაგრამ იმ დღეს რეანიმაციაში
არ ვმორიგეობდი. ბავშვი მკურნალმა ექიმმა მიიღო. ავადმყოფს
რეაქციები არ ჰქონდა, ლეთარგიულ მდგომარეობაში იყო,
ძლივსღა სუნთქავდა. თაირისმა, რომელიც პოლიციელთა ოფი-
ციალური შეფასებით „გაუწონასწორებლად“ მოქმედებდა (ო-
ღონდ ვერ ვხვდები, სხვანაირად როგორ უნდა იქცეოდეს მამა,
რომელსაც შვილი რეანიმაციაში მოჰყავს?!), მკურნალ ექიმს გა-
ნუმარტა, რომ ბავშვი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო უარე-
სად გრძნობდა თავს. ექიმმა ექთანს მრავალმნიშვნელოვნად
გადახედა. ექთანმა თავი დაუქნია და დასარეკად გავიდა. მა-
ინც... ყოველი შემთხვევისთვის...
ბავშვს თვალის ბადურის მრავლობითი ბილატერალური სის-
ხლჩაქცევა აღენიშნებოდა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი-
ვე თვალის სისხლძარღვები დამსკდარი ჰქონდა.
ექიმმა ფაქტები შეაჯერა: რეტინალური სისხლდენა, მძიმე
ლეთარგია, ასეთი მამა... და დიაგნოზიც დაუყოვნებლივ გამო-
აცხო:
190 მკითხველთა ლიგა
ძალადობის შედეგად განვითარებული პოსტკომოციური სინ-
დრომი.
დაცვის თანამშრომლები იმწამსვე მისცვივდნენ თაირისს და
ბორკილები დაადეს. სწორედ მაშინ მოხსნა გუდას თავი
თაირისმა და ირგვლივ ყველა კარგად შეამკო. მისი უწმაწური
სიტყვები ჩემს ყურსაც მოსწვდა. რომ მივირბინე, შემთხვევის
ადგილზე ორი პოლიციელიც გამოცხადდა. მათ მოჰყვა ერთი
დაღლილი ქალი, ბავშვთა სერვისების ადმინისტრაციის მუშაკი.
თაირისი ამაოდ ცდილობდა რაღაცის დამტკიცებას. ირგვლივ
ყველა აღშფოთებული იქნევდა თავს, აქაოდა, ამას რას მოვეს-
წარით, სადამდე მივიდა მსოფლიოო.
მსგავსი სცენის მოწმე საავადმყოფოში არაერთხელ ვყო-
ფილვარ. უარესებიც კი მენახა. სამი წლის გოგოსთვის ვენე-
რიული დაავადება აღმომიჩენია; ოთხი წლის ბიჭისთვის სექ-
სუალური ძალადობის დასადასტურებელი ანალიზები დამინიშ-
ნავს და შიდა სისხლდენა შემიჩერებია... ამ და სხვა შემთხვევებ-
ში დამნაშავე უმეტესწილად ან ოჯახის წევრია, ან ბავშვის დედის
მორიგი მიჯნური.
ასე რომ, ბავშვებო, იცოდეთ - ცუდი ძიები სათამაშო მოედან-
თან კი არ არიან ჩასაფრებული, ისინი თქვენს სახლებში ცხოვ-
რობენ...
გარდა ამისა, ვიცოდი (და ეს სტატისტიკა ყოველთვის მაოგ-
ნებდა), რომ მძიმე დაზიანებების 95 პროცენტზე მეტი ბავშვების
მიმართ სასტიკი მოპყრობის შედეგი იყო. ეს საკმაოდ ხელსაყ-
რელი, ან პირიქით, არახელსაყრელი (გააჩნია, ვის როგორ აწ-
ყობდა) ფონი იყო საიმისოდ, რომ დანაშაული თაირისისთვის
მიეწერათ.
რა თავის გასამართლებელი არგუმენტი აღარ გვსმენია ბავ-
შვის მშობლებისგან აქ, გადაუდებელი დახმარების განყოფილე-
ბაში... „ტახტიდან ჩამომივარდა“, „თავზე აირღუმლის კარი
191 მკითხველთა ლიგა
დაეცა“, „უფროსმა ძმამ სათამაშო ესროლა“... და ა.შ... როცა აქ
მუშაობ, ძალაუნებურად ისეთი ცინიკოსი ხდები, რომ ამ მხრივ
იქნებ ქუჩის კრიმინალებთან მომუშავე პოლიციელებსაც კი აჯო-
ბო. საქმე ის არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ტრავმებს პატარა
ბავშვები იოლად იტანენ. ნაკლებსავარაუდოა, რომ ტახტიდან
ჩამოვარდნამ რეტინალური სისხლჩაქცევა გამოიწვიოს. ასეთ
დროს ზუსტი დიაგნოზის დასმა ნამდვილად არ მიჭირდა. ერთი
შეხედვითაც კი ვხვდებოდი, რასთან მქონდა საქმე... მაგრამ
თაირისის ქცევა და თავის მართლების მანერა თვალში მომხვდა
და მეუცხოვა. ვერ ვიტყვი, რომ სრულიად უდანაშაულოდ მიმაჩ-
ნდა; ვერც იმით დავიკვეხნი, რომ ადამიანის შესახებ ნაჩქარევ
დასკვნებს მისი ფიზიკური მონაცემების მიხედვით არასოდეს ვა-
კეთებ, ან უფრო პოლიტიკური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რა-
სობრივი პროფილირების პრაქტიკას არასოდეს მივმართავ. ამ
მხრივ ყველანი ვცოდავთ. თუ შავკანიანი მოზარდების დანახვი-
სას ქუჩის მეორე მხარეს გადადიხართ, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე
რასობრივი პროფილირებაა; თუ არ გადადიხართ (იმის შიშით,
რომ რასისტობა არ დაგწამონ), მაშინაც იმავე მოვლენასთან
გვაქვს საქმე. თუ ქუჩაში საეჭვო ტიპების დანახვისას მსგავსი
ფიქრები თავში არასოდეს მოგდით, ესე იგი, რომელიღაც უცნო-
ბი პლანეტიდან ხართ ჩამობრძანებული.
ჩემს ყოყმანს ამჯერად სულ სხვა რამით ვხსნიდი: სუფთა დი-
ქოტომიასთან მქონდა საქმე. ერთი სრულიად იდენტური შემ-
თხვევა გამახსენდა. იმ დროს ნიუ-ჯერზიში ე. წ. როტაციული
სწავლების კურსს გავდიოდი. კარგად ჩაცმულმა თეთრკანიანმა
მშობლებმა საუკეთესო „რენჯროვერით“ კლინიკაში თავიანთი
ექვსი თვის ქალიშვილი მოაქანეს. ბავშვს - მათ მესამე შვილს -
ზუსტად თიჯეის სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ მამამისისთვის
ბორკილები არავის დაუდვია...

192 მკითხველთა ლიგა


თაირისს მივუახლოვდი. შავ-შავი უბნების ტიპური მცხოვრე-
ბის თვალები შემომანათა. ასეთი მზერა ქუჩაში, ალბათ, ძალიან
დამაფრთხობდა, აქ კი გავიფიქრე, „სამ გოჭში“ რომ აგურის
სახლს სულს უბერავს, იმ მგელს ჰგავს-მეთქი.
- თქვენი შვილი ჩვენთან დაიბადა? - ვკითხე თაირისს.
არაფერი მიპასუხა.
- აქ დაიბადა თუ არა? მითხარით!
ცოტა სული მოითქვა და წაილუღლუღა:
- დიახ.
- ბავშვი წინადაცვეთილია?
თაირისმა ისევ გადმომიბრიალა თვალები.
- თქვენ შემთხვევით გეი ხომ არა ხართ?
- თქვენი აზრით, შემთხვევითი გეებიც არსებობენ? მიპასუ-
ხეთ, ბავშვს წინადაცვეთა გაუკეთეს, თუ არა?
- დიახ, - უხალისოდ ამოღერღა ბოლოს.
ბავშვის სოციალური უზრუნველყოფის ნომერი ვიპოვე და
კომპიუტერში შევიტანე. პროგრამამ მისი მონაცემები უცებ მო-
მაწოდა. წინადაცვეთის ფაქტი აღნუსხული იყო. ყველაფერი
ნორმალურად ჩატარებულა...
უცებ იქვე სხვა ჩანაწერსაც მოვკარი თვალი. გაირკვა, რომ
თიჯეი ჩვენს კლინიკაში სხვა დროსაც იყო ნამყოფი. ორი კვირის
ასაკში ჭიპლარის პრობლემა ჰქონდა და ძლიერი სისხლდენით
სასწრაფოდ ჩვენთან მოურბენინებიათ!
სისხლის ანალიზები ავიღეთ, თუმცა პოლიცია დაჟინებით
მოითხოვდა, რომ თაირისი არ გაგვეშვა. თვითონ თაირისი უკვე
წინააღმდეგობასაც აღარ უწევდა. ერთი სული ჰქონდა, ანალი-
ზები დროზე გაგვეკეთებინა. პროცესის დაჩქარება ვცადე, მაგ-
რამ ბიუროკრატიის წინაშე უძლური აღმოვჩნდი. ვინ არ არის
მის წინაშე უძლური? სისხლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ

193 მკითხველთა ლიგა


თრომბოპლასტინის დრო გაგრძელებული იყო, პროთრომბინი
და თრომბოციტები კი სრულ ნორმაში აღმოაჩნდა.
ბოლოს დადასტურდა ის, რაც ერთდროულად კარგიც იყო და
სავალალოც: ბავშვი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი არ აღმოჩ-
ნდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისს შავურად ეცვა. თურმე
სისხლჩაქცევა ჰემოფილიის ბრალი იყო. სიბრმავეც ამან გამო-
იწვია.
დაცვის თანამშრომლებმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშეს,
თაირისს ბორკილები მოხსნეს და უსიტყვოდ გაგვეცალნენ.
თაირისმა მაჯები მოისრისა.
ბოდიშის თქმაც არ იკადრა არავინ... თანაგრძნობის ერთი
სიტყვაც არ წამოსცდენიათ იმ კაცისთვის, ვისაც ბრმა შვილის
ცემის ყალბი ბრალდება წაუყენეს. წარმოიდგინეთ, ეს რომ რო-
მელიმე ელიტურ უბანში მომხდარიყო...
მას შემდეგ თიჯეი ჩემი პაციენტია.
ახლა ბიჭი პალატაში იწვა, ხელზე ვეფერებოდი და უსინათ-
ლო თვალებში ჩავყურებდი. საერთოდ ბავშვები რაღაცნაირი
რიდით შემომცქერიან ხოლმე. ეს არის შიშისა და თაყვანისცე-
მის ერთგვარი ნაზავი. ჩემს კოლეგებს რომ ჰკითხო, ბავშვებს
ზრდასრულებზე უკეთ ესმით, რაც ხდება მათ თავს. მე კი მგონია,
რომ საქმე უფრო მარტივად არის. ბავშვები მშობლებს ისე აღიქ-
ვამენ, როგორც უშიშარ და ყოვლისშემძლე არსებებს, არადა, ეს
მშობლები ექიმს ისე შესციცინებენ, როგორც სიწმინდეს. ამაზე
უფრო შემაძრწუნებელი კი რა უნდა იყოს ბავშვისთვის?
რამდენიმე წუთში თიჯეიმ თვალები დახუჭა და ძილს მინებ-
და.
- კარს დაეჯახა, რა... სულ ეგ იყო. ბრმა ბავშვისგან რა გიკ-
ვირთ? - ამიხსნა თაირისმა.
- ერთი ღამე აქ უნდა დარჩეს, - ვუთხარი მე, - ნუ გეშინიათ,
ყველაფერი კარგად იქნება.
194 მკითხველთა ლიგა
- როგორ? როგორ იქნება კარგად, როცა სისხლი არ ჩერდე-
ბა?!
არ ვიცოდი, რა მეპასუხა...
- უნდა წავიყვანო აქედან, - თქვა უცებ თაირისმა და მივხვდი,
რომ კლინიკას არ გულისხმობდა.
მერე ჯიბეში ხელი ჩაიყო და კუპიურების გადათვლა დაიწყო.
ნამდვილად არ ვიყავი ახლა ამის გუნებაზე. ხელი დავუჭირე და
ვთქვი:
- მოგვიანებით მოვაკითხავ.
- დიდი მადლობა, რომ მოხვედით, დოკ. მარ იცით, როგორ
გიფასებთ ამას...
კინაღამ შევახსენე, რომ მისთვის კი არა, ბავშვის ხათრით
მოვედი, მაგრამ გაჩუმება ვარჩიე.

***
ფრთხილად იყავი, ფრთხილად... - თავის თავს ეუბნებოდა
კარლსონი. გული ამოვარდნაზე ჰქონდა.ო
ო, რა სიფრთხილე გმართებს...
ოთხნი იყვნენ: კარლსონი, სთოუნი, კრინსკი და დიმონტე.
სხდომათა დარბაზში მაგიდასთან ისხდნენ საოლქო პროკურო-
რის თანაშემწის, ლანს ფეინის გვერდით. ხსენებული ფეინი ერ-
თი ამბიციური გაიძვერა სინდიოფალა იყო, წარბები წარამარა
უთამაშებდა, სახე კი ისე მიუგავდა ცვილისგან გამოძერწილს,
გეგონებოდათ, სიცხემ თუ მოუჭირა, ეს-ესაა დადნებაო. მაგიდას
რომ მიუსხდნენ, მაშინვე მოირგო სახეზე თავისი ჩვეული, „სამუ-
შაო“ გამომეტყველება.
- დავიჭიროთ ეს ბენტერა და მოვრჩეთ, რა! - წამოიძახა დი-
მონტემ.
195 მკითხველთა ლიგა
- არა. ერთხელ კიდევ უნდა მოგისმინოთ. ისე უნდა ჩააბულ-
ბულოთ ყველაფერი, რომ ბეკის დაჭერის სურვილი თვით ალან
დერშოვიცსაც16 კი გაუჩნდეს, - თქვა ფეინმა.
დიმონტემ პარტნიორს თავი დაუქნია.
- მიდი, კრინსკი, მიდი, დასცხე ისე, რომ შარვლები დაგვის-
ველდეს!..
კრინსკიმ უბის წიგნაკი ამოიღო და კითხვა დაიწყო:
- რებეკა შეიესი თავის არეში ორი გასროლით იქნა მოკლუ-
ლი, ახლო მანძილიდან, ცხრაკალიბრიანი ავტომატური იარა-
ღით. ჩხრეკის შედეგად, რომლის ორდერიც გვქონდა, მოცემუ-
ლი იარაღი დევიდ ბეკის ავტოფარეხში იქნა ამოღებული.
- იარაღზე თითის ანაბეჭდები თუ აღინიშნებოდა? - იკითხა
ფეინმა.
- არა. მაგრამ ბალისტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ
სწორედ ეს არის ის იარაღი, რომლითაც მკვლელობა ჩაიდინეს.
- კიდევ უდგას ვინმეს, თუ დაკმაყოფილდით? - ჩაიღიმა დი-
მონტემ და წარბები ეშმაკურად აწკიპა.
- განაგრძეთ, - თქვა ფეინმა და წარბები შეათამაშა.
- იმავე ჩხრეკის დროს დევიდ ბეკის საცხოვრებელ სახლთან,
ნაგავსაყრელიდან ამოღებულ იქნა რეზინის ხელთათმანები.
მარჯვენა ხელთათმანს ტყვიისწამლის კვალი ეტყობოდა. ექიმი
ბეკი მემარჯვენეა.
დიმონტემ თავისი გველის ტყავის ფეხსაცმლიანი ფეხები ას-
წია, კბილებს ჩხირით კიდევ ერთხელ დაუარა და დაიქოქა:
- მიდი, მიდი, საყვარელო, მომწონს, მომწონს, კარგია...

16ალან დერშოვიცი - ცნობილი ადვოკატი. მეუღლის მკვლელო-


ბაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირის წარმატებით დამცველი.

196 მკითხველთა ლიგა


ფეინმა ერთი შეუბღვირა. კრინსკიმ ყურიც არ შეიბერტყა,
უბის წიგნაკიდან თავიც არ აუღია, თითი გაილოკა, გვერდი გა-
დაფურცლა და განაგრძო:
- იმავე ხელთათმანზე ნაპოვნია თმის ღერი, რომელიც რებე-
კა შეიესის თმის ფაქტურას ემთხვევა.
- ო, ღმერთო, ღმერთო, რა კარგია! - აყვირდა დიმონტე და
ყალბი ორგაზმის განსახიერება დაიწყო. თუმცა ვინ იცის, იქნებ
ნამდვილისაც...
- დდე-ენ-ემის დასკვნითი ანალიზი მეტ დროს წაიღებს, - გა-
ნაგრძობდა კრინსკი, - გარდა ამისა, თითის ანაბეჭდები, რომე-
ლიც დევიდ ბეკს ეკუთვნის, მკვლელობის ადგილზეა ნაპოვნი,
მაგრამ არა იმ ფოტოლაბორატორიაში, სადაც გვამი აღმოაჩი-
ნეს.
კრინსკიმ უბის წიგნაკი დახურა. ყველამ ფეინზე გადაიტანა
მზერა. ფეინი ადგა და ნიკაპი მოისრისა. დიმონტესგან ცეცხლის
შენთება არ სჭირდებოდათ, თვითონაც მოუსვენრად ცმუკავდნენ
და თავს ძლივს იკავებდნენ. ოთახს პირდაპირ ნაპერწკლები
სცვიოდა, ისე იყო დამუხტული იმ ყოვლად ირაციონალური, გა-
მაბრუებელი ემოციით, რომელიც ასეთი გახმაურებული საქ-
მეების დროს მთავარი დამნაშავის დაჭერას უსწრებს წინ და
ნარკოტიკივით ერთგვარ დამოკიდებულებასაც კი იწვევს. დაიწ-
ყება ახლა პრესკონფერენციები, პოლიტიკოსების ზარები... გა-
ზეთები აჭრელდება ფოტოებით...
მხოლოდ ნიკ კარლსონი იჯდა ჩუმად და ხელში ქაღალდს აწ-
ვალებდა. თანდათან იჩინა თავი გაურკვეველი შიშის გრძნობამ.
ნელ-ნელა ეპარებოდა, შორიდან უვლიდა, მაგრამ ძალიან აბე-
ზარი იყო ის ოხერი, მოსვენებას არ აძლევდა... საქმე ის იყო,
რომ ბეკის სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოჩნდა დამონტა-
ჟებული. ვიღაც აშკარად აყურადებდა დევიდ ბეკს. მათ შორის

197 მკითხველთა ლიგა


ტელეფონშიც. მიზეზი არავინ იცოდა და არც არავის აინტერე-
სებდა...
- აბა, რას გვეტყვი, ლანს? - მიმართა დიმონტემ პროკურო-
რის თანაშემწეს.
ლანს ფეინმა ჩაახველა და იკითხა:
- იცით, სად არის ამჟამად ექიმი ბეკი?
- თავის კლინიკაშია, - თქვა დიმონტემ, - ორი პოლიციელი
მყავს მისთვის მიჩენილი.
ფეინმა თავი დააქნია.
- მოდი, რა, ლანს, მე მომეცი ეგ საქმე, შენ ხო კაი ბიჭი ხარ...
- დაიჯღანა დიმონტე.
- კარგი. ოღონდ ჯერ ესთერ კრიმშტაინი გავაფრთხილოთ.
თავაზიანობის ამბავია, - თქვა ფეინმა.

***
შონამ ლინდას თითქმის ყველაფერი უამბო. მხოლოდ ის
დაუმალა, რომ ბეკმა „ელიზაბეთი კომპიუტერში ნახა“. იმიტომ
კი არა, რომ ამ ისტორიის სჯეროდა. აკი დაუმტკიცა კიდეც ბეკს -
თანაც სავსებით დამაჯერებლად - რომ ის ვიდეოფირი ჩვეულებ-
რივი ფაბრიკაცია იყო. მაგრამ ბეკი თავისას არ იშლიდა: არავის
უთხრა...
შონას არ სურდა ლინდასგან რამე დაემალა, მაგრამ ბეკის
ნდობის გაცრუებას მაინც ეს სჯობდა. ლინდა გაუნძრევლად იჯ-
და, შონას თვალს არ აცილებდა, არც თავს უქნევდა და არც ხმას
იღებდა. როცა შონა მორჩა, ლინდამ იკითხა:
- შენ თუუ ნახე ის ფოტოები?
- არა, - უპასუხა შონამ.
- როგორ მოხვდა ისინი პოლიციელების ხელში?
198 მკითხველთა ლიგა
- არ ვიცი.
ლინდა წამოდგა.
- ჩემი ძმა ცოლს არ სცემდა.
- ვიცი.
ლინდას მკვდრისფერი დაედო. სუნთქვა გაუძნელდა. ხელები
უმწეოდ შემოიხვია ტანზე და საცოდავად მოიკუნტა.
- რა დაგემართა? - ჰკითხა შონამ.
- მითხარი, რას მიმალავ?
- საიდან მოგაქვს, რომ რაღაცას გიმალავ?
ლინდა უხმოდ მისჩერებოდა.
- შენს ძმას ჰკითხე, - უთხრა შონამ.
- რატომ?
- მე ვერ გავთქვამ ამ საიდუმლოს.
ამ დროს კკარზე ისევ დარეკეს. ამჯერად შონამ უპასუხა.
- დიახ!
- ესთერ კრიმშტაინი ვარ.
შონამ კარი გააღო და ოთახში ესთერი შემოიჭრა.
- ფოტოგრაფ რებეკა შეიესს თუ იცნობთ? - იკითხა ესთერმა.
- ვიცნობთ, - უთხრა შონამ, - ისე, კარგა ხანია არ მინახავს.
ლლინდა, შენ რას იტყვი?
- წლებია, - დაეთანხმა ლინდა, - ის და ელიზაბეთი ოდესღაც
ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. რატომ გვეკითხებით?
- გუშინ ღამით მოკლეს. მკვლელობას ბეკს აბრალებენ.
ორივე ქალი ისე გაშეშდა, თითქოს სილა გააწნეს. პირველად
შონა მოეგო გონს.
- კი მაგრამ, გუშინ ბეკი ჩემთან იყო. აი, აქ, ამ სახლში!
- რომელ საათამდე?
- რომელი საათი გვაწყობს?
- ჩემთან ნუ ეშმაკობ, შონა. პირდაპირ თქვი, რომელ საათზე
დატოვა ბეკმა აქაურობა! - შეუბღვირა ესთერმა.
199 მკითხველთა ლიგა
- 11-ის ნახევარზე. რებეკა როდის მოკლეს?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფორმატორის თქმით, ბეკის წი-
ნააღმდეგ სერიოზული საქმე იკერება.
- სულ გარეკა ამ ხალხმა?!
ამ დროს მობილურის წკრიალი გაისმა. ესთერმა თავის ტე-
ლეფონს ხელი სტაცა და ყურზე მიიდო:
- გისმენთ.
ვიღაც კარგა ხანს ელაპარაკებოდა. ესთერი ჩუმად უსმენდა.
ნელ-ნელა სახე მოუდუნდა, თითქოს ფარ-ხმალი დაყარა. ბო-
ლოს დაუმშვიდობებლად, ტკაცუნით დახურა ტელეფონი და
წაიბუტბუტა:
- პროფორმისთვის რეკავენ, საჩვენებლად.
- რისი თქმა გინდა? - ვერ გაიგო ლინდამ.
- თქვენს ძმას იჭერენ. ერთი საათი გვაქვს იმისთვის, რომ სა-
მართალდამცველებს ჩავაბაროთ.

200 მკითხველთა ლიგა


24

ვოშინგტონ-სკვერის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. პაემ-


ნამდე ოთხი საათი იყო დარჩენილი. მიუხედავად გაუთვალისწი-
ნებელი გარემოებებისა, ეს დღე ჩემი იყო. „ლინერდ--
სკინერდის“17 ერთი სიმღერისა არ იყოს, ჩიტივით თავისუფალი
ვიყავი და ამ ჩიტს ახლა ვოშინგტონ-სკვერში ენება ჩამოსკუპე-
ბა.
კლინიკიდან გამოვდიოდი, როცა ჩემმა პეიჯერმა ისევ წამო-
იწყო თავისი სასოწარკვეთილი სიმღერა. მძიმედ ამოვიოხრე და
ნომერს დავხედე. ესთერ კრიმშტაინი იყო. გადაუდებელი ზარის
რეჟიმში რეკავდა. ცუდად მენიშნა. წამით ისიც კი გავიფიქრე, არ
ავიღებ-მეთქი, რადგან ჯერ კიდევ ცაში ნავარდის „ტალღაზე“ ვი-
ყავი... მაგრამ მივხვდი, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა. ჩემს
კაბინეტში დავბრუნდი. კარს ურდული ედო, რაც იმას ნიშნავდა,
რომ ოთახი სხვა ექიმს ჰქონდა დაკავებული.
დერეფანს ჩავუყევი, მარცხნივ გავუხვიე და გინეკოლოგიურ
განყოფილებაში ცარიელი კაბინეტი ვიპოვე. მტრის ბანაკში შე-
პარულ ჯაშუშად ვგრძნობდი თავს. გინეკოლოგიური სარკეებისა
და სხვა ხელსაწყოების გარემოცვაში აღმოვჩნდი. ოთახს ლი-
თონის სიჭარბისგან ლაპლაპი გაუდიოდა. რაღაც შუასაუკუნე-
ობრივი, შემზარავი გარემო იყო. ტელეფონს ვეცი და ნომერი ავ-
კრიფე.
ესთერ კრიმშტაინმა პირდაპირ მაჯახა:
- ბეკ, ცუდად არის საქმე, სად ხართ?
- კლინიკაში ვარ. რა ხდება?

17 „ლინერდ-სკინერდი“ - ამერიკული როკჯგუფი.

201 მკითხველთა ლიგა


- ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხოთ: რებეკა შეიესი ბოლოს რო-
დის ნახეთ?
გული გადამიქანდა.
- გუშინ ვნახე. რატომ მეკითხებით?
- მანამდე როდის ნახეთ?
- რვა წლის წინ.
კრიმშტაინმა თავისთვის შეიკურთხა.
- რა ხდება?
- რა ხდება და რებეკა შეიესი გუშინ ღამით თავის სტუდიაში
მოკლეს. ვიღაცამ თავში ორჯერ ესროლა.
დაძინების წინ ერთბაშად რომ მოსწყდები, ზუსტად ისეთი
გრძნობა დამეუფლა. ფეხები მომეკეცა. სკამზე უღონოდ გავიშ-
ხლართე.
- ღმერთო!..
- კარგად დამიდგეთ ყური, ბეკ... სად იყავით გუშინ ღამით?
ყურმილი გავწიე და ჰაერი შევისუნთქე. მოკვდა. რებეკა მოკ-
ვდა. თვალწინ დამიდგა მისი მბზინვარე, მშვენიერი თმა. წარმო-
ვიდგინე ქმარი... რა დღე დაადგებოდა ღამღამობით ლოგინში
მწოლიარეს, როცა ბალიშს დახედავდა და ამ ბალიშზე ცოლის
ოდესღაც ლამაზად გაშლილ თმას გაიხსენებდა...
- ბეკ!
როგორც იყო, გონს მოვეგე და ვუპასუხე:
- სახლში ვიყავი, შონასთან.
- მერე?
- მერე გავისეირნე.
- სად?
- იქვე.
- სად, იქვე?
არაფერი ვუპასუხე.

202 მკითხველთა ლიგა


- ბეკ, ყური დამიგდეთ, იარაღი, რომლითაც ეს მკვლელობაა
ჩადენილი, თქვენს სახლში იპოვეს!
სიტყვები მესმოდა, მაგრამ ტვინამდე ხეირიანად ვერც ერთი
მათგანი ვერ აღწევდა. ოთახი უსაშველოდ ვიწრო მეჩვენა, სუნ-
თქვა მიმძიმდა.
- ბეკ, გესმით ჩემი? - ჩამძახოდა ესთერი.
- დიახ, - ვუპასუხე ავტომატურად, მერე კი გონს მოვედი და
დავამატე, - ეს შეუძლებელია...
- ახლა ამის დრო არ არის. უკვე გაპატიმრებენ. პროკურორს
ველაპარაკე. ისიც კარგი ვირთხაა, მაგრამ დამთანხმდა, რომ
გირაოთი გამოგიშვებენ.
- რას ნიშნავს, მაპატიმრებენ, რა დავაშავე?!
- ახლა ამის დრო არ არის, დაპატიმრებასა და ბრალდების
წაყენებას გიპირებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავდებად დაგიდგე-
ბით. უკვე გზაში ვარ. მანდ დამელოდეთ. თქვენს წამოსაყვანად
მოვდივარ. მაგრად დადექით. არავის არაფერი უთხრათ, გეს-
მით ჩემი? აარც პოლიციელებს, არც ფედებს, არც თქვენს თანა-
საკნელებს. გასაგებია?
თვალი კედლის საათისკენ გამექცა. სამი დაწყებული იყო.
ვოშინგტონ-სკვერი!..
- ესთერ, ჩემი დაპატიმრება ახლა არ შეიძლება.
- ნუ გეშინიათ!
- რამდენი ხანი დასჭირდება?
- რას?
- გირაოთი გამოშვებას?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აარა მგონია, ეს საქმე გაძ-
ნელდეს. თქვენზე საქმე არასოდეს აღძრულა. საზოგადოება პა-
ტივს გცემთ. ქვეყანა გიცნობთ. ალბათ, პასპორტის ჩაბარება
მოგიწევთ.
- მაინც რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი?
203 მკითხველთა ლიგა
- რას მეუბნებით, ვერ ვხვდები?
- როდის გამოვალ ციხიდან?
- ამ საქმეს მე მივაწვები. მაგრამ რომც დააჩქარონ (მე კი ამა-
ში დარწმუნებული არა ვარ), თქვენი თითის ანაბეჭდები ოლბა-
ნიში მაინც უნდა გადაიგზავნოს. წესია ასეთი. თუ გაგიმართლათ
(მე ვამბობ, თუ გაგიმართლათ!), დღესვე, ნაშუაღამევს წაგიყენე-
ბენ ბრალს.
- ნაშუაღამევს?!
შიშმა ისევ დამრია ხელი. ციხეში ჩაჯდომა თავისთავად გამო-
რიცხავდა პარკში წასვლას. ელიზაბეთთან ჩემი კავშირი ვენეცი-
ურ შუშასავით მყიფე იყო. თუ ხუთ საათზე პარკში არ მივიდო-
დი...
- არა, არ გამოვა! - ვთქვი უცებ გადაჭრით.
- რაო?
- როგორმე შეაჩერეთ, ესთერ. ხვალამდე ნუ დააპატიმრები-
ნებთ ჩემს თავს, გთხოვთ!
- თქვენ, ალბათ, ხუმრობთ! დარწმუნებული ვარ, უკვე იქ არი-
ან და გითვალთვალებენ.
კარი შევაღე და დარეფანს გავხედე. ორი პოლიციელი მარ-
თლაც იქ იდგა. შეიძლება მეტნიც კი იყვნენ...
- ღმერთო! - აღმომხდა უცებ, ოთახში შევბრუნდი და იქვე
უღონოდ მივეგდე.
- ბეკ! - ჩამძახოდა რებეკა.
- მე დღეს ციხეში ვერ წავალ! - ვთქვი ისევ, - სხვა დროს იყოს!
- ბეკ, ნუ მაგიჟებთ! ფეხი არ მოიცვალოთ მანდედან და არა-
ფერი მოიმოქმედოთ. მმე უკვე გზაში ვარ.
ესთერმა ყურმილი გათიშა.
რებეკა მკვდარია... და მათ ჰგონიათ, რომ მე მოვკალი...
სასაცილოდ არ მყოფნიდა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც
კავშირს ნამდვილად ვხედავდი. რებეკას რვა წლის მანძილზე
204 მკითხველთა ლიგა
გუშინ პირველად მივაკითხე. და უცებ იმავე ღამეს ეს ქალი სი-
ცოცხლეს ესალმება...
რატომ?!
კარი გავაღე და დერეფანი დავზვერე. პოლიციელები ჩემკენ
არ იხედებოდნენ. თითის წვერებზე გავუყევი დერეფანს. მის ბო-
ლოში ავარიული გასასვლელი მეგულებოდა.
ვისარგებლებ ამ კარით და პარკისკენ დავაწვები...
ღმერთო, ნუთუ ეს ცხადში ხდება? პმართლა პოლიციას უნდა
გავექცე?

წამით შევყოყმანდი, მაგრამ კარს რომ მივაღწიე, გავბედე და


უკან მოვიხედე. ერთ-ერთმა პოლიციელმა შემამჩნია, თითი ჩემ-
კენ გამოიშვირა და გამოიქცა. კარი გავაღე და გარეთ გავვარ-
დი. ვერა, ვერ ვიჯერებდი ამას... პოლიცია მომდევდა კუდში, მე
კი გავრბოდი!
კარი რომ გამოვიხურე, კლინიკის უკანა მხარეს, ერთ ბნელ
ქუჩაზე აღმოვჩნდი. ქუჩა ვერ ვიცანი. შეიძლება უცნაურად მო-
გეჩვენოთ, მაგრამ ეს უბანი ჩემთვის სრულიად უცხო იყო. მარ-
თალია, აქ ვმუშაობდი, ყოველდღე მივდი-მოვდიოდი, მაგრამ
უფანჯრო შენობაში მთელი დღე ისე ვიყავი გამოკეტილი, რო-
გორც მზის სხივებს მოკლებული, დაოსებული და თვალებამო-
ღამებული ჭოტი. საკმარისი იყო, სამსახურს ერთი კვარტალით
გავცდენოდი და უკვე უცხო ტერიტორიაზე ვიყავი. გარეთ გამოს-
ვლისთანავე მარჯვნივ გავუხვიე; ისე, სრულიად უმისამართოდ-
...უ უცებ ზურგს უკან კარის ბრახუნი ჩამესმა.
- შეჩერდით! პოლიციაა!
ჰო, ისინი იყვნენ. ზურგში მომბღაოდნენ. გაჩერება აზრადაც
არ მომსვლია. ნეტავ თუ მესვრიან-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ
ეჭვი შემეპარა. ვიცოდი, უიარაღო, გაქცეული ადამიანისთვის
ტყვიის დაშენა კარგს რომ არაფერს მოუტანდათ. ცხადია,ა არა-
205 მკითხველთა ლიგა
ფერს გამოვრიცხავდი - თანაც ასეთ უბანში - მაგრამ ნაკლებსა-
ვარაუდო კი იყო.
უბანი ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ვერ ვიტ-
ყვი, რომ იქაურები თვალის ერთი შევლებით კმაყოფილდებოდ-
ნენ და გვერდს გულგრილად მივლიდნენ. მმე კი გავრბოდი.
გგავრბოდი შეუჩერებლად. გარე სამყარო ერთ ბუნდოვან ლა-
ქად მეჩვენებოდა. ვიღაც მახინჯმა ტიპმა ჩამიარა ასეთივე მა-
ხინჯ როტვეილერთან ერთად; ქუჩის კუთხეში ვიღაც მოხუცი მიმ-
ჯდარიყო და თავბედს იწყევლიდა; ვიღაც ქალი უამრავ ჩანთას
მოათრევდა; ბავშვები, რომლებიც, წესით, სკოლაში უნდა ყოფი-
ლიყვნენ, უქმად მიყრილიყვნენ, ვინ სად და ვინ სად... თან ყვე-
ლა ერთმანეთზე უარესი ბრექი იყო. მე კი გავრბოდი. გავრბო-
დი, იმიტომ, რომ პოლიცია მომდევდა. არა და არ თავსდებოდა
ეს აზრი ჩემს ტვინში. უკვე ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ ვი-
დეოკადრებში ნანახი ელიზაბეთი სულ თვალწინ მედგა; სწორედ
ეს მქოქავდა და მიმაქანებდა წინ.
ძლიერი ქოშინისგან სული მეხუთებოდა.
ხშირად გვსმენია, რას უშვრება ადამიანს ადრენალინი: რო-
გორ ბიძგს აძლევს და რა არაადამიანურ ძალას მატებს, მაგრამ
ეს ერთი მხარეა. საქმე ის არის, რომ ეს შეგრძნება ხშირად სრუ-
ლიად უკონტროლო ხდება და ლამის დამბლამდე მიჰყავხარ.
თუ ლაგამი არ ამოსდე, ყელში გწვდება და მოგგუდავს.
რომელიღაც ვიწრო ქუჩაბანდისკენ გადავუხვიე, როგორც
ფილმებში აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ქუჩის ბოლოს ისეთ საძა-
გელ ნაგავსაყრელს მივადექი, რომლის მსგავსი არასოდეს მე-
ნახა. ისეთი სიმყრალე მეცა, ცხენივით ყალყზე შევდექი. ერთ
დროს (სავარაუდოდ მაშინ, როცა ქალაქის მერი ლაგუარდია18

18
ლაგუარდია - ნიუ-იორკის მერი (1933-1945); ცნობილია, რო-
გორც ერთ-ერთი ეფექტური მმართველი.
206 მკითხველთა ლიგა
იყო) ეს სანაგვეები მწვანედ იყო შეღებილი. ახლა ჟანგის მეტი
აღარაფერი ჩანდა. რამდენიმე ადგილას ჟანგს ლითონი ამოეჭა-
მა და ვირთხებს გასაძრომ-გამოსაძრომად სრული თავისუფლე-
ბა ჰქონდათ.
მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ სამალავს ვერსად მივაგენი.უ
უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. რომელიღაც შენობის ფანჯა-
რას ვეცი, მაგრამ ქვედა სართულებზე ყველა ფანჯარა აჭედილი
აღმოჩნდა. ერთადერთი გამოსავალი უკან დაბრუნება იყო, არა-
და, თუ ამას გავაკეთებდი, უსათუოდ პოლიციელებს შევეჩეხე-
ბოდი.
ხაფანგში აღმოვჩნდი.
ისევ შევავლე თვალი იქაურობას და რატომღაც ზევითაც ავი-
ხედე.
სახანძრო კიბეები! უამრავი სახანძრო კიბე დავინახე. ადრე-
ნალინის ბოლო წვეთებს თავი მოვუყარე, კიბისკენ ორივე ხელი
ავიშვირე და მთელი ძალით ავხტი, მაგრამ კიბეს ვერ ავწვდი და
საჯდომით მიწას დავეხეთქე. ერთიც ვცადე, მაგრამ მაინც ვერა-
ფერს გავხდი. კიბე ძალიან მაღლა იყო.
რა უნდა მექნა?
იქნებ სანაგვეზე დავდგე და იქიდან მივწვდე-მეთქი, გავიფიქ-
რე. მაგრამ სანაგვეების ხუფები ერთიანად შეჭმული იყო ჟანგი-
საგან. ნაგვის მთები რომ მდგარიყო, მაინც ვერ შევწვდებოდი იმ
კიბეებს...
ჰაერი ღრმად შევისუნთქე და შევეცადე, აზრებისთვის რო-
გორმე თავი მომეყარა. ნაგვის სიმყრალე ნელ-ნელა შემომეპა-
რა, ცხვირში ჩამიძვრა და უკვე იქ აპირებდა დაბუდებას. უკან
დავიხიე და ქუჩის სათავისკენ დავიძარი. უცებ რადიოს ხრინ-
წიანი ხმა მომწვდა. პოლიციის რაციის ხმას ჰგავდა. კედელს
ავეკარი და ყური მივუგდე.
გაქრი. დაიმალე. სასწრაფოდ...
207 მკითხველთა ლიგა
ხმა გაძლიერდა. პოლიციელები მიახლოვდებოდნენ. შეიძ-
ლება ითქვას, რომ ხელისგულზე ვყავდი. მთლად ავეწებე კე-
დელს, თითქოს ეს მიშველიდა - თითქოს კედლის ნახატი ვეგო-
ნებოდით და გვერდს ამივლიდნენ.
უცებ სირენების ხმამ შეაზანზარა იქაურობა.
და ეს ორომტრიალი სულ ჩემ გამო იყო ატეხილი... ჩემ გამო!
ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა. უკვე სულ ახლოს იყვნენ.
სხვა გზა არ მქონდა. სწრაფად შევავლე თვალი სანაგვეებს და
ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ნაკლებად საძაგლად მეჩვენა,
ვდურთე თავი.
ამჟავებული... უსაშველოდ ამჟავებული რძე... სწორედ ეს სუ-
ნი მეცა პირველად. მაგრამ ცოტა ხანში სხვა სუნებიც მომწვდა.
ბბევრად უარესი, გულისამრევი... რა მექნა, ბოლომდე ჩავჯექი
იმ ჩამპალ ლორწოში, რომელიც სხეულზე მეკვროდა და მეგლი-
სებოდა. უცებ ყელში რაღაც ძლიერი ბიძგი ვიგრძენი; წამომაზი-
და და გულ-მუცელი ამომიტრიალდა... ამასობაში სანაგვესთან
ვიღაცამ ჩაირბინა. კიდევ უფრო ღრმად ჩავყვინთე იმ სიბინძუ-
რეში. ფეხზე ვირთხამ გადამიარა და კინაღამ წამოვიყვირე, მაგ-
რამ ქვეცნობიერში ჩასაფრებულმა, დაუძინებელმა სიფრთხი-
ლემ ხმა ხორხშივე ჩამიხშო.
არა, ეს ცხადში არ ხდება, გავიფიქრე და ვცადე, როგორმე
სუნთქვა შემეკავებინა. მაგრამ როდემდე შევძლებდი ამას? პი-
რით სუნთქვაც ვცადე, მაგრამ ისევ წამომიარა გულისრევამ. მა-
შინ ცხვირ-პირზე პერანგი ავიფარე. ამან თითქოს მიშველა, მაგ-
რამ მხოლოდ ცოტა ხნით.
უცებ რაციისა და ნაბიჯების ხმა ერთდროულად მიწყდა. ნუთუ
მოტყუვდნენ? თუნდაც ასე იყოს, დიდი ხნით ვერავის მოატყუებ.
მართლაც, ცოტა ხანში ძველ სირენებს ახლებმა შეუწყვეს ხმები
და ისე დასცხეს, გერშვინის რაფსოდია მონაგონი იყო.

208 მკითხველთა ლიგა


ალბათ, დაბრუნდებიან. ამ ქუჩას თავიდან ბოლომდე დაივ-
ლიან და სულ მალე დამადგება თავზე რომელიმე მათგანი...მ
მერე რაღა უნდა ვქნა?..
სანაგვის კიდეს ჩავებღაუჭეე და ამოვბობღდი. ჟანგიანმა ლი-
თონმა ხელი გამიჭრა. მაშინვე პირში ვიტაცე ხელი. სისხლი
რომ დავინახე, ჩემში ანაზდად წამოყო თავი პროფესიონალმა
მედიკოსმა და თითი დამიქნია, ტეტანუსის საფრთხე გემუქრე-
ბაო, მაგრამ ჩემი პიროვნების დანარჩენმა ნაწილმა იქვე შენიშ-
ნა, რომ ტეტანუსი ნამდვილად არ იყო ახლა ჩემი უმთავრესი
პრობლემა.
ისევ მივაყურადე გარედან მომავალ ხმებს.
ფეხის ხმა აღარ ისმოდა. არც რაციის ბღავილი.მ მხოლოდ
სირენები აყრუებდნენ იქაურობას... მაგრამ სასიკეთოს არა-
ფერს ველოდი. პირიქით, დამატებითი ძალების ჩარევას არ გა-
მოვრიცხავდი. ჩვენს წარმტაც ქალაქში მკვლელი დაძრწოდა
დამ, აბა, რა მოასვენებდათ, სანამ მთელ ქალაქს არ გადააქო-
თებდნენ...
რამდენად შორს ვიყავი გაქცეული? ამის განსაზღვრა ზუსტად
არ შემეძლო. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამე ვიცოდი -
უნდა მემოძრავა. მაქსიმალურად უნდა გავშორებოდი კლინი-
კას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ ქუჩას როგორმე დროზე უნდა
გავცლოდი.
ისევ ქუჩის სათავისკენ გავწიე ფეხაკრეფით. ჩამიჩუმი აღარ
ისმოდა. ეს კარგად მენიშნა. წამით შევეცადე, აზრებისთვის თა-
ვი მომეყარა... გაქცევა კარგია, მაგრამ ეს მაშინ, როცა დანიშ-
ნულების ადგილი იცი...
აღმოსავლეთისკენ უნდა იარო თავაუღებლად... თუნდაც ნაკ-
ლებად უსაფრთხო უბნებში მოგიწიოს ჩასეირნებამ... ვუთხარი
ჩემს თავს.
უცებ რელსებს მოვკარი თვალი.
209 მკითხველთა ლიგა
მიწისზედა მეტრო... აი, რა გამიყვანს აქედან. შევახტები ვა-
გონეტს და რამდენიმეჯერ გადავჯდები... იქნებ ასე მოვახერხო
აქედან გაქრობა... მაგრამ უბედურება ის იყო, რომ მეტროს მთა-
ვარ შესასვლელს ვერ ვაგნებდი. შევეცადე გონებაში მეტროს
სქემა აღმედგინა, მაგრამ უცებ ქუჩაში ერთ-ერთმა პოლიციელ-
მა შემოუხვია. ძალიან ახალგაზრდა ჩანდა. გამოწკეპილი, სა-
ხეავარდისფრებული ბიჭი იყო. ლურჯი პერანგის სახელოები
კოხტად აეკაპიწებინა. დაბერილ ბიცეფსებზე თითქოს რეზინის
ორი ღვედი ჰქონდა ამოცმული. რომ დამინახა, გაშრა. ერთმანე-
თის დანახვამ ორივე ერთნაირად გაგვაოცა. ერთხანს ასე გახე-
ვებულები ვიდექით. გგონს მოსვლა მაინც მე დავასწარი. მივ-
ხვდი, რომ კრივის ან კუნფუს ილეთებით ფონს ვერ გავიდოდი.
ვიცოდი, არც ერთი კბილი არ შემრჩებოდა. ამიტომ პირდაპირ
მივადექი და ვეცი. იმ წუთებში მხოლოდ შიში, პანიკური შიში მა-
მოძრავებდა...
პირი მოვკუმე, თავი დავღუნე და გულმკერდში რეაქტიული
ჭურვივით დავეძგერე.
ადრეც მითქვამს, რომ ელიზაბეთი ჩოგბურთს თამაშობდა.
ერთხელ მითხრა, მოწინააღმდეგე ბადეს რომ მიუახლოვდება,
სჯობს ბურთი მუცელში დაუმიზნო, რომ დაიბნეს და მოძრაობები
აერიოს, მამით მის რეაქციას ანელებ და კარგ შედეგს აღწევო.
აქაც ასე მოხდა. პოლიციელს მთელი სხეულით დავეძგერე და
მხრებზე მაიმუნივით ჩამოვეკიდე. ორივე წავიქეცით. მაშინ მუხ-
ლები მოვხარე და მკერდში ჩავარტყი. თავი ჩემს ნიკაპქვეშ
ჰქონდა მოქცეული. ორივენი მიწაზე დავგორდით. უცებ საშინე-
ლი ტკაცანის ხმა ჩამესმა. როგორც ჩანს, თავით ყბა ჩავულეწე.
ახალგაზრდა პოლიციელმა ფილტვებიდან რაღაც უცნაური ხმა
ამოუშვა. პანიკამ საბოლოოდ დამრია ხელი. უნდა გავიქცე, გა-
ვიფიქრე და პოლიციელს ფორთხვა-ფორთხვით ისე გავერიდე,
როგორც რეზინის ტყვიებით დატენილ თოფს.
210 მკითხველთა ლიგა
ესეც ასე. პოლიციელს თავს დავესხი...
ფიქრის დრო აღარ იყო. უნდა გავცლოდი იქაურობას. რო-
გორღაც წამოვდექი. ის იყო, უნდა გავქცეულიყავი, რომ უცებ
პოლიციელმა კოჭში ხელი მტაცა. ჩვენი თვალები ერთმანეთს
შეხვდა. ტკივილისგან იკრუნჩხებოდა... და ეს ტკივილი მე მივა-
ყენე...…
ბარბაცით წამოვდექი, წონასწორობა აღვიდგინე და კიდევ
ერთი წიხლი ჩავაზილე. ამჯერად ნეკნებში მოხვდა. ისევ ამოუშ-
ვა ის უცნაური ხმა, წყლის ბუყბუყს რომ ჰგავდა. ცოტაც და, პი-
რიდან სისხლი წამოუვიდა. არც კი მჯეროდა, რომ ამას მე ვაკე-
თებდი. ისევ ჩავარტყი, თან ისე ძლიერად, რომ ხელი გამიშვა.
გავთავისუფლდი თუ არა, რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვკურ-
ცხლე.

211 მკითხველთა ლიგა


25

ესთერი და შონა ტაქსით კლინიკაში გაცვივდნენ, ლინდამ კი


მსოფლიო ფინანსური ცენტრისკენ მოკურცხლა თავის კონსულ-
ტანტთან, რათა თავისი აქტივების რეალიზაციაზე გასაუბრებო-
და, გირაოს თანხისთვის რომ სჭირდებოდა.
ბეკის კლინიკის წინ ათობით მანქანა იდგა. უმისამართოდ
ნასროლი სათამაშო შუბებივით ყველას სხვადასხვა მხარეს
ჰქონდა ცხვირი გაშვერილი. ყველა მათგანი ლურჯ-წითლად
ციმციმებდა. სირენების ხმა აყრუებდა იქაურობას. იქ მყოფ მან-
ქანებს თანდათან ახლებიც ემატებოდა. მოდიოდნენ და მოდი-
ოდნენ დაუსრულებლად...
- ეს რა ხდება? - გაუკვირდა შონას.
ესთერმა პროკურორის თანაშემწეს, ლანს ფეინს მოჰკრა
თვალი, მაგრამ ფეინმა დაასწრო და მათ მანქანას გაგულისებუ-
ლი მიეჭრა. სახე ჭარხალივით ასწითლებოდა. მღელვარებისგან
შუბლზე ძარღვი უტოკავდა.
- გაიქცა ის ძაღლიშვილი! - მიახალა ქალებს ყოველგვარი
შესავლის გარეშე.
ესთერმა იხტიბარი არ გაიტეხა და შეეპასუხა:
- შენმა ხალხმა დააშინა, ალბათ...
ამასობაში კლინიკას კიდევ ორი მანქანა მიადგა. მათ შორის
მეშვიდე ტელეარხის ფურგონიც იყო. ფეინმა ჩუმად შეუკურთხა.
- ტელევიზია!.. ჯანდაბა ამათ თავს... ესთერ, იცი, როგორ გა-
მოვიყურები ახლა ყველას თვალში?..
- დაწყნარდი, ლანს!
- ...როგორც ვიღაც ჩათლახი, რომელიც მდიდრებს ხელს
აფარებს. ეს რა მიქენი, რა?! იცი, ქალაქის მერი რას მიზამს?

212 მკითხველთა ლიგა


თავზე დამახურავს! ან მანჰეტენის საოლქო პროკურორს რა
ვუთხრა?! არა, ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ჩამაგდებს?!
- მისტერ ფეინ! - დაუძახა უცებ ერთ-ერთმა პოლიციელმა.ფ
ფეინმა ქალებს კიდევ ერთხელ გადმოუბრიალა თვალები და
გაეცალა.
ესთერი შონას მიუბრუნდა:
- რას შვრება ეს ბეკი, ხომ არ გააფრინა?!
- რა ქნას, შეშინებულია... - თქვა შონამ.
- პოლიციას რატომ გაურბის? - აყვირდა ესთერი, - რაებს აკე-
თებს? ნეტავ თუ ესმის, ეს რას ნიშნავს?! - ესთერმა საინფორმა-
ციო გადაცემის ფურგონზე მიუთითა, - აი, მედიაც აქ არის. ატე-
ხენ ახლა ერთ ამბავს, მკვლელი გაექცათო... ეს კი ბეკისთვისაც
ძალიან საზიანოა. დამნაშავის იმიჯი შეექმნება. ნაფიც მსაჯუ-
ლებთანაც პირშავად დარჩება!
- კარგი, დაწყნარდი, - უთხრა შონამ.
- დავწყნარდე?! შენ არც კი გესმის, რა ჩაიდინა!
- რა ჩაიდინა? დაჰკრა ფეხი და გაიქცა! სულ ეს არის. ო.
ჯეივით გაიქცა. არ მითხრა ახლა, რომ გაქცევამ ო. ჯეის ხელი
შეუშალა და ნაფიც მსაჯულებთან საქმე გაუფუჭა!
- ჩვენ ახლა ო. ჯეიზე არ ვლაპარაკობთ, შონა. აქ მდიდარ
თეთრკანიან ექიმზეა საუბარი.
- ბეკი მდიდარი არ არის!
- თუნდაც ასე იყოს! შენ არ იცი, რა ამბავი ატყდება! ყველას
მოუნდება სახალხოდ მისი კედელთან მიყენება! დაემშვიდობე
გირაოთი გამოყვანას, დაემშვიდობე მიუკერძოებელ სასამარ-
თლოს!
ესთერმა სული ძლივს მოითქვა და განაგრძო:
- და რომ იცოდე, აქ მარტო ფეინის რეპუტაციას არ ადგება
ჩრდილი.
- რისი თქმა გინდა?
213 მკითხველთა ლიგა
- ჩემი რეპუტაციაც საფრთხეშია! - იკივლა ესთერმა, - ბეკმა
ერთი დარტყმით საოლქო პროკურატურასთანაც გამიფუჭა საქ-
მე. ჩემ მიმართ მათ ნდობას წყალი შეუყენა. მე ხომ შევპირდი,
ამ კაცს ჩაგაბარებთ-მეთქი! ახლა კი რა გამოდის?!
- ესთერ, იცი, რას გეტყვი?
- მიდი, ბრძანე!
- ახლა, ამ წუთში, სულ მკიდია შენი რეპუტაცია.
უცებ რაღაც ხმაური ატყდა და ორივე ქალმა იქით გაიხედა.
ვიღაცამ ყვირილი ატეხა... პოლიციელები ლატარიის ბურთუ-
ლებივით ახტუნავდნენ. ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქა-
ნაც მოქანდა. ექიმები - ქალი და მამაკაცი - მკვირცხლად გად-
მოხტნენ, უკანა კარი გააღეს და საკაცე გადმოათრიეს.
- აქეთ! აქეთ! - იყვირა ვიღაცამ.
შონას გულმა რეჩხი უყო და ლანს ფეინთან მიირბინა. ესთე-
რი უკან გაჰყვა.
- რა ხდება? - ჰკითხა ესთერმა ფეინს.
ფეინმა ზედაც არ შეხედა.
- შენ გეკითხები, ლანს! - გაუმეორა ესთერმა.
ფეინმა იკადრა და მოტრიალდა. სახის კუნთები ნერვიულად
უთამაშებდა.
- ესეც შენი კლიენტი! - უთხრა ესთერს.
- რა სჭირს? დაშავებულია?!
- პოლიციელს სცემა!

214 მკითხველთა ლიგა


***
არა, ეს სიგიჟე იყო...
ჩემი გაქცევით უკვე გადავკვეთე ე.წ. წითელი ხაზი და ახლა
პოლიციელის ცემაღა მაკლდა... უკან დასახევი გზა აღარ მქონ-
და. ამიტომ გავრბოდი და გავრბოდი, სანამდეც შემეძლო...
- პოლიციელს დაარტყეს! - იყვირა ვიღაცამ. სხვებიც აჰყვნენ.
იმ წუთში აჯაჯღანდნენ რაციები, აკივლდნენ სირენები... ეს
გნიასი და წიოკი აგორებულ ტალღასავით მიახლოვდებოდა და
საცაა მომწვდებოდა კიდეც. გული ყელში მებჯინებოდა, მაგრამ
სირბილს მაინც განვაგრძობდი. გახევებულ ფეხებს დიდი გა-
ჭირვებით ვადგამდი, თითქოს ყველა კუნთი ქვად მქონდა
ქცეული. ადამიანის სახე დავკარგე. ცხვირიდან ლორწო წამო-
მივიდა, ჯერ კიდევ სანაგვეში მოთხვრილ ზედა ტუჩთან თავმოყ-
რილ ძუნძგლს შეუერთდა და პირის ღრუსკენ დაიძრა...
პოლიციელების მოტყუების იმედით მიმართულებას წარამა-
რა ვიცვლიდი. უკან არ ვიხედებოდი, არ ვამოწმებდი, მომდევ-
დნენ თუ არა. ვიცოდი, რომ მომდევდნენ. სირენებისა და რაციის
ხმა მეუბნებოდა ამას. ვხედავდი, რომ შანსი აღარ მქონდა...
ისეთ უბნებში დავძვრებოდი, რომელთაც სხვა დროს მანქა-
ნითაც კი ვერ ჩავუვლიდი. ცოტა ხანში რაღაც ღობეს გადავახტი.
ფეხები მაღალ ბალახში ჩამეფლო. ეტყობა, აქ ოდესღაც სათამა-
შო მოედანი იყო. ხშირად მსმენია, მანჰეტენში უძრავი ქონება
გაძვირდაო. აქ კი, ჰარლემ-რივერ-დრაივის მახლობლად, შუ-
შის ნატეხებით, დაჟანგული საქანელებითა და დალეწილი მან-
ქანებით მოფენილი, გადახრიოკებული მიწები ოხრად იყო...
იაფფასიანი კორპუსების წინ ფერადკანიანი მოზარდების
ჯგუფი ამეტუზა. შავურად იდგნენ, გაბრექილები. კარგად დარაზ-
მულებიც ჩანდნენ. ეტყობა, გემრიელ საკბილოდ მიგულეს. სავა-
რაუდოდ, უკვე დაგეგმილი ჰქონდათ რაღაც (ოღონდ კონკრეტუ-

215 მკითხველთა ლიგა


ლად არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ), მაგრამ უცებ მიხვდნენ,
რომ პოლიცია მომდევდა და ყიჟინა დასცხეს:
- მიდი, მიდი, თეთრო ბიჭო!
ახლოს რომ ჩავურბინე, თავიც კი დავუქნიე, თითქოს მარა-
თონელი ვიყავი და მხარდაჭერისთვის მადლობას ვეუბნებოდი.

უცებ ერთ-ერთმა იყვირა:
- დიალო!
წამითაც არ შევჩერებულვარ. კარგად ვიცოდი, ვინც იყო ამა-
დუ დიალო.ნ ნიუ-იორკში ამ ადამიანს ყველა იცნობდა. პოლი-
ციელებმა ორმოცდაერთი ტყვია დაახალეს, არადა, თვითონ
დიალო შეუიარაღებელი იყო. წამით გავიფიქრე, რომ ეს ბიჭე-
ბიც ამას მანიშნებდნენ, მაგრამ, თურმე ვცდებოდი.
ადვოკატის მტკიცებით, დიალომ მაშინ ჯიბისკენ ხელი იმი-
ტომ წაიღო, რომ საფულის ამოღება უნდოდა, პოლიციელებს კი
ეგონათ, რომ იარაღის ამოღებას აპირებდა. მას შემდეგ ხალხი
პროტესტს სწორედ ამ ჟესტით გამოხატავდა: ჯიბეზე ხელს გაიკ-
რავდნენ ხოლმე, საფულეს დააძრობდნენ და ყვიროდნენ:
- დიალო!
რამდენჯერ გამიგონია პოლიციელებისგან, ქუჩაში ვინმე ჯი-
ბისკენ ხელს რომ წაიღებს, შიშით ვიპარებითო.
ახლაც ასე მოხდა. ჩემმა ახალმა მოკავშირეებმა (მოკავში-
რეებს იმიტომ ვუწოდებ, რომ ალბათ, მართლა მკვლელი ვეგო-
ნეთ) საფულეები დააძვრეს, ჩემი მდევრები კი შეყოყმანდნენ.
ამან დრო მომაგებინა და წინ გავიჭერი.
მაგრამ სანამდე უნდა მერბინა? უკვე ყელი მეწვოდა, რადგან
სირბილის დროს ჰუზომოდ ბევრი ჰაერი ვყლაპე. ფეხსაცმელები
ტყვიასავით დამიმძიმდა. გავზანტდი, ნაბიჯი ამერია, წონასწო-
რობა დავკარგე, ტროტუარზე მოვადინე ზღართანი და სახე და

216 მკითხველთა ლიგა


მუხლები ერთიანად გადავიყვლიფე. ადგომა მოვახერხე, მაგ-
რამ ფეხები მიკანკალებდა.
მორჩა. დავიღუპე.
პერანგი ოფლით გამეჟღინთა. ყურებში ზღვის ხმაურივით
ჩამხშუოდა გაურკვეველი ბგერები. სირბილი ყოველთვის
მძულდა. ნაცნობ ჯოგერებს სულ ეს ეკერათ ხოლმე პირზე: არ
იცი, რა ნეტარებაა, ლამის ნირვანაში ვვარდებითო... მე კი ყო-
ველთვის მტკიცედ მწამდა, რომ აუტოასფიქსიით გამოწვეული
სიამოვნების მსგავსად, მორბენლების კაიფიც უფრო ჟანგბადის
შიმშილით არის გამოწვეული და არა ენდორფინის ამოფრქვე-
ვით.
დამიჯერეთ, მე ნამდვილად ვერ ვიგრძენი ეს ნეტარება.
დავიღალე. ძალიან დავიღალე. სანამდე უნდა მეძუნძულა?
უკან მოვიხედე. პოლიციელები აღარ ჩანდნენ. რომელიღაც
უკაცრიელ ქუჩაზე აღმოვჩნდი და ერთ-ერთი შენობის კარს ვე-
ცი. არ გაიღო. ახლა სხვა კარს დავეჯაჯგურე, მაგრამ ამ დროს
რაციის ხმა მომწვდა. ისევ გავიქეცი. ქუჩის ბოლოს ნახევარსარ-
დაფის კარს მოვკარი თვალი. ოდნავ შეღებული იყო. მასაც ჟან-
გი ჰქონდა მოკიდებული. ჟანგს მიჰქონდა იქაურობა...
დავიხარე და კარის სახელურს ხელი ვტაცე. კარმა საცოდა-
ვად დაიღრჭიალა. ბნელ სარდაფში ჩავიხედე.
- იქიდან შემოუარეთ და გზა მოუჭერით! - ყვიროდნენ პოლი-
ციელები.
უკან აღარ მიმიხედავს. სასწრაფოდ ჩავძვერი იმ სოროში.
ჯერ ერთ საფეხურს დავადგი ფეხი. მორყეული იყო. მეორეზე და-
ვაპირე ფეხის ჩადგმა, მაგრამ სიცარიელეში ჩავაბიჯე და წამით
ჰაერში გავშეშდი. ვაილ დე კოიოტი(ვაილ დე კოიოტი - ცნობი-
ლი ანიმაციური პერსონაჟი.) რომ კლდიდან ჩამოქანდება, სწო-
რედ ის ეპიზოდი მომაგონდა, მაგრამ გონს მოსვლაც ვერ მოვას-
წარი, ისე უცებ ჩავვარდი იმ ბნელ ბუნაგში.კ კიბიდან იატაკამდე
217 მკითხველთა ლიგა
დიდი მანძილი არ იყო, მაგრამ ვარდნა უსაშველოდ ხანგრძლი-
ვი მეჩვენა. ხელები მივაშველე, მაგრამ ამან ვერ მიხსნა. ცემენ-
ტის იატაკზე ისეთი ბრაგვანი გავადინე, ლამის კბილები გად-
მომცვივდა. ერთხანს პირაღმა ვიწექი. უცებ სარდაფის კარი
ხმაურით მიიხურა. გამიხარდა, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი სიბ-
ნელე ჩამოწვა, თვალთან თითი ვეღარ მიმქონდა. უცებ გონება-
ში ექიმის თვალი შევავლე ჩემს ორგანიზმს და პატარა ბლიც--
გასინჯვა მოვუწყვე. ერთი რამ ცხადი იყო - ყველაფერი
მტკიოდა.
ისევ ჩამესმა პოლიციელების შეძახილები. სირენები შეუჩე-
რებლად კიოდნენ. ან იქნებ მეჩვენებოდა და მხოლოდ მე ჩამეს-
მოდა ეს ვაი-უშველებელი. ხმები, ხმები, უამრავი სხვადასხვა
ხმა... რაციის გგაუთავებელი, ხრინწიანი ჯაჯღანი...
რაღა ბევრი გავაგრძელო, თანდათან მიახლოვდებოდნენ...
გვერდზე გადავბრუნდი და მარჯვენა ხელით იატაკს დავეყ-
რდენი, მაგრამ გაჭრილი ხელისგული ამეწვა. წამოდგომა დავა-
პირე, მაგრამ დამძიმებულმა თავმა სასტიკი წინააღმდეგობა გა-
მიწია. ლამის ყვიროდა, თავი გამანებე, ხომ ხედავ, ვერ მოგყვე-
ბიო. ფეხზე რომ წამოვდექი, ისეთი პროტესტი გამომიცხადა,
რომ წაქცევას ცოტა დამაკლდა.
ახლა რაღა ვქნა?
აქ დავიმალო? არა, არ ივარგებს. კარდაკარ ივლიდნენ, არც
ერთ სახლს არ დატოვებდნენ, აუცილებლად გამომიჭერდნენ.
გარდა ამისა, ამდენს იმიტომ კი არ დავრბოდი, რომ ამ აშმორე-
ბულ სარდაფში დავმალულიყავი. სულ სხვა მიზანი მამოძრავებ-
და - ელიზაბეთთან პაემანი მქონდა!
გაინძერი, გაინძერი, დროზე!..
მაგრამ აქედან გამოძრომა არ გინდა?!..
თვალი ნელ-ნელა შეეჩვია სიბნელეს. თანდათან საგნების
გარჩევაც დავიწყე. ააქა-იქ უწესრიგოდ მიყრილ ყუთებს, ტომ-
218 მკითხველთა ლიგა
რების გროვებს, რამდენიმე ძელსკამს და გატეხილ სარკეს მოვ-
კარი თვალი. სარკეში საკუთარი გამოსახულება დავლანდე და
სახტად დავრჩი. შუბლზე დიდი იარა მქონდა. შარვალი მუხლებ-
ზე შემომეფლითა ჰალკივით.(ჰალკი - ცნობილი ფანტასტიკური
თრილერის პერსონაჟი.) ისე ვიყავი გამურული, ბუხრის მწმენ-
დავად ვივარგებდი.
სად წავიდე, სად?
მოიცა... მგონი, სადღაც კიბე უნდა იყოს...
ბოლოს ერთი ნაბიჯი წავდგი წინ და ნელ-ნელა დავიძარი.
ოღონდ ეს ჩემი მოძრაობა რაღაც უცნაურ ცეკვას ჰგავდა. მივ-
ჩინდრიკებდი და ცალ ფეხს ისე ვიშველიებდი, როგორც უსინათ-
ლო კაცი - ყავარჯენს. ერთ ადგილას დამსხვრეულ შუშას დავა-
ბიჯე, მაგრამ არ შევჩერებულვარ. უცებ რაღაც ბურდღუნი ჩამეს-
მა და გზა ძონძების ვეებერთელა გროვამ გადამიღობა. გროვი-
დან ადამიანის ხელის მსგავსი რაღაც გამოჩნდა. თითქოს საფ-
ლავიდან ხელს მიწვდიდნენ. დაყვირება დავაპირე, მაგრამ თავს
მოვერიე.
- ჰიმლერს თევზის სტეიკი უყვარს! -გაისმა შეძახილი.
ჩემ წინ ადამიანი წამოიმართა. დიახ, უკვე გარკვევით ვხე-
დავდი - მამაკაცი იყო. შავკანიანი, მაღალი, წვეროსანი. წვერი
ისეთი ხუჭუჭა ჰქონდა, თითქოს ცხვარი შეესანსლა და მისი ბა-
ლანი პირზე შერჩენოდა.
- გესმის ჩემი? გესმის რას ვამბობ?! - ჩამბღავლა კიდევ ერ-
თხელ და ჩემკენ წამოვიდა. უკან დავიხიე.
- ჰიმლერს თევზის სტეიკი უყვარს!
რაღაცით აშკარად უკმაყოფილო ჩანდა. მუშტი მომიღერა.
ძალაუნებურად გვერდზე გავდექი. მუშტი ამცდა, მაგრამ იმდე-
ნად მძლავრად მომიქნია (ან იმდენად მთვრალი იყო), რომ თა-
ვი ვერ შეიმაგრა და წაიქცა. მის ადგომას აღარ დაველოდე. კკი-
ბე მოვძებნე და სასწრაფოდ ზევით ავქანდი.
219 მკითხველთა ლიგა
კარი ჩაკეტილი იყო.
- ჰიმლერი, ჰიმლერი! - მთელი ძალით ბღაოდა წვეროსანი.
კარს მივაწექი, მაგრამ ვერ გავაღე.
- გესმის ჩემი? გესმის, რას ვამბობ?! - ყვიროდა მოხუცი.
უცებ ზამბარების ჭრაჭუნი გავიგონე. უკან მოვიხედე და ისე-
თი რამ დავინახე, ადგილზე გავქვავდი:
მზის შუქი!
ვიღაცამ ის კარი გააღო, რომლითაც აქ შემოსვლისას ვისარ-
გებლე.
- ვინ არის მანდ?!
აშკარად სამართალდამცველის ხმა იყო. ფარნის შუქი ჯერ
იატაკზე აციმციმდა, შემდეგ წვეროსანსაც მისწვდა.
- ჰიმლერს უყვარს თევზის სტეიკი!
- რა გაღრიალებს, ბებერო?
- გაიგონეთ, რასაც გეუბნებით! - არ ცხრებოდა მოხუცი.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და კარს მხრებით მივაწექი.
ამჯერად კარი ჭრაჭუნით დაიძრა. ისევ წარმომიდგა თვალწინ
ელიზაბეთის ფიგურა. სწორედ ის, რომელიც ვიდეოფირზე ვნა-
ხე: ჩემკენ გამოწვდილი, აწეული ხელი, თვალები, რომლებიც
თავისკენ მიხმობდნენ...
კიდევ ცოტაც და, კარი გაიღო. შენობის პირველ სართულზე
აღმოვჩნდი, სადარბაზოს კარის სიახლოვეს.
ახლა საით?
ვგრძნობდი, სულ ახლოს იყვნენ, რაციის ხმა უტყუარად მიმა-
ნიშნებდა ამას. ის პოლიციელი კვლავინდებურად რაღაცას
ეკითხებოდა ჰიმლერის ბიოგრაფს. დდრო არ იცდიდა. დდახმა-
რება მჭირდებოდა, მაგრამ ვინ უნდა დამხმარებოდა? შონას ვერ
დავურეკავდი. ვიცოდი, პოლიცია ახლა მასაც არ აძლევდა გასა-
ქანს. ლინდაც ამ დღეში იქნებოდა, ცხადია. ესთერისთვის რომ
მიმემართა, დანებებას მაიძულებდა.
220 მკითხველთა ლიგა
ამ დროს ვიღაცამ სადარბაზოს კარი გააღო. სირბილით გავუ-
ყევი დერეფანს. იატაკზე ბინძური ლინოლეუმი ეგო. დერეფნის
გასწვრივ ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულიყო ჩარაზუ-
ლი კარები, ყველა ერთი ფერისა და აქერცლილი საღებავით
მოთხუპნილი. სახანძრო კარი გავაღე და კიბეს ავუყევი. კიდევ
ერთ დერეფანში აღმოვჩნდი. ერთ-ერთი ბინის კართან მოხუცი
ქალი იდგა. ჩემდა გასაკვირად, თეთრკანიანი იყო. შევატყვე,
ხმაურზე გამოსულიყო. ნნაბიჯი შევანელე. ქქალი ზღურბლიდან
საკმაოდ შორს იდგა. ამიტომ გავიფიქრე, გვერდს ავუვლი და
ისე შევალ-მეთქი, მაგრამ ნამდვილად არ ღირდა ამის გაკეთე-
ბა.
ქალმა თვალი თვალში გამიყარა და უცებ... იარაღი დააძრო.
ღმერთო დიდებულო...
- რა გინდა?! - მკითხა პირგამეხებულმა.
- შეიძლება თქვენი ტელეფონით ვისარგებლო? - ენამ წინ გა-
მისწრო.
შანსი ხელიდან არ გაუშვა და მაჯახა:
- ოცი დოლარი!
ფული მივაწოდე. თავი დამიქნია და ბინაში შემიშვა. ერთი ბე-
წო ბინა აღმოჩნდა, საკმაოდ კარგად მოვლილი. ირგვლივ ყვე-
ლაფერი მაქმანებით იყო მორთული.
- აქეთ! - გამომძახა ბინის პატრონმა.
ძველი აპარატი იყო, ტრიალა დისკით. პატარა ხვრელებში
რიგრიგობით გავუყარე საჩვენებელი თითი. საოცარია. ეს ნომე-
რი მანამდე არასოდეს ამეკრიფა (არც დამჭირვებია), მაგრამ
აღმოჩნდა, რომ ზეპირად ვიცოდი. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ფსი-
ქიატრებისთვის საინტერესო მასალა იქნებოდა.
ნომერია ავკრიფე და პასუხს დაველოდე. ორი ზარის შემდეგ
ისიც გაისმა:
- ჰოუ!
221 მკითხველთა ლიგა
- თაირის, შენა ხარ? ექიმი ბეკი ვარ, შენი დახმარება მჭირდე-
ბა!

222 მკითხველთა ლიგა


26

- არა, ეს შეუძლებელია! ბეკს ვინ უნდა ეცემა? - თავი გაიქნია


შონამ.
საოლქო პროკურორის თანაშემწეს, ლანს ფეინს, მღელვარე-
ბისგან შუბლზე კვლავინდებურად უტოკავდა ძარღვი. ლანსი
დაიხარა და შონას ცხვირ-პირში ჩააფრინდა.
- დღეს ის თქვენი ბეკი ქუჩაში პოლიციელს თავს დაესხა,ყ ყბა
ჩაუმტვრია და მგონი ერთი-ორი ნეკნიც ჩაულეწა!
ამ სიტყვებით ლანსი კიდევ უფრო ახლოს მიუჩოჩდა შონას
და ლაპარაკის დროს სახეში შეანერწყვა.
- გესმით, რას ვამბობ?!
- მესმის, - უპასუხა შონამ, - ახლა კი, თუ შეიძლება, უკან
დაიხიე, სუპერგმირო, თორემ საკუთარ კვერცხებს ყელში ჩაგ-
ჩრი.
ფეინი წამით შეტრიალდა, ერთი შეუკურთხა და წავიდა. უცებ
ესთერ კრიმშტაინმაც იგივე გააკეთა და მბროდვეისკენ წავიდა.
შონა უკან გამოუდგა.
- სად მიდიხარ?!
- მოვრჩი, - თქვა ესთერმა.
- რაო?!
- წადით და იმ თქვენს ბეკს სხვა ადვოკატი მოუნახეთ.
- ამას სერიოზულად ამბობ?!
- დიახ.
- ასეთ გაჭირვებაში როგორ გვტოვებ?
- ჩვეულებრივად.
- მავნებლური, მიკერძოებული პოზიციაა.
- იმ ხალხს სიტყვა მივეცი, რომ ბეკს ჩავაბარებდი, - თქვა ეს-
თერმა.
223 მკითხველთა ლიგა
- გავკარი შენს სიტყვას. ახლა თვითონ ბეკია მთავარი.
- კი, შენთვის, ალბათ, ასეა...
- გამოდის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის გცხელა!
- მე არ ვიმუშავებ კაცთან, რომელიც მსგავს რაღაცებს კად-
რულობს.
- კარგი, რა, ნუ მაცინებ!ქ ქალი სერიული მკვლელების ადვო-
კატი იყავი, თან არაერთხელ!
- ამ საქმიდან გავდივარ, - გაიმეორა ესთერმა და ხელი აიქ-
ნია.
- მედიის სისინს აყოლილი ბნელი დედაკაცი ყოფილხარ და
მეტი არაფერი!
- აუუ... კარგი რა, შონა!..…
- წავედი.
- სად?
- ჟურნალისტებს უნდა დაველაპარაკო.
- და რას ეტყვი? რომ უნამუსო მკვლელს დაცვაზე უარი ვუთ-
ხარი? კი ბატონო, მიბრძანდი. იმ შენს ბეკს იმდენ ქაქს გადავას-
ხამ თავზე, რომ ჯეფრი დამერი19 სანიმუშო ბიჭად მოგეჩვენე-
ბათ!
- ვერაფერსაც ვერ გადაასხამ, მასალა არა გაქვს!
- მაგას ჩემთვის ხელი არასოდეს შეუშლია, - თქვა ესთერმა
და მხრები დაუდევრად აიჩეჩა.
ქალებმა ჯიქურ შეხედეს ერთმანეთს. უკან დამხევი არც ერთი
მათგანი არ ჩანდა.
- თუ ფიქრობ, რომ საკმარისი რეპუტაცია არა მაქვს, ძალიან
ცდები, - თქვა ესთერმა უეცრად შერბილებული ტონით, - თუ სა-

19ჯეფრი დამერი - მსოფლიოში ცნობილი სერიული მკვლელი,


ქალაქ მილუოკის მკვიდრი.

224 მკითხველთა ლიგა


ოლქო პროკურატურასთან სიტყვა გავტეხე, ვერც ჩემი კლიენ-
ტებისთვის ვივარგებ. მათ შორის ვერც ბეკისთვის. მარტივი ამ-
ბავია. მე ჩემს კლიენტებსა და ჩემს კარიერას იმ შენი ბეკის ხუშ-
ტურებს ვერ შევწირავ!
- მომწყდი თავიდან, აღარ დამენახვო! - უთხრა შონამ.
- კიდევ ერთ რამეს გეტყვი, - გააწყვეტინა ესთერმა.
- მეტი რაღა უნდა მითხრა?
- უდანაშაულო ადამიანია ასე არ გარბის, შონა. თავს ვდებ,
რომ რებეკა შეიესი ბეკის მოკლულია.
- ასე იყოს, - უპასუხა შონამ, - ოღონდ მეც გეტყვი ერთ რამეს:
ბეკის სახელი კიდევ წამოგცდება და ასაფხეკი გახდები! გასაგე-
ბია?
ესთერმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ ერთი ნაბიჯით დაიხია
უკან... და სწორედ ამ დროს იქაურობა სროლის ხმამ შეაზანზა-
რა.

***
სროლა რომ გაისმა, ჟანგიან სახანძრო კიბეზე მივბობღავდი
რის ვაივაგლახით. ისე შევშინდი, ჩამოვარდნას ცოტა დამაკ-
ლდა. რკინის საფეხურზე მოვიკრუნჩხე და სმენად ვიქეცი.
კიდევ გაისმა სროლა და რაღაც გაურკვეველი შეძახილები.
მოულოდნელი არაფერი იყო, საფრთხე რომ საფრთხედ რჩებო-
და, კარგად მესმოდა. თაირისმა დამარიგა, სახანძრო კიბეზე აძ-
ვერი და იქ დამელოდეო. თავიდან ვერ წარმომედგინა, როგორ
უნდა გამოვეყვანე აქედან. ახლა კი, მგონი, რაღაცას ვხვდებო-
დი. ყურადღების გადატანის გზით აპირებდა ამის გაკეთებას.
შორიდან კიდევ გაისმა ყვირილი:
- თეთრი კაცი იყო! იქით გაიქცა! - ყაყანებდნენ ვიღაცები.
225 მკითხველთა ლიგა
- თეთრი კაცია, იარაღი აქვს! იარაღი აქვს! - ბანს აძლევდნენ
სხვები.
ისევ ატყდა სროლა, მაგრამ ამჯერად სმენა დავძაბე და რაცი-
ის ხმა აშკარად აღარ მესმოდა. ვიჯექი მოკუნტული და ვცდი-
ლობდი არაფერზე მეფიქრა. ჩემს ტვინში მოკლე ჩართვის
მსგავსი რამ მოხდა. ჯერ კიდევ სამი დღის წინ ერთი თავდადებუ-
ლი მედიკოსი ვიყავი, რომელიც მთვარეულივით დუნედ მიუყვე-
ბოდა ცხოვრების გზას. უცებ დაიწყო და რა დაიწყო: ჯერ იყო და,
საიქიოდან წერილები მივიღე, მერე მოჩვენება დავინახე, მერე
ერთბაშად ორ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და კანონით დევნი-
ლი გავხდი, ბოლოს პოლიციელი მივჟეჟე და დახმარებისთვის
ცნობილ ნარკოდილერს მივმართე.
და ეს ყველაფერი სულ რაღაც სამოცდათორმეტ საათში გა-
დამხდა...…
კინაღამ ხარხარი ამიტყდა.
- საით ხართ, დოკ? - ამომძახა უცებ ვიღაცამ.
ქვევით ჩავიხედე. თაირისი აღმოჩნდა. გვერდით კიდევ ერთი
შავკანიანი ედგა. ოციოდე წლის იქნებოდა, სიმაღლით ლამის
იმ შენობის სახურავს სწვდებოდა, თან რაღაც უბედური სათვა-
ლე ეკეთა, აი, აწყვეტილ ტიპებს რომ უკეთიათ ხოლმე. მმამის
მკვლელის ფიზიონომიაზე პირდაპირ ზედ აკვდებოდა.
- წავედით, დოკ, გავისეირნოთ, - მითხრა თაირისმა.
კიბიდან სწრაფად ჩამოვედი. თაირისი აქეთ-იქით აცეცებდა
თვალებს. იმ მოდღლეზილ ტიპს კიდევ გულზე ხელები დაეკრი-
ფა და გასუსული იდგა, სწორედ იმ პოპულარულ პოზაში, რო-
მელსაც ოდესღაც „ბიზონის დგომს“ ვეძახდით. ბოლო საფეხურ-
ზე ცოტა შევყოყმანდი. ჩამოხტომას ვერ ვბედავდი.
- მარცხნივ გაიხედეთ და მაგრად მოქაჩეთ, დოკ, - მასწავლა
თაირისმა.

226 მკითხველთა ლიგა


მართლაც დავინახე ბერკეტის სახელური, მოვქაჩე და კიბე
ძირს ჩამოსრიალდა.
- აუ, რას ყარხართ! - დაიჭყანა თაირისი და ცხვირთან ხელი
დაინიავა.
- ბოდიშს ვიხდი, შხაპის მიღება ვერ მოვახერხე.
- აქეთ წამოდით.
თაირისმა მოედნისკენ აიღო გეზი. უკან გავყევი. ისე სწრა-
ფად მიდიოდა, რომ ცოტა წაძუნძულებამაც კი მომიწია. ის ახმა-
ხი ხმის ამოუღებლად მოიპარებოდა ჩვენ უკან. სარგადაყლაპუ-
ლივით იყო, გვერდზე არც ერთხელ არ გაუხედავს, მაგრამ ეტ-
ყობოდა, რომ ვერაფერს გამოაპარებდი.
შორიახლოს შავი BMW გველოდა - დაბურული ფანჯრებით,
რაღაც ხუჭუჭი ანტენით და გადაპრანჭულ ჩარჩოში ჩასმული
უკანა ნომრით. მანქანის ყველა კარი დაკეტილი იყო, მაგრამ
რეპის ხმა მაინც მომწვდა. მისი ბაგაბუგისგან მკერდში კამერ-
ტონის მსგავს ვიბრაციას ვგრძნობდი.
- ამით მივდივართ? ცოტა თვალში ხომ არ შეეჩხირება ვიღაც-
ვიღაცებს? - ვიკითხე შეწუხებულმა.
- წარმოიდგინეთ, რომ პოლიციელი ხართ და ფითქინა თეთრ
კაცს ეძებთ. ყველაზე ბოლოს სად ჩაიხედავთ? - მკითხა თაირის-
მა.
რა მეთქმოდა, მართალი იყო...
ახმახმა მანქანის კარი გამიღო. სალონიდან ისეთი ღრიალი
გამოვარდა, „ბლექ საბათის“ კონცერტი გეგონებოდათ.
თაირისმა ბეჯითი კარისკაცივით მიმითითა მანქანისკენ. მმე და
თაირისი უკან ჩავსხედით. ახმახი ძლივს შეეტია მანქანაში და
საჭესთან მოიკუნტა.
რეპერის ქაქანში ბევრი ვერაფერი გავარჩიე, მაგრამ ერთი
ფრაზა ჰქონდა ჩახვეული: „მაგარი ბიჭი“.

227 მკითხველთა ლიგა


- ეს ბრუტუსია, - მითხრა თაირისმა. იმ ჯეელს გულისხმობდა,
ჩვენს მძღოლს... ვცადე სარკეში მისი თვალების გამოჭერა, მაგ-
რამ სათვალეს ცოცხალი თავით არ იხსნიდა. - სასიამოვნოა, -
ვთქვი მე.
ბრუტუსმა ხმა არ გამცა.
ისევ თაირისს მივუბრუნდი.
- გამაგებინე, რა ქენი?
- რა ვქენი და, ასორმოცდამეშვიდე ქუჩაზე ჩემს ბიჭებს სრო-
ლა ავატეხინე.
- მერე, პოლიციელები?
- რა, პოლიციელები? - ჩაიფხუკუნა თაირისმა.
- ეგრე მარტივად არის ყველაფერი?
- მაგ ქუჩაზე - კი. მანდ ერთი სახლია. ხუთი ნომერი.
იქაურებს თვეში ათ-ათ დოლარს ვაძლევ, რომ უკანა კარი ნაგ-
ვით ჩახერგონ, ხვდებით? ძაღლები რომ მიადგებიან, ეგრევე ჭე-
დავენ. ჩვენი ბიჭები გასაძრომებს ადვილად პოულობენ და სა-
ნამ ძაღლები ბოდიალობენ, ჩვენები უკვე შორს არიან! გლიჯავს
ეგ სახლი. საქმეების დასატრიალებლად უკეთეს ადგილს ვერ
იპოვი.
- ის ვინღა იყო, „თეთრი კაცი, თეთრი კაციო“, რომ ყვიროდა?
- სხვა ბიჭები იყვნენ, ისინიც ჩემები. წინ და უკან დარბოდნენ
და ჩხაოდნენ: უბანში ვიღაც იარაღიანი თეთრი გიჟი გაეძროო!
- ანუ, თეორიულად - მე, - ჩავაკერე სიტყვა.
- დიახ, თეორიულად! - ღიმილით გაიმეორა თაირისმა, - კაი,
გრძელი სიტყვაა, დოკ.
საზურგეს მივესვენე. გაუსაძლისი დაღლილობა ლამის
ძვლებში მატანდა. ბრუტუსმა აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.
იანკების სტადიონთან რომ ლურჯი ხიდია (ვერა და ვერ ვიხსე-
ნებ მის სახელს), ისიც გადავკვეთეთ და ბრონქსში ამოვყავით
228 მკითხველთა ლიგა
თავი. უნებურად მოვიკუნტე იმის შიშით, რომ მანქანაში ვინმეს
არ შემოეჭყიტა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შუშები ჩაბნელე-
ბული იყო.
გარეთ გავიხედე. უმახინჯესი გარემო გადაიშალა ჩემ თვალ-
წინ. საშინელებათა ფილმებში ახალდაბომბილ ადგილებს რომ
უჩვენებენ, სწორედ იმას მაგონებდა. აქა-იქ რაღაც შენობების
ნანგრევები გვხვდებოდა. ყველა თავისებურად იყო გაპარტახე-
ბული, გამოშიგნული და გამოჭმული.
კიდევ ცოტაც გავიარეთ. ვცდილობდი სიტუაციაში გარკვევას,
მაგრამ ტვინი ისე ჭედავდა, როგორც საცობში მოხვედრილი
მანქანა. ჩემი არსების რაღაც ნაწილი მკაფიოდ აცნობიერებდა,
რომ შოკთან მიახლოებულ მდგომარეობაში ვიყავი, მეორე ნა-
წილი კი ამაზე ფიქრსაც არ მანებებდა. ისევ მიდამოს შევავლე
თვალი. რაც უფრო ღრმად შევდიოდით იმ ჩაოხრებულ უბნებში,
მით უფრო იშვიათად გვხვდებოდა ნორმალური შენობები.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკიდან არც ისე შორს ვიყავით,
სადღაც მოუსავლეთში მეგონა თავი. არადა, ბრონქსი იყო. სავა-
რაუდოდ, მისი სამხრეთი ნაწილი. გაცვეთილი საბურავები და
დაგლეჯილი ლეიბები ომში დაჭრილი ჯარისკაცებივით ეყარა
გზებზე. მაღალი ბალახიდან ცემენტის დიდი ნატეხები იყო ამოჩ-
რილი. ააქა-იქ გგაყვლეფილი მანქანები იდგა. იქაურობა ნახან-
ძრალს ჰგავდა.
- აქეთკენ ოდესმე თუ გამოგისეირნიათ, დოკ? - მკითხა
თაირისმა და ჩაიხითხითა.
არაფერი ვუპასუხე.
ბრუტუსმა კიდევ ერთ გაუბედურებულ შენობასთან მიაყენა
მანქანა. სახლი მავთულის ბადით იყო შემოღობილი. ყველა
ფანჯარა აეჭედათ. ფარღალალა კარზე ვიღაცას ფურცელი გაეკ-
რა. ალბათ, გაფრთხილება იყო, სახლის აღების თაობაზე. უცებ

229 მკითხველთა ლიგა


კარი გაიღო, იქიდან ბორძიკ-ბორძიკით ვიღაც კაცი გამოვიდა
და სახე ხელით მოიჩრდილა. დრაკულა მომაგონდა...
მთელი სამყარო თავბრუდამხვევად ტრიალებდა ჩემ ირ-
გვლივ.
- წავედით, - მითხრა თაირისმა.
პირველად მანქანიდან ბრუტუსი გადმოვიდა და კარი გამი-
ღო. მადლობა ვუთხარი, მაგრამ ერთი ნაკვთიც არ გასტოკებია,
სტოიკოსის იმიჯს არ ღალატობდა. იცით, ვის მაგონებდა? თამ-
ბაქოს მაღაზიებში რომ ინდიელები(ლათინურამერიკული ქვეყ-
ნების თამბაქოს მაღაზიებში ტრადიციულად ინდიელების ხის
ფიგურები დგანან.) დგანან, გაღიმებულს რომ ვერ წარმოიდგენ
დდა არც გინდა, წარმოიდგინო...
მავთულის ბადე ერთ ადგილას ჩამოგლეჯილი იყო. ზედ გა-
დავძვერით. ამასობაში ის ჩოჩიალა კაცი თაირისს მიუახლოვ-
და. ბრუტუსი მაშინვე დაიძაბა, მაგრამ თაირისმა ხელით ანიშნა,
დაწყნარდიო. ერთმანეთს ძალიან თბილად შეხვდნენ. ხელის
ჩამორთმევის ცერემონიალიც საკმაოდ სანახაობრივი იყო.
სალამ-ქალამი რომ მოამთავრეს, სხვადასხვა მიმართულებით
წავიდნენ.
- შემოდით! - დამიძახა თაირისმა.
ჯერ კიდევ ცუდად ვაზროვნებდი, მაგრამ დავემორჩილე და
შენობაში შევაბიჯე. პირველ რიგში საშინელი სუნი მეცა. შარდის
მძაღე სუნს ფეკალიების სუნიც ერთვოდა - ათას სუნში რომ გა-
მოარჩევ, თან თითქოს რაღაც იწვოდა. მგონი, ვხვდებოდი კი-
დეც, რაც იყო... ოფლის ნოტიო, მღვრიე ოხშივარი კი ლამის
კედლებიდან იღვენთებოდა. მაგრამ რაღაც კიდევ იგრძნობოდა,
ისეთი, რასაც ზუსტად ვერ აღვწერ. სიკვდილის სუნს ვერ დავარ-
ქმევდი, უფრო კვდომის წინარე მდგომარეობაზე მიანიშნებდა.
თითქოს უხილავი არსება ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ თან
ცოცხლად იხრწნებოდა.
230 მკითხველთა ლიგა
შენობაში ისეთი სულისშემხუთველი სიცხე დამხვდა, თავი მე-
ტალურგიულ ქარხანაში მეგონა. ადამიანები (ორმოცდაათამდე
კაცი) ისე ეყარნენ იატაკზე, როგორც წამგებიანი ბილეთები
იპოდრომის ტოტალიზატორში. ძალიან ბნელოდა. როგორც
ჩანს, აქ არც ელექტროგაყვანილობა იყო, არც წყალი და არც
რაიმე სახის ავეჯი. აჭედილ ფანჯრებში მზე არ შემოდიოდა, აქა--
იქ, ჭუჭრუტანებში სოლივით შემოჭრილ სხივებს თუ არ ჩავ-
თვლით. ბუნდოვანი ლანდების გარდა ირგვლივ ვერაფერს ვარ-
ჩევდი.
მინდა გითხრათ, რომნ ნარკოტიკების სამყაროზე სრულიად
არაფერი ვიცოდი. მხოლოდ შედეგებს ვეცნობოდი ხოლმე, რო-
გორც ექიმი; პირადად კი ნარკოტიკებით არასოდეს დავინტერე-
სებულვარ. ლოთობით მერჩივნა თავის გაბრუება... მაგრამ ახ-
ლა ძალზე ბევრი რამ მიმანიშნებდა იმაზე, რომ ნამდვილ ნარ-
კობუნაგში ვიყავი.
- აქეთ! - დამიძახა თაირისმა.
ბრუტუსი იატაკზე მიმოყრილ ხალხში გზას გვიკაფავდა და
ისინიც გზას ისე უთმობდნენ, როგორც ბიბლიურ მოსეს. მე უკან
მივლასლასებდი. ბნელში აქა-იქ ციმციმებდნენ შეკეთებული ჩი-
ბუხები. უცებ ბავშვობაში ნანახი ბარნუმ-ბეილის ცირკი გამახ-
სენდა. ზუსტი მსგავსება იყო: სიბნელე. ლანდები. ციმციმა შუქე-
ბი... არც მუსიკა.ა არც ზედმეტი ლაპარაკი. მხოლოდ ყყრუ ბუბუ-
ნი ჩამესმოდა ზოგჯერ...დ და კიდევ, ნაფაზების დარტყმის დროს
ტუჩების წკლაპუნი... დროდადრო რაღაც ყიჟინის მსგავსსაც
გაიგონებდით, მაგრამ ეს ადამიანის ხმას ნაკლებად ჰგავდა.
ჰო, ზოგჯერ კვნესაც ჩამესმოდა. უბილწესი სექსუალური სცე-
ნები ყოვლად უსირცხვილოდ იმართებოდა ყველას თვალწინ.
ერთმა ასეთმა სცენამ (დეტალებს აგარიდებთ) პირდაპირ
შოკში ჩამაგდო. თაირისმა თვალი გამოაპარა ჩემკენ. შევატყვე,
ხალისობდა ჩემზე.
231 მკითხველთა ლიგა
- რა ქნან, ფული გაუთავდათ და ერთი დოზისთვის აი, ასე
ვაჭრობენ, - განმიმარტა ბოლოს.
ყელში ნაღველი მომაწვა. ცოტაც და, გული ამერეოდა.
თაირისს შევხედე. დაუდევრად აიჩეჩა მხრები:
- რას იზამ, დოკ, ქვეყანა ვაჭრობას უჭირავს.
თაირისი და ბრუტუსი გზას განაგრძობდნენ, მე კუდში მივ-
დევდი. სახლს არც ერთი შიდა კედელი აღარ ჰქონდა შერჩენი-
ლი. ამ ჩამოფშვნილ კედლებთან ეყარნენ ადამიანები: მოხუცე-
ბი, ახალგაზრდები, შავები, თეთრები, კაცები, ქალები, წელმოწ-
ყვეტილები, გასავათებულები, სალვადორ დალის საათებივით
მოჩვარულები...
- შენც იჩხერ, ვაჟბატონო? - ვკითხე თაირისს.
- ადრე ვიჩხერდი. თექვსმეტის რომ ვიყავი, მაგრა ჩამითრია.
- მერე როგორ შეეშვი?
თაირისმა გაიღიმა.
- აგერ, ბრუტუსს ხომ ხედავთ?
- ცოტა ძნელი კია მისი ვერდანახვა.
- ერთხელ მოველაპარაკე, კვირაში ათას დოლარს მოგცემ,
ოღონდ არ მიმაქარვინო-მეთქი. აიღო და ჩემთან გადმოსახ-
ლდა.
რა გინდათ, კარგი მეთოდია. გაცილებით ეფექტური, ვიდრე
ბეტი ფორდთან20 გატარებული ერთი კვირა.
ბრუტუსმა მორიგი კარი გააღო. ამ ოთახს მთლად კეთილ-
მოწყობილი არ ეთქმოდა, მაგრამ უბრალო ავეჯით მაინც იყო
გაწყობილი და შუქიც ენთო; მაცივარსაც კი მოვკარი თვალი.
კუთხეში პორტატიული გენერატორი იდგა. მე და თაირისმა

20
ბეტი ფორდი - პრეზიდენტ ფორდის მეუღლე, ნნარკოდამოკი-
დებულების სამკურნალო ცენტრის დამფუძნებელი.

232 მკითხველთა ლიგა


ოთახში შევაბიჯეთ. ბრუტუსმა კარი მიხურა და დერეფანში დარ-
ჩა. მე და თაირისი მარტონი აღმოვჩნდით.
- მობრძანდით! ესეც ჩემი ოფისი, - გამოაცხადა თაირისმა.
- ერთი ეს მითხარი, ბრუტუსი დღემდე თუ გეხმარება?
თაირისმა თავი გააქნია.
- არა, ახლა მაგ საქმეს ჩემი შვილი მიკეთებს. ხომ ხვდებით?
რა თქმა უნდა, ვხვდებოდი.
- დავიჯერო, მსგავსი საქმიანობის გამო პრობლემები არ გექ-
მნება?
- პრობლემების მეტი რა მაქვს, დოკ, - მიპასუხა თაირისმა,
სკამზე ჩამოჯდა და თვალები შემომანათა. ძალიან არ მომეწონა
ის, რაც ამ თვალებში ამოვიკითხე.
- მე წესიერი ბიჭი არა ვარ, დამიჯერეთ, დოკ...
აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა და ამიტომ თემის შეცვლა ვამჯო-
ბინე.
- თაირის, დღეს ხუთ საათზე ვოშინგტონ-სკვერში უნდა ვიყო.
თაირისი საზურგეს მიაწვა.
- აბა, გადმოალაგეთ.
- გრძელი ისტორიაა.
თაირისმა ბლაგვი სამართებელი ამოიღო და ფრჩხილების
ჩიჩქნა დაიწყო.
- აი, მე ბავშვი მყავს ავად და სპეციალისტთან დამყავს, ხო
ეგრეა?
თავი დავუქნიე.
- თქვენ კი ახლა კანონთან გაქვთ პრობლემა და იგივე უნდა
გააკეთოთ.
- კარგი ანალოგიაა.
- ვხედავ, რაღაც ცუდი ამბავი ტრიალებს თქვენს თავს, დოკ, -
თქვა თაირისმა და ხელები გაშალა, - საცუდეთი კი ჩემი ქვეყა-
ნაა. აქ მე ვარ ყველაზე მაგარი გიდი.
233 მკითხველთა ლიგა
მეც ავდექი და ყველაფერი ვუამბე. უფრო სწორად, თითქმის
ყველაფერი. თავს მიქნევდა, მაგრამ, მგონი, არ სჯეროდა, რომ
იმ მკვლელობებთან კავშირი არ მქონდა. ვერც იმას ვიტყვი და-
ნამდვილებით, რომ ეს დიდად ანაღვლებდა.
- ჰო, კარგი, - თქვა ბოლოს, როცა მოვრჩი, - მომიწევს თქვე-
ნი მომზადება, ოღონდ კიდევ რაღაც უნდა გითხრათ.
- რა უნდა მითხრა?
არაფერი მიპასუხა. ოთახის კუთხეში მიდგმულ სეიფისმაგ-
ვარ კარადასთან მივიდა, გასაღები მოარგო და იქიდან იარაღი
გამოაძვრინა.
- გლოკია(გლოკი - იარაღის მწარმოებელი ავსტრიული ფირ-
მა.), ეგრე კი არ არი... - მითხრა და იარაღი გამომიწოდა.
გავშეშდი. გონებაში უცებ ამოტივტივდა შავი, სისხლიანი მო-
გონება... და უცებვე გაქრა. ღრმად აღარ შევყევი. კარგა ხნის ამ-
ბავი იყო...
ხელი გავიწვდინე და იარაღი ორი თითით დავითრიე, თით-
ქოს ცხელი იყო და ხელს მწვავდა.
- ჩემპიონი ფიშტოა, - დასძინა თაირისმა.
უარის თქმა დავაპირე, მაგრამ მივხვდი, არ იქნებოდა გონივ-
რული ნაბიჯი. უკვე ორი ადამიანის მკვლელობაში, პოლი-
ციელის ცემაში, დაპატიმრების დროს წინააღმდეგობის გაწევასა
და კანონისგან თავის არიდებაში ვიყავი ეჭვმიტანილი. იარაღის
ტარება რაღა იყო ამ ყველაფერთან შედარებით?
- დატენილია, იცოდეთ, - გამაფრთხილა თაირისმა.
- მცველის მსგავსი არაფერი უყენია?
- ახლა უკვე აღარ...
- გასაგებია, - ვთქვი და იარაღი ხელში დავატრიალე. ვიხსე-
ნებდი იმ დღეს, როცა იარაღი ბოლოჯერ მეჭირა. მესიამოვნა,
ისევ რომ ვიგრძენი მისი სიმძიმე... ფოლადის სიგრილეც
მსიამოვნებდა და ფაქტურაც. მმისი ტარი ზუსტად რომ ერგებო-
234 მკითხველთა ლიგა
და ჩემს ხელისგულს, ესეც გულზე მეფონებოდა. რაღაც ცუდად
ვიყავი ატროკებული და ეს ამბავი თვითონვე არ მომწონდა...
- ესეც აიღეთ, - მმითხრა თაირისმა და პატარა აპარატი შემო-
მაჩეჩა.
- ეს რაღაა?
- რა უნდა იყოს? მობილურია, - შემომიბღვირა თაირისმა, -
ოღონდ მოპარულ ნომერზეა. მაგით ვერ მოგაგნებენ. ხომ ხვდე-
ბით?
თავი დავუქნიე, მაგრამ რაღაც დისკომფორტი ვიგრძენი.
- ახლა მიდით და იბანავეთ, - მითხრა თაირისმა და მარჯვნის-
კენ მიმითითა, - ოღონდ შხაპი არ არის, მარტო აბაზანაა. ეგ ძუნ-
ძგლიანი უკანალი მოიბანეთ, მე კი ახალ ტანსაცმელს მოგცემთ
და მერე ბრუტუსთან ერთად პარკშიც გაგიყვანთ.
- რა უნდა გეთქვა ჩემთვის?
- ჩაიცვით და გაიგებთ.

235 მკითხველთა ლიგა


27

ერიკ ვუ ვეებერთელა, ტოტებგაფარჩხულ ხეს მისჩერებოდა.


სახე სრულიად მშვიდი ჰქონდა, ნიკაპი ოდნავ აებზიკა.
- ერიკ! - დაუძახა ლერი გენდლმა.
- იცი, ამ ხეს რა ჰქვია? - ჰკითხა ვუმ, ისე, რომ არც გან-
ძრეულა.
- არ ვიცი.
- ჯალათების თელა.
- იფ!
ვუმ გაიღიმა.
- ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ მეთვრამეტე საუკუნე-
ში ამ პარკს საჯარო დასჯისთვის იყენებდნენ.
- დიდებულია.
- აბა!
ამ დროს ორმა წელზემოთ გახდილმა მამაკაცმა მათ წინ
გორგოლაჭებით ჩაიშლიგინა. ბუმბოქსი „ჯეფერსონ ეირ-
ფლეინის“ სიმღერებს უბერავდა. ვოშინგტონ-სკვერი, რომელ-
საც ეს სახელწოდება, რა თქმა უნდა, ჯორჯ ვოშინგტონის პატივ-
საცემად ერგო, ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი იყო, რომელიც სა-
მოციან წლებს ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა, თუმცა ეს ეპოქა შიგა-
დაშიგ ხელიდან უსხლტებოდა.
სხვადასხვა ჯურის მოპროტესტეები, როგორც ყოველთვის,
ახლაც აქ იყვნენ, მაგრამ ისინი რომელიღაც ძველ სპექტაკლში
მონაწილე ქუჩის მსახიობებს უფრო მოგაგონებდნენ, ვიდრე
ნამდვილ რევოლუციონერებს. უსახლკაროებიც კი დადგმული
სანახაობის მონაწილეებს ჩამოჰგავდნენ.
- დარწმუნებული ხარ, რომ აქაურობას მთლიანად ვაკონ-
ტროლებთ? - იკითხა გენდლმა.
236 მკითხველთა ლიგა
ვუმ თავი დაუქნია, ისე, რომ ხისთვის თვალი არ მოუშორე-
ბია.
- პარკში ექვსი კაცი გვყავს. კიდევ ორი ფურგონში ზის.
გენდლმა უკან მოიხედა. თეთრ ფურგონს გვერდზე აბრა
ჰქონდა მიკრული. აბრაზე საღებავების კომპანიის სახელწოდე-
ბა (ბ&თ), ტელეფონის ნომერი ეწერა და რაღაც სასაცილო ლო-
გო ეხატა: „მონოპოლიის“(„მონოპოლია“ - პოპულარული თამა-
ში.) კაცუნას მსგავს ტიპს ხელში კიბე და ჯაგრისი ეჭირა. მოწმის-
თვის რომ ფურგონის აღწერა ეთხოვათ, ალბათ, მხოლოდ იმას
გაიხსენებდა (თუკი საერთოდ გაიხსენებდა რამეს), რომ მის
ბორტზე საღებავების კომპანიის სახელწოდება და ტელეფონის
ნომერი ეწერა.
ერთიც და მეორეც ბუნებაში არ არსებობდა.
ფურგონი მეორე მანქანის გვერდით იდგა, მანჰეტენში კი კა-
ნონიერად დაყენებული მანქანა უფრო მეტ ეჭვს იწვევდა, ვიდრე
სხვების გვერდით შემთხვევით მიყენებული მანქანა. მაინც
ფრთხილობდნენ. თუ პოლიციელი გამოჩნდებოდა, ტერიტორი-
ას სასწრაფოდ დატოვებდნენ და ფურგონს ლაფაიეტის ქუჩაზე,
ავტოსადგომში დააყენებდნენ. ნომრებსაც შეცვლიდნენ და აბ-
რასაც, მერე კი ისევ უკან დაბრუნდებოდნენ.
- ფურგონში დაბრუნდი, - უთხრა ვუმ გენდლს.
- როგორ ფიქრობ, გამოუვა?
- მეეჭვება.
- ბეკის დაპატიმრება რომ მაგ ქალს სამალავიდან გამოიყ-
ვანდა, მოულოდნელი არ იყო, მაგრამ პაემნებს თუ დაუნიშნავ-
და, აღარ მეგონა, - თქვა გენდლმა.
ერთ-ერთმა დაქირავებულმა მოთვალთვალემ - სპორტულ
ტანსაცმელში გამოწყობილმა ხუჭუჭთმიანმა კაცმა - „კინკოში“
ბეკის მონიტორზე დროულად შენიშნა გზავნილი, მაგრამ სანამ

237 მკითხველთა ლიგა


ინფორმაციას გადასცემდა, ვუმ უკვე შეაპარა ბეკის სახლში ნივ-
თმტკიცებები.
არა უშავს. ხელიდან ვერ დაუძვრებიან.
- ორივე უნდა დავიჭიროთ, მაგრამ ქალი მთავარია, - თქვა
გენდლმა.
- თუ საქმე გაჭირდა, ორივეს ვკლავთ, მაგრამ ცოცხლად და-
ჭერა სჯობს. დავაფქვევინებთ ყველაფერს...
ვუ უსიტყვოდ მისჩერებოდა ხეს.
- ერიკ, არ მისმენ?
- დედაჩემი ასეთ ხეზე ჩამოკიდეს, - თქვა უცებ ვუმ.
გენდლმა არ იცოდა, რა ეპასუხა და ჩაილაპარაკა:
- ვწუხვარ.
- ჯაშუშობა დააბრალეს. ექვსმა კაცმა ტანზე გახადა და სა-
ქონლის მათრახი დაუშინა. ოთხი საათი ურტყამდნენ, ყთან
ყველგან. სახის კანიც კი ააცალეს. ცას სწვდებოდა მისი კივილი.
ბოლომდე გრძნობაზე იყო. არა და არ ამოხდა სული...
- ღმერთო ჩემო... - ჩაილაპარაკა გენდლმა.
- რომ მორჩნენ, აი, ასეთ ხეზე ჩამოკიდეს, - განაგრძო ერიკმა
და თელაზე მიუთითა, - გაკვეთილი უნდა ყოფილიყო სხვა ჯაშუ-
შებისთვის. ორ დღეში ონადირმა და ფრინველმა ისე დაძიძგნა,
ცარიელი ძვლები ეკიდა.
ვუმ ყურსასმენები გაიკეთა და ხეს თვალი აარიდა.
- ახლა კი მართლა დროა, მოშორდე აქაურობას, - უთხრა
გენდლს.
ლერიმ ვეებერთელა თელას თვალი ძლივს მოსწყვიტა, მაგ-
რამ ბოლოს ვუს დაემორჩილა და იქაურობას გაეცალა.

238 მკითხველთა ლიგა


28

თაირისის შავი ჯინსი ამოვიცვი. წელის გარშემოწერილობა


დაახლოებით სატვირთო მანქანის საბურავისხელა ჰქონდა. რო-
გორღაც მივკეც-მოვკეცე და ქამრით დავამაგრე. შავ მაისურს
მუმუს21 მოყვანილობა ჰქონდა. თავზეც ჩამომაფხატეს რაღაც
შავი კეპი, რომელსაც გაუგებარი ლოგო ეხატა. თაირისმა ისე-
თივე შავური სათვალე მომცა, როგორსაც ბრუტუსი ატარებდა.
სააბაზანოდან რომ გამოვედი, სიცილი აუტყდა.
- მაგრა გამოიყურებით, დოკ!
- მე მგონი, ბიჭად არ დავიწუნები.
ერთიც ჩაიხითხითა და თავი გაიქნია.
- ოჰ, რა ხართ ეს თეთრები...
უცებ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და რაღაც ქაღალ-
დების დასტა მომაწოდა. გამოვართვი. ანდერძი აღმოჩნდა.
- ამაზე მინდოდა თქვენთან ლაპარაკი, - მითხრა თაირისმა.
- უკვე ანდერძებს წერ?!
- ჩემი გეგმის მიხედვით კიდევ ორი წელი მაქვს.
- რა გეგმაზე ლაპარაკობ?
- კიდევ ორი წელი ვაპირებ ამ საქმეში ყოფნას. მერე მოვკი-
დებ ბავშვს ხელს და აქედან მოვხევ. სამოციდან ორმოცი შანსი
მაქვს, რომ მოვასწრებ.
- რა უნდა მოასწრო?
თაირისმა თვალებში შემომხედა.
- ძალიან კარგად იცით.

21 მუმუ - ჰავაის მკვიდრთა გრძელი, ფართხუნა ტანსაცმელი.

239 მკითხველთა ლიგა


ვხვდებოდი, რა თქმა უნდა. იმას გულისხმობდა, რომ ამ ორი
წლის მანძილზე როგორმე უნდა ეცოცხლა.
- სად აპირებ წასვლას?
რაღაც ღია ბარათი შემომაჩეჩა. ზედ მზე, ლაჟვარდისფერი
ზღვა და პალმები ეხატა. ქაღალდი საშინლად გაცვეთილი იყო,
ეტყობა, სულ თან დაატარებდა.
- ფლორიდააა! - წაიმღერა თაირისმა, - ვიქნები იქ მოყუჩე-
ბულში... ჩემს ბავშვს აუზიც ექნება და კარგ სკოლაშიც ივლის.
არავინ დაინტერესდება, ფული საიდან მოვიტანე. ხვდებით?
ღია ბარათი დავუბრუნე.
- კი მაგრამ, მე რა შუაში ვარ?
- აი, ეს, - თქვა თაირისმა და ღია ბარათი ჰაერში ააფრიალა, -
ის გეგმაა, რომელსაც შევასრულებ, თუ სამოცივე შანსი ჩემი იქ-
ნა. აი, თუ ორმოცს ვერ ავცდი, მაშინ ეს შევა ძალაში, - თქვა და
ამჯერად მეორე ქაღალდი ააფრიალა.
- მაინც ვერ გავიგე, - ვუთხარი მე.
- ექვსი თვის წინ საქმიან ცენტრში შევირბინე. მაგარი ნოტა-
რიუსი მყავს მანდ. ერთ მიღებაში ორი ათასი ამახია. ჯოელ მარ-
კუსი ჰქვია. თუ მოვკვდი, ეს კაცი უნდა ნახოთ. ჩემი ანდერძის
შემსრულებელი თქვენ უნდა გახდეთ. ყველა ჩემი საბუთი იქ
არი. ფულს სად ვინახავ, იქ გაიგებთ.
- რატომ მაინცდამაინც მე?
- ჩემს ბიჭს ისევ თქვენ თუ მიხედავთ, დოკ.
- კი მაგრამ, ლატიშა?
თაირისმა დამცინავად ჩაიფხუკუნა.
- ლატიშა ქალია, დოკ. დღეს რომ გადავბრუნდე და მოვკვდე,
ხვალ სხვა კუროს დაუწყებს ძებნას, ხვდებით?მ მერე ისევ და-
ორსულდება, ან ისევ ჰეროინზე შეჯდება, რას გაიგებ... ქალს
როგორ უნდა ენდო, დოკ? ეგ როგორ არ იცით?! - მისაყვედურა
თაირისმა და სკამზე ჩამოჯდა.
240 მკითხველთა ლიგა
- ლატიშა თიჯეის დედაა.
- მერე რა?
- ბავშვი უყვარს...
- კი, უყვარს, მაგრამ ქალი ქალია! ეგ მაყუთი მაგას რომ მივ-
ცე, ერთ დღეში გაანიავებს. ამიტომ ანგარიში რამდენიმე ადგი-
ლას გავხსენი. ეს ფული უნდა ჩაბარდეს მეურვეს, თუ ვინც ჩემი
ფეხებია. ჰოდა, ეს მეურვე თქვენ უნდა იყოთ... თუ ლატიშას ბავ-
შვისთვის ფული დასჭირდა, ნებართვა თქვენგან უნდა აიღოს.
თქვენგან და მაგ ჯოელ მარკუსისგან.
მინდოდა, მეთქვა, ქალის დისკრიმინაციას ეწევი და ნამდვი-
ლი ნეანდერტალელი ხარ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, არ გამომი-
ვიდოდა კარგად. თაირისს ყურადღებით დავაკვირდი. რამდენი
მისნაირი მინახავს. ყოველთვის ერთ თარგზე ვჭრიდი მსგავს
ადამიანებს, ყველა მათგანს ერთ უსახურ, ბნელ მასად აღვიქ-
ვამდი და ერთ ქვაბში ვხარშავდი...
- თაირის!
თაირისი ჩემკენ მოტრიალდა.
- მოდი, თავი დამანებე და შენს საქმეს მიხედე.
პასუხად ერთი შემომიბღვირა.
- აიღე ის ფული. თუ გინდა, ერთ იმდენს კიდევ გასესხებ. წადი
ფლორიდაში და სამუშაო იშოვე. მმოჰკიდე შენს ოჯახს ხელი და
წადი, - არ ვეშვებოდი მე.
თაირისმა თავი გაიქნია.
- გესმის ჩემი?
თაირისი ადგა.
- წამოდით, დოკ, უკვე დროა.

241 მკითხველთა ლიგა


***
- ახლაც ვეძებთ!
ლანს ფეინს ლამის ბოლი ასდიოდა. ცოტაც და, სახეზე ცვი-
ლი ჩამოეღვენთებოდა. დიმონტე, როგორც ყოველთვის, იცოხ-
ნებოდა. კრინსკი უბის წიგნაკში რაღაცებს იწერდა. სთოუნი
შარვალს ექაჩებოდა. კარლსონი ახალმიღებული ფაქსის კით-
ხვით იყო დაკავებული.
- სროლაზე რას იტყვით? - იკითხა ლანსმა.
ვიღაც ფორმიანმა (კარლსონს მისი ვინაობაც არ უკითხავს)
მხრები აიჩეჩა.
- არავინ არაფერი იცის. მგონი, ამ საქმესთან კავშირი არა
აქვს.
- როგორ თუ არა აქვს?! - იღრიალა ფეინმა, - არაკომპეტენ-
ტურო დეგენერატო! გაიხსენე, როგორ დარბოდნენ და ჩხაოდ-
ნენ, თეთრი კაცი, თეთრი კაციო!
- რა ვიცი, რომ გავიკითხე, არავინ არაფერი იცის.
- უნდა მიაწვეთ! - თქვა ფეინმა, - მაგრად უნდა მიაწვეთ! ააი,
თუნდაც იმათ, ვინც ჩხაოდა. აბა,ე ეგრე როგორ უნდა გაგვექ-
ცეს?!
- დავიჭერთ, სად წავა?!
სთოუნმა კარლსონს მხარზე ხელი დაჰკრა.
- რა ხდება?
კარლსონმა არაფერი უპასუხა. დაბღვერილი იჯდა და ამონა-
ბეჭდს დასჩერებოდა. საერთოდ, სისუფთავისა და წესრიგის გი-
ჟი იყო. წარამარა ხელებს იბანდა. სახლიდან გამოსვლის წინ
კარს ასჯერ ამოწმებდა... ახლა ამ ფურცლებსაც დაჟინებით მიშ-
ტერებოდა. რაღაც არ უჯდებოდა ჭკუაში.
- ნიკ! - დაუძახა სთოუნმა.
კარლსონმა გამოიხედა.

242 მკითხველთა ლიგა


- სარა გუდჰართის საცავში რომ 38-კალიბრიანი იარაღი
იდო, თუ გახსოვს?
- რომელ საცავზე მელაპარაკები, რომლის გასაღებიც
მკვდარს ვუპოვეთ ფეხსაცმელში?
- ჰო. რას იტყვი?
კარლსონი ისევ ისე წარბგაუხსნელად იჯდა. ბბოლოს თქვა:
- ამ საქმეში ძალიან ბევრი გარღვევაა.
- რა გარღვევა?
- ჩვენ ხომ ვამტკიცებთ, რომ ის საცავი სარა გუდჰართს და
ელიზაბეთ ბეკს ეკუთვნოდა?
- მერე?
- მერე და რვა წლის მანძილზე საცავის ფულს ვინ იხდიდა?
ელიზაბეთ ბეკი მოკვდა. მკვდარი რისი გადამხდელი იყო?
- იქნებ მამამისი იხდიდა? ისე, მე მგონი, ამ კაცმა მეტი იცის
და არ გვიმხელს...
კარლსონმა აზრი ვერ მოუწონა.
- იმაზე რას იტყვი, ბეკის სახლში მოსასმენი აპარატურა რომ
აღმოვაჩინეთ?
- აბა, რა გითხრა, - მხრები აიჩეჩა სთოუნმა, - იქნებ დეპარტა-
მენტში სხვებმაც იყნოსეს რაღაც?
- მაგას აქამდე გავიგებდით. იცი, იმ იარაღის ანალიზმა რა
პასუხი მოგვცა?
- არა.
- ტყვიების ანალიზის დროს ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს.
არც არის გასაკვირი, რვა წელი გავიდა...
ტყვიების ანალიზის მოდულს ალკოჰოლის, ცეცხლსასროლი
იარაღის, თამბაქოსა და ასაფეთქებელ საშუალებათა კონტრო-
ლის ბიურო ახალჩადენილი დანაშაულების ადრინდელ დანა-
შაულებთან კავშირის მოსაძებნად იყენებდა.

243 მკითხველთა ლიგა


- სამაგიეროდ, ეროვნულმა მოკვლევის ცენტრმა ამოქექა
რაღაც. აბა, თუ გამოიცნობ, ვინ აღმოჩნდა წინა მფლობელი.
კარლსონმა სთოუნს ამონაბეჭდი გაუწოდა. სთოუნმა თვალი
გადაავლო და წაიკითხა:
- სტივენ ბეკი.
- დევიდ ბეკის მამაა, - განუმარტა კარლსონმა.
- ეგ კაცი დაღუპული არ არის?
- კი.
სთოუნმა ფურცელი დაუბრუნა.
- ეტყობა, მისმა შვილმა იარაღი მემკვიდრეობით მიიღო.
მოკლედ, ის იარაღი ბეკს ეკუთვნის.
- მისი ცოლი საცავში რისთვისღა ინახავდა ამ იარაღს, ფო-
ტოებთან ერთად?
სთოუნმა ცოტა ხანს იფიქრა.
- იქნებ შეეშინდა, რომ ქმარი ამ იარაღით მოკლავდა.
კარლსონი ისევ მოიღუშა.
- გეუბნები, რაღაც გვეპარება.
- იცი, რას გეტყვი, ნიკ, მოდი, ამ რთულ საქმეს კიდევ უფრო
ნუ გავართულებთ. ბეკი ისედაც გამოჭერილი გვყავს შეიესის
საქმეზე. დავაპატიმრებთ და ცამდე მართლებიც ვიქნებით. ამ
ცოლს კიდევ თავი დავანებოთ. ასე არ სჯობს?
- როგორ თუ თავი დავანებოთ?! - თვალები დაუბრიალა კარ-
ლსონმა.
სთოუნმა ჩაახველა და ხელები გაშალა:
- აბა, შენ თვითონ დაუფიქრდი, შეიესის საქმეს ისე მივარ-
ჭობთ, როგორც არაფერი. ეს ცოლი კიდევ... კარგი რა, რვა წე-
ლი გავიდა უკვე! თან რა გვაქვს ხელში? აბევრი არაფერი. ეეგ-
რე, ჰაერიდან ხომ ვერ წავუყენებთ ბრალს? ძალიან გვიანია,
გაიგე! რატომ უნდა ავიტკივოთ აუტკივარი თავი...
- რას ბოდიალობ?! - შეუტია კარლსონმა.
244 მკითხველთა ლიგა
სთოუნი ახლოს მიუჩოჩდა და ჩასჩურჩულა:
- რომ იცოდე, ბიუროში ზოგიერთს სულაც ურჩევნია, რომ მაგ
საქმეში ქექვას შევეშვათ.
- მაგალითად, ვის?
- მნიშვნელობა არა აქვს, ნიკ. ახლა ყველას ერთი ინტერესი
უნდა გვქონდეს. თუ გაირკვა, რომ ელიზაბეთ ბეკი ქილროის არ
მოუკლავს, დიდი სიბინძურე ამოტივტივდება. ქილროის ადვო-
კატი კი ახალ სასამართლოს მოითხოვს. ეს გვინდა?!
- ქილროის სასამართლოზე ელიზაბეთ ბეკის საქმე ჯერ არც
განუხილავთ.
- ასეა, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ქილროის ნახელავად ჩავთვა-
ლეთ ეს ამბავი, ეახლა კი ეჭვების შეტანა და წყლის ამღვრევა
ნამდვილად აღარ ღირს.ა ასე უფრო სუფთად გამოვალთ.
- არ მინდა სუფთად გამოსვლა, სიმართლე მინდა! - აყვირდა
კარლსონი.
- სიმართლე ყველას გვინდა, ნიკ, მაგრამ სამართალი კიდევ
უფრო სასურველია, ხომ ასეა? ბეკს რებეკა შეიესის გამო სამუ-
დამო პატიმრობა არ ასცდება; ქილროი ხო ზის და ზის. სხვა რა-
ღა დარჩა?
- ტომ, გეუბნები, რაღაც ვერ არის რიგზე...
- შენ სულ მაგას გაიძახი, მაგრამ მე ვერაფერს ვხედავ. აკი
პირველად შენ გამოთქვი აზრი, ბეკმა ცოლი თვითონ მოკლაო!
- ჰო, ასე იყო, - თქვა კარლსონმა, - მაგრამ მე ცოლზე ვთქვი
და არა რებეკა შეიესზე.
- ვერ გავიგე...
- შეიესის მკვლელობა ამ სიტუაციაში საერთოდ არ ჯდება.
- რას ამბობ! პირიქით, წონას მატებს! შეიესმა რაღაც იცოდა.
როცა ბეკმა დაინახა, რომ ჩვენ ვართ ჩარეულები, ეგრევე
მოაკეტინა.
კარლსონი წარბგაუხსნელად იჯდა.
245 მკითხველთა ლიგა
- ახლა არ მითხრა, რომ ბეკის გუშინდელი ვიზიტი შეიესის
სტუდიაში (თან მაინცდამაინც მაშინ, როცა ჩვენ მივაწექით) უბ-
რალო დამთხვევა იყო!
- არა, მაგას ვერ ვიტყვი, - უპასუხა კარლსონმა.
- აბა, რაღა გაფიქრებს? ნუთუ ვერ ხედავ? შეიესის მკვლელო-
ბა ზუსტად ჯდება ამ საქმეში. კოხტად და ლამაზად.
- ოღონდ ზედმეტად კოხტად და ლამაზად... - ჩაილაპარაკა
კარლსონმა.
- ოჰ, კარგი, რა...
- ერთ რამეს გკითხავ, ტომ: როგორ ფიქრობ, რამდენად კარ-
გად იყო ორგანიზებული და შესრულებული ბეკის ცოლის
მკვლელობა?
- მშვენივრად გაართვა თავი იმ მამაძაღლმა.
- ეგრეა. ყველა მოწმე მოკლა.გ გვამები მოიშორა. ის თავ-
სხმა რომ არ წამოსულიყო და ის დათვი რომ არ გვენახა, დღეს
ხელში არაფერი გვექნებოდა... თუმცა მაინც ვერაფერს ვუმტკი-
ცებთ. ახლა რაღამ გამოაშტერა? იცის, რომ კვალში ვუდგა-
ვართ, იცის, რომ რებეკას ასისტენტი აუცილებლად დაადასტუ-
რებს რებეკასთან მის სტუმრობას მკვლელობის წინადღით... ასე
რამ გააგიჟა, რომ იარაღი ავტოფარეხში შეინახა, ხელთათმანე-
ბი კი ურნაში ჩაყარა?!
- მარტივი ამბავია: ჩქარობდა. ცოლის შემთხვევაში დრო ოხ-
რად ჰქონდა. აქ კი - არა, - თქვა სთოუნმა.
- ეს თუ ნახე? - ჰკითხა კარლსონმა და მოთვალთვალეების
ანგარიში გაუწოდა.
- ამ დილით ბეკმა სამედიცინო ექსპერტს მიაკითხა. რატომ?
- არ ვიცი. იქნებ იმაში უნდოდა დარწმუნება, რომ ექსპერტის
დასკვნაში მისი მამხილებელი ფაქტები არ არის.
კარლსონი ისევ უკმაყოფილოდ დაიჭყანა. ისე მოუნდა ხელე-
ბის დაბანა, რომ ქავილიც კი დაეწყო.
246 მკითხველთა ლიგა
- რაღაც გვეპარება, ტომ, - გაიმეორა ისევ.
- არ ვიცი, არ ვიცი... ყველა შემთხვევაში უნდა დავიჭიროთ
და მერე გავერკვევით, - უპასუხა სთოუნმა.
სთოუნი ფეინთან შესახვედრად წავიდა, კარლსონმა კი თა-
ვის ეჭვებს გასაქანი მისცა. კიდევ ერთხელ კარგად ჩაუფიქრდა
ბეკის ამასწინანდელ ვიზიტს პათანატომთან. შემდეგ ყურმილი
აიღო, ცხვირსახოცით გაწმინდა და ნომერი აკრიფა:
- სასექსის ოლქის სამედიცინო ექსპერტთან დამაკავშირეთ,
თუ შეიძლება.

247 მკითხველთა ლიგა


29

ადრე, დაახლოებით ათი წლის წინ, დასავლეთ 23-ე ქუჩაზე,


სასტუმრო „ჩელსიში“, მისი მეგობრები ცხოვრობდნენ. აამ სას-
ტუმროში ტურისტებიც ჩერდებოდნენ და მუდმივი კლიენტებიც.
ყველა ჯურის ხალხი იყო და ყველა თავისებურად უბერავდა:
მხატვრები, მწერლები, სტუდენტები, „მეტადონზე“ შემჯდარი
ახალგაზრდები...
შავი ლაქით შეღებილ ფრჩხილებს, მათეთრებლებით გადათ-
ხიპნილ სახეებს, გასწორებულ თმას და სხვა მსგავს რაღაცებს
აქ ჯერ კიდევ მაშინ ნახავდით, სანამ ეს ყველაფერი მეინსტრი-
მად22 გადაიქცეოდა. გ მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.
აქ ანონიმურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ხელსაყრელი პი-
რობები იყო.
...ქუჩაში ერთი ნაჭერი პიცა შეჭამა და ამ სასტუმროში დარე-
გისტრირდა. მას შემდეგ ოთახიდან გამოსვლას ვეღარ ბედავდა.
ნიუ-იორკი...
ოდესღაც ამ ქალაქს მშობლიურად მიიჩნევდა, მაგრამ ბოლო
რვა წლის მანძილზე აქ მხოლოდ მეორედ ჩამოვიდა.
როგორ მოენატრა აქაურობა...
გავარჯიშებული მოძრაობით სწრაფად შეიჩურთა თმა პარი-
კის ქვეშ... ამჯერად ქერა პარიკი ეხურა, მუქი ძირებით. წვრილ-
ჩარჩოიანი სათვალე გაიკეთა და პირში იმპლანტები ჩაიდო. სა-

22მეინსტრიმი (ინგლ. Mainstream - „ძირითადი დინება“) —


ტერმინი, რომელიც რომელიმე სფეროში გაბატონებულ თვალ-
საზრისს გულისხმობს. განსაკუთრებით ხშირად ეს ტერმინი ხე-
ლოვნების (მაგ., მუსიკა, ლიტერატურა და საშემსრულებლო ხე-
ლოვნება) მიმართ გამოიყენება.

248 მკითხველთა ლიგა


ხის ფორმა უცებ შეეცვალა. ხელები უკანკალებდა. სამზა-
რეულოს მაგიდაზე თვითმფრინავის ორი ბილეთი იდო. იმ ღა-
მით „ბრითიშ ეირვეისის“ 174-ე რეისით კენედის აეროპორტი-
დან ჰჰითროუს აეროპორტში უნდა გაფრენილიყო. იქ საკონტაქ-
ტო პირი დახვდებოდა და ახალ საბუთებს გადასცემდა. მერე
გეთვიქიდან დღის მატარებლით კენიაში, ნაირობიში უნდა გადა-
სულიყვნენ; იქიდან ჯიპით ტანზანიის ერთ მთისძირა მხარეს,
მაუნტ-ნერუს მიადგებოდნენ, მერე კი ფეხით სამდღიანი მოგ-
ზაურობა ელოდათ.
თუ იქაურობას მიაღწევდნენ (ეს კი ის უიშვიათესი ადგილი
იყო პლანეტაზე, სადაც არც ელექტროგაყვანილობა არსებობ-
და, არც რადიო და არც ტელევიზია), სრული თავისუფლება
ელოდათ.
ბილეთებზე შემდეგი გვარ-სახელები ეწერა: ლაიზა შერმანი
და დევიდ ბეკი.
პარიკი კიდევ ერთხელ გაისწორა და სარკეში საკუთარი გა-
მოსახულება შეათვალიერა. ცრემლმა თვალები დაუბინდა. კი-
დევ ერთხელ გაახსენდა ტბა... გულში იმედმა გაიღვიძა და პირ-
ველად არ გააკეთა არაფერი იმისთვის, რომ ეს იმედი ჩაეხშო.
გაღიმებაც კი სცადა და სარკეს ზურგი შეაქცია. ლიფტით სას-
ტუმროს ფოიეში ჩავიდა და 23-ე ქუჩისკენ გაუხვია. პარკამდე
ფეხით ჩასეირნებას აპირებდა.

***
თაირისმა და ბრუტუსმა ქუჩის კუთხეში ჩამომსვეს. პარკამდე
ოთხი კვარტალი იყო გასავლელი. ამ ადგილებს კარგად ვიც-
ნობდი. ელიზაბეთი და რებეკა ოდესღაც აქ ბინას ქირაობდნენ.
მახსოვს, ძალიან გაუტკბათ მაშინ თავიანთი ავანგარდულობა
249 მკითხველთა ლიგა
ვესტ-ვილიჯის ამ „ბუნაგში“, - ერთი მოდური ფოტოგრაფი იყო,
მეორე კი - სოციალურად დაუცველთა ადვოკატი. ბოჰემური
ცხოვრება სწყუროდათ, რადგან ძირითადად რესპექტაბელურ
გარეუბანში გაზრდილ ახალგაზრდებთან უწევდათ ურთიერთო-
ბა, კარიერაზე გადაყოლილები რომ იყვნენ და ვითომ რევოლუ-
ციონერობაზე რომ დებდნენ თავს. გულახდილად რომ გით-
ხრათ, ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამდი, მაგრამ სა-
წინააღმდეგოც არაფერი მქონდა.
იმ დროს კოლუმბიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ფორმა-
ლურად ჰეივენ-ავენიუზე ვცხოვრობდი, იმ საავადმყოფოს ახ-
ლოს, რომელიც ახლა ნიუ-იორკის პრესვიტერიანული კლინი-
კის სახელწოდებით არის ცნობილი, მაგრამ რეალურად დროის
უმეტეს ნაწილს გოგოებთან ვატარებდი. კარგი დრო იყო.
ნახევარი საათი დარჩა ჩვენს პაემნამდე...
ქუჩას ჩავუყევი და იმ უბანს მივადექი, რომელსაც ნიუ--
იორკის უნივერსიტეტი მთლიანად დაჰპატრონებია და ყველა-
ფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გაგრძნობინოს. ყველგან ხას-
ხასა წითელი, ლოგოებიანი დროშები ფრიალებს. ეს მახინჯი ფე-
რი გრინვიჩ-ვილიჯის შენობების დინჯ აგურისფერთან ერთგვარ
კონტრასტს ქმნის. ჩემი აზრით, ასეთი ლიბერალური ანკლავის-
თვის შეუფერებლად მესაკუთრული ფერია, მაგრამ რას იზამ...
დავიჯერო, დანიშნულ ადგილზე დამხვდება?
გული საგულეში აღარ მქონდა, მაგრამ მაინც არ გავრბოდი.
ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და არ მეფიქრა იმაზე,
რაც ერთ ან ორ საათში, სავარაუდოდ, მელოდა. ამასწინანდე-
ლი შეხლა-შემოხლის დროს მოყენებული იარები მეწვოდა და
მექავებოდა. ერთ-ერთი შენობის ვიტრინაში საკუთარი გამოსა-
ხულება დავლანდე. ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი ნათ-
ხოვარ ტანსაცმელში. დაწყებითი კლასის განგსტერი. აი, ვინ ვი-
ყავი.
250 მკითხველთა ლიგა
შარვალი მძვრებოდა. ცალი ხელით შარვალს ვექაჩებოდი
და თან ვცდილობდი, დინჯად და მოზომილად მევლო.
ახლა ელიზაბეთი პარკში დამხვდება...
უკვე ჩანდა კიდეც იქაურობა. პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ
ნაწილამდე ერთი კვარტალი იყო დარჩენილი. ჰაერში რაღაც
შარიშური ისმოდა. იქნებ ქარიშხალი იწყება-მეთქი, გავიფიქრე,
მაგრამ ახლა ისეთ ჭკუაზე ვიყავი, რომ ეს ვარაუდი ჩემი დაქო-
ქილი წარმოსახვის ნაყოფიც შეიძლებოდა ყოფილიყო...
ვცდილობდი, თავი არ ამეწია. იქნებ ჩემმა ფოტომ უკვე ტე-
ლევიზიამდე მიაღწია? იქნებ ეთერში გაფრთხილებებიც კი ის-
მის, ამ და ამ კაცს ვეძებთო... მეეჭვებოდა, მაგრამ თვალებს მა-
ინც არ ვაცილებდი ასფალტს.
ნაბიჯს ავუჩქარე. ვოშინგტონ-სკვერი ზაფხულში ყოველთვის
ზედმეტად აფორიაქებული მეჩვენება. ძალიან ბევრი რამ ხდება
ერთდროულად, თან უკიდურესად დაძაბულ რიტმში. „ხელოვნუ-
რად შექმნილი უკიდურესობა“ - ასე ვეძახი ხოლმე ამ მოვლე-
ნას. აქ ყველაზე მეტად ჭადრაკის მაგიდები მიყვარდა, სადაც
მუდმივად თავს იყრიდა ადამიანთა ჯგუფი. ზოგჯერ მმეც ვთამა-
შობდი. მშვენივრად გამომდიოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ
ამ პარკში თანასწორობის ყველაზე უტყუარი გარანტი სწორედ
ჭადრაკი იყო. მდიდარი, ღარიბი, შავი, თეთრი, უსახლკარო და
ფუფუნებაში მცხოვრები - ყველა ერთმანეთის ტოლი ხდებოდა
ამ ძველისძველი, შავ-თეთრი ფიგურების წინაშე. ყველაზე მაგა-
რი მოთამაშე ერთი შავკანიანი ტიპი იყო, რომელიც ჯულიანამ-
დელ ნიუ-იორკში დღის პირველ ნახევარს, ძირითადად, მანქა-
ნების წმენდაში ატარებდა. დადიოდა ჯაგრისით და მანქანის
მფლობელებს არ ასვენებდა, რომ ცოტაოდენი ხურდა ჩაეგდო
ხელში.
არა, ჯერ არ ჩანს...
გრძელ სკამზე ჩამოვჯექი.
251 მკითხველთა ლიგა
კიდევ თხუთმეტი წუთია დარჩენილი...
კიდევ უფრო მეტად მომეწურა გული. ასე შეშინებული არასო-
დეს ვყოფილვარ. გამახსენდა, რა გაკვეთილი ჩამიტარა შონამ.
ნუთუ მართლაც გაყალბებული იყო ის ვიდეო?! და თუ ასეა, რა
უნდა ვქნა?! თუ ელიზაბეთი ამჯერად მართლა მკვდარი აღმოჩ-
ნდა, როგორ უნდა ვიცხოვრო?! კმარა! შევუძახე ჩემს თავს. სრუ-
ლიად უსარგებლო სპეკულაციებია. ენერგიის ფუჭი ფლანგვაა
და სხვა არაფერი... ელიზაბეთი ცოცხალი უნდა ყოფილიყო.
სხვა არჩევანი აღარ არსებობდა.
დავჯექი და დაველოდე.

***
- აქ არის, - ჩაილაპარაკა მობილურ ტელეფონში ერიკ ვუმ.
ლერი გენდლმა ფურგონის დაბურული ფანჯრიდან გამოიხე-
და. დევიდ ბეკი მართლაც იმ ადგილას დაჯდა, სადაც ვარაუდობ-
დნენ. ქუჩის ბიჭივით იყო ჩაცმული. სახე დაკაწრული და დაბეჟი-
ლი ჰქონდა.
გენდლმა თავი გაიქნია.
- ერთი ეს გამაგებინა, როგორ მოახერხა თავის დაძვრენა?!
- მაგის გარკვევას ყოველთვის მოვასწრებთ, - წაიმღერა ვუმ.
- ძალიან ფრთხილად უნდა ჩავატაროთ ეს ოპერაცია, ერიკ.
- კი, ეგრეა.
- ყველა ადგილზეა?
- აბა, როგორ...
გენდლმა საათს დახედა.
- წესით, ეს ქალი რამდენიმე წუთში უნდა გამოჩნდეს.

252 მკითხველთა ლიგა


***
სალივანისა და ტომპსონის ქუჩებს შორის მოქცეულ
ვოშინგტონ-სკვერში ყველაზე დიდებული და თვალში საცემი შე-
ნობა იყო ყავისფერი აგურის მაღალი კოშკი, რომელიც პარკის
სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს
კოშკი ჯადსონის აწ უკვე ძეგლად ქცეული ტაძრის ნაწილი იყო.
სინამდვილეში ბოლო ოცწლეულის მანძილზე კოშკში ნიუ--
იორკის უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი
და ოფისები იყო განლაგებული. ამიტომ კოშკის სახურავზე ადა-
მიანის დანახვა არავის გაუკვირდებოდა.
...აქედან მთელი პარკი ჩანდა. რომ გადმოიხედა, ტირილი
წასკდა.
ბეკი მოვიდა. უცნაური ტანსაცმელი ეცვა. ალბათ, გაფრთხი-
ლება გაითვალისწინა. ხედავდა, როგორ იჯდა იმ გრძელ სკამზე,
მარტო, როგორ ელოდა, როგორ უკანკალებდა მარჯვენა ფეხი...
ასე სჩვეოდა ყოველთვის, ნერვიულობის დროს...
ამოიხვნეშა და წყნარად, წყნარად წარმოთქვა ბეკის სახე-
ლი.საკუთარ ხმაში ტკივილი და ტანჯვა იგრძნო... თან თვალს
ვერ აცილებდა იმ ადგილს, სადაც ბეკი იჯდა.
ეს რა ქნა? ეს რა სისულელე დაემართა...
თავს ძალა დაატანა, რომ სხვაგან გაეხედა. მმუხლები აუკან-
კალდა, კედელს მიეყრდნო და იქვე ჩაიკეცა.
ბეკი მოვიდა. მასთან მოვიდა... მაგრამ სხვებიც რომ მოვიდ-
ნენ?!
ამაში დარწმუნებული იყო, რადგან სამი მათგანი უკვე
დააფიქსირა. ეს ყველაზე ცოტაა. იქნებ მეტნიც არიან... რაღაც
საღებავების ფირმის ფურგონიც დგას...ფ ფირმას B&T ჰქვია...
ფურგონის ბორტზე მიწერილი ნომერი აკრიფა, მაგრამ ვერ
გავიდა. ცნობათა ბიუროში გადარეკა. ასეთი ფირმა არ არსე-
ბობსო, უთხრეს...
253 მკითხველთა ლიგა
რამდენი სიფრთხილე გამოიჩინა, მაგრამ მაინც მოლაგდნენ.
ამათ რა გამოეპარება. ახლა ორივეს დაიჭერენ...
თვალები დახუჭა. რა სისულელე დაემართა! რატომ ეგონა,
რომ შეძლებდა? ასეთი რამ როგორ დაუშვა, როგორ?! ემოციამ
ფხიზელ გონებას აჯობა. ახლა უკვე კარგად ხედავდა ამას. თავს
იტყუებდა, რომ ის საშინელება (ტბასთან ორი გვამი რომ იპო-
ვეს) ღვთის წყალობად შემოუბრუნდებოდა.
იდიოტი...
ჩამოჯდა და ბეკისკენ კიდევ ერთხელ გააპარა თვალი. გული
ერთბაშად ისე ჩაუვარდა, როგორც ჭაში ნასროლი ქვა... რა
მარტოსული, პატარა, დაუცველი და უმწეო ჩანდა ახლა ბეკი...
ნეტავ თუ შეეგუა მის სიკვდილს? ალბათ, შეეგუა... ნეტავ მომ-
ხდარს ბოლომდე თუ მოერია და ცხოვრება ხელახლა თუ ააწყო?
ალბათ, ასეა. მაშ, რა გამოდის? კაცმა სული ძლივს მოიბრუნა,
მისი სიბრიყვის გამო კი ისევ უნდა აერიოს ცხოვრება...
კვლავ მოადგა ცრემლები...
თვითმფრინავის ორი ბილეთი ამოიღო... მ
მზადყოფნა. მუდმივი მზადყოფნა - აი, რა იყო წლების მან-
ძილზე მისი გადარჩენის ერთადერთი მიზეზი. ნებისმიერი
მოულოდნელობისთვის მზადყოფნამ მოიყვანა აქამდე. ამიტო-
მაც დაგეგმა ეს პაემანი აქ, საჯარო ადგილას, რომელსაც ასე
კარგად იცნობდა. ეგონა, ამ უპირატესობით ისარგებლებდა.
თავსაც არ უტყდებოდა ამაში, მაგრამ იცოდა, სულ იცოდა, რომ
ეს შესაძლებლობა (უფრო სწორად, ალბათობა) ყოველთვის არ-
სებობდა.
და აი, ყველაფერი დამთავრდა. საბოლოოდ ჩაირაზა პატარა
სარკმელი, რომელიც შეუმჩნევლად, ძლივძლივობით გაიღო.
უკან გაბრუნების დროა, თან კენტად და ამჯერად... სამუდამოდ.
ნეტავ რას იზამს ბეკი? კომპიუტერის წვალებას გააგრძელებს
იმ გზავნილების მოლოდინში, რომლებიც აღარასდროს მიუვა?
254 მკითხველთა ლიგა
უცნობების სახეებს დააკვირდება ქუჩაში - იქნებ მათში ელიზა-
ბეთი შევიცნოო? თუ დაივიწყებს და ჩვეულ ცხოვრებას გაუყვე-
ბა?.. შენ თვითონ რა გინდა? რა უფრო გაწყობს?
მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია გადარჩენა. ბეკი მაინც უნ-
და გადარჩეს. შენ კი სხვა არაფერი დაგრჩენია, წასვლის გარ-
და...
დიდი გაჭირვებით მოაცილა თვალი ბეკს და კიბეს ჩაუყვა.
კოშკის უკანა კარი პირდაპირ ქუჩაში გადიოდა, ასე რომ, პარ-
კში ფეხიც არ შეუდგამს. რკინის მძიმე კარი გააღო და შენობი-
დან ქუჩაში გავიდა. ქუჩის კუთხეში ტაქსი გააჩერა, საზურგეს მი-
ეყრდნო და თვალები დახუჭა.
- საით? - ჰკითხა მძღოლმა.
- კენედის აეროპორტში, - იყო პასუხი.

255 მკითხველთა ლიგა


30

ძალიან ბევრი დრო გავიდა.


მაინც ვიჯექი და ველოდი. შორიდან ვხედავდი პარკის ღირ-
სშესანიშნაობას - მარმარილოს თაღს. არსებობს ვარაუდი, რომ
თაღი საუკუნის დასაწყისში ცნობილმა არქიტექტორმა, სტენ-
ფორდ უაითმა ააგო. იგი თავის დროზე ახალგაზრდა ქალის გა-
მო, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს. არ მესმის იმ ხალხის, ვინც
ასლების შექმნაზე დროს კარგავს. არავისთვის საიდუმლოს არ
წარმოადგენს, რომ ეს არის ნნამდვილი პლაგიატი - პარიზის
ტრიუმფალური თაღის ზუსტი ასლი... ნიუიორკელების გამკვირ-
ვებია. ხედავენ, რომ აშკარა ფაქსიმილიასთან აქვთ საქმე და მა-
ინც გიჟდებიან. გაუგებარია...
თაღთან ახლოს მისვლა ბოლო დროს აკრძალული იყო. გარ-
შემო დაახლოებით ისეთივე მავთულის ღობე ერტყა, როგორიც
წეღან ბრონქსში ვნახე. გრაფიტის მოყვარულებისგან იცავდნენ,
როგორც ჩანს... საერთოდ, ამ პარკში მესრების ცვენაა. მოლით
დაფარულ ყველა ადგილს მესერი აქვს შემოვლებული, ზოგან
ორმაგიც კი.
სად არის, სად?!
შორიახლოს მტრედები დაბაჯბაჯებდნენ და ისეთი მესაკუთ-
რული იერი ჰქონდათ, რომ ცოტა არ იყოს პოლიტიკოსებს ჩა-
მოჰგავდნენ. ახლოს მომიჩოჩდებოდნენ, ჩემს ბოტასებს ჩაუნის-
კარტებდნენ და მერე გულგატეხილები ამომხედავდნენ, თით-
ქოს სწყინდათ, რომ სპორტული ფეხსაცმელი საკენკად უვარგი-
სი იყო.
- ეს ტაის ადგილია, - გამომელაპარაკა უცებ ერთი მაწანწა-
ლა, რომელსაც ქუდზე ბზრიალა ჰქონდა დამაგრებული და ვამ-
პირის ხელოვნური ყურები ეკეთა.
256 მკითხველთა ლიგა
- ჰოო... - გავეპასუხე მეც.
- ტაი უყრის ხოლმე საკენკს. ამიტომ ძალიან უყვართ.
- ჰოოო... - ისევ ჩავიდუდღუნე.
- იმიტომ მოგიჩოჩდნენ... ტაი ჰგონიხართ... ან ტაის მეგობა-
რი.
- ჰოო...
საათს დავხედე. თითქმის ორი საათი გასულიყო ამ ლოდინ-
ში. არავინ ჩანდა. ალბათ, რაღაც მოხდა...
ისევ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ის გზავნილები ციფრული
თაღლითობის ნაყოფი იყო, მაგრამ ეს ვარაუდი მაშინვე უკუვაგ-
დე. ვამჯობინე, ისევ იმ აზრზე დავრჩენილიყავი, რომ ისინი ნამ-
დვილად ელიზაბეთისგან მომდიოდა. თუ თაღლითობაა, ბოლოს
მაინც გავიგებ-მეთქი, დავასკვენი.
რაც უნდა მოხდეს, მაინც მიყვარხარ...
აი, რა ეწერა ბოლო გზავნილში. რაც უნდა მოხდეს. რა უნდა
მომხდარიყო? რაღაც ვერ იყო რიგზე... როგორც ჩანს, მისი აზ-
რით, ყველაფერი უნდა დამევიწყებინა და ჩვეული ცხოვრება გა-
მეგრძელებინა.
არა, დავიკიდებ... არ ვიფიქრებ ამაზე...
უცნაური იყო: გასრესილი, პოლიციის მიერ დევნილი, სიქა-
გამოცლილი, ნაგვემი და ლამის შეშლის პირას მყოფი კაცი ბევ-
რად მეტ შინაგან ძალას ვგრძნობდი ახლა, ვიდრე ოდესმე. არ
ვიცი, რატომ ხდებოდა ასე; ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი -
ამას ხელიდან აღარ გავუშვებდი. მხოლოდ ელიზაბეთმა იცოდა,
რას ნიშნავდა კოცნის დრო, ლედი ღამურა, „თინეიჯერი მუსუსე-
ბი“... ესე იგი, სწორედ ელიზაბეთი მიგზავნიდა იმ წერილებს...
ან სხვა ვინმეს აგზავნინებდა. ყველა შემთხვევაში ელიზაბეთი
ცოცხალი იყო. ამ გზას უნდა მივყოლოდი. სხვა გზა ჩემთვის
აღარ არსებობდა.
ახლა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა მეფიქრა.
257 მკითხველთა ლიგა
ჩემი ახალი ფიჭური ტელეფონი ამოვიღე,ნ ნიკაპი მოვიქექე
და უცებ ახალი აზრი მეწვია. ღილაკებს დავაჭირე. შორიახლოს
უცნობი მამაკაცი იჯდა და საეჭვოდ დიდხანს კითხულობდა გა-
ზეთს. ერთი-ორჯერ მზერაც გამოაპარა ჩემკენ. არ მომწონდა ეს
ამბავი. თავის დაზღვევა ვამჯობინე, სკამიდან წამოვდექი და მო-
შორებით გავჩერდი, რომ არაფერი გაეგონა.
ყურმილი შონამ აიღო.
- ალო!
- მოხუცი თედის ტელეფონი! - ჩავძახე სასწრაფოდ.
- ბეკი ხარ? ერთი გამაგებინე, სად ჯანდაბაში დაიარები?
- სამი წუთი...
ვთქვი და გავთიშე. ეჭვი მქონდა, რომ შონასა და ლინდას ტე-
ლეფონებს უსმენდნენ. პოლიცია, სავარაუდოდ, სიტყვასიტყვით
გაიგებდა ჩვენს საუბარს. შონასა და ლინდას კარის მეზობელი
ჰყავდათ - მოხუცი ქვრივი, თეოდორ მელოუნი. შონა და ლინდა
დროდადრო აკითხავდნენ ხოლმე.ბ მისი ბინის გასაღებიც კი
ჰქონდათ. სწორედ ამ ბინაში გადავწყვიტე დარეკვა. იქაურ ტე-
ლეფონზე ფედებსა და პოლიციელებს ყური არ მიუწვდებოდათ.
ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით...
ნომერი ავკრიფე.
შონა ძლივს სუნთქავდა:
- გისმენ.
- შენი დახმარება მჭირდება.
- საერთოდ აზრზე ხარ, რა ხდება?!
- რამდენადაც ვიცი, დიდი ნადირობა მიდის ჩემზე.
საუბრისას უცნაურ სიმშვიდეს ვგრძნობდი, თუმცა ის მაინც
მოჩვენებითი იყო...
- ბეკ, უნდა გამოჩნდე.
- მე არავინ მომიკლავს.
- ვიცი, მაგრამ, თუ ასე იყიალე...
258 მკითხველთა ლიგა
- მეხმარები თუ არა? - გავაწყვეტინე.
- მითხარი, რა უნდა ვქნა?
- მკვლელობის დრო უკვე დაადგინეს?
- მკვლელობა სადღაც შუაღამისას მოხდა. ცოტა გაუჭირდათ
ამ გრაფიკში გარკვევა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ სახლიდან ჩე-
მი წასვლის შემდეგ გახვედი.
- კარგი. მაშინ ერთი თხოვნა შემისრულე.
- მიდი.
- ქლოე გარეთ უნდა გაიყვანო.
- ვინ ქლოე? შენი ძაღლი?
- ჰო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ გასეირნება სჭირდება.

***
- ამ წუთში ტელეფონით ლაპარაკობს. კაცი მივუჩინე, მაგრამ
არაფერი ესმის. შორს დგას, - უთხრა ერიკმა გენდლს მობილუ-
რი ტელეფონით.
- ნეტავ თუ მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ...
- მგონი, კი.
- მაშინ, ალბათ, შეხვედრის გადასადებად რეკავს.
ვუმ არაფერი უპასუხა. ხედავდა, როგორ ჩაიდო ბეკმა ტელე-
ფონი ჯიბეში და გასასვლელისკენ დაიძრა.
- პრობლემა გვაქვს, - თქვა ვუმ.
- რა ხდება?
- მგონი, მიდის.
გენდლს წამით ხმა ჩაუწყდა. ვუ პასუხს დაელოდა.
- ერთხელ უკვე წაგვივიდა ხელიდან, - თქვა გენდლმა.
259 მკითხველთა ლიგა
ვუმ არაფერი უპასუხა.
- მეორედ ვეღარ გავრისკავთ, ერიკ. მმიდი, ეცი ახლავე. და-
აფქვევინე ყველაფერი და მოვრჩეთ.
ერიკმა ფურგონისკენ გაიხედა, თანხმობის ნიშნად თავი და-
აქნია და მერე ბეკისკენ დაიძრა.
- ეგრე ვიზამ, - უთხრა გენდლს.

***
გარიბალდის ხმალამოწვდილ ქანდაკებას ჩავუარე...
რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან კარგად ვიცოდი,
საითაც მივდიოდი. ქილროისთან ვიზიტი ამჯერად გამორიცხუ-
ლი იყო, მაგრამ აი, ელიზაბეთის დღიურში რომ დაშავებულთა
ადვოკატის, პიტერ ფლენერის ინიციალები ამოვიკითხე, ეს პი-
როვნება უნდა მენახა. თავისუფლად შემეძლო მის ოფისში წას-
ვლა და გასაუბრება. წარმოდგენა არ მქონდა, რას მეტყოდა,
მაგრამ აქტიური მოქმედება მერჩივნა. ეეს კარგი სტარტი იქნე-
ბოდა, დანარჩენს კი მერე მივხედავდი.
ჩემგან ხელმარჯვნივ სათამაშო მოედანი იყო. სულ რამდენი-
მე ბავშვს მოვკარი თვალი. სამაგიეროდ, მეორე მხარეს, საყო-
ველთაოდ ცნობილი და განდიდებული „ჯორჯ დოგ პარკი“ გა-
ძეძგილი იყო ბენდენაწაკრული ცუგებით და იმ ხალხით, ვინც
მათ მშობლების მაგივრობას უწევდა. სცენაზე ორი კაცი ჟონ-
გლიორობდა. პონჩოებში გამოწყობილი სტუდენტების ერთი
ჯგუფი მიწაზე წრიულად იჯდა.
უცებ ქერად თმაშეღებილი აზიელი დავინახე. „ფანტასტიკუ-
რი ოთხეულის“ პერსონაჟს - თინგს ჰგავდა. მმარჯვნიდან შემო-
მიარა. უკან მოვიხედე. გაზეთიანი კაცი სადღაც წასულიყო.

260 მკითხველთა ლიგა


ესეც ასე... სანამ იქ ვიყავი, არ მომშორებია. ახლა კი ზუსტად
იმ დროს წავიდა, როცა იქაურობას გავეცალე. დამთხვევაა? მა-
გასაც ვნახავთ...
მდევარი გეყოლება...
აი, რა ეწერა გზავნილში. აქ „სავარაუდო და შესაძლო“ მდე-
ვარზე ნამდვილად არ იყო საუბარი; გზავნილის ავტორმა კარ-
გად იცოდა, რასაც მეუბნებოდა. კიდევ ცოტა გავიარე და ჩავ-
ფიქრდი.
გამორიცხულია! მმას მერე, რაც მე დღეს გადამხდა, ვინც უნ-
და ამეკიდოს, ბოლომდე ვერ მიმყვება. მაგალითად, ის გაზე-
თიანი ტიპი, ბოლომდე ნამდვილად ვერ გამომყვებოდა. ყოველ
შემთხვევაში, ვერ წარმომედგინა, როგორ მოახერხებდა ამას.
ნუთუ გზავნილი ხელში ჩაიგდეს? როგორ? მე ხომ წავშალე,
თანაც საკუთარი კომპიუტერით არ მისარგებლია.
პარკიდან დასავლეთის მხრიდან გამოვედი. ის იყო, ტროტუ-
არზე ფეხი უნდა შემედგა, რომ უცებ მხარზე ვიღაცის ხელი ვიგ-
რძენი. ჯერ მსუბუქად შემეხო. თითქოს უკნიდან ძველი მეგობა-
რი მომეპარა. გამოვიხედე და ის ძალით გაქერავებული აზიელი
დავინახე.
მერე მხარზე ხელი მომიჭირა...

261 მკითხველთა ლიგა


31

...თითი შუბის წვერივით გამიყარა ლავიწქვეშ. გაუსაძლისმა


ტკივილმა დამიარა სხეულის მარცხენა მხარეს. ფეხები მომეკე-
ცა. დაყვირება და გაბრძოლება ვცადე, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე
და ძვრა ვერ ვქენი. უცებ თეთრი ფურგონი მოქანდა და მისი
გვერდითა კარი სრიალით გაიღო. აზიელმა ამჯერად ხელი ჩემი
კისრისკენ გამოაცურა და ორივე მხარეს მომიჭირა. სიმწრისგან
თვალები გადმოვკარკლე. მეორე ხელს ხერხემალზე მიფათუ-
რებდა და რაღაც წერტილებს მიმუშავებდა. ტკივილისგან ლამის
ოთხად მოვიკეცე. ამ დროს უკანა კარიდან ვიღაც დამწვდა და
ფურგონში შემათრია. ფურგონის ცივ იატაკზე აღმოვჩნდი. და-
საჯდომები არსად იყო. კარი სწრაფად მიიხურა დაფ ფურგონი
ტრანსპორტით სავსე ქუჩაში გაიჭრა. მთელი ეს ეპიზოდი - მხარ-
ზე ხელის დადებიდან ფურგონის დაძვრამდე - ალბათ, სულ რა-
ღაც ხუთი წამი გრძელდებოდა. ჩემი გლოკი!.. გამიელვა თავში.
ვცადე კიდეც იარაღის ამოღება, მაგრამ ვიღაც ზურგზე შემახტა
და ხელბორკილები დამადო. უცებ რაღაც ტკაცუნი ჩამესმა.
ერთი-ერთი ბორკილით ფურგონის იატაკზე მიმაბეს და მხარზე
ისე მაგრად მომქაჩეს, კინაღამ სახსარი ამომიგდეს. ორნი იყ-
ვნენ. ორივე თეთრკანიანი. ოცდაათამდე წლისა იქნებოდნენ.
გარკვევით ვხედავდი ორივეს. სრულიად გარკვევით. საჭი-
როების შემთხვევაში ამათ ამოცნობასაც აუცილებლად შევ-
ძლებდი. და ეს მათ აშკარად იცოდნენ. ყველაზე მეტად სწორედ
ეს მაშინებდა...
ცოტა ხანში მეორე ხელითაც მიმაბეს და ახლა ფურგონის
იატაკზე გაჩაჩხული ვიწექი. მერე ფეხებზე დამასხდნენ.
ცხადი იყო, ვეღარსად წავუვიდოდი.

262 მკითხველთა ლიგა


- რა გინდათ ჩემგან? - ვკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.
უცებ ფურგონი ქუჩის კუთხეში გაჩერდა და სალონში ის აზიელი
ჯეელი შემოვიდა. ფურგონი ისევ დაიძრა. აზიელი დაიხარა,
ცნობისმოყვარედ შემავლო თვალი და მკითხა:
- რა გინდოდათ პარკში?
რა ხმა ამოიღო! დავეცი!.. ბოროტ, მუქარით სავსე ღრენას
მოველოდი მისგან და ამ დროს მინაზებული, ბავშვური ხმით არ
აწრიპინდა!
- ვინა ხარ? - ვკითხე.
პასუხად მუცელში მუშტი მგლიჯა. ისე ძლიერად ჩამკრა, რომ
მისმა მუშტმა ლამის ბოლომდე გაატანა და იატაკს ფალანგებით
შეეხო. მოკუნტვა ვცადე, მაგრამ ფეხებზე ვიღაც მაჯდა, ხელები
კი შეკრული მქონდა. ახლა ყველაზე მეტად ჰაერი მჭირდებოდა.
ვგრძნობდი, ცოტაც და, გული ამერეოდა.
მდევარი გეყოლება...
სიფრთხილის ყველა ზომამ (ხელმოუწერელი გზავნილები,
კოდური სიტყვები, გაფრთხილებები) ერთბაშად შეიძინა აზრი.
თურმე ელიზაბეთს შიში აკეთებინებდა ამ ყველაფერს. მართა-
ლია, ჯერ ყველა კითხვაზე არ მქონდა პასუხი (კაცმა რომ თქვას,
არც ერთ მათგანზეც კი), მაგრამ საბოლოოდ ერთ რამეს მივ-
ხვდი - ჩვენი კონტაქტის ასეთი გასაიდუმლოებული ფორმა სწო-
რედ ამ შიშით იყო განპირობებული. მას ეშინოდა, რომ მიაგნებ-
დნენ.
თანაც ვინ? აი, ესენი....
უკვე სულს ვღაფავდი. ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი ჟან-
გბადს ითხოვდა. აზიელმა ამფსონებს თავი დაუქნია და ისინიც
ჩამომშორდნენ. მაშინვე მუხლები მოვკეცე და ფეხები მკერდზე
მივიკარი. ვცდილობდი, ჰაერი შემესუნთქა და ბნედიანივით
ვფართხალებდი. აზიელი მუხლებზე დადგა და ახლოს მომიჩოჩ-
და. თვალი გავუსწორე. უფრო სწორად, მთელი ძალით ვცადე
263 მკითხველთა ლიგა
ამის გაკეთება. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ადამიანს - ან
თუნდაც ცხოველს - კი არ ჩავყურებდი თვალებში, არამედ რა-
ღაც უსულო საგანს. მაგალითად, რკინის სეიფს...
თვალის დაუხამხამებლად მივშტერებოდი ჩემს დამტყვევე-
ბელს. ახალგაზრდა კაცი იყო. დიდი-დიდი, ოცდახუთი წლის იქ-
ნებოდა. უცებ ხელი იღლიის ქვეშ ამომდო და თავისი უცნაურად
მელოდიური ხმით კიდევ ერთხელ მკითხა:
- რა გინდოდათ პარკში?
- მიყვარს იქ ყოფნა, - იყო ჩემი პასუხი.
მთელი ძალით დამაწვა, თან მხოლოდ ორი თითით მოქმე-
დებდა. სუნთქვა შემეკრა. მისმა ბასრმა თითებმა ხორცში დანა-
სავით გაატანა და ნერვულ კვანძს მისწვდა. თვალები ლამის ბუ-
დიდან გადმომცვივდა. მსგავსი ტკივილი არასოდეს მიგრძნია.
ყყველაფერს გადაუხურა. ანკესზე წამოგებული თევზივით ავ-
ფართხალდი. წიხლის მოქნევა ვცადე, მაგრამ ფეხები რეზინის
ზონრებივით მქონდა მოჩვარული.
ვხედავდი, არ მომეშვებოდა. სულ ველოდი, რომ ოდნავ მა-
ინც მოადუნებდა ხელებს, მაგრამ ლოდინი ამაო იყო. სიმწრის-
გან წკმუტუნის მსგავსი ხმებიც კი აღმომხდა, მაგრამ მაინც აგ-
რძელებდა თავის საქმეს მოწყენილი, დუნე სახით.
ფურგონი კი გზას განაგრძობდა. ვცდილობდი, ამ გაბმულ
ტკივილს როგორმე ხელიდან დავძვრომოდი, ინტერვალებად
დამენაწილებინა, ან რაღაც ამის მგავსი მომეხერხებინა, მაგრამ
არაფერი გამომდიოდა. თუნდაც წამითაც კი. არადა, წამიერი
შვება რამდენს ნიშნავდა ჩემთვის...
ეს კაცი თითქოს ქვად ქცეულიყო. მომშტერებოდა იმ თავისი
გამოცარიელებული თვალებით და თავისას აკეთებდა. უკვე თა-
ვის არეშიც ვგრძნობდი საშინელ წნეხს. ხმა წამერთვა. რომც
დავთანხმებულიყავი და ყველაფერი გადმომელაგებინა, უბრა-

264 მკითხველთა ლიგა


ლოდ, ლაპარაკს ვერ შევძლებდი, რადგან ხორხი გადაკეტილი
მქონდა... მან კი ეს მშვენივრად იცოდა.
ოღონდ ტკივილისთვის თავი დამეღწია, სხვა საფიქრალი
აღარ მქონდა. მაგრამ როგორ?! მთელი ყურადღება იმ ნერვუ-
ლი კვანძისკენ მქონდა მიპყრობილი. სხეული მეწვოდა. ასე მე-
გონა, კიდევ ცოტაც და, თავის ქალა შუაზე გადამეხსნება--
მეთქი.ა სწორედ ამ დროს ხელი გამიშვა. შვებით ამოვისუნთქე,
მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი ხელი ახლა ჩემი
მუცლისკენ მიიკლაკნებოდა გველივით. მუცლამდე რომ მიაღ-
წია, უეცრად გაჩერდა და ისევ გავიგონე კითხვა:
- რა გინდოდათ პარკში?
მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ტყუილის შეთხზვა ვცადე, მაგ-
რამ დრო არ მომცა. კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი და
ტკივილი გაასმაგებული ძალით დამიბრუნდა. შემდეგ ცალი თი-
თი ხიშტივით გამიყარა ღვიძლში. გავუძალიანდი, მაგრამ სრუ-
ლიად უშედეგოდ. პირიდან უმწეო ხავილი აღმომხდა. თავს გა-
მეტებით ვიქნევდი აქეთ-იქით და ამ ფართხალში უცებ მძღოლის
კეფას მოვკარი თვალი. ფურგონი გაჩერდა. მე ეს შუქნიშნის სი-
ახლოვეს მივაწერე, მაგრამ...
ამის შემდეგ ყველაფერი წამებში მოხდა:
დავინახე, როგორ მიატრიალა მძღოლმა თავი ფანჯრისკენ,
თითქოს რაღაც ხმაური გაიგონაო, მაგრამ უკვე გვიან იყო. ვი-
ღაცამ თავში ჩაარტყა და მძღოლი სკამიდან ტირის ფიგურასა-
ვით მოწყდა. ფურგონის კარი გაიღო და გაისმა შეძახილი:
- ხელები მაღლა!
ფურგონის სალონში იარაღის ლულები გამოჩნდა. ორნი იყ-
ვნენ. მძღოლს კეფაში უმიზნებდნენ. აზიელმა ხელი გამიშვა. მა-
შინვე გვერდზე გადავგორდი და სალონის კუთხეში უღონოდ მი-
ვეგდე, მაგრამ მოღერებულ ლულებს უკან ნაცნობი სახეები და-
ვინახე და სიხარულისგან კინაღამ შევყვირე.
265 მკითხველთა ლიგა
თაირისი და ბრუტუსი!..
ერთ-ერთი თეთრკანიანი ოდნავ შეირხა. თაირისმა იმწამსვე
ესროლა. კაცის მკერდმა ერთბაშად იფეთქა და უსულოდ გადა-
ვარდა გვერდზე. თვალები ღია ჰქონდა, მაგრამ ეჭვი არ შემპარ-
ვია - მკვდარი იყო. ამასობაში მძღოლმა გონს მოსვლა დაიწყო
და წამოიკვნესა, მაგრამ ბრუტუსმა სახეში იდაყვი უთავაზა და
ისევ მიაყუჩა. მეორე თეთრკანიანმა ხელები ასწია.
ჩემს აზიელ მტანჯველს სახეზე ძარღვიც არ გასტოკებია. სრუ-
ლიად განყენებული იერი ჰქონდა, თითქოს ყველაფერს შორი-
დან უყურებდა. ბრუტუსმა მძღოლის ადგილი დაიკავა და სიჩქა-
რე ჩართო. თაირისმა იარაღი პირდაპირ აზიელს მიუშვირა.
- მოხსენი ბორკილები!
თეთრკანიანი აზიელს მიაჩერდა. აზიელმა თანხმობის ნიშ-
ნად თავი დააქნია. წამოჯდომა ვცადე. ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს შიგნით ყველაფერი ჩამემსხვრა და ეს ბასრი ნატეხები
ახლა ხორცს მისერავდა.
- ხომ კარგად ხართ, დოკ? - მკითხა თაირისმა.
ძალა მოვიკრიბე და თავი დავუქნიე.
- რა ვქნა, ეგეც მივაბრიდო?
ცოცხალ-მკვდარი თეთრკანიანისკენ მივტრიალდი და ვკით-
ხე:
- ვინ დაგიქირავათ?
თეთრკანიანმა აზიელისკენ გააპარა თვალი. მეც იგივე გავა-
კეთე.
- ვინ დაგიქირავათ? - გავუმეორე კითხვა აზიელს.
აზიელმა გაიღიმა, მაგრამ თვალების გამომეტყველება არ
შესცვლია. მერე კი, ადრინდელივით, ყველაფერი თვალის და-
ხამხამებაში მოხდა: ვერც კი შევამჩნიე, როდის ასწია ხელი. ელ-
ვის სისწრაფით მწვდა ქეჩოში და თაირისისკენ გადამისროლა.
ჰაერში აღმოვჩნდი. ფერთი-ორჯერ ფეხებიც კი მოვიქნიე, თით-
266 მკითხველთა ლიგა
ქოს ამით შევანელებდი ჩემს „ფრენას“. თაირისმა დაინახა, მის-
კენ რომ მივქროდი, მაგრამ განზე გაწევა ვერ მოასწრო და ზედ
დავეცი. სწრაფად წამოვდექი, მაგრამ სანამ მე და თაირისი გონს
მოვიდოდით, აზიელი უკვე გამქრალი იყო.
- შენი სტეროიდებზე შემჯდარი ბრიუს ლი დედაც! - შეუკურ-
თხა თაირისმა.
ამ დროს შევამჩნიეთ, რომ მძღოლი ოდნავ შეირხა. ბრუტუს-
მა მუშტი მოამზადა, მაგრამ თაირისმა არ დაანება.
- ამ ორს ჩემი ფეხები ეცოდინება, თავი გავანებოთ, - მმერე
მომიბრუნდა და მკითხა:
- რა ვქნათ, დავხოცოთ თუ გავუშვათ?
თითქოს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ვარიანტზე
შევაჩერებდით არჩევანს. ხურდა ფულის აგდებაღა გვაკლდა.
- გავუშვათ, - მივიღე გადაწყვეტილება.
ბრუტუსმა ერთ წყნარ ადგილას, თუ არ ვცდები, სადღაც
კვლავ ბრონქსის მიდამოებში დააყენა მანქანა. ის ცოცხალ--
მკვდარი თეთრკანიანი თავისით გადმოვიდა. მოკლული თეთ-
რკანიანი და მძღოლი კი ბრუტუსმა ნაგავივით გადმოყარა შუა
გზაზე. დავიძარით. რამდენიმე წუთი ხმა არავის ამოგვიღია. ბო-
ლოს თაირისმა ხელები კისერზე შემოიჭდო, საზურგეზე გაიშ-
ხლართა და თქვა:
- კაი იყო, მე და ბრუტუსი იქვე, ახლოში რო ვმოძრაობდით,
არა, დოკ?
თავი დავუქნიე...
ამ წინადადებას, მოკრძალებულობის თვალსაზრისით, ათას-
წლეულის გამონათქვამად გამოვაცხადებდი.

267 მკითხველთა ლიგა


32

ექსპერტიზის ძველი დასკვნა ნიუ-ჯერზიში, პენსილვანიის


საზღვართან, ლეიტონის ცნობილ არქივში ინახებოდა. სპეცა-
გენტი ნიკ კარლსონი აქ მარტო მოვიდა. საერთოდ, კარლსონი
საცავებს ვერ იტანდა, მათი დანახვისას ტანში ჟრუანტელი უვ-
ლიდა...ე
ეს შენობები ოცდაოთხი საათი ღია იყო, დაცვას ვერსად ნა-
ხავდით, შესასვლელთან სიმბოლურად ეკიდა ვიდეოთვალი.
რას არ ინახავდა ეს ცხრაკლიტულები... კარლსონმა იცოდა,
რომ აქ ნარკოტიკებიც ოხრად იყო, ფულიც და სხვადასხვა სახის
კონტრაბანდაც. იცოდა და დიდად არ ანაღვლებდა... აი, ერთი
შემთხვევა კი მწარედ დაამახსოვრდა: რამდენიმე წლის წინ
ერთ-ერთი მსხვილი მენავთობე გაიტაცეს და მსგავს საცავში სა-
ქონელივით გამოკეტეს. კაცი გაიგუდა. რომ იპოვეს, პროცესს
კარლსონიც ესწრებოდა. მას შემდეგ მსგავს შენობებში შემოს-
ვლისას სულ ეჩვენებოდა, რომ აქ საიდუმლო ვითარებაში გამ-
ქრალი, ჯაჭვებით შებორკილი და პირში ჩვრებგაჩრილი ცოცხა-
ლი ადამიანები იმყოფებოდნენ და სადღაც შორიახლოს გმინავ-
დნენ ბნელში...
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მსოფლიო ავად არის, მაგრამ
წარმოდგენაც კი არა გვაქვს, რამდენად მძიმედ არის იგი დას-
ნეულებული...
ოლქის სამედიცინო ექსპერტი ტიმოთი ჰარპერი ავტოფარე-
ხიდან გამოვიდა. ხელში ზონრით შეკრული უხეში კონვერტი
ეჭირა. კარლსონს ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა. კონვერტს
ელიზაბეთ ბეკის გვარ-სახელი ეწერა.
- ხელი მომიწერეთ, თუ შეიძლება, - უუთხრა კარლსონს.
კარლსონმა ბლანკს ხელი მოაწერა.
268 მკითხველთა ლიგა
- ბეკს არ უთქვამს, რისთვის სჭირდებოდა ამ მასალების ნახ-
ვა? - იკითხა კარლსონმა.
- რა ვიცი, დამწუხრებული ქმარი ვარო, ასე მითხრა. წარ-
სულს წერტილი უნდა დავუსვაო...მ სხვა რა გითხრათ... - მხრები
აიჩეჩა ჰარპერმა.
- შეკითხვები თუ დაგისვათ ამ საქმის ირგვლივ?
- დასამახსოვრებელი არაფერი.
- მაინც რა?
ჰარპერი წამით დაფიქრდა.
- მთხოვა, გამეხსენებინა, ვინ ამოიცნო გვამი.
- რა უპასუხეთ?
- თავიდან ვერაფერი გავიხსენე.
- სინამდვილეში ვინ ამოიცნო?
- მოკლულის მამამ. შემდეგ ბეკმა ისიც მკითხა, რამდენი
დრო დასჭირდაო...
- რისთვის?
- ამოცნობისთვის.
- ვერ გავიგე...
- გულახდილად გითხრათ, ვერც მე გავიგე.უ უცებ ამოიცნო
თუ რამდენიმე წუთი დასჭირდაო...
- რატომ გკითხათ ასეთი რამ?
- წარმოდგენა არა მაქვს.
კარლსონმა გონებაში დიდხანს უტრიალა ამ საკითხს, მაგ-
რამ თავი ვერაფერს მოაბა.
- რა უპასუხეთ?
- სიმართლე ვუთხარი. მართლა არ მახსოვს. ალბათ, ჩვეულ
დროში ჩაეტია, თორემ მისი ყოყმანი თვალში მომხვდებოდა და
დღემდე მემახსოვრებოდა.
- კიდევ რა გკითხათ?

269 მკითხველთა ლიგა


- არაფერი, - თქვა ჰარპერმა, - იცით რა, თუ სხვა შეკითხვები
აღარ გაქვთ, წავალ. აამ უბანში ორი ბიჭი დაიმტვრა - მანქანით
ბოძს შეეჯახნენ - და იქ მიმეჩქარება...
კარლსონმა საქაღალდეს ხელი დაავლო და თქვა:
- დიახ, დღეისთვის საკმარისია, მაგრამ თუ დამჭირდით, სად
გნახოთ?
- ჩემს კაბინეტში ვიქნები, - უპასუხა ჰარპერმა.

***
პიტერ ფლენერი, ადვოკატი. მკრთალი ოქროსფერი
ასოებით ეწერა დაბურული შუშის კარზე. ერთ-ერთ შუშაში დაახ-
ლოებით მუშტისხელა ხვრელი იყო. ეს ხვრელი ვიღაცას ნაც-
რისფერი სკოჩით აეკრა. სკოჩის მდგომარეობა მის სიძველეზე
მიუთითებდა.
კეპი კვლავინდებურად თვალებზე მქონდა ჩამოფხატული.
აზიელი ბუმბერაზის ხელში გამოვლილი განსაცდელის შემდეგ
ყველა ორგანო და სახსარი მტკიოდა. ჩემმა გვარ-სახელმა უკვე
გაიჟღერა ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერში, რომელიც მსმე-
ნელს 22 წუთის სანაცვლოდ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტას
ჰპირდება. ერთი სიტყვით, ოფიციალურად ძებნილი გახლდით.
აზროვნება მიჭირდა. ნამდვილადდ დიდი გასაჭირი მადგა,
მაგრამ ამ ყველაფრისგან საოცრად განყენებულად ვგრძნობდი
თავს; თითქოს ეს ყველაფერი მე კი არა, ვიღაც უცნობს შეემ-
თხვა. ახლა ჩემი მთავარი მიზანი ელიზაბეთის პოვნა იყო. სხვა
ყველაფერი თეატრალურ დეკორაციას ჰგავდა.
თაირისი თან მახლდა. მოსაცდელ ოთახში ექვსიოდე კაცი იჯ-
და. ორ მათგანს კისერზე კორსეტი ეკეთა. ერთს ჩიტიანი გალია
ეჭირა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდოდა აქ ჩიტის გალიას.
270 მკითხველთა ლიგა
ჩვენთვის ზედაც არ შემოუხედავს არც ერთ მათგანს. თითქოს
კარგად აწონ-დაწონეს, ღირდა თუ არა თვალების აქეთ-იქით
ცეცება და გადაწყვიტეს, რომ არ ღირდა.
მიმღებში მჯდომ ქალს ენით აუწერელი სიმახინჯის პარიკი
ჰქონდა თავზე ჩამომხობილი. ისეთი ზიზღიანი მზერა გვტყორ-
ცნა, თითქოს მის ცხვირწინ ძაღლს მოესაქმებინოს.
პიტერ ფლენერის ნახვა გვსურს-მეთქი, მოვახსენე.
- კლიენტი ჰყავს, - მიპასუხა ღეჭვა-ღეჭვით. რომ მიგეშვათ,
ალბათ, იმ კევს სიამოვნებით გაბერავდა და მერე ტკაცუნით და-
ჩუტავდა.
მაშინ ინიციატივა თაირისმა აიღო. მეფოკუსესავით, თვალის
დახამხამებაში დააძრო მუშტისხელა დასტა და მდივან ქალს
უთხრა:
- გადაეცით, რომ... რაც საჭირო იქნება, დავამატებთ...
მერე გაიკრიჭა და დასძინა:
- სხვათა შორის, თქვენც არ გაწყენინებთ, ოღონდ ახლავე უნ-
და ვნახოთ.
ორ წუთში უკვე მისტერ ფლენერის საბრძანებელში ვიყავით.
კაბინეტში სიგარებისა და ლიმონის აეროზოლის სუნი იდგა.
იაფფასიანი, ხელოვნურად დამუშავებული ავეჯი ისე ჰგავდა მუ-
ხისა და წითელი ხისას, როგორც ლას-ვეგასში დამზადებული
პარიკი ბუნებრივ თმას. კედელზე სასწავლო დაწესებულებების
დიპლომებს ვერ ნახავდით. ათასნაირი ფარატინა ქაღალდი იყო
ზედ მიკრული მალემრწმენთა მოსახიბლად. ერთი მათგანი
გვატყობინებდა, რომ ფლენერი ღვინის დეგუსტირების ასო-
ციაციის წევრი იყო, მეორე კი დიდი ზარ-ზეიმით გვამცნობდა,
რომ ფლენერი 1996 წელს ლონგ-აილენდში ჩატარებულ იურის-
ტთა კონფერენციას დაესწრო. დიდი რამე! იქვე ფლენერის
ახალგაზრდობის დროინდელ, მზეზე გამოხუნებულ რამდენიმე
ფოტოსაც მოვკარი თვალი. როგორც ჩანს, ცნობილ პირებთან,
271 მკითხველთა ლიგა
თუ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან ერთად იყო გადაღებული,
მაგრამ ჩემთვის ყველა მათგანი უცნობი აღმოჩნდა. სამუშაო მა-
გიდის თავზე დიდის ამბით ეკიდა ხის ჩარჩოში ჩასმული მთავა-
რი ფოტო: ფლენერი გოლფის თამაშის დროს!
- დაბრძანდით, ბატონებო, - მიგვიპატიჟა ადვოკატმა.
ჩამოვჯექი. თაირისი კედელს მიეყრდნო და ხელები მკერდზე
გადაიჭდო.
- მაშ, ასე... - დიდი კევივით გაწელა ეს პირველი ფრაზა ჩვენ-
მა მასპინძელმა, - რით შემიძლია გემსახუროთ?
პიტერ ფლენერი მობერებული და დაჩაჩანაკებული ყოფილი
სპორტსმენის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ოდესღაც ოქროსფერი
კულულები ახლა მთლად შეთხელებული ჰქონდა. ნაკვთები
გაცრეცოდა. ადამისდროინდელი სამნაწილიანი, სინთეტიკური
კოსტიუმი ეცვა. ჟილეტში პატარა ჯიბეც კი ჰქონდა ამოჭრილი,
რომლიდანაც ყალბი ოქროს ძეწკვი იყო გადმოკიდებული.
- ერთ ძველ საქმეზე მინდა კითხვები დაგისვათ, - მივადექი
სათქმელს.
ფლენერიმ კრიალა ცისფერი თვალები (ერთადერთი, რაც
ახალგაზრდობიდან შემორჩენოდა) მომანათა. სამუშაო მაგიდა-
ზე კიდევ ერთ ფოტოს მოვკარი თვალი. ვიღაც ფუმფულა ქალსა
და გოგონასთან ერთად იდგა. თოთხმეტიოდე წლის გოგონას
აშკარად ეტყობოდა გარდამავალი ასაკის ყველა ნიშანი. სამივე
იღიმებოდა, მაგრამ თან რაღაცნაირად იჭყანებოდნენ, თითქოს
დარტყმისთვის ემზადებიანო.
- ძველი საქმეა? - ჩამეკითხა ფლენერი.
- რვა წლის წინ დახმარებისთვის ჩემმა მეუღლემ მოგმარ-
თათ. მინდა გავიგო, რაში მდგომარეობდა ეს დახმარება.
ფლენერიმ თვალი თაირისისკენ გააპარა. თაირისი კვლავინ-
დებურად გულხელდაკრეფილი იდგა და ფლენერიმ მისი მზის
სათვალის მიღმა ვერაფერი დაინახა.
272 მკითხველთა ლიგა
- თუ შეიძლება, დამიზუსტეთ. გგაყრასთან დაკავშირებული
საქმე იყო? - მკითხა ისევ ფლენერიმ.
- არა.
ფლენერიმ ხელები მაგიდაზე დააწყო და მხრები უმწეოდ
აიჩეჩა, აქაოდა, ვერაფერს ვხვდები და შემეშველეო.
- ალბათ, არ გესწავლებათ იურისტისა და კლიენტის კონფი-
დენციალური ურთიერთობის შესახებ კანონი რომ არსებობს.
აქედან გამომდინარე, არ მესმის, როგორ უნდა დაგეხმაროთ.
- არა მგონია, ჩემი მეუღლე თქვენი კლიენტი ყოფილიყო.
- ნუ მაბნევთ, მისტერ... - ადვოკატი შეყოყმანდა და დაელო-
და, როდის ვუკარნახებდი ჩემს გვარს.
- სჯობს ექიმი ბეკი დამიძახოთ.
ჩემი გვარის გაგონებისას ფლენერის ღაბაბი აუთახთახდა.
თავიდან გავიფიქრე, რომ ჩემი გვარი ტელევიზიით გაიგო, მაგ-
რამ ეს აზრი ნაკლებსარწმუნოდ მივიჩნიე.
- ჩემს ცოლს ელიზაბეთი ერქვა, - შევახსენე ბოლოს.
ფლენერიმ არაფერი მიპასუხა.
- ხომ გახსოვთ ეს ქალი?
თვალი ისევ თაირისისკენ გააპარა.
- იყო თუ არა ჩემი ცოლი თქვენი კლიენტი, მისტერ ფლენე-
რი?
ფლენერიმ ჩაახველა.
- არა. კლიენტი არ იყო.
- გახსოვთ თუ არა მასთან შეხვედრა?
ფლენერი სკამზე აწრიალდა.
- დიახ, მახსოვს.
- რაზე საუბრობდით?
- ეს დიდი ხნის წინ იყო, ექიმო ბეკ...
- იმის თქმა გინდათ, რომ არაფერი გახსენდებათ?
ამ კითხვაზე პირდაპირ არ მიპასუხა.
273 მკითხველთა ლიგა
- თქვენი მეუღლე, მგონი, მოკლეს, ასე არ არის? მახსოვს,
ტელევიზიით აცხადებდნენ...
სიტყვის ბანზე აგდების საშუალება არ მივეცი.
- რატომ მოვიდა თქვენთან ჩემი მეუღლე?
- მე ადვოკატი გახლავართ, - თქვა ფლენერიმ და გაიჯგიმა.
- მაგრამ არა მისი, - დავაზუსტე მე.
- იცით, რას გეტყვით... - დაიწყო უცებ აშკარა ნიშნის მოგე-
ბით, - დრო ფულია. მგონი, წეღან რაღაც დამატებით ანაზ-
ღაურებას ახსენებდით.
უკან მოვიხედე, მმაგრამ თაირისს შეხსენება არ დასჭირვე-
ბია. ფული უკვე ამოღებული ჰქონდა და ითვლიდა. სამუშაო მა-
გიდაზე სამი ასდოლარიანი დააგდო, ადვოკატს მზის სათვალი-
დან მწყრალად გადმოხედა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
ფლენერიმ ფულს დახედა, მაგრამ ხელი არ დააკარა. მერე თი-
თები ერთმანეთს მიუკაკუნა და ხელისგულები შეატყუპა.
- უარი რომ გითხრათ?
- არ მესმის, რატომ უნდა გააკეთოთ ეს. გგანა თქვენი ურთი-
ერთობა გასაიდუმლოებული იყო?
- მაგას არ გეუბნებით, - მითხრა ფლენერიმ.
თვალებით მხვრეტდა, ფეხს ითრევდა, სათქმელს შორიდან
უტრიალებდა. უცებ ასეთი რამ მკითხა:
- ექიმო, მეუღლე თუ გიყვარდათ?
- დიახ, ძალიან.
- მეორედ არ დაქორწინებულხართ?
- არა. ეს რა შუაშია?
ფლენერი სკამის საზურგეს მიაწვა.
- სჯობს, წახვიდეთ. აიღეთ თქვენი ფული და წაბრძანდით.
- მისტერ ფლენერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა!
- არაფერი მესმის. რვა წელი გავიდა. მკვლელი ციხეშია...
- რისი გამხელის გეშინიათ, ადვოკატო?
274 მკითხველთა ლიგა
ფლენერიმ უცებ არ მიპასუხა. თაირისი კედელს მეორედ
მოსცილდა და მისი სამუშაო მაგიდისკენ გაიწია, მაგრამ ჩემდა
გასაკვირად ფლენერიმ სრულიად მშვიდად ამოხედა. ძალიან
დაღლილი ჩანდა. ერთი ამოიხვნეშა და თაირისს უთხრა:
- დიდად დამავალებთ, თუ მაგ პოზიორობას თავს დაანებებთ.
ისეთი ფსიქოპათების ინტერესებს ვიცავ ხოლმე, მათთან შედა-
რებით მერი პოპინსი ხართ.
თაირისს ამ სიტყვების უპასუხოდ დატოვება აშკარად არ უნ-
დოდა, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ ამაოდ გაირჯებოდა. მეც და-
ვუძახე და ვანიშნე, რომ უკან დაეხია.
ფლენერი ერთხანს ტუჩებს იკვნეტდა. მეც დავაცადე, სანამ
შემეძლო.
- არ გინდათ, - მითხრა კარგა ხნის შემდეგ.
- მინდა.
- ამით თქვენს ცოლს ვეღარ გავაცოცხლებთ.
- იქნებ გავაცოცხლოთ, რა იცით, რა ხდება...
შევატყვე, რაღაც ენიშნა. ჯერ შემომიბღვირა, მაგრამ ერთბა-
შად მოლბა.
- ძალიან გთხოვთ... - ხვეწნაზე გადავედი.
ფლენერი სკამზე დატრიალდა და მიაჩერდა ფარდებს, რომ-
ლებიც ისეთი ჩაბინძურებული და გახუნებული იყო, მგონი,
უოთერგეიტის გახმაურებული საქმის შემდეგ არავის გამოუც-
ვლია. მერე ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მუცელზე დაიწ-
ყო. ვიჯექი და ვუყურებდი, სუნთქვისას როგორ აუდ-ჩაუდიოდა
ღიპზე დალაგებული ხელები.
- მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი. იცით, ეს რას ნიშნავს?
- ღარიბებს იცავდით, - ვუთხარი მე.
- ჰო, რაღაც ამის მსგავსი. „მირანდას უფლებების“ თანახმად,
ნებისმიერ ადამიანს აქვს ადვოკატის დახმარებით სარგებლო-
ბის უფლება, თუკი ამის ფინანსური შესაძლებლობები არსე-
275 მკითხველთა ლიგა
ბობს. მე კი ის ადამიანი ვარ, რომელიც ამ შესაძლებლობების
არმქონე პირებსაც უწევს კონსულტაციას.
თავი დავუქნიე, მაგრამ ჩემკენ არ გამოუხედავს, ფარდებს
უყურებდა.
- ასე იყო თუ ისე, შტატში ყველაზე გახმაურებული მკვლელო-
ბის საქმეში ჩამრთეს.
მუცელში რაღაც უსიამოვნო სიცივემ დამიარა.
- ვის მკვლელობაზეა საუბარი?
- მილიარდერის ვაჟიშვილის, ბრენდონ სქოუფის. გახსოვთ
ეგ საქმე?
გავშეშდი, სუნთქვა შემეკრა. აი, თურმე რატომ მეცნობოდა
ფლენერის გვარი... ბ
ბრენდონ სქოუფი. კინაღამ უარის ნიშნად თავი გავიქნიე, გა-
ნა იმიტომ, რომ ეს საქმე არ მახსოვდა, უბრალოდ, ამ გვარ--
სახელის გაგონებას ყველაფერი მერჩივნა.
უფრო გასაგები რომ გავხადო, გაზეთის ინფორმაციას მოგაწ-
ვდით: რვა წლის წინ, დიახ, ზუსტად რვა წლის წინ, ელიზაბეთის
დაღუპვამდე ორიოდე თვით ადრე, ოცდაცამეტი წლის ბრენდონ
სქოუფი გაძარცვეს და მოკლეს. ბრენდონს ორჯერ ესროლეს და
ჰარლემის ერთ-ერთ მიკრორაიონში მიაგდეს.ფ ფული ხელს
გააყოლეს. მედიამ, რა თქმა უნდა, ბუკ-ნაღარას დაჰკრა. ყველა
გაზეთი ერთხმად განადიდებდა ბრენდონ სქოუფის საქველმოქ-
მედო საქმიანობას: როგორ ეხმარებოდა ქუჩის ბავშვებს, რო-
გორ ერჩივნა ღატაკებთან მუშაობა მამამისის მრავალმი-
ლიონიანი კონგლომერატის მართვას და ა.შ...
ეს იყო ერთ-ერთი იმ მკვლელობათაგანი, რომელმაც „ქვეყა-
ნა შეძრა“. დაიწყო სავარაუდო დამნაშავეებისკენ თითის გაშვე-
რა, ხელების ამოტრიალება... საქველმოქმედო ორგანიზაციას
ახალგაზრდა ბრენდონის სახელი დაარქვეს და მის ხელმძღვა-

276 მკითხველთა ლიგა


ნელად ჩემი და - ლინდა დანიშნეს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი
სიკეთე გააკეთა ლინდამ ამ ორგანიზაციის ეგიდით.
- მახსოვს, - ვთქვი ჩუმად.
- ის თუ გახსოვთ, ამ საქმეზე ვინ დაიჭირეს...
- ვიღაც ქუჩის ბიჭი, რომელსაც თავის დროზე ბრენდონი ეხ-
მარებოდა. ასე არ იყო?
- დიახ. ბიჭს ჰელიო გონსალესი ერქვა. ოცდაორი წლის იყო.
ჰარლემში, ბარკერ-ჰაუსში ცხოვრობდა. დანაშაულების ისეთი
გრძელი ნუსხა აღმოაჩნდა, დიდების გალერეის რომელიმე წევ-
რის დამსახურებათა ნუსხა მონაგონი იყო. შეიარაღებული ძარ-
ცვა, თავდასხმები... მოკლედ... რა გითხრათ... ნამდვილი ამომა-
ვალი მზე იყო ჩვენი ბატონი გონსალესი.
ნერვიულობისგან პირი გამიშრა.
- თუ არ ვცდები, ამ ბიჭს მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს.
- დიახ, ბევრს ვერაფერს მოუყარეს თავი. მართალია, შემ-
თხვევის ადგილზე თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს, მაგრამ იქ
სხვების თითის ანაბეჭდებიც იყო. სხვათა შორის, მის საცხოვრე-
ბელში სქოუფის თმაც იპოვეს და პატარა ლაქის სახით მისივე
ჯგუფის სისხლიც, მაგრამ სქოუფი ამ ბინაში ადრეც იყო ნამყო-
ფი, ამიტომ ადვოკატებს თავისუფლად შეგვეძლო ამის გამარ-
თლება. თუმცა გონსალესის დასაპატიმრებლად საბოლოოდ
საკმარისი მასალა მაინც დაუგროვდათ. იფიქრეს, მოგვიანებით
კიდევ რამე გამოჩნდებაო.
- მერე, რა გამოჩნდა?
ფლენერი კვლავინდებურად თვალს მარიდებდა და ეს სასტი-
კად არ მომწონდა. ვატყობდი, იმ კატეგორიის კაცი იყო, უილი
ლომენის(უილი ლომენი - ართურ მილერის ნაწარმოების „კო-
მივოიაჟერის სიკვდილის“ მთავარი გმირი.) მსგავსად, გაპ-
რიალებული ფეხსაცმელებისა და ვიზუალური კონტაქტის ილუ-

277 მკითხველთა ლიგა


ზორულ სამყაროში რომ ცხოვრობენ. ვიცნობდი ასეთ ტიპებს.
მათთან შეხება არასოდეს მქონდა, მაგრამ კარგად ვიცნობდი.
- პოლიციამ მკვლელობის დრო დააზუსტა, - განაგრძო ფლე-
ნერიმ, - ექსპერტიზამ ღვიძლის ტემპერატურის მიხედვით დაად-
გინა, რომ სქოუფი თერთმეტ საათზე მოკლეს. ცდომილება ნახე-
ვარ საათს არ აღემატებოდა.
- არ მესმის, რა კავშირი აქვს ამას ჩემს ცოლთან...
ფლენერიმ ისევ აათამაშა თითები.
- რამდენადაც ვიცი, თქვენი მეუღლეც სოციალურად დაუცვე-
ლებთან მუშაობდა... ხსენებულ მსხვერპლთან ერთად.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, საით უკაკუნებდა, მაგრამ ცხადი
იყო, სასიამოვნოს ვერაფერს გავიგონებდი. რამდენიმე წამით
დავფიქრდი: იქნებ მართალია ეს კაცი, იქნებ სჯობს ავდგე, წავი-
დე აქედან და ყველაფერი დავივიწყო-მეთქი... მაგრამ ამის მა-
გივრად ამბის გაგრძელება ვთხოვე.
- მოგეხსენებათ, ჩაგრულთა გამოსარჩლება კეთილშობილუ-
რი საქმეა... - თქვა ფლენერიმ ღიმილით.
- მოხარული ვარ, რომ თქვენც ასე ფიქრობთ, - ვუპასუხე მე.
- კაცმა რომ თქვას, სამართლის სფერო იმიტომაც ავირჩიე, -
თქვა ფლენერიმ.
ყელზე მომდგარი მწარე ნაღველი გადავყლაპე და წელში გა-
ვიმართე.
- იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ამიხსნათ, რა შეხება ჰქონდა
ჩემს ცოლს ამ ყველაფერთან?
- ის ბიჭი თქვენმა ცოლმა გაათავისუფლებინა, - მიპასუხა
ფლენერიმ.
- ვინ ბიჭი?
- ჩემი კლიენტი. ჰელიო გონსალესი... თქვენმა მეუღლემ
გაათავისუფლებინა.
- როგორ?! - შევუბღვირე მე.
278 მკითხველთა ლიგა
- როგორ და, მტკიცე ალიბით უზრუნველყო.
გული გამიჩერდა. ფილტვებმაც მიმტყუნა. კინაღამ მკერდზე
ხელი მივიბაგუნე, რომ ეს ორგანოები კვლავ ამუშავებულიყო.
- ეს როგორ მოხდა?
- ალიბიზე მეკითხებით?
თავი დავუქნიე, მაგრამ კვლავინდებურად განზე იხედებოდა.
- დიახ, - ძლივს ამოვიხავლე ბოლოს.
- როგორ და, მარტივად. ის და ჰელიო იმ დროს ერთად იყ-
ვნენ, - თქვა ფლენერიმ.
ფიქრით ერთბაშად სადღაც, უსასრულო ზღვაში შევცურე.-
..უმწეოდ ვფართხალებდი, მაშველი კი არსაიდან ჩანდა.
- მსგავსი რამ გაზეთებში არც ერთხელ არ მინახავს, - ამოვ-
თქვი ბოლოს.
- ეს საქმე მიჩუმათებული იყო, - მიპასუხა ფლენერიმ.
- რატომ?
- პირველ რიგში თქვენი მეუღლის თხოვნით. არც საოლქო
პროკურატურას აწყობდა ამ ამბის გასაჯაროება, რადგან გონსა-
ლესი უსაფუძვლოდ დააკავეს და სკანდალის შიშით ეს საქმე
შეძლებისდაგვარად მიაფუჩეჩეს. გარდა ამისა, თქვენი მეუღ-
ლის ჩვენებებთან დაკავშირებით... როგორ გითხრათ... პრობ-
ლემები შეიქმნა.
- რა პრობლემები?
- თქვენმა მეუღლემ თავიდან იცრუა...
ისევ ავფართხალდი შუა ზღვაში... ხან ვიძირებოდი, ხან
კვლავ ამოვყოფდი თავს წყლიდან...
- რას ამბობთ?!
- დიახ, თავიდან განაცხადა, რომ მკვლელობის დროს, ანუ
ღამის თერთმეტ საათზე, თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცი-
ის ოფისში გონსალესს დასაქმებასთან დაკავშირებულ კონსულ-
ტაციას უწევდა. ცხადია, ეს არავინ გადაყლაპა.
279 მკითხველთა ლიგა
- რატომ?
ფლენერიმ წარბები სკეპტიკურად აწკიპა.
- შუაღამისას რა დროს კონსულტაციებია?
თავი უსიტყვოდ დავუქნიე.
- როგორც მისტერ გონსალესის ადვოკატმა, თქვენს მეუღ-
ლეს შევახსენე, რომ ამ ალიბის სისწორეს პოლიცია აუცილებ-
ლად გამოიძიებდა. ოფისში უსათუოდ იქნებოდა სათვალთვა-
ლო კამერა, რომელიც ყველა მიმსვლელ-მომსვლელს
დააფიქსირებდა-მეთქი. აი, სწორედ მაშინ გამოტყდა...
ფლენერი გაჩუმდა.
- განაგრძეთ, - ვთხოვე მე.
- განა ყველაფერი ნათელი არ არის?
- მაინც განაგრძეთ.
ფლენერიმ მხრები აიჩეჩა.
- ვფიქრობ, უხერხულობა ააცდინა თავსაც და თქვენც. ამი-
ტომ მოითხოვა ამ საქმის გასაიდუმლოება. თქვენი მეუღლე
გონსალესის სახლში იყო, ექიმო. ისინი იმ დროისთვის უკვე
ორი თვის საყვარლები იყვნენ.
რეაქცია არ მქონია. ხმას არავინ იღებდა. მხოლოდ შორიდან
რომელიღაც ჩიტის წრიპინი ჩამესმა. ალბათ, ის ჩიტი იყო, მისა-
ღებში რომ ვნახე... ფ
ფეხზე წამოვდექი. თაირისმა ნაბიჯი უკან გადადგა.
- გმადლობთ, დრო რომ დამითმეთ, - ვუთხარი ფლენერის
რაც შეიძლება მშვიდად.
ფლენერიმ ფარდებს დაუქნია თავი.
- ოღონდ ეს სიმართლე არ არის, - დავამატე იქვე.
არაფერი მიპასუხა, მთუმცა პასუხს არც ველოდი.

280 მკითხველთა ლიგა


33

კარლსონი მანქანაში იჯდა. ჰალსტუხი, როგორც ყოველ-


თვის, უნაკლოდ ჰქონდა გაკვანძული. პიჯაკი გაეხადა და სალო-
ნის უკანა მხარეს, კაუჭზე ჩამოეკიდებინა. კონდიციონერი ხმა-
მაღლა ზუზუნებდა და სალონში ჰაერის მძლავრ ნაკადს უშვებ-
და. კარლსონი კონვერტს დასწვდა და წაიკითხა: ელიზაბეთ ბე-
კი, საქმე N 94-87002. სწრაფად აამუშავა თითები, კონვერტზე
შემოხვეული ზონარი გახსნა, ფურცლები ამოიღო და გვერდით,
მგზავრის დასაჯდომზე გაშალა.
ნეტავ რა აინტერესებდა ექიმ ბეკს?
სთოუნმა უკვე გასცა ამაზე მკაფიო პასუხი: მისი აზრით, ბეკს
სურდა, გაეგო, მოიცავდა თუ არა ეს მასალები მის მამხილებელ
ფაქტებს. ეს ზედმიწევნით შეესატყვისებოდა გამოძიების ფედე-
რალური ბიუროს მიერ წამოყენებულ თეორიებს. კაცმა რომ
თქვას, კარლსონი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ყველას მი-
ერ აღიარებულ თავდაპირველ ვერსიაში ეჭვი შეიტანა. პირვე-
ლად სწორედ მან თქვა, ეს ამბავი სულ სხვა ვითარებაში მოხდა
და ცოლის მკვლელობა რეალურად სწორედ ექიმმა ბეკმა და-
გეგმაო. მაშ, ახლა რატომ შეეპარა ამაში ეჭვი? კარლსონი კარ-
გად დაუფიქრდა ყველა იმ შეუსაბამობას, რომელიც ხსენებულ
ვერსიას ახლდა და რომელიც ამ ბოლო დროს ასე თვალში სა-
ცემი აღმოჩნდა. სხვათა შორის, სთოუნმა საკმაოდ გულდაჯერე-
ბულად „მოუკრა პირი“ ამ შავ ხვრელებს. კარლსონმაც კარგად
იცოდა, რომყ მსგავსი ხვრელები ყველა საქმეს ახლავს. წინააღ-
მდეგ შემთხვევაში, უნდა იფიქრო, რომ რაღაც გამოგრჩა. მაშ,
რატომღა ეპარებოდა ახლა ეჭვი ბეკის დანაშაულში? იქნებ იმი-
ტომ, რომ ამ ბოლო დროს ყველაფერი ზედმეტად მკაფიო და ნა-
თელი გახდა; მტკიცებულებები ზედმიწევნით კარგად მიეწყო
281 მკითხველთა ლიგა
ერთმანეთს და თავდაპირველად ჩამოყალიბებულ თეორიასთან
სრულ შესაბამისობაში აღმოჩნდა. ამჯერად მისი ეჭვები ისეთ
არასანდო რამეს ეფუძნებოდა, როგორიც არის ინტუიცია, რო-
მელსაც კარლსონი სხვა დროს მაინცდამაინც დიდ პატივს არ
სცემდა, მით უმეტეს, როცა საქმე გამოძიებას ეხებოდა. მმისი
აზრით, ინტუიციაზე დაყრდნობა ხშირ შემთხვევაში სხვა არაფე-
რი იყო, თუ არა იოლად გამოსვლის შესანიშნავი ხერხი და და-
მაჯერებელი მტკიცებულებებისა და ფაქტების რაღაც მოუხელ-
თებელი და მერყევი მინიშნებებით ჩანაცვლების ოსტატური, ფა-
ქიზი ტექნიკა. კარლსონისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე უვარ-
გისი გამომძიებლები სწორედ ინტუიციას ეყრდნობოდნენ.
პირველი გვერდი ზოგად ინფორმაციას შეიცავდა: ელიზაბეთ
პარკერ ბეკი. მისამართი, დაბადების თარიღი (დაიღუპა 25
წლის ასაკში), რასა - ევროპული, სქესი - მდედრობითი, სიმაღ-
ლე - 1.70, წონა - 44 კგ, თხელი აღნაგობის. გარეგანი დათვა-
ლიერების შედეგად დადგინდა, რომ გვამური გაშეშების პროცე-
სი დასრულებულია. სხეულზე აღენიშნება წყლულები, ღრუები-
დან გამოიყოფა სითხე. ხსენებულ სიმპტომებზე დაყრდნობით
დადგენილ იქნა სიკვდილის დრო - გვამის პოვნამდე სამი დღით
ადრე. სიკვდილის მიზეზი - დანით მიყენებული ჭრილობა მკერ-
დის არეში. სიკვდილის მექანიზმი: უხვი სისხლდენა და მარჯვენა
აორტის არეში ძლიერი სისხლჩაქცევა. სხეულზე აგრეთვე აღე-
ნიშნება ღია ჭრილობები, მათ შორის ხელებსა და თითებზე.
თეორიული მიზეზი: მსხვერპლი ამ გზით ცდილობდა დანით
შეიარაღებული თავდამსხმელისგან თავის დაცვას“.
კარლსონმა უბის წიგნაკი და მონბლანის კალამი ამოიღო და
ჩაიწერა: წინააღმდეგობის გაწევისას მიღებული ჭრილობები. ამ
ფრაზას რამდენიმეჯერ ხაზი გაუსვა.
წინააღმდეგობის გაწევისას მიღებული ჭრილობები...

282 მკითხველთა ლიგა


ეს ქილროის სტილი არ იყო. ჩვეულებისამებრ, ქილროი
მსხვერპლს დიდხანს აწამებდა, კოჭავდა, რას არ სჩადიოდა...
მოკვლით კი მხოლოდ მას შემდეგ კლავდა, როცა მსხვერპლს
უკვე აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.
მაშ, რით აიხსნებოდა ხსენებული ჭრილობები ელიზაბეთ ბე-
კის თითებზე?
კარლსონმა კითხვა განაგრძო. თმისა და თვალების ფერსაც
გადაავლო თვალი და როცა მეორე გვერდს კითხულობდა, შუა
კითხვაში მორიგ გამაოგნებელ ფაქტს წააწყდა: თურმე ელიზა-
ბეთ ბეკის სხეულზე დაღი სიკვდილის შემდგომ ამოწვეს!
კარლსონმა ეს წინადადება ხელმეორედ გადაიკითხა, მერე
უბის წიგნაკს ეცა და ტერმინ post mortem-ს23 ხაზი გაუსვა. არც
ეს შეესაბამებოდა ძიების მიერ ჩამოყალიბებულ ვერსიას. ქილ-
როი მსხვერპლს ყოველთვის ცოცხლად დაღავდა. სასამარ-
თლოზე საკმაოდ ბევრი ითქვა იმაზე, თუ რა სიამოვნებას ჰგვრი-
და ამ მკვლელს დამწვარი კანის შიშინი და გამწარებული
მსხვერპლის ყვირილი.
ჯერ „წინააღმდეგობის გაწევისას მიღებული ჭრილობები“...
ახლა კიდევ ეს...
არა, რაღაც ვერ იყო რიგზე...
კარლსონმა სათვალე მოიხსნა და თვალები დახუჭა. ეს რა
ქაოსში ამოყო თავი... საერთოდ, არეულობა და უწესრიგობა სა-
შინლად ანერვიულებდა. გარკვეულ ლოგიკურ შეუსაბამობებს
არასოდეს გამორიცხავდა, მაგრამ ამჯერად ისინი ჭრილობები-
ვით პირდაღებულ, ამოუვსებ ნაპრალებად გადაიქცა. ერთი
მხრივ, ექსპერტიზის დასკვნა საფუძველს უმყარებდა კარლსო-
ნის ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ელიზაბეთ ბეკის მკვლელობა

23 Post mortem (ლათ.) - სიკვდილის შემდგომი.

283 მკითხველთა ლიგა


დადგმული იყო და ქილროის ნახელავად საგანგებოდ საღდებო-
და, მაგრამ ამ თეორიას საკმაოდ სუსტი მხარეებიც ჰქონდა.
კარლსონმა სცადა ნაბიჯ-ნაბიჯ გადაეხედა ყველა ფაქტის-
თვის. პირველ რიგში საინტერესო იყო, აასე დაჟინებით რატომ
სურდა ბეკს ამ მასალების გაცნობა? ერთი შეხედვით ამ კითხვა-
ზე მკაფიო პასუხი უკვე არსებობდა. ნებისმიერი ადამიანი, რო-
მელიც ამ მასალებს კარგად გაეცნობოდა, მიხვდებოდა, რომ
ელიზაბეთი ქილროის არ მოუკლავს. თუმცა გამორიცხული არა-
ფერი იყო. იქნებ სერიულ მკვლელებს სულაც არა აქვთ ისეთი
აკვიატებული ჩვევები, რასაც მათზე ხშირად ვკითხულობთ
ხოლმე. ქილროისაც თავისუფლად შეეძლო შეეცვალა ნირი და
მრავალფეროვნების სურვილი გამოევლინა. თუმცა იმის მიხედ-
ვით, რასაც ახლა კარლსონი კითხულობდა, კარგად დაფიქრე-
ბაც საკმარისი იყო, ამ დაფიქრებას კი ლოგიკურად მოჰყვებოდა
ერთი მთავარი შეკითხვა:
რატომ თავის დროზე ვერავინ შეამჩნია ეს აშკარა შეუსაბა-
მობები?
კარლსონმა ყველა ვარიანტი განიხილა. ქილროისთვის
ელიზაბეთ ბეკის მკვლელობის გამო, ჯერჯერობით, სასჯელი არ
წაუყენებიათ. ამის მიზეზი ამჟამად დღესავით ნათელი იყო. რო-
გორც ჩანს, გამომძიებლებმაც იყნოსეს რაღაც, მაგრამ გამომ-
ზეურებას მოერიდნენ იმ მოსაზრებით, რომ ეს ქილროის ადვო-
კატებს მისცემდა ხელს. საერთოდ, როცა სერიულ მკვლელს
ასამართლებ, მთელი სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ბადეს
მეტისმეტად შორს ისვრი და ეს ბადე ჩვეულებრივზე დიდ ფარ-
თობს მოიცავს. ასეთ დროს კი რაღაც აუცილებლად დაგიძვრება
ხელიდან. საკმარისია, დამნაშავის ადვოკატმა ერთი საქმე
გააცამტვეროს და სხვებსაც თავისთავად შეუდგება წყალი. შესა-
ბამისად სერიულ მკვლელს ერთდროულად ყველა მკვლელო-
ბისთვის არ ასამართლებენ ხოლმე. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. შე-
284 მკითხველთა ლიგა
საძლოა გამომძიებლებს ელიზაბეთ ბეკის საქმის ერთხელ და
სამუდამოდ მოშორება ჰქონდათ განზრახული.
მაგრამ ეს სცენარიც საკმაოდ სადავო იყო.
ელიზაბეთის მამამ და ბიძამ (ორივე მათგანი სამართალდამ-
ცავი იყო!) გვამი თავისი თვალით ნახეს და ეს ანგარიშიც უსათუ-
ოდ ნანახი ექნებოდათ. რატომ არ გაუჩნდა ამ ორ ადამიანს კით-
ხვები? როგორ? ელიზაბეთის მკვლელი თავის ნებაზე მიუშვეს
და დანაშაული ქილროის გადააბრალეს? კარლსონს ეჭვი ეპა-
რებოდა ამაში.
მაშ, რაღა რჩებოდა ხელჩასაჭიდი?
კარლსონმა ფურცვლა განაგრძო და უცებ კიდევ ერთ გამა-
ოგნებელ ფაქტს წააწყდა...
მანქანის კონდიციონერი უკვე ისე აგრილებდა სალონს, რომ
სიცივემ ძვლებში გაატანა. კარლსონმა ფანჯარა ჩამოსწია და
ძრავა გამორთო. ა
შემდეგი გვერდი ნარკოლოგიურ-ტოქსიკოლოგიური ანალი-
ზის შედეგებს ეთმობოდა. ანალიზის მიხედვით ელიზაბეთის სის-
ხლში ჰეროინისა და კოკაინის კვალი იყო ნაპოვნი. მეტიც, ეს
კვალი თმასა და რბილ ქსოვილებშიც აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტ-
ყველებდა, რომ ელიზაბეთი ახალბედა მომხმარებელი არ იყო.
ესეც ვერ აღმოჩნდა დამაჯერებელი...
სწორედ ამაზე ფიქრობდა კარლსონი, როცა მობილურმა და-
რეკა.
- კარლსონი გისმენთ.
- ახალი ამბავი გითხრა? - ჰკითხა სთოუნმა.
კარლსონმა საქაღალდე გვერდზე გადადო.
- ბეკმა ლონდონის ბილეთი შეუკვეთა და ორ საათში კენედის
აეროპორტიდან მიფრინავს.
- ახლავე მოვდივარ! - უპასუხა კარლსონმა.

285 მკითხველთა ლიგა


***
გზაში თაირისმა მხარზე ხელი დამადო და უკვე მერამდენედ
გაიმეორა:
- ძუკნები ეგენი... მაგათ როგორ უნდა ენდო...
პასუხის თავი არ მქონდა...
თავიდან ვერ წარმომედგინა, რომ თაირისი ასე ადვილად მი-
აგნებდა ჰელიო გონსალესს, მაგრამ ქუჩის სოციალური ქსელი
ისეთივე განვითარებული აღმოჩნდა, როგორიც სხვები. აბა,
სთხოვეთ მორგან სტენლის მუშაკს „გოლდმენ საქსის“(„გოლ-
დმენ საქსი“ - უუმსხვილესი ბანკი და საინვესტიციო ფირმა.) ად-
გილმდებარეობის გარკვევა და ეს რამდენიმე წუთში მოხდება.
რაღა შორს მივდივართ, თუნდაც მე მთხოვეთ რომელიმე სხვა
ექიმთან დაკავშირება. ამას მხოლოდ ერთი ზარით მოგიგვა-
რებთ. ქუჩის დამნაშავეებში სხვანაირად რატომ უნდა იყოს?
ჰელიო გონსალესი ციხიდან ახალი გამოსული იყო. შეიარა-
ღებული ძარცვისთვის ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა მოხდი-
ლი და რომ შეხედავდით, ეს ყველაფერი ზედ ეტყობოდა: მზის
სათვალე, თავზე გრძელი ბენდენა, თეთრ მაისურზე მოცმული
ფლანელის პერანგი, რომელიც ყელთან მხოლოდ ერთი ღილით
იყო შეკრული და ამიტომ რაღაც უცნაურ მოსასხამს ან ღამურის
ფრთებს წააგავდა. სახელოები აკაპიწებული ჰქონდა და ნაციხა-
რი კაცის დაბერილი კუნთები ციხეშივე გაკეთებული უშნო სვი-
რინგებით ჰქონდა აჭრელებული.
ნაციხარის კუნთები ვახსენე... დიახ, ისინი არაფერში შეგეშ-
ლებათ. ასეთი კუნთები თავისი გლუვი, მარმარილოსებრი ფაქ-
ტურით აშკარად განსხვავდება სპორტდარბაზში ხელოვნურად
დაყენებული, ცომივით აფუებული „თანამოძმეებისაგან“.
ქუინსის რომელიღაც ქუჩაზე, ღია კაფეში ჩამოვსხედით. ლა-
თინურამერიკული მუსიკა პირდაპირ მკერდში მიბაგუნებდა თა-
ვის მოუსვენარ „ტა-ტა-ტას“. გვერდით ვიღაც შავთმიანმა ქალმა
286 მკითხველთა ლიგა
ჩაგვისეირნა. მოტმასნილი, წვრილბრეტელებიანი ტოპი ეცვა.
თაირისმა ნიშანი მომცა. მივიხედე და გონსალესი დავინახე. სა-
ზიზღრად იკრიჭებოდა. თვალის ერთი შევლებით შევაფასე და
გონებაში ერთადერთი სიტყვა ამომიტივტივდა: ნაძირალა.
გაუტანელი, უგრძნობელი ნაძირალა. რომ შეხედავდით, მაშინ-
ვე მიხვდებოდით, რომ ეს კაცი სიცოცხლის ბოლომდე არ დაიშ-
ლიდა თავისას და გზადაგზა ყველას და ყველაფერს გადაუვლი-
და. საკითხავი მხოლოდ ეგ იყო: რამდენ ხანს გასტანდა ეს ამბა-
ვი...
ადამიანური თვალსაზრისით, ცხადია, ვერ ვუწონებდი ჩემს
თავს მსგავს აზრებს; ისიც კარგად მესმოდა, რომ გარეგნულ მო-
ნაცემებზე დაყრდნობით იმავე დასკვნების გამოტანა თაირისზეც
შეიძლებოდა. ასე იყო თუ ისე, ქუჩაში გატლანქებული და მორა-
ლურად დაჩლუნგებული ადამიანების სასიკეთო შემობრუნებისა
ყველაზე მეტად მხოლოდ ელიზაბეთს სწამდა. მე კი ამ მიმართუ-
ლებით ჯერ კიდევ სამუშაო მქონდა.
- რამდენიმე წლის წინ თქვენ ბრენდონ სქოუფის მკვლელო-
ბისთვის დაგაპატიმრეს, - მივმართე გონსალესს, - ვიცი, რომ მა-
შინ გაგათავისუფლეს... არ გეგონოთ, რომ რამეს გერჩით. უბ-
რალოდ, სიმართლის გაგება მინდა.
გონსალესმა სათვალე მოიხსნა და თაირისს თვალები გადა-
უბრიალა:
- შენ რა, ძაღლი მომითრიე?!
- არა, არა, პოლიციელი ნუ გგონივართ. ელიზაბეთ ბეკის მე-
უღლე ვარ, - ვუთხარი მაშინვე.
მისი რეაქცია მაინტერესებდა, მაგრამ ვერაფერი შევატყვე.
- ეს ის ქალია, რომელმაც ალიბით უზრუნველგყოთ, - განვუ-
მარტე ბოლოს.
- ჰო, რა... ვიცი, ვინც არის...
- იყო თუ არა ეს ქალი თქვენთან იმ ღამით?
287 მკითხველთა ლიგა
ჰელიო დროს წელავდა.
- ჰო, იყო, - ჩაიღიმა ბოლოს და ყვითელი კბილები დაკრიჭა, -
მთელი ღამე მყავდა...
- ტყუით!
ჰელიომ თაირისს შეხედა.
- რა ხდება, ეე?!
- არაფერი. უბრალოდ, სიმართლის გაგება მინდა, - გავუ-
მეორე ისევ.
- თქვენ რა, გგონიათ, ის სქოუფი მე მოვკალი?
- არა, არ მგონია.
- აბა, რა ჩემი ფეხები გინდათ?! - შემომიტია გაოცებულმა.
- მინდა ფაქტი დამიდასტუროთ.
ჰელიო უსიტყვოდ მელოდა.
- იმ ღამით ჩემს ცოლთან იყავით? ჰო თუ არა? - გავუმეორე
კითხვა.
- რომელი პასუხი უფრო გაწყობთ?
- სიმართლე.
- და თუ სიმართლე ის არის, რომ მთელი ღამე ჩემთან გაატა-
რა?
- ეს სიმართლე არ არის.
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
საუბარში თაირისი ჩაერია:
- მიდი, ამოღერღე, რომ გეუბნებიან!
ჰელიომ ერთხანს კიდევ სცადა დროის მოგება, მერე კი თქვა:
- ყველაფერი ისეა, როგორც თვითონ უთხრა გამომძიებ-
ლებს. მყავდა, რა... დიდ ბოდიშსა ვარ, მაგრამ ეგრეა... მთელი
ღამე ერთად ვიყავით.
თაირისს შევხედე.
- წუთით მარტო დაგვტოვე, კარგი?

288 მკითხველთა ლიგა


თავი დამიქნია,ა წამოდგა და მანქანისკენ გაემართა. ხელები
ჩვეულებისამებრ გულზე დაიკრიფა და ბრუტუსის გვერდით, მან-
ქანის ღია კართან მოკალათდა.
ისევ ჰელიოს მივუბრუნდი:
- ჩემი ცოლი პირველად სად გაიცანით?
- ცენტრში.
- გეხმარებოდათ?
ჰელიომ უსიტყვოდ შემომხედა და მხრები აიჩეჩა.
- ბრენდონ სქოუფს თუ იცნობდით?
ამჯერად მის თვალებში რაღაც შიშისმაგვარი გამოკრთა.
- აუ, წავედი, რა...
- ჰელიო, მე და თქვენ ახლა მარტო ვართ. შეგიძლიათ გამ-
ჩხრიკოთ და დარწმუნდეთ, რომ მოსასმენი აპარატურა არა
მაქვს.
- თქვენ რა... გინდათ, ჩემს ალიბიზე უარი ვთქვა?
- მინდა.
- და რა ძალა მადგას?!
- ჰელიო, გაიგეთ, ვიღაცა ერთმანეთის მიყოლებით ხოცავს
ყველას, ვისაც ბრენდონ სქოუფის საქმესთან რამე კავშირი
აქვს. გუშინ ჩემი ცოლის მეგობარი მოკლეს საკუთარ სტუდიაში.
მეც გამიტაცეს, მაგრამ თაირისმა სულზე მომისწრო. ჩემს ცოლ-
საც მოკვლას უპირებენ...
- მე კიდე კაი ხნის მკვდარი მეგონა...
- ეს გრძელი ისტორიაა, ჰელიო. დიდი ხნის ამბავი უკან გვიბ-
რუნდება, გესმით? თუ არ გავარკვიეთ, რა ხდება, ყველას გაგ-
ვჟუჟავენ.
შეიძლება ვაზვიადებდი კიდეც, მაგრამ ახლა ჩემთვის სუ-
ლერთი იყო.
- სად იყავით იმ ღამეს? - არ მოვეშვი.
- თქვენს ცოლთან ვგორაობდი.
289 მკითხველთა ლიგა
- მე კი შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის!
- რაო?!
- ჩემი ცოლი იმ დღეს ატლანტიკ-სითიში იყო, ეს მისი ჩანაწე-
რებიდან ვიცი, ფაქტებს კი ვერსად წაუხვალთ. ის თქვენი ალი-
ბიც შემიძლია წყალს გავატანო და იცოდეთ, ამას აუცილებლად
გავაკეთებ! ზუსტად ვიცი, რომ ბრენდონ სქოუფი თქვენ არ მო-
გიკლავთ, მაგრამ თუ არ დამეხმარებით და სიმართლეს არ მეტ-
ყვით, თქვენს თავს ამ საქმეზე ხელმეორედ დავაჭერინებ!
აუ, რას ვტყუოდი... მაგრამ ვხედავდი, ხერხმა გაჭრა: მოწინა-
აღმდეგე აშკარად გავტეხე.
- სიმართლე მითხარით და ციხე აგცდებათ, - გავუმეორე კი-
დევ ერთხელ.
- გეფიცებით, ეგ პიჟონი მე არ მომიკლავს, - მითხრა გონსა-
ლესმა.
- ვიცი.
ჰელიო წამით დაფიქრდა და დაიწყო:
- აზრზე არა ვარ, რატომ გააკეთა ეს თქვენმა ცოლმა...
თავი უხმოდ დავუქნიე და ლაპარაკი ვაცალე.
- სქოუფი რო მოკლეს, იმ ღამით სულ სხვაგან ვიყავი - ბინას
ვტეხავდი, მაგრამ ეს რო უვარგისი ალიბია, ხო ხვდებით... ეგრე-
ვე ჩამაყუდებდნენ. ჰოდა, გადამარჩინა ამ ქალმა, რა...
- არ გიკითხავთ, ეს რატომ გააკეთა?
- რა დროს კითხვები იყო, ეგრევე მოვტყდი. რო დამიჭირეს,
მერე გადმომცა ჩემმა ადვოკატმა მისი ნათქვამი. ჰჰოდა, მეც
იგივე გავიმეორე. მთავარი იყო, რო გამოვედი, სხვა ყველაფე-
რი მეკიდა.
- მას შემდეგ ერთხელ მაინც თუ გინახავთ ჩემი ცოლი?
- არა, - მიპასუხა ჰელიომ, მმერე თვალი თვალში გამიყარა
და მკითხა:

290 მკითხველთა ლიგა


- რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ თქვენი ცოლი არ
მიხმარია?
- იმიტომ, რომ ჩემს ცოლს კარგად ვიცნობ.
ჰელიოს ჩაეღიმა.
- და გგონიათ, არასოდეს გღალატობდათ?
არაფერი ვუპასუხე.
ჰელიო ადგა და თქვა:
- თაირისს გადაეცით, რომ ჩემი ვალი აქვს.
მერე ჩუმად ჩაიქირქილა და გამშორდა.

291 მკითხველთა ლიგა


34

არავითარი ხელბარგი. ბილეთი ელექტრონულად შეუკვეთა,


ამიტომ რეგისტრაციასაც ავტომატურად გაივლიდა და არა
აეროპორტის მუშაკის მეშვეობით. ახლა მოსაცდელ დარბაზში
იჯდა და ტაბლოს თვალს არ აშორებდა. ერთი სული ჰქონდა,
როდის დაიწერებოდა მისი რეისის გვერდით სიტყვა ჩასხდომა...
დროდადრო საფრენ მოედანსაც გასცქეროდა მოუთმენლად... ა
ამ დროს ტელევიზორის ეკრანზე სპორტული რეპორტაჟი
CNN-ის საინფორმაციო გადაცემამ შეცვალა.
ნაცადი ხერხით გონების გათიშვა სცადა.
ხუთი წლის წინ რამდენიმე დღე ინდოეთში, გოას მახლობ-
ლად, ერთ პატარა სოფელში გაატარა. ერთი მივარდნილი სო-
ფელი იყო, მაგრამ იქაურმა მკვიდრმა, ასი წლის იოგმა, შორს
გაუთქვა სახელი.ასწორედ იმ იოგს დაემოწაფა მაშინ. მედიტა-
ციის ტექნიკას, სუნთქვის სისტემას და ე. წ. გონების გაწმენდის
ხერხებს დაეუფლა, მაგრამ ეს ცოდნა დიდხანს არ შემორჩენია.
იყო წუთები, როცა მართლაც ახერხებდა სრულ სიცარიელეში
ჩაძირვას, მაგრამ თვით ასეთ წუთებშიც კი გვერდიდან ბეკი არ
სცილდებოდა.
ახლა რა ნაბიჯი უნდა გადაედგა? არჩევანი ნამდვილად აღარ
ჰქონდა. საქმე ხომ გადარჩენას ეხებოდა, გადარჩენა კი აქედან
სასწრაფოდ გაქცევას ითხოვდა. ჩამოვიდა, ყველაფერი აურ--
დაურია და ეს ხათაბალა სხვებს შეატოვა. არადა, რა უნდა ექნა,
რა გზა ჰქონდა? როგორ არ ფრთხილობდა, მაგრამ ამათ მაინც
ვერაფერი გამოაპარა. მიაგნეს და თვალთვალი დაუწყეს. რვა
წლის შემდეგაც კი!..

292 მკითხველთა ლიგა


ვიტრინასთან ბავშვი მივიდა და შუშას მხიარულად დაუშინა
პატარა ხელისგულები. არაქათგამოცლილი მამამისი გა-
მოედევნა და ხელში სიცილით აიყვანა.
უყურებდა ამ სცენას და გონებაში ყველა შესაძლო ვარიანტს
ატრიალებდა...
ხელმარჯვნივ მოხუცი წყვილი ჩამოუჯდა. რაღაცაზე ტკბილად
ეჭუკჭუკებოდნენ ერთმანეთს...
როცა ის და ბეკი მოზარდები იყვნენ, ქუჩაში ხშირად ხვდე-
ბოდნენ შტაინბერგების ხანდაზმულ წყვილს. განუყრელი მოხუ-
ცები მუდამ ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ; ერთ საღამოს
არ გააცდენდნენ, რომ არ გაესეირნათ. შვილები უკვე კარგა
ხნის დაფრთიანებული ჰყავდათ და ერთმანეთს შემორჩენოდ-
ნენ. ჩვენც ასე ვიქნებითო, შეჰპირდა მაშინ ბეკი...
მისის შტაინბერგი ოთხმოცდაორი წლისა გარდაიცვალა.
ქმარი ოთხ თვეში მიჰყვა, არადა, კაჟივით კაცი იყო... ამბობენ,
მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა - სპრიგსტინის სიტყვებით რომ
ვთქვათ - ორი გული ერთმანეთს ერწყმის. ნეტავ ასე იქნებოდა
მისი და დევიდის შემთხვევაშიც? მართალია, სამოცდაერთი წე-
ლი ერთ ჭერქვეშ არ უცხოვრიათ, მაგრამ რაც თავი ახსოვდათ,
განუყრელები იყვნენ და საერთო მოგონებების გარდა სხვა მო-
გონება მათთვის არ არსებობდა. ასე გამოდიოდა, რომ მნიშვნე-
ლობა წლების რაოდენობას კი არა, პროცენტულობას ჰქონდა;
აქედან გამომდინარე, მათი ურთიერთმიჯაჭვულობა შტაინბერ-
გებისას აღემატებოდა... ეკრანს შეხედა. „ბრითიშ ეირვეისის“
174-ე რეისის გვერდით ნანატრი სიტყვა აციმციმდა.
მისი რეისი გამოცხადდა.

293 მკითხველთა ლიგა


***
კარლსონი და სთოუნი დიმონტესა და კრინსკისთან ერთად
„ბრითიშ ეირვეისის“ მენეჯერთან მივიდნენ.
- ბილეთი დაჯავშნილი აქვს, მაგრამ თვითონ არ გამოჩნდა, -
სასიამოვნო აქცენტით ამცნო ლურჯ-თეთრ უნიფორმაში გამოწ-
ყობილმა ყელსახვევიანმა მენეჯერმა ქალმა, რომელსაც სამ-
კერდე ნიშანზე თავისი სახელი - ემილი ეწერა.
დიმონტემ ერთი შეიკურთხა. კრინსკიმ მხრები აიჩეჩა.
მოულოდნელი არაფერი იყო. ბეკი მთელი დღის განმავლობაში
მარჯვედ უძვრებოდა ხელიდან მდევარს. ნაკლებსავარაუდო
იყო, რომ ასეთი ბრიყვი აღმოჩნდებოდა და თვითმფრინავის
ბორტზე თავისი ნამდვილი სახელით გამოცხადდებოდა.
- მორჩა. გავიჭედეთ... - თქვა დიმონტემ.
კარლსონმა, რომელიც საქაღალდეს ხელიდან არ უშვებდა,
ისევ მენეჯერს მიმართა:
- ქალბატონო, კომპიუტერის კარგი მცოდნე ვინ გყავთ?
- ალბათ, მეც ვივარგებ, - უპასუხა ემილიმ თავდაჯერებული
ღიმილით.
- იქნებ მომინახოთ ის შეკვეთა... - სთხოვა კარლსონმა.
ემილიმ თხოვნა შეუსრულა.
- შეკვეთის ზუსტ თარიღს თუ მეტყვით?
- ეს სამი დღის წინ მოხდა, - უპასუხა ემილიმ.
- ხედავთ მამაძაღლობას?! სამი დდღის წინ უკვე გაქცევაზე
ეჭირა თვალი! - ავარდა დიმონტე.
- არა! - თავი გაიქნია კარლსონმა.
- რა - არა?!
- დაუფიქრდი, ჩვენი ვარაუდით ბეკმა რებეკა შეიესი იმიტომ
მოკლა, რომ ამ ქალს არაფერი წამოსცდენოდა, მაგრამ თუ ბეკი
სამ დღეში ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რატომ გარისკა და კი-
დევ ერთი ადამიანი რატომ მოკლა?
294 მკითხველთა ლიგა
სთოუნმა თავი გაიქნია.
- ნიკ, ძალიან ბევრს უკირკიტებ ამ საქმეს. ზედმეტი ხომ არ
მოგდის?
- რაღაც გვეპარება, - თავისას არ იშლიდა კარლსონი, -კაცმა
რომ თქვას, ისიც საკითხავია, გაქცევა რატომ გადაწყვიტა?
- იმიტომ, რომ არ ვეშვებოდით.
- სამი დღის წინ ვინ რას ერჩოდა?
- წინასწარ გრძნობდა...
კარლსონი არც ამ პასუხმა დააკმაყოფილა.
დიმონტე კრინსკის მიუბრუნდა:
- დავახვიოთ აქედან. დროს ტყუილად ვკარგავთ. ყოველი
შემთხვევისთვის ერთი-ორი კაცი დავტოვოთ და მორჩა.
ორივემ კარლსონს შეხედა.
კარლსონმა თავი დაუქნია, მაგრამ ეტყობოდა, ცალი ყურით
უსმენდა. წასვლის წინ ემილის ისევ მიაყარა კითხვები:
- ბეკს ბილეთის შეკვეთისას ვინმე თუ ახლდა?
ემილიმ რაღაც სიტყვები აკრიფა.
- არა, ბილეთი მარტომ შეუკვეთა.
- როგორ შეუკვეთა, პირდაპირ, ტელეფონით თუმ სამოგ-
ზაურო ბიუროს მეშვეობით?
ემილიმ ისევ დაუარა თითებით კლავიატურას.
- არა, ბიუროს მომსახურებით ნამდვილად არ უსარგებლია.
ასეთ შემთხვევაში საკომისიოს შესახებ შეტყობინება მოგვივი-
დოდა. მისტერ ბეკი უშუალოდ ავიაკომპანიას დაუკავშირდა.
მაშ, ასე, აქაც გაურკვევლობაა...
- რა ფორმით გადაიხადა ბილეთის საფასური? - არ ეშვებოდა
კარლსონი.
- საკრედიტო ბარათით.
- ბარათის ნომერს ხომ ვერ მომაწვდიდით?

295 მკითხველთა ლიგა


ემილიმ ნომერი კარლსონს გადასცა, კარლსონმა კი - სთო-
უნს.
- ეს ნომერი ბეკის საკრედიტო ბარათების არც ერთ ნომერს
არ ემთხვევა, - განაცხადა სთოუნმა.
- გადაამოწმე, - ბრძანა კარლსონმა.
სთოუნი იმწამსვე დასწვდა მობილურ ტელეფონს და ნომერი
აკრიფა.
კარლსონმა ნიკაპი მოიქექა.
- თქვენ ამბობთ, რომ ბეკმა ბილეთი სამი დღის წინ შეუკვე-
თა? - მიმართა მენეჯერს.
- დიახ.
- ზუსტ დროს ხომ ვერ მეტყვით?
- დიახ, რა თქმა უნდა, კომპიუტერი დროს ყოველთვის აფიქ-
სირებს. საღამოს შვიდის 14 წუთი იყო.
- ძალიან კარგი. ხომ ვერ მეტყვით, ამავე საათებში ვინმემ კი-
დევ ხომ არ შეუკვეთა ბილეთი?
ემილი დაფიქრდა.
- ასეთი რამ სხვა დროს არ მიცდია, მაგრამ თუ დამელოდე-
ბით, ახლავე ვნახავ.
ქალმა სწრაფად აკრიფა რამდენიმე სიტყვა და პროგრამის
პასუხს დაელოდა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა:
- სამწუხაროდ, პროგრამა მგზავრებს ამ პრინციპით არ ახა-
რისხებს.
- მაგრამ ეს ინფორმაცია არსებობს? - ჰკითხა კარლსონმა.
- დიახ, ცოტაც დამელოდეთ, - უპასუხა ემილიმ და კლავიშებს
კიდევ ერთხელ დაუარა.
- ახლა ამ ინფორმაციას ელექტრონულ ცხრილში გადმოვი-
ტან. თითო ჯერზე ორმოცდაათ შეკვეთას. ასე უფრო სწრაფად
წავა საქმე.

296 მკითხველთა ლიგა


პირველ ორმოცდაათ შეკვეთაში ერთი წყვილი აღმოაჩინეს,
რომელმაც იმ დღეს ბილეთი ერთად შეუკვეთა, მაგრამ აღმოჩ-
ნდა, რომ ეს რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ამიტომ ეს მონა-
ცემები ყურადღების ღირსად არ მიიჩნიეს. მეორე წყებაში ვერა-
ფერი აღმოაჩინეს.ა აი, მესამე წყებას რომ მიადგნენ, ცხრიანში
მოარტყეს!
- ლაიზა შერმანი! - გამოაცხადა ემილიმ, მ- ამ ქალმა იმავე
დღეს, იმავე რეისზე შეუკვეთა ბილეთი, ოღონდ რვა წუთით გვი-
ან.
თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ კარ-
ლსონმა იგრძნო, რომ მღელვარებისგან თმა ყალყზე დაუდგა.
- აი, ესეც საინტერესოა, - დაამატა უცებ ემილიმ.
- გისმენთ.
- ადგილებს ვგულისხმობ.
- რით არის საინტერესო?
- ლაიზა შერმანი და დევიდ ბეკი ფრენის დროს ერთად უნდა
მსხდარიყვნენ. რიგი მე-16; ადგილები E და F.
კარლსონს გულმა რეჩხი უყო.
- ამ ქალმა რეგისტრაცია უკვე გაიარა?
ემილიმ კიდევ აკრიფა რამდენიმე სიტყვა და უპასუხა:
- დიახ. ალბათ, ამ წუთში უკვე თვითმფრინავში ჯდება.

***
წამოდგა და საფულე დაკეტა. თავაწეული მიდიოდა, სწრაფი,
ყოჩაღი ნაბიჯით. კვლავინდებურად სათვალე ეკეთა, პარიკი
ეხურა და პირში იმპლანტები ჰქონდა, სწორედ ისე, როგორც
ლაიზა შერმანს პასპორტის ფოტოზე.

297 მკითხველთა ლიგა


უკვე ოთხი კარი გაიარა, როცა CNN-ის დიქტორის ხმას მოჰ-
კრა ყური. უცებ წაიბორძიკა. ვიღაც მამაკაცი, რომელსაც უჩ-
ვეულოდ დიდი ხელბარგი მიჰქონდა, ანაზდად შეეჯახა დაუ ისე
უხეშად აუქნია ხელი, თითქოს მძღოლი იყო და ავტოს მაგის-
ტრალზე გზა უადგილო ადგილას გადაუჭრეს. მმამაკაცს ზედ არ
შეხედა და ეკრანს მიაჩერდა.
საინფორმაციო გადაცემის წამყვანი მაყურებელს ახალ ამ-
ბებს ამცნობდა. ეკრანის კუთხეში მისი ძველი მეგობრის, რებეკა
შეიესის ფოტო გამოჩნდა... თანაც ბეკის ფოტოს გვერდიგვერდ!
ეკრანს სწრაფად მიუახლოვდა. ფოტოებქვეშ სისხლისფერი
ასოებით ეწერა: „სიკვდილი ფოტოლაბორატორიაში“.
- ...მკვლელობაში ეჭვმიტანილია ვინმე დევიდ ბეკი, მაგრამ
არის თუ არა ეს მის მიერ ჩადენილი ერთადერთი მკვლელობა?
თემას განაგრძობს CNN-ის კორესპონდენტი ჯეკ თერნერი, - და-
ასრულა დიქტორმა და ეკრანიდან გაქრა. ამჯერად მის ადგილას
კადრში გამოჩნდა ნიუ-იორკის პოლიციის ორი თანამშრომელი,
რომლებმაც შენობიდან შავ ცელოფანში გახვეული ცხედარი გა-
მოასვენეს საკაცით.
შენობა უცებ იცნო და სუნთქვა შეეკრა.
რვა წელი. რვა წელი გავიდა, რებეკას კი სტუდია ისევ იმ ად-
გილას ჰქონია...
გაისმამ მამაკაცის - სავარაუდოდ, ხსენებული ჯეკ თერნერის
- ხმა:
- ეს საკმაოდ ჩახლართული და იდუმალებით მოცული ამბა-
ვია. საუბარია ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბრწყინვალე ფოტოგრა-
ფის, რებეკა შეიესის მკვლელობაზე. რებეკა შეიესი ფოტოლა-
ბორატორიაში მოკლული იპოვეს. მას ახლო მანძილიდან თავში
ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი.
ამ დროს ეკრანზე ისევ გამოჩნდა რებეკას გაღიმებული ფო-
ტო.
298 მკითხველთა ლიგა
- მკვლელობაში ეჭვმიტანილი გახლავთ მისი დიდი ხნის მე-
გობარი, ექიმი დევიდ ბეკი, პედიატრი... - განაგრძობდა თერნე-
რი.
ახლა ბეკის ფოტოპორტრეტი ამოტივტივდა ეკრანზე. ბეკი არ
იღიმებოდა.
...ამის შემყურეს წაქცევას აღარაფერი აკლდა.
- ექიმი ბეკი დღეს სამართალდამცველებს დაემალა, პატიმ-
რობას თავი აარიდა და დევნის დროს პოლიციელს თავს დაეს-
ხა. ის ახლაც თავისუფლად გადაადგილდება, სავარაუდოდ,
შეიარაღებული და ძალზე საშიშია. თუ მისი ადგილსამყოფლის
შესახებ რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ, დაგვიკავშირდით შემ-
დეგ ნომრებზე...
ეკრანზე ყვითელი ციფრები გამოჩნდა. სანამ რეპორტაჟს გა-
აგრძელებდა, ჯეკ თერნერმა ციფრები ხმამაღლა წაიკითხა, შემ-
დეგ კი განაგრძო:
- ...მაგრამ ამ ისტორიას დამატებით სირთულეს სძენს ინ-
ფორმაცია, რომელიც მანჰეტენის ფედერალური სამსახურიდან
ჟონავს. არსებობს ვარაუდი, რომ მისტერ ბეკს კავშირი ჰქონდა
ორ ადამიანთან, ვისი გვამებიც ახლახან პენსილვანიაში, ბეკე-
ბის საზაფხულო აგარაკის მახლობლად იპოვეს... დაბოლოს,
ყველაზე გამაოგნებელი ფაქტი: ექიმი ბეკი რვა წლის წინ თვით
საკუთარი მეუღლის მკვლელობაშიც გახლავთ ეჭვმიტანილი!
სწორედ ამ დროს ეკრანზე მორიგი ფოტო გამოჩნდა.
გაუჭირდა ფოტოზე აღბეჭდილი ქალის ცნობა... ერთბაშად
გაშიშვლებულ, ჩიხში მოქცეულ უმწეო არსებად იგრძნო თავი...
ბოლოს ეკრანიდან ეს ფოტოც გაქრა და მისი ადგილი დიქ-
ტორმა დაიკავა.
- ჯეკ, რამდენადაც ცნობილია, ელიზაბეთ ბეკის მკვლელობას
აქამდე სერიულ მკვლელს, ქილროის (იმავე ელროი ქელერ-
ტონს) მიაწერდნენ.
299 მკითხველთა ლიგა
- დიახ, ტერეზა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სამარ-
თალდამცველებისგან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ოფიციალური
პირები კომენტარებზე უარს აცხადებენ, მაგრამ ინფორმაცია
საკმაოდ სანდო წყაროებიდან ჟონავს.
- არის თუ არა პოლიციისთვის ცნობილი დანაშაულის მოტი-
ვი?
- პოლიცია, ჯერჯერობით, დუმს. არსებობს ეჭვი, რომ დანაშა-
ულს ე. წ. სასიყვარულო სამკუთხედი ედო საფუძვლად, მაგრამ
ხსენებული ვერსია დღესდღეობით მხოლოდ ვარაუდის დონეზე
განიხილება, რებეკა შეიესის მეუღლე - გერი ლამონტი კი დღემ-
დე განმარტოებასა და დუმილს ამჯობინებს.
...ეკრანს თვალს არ აცილებდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩა-
მოსდიოდა.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ექიმი ბეკი ამჟამადაც
თავისუფლად გადაადგილდება... - განაგრძობდა დიქტორი.
- დიახ, პოლიცია ამ მიმართულებით საზოგადოების თანად-
გომას ითხოვს, მაგრამ, იმავდროულად, ხაზგასმით აღნიშნავს,
რომ ეჭვმიტანილთან თვითნებურად მიახლოება ყოვლად დაუშ-
ვებელია.
ამ დიალოგს რამდენიმე წუთში სრულიად უსაგნო, არაფრის-
მთქმელი საუბარი მოჰყვა...
...ეკრანს ზურგი შეაქცია.
რებეკა!
ღმერთო ჩემო... რებეკა...
თურმე გათხოვილა კიდეც. ალბათ, ლამაზ კაბებსა და ჩინურ
ჭურჭელს ყიდულობდა, ბუდეს იწყობდა და აკეთებდა ყველა-
ფერს, რასაც ოდესღაც ორივენი დასცინოდნენ... როგორ? რო-
გორ გაება ამ ყველაფერში რებეკა შეიესი?! რა უნდა სცოდნოდა
ამ საქმეზე? რატომ მოკლეს?!
უცებ საზარელმა აზრმა გაუელვა და თავის თავს შეუტია:
300 მკითხველთა ლიგა
ეს რა ქენი, რა?!.. რა ქენი და, დაბრუნდი! დაბრუნებისთანავე
გამალებული ძებნის ობიექტი გახდი. მდევარი კი პირველ რიგში
რა ხერხს მიმართავს? მარტივი ამბავია: უახლოეს ხალხს უწყებს
თვალთვალს... იდიოტო! შენი დაბრუნებით შარში გახვიე ყვე-
ლა, ვინც გიყვარს... ყველაფერი აურიე და აი, უახლოესი მეგო-
ბარიც შეიწირე....
„ცხადდება ბრითიშ ეირვეის“ რეისი #174 ლონდონის მიმარ-
თულებით. გთხოვთ, დაიკავოთ ადგილები!“
არა, ახლა თვითგვემის დრო არ არის. ფიქრია საჭირო. რა
ქნას? საყვარელ ხალხს საფრთხე ემუქრება... პირველ რიგში,
ბეკს!.. რა სასაცილოდ იყო შენიღბული... სხვა რა უნდა ქნას გაქ-
ცეულმა, ყველასგან დევნილმა... მერედა, რა მხეცებს დაუპი-
რისპირდა... თუ ამ ხალხმა მისთვის ამ მკვლელობის მიკერება
მიზნად დაისახა (ეს მცდელობა კი ახლა აშკარაა), მას, უბრა-
ლოდ, შანსი აღარა აქვს...
არა, ახლა წასვლა არ შეიძლება. სანამ ბეკი ასე დაუცველია,
აქაურობის დატოვება დაუშვებელია.
მიტრიალდა და გასავლელისკენ დაიძრა...

***
როცა პიტერ ფლენერიმ დევიდ ბეკზე გამოცხადებული ნადი-
რობის ამსახველი რეპორტაჟი ნახა, ტელეფონს ეცა და საოლქო
პროკურატურის ნომერი აკრიფა.
- ვის მიჰყავს დევიდ ბეკის საქმე?
- ლანს ფეინს.
„ნამდვილი ყროყინა ვირი“, - გაიფიქრა ფლენერიმ.
- გაცნობებთ, რომ თქვენი ყმაწვილი ამას წინათ პირადად ვი-
ხილე.
301 მკითხველთა ლიგა
- დევიდ ბეკი?
- დიახ, სამსახურში მომაკითხა.
- რატომ?
ფლენერი სავარძლის საზურგეს მიაწვა და გამოაცხადა:
- აჯობებს, თავად ფეინთან დამაკავშიროთ...

302 მკითხველთა ლიგა


35

შეღამებისას თაირისმა ლატიშას ნათესავებთან დამაბინავა.


ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ პოლიცია ჩემი და თაირისის
კავშირს ამოქექავდა, მაგრამ რისკზე წასვლა არ ღირდა.
თაირისს ნოუთბუქი ჰქონდა. სასწრაფოდ ჩავრთეთ. პირველ
რიგში ელექტრონული ფოსტა გადავამოწმე იმ იმედით, რომ ჩე-
მი იდუმალი მიმომწერისგან მოსულ მორიგ გზავნილს ვნახავდი.
სამსახურის მისამართზე არაფერი დამხვდა. არც სახლის. მაშინ
ახალშექმნილ bigfoot.com- ში შევედი, მაგრამ, ამჯერადაც ხელ-
ცარიელი დავრჩი.
მას შემდეგ, რაც ფლენერის ოფისი დავტოვეთ, თაირისი რა-
ღაც უცნაურად აპარებდა ჩემკენ თვალს. ბოლოს ხმა ამოიღო:
- შეიძლება რაღაც გკითხოთ, დოკ?
- მიდი.
- როცა ის ადვოკატი იმ მოკლულ ტიპზე გელაპარაკებო-
დათ... სახელსა და გვარს ვეღარ ვიხსენებ...
- ბრენდონ სქოუფი, - შევახსენე მე.
- ჰო, რა... ისეთი სახე გქონდათ, თითქოს ვიღაცამ შუბლში
რეზინის ტყვია გთხლიშათ.
ხედავთ? იგრძნო...
- ალბათ, მიზეზი გაინტერესებს...
თაირისმა მხრები აიჩეჩა.
- ბრენდონ სქოუფს კარგად ვიცნობდი. ის და ჩემი ცოლი საქ-
ველმოქმედო ორგანიზაციაში ერთად მუშაობდნენ. გგარდა ამი-
სა, ჩვენი მამები ერთად გაიზარდნენ. მოგვიანებით მამაჩემი
სქოუფის ხელქვეითიც გახდა. ფაქტობრივად, ბრენდონისთვის
ოჯახური ჰოლდინგის საქმეებში გარკვევა სწორედ მამაჩემს
ევალებოდა.
303 მკითხველთა ლიგა
- აჰა... და სულ ეგ არი?
- სხვა რაღა გინდა?
თაირისი უსიტყვოდ მელოდა. მისკენ მივტრიალდი. თვალი
თვალში გამიყარა და წამით ისეთი გრძნობა დამეუფლა, თით-
ქოს მზერით სულში ჩამიძვრა და მისი ყველაზე ბნელი კუნჭულე-
ბისკენ სულ იოლად გაიკვლია გზა... კიდევ კარგი, რომ ამ წამ-
მაც ჩაიარა.
- ახლა რას აპირებთ? - მკითხა ბოლოს.
- რამდენიმე ადგილას უნდა დავრეკო. დარწმუნებული ხარ,
რომ არ გვისმენენ?
- არა მგონია. საიდან? ყოველი შემთხვევისთვის, მოდი, ასე
ვქნათ: სხვა აბონენტზე გადაგრთავთ. ასე უფრო გაუძნელდებათ
მიგნება.
დავეთანხმე. თაირისი ადგა. სრულიად უცნობი ნომერი ამაკ-
რეფინა და ვიღაც ტიპთან დამაკავშირა. სანამ უცნობს ვუხსნიდი,
სად უნდა დაერეკა, თაირისმა უცებ წასვლა დააპირა:
- მივალ, ბავშვს დავხედავ. ერთ საათში აქა ვარ.
- თაირის!
მოტრიალდა და შემომხედა. მადლობის თქმა მინდოდა, მაგ-
რამ ამის გაკეთება რატომღაც მეჩოთირა. თაირისი უსიტყვოდ
მიმიხვდა.
- მე თქვენ ცოცხალი მჭირდებით, დოკ. ჩემი ბავშვისთვის
მჭირდებით, გესმით?
თავი დავუქნიე და გავისტუმრე.
სანამ შონას მობილური ტელეფონის ნომერს ავკრეფდი, სა-
ათს დავხედე. შონამ პირველივე ზარზე მიპასუხა:
- გისმენ!
- ქლოე როგორ გყავს?
- მშვენივრად!
- რამდენი კილომეტრი გაიარეთ?
304 მკითხველთა ლიგა
- ალბათ, სამამდე. რა ვიცი, იქნებ მეტიც...
ცოტა გულზე მომეშვა.
- კიდევ რას მიბრძანებ? - მკითხა შონამ.
გავიღიმე და კავშირი გავთიშე. ისევ გადავურეკე იმ შუამა-
ვალს და ამჯერად სხვა ნომერი ვუკარნახე. რაღაც ჩაიდუდღუნა,
მე თქვენი ოპერატორი კი არა ვარო, მაგრამ თხოვნა შემისრუ-
ლა.
ესთერ კრიმშტაინი პირდაპირ გამგელებული ეცა ტელე-
ფონს:
- რა ხდება?!
- ბეკი ვარ, - ვუთხარი სწრაფად, - მინდა ვიცოდე, გვისმენენ,
თუ ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალური ურთიერთო-
ბის შესახებ კანონი გვიცავს?
ესთერი რატომღაც შეყოყმანდა.
- შეგიძლიათ ილაპარაკოთ, - მითხრა ბოლოს.
- გაქცევისთვის მიზეზი მქონდა, - დავიწყე მე.
- დააშავეთ და გაიქეცით, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს...
- რა თქვით? - ჩავეკითხე.
ესთერი ისევ შეყოყმანდა.
- ბოდიშს გიხდით, ბეკ. ჭკუაზე აღარ ვარ. ასე რომ დაკარით
ფეხი და გაიქეცით, ძალიან გავბრაზდი, შონას რაღაც სისულე-
ლეები ვუთხარი და თქვენს ადვოკატობაზეც უარი ვთქვი.
- არაფერი ვიცი. ძალიან მჭირდებით, ესთერ.
- გაქცევაში ნამდვილად არ დაგეხმარებით.
- მე არსად გავრბივარ, მაგრამ დანებებასაც არ ვაპირებ. უბ-
რალოდ, ჩემი პირობები მაქვს.
- თქვენ ახლა იმ მდგომარეობაში არა ხართ, რომ პირობები
გვიკარნახოთ. გესენი გასაქანს არ მოგცემენ. გირაოთი გამოშ-
ვებაც დაივიწყეთ.

305 მკითხველთა ლიგა


- რა იცით, იქნებ ვამტკიცებ, რომ რებეკა შეიესი არ მომიკ-
ლავს?
ესთერი ისევ გაჩუმდა.
- დავიჯერო, შეძლებთ?
- შევძლებ.
- რა სახის მტკიცებულება გაქვთ?
- მყარი ალიბი.
- ვინ დაადასტურებს?
- აი, სწორედ ამ ადგილიდან ხდება ეს ამბავი საინტერესო...

***
სპეცაგენტმა კარლსონმა ყურმილი აიღო.
- დიახ.
- ახალი ამბები მაქვს, - უთხრა პარტნიორმა სთოუნმა.
- მაინც რა?
- რამდენიმე საათის წინ ბეკი ერთ იაფფასიან ადვოკატს მი-
ადგა, გვარად ფლენერის, თან ვიღაც შავი ტიპი ახლდა.
- ბეკის ადვოკატი ესთერ კრიმშტაინი არ იყო?! - შეუღრინა
კარლსონმა.
- ბეკს ფლენერისთვის თავისი ინტერესების დაცვა არ უთხო-
ვია, ძველ საქმეზე მიაკითხა.
- რა საქმეზე?
- რვა წლის წინ ბრენდონ სქოუფის მკვლელობის ბრალდე-
ბით ერთი ყველაფერზე წამსვლელი მურტალი ტიპი დაიჭირეს,
გვარად გონსალესი. ელიზაბეთ ბეკმა ამ ტიპს ისეთი ალიბი
გაუჩალიჩა, წყალი არ გაუვიდოდა. ბეკსაც სწორედ ამის გარკვე-
ვა უნდოდა ფლენერისთან.
კარლსონს თავბრუ დაესხა.
306 მკითხველთა ლიგა
ეს რაღა ჯანდაბაა!
- კიდევ რას მეტყვი, სულ ეს არის?
- სად ხარ?
- მოგვიანებით გნახავ, ტომ, - უთხრა კარლსონმა, ყურმილი
გათიშა და სხვა ნომერი აკრიფა:
- ვხედავ, დღეს გვიანობამდე დარჩენილხარ, დონა...
- ჰოდა, ერთი სული მაქვს, როდის გავეტევი აქედან, ნიკ. რა
გინდა?!
- რომ იცოდე, როგორ დამავალებ...
- არა! - წამოიძახა დონამ, მაგრამ მაშინვე ამოიოხრა და
დაამატა, - მიდი, თქვი...
- ის 38-კალიბრიანი, სარა გუდჰართის საცავში რომ ვიპო-
ვეთ, დღემდე შენთან ინახება?
- ჰო, მერე?
კარლსონმა ყველაფერი აუხსნა.
- შენ რა, ხუმრობ?! - შეიცხადა დონამ.
- დონა, ხომ მიცნობ, იუმორის ნასახი არა მაქვს...
- შენ ეგა თქვი... - ამოიოხრა დონამ, -ახლავე გავგზავნი მოთ-
ხოვნას, მაგრამ იცოდე, ამაღამ ნამდვილად ვერ მოვასწრებ.
- დიდი მადლობა, დონა. კარგი გოგო ხარ.

***
შენობის ფოიეში შონას უცებ ვიღაცამ დაუძახა.
- უკაცრავად, მის შონა თქვენ ბრძანდებით?
შონას წინ გელით თმაგადავარცხნილი, ძვირფას კოსტიუმში
გამოწყობილი მამაკაცი აესვეტა.
- თავად ვინ ბრძანდებით? - ჰკითხა შონამ.
307 მკითხველთა ლიგა
- სპეციალური აგენტი კარლსონი გახლავართ.
- ძილი ნებისა, ბატონო აგენტო.
- ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ბეკს თქვენთან სატელეფო-
ნო კონტაქტი ჰქონდა.
შონამ პირზე ხელი მიიდო, ვითომ ამთქნარებდა.
- ყოჩაღ, სანაქებო ბიჭები ხართ.
- იცით, რა არის ირიბი თანამზრახველობა?
- ვაიმე, ნუ მაშინებთ, - მოგონილი სიმშვიდით, მონოტონუ-
რად ჩაილაპარაკა შონამ, - თორემ ამ ხალიჩას დავასველებ...
- თქვენ რა, გგონიათ, გეხუმრებით?
შონამ მომუშტული ხელები მიუშვირა:
- დამაპატიმრე, ჩემო ლამაზო ბიჭო, - მერე კარლსონს თვა-
ლებით ზურგიდან შემოუარა და დაამატა, - რამდენადაც ვიცი,
თქვენ წყვილებად დადიხართ...
- არა, ამჯერად მარტო ვარ.
- აუ, გამიშვით, რა...
კარლსონმა სათვალე გაისწორა და თქვა:
- პირადად მე არა მგონია, ექიმ ბეკს ვინმე მოეკლა...
შონამ ყურები ცქვიტა.
- სწორად გამიგეთ.მ მის წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება
არსებობს. ჩემი ყველა კოლეგა დარწმუნებულია, რომ ის დამნა-
შავეა. მასზე ამ წუთშიც ნადირობა მიდის.
- აჰა, - ნიშნის მოგებით უთხრა შონამ, - მაგრამ თქვენ მაინც
განჭვრიტეთ საქმის ნამდვილი არსი, არა?
- დიახ, მე მაინც მგონია, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია, - დაას-
რულა კარლსონმა.
- მაგალითად?
- იმედი მქონდა, რომ მაგას თქვენ მეტყოდით.
- რა ვქნა, მგონია, რაღაც ხრიკს მიწყობთ.
კარლსონმა მხრები აიჩეჩა.
308 მკითხველთა ლიგა
- აბა, როგორ დაგარწმუნოთ...…
შონა ჩაფიქრდა.
- არც მჭირდება. მმე არაფერი ვიცი.
- თქვენ იცით, სადაც იმალება დევიდ ბეკი.
- არა, არ ვიცი.
- რომ იცოდეთ, გვეტყოდით?
- რა თქმა უნდა არა... და თქვენ ეს მშვენივრად იცით.
- გამოდის, თქვენგან ვერ შევიტყობ ძაღლის გასეირნებაზე
რატომ საუბრობდით...
- ჩემგან ვერა, - იუარა შონამ, - მაგრამ ძალიან მალე სხვის-
გან შეიტყობთ.
- ამასობაში თქვენს მეგობარს ვინმე ზიანს მიაყენებს. გაიგებ-
დით, ალბათ, პოლიციელს რომ თავს დაესხა. ამის შემდეგ მასზე
ლამის ნადირობის სეზონი გამოცხადდეს.
- შეიძლება რაღაც გკითხოთ? - ჰკითხა შონამ.
- ბრძანეთ.
- რატომ გგონიათ, რომ ბეკი დამნაშავე არ არის?
- არის რაღაც-რაღაცები, რაც ამას მაფიქრებინებს...
კარლსონი გაჩუმდა და უცებ კითხვა დასვა:
- ის თუ იცით, რომ ბეკმა ლონდონის ავიაბილეთი შეუკვეთა?
შონამ ფოიეს შეავლო თვალი. აამ გზით ცდილობდა ერთი--
ორი წუთის მოგებას. აამ დროს შენობაში უცნობი მამაკაცი შე-
მოვიდა და შონას თვალები დაუჟუჟუნა. შონამ ზედაც არ შეხედა.
- არა, ეს რაღაც ბოდვაა... - უთხრა კარლსონს.
- ახლა აეროპორტიდან მოვდივარ, - განაგრძო კარლსონმა,
- ბილეთი სამი დღის წინ დაიჯავშნა, მაგრამ ბეკი, რა თქმა უნდა,
არ გამოცხადდა. უცნაური ის არის, რომ საკრედიტო ბარათი,
რომელიც ბილეთის შეძენის დროს გამოიყენეს, ვინმე ლორა
მილსის სახელზეა. ეს სახელი თუ გეცნობათ?
- უნდა მეცნობოდეს?
309 მკითხველთა ლიგა
- აუცილებელი არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე,
მაგრამ როგორც ჩანს, ეს ფსევდონიმია.
- ვისი?
კარლსონმა მხრები აიჩეჩა.
- ლაიზა შერმანს თუ იცნობთ?
- ეს ვინღაა და რა კავშირი აქვს ამ ამბებთან?
- ამ ქალმა ბილეთი იმავე რეისზე შეუკვეთა და ფრენის დროს
ჩვენი ბიჭის გვერდით უნდა მჯდარიყო.
- ისიც არ გამოცხადდა?
- მთლად ასე არ არის. რეგისტრაცია ნამდვილად გაიარა,
მაგრამ როცა ჩასხდომა გამოაცხადეს, თვითმფრინავში არ ჩაჯ-
და. უცნაურია, არა?
- აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, - თქვა შონამ.
- სამწუხაროდ, მსგავსი პირის არსებობა ვერავინ დაგვიდას-
ტურა. ასეთ ადამიანს ბარგი რეგისტრაციაში არ გაუტარებია. ბი-
ლეთი კი ელექტრონულად აქვს შეკვეთილი. მონაცემებს გავე-
ცანით და აბა, თუ მიხვდებით, რას მივაგენით?
შონამ უარის ნიშნად თავი გაიქნია.
- ვერაფერს, - უპასუხა კარლსონმა, - როგორც ჩანს, ესეც
ფსევდონიმი იყო... ახლა ეს მითხარით, ბრენდონ სქოუფს თუ
იცნობთ?
შონა გაშეშდა.
- რა უბედურებაა?!
- ექიმი ბეკი შავკანიანი მამაკაცის თანხლებით ერთ ადვო-
კატთან, გვარად ფლენერისთან მივიდა. ფლენერი თავის დროზე
ბრენდონ სქოუფის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს იცავდა.
ბეკმა ადვოკატს ამ საქმეში ზოგადად გარკვევაც სთხოვა და
სქოუფის სავარაუდო მკვლელის გათავისუფლებაში თავისი მე-
უღლის როლის განმარტებაც. იქნებ ამასთან დაკავშირებით მა-
ინც მიმანიშნოთ რამე?
310 მკითხველთა ლიგა
შონამ საფულეში ქექვა დაიწყო.
- რას ეძებთ?
- სიგარეტს. ხომ არ გექნებათ ერთი ღერი?
- სამწუხაროდ, არა.
- რაღა ვქნა...
შონა კარლსონის მზერას შეეფეთა.
- რატომ მიყვებით ამ ყველაფერს?
- შონა, გაიგეთ: უკვე ოთხი გვამი გვაქვს ხელთ. ბუნებრივია,
გვინდა გავერკვეთ, რა ხდება!
- ოთხი?!
- დიახ ოთხი: რებეკა შეიესი, მელვინ ბართოლა, რობერტ
ვულფი (ეს ის ორი კაცია, ვინც ახლახან ტბაზე იპოვეს) და ელი-
ზაბეთ ბეკი...
- ელიზაბეთი ქილროიმ მოკლა.
კარლსონმა თავი გაიქნია.
- რატომ ხართ დარწმუნებული?
კარლსონმა ცხვირწინ კონვერტი აუფრიალა.
- პირველ რიგში, ამიტომ.
- ეს რაღაა?
- გაკვეთის შედეგები.
შონას ნერწყვი ყელზე დაადგა და შიშისგან მთელ ტანში ისე
გასცრა, რომ თითის წვერები დაუბუჟდა. რაც უნდა ყოფილიყო,
მთავარი დასაყრდნობი მაინც ეს მასალა იყო.
შონა ხმის დამორჩილებას შეეცადა და როგორც იქნა, ამოთ-
ქვა:
- შეიძლება დავხედო?
- რატომ?
შონამ არაფერი უპასუხა.

311 მკითხველთა ლიგა


- ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ეს არის: ასე გაგიჟებით
რატომ უნდოდა ბეკს ამ მასალების გაცნობა? - იკითხა კარ-
ლსონმა.
- არ ვიცი, რას გულისხმობთ, - უპასუხა შონამ, მაგრამ მაშინ-
ვე ყური მოსჭრა ამ სიტყვებმა და მიხვდა, რომ მათი სიყალბე
კარლსონმაც იგრძნო.
- ელიზაბეთ ბეკი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო? - ჰკით-
ხა კარლსონმა.
შონა ამ შეკითხვას არ ელოდა.
- ელიზაბეთი? რას ამბობთ? არასოდეს!
- დარწმუნებული ხართ?
- რა თქმა უნდა. პირიქით, ნარკოდამოკიდებულ ხალხთან მუ-
შაობდა და ამ თემაზე ტრენინგებსაც გადიოდა.
- ეგ არაფერია, უამრავ ზნეობის პოლიციელს ვიცნობ, რომ-
ლებიც სამსახურის შემდეგ მეძავებთან დაძვრებიან.
- არა, ელიზაბეთს ეს არ ეხება. დედიკოს გოგო ნამდვილად
არ იყო, მაგრამ ნარკოტიკები?! გამორიცხულია!
კარლსონმა კონვერტი ისევ ააფრიალა და თქვა:
- ნარკოტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგად მის ორგანიზ-
მში კოკაინისა და ჰეროინის კვალი დაფიქსირდა.
- ეგ უკვე ქილროის ნახელავი იქნება.
- არა, - უპასუხა კარლსონმა.
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
- საქმე ის არის, შონა, რომ, სხვა ანალიზებიც ჩატარდა. მათ
შორის რბილი ქსოვილებისა და თმის. აქ კი უკვე ნათლად გა-
მოჩნდა, რომ ის ნარკოტიკებს სიკვდილამდე ბევრად ადრე,
თვეების წინაც მოიხმარდა.
შონას მუხლი მოეკვეთა და კედელს მიეყრდნო.
- იცით, რას გეტყვით, გეყოთ ეს თამაში... ჩამახედეთ მაგ სა-
ქაღალდეში...
312 მკითხველთა ლიგა
კარლსონი დაფიქრდა.
- მოდი, ასე ვქნათ. რომელიმე ერთ ფურცელს ამოვიღებ და
ინფორმაციის ერთ რომელიმე ცალკეულ მონაკვეთს გაგაც-
ნობთ. რას იტყვით?
- რას მიედ-მოედებით?!
- ღამე მშვიდობისა, შონა.
- მოიცათ, ნუ წახვალთ, ერთი წუთით!
შონამ გამშრალი ტუჩები გაილოკა. თვალწინ დაუდგა უც-
ნაური გზავნილები, პოლიციისგან გაქცეული ბეკი, რებეკა
შეიესის მკვლელობა და ელიზაბეთის ნარკოტოქსიკოლოგიური
ანალიზის სრულიად არადამაჯერებელი შედეგები. კარგად
დაუფიქრდა ამ ყველაფერს და უცებ ეჭვი შეეპარა თავის ვერ-
სიაში ყალბი ვიდეოს შესახებ.
- ფოტო! გთხოვთ, მსხვერპლის ფოტო მიჩვენოთ!
- ოო, ეს ძალიან საინტერესოა, - ჩაეღიმა კარლსონს.
- რა არის საინტერესო?
- ამ დოკუმენტს ფოტოები არ ახლავს.
- როგორ თუ არ ახლავს...
- ჩემთვისაც გაუგებარია, - გააწყვეტინა კარლსონმა, - ექ-
სპერტ ჰარპერს უკვე ველაპარაკე. თავის დროზე გვამი მან გაკ-
ვეთა. ახლა ჩემი დავალებით უნდა გაარკვიოს, კიდევ ვინ გაეც-
ნო ამ მასალებს. ამ წუთებში ჰარპერი სწორედ ამით არის დაკა-
ვებული.
- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ფოტოები ვიღაცამ მოიპარა?
კარლსონმა მხრები აიჩეჩა.
- შონა, მოდი, პირდაპირ მითხარით, რა ხდება.
შონა უკვე მზად იყო ამის გასაკეთებლად. მზად იყო, ყველა-
ფერი ეამბა მისთვის - იდუმალი გზავნილებიდან მოყოლებული,
ქუჩის კადრებით დამთავრებული. მაგრამ ბეკი არა და არ აძ-
ლევდა ამის ნებას, ამ კარლსონს კი, მიუხედავად იმისა, რომ ძა-
313 მკითხველთა ლიგა
ლიან დამტკბარი ხმით ჭიკჭიკებდა, შესაძლოა, მტრული ზრახ-
ვები ჰქონოდა გულში.
- იქნებ მანახვოთ დანარჩენი მასალა? - კიდევ ერთხელ
სთხოვა შონამ.
კარლსონმა კონვერტი ნელა მიუჩოჩა. ჯანდაბას ცერემო-
ნიები. გაიფიქრა შონამ. ნნაბიჯი წინ წადგა, კონვერტი ხელიდან
გამოსტაცა, დაფლითა და პირველ გვერდს დახედა. ბოლომდე
რომ ჩაათვალიერა, გულზე ყინულის ლოდი დააწვა. მსხვერ-
პლის სხეულის წონასა და სიმაღლეს რომ გაეცნო, თავს ძლივს
მოერია, რომ არ ეყვირა.
- რა ხდება? - ჰკითხა კარლსონმა.
შონამ არაფერი უპასუხა.
ამ დროს ზარი გაისმა. კარლსონმა შარვლის ჯიბიდან ტელე-
ფონი ამოიღო.
- კარლსონი გისმენთ.
- ტიმ ჰარპერი ვარ.
- იპოვეთ რამე?
- დიახ.
- ვინ მოითხოვა ელიზაბეთ ბეკის ექსპერტიზის დასკვნა?
- სამი წლის წინ... - უპასუხა ჰარპერმა, - მას შემდეგ, რაც ეს
მასალა მთავარ არქივში გადავიდა...
- ვინ?
- გარდაცვლილის მამამ. ისიც პოლიციის მუშაკია. მისი სახე-
ლი და გვარია ჰოიტ პარკერი.

314 მკითხველთა ლიგა


36

ლერი გენდლი გრიფინ სქოუფის პირისპირ იჯდა. დიდი სახ-


ლის უკან, ბაღის დახურულ გალერეაში ისხდნენ. ღამე უკვე სა-
ბოლოოდ დაჰპატრონებოდა იქაურობას და მოვლილ, გაკ-
რიალებულ კარმიდამოს საბანივით გადაჰფარებოდა. ჭრიჭინე-
ბი ლამის გალობაზე იყვნენ გადასულნი, თითქოს ასეთ ზემდი-
დარ ადამიანებს ბუნების ძალებით მანიპულირების უნარიც
აქვთ. ოდნავ გამოღებული, შემინული კარიდან როიალის საამუ-
რი ჰანგებიც აღწევდა. სახლიდან გამომკრთალი შუქი ირგვლივ
ფერად-ფერად ჩრდილებს ჰფენდა.
ორივე მამაკაცი ხაკისფერ შარვალში იყო გამოწყობილი.
ლერის ლურჯი პოლო ეცვა, გრიფინს კი ბოლომდე ჩაღილული,
კლასიკური პერანგი - მისი ჰონკონგელი მკერავის ნახელავი.
ლერის ჩაცივებული ლუდით სავსე კათხა ეჭირა და უსიტყვო მო-
ლოდინით მისჩერებოდა მოხუცს, რომელიც სპილენძის მონე-
ტაზე გამოსახულ მოხდენილ ფიგურას ჩამოჰგავდა. გრიფინს
ფეხი ფეხზე გადაედო, თავი ოდნავ აეწია და ფიქრიანად გასცქე-
როდა თავის ვრცელ კარმიდამოს. მარჯვენა ხელი სავარძლის
სახელურიდან უღონოდ გადმოეკიდებინა, მეორეში ჭიქა ეჭირა.
ჭიქაში ქარვისფერი სასმელი ლივლივებდა.
- მოკლედ, შენ ამბობ, რომ წარმოდგენა არა გაქვს ამ კაცის
ადგილსამყოფელზე... - მიმართა გრიფინმა ლერის.
- დიახ, ასეა.
- ის ორი ზანგი რა იქნა, რომლებმაც გადაარჩინეს?
- აზრზე არა ვარ, ის ზანგები საიდან მოხვდნენ ამ გაუგებრო-
ბაში. მაგაზე ერიკ ვუ მუშაობს.
გრიფინმა სასმელი მოწრუპა. დრო გახურებული, ბლანტი
სითხის მსგავსად ზანტად მიიწევდა წინ...
315 მკითხველთა ლიგა
- ნამდვილად გჯერა, რომ ეს ქალი ცოცხალია?
ლერიმ უკვე დააპირა გრძელი ამბის წამოწყება. უნდოდა, ამ
ვერსიის დამადასტურებელი თუ გამაბათილებელი ყველა არგუ-
მენტი მოეყვანა და ყველა სავარაუდო ვარიანტი გულმოდგინედ
ჩამოეყალიბებინა, მაგრამ პირი რომ გააღო, ერთადერთი მარ-
ტივი სიტყვის წარმოთქმა შეძლო:
- დიახ.
გრიფინმა თვალები დახუჭა.
- ერთი ეს მითხარი, ლერი, ის დღე თუ გახსოვს, როცა შვილი
დაგებადა?
- დიახ.
- მშობიარობას თუ ესწრებოდი?
- დიახ.
- აი, ჩვენს დროს ეს არ იყო მიღებული. მამები, როგორ წესი,
მოსაცდელში ბოლთას სცემდნენ, ან ძველ ჟურნალებს ფურ-
ცლავდნენ. მახსოვს, ექთანი გამოვიდა და დერეფანში გამიყვა-
ნა. სადღაც გავუხვიეთ და უცებ დავინახე ჩემი ცოლი პატარა
ბრენდონით ხელში. საოცარი გრძნობა იყო, ლერი. რაღაც ისე
მომაწვა შიგნიდან, რომ შემეშინდა, არ გავმსკდარიყავი. ძალი-
ან ძლიერი განცდა იყო, მთლიანად ჩამითრია. ვერც კი ვაცნო-
ბიერებდი, რა მჭირდა. არ ვიცი... იქნებ ყველა მამა იმავეს გა-
ნიცდის...
გრიფინი გაჩერდა. ლერი კარგად დააკვირდა. მოხუცს სახეზე
ცრემლები ჩამოსდიოდა და ეს ცრემლები მკრთალ შუქზე ნამი-
ვით ბზინავდა. ლერი გატრუნული იჯდა.
გრიფინმა კი განაგრძო:
- სიხარულთან ერთად ასეთ დროს რაღაც მმოუსვენრობაც
გიპყრობს. ჰო, მოუსვენრობა. ხუმრობა ხომ არ არის, რამხელა
პასუხისმგებლობა გეკისრება ამ პატარა არსების წინაშე... მაგ-
რამ რაღაც კიდევ ვიგრძენი ისეთი, რასაც ზუსტად ვერ განვსაზ-
316 მკითხველთა ლიგა
ღვრავ. ყოველ შემთხვევაში, მანამდე ნამდვილად მიჭირდა ამის
გაკეთება, სანამ ბრენდონის სკოლაში წასვლის დღე არ დადგა.
მოხუცს თითქოს ყელში რაღაცამ მოუჭირა. ერთი-ორჯერ ჩა-
ახველა და ლერიმ გარკვევით დაინახა, რომ ის კვლავინდებუ-
რად ტიროდა. როიალის ხმა ამჯერად შედარებით სუსტად ისმო-
და. ჭრიჭინებიც მიყუჩდნენ, თითქოს ისინიც ყურს უგდებდნენ
გრიფინ სქოუფს...
- მახსოვს, სკოლის ავტობუსს ველოდით. ჩემი შვილის ხელი
მეჭირა. მაშინ ხუთი წლისა იყო. ზოგჯერ თავს ასწევდა ხოლმე
და ისე ამომხედავდა, როგორც ამ ასაკის ბავშვებს სჩვევიათ. უკ-
ვე ეგორავა ბალახში და ახალთახალი, ყავისფერი შარვლის
დასვრაც მოესწრო... ამასობაში ერთი ყვითელი ავტობუსი მოგ-
ვადგა. კარის გაღების დროს ხრიალი რომ ამოუშვა, ისიც კი მახ-
სოვს გარკვევით. ბრენდონმა ხელი გამიშვა და ავტობუსის საფე-
ხურებს აუყვა. უცებ საშინლად მომინდა, ხელი დამევლო მის-
თვის და სახლში გამექანებინა, მაგრამ ძვრა ვერ ვქენი. ცოტაც
და, უკვე სალონში იყო. ავტობუსის კარი ისევ ხრიალით მიიხუ-
რა. ბრენდონი ფანჯარასთან დაჯდა. მის სახეს კარგად ვხედავ-
დი. ხელი დამიქნია. მეც დავუქნიე. და როცა ავტობუსი დაიძრა,
ჩემს თავს ვუთხარი: „მთელი ჩემი სამყარო მიდის ახლა ჩემგან“.
მიდიოდა ყვითელი, ფარღალალა ავტობუსი, რომლის საჭეს-
თან სრულიად უცნობი მძღოლი იჯდა... მიდიოდა და მიაქანებდა
ჩემგან იმას, რაც ჩემთვის, არსებითად, ყველაფერი იყო...
აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რა განვიცადე მისი დაბადების
წუთებში: შიში. მოუსვენრობასა და შფოთვაზე კი არ გელაპარა-
კები, არამედ თავზარდამცემ, ნამდვილ შიშზე, რომელიც სულს
გიყინავს და ხელ-ფეხს გიშეშებს. ვის არ განუცდია ავადმყოფო-
ბის, სიბერის ან სიკვდილის შიში, მაგრამ ვერაფერს შევადარებ
იმ გრძნობას, რომელიც გულზე ლოდივით დამაწვა, როცა იმ
დაძრულ ავტობუსს თვალი გავაყოლე. გესმის, რას ვამბობ?
317 მკითხველთა ლიგა
- მგონი, მესმის, - უპასუხა ლერიმ.
- იმ წუთიდან დანამდვილებით ვიცოდი, რომ რაც უნდა მეღო-
ნა, ჩემს ბიჭს აუცილებლად რაღაც შეემთხვეოდა, მე კი, ცხადია,
მგვერდით ყოველთვის არ ვეყოლებოდი, რომ მისთვის ეს საფ-
რთხე ამეცილებინა. მას შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობდი. ყველა
ასე არა ვართ?მ მაგრამ, როცა ეს ნამდვილად მოხდა...
მოხუცმა ამჯერად ლერის თვალი გაუსწორა.
- თუ დამიჯერებ, დღესაც ვლამობ შვილის დაბრუნებას. ვცდი-
ლობ, ღმერთს შევევაჭრო. რას არ ვპირდები სანაცვლოდ, რომ
ჩემი ბრენდონი გამიცოცხლოს. თუმცა ვიცი, რომ ეს არ მოხდე-
ბა. და აი, ასეთ დროს... უცებ მოდიან და მეუბნებიან, რომ ეს ქა-
ლი ცოცხალია, მაშინ როცა ჩემს ბიჭს, ჩემს ერთადერთ სიხა-
რულს, მიწა ჭამს...
სქოუფი კანკალმა აიტანა.
- მე ამას ვერ ავიტან, გესმის, ლერი?!
- მესმის.
- მაშინ ვერ დავიცავი ჩემი შვილი, აახლა კი ამ შეცდომას
აღარ გავიმეორებ.
გრიფინ სქოუფი ბაღისკენ მიტრიალდა და ლიქიორი მოსვა.
ლერი გენდლი მიუხვდა. ადგა და ბნელში გაუჩინარდა.

***
ათ საათზე კარლსონი გუდჰართ-როუდის #28 სადარბაზოს
კარს მიუახლოვდა. გვიანი იყო, მაგრამ ამის გამო დიდად არ
წუხდა. ხედავდა, პირველ სართულზე შუქიც ენთო და ტელევი-
ზორიც ციმციმებდა, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, ახლა ვი-
ღაცის ძილის დაფრთხობა ნაკლებად ადარდებდა, გაცილებით
უფრო სერიოზული საზრუნავი ჰქონდა.
318 მკითხველთა ლიგა
ის იყო, ზარის ღილაკს უნდა მისწვდომოდა, რომ კარი გაიღო
და ზღურბლზეჰ ჰოიტ პარკერი გამოჩნდა. წამით ორივე გაშეშ-
და. ისე აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, როგორც რინგის
შუაგულში მდგარი ორი მოკრივე, რომლებიც ერთმანეთს ათვა-
ლიერებენ, სანამ მსაჯები მეათასეჯერ ავტომატურად უმეორებენ
ათასგვარ მითითებას, რა უნდა გააკეთონ და რა არა.
კარლსონი „მსაჯის სიგნალს“ აღარ დაელოდა.
- იყო თუ არა თქვენი ქალიშვილი ნარკოტიკების მომხმარე-
ბელი?
ჰოიტ პარკერს მოულოდნელობისგან ყბა მოექცა.
- რატომ მეკითხებით?
- შეიძლება შემოვიდე?
პარკერი გარეთ გამოვიდა და კარი მიიხურა:
- ჩემს ცოლს სძინავს. იქნებ აქ ვილაპარაკოთ?
- ნება თქვენია.
ჰოიტმა ხელები მკერდზე გადაიჭდო და გაიჯგიმა. ზორბა კაცი
იყო, ლურჯი ჯინსი ეცვა. მმაისურიც ისე ჰქონდა შემოტკეცილი,
ეტყობოდა, რომ წლების მანძილზე არაერთი კილოგრამი აეკ-
რიფა. კარლსონმა იცოდა, რომ ჰოიტ პარკერი ვეტერანი პოლი-
ციელი იყო და მასთან ვერც ეშმაკობა გაუვიდოდა და ვერც მახე-
ებს დაუგებდა.
- მიპასუხებთ თუ არა ჩემს შეკითხვაზე? - ჰკითხა ბოლოს.
- ამიხსნით თუ არა, რისთვის მისვამთ ამ შეკითხვას? - კითხვა
შეუბრუნა ჰოიტმა.
კარლსონმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა:
- რატომ ამოიღეთ თქვენი ქალიშვილის ექსპერტიზის მასა-
ლებიდან ფოტოები?
- რატომ გგონიათ, რომ ისინი მე ამოვიღე? - ჰკითხა პარკერ-
მა, მაგრამ მის ტონში არც ბრაზი იგრძნობოდა და არც ყალბი
აღშფოთება. თითქოს კარლსონის ბრალდებას არც უარყოფდა.
319 მკითხველთა ლიგა
- ამ მასალებს დღეს გავეცანი, - უთხრა კარლსონმა.
- რისთვის გააკეთეთ ეს? - ჰკითხა პარკერმა.
- უკაცრავად?.. - გაიკვირვა კარლსონმა.
- ჩემი ქალიშვილი რვა წლის წინ დაიღუპა. მისი მკვლელი
ციხეშია, თქვენ კი მისი ექსპერტიზის მასალებში იქექებით. მინ-
და ვიცოდე, რატომ აკეთებთ ამას!
საუბარი ჩიხისკენ მიექანებოდა, თანაც უსწრაფესი ტემპით.
კარლსონმა გადაწყვიტა, ზეწოლა შეესუსტებინა, მოწინააღმდე-
გისთვის მეტი გასაქანი მიეცა და ენახა, რა მოხდებოდა.
- თქვენი სიძე ოლქის პათანატომთან მივიდა და თავისი ცო-
ლის ექსპერტიზის მასალები მოითხოვა. იმედი მქონდა, რომ
თქვენთან საუბარში ამის მიზეზს გავარკვევდი.
- ბოლოს და ბოლოს, მოახერხა თუ არა ბეკმა ამ დოკუმენტე-
ბის ნახვა? - იკითხა პარკერმა.
- ვერა, - თქვა კარლსონმა, - ნუთუ არ იცით, რატომ ჰქონდა
მას ამის დაჟინებული სურვილი?
- წარმოდგენა არა მაქვს.
- ისე, შეგატყვეთ, რომ ჩემმა კითხვამ აგაღელვათ.
- იმიტომ, რომ თქვენი არ იყოს, მეც საეჭვოდ მომეჩვენა ბე-
კის საქციელი.
- იმითაც დაინტერესდით, საბოლოოდ მოიხელთა თუ არა
ბეკმა ეს მასალები...
ჰოიტმა მხრები აიჩეჩა.
- ბოლოს და ბოლოს, მეტყვით თუ არა, რა უქენით იმ ფოტო-
ებს? - შეუტია კარლსონმა.
- საერთოდ არ მესმის, რაზე მელაპარაკებით, - მოუჭრა ჰო-
იტმა.
- თქვენ იყავით ერთადერთი პირი, რომელმაც ეს მასალები
გამოითხოვა და მიიღო.
- და ეს რას ამტკიცებს?
320 მკითხველთა ლიგა
- როცა გაკვეთის შედეგებს პირველად გაეცანით, იყო თუ არა
იქ ფოტომასალა?
ჰოიტს წამით თვალები აენთო, მაგრამ მის პასუხში ყოყმანის
ნასახიც არ იგრძნობოდა:
- დიახ, იყო.
კარლსონმა ღიმილი ვერ შეიკავა. ეს იყო მახე, რომელიც ჰო-
იტმა ოსტატურად აიცდინა.
- ვერაფერს ვიტყვი, ჭკვიანური პასუხია. უარი რომ გეთქვათ,
ცხადია, დავინტერესდებოდი, რატომ მაშინვე განგაში არ ატე-
ხეთ, ხომ ასეა?
- ძალიან ეჭვიანი ბრძანდებით, აგენტო კარლსონ.
- ჰმ... ისე, მაინც როგორ ფიქრობთ, სად უნდა იყოს ის ფო-
ტოები?
- ალბათ, ვინმემ შეცდომით სხვა საქაღალდეში ჩადო, - თქვა
ჰოიტმა.
- არ არის გამორიცხული. მაგრამ გატყობთ, ეს დიდად არ გა-
წუხებთ.
- ჩემი ქალიშვილი დაიღუპა. მისი საქმე დახურულია. რაღა
დარჩა შესაწუხებელი?
თითქოს დროის ფუჭი ფლანგვა იყო, მაგრამ, მეორე მხრივ,
მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა ასე. მართალია, კარლსონი
ბევრ ინფორმაციას ვერ იღებდა, მაგრამ ჰოიტის ქცევა სიტყვებ-
ზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა.
- ესე იგი, დღემდე ფიქრობთ, რომ თქვენი ქალიშვილი ქილ-
როიმ მოკლა?
- უდავოდ.
კარლსონმა საქაღალდე ასწია.
- ამის წაკითხვის შემდეგაც კი?
- დიახ.

321 მკითხველთა ლიგა


- ნუთუ არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ თქვენს ქალიშვილს უამ-
რავი ჭრილობა სიკვდილის შემდეგ მიაყენეს?
- პირიქით, მამშვიდებს, - თქვა ჰოიტმა, - ეს იმას ნიშნავს,
რომ ჩემმა ქალიშვილმა ნაკლები იწვალა.
- მაგას არ გეუბნებით. ქილროის წინააღმდეგ მტკიცებულე-
ბებს ვგულისხმობ.
- ვერაფერს ვხედავ იმ მასალებში ისეთს, რაც საბოლოო დას-
კვნას ეწინააღმდეგება, - თქვა ჰოიტმა.
- სამაგიეროდ, მის მიერ ჩადენილ სხვა მკვლელობებს არ
ჰგავს.
- ვერ დაგეთანხმებით, - თქვა ჰოიტმა, - თუ რამე შეუსაბამობა
არსებობს, ეს ჩემი შვილის ფიზიკური ძალით აიხსნება.
- რაღაც ვერ გაგიგეთ...
- ჩემთვის ცნობილია, რომ ქილროი მსხვერპლის წამებისგან
დიდ სიამოვნებას იღებდა, - თქვა ჰოიტმა, - ისიც ვიცი, რომ
მსხვერპლის ცოცხლად დადაღვა წესად ჰქონდა, მაგრამ
თეორიულად დასაშვებად მივიჩნიე, რომ ელიზაბეთი გაუძალი-
ანდა და ხელიც კი შეუბრუნა. როგორც ჩანს, ჩემმა შვილმა ეს
ნამდვილად გააკეთა. ქილროიმ მისი დაოკება სცადა და ამ ჭი-
დილში შემოაკვდა. ამით აიხსნება დანით მიყენებული ჭრილო-
ბები ელიზაბეთის თითებზე. ამითვე აიხსნება ისიც, თუ რატომ
ამოწვეს მის სხეულზე დაღი სიკვდილის შემდეგ.
- გასაგებია.
ესეც ასე... კარლსონმა მარცხენა ჰუკიც იგემა, თან ისეთი
ძლიერი, რომ წაქცევას ცოტა დააკლდა... რა ეთქმოდა, კარგი
პასუხი გასცეს. უკეთეს პასუხს ვერც მოიფიქრებდა კაცი. ნების-
მიერ ადამიანს დაუჯდებოდა ჭკუაში მსგავსი რამ: თუნდაც სრუ-
ლიად უმწეო მსხვერპლს შეუძლია თავდამსხმელს პრობლემები
შეუქმნას. ჰოიტის განმარტებები ზედმიწევნით მიჰყვებოდა ლო-
გიკურ ხაზს, მაგრამ უპასუხო კითხვები ჯერ კიდევ რჩებოდა.
322 მკითხველთა ლიგა
- ნარკოტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგებს როგორღა
ხსნით?
- სრულიად უადგილო შეკითხვაა, - თქვა ჰოიტმა, - ეს იგივეა,
გაუპატიურებულ მსხვერპლს თავისი სქესობრივი ცხოვრების
ანამნეზი გამოჰკითხო. აამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნე-
ლობა არა აქვს, ჩემი ქალიშვილი სრულიად სუფთა იყო თუ კო-
კაინზე შემჯდარი.
- ამ ორიდან მაინც რომელზე უნდა შევჩერდეთ?
- უადგილო კითხვაა, - გაიმეორა ჰოიტმა.
- მკვლელობის გამოძიებისას უადგილო არაფერია და თქვენ
ეს იცით, - მოუჭრა კარლსონმა.
ჰოიტმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგა და კარლსონს მიმართა:
- ფრთხილად იყავით.
- მემუქრებით?
- სულაც არა. უბრალოდ, გაფრთხილებთ, რომ არ აჩქარდეთ.
ჩემს ქალიშვილს ტანჯვა არ მოჰკლებია, ახლა მაინც დაასვე-
ნეთ.
ამ დროს ფინალური „სიგნალიც“ გაისმა.
მოწინააღმდეგეები იდგნენ და ელოდნენ გადაწყვეტილებას,
რომელიც თითოეული მათგანისთვის ყველა შემთხვევაში არა-
დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, თუ საით
გადაიხრებოდნენ მსაჯები.
- მორჩით? - ჰკითხა ჰოიტმა.
კარლსონმა თავი დაუქნია და უკან დაიხია. პარკერი კარის
სახელურს დასწვდა.
- ჰოიტ! - დაუძახა უცებ კარლსონმა.
ჰოიტმა მოიხედა.
- გაუგებარი რომ არაფერი დარჩეს, ახლავე გეტყვით: თქვენი
ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ დავიჯერე. გასაგებია?
- დღესავით ნათელია, - უპასუხა პარკერმა.
323 მკითხველთა ლიგა
37

როცა შონა სახლში დაბრუნდა, თავის საყვარელ მოსასვენებელ


ადგილს, ტახტს მიაკითხა და ზედ დაემხო. ლლინდა იქვე ჩამო-
უჯდა და მუხლებზე მოეფერა. შონამ თავი მიუშვირა მოსაფერებ-
ლად და თვალები დახუჭა. ლინდამ თმაში ხელი შეუცურა.
- ბავშვი როგორ არის? - იკითხა შონამ.
- კარგად. იქნებ მითხრა, სად იყავი?
- გრძელი ამბავია.
- რამდენი ხანია ვზივარ და ველი, იქნებ ჩემს ძმაზე რამე
გავიგო-მეთქი...
- შენი ძმა ტელეფონით მელაპარაკა, - უთხრა შონამ.
- რაო?!
- უსაფრთხო ადგილას არის.
- მადლობა ღმერთს!…
- ...და რებეკა არ მოუკლავს.
- ეგ ისედაც ვიცი, - თქვა ლინდამ.
შონა მისკენ მიტრიალდა ყურადღებით დააკვირდა.
ლინდა იჯდა, უყურებდა და თვალებს ხშირ-ხშირად ახამხა-
მებდა.
- კარგად იქნება, ნუ გეშინია, - უთხრა შონამ.
ლინდამ თავი დააქნია, მიტრიალდა და უცებ თქვა:
- იცი, ის ფოტოები მე გადავიღე...
შონა წამოჯდა.
- ელიზაბეთმა იმ დღეს სამსახურში მომაკითხა. დალილავე-
ბული იყო. საავადმყოფოში მიმყავდა და არ დამემორჩილა, სუ-
რათები გადამიღე, სხვა არაფერი მინდაო.
- ესე იგი, ავარია არ ყოფილა?
ლინდამ თავი გაიქნია.
- ვინ სცემა?
324 მკითხველთა ლიგა
- პირობა დამადებინა, რომ არავის ვეტყოდი.
- ეგ რვა წლის წინ იყო. ახლა კი მიდი, გადმოალაგე!
- ასე მარტივად არ არის საქმე.
- კარგი რა! - შონა წამით გაჩუმდა, - მაინცდამაინც შენ რა-
ტომ მოგმართა? ან რატომ გეგონა, რომ ამ გზით დაიცავდი... -
შონას ხმა ჩაუწყდა და ლინდას მძიმე მზერა შეავლო. ლინდა გა-
უნძრევლად იჯდა. შონას უცებ კარლსონის ნათქვამი გაახსენდა
და წამოიძახა:
- ბრენდონ სქოუფი!
ლინდამ დუმილით უპასუხა.
- აი, ვინ სცემა ელიზაბეთს! ღმერთო, ჩემო... სულ არ მიკ-
ვირს, რომ ამის შემდეგ შენთან მოვიდა. შენ საიდუმლოს აუცი-
ლებლად შეუნახავდი. ჩემთან ან რებეკასთან რომ მისულიყო,
პოლიციაში წასვლას ვაიძულებდით. შენ კი... სულ სხვა ხარ!
- პირობა დამადებინა, - თქვა ლინდამ.
- და შენ ეს ისე მიიღე, ვითომც არაფერი, არა?
- რა უნდა მექნა?
- თმით წავათრევდი პოლიციაში!
- რას იზამ, ყველა შენსავით მამაცი და ძლიერი ხომ ვერ იქ-
ნება, - ჩაილაპარაკა ლინდამ.
- სისულელეებს თავი დაანებე.
- ფეხი ვერ გავადგმევინე ვერსად. რა მექნა? გინდა თუ არა,
დრო მჭირდებაო. საკმარისი მტკიცებულებები არა მაქვსო...
- რა მტკიცებულებები?
- რომ ბრენდონი თავს დაესხა. ალბათ, ამას გულისხმობდა.
თუმცა, ზუსტად არ ვიცი. არაფრის გაგონება არ უნდოდა. ძალას
ხომ ვერ დავატანდი...
- ჰო, რა... თან საქმესაც ასე უხდებოდა...
- რისი თქმა გინდა?

325 მკითხველთა ლიგა


- შენ ქველმოქმედებაში იყავი ჩაბმული, ამ საქმეს კი ბრენ-
დონის ოჯახი აფინანსებდა. თვითონ ბრენდონი ამ ორგანიზაცი-
ის სახე იყო... და უცებ, წარმოიდგინე, ქვეყანა იგებს, რომ ეს კა-
ცი ქალებს ურტყამს!
- ელიზაბეთმა პირობა დამადებინა, რომ არაფერს ვიტყოდი, -
თავი იმართლა ლინდამ.
- და შენც სიხარულით მოკეტე, არა?! შენი ოხერი ქველმოქ-
მედების დაცვის მიზნით...
- ნუ ხარ ასეთი უსამართლო!
- შენ ეგ შენი ქველმოქმედება ელიზაბეთის კეთილდღეობაზე
მაღლა დააყენე! - უთხრა შონამ.
- იცი, რამდენ სიკეთეს ვაკეთებდით? - აყვირდა ლინდა, - იცი,
რამდენ ხალხს ვეხმარებოდით?!
- დიახ, ელიზაბეთ ბეკის სისხლის ხარჯზე! - მოუჭრა შონამ.
უცებ ლინდამ ხელი მოიქნია და სილა გააწნა. შონას სახე აეწ-
ვა. ერთმანეთს შეხედეს. სუნთქვა უმძიმდათ...
- განა არ მინდოდა გამხელა... - თქვა ბოლოს ლინდამ, - მაგ-
რამ არ დამანება. მეც, ალბათ, სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ...
ასეთი რამეების თქმა მეორედ აღარ გამიბედო.
- ერთი ეს მითხარი, რაზე ფიქრობდი იმ წუთებში, როცა გატა-
ცებულ და მოკლულ ელიზაბეთს ხმამაღლა დასტიროდი?
- ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან რაღაც კავ-
შირში იყო. ელიზაბეთის მამასთანაც კი წავედი. ყველაფერი ვუ-
ამბე, რაც ვიცოდი.
- მერე რა გითხრა?
- მადლობა გადამიხადა და მითხრა, ყველაფერი ვიციო. თან
მთხოვა, დელიკატური სიტუაციაა და ნუ გაახმაურებო. მერე კი.-
..როცა გაირკვა, რომ მკვლელობა ქილროიმ ჩაიდინა...
- მაინც გადაწყვიტე, ენაზე კბილი დაგეჭირა, არა?…

326 მკითხველთა ლიგა


- შონა, ბრენდონ სქოუფი დაიღუპა. მითხარი, რაღა აზრი
ჰქონდა მისი სახელის ტალახში ამოსვრას?
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ლინდა ყურმილს დასწვდა და
მისალმებისა და პაუზის შემდეგ შონას გადასცა:
- შენ გკითხულობენ.
შონამ ყურმილი ისე გამოართვა, არც შეუხედავს.
- ჩემს ოფისში უნდა მოხვიდე, - უთხრა ესთერ კრიმშტაინმა.
- ვითომ რატომ?!
- მე ბოდიშები არ მეხერხება, შონა. ჩათვალე, რომ ერთი მსუ-
ქანი იდიოტი ვარ და... გაატარე. ახლა კი ტაქსი დაიჭირე და წა-
მოდი. უდანაშაულო ადამიანი გვყავს გადასარჩენი.

***
საოლქო პროკურორის თანაშემწე ლანს ფეინი დარბაზში შე-
მოიჭრა. სტიმულატორებით ხელოვნურად აღგზნებულ, უძინარ
სინდიოფალას ჰგავდა. დიმონტე და კრინსკი კუდში მოჰყვებოდ-
ნენ. სამივეს როიალის სიმებივით ჰქონდა სახე დაჭიმული.
ესთერი და შონა მაგიდის იქითა მხარეს იდგნენ.
- დაბრძანდით, ბატონებო, - ჟესტით მიიპატიჟა ესთერ კრიმ-
შტაინმა.
ფეინმა ჯერ მას გადაუბრიალა თვალები, მერე კი შონას
სტყორცნა ზიზღით სავსე მზერა.
- მე აქ უსაქმური ლაყბობისთვის არ მოვსულვარ! - უთხრა
ფეინმა ესთერს.
- არა, მაგას სახლშიც მშვენივრად აკეთებ, - მოუჭრა ესთერ-
მა, - ახლა კი დაჯექი.
- თუ ამ კაცის ადგილსამყოფელი იცი...
- დაჯექი, ლანს, თავი ნუ ამატკივე!
327 მკითხველთა ლიგა
ყველა დაჯდა. დიმონტემ გველის ტყავით შემოსილი ფეხები
ჩვეულებისამებრ მაგიდაზე შემოაწყო. ესთერმა ორივე ხელი
მოჰკიდა და სწრაფად გადააგდებინა ფეხები მაგიდიდან, თან
ისე, რომ პირიდან ღიმილი წამითაც არ მოუშორებია. შემდეგ
დამსწრეებს მიმართა:
- ბატონებო, ჩვენ აქ ერთი მიზნით შევიკრიბეთ: თქვენი კა-
რიერის გადასარჩენად. მაშ, მოდი, საქმეს შევუდგეთ!
- ერთი ეს მითხარი... - ჩაერია ლანს ფეინი.
- ჩუმად, ლანს! დამაცადე ლაპარაკი. შენი მოვალეობა ახლა
მხოლოდ ის არის, რომ უნდა მისმინო და თავი მიქნიო: „დიახ,
მემ! გმადლობთ, მემ!“ აი, თუ ეს არ გააკეთე, შენი საქმე წასუ-
ლია!
ლანს ფეინმა თვალები კიდევ ერთხელ გადაუბრიალა და უთ-
ხრა:
- ესთერ, შენ ახლა იცავ ადამიანს, რომელიც მართლმსაჯუ-
ლებას გაექცა!
- აი, როცა ასე ყოჩაღად ლაპარაკობ, ძალიან სექსუალური
ხარ, ლანს, სხვა დროს კი... აბა, რა გითხრა... ახლა კი ყური და-
მიგდე. ერთისა და იმავეს გამეორებას არ ვაპირებ. ამჯერად გა-
მოვიჩენ სიკეთეს და სრულ იდიოტად არ წარმოგაჩენ. იდიოტი
რომ ხარ, ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ სრული იდიოტი
იქნებ არ გახდე, თუ ბოლომდე მომისმენ, გასაგებია? მაშ, ასე,
ბატონებო. რამდენადაც ვიცი, რებეკა შეიესის მკვლელობის
ზუსტი დრო უკვე დადგენილი გაქვთ. ეს მოხდა შუაღამისას,
დიდი-დიდი, ნახევარი საათის ცდომილებით. აამ საკითხზე,
მგონი, შევჯერდით, ხომ ასეა?
- მერე?
ესთერმა შონას შეხედა.
- შენ ეტყვი?
- არა, რა მნიშვნელობა აქვს...
328 მკითხველთა ლიგა
- შავი სამუშაო შენ არ შეასრულე?
- კმარა, სისულელეები, ესთერ! - შეუტია ფეინმა.
უცებ კარი გაიღო და ესთერის მდივანმა თავის უფროსს რა-
ღაც ფურცლები მიაწოდა, პატარა მაგნიტურ ფირთან ერთად.
- გმადლობ, შერილ, - უთხრა ესთერმა.
- არაფრის.
- შეგიძლია სახლში წახვიდე. ხვალ დილიდან ნუ მოხვალ.
- გმადლობთ.
შერილი წავიდა. ესთერმა საკითხავი სათვალე მოირგო და
კითხვა დაიწყო.
- ესთერ, უკვე დამღალე... - დაიწუწუნა ფეინმა.
- ლანს, ძაღლები თუ გიყვარს? - იკითხა უცებ ესთერმა.
- რაო?!
- ძაღლები. მე დიდად არ ვგიჟდები, მმაგრამ ეს ძაღლი... შო-
ნა, მოიტა ფოტო...
შონამ ქლოეს დიდი ფოტო დააძრო და ყველას უჩვენა.
- ეს გახლავთ წვეროსანი კოლი. რა საყვარელია, არა, ლანს?
- კმარა! - თქვა ლანსმა და წამოდგა. კრინსკიმაც იგივე გააკე-
თა. მხოლოდ დიმონტე არ დაძრულა ადგილიდან.
- კი ბატონო, მიბრძანდი, - უთხრა ესთერმა, - ოღონდ იცოდე,
ეს ძაღლი სახანძრო შლანგივით ჩარეცხავს მთელ შენს კა-
რიერას.
- რაებს მიედ-მოედები?!
ესთერმა ორი ფურცელი მიაწოდა.
- დიახ, ეს ძაღლი დაამტკიცებს, რომ ბეკს არაფერი ჩაუდე-
ნია. წინაღამით ბეკი „კინკოში“ იყო. იქ ძაღლთან ერთად შევიდა
და ცხადია, ამის გამო დაუცაცხანეს. ეს კი იმ ოთხი დამოუკიდე-
ბელი მოწმის ჩვენებაა, რომლებმაც ბეკი ამოიცნეს. ბეკმა იმ ღა-
მით კომპიუტერით თორმეტის ოთხი წუთიდან პირველის თორ-

329 მკითხველთა ლიგა


მეტ წუთამდე ისარგებლა. ასე წერია ქვითრებში, რომლებიც
„კინკოში“ გამოუწერეს.
ესთერმა გაიღიმა.
- აი, ჩემო კარგებო. ასლებსაც ახლავე ჩამოგირიგებთ.
- და შენ გინდა, რომ მე ეს დავიჯერო?! - შეუტია ლანსმა.
- ბოლომდე მომყევი და ნახავ, - უპასუხა ესთერმა.
შემდეგ ასლები კრინსკისა და დიმონტესაც დაურიგა. კრინ-
სკიმ ფურცელს ხელი დაავლო და ითხოვა, ტელეფონით სარგებ-
ლობის უფლება მომეცითო.
- ისარგებლეთ, ოღონდ, თუ საქალაქთაშორისო ზარია, ხარ-
ჯები თქვენს დეპარტამენტს წარუდგინეთ, თუ შეიძლება. გმად-
ლობთ! - უპასუხა ესთერმა დათაფლული ღიმილით. ფ
ფეინმა ტექსტი წაიკითხა და სახეზე ნაცრისფერი დაედო.
- რაო, მკვლელობის დროის გადაწევ-გადმოწევა ხომ არ მო-
გინდა? - ჰკითხა ესთერმა, - ნება შენია, ოღონდ იცი, რას გეტ-
ყვი? იმ დღეს ხიდს აშენებდნენ და გზა გადაკეტილი იყო. ასე
რომ, ბეკს თავი ქუდში აქვს.
ფეინმა იხვივით დაიყიყინა. მერე კი რაღაც ისეთი, არცთუ უწ-
ყინარი სიტყვა ჩაიდუდღუნა თავისთვის, რომელიც დაახ-
ლოებით ბაყაყს ერითმებოდა.
- კარგი, ლანს, დაწყნარდი, - დაუყვავა ესთერმა, - წესით,
მადლობას უნდა მიხდიდე.
- რისთვის?
- არ იცი, როგორ გამოგაჭენებდი საქვეყნოდ, რომ მომენდო-
მებინა... წარმოიდგინე, გამოდიხარ და კამერის წინ აცხადებ,
რომ სასტიკი ბოროტმოქმედი უკვე შენს ხელშია; ეს ჩვენი ჭიკჭი-
კა მედია ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით აშუქებს; შენ ერთ--
ერთი საუკეთესო ჰალსტუხი გიკეთია და სიტყვით გამოდიხარ,
თუ როგორ ზრუნავენ სამართალდამცველები მოქალაქეების
უსაფრთხოებაზე და რა სიძნელეები გამოიარა შენმა გუნდმა ამ
330 მკითხველთა ლიგა
ცხოველის დაჭერისას, თუმცა, მთავარ დამსახურებას, ცხადია,
მაინც მიიწერ; ირგვლივ არის ერთი ტკაცატკუცი და კამერების
ციმციმი; შენ იღიმები და კორესპონდენტებს სახელებით მიმარ-
თავ, გონებაში კი უკვე გიტრიალებს მუხის დიდი მაგიდა და გუ-
ბერნატორის თანამდებობა... და უცებ, ბრახ! ამ ყველაფერს
თვალის დახამხამებაში ცივ წყალს ვასხამ. როგორ ვაკეთებ
ამას? როგორ და, მედიას ვაცნობ ბეკის ალიბის, რომელიც ქვას
გახეთქავს! წარმოიდგინე, ლანს, რა ვალში ხარ ჩემ წინაშე! ნუ-
თუ არ მეთანხმები?
ფეინმა თვალი თვალში გაუყარა და შეკითხვაზე შეკითხვით
უპასუხა:
- პოლიციელს რომ დაეტაკა, ამაზე რას იტყვი?
- მოიცა, ლანს. ცოტა ტვინი გაანძრიე, მეგობარო, და ფაქტს
თვალი გაუსწორე: შენ, საოლქო პროკურორის თანაშემწემ,
ლანს ფეინმა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღე: უდანაშაულო
ადამიანს სპეცდანიშნულების რაზმი მიუქსიე. თუმცა ის უბრა-
ლოდ უდანაშაულო ადამიანი არ არის; ექიმია, რომელმაც კერ-
ძო სექტორში შემოსავლიან ადგილს დაბალი ანაზღაურება და
ღარიბების მომსახურება ამჯობინა!
ესთერი გაჩუმდა, ჩაიღიმა და განაგრძო:
- მთელი ქალაქის პოლიცია ხომ აყარე და ღმერთმა უწყის,
რა ხარჯებში ჩააგდე; კბილებამდე შეიარაღებული ხალხი წინ და
უკან არბენინე, რომ ეს უმანკო კაცი დაეჭირათ. ეგ კიდევ არაფე-
რი: ერთი პოლიციელი - ახალგაზრდა, დაკუნთული და საქმის-
თვის თავგამოდებული, სადღაც, მიყრუებულ ჩიხში იმწყვდევს ამ
საცოდავს და უბაგუნებს, რაც ძალი და ღონე აქვს. ირგვლივ
არავინ ჩანს, ამიტომ ახალგაზრდა პოლიციელი თავის თავზე
იღებს ინიციატივას და შავ დღეს აყრის ამ დამფრთხალ, კედელ-
თან მიმწყვდეულ კაცს. და აი, საბრალო, დევნილი ექიმი ბეკი,
რომელიც ყველაფერთან ერთად ქვრივიც გახლავთ, სხვას ვე-
331 მკითხველთა ლიგა
რაფერს ხდება, გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგეს თავდაცვის
მიზნით წიხლები მოუქნიოს.
- მაგას სიმართლედ ვერ გაასაღებ.
- გეგონოს, ლანს. გავასაღებ და მერე როგორ. კადნიერებაში
თუ არ ჩამომართმევ, ირგვლივ არავინ გყავს ამ საქმის ისეთი
დიდოსტატი, როგორც შენი მონა-მორჩილია! ეგ კიდევ არაფე-
რი. შენ ჯერ ჩემი ფილოსოფიური მსჯელობა არ მოგისმენია
იმასთან დაკავშირებით, თუ რა მსგავსება არსებობს ამ საქმესა
და რიჩარდ ჯიუელის24 საქმეს შორის; არც პროკურატურის ზედ-
მეტი თავგამოდების შესახებ გამომითქვამს ჩემი აზრი და არც
იმისთვის შემიქიხართ, თუ რა ოსტატურად მიაკერეთ ეს დანა-
შაული ექიმ ბეკს - ჩაგრულთა შემწეს! თქვენ იმდენი ქენით, რომ
მის ბინაში ნივთმტკიცებებიც კი შეაპარეთ...
ფეინს გაოგნებისგან ლამის დამბლა დაეცა.
-რას ამბობ, სრულ ჭკუაზე ხარ?!
- კარგი, რა, ლანს, ყველამ ვიცით, რომ ექიმი ბეკი ამის გამ-
კეთებელი არ იყო. შეუვალი ალიბი და ოთხი მოწმის ჩვენება
ხელში გვაქვს (სანამ ეს ყველაფერი დამთავრდება, მოწმეებს
კიდევ მოვძებნით); თან ნუ დაგავიწყდება, რომ საუბარია და-
მოუკიდებელ, მიუკერძოებელ მოწმეებზე. მაშ, როგორღა მოხ-
ვდა ეს ნივთმტკიცებები ბეკის ბინაში? შენ გააკეთე ეს, მისტერ
ფეინ, შენს სპეცრაზმთან ერთად. მაგრამ თუუ დამჭირდა, ისე გა-

24რიჩარდ ჯიუელი - ცნობილი პოლიციელი, რომელიც უსაფუძ-


ვლოდ დაადანაშაულეს. საქმე ძალზე გახმაურებული იყო აშშ--
ში.

332 მკითხველთა ლიგა


გაშავებ, რომ ხალხს მარკ ფურმანი25 შენთან შედარებით მაჰათ-
მა განდი ეგონოს.
ფეინმა სიმწრით მუშტები შეკრა. რამდენჯერმე მძიმედ ამო-
იხვნეშა და უკან დაიხია.
- ჰო, კარგი, - ჩაილაპარაკა ძლივს გასაგონად, - ვთქვათ, ამ
ალიბიმ გაჭრა...
- გაჭრის, ლანს, აი ნახავ.
- ვთქვათ, გაჭრა. რას ითხოვ?
- ოოო! აი, მესმის შეკითხვა! რომ იცოდე, გამოუვალ მდგომა-
რეობაში ხარ, ლანს. აბა, დაფიქრდი - თუ ბეკი დააპატიმრე,
იდიოტი ხარ. თუ თავი დაანებე, მაინც იდიოტი ხარ. მართალი
გითხრა, ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავ.
ესთერ კრიმშტაინი წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო, თით-
ქოს საკერავი მანქანა იყო და ტანსაცმელს აგვირისტებდა.
- ბევრი ვიფიქრე და, მგონი, ვიპოვე გზა, როგორ უნდა გამო-
გიყვანო ამ მდგომარეობიდან მინიმალური ზარალით. გინდა
მომისმინო?
ფეინი ერთხანს უხმოდ მისჩერებოდა, შემდეგ ჩაილაპარაკა:
- გისმენ.
- შენ ამ საქმეში ერთადერთი ჭკვიანური ნაბიჯი გადადგი.
მხოლოდ ერთადერთი, მაგრამ შესაძლოა, საქმის გამოსასწო-
რებლად ამან იკმაროს კიდეც: შენ მედია სათოფეზე არ გაიკარე!
ახლა ცოტა არ იყოს გაგიჭირდება იმის განმარტება, თუ როგორ
დაგიძვრა ბეკი ხელიდან,მ მაგრამ ეგ არაფერი. გავრცელებული
განცხადებები თავისუფლად შეგიძლია ანონიმურ წყაროებს
მიაწერო. ამიტომ აი, რა უნდა გააკეთო, ლანს: იწვევ პრესკონ-

25მარკ ფურმანი - ცნობილი დეტექტივი. იძიებდა ო. ჯეი სიმფსო-


ნის საქმეს, სახელი გაითქვა ცრუ ჩვენებებითა და რასისტული
გამონათქვამებით.

333 მკითხველთა ლიგა


ფერენციას და ჟურნალისტებს ეუბნები, რომ გავრცელებული ინ-
ფორმაცია ყალბია; რომ ექიმი ბეკი მხოლოდ მოწმის სახით
იძებნებოდა და სხვა არაფერი; რომ ამ დანაშაულში ბეკს ეჭვმი-
ტანილად არ მიიჩნევ, მეტიც - დარწმუნებული ხარ, რომ მას ეს
დანაშაული არ ჩაუდენია; უბრალოდ, შეიტყვე, რომ რებეკას
სიკვდილის წინ სწორედ ბეკმა მიაკითხა და, ბუნებრივია, მასთან
გასაუბრება მოისურვე.
- ეგ ნომერი არ გავა, - ჩაილაპარაკა ლანსმა.
- გავა და მერე როგორ. შეიძლება მთლად ცხრიანში ვერ მო-
ვარტყათ, მაგრამ ჩვენსას მაინც გავიტანთ. ამის გარანტი მე ვიქ-
ნები. მე ხომ ვალში ვარ შენ წინაშე, რადგან ჩემი „ბიჭი“ გაიქცა.-
..ამიტომ მე, საოლქო პროკურატურის პირველი მტერი, მხარს
დაგიჭერ. მოვხსნი გუდას პირს და მედიას ვუამბობ, რა გულ-
მოდგინედ თანამშრომლობდი ჩვენთან, როგორ ზრუნავდი იმა-
ზე, რომ ჩემი კლიენტის უფლებები არ დარღვეულიყო... იმასაც
ვიტყვი, რომ მე და ექიმი ბეკი მთელი გულით ვუწყობთ ხელს გა-
მოძიების პროცესს და თანამშრომლობისკენ მივისწრაფვით.
ფეინი გატრუნული იჯდა.
- ლანს, თუ გახსოვს, ადრეც გითხარი, რომ ეს საქმე შენს სა-
სარგებლოდაც შემიძლია შემოვაბრუნო და შენს წინააღმდეგაც.
- ამიტომ...
- ამიტომ თავი უნდა გაანებო ამ სულელურ დაჭერობანას და
ბეკს წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება მოხსნა.
- არავითარ შემთხვევაში!
- მაშინ წაბრძანდი, - უთხრა ესთერმა და კარისკენ მიუთითა, -
წაბრძანდი და იმედია, მალე ვიხილავ გაზეთებში შენს კარიკა-
ტურებს.
ფეინმა უმწეოდ ჩამოყარა მხრები, ხმა საგრძნობლად დაურ-
ბილდა. ბოლოს თქვა:

334 მკითხველთა ლიგა


- ვთქვათ, დავთანხმდი. შენი ყმაწვილი თუ ითანამშრომლებს
ჩემთან და ყველა შეკითხვაზე თუ მიპასუხებს?
- ძალიან გთხოვ, ლანს, ნუ მევაჭრები. სამაგისოდ არა გაქვს
საქმე. მე გარიგება შემოგთავაზე: ან იღებ ამ პირობებს, ან პრე-
სას თვითონ მიხედავ. შენი გადასაწყვეტია. დროის ათვლა დაიწ-
ყო. საათი უკვე წიკწიკებს...
ესთერმა საჩვენებელი თითი ასწია, დააქნია და ენა დააწკლა-
პუნა.
ფეინმა დიმონტეს შეხედა. დიმონტე კვლავინდებურად კბი-
ლის საჩიჩქნ ჩხირს ღეჭავდა. კრინსკი ტელეფონს დაეხსნა და
ფეინს ნიშანი მისცა. ფეინმა, თავის მხრივ, ესთერს დაუქნია თა-
ვი.
- საქმეზე გადავიდეთ. როგორ ვახორციელებთ ამ ყველა-
ფერს? - ჰკითხა ფეინმა ესთერს.

335 მკითხველთა ლიგა


38

გამეღვიძა თუ არა, თავი ავწიე და ლამის ყვირილი დავიწყე.


აღარც ერთი კუნთი აღარ მივარგოდა. სხეულის ისეთი ნაწილე-
ბი მტკიოდა, რომელთა არსებობას ადრე ვერც ვგრძნობდი.
ლოგინიდან ფეხების სწრაფად ჩამოშვება ვცადე, მაგრამ მივ-
ხვდი, რომ ვერ იყო მთლად კარგი აზრი. მეტიც, სრულიად უვარ-
გისი წამოწყება აღმოჩნდა. ნელი ტემპი - აი, რა უნდა ყოფილი-
ყო ამ დილის სამოქმედო პროგრამის მთავარი ფონი.
განსაკუთრებით ფეხები მტკიოდა. ეს ტკივილი შემახსენებდა,
რომ მიუხედავად ჩემი წუხანდელი „მარათონული“ გარბენისა,
რბილად რომ ვთქვათ, სპორტულ ფორმაში ვერ ვიყავი. გვერ-
დზე გადაგორება ვცადე, მაგრამ ის წერტილები, რომლებიც
ფურგონში აზიელმა ჯეელმა დამიმუშავა, გახსნილი ნაკერები-
ვით ამტკივდა. ერთი-ორი აბი „პერკოდანი“26 არ მაწყენს-მეთქი,
გავიფიქრე, მაგრამ სააქაოდან სადმე სხვაგან გადანაცვლება
ახლა ნამდვილად არ მაწყობდა.
საათს დავხედე. დილის ექვსი საათი იყო. ესთერთან გადა-
რეკვის დრო მოვიდა...
ესთერმა პირველივე ზარს უპასუხა.
- გამომივიდა! თავისუფალი ხართ! - მითხრა მაშინვე.
თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ...
- ახლა რას აპირებთ? - მკითხა ესთერმა.
საჭირბოროტო კითხვა იყო...
- ჯერ არ ვიცი.

26„პერკოდანი“ - ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელსაც


ნარკოტიკული ზემოქმედება აქვს.

336 მკითხველთა ლიგა


- ერთი წამით. შონა ითხოვს, რომ ყურმილი გადავცე.
შორიდანკ მართლაც ჩამესმა კიდევ ერთი ადამიანის ხმა. ხე-
ლიდან ხელში გადაცემის დროს ყურმილი აშიშინდა. წამიც და,
შონას ხმა გავიგონე:
- უნდა ვილაპარაკოთ.
შონას ზედმეტი თავაზიანობა და ლოლიავი არ უყვარდა, მაგ-
რამ ამჯერად უცნაური მღელვარება შევატყვე. მეტსაც გეტყვით:
ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ შეშინებულიც კი ჩანდა.
გულმა რეჩხი მიყო.
- რა ხდება?
- ტელეფონით ვერ გეტყვი.
- შენთან მოსვლა ერთ საათში შემიძლია.
- ლინდასთვის არაფერი მითქვამს იმაზე... ხომ იცი...
- ალბათ, დროა.
- ჰო, ალბათ... - მიპასუხა შონამ და უცებ უჩვეულოდ მინაზე-
ბული ხმით დაამატა, - მიყვარხარ, ბეკ...
- მეც მიყვარხარ.
შხაპამდე ლამის ხოხვა-ხოხვით მივაღწიე. დაცემას იმან გა-
დამარჩინა, რომ გზადაგზა ავეჯს ვეყრდნობოდი. შხაპს თავი შე-
ვუშვირე და ცხელ წყალს დაველოდე. წყალმა ნატკენი ადგილე-
ბი ცოტა დამიამა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიშველა.
თაირისმა შარპტონის კოლექციიდან იისფერი ველიურის
სპორტული კოსტიუმი მომიტანა. კინაღამ ვუთხარი, ბარემ დიდი
ოქროს მედალიც მოგეყოლებინა-მეთქი.
- ახლა საით? - მკითხა თაირისმა.
- ჯერ დასთან.
- მერე?
- მერე, ალბათ, სამსახურში.
თაირისმა თავი გაიქნია.
- ძალიან ცუდ ტიპებს გადაეყარეთ, დოკ.
337 მკითხველთა ლიგა
- ჰო, როგორც ვატყობ, ეგრეა...…
- იმ ბრიუს ლის ხელიდან ვერ წაუხვალთ.
მის სიტყვებს კარგად ჩავუფიქრდი. მართალი იყო. საკუთარ
სახლშიც კი აღარ წამესვლებოდა. უუმოქმედობას, ცხადია, ვე-
ღარ შევეგუებოდი. დევიდ ბეკის დღის წესრიგში ამიერიდან
დასვენებისა და განცხრომის ადგილი აღარ იყო, მაგრამ ისიც
გასათვალისწინებელი იყო, რომ ფურგონის ხალხი ასე ადვი-
ლად არ დამივიწყებდა და ჩემს ჭკუაზე აღარ მიმიშვებდა.
- სანამ ყველაფერი არ დამთავრდება, მე და ბრუტუსი მოგხე-
დავთ, დოკ, - მითხრა თაირისმა.
მინდოდა, ერთი შემომეძახა მისთვის: საკუთარ თავს მიხედე,
ყველას თავისი ცხოვრება აქვს-მეთქი, მაგრამ რომ დავუფიქ-
რდი, ნარკოტიკებით ვაჭრობას ორივესთვის ისევ ის სჯობდა,
რასაც ახლა აკეთებდნენ. თაირისს ჩემი დახმარება უნდოდა,
უფრო სწორად, სჭირდებოდა... მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ჩემი
მხრივ, მეც მისი დახმარების იმედად ვიყავი. ძალიან მინდოდა,
დამერიგებინა და მოსალოდნელი საფრთხეები შემეხსენებინა
მისთვის, მაგრამ ვხედავდი, ჩემზე გაცილებით უკეთ ესმოდა ყვე-
ლაფერი. აამიტომ ისღა დამრჩენოდა, რომ თანხმობის ნიშნად
თავი დამექნია...

***
კარლსონს ეროვნული მოკვლევის ცენტრიდან მოსალოდ-
ნელზე ადრე გამოეხმაურნენ.
- უკვე მოვრჩით, - უთხრა დონამ.
- როგორ?
- biisi გაგიგია?
338 მკითხველთა ლიგა
- მგონი, კი.
კარლსონს გაახსენდა, რასაც ნიშნავდა ეს აბრევიატურა: ბა-
ლისტიკური იდენტიფიკაციის ინტეგრირებული სისტემა. ეს იყო
ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ალკოჰოლის,
თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიურო ტყვიებისა და
ნასროლი მასრების შესამოწმებლად იყენებდა.
- უკვე თვითონ ტყვიაც აღარ სჭირდებათ, - განუმარტა დონამ,
- საკმარისია, მისი სკანირებული გამოსახულება მიიღონ. ციფ-
რულად ამუშავებენ და შედარებას ეკრანზევე აკეთებენ.
- მერე, რა გაირკვა?
- მართალი ყოფილხარ, ნიკ; ზუსტად დაემთხვა...
კარლსონმა კავშირი გათიშა და სხვაგან გადარეკა.
ამჯერად მყურმილი მამაკაცმა აიღო.
- სად არის ექიმი ბეკი? - ჰკითხა კარლსონმა.

339 მკითხველთა ლიგა


39

ბრუტუსი ქუჩაში გველოდა. დ


- დილა მშვიდობისა, - მივესალმე. ა
არაფერი მიპასუხა. ამ კაცის ხმა ჯერ არც ერთხელ არ გამი-
გია. მანქანაში უკანა ადგილი დავიკავე. თაირისი გვერდით მო-
მიჯდა და გულიანად გაიკრიჭა.
წინადღეს თაირისმა კაცი მოკლა. მართალია, ეს ჩემს დასა-
ცავად გააკეთა, მაგრამ ახლა ისე არხეინად იყო, რომ, მგონი,
არც კი ახსოვდა, საერთოდ თუ გამოჰკრა სასხლეტს ხელი... მე
სხვებზე უკეთ უნდა გამეგო, რა განიცადა ამ ადამიანმა, მაგრამ
არა, არც მე მესმოდა მისი...
საერთოდ, მორალურად უკომპრომისო კაცს ნამდვილად ვე-
რავინ მიწოდებს. ცხოვრებას მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში არ
ვხედავ. უბრალოდ, გადაწყვეტილებებს ვითარებისდა მიხედვით
ვიღებ. ელიზაბეთს უფრო მკაფიო ზნეობრივი ორიენტირები
ჰქონდა. ეს რომ ენახა, თავზარი დაეცემოდა, ადამიანის სიცოც-
ხლე ძალიან დაენანებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიან-
მა გამიტაცა, მაწამა და იქნებ მოვეკალი კიდეც... თუმცა ვერა, ამ
ბოლო დროს ვეღარც ელიზაბეთზე დავდებდი თავს. აკი გაირკვა
მწარე სიმართლე, რომ ჩემს ცოლზე ბევრი არაფერი მცოდნია,
ისევე, როგორც ის არ მიცნობდა ბოლომდე...
ზნეობრივ გადაწყვეტილებებს თუ მივუბრუნდებით, ჩემი სა-
მედიცინო პრაქტიკა ამ მხრივ თავის პირობებს მკარნახობს. არ-
სებობს ავადმყოფთა დახარისხების მარტივი წესი: დახმარება
პირველ რიგში ყველაზე მძიმედ დაშავებულ ადამიანს უნდა
გაუწიო. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რა ჩაიდინა. ვისაც
უმძიმესი ზიანი მიადგა, იმას მკურნალობ და მორჩა. მშვენიერი
თეორიაა, ასეთი მიდგომის აუცილებლობას ნამდვილად არ
340 მკითხველთა ლიგა
უარვყოფ, მაგრამ... ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ კლინი-
კაში ერთდროულად შემომიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყო-
ფი ჩემი დისშვილი მარკი და თავში მძიმედ დაჭრილი ის სე-
რიული პედოფილი, რომელმაც მარკი დააშავა. მერწმუნეთ,
ასეთ დროს უმარტივეს გადაწყვეტილებას ვიღებ.
შეიძლება ვინმე შემომედაოს, მოლიპულ გზას ადგახარო; იქ-
ნებ დავეთანხმო კიდეც, თუმცა, მეორე მხრივ, იმასაც ვიტყოდი,
რომ ცხოვრება უმეტესწილად სწორედ მოლიპული დაღმართია.
რა თქმა უნდა, როცა შავ-თეთრის გარდა ნაცრისფერსაც ხედავ,
სირთულეები გექმნება. ასეთი ცხოვრება უკვალოდ არ ჩაგივ-
ლის. ამ დროს მხოლოდ სულიერებას როდი ადგება ჩრდილი;
მსგავს არჩევანს საკმაოდ ხელშესახები ფიზიკური ზარალის
საფრთხეც სდევს თან. თუმცა იმაზეც ხშირად მიფიქრია, ნეტავ
რა მოხდებოდა, თავიდანვე რომ სიმართლე მეთქვა? უცებ ნათ-
ლად წარმოვიდგინე, რაც მოხდებოდა და შიშმა ამიტანა.
- მგონი, ჩაწყნარდა, დოკ, - მითხრა თაირისმა.
- ჰო, მეც ასე მგონია...
ბრუტუსმა ლინდასა და შონას სახლთან გამიჩერა.
- კუთხეში დაგელოდებით, - მითხრა თაირისმა, - თუ რამე, ეგ-
რევე მირეკავთ.
- კარგი.
- გლოკი ხომ თანა გაქვთ?
- კი.
თაირისმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
- ან თქვენ - ან ისინი. ფიშტო ხელიდან არ გაუშვათ, იცოდეთ.
მართალი იყო. ამ შემთხვევაში ცალსახად შავ-თეთრ სურათ-
თან გვქონდა საქმე.
მანქანიდან ჩამოვედი. ირგვლივ დედები და ძიძები დაგოგმა-
ნებდნენ და საბავშვო ეტლებს მიაგორებდნენ. ეეს ეტლები
ათასნაირად იკეცებოდა, ერთდროულად იტევდა რამდენიმე
341 მკითხველთა ლიგა
ბავშვსაც და საფენების, სასუსნავების, წვენების, გამოსაცვლე-
ლი ტანსაცმლისა და წამლების მარაგსაც. ყოველივე ეს ჩემთვის
არახალი იყო, რადგან „მედიქეიდის“ პროგრამის წევრობა სუ-
ლაც არ ნიშნავს იმას, რომ პეგ პერეგოს(პეგ პერეგო - საბავშვო
ეტლების ცნობილი მწარმოებელი.) საბავშვო ეტლს ფინანსუ-
რად ვერ შესწვდები.
გულზე მალამოსავით მედებოდა ნორმალური ცხოვრების ეს
სასიამოვნო სურათი, ერთსა და იმავე გარემოში ასე თავისუფ-
ლად რომ თანაარსებობდა იმ შემზარავ განსაცდელთან, რომე-
ლიც სულ ახლახან გამოვიარე.
შენობისკენ შევბრუნდი. ლინდა და შონა უკვე მორბოდნენ
ჩემს შესახვედრად. ლლინდა პირველი მომვარდა და კისერზე
ჩამომეკიდა. გულზე მივიკარი და სიამოვნებისგან დავდნი.
- როგორა ხარ? - მკითხა ლინდამ.
- კარგად, - ვუპასუხე მე.
ლინდამ ეს არ იკმარა და იგივე შეკითხვა უთვალავჯერ გამი-
მეორა, თან სხვადასხვა ფორმით. შონა რამდენიმე ნაბიჯის მო-
შორებით იდგა. თვალი მოვკარი, როგორ იწმენდდა ცრემლებს
და გავუღიმე.
მე და ლინდა ხვევნა-კოცნას ლიფტშიც ვაგრძელებდით. შონა
ამჯერადაც ნაკლებად ავლენდა ემოციებს და როგორღაც განზე
იდგა. შემთხვევითი დამკვირვებელი იფიქრებდა, რომ მას
ახალშეყრილი და-ძმისთვის ხელის შეშლა არ უნდოდა, მაგრამ
მინდა გითხრათ, რომ ეს დასკვნა უთუოდ მცდარი იქნებოდა.
ასეთ რამეს მხოლოდ ის იფიქრებს, ვინც შონას შერისგან ვერ
ასხვავებს. შონა საოცრად თანამიმდევრული ადამიანია. მკვახე,
მომთხოვნი, ახირებული, მაგრამ, იმავდროულად, დიდსულოვა-
ნიცა და უზომოდ ერთგულიც. ის არც ნიღბებს ატარებს და ვერც
„მორცხვ ყვავილს“ უწოდებს ვინმე. პირიქით, თუ თქვენს ლექსი-
კონში ამ სიტყვების ანტონიმები გეგულებათ, ისინი სწორედ შო-
342 მკითხველთა ლიგა
ნას შეეფერება. ისე ცხოვრობს, როგორც სურს და ამას დემონ-
სტრაციულად აკეთებს თქვენ წინაშე. რკინის ქანჩით რომ სცე-
მოთ, მაშინაც არ არის უკან დამხევი. ამიტომ არ მესიამოვნა მი-
სი განწყობა და მოუსვენრად ავწრიალდი. ბინას რომ მივადე-
ქით, ლინდამ და შონამ ერთმანეთს გადახედეს. ლინდამ ხელი
მომაშორა და მითხრა:
- შონას შენთან პირისპირ უნდა დალაპარაკება. სამზა-
რეულოში ვიქნები. სენდვიჩი გაგიკეთო?
- კარგს იზამ, დიდი მადლობა.
ლინდამ მაკოცა და კიდევ ერთხელ მომიჭირა ხელი, თითქოს
უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ რეალურად ვარსებობდი. მე-
რე ოთახიდან სწრაფად გავიდა.
შონას შევხედე. ისევ განზე იდგა.დ ხელები უსიტყვოდ გავშა-
ლე, აბა, რას მიბრძანებ-მეთქი.
- რატომ გაიქეცი? - მკითხა იმწამსვე.
- იმიტომ, რომ კიდევ ერთი გზავნილი მივიღე.
- ბიგფოოტ-ზე?
- დიახ.
- ასე რატომ დააგვიანდა?
- ახალი შიფრი გამოიყენა და მის ამოცნობას დიდხანს მო-
ვუნდი.
- რა შიფრი იყო?
„ლედი ღამურასა“ და „მუსუსების“ ამბავი ვუამბე.
- ამიტომ შეხვედი „კინკოში?“
- ამიტომ შევედი.
- და ეს შიფრი ძაღლის გასეირნების დროს ამოხსენი?
- კი, ასე იყო.
- რა მოგწერა?
ვერ ვხვდებოდი, რატომ მისვამდა ამ შეკითხვებს. გარდა იმი-
სა, რაც უკვე გიამბეთ, შონას ერთი თვისებაც ჰქონდა: ჩაკირკი-
343 მკითხველთა ლიგა
ტება მაინცდამაინც არ უყვარდა. ზედმეტი დეტალები მხოლოდ
აბნევდა.
- ვოშინგტონ-სკვერში შეხვედრა დამინიშნა. გამაფრთხილა,
რომ მდევარი მეყოლებოდა, თან დაამატა, რაც უნდა მოხდეს,
მაინც მიყვარხარო.
- და იმიტომ გაიქეცი, რომ ეს პაემანი არ გაგეცდინა?
- ჰო, ეგრე იყო. ესთერმა მითხრა, რომ შუაღამემდე ციხიდან
არავინ გამომიშვებდა.
- პარკში დროზე მიხვედი?
- დროზე მივედი.
შონა ახლოს მომიჩოჩდა.
- მერე?
- არ გამოჩნდა.
- და მაინც დარწმუნებული ხარ, რომ ის გზავნილი ელიზაბე-
თისგან მოგივიდა?
- სხვა ახსნა არ არსებობს.
შონას ჩაეღიმა.
- რა გაცინებს?
- ჩემი დაქალი თუ გახსოვს, ვენდი პეტინო?
- როგორ არა. შენთან ერთად რომ მოდელობდა... მგონი,
ცოტა წაიქერქეტებდა...…
შონამ ჩაიღიმა და გააგრძელა:
- ერთხელ თავის ეგრეთ წოდებულ სულიერ გურუსთან სა-
დილზე წამიყვანა. გინდა თუ არა, ტელეპათიური მონაცემები და
მომავლის განჭვრეტის უნარი გაქვსო; გარდაცვლილ დედასთან
ურთიერთობაში მეხმარებაო (ვენდის დედამ თავი მოიკლა, რო-
ცა ვენდი ექვსი წლის იყო)...
შონას ლაპარაკი ვაცალე. ერთი სული მქონდა, როდის მიად-
გებოდა სათქმელს და მიუხედავად იმისა, რომ შორიდან დაიწ-
ყო, ვიცოდი, ბოლომდე გადმოალაგებდა ყველაფერს.
344 მკითხველთა ლიგა
- სადილს რომ მოვრჩით, ოფიციანტმა ყავა მოგვიტანა. ვენ-
დის „გურუმ“, რომელსაც ომეი თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა, გა-
მომცდელი, ცნობისმოყვარე თვალები შემომანათა - ალბათ, გი-
ნახავს, ასეთ ტიპებს რა გამოხედვაც აქვთ - და მითხრა, რომ
გრძნობდა (ზუსტად ასე თქვა, ვგრძნობო) ჩემს სკეპტიკურ დამო-
კიდებულებას ამ საქმის მიმართ, თან მთხოვა, იქნებ თქვენი აზ-
რი მომახსენოთო... ჩემი ამბავი ხომ იცი, სულ ნეხვის ტომარა
ვეძახე. გგრცხვენოდეს, ჩემს დაქალს ფულს რომ სძალავ--
მეთქი... წარბიც არ შეუხრია, რამაც მთლად გამაგიჟა. მერე რა-
ღაც პატარა ბარათი შემომაჩეჩა და მეუბნება, ამ ბარათზე ნების-
მიერი რამე დაწერეო. სულერთია, ყველაფერი შეგიძლია დაწე-
რო, რაც შენთვის მნიშვნელოვანია - თარიღი იქნება, საყვარე-
ლი ადამიანის ინიციალები თუ სხვა რამეო... ბარათი შევამოწმე.
ჩვეულებრივი, თეთრი ქაღალდი იყო, მაგრამ მაინც ვთხოვე,
ჩემს ბარათს გამოვიყენებ-მეთქი. ხალისით დამეთანხმა. ბიზ-
ნესბარათი ამოვიღე და მეორე მხარეს გადავაბრუნე. ომეიმ სა-
წერი მომაწოდა, მაგრამ აქაც არ ვენდე და ჩემი საწერი დავაძ-
ვრე. არც ამჯერად შემწინააღმდეგებია. მეც ავიღე და შენი გვარი
დავწერე. ერთადერთი სიტყვა - ბეკი. ოომეიმ ბარათი გამომარ-
თვა. ვზივარ, ხელებში ვუყურებ, მაინტერესებს, ხომ არ ეშმა-
კობს... მაგრამ არა, ქაღალდს ვენდის აწვდის და სთხოვს, ხელ-
ში გეჭიროსო. მერე ხელს მკიდებს, თვალებს ხუჭავს და ბნე-
დიანივით კანკალებს. გეფიცები, ისე იმოქმედა, რომ იმ წუთებში
რაღაც ძალა მეც მომაწვა შიგნიდან...
მერე თვალებს ახელს და მეუბნება: „ბეკი ვინ არის?“
შონა ტახტზე ჩამოჯდა. მეც მივუჯექი და შონამ განაგრძო:
- ხელების სიმარდის ამბავი ვინ არ იცის, მაგრამ იქ ვიყავი,
თვალს არ ვაცილებდი და კინაღამ დავიჯერე. აამ კაცს მართლა
ჰქონდა არაჩვეულებრივი მონაცემები. შენი თქმის არ იყოს,

345 მკითხველთა ლიგა


სხვანაირად ამას მართლა ვერ ახსნიდი. ვენდი უნდა გენახა, რა
გაბადრული იჯდა...
- ალბათ, წინასწარ გაიკითხა რაღაცები და თქვენი მეგობრო-
ბის შესახებ გაიგო, - მივაწოდე აზრი.
- კარგი, რა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ მაინცდამაინც
შენს სახელს ავირჩევდი და არა ჩემი შვილის, ან ლინდას სა-
ხელს?
ვერ შევედავე, ნამდვილად ჭკუასთან ახლოს იყო.
- მოკლედ, იმის თქმა გინდა, რომ დაგაჯერა?..
- თითქმის, ბეკ. თითქმის მაჭამა. ომაგრამ საბოლოოდ მაინც
გამართლდა მისი სიტყვა - სკეპტიკოსი ხარო, რომ მითხრა...
თითქოს ყველაფერი მის ექსტრასენსულ მონაცემებზე მეტყვე-
ლებდა, მაგრამ მაინც ვხვდებოდი, რომ ასე არ იყო. მედიუმები
ისევე არ არსებობენ, როგორც მოჩვენებები.
შონა გაჩუმდა.
ვერ არის მთლად ფაქიზი მიდგომა საკითხისადმი, ძვირფასო
შონა...
- გავიდა დრო და გადავწყვიტე, ამ მიმართულებით პატარა
გამოკვლევა ჩამეტარებინა, - განაგრძო შონამ, მ- სამოდელო
საქმის ერთ-ერთი კარგი მხარე ის არის, რომ ნებისმიერ ადამი-
ანს შეგიძლია დაუკავშირდე, ურთიერთობაზე უარს არავინ გეტ-
ყვის. მეც ავდექი და ერთ ილუზიონისტს დავურეკე, რომელიც
ბროდვეის სცენაზე რამდენიმე წლის წინ დადგმულ შოუში მყავ-
და ნანახი. მეს ამბავი რომ მოვუყევი, სიცილი აუტყდა. მიზეზი
ვკითხე. კითხვაზე კითხვით მიპასუხა: იმ გურუმ ის ფოკუსი სადი-
ლის შემდეგ ხომ არ ჩაგიტარაო. კი, ასე იყო, მაგრამ ეს რა
შუაშია ან საიდან იცი-მეთქი, გავოცდი. მაშინ მეორე კითხვაც
დამისვა, შემთხვევით, ყავა ხომ არ მოგართვესო. დდიახაც
მოგვართვეს-მეთქი. ე

346 მკითხველთა ლიგა


„ის კაცი შავ ყავას სვამდა?“ - მეკითხება ისევ. ესეც დავუდას-
ტურე.
შონას ღიმილი მოერია.
- ხვდები, რა აღმოჩნდა?
- აზრზე არა ვარ...
- როცა ეს ტიპი ვენდის ბარათს აწვდიდა, ბარათი ყავის ჭიქა-
ზე გადაატარა. თურმე შავი ყავა სარკესავით ირეკლავს ყველა-
ფერს. ჰოდა, სულ ეს იყო, რა... უბრალოდ, მამაძაღლობდა. რა
უნდა?გ გადაატარე ქაღალდი შავი ყავით სავსე ჭიქაზე და ზუს-
ტად სარკის ეფექტს მიიღებ. მმე კი კინაღამ დავუჯერე. გაიგე?
- გავიგე. იმის თქმა გინდა, რომ მეც ისეთივე მიმნდობი ვარ,
როგორიც ის ქერქეტა ვენდი, არა?
- როგორ გითხრა... აბა, დაფიქრდი, ის ომეი თავის აფერას
ადამიანის სურვილებზე აგებდა. ვენდიც იმიტომ წაება, რომ იმ
ჩმახის დაჯერების დიდი სურვილი ჰქონდა.
- ესე იგი, მე მხოლოდ სურვილი მაქვს, რომ ელიზაბეთი ცოც-
ხალი იყოს, არა?
- სურვილი და მერე როგორი... უდაბნოში ჩარჩენილ მომაკ-
ვდავს ოაზისის ნახვა არ ენატრება ასე... - თქვა შონამ, - მაგრამ
ესეც არ არის ჩემი მთავარი სათქმელი...
- აბა, რა არის?
- ერთ რამეში დავრწმუნდი: თუ მოვლენას შენი თვალით ვერ
ხედავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. უბრალოდ, შენ
ვერ ხედავ და მორჩა.
საზურგეს მივეყრდენი, ფეხი ფეხზე გადავიდე და შონას შევ-
ხედე. თვალი ამარიდა, რაც არასდროს სჩვეოდა.
- რა ხდება, შონა?
არც ამჯერად შემომხედა, ესღა მიპასუხა:
- მე მგონი, ყველაფერი მკაფიოდ გამოვთქვი...

347 მკითხველთა ლიგა


- მე სხვა რამეს გეკითხები. რაღაც უცნაურად იქცევი. ტელე-
ფონით მითხარი, შენთან დალაპარაკება მინდაო, თან პირის-
პირ. სულ ეს იყო? იმის თქმა გინდოდა, რომ ჩემი ცოლი, მიუხე-
დავად ყველაფრისა, მაინც მკვდარია? მაგას ვერ დავიჯერებ.
შონა არ განძრეულა.
- ხმა ამოიღე, - არ მოვეშვი მე.
მოტრიალდა და მითხრა:
- მეშინია...
ისეთი ტონით თქვა, თმა ყალყზე დამიდგა.
- რისი?
პასუხი უცებ არ გაუცია. სამზარეულოდან ლინდას ფუსფუსი,
თეფშებისა და ჭიქების წკარუნი და მაცივრის კარის ყოველი გა-
მოღებისას ყრუ ტყლაშუნის ხმა მესმოდა.
- მხოლოდ შენს საყურადღებოდ არ მილაპარაკია ამდენი; ეს
ყველაფერი პირადად მეც მეხება, - თქვა შონამ.
- ვერ გავიგე...
- რაღაც ვნახე... - მითხრა და უცებ ხმა ჩაუწყდა. მერე სული
მოითქვა და ლაპარაკი თავიდან სცადა:
- რაღაც ვნახე ისეთი, რასაც ფხიზელი გონებით ისევე ვერ
ვხსნი, როგორც ომეისთან დაკავშირებულ ისტორიას. ვიცი,
რომ ახსნა არსებობს, მაგრამ პირადად მე მას ვერ ვპოულობ.
შონამ თითები ნერვიულად აათამაშა: ჯერ ღილების წვალება
და ტანსაცმლიდან ძაფების ამოძენძვა დაიწყო, ბოლოს მითხრა:
- ბეკ, უკვე ვიწყებ იმის დაჯერებას, რომ ელიზაბეთი ცოცხა-
ლია.
გული ჩამივარდა.
შონა სწრაფად წამოდგა.
- „მიმოზას“(„მიმოზა“ - კოქტეილის სახელწოდება.) გავაკე-
თებ, არ დალევ?
უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
348 მკითხველთა ლიგა
- მართლა არ გინდა? - გაოცდა შონა, - დაფიქრდი.
- შონა, მითხარი, რა ნახე!
- ელიზაბეთის გაკვეთის შედეგები.
კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი. ხმის ამოღება კარგა ხანს
ვერ შევძელი.
- როგორ?!
- ნიკ კარლსონს თუ იცნობ ფედერალური ბიუროდან?
- როგორ არ ვიცნობ, დამკითხა კიდევაც!
- ჰოდა, ამ კაცს უდანაშაულო ჰგონიხარ.
- რა ვიცი, რაღაც ვერ შევატყვე...
- ახლა ნამდვილად ჰგონიხარ. როცა ყველა ფაქტი შენს წინა-
აღმდეგ დაიდო, სწორედ მაშინ გაუჩნდა ეს აზრი. ყველაფერი
მეტისმეტად კარგად აწყობილიაო, ასე ამბობს.
- თვითონ გითხრა ასე?
- თვითონ მითხრა.
- და შენ დაუჯერე?
- შეიძლება გულუბრყვილობად მოგეჩვენოს, მაგრამ დავუჯე-
რე.
შონას მსჯელობა სწორად მენიშნა. რადგან კარლსონის
გულწრფელობამ მასზე ასე დამაჯერებლად იმოქმედა, ესე იგი,
კარლსონმა ან ძალიან კარგად ითამაშა ეს როლი, ან მართლაც
მიხვდა ჩემთვის წაყენებული ბრალდებების სიყალბეს.
- მაინც ვერ გავიგე, რა კავშირი აქვს ამას გაკვეთასთან? -
ვკითხე შონას.
- კარლსონმა მნახა და შეკითხვები დამისვა. უნდოდა, გაეგო,
რას აპირებ. ცხადია, არაფერი ვუთხარი. თურმე ყველა შენი ნა-
ბიჯი დათვლილი აქვს. ისიც იცის, ექსპერტს რომ მიაკითხე და
დასკვნა რომ მოითხოვე. და ახლა ძალიან აინტერესებს, რა მიზ-
ნით გააკეთე ეს. იმ ექსპერტს თვითონაც მიაკითხა და ექსპერტი-

349 მკითხველთა ლიგა


ზის დასკვნა გამოითხოვა. ის დასკვნა ახლა თან დააქვს. მეხვე-
წა, დამეხმარეო.
- დასკვნა გიჩვენა?
შონამ თავი დააქნია.
ყელი გამიშრა.
- ფოტოებიც ნახე?
- ფოტოები არ იყო, ბეკ...
- რაო?!
- კარლსონი ფიქრობს, რომ ისინი ვიღაცამ მოიპარა.
- ვის უნდა მოეპარა?
შონამ მხრები აიჩეჩა.
- ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მათზე ხელი მიუწვდებო-
და, ელიზაბეთის მამა იყო.
ჰოიტ პარკერი... ყველა წრე მის ირგვლივ იკვრებოდა. შონას
კიდევ ერთხელ შევხედე და ვკითხე:
- წერილობითი დასკვნა თუ წაიკითხე?
შონამ ამჯერად, ცოტა არ იყოს, გაუბედავად დამიქნია თავი.
- მერე?
- იქ წერია, რომ ელიზაბეთი ნარკოტიკების მომხმარებელი
იყო, ბეკ, თანაც არა მხოლოდ სიკვდილის წინ, არამედ ხან-
გრძლივი დროის მანძილზე.
- შეუძლებელია.
- აბა, რა გითხრა, ყველაფერი ხდება. ზოგი ადამიანი ოსტა-
ტურად ნიღბავს თავის ნარკოდამოკიდებულებას. ნაკლებდამა-
ჯერებელი კი არის, მაგრამ თუ ამ ლოგიკას მივყვებით, არც ის
არის დამაჯერებელი, რომ ელიზაბეთი ცოცხალია. რა იცი, იქნებ
გამოკვლევის დროს შეცდნენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, რა-
ღაც ახსნა მაინც მოეძებნება.
ტუჩები გავილოკე და ვკითხე:

350 მკითხველთა ლიგა


- ახლა ის მითხარი, ძნელად ასახსნელი რა ნახე იმ საქაღალ-
დეში?
- წონა და სიმაღლე, - თქვა შონამ, - სიმაღლე - 1.74 და წონა -
45 კილოზე ნაკლები.
კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელი მუჯლუგუნი... ჩემი ცოლი
უფრო დაბალი იყო და მეტს იწონიდა.
- ახლოსაც არ არის მის მონაცემებთან.
- ნამდვილად.
- ელიზაბეთი ცოცხალია, შონა.
- ალბათ, - თქვა შონამ და თვალი სამზარეულოსკენ გააპარა,
- მაგრამ არის კიდევ რაღაც...
შემდეგ მიტრიალდა და ლინდას დაუძახა. ლინდა ზღურ-
ბლთან გაჩერდა და ხელები წინსაფარზე შეიწმინდა. მთლად ერ-
თი ციცქნა ჩანდა იმ წინსაფარში...
- რა ხდება? - ვკითხე გაოგნებულმა.
ლინდა ალაპარაკდა. ფოტოების ამბით დაიწყო. წვრილად
მიამბო, როგორ სთხოვა ელიზაბეთმა იმ სურათების გადაღება
და როგორი მტკიცე მზადყოფნა გამოთქვა თვითონ ლინდამ,
რომ ბრენდონის საიდუმლოს არ გაამხელდა. არაფერი შეულა-
მაზებია, არც განუმარტავს, თუმცა, ალბათ, ვერც შეძლებდა. უბ-
რალოდ, იდგა, ფქვავდა ყველაფერს და გარდაუვალ დარტყმას
ელოდა. თავჩაქინდრული ვუსმენდი. თვალი ვერა და ვერ გავუს-
წორე, მაგრამ ადვილად ვაპატიე. ყველას გვაქვს ჩვენი სისუს-
ტეები. განურჩევლად ყველას...
მინდოდა, მკერდში ჩამეკრა და დამემშვიდებინა ჩემი და,
მაგრამ გულში ჩარჩენილი ხინჯი მთლად ვეღარ მოვიშორე. რო-
ცა მორჩა, თავი დავუქნიე და ვუთხარი:
- დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.
ამ სიტყვებით მივახვედრე, რომ თავისუფალი იყო. მე და შო-
ნა კარგა ხანს ჩუმად ვისხედით.
351 მკითხველთა ლიგა
- ბეკ!.. - დამიძახა ბოლოს შონამ.
- ელიზაბეთის მამა მატყუებდა... - ჩავილაპარაკე პასუხად.
შონამ თავი დამიქნია.
- ეს კაცი უნდა ვნახო.
- როგორც ადრე არ გითხრა, არც ახლა გეტყვის არაფერს, -
მომიჭრა შონამ.
მართლაც ასე იყო.
- გგონია, ამჯერად სხვანაირად მოიქცევა? - არ მომეშვა შო-
ნა.
წამოვდექი, ბუდეში მოთავსებული იარაღი ხელით მოვსინჯე
და ჩავილაპარაკე:
- არ არის გამორიცხული...

***
დერეფანში კარლსონი შემხვდა და დამიძახა. სწორედ ამ
დროს ქალაქის მეორე ბოლოში, საოლქო პროკურატურის შე-
ნობაში პრესკონფერენცია ტარდებოდა. ჟურნალისტები, ბუნებ-
რივია, სკეპტიკურად შეხვდნენ ფეინის მიკიბულ-მოკიბულ გან-
მარტებებს ჩემთან დაკავშირებით. ხან ურთიერთსაწინააღმდე-
გო განცხადებებს აკეთებდა, ხან ახალ-ახალ დამნაშავეებს ეძებ-
და, რაც, საბოლოოდ, საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანსა და
არეულ-დარეულს ხდიდა. ეს კი, მოგეხსენებათ, ხშირად ხელ-
საყრელიც არის: ამ დროს იწყება ხანგრძლივი აღწერილობები,
სურათის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენის მცდელობები, მხილებები და
ათასგვარი სხვა „ობები“ და „ებები“, პრესასა და პუბლიკას კი
მარტივი თხრობა ურჩევნია... მიუხედავად ამისა, საქმე აშკარად
იქითკენ მიდიოდა, რომ, ბატონი ფეინი მედიას ადვილად ვეღარ
დაუძვრებოდა, მაგრამ მისდა ბედად საოლქო პროკურატურამ
352 მკითხველთა ლიგა
ხსენებული პრესკონფერენცია მერიის რამდენიმე მაღალჩინოს-
ნისთვის ბრალდებების წასაყენებლად გამოიყენა. ქარაგმულად
ისიც ითქვა, რომ „კორუფციის საცეცები“ (მათივე ტერმინია) სა-
ვარაუდოდ, მთლად უფროსის კაბინეტსაც სწვდებოდა. მედია კი,
მოგეხსენებათ, ისეთი ორგანიზმია, რომლის ყურადღების კონ-
ცენტრაციის უნარი ორი წლის ქვეშაფსია ბავშვისას არ აღემატე-
ბა. იგი იმწამსვე გადაერთო ამ ბრჭყვიალა სატყუარაზე და ძვე-
ლი სათამაშო საწოლის ქვეშ წიხლით შეაგდო.
- რამდენიმე შეკითხვა მინდა დაგისვათ, - მითხრა კარლსონ-
მა და ჩემკენ გამოსწია.
- ახლა არა! - წამოვიძახე.
- მამათქვენს იარაღი ჰქონდა... - თქვა კარლსონმა. ა
გავშეშდი.
- რა თქვით?
- მამათქვენმა, სტივენ ბეკმა ერთხელ სმიტ-ვესონის სისტემის
38-კალიბრიანი იარაღი იყიდა. როგორც რეგისტრაციის მონა-
ცემებიდან ჩანს, ეს მის დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე
მოხდა.
- მერედა, რა კავშირი აქვს ამას ჩემს საქმესთან?
- ჩემი ვარაუდით, ეს იარაღი მემკვიდრეობით თქვენ გადმო-
გეცათ, ასე არ არის?
- თქვენთან ლაპარაკის სურვილი არა მაქვს, - მოვუჭერი და
ლიფტის ღილაკს თითი დავაჭირე.
- მისტერ ბეკ, ის იარაღი ახლა ჩვენ გვაქვს. სარა გუდჰართის
საცავში ფოტოებთან ერთად აღმოვაჩინეთ, - მითხრა კარლსონ-
მა.
სახტად დავრჩი, საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.
- რატომ მანამდე არ მითხარით?!
კარლსონმა ცალყბად გამიღიმა.

353 მკითხველთა ლიგა


- თუმცა მაშინ ხომ ცუდი ბიჭი ვიყავი... - ჩავილაპარაკე. მერე
მივუტრიალდი და დავძინე, - მაინც უადგილოდ მეჩვენება თქვე-
ნი ჰიპოთეზები.
- მე კი დარწმუნებული ვარ, რომ არ გეჩვენებათ, - მიპასუხა
კარლსონმა.
ლიფტის ღილაკს კიდევ ერთხელ დავაჭირე თითი.
- ჩემთვის ცნობილია, რომ ადვოკატ ფლენერის შეხვდით და
ბრენდონ სქოუფის მკვლელობის გარემოებები გამოჰკითხეთ,
მაინტერესებს, ეს რატომ გააკეთეთ? - არ მეშვებოდა კარლსო-
ნი.
- შემთხვევით ლიფტები ხომ არ გააჩერეთ? - ვკითხე უცებ,
როცა შევატყვე, რომ ღილაკს ტყუილად ვაჭერდი.
- დიახ, ასეა. მითხარით, რატომ მიაკითხეთ ფლენერის?
უცებ გამოვთვალე რაღაც-რაღაცები და შედეგად მივიღე ის,
რაც გაცილებით კეთილსაიმედო გარემოებებშიც კი საფრთხის
შემცველია - ახალი იდეა: თუკი ამ კაცს შონა მიენდო, იქნებ მეც
იგივე გავაკეთო? თუნდაც ნაწილობრივ... სრულ ნდობაზე ხომ
არ არის საუბარი...
ასეც მოვიქეცი და ვუპასუხე:
- იმიტომ, რომ მე და თქვენ იგივე ეჭვები გვაქვს.
- რას გულისხმობთ?
- მე და თქვენ ორივეს გვაინტერესებს, ჩემი ცოლი მართლა
ქილროიმ მოკლა თუუ არა...
კარლსონმა დოინჯი შემოიყარა.
- მერე პიტერ ფლენერი რა შუაშია?
- რამდენადაც ვიცი, თქვენ მითვალთვალებთ...
- დიახ.
- ჰოდა, მეც გადავწყვიტე, იგივე გამეკეთებინა. ელიზაბეთის
რვა წლის წინანდელი ყველა ნაბიჯი გადავამოწმე. ფადვოკატ

354 მკითხველთა ლიგა


ფლენერის ინიციალები და ტელეფონის ნომერი დღიურში ვუპო-
ვე.
- გასაგებია, - თქვა კარლსონმა, - და რა გაიგეთ ფლენერის-
გან?
- არაფერი, - ვიცრუე მე, - იქ მისვლით სრულ ჩიხში მოვექეცი.
- არა მგონია, - თქვა კარლსონმა.
- მაგას რატომ ამბობთ?
- ბალისტიკური ექსპერტიზის პრინციპს თუ იცნობთ?
- ეს პროცესი ტელევიზიით მინახავს.
- მარტივად რომ ვთქვათ, გასროლილ ტყვიას, ნაკაწრებისა
თუ ნაჭყლეტების სახით, მხოლოდ კონკრეტული იარაღისთვის
დამახასიათებელი კვალი ეტყობა. ამ კვალს, თითის ანაბეჭდე-
ბის მსგავსად, ანალოგი არა აქვს.
- ვიცი.
- ფლენერისთან თქვენი ვიზიტის შემდეგ იმ 38-კალიბრიანი
იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა ჩავატარებინე და იცით, რა
აღმოვაჩინე?
თავი უარის ნიშნად გავიქნიე, მაგრამ უკვე ვხვდებოდი, რა-
საც მეტყოდა.
კარლსონმა კარგა ხანს არ ამოიღო ხმა, მერე კი მაჯახა:
- ბრენდონ სქოუფი მამათქვენის იარაღით მოკლეს.
ამ დროს კარი გაიღო და დარბაზში უცნობი დედა-შვილი შე-
მოვიდა. დაუდევრად მხრებჩამოყრილი მოზარდი რაღაცას უკ-
მაყოფილოდ ჯიჯღინებდა და მთელი თავისი იერით ავლენდა ამ
ასაკისთვის დამახასიათებელ ურჩობას. დედა თავაწეული და
პირმოკუმული მოდიოდა, აქაოდა, არაფრის გაგონება არ მინ-
დაო. ლიფტს რომ მიუახლოვდნენ, კარლსონმა რაციაში რაღაც
ჩაილაპარაკა.
მე და კარლსონი ოლიფტის ბაქანს ჩამოვცილდით და თვა-
ლებით უხმოდ შევეჯახეთ ერთმანეთს.
355 მკითხველთა ლიგა
- აგენტო კარლსონ, როგორ ფიქრობთ, მკვლელი ვარ?
- თუ სიმართლე გაინტერესებთ, ნამდვილად აღარ ვარ ამაში
დარწმუნებული.
მისი პასუხი უცნაურად მომეჩვენა.
- ალბათ, იცით, რომ სულაც არა ვარ ვალდებული, თქვენს
კითხვებს ვუპასუხო. ის კი არა, შემიძლია ესთერ კრიმშტაინს
დავურეკო და ყველა გეგმა ჩაგიფუშოთ, - ვუთხარი მე.
კარლსონი აიძაგრა, მაგრამ აღარ გამძალიანებია.
- მაინც რას მთავაზობთ? - მკითხა ბოლოს.
- ორი საათი მომეცით.
- რისთვის?
- ორი საათი! - გავუმეორე კიდევ.
კარლსონიდ დაფიქრდა და მითხრა:
- მხოლოდ ერთი პირობით.
- რა პირობით?
- მითხარით, ვინ არის ლაიზა შერმანი.
გულწრფელად დავიბენი.
- ასეთ ვინმეს არ ვიცნობ!
- თქვენ და ეს ქალი დღეს ქვეყნიდან ერთად უნდა გასულიყა-
ვით.
ელიზაბეთი!
- არ მესმის, რას ამბობთ, - იყო ჩემი პასუხი.
ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო. მკაცრი დედიკო და მისი მო-
ზარდი პირმშო კაბინაში შევიდნენ. ქქალმა შიგნიდან გამომხე-
და. ხელით ვანიშნე, რომ ლიფტის კარი შეეჩერებინა.
- ორი საათი! - გავუმეორე კარლსონს და ლიფტში შევვარდი.
კარლსონმა უხალისოდ დამიქნია თავი.

356 მკითხველთა ლიგა


40

- დაგაგვიანდათ! - დაყენებული ფრანგული აქცენტით მიახა-


ლა შონას ფოტოგრაფმა, ერთმა ციცქნა კაცუნამ, - ისე გამოიყუ-
რებით, თითქოს... comment dit-on...27 ტუალეტში ჩაგრეცხეს...
- იცი, რას გეტყვი, ფრედერიკ? მომწყდი თავიდან! - ენა შეუბ-
რუნა შონამ.
წესიერად არც კი იცოდა, რა ერქვა ამ კაცს სინამდვილეში,
მაგრამ ეს დიდად არ ანაღვლებდა.
- ისე, საიდან ხარ? ალბათ, ბრუკლინიდან! - კიდევ გამოაჯავ-
რა შონამ.
- არა, მე ასე მუშაობა არ შემიძლია! - ხელები გაასავსავა ფო-
ტოგრაფმა.
ამ დროს შონას აგენტმა არეთა ფელდმანმა მოირბინა და
ფოტოგრაფი დააშოშმინა:
- ნუ ღელავთ, ფრანსუა! შონა ყოველთვის ასე საშინლად გა-
მოიყურება, როცა აქ მოდის, მაგრამ მაკიაჟის ისეთი ჯადოქარი
გვყავს, უცებ მოიყვანს ფორმაში!
მერე უხეშად წაავლო შონას ხელი - ისე, რომ პირზე ღიმილი
წამითაც არ მოუშორებია - და გადაუჩურჩულა:
- რა ჯანდაბა გჭირს?!
- ესღა მაკლია, ამის ბჟუტურს ვუსმინო!
- ჩემთან პრიმადონას როლს ნუ თამაშობ, შონა.
- საშინელი ღამე მქონდა, გაიგე?! - შეუტია შონამ
- ვერაფერიც ვერ გავიგე. დაჯექი და მაკიაჟისთვის მოემზადე.

27 Comment dit-on (ფრანგ.) - რომ იტყვიან, როგორც ამბობენ.

357 მკითხველთა ლიგა


ვიზაჟისტს შონას დანახვისას გული გადაუქანდა და შეიცხა-
და:
- თვალები რას გიგავს?! ჩემოდნების რეკლამას ვიღებთ თუ
რა ხდება?!
შონამ ნაძალადევად გადაიხარხარა და სავარძლისკენ
გაიწია.
- უი, მართლა! - არეთამ რაღაც კონვერტს დაავლო ხელი და
შონას შეაჩეჩა, - ნახე, რა მოვიდა შენს სახელზე!
- ეს რაღაა? - გაუკვირდა შონას.
- აზრზე არა ვარ. ათი წუთის წინ შემოგვიგდო კურიერმა. სას-
წრაფოაო, ასე გვითხრა.
შონამ კონვერტი აიღო, წარწერას დახედა და ნაცნობი კა-
ლიგრაფიის დანახვისას მუცელში ბიძგი იგრძნო.
- ერთი წუთით დამაცადეთ! - სთხოვა იქ მყოფებს ისე, რომ
კონვერტისთვის თვალი არ მოუცილებია.
- რა დროს ეგ არის?!
- სულ ერთი წუთი!
ვიზაჟისტმა და აგენტმა უკან დაიხიეს. შონამ კონვერტი გახ-
სნა. იქიდან თეთრი ბარათი გადმოვარდა. შონამ ბარათი აიღო
და მოკლე ტექსტი წაიკითხა:
ქალების ტუალეტში გელოდები.
შონა ადგა. შეეცადა მშვიდად ესუნთქა...
- რა ხდება? - იკითხა არეტამ.
- თუ არ მოვშარდე, ვერ გავძლებ. ტუალეტი სად გაქვთ?
- დერეფანს გაუყევი და მარცხნივ გაუხვიე.
- ახლავე მოვალ.
ორ წუთში შონა საპირფარეშოს კარს მიადგა. კარი არ
დაემორჩილა. შონამ დააკაკუნა, მე ვარო, დაიძახა და პასუხს
დაელოდა. რამდენიმე წამში საკეტმა გაიჩხაკუნა. ისევ ჩამოვარ-
და სიჩუმე. შონამ ღრმად ჩაისუნთქა და კარს ხელმეორედ
358 მკითხველთა ლიგა
დაეჭიდა.კ ამჯერად კარი ფართოდ გაიღო. შონამ ფილებიან
იატაკზე ფეხი დაადგა და გაშრა. ოთახის მეორე მხარეს, ერთ--
ერთ კაბინასთან... მოჩვენება იდგა. შონა თავს მოერია, რომ არ
ეყვირა. ვერც შავმა პარიკმა, ვერც უჩვეულო სიგამხდრემ, ვერც
წვრილჩარჩოიანმა სათვალემ... ვერაფერმა შენიღბა ის, რაც
დღესავით ნათელი იყო.
- ელიზაბეთ!
- კარი მიხურე, შონა.
შონა დაუფიქრებლად დაემორჩილა, მაგრამ როცა თავისი
ძველი მეგობრისკენ ნაბიჯი გადადგა, ელიზაბეთმა უკან დაიხია.
- გეხვეწები... ბევრი დრო არა გვაქვს...
ალბათ, პირველად თავის ცხოვრებაში შონამ არ იცოდა, რა
ეთქვა.
- როგორმე უნდა დაარწმუნო ბეკი, რომ მკვდარი ვარ, - დაიწ-
ყო ელიზაბეთმა.
- უკვე გვიანია, - შეედავა შონა.
ელიზაბეთმა ოთახს თვალი მოავლო, თითქოს ავარიულ გა-
სასვლელს ეძებდა.
- შეცდომა დავუშვი, რომ დავბრუნდი. სულელური შეცდომა.
აქ ვეღარ დავრჩები. ბეკს გადაეცი, რომ...
- ელიზაბეთ, ჩვენ უკვე გაკვეთის მასალები ვნახეთ. ამ ჯინს
ბოთლში ვეღარ ჩავაბრუნებთ.
ელიზაბეთმა თვალები დახუჭა.
- გამაგებინე, რა გაწუხებს, - ჰკითხა შონამ.
- ჩემი ჩამოსვლა შეცდომა იყო.
- ეს ხომ უკვე მითხარი.
ელიზაბეთი ერთხანს ტუჩებს იკვნეტდა. მერე თქვა:
- უნდა წავიდე!
- ვერსადაც ვერ წახვალ.
- ეს როგორ?
359 მკითხველთა ლიგა
- მეორედ ვეღარ გაიქცევი.
- თუ დავრჩი, ბეკი დაიღუპება.
- ბეკი უკვე დაღუპულია.
- შენ არ გესმის...
- არც მინდა გავიგო. თუ ბეკი კიდევ ერთხელ მიატოვე, ვეღარ
გადარჩება. რვა წელი ველოდით, რომ შენს დაკარგვას მოინე-
ლებდა. ხომ იცი, ასე ხშირად ხდება, იარები შუშდება, ცხოვრება
გრძელდება... მაგრამ ბეკის შემთხვევაში ასე არა და არ მოხდა.
მეორედ გაქცევის უფლებას არ მოგცემ, - გაიმეორა შონამ და
ელიზაბეთისკენ გაიწია.
ორი წყვილი თვალი ცრემლებით აივსო...
- არ მაინტერესებს, რატომ წახვედი. მთავარია, რომ დაბრუნ-
დი, - უთხრა შონამ და მიუახლოვდა.
- ვერა, ვერ დავრჩები, - ჩაილაპარაკა ელიზაბეთმა.
- მოგიწევს.
- თუნდაც ბეკის დაღუპვის ხარჯზე?
- თუნდაც! - უყოყმანოდ უპასუხა შონამ, - და შენ იცი, რომ
მართალი ვარ. ამიტომაც ხარ აქ. იცი, რომ მეორედ ვეღარ წახ-
ვალ და იცი, რომ მე ამის ნებას არ მოგცემ!
თქვა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- როგორ დამღალა ამ გადარბენებმა... - ჩაილაპარაკა ელი-
ზაბეთმა.
- წარმომიდგენია, - უპასუხა შონამ.
- აღარ ვიცი, კიდევ რა უნდა ვქნა...
- არც მე ვიცი, მაგრამ გაქცევა რომ გამოსავალი არ არის,
ესეც ნათელია.
ელიზაბეთმა თავი ასწია.
- იცი, როგორ მიყვარს?
- ვიცი.
- არ მინდა, ჩემ გამო რამე დაუშავდეს...
360 მკითხველთა ლიგა
- უკვე ძალიან გვიანია, - უთხრა შონამ.
ახლა ერთი ნაბიჯიღა აშორებდათ ერთმანეთს. შონამ ხელიც
კი გაუწოდა, მაგრამ ელიზაბეთი ადგილიდან არ იძვროდა.
- ბეკთან დაკავშირება თუ შეგიძლია? - ჰკითხა შონას.
- შემიძლია. თვითონ მომცა მობილური ტელეფონის ნომერი.
- გადაეცი, რომ ამაღამ „დელფინთან“ შემხვდეს.
- ეს რაღა ჯანდაბაა?
ელიზაბეთმა სწრაფად აუარა გვერდი, კართან ფეხაკრეფით
მივიდა და დერეფანში გაიხედა.
- უთხარი და გაიგებს... - თქვა და წავიდა.

361 მკითხველთა ლიგა


41

მე და თაირისმა, როგორც ყოველთვის, მანქანაში უკანა ად-


გილები დავიკავეთ. დილის ცას საფლავის ქვასავით მოშავო
ნაცრისფერი დაჰკრავდა. ვოშინგტონის ხიდს რომ გავცდით,
ბრუტუსს მითითებები მივეცი, საით უნდა გაეხვია. თაირისმა
სათვალიდან გამომხედა, კარგად დამაკვირდა და მკითხა:
- სად მიდიხართ?
- სიმამრთან.
ჩემმა პასუხმა აშკარად არ დააკმაყოფილა.
- ქალაქის პოლიციელია, - განვუმარტე.
- რა ჰქვია?
- ჰოიტ პარკერი.
ბრუტუსს ულვაშებში ჩაეღიმა. თაირისსაც...
- რაო, ხომ არ იცნობთ? - ვკითხე ბიჭებს.
- ერთად არასოდეს გვიმუშავია, მაგრამ გვარი და სახელი
გვსმენია, - მითხრა თაირისმა.
- ერთად მუშაობაში რას გულისხმობ?
თაირისმა სიტყვა ბანზე ამიგდო. ამასობაში ქალაქის საზ-
ღვრებს მივაღწიეთ. ბოლო სამი დღის მანძილზე სიურრეალის-
ტური ამბები ბლომად გადამხდა და ახლა მათ ორ ნარკოდი-
ლერთან ერთად შუშებჩამუქებული მანქანით წარსულში გასე-
ირნებაც დაემატა. ბრუტუსს კიდევ ერთხელ ავუხსენი, საით უნდა
წასულიყო. მალე გუდჰართ-როუდზე გადავუხვიეთ და ჩემი ტკბი-
ლი მოგონებების ბუდეს - ნაცნობ ორსართულიან სახლს მივა-
დექით.
მანქანიდან გადმოვედი. ბრუტუსი და თაირისი ადგილს მოს-
წყდნენ. კარზე დავრეკე და ზარის წკრიალს მივაყურადე. ცა,
რომელიც სულ უფრო და უფრო იღრუბლებოდა, უცებ სამართე-
362 მკითხველთა ლიგა
ბელივით გაფატრა ელვამ. კიდევ ერთხელ დავაჭირე თითი ზა-
რის ღილაკს. მკლავი დამეძაბა და ძველმა ტკივილმა ისევ თავი
შემახსენა. ნაწამებსა და გადაღლილს ჯერ კიდევ ყველაფერი
მტკიოდა. წამით წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, თაირისი და
ბრუტუსი რომ არ გამოჩენილიყვნენ მაშინ... ამ აზრმა ისე შემზა-
რა, რომ სასწრაფოდ მოვიშორე თავიდან.
- ვინ არის? - გამომძახა ჰოიტმა.
- ბეკი ვარ.
- ღიაა!
სანამ სპილენძის სახელურს ჩავეჭიდებოდი, უცებ გავჩერდი.
რაღაც მეხამუშა. რამდენჯერ მოვსულვარ ამ სახლში, მაგრამ არ
მახსოვს, ჰოიტს კარის გაღებისას ეკითხოს, ვინა ხარო. ასეთი
კაცი იყო, ადამიანთან პირისპირ შეყრას ამჯობინებდა. ბუჩქებში
დამალვა ჰოიტ პარკერის საქმე არ იყო. არაფრის ეშინოდა და
ამას ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებდა კიდეც. ზარს რომ დარეკავდი,
ეგრევე გაგიღებდა და წინ აგესვეტებოდა.
უკან მოვიხედე. თაირისი და ბრუტუსი უკვე აღარ ჩანდნენ.
მართლაც, თეთრკანიანების უბანში პოლიციელის სახლის წინ
ბორიალი ვერაფერი ჭკუა იქნებოდა.
- ბეკ! - დამიძახა ჰოიტმა.
იარაღზე ხელი მოვისვი. ისე, ყოველი შემთხვევისთვის... მე-
რე სახელური გადავატრიალე, კარს ხელი ვკარი და ოდნავ შე-
ღებულ კარში თავი გავყავი.
- სამზარეულოში ვარ! - გამომძახა ჰოიტმა.
ზღურბლს გადავაბიჯე და კარი მივხურე. ოთახში ლიმონის
აეროზოლის სუნი იდგა. როგორც ჩანს, დენზე მომუშავე სადე-
ზინფექციო მოწყობილობა იყო ჩართული. უსიამოვნო, მსუყე სუ-
ნი იყო...
- შეჭამ რამეს? - გამომძახა ჰოიტმა.
ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი.
363 მკითხველთა ლიგა
- არა, გმადლობთ! - გავძახე.
ძველმანებით გადაჭედილ ოთახში გზა გავიკვლიე და სამზა-
რეულოსკენ ავიღე გეზი. ცოლის ძველ ფოტოებსაც მოვკარი
თვალი, მაგრამ ამჯერად არ დავფეთებულვარ. ოთახს თვალი
მოვავლე. კაცის ჭაჭანება არ იყო. კინაღამ უკან დავბრუნდი,
მაგრამ უცებ საფეთქელზე ცივი ლითონის შეხება ვიგრძენი. ვი-
ღაცამ კისერზე ხელი მომხვია და თავი უხეშად გადამიწია.
- შეიარაღებული ხარ?
ხმა ვერ ამოვიღე და ადგილიდან ვერ დავიძარი.
ჰოიტს ცალი ხელი დაკავებული ჰქონდა, მეორე კი სხეულზე
მომისვა. ჩემი გლოკი მონახა, ამოიღო და იატაკზე დაახეთქა.
- ვინ მოგიყვანა?
- მეგობრები არიან, - ძლივს ამოვილუღლუღე.
- ვინ მეგობრები?
- რას აკეთებთ?! - შევუტიე მე.
ჰოიტმა ხელი გამიშვა. მოვტრიალდი. იარაღი ამჯერად მკერ-
დში მომიშვირა. უსაშველოდ დიდი მომეჩვენა მისი ლულა. მო-
მეჩვენა, რომ რომელიღაც ურჩხულის ხახასავით დიდდებოდა
და ჩაყლაპვას მიპირებდა... გამიჭირდა ამ ცივი, ბნელი გვირა-
ბისგან თვალის მოშორება.
- ჩემს მოსაკლავად მოხვედი? - მკითხა ჰოიტმა.
- რაო?! არა!
თავს ძალა დავატანე და ავხედე. ჰოიტი გაუპარსავი იყო,
თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ქანაობდა... ეტყობა, სვამდა,
თან ბევრს...
- მისის პარკერი სად არის?
- უსაფრთხო ადგილას.
მეუცნაურა ეს პასუხი.
- სხვაგან გავისტუმრე, - განმიმარტა ჰოიტმა.
- რატომ?
364 მკითხველთა ლიგა
- მე მგონი, ძალიან კარგად იცი.
ალბათ, ვიცოდი... აან უკვე ვხვდებოდი.
- რატომ უნდა მომეკალით, ჰოიტ?
ჰოიტი რევოლვერს წამითაც არ მაშორებდა.
- იარაღს ჩუმ-ჩუმად ხშირად ატარებ ხოლმე? მაგისთვის
დღესვე შემიძლია ციხეში ჩაგსვა, - მითხრა უცებ.
- რაც დამმართეთ, ციხეზე ბევრად უარესია, - ვუპასუხე.
ჰოიტმა თავი ჩაქინდრა და ყრუდ ამოიგმინა.
- ვისი ცხედარი დავწვით მაშინ, ჰოიტ?
- ვითომ არ იცი, არა?
- მხოლოდ ის ვიცი, რომ ელიზაბეთი ცოცხალია.
ჰოიტმა მხრები უმწეოდ ჩამოყარა, მაგრამ იარაღი მაინც არ
მომაშორა. ის კი არა, ხელი ისე დაეძაბა, რომ ვიფიქრე, ახლა
მესვრის-მეთქი. განზე გახტომა დავაპირე, მაგრამ აზრი არ
ჰქონდა, ჰაერში მიმაკლავდა.
- დაჯექი, - მითხრა რბილად.
- შონამ გაკვეთის შედეგები ნახა. უკვე ვიცით, რომ პროზექ-
ტურაში ელიზაბეთის გვამი არ იყო.
- დაჯექი, - გამიმეორა ჰოიტმა დდა იარაღი აღმართა. რომ არ
დავმორჩილებოდი, დარწმუნებული ვარ, მესროდა. ისევ სას-
ტუმრო ოთახში შემიძღვა. ჩამოვჯექი იმ ყბადაღებულ ტახტზე,
რომელთანაც ამდენი მოსაგონარი მაკავშირებდა, მაგრამ ყვე-
ლა მათგანს სანთებელას საცოდავ ბჟუტვას ვამსგავსებდი იმ
ხანძართან შედარებით, რომელიც, ჩემი ვარაუდით, აქაურობას
ახლა უნდა მოსდებოდა...
ჰოიტი წინ ჩამომიჯდა. იარაღი ჯერ კიდევ მოღერებული
ჰქონდა და მკერდში მიმიზნებდა. ხელებს წუთითაც არ ასვენებ-
და. ვფიქრობ, ეს წლობით გამომუშავებული პროფესიული ჩვევა
იყო. ღია ჭრილობიდან რომ სისხლი მოედინება, ზუსტად ისე მო-

365 მკითხველთა ლიგა


ჟონავდა მისგან უსაშველო დაღლილობა და ახლა იგი ჰგავდა
ბუშტს, ხანგრძლივად, ნელ-ნელა რომ იჩუტება...
- რა მოხდა? - ვკითხე.
ჩემს კითხვას არ უპასუხა.
- რატომ გგონია, რომ ჩემი შვილი ცოცხალია?!
ხმა ვერ ამოვიღე. ნუთუ ვცდებოდი და სინამდვილეში არაფე-
რი იცოდა? ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? ბბევრი ფიქრი არ დამ-
ჭირვებია, მაშინვე დავასკვენი: არა! ჰოიტი იყო პროზექტურაში.
ჰჰოიტმა ყველაფერი იცის...
რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ უცებ გამახსენდა გზავნი-
ლი:
არავის უთხრა...
ნუთუ აქ მოსვლა შეცდომა იყო?
ისევ და ისევ არა. ის გზავნილები მანამდე მომივიდა, პრაქტი-
კულად, სხვა ეპოქაში... ახლა კი საბოლოო გადაწყვეტილება
იყო მისაღები. მოქმედება იყო საჭირო.
- უკვე ნახე ელიზაბეთი? - მკითხა ჰოიტმა.
- არა.
- სად არის?
- არ ვიცი.
ჰოიტმა უცებ თავი ჩაქინდრა, ტუჩებზე თითი მიიდო და მანიშ-
ნა, გაჩუმდიო. მერე ადგა და ფანჯრისკენ ფეხაკრეფით მივიდა.
ყველა ფანჯარა ფარდებით იყო დაფარული. ჰოიტმა ერთ-ერთი
ფარდიდან ფრთხილად გაიხედა. მეც წამოვდექი.
- მანდ იყავი, - მიბრძანა სიმამრმა.
- მესროლეთ, ჰოიტ!
გაოცებულმა შემომხედა.
- ელიზაბეთი საფრთხეშია, - ვთქვი მე.

366 მკითხველთა ლიგა


- და გგონია, რომ უშველი? - დამცინავად ჩაილაპარაკა ჰო-
იტმა, - იმ ღამით ორივეს სიცოცხლე შეგინარჩუნეთ, შენ კი რა
ქენი?
გული მომეწურა.
- რა ვქენი და, გონება დავკარგე...
- აი, ხომ ხედავ...
- სიცოცხლე შეგინარჩუნეთო, მგონი, ასე მითხარით წეღან...
- ამოვთქვი ძლივძლივობით.
- დაჯექი, - მიბრძანა კიდევ ერთხელ.
- თუ იცით, სად არის თქვენი შვილი?
- ეს რომ ვიცოდე, ჩვენი საუბარი არ შედგებოდა.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი. იარაღი მომიღერა.
არ გავჩერდი. იქამდე არ გავჩერდი, სანამ ლულა მკერდზე არ
მომაბჯინა.
- ან უნდა მითხრათ, ან უნდა მომკლათ.
- მზად ხარ ასეთი რისკისთვის?
პირდაპირ თვალებში ჩავხედე და ჩვენი ხანგრძლივი ურთი-
ერთობის მანძილზე მის მზერას ბოლომდე პირველად გავუძე-
ლი. რაღაცამ ჩაირბინა ჩვენ შორის, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი,
რა იყო. არ გამოვრიცხავ, რომ უკან დაიხია და დათმობის გუნე-
ბაზე დადგა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა.
- წარმოდგენა თუ გაქვთ, როგორ მენატრებოდა თქვენი ქა-
ლიშვილი?
- დაჯექი, დევიდ.
- არ დავჯდები, სანამ არ...
- კარგი, გეტყვი, - ხმა მოულბა, - ოღონდ დაჯექი.
ტახტისკენ დავიხიე, მაგრამ ჰოიტს თვალს წამითაც არ ვაშო-
რებდი. ბალიშზე მივესვენე. ჰოიტმა იარაღი პატარა მაგიდაზე
დადო.
- დალევ რამეს?
367 მკითხველთა ლიგა
- არა.
- გირჩევ, დალიო.
- არ შემიძლია.
ჰოიტმა მხრები აიჩეჩა, იაფფასიან დასაკეც მაგიდებზე ჩამომ-
წკრივებული სასმელებისკენ გაემართა და ერთ-ერთ მონჯღრე-
ულ მაგიდას მიუახლოვდა. ამ მაგიდაზე ჭიქები უწესრიგოდ ეყა-
რა და ერთმანეთს წკარუნით ეხლებოდა. აშკარა იყო, ჰოიტი
დღის განმავლობაში პირველად არ აკითხავდა ამ მინი-ბარს.
კარგა ხანს ისხამდა სასმელს. მინდოდა, დამეჩქარებინა, მაგ-
რამ მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდოდა, რადგან ამ ბოლო
დროს ისედაც გასაქანს არ ვაძლევდი... თან იმასაც გავუწიე ან-
გარიში, რომ დროის მოგება სჭირდებოდა აზრების მოსაკრებად
და თავისი ვარაუდების სისწორეში დასარწმუნებლად.
ჰოიტმა ჭიქა ორივე ხელში მოიქცია და სავარძელში ჩაესვე-
ნა.
- გულზე არასდროს მეხატებოდი, - დაიწყო მან, - განა პირა-
დად გერჩოდი რამეს, კარგი ოჯახიდან იყავი, მამაშენიც კარგი
კაცი იყო, დედაც... რა ვიცი... ცდილობდა...
ჰოიტმა ცალი ხელით თმა გაისწორა.
- მაგრამ ასე მეგონა, რომ ჩემი ქალიშვილისადმი შენი დამო-
კიდებულება... - ჰოიტმა ჭერს ახედა, თითქოს იქ სურდა საჭირო
სიტყვების ამოკითხვა, - მის პიროვნულ ზრდას უშლიდა ხელს.
ახლა კი კარგად მესმის, რა საოცრად გაგიმართლათ ორივეს.
ოთახში რამდენიმე გრადუსით აგრილდა. ვცდილობდი, არ
გავნძრეულიყავი, სუნთქვაც კი შევიკარი, რომ მისთვის ხელი არ
შემეშალა.
- დავიწყებ იმით, რაც ტბაზე მოხდა იმ ღამით, როცა ელიზაბე-
თი ხელში ჩაიგდეს.
- ვინ ჩაიგდო ხელში?
ჰოიტმა ჭიქაში ჩაიხედა.
368 მკითხველთა ლიგა
- ნუ მაწყვეტინებ. ყური დამიგდე.
თავი დავუქნიე, მაგრამ ჰოიტს ეს არც დაუნახავს. ჯერ კიდევ
ჭიქას ჩაჰყურებდა. თითქოს პასუხებს ახლა ჭიქის ფსკერზე ეძებ-
და.
- ძალიან კარგად იცი, ვინც ჩაიგდო. ყოველ შემთხვევაში, უნ-
და იცოდე. იმ ორ კაცზეა ლაპარაკი, მერე რომ ტბის მახლობ-
ლად იპოვეს მიწაში...
ჰოიტმა უცებ ოთახს თვალი მოავლო, იარაღს ხელი სტაცა და
ფანჯარაში გაიხედა. მაინტერესებდა, რატომ იქცეოდა ასე, მაგ-
რამ შეკითხვებით მისი მოცდენა არ მინდოდა.
- მე და ჩემი ძმა ტბაზე გვიან მივედით. ძალიან გვიან... თუ
გახსოვს, გზაზე რომ ორი დიდი ლოდი დევს, სწორედ იქ გვინ-
დოდა ამ ხალხის გამოჭერა.
ჰოიტმა ფანჯრისკენ გაიხედა და ისევ მე მომიბრუნდა. ის ორი
ლოდი კარგად მახსოვდა. ტბისგან რამდენიმე მეტრის დაშორე-
ბით იდო ორივე, გზის ორივე მხარეს; თან ისე კოხტად, თითქოს
ვიღაცას საგანგებოდ დაელაგებინა. ათასნაირი ლეგენდა და-
დიოდა იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ ეს ლოდები იმ მიდა-
მოებში...
- მე და კენი ამ ქვებს უკან მივიმალეთ, - განაგრძო ჰოიტმა, -
რომ მოგვიახლოვდნენ, საბურავები ტყვიით გავუხვრიტე. შესა-
მოწმებლად გაჩერდნენ. მმანქანიდან რომ გადმოვიდნენ, ორი-
ვეს თავში დავახალე ტყვია...
ჰოიტმა ისევ გაიხედა ფანჯრიდან და თავის სავარძელს დაუბ-
რუნდა. იარაღი ამჯერად დაშვებული ჰქონდა. ერთხანს თავის
სასმელს დაჰყურებდა. გატრუნული ვიჯექი და ველოდი.
- ის ორი კაცი გრიფინ სქოუფმა იქირავა. ელიზაბეთი ჯერ უნ-
და დაეკითხათ და მერე მოეკლათ. მე და კენმა ეს წინასწარ შე-
ვიტყვეთ და ტბისკენ გავქანდით, რომ როგორმე შეგვეჩერებინა.

369 მკითხველთა ლიგა


აქ ჰოიტმა ხელი ასწია, კითხვებს ნუ დამისვამო. არადა, პი-
რის გაღებას ვერც კი ვბედავდი...
- როგორ იყო და რა იყო, მნიშვნელობა არა აქვს. გრიფინ
სქოუფს ჩემი შვილის სიკვდილი უნდოდა. შენთვის ამის ცოდნაც
საკმარისია. მისი ორი კაცი რომ დახოცეს, სქოუფს არც ეს
გააჩერებდა. ისეთები კიდევ ბლომად ჰყავს... სქოუფი იმ მითურ
მრავალთავა ურჩხულს ჰგავს, თავს რომ აჭრი და მის ადგილას
ორი ახალი თავი იზრდება. ნურავინ გეგულება მისი მომრევი,
ბეკ... - მითხრა ჰოიტმა, თვალი თვალში გამიყარა და კიდევ ერ-
თხელ კარგად ჩაყლურწა.
- გთხოვ, წუთით უკან დაბრუნდი და ჩვენს ადგილას თავი
წარმოიდგინე, - განაგრძო მან, თან ახლოს მომიჩოჩდა და
შეეცადა, მთლიანად მიეპყრო ჩემი ყურადღება.
- წარმოიდგინე, რომ შენ წინ, მტვრიან შარაგზაზე, ორი
მკვდარი აგდია. მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლე-
ნიანი კაცი გზავნის შენი შვილის მოსაკლავად. ეს კაცი უყოყმა-
ნოდ წირავს ყველაზე უდანაშაულო ადამიანებსაც კი, ოღონდ
თავისას მიაღწიოს და ხელში ჩაგიგდოს. რა უნდა დაგვეპირის-
პირებინა სქოუფისთვის? მისი მსგავსი კაცები ხომ სამხილს არა-
სოდეს ტოვებენ. რომც დაეტოვებინა, იმდენი ჯიბის პოლიციელი
და მოსამართლე ჰყავს, რამდენი თმაც მაქვს თავზე. ყველას
დაგვხოცავდა...ა ამიტომაც გთხოვ, ბეკ, ერთი წამით წარმოიდ-
გინე, რომ იქა ხარ. ორი მკვდარი წინ გიგდია და იცი, რომ ეს
საქმე ამით არ დამთავრდება. რას იზამდი?
ეს შეკითხვა რიტორიკულად მივიჩნიე და უპასუხოდ დავტო-
ვე.
- მოკლედ, ეს ფაქტები ელიზაბეთსაც ზუსტად ისევე გადმოვუ-
ლაგე, როგორც შენ. ავუხსენი, რომ სქოუფი ყველას გადაუვლი-
და, ოღონდ ელიზაბეთი ხელში ჩაეგდო. ელიზაბეთის გაქცევის
და მიმალვის შემთხვევაში სხვა დანარჩენებს მოგვდგებოდა და
370 მკითხველთა ლიგა
ჯვარს გვაცვამდა, სანამ არ გავტყდებოდით. ან ჩემს ცოლს
მიაყენებდა ზიანს, ან შენს დას... ყველაფერზე წავიდოდა,
ოღონდ ელიზაბეთი ეპოვა და მოეკლა.
ჰოიტი ისევ მომიახლოვდა.
- ახლა ხომ გაიგე?
თავი დავუქნიე. ერთბაშად ყველაფერი ნათელი გახდა.
- მოკლედ, რაღაც უნდა გვეღონა. სქოუფის ხალხი უნდა დაგ-
ვერწმუნებინა, რომ ელიზაბეთი მკვდარი იყო... - თქვა ჰოიტმა
და ისე გამიღიმა, რომ ტანში გამცრა.
- პატარა დანაზოგი მქონდა. ძმაც შემეშველა. მივდექ--
მოვდექით, ხალხს დავუკავშირდით... დაიწყო ელიზაბეთის
იატაკქვეშა ცხოვრება. ქვეყნიდან გავიყვანეთ. თმა შეიჭრა, სა-
კუთარი თავის ოსტატურად შენიღბვა ისწავლა... მაგრამ, ვფიქ-
რობ, ეს ზედმეტი იყო. მას უკვე აღარავინ ეძებდა. რვა წელი
იწანწალა განვითარებად ქვეყნებში, ხან წითელი ჯვრის, ხან კი-
დევ უნIჩეფ-ის ეგიდით...
უსიტყვოდ ვიჯექი და ველოდი, კიდევ რას მიამბობდა ჩემი სი-
მამრი. ვხედავდი, ჯერაც ბევრი რამ რჩებოდა უთქმელი, მაგრამ
ჩუმად ვიყავი, არ ვაჩქარებდი. თვითონაც დამაცადა, რომ მის
ნაამბობს ბოლომდე ჩავწვდომოდი და სულით ხორცამდე შევე-
ძარი. ელიზაბეთი ცოცხალი იყო. მთელი ეს რვა წელი ცოცხალი
იყო. სუნთქავდა, მოძრაობდა, მუშაობდა... რთული აღმოჩნდა
ამ ინფორმაციის გადამუშავება... ასეთ რთულ ამოცანებს კომ-
პიუტერიც კი ვერ ართმევს თავს და იჭედება...
- ალბათ, გაინტერესებს, გვამი ვისი იყო... - მითხრა ჰოიტ-
მა.…
თავი დავუქნიე.
- სულ მარტივად მოეწყო ეს საქმე. ამოუცნობ მიცვალებუ-
ლებს რა დალევს. მათი გვამები პათანატომიურ კაბინეტებში მა-
ნამდე ინახება, სანამ არ მოჰბეზრდებათ. მერე რუზველტის კუნ-
371 მკითხველთა ლიგა
ძულზე(რუზველტის კუნძული - პატარა კუნძული ნიუ-იორკის
ისტ-რივერის სრუტეში. მანჰეტენსა და ლონგ-აილენდს შორის.)
რომ ღარიბების სასაფლაოა, იქ მიაქვთ. უბრალოდ, დროის ამ-
ბავი იყო. ველოდით, როდის ჩაგვივარდებოდა ხელში თეთრკა-
ნიანი ჯეინ დოუ(ჯეინ დოუ - აქალის ამოუცნობი გვამის აღმოჩე-
ნისას მას ამ ზოგადი გვარ-სახელით მოიხსენიებენ.), რომელიც
მიახლოებით მაინც ემგვანებოდა ჩემს შვილს. სხვათა, შორის ამ
ლოდინმა ბევრად მეტი დრო წაიღო, ვიდრე მეგონა, მაგრამ ბო-
ლოს გამოჩნდა ის, რასაც ველოდით... უსახლკარო გოგო იყო.
სავარაუდოდ, სუტენიორმა მოკლა დანით. თუმცა სინამდვილე-
ში კაცმა არ იცის, რა მოხდა. ელიზაბეთის „მკვლელობას“, რა
თქმა უნდა, გამოუძიებლად ვერ დავტოვებდით. ამისთვის კი
განტევების ვაცი იყო საჭირო. ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ
ხომ უნდა დაგვესრულებინა... ჰოდა, ამ საქმისთვის ქილროი
ავირჩიეთ. ყყველამ იცოდა, რომ ქილროი მსხვერპლს ამომწვა-
რი დაღის სახით ასო K-ს აწერდა. ჩვენც იგივე გავუკეთეთ გვამს.
ახლა მხოლოდ იდენტიფიკაციის პრობლემა იყო დარჩენილი.
ამ საკითხსაც კკარგა ხანს ვუტრიალეთ, დგვამს დაწვაც კი დავუ-
პირეთ, რომ ვეღარავის ეცნო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კბი-
ლის ფორმულის ჩანაწერებსა(კბილის ფორმულის ჩანაწერები -
კბილების სისტემის მოკლე აღწერილობა, ექსპერტიზის ერთ--
ერთი პროცედურა.) და სხვა ამგვარ პროცედურებზე მიდგებოდა
საქმე. ამიტომ რისკზე წავედით და ეს გადაწყვეტილება მივი-
ღეთ. თმის ფერი და ფაქტურა ემთხვეოდა. კანის ფერი და ასა-
კიც, მეტ-ნაკლებად... გვამი ერთ პატარა ქალაქთან, გზის პირას
ჩამოვაგდეთ. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ამ ქალაქში სამედი-
ცინო ექსპერტიზის მცირე დაწესებულება არსებობს. პოლიციაში
ანონიმური ზარი გავუშვით და შევეცადეთ, ექსპერტიზის ადგილ-
ზე პირველები მივსულიყავით. სხვა აღარაფერი იყო დარჩენი-
ლი: ცრემლები უნდა გადმომეყარა და მეთქვა, ჩემი შვილია--
372 მკითხველთა ლიგა
მეთქი. ასეც მოვიქეცი, ჩემმა ძმამ კი ბანი მომცა. ვის გაუჩნდე-
ბოდა კითხვები? მამამ და ბიძამ ასეთ დროს რატომ უნდა იცრუ-
ონ?
- ეს ხომ საშინელი რისკი იყო, - ვთქვი მე.
- განა სხვა გზა გვქონდა?
- ალბათ, გქონდათ.
ჰოიტმა ისე ახლოს მოიწია, რომ მისი სუნთქვაც კი მომწვდა.
ისედაც შეშუპებული და მოჩვარული თვალის უპეები ტომრები-
ვით ჩამოეკიდა.
- ბეკ, კიდევ ერთხელ მომისმინე. წარმოიდგინე, რომ სადღაც
საყრუეთში ხარ და შენ წინ ორი გვამი აგდია. შენთვის ადვილია
ამ გადმოსახედიდან ლაპარაკი. მითხარი, რა უნდა გვექნა?
პასუხი ნამდვილად არ მქონდა.
- გარდა ამისა, სხვა პრობლემებიც იყო, - დაამატა ჰოიტმა და
სავარძელში გასწორდა, - არ ვიყავით დარწმუნებული, რომ
სქოუფის ხალხი ამას იყიდდა. კიდევ კარგი, ის ორი ნაძირალა
ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ჯიბეებში ბუენოს-აირესის ავიაბი-
ლეთები ვუპოვეთ. მაწანწალა, საეჭვო ტიპები იყვნენ, აეს კი
ჩვენთვის ხელსაყრელი იყო. საბოლოოდ სქოუფის ხალხმა ყვე-
ლაფერი დაიჯერა, მაგრამ თვალს მაინც არ გვაშორებდნენ, განა
იმიტომ, რომ ელიზაბეთი ცოცხალი ეგონათ, უბრალოდ, ეშინო-
დათ, რომ სიკვდილის წინ მამხილებელი ფაქტები დატოვა.
- რას გულისხმობთ?
ჰოიტმა შეკითხვას წაუყრუა.
- ჩვენი ტელეფონები, სახლები, კაბინეტები - ყველაფერი ის-
მინებოდა რვა წლის მანძილზე...
აი, რით აიხსნებოდა ის სიფრთხილით სავსე გზავნილები...
გავიფიქრე და ოთახს უნებურად თვალი შევავლე.
- უკვე შევამოწმე, - მიმიხვდა ჰოიტი, - სახლი სუფთაა.

373 მკითხველთა ლიგა


ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა და როგორც იქნა, შეკითხვის
დასმა გავბედე:
- რატომ დაბრუნდა ელიზაბეთი მაინცდამაინც ახლა?
- იმიტომ, რომ სულელია, - თქვა ჰოიტმა და მის ხმაში ამჯე-
რად ნამდვილმა ბრაზმა გაიჟღერა.
დრო მივეცი, სანამ დამშვიდდებოდა და სახეზე სიწითლე გა-
დაუვლიდა.
- იმ ორი გვამის გამო დაბრუნდა, რომლებიც დავმარხეთ, -
განაგრძო ჰოიტმა.
- ეს როგორ?
- ელიზაბეთი ინფორმაციას ინტერნეტში ადევნებდა თვალს.
როცა გაიგო, რომ ეს გვამები აღმოაჩინეს, ჩემსავით მანაც ივა-
რაუდა, რომ სქოუფები სიმართლეს მიხვდებოდნენ.
- მიხვდებოდნენ, რომ ცოცხალი იყო?
- ცხადია.
- კი მაგრამ, ოკეანის გაღმა გაქცეულ ადამიანს როგორღა
მისწვდებოდნენ?
- მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ შემედავა, მაგათ ეს არ გააჩერებ-
სო. შენც მოგდგებიან, დედაჩემსაც და ბჩემს ქმარსაცო, ასე ამ-
ბობდა... - თუმცა... - ჰოიტი ისევ გაჩერდა და თავი ჩაქინდრა, -
საბოლოოდ, ვფიქრობ, არც ეს იყო მისთვის დიდად მნიშვნელო-
ვანი...
- რას გულისხმობთ?
- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ელიზაბეთს სამალავიდან გამოს-
ვლა უნდოდა.
ჰოიტი ერთხანს ჭიქას ხელში ატრიალებდა და ყინულის ნა-
ტეხებს აწკარუნებდა.
- მას შენთან დაბრუნება უნდოდა, დევიდ. გგვამების აღმოჩე-
ნა მხოლოდ საბაბად გამოიყენა...

374 მკითხველთა ლიგა


ისევ მდუმარედ დაველოდე საუბრის გაგრძელებას. ჰჰოიტმა
კიდევ მოსვა, მერე ისევ გაიხედა ფანჯრიდან.
- ახლა კი შენი ჯერია, - მითხრა უცებ.
- ეს როგორ გავიგო?
- ახლა შენგან ველი პასუხებს. როგორ დაგიკავშირდა ჩემი
შვილი? პოლიციას როგორ დაუძვერი ხელიდან? შენი აზრით,
ახლა სად არის ელიზაბეთი?
შევყოყმანდი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. აუნდა
მეპასუხა. ან რა არჩევანი მქონდა?
- ანონიმური გზავნილებით დამიკავშირდა. ისეთი შიფრები
გამოიყენა, რომლებიც მხოლოდ მე მესმოდა, - ავუხსენი ჰოიტს.
- რა შიფრები?
- ჩვენი წარსულიდან რაღაცებს ახსენებდა.
ჰოიტმა თავი დამიქნია.
- რა თქმა უნდა, იცოდა, რომ გითვალთვალებდნენ, - თქვა
ჰოიტმა.
- იცოდა, - ვუპასუხე და შევიშმუშნე, - გრიფინ სქოუფის პერ-
სონალზე რა იცით? - ვკითხე ჰოიტს.
- პერსონალში ვის გულისხმობ? - დაიბნა ჰოიტი.
- შემთხვევით ერთი აზიელი, დაკუნთული ტიპი ხომ არ დგას
მის სამსახურში?
ისედაც ფერმკრთალი ჰოიტი ისე გათეთრდა, თითქოს მისი
სხეულის რომელიღაც ღია ჭრილობიდან მთელმა სისხლმა ერ-
თბაშად იხუვლა. შიშით სავსე თვალები მომაშტერა და მომეჩვე-
ნა, რომ პირჯვრის გადაწერაც კი დააპირა.
- ერიკ ვუ, - წარმოთქვა ძლივს გასაგონად.
- გუშინ გავიცანი ეს ვაჟბატონი...
- ვერ ვიჯერებ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდი.
375 მკითხველთა ლიგა
- გამიმართლა, - ვთქვი მე და ყველაფერი წვრილად ვუამბე.
ჰოიტი კინაღამ ატირდა.
- წარმოიდგინე, ელიზაბეთი რომ ჩავარდნოდა ხელში... -
თქვა ჰოიტმა, თვალები დახუჭა და შეეცადა, ეს საშინელი სურა-
თი როგორმე თავიდან მოეშორებინა.
- ელიზაბეთს ვერ მისწვდა.
- რა იცი?
- სულ იმას მეკითხებოდა, პარკში რა გინდოდაო. რომ ეპოვა,
რატომღა მკითხავდა?
ჰოიტმა ნელა დამიქნია თავი, სასმელი ბოლომდე ჩაწრუპა
და კიდევ დაისხა.
- მართალი ხარ, მაგრამ მათ იციან, რომ ელიზაბეთი ცოცხა-
ლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად მოგვაკითხავენ.
- ჩვენც მაგრად დავუხვდეთ, - გავიქაჩე მე, თუმცა შინაგანად
ვერ ვიყავი ისე თამამად.
- შენ, ალბათ, უყურადღებოდ მისმენდი, - შემედავა ჰოიტი, -
მისტიკურ ურჩხულს ახალი თავები ეზრდება...
- მაგრამ ბოლოს გმირი მაინც ამარცხებს! - ვუპასუხე მე.
ჰოიტს დამცინავად ჩაეღიმა და ამაშინვე გავიფიქრე, რომ ამ
დაცინვას ნამდვილად ვიმსახურებდი. ვიჯექი და სიმამრს თვალს
არ ვაცილებდი. აგონებაში კკიდევ კარგა ხანს ვაანალიზებდი
გაგონილს. ამ დროს ბძველმა კედლის საათმაც ჩამოჰკრა.
ისევ მივუბრუნდი ჰოიტს და ვთხოვე:
- ახლა დანარჩენიც უნდა მიამბოთ.
- დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს.
- ეს ყველაფერი ბრენდონ სქოუფის მკვლელობასთანაა და-
კავშირებული. ასე არ არის?
ჰოიტმა თავი გააქნია, მაგრამ ამ ჟესტს დამაჯერებლობა აკ-
ლდა.

376 მკითხველთა ლიგა


- მე ვიცი, რომ ელიზაბეთმა ჰელიო გონსალესს ალიბი შეუქ-
მნა, - ვთქვი მე.
- ბეკ, მენდე, ეს არ არის მნიშვნელოვანი.
- საქმეში ჩახედული ვარ, ვეღარ გამაცურებთ, - ვუთხარი მე.
ჰოიტმა კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და დუმილით მიპასუხა.
- ელიზაბეთის საცავი ყუთი სარა გუდჰართის სახელზეა, -
ვთქვი მე, - სწორედ იქ იპოვეს ის ფოტოები.
- ვიცი, - თქვა ჰოიტმა, - იმ ღამით ვჩქარობდით. არ ვიცოდი,
რომ ელიზაბეთისთვის იმ ტიპებს გასაღები უკვე გამორთმეული
ჰქონდათ. გვამებს ჯიბეები კი ამოვუტრიალეთ, მაგრამ ფეხსაც-
მელებში ნამდვილად არ ჩაგვიხედავს. არ ვხედავდით ამის საჭი-
როებას. როგორ ვიფიქრებდით, რომ მაგათ ოდესმე იპოვიდნენ!
- იმ ყუთში ფოტოების გარდა კიდევ იყო რაღაც, - ვთქვი მე.
ჰოიტმა სასმლით სავსე ჭიქა ფრთხილად დადო მაგიდაზე.
- მამაჩემის ძველი 38-იანი თუ გახსოვთ? ისიც იმ ყუთში აღ-
მოჩნდა.
ჰოიტმა განზე გაიხედა და ანაზდად ხმა დაურბილდა:
- სმიტ-ვესონი. მახსოვს, მამაშენს ის იარაღი მე ავარჩევინე.
ვიგრძენი, როგორ ამაკანკალა...
- იცოდით, რომ ბრენდონ სქოუფი ამ იარაღით მოკლეს?
ჰოიტმა ცუდი სიზმრისგან შეშინებული ბავშვივით დახუჭა
თვალები.
- მითხარით, რა მოხდა, ჰოიტ.
- ძალიან კარგად იცი, რაც მოხდა.
ისევ ამიტანა კანკალმა.
- მაინც მითხარით.
და აი, აქ გაისმა სიტყვები, რომლებიც სათითაოდ ხანჯალი-
ვით მომხვდა გულში:
- ბრენდონ სქოუფი ელიზაბეთმა მოკლა, - მითხრა ჰოიტმა.

377 მკითხველთა ლიგა


თავი ჯიუტად გავიქნიე. მქონდა საფუძველი, რომ ამ მტკიცე-
ბის სიცრუეში ეჭვი შემეტანა.
ჰოიტი კი განაგრძობდა:
- მოგეხსენება, ელიზაბეთი და ბრენდონი თანამშრომლები
იყვნენ, ერთად ეწეოდნენ ქველმოქმედებას. რა თქმა უნდა, მო-
ვიდა დრო და ელიზაბეთმა ბრენდონის შავბნელი საქმეების შე-
სახებ მაინც შეიტყო. ეს ქველმოქმედება, რომელიც ბრენდონს
გროშები უჯდებოდა, მხოლოდ ფარდა იყო. სინამდვილეში შა-
ვურს აწვებოდა, ნარკოტიკებთანაც ჰქონდა საქმე, პროსტიტუცი-
ასთანაც და კიდევ ვინ იცის, რას არ კადრულობდა.…
- ასეთი რამ ელიზაბეთს ჩემთვის არასოდეს უთქვამს.
- არც არავისთვის უთქვამს, ბეკ. მაგრამ ბრენდონმა მაინც
გაუგო, რომ ყველაფერი იცოდა. გაუგო და დაშინების მიზნით
შავი დღე აყარა. მე მაშინ არაფერი ვიცოდი, რა თქმა უნდა.
ელიზაბეთმა ხომ მეც მომატყუა, ავარიაში მოვყევიო...
- ელიზაბეთს ბრენდონი არ მოუკლავს! - არ ვიშლიდი ჩემსას.
- თავს იცავდა და შემოაკვდა. როცა ელიზაბეთი ამ საქმეში
ქექვას არ მოეშვა, ბრენდონი სახლში შემოგივარდათ და ჩემს
შვილს ამჯერად დანით დაემუქრა. ელიზაბეთმაც აიღო და ესრო-
ლა. ეს სუფთა თავდაცვა იყო, სხვა არაფერი...
მე ისევ თავს ვიქნევდი უარის ნიშნად, ჰოიტი კი განაგრძობ-
და:
- იმ დღესვე დამირეკა ელიზაბეთმა. ტიროდა... მაშინვე მოვ-
ქანდი თქვენთან. რომ მივედი... - ჰოიტმა პაუზა გააკეთა. ვატ-
ყობდი, სუნთქვა უჭირდა.
- ...ბრენდონი უკვე მკვდარი იყო. ელიზაბეთს იარაღი ჯერ კი-
დევ ხელში ეჭირა. პოლიციაში დარეკეო, მთხოვა. გადავაფიქ-
რებინე. თავდაცვა იყო თუ რაც იყო, გრიფინ სქოუფს ვერაფერი
გააჩერებდა. მოკლავდა ან რაღაც საშინელებას მოსწევდა. რამ-

378 მკითხველთა ლიგა


დენიმე საათი მომეცი-მეთქი, ვთხოვე ჩემს შვილს. ორჭოფობ-
და, მაგრამ ბოლოს მაინც დამემორჩილა.
- გვამი თქვენ მოაშორეთ?
ჰოიტმა თავი დამიქნია.
- გონსალესს შორიდან ვიცნობდი. ეამ ნაძირალას თავზე ხე-
ლი ისედაც აღებული ჰქონდა. ეგეთი ტიპები ბლომად მინახავს.
ერთი მკვლელობისთვის უკვე ნაჯდომი იყო. უკეთესს ვის ვიპო-
ვიდით, რომ ეს დანაშაული მიგვეკერებინა?
ვუსმენდი და თანდათან ყველაფერი ნათელი ხდებოდა.
ჰოიტმა თხრობა განაგრძო:
- მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ელიზაბეთმა არ
ისურვა ამის გაკეთება. გონსალესის დაჭერის ამბავი ტელევიზი-
ით რომ გაიგო, გადაწყვიტა, ალიბი შეექმნა მისთვის, რათა გონ-
სალესი... - აქ ჰოიტმა დამცინავად ჩაიღიმა და თითებით ბრჭყა-
ლების ნიშანი გააკეთა - სასტიკი უსამართლობისგან დაეცვა, -
ო, რა მიქარა... …- გააგრძელა ჰოიტმა და თავი უკმაყოფილოდ
გააქნია, - მაშინ რომ იმ ნაძირალისთვის დანაშაულის თავის
თავზე აღება დაეცადა, ყველაფერი დამთავრდებოდა.
- სქოუფებმა თუ გაიგეს ალიბის ამბავი? - ვიკითხე მე.
- გაიგეს. ვიღაცამ ჩააწვეთა შიგნიდან. მერე თავისი ხალხი
კარგად დაგეშეს და ამოაქექინეს, რომ ელიზაბეთი ბრენდონის
საქმეების დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებდა.
დანარჩენი დღესავით ნათელი იყო.
- გამოდის, იმ ღამით ტბაზე ყველაფერი შურისძიების გამო
მოხდა.
ჰოიტი დაფიქრდა.
- ნაწილობრივ ასეა. თუმცა სიმართლის მიჩქმალვის მიზანიც
ამოძრავებდათ. ბრენდონი დაღუპული გმირი იყო. ამ სასახელო
მემკვიდრეობის შენარჩუნება კი მამამისს ერთ რამედ უღირდა.
„ჩემს დასაც“, - გავიფიქრე მე.
379 მკითხველთა ლიგა
- ერთი ეს მითხარით, ელიზაბეთი იარაღს და ფოტოებს იმ სა-
ცავში რატომ ინახავდა?
- მტკიცებულებები სჭირდებოდა, - თქვა ჰოიტმა.
- რა მტკიცებულებები?
- რომ ბრენდონ სქოუფი თვითონ მოკლა და რომ ეს თავდაც-
ვის მიზნით გააკეთა. რაც უნდა მომხდარიყო, ელიზაბეთს არ
სურდა, მისი ნამოქმედარი სხვას დაჰბრალებოდა. რა გულუბ-
რყვილობაა, არა?
სულაც არ ვფიქრობდი ასე. ვიჯექი და ვცდილობდი მიღებუ-
ლი ინფორმაციის წესრიგში მოყვანას. არა, არ ვიყავი კმაყოფი-
ლი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. იმიტომ, რომ ეს არ იყო
სრული სიმართლე და ყველაზე კარგად ეს სწორედ მე ვიცოდი.
სიმამრს შევხედე: დამჭკნარი სახის კანი, შეთხელებული თმა,
მოჩვარული ღიპი... ჯერ კიდევ წარმოსადეგი კაცი ეთქმოდა,
მაგრამ ფიზიკური ნგრევა უკვე დაწყებული იყო. ჰოიტს ეგონა,
რომ თავისი ქალიშვილის თავგადასავალი ბოლომდე იცოდა,
მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ ცდებოდა.
უცებ მეხის გავარდნის ხმა გავიგონე. წვიმამ გამალებით
დაუშინა ფანჯრის მინებს პაწაწინა მუშტები.
- ჩემთვის რომ გეთქვათ, არაფერი დაშავდებოდა, - ვუსაყვე-
დურე ჰოიტს.
თავი გაიქნია. ამჯერად უფრო ენერგიულად.
- და რას იზამდი, ბეკ? თან გაჰყვებოდი? ერთად გაიქ-
ცეოდით? აუცილებლად გაგიგებდნენ და ყველას გაგვჟუჟავ-
დნენ. ისინი ხომ მუდმივად გითვალთვალებდნენ. ახლაც გით-
ვალთვალებენ. ჩვენ არავის არაფერს ვეუბნებოდით. ჩემმა
ცოლმაც კი არაფერი იცოდა. თუ გინდა, დარწმუნდე, რომ მაშინ
სწორად მოვიქეცით, მიიხედ-მოიხედე. რვა წელი გავიდა. ერთა-
დერთი, რაც ელიზაბეთმა ამ ხნის განმავლობაში მოახერხა, იმ

380 მკითხველთა ლიგა


რამდენიმე ანონიმური ტექსტის გამოგზავნა იყო. ამას კი, თვი-
თონაც ხედავ, რა მოჰყვა...
უცებ მანქანის კარის მიჯახუნების ხმა გაისმა. ჰოიტი ვეფხვი-
ვით წამოხტა, ფანჯარას მიაწყდა და ისევ გაიხედა გარეთ.
- ისევ ის მანქანაა, რომლითაც მოხვედი. ოორი შავკანიანი
ზის შიგ.
- მე მომაკითხეს.
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს სქოუფების ხალხი არ არის?
- დარწმუნებული ვარ.
უცებ, თითქოს ვიღაცამ სიგნალი მისცაო, ჩემმა ახალმა მო-
ბილურმა ტელეფონმა დარეკა. ყურმილს ხელი ვტაცე.
- ხო მშვიდობაა? - მკითხა თაირისმა.
- რა თქმა უნდა.
- გარეთ გამოდით!
- რატომ უნდა გამოვიდე?
- მაგ ძაღლს როგორ ენდობით?
- აბა, რა ვიცი...
- გამოდით-მეთქი!
ჰოიტს მივუბრუნდი და ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. ისე
იყო გამოწურული, აღარაფერი ენაღვლებოდა. იარაღი დავიბ-
რუნე და კარისკენ წავედი. თაირისი და ბრუტუსი მანქანასთან
მელოდნენ. წვიმას უკვე გადაეღო. თუმცა ამინდის ცვალებადო-
ბას ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- ერთ ადგილას ვრეკავ. მანდ იდექით! - მომაძახა თაირისმა.
- რატომ?
- პირადზე ვრეკავ. აარ მინდა, რომ გაიგონოთ.
- კარგი, მიდი.
- გააკეთეთ, რასაც გეუბნებით!
შორს დავდექი. ჩემ უკან რაღაც ჩრდილი აისვეტა. ჰოიტმა
სახლიდან გამოიხედა. თაირისს შევხედე. ხელით მანიშნა, რომ
381 მკითხველთა ლიგა
ტელეფონი ყურთან მიმედო. ასეც მოვიქეცი. თავიდან სიჩუმე
იყო, მერე თაირისმა თქვა:
- ხაზი სუფთაა. ილაპარაკეთ!
შემდეგი ხმა უკვე შონასი იყო:
- ელიზაბეთი ვნახე!
შევეცადე, თავი მაქსიმალურად მშვიდად დამეჭირა.
- ასე დაგაბარა, ამაღამ „დელფინთან“ შემხვდესო, - დაასრუ-
ლა შონამ.
- გასაგებია, - ვუპასუხე და ხაზიც გაითიშა.
თაირისსა და ბრუტუსს მივუახლოვდი და ვუთხარი:
- ერთ ადგილას მარტო უნდა გავიდე. თანხლების გარეშე.
თაირისმა ბრუტუსს შეხედა და უბრძანა:
- წავედით!

382 მკითხველთა ლიგა


42

ბრუტუსი შეშლილივით მიაქროლებდა მანქანას. არც ცალ-


მხრივი მოძრაობა ადარდებდა, არც შუქნიშანი, მოსახვევებში
გიჟივით ამუხრუჭებდა... მოკლედ, დროს არ კარგავდა.
აისლინის მეტროპარკიდან პორტ-ჯერვისამდე ოც წუთში მა-
ტარებელი უნდა გასულიყო. იქ უკვე მანქანის დაქირავება შე-
მეძლო. ბრუტუსმა მანქანიდან ჩამომსვა, თვითონ მანქანაში
დარჩა, თაირისმა კი სალარომდე მიმაცილა.
- გაიქეცი და უკან აღარ მოიხედოო, ასე არ მითხარით? - მე-
კითხება უცებ.
- კი, ასე გითხარი.
- მგონი, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ.
ხელის ჩამორთმევა დავუპირე, მაგრამ ჩემს გამოწვდილ
ხელს ზედ არ შეხედა და გულში მთელი ძალით ჩამიკრა.
- დიდი მადლობა! - ვუთხარი ალერსიანად.
ხელი გამიშვა, მხრების ერთი მოძრაობით პიჯაკი გაისწორა
და სათვალე მოირგო.
- ოჰ, კარგი, რა... - ჩაილაპარაკა, ჩემს პასუხს აღარ მოუცადა
და მანქანისკენ წავიდა.
მატარებელი დროზე მოვიდა და დროზე გაემგზავრა. ვაგონში
ჩემი ადგილი ვიპოვე და სავარძელში უღონოდ ჩავეგდე. ვცადე
გონების სრული გათიშვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მიმო-
ვიხედე. ვაგონი ცარიელი იყო. შორიახლოს მხოლოდ ზურგჩან-
თებაკიდებული სტუდენტი გოგონები ისხდნენ და დდროდადრო
თავიანთ ენაზე ეტიტინებოდნენ ერთმანეთს: „ანუუუ... ისაა...
ჰოოო...“
თვალი სხვაგან გამექცა. სწორედ ამ დროს დავინახე გაზეთი
- უფრო სწორად, ადგილობრივი ტაბლოიდი - რომელიც ჩემს წი-
383 მკითხველთა ლიგა
ნამორბედს დაეტოვებინა. გაზეთის პირველ გვერდს მაღაზიის
ძარცვისთვის დაპატიმრებული დამწყები ვარსკვლავის ფოტო
ამშვენებდა. გაზეთი გადავფურცლე იმ იმედით, რომ კომიქსს ან
სპორტულ გვერდს წავაწყდებოდი. მინდოდა ისეთი რაღაცით შე-
მექცია თავი, რასაც ბევრი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირდებოდა.
უცებ... ფოტოს მოვკარი თვალი. როგორ გგონიათ, ვისი ფოტო
იყო? ვისი და, ჩემი!
ძებნილი მამაკაცი!..
უნდა გენახათ, რა სახე მქონდა იმ ჩამუქებულ ფოტოზე. ახ-
ლოაღმოსავლელ ტერორისტს ვგავდი...
სწორედ მაშინ ვნახე ის, რამაც ჩემი ისედაც შერყეული სამყა-
რო საბოლოოდ შეაზანზარა.
სტატია არც კი წამიკითხავს, მზერა ქვევითკენ გამირბოდა,
მაგრამ სახელები და გვარები გარკვევით დავინახე. მთელი ამ
ხნის მანძილზე პირველად შევიტყვე იმ ადამიანების ვინაობა,
რომელთა გვამებიც ტბაზე იპოვეს. ერთი მათგანი ნაცნობი აღ-
მოჩნდა.
მელვინ ბართოლა.
ეს შეუძლებელია!
გაზეთი მოვისროლე, კარს ვეცი, ვაგონები შემოვირბინე,
კონდუქტორი ვიპოვე და ვკითხე:
- შემდეგი გაჩერება სად არის?!
- რიჯმონტი, ნიუ-ჯერზი.
- სადგურში ბიბლიოთეკა თუ იქნება?
- ვერ გეტყვით.
ჩემთვის უკვე სულერთი იყო. დასახელებულ სადგურზე მაინც
ჩამოვედი.

384 მკითხველთა ლიგა


***
ერიკ ვუმ მუშტის მსუბუქი დაკვრით კარი შეაღო. მისთვის
ძნელი არ იყო იმის დადგენა, თუ ვინ იყვნენ ის შავკანიანები,
რომლებიც ექიმ ბეკს გაქცევაში დაეხმარნენ. ლერი გენდლს
პოლიციის დეპარტამენტში მეგობრები ჰყავდა. ვუმ ის ორი კაცი
დეტალურად აღუწერა, მერე კი ოპერატიულ-სამძებრო ფოტო-
ალბომი გადაქექა და რამდენიმე საათში მიაგნო იმას, ვისაც
ეძებდა - ერთ თავზე ხელაღებულ ტიპს, სახელად ბრუტუს კორ-
ნუოლს. ვუმ და გენდლმა რამდენიმე ადგილას გადარეკეს და
გაარკვიეს, რომ ბრუტუსი ნარკოდილერ თაირის ბარტონს ემსა-
ხურებოდა.
აი, ასე მარტივად მოხდა ყველაფერი.
მერე ჯაჭვმა დაიწკარუნა, კარი გაიღო და მისი სახელური კე-
დელს მიენარცხა. ლატიშა ფეხზე წამოხტა. დაკივლება დააპირა,
მაგრამ ვუმ დაასწრო: პირზე ხელი ააფარა და ტუჩები ყურთან
მიუტანა. ოთახში გენდლის დაქირავებული კიდევ ერთი კაცი შე-
მოვიდა.
- ჩუმად! - ნაზად ჩასჩურჩულა ერიკ ვუმ ლატიშას.
თიჯეი იატაკზე იჯდა და მანქანებით თამაშობდა. ბავშვმა ხმა-
ურზე თავი ასწია და დაიძახა:
- დე!
ერიკ ვუმ გაუღიმა, ლატიშას ხელი გაუშვა და ბავშვს მიუცუც-
ქდა. ლატიშამ მისი შეჩერება სცადა, მაგრამ მეორე კაცმა ხელი
სტაცა. ვუმ თავისი გოლიათური ხელი დაადო ბიჭუნას თავზე,
მოეფერა და ლატიშას მიუბრუნდა:
- ერთი ეს გვითხარით, თაირისის პოვნა სად შეიძლება?

385 მკითხველთა ლიგა


***
მატარებლიდან რომ ჩამოვედი, ტაქსი ავიყვანე და მანქანე-
ბის გამქირავებელი ოფისისკენ წავედი. დახლთან მდგომმა
მმწვანეპიჯაკიანმა მუშაკმა ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა
მიმასწავლა. დაახლოებით სამი წუთი დამჭირდა იქ მისასვლე-
ლად. ნეოკოლონიურ სტილში აგებული აგურის შენობა იყო, პა-
ნორამული ფანჯრებით, აივნებით, კოშკურებით, ყავახანით...
ბიბლიოთეკარი მოვძებნე და ინტერნეტით სარგებლობის ნე-
ბართვა ვთხოვე.
- პირადობის მოწმობა თუ გაქვთ? - მკითხა ბიბლიოთეკარმა.
საბუთი გავუწოდე. დახედა და მითხრა:
- ამ ოლქის მცხოვრები თუ არა ხართ, ვერ მიგიღებთ.
- გთხოვთ! - შევევედრე, - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მეგონა, გამიძალიანდებოდა, მაგრამ უცებ მოლბა და
დააზუსტა:
- რამდენი დრო დაგჭირდებათ?
- სულ რამდენიმე წუთი, - ვუპასუხე.
- შეგიძლიათ ჩვენი ექსპრეს-ტერმინალით ისარგებლოთ, ის
ათი წუთის განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მადლობა გადავუხადე და სწრაფად მივხედე საქმეს. ყაჰოო-მ
ბერგენისა და პასეიკის ოლქების მთავარი გაზეთის, „ნიუ-ჯერზი
ჯორნალის“ საიტი ამომიგდო. საძიებელი თარიღი ზუსტად ვი-
ცოდი. თორმეტი წლის წინანდელ 12 იანვარს ვეძებდი. არქივი
ვიპოვე და მონაცემები ავკრიფე, მაგრამ ვებგვერდმა მხოლოდ
ექვსი წლის წინანდელი ინფორმაცია მომაწოდა.
ჯანდაბა...
ბიბლიოთეკართან მივირბინე.
- თორმეტი წლის წინანდელი სტატია მჭირდება „ნიუ-ჯერზი
ჯორნალიდან“.

386 მკითხველთა ლიგა


- როგორ, გაზეთის არქივში ვერ იპოვეთ? - გაიკვირვა ბიბ-
ლიოთეკარმა.
თავი გავაქნიე.
- მაშინ მიკროფიშებით ვცადოთ, - თქვა და სწრაფად წამოდ-
გა, - რომელი თვე გჭირდებათ?
- იანვარი.
ზორბა ქალი იყო, მძიმედ დადიოდა. მიკროფიშები მონახა,
პროექტორთან მივიდა და ჩატვირთვაში დამეხმარა. მერე წარ-
მატება მისურვა და გამეცალა. პროექტორს მივუჯექი და სახე-
ლურს ისე მოვქაჩე, თითქოს ახალთახალ მოტოციკლეტს ვქო-
ქავდი. მექანიზმი აწრიპინდა. ყოველ წამს ვჩერდებოდი, რომ
არაფერი გამომპაროდა, მაგრამ საჭირო თარიღის მოსანახად
ორი წუთიც არ დამჭირდა. სტატია მესამე გვერდზე იყო. სა-
თაურის დანახვისას გული ყელში მომებჯინა...
...შემიძლია დავიფიცო, რომ იმ ღამით ნამდვილად ჩამესმა
საბურავების საზარელი ღრჭიალი, თუმცა შემთხვევის ადგილი-
დან კილომეტრები მაშორებდა და ჩემს ლოგინში მეძინა. ეს
ტკივილი სულ თან დამყვებოდა; მართალია, ელიზაბეთის და-
კარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერ შეედრებოდა, მაგრამ მაშინ
უბედურებას პირველად შევეჯახე, ასეთი განცდა კი საკმაოდ
ძნელი მოსარევია. თორმეტი წლის შემდეგაც კი გარკვევით მახ-
სოვს და შემიძლია დაწვრილებით აღვწერო ის ღამე, თუმცა ეს
მოგონება ტორნადოს სისწრაფით ჩამომიქროლებს ხოლმე.
მახსოვს, როგორ დარეკეს კარზე გამთენიისას, როგორი სა-
ხეებით იდგნენ ზღურბლთან პოლიციელები (მათ შორის
ჰოიტიც), როგორ ფრთხილად შეგვაპარეს სათქმელი, როგორ
შევიცხადეთ, როგორ გაგვიჭირდა მომხდარის სწრაფად გაცნო-
ბიერება, რა საცოდავად მოიბუზა ლინდა, როგორ ავტირდი ცხა-
რე ცრემლებით, როგორ არ ცნო დედაჩემმა მიღებული ინფორ-
მაცია, როგორ მაჩუმებდა, ნუ ტირიო, როგორ იბინდებოდა თან-
387 მკითხველთა ლიგა
დათან მისი ისედაც შერყეული გონება, როგორ დამიცაცხანა,
ბავშვივით ნუ იქცევი, ყველაფერი კარგად არისო, მერე უცებ
როგორ მომიახლოვდა და როგორ გაიოცა, რამხელა ცრემლებს
აღვარღვარებ, ასე პატარები ტირიან, დიდებს ეს არ ეკადრება-
თო... როგორ ჩამომისვა ლოყაზე ხელი და როგორ დაუწყო სრე-
სა ჩემს ერთ-ერთ ცრემლს... როგორ ჩაიხვია: „რამხელა ცრემ-
ლია, რამხელა ცრემლიაო“... როგორ დამიჟინა, გინდა თუ არა,
ტირილი შეწყვიტეო, და რომ ვეღარ გამაჩერა, როგორ აკივ-
ლდა... მანამდე ყვიროდა, სანამ ლინდა და ჰოიტი არ მისცვივ-
დნენ დასამშვიდებლად და ვიღაცამ სედატიური აბი არ მიაღები-
ნა... აბი, რომელიც მის ცხოვრებაში არც პირველი იყო და არც
უკანასკნელი...
ერთბაშად მომაწყდა ეს მოგონებები, მაგრამ სტატიას რომ
ჩავუჯექი და ბოლომდე ჩავიკითხე, ჩემმა ფიქრებმა სულ სხვა მი-
მართულება მიიღო.
sagzao SemTxveva xidze
ერთი მსხვერპლი. მიზეზი დაუდგენელია.
წინაღამით, დაახლოებით სამ საათზე, „ფორდ ტორესი“, რო-
მელსაც გრინ-რივერის (შტ. ნიუ-ჯერზი) მკვიდრი, სტივენ ბეკი
მართავდა, შტატ ნიუ-იორკის საზღვარზე, ქალაქ მავას მახლობ-
ლად, ხიდიდან გადავარდა. გზა დიდთოვლობის გამო მოლიპუ-
ლი იყო, მაგრამ ავარიის ნამდვილი მიზეზი ჯერჯერობით უცნო-
ბია. ავარიის ერთადერთი მოწმე გახლავთ სატვირთო მანქანის
მძღოლი მელვინ ბართოლა ქალაქ ჩეიენიდან (შტ. ვაიომინგი)...
კითხვა შევწყვიტე. სუიციდი თუ უბედური შემთხვევა? ეს შე-
კითხვა ბევრს გაუჩნდა მაშინ. ახლა კი ვიცოდი, რომ არც ერთი
იყო და არც მეორე.

388 მკითხველთა ლიგა


***
- რა ხდება? - იკითხა ბრუტუსმა.
- არ ვიცი, - უპასუხა თაირისმა. მერე დაფიქრდა და დაამატა, -
ტეხავს უკან დაბრუნება...
ბრუტუსმა არაფერი უპასუხა. თაირისმა ძმაკაცისკენ თვალი
გააპარა. ერთმანეთს ჯერ კიდევ მესამე კლასში შეუამხანაგ-
დნენ. ბრუტუსი არც მაშინ იყო დიდი მჭევრმეტყველი. კაცმა რომ
თქვას, ამისთვის არც სცხელოდა: დღეში სამჯერ უჟაჟუნებდნენ
სახლშიც და სკოლაშიც. მერე მიხვდა, რომ გადარჩენას მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ უბანში ყველაზე თავზე ხე-
ლაღებული ტიპის სახელს დაიგდებდა.
- არ დაიღალე ამ ყველაფრისგან? - ჰკითხა თაირისმა.
ბრუტუსმა მხრები აიჩეჩა.
- სხვა რა გვეხერხება, რო?..
ეს სიმართლე იყო. მძიმე სიმართლე, რომელიც იჯდა და ურ-
ცხვად, თვალდაუხამხამებლად შეჰყურებდა ორივეს თვალებში.
ამ დროს თაირისის ტელეფონმა დარეკა.
- ჰოუ! - ჩასძახა ყურმილს თაირისმა.
- თაირისს გაუმარჯოს!
უცნობი ხმა იყო.
- ვინ მელაპარაკება? - იკითხა თაირისმა.
- ჩვენ ხომ გუშინ გავიცანით ერთმანეთი, თეთრ ვაგონში...
თაირისს ძარღვებში სისხლი გაეყინა.
ბრიუს ლი!..
- უჰ, შენი... რა ჯანდაბა გინდა?!
- ერთ ვიღაცას შენთან ლაპარაკის სურვილი აქვს.
ხანმოკლე პაუზის შემდეგ თიჯეის ხმა გაისმა:
- მამი!
თაირისმა სათვალე მოიგლიჯა და ადგილზე გაშეშდა.
- თიჯეი, ხომ კარგად ხარ?!
389 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ამჯერად ყურმილი ისევ ერიკ ვუს ხელში აღმოჩნდა:
- თაირის, ჩვენ ექიმ ბეკს ვეძებთ. მე და თიჯეის იმედი გვაქვს,
რომ მის პოვნაში დაგვეხმარები.
- არ ვიცი, სად არის.
- აი, ეს კი არ გეკადრება...
- ღმერთს გეფიცები, არ ვიცი!
- გასაგებია, - თქვა ვუმ, - მაშინ ერთი წუთი დამაცადე, რაღაც
უნდა მოგასმენინო.

390 მკითხველთა ლიგა


43

ქარი ქროდა, ხეები ცეკვავდნენ, იისფერ-ნარინჯისფერმა ჩა-


მავალმა მზემ ტყვიისფერი გადაიკრა. ტანში გამცრა, ისე ჰგავდა
ახლა ეს ღამე იმ ბოლო ღამეს, როცა ამ კურთხეულ მიწაზე ფეხი
უკანასკნელად დავადგი. ჰაერსაც კი ისეთი სუნი ასდიოდა მა-
შინ...
მაინტერესებდა, გრიფინ სქოუფის ხალხი ტბა ჩარმეინის მი-
დამოებსაც თუ ზვერავდა. თუმცა ჩემთვის ამას მნიშვნელობა
აღარ ჰქონდა. ელიზაბეთს არაფერი ეშლებოდა. მგონი, ადრე
გიამბეთ, რომ სანამ ბაბუაჩემი ამ მიწებს იყიდდა, აქ საზაფხუ-
ლო ბანაკები იყო. „დელფინი“ იმ ქოხს ერქვა, რომელშიც უფ-
როსი ჯგუფის ბავშვებს ეძინათ. ეეს ქოხი ტყეში ყველაზე ღრმად
იყო ჩამალული და აქაურობას ბავშვობაში ყველაზე იშვიათად
ვსტუმრობდით, რადგან ამის გაკეთებას შიშით ვერ ვბედავდით.
ნაქირავები მანქანით აღმართს ავუყევი. ადრე იქ ჭიშკარი
იყო, რომლითაც ბანაკის პერსონალი სარგებლობდა. ახლა ამ
ჭიშკრის ნასახიც აღარსად ჩანდა. თვითონ ქოხსაც გზიდან ვეღა-
რავინ გაარჩევდა. მაღალ ბალახში ისე იყო ჩაფლული, რო-
გორც ბეთმენის შტაბბინა. თავის დროზე ამ ნაგებობას ყოველი
შემთხვევისთვის ჯაჭვი შემოვავლეთ და წარწერაც დავკიდეთ:
„შესვლა აკრძალულია“. ჯაჭვიცა და წარწერაც იქ დამხვდა, თუმ-
ცა წლებს თავისი გაეტანა და ორივე საკმაოდ დაზიანებული
იყო. მანქანა გავაჩერე, ჯაჭვი მოვხსენი და ხეს შემოვახვიე. მერე
ისევ ჩავჯექი მანქანაში და ძველი ბანაკის სასადილოსკენ დავი-
ძარი. მისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი. ირგვლივ გდაჟან-
გული, აყირავებული ღუმელების ნარჩენები მიმოფანტულიყო.
ნაგვად ქცეული ქვაბებისა და ტაფების ნაწილი იქვე ეყარა, ნაწი-
ლი კი სამუდამოდ ჩაეყლაპა მიწას. მანქანიდან გადმოვედი და
391 მკითხველთა ლიგა
აყვავებული ბუნების ტკბილი სურნელი შევისუნთქე. ძალიან ვე-
ცადე მამაჩემზე არ მეფიქრა, მაგრამ პატარა ახოდან ტბას რომ
გავხედე და მის კამკამა ზედაპირზე მთვარის ვერცხლისფერი
შუქი დავინახე, ისევ ჩამესმა ნაცნობი აჩრდილის ხმა, რომელიც
აამჯერად შურისძიების ყიჟინას ჩამოჰგავდა.
ბილიკს ავუყევი, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც თით-
ქმის გამქრალი იყო. უცნაურია, რატომ აირჩია შეხვედრის ადგი-
ლად აქაურობა ელიზაბეთმა. ადრეც მითქვამს, რომ საზაფხუ-
ლო ბანაკის ძველ ნანგრევებში თამაში არ სიამოვნებდა. მე და
ლინდას, პირიქით, გვიყვარდა, როცა საძილე ტომრებს და
ახალდაცლილ კონსერვის ქილებს წავაწყდებოდით. გვაინტერე-
სებდა, რომელმა მაწანწალამ დატოვა ტყეში ეს ნივთები. ის მა-
წანწალაც სადღაც ახლომახლო გვეგულებოდა... ელიზაბეთი
ჩვენზე გაცილებით დინჯი იყო და ასეთი გართობა არ ეპიტნავე-
ბოდა. საერთოდ, უცნაური ადგილები და გაურკვევლობა აფ-
რთხობდა.
ათი წუთი დამჭირდა დანიშნულების ადგილზე მისასვლე-
ლად. ქოხი კარგად შენახულიყო. ჭერი და კედლები მთელი
ჰქონდა, მხოლოდ ხის კიბე ჩამოშლილიყო. აბრა, რომელზეც
სიტყვა „დელფინი“ ეწერა, ადგილზე დამხვდა, ოღონდ ვერტიკა-
ლურად, ცალ ლურსმანზე ეკიდა. ქოხს უსურვაზი, ხავსი და კი-
დევ ჩემთვის უცნობი უამრავი სხვა მცენარე მორეოდა. ეს მცენა-
რეები ქოხს გარედანაც ეხვეოდნენ, ფანჯრის ღრიჭოებიდანაც
მოძვრებოდნენ და საბოლოოდ ისე ჩაითრიეს, რომ ეს პატარა
ნაგებობა უკვე ლანდშაფტის ნაწილად იყო ქცეული.
- დაბრუნდი, არა?! - გაისმა უცებ ვიღაცის ხმა.
ყურები ვცქვიტე. მამაკაცის ხმა იყო. ინსტინქტურად ავმოქ-
მედდი: განზე გავხტი, მიწაზე დავგორდი, იარაღი ამოვიღე და
დავუმიზნე. პასუხად უბრალოდ ხელი ასწია. კარგად დავაკვირ-
დი, ისე, რომ იარაღი ძირს არ დამიშვია. მაგრამ ჩემი მოლოდი-
392 მკითხველთა ლიგა
ნი არ გამართლდა. უცნობს ხშირი წვერი ყვავების დაწიოკებულ
გულწითელას ბუდეს მიუგავდა. გრძელი, აბურდული თმა ჰქონ-
და. ტანზე ნაფლეთებად ქცეული კამუფლაჟის ფორმა ეცვა. წა-
მით გავიფიქრე, რომ ისევ ქალაქში ვიყავი და ჩემ წინ ქუჩის
მათხოვარი იდგა, მაგრამ ამ ადამიანს სულ სხვანაირად ეჭირა
თავი. წელში გამართული იყო, ფეხზე მტკიცედ იდგა და თვა-
ლებში ჯიქურ შემომყურებდა.
- ვინ ჯანდაბა ხარ?! - შევუტიე.
- კარგა ხანია, არ მინახავხარ, დევიდ.
- ვინ ხართ? არ გიცნობთ!
- სამაგიეროდ, მე გიცნობ, - მითხრა და ჟესტით ქოხზე მიმი-
თითა.
- შენ და შენი და აქ ბევრჯერ მინახავხართ. გითვალთვალებ-
დით ხოლმე, როცა აქ თამაშობდით.
- არ მესმის...
კაცმა ჩაიღიმა. ყველა კბილი მთელი ჰქონდა და წვერის ფონ-
ზე თეთრად უქათქათებდა.
- მე „გუდიანი“ ვარ.
სიჩუმე ჩამოწვა. შორიდან ტბაზე ჩამომსხდარი ბატების ყიყი-
ნი ჩამესმა.
- რა გინდათ? - ვკითხე უცნობს.
- არც არაფერი, - მიპასუხა ღიმილით, - ხელებს ჩამოვწევ, თუ
ნებას მომცემ.
თავი დავუქნიე. ხელები ჩამოსწია. მმეც დავუშვი იარაღი,
მაგრამ სასხლეტისთვის თითი არ მომიცილებია, თან გამალე-
ბით ვამუშავებდი გონებაში მის სიტყვებს.
- რამდენი ხანია აქ იმალებით?
- ახლავე გეტყვი...… - უცნობმა თითებზე თვლა დაიწყო, - ოც-
დაათი წელი იქნება, - მითხრა ბოლოს.

393 მკითხველთა ლიგა


განცვიფრებისგან ენა წამერთვა, უცნობი კი დამცინავად გა-
იკრიჭა.
- ჰოოო... აი, ამოდენა მახსოვხარ, - მითხრა და ხელი მუხ-
ლებზე მიიდო, - ჩემ თვალწინ იზრდებოდი... - დაამატა და მცირე
პაუზის შემდეგ ისევ მეუბნება:
- კარგა ხანია აქ არ ყოფილხარ, დევიდ.
- ვინ ხართ? - გავუმეორე კითხვა.
- ჩემი გვარი და სახელია ჯერემი რენვეი.
ნაცნობებში ასეთი არავინ მეგულებოდა.
- კანონს ვემალები, - განმიმარტა რენვეიმ.
- ახლა რატომ გამოჩნდით?
მხრები აიჩეჩა და მითხრა:
- ალბათ, შენი ნახვა მომინდა.
- რა იცით, რომ არ დაგასმენთ?
- ჩემი ვალი გაქვს.
- ეს როგორ გავიგო?
- მე შენ სიცოცხლე გაჩუქე.
ფეხქვეშ თითქოს მიწა გამომეცალა...
- რა თქვით?!
- როგორ ფიქრობ, ვინ ამოგათრია მაშინ წყლიდან?
ისევ წამერთვა ლაპარაკის უნარი.
- როგორ ფიქრობ, ვინ მიგიყვანა ფიცრულამდე? ვინ დარეკა
სასწრაფოში?
პირი დავაღე, მაგრამ სიტყვა ვერ დავძარი.
- და კიდევ... - ჯერემის მთლად ყურებამდე აეხა პირი, - რო-
გორ ფიქრობ, ვინ გამოამზეურა ის გვამები?
კარგა ხანს ვდუმდი. ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხე შე-
კითხვის დასმა:
- რატომ გააკეთეთ ეს?

394 მკითხველთა ლიგა


- თვითონაც არ ვიცი... ოდესღაც, კარგა ხნის წინ, ერთი ცუდი
საქმე ჩავიდინე. ვფიქრობ, ამ დანაშაულის გამოსყიდვის შანსი
არ გავუშვი ხელიდან.
- იმის თქმა გინდათ, რომ თქვენ ნახეთ...
- ყველაფერი, - ჩემ მაგივრად დაასრულა რენვეიმ, - ვნახე,
როგორ სტაცეს ხელი შენს ცოლს; ვნახე, როგორ ჩაგარტყეს კე-
ტი; გავიგონე, როგორ შეჰპირდნენ, შენს ქმარს წყლიდან ამო-
ვიყვანთ, ოღონდ ეს და ეს მოგვეციო. ვნახე, როგორ გაუწოდა
გასაღები შენმა ცოლმა, როგორ გადაიხარხარეს და როგორ ჩა-
ტენეს მანქანაში, შენ კი წყალში ჩაგტოვეს.
ნერწყვი ძლივძლივობით გადავყლაპე.
- ისიც ნახეთ, როგორ დახოცეს ის ხალხი?
რენვეიმ ისევ გაიღიმა.
- კმარა ლაპარაკი, შვილო. გელოდება...
- ვინ მელოდება?
- ის გელოდება. ხესთან, - მითხრა ჯერემი რენვეიმ, მერე გა-
უფრთხილებლად მიტრიალდა, ირემივით გახტა განზე და დაბუ-
რულ ტყეს მისცა თავი.
გავიქეცი. ხის ტოტებს ჩემს სახეზე ლაწალუწი გაჰქონდათ,
მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ფეხები არ მემორჩილებოდა.
არც ამას ვეპუებოდი. ფფილტვებიც ამიჯანყდნენ, მაგრამ შევუ-
ძახე, როგორმე გამაგრდით-მეთქი. დიდ ლოდს გვერდი ავუარე,
მარჯვნივ გავუხვიე, ბილიკს დავუყევი და ნაცნობ ხეს მივადექი.
მივუახლოვდი და ვიგრძენი, როგორ ამევსო თვალები ცრემ-
ლით.
ჩვენი ინიციალები და ცამეტი ჭდე სიძველისგან გაშავებული-
ყო. წამით გავჩერდი, მერე ხელი გავიწვდინე და ჭდეებს გაუბე-
დავად მოვუსვი ხელი. ოღონდ ახალ ჭდეებს. დიახ, ხის ტანს რვა
ახალი ჭდე ემჩნეოდა. ყველა მათგანი თეთრი იყო. ხელი რომ
მოვუსვი, თითებზე ხის წებოვანი წვენი შემრჩა.
395 მკითხველთა ლიგა
მერე მისი ხმაც გავიგონე:
- რა ჩერჩეტობაა, არა?
ჩემმა გულმა ერთბაშად იფეთქა. ლაპარაკი არ შემეძლო. მის
სახეს მივშტერებოდი. მის მშვენიერ სახეს. მის თვალებს. ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს სადღაც უსასრულობაში ვვარდებო-
დი.
უფრო გამხდარი მეჩვენა. სიგამხდრისგან ყვრიმალები კიდევ
უფრო გამოკვეთილი ჰქონდა, მაგრამ ასეთი სრულყოფილი სი-
ლამაზე არასოდეს მინახავს.
ჩემი გამაღიზიანებელი სიზმრები გამახსენდა. გამახსენდა
მხსნელი ღამეული წამები: ცოლი გულში ჩაკრული რომ მყავდა,
სახეზე რომ ვეალერსებოდი და მაინც რომ ვგრძნობდი უფ-
სკრულს ჩვენ შორის, ნეტარების მწვერვალზეც კი ვიცოდი, რომ
ეს რეალობა არ იყო და სულ მალე ისევ ფხიზლად ყოფნისკენ
მომიწოდებდა მღვიძართა საუფლო. იქნებ ახლაც იგივე და კი-
დევ უარესი რამ ხდება ჩემს თავს? ამის გაფიქრებისას ისეთი
თავზარი დამეცა, რომ შიშმა მთლიანად ჩამითრია და ჩემი
ფილტვებიდან მთელი ჰაერი ერთბაშად ამოტუმბა. ელიზაბეთმა,
ალბათ, ჩემი აზრები წაიკითხა და თავი დამიქნია, თითქოს მამ-
შვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი ნამდვილად ხდებაო. მერე
ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა. ძლივს ვსუნთქავდი, მაგრამ თავის
გაქნევა მოვახერხე, ახალამოკაწრულ ხაზებზე მივუთითე და
ვთქვი:
- არა, რომანტიკულია...
პირი ხელებით დაიხშო, ქვითინს მოერია და ჩემკენ გამოქან-
და. ხელები გავშალე, მკლავებში მოვიმწყვდიე და მთელი ძა-
ლით მივიკარი. მერე თვალები მაგრად დავხუჭე და შევისრუტე
იასამნისა და დარიჩინის საამური სურნელი, მის თმას რომ ას-
დიოდა. თვითონ კი ჩემს მკერდში სახე ჩარგო და აქვითინდა.

396 მკითხველთა ლიგა


როცა ერთმანეთს ჩავეკარით, ჩვენი სხეულები ერთმანეთს
ისევ ისე „მოერგო“, როგორც ოდესღაც. მათ კონტურებს, ღა-
რებს, ღრუებს, ერთმანეთისთვის მისადაგება არ სჭირდებოდა.
ცოლს კკეფაზე ხელები შემოვხვიე. თმა უფრო მოკლე ჰქონდა,
მაგრამ მისი ფაქტურა არ შეცვლილა. ვგრძნობდი, როგორ
შეუჩერებლად თრთოდა. დარწმუნებული ვარ, თვითონაც
გრძნობდა ჩემს შინაგან კანკალს.
განშორების შემდგომი პირველი კოცნაც უნდა აღვწერო: ძვე-
ლებური ცეცხლი არ აკლდა, თუმცა ყველაფერი ასე ნაცნობი
იყო... იმავდროულად, რაღაც გამწარებაც ახლდა ამ ალერსს.
თითქოს ორმა ადამიანმა წყლის ფსკერზე დიდხანს დაჰყო და
ნანატრ ზედაპირზე ამოაღწია...
გაილია მწარე წლები, ზამთარმა გაზაფხულს გზა მისცა... უთ-
ვალავი განცდა დამატყდა ერთბაშად თავს, მაგრამ ამ განცდებ-
ში გარკვევას აღარ ვცდილობდი. მოსახდენი თავის ნებაზე მი-
ვუშვი...
ელიზაბეთმა თავი ასწია და თვალებში შემომხედა. უძრავად
ვიდექი. ოდნავი შერხევაც კი არ შემეძლო.
- მაპატიე, - მითხრა ჩემმა ცოლმა და გული კიდევ ერთხელ
შემიქანდა.
მის სხეულს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. მაინტერესებდა,
ნეტავ გამბედაობა თუ მეყოფოდა, რომ ხელი ბოლომდე გამეშ-
ვა?
- აღარ დამტოვო, იცოდე.
- არასოდეს.
- მპირდები?
- გპირდები.
ასე ერთმანეთს მიკრულები ვიდექით. მის საოცარ კანს ლო-
ყით ვგრძნობდი. ზურგის კუნთებზე ვეალერსებოდი. ლამაზად
მოღერებულ კისერს ვუკოცნიდი. ცასაც კი ავხედე და გავიფიქ-
397 მკითხველთა ლიგა
რე: „განა შესაძლებელია, რომ ეს მორიგი ბოროტი ხუმრობა არ
იყოს?
აღარაფერს ვნაღვლობდი. მხოლოდ ერთადერთი სურვილი
მამოძრავებდა - მინდოდა, ეს რეალობა ყოფილიყო და რაც შე-
იძლება დიდხანს გაგრძელებულიყო.
უცებ მობილურის წკრიალმა გამომაფხიზლა. წამით გავიფიქ-
რე, მოდი, არ ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადამ-
ხდა, ეს ვერ იქნებოდა სწორი ნაბიჯი. ჩვენ უკან საყვარელი ადა-
მიანები იდგნენ და მათ ვერ მივატოვებდით. ორივემ ვიცოდით
ეს. ცალი ხელით ჯერ კიდევ ცოლს ვიყავი ჩაფრენილი (რაღას
გავუშვებდი!) ცალით კი ტელეფონს დავწვდი.
- გისმენთ!
თაირისი იყო. ალაპარაკდა თუ არა, ვიგრძენი, როგორ გამო-
მეცალა ხელიდან ყველაფერი, რაც მოვიპოვე.

398 მკითხველთა ლიგა


44

„რიკერ-ჰილის“ დაწყებით სკოლასთან ერთი ხრიოკი მოედა-


ნი იყო; მანქანა იქ დავაყენეთ დად ხელიხელჩაკიდებულებმა
მოკლეზე გადავჭერით. სიბნელეშიც კი ვხედავდი, რომ ბევრი
არაფერი შეცვლილიყო მას შემდეგ, რაც მე და ელიზაბეთი აქ
ლაღად დავკუნტრუშებდით. თუმცა ჩემში ისევ წამოყო თავი პე-
დიატრმა და შენიშნა, რომ დროთა განმავლობაში ბავშვების სა-
თამაშო მოედანზე უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინათ. სა-
ქანელები უფრო მყარ ჯაჭვებზე ეკიდა, დასაჯდომებს უფრო
საიმედო შესაკრავები ჰქონდა. სავარჯიშო დანადგარებს ქვეშ
რბილი ჩულები იყო დაფენილი, იმ შემთხვევისთვის, თუ რომე-
ლიმე ბავშვი ჩამოვარდებოდა. სამაგიეროდ, ქიქბოლისა და
ფეხბურთის მოედნები, კლასობანასთვის გამოყოფილი სივრცე
და ოთხკუთხა კორტები ისევ ისეთი იყო, როგორიც ჩვენს ბავ-
შვობაში.
მეორე კლასის მასწავლებლის, მის სობელის ფანჯრებთანაც
ჩავიარეთ. თუმცა აქ იმდენად დიდი ხნის წინ ვსწავლობდით,
რომ ნოსტალგიამ მხოლოდ ოდნავ, სულ ოდნავ ჩამოგვიქრო-
ლა... ხელიხელჩაკიდებულები შევედით ჭალაკში. იქაურ ბილიკ-
ზე არც ერთ ჩვენგანს წლობით არ შეუდგამს ფეხი, მაგრამ გზა
დავიწყებული არ გვქონდა. ათ წუთში უკვე გუდჰართ-იარდზე,
ელიზაბეთის ეზოში ვიყავით. ცოლს შევხედე. აცრემლებული
თვალებით უყურებდა თავისი ბავშვობის სახლს.
- დედაშენმა არაფერი იცის? - ვკითხე.
თავი გაიქნია და ჩემკენ მოტრიალდა. პასუხად მეც დავუქნიე
თავი და ხელი ფრთხილად გავუშვი.
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს უნდა გაკეთდეს? - მკითხა.
- სხვა გზა არ არის, - ვუპასუხე.
399 მკითხველთა ლიგა
კამათის დრო აღარ მივეცი, უბრალოდ, სახლისკენ ავიღე გე-
ზი. შუშის კარს რომ მივადექი, თვალზე ხელი მოვიჩრდილე და
ოთახებში შევიჭყიტე. ჰოიტი არსად ჩანდა. უკანა კარი ღია აღ-
მოჩნდა. სახელური გადავატრიალე და შევედი. შიგნით არავინ
დამხვდა. ის იყო, გამოსვლა დავაპირე, რომ უცებ ავტოფარეხში
შუქი აინთო. სამზარეულოს გავლით სამრეცხაოში გავედი და
ავტოფარეხის კარი ფრთხილად შევაღე. ჰოიტ პარკერი თავისი
„ბიუიკ სქაილარქის“ საჭესთან იჯდა. ძრავა გამორთული ჰქონ-
და, ხელში სასმელი ეჭირა. როცა მანქანაში თავი შევყავი, იარა-
ღი აღმართა, მაგრამ რომ მიცნო, დაბლა დაუშვა და გვერდზე
გადადო. ახლა უკანა კარის სახელურს ვტაცე ხელი, გავაღე და
ჰოიტს უკან მივუჯექი.
- რა გინდა ჩემგან, ბეკ? - მკითხა სიმთვრალისგან არეული
ხმით.
კარგად მოვკალათდი და დავიწყე:
- უთხარით გრიფინ სქოუფს, რომ ბავშვი გაათავისუფლები-
ნოს.
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, - მიპასუხა ჰოიტმა, მაგრამ მის
ხმაში იოტისოდენა სიმტკიცე აღარ იგრძნობოდა.
- ქრთამი, მოსყიდვა, ოპერაცია- რაც გინდათ, ის დაუძახეთა
ამას, ჰოიტ. პირადად მე სიმართლე უკვე ვიცი.
- ჩემი ფეხები იცი...
- იმ ღამით, ტბაზე, როცა ელიზაბეთი დაარწმუნეთ, რომ პო-
ლიციისთვის არ მიემართა...
- ამაზე უკვე ვილაპარაკეთ.
- კი, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, სინამდვილეში რი-
სი უფრო გეშინოდათ - შვილის დაღუპვის თუ იმის, რომ დაგაპა-
ტიმრებდნენ?
ჰოიტმა ზანტად შემავლო თვალი.

400 მკითხველთა ლიგა


- მე რომ მაშინ ელიზაბეთისთვის გაქცევა არ დამეძალებინა,
ახლა მკვდარი იქნებოდა.
- ეჭვიც არ მეპარება, - ვუთხარი მე, - მაგრამ ორი კურდღლის
დაჭერა რომ მოახერხეთ, ესეც ფაქტია. თან შვილი გადაარჩი-
ნეთ და თან ციხე აიცდინეთ.
- ციხე ვითომ რატომ უნდა დამმუქრებოდა?
- უარყოფთ, რომ სქოუფის უწყისებში თქვენი გვარიც ირიცხე-
ბოდა?
ჰოიტმა მხრები აიჩეჩა.
- შენ რა, გგონია, მხოლოდ მე ვიღებდი მისგან ფულს?
- არა, არა მგონია.
- მაშ, რატომ უნდა მენერვიულა სხვა პოლიციელებზე მეტად?
- იმისთვის, რაც ჩაიდინეთ.
ჰოიტმა სასმელი ჩაწრუპა, ბოთლისკენ ხელი გაიწვდინა და
კიდევ დაისხა.
- აზრზე არა ვარ, რაზე მელაპარაკები.
- იცით თუ არა, რას იძიებდა ელიზაბეთი?
- ბრენდონ სქოუფის არალეგალურ საქმიანობას: პროსტიტუ-
ციას, არასრულწლოვნების ტრეფიკინგს და ა.შ... ეგ ხომ ცუდ ბი-
ჭობას აწვებოდა...
- კიდევ რას მეტყვით?
ვკითხე და მთელი ძალით შევეცადე, კანკალს მოვრეოდი.
- რაზე მელაპარაკები?
- ელიზაბეთს რომ ძიება გაეგრძელებინა, უფრო დიდ დანაშა-
ულსაც ამოქექავდა, - ვთქვი და ჰაერი ძლიერად შევისუნთქე, -
ასე არ არის, ჰოიტ?
ჰოიტს სახე მოექცა. მიტრიალდა და ქარსარიდ მინას ჯიქურ
შეხედა.
- მაგალითად, მკვლელობას... - დავამატე მე.

401 მკითხველთა ლიგა


ჰოიტის მზერას თვალი გავაყოლე, მაგრამ ვერაფერი დავინა-
ხე, გარდა „ქრეფსტმენის“ ხელსაწყოებისა, რომლებიც ავტოფა-
რეხის კედელზე კოხტად, ზომების მიხედვით იყო ჩამომწკრივე-
ბული. პირველ რიგში ფერადსახელურებიანი სახრახნისები;
ბრტყელპირიანები - მარცხნივ, ფიგურულები - მარჯვნივ. შუაში
ქანჩის სამ გასაღებსა და ჩაქუჩსაც მოვკარი თვალი.
- ელიზაბეთი პირველი ადამიანი არ იყო, ვისაც ბრენდონ
სქოუფის სააშკარაოზე გამოყვანა უნდოდა, - ვთქვი და ცოტა
ხნით გავჩერდი. ველოდი, როდის გამისწორებდა მზერას ჩემი
სიმამრი. ამას კარგა ხანი დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც
შემომხედა. თვალებს არ ახამხამებდა, არც არაფრის დამალვას
ცდილობდა. გარკვევით ვხედავდი ამ ყველაფერს და ისიც ხვდე-
ბოდა, რომ ვხედავდი.
- მამაჩემი თქვენ მოკალით, ჰოიტ? - ვკითხე ბოლოს.
ჭიქა პირთან მიიტანა და კარგა მაგრად ჩაყლურწა. ვისკის
შხეფებმა სახეც კი დაუსველა, მაგრამ მოწმენდა არც უფიქრია.
- უარესი ვქენი, - მითხრა უცებ, - გავეცი...
გული ბრაზით ამევსო, მაგრამ საოცრად მშვიდი ხმით ვკით-
ხე:
- რატომ?
- კარგი რა, დევიდ, წესით, უკვე მიმხვდარი უნდა იყო...
ისევ მომაწვა ბოღმა... და დავიწყე:
- მამაჩემი ბრენდონ სქოუფთან მუშაობდა...
- მეტსაც გეტყვი, - გამაწყვეტინა ჰოიტმა, გ- გრიფინ სქოუფმა
მამაშენი თავის შვილს მასწავლებლადაც კი მიუჩინა. ძალიან
მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.
- ისევე, როგორც ელიზაბეთთან.
- დიახ.

402 მკითხველთა ლიგა


- ჰოდა, სწორედ მასთან თანამშრომლობისას აღმოაჩინა მა-
მაჩემმა, თუ რა ურჩხული იყო ბრენდონ სქოუფი სინამდვილეში.
მართალი ვარ თუ არა?
ჰოიტს ხმა არ ამოუღია. უსიტყვოდ სვამდა.
- მამაჩემი დაიბნა, - გავაგრძელე მე, - აღარ იცოდა, რა ექნა.
ხმის ამოღებისაც ეშინოდა, მაგრამ ამ საქმის ასე დატოვებაც არ
უნდოდა. დანაშაულის გრძნობა ცოცხლად ჭამდა. ამიტომ იყო,
ასე რომ სიტყვაძვირობდა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ად-
რე...
გავჩერდი და მამაჩემზე ფიქრი დავიწყე. ნათლად წარმოვიდ-
გინე შეშინებული, მარტოსული, დაბნეული და უუმწეო... რატომ
ვერ ვამჩნევდი ამას?! რატომ ვერ მოვწყდი საკუთარ სამყაროს
და ვერ დავინახე მისი ტკივილი? რატომ არ გავუწოდე დახმარე-
ბის ხელი? რატომ არაფერი გავაკეთე მის სახსნელად? ჰოიტს
შევხედე. ჯიბეში იარაღი მედო. არაფერი იქნებოდა ახლა ამაზე
მარტივი. ამოიღე იარაღი, სასხლეტს ხელი გამოჰკარი და ბრახ!
ყველაფერი მორჩება.მმაგრამ პირადი გამოცდილებიდან ვიცო-
დი, რომ ამით ვერაფერსაც ვერ მოვაგვარებდი. პირიქით...
- განაგრძე, - მითხრა ჰოიტმა.
- ბოლოს მამამ გადაწყვიტა ყველაფერი ერთი თავისი მეგობ-
რისთვის გაენდო, ოღონდ ეს კაცი უბრალოდ მეგობარი კი არა,
პოლიციელი იყო. დიახ, პოლიციელი, რომელიც ქალაქში სწო-
რედ მსგავს დანაშაულებზე მუშაობდა...
სისხლი ისე ამიდუღდა, თითქოს ძარღვებიდან შადრევანი-
ვით ამოხეთქას ლამობდა.
- ყური მიგდეთ, ჰოიტ, - მივმართე სიმამრს.
ჰოიტს ნირი წაუხდა.
- ხომ სწორად მივხვდი ყველაფერს?
- ზედა ხარ, - მიპასუხა ჰოიტმა.
- მერე ადექით და სქოუფს ენა მიუტანეთ. ხომ ასეა?
403 მკითხველთა ლიგა
ჰოიტმა თავი დამიქნია და თქვა:
- მე მეგონა, სამსახურიდან დათხოვნას ან სხვაგან გადაყვა-
ნას აკმარებდნენ. ბრენდონს ჩამოაცილებდნენ და ამით დას-
რულდებოდა. რას ვიფიქრებდი, რომ...
სათქმელი ვეღარ დაასრულა. სახე დაეღრიჯა. აშკარად ეზიზ-
ღებოდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ თავის მართლება უწევ-
და.
- კი მაგრამ, შენ რა იცი ეს ყველაფერი? - მომიბრუნდა უცებ.
- დასაწყისისთვის გვარ-სახელმა - მელვინ ბართოლამაც იკ-
მარა. ბართოლა აღმოჩნდა იმ ვითომ ავარიის მოწმე, რომელ-
მაც მამაჩემი იმსხვერპლა. რაღა მიხვედრა უნდა, რომ ბართო-
ლაც სქოუფების კაცი იყო.
თვალწინ გამიელვა მამაჩემის სახემ, სიმწრით ხელები მოვ-
მუშტე და გავაგრძელე:
- საბოლოოდ კი თქვენმა ტყუილმა მიმახვედრა ყველაფერს -
სიკვდილს გადაგარჩინეო, რომ ბრძანეთ. ბართოლა და ვულფი
რომ დახოცეთ, ტბისკენ კი მიბრუნდით, მაგრამ ეს ჩემს გადა-
სარჩენად არ გაგიკეთებიათ. გაიხედ-გამოიხედეთ, ირგვლივ ვე-
ღარავინ ნახეთ და იფიქრეთ, რომ მკვდარი ვიყავი.
- ჰო, ვიფიქრე, მმაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი სიკ-
ვდილი ჩემთვის სასურველი იყო, - მიპასუხა ჰოიტმა.
- სემანტიკას თავი დავანებოთ, - მოვუჭერი მე.
- შენთვის ცუდი არასოდეს მინდოდა.
- მაგრამ გულიც არ დაგწყვეტიათ. მანქანაში დაბრუნდით და
ელიზაბეთს უთხარით, რომ დავიხრჩვი.
- როგორმე უნდა დამერწმუნებინა, რომ აქაურობას გასცლო-
და. შენს სიკვდილში რომ დარწმუნდა, ამან ხელი შემიწყო.
- ალბათ, ძალიან გაგიკვირდათ, ცოცხალი რომ აღმოვჩნდი.
- აბა, რა გითხრა, ნამდვილი შოკი იყო... მაინც როგორ გა-
დარჩი?
404 მკითხველთა ლიგა
- არა აქვს მნიშვნელობა.
ჰოიტი სასტიკად მოქანცული კაცის იერით მიაწვა საზურგეს
და თავისთვის ჩაიბუტბუტა:
- ჰო, ალბათ, არა აქვს...
უცებ ისევ დაეღრიჯა სახე და მოულოდნელად ასეთი კითხვა
დამისვა:
- კიდევ რისი გაგება გინდა?
- ესე იგი, არაფერს უარყოფთ?
- არა.
- მელვინ ბართოლასაც პირადად იცნობდით?
- ვიცნობდი.
- სწორედ იმ ბართოლამ გადმოგცათ ინფორმაცია, რომ ელი-
ზაბეთზე თავდასხმა მზადდებოდა. ხომ ასეა? ოღონდ ვერ ვხვდე-
ბი, ეს რატომ გააკეთა. იქნებ სინდისმა შეაწუხა. იქნებ ელიზაბე-
თი არ ემეტებოდა...
- ბართოლა და სინდისი?! - ჩაიხითხითა ჰოიტმა, - ნუ მაცინებ,
ბეკ! ეგეთი ნაძირალა მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე. მმი-
სი ხელობა მკვლელობაა. ეის ამბავი იმიტომ მომიტანა, რომ
ეგონა, ორმაგ მოგებას ნახავდა. სქოუფებსაც აახევდა და მეც.მ
მე კიდევ ასეთი რამე მოვიფიქრე: ვუთხარი, ორმაგს გადაგიხდი
და ქვეყნიდან გასვლაშიც დაგეხმარები, ოღონდ ჩემი შვილის
სიკვდილის ფაქტის გაყალბებაში დამეხმარე-მეთქი.
თავი დავუქნიე. ყველაფერი გასაგები იყო...
- ესე იგი, ბართოლამ და ვულფმა სქოუფის ხალხი მოატყუეს,
მკვლელობის შემდეგ მივიმალებითო. ააი, რატომ არ გაუჩინა
არავის კითხვები მათმა გაუჩინარებამ. თურმე თქვენი წყალო-
ბით ისინი ყველას გაქცეულები ეგონა.
- დიახ.
- ტბაზე რა მოუწყვეთ? ორმაგი თამაში?

405 მკითხველთა ლიგა


- ბართოლასა და ვულფისნაირი ხალხის სიტყვა არაფერს
ნიშნავს, ბეკ. რამდენიც უნდა გადამეხადა მათთვის, ვიცოდი,
რომ მომიბრუნდებოდნენ და კიდევ მეტს მომთხოვდნენ. ვინ
იცის, სხვა ქვეყანაში ცხოვრება როდის მოჰბეზრდებოდათ, ან
სად გაილეშებოდნენ და რომელ ბარში დაიკვეხნიდნენ ამ ამ-
ბავს. მთელი ცხოვრება მსგავს ნაგავთან მქონდა საქმე. რისკზე
ვერ წავიდოდი.
- ჰოდა, თქვენც აიღეთ და დახოცეთ, არა?
- კი, - მითხრა იოტისოდენა სინანულის გარეშე.
ახლა უკვე ყველაფერი ვიცოდი. მხოლოდ სწორ გზას ვეძებ-
დი, როგორ დამესრულებინა ეს ყველაფერი.
ჰოიტს მივუბრუნდი და მთავარი სათქმელი ვუთხარი:
- ამ ხალხს ამ წუთებში მძევლად პატარა ბიჭი ჰყავსა აყვანი-
ლი. შევპირდი, რომ ჩავბარდები, თუ ბავშვს გაათავისუფლებენ.
დაურეკეთ და მათთან მოლაპარაკებაში დამეხმარეთ.
- ისინი უკვე აღარ მენდობიან.
- თქვენ ხომ სქოუფის სამსახურში წლობით იდექით. რამე
მოიფიქრეთ, - გავუმეორე თხოვნა.
კარგა ხანს იჯდა ჩაფიქრებული. ისევ შეავლო მზერა ხელსაწ-
ყოების რიგს. ის იყო, გავიფიქრე, ნეტავ რას მიშტერებია-მეთქი,
რომ უცებ იარაღი ასწია, სახეში დამიმიზნა და მითხრა:
- მგონი, რაღაც მოვიფიქრე.
თვალიც არ დამიხამხამებია.
- ფარეხის კარი გააღეთ, ჰოიტ.
ჰოიტი არც განძრეულა. პულტს ხელი ვტაცე და დავაჭირე. კა-
რი ღმუილით დაიძრა.ჰ ჰოიტი გაფაციცებით ადევნებდა თვალს
მის მოძრაობას. კართან ელიზაბეთი იდგა გაუნძრევლად. როცა
კარი მთლიანად გაიღო, მამამისს ჯიქურ შეხედა. ჰოიტი შეკრთა.
- ჰოიტ! - დავუძახე.

406 მკითხველთა ლიგა


სწრაფად გამომხედა. ცალი ხელით თმაში მწვდა, მეორით
იარაღი თვალზე მომაბჯინა:
- უთხარი, რომ გაიწიოს. უთხარი, თორემ გესვრი!
- ვერა, მის თვალწინ ვერ მესვრით, - გავუძალიანდი.
ჰოიტმა ახლოს მოიწია:
- ეშმაკმა წაგიღოს, გააკეთე, რასაც გეუბნები!
მთელი ძალით ღრიალებდა, მაგრამ ეს მხურვალე ხვეწნა--
მუდარა უფრო იყო, ვიდრე მტრული ბრძანება. უცნაური განცდა
მეწვია მის შემხედვარეს...
ჰოიტმა მანქანა დაქოქა. ელიზაბეთს ხელით ვანიშნე, რომ
გაწეულიყო. შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც განზე გადგა.
ჰოიტი დაელოდა, როცა ელიზაბეთი გზიდან საბოლოოდ ჩამოს-
ცილდებოდა და გაზს დააჭირა. მანქანა შეტორტმანდა და ელი-
ზაბეთს სწრაფად ჩავუქროლეთ. მაშინვე უკან მოვიხედე. ელიზა-
ბეთის სილუეტი სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა, ბოლოს კი
თვალს მიეფარა.
ისევ. უკვე მეორედ...
მივტრიალდი და გავიფიქრე, ნეტავ ოდესმე თუ ვნახავ-მეთქი.
მანამდე თავი ყოჩაღად მეჭირა, მაგრამ კარგად ვიცოდი, რაც
მელოდა. ელიზაბეთი მიძალიანდებოდა, მაგრამ ავუხსენი, რომ
ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. ამჯერად სწორედ მე უნდა
დამეცვა ყველა, ვინც დასაცავი იყო. ელიზაბეთს ეს აზრი არ
მოეწონა, მაგრამ გამიგო.
რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ ჩემი ცოლი ცოცხალი
იყო. ახლა იოლად თუ დავთმობდი სიცოცხლეს? დიახ, სიამოვ-
ნებით. ამას მაშინვე მივხვდი. უცნაური სიმშვიდე დამეუფლა,
როცა მანქანით მივყავდი კაცს, რომელმაც მამაჩემი გასცა. ერ-
თბაშად მემსუბუქა დანაშაულის გრძნობა, რომელიც ამდენი ხა-
ნი ტვირთად მაწვა. უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, რა უნ-

407 მკითხველთა ლიგა


და გამეღო მსხვერპლად. ჩემს თავს ვკითხე: მქონდა კი სხვა არ-
ჩევანი, თუკი ამ ყველაფერს მსგავსი დასასრული ეწერა?
ჰოიტს მივუბრუნდი და ვუთხარი:
- ბრენდონ სქოუფი ელიზაბეთს არ მოუკლავს.
- ვიცი, - გგამაწყვეტინა ჰოიტმა. მერე კი მაჯახა, - ბრენდონ
სქოუფი მე მოვკალი.
გავშეშდი.
- ბრენდონმა ელიზაბეთს სცემა, - სწრაფად მომაყარა ჰოიტ-
მა, - მოკვლასაც უპირებდა. ამიტომ იქ მისვლისთანავე სიცოც-
ხლეს გამოვასალმე და როგორც უკვე გითხარი, ეს მკვლელობა
გონსალესს ავკიდე. ელიზაბეთმა უდანაშაულო კაცის დასჯა არ
ისურვა. ამიტომაც მოუწყო გონსალესს ალიბი. ეს რომ სქოუფის
ხალხმა გაიგო, ცხადია, კითხვები გაუჩნდათ. როცა გაიგეს, რომ
სავარაუდო მკვლელი ელიზაბეთი იყო... - ჰოიტი შეჩერდა გზას
გახედა, შემორჩენილ ძალას საბოლოოდ მოუყარა თავი და და-
ასრულა, - ხელი აღარ შევუშალე, რომ ასე ეფიქრათ. ღმერთი
შემეწევა და მაპატიებს ამას...
ტელეფონი გავუწოდე და ვუთხარი:
- დარეკეთ!
ჰოიტმა ნომერი აკრიფა. ვინმე ლერი გენდლს დაურეკა. ეს
გენდლი ადრეც არაერთხელ მინახავს. მამაჩემი და მამამისი
სკოლაში ერთად სწავლობდნენ.
- ბეკი აქა მყავს, - უთხრა ჰოიტმა, - საჯინიბოში შევხვდეთ,
ოღონდ მანამდე ბავშვი უნდა გაუშვათ.
გენდლმა რაღაც უპასუხა, რაც ვერ გავიგონე.
- როგორც კი გავიგებთ, რომ ბავშვი გათავისუფლებულია,
მოვალთ, - უთხრა ჰოიტმა, - გრიფინს გადაეცი, რომ ყველაფერი
ხელთა მაქვს, რაც უნდა. ისე დავასრულებთ ამ საქმეს, რომ არც
მისი ოჯახი დაზარალდება და არც ჩემი.

408 მკითხველთა ლიგა


გენდლმა კიდევ რაღაც უთხრა და გავიგონე, როგორ გათიშა
ტელეფონი. ჰჰოიტმა მობილური დდამიბრუნა.
- მე თუ ვარ თქვენი ოჯახის ნაწილი, ჰოიტ? - დავინტერესდი.
ისევ მომიშვირა იარაღი და პირდაპირ თავში დამიმიზნა.
- ნელა ამოიღე შენი გლოკი, ბეკ.ო ორი თითით...
უსიტყვოდ დავემორჩილე. ჰჰოიტმა ფანჯარა ჩამოსწია.
- ახლა ფანჯრიდან გადააგდე.
შევყოყმანდი. მაშინ ლულა პირდაპირ თვალზე მომაბჯინა.
გლოკი მანქანის ფანჯრიდან მოვისროლე. მმისი დავარდნის ხმა
არ გამიგონია.
ამჯერად სრულ სიჩუმეში განვაგრძობდით გზას და მორიგ
ზარს ველოდით. როცა ეს ზარიც გაისმა, ამჯერად მე ვუპასუხე.
თაირისი იყო.
- ბავშვი კარგად არის, - მითხრა მშვიდად.
გულზე მომეშვა. ტელეფონი გავთიშე და ჰოიტს ვკითხე:
- სად მიგყავართ, ჰოიტ?
- იცი, სადაც მიმყავხარ.
- გრიფინ სქოუფი ორივეს დაგვხოცავს.
- არა, - მიპასუხა ისე, რომ იარაღი ძირს არ დაუშვია, - ორი-
ვეს არა...

409 მკითხველთა ლიგა


45

ტრასიდან გადავუხვიეთ და გეზი გარეუბნებისკენ ავიღეთ. ქუ-


ჩის პროჟექტორები თანდათან უკან ჩამოვიტოვეთ და ახლა გზას
მხოლოდ მანქანის მაშუქები გვინათებდა. ჰოიტმა ხელი უკანა
დასაჯდომისკენ გაიწვდინა და უხეში ქაღალდის კონვერტი დააძ-
რო.
- აი, ბეკ, ყველაფერი აქა მაქვს.
- რას გულისხმობთ?
- ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც მამაშენი და ელიზაბეთი
ბრენდონის შესახებ ფლობდნენ.
აი, თურმე ვის ჰქონდა კონვერტი...
უცებ ერთი კითხვა დამებადა: „რატომ დამხვდა ჰოიტი მანქა-
ნაში?..“.
- ასლები სად არის? - ვკითხე ხმამაღლა.
ჰოიტმა გაიცინა, თითქოს ამ კითხვის გაგონება გაუხარდა.
- ასლები არ არსებობს. რაც არის, ეგ არის.
- ვერაფერი გავიგე.
- გაიგებ, ბეკ. ვწუხვარ, მაგრამ შენ ახლა ჩემი განტევების ვა-
ცი ხარ. ეს ერთადერთი გზაა.
- სქოუფი მაგის ჩიტი არ არის, - ვთქვი მე.
- ცდები. წლობით ვიდექი მის სამსახურში და ვიცი, რისი გა-
გონებაც უნდა. ამაღამ ყველაფერი დასრულდება.
- ჩემი სიკვდილით?
ჰოიტმა დუმილით მიპასუხა.
- ელიზაბეთს როგორ აუხსნით ამას?
- რა ვქნა, ალბათ, შემიძულებს, მაგრამ ცოცხალი მაინც დარ-
ჩება.

410 მკითხველთა ლიგა


წინ გავიხედე და სქოუფების მამულის უკანა ჭიშკარი დავინა-
ხე.
ამას ენდშპილი ჰქვია... გგამიელვა თავში. ე
ფორმიანმა მცველმა ხელი დაგვიქნია და შეგვიშვა. ჰოიტი
კვლავინდებურად იარაღს მიშვერდა. ისევ დავიძარით. უცებ ჰო-
იტმა გაუფრთხილებლად დაამუხრუჭა,მ მომიტრიალდა და მეუბ-
ნება:
- მოსასმენი აპარატი ხომ არა გაქვს სადმე ჩამალული, ბეკ?
- რაო?! არა!
- ნუ მაიმუნობ, მოდი, მანახვე, - მითხრა და მკერდზე ხელი
დამადო. შევკრთი და უკან გადავიწიე. იარაღი მომიღერა, მთე-
ლი ძალით მომეკრა და სხეულზე ხელი მომიფათურა. ბოლოს
დაკმაყოფილდა, საზურგეს მიაწვა და გესლიანი ღიმილით მით-
ხრა:
- გაგიმართლა!
ისევ დავიძარით...
სიბნელეშიც კი იგრძნობოდა, რა აყვავებული იყო არემარე.
ხეების სილუეტები მთვარის შუქზე ქანაობდნენ, არადა, ქარიანი
დღე არ იყო... შორიდანვე დავინახე კაშკაშა შუქები. ჰოიტმა
სწორედ იქითკენ აიღო გეზი. გახუნებულმა ნაცრისფერმა აბრამ
გვამცნო, რომ აქედან ე.წ. თავისუფლების ბილიკის საჯინი-
ბოების ტერიტორია იწყებოდა. მანქანა იქვე მივაყენეთ და მიდა-
მოს ფანჯრიდან გავხედე. ცხენების სადგომებისა ბევრი არაფე-
რი მესმის, მაგრამ რაც იქ ვნახე, მართლაც შთამბეჭდავი იყო.
ერთ-ერთ ნაგებობას ანგარის ფორმა ჰქონდა და იმხელა იყო,
ალბათ, ათამდე ჩოგბურთის კორტს დაიტევდა. თვითონ საჯინი-
ბოებს ასო V-ს ფორმა ჰქონდათ. შენობის მასშტაბები უნდა გე-
ნახათ: თვალს ვერ მიაწვდენდა კაცი... იქვე, პარკის შუაგულში,
შადრევანი ჩუხჩუხებდა. ირგვლივ ვხედავდი საცხენოსნო ბილი-

411 მკითხველთა ლიგა


კებს, დაბრკოლებებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. იქვე იდგა
კაციც, რომელიც უკვე გველოდა.
ჰოიტს ჩემთვის იარაღი წამითაც არ მოუშორებია. მანქანა
რომ გავაჩერეთ, მიბრძანა:
- გადმოდი!
უსიტყვოდ დავემორჩილე და როცა კარი მივხურე, მდუმარე
მიდამოს მისი ხმაურის ექომ ჩამოუარა. ჰოიტი უკნიდან ამომიდ-
გა და იარაღი წელზე მომაბჯინა. ირგვლივ ისეთი სურნელი
ტრიალებდა, თვალწინ ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო გა-
მოფენა დამიდგა, მაგრამ, როცა ჩემ წინ ოთხი კაცი აისვეტა
(რომელთაგან ორი მაშინვე ვიცანი), ეს სასიამოვნო ხილვა წამ-
ში გაქრა.
დანარჩენ ორ კაცს - რომლებიც ადრე არასოდეს მინახავს -
ნახევრად ავტომატური იარაღი ჰქონდა ასხმული. ეს იარაღები
ჩვენ მოგვიშვირეს. არც გავტოკებულვარ. ალბათ, უკვე შეჩ-
ვეული ვიყავი ჩემკენ მომართულ ლულებს... ერთ-ერთი კაცი
შორიახლოს, საჯინიბოს კართან დადგა. მეორე ჩემგან ხელმარ-
ცხნივ - მანქანას მიეყრდნო. დანარჩენ ორ კაცს, როგორც უკვე
ვთქვი, ადრეც ვიცნობდი. ბდღვრიალა პროჟექტორის ქვეშ იდ-
გნენ, ერთმანეთზე მიკრულები. ერთ-ერთ ლერი გენდლი იყო,
მეორე კი - გრიფინ სქოუფი. ჰოიტმა იარაღი მომაბჯინა და უკნი-
დან მიბიძგა. ასე დავიძარით მასპინძლებისკენ. მაშინღა დავი-
ნახე, რომ დიდი შენობის კარი ღია იყო. იქიდან ერიკ ვუ გამოვი-
და. ნეკნებქვეშ იმწამსვე ვიგრძენი გულის გამალებული ფარ-
თხალი. საკუთარი სუნთქვაც კი ჩამესმა. ფეხები დამიბუჟდა.
იარაღის წინააღმდეგ, როგორც უკვე გითხარით, იმუნიტეტი ნამ-
დვილად მქონდა გამომუშავებული, მაგრამ ჩემს სხეულს ერიკ
ვუს თითების გემო ჯერ კიდევ ახსოვდა. უნებურად შევანელე ნა-
ბიჯი. ვუს ჩემკენ არც კი გამოუხედავს. სქოუფს ჯიქურ მიუახ-

412 მკითხველთა ლიგა


ლოვდა და რაღაც გადასცა. ჰოიტმა შუა გზაზე გამაჩერა. მოწი-
ნააღმდეგეებს კიდევ რამდენიმე მეტრი გვაშორებდა.
- კარგი ამბავი მაქვს! - გასძახა ჰოიტმა მასპინძლებს.
ყველამ გრიფინ სქოუფისკენ გაიხედა...
გრიფინს, რა თქმა უნდა, ვიცნობდი. ბოლოს და ბოლოს, მისი
მეგობრის ვაჟიშვილი და მისი სანდო ხელქვეითის ძმა ვიყავი.
სხვების მსგავსად, მეც მთელი ცხოვრება კრძალვით შევყურებ-
დი ამ ახოვან კაცს, რომელსაც თვალებში კვიმატი ნაპერწკლები
უციმციმებდა. ყველას უნდოდა, რომ ამ ადამიანს მისთვის ყუ-
რადღება მიექცია, ზურგზე ხელი მიეტყაპუნებინა, შინაურულად
ჭიქა წაექცია მასთან... ამ კაცს ჰქონდა იშვიათი ნიჭი ლაღად და
დაუბრკოლებლად გაევლო ბეწვის ის ხიდი, რომელიც მეგობარ-
სა და ხელქვეითს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, მეგობრისა
და ხელქვეითის ნაზავი ხშირად ვერ ამართლებს ხოლმე, რად-
გან მეგობრად ქცეული ბოსი ხშირად ავტორიტეტს კარგავს, ბო-
სად ქცეული მეგობარი კი ზიზღის ობიექტი ხდება. მაგრამ ენერ-
გიის ასეთ გენერატორებს, როგორიც გრიფინ სქოუფი იყო,
მსგავსი რამ არ ეხება. სქოუფმა მშვენივრად იცოდა, როგორ
ემართა ეს პროცესები.
ჰოიტის სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, დააბნია:
- რა კარგი ამბავი, ჰოიტ?
- მეტსაც გეტყვი: ძალიან კარგი! - უპასუხა ჰოიტმა და გაღიმე-
ბა სცადა.
- მერე, მაგას რა სჯობს! - თქვა სქოუფმა და ვუს შეხედა. ვუმ
თავი დააქნია, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
- აბა, ბრძანე, ჰოიტ, - თქვა სქოუფმა, - გულისფანცქალით
გისმენ!
ჰოიტმა ჩაახველა და დაიწყო:
- პირველ რიგში, უნდა გამიგოთ. თქვენთვის ზიანის მიყენება
არასოდეს მიფიქრია. რა არ ვიღონე, რომ ისეთს არაფერს გა-
413 მკითხველთა ლიგა
მოეჟონა, რაც ჩრდილს მოგაყენებდათ. მაგრამ, ცხადია, ჩემი
ქალიშვილის გადარჩენაც მსურდა. წესით, უნდა გესმოდეთ, ჩე-
მი, ხომ ასეა?
სქოუფს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა და გამომწვევად ჩაიბ-
რდღვინა:
- მაგას მე მეკითხები? გარწმუნებ, მე არ მესწავლება, რა არის
შვილის დაცვის სურვილი.
სადღაც შორს ცხენმა დაიჭიხვინა. სხვა მხრივ სრული სიჩუმე
იყო. ჰოიტმა ტუჩები გაილოკა და კონვერტი ასწია.
- ეს რა არის, ჰოიტ?
- ყველაფერი, - უპასუხა ჰოიტმა, - ფოტოები, ტექსტები, ფირე-
ბი... ყველაფერი, რაც ჩემმა ქალიშვილმა და სტივენ ბეკმა თქვე-
ნი შვილის საწინააღმდეგოდ მოაგროვეს.
- ასლები თუ არსებობს? - დააზუსტა სქოუფმა.
- მხოლოდ ერთი, - უპასუხა ჰოიტმა.
- სად ინახება?
- უსაფრთხო ადგილას,ა ადვოკატთან. თუ ერთ საათში არ და-
ვურეკე და კოდი არ დავუსახელე, ყველაფერს გამოამზეურებს.
ეეს მუქარა არ არის, მისტერ სქოუფ. თავის დროზე, არაფრის
გამხელას არ ვაპირებდი, მაგრამ ახლა დასაკარგი ბევრი აღა-
რაფერი შემრჩენია.
- მართალი ხარ.
- სჯობს თავი დაგვანებოთ, მისტერ სქოუფ. უუკვე ყველაფერი
ხელთა გაქვთ. დანარჩენს კიდევ გამოგიგზავნით. დღეიდან ნამ-
დვილად აღარ გიღირთ ჩემი და ჩემი ოჯახის შეწუხება.
გრიფინ სქოუფმა ჯერ ლერი გენდლს გადახედა, მერე ერიკ
ვუს. პერიმეტრზე მდგომი შეიარაღებული კაცები დაიძაბნენ.
- ჩემს შვილზე რას იტყვი, ჰოიტ? ვიღაცამ ძაღლივით რომ მი-
აკლა იმ დღეს... როგორ ფიქრობ, ამას ასე დავტოვებ? - იკითხა
გრიფინმა.
414 მკითხველთა ლიგა
- სწორედ მაგის სათქმელად მოვედი, - უპასუხა ჰოიტმა, - ეს
ელიზაბეთს არ გაუკეთებია.
სქოუფმა თვალები მოწკურა, თითქოს დაინტერესდა, მაგრამ
კარგად დავაკვირდი და მივხვდი: ნათქვამმა აშკარად გააოგნა
და შეაცბუნა.
- მაშ, ვინ გააკეთა? - ჰკითხა ჰოიტს.
გავიგონე, როგორ გაჭირვებით გადაყლაპა ჰოიტმა ნერწყვი.
მერე ჩემკენ მოტრიალდა და თქვა:
- დევიდ ბეკმა.
არაფერი გამკვირვებია. არც კი გავბრაზებულვარ.
- დიახ, მან მოკლა თქვენი შვილი, - სხაპასხუპით განაგრძო
ჰოიტმა, - გაიგო, რაც მოხდა და შური იძია.
სქოუფმა ამოიოხრა და გულზე ხელი მიიდო. ბოლოს მე შე-
მომხედა. ვუ და გენდლიც ჩემკენ მოტრიალდნენ. სქოუფმა თვა-
ლი თვალში გამიყარა და მითხრა:
- რას გვიბრძანებთ თავის გასამართლებლად, მისტერ ბეკ?
ცოტა ხანს დავფიქრდი და ვთქვი:
- რომ ვთქვა, ტყუის-მეთქი, ეს რას მოგვიტანს?
სქოუფმა პირდაპირ არ მიპასუხა. ვუს მიუბრუნდა და უბრძა-
ნა:
- კონვერტი მომიტანე.
ვუ ავაზის ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენკენ. გზადაგზა გამიღიმა
კიდეც. კუნთები უნებურად შემეკუმშა. ვუჰ ჰოიტს წინ გადაუდგა
და ხელი გაუწოდა. ჰოიტმა კონვერტი გადასცა. ვუმ კონვერტი
ცალი ხელით აიღო, მეორით კი (ადამიანის ასეთი სწრაფი მოძ-
რაობა ცხოვრებაში არ მინახავს!) ჰოიტს იარაღი ისე წაართვა,
როგორც პატარა ბავშვს. შემდეგ მოიქნია და გვერდზე მოისრო-
ლა.
- რაებს აკეთებ!… - შეუტია ჰოიტმა.

415 მკითხველთა ლიგა


ვუმ მზის წნულში მუშტი უთავაზა. ჰოიტი მუხლებზე დაეცა,
დაიოთხა და მომაკვდავივით დაიკრუნჩხა. ვუმ იდროვა, ირ-
გვლივ შემოუარა და ნეკნებში წიხლი ჩააზილა. რაღაც საზარე-
ლი ტკაცუნის ხმა გავიგონე. ხელფეხგაფარჩხული ჰოიტი ზურ-
გზე გადაგორდა. გრიფინ სქოუფი მიუახლოვდა, თავზე დაადგა
და ზევიდან გაუღიმა. მერე ჰაერში რაღაც ასწია. თვალებად ვი-
ქეცი, რომ როგორმე გამერჩია, რა იყო. რაღაც პატარა და შავი
საგანი აღმოჩნდა.
ჰოიტმა, რომელიც უკვე სისხლს აფურთხებდა, ამოიხედა და
ძლივს ამოილუღლუღა:
- გამაგებინეთ, ეს რა არის?..
ახლა უკვე ვხედავდი, რა ეჭირა სქოუფს ხელში. ეეს იყო დიქ-
ტოფონი. გაისმა ჩემი და ჰოიტის ხმები:
„ბრენდონ სქოუფი ელიზაბეთს არ მოუკლავს“.
„ვიცი. მე მოვკალი“.
სქოუფმა დიქტოფონი გადააგდო და ჩემს სიმამრს თვალები
დაუბრიალა. ყველა დუმდა...
რამდენიმე რამეს ერთდროულად მივხვდი. ჯერ ერთი, ჰოიტ
პარკერმა იცოდა, რომ მისი სახლი ისმინებოდა და შესაბამისად,
არც მანქანა იყო გამონაკლისი. ამიტომ გამოვიდა სახლიდან,
როცა მე და ელიზაბეთი უკანა ეზოში დაგვინახა. ამიტომ მელო-
და მანქანაში. ამიტომ გამაწყვეტინა, როცა ვთქვი, ბრენდონი
ელიზაბეთს არ მოუკლავს-მეთქი. ამიტომ „აღიარა“ მკვლელობა
იქ, სადაც მისი ვარაუდით, უსმენდნენ. როცა მჩხრეკდა, ცხადია,
ხელში მოხვდა კარლსონის მიერ ჩემს მკერდზე ჩამოკიდებული
მოსასმენი აპარატურა და იმაშიც მტკიცედ იყო დარწმუნებული,
რომ ფედებსაც ყველაფერი ესმოდათ. ისიც გათვალა, რომ
სქოუფები ამის შემდეგ ჩხრეკას აღარ დამიწყებდნენ. მივხვდი
იმასაც, რომ ჰოიტი ახლა თავის თავზე იღებდა ყველაფერს. მან
ბევრი საზარელი რამ ჩაიდინა, მათ შორის მამაჩემის ღალატიც
416 მკითხველთა ლიგა
იკადრა, და ახლა ხრიკს მიმართავდა, რათა ცოდვების გამოს-
ყიდვის შანსი ხელიდან არ გაეშვა. გამოდიოდა, რომ საბოლო-
ოდ თვითონ ხდებოდა ვითარების მსხვერპლი და არა მე... ამჯე-
რად სწორედ ჰოიტს უნდა დავეცავით ყველანი. მივხვდი იმასაც,
რომ მის ამ გეგმას კიდევ აკლდა რაღაც, რაც უთუოდ უნდა
გაეკეთებინა. ამიტომ განზე გავდექი. უკვე ვხედავდი, როგორ
ჯდებოდნენ ფედების ვერტმფრენები, მესმოდა კარლსონის ხმა,
მეგაფონში რომ ყვიროდა, არ გაინძრეთო...
უცებ ჰოიტ პარკერმა იარაღი დააძრო და გრიფინ სქოუფს
სამჯერ ესროლა, მერე კი იარაღი შემოატრიალა...
- არა! - ვიყვირე, მაგრამ ამ ბოლო გასროლის ხმამ ჩემი ყვი-
რილი გადაფარა.

417 მკითხველთა ლიგა


46

ჰოიტი ოთხ დღეში დავასაფლავეთ. ათასობით პოლიციელი


მოვიდა მისთვის პატივის მისაგებად. სქოუფების მამულში მომ-
ხდარის დეტალები საჯაროდ ჯერ არ იყო გავრცელებული და ეჭ-
ვი მეპარებოდა, რომ ოდესმე გავრცელდებოდა. შეკითხვებს
ელიზაბეთის დედაც კი არ გვისვამდა. თუმცა ქალიშვილის
საიქიოდან დაბრუნებამ ისე შეშალა, რომ აღარაფრის თავი
აღარ ჰქონდა. დეტალებში ჩაკირკიტება არც უფიქრია. კარგად
მესმოდა მისი.
ჰოიტ პარკერი გმირულად დაღუპულ ადამიანად ჩაითვალა.
რა ვიცი, ალბათ, ასეც იყო, მსაჯულად ვერ გამოვდგები... სიკ-
ვდილის წინ შედგენილ წერილობით აღიარებაში ჰოიტს, ძირი-
თადად, იგივე ჰქონდა ნათქვამი, რაც მანქანაში მითხრა. ეს დო-
კუმენტი კარლსონმა გადმომცა.
- ყველაფერი დასრულდა? - ვკითხე კარლსონს.
- არა, ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს: გენდლის, ვუსა და სხვე-
ბის წინააღმდეგ ფაქტები უნდა მოვაგროვოთ, მაგრამ ახლა,
როცა გრიფინ სქოუფი მკვდარია, გარიგებაზე ადვილად მოდის
ყველა...
მითური ურჩხული... თავების მოჭრა აღარ დასჭირდა, იმი-
ტომ, რომ ლახვარი პირდაპირ გულში ჩასცეს...
- ჭკუა ქენით, ჩემთან რომ მოხვედით, როცა ბავშვი გაიტაცეს,
- მითხრა კარლსონმა.
- სხვა რა გზა მქონდა?
- სწორია, - დამეთანხმა და ხელი ჩამომართვა, - თავს მიხე-
დეთ, ექიმო ბეკ.
- თქვენც...

418 მკითხველთა ლიგა


***
ალბათ, გინდათ, გაიგოთ, წავიდა თუ არა თაირისი ფლორი-
დაში და რა ბედი ეწია თიჯეისა და ლატიშას. ალბათ, გაინტერე-
სებთ, დარჩნენ თუ არა ერთად შონა და ლინდა და როგორ შე-
მოუბრუნდება მათი ურთიერთობა მათ ბიჭუნას...
მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით, რადგან... არ ვიცი.
თხრობას აქ ვასრულებ - ჰოიტ პარკერისა და გრიფინ
სქოუფის სიკვდილიდან ოოთხ დღეში... ა
ახლა გვიანია. ძალიან გვიანი. მძინარე ელიზაბეთთან ერ-
თად ლოგინში ვწევარ და ვუყურებ, როგორ ადი-ჩამოდის სუნ-
თქვისას მისი სხეული. ვუყურებ თვალმოუშორებლად. თვალებს
თითქმის არ ვხუჭავ. ცხადი სიზმარს ჩაენაცვლა. ამჯერად სიზ-
მარში ვკარგავ ჩემს ცოლს, სიზმარში მიკვდება, სიზმარში ვარ
მარტოსული... ამიტომ ცხადში ხელს არ ვუშვებ. წურბელასავით
მოუშორებელი და აბეზარი გავხდი, მაგრამ ამასაც გადავლახავ
როგორმე...
ელიზაბეთი თითქოს გრძნობს ჩემს მზერას, ჩემკენ ტრიალ-
დება და მიღიმის. პასუხად ვუღიმი. გული ლამის ამომიფრინდეს
საგულედან... ვიგონებ ღამის ტბას, ვიგონებ, როგორ მიჰქონდა
წყალს ჩემი ტივი... ვიგონებ, როგორ გადავწყვიტე, სიმართლე
მეთქვა...
- უნდა ვილაპარაკოთ, - ვეუბნები უცებ ელიზაბეთს.
- რა საჭიროა სიტყვები...
- ელიზაბეთ, ჩვენ ერთმანეთს ვერაფერს ვუმალავდით. არ
გვეხერხებოდა. ამიტომ მოხდა ეს არეულობა. პირველ რიგში,
სწორედ ამიტომ... ჩვენ რომ ერთმანეთისთვის ყველაფერი გაგ-
ვემხილა...
სათქმელი აღარ დავასრულე.
თავი დამიქნია. ვხვდები, რომ იცის. ვხვდები, რომ ყოველ-
თვის იცოდა...
419 მკითხველთა ლიგა
- მამაშენს ეგონა, რომ ბრენდონ სქოუფი შენ მოკალი, ელი-
ზაბეთ.
- იმიტომ, რომ მე ვუთხარი ასე, - მიპასუხა ელიზაბეთმა.
- მაგრამ ბოლოს... როცა მანქანაში ჩემგან შეიტყო, რომ
ბრენდონი შენ არ მოგიკლავს, როგორ ფიქრობ, სიმართლეს თუ
მიხვდა?
- არ ვიცი. მინდა ვიფიქრო, რომ მიხვდა, - მიპასუხა ელიზა-
ბეთმა.
- ამ კაცმა თავი გაწირა ჩვენთვის...
- უფრო სწორად, შენ აგაცდინა ამის გაკეთება. ან იქნებ ისე
მოკვდა, რომ ბრენდონ სქოუფი ჩემი მოკლული ეგონა. თუმცა
სიმართლეს ვეღარასოდეს გავიგებთ... და, ალბათ, აღარც აქვს
მნიშვნელობა, - თქვა ელიზაბეთმა.
ერთმანეთს ვუყურებთ.
- შენ იცოდი, - ვეუბნები ცოლს და ტანში მცრის, - თავიდანვე
იცოდი, რომ...…
ელიზაბეთი პირზე თითს მადებს და მაჩუმებს. კ
- ჩუმად, დამშვიდდი.
- ახლა ვხვდები, რომ მთელი ის მასალა საცავში ჩემთვის
შეინახე.
- მინდოდა, დამეცავი, - თქვა ელიზაბეთმა.
- რა მექნა, აქეთ მკლავდა და თავს ვიცავდი... - ვთქვი და ისევ
გამახსენდა ხელში ჩაბღუჯული იარაღის სიცივე და ის თავზარი,
რომელიც სროლის შემდეგ თავს დამატყდა.
- ვიცი... - ამბობს ელიზაბეთი და ხელებს მხვევს, - ვიცი...
საქმე ის არის, რომ სწორედ მე დავხვდი მაშინ ბრენდონ სქო-
უფს, როცა სახლში შემოგვეჭრა და საძინებელში მარტო მწოლს
დანით მომეპარა. ერთმანეთს დავეჭიდეთ. ხელის ცეცებით მოვ-
ძებნე მამაჩემის იარაღი. ისევ გადმოვიდა შეტევაზე. ვესროლე,
მოვკალი და პანიკაში ჩავარდნილი გავიქეცი. კარგა ხანს ვფიქ-
420 მკითხველთა ლიგა
რობდი, რა მექნა, გამოსავალს ვეძებდი, მაგრამ შინ რომ მოვ-
ბრუნდი, აღარც გვამი დამხვდა და აღარც იარაღი. თავიდან ცო-
ლისთვის ყველაფერი მინდოდა, მეამბა. იმ ღამით ტბაზე ვაპი-
რებდი კიდეც ამის გაკეთებას, მაგრამ გადავიფიქრე და ახლაღა
ვეუბნები...
როგორც უკვე გითხარით, თავიდანვე რომ სიმართლე მეთ-
ქვა...
ელიზაბეთი თავისკენ მექაჩება და ჩურჩულებს:
- აქა ვარ.
აქ არის. ჩემთან. ალბათ, დრო დამჭირდება ამის გასათავი-
სებლად, მაგრამ ვიცი, რომ შევძლებ...
ერთმანეთს ვეხვევით და ძილს ვაძლევთ თავს. ხვალ დილით
ერთად გაგვეღვიძება. ზეგ დილითაც. ყყოველ ცისმარე დღეს
პირველად მის სახეს ვნახავ. ყოველ ცისმარე დღეს პირველად
მის ხმას გავიგონებ. სხვას კი... არასოდეს არაფერს ვისურვებ.

421 მკითხველთა ლიგა

You might also like