You are on page 1of 4

საშნაო დავალება N2.

სახელი და გვარი: ლონდა რამინაშვილი

1. (1 ქულა) დავუშვათ, ბიზნესის წარმომადგენლები მომავლის მიმართ ოპტიმისტურად


არიან განწყობილნი და ზრდიან დანახარჯებს ინვესტიციების მიმართულებით. ამის
გათვალისწინებით, როგორ შეიცვლება დანახარჯების მრუდი? რა გავლენას იქონიებს
დანახარჯების მრუდის გადაადგილება რეალურ მშპ-ზე? დახაზეთ თქვენი პასუხის
შესაბამისი დიაგრამა.

პასუხი:

ბიზნეს წარმომადგენლები ზრდიან დანახარჯებს ინვესტიციების მიმართულებით, როდესაც


ისინი ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს. როგორც ვიცით მშპს ერთერთი კომპონენტია
ინვესტიციები, ამიტომ ინვესტიციების გაზრდა ასევე გაზრდის რეალურ მშპს. თუ ვიმსჯელებთ
სემის მოდელის მიხედვით, 1= c/y+ i/y+g/y+ nx/ y რომელიმე ერთი კომპონენტის ზრდა ან
შემცირება პირდაპირ აისახება მშპ-ზე, ამიტომ ამ მოდელის მიხედვითაც, დანახარჯების ზრდა
ინვესტიციების მიმართულებით გაზრდიდა მშპსაც.

დანახარჯების მრუდი ინაცვლებს ზემოთ და მარჯვნივ.

Real GDP

2. (1 ქულა) დავუშვათ, შეერთებულ შტატებში წარმოებული საქონელი მოულოდნელად


არაპოპულარული გახდა ევროპის ქვეყნებში. როგორ შეიცვლება წმინდა ექსპორტი? რა
მიმართულებით გადაადგილდება დანახარჯების პირვანდელი მრუდი? რა გავლენას
იქონიებს დანახარჯების მრუდის გადაადგილება რეალურ მშპ-ზე? ააგეთ შესაბამისი
დიაგრამა.

პასუხი:
წმინდა ექსპორტი ესაა სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის, ( X =exports-imports) თუ
შეერთებულ შტატებში წარმოებული საქონელი არაპოპულარული გახდება შემცირდება
ექსპორტის წილი თუ ამ დროს იმპორტის წილი იქნება მაღალი წმინდა ექსპორტი ძალიან
შემცირდება. თუ ექსპორტი იმპორტთან შედარებით მცირეა შესაძლოა წმინდა ექსპორტი
უარყოფითიც იყოს. რეალურ მშპს შეამცირებს წმინდა ექსპორტის შემცირება. რადგანაც
წმინდა ექსპორტი მცირდება დანახარჯების მრუდი ინაცვლებს ქვემოთ.

Real GDP

3. (1 ქულა) ააგეთ ზოგადი სახით და თქვენი სიტყვებით განმარტეთ რა დამოკიდებულებას


გვიჩვენებს ერთობლივი მოთხოვნის მრუდი. ასევე, გამოიყვანეთ ერთობლივი
მოთხოვნის მრუდი ანალიზის სამი ეტაპის გამოყენებით (იგულისხმება, ინფლაციას,
საპროცენტო განაკვეთსა და რეალურ მშპ-ს შორის დამოკიდებულება, დაიხმარეთ
გრაფიკული ანალიზიც).
პასუხი:
ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს ინფლაციის დონეს, მომსახურებას და
საქონლის საერთო რაოდენობას შორის უარყოფით დამოკიდებულებას,

ერთობლივი მოთხოვნის მრუდის ზოგადი სახეა:


-პოტენციური მშპ.

მოთხოვნის მრუდი.

ერთობლივი მოთხოვნის მრუდის ანალიზის სამი ეტაპი მოიცავს


 ინფლაციას.
 საპროცენტო განაკვეთს
 .რეალურ მშპს შორის დამოკიდებულებას.

1.რეალურ საპროცენტო განაკვეთსა და რეალურ მშპს შორის არის უარყოფითი


დამოკიდებულება, გარკვეული დანახარჯების შემცირებას იწვევს საპროცენტო
განაკვეთის ზრდა, რაც ასევე იწვევს რეალური მშპს შემცირებას, სამთავრობო ხარჯები
დამოკიდებული არაა რეალურ მშპ-ზე.
2.ინფლაცია და რეალური საპროცენტო განაკვეთი კი ერთმანეთზე დადებითადაა
დამოკიდებული.
3. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე კი ინფლაციის დონესთან რეალური მშპ არის
უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში.

ინფლაციის დონის ზრდა იწვევს რეალურო მშპს შემცირებას.

ინფლაცია

რეალური მშპ

4. (1 ქულა) დავუშვათ შემცირდა სახელმწიფო შესყიდვები. დაიხმარეთ ADIA მოდელი და


თქვენი სიტყვებით ახსენით რა გავლენას იქონიებს აღნიშნული მოკლევადიან და
გრძევლვადიან პერიოდებში ფასების დონესა და რეალურ მშპ-ზე.

პასუხი:
ADIA მოდელის მიხედვით როცა სახელმწიფო შესყიდვები მოკლევადიან პერიოდში მცირდება
იწვევს მშპს, მოხმარების შემცირებას, იზრდება წმინდა ექსპორტი და უცვლელი რჩება
ინვესტიციები. მოკლევადიან პერიოდში ფასებისთვის დამახასიათებელია სიხისტე , ისინი უცებ
არ იცვლებიან, ამიტომ ინფლაცია მოკლევადიან პერიოდში არ იცვლება. მშპს შემცირება
გამოიწვევს მოკლევადიან პერიოდში რეალური მშპს შემცირებასაც. გრძელვადიანი პერიოდის
დროს კი რეალური მშპ უბრუნდება მის პოტენციურ დონეს თავდაპირველი რეალური მშპს
შემცირება იწვევს გრძელვადიან პერიოდში ფასების ზრდას. რის გამოც ტარდება მონეტარული
პოლიტიკა, ამცირებენ საპროცენტო განაკვეთს რის შემდეგაც. გრძელვადიან პერიოდში
რეგულირდება ინფლაციის დონე.

5. (1 ქულა) ამჯერად დავუშვათ მაღალია ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთის ზრდით


ცენტრალურ ბანკს სურს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნოს. დაიხმარეთ
ADIA მოდელი და თქვენი სიტყვებით ახსენით რა გავლენას იქონიებს აღნიშნული
მოკლევადიან და გრძევლვადიან პერიოდებში ფასების დონესა და რეალურ მშპ-ზე.
გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დონე იკლებს, ხოლო მშპ პოტენციურ დონეს
უტოლდება.

მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია არ იცვლება, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთი


იწვევს ინვესტიციების შემცირებას რაც თავის მხრივ ამცირებს მშპს.

თუ ცენტრალურ ბანკს სურს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლებს დაუბრუნოს


საპროცენტო განაკვეთის ზრდით, მაშინ ამ უკანასკნელის ზრდის შესაბამისად
მოკლევადიან პერიოდში შემცირდება ინვესტიციები, მოხმარება, წმინდა ექსპორტი.

გრძელვადიან პერიოდში კი რეალური მშპ დაუბრუნდება მოს პოტენციურ დონეს.


მოკლევადიან პერიოდში ფასების სიხისტის გამო ინფლაცია არ შეიცვლება, თუმცა
გრძელვადიან პერიოდში შემცირდება.

You might also like