You are on page 1of 54

ნიდერლანდების

ეროვნული
საფეხბურთო
ნაკრები

ნიდერლანდების[4] ეროვნული
საფეხბურთო ნაკრები წარადგენს
ნიდერლანდებს საერთაშორისო
ტურნირებზე. მის
ადმინისტრირებას
ნიდერლანდების სამეფო
ფეხბურთის ასოციაცია ახდენს.
ნიდერლანდები

მეტსახელ(ებ)ი ნარინჯისფრები

ასოციაცია ნიდერლანდების
ფეხბურთის
ასოციაცია

კონფედერაცია უეფა

მთავარი რონალდ კუმანი


მწვრთვნელი

კაპიტანი ვირჯილ ვან დეიკი


[1][2][3]

ყველაზე მეტი უესლი სნეიდერი


კეპი (133)
ბომბარდირი რობინ ვან პერსი
(50)

ფიფა-ს კოდი NED

პირველი საერთაშორისო

 ბელგია 1 - 4  ნიდერლანდები
(ანტვერპენი, ბელგია; 30 აპრილი, 1905)

უდიდესი გამარჯვება

 ნიდერლანდები 9 - 0  ფინეთი
(სოლნა, შვედეთი; 4 ივლისი, 1912)
 ნიდერლანდები 9 - 0  ნორვეგია
(როტერდამი, ნიდერლანდები; 1
ნოემბერი, 1972)

უდიდესი დამარცხება

 ინგლისი 12 - 2  ნიდერლანდები
(დარლინგტონი, ინგლისი; 21
დეკემბერი, 1907)
მსოფლიო ჩემპიონატი

გამოსვლა 10 (პირველად
1934)

საუკეთესო ფინალისტი: 1974,


შედეგი 1978, 2010

ევროპის ჩემპიონატი

გამოსვლა 9 (პირველად 1976)

საუკეთესო გამარჯვებული:
შედეგი 1988

ნიდერლანდების ნაკრებს
მოგებული აქვს 1988 წლის ევროპის
ჩემპიონატი; 3-ჯერ გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში,
1974, 1978 და 2010 წლებში, თუმცა
სამივეჯერ დამარცხდა: დასავლეთ
გერმანიასთან, არგენტინასთან და
ესპანეთთან, შესაბამისად.

1970-იან წლებში, თავისი


ძლიერების პიკში, ცნობილი იყო
„ტოტალური ფეხბურთის“ თამაშით.

ნიდერლანდების ეროვნული
ნაკრების ამჟამინდელი მთავარი
მწვრთნელია დენი ბლინდი.

ისტორია
ნიდერლანდების ნაკრები თავის პირველ
საერთაშორისო მატჩზე

ნიდერლანდების ეროვნულმა
ნაკრებმა თავისი პირველი
საერთაშორისო მატჩი ჩაატარა
ბელგიის ქალაქ ანტვრეპენში,1905
წლის 30 აპრილს ადგილობრივ
საფეხბურთო ნაკრებთან და
გაიმარჯვა 4:1.

პირველი გამოსვლა მსოფლიო


ჩემპიონატებზე შედგა 1934 წელს,
რასაც მოჰყვა 1938 წელს
საფრანგეთში გამართულ
ჩემპიონატში მონაწილეობა. ამის
შემდეგ მუნდიალის ფინალურ
ეტაპზე ჰოლანდია 1974 წლამდე
აღარ მოხვედრილა.

ისტორია 1970 წლამდე …

1950-იან წლებში ეროვნულ ლიგაში


დაწყებული ძვრებით და სრული
პროფესიონალიზმის წყალობით
ნიდერლანდური ფეხბურთი
განვითარდა როგორც საკლუბო, ისე
სანაკრებო დონეზე.? გუნდმა 1960-
იან წლებშიც განაგრძო
განვითარება.
ტოტალური ფეხბურთი …

1070-იან წლბში ნიდერლანდელები


უდაბნოდან გამოვიდნენ
ტოტალური ფეხბურთის
გამოგონებით, რომლის
განვითარებაშიც თავდაპირველი
წვლილი შეიტანეს საფეხბურთო
კლუბმა აიაქსმა, მისმა
გამთამაშებელმა იოჰან კრუიფმა
და ნიდერლანდების ეროვნული
საფეხბურთო ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა რინუს მიხელსმა.
ნიდერლანდელებმა დიდი ნაბიჯები
გადადგეს: ათი წლის მანძილზე
ორჯერ გავიდნენ მსოფლიო
ჩემპიონატის ფინალში.

ნიდერლანდების ნაკრები გერმანიასთან


1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
წაგებული მატჩის წინ

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე


ნიდერლანდებმა დაძლია პირველი
ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე
ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაამარცხა
ბრაზილიის (2-0) და არგენტინის
ეროვნული ნაკრებები (4-0) და
ისტორიაში პირველად მსოფლიო
ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
მაგრამ აქ უკვე მასპინძელ
დასავლეთ გერმანიასთან
დამარცხდა, მიუხედავად იმისა რომ
ნიდერლანდელმა იოჰან ნისკენსმა
მატჩის დებიუტში, ისე რომ
გერმანელებს ბურთისთვის ჯერ
ფეხიც არ ჰქონდათ დაკარებული,
თერთმეტმეტრიანი დარტყმით
ანგარიში გახსნა. მაგრამ
მაყურებელთა მხარდაჭერეთ ჯერ
პენალტით პოლ ბრატნერმა,
შემდეგ კი გერდ მიულერმა
გერმანიას გამარჯვება მოუტანეს.
დამარცხების მიუხედავად იოჰან
კრუიფმა და კომპანიამ ფეხბურთის
ისტორიაში ახალი ფურცელი
ჩაწერეს.

აი ევრო 76 კი ნამდვილი
იმედგაცრუება იყო.
ნიდერლანდელები
ნახევარფინალში
ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდნენ.
ამის მიზეზი კი იყო, რომ
დამატებულ დროში მსაჯს, კლაივ
თომასს გამოეპარა ანტონინ
პანენკას მიერ თამაშის წესის
დარღვევა კრუიფის წინააღმდეგ,
რასაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრების
გოლი მოჰყვა. ნიდერლანდელებმა
უკმაყოფილება გამოთქვეს, მაგრამ
მსაჯმა გადაწყვეტილება არ
შეცვალა და გოლი ჩათვალა.
ვილჰემ ვან ჰანეგემმა თამაშის
გაგრძელებაზე უარი განაცხადა და
წითელი ბარათი მიიღო.
მოგვიანებით, 2008 წელს, კლაივ
თომასმა აღიარა, რომ იმ თამაშში
შეცდომა დაუშვა და გოლი არ უნდა
ჩაეთვალა.

1978 წლის მუნდიალზე


ნიდერლანდები ისევ გავიდა
ფინალში და ამჯერადაც
მასპინძელს, არგენტინის ნაკრებს
შეხვდა. ნიდერლანდებს
ჩემპიონატზე აკლდნენ იოჰან
კრუიფი, ვილჰემ ვან ჰანეგემი და
იან ვან ბევერენი, რომლებმაც უარი
თქვეს მსოფლიო ჩემპიონატში
მონაწილეობაზე. ჯგუფური ეტაპი
გუნდმა არცთუისე შთამბეჭდავად
ჩაატარა, რადგანაც
შოტლანდიასთან წაგების და
პერუსთან ფრის შემდეგ მეორე
ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ
ეტაპზე ნიდერლანდებმა ფრე
დაამთავრა გერმანიასთან არი
ჰაანის შორეული დარტყმის
წყალობით, შემდეგ კი დაჯაბნა
ავსტრია ანგარიშით 5-1, რობ
რენსენბრინკის 1 გოლის და 3
საგოლე გადაცემის წყალობით.
ხოლო იტალიასთან გადამწყვეტი
გოლი ისევ არი ჰაანის შორეული
დარტყმის შედეგად გავიდა.
ფინალი ნიდერლანდებმა კარგად
დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში
არგენტინა დაწინაურდა მარიო
კემპესის გოლით. დიკ ნანინგას
გოლით ნიდერლანდებმა მატჩის
დასრულებამდე რვა წუთით ადრე
გაათანაბრა და მატჩის მიწურულს
მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ
რობ რენსენბრინკის დარტყმა
ძელს მოხვდა. დამატებით დროში
კემპესისა და დანიელ ბერტონის
გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა.
ევრო 80 იყო ტოტალური
ფეხბურთელებისთვის ბოლო
ტურნირი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს
ჯგუფიდან გასვლა, მიუხედავად
იმისა რომ გათამაშების ფორმატი
გაფართოებული იყო. ამ ტურნირის
შემდეგ ნაკრებიდან წავიდნენ
ვეტერანები რობ რენსენბრიკნი და
კროლი და ნიდერლანდების
ნაკრებმა გამოტოვა 1982 და 1986
წლების მსოფლიო ჩემპიონატები
და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი.

ევროპის ჩემპიონები …
ევრო 88–ის წინ რინუს მიხელსი
დაუბრუნდა გუნდს. ჯგუფური ეტაპის
პირველ მატჩში საბჭოთა კავშირი 2-
0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში
მარკო ვან ბასტენის მიერ
გატანილი გოლი ფეხბურთის
ისტორიაში ერთ-ერთ ლამაზ
გოლად ითვლება.[5]
ნიდერლანდელებმა ვან ბასტენის
ჰეთ–თრიკის წყალობით 3:1
დაამარცხეს ინგლისის ნაკრები,
შემდეგ მოუგო ირლანდიას (1:0) და
გავიდა ნახევარფინალში, სადაც
ტურნირის მასპინძელ გერმანიას
გადაეყარა. ეს მატჩი იმით იყო
მნიშვნელოვანი, რომ
ნიდერლანდელებს შანსი ჰქონდათ
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის
ფინალში განმცდილი მარცხისთვის
გერმანელებზე შური ეძიათ.
გამარჯვების გოლი მარკო ვან
ბასტენმა გაიტანა 89–ე წუთზე.
მატჩის შემდგომ რონალდ კუმანმა
გერმანელი ფანების თვალწინ
გერმანელი ოლაფ ტონის მასური
უკანალზე ისე ამოისვა, თითქოს
ტუალეტის ქაღალდი ყოფილიყოს.
მოგვიანებით კუმანმა თავისი
საქციელი ინანა.
ნიდერლანდელებმა საფინალო
მატჩი საბჭოთა კავშირთან რუუდ
გულიტის თავურით და მარკო ვან
ბასტენის ჰაეროვანი გოლებით
დამაჯერებლად მოიგეს. ეს იყო
ნიდერლანდების მიერ მოგებული
პირველი საერთაშორისო
გამარჯვება, რომელმაც თითქმის
ათწლიანი უდაბნოში ყოფნის
შემდეგ მათ მსოფლიო ფეხბურთის
ელიტაში მოუპოვა ადგილი და
თითქმის სამი წლის მანძილზე
დომინირებდა.

მიუხედავად დიდი მოლოდინისა,


რომ 1990 წლის მსოფლიო
ჩემპიონატზე წარმატებას
მიაღწევდნენ, სრული კრახი
განიცადეს. მარკო ვან ბასტენმა
საერთოდ ვერ გაიტანა გოლი,
რადგანაც მცველები ხელს
უშლიდნენ მიზნის
განხორციელებაში, ხოლო გულიტი
კი ვერ იყო სასურველ ფორმაში,
რადგანაც ტრავმა ახალი
მოშუშებული ჰქონდა.
ნიდერლანდელებმა სამი ფრის
შემდეგ წარმატებას მიაღწიეს და
მე–16 ფინალში გავიდნენ, სადაც
ძირძველ მეტოქეს, გერმანიას
დაეჯახნენ. ეს მატჩი გამორჩეული
იყო ფრანკ რაიკაარდსა და რუდი
ფიოლერს შორის მომხდარი
ინციდენტით. შეხვედრა
ნარინჯისფერებმა 2:1 დათმეს.
ამის შემდეგ ნიდერლანდების
ეროვნული ნაკრები ევრო 92–ის
ნახევარფინალში გავიდა, სადაც
მომავალ ჩემპიონ დანიასთან
დამარცხდა. ამ ჩემპიონატზე
ნარინჯისფერთა რიგებში
გამოჩნდა დენის ბერგკამპი.
სკანდინავიელთა მეკარე პეტერ
შმეიხელმა ვან ბასტენს პენალტი
აუღო. ეს იყო ვან-ბასტენის ბოლო
საერთაშორისო ტურნირი,
რადგანაც ტრავმის შემდეგ მალევე
წავიდა ნაკრებიდან.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე


ვან ბასტენისა და გაფიცული რუდ
გულიტის არყოფნისას ნაკრების
ლიდერად იქცა დენის ბერგკამპი,
რომელმაც ტურნირზე სამი გოლი
გაიტანა, ნიდერლანდები კი
მეოთხედფინალში გავიდა, სადაც
მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან
დამარცხდა 3-2.

მსოფლიო 98-დან ევრო 2000-


მდე

ჰოლანდიელი გულშემატკივრები
1996 წლის ევროპის ჩემპიონატში
ნიდერლანდელები A ჯგუფში
მოხვდნენ, სადაც დაამარცხეს
შვეიცარია, ფრე ითამაშეს
შოტლანდიასთან და გადამწყვეტ
მატჩში მასპინძელ ინგლისს
შეხვდნენ. ნიდერლანდელები 4:0
აგებდნენ, მაშინ როცა
პარალელურად მიმდინარე მატჩში
შოტლანდია შვეიცარიას
ამარცხებდა და დიდი საფრთხე იყო
იმისა, რომ ბურთების შეფარდებით
სკოტები გასულიყვნენ მეორე
ადგილზე, ნარინჯისფერები კი
სახლში გამგზავრებულიყვნენ,
მაგრამ 78-ე წუთზე პატრიკ
კლუვერტმა დენის ბერგკამპის
დახმარებით გოლი გაიტანა და
ჰოლანდიის ნაკრები ფლეი-ოფში
გავიდა, სადაც ფრანგებთან
პენალტების სერიაში დამარცხდა
და გამოეთიშა ასპარეზობას.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე


ნიდერლანდელთა გუნდის
შემადგენლობაში იყვნენ მარკ
ოვერმარსი, ფილიპ კოკუ, ედგარ
დავიდსი, ფრანკ დე ბური, როლანდ
დე ბური, პატრიკ კლეივერტი.
ნაკრები მეოთხედფინალში
არგენტინის ნაკრებს შეხვდა. ეს
იყო 1978 წლის ფინალური მატჩის
რევანში.[6] ნიდერლანდები
დაწინაურდა პატრიკ კლეივერტის
გოლით, მაგრამ კლაუდიო ლოპესის
გოლით არგენტინამ პირველივე
ტაიმში გაათანაბრა.
ნიდერლანდებმა გაიმარჯვა
ანგარიშით 2-1 89-ე წუთზე დენის
ბერგკამპის მიერ გატანილი
გოლით. ბერგკამპმა მიიღო ფრენკ
დე ბურის 55 მეტრიანი პასი, ერთი
მოძრაობით მოატყუა რობერტო
აიალა და გაიტანა მსოფლიო
ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-
ერთი ულამაზესი გოლი.[7]
ნახევარფინალში ნიდერლანდების
ნაკრების მეტოქე ბრაზილია იყო.
ძირითადი და დამატებითი დროის
ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ
სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს
და ფინალში გავიდნენ.
ნიდერლანდელები ახლა მესამე
ადგილისთვის ბრძოლაში
ხორვატიის ნაკრებთან
დამარცხდნენ - 2:1.

ნიდერლანდები 2000 წლის


ევროპის ჩემპიონატის
თანამასპინძელი იყო ბელგიასთან
ერთად და ტურნირის
ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მათ
ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქეს
მოუგეს, მათ შორის მსოფლიოს
მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს,
მეოთხედფინალში იუგოსლავიას
გადაეყარნენ და 6:1 დაამარცხეს.
პატრიკ კლუვერტმა ჰეთ-თრიკი
გაიფორმა. ნახევარფინალში
იტალიასთან პენალტების სერიით
დამარცხდა გუნდი - 3:1. მწვრთნელი
ფრანკ რაიკაარდი ბევრი
გააკრიტიკეს და თანამდებობიდა
გაათავისუფლეს, მისი ადგილი ლუი
ვან გალმა დაიკავა. ნაკრებიდან
გაუშვეს ასევე დენის ბერგკამპი,
რომელმაც ჩემპიონატზე საერთოდ
ვერ გაიტანა გოლი.
2002–2006 …

ნიდერლანდების ნაკრები 2006 წელს

ნიდერლანდების ნაკრები ვერ


გავიდა 2002 წლის მსოფლიო
ჩემპიონატზე, რადგანაც
გადამწყვეტ მატჩებში წააგო
პორტუგალიასთან და
ირლანდიასთან. მწვრთნელი ლუი
ვან გაალი წარუმატებელი
მწვრთნელობიდან გადადგა.
ნიდერლანდები 2004 წლის
ევროპის ჩემპიონატზე
ნახევარფინალში გავიდა, სადაც
მასპინძელ პორტუგალიასთან
დამარცხდა. მწვრთნელი დიკ
ადვოკაატი გააკრიტიკეს ტაქტიკის
და მოთამაშეთა ცვლილებების
გამო და თანამდებობიდან
გაათავისუფლეს. გუნდის ისეთი
ვეტერანები, როგორებიც იყვნენ
ფრანკ დე ბური, მისი ძმა როლანდ
დე ბური, ედგარ დავიდსი, კლარენს
ზეედორფი, მარკ ოვერმარსი, იააპ
სტამი და პატრიკ კლუივერტი ან
საერთოდ დაითხოვეს გუნდიდან ან
მომავალ მსოფლიო თასზე არ
წაყვანეს.

ვარჯიში გერმანიაში

ნიდერლანდების ეროვნული
ნაკრები 2006 წელს გერმანიაში
გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე
მოხვდა C ჯგუფში. აქ მისი
მეტოქეები იყვნენ არგენტინის (0-0),
სერბია–ჩერნოგორიის (1-0) და კოტ
დ'ივუარის ნაკრებები (2-1).
ნარინჯისფერებმა არგენტინასთან
ქულები გაიყვეს, თუმცა ბურთების
უკეთესი შეფარდებით პირველ
ადგილზე „ალბისელესტე“ გავიდა.
ნახევარფინალში
ნიდერლანდელები
პორტუგალიელებს შეხვდნენ და 0:1
დათმეს. ეს მატჩი გამორჩეული იყო
მსოლფიო ჩემპიონატების
ისტორიაში იმით, რომ 16 ყვითელი
ბარათი იქნა ნაჩვენები, აქედან 4
წითელი. პრესამ ამ მატჩს
„ნიურნბერგის ბრძოლა“ უწოდა.
მიუხედავად საკადრო პოლიტიკისა
და შემტევ ფეხბურთელთა
ნაკლებობის გამო მის გარშემო
ატეხილი კრიტიკის ქარცეცხლისა,
მარკო ვან ბასტენს კონტრაქტის
გახანგრძლივება შესთავაზეს,
რაზედაც მარკომ თანხმობა
განაცხადა.

2006-2012 …

ნიდერლანდებმა ევრო 2008-ის


კამპანია 2006 წლის 2 სექტემბერს
ლუქსემბურგთან გამარჯვებით
დაიწყო. 2007 წლის 8 სექტემბერს
ნარინჯისფერებმა ვესლი
სნეიდერისა და რუუდ ვან
ნისტელროის გოლებით ამსტერდამ
არენაზე ბულგარეთი დაამარცხეს.
2007 წლის 12 სექტემბერს
ნიდერლანდებმა ნისტელროის
ერთადერთი გამარჯვების გოლის
წყალობით ალბანეთი დაამარცხა
და G ჯგუფში ქულებით რუმინეთს
გაუთანაბრდა, მაგრამ ჩამორჩა
გოლების სხვაობით. 2007 წლის 13
ოქტომბერს ნარინჯისფერები
რუმინეთშჲ დამარცხდნენ, მაგრამ
ოთხი დღის შემდეგ სლოვენიაზე 2:0
გაიმარჯვეს, მაშინ როცა
ბულგარეთმა ალბანეთში ფრე
გაახერხა, ნიდერლანდელებს ევრო
2008-ზე მოსახვედრად დარჩენილი
ორი მატჩის მოგება სჭირდებოდათ,
სახლში ლუქსემბურგთან და
გასვლაზე ბელარუსთან.

ნიდერლანდების ნაკრებმა 2008


წლის პირველი თამაში
ხორვატებთან სპლიტში გამართა.
გუნდმა რუუდ ვან ნისტელროის,
რობინ ვან პერსის, კლარენს
ზეედორფის, ორლანდო
ენგელაარის და არიენ რობენის
გარეშე 3:0 გაიმარჯვა. პირველი
გოლი თავურით ჯონ ჰეიტინგამ
გაიტანა, მეორე გოლი კი ტიმ დე
კლერის დახმარებით კლაას იან
ჰუნტელაარმა გაიტანა. საბოლოო
გოლი კი გლაზგოს სელტიკის
თავდამსხმელმა იან ვენეგორ ოფ
ჰესელინკმა გაიტანა. მარკო ვან
ბასტენმა ძველი 4-3-3-ის ნაცვლად
ახალი 4-2-3-1 სქემა გამოიყენა.

ევრო 2008-ზე ნიდერლანდელთა


გუნდი სიკვდილის ჯგუფში
გამოდიოდა, სადაც ასევე იყვნენ
იტალია, საფრანგეთი და რუმინეთი.
მათ ჩემპიონატი დაიწყეს 2008
წლის 9 ივნისს ბერნში მსოფლიო
ჩემპიონი იტალიის ნაკრების 3:0
განადგურებით. ეს იყო
ნიდერლანდების იტალიაზე
პირველი გამარჯვება 1978 წლის
შემდეგ. ჯგუფური ეტაპის მეორე
მატჩში ნიდერლანდელებმა
საფრანგეთი დამაჯერებლად 4:1
დაამარცხეს 2008 წლის 13 ივნისს.
ნიდერლანდელებმა შთამბეჭდავი
ჯგუფური ეტაპი რუმინეთზე 2:0
გამარჯვებით დაასრულეს. მაგრამ
მეოთხედფინალში გუნდი ყოფილი
მწვრთნელი გუუს ჰიდინკის
რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა 3:1,
მიუხედავად იმისა რომ რუუდ ვან
ნისტელროიმ 86-ე წუთზე ანგარიში
გაათანაბრა, რუსებმა დამატებით
დროში 2 გოლი გაიტანეს.

2010 წლის მუნდიალზე მარვიკის


გუნდმა კარგად იასპარეზა და
ფინალში გავიდა. ნიდერლანდებმა
ტურნირიდან გამოთიშა ბრაზილია
(2-1) და ურუგვაი (3-2). ფინალში
ნიდერლანდები დამარცხდა
ევროპის მოქმედ ჩემპიონ
ესპანეთის ნაკრებთან დამატებით
დროში 0-1.

მუნდიალი 2014 …

ვიკისაწყობში არის გვერდი


თემაზე:
ნიდერლანდების ნაკრები 2014
წლის მუნდიალზე
ნიდერლანდელები ტოვებენ მოედანს
არგენტინასთან ნახევარფინალში
დამარცხების შემდეგ

მას შემდეგ, რაც ბერტ ვან მარვიკის


გუნდი ჩავარდა ევრო 2012-ზე,
ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა
ლუი ვან გალი. ის გაუძღვა გუნდს
2014 წლის მუნდიალზე.
ჩემპიონატის დაწყებამდე კი
ცნობილი გახდა, რომ მუნდიალის
დასრულების შემდეგ ვან გალი
ნებისმიერ შემთხვავაში ნაკრებს
დატოვებდა და საფეხბურთო კლუბ
„მანჩესტერ იუნაიტედს“
ჩაუდგებოდა სათავეში.
ჩემპიონატის პირველსავე მატჩში
ნიდერლანდები შეხვდა
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ
ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს და
რევანში აიღო წინა მსოფლიო
ჩმეპიონატზე ფინალში განცდილი
მარცხისთვის. ნიდერლანდებმა
ესპანეთი 5-1 გაანადგურა.
ნიდერლანდები თავიდან აგებდა,
თუმცა ანგარიში გაათანაბრა ვან
პერსიმ, რომელმაც ნახტომში
შორეული თავური დარტყმით
გაიტანა გოლი. საბოლოოდ
რობენმა და ვან პერსიმ დუბლი
გაიფორმეს.[8] მეორე წრეში,
ავსტრალიის წინააღმდეგ მძიმე
მატჩი ნიდერლანდებმა ანგარიშით
3-2 მოიგო. გამარჯვების გოლი
ახალგაზრდა მემფის დეპაიმ
გაიტანა. ის გახდა ყველაზე
ახალგაზრდა ნიდერლანდელი,
რომელსაც გოლი აქვს გატანილი
მსოფლიო ჩემპიონატებზე.[9]
ნიდერლანდებმა ნაადრევად
გაინაღდა პლეი-ოფში
მონაწილეობა. მესამე მატჩში
ჩილეს დამარცხებით (2-0) კი
ნიდერლანდებმა ჯგუფში პირველი
ადგილი დაიკავა. მერვედფინალში,
ნიდერლანდები მექსიკას
დაუპირისპირდა. ევროპელებმა
მატჩის ბოლოს გატანილი 2 გოლის
წყალობით მოიგეს. თავიდან
მექსიკელები იგებდნენ, მაგრამ
შეცვლაზე ვან პერსის ნაცვლად
შესულმა კლას-იან ჰუნტელარმა
ჯერ სნეიდერს გაატანინა, შემდეგ
კი თავად გაიტანა გამარჯვების
მომტანი გოლი რობენის
წაქცევისათვის დანიშნულ
თერთმეტმეტრიანით. კოსტა-
რიკასთან მეოთხედფინალური
შეხვედრა 0-0 დასრულდა.
დამატებითი დროის მიწურულს ვან
გალმა მეკარე შეცვალა და
მოედანზე სათადარიგო მეკარე,
ტიმ კრული შეიყვანა, რომელმაც
პენალტების სერიაში მოიგერია
ორი დარტყმა და გუნდი
ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ნიდერლანდები
არგენტინას დაუპირისპირდა.
ძირითადი და დამატებით დრო
ანგარიშით 0-0 დამთავრდა, ხოლო
პენალტები არგენტინელებმა
უკეთესად შეასრულეს (2-4) და
ფინალშიც სამხრეთ ამერიკელები
გავიდნენ. ნიდერლანდების
მხრიდან მხოლოდ რობენმა და
კეიტიმ გაიტანეს პენალტენი.
ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ
მესამე ადგილისთვის მატჩი
ნიდერლანდების გამარჯვებით
დასრულდა. ევროპელებმა პირველ
ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი
უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს
და ვან პერსისა და ბლინდის
გოლების შემდეგ, ვეინალდუმმა
ზუსტი დარტყმით საბოლოო
ანგარიში დააფიქსირა: 3-0.

მუნდიალის შემდეგ ნაკრებმა


დაღმასვლა დაიწყო. ვან გალი
„მანჩესტერ იუნაიტედში“ სამუშაოდ
წავიდა, ნაკრების მწვრთნელად კი
გუს ჰიდინკი დაინიშნა. ევრო 2016-
ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცუდი
შედეგების გამო ჰიდინკი მოხსნეს
და მის ნაცვლად დენი ბლინდი
დანიშნეს, მაგრამ ნიდერლანდებმა
მაინც ვერ მოახერხა ჯგუფში
პირველ სამეულში გასულიყო და
1984 წლის შემდეგ პირველად
დარჩა ევროპის ჩემპიონატის
მიღმა.

შემადგენლობა
დაბად
# პოზიცია მოთამაშე თარ
(ასა
22
მარტინ
GK სექტემ
სტეკელენბურგი
1982
იასპერ 22 აპრ
1 GK
სილესენი 1989
20
22 GK მიხელ ვორმი ოქტომ
1983
3 აპრი
23 GK ტიმ კრული
1988
10 იანვ
GK კენეთ ვერმერი
1986
DF დალეი ბლინდი 9 მარტ
1990
16
2 DF რონ ვლარი თებერ
1985
15 იანვ
13 DF სტეფან დე ვრეი
1992
8
ბრუნო მარტინს
4 DF თებერ
ინდი
1992
22 ივლ
7 DF დერილ იანმატი
1989
7 აგვის
DF ერიკ პიტერსი
1988
DF ჯეფრი ბრუმა 13
ნოემბ
1991
ჯოელ 15 იანვ
13 DF
ველტმანი 1992
1
12 DF პოლ ვერჰახი სექტემ
1983
14
ტერენს
14 DF თებერ
კონგოლო
1994
გრეგორი ვან
DF
დერ ვილი
ვესლი 9 ივნის
10 MF
სნეიდერი 1984
6 MF ნაიჯელ დე 13
იონგი ნოემბ
1984
იბრაჰიმ 2 აპრი
MF
აფელაი 1986
11
ჯორჯინიო
20 MF ნოემბ
ვეინალდუმი
1990
13
ჯონათან დე
8 MF სექტემ
გუზმანი
1987
27 ივნი
16 MF ჯორდი კლასი
1991
5 იანვა
18 MF ლეროი ფერი
1990
FW რობინ ვან 6 აგვის
პერსი 1983
23 იანვ
11 FW არიენ რობენი
1984
კლას-იან 12 აგვი
19 FW
ჰუნტელარი 1983
13
23 FW მემფის დეპაი თებერ
1994
24
17 FW ჯერმაინ ლენსი ნოემბ
1987

რეკორდები

ყველაზე მეტი მატჩი …


# ფეხბურთელი კარიერის წლები მატჩები გოლები

ედვინ ვან დერ


1. 1995–2008 130 0
სარი

2. ვესლი სნეიდერი 2003– 120 29

3. ფრანკ დე ბური 1990–2004 112 13

რაფაელ ვან დერ


4. 2001–2013 109 25
ვარტი

ჯოვანი ვან
5. 1996–2010 106 6
ბრონკხორსტი

6. დირკ კეიტი 2004–2014 104 24

რობინ ვან პერსი 2005– 102 50


7.
ფილიპ კოკუ 1996–2006 101 10

8. არიენ რობენი 2004– 88 30

კლარენს
1994–2008 87 11
9. ზეედორფი
ჯონ ჰეიტინგა 2004–2013 87 7

ბომბარდირები …
კარიერის საშუალოდ ერთ
# ფეხბურთელი გოლები მატჩები
წლები მატჩში

1. რობინ ვან პერსი 2005– 50 102 0.49

კლას-იან
2 2006– 42 76 0.55
ჰუნტელარი

პატრიკ
3. 1994–2004 40 79 0.51
კლეივერტი

4. დენის ბერგკამპი 1990–2000 37 79 0.47

ფას ვილკესი 1946–1961 35 38 0.92


5-
რუდ ვან
6. 1998–2011 35 70 0.50
ნისტელროი

7- აბე ლენსტრა 1940–1959 33 47 0.70


8. იოჰან კრუიფი 1966–1977 33 48 0.69

9. არიენ რობენი 2003– 30 88 0.34

10. ვესლი სნეიდერი 2003– 29 120 0.24

რესურსები ინტერნეტში
ოფიციალური საიტი
ნიდერლანდების ეროვნული
საფეხბურთო ნაკრები  Twitter-ზე

სქოლიო
1. ↑ Rédaction. “Virgil Van Dijk est le
nouveau capitaine des Pays-Bas “,
L'ÉQUIPE. ციტირების თარიღი: 2018-
03-22. (fr-FR) 
2. ↑ “Virgil van Dijk is de nieuwe aanvoerder
van Oranje: “Grote eer” “, Gazet van
Antwerpen. ციტირების თარიღი: 2018-
03-22. (nl-BE) 
3. ↑ Cookies op VI.nl . www.vi.nl.
ციტირების თარიღი: 2018-03-22.
4. ↑ ისევე როგორც ქვეყანას,
ნიდერლანდების ნაკრებს ხშირად
მოიხსენიებენ ჰოლანდიად.
იხილეთ
ნიდერლანდები#სახელწოდება.
5. ↑ Uefa.com
6. ↑ Phil Jones. (1998-07-04) The
Netherlands pay back controversial loss to
Argentina . sportsillustrated.cnn.com.
ციტირების თარიღი: 2007-08-22.
7. ↑ Netherlands ready to revive Argentina
rivalry
8. ↑ Van Gaal masterminds Dutch
destruction of Spai . ESPN. 13 ივნისი,
2014
9. ↑ Memphis the hero for Oranje
(ინგლისური)

მოძიებულია
„https://ka.wikipedia.org/w/index.php?
title=ნიდერლანდების_ეროვნული_საფეხბუ
რთო_ნაკრები&oldid=3555999“-დან
Last edited 2 years ago by ArsenalAtletico2017

შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0


პირობებით (თუ სხვა არ არის
მითითებული).

You might also like