You are on page 1of 8

შეფასების მიზნები 

,,საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე , მისი განვითარების პროეცესი და


მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული
ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას , არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და
ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას”
   შეფასების საშუალებით განისაზღვრება იმ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი,
რომელიც საგნობრივი პროგრამის სტანდარტით არის გათვალისწინებული;
 შეფასების მიზანია-რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად კარგად
სწავლობს მოსწავლე. აუცილებელია გავითვალისწინოთ :

   მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;

 მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;

 სწავლების  კონკრეტული მეთოდიკის  ეფექტიანობის  შემოწმება

 სასწავლო პროეცესში მოსწავლის შეფასება ;

 მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში (კომუნიკაცია)

შეფასებაში გააჩნია ორი განსხვავებული ფუნქცია:

 მიმდინარე შეფასება

 შედეგების/მიღწევების შეფასება;

შეფასების კომპონენტები:

 საშინაო დავალება;

 საკლასო დავალება;

 შემაჯამებელი დავალება;

შეფასების ტიპები :

 განმსაზღვრელი, რომელიც აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ამ დროს ჩვენ ვწერთ


ქულას (10 ქულიანი შეფასება )

 განმავითარებელი შეფასება;ამ დროს უმჯობესია შევქმნათ ტვითშეფასებისა და


ურთიერთშეფასების სქემები, მივცეთ მოსწავლეებს რჩევა-დარიგება, ვაწარმოოთ
დაკვირვების ფურცელი, და ა.შ.
ესგ-ში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების აღწერილობა ასეთია :

განმავითარებელი განმსაზღვრელი

მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; სწავლის ხარისხის გაკონტროლება


;
მოსწავლის განვითარების
მოსწავლის მიღწევის დონის
ხელშეწყობა; დადგენა ესგ-ითგანსაზღვრულ
მიზნებთან მიმართებაში;

აკადემიური სწავლების დონის


განსაზღვრა;

შეფასების სწავლის პროცესი სწავლის სედეგი


საგანი

შეფასების წინსვლის ხელშესაწყობად მომდევნო ეტაპზე


შედეგად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, (კლასში/საფეზურზე)დაშვება/არდ
მიღებული სწავლების სტრატეგიის შეცვლა, აშვება
გადაწყვეტილ რჩევა -დარიგების მიცემა და სხვა.
ება

წარმატების კონკრეტული მოსწავლის წინსვლის იმის საფუძველზე , თუ რამდენად


კრიტერიუმის საფუძველზე(რა დონეს ფლობდა-რა მიაღწია სტანდარტით
განსაზღვრა დონეს ფლობს) განსაზღვრულ შედეგებს

შეფასების თვით/ურთიერთშეფასების ქულა


საშუალებები რუბრიკა;კითხვარი;სიტყვიერი,კომე
ნტარი, უნარის განვითარების
აღწერა

შეფასების სქემის შექმნა და გამოყენება ;

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს კავშირი სასწავლო მიზანსა და შეფასების


კრიტერიუმებს შორის, რადგან სწავლის შედეგი რომ გაიზომოს აუცილებელია
ჩამოყალიბდეს კრიტერიუმი, კრიტერიუმი კი ყალიბდება გაკვეთილის სასწავლო მიზნის
შესაბამისად;

სასწავლო პროექტის განხორცილებისას ხშირად ვიყენებჰოლისტურ შეფასების სქემას, რადგა


კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი , ან თუნდაც სამი მახასიათებელით . ჩემს
მიერ შექმნილ სქემაში გაერთიანებულია  თითქმის ყველა კრიტერიუმი და ყველა
მახასიათებელი , რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროეტზე მუშაობისას;

 მონაწილეობას იღებს პროექტის თემის  შერჩევაში, ასაბუთებს თემის 1


აქტუალურობას

 სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში  ეძებს საინტერესო 1


მასალას, აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას, თანამედროვე
ტექნოლოგიების საშუალებით თვალსაჩინოებას ქმნის და
პრეზენტაციას აკეთებს

ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი 2


კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება ;

გამოყოფს საკვლევ ობიექტს ,იწყებს კვლევას და ”გადის” დასახული 2


მიზნის შედეგზე 

აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ჯგუფური მუშაობის 1


უნარებს ფლობს

ასაბუთებს მოკვლეული მასალის აქტუალურობას , ადარებს


წინარეცოდნას და გამოყოფს ახლის აქტუალურობას;

შემოიფარგლება კონკრეტული თემით , ერთი მასალის შესრულების 1


შემდეგ აქტიურად ერთვება ახალი მასალის მოძიებაში

თანაგუნდელებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას , მათთან ერთად 2


ქმნის თვალსაჩინოებებს, შეხვედრების დროს აქტიურად არის
ჩართული დისკუსიაში

  

  შეფასება ჯგუფური მუშაობის დროს 


განმავითარებელი განმსაზღვრელი

ეროვნულის სასწავლო
გეგმით განსაზღვრულ
მიზნებთან მიმართებაში
მოსწავლისგანვითარებისხელშეწყობა; მოსწავლის მიღწევის
მიზანი
მოსწავლისსწავლებისხარისხისგაუმჯობესება; დონის დადგენა;
მოსწავლის სწავლების
ხარისხის
გაკონტროლება;

შეფასების საგანი სწავლის პროცესი; სწავლის შედეგი;

შეფასების შედეგად
10 ქულიანი  სისტემით
მიღებული მოსწავლეების წახალისება;
მოსწავლეების შეფასება;
გადაწყვეტილება

მოსწავლეებთან ერთად გამჭირვალე გავხადოთ


სწავლების დროს წარმოქმნილი პრობლემები და
მოვიძიოთ გზები ამ პრობლემების
აღმოსაფხვრელად;
შევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის
მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე
შევქმნათუკუკავშირისთვისე.წ. სასწავლო ეროვნული
უსაფრთხოსივრცე გეგმის მიხედვით
წარმატების ამმეთოდითმუშაობაეფექტიანირომიყოს, განსაზღვრული
კრიტერიუმის აუცილებელია, სტანდარტები
განსაზღვრა ჯგუფშიშეიქმნასურთიერთნდობისატმოსფერო. ჩაატრებულმა
შეფასება წარმოადგენს არა მარტო გაკვეთილმა
დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ დააკმაყოფილა;
გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ., თუ
უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის
შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა
შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი
ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად

ურთიერთსეფასების რუბრიკა;
შეფასების ქულა
სიტყვიერი კომენტარები;
საშუალებები (10 ქულიანი შეფასება)
უნარის განვითარების დონის აღწერა;
პრეზენტატორის შეფასების კრიტერიუმი

კრიტერიუმები ქულები

საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად

საუბარი არგუმენტებულია

თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს

იღებს კრიტიკულ შენიშვნებს

იცავს საუბრისას დროის ლიმიტს

დისკუსიაში მონაწილე მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი

კრიტერიუმები ქულები

საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად

საუბარი არგუმენტირებულია

იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია

იცავს საუბრისას დროის ლიმიტს

13 comments

რა არის საკლასო შეფასება და რატომ არის მნიშვნელოვანი ის სასწავლო პროცესის


წარმართვისა და ეფექტურობისთვის?

შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად გულისხმობს არჩეული


კრიტერიუმების ( როგორიცაა რაოდენობა,ხარისხი,ხანგრძლივობა ა. შ.) გარკვეული
კატეგორიისადმი მინიკუთვნებას, სტანდარტებზე ( ამ კრიტერიუმის შესაბამისი
სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები
და წესები;საკუთარი პოზიციის დასაბუთება;სისტემის და მოდელის მოქმედების შეფასება

2.      რაში მდგომარეობს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის განსხვავება?


შეფასების რა მეთოდები და ინსტრუმენტებია ცნობილი თქვენთვის?
განმასაღვრებელი შეფასების მიზანია მიღწევების შემოწმება სასწავლო მიზნებთან
შეფარდებით, ეს არის ქულა , რომელსაც მასწავლებელი წერს გაკვეთილის დროს და
რომელსაც არ ახლავს თან განმარტება , თუ რა უნდა გაკეთდეს შედეგის
გასაუმჯობესებლად.. განმასაღვრებელი შეფასება ტარდება სემესტრის ბოლოს , თემის 
დამთავრების შემდეგ, ა. შ. განმავითარებელი შეფასება არის მასწავლებლის მიერ სიტყვიერი 
ასახვა მოსწავლის შედეგის, რათა მოსწავლის მოტივაცია გაიზარდოს და ყურადღება მიექცეს
გარკვეულ მომენტებს., მაგ., შენ კარგად იცნობ დროთა სისტემას, მაგრამ საჭიროა მათი
გამოყენება სამეტყველო პრაქტიკაში

3.       ძირითადად, რა ტიპის შეფასებას იყენებთ თქვენს პრაქტიკაში - განმავითარებელს თუ


განმსაზღვრელს?

ჩემს პრაქტიკაში ორივე შეფასებას ვიყენებ, თუმცა განმასაღვრებელი შეფასება მაძლევს


საშუალებას  უკეთესად დავინახო მოსწავლის მიერ მიღწეული ცოდნა.

4.      როგორ შეგვიძლია დავადგინოთ, ფლობს თუ არა მოსწავლე გარკვეული საკითხის


ასათვისებლად საჭირო წინარე ცოდნას? 

ამის დადგენას ვახერხებ  შემაფასებელი ტესტების ჩატარებით

5.      როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის


ფლობის/არფლობის შესახებ ინფორმაცია მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში?

საჭიროა ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც მისცემს საშუალებას მოსწავლეს მომდევნო


დონეზე გადავიდეს.

6.      რა აქტივობები, მეთოდები და ინსტრუმენტები დაგვეხმარება იმისათვის,


რომ აღვრიცხოთ  მოსწავლეთა მიღწევები და სირთულეები კონკრეტულ საგანში.

თემის შესწავლის  შემდგომ ჩატარებული  საკონტროლო და შემაჯამებელი  ტესტები ასახავს


მოსწავლეთა მიღწევებს და გამოავლენს არსებულ სირთულეებს

7.      როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა მიღწევებისა და სირთულეების შესახებ


გაანალიზებული მონაცემები მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში?

მოსწავლეთა მიღწევების და სირთულეების გაანალიზება მომცემს საშუალებას  ისეთ


აქტივობებს მივმართო, რომლებიც დამეხმარება  სირთულეების აღმოფხვრაში.

8.      რატომ არის მნიშვნელოვანი დროული და ეფექტური უკუკავშირის


მიწოდება მოსწავლისათვის? რას გულისხმობს დროული უკუკავშირი? ეფექტური
უკუკავშირი?
უკუკავშირი  ეხმარება მასწავლებელს  დაადგინოს  რა არის მიღწეული და რას უნდა მიექცეს
ყურადღება. დროული  და ეფექტური უკუკავშირი არის  უშუალოდ  აქტივობის დროს
მიცემული შენიშვნა.

9.    როგორ შეგვიძლია მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი?

მისი დაკვირვებით აქტივობებზე,ან  კვირის განმავლობაში მისი საშინაო თუ საკლასო 


დავალებების  შესრულების  ხარისხის  შემოწმებით.

10. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით რამდენი  დონე ვიცით? რა აქვთ მათ საერთო და


განსხვავებული?

ბლუმმა გამოყო სამი დონე:1. კოგნიტური- შემეცნებითი, რაც არის  ინტელექტუალური


შესაძლებლობა,ცოდნა და აზროვნება.

2. აფექტური, ემოციური- გრძნობებეი, ემოციები, განწყობები

3. ფსიქო-მოტორული- უნარ-ჩვევები. ეს დონეები  არის ურთიერთკავშირში. შემდგომ


დონეზე  გადასვლა შეძლებელია  მხოლოდ წინა საფეხურის უნარების დაუფლების შემდეგ. 
ეს  იერარქია დაწვრილებით ასე გამოიყურება:

ცოდნა, გაგება, გამოყენება,ანალიზი, სინთეზი, შეფასება.

11. რომელი ზმნები მოიაზრება ბლუმის ტაქსონომიის თითოეული დონისათვის (ზოგჯერ


შეიძლება გადაფარვასაც ჰქონდეს ადგილი)?

ცოდნა-მოყევი,დაასახელე, ჩამოთვალე,ჩამოწერე, აღწერე, მოძებნე.

გაგება- ახსენი საკუთარი სიტყვებით,ახსენი, განმარტე, გადათარგმნე., მოიყვანე


მაგალითი,შეჯამება,დასკვნა, განავრცე, მიმოხილვა, გამოიცანი., დააჯგუფე, დაახარისხე.

მოტორულ  დონესთვის დამახასიათებელი ზმნები:  გაიმეორე, თვალი ადევნე,ააგე,


შეასრულე,აჩვენე, შეადარე, შეიმუშავე, შეაჯერე, გადაწყვიტე, გაართიანე, შეცვალე.

გამოყენება- გამოყენება, მართვა, ამოქმედება,შედგენა,დემონსტრირება, ილუსტრირება,


შემოწმება.

ანალიზი- გაანალიზე, ახსენი მიზეზი, ფარული აზრი გამოიცანი, თვალსაზრისის


განსაზღვრა.

სინთეზი-შექმენი, მოიგონე, შეთხზვე, შექმენი,გაჭვრიტე,მოახდინე პროგნოზირება.

12.როგორ შეგვიძლია ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება სასწავლო მიზნების განსაზღვრაში?


გაკვეთილებს ვგეგმავ მზარდი სირთულის მიხედვით.გაკვეთილი მხოლოდ ცოდნის
მიღებით არ უნდა იზღუდებოდეს, არამეტ მიღებული ცოდნის გამოყენება და მისი  სასწავლო
პროცესში ერთიანი სისტემის ჩამოყა;იობაბში უნდა უწყობდეს ხელს.

ბლუმის ტაქსონომიის პრინციპებს ვითვალისწინებ  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას,


რათა ქვედა სააზროვნო უნარებიდან გადავიდე მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებზე.
მაგ.,თემის შესწავლის შემდგომ( ცოდნა, გაგება) ვახდენ მიღებული
ცოდნის  გამოყენებას ტესტურ თუ სხვა ტიპის დავალებაში, ანალიზის დონეზე  ვახდენ
მიღებული ცოდნის ადრე შესწავლილ მასალასთან შედარებას, და საკლასო პროექტზე
მუსაობისას სინთეზს- ვქმნით ახალ პროდუქტს.

13. როგორ გავითვალისწინოთ სწავლების პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხები,


მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებები და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში?

ალბათ, უპრიანი იქნება  ერთი ტიპის დავალების მიცემა მიუხედავად იმისა,  მოსწავლე ვაჟია
თუ გოგონა. თავიდან უნდა ავირიდოდ სტერეოტიპული მიდგომა- ეს დავალება
გოგონასთვის ძნელი დასძლევი იქნება, რადგანაც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას.
ასევე, უნდა ვეცადოდ ყველა ტიპის მოსწავლე იყო ჩართული სასწავლო პროცესში,
მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური თავისებურებისა.

14.  რა სირთულეები შეგქმნიათ კლასში მათი გათვალისწინებისას და როგორ შეცვალეთ


თქვენი პრაქტიკა შემდგომში?

You might also like