You are on page 1of 2

ღიაობა

გამოცდილების მიმართ ღიაობა სადაც მაღალია, ადამიანები მიდრეკილები


არიან თავგადასავლებისკენ. ისინი არიან ცნობისმოყვარეები, აქვთ მდიდარი
წარმოსახვის უნარი და ახლის შემეცნების სურვილი. ეძებენ მრავალფეროვან
გამოცდილებებს.

პიროვნება, რომელსაც აქვს ამ პარამეტრის დაბალი მაჩვენებელი უფრო მეტად


რუტინულია და მიდრეკილია ახალი გამოცდილებების თავიდან არიდებისკენ.

მრავალფეროვანი ინტერესები, წარმოსახვა, კრეატიულობა

Conscientiousness
ამ პარამენტის მქონე პიროვნება უფრო მეტად ორგანიზებულია, აქვს
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ადვილად შეიძლება ვენდოთ და
დავეყრდნოთ საპასუხისმგებლო საქმეში, დისციპლინირებულია და მიღწევაზე
ფოკუსირებული. ისინი ნაკლებად სპონტანურები არიან და მიმართავენ
დაგეგმვას.

ის პიროვნება რომელსაც ამ პარამეტრის დაბალი მაჩვენებელი აქვს არის


უფრო მეტად სპონტანური და თავისუფალი. ნაკლებად პასუხისმგებლიანია.

სანდო, მეთოდური, ორგანიზებული

Extraversion
ენერგიული, ასერტული, მოლაპარაკე

ამ პარამეტრის მქონე ინდივიდები უფრო მეტად მიდრეკილები არიან


სოციალური აქტივობებისკენ, უყვართ საუბარი, სოციალური ინტერაქცია, ისინი
ადამიანებთან ურთიერთობებით იღებენ ენერგიას. სოციალურ ინტერაქციაში
ისინი თავდაჯერებულები და ასერტულები არიან.
დაბალი მაჩვენებლის ექსტრავერტები, ანუ ე.წ. ინტროვერტები მიდრეკილები
არიან მეტი დროის მარტოდ გატარებისკენ. ხშირად ინტროვერსია ერევათ
სიმორცხვეში. თუმცა სიმორცხვე გულისხმობს სოციალური ინტერაქციის შიშს ან
სოციალურ უუნარობას. ინტროვერტები კი შესაძლოა კარგი სოციალური
უნარებითაც კი გამოირჩეოდნენ, თუმცა მათ სიამოვნებას ანიჭებთ უფრო მეტად
მარტო ყოფნა, ან მიკრო ჯგუფებში სოციალიზაცია.

დამყოლობა
კეთილშობილი, კოოპერატიული, ემპათიური
აღნიშნული პარამეტრი ზომავს ადამიანის სითბოსა და კეთილგაწყობილობის
ხარისხს. რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი მით უფრო დამხმარე, მხარდამჭრი
და ემპათიურია ეს პიროვნება. ამ პარამეტრის ნაკლებობა, ე.წ
წინააღმდეგობრიობა გულისხმობს პიროვნების ცივ და უნდობელ
დამოკიდებულებას, ნაკლებად თანამშრომლურები არიან. არავერბალურ
ინდიკატორებში შედის ცეკვა, როდესაც ეს პარამეტრი მაღალია კაცი კარგად
ცეკვავს.

ნევროტიზმი
დაძაბული, ნეგატიური ემოციები, ემოციურად
გაუწონასწორებელი,
თუ ეს პარამერი მაღალია, ასეთი პიროვნება ღელავს ყველაფერზე,
მიდრეკილია შფოთვისა და დეპრესიისკენ. ვისაც ეს პარამეტრი
დაბალია აქვს ემოციურად გაწონასწორებული და სტაბილურია.

Mindset - რწმენების სისტემა

You might also like