You are on page 1of 12

რბილი ძალა და მასთან ბრძოლის მექანიზმები

საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნის, როგორც აქტორის როლი რა თქმა უნდა


დამყარებულია ძალაზე, რომელიც პირველ ყოვლისა გამოიხატება სამხედრო
რესურსსა და ფინანსებში, შესაბამისად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, არის ის ვისაც
აქვს სხვაზე მეტი ფული და სამხედრო შესაძლებლობები. ამ ყველაფერზე საუბარი,
ერთი შეხედვით მარტივად შეიძლება რეალიზმის თეორიაზე დაყრდნობით, თუმცა
უკვე 90-იანი წლებიდან, სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების წარმოებისას,
ჩნდება ახალი მექანიზმი რბილი ძალის სახით. რა არის რბილი ძალა? ეს კითხვა
საკმაოდ მნიშვნელოვნია ნაშრომის უკეთ გაანალიზებისა და შეფასებისთვის, რადგან
სწორედ რბილი ძალის გამოყენება მთავარი პოლიტიკური აქტორების მხრიდან
იქნება ამ ნაშრომის მთავარი საკითხი და ამასთანავე იმის გააზრება, თუ რას
წარმოადგენს იგი, არის მისი ქვაკუთხედი.

ტერმინი „რბილი ძალა“, პირველად გამოიყენა ამერიკელმა პროფესორმა ჯოზეფ ნაიმ


1990 წელს. ცნობილ დისკურსში ამერიკის ჰეგემონიის დასრულების შესახებ, ნაიმ
დაასაბუთა, რომ აშშ უძლიერესი სახელმწიფოა, არამხოლოდ თავისი სამხედრო და
ეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ კიდევ ერთი დამატებითი განზომილებით,
რასაც „რბილი ძალა“ უნდა ეწოდოს. ტერმინი, მალევე ფართოდ გავრცელდა
საზოგადოებასა თუ აკადემიურ წრეებში. ის წარმოადგენს მრავალგვარად გაგებულსა
და ზედეტერმინებულ ცნებას, ისევე, როგორც ბევრი სხვა საყოველთაო ტერმინი.
მომდევნო წლებში ნაიმ გააგრძელა მსჯელობა „რბილი ძალის“ შესახებ და აქცია ის
სრულყოფილ თეორიად. „რბილი ძალა“ უნარია, მოახდინოს სხვისი არჩევანის
ფორმირება, ხისტი მეთოდების გარეშე. პირად ურთიერთობებში ამგვარი მაგალითია
ქორწინება; ბიზნესში ჭკვიანმა მენეჯერმა იცის, რომ ლიდერობა არ ნიშნავს მხოლოდ
ბრძანებების გაცემას, არამედ მაგალითის მიცემას და რაციონალური არგუმენტებით
დაყოლიებას. პოლიტიკაში „რბილი ძალა“ არ არის მხოლოდ ზეგავლენა, ზეგავლენა
ხისტი ძალითაც მიიღწევა. „რბილი ძალა“ უფრო მეტია, ვიდრე დარწმუნება
არგუმენტებით. ეს არის უნარი მოხიბლო. „რბილი ძალა“ მოხიბვლის ძალაა. „რბილი
ძალის“ ვალუტა არ არის ტანკი ან ფული, არამედ თანამშრომლობის სურვილი.
როგორც ადამ სმიტი საუბრობდა ბაზრის უხილავ ხელზე, იდეათა ბაზარში, ჩვენი
სურვილები რბილი ძალის მიერ ფორმირდება. აქტორის მიერ „რბილი ძალის“
გამოყენება დამყარებულია სამ რესურსზე, ესენია: კულტურა, პოლიტიკური
ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა. მათი ეფექტურობა კი რა თქმა უნდა
კონტექსტუალურად უნდა შეფასდეს. რესურსებთან ერთად საჭიროა ის მექანიზმები,
რომლის საშუალებითაც სახელმწიფო შეძლებს თავისი მომხიბვლელობის
წარმოჩინებას, ანუ მოახერხებს „რბილი ძალის“ გავრცელებას იქ, სადაც ეს აქტორი
ამის საჭიროებას ხედავს. „რბილი ძალის“ მექანიზმად შეიძლება ნებისმიერი ქმედება
ჩაითვალოს, რომელიც მიმართულია კონკრეტული ქვეყნის კარგად წარმოჩინებისკენ,
თუმცა ჯოზეფ ნაი ამ მექანიზმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანებს გამოყოფს, ესენია:
ვაჭრობა, განათლება, პირადი კონტაქტები, ვიზიტები და სხვა.

ამერიკის რბილი ძალა

გაერთიანებული შტატების იმიჯი და მომზიდველობა მავალი იდეისა და


დამოკიდებულების კოპოზიციაა. ეს ნაწილობრივ დამოიდებულია კულტურაზე,
ნაწლობრივ საშინაო პოლიტიკასა და ფასეულობებზე და ნაწილობრივ აშშ- საგარეო
პოლიტიკის არსს, ტაქტიკასა და სტილზე. წლების მანძილზე ეს სამი რესურსი ყო ის
რაც განაპირობებდა ამერიკის რბილი ძალის არსებობას. შედეგის მისაღებად ანუ ის
რაც ამერიკას სურდა ხდებოდა მისი მომხიბლეობის ხარჯზე და არა იძულებაზე. აშშ-
ს დომოეინობას ამ კუთხით ხელს უწყობდა არა მხოლოდ ეკუნომიკური ფაქტორი
არამედ რეპუტაცია და მიმზიდველობა ამ სახელმწიფოს მიმართ სხვა რეგიონების.
(რაც კარგად ჩანს ნაის მიერ შემოთავაზებულ ჩარტებში) ეს არ არის ერთადერთი
ქვეყანა რომელსაც წარმატებული ეკონომიკა აქვს, თუმცა 500 გლობალური ტოპ
კომპანიიდან ნახევარი ამერიკულია და ეს 5-ჯერ მტია ვიდრე ამ მხრივ მეორე
ადგილზე მდგომი იაპონიის მაჩვენებელი. სოციალურო მაჩვენებელიც იმავეს
გვიჩვენებს:
რბილი ძალის მექანიზმები:

განათლება: უამრავი სტუდენტი რომელიც განათლებას იღებდა ამერიკაში შინ


ბრუნდება ამერიკული ინსტიტუტების და ფასეულობების უფრო მეტი
პატივისცემით, ამით ხდებოდა კულტურის გაცვლის პროცესი და ეს ყველაფერი
მნიშვნელოვნად ახდენდა გავლენას ელიტებზე. საბჭოთა კავშირისთვის კი ეს
ყველაფერი იქცა ტროას ცხენად. კოლინ ფარელი: „მე შემიძლია, ვიფიქრო რომ ჩვენი
ქვეყნისთვის არ არსებობს უფრი ღირებული ქონება, ვიდრე ვიდრე მომაავალი
მსოფლიო ლიდერების მეგობრობა, რომლებმაც განათლება აქ მიიღეს“.

გარდა ამისა პოპულარული სპორტის სახეობები დიდ როლს ასრუკებენ მოხიბლს


პოლიტიკაში კალათბურთი რომელიც გადაიცემა 750 მილიონი
ტელემაუწყებლებლობით 212 ქვეყანაში 42 ენაზე. ასევე ბეისბოილი რომელიც
გადაიცემა 224 ქვეყანაში.

მაკდონალდსი- ინდური ოჯახი როცა ესტუმრა მას თქვა რომ ეს არის მაერიკის
ნაწილი.

ერაყის ომის შემდეგ მუსლიმებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამერიკას და ამერიკულ


ბრენდებს ამის საფასუხოდ მათ შემქმნეს კოკა-კოლის შემცვლელი პროდუქტი მესა
კოლა.
მარშალის გეგმა: ჯორჯ მარშალმა ჰარვარდის ეზოში წარმოთქმული სიტყვით
დაიწყო უშაობა გეგმაზე რომელიც მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ევროპის კონტინენტის იმ სახის მიცემას რაც მას ეხლა აქვს, "ევროპის
დასახმარებლად შეერთებულ შტატებს ბევრის გაკეთება შეუძლია, ამ ქვეყნის როლი
უნდა იყოს მეგობრული დახმარება და აქ პოლიტიკური დაყოფების ადგილი არ
არის" - ამ სიტყვებით მიმართა მარშალამა ჰარვადრის უნივერსიტეტში შეკრებილებს.
„მარშალის გეგმამ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. ეს არ იყო მხოლოდ
ჰუმანიტარული დახმარება, ის ასევე მოიცავდა ეკონომიკური განვითარების
სტრატეგიას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ევროპის გეო-პოლიტიკური
ინტეგრაციის გეგმა.

საგანმანათლებლო პროგრამები, განკუთვნილია საზოგადოებათაშორის დონეზე


გრძელვადიანიკავშირების დამყარებისათვის. მათში ასევე შედის
მრავალრიცხოვანი კულტურული და გაცვლითი პროგრამები. მაგალითისათვის
- flex leaders exchange, რომელიც აშშ-ს მთავრობის მიერ ფინანსირდება და
განკუთვნილია აშშ-ში ახალგაზრდობის მიზიდვისათვის და აგრეთვე
კლასიკური ამერიკული პროგრამა „ფულბრაით“ - ინტელექტუალური
პოლიტიკური ელიტის მომზადება. ანალოგიური პროექტები, რასაკვირველია,
ხორციელდებოდა 90-იანი წლებიდანაც, მაგრამ აღნიშნული პერიოდიდან მათი
ინტენსიობა იზრდება, განსაკუთრებით მუსულმანურ ქვეყნებში.

ამ კონტექსტში შეიძლება განხილულ იქნას ფერადი რევოლუციებიც, რომელთა


მიზანი იყო სუსტად გამოხატული დემოკრატიის ქვეყნების ტრანსფორმირება
და ამ ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერება. ზოგიერთი მკვლევარის მიხდვით,
ვარდების რევოლუციასაქართველოში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში
და ტიტების რევოლუცია ყირგიზეთში,წარმოადგენდა უცხო ქვეყნების
სახელმწიფოს შიდა საქმეებშიჩარევას და არ შეიძლება აღქმული
ყოფილიყო,როგორც „რბილი ძალა“. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათი
მიზანი არ იყო არასასურველი რეჟიმების უბრალოდ დამხობა, არამედ მთავარი
ამოცანა იყო აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო
საზოგადოების ჩამოყალიბება, ის მაინც შეიძლება შეყვანილ იქნას „რბილი
ძალის“ ინსტრუმენტარიების არსენალში.

„რბილი ძალის“ სპეციფიკიდანგამომდინარე, რომელიც დინამიურ პოლიტიკურ


პროცესს წარმოადგენს, აშშ-ს „რბილი ძალა“ მთელ რიგ წინააღმდეგობებს
აწყდება. ერთის მხრივ ეს არის ტრადიციული, კულტურული ღირებულებები,
მათ შორის რელიგიური მრწამსი, რომელსაც საქართველოში აქტიურად
ავითარებს უკვე რუსეთის „რბილი ძალა“. კერძოდ, ხდება
მართლმადიდებლობის დაპირისპირება ისეთ იდეასთან, როგორიცაა ევროპული
„რბილი ძალის“ ლიბერალური ღირებულებებიდან გამომდინარე ადამიანის
უფლებების უზენაესობა, რომელშიც შედის „ლგბტ“ საზოგადოების უფლებებისა
და თავისუფლებების დაცვაც. მეორეს მხრივ, აუცილებლობას წარმოადგენს
ამერიკულ-ევროპული „რბილი ძალის“ და რეგიონში მოთამაშე ნებისმიერი
ქვეყნის „რბილი ძალის“ ფარგლებში შემოთავაზებული მნიშვნელოვან
წინადადებათა პაკეტების გადახედვა ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან
გამომდინარე და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინების თვალსაზრისით.

რუსეთი

რუსეთის რბილი ძალა ოფიციალურად იქნა აღიარებული ქვეყნის უსაფრთხოების


ძირითად საფრთხედ. სახელმწიფო სტრატეგიაში  ამის შესახებ ოფიციალურად
პირველად იქნა განცხადებული, და, მაშასადამე, შეიძლება, იმ ქმედებათა შედეგად
ჩაითვალოს, რასაც რუსული პროპაგანდა და რუსული გავლენა ახორციელებს
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.

რუსეთის რბილი ძალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ხილული გავლენის ნიშანია


მისი ანტიდასავლური, ტრადიციონალისტური და მესიანური იმიჯის დამკვიდრება
საქართველოში, რასაც თან ახლავს რუსეთთან საუკუნოვანი რელიგიური და
კულტურული კავშირების ხაზგასმა. ამ თვალსაზრისით, რუსული რბილი ძალის
ერთ-ერთი აგენტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც
ქვეყანაში კონსერვატიზმის ფორპოსტად  რჩება და თან მოსახლეობის დიდი ნაწილის
ნდბითა და მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, გავრცელებულია აზრი, რომ
ეკლესიაში არსებული პროდასავლური ხაზი, ასე თუ ისე, პრორუსული
მიმართულების საპირწონე ძალის როლს ასრულებს, რის წყალობითაც ხსენებული
ინსტიტუცია იმაზე ნაკლებადაა რუსული გავლენისადმი მიდრეკილი, ვიდრე,
შესაძლოა, გარედან ჩანდეს.

o რელიგია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციულად იდგა რუსული


სახელმწიფოს სამსახურში. დღესაც, მსოფლიოს მართლმადიდებელ თემებთან
კავშირების მეშვეობით, ის ხელს უწყობს რუსეთის რბილი ძალის ამოქმედებასა თუ
წარმატებულობას ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება. ცნობილია, რომ რუსეთისა და
საქართველოს საპატრიარქოებს შორის კავშირი მჭიდროა. დღეს საქართველოში
ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია, რომელიც განიცდის რუსეთის რბილი ძალის
უშუალო გავლენას, სწორედ საპატრიარქოა.
o განათლება

ის, რომ უფასო უმაღლეს განათლებას რუსეთი რბილი ძალის ერთ-ერთ


კომპონენტად იყენებს, არაერთი კვლევის თუ ანალიზის საფუძველი გამხდარა.
ნარკვევში “რუსეთის რბილი ძალის სტრატეგიის გაგება” ავტორები წერენ, რომ
რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად ავითარებდა იმ
პოტენციალს, რამაც ის რუსეთის “რბილ ძალად” ჩამოაყალიბა. ეტაპობრივი
განვითარების ნაწილია უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის კვოტების ზრდა რუსეთის
ფედერაციის უნივერსიტეტებში. კვლევის თანახმად, თითოეული ქვეყნისთვის 70
-100 ადგილი აქვს გამოყოფილი ქვეყანას.

უფასო უმაღლესი განათლების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10


წელზე მეტია არსებობს, წელს კი 110 ადგილია გამოყოფილი იმ
აბიტურიენტებისთვის, ვისაც რუსეთში უნდა სწავლა. რუსეთის სამთავრობო
პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 500 უმაღლესი სასწავლებელი 85
ქალაქში. განსაკუთრებით მარტივია ის პროცედურები, რომლებიც აბიტურიენტმა
უნდა გაიაროს იმისთვის, რომ რუსეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით
სარგებლობა შეძლოს. ისინი არ ითხოვენ გამოცდას, მათ შორის არც ენის გამოცდას.
თუ მოსწავლემ საშუალო განათლება ქართულ ენაზე მიიღო, რუსული ენის ცოდნის
დასადასტურებლად მხოლოდ რუსულის ენის პედაგოგის რეკომენდაცია სჭირდება.
გარდა ამისა, რუსეთი საკუთარი უნივერსიტეტების წარმომადგენლობებს ხსნის
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რასაც პრორუსული მედიის გავლენაც
ემატება და ამგვარად უწყობს ხელს რუსეთი მისი მხარდამჭერი აზროვნების
ჩამოყალიბებას ახალგაზრდა მოქალაქეებში.

o ეკონომიკური ბერკეტები

ეკონომიკა რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი


შემადგენელია. რუსეთი წარმატებით ახერხებს სხვადასხვა ეკონომიკური ბერკეტით,
ძირითადად კი ენერგორესურსებით, პარტნიორი ქვეყნების შანტაჟირებას. როგორც
საქართველოსთან ასევე სომხეთისა და აზერბეიჯანისა მიმართებით რუსეთის
ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საკუთრივ ქვეყნის შიგნით. საქართველოში, ახალი
ხელისუფლების ძალისხმევით რუსულ ბაზარზე ნაწილობრივ დაბრუნდა ქართული
პროდუქცია და რუსეთთან მზარდი ეკონომიკური კავშირები ქართული
საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შიშებს აღძრავს. თუმცა ახლაც რუსეთში
ექსპორტს არ მიუღწევია იმ მაჩვენებლისთვის საქართველოს საგარეო ვაჭრობაში,
რათა შესაძლო ემბარგომ რუსეთის მხრიდან აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს
ჩვენს ეკონომიკას. ევორკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში
გაჩენილი პერსპექტივები კი საქართველოზე რუსეთის ეკონომიკურ გავლენას,
სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს.

o პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების მოსვლამ და


რეპრესიულ მეთოდებზე უარის თქმამ ხელი შეუწყო იმ პოლიტიკური პარტიების,
მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას,
რომლებიც პრორუსული ორიენტაციის მატარებლებადაა მიჩნეული. 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში "პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო
ზღვარი გადალახა, პარლამენტში ექვსი ადგილი მოიპოვა, ხოლო აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ერთი ადგილი. ბევრის გასაკვირად,
აჭარის უმაღლეს საბჭოში საკუთარი წარმომადგენლის გაყვანა ნინო ბურჯანაძის
პარტიამ, "ერთიანმა საქართველომაც" მოახერხა. უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონს,
ტურისტული მიმზიდველობის გარდა, საკუთარი, გამორჩეული იდენტობა აქვს, რაც,
შესაძლოა, რუსული გავლენის აქ გასაძლიერებლად ხელშემწყობი ფაქტორიც
აღმოჩნდეს. ლეგიტიმაციის მინიჭება იმ ანტიდასავლური პარტიებისათვის,
რომლებსაც მოსკოვთან უშუალო კავშირი აქვთ, სწორედ ისაა, რისკენაც რუსეთი ასე
"ოპერატიულად" მიისწრაფის ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

რუსეთს ასევე დიდი გავლენა გააჩნია საქართველოში არსებული არასამთავრობო


ორგანიზაციების დიდ ნაწილზე, მათი უმრავლესობა გამოირჩევა ანტიდასავლური
რიტორიკით , ასევე ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს
აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე. ასეთი ორგანიზაციებია:
ევრაზიის ინსტიტუტი , ევრაზიული არჩევანი, სახალხო მოძრაობა ქართულ-
რუსული დიალოგის და თანამშრომლობისთვის, ისტორიულკი მემკვიდრეობა და
სხვა.

აშშ-ს დაზვერვის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთს, ისევე


როგორც მის საბჭოთა წინამორბედს, ფარული კამპანიების განხორციელების დიდი
ისტორიული გამოცდილება გააჩნია, რომლის ფარგლებშიც აქტიურად იყენებს
დაზვერვის ოფიცრებსა და მედია საშუალებებს კრემლს მიმართ მტრულად
განწყობილი კანდიდატების დისკრედიტირებისთვის. რუსეთი საინფორმაციო
სტრატეგიის ფარგლებში იყენებს ისეთ ინსტრუმენტთა ერთობლიობას როგორიცაა:
 კიბერ შეტევები
 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები
 შუამავლები (third-party intermediaries)
 სოციალური მედია და ინტერნეტ „ტროლები“

ევროპარლამენტის რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს ევროპულ მიწაზე მიმდინარე


რუსული საინფორმაციო ოპერაციებისადმი სიფხიზლისკენ უბიძგებს და მოუწოდებს
გააძლიერონ შესაძლებლობათა გაზიარებისა და კონტრდაზვერვის ოპერაციები
რუსეთის დეზინფორმაციული ქმედებების წინააღმდეგ. ამ მიმართულებით,
განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
კრემლის ნარატივის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა ბლოკის ყოფილ წევრ
სახელმწიფოებში.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რეზოლუციის მიღებამდე ერთი წლით ადრე, 2015


წელს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკავშირის ინსტიტუტებისა
და წევრ სახელმწიფოთა ძალისხმევით შექმნილი აღმოსავლეთ სტრატეგიული
კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი (East StratCom Task Force), რომლის უმთავრესი
მიზანი რუსული დეზინფორმაციული ნარატივების ანალიზი და პროაქტიული
სტრატეგიული კომუნიკაციების დამყარებაა.

სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი, დეზინფორმაციისა და მითების


ქსელის (Disinformation/Myth-busting Network) ანგარიშებზე დაყრდნობით, რომელიც
30 ქვეყნის 400- ზე მეტი ექსპერტის, ჟურნალისტისა და არასამთავრობო (NGO) და
კვლევითი ორგანიზაციების (Think Tank) წარმომადგენლებისგან შედგება,
ყოველკვირეულად გამოსცემს „დეზინფორმაციის მიმოხილვის“ დოკუმენტს, ასევე
ანალიტიკურ „დეზინფორმაციის დაიჯესტს“, რომელიც საზოგადოებას კრემლის
დეზინფორმაციული ნარატივებისა და პროპაგანდის კონკრეტული შემთხვევების
შესახებ უახლეს ინფორმაციას აწვდის.

საქართველოში რუსული პროპაგანდის ნარატივები ძირითადად წარმოდგენილია


სამი დომინანტური ნარატივით, რომელიც მუდმივად ისმის პრორუსული
საინფორმაციო საშუალებების მხრიდან:

 სარწმუნოება, როგორც ერთიანობის საფუძველი;


 ნაციონალური იდენტობა – ისტორიული წარსულისა და ზიარი
ღირებულებების გათვალისწინებით ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი
დისკურსები;
 კულტურული სიახლოვე – ერთიანი კულტურული პროცესების
გამოცდილება

რეკომენდაციები

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონორების მხრიდან მოხდეს მედიის


სტიმულირება კონსტრუქციული საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, რაც
გულისხმობს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ირგვლივ
დისკუსიებს.

 მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პარტიების დაფინანსების ეფექტური აუდიტი


და მონიტორინგი, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს არაფორმალური
არხებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.
 მნიშვნელოვანია, შემუშავდეს როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადი განვითარებისათვის
სტრუქტურული დახმარების საგრანტო პროგრამები, სადაც ჩართულნი
იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები.
 ხელი შეეწყოს წამყვანი დასავლური მედიასაშუალებების (მაგალითად, CNN,
BBC) საინფორმაციო და პოლიტიკური გამოშვებების ქართულენოვანი (ხოლო
ეთნიკური უმცირესობებისთვის, შესაბამისად, ადაპტირებული) ვერსიების
შექმნას, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს
მაღალი სტანდარტის დასავლური მედიის მიერ გაშუქებული საერთაშორისო
მოვლენები.
 ძალზე მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნოდ არ მოხდეს რადიკალური
დაპირისპირება და საზოგადოების პოლარიზაცია პოლიტიკური პარტიების
მხრიდან, სასურველია, წინასაარჩევნო პროცესი წარიმართოს
კონსტრუქციული ოპონირების პირობებში
 უნდა გაიზარდოს ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ მათ გამოაქვეყნონ ზოგადი ინფორმაცია ორგანიზაციის
ბიუჯეტისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
 უნდა მოხდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების
საჭიროებების კომპლექსური შესწავლა, მონიტორინგი და ანალიზი,
განსაკუთრებით განათლების სისტემის მიმართულებით.
 რუსეთის საკითხზე უნდა მოხდეს საპარლამენტო დონეზე დისკუსიების
ორგანიზება.
გამოყენებული ლიტერატურა:

 European union external action, East Start Com task force, 05/12/2018
https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/2116/-questions-and-answers-
about-the-east-stratcom-task-force_en

 Nye Jr. Joseph “Soft Power: The Means to Success in World Politics” 2004 by Joseph S. Nye

 Dr. Rasmus Nielsen “Europe’s chance to show the value of a ‘soft power’ collaboration to fight
disinformation”14March,2018
https://www.oxfordmartin.ox.ac.uk/blog/europes-chance-to-show-the-value-of-a-soft-power-
collaboration-to-fight-disinformation/

 European Initiative Liberal Academy Tbilisi, “რუსეთის რბილი და ხისტი ძალის


საფრთხეები საქართველოში.2016
http://www.ei-lat.ge/images/doc/politikis%20dokumenti.pdf

You might also like