You are on page 1of 3

,,ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი

საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში“

 პრობლემის აქტუალობა:

ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის


წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს ინტერესის საგანს ერებს შორის.
ეთნიკურობა და ეთნიკური პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში ძალიან
მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და გავლენას ახდენს ადამიანთა ყოფასა, თუ
პოლიტიკურ ელფერზე. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური
ინტეგრაცია კომპლექსური პროცესია, თუმცა ამ კუთხით საქართველოს, როგორც
გადამავალი დემოკრატიის ქვეყანას, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი,
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ოფიციალურად აქვს აღებული ევროპასთან
ინტეგრაციის კურსი. ამ და სხვა გარემოებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად
რჩება ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი უმცირესობების ეროვნულ დონეზე
ხარისხიანი პოლიტიკური მონაწილეობა.

დღესდღეობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნის


მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედს შეადგენენ (მათი დიდი ნაწილი – უმეტესად
ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები – კომპაქტურად განსახლებულნი არიან
ქვეყნის სამხრეთით – სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში,
აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონში და აგრეთვე, მცირე ეთნოსები საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში) (საქართველოს საკანონდებლო მაცნე, 2015).

საკვლევი თემის აქტუალობას განაპირობებს ქვეყანაში არსებული ვითარება


ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხრივ. ცხადია, ეთნიკური უმცირესობების
ღირსეული პოლიტიკური ინტეგრაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის
წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცაღა, მათი პოლიტიკური
ინტეგრაცია კვლავ გამოწვევად რჩება. უპრიანი იქნება იმის აღნიშვნაც, რომ
ეთნიკური უმცირესობების ნაკლებმა ინტეგრაციამ და საზოგადოებაში ჩართულობამ
შეიძლება ქვეყანა დააყენოს მრავალი დილების წინაშე. მაგალითად, ვფიქრობ,
გარიყული მდგომარეობით ისინი შეიძლება წავიდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ და
მომავალში ეს სეპარატიზმის საფრთხითაც შეიძლება გამოვლინდეს. აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ ეთნიკური უმცირესობების სიახლოვე პოლიტიკურ ცხოვრებასთან, მათი
ინტეგრაციის დონე საჯარო პოლიტიკაში ხელს შეუწყობს საქართველოში
დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას. გარდა ამისა, მათი
ინტეგრაციის პრობლემა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სახელმწიფოში ისინი
რეალურ ელექტორატს წარმოადგენენ და იმსახურებენ სახელმწიფოს მხრიდან იყვნენ
ყურადღების ცენტრში, ასევე მათი ნაკლები ჩართულობით საზოგადოებაში
სახელმწიფო კარგავს უამრავ რესურსს, ამიტომ თითეული მათგანის უნარები უფრო
კარგად უნდა იქნეს გამოვლენილი და მოხდეს მათი ჩართულობა შესაბამის
კატეგორიაში, მათი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. პრობლემა,
რომელიც ამ მხრივ შეიძლება წარმოიქმნას მრავალგვარია და გაუცხოების პოლიტიკამ
შეიძლება ქვეყნის გარეთ მოქმედ ძალებს დესტაბილიზაციის საბაბიც კი მისცეს.
სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ყველა ის საშიშროება და საფრთხე, რაც
შეიძლება გამოვლინდეს არსებული პრობლემების შემთხვევაში. პირველი
სეპარატიზმის არსებობა ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა, რაც კიდევ შეიძლება
სახელმწიფოს დაემუქროს ეთნიკური უმცირესობების მხრიდან, რაც როგორც
აღვნიშნე, ნაკლები ინტეგრაციის შედეგად არის მოსალოდნელი. ამიტომ მათი
ჩართულობა პოლიტიკურ, თუ სოციალურ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 კვლევის მიზანი:

კვლევის მიზანია გავიგოთ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების


სახელმწიფოსთან პოლიტიკური იდენტობის ხარისხი.

 ამოცანა:
1. გავიგოთ, რამდენად აქვთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს
სახელმწიფოსთან პოლიტიკური იდენტობის განცდა.
2. გავიგოთ, ის ფაქტორები, რაც ხელს უწყობს/უშლის ეთნიკურ უმცირესობებს
სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ ცხოვრებასთან ინტეგრირებაში.
3. გავიგოთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ეთნიკური
უმცირესობების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობას.
4. გავიგოთ, ეთნიკურ უმცირესობათა დამოკიდებულება პოლიტიკურ ცხოვრებაში
მონაწილეობაზე.
5. გავიგოთ, არსებობს თუ არა რაიმე ბარიერები, რაც ეთნიკური უმცირესობების
ჩართულობას შეუშლის ხელს პოლიტიკურ პროცესში.

 კონცეპტუალიზაცია:

ეთნიკური უმცირესობა- ეთნიკური ჯგუფი ეს არის ისტორიულად


ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი სოციალური ერთობა, რომელსაც საერთო
ადათ–წესები, ენა, კულტურა, რწმენა აქვს.

ინტეგრაცია-სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი, რომლის


მიზანია ცალკეულ ჯგუფთა თვითიდენტიფიკაციის ერთიან საზოგადოებრივ და
კულტურულ ჩარჩოებში მოქცევა. ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, როდესაც
„ელემენტებად“ მოიაზრებიან პიროვნებები/ადამიანები, რომლებიც
განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით (რასა, სქესი, რელიგია, ეთნოსი,
სოციალური კლასი და ა.შ.).

პოლიტიკური იდენტობა- ადამიანები ზოგჯერ საკუთარ თავს ამა თუ იმ


პოლიტიკურ ჯგუფთან თუ პოლიტიკურ ლიდერთან აკავშირებენ. პოლიტიკურმა
იდენტობამ შეიძლება პერსონიფიცირებული იდენტობის სახეც მიიღოს. ასეთ
შემთხვევაში ადამიანები არა რომელიმე პარტიის, არამედ კონკრეტული ლიდერის
მიმართ გრძნობენ ემოციურ მიჯაჭვულობას.

You might also like