Professional Documents
Culture Documents
Fokus Jgufi - Javaxisvili PDF
Fokus Jgufi - Javaxisvili PDF
თავი IX - ფოკუს-ჯგუფი
ფოკუს-ჯგუფი დისკუსიაზე დაფუძნებული ინტერვიუა. მონაცემები რესპონდენტთა
ჯგუფისაგან მიიღება, ეს არის კარგად გამიზნული და ორგანიზებული შეკრება.
ფოკუს-ჯგუფის დანიშნულება
ფოკუს-ჯგუფი სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება, მისი მიზანია გაიგოს
მონაწილეთა აზრი, თუ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ის სხვა მეთოდებთან
ერთად მონაცემების შესაგროვებლად გამოიყენება იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეეფერება
საკვლევ გეგმას. მას შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია რაიმე აქტუალური საკითხის შესახებ,
ან პირიქით, წამოჭრას ახალი საკითხი. ფოკუს-ჯგუფის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს,
რომ ის აკონტროლებს, თვალს ადევნებს აზრის ფორმირებისა და მისი გამოხატვის პროცესს
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფოკუს-ჯგუფი ძალიან სასარგებლოა კროს-კულტურული
კვლევისთვისაც.
ფოკუსური სტიმული
ფოკუს-ჯგუფის კვლევის ფოკუსში მყოფი საკითხი კონკრეტული დისკუსიისაკენაა
მიმართული, რომელიც გარკვეულ სტიმულურ ობიექტთან, მოვლენასთან თუ
სიტუაციასთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს სარეკლამო რგოლი ან მთელი კამპანია,
პრობლემური საგაზეთო სტატია ან ტელე-რადიო გადაცემა, ადამიანების რეაქცია რაიმე
სამომხმარებლო პროდუქტზე, ან რაიმე სოციალური მოვლენა. სტიმულების შესაძლო
არეალი საკმაოდ ფართოა და ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს.
ფოკუს-ჯგუფის ზომა
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 9 ადამიანით განისაზღვრება, თუმცა,
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 6 ან 8 წევრი უმჯობესია. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რაც
უფრო ნაკლებია წევრთა რაოდენობა ჯგუფში, მით უფრო ნაყოფიერია მუშაობა. დიდი
ჯგუფების გაკონტროლება რთულია, მით უმეტეს, რომ ფოკუს ჯგუფის მუშაობას იწერენ
აუდიო-ვიდეო აპარატურაზე, ხოლო სესიის ჩაწერა დიდი ჯგუფის პირობებში
გართულებულია, ვინაიდან ყველა ადამიანი განსხვავებული ხმით, ტემბრით, და სისწრაფით
საუბრობს. აქედან გამომდინარე, ყოველივე ამის კასეტაზე დაფიქსირება შეიძლება
შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყოველი ახალი სესიის დაწყების
წინ საჭიროა მონაწილეთა რაოდენობის 25%-ით გაზრდა, რადგან წინა სესიების მონაწილეთა
სრული რაოდენობა შემდგომ სესიებზე არ გამოცხადდება.
50
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები Qwelly
მდებარეობა და მოწყობა
ფოკუს-ჯგუფის ჩატარების ადგილი ხელსაყრელი უნდა იყოს როგორც თითეული
მონაწილის, ასევე კვლევის მიზნისათვისაც. უმჯობესი იქნება, თუ კვლევა ნეიტრალურ
ადგილას ჩატარდება, თუმცა, ამ მიზნის სისრულეში მოყვანა რთულია. ხშირ შემთხვევაში
კვლევა გარკვეულ დაწესებულებაში მიმდინარეობს, მაგ: საავადმყოფოში.
მონაწილეებისათვის წამყვანია ორი მოთხოვნა: კომფორტი და შესატყვისი გარემო. დიდი
მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე იმ ადგილის გემოვნებით მოწყობასაც, სადაც უნდა
წარიმართოს კვლევა, ვინაიდან ესთეტიკური გარემო კვლევის წარმატებულად ჩატარების
ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, კვლევამ ხელი არ უნდა შეუშალოს თვითონ
მონაწილეს და არ უნდა დაურღვიოს დღის რეჟიმი – ვთქვათ, ბავშვის მოვლა ან
ტრანსპორტირების პრობლემა. ჯგუფის წევრები საკუთარ სახელებს (მხოლოდ სახელებს და
არა გვარებს) წააწერენ ქაღალდზე და მაგიდაზე დადებენ, ან გულზე მიიბნევენ. შედეგად,
ჯგუფის წევრები ერთმანეთს სახელით მიმართავენ.
სესიის ხანგრძლივობა
ფოკუს ჯგუფის მეთოდის მცოდნეთა უმეტესობის აზრით, სესიის ხანგრძლივობა
უფროსებში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, (თუმცა არსებობს 3 ან 3 საათ ნახევრიანი
ჯგუფებიც), ბავშვებში 1 საათს.
51
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები Qwelly
52