Professional Documents
Culture Documents
დიდი-ინკვიზიტორი-თეოდორ დოსტოევსკი
დიდი-ინკვიზიტორი-თეოდორ დოსტოევსკი
– ჩაიცინა
ივანმა, – თუმცა მე რა მთხზველი ვარ! მისმინე!
ვიქტორ ჰიუგოს რომანში �Notre Dame de Paris“ ერთი ასეთი ეპიზოდია: ლუდოვიკო
მეთერთმეტეს მეფობის დროს პარიზის რატუშის დარბაზში საფრანგეთის დოფინის
დაბადებასთან დაკავშირებით, ხალხისთვის მუქთი, ჭკუის სასწავლი წარმოდგენა გაიმართა.
პიესის სახელწოდება იყო: �Le bon jugement de la tres seinte et gracieuse Vierge Marie“. ამ
პიესაში თვით ღვთისმშობელი გამოდის სცენაზე და თავის �bon jugement“-ს წარმოთქვამს.
ჩვენთანაც, პეტრემდელ მოსკოვში, დროდადრო იდგმებოდა ხოლმე დაახლოებით მსგავსი
ნაწარმოებები, განსაკუთრებით, ძველი აღთქმის სიუჟეტების მიხედვით. დრამატული
ნაწარმოებების გარდა, მაშინ მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა ნაირ-ნაირი მოარული
ამბავი და �ლექსი“, რომელთა გმირებიც, საჭიროებისამებრ, იყვნენ ანგელოზები,
წმინდანები და ყოველი ზეციური ძალა.
იმ დროს რომ დაწერილიყო, ჩემი პოემაც ამგვარივე იქნებოდა. ჩემს პოემაში სცენაზე
გამოდის თავად ის. თუმცა არაფერს ამბობს, მხოლოდ გამოცხადდება და უჩუმრად
გაუჩინარდება. თხუთმეტი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აღგვითქვა, რომ
დაუბრუნდებოდა თავის სამეუფეოს. თხუთმეტი საუკუნის წინათ მისმა წინასწარმეტყველმა
დაწერა: �აჰა, მოვალ მალე.“ �ხოლო დღე და ჟამი ის არავინ იცის, არცა ძემან მისმან,
მხოლოდ ზეციერმა მამამან ჩემმან“. ასე მოგვახსენა თავადაც მაშინ, როდესაც ჩვენთან
იმყოფებოდა. კაცობრიობა კვლავ დიდი რწმენით, მოუთმენლად ელის მას. ოო, უფრო დიდი
რწმენით, რამეთუ თხუთმეტი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც შეგვიწყდა საიმედო
დაპირება ზეციდან: გწამდეს იგი, რასაც გეტყვის გული, აღარაა საწინდარი ციდან. დიახაც,
მხოლოდ გულის ნაკარნახევი უნდა გვწამდეს!
ჯვრის მძიმე ტვირთით დამწუხრებულმა ზეცის მეუფემ – მონის ხატებით, მშობელო მიწავ,
კიდით-კიდემდე შემოგიარა ლოცვა-კურთხევით. ეს აუცილებლად ასე იქნებოდა,
ნამდვილად. ჰოდა, მან ინება, მცირე ხნით მაინც, მოვლენოდა განაწამებ, გატანჯულ და
ცოდვილ, მაგრამ მისდამი ბალღური სიყვარულით გამსჭვალულ მრევლს.
იგი სევილიის ტაძრის კარიბჭესთან ჩერდება სწორედ მაშინ, როცა ტაძარში ტირილით
შეაქვთ კუბო, რომელშიც ცნობილი მოქალაქის შვიდი წლის გოგონა ყვავილებში ჩაფლული
ასვენია. �იგი გააცოცხლებს შენს გოგონას“, – ბრბოდან ვიღაც ამხნევებს მოტირალ დედას.
პროცესიის შესახვედრად გამოსული პატერი წარბებშეჭმუხნილი და გაოგნებული დგას. ამ
დროს გაისმის მიცვალებულის დედის მოთქმა. ქალი დაემხობა უფლის ფერხთა წინ და
შესძახებს: �უკეთუ, ეს შენ ხარ, გააცოცხლე ჩემი გოგონა!“ პროცესია შედგება და კუბოს მის
ფეხებთან დაასვენებენ. იგი გულმოწყალებით გადახედავს მიცვალებულს და მისი ბაგეები
კიდევ ერთხელ წარმოსთქვამენ: �ტალიფა კუმი“ – �აღსდექ, ქალწულო!“ გოგონა კუბოში
წამოჯდება და მომღიმარი, გაოცებული, ფართოდ გახელილი თვალებით ირგვლივ
მიმოიხედავს. ხელებში თეთრი ვარდების თაიგული უჭირავს, რომელთან ერთადაც კუბოში
ესვენა. ხალხი შეცბუნდება, აყვირდება და აქვითინდება.
– თუნდაც ეგრე იყოს, – გაიცინა ივანმა, – თუკი თანამედროვე რეალიზმით ისე ხარ
განებივრებული, რომ ვერანაირ ფანტაზიას ვერ იტან. გსურს გუი პრო გუი, ასეც იყოს.
მართალია, – კვლავ გაიცინა ივანმა, – დიდი ინკვიზიტორი ოთხმოცდაათი წლისაა და არ
არის გამორიცხული, რომ საკუთარ იდეას უკვე დიდი ხნის წინ შეეშალა ჭკუიდან. ისიც
შესაძლებელია, რომ ტყვეს თავისი გარეგნობით გაეოცებინა. ბოლოს და ბოლოს, იქნებ
უბრალო ბოდვა იყო, გუშინდელი აუტოდაფეთი – ასი ერეტიკოსის დაწვით აღგზნებული
ოთხმოცდაათი წლის მოხუცის სიკვდილის წინა ხილვა. მაგრამ ჩვენთვის განა სულ ერთი არ
არის, რაღა გუი პრო გუი და რაღა უსაზღვრო ფანტაზია? საქმე ის არის, რომ მოხუცს რაღაცის
თქმა უნდოდა, ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში მხოლოდ ახლა მიეცა საშუალება,
გამოეთქვა ის, რაზედაც მთელი სიცოცხლე დუმდა.
– დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში ასე უნდა ყოფილიყო, – კვლავ გაეცინა ივანს, – თვით მოხუცი
შენიშვნას აძლევს, რომ ტყვეს უფლება არა აქვს, ადრე ნათქვამს რაიმე დაუმატოს. ჩემი
აზრით, სწორედ ეს არის რომის კათოლიკობის ძირითადი ნიშანი: �შენ ყველა უფლება
გადაეცი პაპს, ამიერიდან თუნდაც სულ ნუ მოხვალ, დრომდე მაინც ხელს ნუ შეგვიშლი“.
იეზუიტები ამას არათუ ხმამაღლა ამბობენ, არამედ წერენ კიდეც. თავად წამიკითხავს მათ
საღვთისმეტყველო თხზულებებში. �გაქვს კი უფლება, თუნდაც ერთი საიდუმლო გვამცნო
იმ სამყაროს შესახებ, საიდანაც შენ მოხველ? – ეკითხება მოხუცი და თავადვე პასუხობს, – არა,
არ გაქვს! რადგან არ გაქვს უფლება, რაიმე დაუმატო იმას, რაც ადრე იყო თქმული, არ გაქვს
უფლება, წაართვა ადამიანებს ის თავისუფლება, რომელსაც მაშინ აქ, მიწაზე, ასე იცავდი. ის,
რასაც ახლა გვაუწყებ, ავნებს ადამიანთა თავისუფალ რწმენას, რადგან მოგვევლინება
როგორც სასწაული. ადამიანის რწმენის თავისუფლება კი ჯერ კიდევ ათას ხუთასი წლის
წინათ იყო შენთვის ყველაზე ძვირფასი. განა შენ არ ეუბნებოდი მათ: �თავისუფალი მინდა
გაგხადოთო“?! ახლა ხომ ნახე ეს �თავისუფალი“ ადამიანები, – უცებ მრავალმნიშვნელოვანი
ღიმილით დაუმატა მოხუცმა, – დიახ, ეს საქმე ძვირი დაგვიჯდა, – გააგრძელა მან და
მკაცრად გადახედა, – მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის შენი სახელით დავასრულეთ.
თხუთმეტი საუკუნე გვაწამებდა ეს თავისუფლება, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა და
დასრულდა საფუძვლიანად. არ გჯერა, საფუძვლიანად რომ დასრულდა? როგორ მშვიდად
მიყურებ, არაფერი გაშფოთებს? იცოდე, რომ დღეს, სწორედ ამჟამად, ვიდრე ოდესმე, ეს
ხალხი დარწმუნდა, რომ თავისუფალია, თუმცა თავად მოგვართვა საკუთარი თავისუფლება
და მორჩილად ჩაგვაბარა. ჩვენ ასე მოვიქეცით, შენ კი, რა გინდოდა – ასეთი თავისუფლება?“
– აი, მთავარიც ის არის, რომ მოხუცს რაღაცის თქმა უნდა. �საშინელი და გონიერი სული,
თვითგანადგურებისა და არყოფნის სული, – აგრძელებს მოხუცი, – დიადი სული
გესაუბრებოდა უდაბნოში. წიგნებიდან ვიცით, თურმე ის შენს �ცდუნებას“ ცდილობდა. ეს
ასეა? განა შეიძლებოდა იმაზე უფრო ჭეშმარიტი რამის თქმა, რაც მან თავისი იმ სამი
კითხვით გაუწყა, რომელიც შენ უარყავი და რომლებსაც წიგნებში ცდუნებებს უწოდებენ?
თუმცა თუ ოდესმე დიდი სასწაული მომხდარა მიწაზე, იმ დღეს მოხდა, იმ სამი ცდუნების
დღეს. სწორედ ის სამი კითხვა იყო სასწაული. მაგალითისათვის და შესამოწმებლად, თუკი
შესაძლებელი იქნება, დავუშვათ, რომ იმ საშინელი სულის სამი კითხვა წიგნებში უკვალოდ
გაქრა და საჭირო გახდა მათი აღდგენა, კვლავ მოგონება და შეთხზვა, რომ ხელახლა
შეიტანონ წიგნებში და ამისათვის კი მთელი მსოფლიოს ბრძენნი – გამგებლები,
მღვდელმთავრები, მეცნიერები და პოეტები – უნდა შეკრიბონ და დაუსვან ამოცანა:
მოიფიქრეთ და ჩამოაყალიბეთ სამი ისეთი კითხვა, რომელიც არა მარტო უნდა
შეესაბამებოდეს მოვლენის ზომას, არამედ გამოხატავდეს კიდეც მასზე უფრო მეტს,
კაცობრიობისა და მსოფლიოს მთელ მომავალ ისტორიას, სამი სიტყვით, სამი ადამიანური
ფრაზით, – როგორ ფიქრობ, შეძლებდა კი დედამიწის გაერთიანებული სიბრძნე, მოეგონებინა
ისეთი ძალისა და სიღრმის სამი კითხვის მსგავსი რამ, რომელიც მაშინ სინამდვილეში
შემოგთავაზა ძლევამოსილმა და გონიერმა სულმა? მარტოოდენ ამ სამი კითხვით, მხოლოდ
მათი სასწაულებრივი წარმოშობით შეიძლება მიხვდე, რომ საქმე გაქვს არა ადამიანის
წარმავალ გონებასთან, არამედ მარადიულ და აბსოლუტურ გონთან. რამეთუ ამ სამ
კითხვაშია ნაწინასწარმეტყველები და ერთ მთლიანობადაა გაერთიანებული კაცობრიობის
მთელი შემდგომი ისტორია, გამოვლენილია სამი ხასიათი, რომელშიც თავმოყრილია
ადამიანის ბუნების ყველა გადაუწყვეტელი ისტორიული წინააღმდეგობა. იმ დროისათვის ეს
ასე არ ჩანდა, რადგან მომავალი უხილავი იყო. ახლა კი, როცა თხუთმეტი საუკუნე გავიდა,
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სამ კითხვაში ყველაფერი ისე გამოცნობილი და
ნაწინასწარმეტყველები იყო, ყოველივე ისე გამართლდა, რომ რაიმეს მოკლება ან დამატება
აღარ შეიძლება. თავად გადაწყვიტე, ვინ იყო მართალი: შენ თუ ის, რომელმაც კითხვები
დაგისვა? გაიხსენე პირველი კითხვა; თუმცა ზუსტად შეიძლება ვერ გადმოგცე, მაგრამ მისი
შინაარსი ასეთია:
იცოდე, მე არ მეშინია შენი. ისიც იცოდე, მეც ვიყავი უდაბნოში, მეც ვმარხულობდი,
ვიკვებებოდი ძირხვენებით და ვლოცავდი იმ თავისუფლებას, რომლითაც შენ დალოცე
ხალხი, მეც დამაშვრალი ვაპირებდი შენს რჩეულთა რიცხვში მოხვედრას, მორჭმულთა და
ძლიერთა რიცხვში, რომ �შემევსო რიცხვი“, მაგრამ გამოვფხიზლდი და აღარ მოვისურვე
უგუნურობის სამსახური. გამოვბრუნდი და მივეკუთვნე იმ ხალხს, რომელმაც შეასწორა შენი
ღვაწლი. განვერიდე ამაყებს და დავუბრუნდი ბედს დამორჩილებულებს, ამ უკანასკნელთა
ბედნიერებისათვის. რასაც გეუბნები, აღსრულდება და აიგება სამეფო ჩვენი. შენ ხვალ
იხილავ, ჩემს ერთ დაძახებაზე როგორ გამოიქცევა ის მორჩილი ფარა, რათა შეუკეთოს ფიჩხი
იმ კოცონს, რომელზედაც შენ დაგწვავ, რამეთუ შენ მოხვედი ჩვენთვის ხელის შესაშლელად.
თუკი ვინმემ დაიმსახურა კოცონზე დაწვა, ეს შენ ხარ! ხვალ დაგწვავ, Dixi!
ივანი გაჩუმდა. იგი აღგზნებული და ეშხში შესული ლაპარაკობდა, როცა მოათავა, გაიღიმა.
აღელვებული ალიოშა ჩუმად უსმენდა ძმას, თუმცა ბევრჯერ სურდა შეეწყვეტინებინა,
მაგრამ თავს იკავებდა. უცებ სულმოუთქმელად ალაპარაკდა:
– მოიცა, მოიცა, – სიცილით უთხრა ივანმა, – რამ გაგაცოფა?! შენ ამბობ ფანტაზიააო, კი
ბატონო! ცხადია, ფანტაზიაა, თუმცა შენ მართალი გგონია, რომ უკანასკნელი საუკუნეების
ყველა კათოლიკური მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბინძური კეთილდღეობისათვის
ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილია?! ამას მამა პაისი ხომ არ გასწავლის?
– არა, არა, პირიქით, მამა პაისი ერთხელ რაღაცას შენსავით ლაპარაკობდა, თუმცა,
რასაკვირველია, იმას არა, რასაც შენ ამბობდი, მთლად მასე არა, – უცებ გაახსენდა ალიოშას. –
ძვირფასი ცნობაა, მიუხედავად შენი �მთლად მასე არასი“. მე სწორედ იმას გეკითხები –
რატომ გაერთიანდნენ იეზუიტები და ინკვიზიტორები მხოლოდ და მხოლოდ საზიზღარი
მატერიალური კეთილდღეობისათვის? რატომ არ შეიძლება მოინახოს მათ შორის ერთი
წამებული მაინც, მსოფლიო სევდა რომ აწუხებდეს და კაცობრიობა უყვარდეს?
– თუნდაც ეგრე იყოს! როგორც იქნა მიხვდი. მართლაც ასეა, სწორედ ეს არის მთელი
საიდუმლო, მაგრამ განა ეს ტანჯვა არ არის ისეთი კაცისათვის, რომელიც მთელი ცხოვრება
უდაბნოში მოღვაწეობდა და ვერ განიკურნა კაცობრიობის სიყვარულისგან? ის სიცოცხლის
მიწურულს ნათლად რწმუნდება, რომ მხოლოდ დიდი და საშინელი სულის რჩევებით
შეიძლება ამ უსუსური მეამბოხეების, �დასაცინად შექმნილი მანკიერი სასინჯი არსებების“
რამდენადმე გვარიანად მოწყობა. როგორც კი ამაში დარწმუნდება, გადაწყვეტს, საშინელი და
გონიერი სულის მითითებას გაჰყვეს, ამისათვის კი უნდა იცრუოს და მოატყუოს ხალხი,
შეგნებულად უნდა წაიყვანოს ადამიანები სიკვდილისა და განადგურებისაკენ, მთელი გზა
უნდა ფლიდობდეს, რომ ადამიანებმა ვერ შეამჩნიონ, საით მიჰყავთ ისინი, რომ ეს ბრმები
გზაში მაინც თვლიდნენ თავს ბედნიერებად. თუ შენიშნე, ეს სიცრუე იმ იდეალისთვისაა,
რომელიც ასე მძაფრად სწამდა მოხუცს მთელი სიცოცხლე! განა ეს უბედურება არაა?!
თუნდაც ერთი ასეთი რომ აღმოჩენილიყო �ბინძური კეთილდღეობისათვის ძალაუფლების
წყურვილით შეპყრობილთა“ არმიის სათავეში, თუნდაც ერთი, განა ეს ტრაგედია არ
იქნებოდა?! გარდა მაგისა, ერთი ამნაირის სათავეში ყოფნა საკმარისია, რომ მოინახოს
ნამდვილი სახელმძღვანელო იდეა, უმაღლესი იდეა მთელი რომის საქმიანობისა. პირდაპირ
გეტყვი, მე ღრმად მწამს, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც არასოდეს დამცირებულა
ამ მოძრაობის სათავეში მყოფთაგან. ვინ იცის, იქნებ იყო შემთხვევები, როცა რომის
მღვდელმთავრებს შორის იყვნენ ასეთი განსაკუთრებული ადამიანები. ვინ იცის, ეს
დაწყევლილი ბებერი, რომელსაც ასე ჯიუტად და ასე თავისებურად უყვარს კაცობრიობა,
დღესაც არსებობს უამრავი მისნაირი ბებრის რაღაც ნაკრების სახით და შემთხვევით კი არა,
არამედ არსებობს, როგორც თანხმობა, როგორც საიდუმლო კავშირი, რომელიც დიდი ხანია
შექმნილია იმ საიდუმლოს დასაფარავად, რაც ამ უბედურმა და უსუსურმა ადამიანებმა არ
უნდა გაიგონ, რათა უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს აუცილებლად ასეა და ასეც უნდა იყოს. მე
მგონია, მასონებს თავიანთ საფუძვლად რაღაც ამგვარი საიდუმლო აქვთ და ალბათ ამიტომაც
ვერ იტანენ მათ კათოლიკეები, მათში ხედავენ კონკურენტებს, ერთიანი იდეის დანაწევრებას;
მაშინ როგორღა იქნება ერთიანი ფარა და ერთი მწყემსი�
თუმცაღა, რადგან ჩემს მოსაზრებებს დამცველად დავუდექი, მე ვგავარ მთხზველს,
რომელმაც ვერ გაუძლო შენს კრიტიკას. მოვრჩეთ ამაზე საუბარს.
– ალბათ შენც მასონი ხარ! – უცებ წამოსცდა ალიოშას, – შენ ღმერთი არ გწამს, – დაუმატა
განსაკუთრებულად დამწუხრებულმა. ამ დროს მოეჩვენა, რომ ივანი დაცინვით უყურებდა. –
როგორ მთავრდება შენი პოემა? – თავაუწევლად ჰკითხა მან, – თუ უკვე დამთავრდა?
– ასე მინდა დავამთავრო: ინკვიზიტორი ერთხანს გაჩუმდება, ელის, რას ეტყვის ტყვე. მას
აწუხებს დუმილი ტუსაღისა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად, დაკვირებით
შესცქეროდა თვალებში და უსმენდა. ეტყობოდა, არ სურდა რაიმე წინააღმდეგობის გაწევა.
მოხუცს კი უნდოდა, მას რამე ეთქვა, თუნდაც მწარე და საშინელი. ტუსაღი მოულოდნელად
წამოდგა, მდუმარედ მიუახლოვდა მოხუცს და ჩუმად ეამბორა მის ოთხმოცდაათი წლის
გაცრეცილ ბაგეებს. ესაა მისი პასუხი. მოხუცი შეკრთა. მისი ტუჩების კიდეებში რაღაც
შეინძრა. კარისაკენ გაემართა, გააღო და ტყვეს უთხრა:
– მოხუცი?
– ამბორი წვავს მის გულს, მაგრამ იგი თავისი იდეების ერთგული რჩება.
ივანს გაეცინა. – ალიოშა, ეს ხომ სისულელეა, ეს ხომ იმ ერთი უნიჭო სტუდენტის უნიჭო
პოემაა, რომელსაც თავის ცხოვრებაში ერთი ლექსიც არ დაუწერია. რატომ იღებ ასე
სერიოზულად? იქნებ ფიქრობ, პირდაპირ იეზუიტებთან წავალ, რომ იმ ადამიანთა რიგებში
ჩავდგე, ვისაც მისი ღვაწლის შესწორება სურს? ღმერთო ჩემო, რა ჩემი საქმეა! მე ხომ
გითხარი: ერთი ოცდაათ წლამდე მიმაღწევინა, მერე კი მიწაზე დავანარცხებ ფიალას! –
გაზაფხულის ლორთქო ყვავილები, ძვირფასი საფლავები, საყვარელი ქალი!
როგორღა იცხოვრებ, რანაირად გეყვარება ისინი?! – დამწუხრებული გაიძახოდა ალიოშა, –
განა ეს შესაძლებელია, როცა თავსა და გულში ასეთი ჯოჯოხეთი გიტრიალებს? არა, სწორედ
იმიტომ მიდიხარ, მიდიხარ, რომ მათ მიეკედლო� თუ არა და თავს მოიკლავ, ვერ გაუძლებ!
– არის ისეთი ძალა, რომელიც ყველაფერს უძლებს! – ახლა უკვე გულგრილი ჩაცინებით
უპასუხა ივანმა.
– დიახ, მაგასაც� მხოლოდ ოცდაათ წლამდე. იქნებ შევძლო თავი დავაღწიო, მერე კი�
– აა, შენც გულში ჩაგყვა გუშინდელი ჩემი ნათქვამი, რომელმაც მიუსოვი გაანაწყენა � და
რომელიც ისე გულუბრყვილოდ გაიმეორა დმიტრიმ? – ჩაიცინა ივანმა.
– მე, ჩემო ძმაო, მივემგზავრები. ვფიქრობდი, მთელ ქვეყანაზე მხოლოდ შენ მყავდი, –
მოულოდნელი გრძნობით წამოსცდა ივანს, – ახლა ვხედავ, შენს გულშიაც არა მაქვს ბინა,
ჩემო ძვირფასო განდეგილო. ფორმულას �ყველაფერი ნებადართულია“ მე არ გადავუდგები,
რა ვუყოთ მერე, თუ ამის გულისათვის შენ გადმიდგები, ასეა არა?
ალიოშა, თავის ცხოვრების მანძილზე როცა ამ ამბავს იხსენებდა ხოლმე, საგონებელში იყო
ჩავარდნილი, როგორ მოუვიდა, რომ ივანთან დაშორების შემდეგ სულ გადაავიწყდა
დმიტრი, რომლის მოძებნაც დილიდან ჰქონდა გადაწყვეტილი და მის უნახავად მონასტერში
დაბრუნებას არ აპირებდა.