You are on page 1of 9

სარჩევი

შესავალი......................................................................................................................................................

მეთოდოლოგია..........................................................................................................................................

შედეგები.....................................................................................................................................................

დისკუსია/დასკვნა.....................................................................................................................................
უნივერსიტეტის მიერ მოცემული კომპეტენციის შესაბამისობა შრომის ბაზარზე
არსებული დამსაქმებლების მოთხოვნებთან

კვლევის პრობლემის დასაბუთება:

სტუდენტთა დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანი და პრობლემურია საქართველოში.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (უსდ-ები) თვალყურს უნდა
ადევნებდნენ საკუთარი სტუდენტების კარიერის განვითარებას, რა წარმატებებს
აღწევენ ისინი შრომით ბაზარზე, რათა გამოიყენონ ეს მონაცემები იმისათვის, რომ
სამომავლოდ მოიზიდონ სტუდენტები. შესაბამისად, მათ უნდა გააჩნდეთ
დასაქმებულ სტუდენტთა ბაზა. გარდა ამისა, სასწავლებლები დაინტერესებულნი
უნდა იყვნენ, რომ მათი სტუდენტები იყვნენ მაღალკვალიფიციური,
კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, ამიტომაც უნივერსიტეტებში უნდა
არსებობდეს კარიერის სამსახურები, ან მსგავსი სახის სტრუქტურები, რომლებიც
უზრუნველყოფენ სტუდენტებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციით,
ახვედრებენ დამსაქმებლებთან, უტარებენ ტრენინგებს ავტობიოგრაფიული
მონაცემების შედგენის, გასაუბრების ჩატარებისა და სხვა მარავალი უნარის
განვითარების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ კურიკულუმების შედგენისას
უნივერსიტეტები ითვალისწინებდნენ დამსაქმებლებისა და შრომითი ბაზრის
მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტები უნდა გადიოდნენ
კონსულტაციებს დამსაქმებლებთან, რის შედეგადაც მოხდება საჭირო უნარების
იდენტიფიცირება, რომელიც სამომავლოდ გამოადგება მათ სტუდენტებს შრომით
ბაზარზე ტრანსფერისათვის განათლებისა და შრომის ბაზრების
ურთიერთდამოკიდებულება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი გა
ნათლების ცენტრის უფროსმა  ქეთი ცინცაძემ აღნიშნა, რომ დამსაქმებლები და
უნივერსიტეტები თანხმდებიან ერთ რამეზე, რომ კურსდამთავრებულებს
ტრანსფერული უნარების დეფიცი აქვთ. მისი თქმით, თეორიული ცოდნა არ არის
დაბალი დონის კურსდამთავრებულებში, მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ
ტრანსფერული უნარების დეფიციტია, რაც, პირველ რიგში, თვითპრეზენტაციის
უნარს გულისხმობს. დამსაქმებლები აკეთებენ აქცენტს ანალიტიკურ უნარზე, უცხო
ენების ცოდნაზე, ჯგუფური მუშაობის უნარზე და ა.შ. ხოლო უნივერსიტეტები მაინც
მოწოდებულები არიან თეორიული განათლების მიცემაზე.

კვლევის - „ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და


გამოწვევები“ - შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული
რეფორმების შედეგად ქვეყანაში მოწესრიგდა საკანონმდებლო ჩარჩო, დაინერგა
ხარისხის ერთიანი სისტემა, შემუშავდა კვალიფიკაციათა ჩარჩო. თუმცა, კვლევის
ანგარიში ნათქვამია, რომ მიუხედავად ნორმატიულ დონეზე მიღწეული
წარმატებისა, საუნივერსიტეტო სწავლების დონეზე იკვეთება სწავლისა და
სწავლების, კვლევის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები.

განათლების ბაზრის აქტორების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟღავნებს მკვეთრად


სკეპტიკურ ან/და ნეგატიურ დამოკიდებულებას შრომის ბაზრის ზემოქმედების
მიმართ, რაც ერთი მხრივ, პრობლემის არასათანადო გაცნობიერებით შეიძლება
აიხსნას, მეორე მხრივ კი, – სოციალური ინერციით: ისინი ჯერ კიდევ ფორმირების
პროცესში მყოფ სოციალურ იერარქიაში თავს უფრო მაღალ საფეხურზე მდგომად
მიიჩნევენ და ნაკლებად აქვთ იმის მოლოდინი, რომ „პროფესორმა მეწარმის ან
კომერსანტისგან შეიძლება აიღოს კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა
ასწავლოს“.

უმაღლესი განათლება აღიქმება როგორც დასაქმების აუცილებელი, მაგრამ


არასაკმარისი პირობა: თუ უსდ–ს დიპლომი არ გაქვს, ვერ დასაქმდები, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ თუ დიპლომი გაქვს დასაქმდები. ამიტომ, მაღალი მოთხოვნა უმაღლეს
განათლებაზე უფრო სოციოკულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის
გაპირობებული (ცოდნა, როგორც თავისთავადი ღირებულება, პიროვნული
განვითარების, სოციალური კაპიტალის გაფართოებისა და სოციალიზაციის ერთ–
ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სტუდენტური ცხოვრების მიმზიდველობა,
„კარგი ოჯახის“ შექმნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და ა. შ.) ვიდრე –
დასაქმების პერსპექტივასთან დაკავშირებული ფაქტორებით. შესაბამისად,
მოთხოვნა უმაღლესი განათლების ხარისხისა თუ სწავლის პირობების მიმართ,
საგანმანათლებლო ბაზარზე (აბიტურიენტები, სტუდენტები და მათი მშობლები)
სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდება და არა დასაქმების პერსპექტივას, რაც უკვე
კურსდამთავრებულებისათვის ხდება აქტუალური.

ვარაუდის არგუმენტირების საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ ჰიპოთეზა, რომელმაც


საშუალება მოგვცა, მიზანმიმართულად წარგვემართა გამოითხვის პროცესი -
ადეკვატურად შეგვერჩია კითხვის ფორმა და შინაარსი. რაც უფრო ნაკლებად
უვითარებს უნივერსიტეტი სტუდენტებს ტრანსფერულ უნარებს, მით უფრო
ნაკლებად საქმნდებიან ისინი

მეთოდოლოგია

კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - პირისპირი


და ონლაინ ანკეტირება.მოხდა მიზნობრივი შერჩევა რითაც, საკვლევ ობიექტებად
შეირჩნენ, თბილისის მასშტაბით არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტბის
ბაკალავრის საფეხურის სტუდენტები

სულ გამოიკითხა 525 სტუდენტი. რაც შეეხება კვლევის მიზანს, საკვლევი


პრობლემიდან გამომდინარე გავარკვიეთ, რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტის
მიერ მოცემული კომპეტენცია იმ მოთხოვნებს, რომელიც დამსაქმებელს გააჩნიათ
შრომის ბაზარზე. შესაბამისად გამოიკვეთა რამოდენიმე ამოცანაც : 1)რამდენად
ცდილობენ უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებები ადეკვატური
განათლება მისცენ სტუდენტებს მომავალი დასაქმებისთვის. 2)რამდენად ახდენენ
უსდ-ები სტუდენტების ტრანსფერული უნარების განვითარებას. 3)რამდენად
აკმაყოფილებთ შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს საქართველოს უსდ-ების
დიპლომი.

საველე ეტაპის დასრულების შემდეგ მოხდა მონაცემების სპსს ჩარჩოში შეყვანა და


მათი ერთ და ორცვლადიანი ანალიზი

შედეგები

კითხვარის ჩვენი ბლოკი მოიცავდა კითხვებს კომპუტერული უნარების,


დამსაქმებლის განწყობის და უნივერსიტეტის მხრიდან სხვადასხვა ტრანსფერული
უნარების ჩამოყალიბების შესახებ.

ჩვენ გავაანალიზეთ ძირითადი ერთპასუხიანი და მრავალპასუხიანი კითხვები და


მოვახდინეთ მათი კორელაცია და ასევე მათი კროსტაბულაცია.

პირველ რიგში განვსაზღვრეთ სტუდენტების სწავლის ხარისხით კმაყოფილების


დონე, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა (52.8%-მა) უპასუხა, რომ სწავლის ხარისხით
კმაყოფილია , ხოლო ყველზე მცირე ნაწილმა (3.6%-მა) კი უპასუხა რომ ძალიან
უკმაყოფილოა (იხ.გრაფიკი №1). მოცემულ ცვლადებსა და დასაქმების მცდელობას
შორის შორის გავზომეთ კორელაცია, თუმცა რადგან sig მაჩვენებილი 0.05ზე მეტია ეს
მონაცემი არამნიშვნელოვნად ითვლება და მათ შორის კავშირი უარვყავით.
(გრაფიკი №1).

კითხვაზე თუ რამდენად საკმარისია უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საკუთარი


პროფესიით დასაქმებისათვის, გამოკითხულთა უმეტესობამ (40.5%) უპასუხა, რომ
საკმარისია, ხოლო ყველაზე ნაკლებმა (14.8%) უპასუხა რომ საერთოდ არ არის
საკმარისი უნივერისტეტში მიღებული ცოდნა დასაქმებისთვის
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გამოკითხულთა უმეტესობას (63.1%) არ უცდია
საერთოდ საკუთარი პროფესიით დასაქმება, ყველაზე ნაკლები (11.9%) საკუთარი
პროფესიით დასაქმდა. მნიშვნელოვანია დასაქმების მცდელობის და
უნივერსიტეტების კროსტაბულაცია, სადაც დაფიქსირდა რომ საკუთარი პროფესიით
მცდელობის და დასაქმების მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (29%) და
მცდელობის და ვერ დასაქმების მხრივაც ყველაზე მაღალი (35.4%) თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ. საკუთარი პროფესიით დასაქმების
მცდელობას და კომპიუტერულ და საოფისე ქაღალდებთან დაკავშურებულ
ცვლადებს შორის არ ფიქსირდება არანაირი კორელაცია.

საინტერესოა ასევე სტუდენტები აზრი პროფესიული ცოდნა და გამოცდილებასთან


დაკავშირებით, მათი უმეტესობა (60.8%) ფიქრობს, რომ დასაქმებისთვის მხოლოდ
ცოდნა და გამოცდილება არ არის საკმარისი. მოცემულ ცვლადს ძლიერი დადებითი
კორელაცია (.787) აქვს შემდეგ ცვლადთან - ეთანხმებით თუ არა, რომ სასწავლო
პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული პრაქტიკის მიღების
შესაძლებლობას.

დისკუსია/დასკვნა

პირველ რიგში განვიხილავთ კავშირებს ძირითად მიგნებებს შორის. ჩვენი ზემოთ


აღნიშნული ჰიპოთეზა, რაც უფრო ნაკლებად უვითარებს უნივერსიტეტი
სტუდენტებს ტრანსფერულ უნარებს, მით უფრო ნაკლებად საქმნდებიან ისინი,
რახან დასაქმების მცდელობას და კომპიუტერულ და საოფისე ქაღალდებთან
დაკავშურებულ ცვლადებს შორის არ ფიქსირდება არანაირი კორელაცია შესაბამისად
შესაძლებელია რომ ჰიპოთეზა უარვყოთ მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ
გამოკითხულთა უმეტესობას (63.1%) არც უცდია დასაქმება საკუთარი პროფესიით
რაც ართულების ჰიპოთეზის დადასტურებას ან უარყოფას.

ასევე გამოკითხულთა უმეტესობის (92.4%) აზრით სასწავლო პროგრამები უნდა


ითვალისწინებდეს პროფესიული პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა
გამოიკვეთა მიმართება - უმეტესობა (88%) ეთანხმება, რომ უნივერსიტეტებმა
სასურველია შეისწავლონ და გაითვალისწინონ შრომის ბაზარზე არსებული
დამსაქმებლების მოთხოვნები და შემდგომ ამის მიხედვით შეადგინონ სასწავლო
პროგრამები.

საინტერესო იყო სტუდენტების აზრი ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად


ამართლებს უნივერსიტეტში მიღებული განათლება მათ თავდაპირველ
მოლოდინებს, სადაც დაფიქსირდა, უმეტესობის (41.3%) მოლოდინები
გამართლებულია.

You might also like