You are on page 1of 2

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის


თავმჯდომარე

განკარგულება №11/2020
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული
დასახელება „გირჩი“) და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაში გატარების
შესახებ

ქ. თბილისი 2020 წლის 2 ივლისი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს


კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2020 წლის 29 ივნისის N6500-რს
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს
ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ”
ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და ცენტრალურ
საარჩევნო კომისიაში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ახალი პოლიტიკური
ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) მიერ 2020 წლის 30 ივნისს
წარმოდგენილი განცხადების (ცესკოში რეგისტრაციის №788) საფუძველზე, ვადგენ:
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში
გატარდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური
ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) - საარჩევნო სახელწოდებით „გირჩი“ - და
მისი წარმომადგენლები - იაგო ხვიჩია და ბადრი გრიგალაშვილი.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია

You might also like