You are on page 1of 12

ონლაინ საკლასო 6

გიორგი ფილია,CSE,TH
1.   იურსპრუდენცია როგორც მეცნიერება

იურისპუდენცია არ არის ზუსტი მეცნიერება, რადგან, მისგან განსხვავებით, სამართალში


პასუხგაუცემელი კითხვა არ არსებობს. იურისპუდენციაში პრობლემაა არა
პასუხგაუცემელი კითხვების არსებობა, არამედ ერთდროულად მრავალი განსხვავებული
სამართლიანი პასუხის არსებობა. 

არისტოტელეს აზრით, სამართალი არ არის მეცნიერება, რადგან იგი დაქვემდებარებულია


ისტორიულ ცვალებადობას, სამართალი იცვლება დროსა და გარემოში.

იურისპუდენციას აკუთვნებენ ნორმატიულ, სოციალურ და ტექსტის მეცნიერებებს.

იურისპუდენცია ნორმატიული მეცნიერებაა, რადგან იგი შეისწავლის ნორმებს.

სოციალურია, რადგან სწავლობს სოციალურ მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ


სამართალშემოქმედებასა და სამართლის შეფარდების პროცესზე. იურისპუდენცია, სოც.
მეცნიერებებისაგან განსხვავებით არის პრესკრიფციული და არა დესკრიფციული
მეცნიერება.

იურისპუდენცია ჰერმენევტიკული მეცნიერებაა, რადგან სამართლის ნორმები,


სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვა სამართლებრივი აქტები ტექსტის სახითაა
მოცემული.

1.1. იურისპუდენციის ნიშნები:


იურისპუდენციას ახასიათებს მეცნიერების ნიშნები:

1) სისტემურია, კვლევის მეთოდები გააჩნია;

2) ობიექტურია;

3) ლოგიკურად და რაციონალურად უდგება საკითხს;

4) იურიდიული მეცნიერება ერთმანეთისგან განასხვავებს: ა) ფაქტს, ბ) ფაქტის ანალიზს, გ)


ნორმატიულ, შეფასებით მსჯელობებს;

სამართლის მეცნიერება შეისწავლის მართლწესრიგის არსსა და ფუნქციას, განმარტავს


კანონებს და აანალიზებს იურიდიულ პრაქტიკას.
Video provides a powerful way to help you prove your
point. When you click Online Video, you can paste in the
embed code for the video you want to add. You can also
type a keyword to search online for the video that best fits
your document.

To make your document look professionally produced,


Word provides header, footer, cover page, and text box
designs that complement each other. For example, you
can add a matching cover page, header, and sidebar. Click
Insert and then choose the elements you want from the
different galleries.

Themes and styles also help keep your document coordinated. When you click Design and choose a
new Theme, the pictures, charts, and SmartArt graphics change to match your new theme. When you
apply styles, your headings change to match the new theme.

Save time in Word with new buttons that show up where you need them. To change the way a
picture fits in your document, click it and a button for layout options appears next to it. When you
work on a table, click where you want to add a row or a column, and then click the plus sign.

Reading is easier, too, in the new Reading view. You can collapse parts of the document and focus on
the text you want. If you need to stop reading before you reach the end, Word remembers where
you left off - even on another device.
საბაკალავრ

CSE სამაგისტრო
სადოქტორ

საბაკალავრ

CU
CSB სამაგისტრო
სადოქტორ

საბაკალავრ

CSH სამაგისტრო
სადოქტორ

CSE
ეკონომიკის სკოლა

100 100

230 230

137 137

231 231

0 ** Expression is
faulty **
2020 მიღება
CSE; 96; 10.267%

CSH; 296; 31.658%

CSB; 240; 25.668% CSE


CSB
CSL
CMS
CSH

CMS; 178; 19.037%

CSL; 125; 13.369%

2.   სამართლის ცნება

დღემდე არ არის ჩამოყალიბებული სამართლის ზუსტი ცნება. ამის მიზეზია ის რომ


სამართალი იცვლება დროსა და გარემოებებთან ერთად, შესაბამისად, იცვლება და სადაოა
მისი დეფინიციაც.

სამართლის ცნების შესახებ არსებობს ბევრი შეხედულება, ისინი დაყოფილია ორ ჯგუფად:

1) პირველ ჯგუფში შედის შეხედულებები, რომლებიც სამართლის ცნებას აყალიბებენ მის


შინაარსსა და ღირებულებებზე დაყრდნობით.

2) მეორე ჯგუფში შედის შეხედულებები, რომლებიც ყურადღებას მხოლოდ სამართლის


ფორმალურ ნიშნებს აქცევენ.

ხოლო, სამართლის ფორმალური განმარტების თანახმად, სამართლის ნორმები


შესასრულებლად სავალდებულოა არა მათი შინაარსის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ,
რომ ის ხელისუფლების მიერ სათანადო წესების დაცვით მიღებული მოთხოვნაა. 

აქედან გამომდინარე, გამოყოფენ პოზიტიურ და ბუნებით სამართალს.


MAY

M T W T F S S

1 2 3 4 5 6

7 8 9 10 11 12 13

14 15 16 17 18 19 20

21 22 23 24 25 26 27

28 29 30 31

2.1. პოზიტიური სამართალი

პოზიტიური ცნების მიხედვით, სამართალი არის მხოლოდ სახელმწიფოს მიერ


დადგენილი სავალდებულო ქცევის ნორმების ერთობლიობა.

პოზიტივიზმის თანახმად:

1) ნორმა დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ;

2) იგი სოციალურად ქმედითია;

3) სამართლის ნორმას აღიარებენ სახელმწიფო ორგანოები და ასევე მოქალაქეებიც.

პოზიტივისტური შეხედულებები განავითარა სამართლის ნორმატიულმა თეორიამ, მას


საფუძველი ჩაუყარა ინგლისელმა იურისტმა ჯონ ოსტინმა. მისი შეხედულებით,
სამართლის მოქმედების საფუძველს აყალიბებს ხელისუფლების სუვერენული ნება–
სურვილი.
სამართლის წმინდა თეორიის უფრო გვიანდელი წარმომადგენელია ჰანს კელზენი. ის
ცდილობდა სამართლის გათავისუფლებას "არაიურიდიული მიანრევებისაგან". კელზენის
თანახმად, არსებობს მხოლოდ პოზიტიური სამართალი. წმინდა თეორია ცდილობს
გაარკვიოს "რა არის" სამართალი და არა როგორი უნდა იყოს იგი. სამართლის წმინდა
თეორია აანალიზებს ნამდვილ, მოქმედ სამართალს.

პოზიტივიზმის მიხედვით სამართალშემოქმედება სრულად აქვს მონოპოლიზირებული


სახელმწიფოს და შესაბამისად, სამართალს მიიჩნევს მხოლოდ და მხოლოდ სახ–ოს მიერ
დადგენილი ნორმების ერთობლიობად,

1) აქედან გამომდინარე მას არ შეუძლია გასცეს პასუხი იმ საკითხს, რომ სამართალი (მაგ:
ბუნებითი, ჩვეულებითი) არსებობდა სახელმწიფოების შექმნამდეც.

2) ამას გარდა, სამართლის პოზიტიურ ცნებას ეწინააღმდეგებოდნენ იმის გამოც, რომ იგი
ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოების მიერ სამართლებრივი ნორმების
აღიარებას.

3) ასევე, პოზიტივიზმი გვერდს უვლის სამართლიანობის საკითხს, ანუ სამართლებრივად


აღიარებს ნორმას იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ეწინააღმდეგება სამართლიანობის
პრინციპებს.

რადბრუხის აზრით, სამართლიანობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას შორის


კონფლიქტისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს პოზიტიურ სამართალს იმ შემთხვევაშიც კი,
როდესაც იგი შინაარსობრივად უსამართლო და მიზანშეუწონელია, რადგან უფრო
მნიშვნელოვანია დავის დასრულება, ვიდრე ის, რომ მას ჰქონდეს სამართლიანი
დასასრული. ნორმა შეიძლება არ შესრულდეს მხოლოდ მაშინ, როცა პოზიტიური კანონი
აუტანლად უსამართლოა.

პრინციპების არგუმენტის თანახმად, მართლწესრიგი მოიცავ არა მარტო პოზიტიურ


ნორმებს, არამედ საყოველთაო მნიშვნელობის მქონე პრინციპებსაც, რომელთა
მეშვეობითაც წყდება ისეთი შემთხვევა, რომელიც არ რეგულირდება პოზიტიური
ნორმით.

2.2. ბუნებითი სამართალი

ბუნებითი სამართალი მოიცავს ქცევის ისეთ წესებსა და პრინციპებს, რომლებიც არ არიან


დამოკიდებულნი დროსა და სივრცეზე.

ბუნებითი სამართალი მორალისა და სამართლიანობის იდენტურია. ბუნებიტი


სამართლის წყარო შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება (ანთროპოლოგიური ბუნებითი
სამართალი), ღვთის ნება (რელიგიური) და გონი (რაციონალური)

ბუნებითი სამართლის მიხედვით, სამართალი არის ნორმათა წესრიგი, რომელიც უნდა


შეესაბამებოდეს მორალის პრინციპებს.

კელზენის აზრით, იგი არ გამომდინარეობს ადამიანური ბუნებიდა, რადგან ფაქტზე


მსჯელობიდან შეუძლებელია გამომდინარეობდეს სამართლებრივი ნორმა, ანუ არსიდან
ჯერარსი.

December
M T W T F S S

1
2 3 4 5 6 7 8

9 10 11 12 13 14 15

16 17 18 19 20 21 22

23 24 25 26 27 28 29

30 31

3.   სამართლის ნიშნები

სამართლის ნიშნები:

1) ადგენს ქცევის წესს, 2) ეს წესები ზოგადსავალდებულოა, 3) აქვს მოქმედების პრეტენზია,


4) შესაძლებელია მისი იძულებით განხორციელება, რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.

სამართალი არის ჯერარსული, ანუ ადგენს ქცევის სავალდებულო მოდელს და მოითხოვს,


რომ ნორმის ადრესატი ამ მოდელის შესაბამისად მოიქცეს.

 სამართლის ნორმა ბუნების კანონებისგან განსხვავდება პრესკრიფციულობით.


სამართლის ჯერარსული ნორმა ინარჩუნებს სავალდებულოობას მისი დარღვევის
შემთხვევაშიც.

სამართალი მიმართულია მომავლისკენ. 

სამართლის ნორმა ზოგადაბსტრაქტულია, ანუ მისი მოქმედება ვრცელდება ყველა


ერთგვაროვან ურთიერთობაზე.
სამართლის ნორმა მოქმედებს მხოლოდ ადამიანებზე, თუმცა ისტორიულად ეს
ყოველთვის ასე არ იყო.

სამართლის ნორმა მიმართულია ადამიანის გარეგანი ქცევისკენ.

სამართალი არის ჰეტერონომიულად სავალდებულო. ის არის შესასრულებლად


სავალდებულო, მიუხედავად ნორმის ადრესატის შეხედულებისა.

სამართლის ერთ–ერთი ნიშანია იძულება. ჩვეულებრივ, სამართალს ნებაყოფლობით


იცავენ, თუმცა ეს ნებაყოფლობით დაცვაც იძულების შიშისგან გამომდინარეობს. იძულება
არ არის სამართლის აუცილებელი ნიშანი, მაგალითად, მას გამორიცხავს საოჯახო
სამართლის ნორმათა უმეტესობა.

სამართალი ლეგიტიმურია, რადგან: 1) სამართლის ნორმა არის შესასრულებლად


სავალდებულო ქცევის წესი; 2) სამართალი ეფუძნება ნორმის ადრესატების
განსაზღვრული ნაწილის რწმენას, რომ იგი სავალდებულოა შესასრულებლად.

4.   სამართლის ფუნქციები

ორგანიზაციული ფუნქცია – აყალიბებს სოციალური მართვის ნორმატიულ საფუძვლებს.

სოციალური მართვის ფუნქცია – როდესაც გარკვეული მიმართულებით წარმართავს


ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების ქცევას.

სოციალური კონტროლის ფუნქცია – ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს


საზოგადოებისა და სხვა ინდივიდის ინტერესები.

დაცვითი ფუნქცია – გამოიხატება სამართალდარღვევაზე სათანადო რეაქციის ფორმით.

რეპრესიული ფუნქცია – იურიდიული სანქციების მუქარით სამართალი იცავს


საზოგადოებას

უსაფრთხოებისა და სოციალური თანხმობის ფუნქცია – უზრუნველყოფს სოც.


ურთიერთობათა სტაბილურობას
სოც. ინტეგრაციის ფუნქცია – იგი საზოგადოების წევრებს უყალიბებს ერთიანობისა და
სოც. სოლიდარობის განცდას

იძულების ფუნქცია – ხორციელდება ორგანიზებულად და მხოლოდ უფლებამოსილი


სახელმწიფო ორგანოს მიერ, განსაზღვრული წესების დაცვით

წესრიგის ფუნქცია – წესრიგი ემსახურება ადამიანისათვის ღირსეული ყოფის


ჩამოყალიბებას. 

სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნქცია – სოც. ურთიერთობათა პროგნოზირებადი


ხასიათი უნდა უზრუნველყოს. სამართლებრივი უსაფრთხოება გამორიცხავს
სახელმწიფოს კანონსაწინააღმდეგო ქცევას.

You might also like