You are on page 1of 4

ეკონომიკურ მცენარეთა „გამოყენებითი ღირებულებების“

გამოთვლის წესი

ეთნობოტანიკა მცენარეთა ტრადიციული გამოყენების შემსწავლელი კომპლექსური


დარგია, რომელიც მოიცავს ბოტანიკას, ეკოლოგიას, ანთროპოლოგიას, ლინგვისტიკას ,
ფარმაკოლოგიას. ადმიანისათვის მცენარეთა და მცენარეულობის (მცენარეთა
თანასაზოგადოებების ერთობლიობის) მნიშვნელობის „გაზომვა“ რაოდენობითი
ეთნობოტანიკის საკვანძო საკითხია. ჩვეულებრივი ინსტრუმენტი მონაცემების
რაოდენობითი ანალიზისათვის ბიოლოგიურ და სოციოლოგიურ მეცნიერებებში არის
ინდექსი. ფარდობითი კულტურული მნიშვნელობის ამსახველი ინდექსები [Relative cultural
importance (RCI) indices], როგორიცაა ფილიპსისა და ჯენთრის (Phillips and Gentry, 1993a,
1993b) „გამოყენებითი ღირებულებების“ (“use values”) ინდექსი (Hoffmann & Gallaher, 2005).

ეთნობოტანიკური გამოკითხვების (ინტერვიუების) დასრულებისა და RCI ინდექსების


გამოთვლის შემდეგ, თუ სტატისტიკური სინჯის სიდიდე საკმარისია, შესაძლებელი ხდება
სტატისტიკური ანალიზის შესრულება და ჰიპოთეზების შემოწმება . ხშირად ახდენენ
სახეობათა რანჟირებას RCI ინდექსების მიხედვით და ნებისმიერ ორ სახეობას ერთმანეთს
ადარებენ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებების გამოსავლენად (Phillips &
Gentry 1993a). RCI ინდექსების გამოყენება შესაძლებელია მცენარეულობის ზონების,
მცენარეთა ოჯახების ან ზრდის ფორმების ურთიერთშესადარებლადაც (Albuquerque et al.
2005, Chazdon 1999, Hammer & Harper 2006, Kvist et al. 1995, Johnston 1998, Phillips et al. 1994).

ამ დოკუმენტში განვიხილავთ ფილიპსისა და ჯენთრის (Phillips and Gentry, 1993a, 1993b)


„გამოყენებითი ღირებულებების“ ინდექსის გამოთვლის წესს. (ქვემოთ მოცემული ტექსტი
გასაგებია მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ცხრილებთან ერთად განხილვისას.)

თითოეული i გამოკითხულის მონათხრობის მიხედვით თითოეული s სახეობის


გამოყენებითი ღირებულება გამოითვლება ფორმულით:

სადაც,Uis არის i გამოკითხულის მიერ თითოეული ინტერვიუს დროს ნახსენებ


გამოყენების კატეგორიათა რიცხვი და nis არის i გამოკითხულთან s სახეობის შესახებ
მიღებული ინტერვიუების რაოდენობა.

s სახეობის ჯამური გამოყენებითი ღირებულება UV


s ყველა გამოკითხულის
მონათხრობის მიხედვით გამოითვლება ფორმულით:

სადაც n არის s სახეობის შესახებ გამოკითხულთა რაოდენობა.


ცხრილებში ილუსტრირებულია გამოთვლის მეთოდი Clarisia racemosa R.&P.-ს (Moraceae)
ტიპურ მაგალითზე. ცხრილი 1 გვიჩვენებს სამი ინტერვიუს მონაცემებს ერთ
გამოკითხულთან (informant); თითოეული ინტერვიუს (event) ჩატარებისას აღირიცხა
მცენარის გამოყენების ყოველი კატეგორია. თითოეული ინტერვიუსათვის შეჯამდა
გამოყენების კატეგორიები და გამოყენების თითოეული კატეგორიისათვის გამოთვლილი
იყო თუ საშუალოდ რამდენჯერ იყო ნახსენები ეს კატეგორია ერთი გამოკითხულის მიერ
(Means).
გამოყენების თითოეული კატეგორიისათვის გამოთვლილი საშუალო მნიშვნელობები
გადატანილია ცხრილში 1B (გამოყენების ორო ქვე-კატეგორია აღირიცხა სამკურნალოდ
გამოყენების კატეგორიაში და თითო - დანარჩენ კატეგორიათაგან თითოეულში ).

ცხრილში 1B მოცემულია Clarisia racemosa-ს UVis სიდიდეები ექვსი გამოკითხულიდან


თითოეულისათვის კატეგორიების მიხედვით და ჯამურად.

UVs სიდიდეები ამ სახეობისათვის როგორც კატეგორიების მიხედვით, ისე ჯამურად


მოცემულია ცხრილში 1C და ეს არის ცხრილში 1B მოცემული UVis სიდიდეთა საშუალო
მნიშვნელობები.

ციტირებული ლიტერატურა

Albuquerque, Ulysses Paulino de, Laise de Holanda Cavalcanti Andrade, and Ana Carolina Oliveira de
Silva. "Use of plant resources in a seasonal dry forest (Northeastern Brazil)." Acta Botânica Brasílica 19,
no. 1 (2005): 27-38.

Chazdon, Robin L., and Felix G. Coe. "Ethnobotany of woody species in second‐growth, old‐growth, and
selectively logged forests of northeastern Costa Rica." Conservation Biology 13, no. 6 (1999): 1312-1322.

Hoffman, Bruce, and Timothy Gallaher. "Importance of indices in ethnobotany." Ethnobotany Research
and Applications 5 (2007): 201-218.

Johnston, M. A. R. K. "Tree population studies in low-diversity forests, Guyana. II. Assessments on the
distribution and abundance of non-timber forest products." Biodiversity & Conservation 7, no. 1 (1997):
73-86.

Kvist, Lars P., Martin K. Andersen, MARTIN HESSELSØE, and Jerome K. Vanclay. "Estimating use-values
and relative importance of Amazonian flood plain trees and forests to local inhabitants." The
Commonwealth Forestry Review (1995): 293-300.

Phillips, Oliver, and Alwyn H. Gentry. "The useful plants of Tambopata, Peru: I. Statistical hypotheses
tests with a new quantitative technique." Economic Botany 47, no. 1 (1993a): 15-32.

Phillips, Oliver, and Alwyn H. Gentry. "The useful plants of Tambopata, Peru: II. Additional hypothesis
testing in quantitative ethnobotany." Economic Botany 47, no. 1 (1993b): 33-43.
Phillips, Oliver, Alwyn H. Gentry, Carlos Reynel, Peter Wilkin, and C. Gálvez‐Durand B. "Quantitative
ethnobotany and Amazonian conservation." Conservation Biology 8, no. 1 (1994): 225-248.

You might also like