You are on page 1of 2

1.

შახტის ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციის კონტროლის თერმოკატალიზური


მეთოდის არსის გაცნობიერება;

2. მეთანის თერმოკატალიზური ანალიზატორის მოქმედების პრინციპის შესწავლა


მისი ელექტრული სქემის მიხედვით.

1.მეთანის თერმოკატალიზური ანალიზატორი “AMT-3T”წარმოადგენს გაზური დაცვის


ავტომატური სისტემის და მეთანის ცენტრალიზებული ტელეავტომატური კონტროლის
აპარატურას. აპარატურის გამოყენების პირობებისა და მასზე დაკისრებული
მოვალეობების მიხედვით “AMT-3” გამოდის სამი სხვადასხვა მოდიფიკაციით.
ანალიზატორის დანიშნულებაა: 1. მეთანს გადამწოდის “DMთ-3თ~-ის დაყენების ადგილას
მეთანის შემცველობის უწყვეტი ავტომატური კონტროლი; 2. მეთანის კონცენტრაციის
ზღვრული დასაშვები სიდიდის მიღწევის შემთხვევაში საკონტროლო უბნის ყველა
ელექტრული მომხმარებლის კვების ავტომატური შეწყვეტა; 3. მეთანის კონცენტრაციის
ზღვრული დასაშვები სიდიდის ხმოვანი და შუქნიშნა სიგნალიზაცია ; 4. სასიგნალო
აპარატის “AC-3T”-ის მაჩვენებლის საშუალებით მეთანის კონცენტრაციის დისტანციური
კონტროლის შესაძლებლობა. “Aჩ-3თ~აპარატისა და “DMT-3T” გადამწოდს შორის
არსებობს სატელეფონო კავშირი.

2. ჰაერში მეთანის რაოდენობის განსაზღვრა ხდება მისი უშუალოდ წვის დროს


გამოყოფილი სითბოს რაოდენობის გაზომვით. მეთანის წვა მიმდინარეობს `DMთ-3თ~
მეთანის გადამწოდში მოთავსებულ პლატინა-პალადიუმის კატალიზატორის ზედაპირზე
380-400 გრადუს ტემპერატურის დროს. კატალიზატორის საწყისი გახურება ამ
ტემპერატურაზე ხორციელდება სპეციალურ პლატინის სპირალში დენის გატარებით .
ძირითადი კონსტრუქციული ნაწილებია: ხუფი 1, წვის კამერა 2, მუშა გარდამქმნელი
ელემენტი 3, შემდარებელი გარდამქმნელი ელემენტი.

ძაბვა 60ვ მიეწოდება DMT გადამწოდს (კლემები X1-X2). ამ დროს ინთება HL2 ნათურა, რაც
მიუთითებს, რომ გადამწოდმა კვება მიიღო. გადამწოდის G3 კვების ბლოკი Uძ დიოდების
გავლით კვებავს ფაზამგრძნობიარე მაძლიერებელს A1 და ტელემეტრიულ A2
მაძლიერებელს, G3, ამავე დროს 2ვ ძაბვას აწვდის საზომ ბოგას. გადამწოდის საზომი ბოგა
შედგენილია 4 წინაღობისგან: ღპ მუშა გარდამქმნელი ელემენტისაგან, ღჩ შემდარებელი
ელემენტისაგან, ორი ღ1 და ღ2 რეზისტორისაგან. შემდარებელი ღჩ ელემენტი სქემაში
ჩართულია გარემოს გავლენის (ტემპერატურა, სინესტე და სხვ.) კომპენსაციისათვის. მასზე
მეთანის წვა არ მიმდინარეობს. ბოგას საზომ დიაგონალში ჩართულია მეთანის
კონცენტრაციის P1 მაჩვენებელი. ბოგას საწყისი გაწონასწორება (როდესაც მეთანი არაა )
წარმოებს R3 პოტენციომეტრის საშუალებით. რაც მეტია მეთანის შემცველობა
გადამწოდის დაყენების ადგილას, მით მეტია მუშა ელემენტზე მეთანის წვის
ინტენსიურობა. მეტად იზრდება ამ ელემენტის ტემპერატურა და ელექტრული წინაღობა ,
მეტია ბოგას განბალანსება და მეტია P1 ხელსაწყოს ჩვენება. თუ ტემპერატურის
ცვლილება გამოწვეულია სხვა მიზეზებით (მაგალითად გარემოს ტემპერატურა ), მაშინ
მუშა ღპ და შემდარებელი ღჩ ელემენტების წინაღობა ერთნაირად იცვლება და P1
ხელსაწყოს ჩვენება არ იცვლება. RC, RP ელემენტები და R5, R6 რეზისტორები შეადგენს
მეორე საზომ ბოგას, რომლის დარეგულირება R7 წინაღობით ხორციელდება ისე, რომ
საზომ დიაგონალზე მაქსიმალურ ძაბვას იძლევა მაშინ, როცა მეთანის შემცველობა 0%- ის
ტოლია. გადამწოდის კვება და მეთანის კონცენტრაციის დასაშვები სიდიდის შესახებ
სიგნალის გადაცემა “AC-3T” აპარატში განხორციელებულია ერთი და იგივე სადენებით
(კლემები X1-X2), მაგრამ გადამწოდი იკვებება ცვლადი ძაბვით, ხოლო სიგნალიზაცია
წარმოებს მუდმივი დენით. თუ მაღაროს ატმოსფეროში მეთანი არაა ან მისი შემცველობა
დასაშვებზე ნაკლებია, მაშინ მეორე საზომი ბოგას დიაგონალიდან ფაზამგრძნობიარე A1
მაძლიერებელს მიეწოდება ბოგას მკვებავი გამართული დენის ცვლადი შემდგენი . ამ
დროს A1-ის გამოსასვლელზე მიერთებული K1 რელე ჩართულია. მისი K1 კონტაქტი (G3-ის
შესასვლელზე) გადართულია და გადამწოდის მკვებავ ძაბვაზე მიერთდება VD1 დიოდი და
R10 რეზისტორი. ამ წრედში გამავალი მუდმივი დენი აამოქმედებს “AC-3T” აპარატის K2
რელურ ბლოკს, რის გამოც HL4 ნათურა ჩამქრალია და HA სირენა (კლემები X9-X10)
გამორთულია. გახსნილია განრთვადი K2 კონტაქტი საუბნო საფიდერო ავტომატის
ამომრთველი კოჭის წრედში (კლემები X3-X4), რაც გვაძლევს საფიდერო ავტომატის
ჩართვის საშუალებას. გადამწოდის დაყენების ადგილას მეთანის კონცენტრაციის
გაზრდის შემთხვევაში A1 მაძლიერებლის შესასვლელზე სიგნალი შემცირდება და როცა
კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებ სიდიდეს მიაღწევს, ეს სიგნალი გახდება 0-ის ტოლი , თუ
მეთანის კონცენტრაცია კიდევ უფრო გაიზარდა, მაშინ მაძლიერებლის შესასვლელზე ისევ
გაჩნდება სიგნალი, ოღონდ საწინააღმდეგო ფაზის. ორივე შემთხვევაში K1 რელე კვებას
დაკარგავს, რის გამოც HL1 ნათურა აინთება (უჩვენებს მეთანის ზღვრული კონცენტრაციის
არსებობას); აინთება HL4 ნათურა `Aჩ-3თ~ აპარატზე; ჩაირთვება HA სირენა; კვებას მიიღებს
საუბნო საფიდერო ავტომატის ამომრთველი კოჭა, რასაც მოჰყვება მექანიზმების
ამორთვა უბანზე. მეთანის შემცვეობის შესახებ სიგნალიზაციის აპარატზე უწყვეტი
სიგნალის გადასაცემად გადამწოდი მოთავსებულია A2 ტელემეტრული მაძლიერებელი ,
რომლის შესასვლელი ჩართულია P1 მაჩვენებლის პარალელურად, ხოლო
გამოსასვლელზე შემაერთებელი X3, X7 და X4, X8 ხაზებით მიერთებულია `Aჩ-3თ~ -ში
მოთავსებული P2 მაჩვენებელი. მეთანის ანალიზატორის მუშაობის შესამოწმებლად
გადამწოდს გააჩნია შB ღილი, რომელზე ხელის დაჭერით ხდება საზომი ბოგას
ხელოვნური განბალანსება. გადასართველი K2 კონტაქტები (კლემები X11, X12,X13)
შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეთანის ზღვრული კონცენტრაციის შესახებ სიგნალის
გადასაცემად ნებისმიერ ადგილას (მაგ: სადისპეტჩეროში ).

You might also like