You are on page 1of 4

1.

სამთო დარტყმის ენერგია

სამთო დარტყმის ენერგეტიკული მხარე არასაკმარისადაა


შესწავლილი. მაგრამ ამ მოვლენისა და სისტემის „მარგი
წიაღისეული-გვერდითი ქანები“ დაძაბულ-დეფორმირებული
მდგომარეობის ცვლილებათა კავშირის ზემოთ აღნიშნული
პრინციპების შესაბამისად, პოტენციური ენერგიის საერთო
მარაგი, რომელიც დარტყმის შედეგად კინეტიკურად
გარდაიქმნება, შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ორი
შემადგენლის ჯამი
Π=Π წ + Π ქ , (1.1)
სადაც: Πწ არის სამთო დარტყმის კერის ფარგლებში
წიაღისეულის მიერ დაგროვილი დრეკადი
დეფორმაციის ენერგია;
Πქ - სამთო დარტყმების გამოვლენაში მონაწილე
გვერდითი ქანების დრეკადი კუმშვის შედეგად
აკუმულირებული პოტენციური ენერგია.
Πწ ენერგიას მიახლოებით შემდეგი გამოსახულებით
აფასებენ:
σ 2საშ ∙ V წ σ 2საშ ∙ Sm
Πწ = = , (1.2)
2 Eწ 2 Eწ
σ საშ S ε 0 a σ 2საშ Sa
Π ქ= = , (1.3)
5 5 Eქ

სადაც: σ საშ არის დარტყმის კერაში უდიდესი ნორმალური


ძაბვის საშუალო მნიშვნელობა; Eწ - მარგი წიაღისეულის
დრეკადობის მოდული; Vწ - დარტყმისას დანგრეული
ელემენტის ფართობი; m- ფენის ან მადნის სხეულის სისქე, ან
დარტყმისას ნგრევის ზონის სისქე; a - დარტყმისას ქანების
განტვირთვის ზონის სიგანე; ε0 - დარტყმის შედეგად ქანების
გაფართოების მაქსიმალური მნიშვნელობა.
ε0 მნიშვნელობა შეიძლება გამოთვლილ იქნეს
გამოსახულებით (როდესაც მისი დადგენა გაზომვით
შეუძლებელი ხდება).

σ საშ
ε 0= , (1.4)
Εქ

სადაც Ε ქ არის გვერდითი ქანების მოდული. (1.1)


გამოსახულებაში Π წ და Π ქ მნიშვნელობათა ჩასმით მივიღებთ
σ 2საშ ∙ S m 2 α
Π=
2
+
(
Eქ 5 Εქ )
(1.5)
სხვადასხვა კლასისა და ჯგუფის სამთო დარტყმების
ენერგიის საერთო ბალანსში Π წ და Π ქ სიდიდეები არსებითად
განსხვავდება. მაგალითად, გამოსროლის, ბიძგის მიკროდა-
რტყმებისა და სუსტი სამთო დარტყმისას საერთო ენერგიის
ძირითადი ნაწილი Π წ -ზე მოდის, ხოლო Π ქ -ის წილი
რამდენიმე პროცენტშია. მთლიან მთელანებში ძლიერი სამთო
დარტყმისას ენერგიის დიდი ნაწილი (80% და მეტი) გვერდითი
ქანების დრეკადი კუმშვის Πქ ენერგიაზე მოდის.
დარტყმისას დაგროვილი პოტენციური ენერგია
გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად, რის შედეგადაც სრულდება
სხვადასხვა სახის სამუშაოები: დარტყმის კერაში მარგი
წიაღისეულისა და ფუჭი ქანის მყიფე რღვევისა და მსხვრევის
მუშაობა; მუშაობა პლასტიკური დეფორმაციების დროს;
გვირაბში მარგი წიარისეულის გამოტყორცნა ან გამოწნეხა.
ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სეისმური რხევების სახით
გამოიყოფა, ნაწილი თბურ ენერგიად გარდაიქმნება ნაწილი კი -
ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფორმიოთ ვლინდება. უნდა
აღინიშნოს, რომ ამ ენერგიათა რაოდენობრივი ბალანსის
კვლევები ჯერ ჩატარებული არ არის. საკმაოდ საიმედოდ
მხოლოდ სეისმური ენერგიის განსაზღვრა შეიძლება
(სეისმოლოგიაში გამოყენებული მიწისძვრისათვის
განკუთვნილი მეთოდებით).
აღნიშნული რაოდენობრივი კრიტერიუმები სამთო
დარტყმების ძალის შედარებითი შეფასებისათვის გამოიყენება,
როგორც ეს ნაჩვენებია დარტყმის დროს გამოყოფილი სეისმუ-
რი ენერგიის რაოდენობის ნიშნით განსაზღვრული დარტყმების
კლასიფიკაციაში.

You might also like