You are on page 1of 6

ევროპის კომისია (ევროკომისია) ევროგაერთიანების ერთ-

ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის


უფლებამოსილებაში შედის: საკანონმდებლო ინიციატივა;
გაერთიანების პოლიტიკის ადმინისტრირება და აღსრულება;
ბიუჯეტის მართვა; გაერთიანების საგარეო ურთიერთობები;
ხელშეკრულებათა დაცვის მეთვალყურეობა. – გარდა ამისა,
კომისია მხოლოდ გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს და
ევროპული ინტეგრაციის ძირითად მამოძრავებელ ძალადაა
მიჩნეული. გაფართოებამდე კომისია 20 წევრისაგან შედგება.
ორ-ორი წევრი ჰყავთ საფრანგეთს, გერმანიას, დიდი
ბრიტანეთს, იტალიასა და ესპანეთს. კავშირის დანარჩენ
წევრებს კი კომისიაში თითო-თითო წევრი ჰყავთ. კომისიის
შემადგენლობა ხუთი წლის ვადით ინიშნება წევრ
სახელმწიფოთა შორის შეთანხმების საფუძველზე. საბოლოო
დანიშვნამდე კომისიის მთლიან შემადგენლობას ხმა უნდა
მისცეს ევროპის პარლამენტმა, რომლის წინაშეც იგი
ანგარიშვალდებულია. პარლამენტს ასევე შეუძლია ხმების ორი
მესამედით დაითხოვოს კომისიის მთლიანი შემადგენლობა.
კომისიის წევრებს დახმარებას უწევს ადმინისტრაცია,
რომელიც გენერალურ დირექტორატებადაა დაყოფილი.
კომისიის ადმინისტრაცია ძირითადად ბრიუსელში
მდებარეობს. 1999 წლიდან 2004 წლამდე კომისიის
პრეზიდენტია რომანო პროდი. ნიცის ხელშეკრულება
ითვალისწინებს კომისიის ახალ შემადგენლობას გაფართოების
შემდეგ. 2005 წლიდან კომისიაში იმდენი წევრი იქნება,
რამდენიც სახელმწიფო ევროკავშირში. ამრიგად, დიდი წევრი
სახელმწიფოები კომისიის ერთ წევრს კარგავენ. მას შემდეგ,
რაც ევროკავშირის წევრთა რაოდენობა 27-ს მიაღწევს, ყველა
წევრი სახელმწიფო ვეღარ შეძლებს წარადგინოს თავისი წევრი
კომისიაში.
ევროპული კომისიის დამტკიცების პროცედურა შემდეგ
ეტაპებს მოიცავს (17(7) TEU): ევროპული კომისიის
პრეზიდენტის არჩევას; ევროპული კომისიის წევრობის
კანდიდატების შერჩევას; ევროპული კომისიისთვის, როგორც
კოლეგიური ორგანოსთვის, ნდობის გამოცხადებას. კომისიის
წევრობის კანდიდატების დასახელების უფლება გააჩნიათ წევრ
სახელმწიფოებს. კომისიის შემადგენლობა, ნდობის
გამოცხადების მიზნით ევროპულ პარლამენტს წარედგინება.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ კომისიას,
როგორც კოლეგიურ ორგანოს, ხმათა კვალიფიციური
უმრავლესობით 5 წლის ვადით ევროპული საბჭო ამტკიცებს.
კომისია პოლიტიკურად ანგარიშვალდებულია ევროპული
პარლამენტის წინაშე, რომელსაც უფლება აქვს კომისიას,
როგორც კოლეგიურ ორგანოს, უნდობლობა გამოუცხადოს, რაც
გამოიწვევს კომისიის წევრების თანამდებობიდან გადაყენებას

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო (ინგლ. Court of


Justice of the European Union; CJEU) — ევროპის
კავშირის სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუტი, რომელიც
შეიქმნა 1952 წელს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული
გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებით. სასამართლოში
კავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ერთი
მოსამართლეა წარმოდგენილი.[1]
მოსამართლეებს საკუთარი უფლებამოსილებების
განხორციელებისას მხარს უჭერს 8 გენერალური ადვოკატი
(გენერალურ ადვოკატთა რაოდენობა მართლმსაჯულების
ევროპული სასამართლოს მოთხოვნით შესაძლებელია 11-მდე
გაიზარდოს), რომლებიც განსახილველ საქმეებზე
დასაბუთებულ მოსაზრებებს წარმოადგენენ. მათი
მოსაზრებები საჯაროა, რაც გამორიცხავს გენერალური
ადვოკატების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში
ეჭვის შეტანას. მოსამართლეობისა და გენერალური
ადვოკატობის კანდიდატების შერჩევისას წევრმა სახელმწიფომ
უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: კანდიდატს
უნდა გააჩნდეს უმაღლეს ეროვნულ სასამართლოში მუშაობის
გამოცდილება ან უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს ეროვნულ
სასამართლოში მოსამართლედ გამწესებისათვის დადგენილ
მოთხოვნებს; კანდიდატი უნდა იყოს წარმდგენი სახელმწიფოს
სამართლის ექსპერტი და თავისუფლად ფლობდეს წარმდგენი
ქვეყნის სახელმწიფო ენას.[1]
მოსამართლეები ინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა ერთობლივი
გადაწყვეტილების საფუძველზე 6 წლის ვადით, ხელახალი
დანიშვნის უფლებით მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების
ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოს ყოფილი
მოსამართლეებისგან, უმაღლესი ეროვნული სასამართლოების
მოსამართლეებისგან და სამართლის ექსპერტებისგან შემდგარი
პანელი (7 წევრი) წარადგენს კანდიდატის მართლმსაჯულების
ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისათვის დადგენილ
კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ მოსაზრებებს.
მოსამართლეები საკუთარი რიგებიდან 3 წლის ვადით ირჩევენ
პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, ხელახალი არჩევის
უფლებით. საქმის მნიშვნელობის, სირთულისა და
განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით,
სასამართლოში შექმნილია 3 ან 5 მოსამართლისგან შემდგარი
პალატები, დიდი პალატა 13 მოსამართლის შემადგენლობით
და მოსამართლეთა სრული შემადგენლობის პალატა

ევროპის აუდიტორთა სასამართლო


 
ევროპის აუდიტორთა სასამართლო ამოწმებს ევროკავშირის
ფინანსებს.  მისი მთავარი მიზანია: გააუმჯობესოს
ევროკავშირის ფინანსური მართვა და მოამზადოს ანგარიში
სახელმწიფო ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესზე;
გაამახვილოს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე,
როგორებიცაა სამუშაო ადგილები, ფასების კონტროლი და ა.შ.
სასამართლო შეიქმნა 1977  წელს და მდებარეობს
ლუქსემბურგში. აუდიტორთა სასამართლოს თანამშრომელთა
შორის არიან აუდიტორები, თარჯიმნები და
ადმინისტრატორები. აუდიტორები დაყოფილნი არიან
აუდიტორულ ჯგუფებად. ისინი ამზადებენ ანგარიშებს
სასამართლოსათვის.
 
სასამართლოს ჰყავს თითო წევრი ევროკავშირის ყველა
ქვეყნიდან. მათ ნიშნავს საბჭო ექვსი წლის ვადით.
სასამართლოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან სამი წლის
ვადით ირჩევენ პრეზიდენტს. აუდიტორთა სასამართლოს
უფლება აქვს, შეამოწმოს ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია,
რომელიც ევროკავშირიდან ფინანსდება. სასამართლო ხშირად
ადგილზე ამოწმებს. შემოწმების შედეგად მომზადებულ
დასკვნებს აუდიტორები წარუდგენენ კომისიას და
ევროკავშირის ეროვნულ მთავრობებს. სასამართლოს ერთ-
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ევროპის
პარლამენტისა და საბჭოსათვის გასული ფინანსური წლის
შესახებ ანგარიშის წარდგენა. აუდიტორთა სასამართლო ასევე
ვალდებულია, გამოთქვას მოსაზრება ევროკავშირის ფინანსურ
კანონმდებლობასთან დაკავშირებით და თაღლითობასთან
ბრძოლის მიმართულებით.
 
ევროპის ცენტრალური ბანკი
ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი,
ევროპის ცენტრალური ბანკი, დაარსდა 1998 წელს და
მდებარეობს ფრანკფურტში (გერმანია). ევროპის ცენტრალური
ბანკი პასუხისმგებელია ევროკავშირის ეკონომიკური და
მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე.
ბანკის მთავარი მიზანია: 1) ფასების სტაბილურობა,
განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ევროს იყენებენ  და 2)
ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით
შეინარჩუნოს სტაბილური ფინანსური სისტემა. ევროპის
ცენტრალური ბანკი თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან და ერთად ქმნიან
ცენტრალური ბანკების ევროპულ სისტემას. იმ ქვეყნების
ბანკების თანამშრომლობას, სადაც ევრო ოფიციალურ
ვალუტადაა გამოცხადებული, ეწოდება ევროსისტემა.
 
ევროპის ცენტრალური ბანკის სტრუქტურაა: 1)
აღმასრულებელი საბჭო ხელმძღვანელობს ბანკის
ყოველდღიურ საქმიანობას და შედგება 8 წლის ვადით
დანიშნული 6 წევრისაგან - პრეზიდენტისგან, ვიცე-
პრეზიდენტისა და დამატებით 4 წევრისგან; 2) მმართველი
საბჭო - განსაზღვრავს ევროზონის მონეტარულ პოლიტიკასა და
საპროცენტო განაკვეთებს; 3) გენერალური საბჭო ხელს უწყობს
საკოორდინაციო და საკონსულტაციო საქმიანობასა და
ევროზონაში ახალი წევრების მიღებას. საბჭო შედგება ევროპის
ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური
ბანკის მმართველისაგან.

ევროპის პარლამენტი

ევროპის პარლამენტი ირჩევა 5 წელიწადში ერთხელ ევროკავშირის წევრი ქვეყნების


მოსახლეობის მიერ მათი ინტერესების გასატარებლად. ევროპარლამენტის მთავარი
საქმიანობაა ევროპული კანონების მიღება ევროკომისიის მიერ წარდგენილი
წინადადებების საფუძველზე. ევროპარლამენტი მოცემულ პასუხისმგებლობას
ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო
უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის
მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი მათგანი
ბრიუსელში (ბელგია).

ევროპის საბჭო

საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელების, მისი


პრეზიდენტისა და ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტისაგან. საბჭოს მუშაობაში
მონაწილეობას იღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის
უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპის საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად
პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არ აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო
იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, მისი პრეზიდენტის მოწვევით. თუ სიტუაცია
მოითხოვს, პრეზიდენტი სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტის
უფლებამოსილებათა ვადას ორნახევარი წელი წარმოადგენს, ერთჯერადი განახლების
უფლებით. ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება.

ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანოა.


იგი ინაწილებს პასუხისმგებლობას ევროპის პარლამენტთან ევროკავშის კანონების
მიღებაზე. ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ
მთავრობათა მინისტრებისგან. ყოველ საბჭოს შეხვედრას თითოეული ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი.
სხვადასხვა წევრი სახელმწიფო 6 თვიანი პერიოდით მონაცვლეობით იკავებს საბჭოს
პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობას უწევს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო
პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა
საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების
პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

ევროკომისია

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო


ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს,
რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. იგი პრაქტიკაში
განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის
ფონდებსა და პროგრამებს. კომისია ასევე გამოდის “ხელშეკრულებათა დამცველის”
როლში, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების
შესრულებას. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ მიიღოს ზომები და საჭიროების
შემთხვევაში ევროპის სასამართლოს მიმართოს. კომისია 28 კომისრისგან შედგება, სადაც
თითოეული მათგანი ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანას წარმოადგენს. კომისიის
პრეზიდენტი არჩეულია ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მთავრობების მიერ და
დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან
მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების
საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან.  ისინი არ წარმოადგენენ
თავისი ქვეყნების მთავრობებს. ამის ნაცვლად, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია
ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით
ინიშნება.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსს


წარმოადგენს. იგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელს (საგარეო საქმეთა და
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს) ერთიანი საგარეო
და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ეხმარება. საგარეო ქმედებათა
სამსახურის დელეგაციები მთელს მსოფლიოში საქმიანობენ ევროპელი ხალხის სახელით
და მთლიანად ევროკავშირს წარმოადგენენ.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის სხვა სტრუქტურებისგან


ფუნქციურად ავტონომიურია, მაგრამ მას ევროკავშირის სხვა სფეროების 
პოლიტიკასთან თავისი პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა გააჩნია. ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად უმაღლესი
წარმომადგენელი ასევე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტიც არის და საგარეო საქმეთა
საბჭოს თავმჯდომარეც. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დიპლომატიური
სამსახური ასევე მხარს უჭერს უმაღლეს წარმომადგენელს თავისი საქმიანობის
განხორციელებაში.

You might also like