You are on page 1of 161

ირინა უგრეხელიძე

გრაფიკა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ი. უგრეხელიძე

გრაფიკა

პრაქტიკული სამუშაოების მეთოდური


მითითება ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობის
სტუდენტებისათვის

ქუთაისი 2010

2
სასწავლო დისციპლინის „გრაფიკის“ პრაქტიკული სამუშაოების
მეთოდურ მითითებაში განხილულია ნატურიდან ხატვის საფუძვლების,
როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები.
თეორიულ მასალაში დაწვრილებით არის განმარტებული პერსპექტივის
კანონზომიერებანი. გადმოცემულია სახვითი საშუალებების – ფორმის,
მოცულობის, კონსტრუქციის, ხაზის, შტრიხის, შუქისა და ჩრდილის
მნიშვნელობბის არსი სახვით ხელოვნებაში. საფუძვლიანადაა განხილული
ნახატის კომპოზიციური გადაწყვეტის მნიშვნელობა.
პრაქტიკული სამუშაოების მითითებებში გადმოცემულია გრაფიკული
ნახატის შესრულების ხერხები – თემატიკის მიხედვით, მნიშვნელოვანი
რეკომენდაციებითურთ.
სახელმძღვანელო დაწერილია პოპულარულ ენაზე და ადვილად
გასაგებია, როგორც უშუალოდ დისცილინის (გრაფიკა) შემსწავლელი
სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის, ისე საკითხით დაინტერესებული ფართო
მასებისათვის.

© akaki wereTlis saxelmwifo universitetis gamomcemloba

mesfbcb7 $^__7 sfvfh vtabc %)8 ntk85 @$ __ @!

3
შესავალი

მომავალი დიზაინერის, როგორც კვალიფიციური


სპეციალისტის ჩამოყალიბების საქმეში ძალზე დიდია ესთეტი-
კური აღზრდის როლი.
ესთეტიკური აღზრდა გულისხმობს ხელოვნებასა და
ცხოვრებაში მშვენიერების დანახვისა და აღქმის უნარის ჩამოყა-
ლიბებას; ადამიანის მოთხოვნილებას, რომ მონაწილეობა მიი-
ღოს დახვეწილი, ნატიფი ფორმების და ზოგადად მშვენიერების
შექმნაში.
ესთეტიკური აღზრდის ძირითადი ამოცანაა მომავალ სპე-
ციალისტებში გააღვიძოს განსაკუთრებული მგრძნობელობა გა-
რემომცველი სამყაროს სილამაზის მიმრთ, რათა მომავალში ნე-
ბისმიერ სფეროში მოღვაწეობისას, სილამაზისადმი ასეთმა და-
მოკიდებულებამ, სრული გამოხატულება ჰპოვოს მის ნამუშევ-
რებში.
ესთეტიკური აღზრდის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტო-
რია სახვითი ხელოვნება. ის ზეგავლენას ახდენს ადამიანზე –
უყალიბებსმხატვრულ გემოვნებას, კულტურულ ჩვევებს, ალა-
მაზებს მის ყოფას და აკეთილშობილებს ადამიანს.
შემოქმედის აღზრდა, რომელიც ინტერესით, პასუხისმგებ-
ლობით, სიყვარულით და შთაგონებით გააკეთებს თავის საქმეს,
უმაღლესი სკოლის უპირველესი დანიშნულებაა.
მომავალი დიზაინერის შემოქმედებისა და ცხოვრების
ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სახვითი მოღვაწეობა. სისტემა-
ტური შემოქმედებითი მუშაობა, დიზაინერის პროფესიული და
სულიერი მოთვხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად, ასრულებს
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას: ეხმარება მას შეინარჩუნოს

4
საჭირო დონეზე შემოქმედებითი პოტენციალი და მხატვრული
ოსტატობა, უმაღლებს საკუთარი თავისადმი რწმენას.
სასწავლო კურსის – გრაფიკის სწავლების მთავარი ამოცა-
ნაა, სხვა სასწავლო დისციპლინებთან ერთად, საფუძველი ჩაუ-
ყაროს ტანსამლისა და ფეხსაცმლის მოდელიორის წინაშე მდგა-
რი მხატვრული და კონსტრუქტორული ამოცანის თავისუფალ,
ყოველმხრივ გააზრებულ გადაწყვეტას. ხატვა და პლასტიკური
ანატომია, ისეთ სასწავლო დისცპლინებთან ერთად, როგორიცაა
ფერწერა, ფერთამცოდნეობა, სპეცკომპოზიცია, კონსტრუირება
და სხვა, ასრულებს მნიშვნელოვან როლს წარმოსახვითი აზ-
როვნების ჩამოყალიბებაში.
წარმოსახვითი აზროვნების განვითარებისათვის აუცილე-
ბელია ყოველმხრივ გაანალიზდეს და შესწავლილ იქნას დასახა-
ტი საგნის ფორმა, სტრუქუტრა და კონსტრუქცია, სტუდენტი არ
უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის გარეგნული აღქმით:
დაინახოს ის მოძრაობაში, განვითარებაში, დროსა და სივრცეში;
შექმნას საგნის პერსპექტიული გამოსახულება ორთოგონალური
ხედებისა და კვეთების წარმოსახვის საფუძველზე.
ხატვა და პლასტიკური ანატომია გარემომცველი სამყაროს
შეცნობის ერთერთი საშუალებაა. ნახატის ლოგიკა წარმოდგება
აზროვნების ლოგიკიდან, ის ასახავს სინამდვილეს, ხელს
უწყობს მომავალმა დიზაინერმა გამოიმუშავოს ჩვევები, რომლე-
ბიც კოორდინაციას უკეთებს თვალებს, გონებას, ხელებს.
დისციპლინის სწავლების პროგრამაში მნიშვნელოვანი ად-
გილი უჭირავს ადამიანის ფიგურის შესწავლასა და ხატვას, რაც
საშუალებას იძლევა ჩამოუყალიბოს სტუდენტს მოდელირები-
სადმი დახვეწილი და სიღრმისეული მიდგომა.
ხატვის საფუძვლებისა და პრაქტიკული ჩვევების შეთვისე-
ბა სტუდენტის მიერ ხდება თანდათანობით – ნატურიდან ხატ-
ვისას. ნატურიდან ხატვა იწყება მარტივი გეომეტრიული ფორ-

5
მების ხატვით და ნაბიჯ-ნაბიჯ გრძელდება ისეთი რთული ნა-
ტურის ხატვამდე, როგორიცაა ადამიანის ფიგურა ტანსაცმელში.
წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემულია თეორიული
მასალა, მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, ასევე სა-
ილუსტრაციო მასალები (დანართი) დისციპლინის – გრაფიკის
შესწავლისათვის.

6
1. ზოგადი ცნობები ნატურიდან ხატვის შესახებ

1.1 სამუშაო ადგილის ორგანიზაცია მასალები

ნატურასთან მუშაობის დროს მხატვარმა ისეთი ადგილი


უნდა დაიკავოს, რომ შეეძლოს სრულად დაინახოს მოდელი, არ
ჭირდებოდეს თავის მოტრიალება, ზევით აწევა ან დაწევა.
მუშაობა შესაძლოა როგორც ფეხზე, ისე დამჯდარ მდგომა-
რეობაში სახატავი დაფა ან პლანშეტი სახატავი ფურცლით უნ-
და იყოს მოთავსებული დამხატავის წინ, ხედვის მართობულად.
უმჯობესია, თუკი ნატურა მოთავსებულია მხატვრის წინ, ან
მარცხნივ. სინათლე ქაღალდზე უნდა დაეცეს მარცხენა მხრი-
დან, რათა არ დაიჩრდილოს ხელის მხრიდან. არ შეიძლება ნა-
ხატზე ხელით დაყრდონა. აუცილებლია შენარჩუნებულ იქნას
ნატურაზე ხედვით ერთი წერტილი, ამიტომ შემსრულებელი
უნდა მოერიდოს ზედმეტ მოძრაობებს (ნახ.1 ).
ხატვა რეკომენდირებულია ვატმანის ფურცელზე რბილი
ფანქრით (2B-6B; 2M-6M). ვატმანის ქაღალდზე უმჯობესია ნაკ-
ლებად რბილი ფანქრით მუშაობა, ხოლო ფაშარ (ნაჭუჭის, ან
ტილოს ფაქტურის ზედაპირი) ქაღალდზე შედარებით რბილი
ფანქრით.
ზედმეტი ხაზების გატარება სასურველი არ არის. იმდენად
რამდენადაც ხშირად შლისაგან ფურცელი ზიანდება, ფუჭდება
მისი სტრუქტურა. საშლელი უნდა გაიჭრას დიაგონალზე, რათა
შესაძლებელი იქნას პატარა დეტალების საშლელის წვერით
ამოშლა.
სამუშაო უნდა შესრულდეს გულდასმით, ყურადღების
კონცენტრაციით, ყოველი საათის შემდეგ რეკომენდირებულია
ხუთწუთიანი შესვენება, ამ დროს აუცილებელია მოხდეს ნატუ-
რისა და ნახატის შედარება და შეცდომების შესწორება.
იმისათვის რომ, სწორად დაიტახოს რაიმე საგანი, აუცილე-
ბელია მისი შესწავლა, აგებულების, ფუნქციის და დანიშნულე-
ბის შეცნობა. საგანის შეცნობა შესაძლებელია არა მარტო მხედ-
ველობით, არამედ შეხებით. ასევე ამ საგნის შემსწავლელი სხვა-
დასხვა თეორიული საკითხების (დისციპლინების) გაცნობითაც.

ნახ. 1. სამუშაო ადგილის ორგანიზაცია ნატურიდან ხატვის


დროს

უპირველესად საჭიროა შესწავლილ იქნას პერსპექტივა, გა-


ნათების კანონზომიერებანი, პლასტიკური ანატომია, ფერთამ-
ცოდნეობა და სხვა.
ფორმის მიხედვით მარტივი საგნების ხატვის პრინციპის
გაგების შემდეგ უკვე შესაძლებელია ხილული სამყაროს ნების-
მიერი საგნის დახატვა. საგნის კონსტრუქციის შესახებ სრული
წარმოდგენა გვექმნება მაშინ. როცა საგანს ვათვალიერებთ ყვე-

8
ლა მხრდან: წინიდან, გვედიდან, ზევიდან, ქვევიდან წარმოსახ-
ვაში გავიაზრებთ მის შიგა კონფიგურაციას და კვეთას.
ადამიანის გარეგანი კონსტრუქცია მასზე მოცმული ტან-
საცმელი ეყრდნობა პლასტიკური ანატომიის ცოდნას. მაგალი-
თად, ადამიანის ფეხის ტერფის დახტვისათვის, აუცილებელია
შევისწავლოთ ტერფის ანატომია, მისი ჩონჩხი. უბრალოდ ცოდ-
ნა ყველა ძვალისა საკმარისი არ არის, საჭიროა თითოეული
მათგანის მუშაობის, შესაძლო მოძრაობების, ტერფის და მისი
ნაწილების მოძრაობის ღერძების, სხვადასხვა მიმართულებით
ტერფის კვეთების და სხვათა ცოდნა.
ნატურიდან ხატვის შესწავლისას აუცილებელია სტუდენ-
ტმა იცოდეს გამოსახულების აგების თეორიული საფუძვლები.
წარმოდგენა ჰქონდეს სივრცის აღქმის, ხაზობრივი პერსპექტი-
ვის, პროპორციების ფორმის გამოსახვის, კომპოზიციის და სხვა
საკითხების შესახებ.

1.2. პერსპექტივა

პერსპექტივა – ეს არის საგნობრივი სამყაროს გამოსახულე-


ბის კანონზომიერება, მისი მხედველობითი აღქმის შესაბმისად.
ხაზობრივი პერსპექტივის კანონები გამომდინარეობს ადამია-
ნის მხედველობის თავისებურებიდან, რაც მდგომარეობს იმაში,
რომ საგნები თვალიდან დაშორების შესაბამისად ადამიანს ეჩვე-
ნება შემცირებულად (ნახ. 2).

9
ნახ.2 სხივების გადატეხვა თვალში

ადამიანი ერთდროულად უცქერის შემოფარგლულ სივ-


რცეს, მხოლოდ მას, რაც ექცევა მისი მხედველობის არეში. მხედ-
ველობის არე – სივრცის ის ნაწილია, რომელსაც ადამიანი ხე-
დავს შედარებით მკაფიოდ, მხედველობის არეს აქვს დაბრტყე-
ლებული კონუსის ფორმა (ნახ. 3), რომლის წვერო თვალებიდან
იწყება.

ნახ. 3. მხედველობის არე

დიდი საგნის სრულად დასახატად საჭიროა ის მოხვდეს


ხედვით კუთხის განსაზღვრულ საზღვრებში. ხედვის კუთხე
ჩვეულებრივ არ აღემატებს 300-ს. ეს მიიღწევა თუკი დასახატ
საგნამდე მანძილი 20-ჯერ აღემატება თვით საგნის სიდიდეს.
საგანი უნდა დაიხატოს ისე, როგორც ხედავს მას მხატვარი.
ასეთი გამოსახულება შეიძლება მივიღოთ თუკი მინაზე, რომე-
ლიც მოთავსებულია ვერტიკალურად საგანსა და დამკირვებ-
10
ლის თვალს შორის, შემოვაყოლებთ საგნის მოხაზულობას
(ნახ.4). ასეთი მინის მსგავსი სიბრტყე პერსპექტივაში არის ნახა-
ტის სიბრტყე, ხოლო გამოსახულებას, რომელიც მიიღება ნახა-
ტის სიბრტყეზე უწოდებენ პერსპექტიულ გამოსახულებას.

ნახ. 4. გამოსახულების მიღების პრინციპი ნახატის სიბრტყეზე

ნატურიდან ხატვისას აუცილებელია მხატვარმა წარმოდ-


გინოს სად გადის ნახატის სიბრტყე, წარმოსახვით მოათავსოს ის
თვალსა და ნატურას შორის. ნახატის სიბრტყემდე ძალზე ახლო
ან დაშორებული მანძილი არასწორ წარმოდგენას ქმნის საგნის
შესახებ. ყველაზე ორპტიმალური ვარიანტი მანძილისა თვალი-
დან ნახატის სიბრტყემდე არის დაშორება რომელიც 2-ჯერ მე-
ტია ნახატის დიაგონალხე. ასეთ შემთხვევში პერსპექტიული გა-
მოსახულება იქნება ძალზე ბუნებრივი.
განვიხილოთ პერსპექტივის რა ელემენტებთან აქვს საქმე
მხატვარს. ხატვის დროს არ უნდა შეიცვალოს ხატვის წერტილი
z, რადგანაც მისი უმნიშვნელოდ ცვლილების დროსაც კი იც-
ვლება საგნის მდებარეობა. ხედვის ძირითადი სხივი  ნახატის
სიბრტყეს ეცემა მართობულად, ნახატის ცენტრში ან მის მახ-

11
ლობლად (ნახ.5). ნახატის სიბრტყეზე უნდა მოვნიშნოთ ჰორი-
ზონტის ხაზი. ჰორიზონტის ხაზი ეს არის ჩვენი თვალის დონე-
ზე განლაგებული წარმოსახვითი სიბრტყის ხაზი. ეს სიბრტყე
შეესაბამება ხილულ ჰორიზონტს გაშლილ ადგილზე.

ნახ. 5. პერსპექტივის ელემენტები

საგნის ყველა ვერტიკალური ხაზი გამოისახება ვერტიკა-


ლურად; ჰორიზონტალური ხაზები, რომლებიც განლაგებულია
ნახატის სიბრტყის პარალელურად – ჰორიზონტალურად. ნა-
ხატზე ისინი პარალელურია ჰორიზონტის ხაზის.
პარალელური ხაზები თვალიდან მოშორების შესაბამისად
გვეჩვენება, რომ იკვეთებიან რაიმე წერტილში. თუ პარალელუ-
რი ხაზები მიმართულია ჩვენგან მართობულად ნახატის სიბ-
რტყისაკენ, ისინი გადაიკვეთებიან ჰორიზონტის ხაზზე  ცენ-
ტრალურ წერტილზე, თუკი ისინი სხვა კუთხით არიან მიმარ-
თული ჰორიზონტის ხაზისაკენ, მაშინ გადაიკვეთებიან ცენტრა-

12
ლური წერტილის მარცხნივ ან მარჯვნივ. აღნიშნულ წერტილს
შეერთების, გადაკვეთის, შეკრების წერტილს უწოდებენ.
ყველა პარალელური ჰორიზონტალური ხაზები, რომლე-
ბიც წარმოსახვითი ჰორიზონტის ხაზს ქვევითაა, მიემართება
ზევით ჰორიზონტის ხაზისაკენ და პირიქით. ჰორიზონტის
ხაზს ზემოთ მდებარე პარალელური ხაზები ეშვება ქვევით ჰო-
რიზონტის ხაზისაკენ (ნახ.6).

ნახ. 6. პარალელური ხაზების გადაკვეთა ჰორიზონტის ხაზზე

კვადრატის პერსპექტივა. რაც უფრო მოშორებულია კვად-


რატი ჰორიზონტის ხაზს, მით უფრო დიდია (გაშლილია) ის.
კვადრატის გვერდების ფრონტალურ მდგომარეობაში გადაკვე-
თის ერთი წერტილი აქვს, სხვა შემთხვევაში – ორი (ნახ.7).

13
ნახ.7 კვადრატის პერსპექტივა

კუბის პერსპექტივა. ფრონტალურ მდგომარეობაში კუბის


წიბოების გადაკვეთის  წერტილი ერთია, სხვა შემთხვევაში
ორი. როდესაც კუბი განლაგებულია ნახატის სიბრტყის მიმართ
450-იანი კუთხით, გადაკვეთის წერტილები ცენტრალურ  წერ-
ტილიდან დაშორებულია თანაბარ მანძილზე (ნახ.8).

ნახ.8 კუბის პერსპექტივა

14
კუბის ნატურიდან ხატვისას საჭიროა ზუსტად განისაზ-
ღვროს კუბის წახნაგების მიმართულება. კუბის წახნაგზე სახა-
ზავის მიბჯენით უფრო ნათლად განისაზღვრება წახნაგების მი-
მართულება.
წრის პერსპექტივა. წრე პერსპექტივაში გამოისახება
ელიფსით. ელიფსის მცირე ღერძის ზომა დამოკიდებულია
წრის მდებარეობაზე ჰორიზონტის ხაზის მიმართ. წრე ჰორი-
ზონტის ხაზზე წარმოადგენს სწორ ხაზს, რაც უფრო შორსაა წრე
ჰორიზონტის ხაზიდან, მით მეტია ელიფსის მცირე ღრეძის სი-
დიდე (ნახ.9).

ნახ. 9. წრის პერსპექტივის ცვლილება ჰორიზონტის ხაზისაგან


დაშორების მიხედვით

პარალელურ ხაზების გადაკვეთა პერსპექტივაში ცვლის


საგნის მასშტაბს სიღრმეში დაშორების მიხედვით. მართკუთხე-
დი პერსპექტივაში რომ გავყოთ 2 ტოლ ნაწილად უნდა გატარ-

15
დეს მისი დიაგონალები. დიაგონალების გადაკვეთის წერტილი
არის ზუსტი ცენტრი პერსპექტივაში (ნახ.10).

ნახ. 10. მართკუთხედის ცენტრის პოვნა პერსპექტივაში

კვადრატში ჩახაზული წრის ცენტრი პერსპექტივაში იმ-


ყოფება კვადრატის დიაგონალების გადაკვეთაზე. ის არ ემთხვე-
ვა ელიფსის ცენტრს, რომლითაც გაომისახება წრე, გადაინაც-
ვლებს ელიფსის ცენტრის შემდეგ, სიღრმეში (ნახ.11).

ნახ.11. კვადრატის წრის ცენტრის პოვნა პერსპექტივაში

იმისათვის, რომ ზუსტად იქნას გადმოცემული სივრცის


სიღრმე და საგნების სხვადასხვა განლაგება სივრცეში, საჭიროა
სიღრმისა და სიმაღლის მასშტაბების აგების მეთოდების ცოდნა.
სივრცის სიღრმისაკენ გადანაცვლების მიხედვით საგნები
ჩანს უფრო მცირე სიმაღლეში, სიგანისა და სიღრმეში (დანართი

16
1-3). ნახ.12 ნაჩვენებია, როგორ უნდა განისაზღვროს სიმაღლეში
ტოლი სდიდეების მასშტაბი სხვადასხვა სიღრმეში.

ნახ.12. მასშტაბის ცვლილება სიღრმის მიხედვით

საგნობრივი სიბრტყეზე დატანილი პერსპექტიული ბადის


საშუალებით შესაძლებელია განისაზღროს ნახატის სიბრტყი-
დან პერსპექტივაში სხვადასხვაგვარად დაშორებული საგნის სი-
მაღლე და სიგანე (ნახ.13).

ნახ.13 ცენტრის პოვნა პერსპექტივაში

17
2. სახვითი საშუალებები და ხატვის ხერხები

2.1. ფორმა, მოცულობა და კონსტრუქცია ნახატში

ნატურიდან ხატვისას მხატავის წინაშე დგას ამოცანა, მიაგ-


ნოს საგნის ძირითად მახასიათებელ ნიშანს და არა ის, რომ გად-
მოსცეს საგანი ფოტოსურათის აბსოლუტური სიზუსტით.
ყველა საგანს გააჩნია სამი განზომილება – სიგრძე, სიგანე,
სიმაღლე ანუ მოცულობა. ხატვისას სამგანზომილებიანი საგ-
ნები უნდა გამოისახოს ორგანზომილებიან სიბრტყეზე.
საგნის ფორმა იცვლება არა მარტო იმის გამო, თუ რომელი
ხედვის კუთხიდან ვხედავთ მას, არამედ განათების პირობების
და შეფერილობის მიხედვითაც. განათებისა და შეფერილობის
ცვლილებით შესაძლოა შეიცვალოს საგნის ფორმის აღქმა.
ნახატზე მოცულობითი ფორმის გადმოცემისათვის აუცი-
ლებელია მისი კონსტრუქციის ცოდნა. ასე მაგალითად, კუბის
ხატვისას არ შეიძლება მხატვარი გამოიფარგლოს მხოლოდ მისი
ხილული ნაწილის გამოსახვით, საჭიროა ნახატზე გამოისახოს
ის ნაწილიც, რომელიც არ მოჩანს. მოცულობით საგნების ხატ-
ვის დაუფლებისას დამწყებმა მხატვარმა საგნები უნდა ხატოს
გამჭოლად, გამჭირვალედ. ეს ხელს უწყობს შეიგრძნობს სტუ-
დენტმა საგნის ფორმა და კონსტრუქცია.
მექანიკური გამოხატვა საგნისა არ იძლევა მის სწორ გამო-
სახულებას. ფორმის გამოსახვისას უნდა იგრძნობოდეს და იკი-
თხებოდეს მისი კონსტრუქცია.
საგნის ფორმისა და კონსტრუქციის გამოვლენაში დიდ
როლს ასრულებს ნახატის შესრულების ტექნიკა, შტრიხის ხასი-

18
ათი და მიმართულება, შუქჩრდილის, ლაქებისა და ტონალური
თანაფარდობების კონტრასტულობა.

2.2. ხაზი და შტრიხი


ხაზი არის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება ნა-
ხატის შესრულებისას. ხაზის ხასიათი დამოკიდებულია იმაზე,
რა ხერხითა და როგორი დაჭერითაა («ნაჟიმითაა») ის შესრულე-
ბული ქაღალდზე.
ხაზი ნახატში უნდა იყოს თავისუფალი და მრავალფერო-
ვანი: ხან ძლიერი, აქტიური და შავი, ხან მსუბუქი და ძლივს შე-
სამჩნევი.
სუსტი ტონის ხაზი («ნაჟიმის» გარეშე) გამოიყენება ნახა-
ტის შესრულების საწყის ეტაპზე, დამხმარე ხაზებისათვის, კომ-
პოზიციის დაზუსტებისათვის, პროპორციის მონიშვნისათვის,
მონახაზისა და ჩანახატის შესრულებისათვის.
დამწყებმა მხატვარმა ხელისა და თვალზომის გავარჯიშე-
ბისათვის უნდა შეასრულოს სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯი-
შოები: გაატაროს სხვადასხვა ხაზები, ააგოს ბრტყელი ფიგურე-
ბი და დაყოს ის ნაწილებად, დაშტრიხოს თანაბარი განაწილე-
ბით. სწორი ხაზები დატანილ უნდა იქნას ერთბაშად, მრუდე ხა-
ზების ნაღუნები კი – ტეხილი ხაზებით.
ხაზის შესწორება უმჯობესია საშლელის გარეშე,
გრიფელის დაჭერის ძალის გაზრდის საშუალებით. მონაკვეთე-
ბისა და ბრტყელი ფიგურების დაყოფა უნდა მოხდეს თვალ-
დათვალ.
ფანქრის სხვადასხვაგვარი დახრითა და დაჭერით შეიძლე-
ბა მივიღოთ წვრილი ხაზები, როცა გრაფიტის წვერი ეხება ქა-

19
ღალდს და მსხვილი, განიერი ხაზები, როცა ფანქრის წვერი სიბ-
რტყით ეხება ქაღალდს. წვრილი ხაზებით გამოისახება ფორმის
ნაპირები, რომლებიც მობრუნებულია შუქისაკენ და თითქოსდა
გაერთიანებულია გარემოსთან. განიერი, მსხვილი ხაზებით გამ-
ოისახება დაჩრდილული ზედაპირები, ხაზების სხვადასხვაგვა-
რი გამოსახვა ხელს უწყობს სივრცის განათებულობისა და მო-
ცულობის ლაკონურად გადმოცემას.
ხაზების ხასიათი გარკვეულწილად დამოკიდებულია ფან-
ქრის და ქაღალდის სიმკვრივესა და ზედაპირზე. ფანქარი, სან-
გინა, ნახშირი გვაძლევს რბილსა და ჰაეროვან ხაზებს; კალამი,
ფუნჯი, ფლომასტერი – ხისტ ხაზებს. ტონალურ ნახატში დაშ-
ტრიხვის სიფართე და ხასიათი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვა-
რი, იმაზე დამოკიდებულებით თუ როგორ უნდა იყოს გამოსა-
ხული საგნის ზედაპირი. ტონის შესუსტებისათვის საკმარისია
ქაღალდს საშლელით შევეხოთ და ამოვიღოთ ზედმეტი
გრაფიტი. თუკი ტონი ნათელი და თითქმის ქაღალდის ფერი
უნდა იყოს, მაშინ საშლელით მჭიდროდ დავაჭიროთ და
სშრაფად ამოვიღოთ ზედმეტი ტონი.
შტრიხი – შედარებით მოკლე ხაზებია. შტრიხით იქმნება
სხვადასხვა ტონალობა (ფერი) ნახატზე. შტრიხების სხვადას-
ხვაგვარი განაწილება საგნის მოცულობისა და ფორმის გამოვ-
ლენის საშუალებას იძლევა.
თანაბარი ტონით დაფარვა მიიღწევა ერთიდაიგივე ფერისა
და მუდმივი ინტერვალის შტრიხებით დამუშავებისას. ტონის
გასაძლიერებლად შტრიხის პირველი ფენა შეიძლება გა-
დაფარულ იქნას მეორე მიმართულების შტრიხებით. მუქი ტო-
ნიდან ნათელში მდორე გადასვლა შეიძლება მივიღოთ თუ თან-
დათან შევცვლით შტრიხებს შორის მანძილს, ან შევცვლით
გრიფელის დაჭერის ძალას.

20
ნახ. 14. შტრიხების მიმართულება სწორ და მრუდე
ზედაპირზე

დაშტრიხვის ხასიათი შეთანხმებული უნდა იქნას საგნის


ფორმასთან, რაც ხელს უწყობს არამარტო ფორმის გამოვლენას,
არამედ საგნის კონსტრუქციასაც წარმოაჩენს. ყველა შემთხვე-
ვითი მიმართულების შტრიხი, რომელიც არაა ფორმის მიხედ-
ვით დადებული, ნახატზე გამოიკვეთება და ხელს უშლის მო-
ცულობის გამოსახვას. ერთ ნახატში შეიძლება გამოყენებულ იქ-
ნას შტრიხის სხვადასხვა მიმართულება. ასე, მაგალითად,
(ნახ.14) ბრტყელი ზედაპირის გამოსახვისათვის გამოყენებულია
სწორხაზობრივი შტრიხები – სხვადასხვა მიმართულებით; მრუ-
დე ზედაპირის გამოსახატავად – მრუდხაზობრივი და სპირა-
ლური შტრიხები, რომელთა მიმართულება შეთანხმებულია –
ემთხვევა საგნის ზედაპირის ფორმას, ხოლო სფეროს გამოსახვი-

21
სათვის გამოიყენება სპირალური შტრიხები და ცვალებადი
ირიბი მიმართულების შტრიხები, რომელიც შეთანხმებულია
სფეროს ფორმასთან. ერთ ნახატში შეიძლება გამოყენებული იქ-
ნას დაშტრიხვის სხვადასხვა მიმართულება.
ნახატის დაშტრიხვისა და ტონის დადების დროს ითვა-
ლისწინებენ საგნის მდებარეობას სივრცეში (საგნის განლაგების
სიღრმე დამხატავიდან), მის შეფერილობას, განათებულობას,
სივრცობრივ პერსპექტივას და ასევე საგნის ფაქტურასა და მასა-
ლას. საგნები, რომლებიც წინა პლანზეა განლაგებული დაიშ-
ტრიხება უფრო ძლიერ კონტრასტულად, ენერგიულად, შტრი-
ხები მეჩხერადაა განლაგებული, მათ შორის მანძილი ფართეა,
ხოლო უკანა პლანზე მყოფი საგნების დაშტრიხვისათვის გამო-
ყენება ჰაეროვანი ტონი. შტრიხების ამ დროს ერთმანეთთან ახ-
ლოსაა განლაგებული, მჭიდროა და არის მკვეთრი, კონტრასტუ-
ლი. რაც უფრო შორსაა საგანი, მით უფრო სუსტი და ჰაეროვანია
დაშტრიხვის ტონალობა. მჭიდროდ განლაგებული შტრიხი ტო-
ნალურ ლაქას ანიჭებს ჰაეროვნებას და საგანი თითქოს სიღრმე-
ში გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ მეჩხერი და უხეში დაშ-
ტრიხვა ნახატს აძლევს არასასიამოვნო ხასიათს (ბადისებურ სა-
ხეს), რაც არღვევს საგნის ზედაპირის მთლიანობას.

2.3. პროპორციები

ყველა საგანს ან ობიექტს გააჩნია მხოლოდ მისთვის დამა-


ხასიათებელი განსაზღვრული პროპორციები. პროპორციის შეგ-

22
რძნება ხატვის პროცესში აუცილებელი ერთერთი უმნიშვნელო-
ვანესი თვისებაა. რაც უფრო ზუსტადაა განსაზღვრული პრო-
პორციები, მით მეტად ემსგავსება ნახატი ნატურას. თუკი ნახატ-
ზე საგნის ნაწილების თანაფარდობა არასწორადაა ასახული, მა-
შინ ვერც სწორი პერსპექტიული აგება, ვერც საუკეთესოდ გად-
მოცემული შუქჩრდილი და ფერი ვერ წარმოაჩენს სწორად ნა-
ტურას.
საგნის პროპორციების განსაზღვრის სიზუსტე დამოკიდე-
ბულია დამხატავის თვალზომასთან. თვალზომა ვითარდება
თანდათანობით, ნატურიდან სისტემური ხატვისას.
საგანთა ჯგუფის ხატვისას გამოიყენება საგანთა სიდიდეე-
ბის შედარების ზოგადი ხერხი. გაზომვის ერთეულად აიღება
ნატურმორტში შემავალი ერთერთი საგნის სიდიდე.
პირველ ეტაპზე დამწყები მხატვრისათვის, როცა თვალზო-
მა ჯერ კიდევ გაუვარჯიშებელია, საგნის პროპორციის განსაზ-
ღვრისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ე.წ. «ვიზირე-
ბის» მეთოდი. «ვიზირება» ხდება ფანქრით, რომელიც უჭირავს
მხატვარს ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად და მასზე მო-
ზომავს ერთეულად მიჩნეული საგნის სიდიდეს (სიმაღლეს ან
სიგანეს), რომელსაც ადარებს სხვა საგნების ზომებს. ასევე «ვი-
ზირების» ხერხით შეიძლება განისაზღვროს რაიმე ხაზის ან სიბ-
რტყის დახრის კუთხე. გარდა ამისა შესაძლებელია გამოიჭრას
მუყაოსაგან მართკუთხა ჩარჩო და ქაღალდის ზოლი. ჩარჩოს
თვალთან მიახლოებით და დაშორებით მისიგვერდებიუნდა
დავამთხვიოთ დასახატი ობიექტის განაპირა წერტილებს და ქა-
ღალდის ზოლით მოვნიშნოთ ობიექტის ზედა წერტილი. მიღე-
ბული მართკუთხედი დაგვეხმარება განისაზღვროს საგნის პრო-
პორციები მისი განლაგება და დახრის კუთხეები. ფანქრის ან
ჩარჩოს «ვიზირების» გზით შესაძლოა განისაზღვროს რომელი
წერტილია მარცხნივ და მარჯვნივ ან ზევით და ქვევით.

23
«ვიზირების» მეთოდით სარგებლობა რეკომენდირებულია
ხატვის შესწავლის საწყის ეტაპზე. თვალზომის განვითარებას-
თან ერთად ამ ხერხის გამოყენება საჭირო აღარ არის.
ნატურიდან ხატვის დროს აუცილებელია ნახატის ნატუ-
რასთან ხშირი შედარება შორი მანძილიდან. ასევე ხშირად უნდა
იქნას გამოყენებული სწრაფი თვალთ შევლება, რომლის დრო-
საც თვალი აღიქვამს არა მკაფიოდ, არამედ ბუნდოვნად, პე-
რიფერიულად, რაც საშუალებას იძლევკა თვალმა დაინახოს
საგნები ერთდროულად და დაახლოებით ერთნაირად. (არ გა-
მოყოს მკაფიოდ, ის, რაც თვალშისაცემია). ასეთი თვალის შევ-
ლებისას საგნები თითქოს გაბნეულია, სამაგიეროდ კარგად გა-
ნისაზღვრება და აღიქმება ტონალური თანაფარდობების. გარდა
აღნიშნულისა საჭიროა ნატურისა და ნახატის ერთდროულად
დაკვირვება მოჭუტული თვალებით, რაც ასევე ხელს უწყობს
ტონალური თანაფარდობების აღქმას.

2.4. შუქი და ჩრდილი

ერთგვაროვან გარემოში სინათლის სხივი ვრცელდება


სწორხაზობრივად. სინათლის წყაროდან სხივები თანაბრად
ვრცელდება ყველა მიმართულებით და ეცემა საგანს კონუსისე-
ბურად (ნახ.15).

24
ნახ. 15 სინათლის სხივი და ჩრდილი

სინათლისაკენ მყოფი გვერდები განათებულია, საწინააღ-


მდეგოდ განლაგებული კი ჩრდილშია. არსებობს საკუთარი და
დაცემული ჩრდილი. საგნის გაუნათებელ მხარეს იმყოფება სა-
კუთარი ჩრდილი, ერთი საგნიდან მეორეზე გადასულ ჩრდილს
დაცემული ჩრდილი ეწოდება. შუქისა და ჩრდილის საზღვარს
ეწოდება საკუთარი ჩრდილის ხაზი. ეს ხაზი მკვეთრია საგნის
ბრტყელ წახნაგებზე, და მსუბუქია მომრგვალებულ ადგილებ-
ზე, მრუდე ზედაპირებზე. როგორც წესი ჩრდილის ხაზი
ბრტყელ ზედაპირზე უფრო მუქია, ვიდრე საკუთარი ჩრდილი,
იმდენად, რამდენადაც მასზე ნაკლებად ეცემა რეფლექსი. მომ-
რგვალებულ ზედაპირზე ჩრდილსა და შუქს შორის იმყოფება
ნახევარჩრდილი.
რეფლექსი ეს არის სხვა საგნებიდან ან გარემომცველი ატ-
მოსფეროდან არეკლილი შუქი. რეფლექსი მით უფრო ძლიერია,
რაც უფრო ახლოსაა, ან დიდია მისი ამრეკლი ზედაპირი, რაც
უფრო მეტადაა განათებული ეს ზედაპირი. ჩვეულებრივ, საკუ-
თარი ჩრდილები დაცემულ ჩრდილებზე უფრო ნათელია, რად-
გან მასზე უფრო მეტად ეცემა რეფლექსი გარშემომყოფი საგნე-
ბიდან.

25
განათებულება დამოკიდებულია სინათლის წყაროს ძალა-
ზე, სინთლის წყარომდე მანძილზე და კუთხეზე, რომლითაც სი-
ნათლის სხივი ეცემა საგნის ზედაპირზე.
ნახ.16-ზე ნაჩვენებია შუქჩრდილის განლაგება ცილინ-
დრზე. ჩრდილის ხაზი, შუქი, ჩრდილი, რეფლექსი დამოკიდე-
ბულია სინათლის წყაროზე, განაწილებული განსაზღვრულ ად-
გილებში და არ იცვლება დამკვირვებლის ხედვის კუთხის მი-
ხედვით.

ნახ.16. შუქისა და ჩრდილის განაწილება

26
ბლიკი ელვარება, სიკაშკაშე – საგნიდან არეკლილი შუქია.
ბლიკს არ აქვს განსაზღვრული ადგილი ზედაპირზე და სინათ-
ლის წყაროსა და ზედაპირის ფორმის გარდა დამოკიდებულია
ხედვის კუთხეზე. ბლიკი შეიძლება დავინახოს ჩრდილის ხაზის
მახლობლადაც.
ნახ.17-ზე ნაჩვენებია ცილინდრზე ბლიკის 3 სხვადასხვა
ადგილი 1,2,3, სამი დამკირვებლისათვის , ,  სხვადასხვა
ხედვის კუთხიდან. საგანზე ბლიკი აირეკლება იმ ადგილები-
დან, რომლის მართობი კუთხეს – სინათლის სხივი ბლიკი დამ-
კირვებელი ყოფს შუაზე.

III II

ნახ. 17. ბლიკის არეკვლის კუთხეები

ხელოვნური განათების დროს პერსპექტივაში ჩრდილების


აგება ნაჩვენებია ნახ.18-ზე. ხელოვნურ განათებისას ჩრდილებს
აქვს რადიალური მიმართულება და გადაიკვეთება წერტილში
S/, რომელიც წყაროს S -ის გეგმილიცაა. ჩრდილის სიგრძე განი-
საზღვრება სინათლის სხივისა და ჩრდილის მიმართულების გა-
დაკვეთის წერტილზე.

27
ნახ. 18. შუქჩრდილის განაწილება ხელოვნური განათების
დროს
განვიხილოთ კუბის ჩრდილის აგების მეთოდი. S წერ-
ტილს ვაერთებს წერტილ 1-თან და ვაგრძელებთ S/–1/ წერტი-
ლების შემაერთებელი ხაზის გაგრძელებით გადაკვეთამდე, მი-
ვიღებთ 1// წერტილს. მსგავსად ვაგებთ 2// და 3// წერტილებს.
1//,2// და 3// ვაერთებს ერთმანეთთან და ვღებულობთ კუბი-
დან დაცემული ჩრდილის კონტურებს. მსგავსი მეთოდით აიგე-
ბა ჩრდილი სხვაგვარი ფიგურებიდანაც.
სწორ ზედაპირზე ჩრდილი თანაბრად ნაწილდება,
რეფლექსი განიერ ლაქად აისახება. ჩრდილი კონტრასტის მი-
ხედვით რამდენადმე მუქია განათებული ადგილების მახლობ-
ლად. რეფლექსი ძლიერია ქვედა ნაწილში. დაცემული ჩრდილი
მკვეთრია საგნის მახლობლად, რომლიდანაც ჩრდილი ეცემა. სა-
კუთარ ჩრდილის ხაზი ცილინდრს ზედა ნაწილში უფრო მუქი
აქვს, ქვემოთ ნათელი, რადგან ქვევიდან მეტია რეფლექსი. ამას-
თან შუქსა და ჩრდილს შორის გადასვლა მკვეთრია.

28
საგნის განათებულობის აღქმა და შუქჩრდილის კანონზო-
მიერებები დამოკიდებულია საგნის შეფერილობასა და ფერის
სპექტრალურ შემადგენლობაზე. ზევით ჩვენ განვიხილეთ
თეთრსა და მქრქალ ზედაპირზე შუქჩრდილის განაწილებს კა-
ნონზომიერება. ფერადი საგნების ხატვისას საჭიროა სხვადასვხა
ფერების, განსხვავებული ტონალობების ასახვა. ჩრდილსა და
შუქს შორის კონტრასტი მეტია თეთრი და ნათელი ფერის საგ-
ნებზე. რაც უფრო მუქია საგნის შეფერილობა, მით ნაკლებია
ჩრდილსა და შუქს შორის სხვაობა ტონალობის მიხედვით. მაგა-
ლითად, შაფი ფერის ხავერდზე თითქმის შეუძლებელია შუქსა
და ჩრდილს შორის სხვაობის დაჭერა.
მუქი ფერის ელვარე ზედაპირზე ძალზე კონტრასტულია
ბლიკი (ნახ. 19) ელვარე ღია ფერის ზედაპირზე კონტრასტები
ნაკლებია, ბლიკები მკვეთრად არ გამოიყოფა.

ნახ. 19. შუქჩრდილი ელვარე ზედაპირზე

29
ხაზობრივი პერსპექტივის გარდა არსებობს სივრცითვი
პერსპექტივა. სივრცეში აისახება არამარტო პერსპექტიული შემ-
ცირება ზომებისა, არამედ საგნის კონტურების ხილვადობის
შემცირებაც. დამკვირვებლიდან დიდ მანძილზე დაშორებისას
საგნები დაინთქებიან ჰაერში და კარგავენ გარშემოხაზულობის
სიმკვეთრეს, იცვლიან ფერს. შუქჩრდილის კონტრასტულობა
ნაკლებ მკაფიო ხდება, განათებული ზედაპირები მუქდება, ჩაბ-
ნელებული ნათდება, რელიეფურობა იკარგება. საგანი ღებუ-
ლობს სილუეტის ხასიათს. ამ დროს იცვლება შუქჩრდილის
ტონალობა და ექვემდებარება სივრცობრივი პერსპექტივის კა-
ნონზომიერებებს. სივრცითი პერსპექტივის კანონზომიერებები
გათვალისწინებულ უნდა იქნას საგნების შედარებით ნაკლებ
სიღრმეზე განლაგების დროსაც.
შუქჩრდილების კანონზომიერება ხელს უწყობს ნახატზე
არამარტო ფორმის თვალსაჩინოდ წარმოჩენას, არამედ, სივრცის
სიღრმის გადმოცემასაც, ხელს უწყობს სრულყოფილად და შეგ-
ნებით იქნას გამოსახული ნატურა.

3. ნახატის კომპოზიციური გადაწყვეტა

რაიმე საგნის ან ნატურმორტის ხატვისას არ შეიძლება და-


იხატოს ის ნაწილ-ნაწილ, რომელიმე დეტალი ცალკე. ამ დროს
მიღებული გამოსახულება შედგება ცალკეული ნაწილებისაგან,
რომლებიც არ იმყოფებიან ერთმანეთთან კავშირში და ნახატი
ნატურას არ ჰგავს. ამიტომ სტუდენტმა უნდა დაიცვას ხატვის
ძირითადი მეთოდური წესები.

30
ობიექტები ნატურიდან ხატვისათვის შერჩეული უნდა იქ-
ნას გარკვეული თანმიმდევრობით – მარტვიდან რთულისაკენ.
ხატვის დაწყება უმჯობესია მარტივი ფორმებიდან – გეო-
მეტრიული სხეულების ხატვიდან, თანდათანობით რთულ
ფორმებზე გადასვლით. საბოლოო მიზანია ადამიანის ფიგურის
ნატურიდან ხატვის შესწავლა, შემდეგ კი ფიგურის ხატვა სხვა-
დასხვა პოზებში მახსოვრობითა და წარმოდგენით.
ნატურიდან ხატვისას სტუდენტმა უნდა შეძლოს მომგები-
ანად განალაგოს ნახატზე დასახატი საგანი ან საგანთა ჯგუფი,
ე.ი. ნახატი კომპოზიციურად კარგად უნდა იყოს გადაწყვეტი-
ლი.
ტერმინი «კომპოზიცია» წარმოდგება ლათინური სიტყვი-
დან compositio, ნიშნავს შეთხზვას, შედგენას, განლაგებას, შეკრე-
ბას, განსაზღვრული წესით რაიმე ნაწილების ერთ მთლიანობად
შეერთებას.
სახვით ხელოვნებაში კომპოზიცია არის მხატვრული ნა-
წარმოების შექმნის პროცესი, მისი შემადგენელი ნაწილების ერ-
თმანეთთან ურთიერთკავშირი. კომპოზიციის ხასიათი დამოკი-
დებულია ავტორის იდეულ ჩანაფიქრზე. თავის მხრივ კომპო-
ზიციის ხასიათზე ე.ი. შემადგენელი ელემენტების განლაგების
ხასიათზე დამოკიდებულია ნახატის გამომსახველობა.
კომპოზიციას გრაფიკასა და ფერწერაში აქვს სხვაგვარი
დატვირთვაც: კომპოზიცია – ეს არის მხატვრის მიერ მომგებია-
ნად მოძებნილი ხედვის კუთხე და დონე, საინტერესოდ განლა-
გებული ყველა დასახატი ობიექტი – პერსპექტივის, შუქჩრდი-
ლის, ფერის გადაწყვეტის გათვალისწინებით; როცა ისეა ხაზ-
გასმული მთავარი, რომ მიღწეულია ნამუშევრის ეთიანობა და
გამომსახველობა; ამასთან ნათლად და მკაფიოდ აღიქმება ჩა-
ნაფიქრი მნახველის მიერ.

31
ნახატის კომპოზიციურად საინტერესოდ გადაწყვეტისათ-
ვის სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს და შეითვისოს რამო-
დენიმე წესი:
1. ერთი საგნის ან საგანთა ჯგუფის ნატურიდან ხატვა
სტუდენტმა უნდა დაიწყოს იმ მხრიდან საიდანაც საგანი უფრო
გამომსახველობითი და საინტერესოა, ხოლო საგანთა ჯგუფი
თანაბრად და საინტერესოდ განლაგდება სახატავ ქაღალდზე;
2. არანაკლები მნიშვნელობა აქვს დასახატ ობიექტზე ხედ-
ვის კუთხის (დონის) შერჩევას, რადგანაც ის მნიშვნელოვან გავ-
ლენას ახდენს კომპოზიციის ხასიათზე, მის გამომსახველობაზე.
სტუდენტს უნდა შეეძლოს ნატურიდან დახატოს საგანი ან
საგანთა ჯგუფი ხედვის სხვადასხვა დონეზე, ე.ი. გამოსახოს სა-
განი ან საგანთა ჯგუფი თვალის ჰორიზონტის დონეზე, მის ზე-
ვით ან მის ქვევით. აღსანიშნავია, რომ თვალის დონეზე ან ჰო-
რიზონტის ქვევით განლაგებული ნატურმორტის გამოსახვა
უფრო მარტივია. საინტერესოა ნახატის გადაწყვეტა, როცა სტუ-
დენტი ნატურმორტს უყურებს ზევიდან ქვევით. შედარებით
რთულია ნატურმორტის შესრულება, როცა სტუდენტი მას უც-
ქერის ქვევდან ზევით. ამ შემთხვევაში სიბრტყე, რომელზედაც
ნატურა დევს, ფარავს დასახატი ობიექტის ქვედა ნაწილს, რაც
ართულებს მათ სწორ კონსტრუქტციულ აგებას. ამ შემთხვევაში
სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს პერსპექტივის თავისებუ-
რებები.
3. სტუდენტმა უნდა შეირჩიოს სახატავი ქაღალდის განლა-
გება ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად – დასახატი ობიექ-
ტის გაბარიტების მიხედვით, როდესაც ნატურმორტის საგნების
სიმაღლე მეტია, ვიდრე სიგანე ფურცელი აიღება ვერტიკალუ-
რად და პირიქით.

32
4. სტუდენტმა უნდა გადაწყვიტოს კომპოზიციის მასშტა-
ბურობის საკითხი, ე.ი. დასახატი საგნების ზომები და განლაგე-
ბის ადგილი შეუსაბამოს ქაღალდის ფართს.
არაიშვიათად, ნატურიდან ერთი საგნის ხატვისას სტუ-
დენტები ისე ზრდიან მის ზომებს, რომ გამოსახულება არა მხო-
ლოდ ეხება ფურცლის ნაპირებს, არამედ, თითქმის ჩარჩოს გა-
რეთაც კი გადადის. ეს იმ შემთხვევაში არ ჩაითვლება ნაკლად,
თუკი დარღვეული არაა ნახატისკომპოზიცია, ან თუკი საჭიროა
გამოისახოს არა მთლიანი ობიექტი, არამედ მისი რომელიმე
მნიშვნელოვანი ნაწილი.
ერთი საგნის გამოსახვისას სტუდენტმა რაციონალურად
უნდა გამოიყენოს ქაღალდის სიბრტყე, საგნის გამოსახულება არ
უნდა იყოს ძალიან დიდი, ფურცელი ზედმეტად არ უნდა შეივ-
სოს (გადაიჭედოს) და არც ძალიან პატარა (ცარიელი ქაღალდი),
კომპოზიცია უნდა იყოს გაწონასწორებული. სწორედ ამ შემ-
თხვევაში ჩაითვლება ის მომგებიანად.
მომგებიანი და სასიამოვნო აღსაქმელი იქნება ის კომპოზი-
ციაც, რომელზედაც ნატურმორტი გამოსახული არ იქნება ფურ-
ცლის სიბრტყის რომელიმე კუთხეში (მარცხნივ, მარჯვნივ, ზე-
ვით, ქვევით).
კომპოზიციის მასშტაბურების მაგალითი კარგად ჩანს
ნახ.20-ზე. ნახ.20 ა-ზე წარმოდგენილი გამოსახულება ძალზე პა-
ტარაა და გაუმართლებელია. ნახ.20 ბ-ზე კი პირიქით დიდია,
ქაღალდი გადაჭედილია.
ნახ.20 გ-ზე გადაადგილებულია მარცხენა მხარეს და ასევე
არასწორია. ნახ.20 დ-ზე კომპოზიციურად სწორადაა გადაწყვე-
ტილი – ნახატი განლაგებულია მიახლოებით ქაღალდის შუა ნა-
წილში.
მრავალფიგურიანი ნატურმორტის ხატვისას საჭიროა არა-
მარტო საგნების გამოსახვა, არამედ მათ ირგვლივ გარკვეული

33
სივრცის ჩვენებაც (დრაფირების ნაოჭები, უკანა ფონი, სადგამის
ნაწილი და სხვა). ყველაფერი ეს ფურცელზე გაწონასწორებუ-
ლად უნდა იყოს განლაგებული.

ა ბ

გ დ
ნახ. 20. გამოსახულების მასშტაბურობა
ნახატის კომპოზიციაში

34
ხატვის დაწყებამდე სტუდენტმა დაწვრილებით უნდა შე-
ისწავლოს დასახატი ობიექტი, გაანალიზოს მისი პროპორციები
და გარეგანი მოხაზულობა. დაუკვირდეს პროპორციების ცვლი-
ლებას პერსპექტიული შემცირების შესაბამისად. აღიქვას ობიექ-
ტის მდებარეობა სივრცეში. მან უნდა გაამახვილოს ყურადღება
იმაზეც, თუ რომელი მხარიდან ეცემა დასახატ ობიექტს სინათ-
ლე; რამდენად ძლიერია (მუქია) ჩრდილები; რამოდენა ფართს
იკავებს ისინი. დახატვამდე ნატურის ასეთი გაანალიზება შესაძ-
ლებლობას იძლევა თავიდანვე სწორად იქნას გადაწყვეტილი
კომპოზიცია.
ასე მაგალითად ნახ. 21 ა-ზე ყუთი მუქი ფერისაა და განლაგე-
ბულია ნათელი ფერის ჰორიზონტალური და სრულად ნათელი
ფერის ვერტიკალური სიბრტეების ფონზე. დაცემული ჩრდილი
მხოლოდ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ჩანს (ვერტიკალურ სიბ-
რტყიდან საგანი საკმაოდ მოშორებულია). ყუთის ირგვლივ დი-
დი სივრცის შთაბეჭდილება იქმნება და საჭირო ხდება ფორმა-
ტის ჩამოკლება.
მეორე ვარიანტი – იგივე ყუთი ახლოსაა ვერტიკალურ სიბ-
რტყესთან და მასზე ჩნდება დაცემული ჩრდილი. ასეთი ტონა-
ლური გადაწყვეტა (მუქი ლაქის გადიდება) თხოულობს ფორმა-
ტის მარჯვნივ და ქვევით ჩამოჭრას ან ზევით მომატებას (ნახ.21
ბ).
მესამე ვარიანტი (ნახ.21 გ) – მუქი ყუთი მთლიანად მუქ
ფონზეა გამოსახული. ჩრდილი ეცემა მხოლოდ ჰორიზონტა-
ლურ სიბრტყეს. ამ შემთხვევაში სასურველია ფორმატის ჩამოჭ-
რა ყველა მხრიდან.
მეოთხე ვარიანტი ნახ. 21 დ – მუქი ყუთი მუქ ფონზეა,
ამასთან, დაცემული ჩრდილი ვერტიკალურ სიბრტყეზეც გადა-
დის. ამ შემთხვევაში კომპოზიცია შესაძლოა სხვადასხვაგვარად

35
იქნას გადაწყვეტილი. დატოვებულ იქნას ასევე; ან შემცირდეს
ფორმატი ზევით და ქვევით.

ა გ

ბ დ
ნახ. 21. კომპოზიციის გადაწყვეტის ვარიანტები

მეხუთე ვარიანტი შეიძლება იყოს იგივე მუქი ყუთი ნა-


თელ ჰორიზონტალურ და მუქ ვერტიკალურ ფონზე, დაცემუ-
ლი ჩრდილები იმყოფება ორივე სიბრტყეზე, ასეთი ტონალური
გადაწყვეტა მოითხოვს ქვედა განათებული ნაწილის უმნიშვნე-
ლოდ შემცირებას.
კომპზიციის გადაწყვეტის შემდეგ მოინიშნება ფიგურის (ან
ფიგურების) სიდიდეები – სიმაღლე, და სიფართე (ღერძებისა
და დამხმარე ხაზების გამოყენებით). ყურადღება უნდა მიექცეს
პროპორციებს და ხაზობრივი პერსპექტივის კანონზომიერების
გათვალისწინებით გამოისახოს საგნების ფორმა.

36
ფორმის კანონზომიერებებს ყველაზე კარგად დავაკვირდე-
ბით თუ შევისწავლით ცალკული უმარტივესი გეომეტრიული
ფიგურების აგების თანმიმდევრობას. ასეთი ფორმების აგების
ათვისებას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ხატვის შესწავლის
პროცესში. საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია თაბაშირის
თეთრი სხეულების ხატვის წესების შესწავლა. თაბაშირის ფიგუ-
რები ყველაზე უფრო მოსახერხებელია ფორმის კანონზომიერე-
ბის თავდაპირველი გაცნობისათვის. ამასთან ასეთი ფიგურების
აგების შესწავლა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს უკეთ გაი-
გოს რთული ფორმების აგებულება.

პრაქტიკული მეცადინეობები

თემა 1. მოცულობითი გეომეტრიული ფიგურების ხატვა


ნატურიდან

სამუშაოს მიზანი: კომპოზიციის კანონზომიერებათა


გაცნობა; გრაფიკული გამოსახვის საშუალებების – ხაზის,
შტრიხის, ტონალური ლაქის გაცნობა; პერსპექტივის
თავისაბურებების შესწავლა; ფიგურის მოცულობითი ფორმის
გამოსახვა შუქჩრდილის საშუალებით; ნახატში ვერტიკალური
და ჰორიზონტალური სიბრტყეების (ფონის) გამოსახვა და
ფონის გამოყენების მნიშვნელობის განსაზღვრა.
დავალება: თაბაშირის მოცულობითი გეომეტრიული
ფიგურის – პირამიდის, პრიზმის და კუბის ხატვა

37
(სიბრტყეებიანი ნატურმორტი), თაბაშირის გეომეტრიული
ფიგურების ნატურმორტი (მრგვალი ფიგურების – ცილინდრის,
კონუსის და სფეროს კომპოზიციები), მრავალფიგურიანი
კომპოზიციები თაბაშირის გეომეტრიული საგნებითა და
დრაპირებით.
საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: სახატავი ქაღალდი
ზომით 30X42; ფანქრები 2B და 4B (რბილი გრაფიტით),
საშლელი, ფანქრის სათლელი, სახატავი დაფა, თაბაშირის
გეომეტრიული ფიგურები და ჭიკარტები.
ლიტერატურა:

მეთოდური მითითებანი

მოცემული სამუშაოს შესრულება სტუდენტს უყალიბებს:


სივრცით წარმოდგენას; ნატურმორტისათვის ნახატის
კომპოზიციის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს;
ნატურმორტზე შუქჩრდილის განსაზღვრისა და გადმოსცემის.
აღნიშნულ სამუშაოზე მუშაობა წარმოადგენს ორგანულად
ერთმანეთთან დაკავშირებული ძირითადი ამოცანების
თანმიმდევრულ გადაწყვეტას, ეს ამოცანებია:
 კომპოზიცია;
 პროპორციების გადმოცემა;
 კონსტრუქციისა და ფორმის განსაზღვრა და გადმოცემა;
 ფერისა და ფორმის განსაზღვრა და გადმოცემა.
დამწყებთათვის რეკომენდებულია თავდაპირველად
ცალკე ფურცელზე გაკეთდეს რამდენიმე ესკიზი  სწრაფი
ჩანახატი კომპოზიციის შერჩევის, ფიგურის ფორმის და
პროპორციების უკეთ გამოსახვის მიზნით. სწრაფი ჩანახატი
უნდა შესრულდეს 5-8 წთ-ის განმავლობაში.

38
ნახ. 22. კონუსის სწრაფი ჩანახატები

სწრაფი ჩანახატების შესრულების ტექნიკა რამდენადმე გა-


იოლებულია. მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალთს.
კონუსის დახატვამდე სტუდენტმა უნდა გაანალიზოს მი-
სი პროპორციები, გარეგანი მოცულობა – სივრცეში მისი მდება-
რეობის გათვალისწინებით, ჰორიზონტალურ სიბრტყესთან მი-
სი
დახრილობა და ა.შ. ამის შემდეგ საჭიროა ფაქიზი ხაზებით
ნახატის აგება. ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს ურთიერ-
თმართობული ღერძების განლაგებას. ერთერთი ღერძი არის კო-
ნუსის ფუძის – წრის დიდი დიამეტრი. კონუსის ფუძე პერსპექ-
ტივაში ელიფსად, ოვალად წარმოდგება; მეორე ღერძი – კონუ-
სის სიმაღლე, რომელიც ეშვება მისი წვერიდან ფუძის ცენტრში
(ნახ. 22). სტუდენტს უნდა ახსოვდეს, ომ სივრცეში კონუსის ნე-
ბისმიერად განლაგებისას ეს ღერძები ყოველთვის ურთიერ-

39
თმართობულად ჩანს. ჰორიზონტალური ღერძის (ოვალის დი-
დი დიამეტრის) ბოლოებიდან ვერტიკალურ ღერძზე კონუსის
წვერომდე ატარებენ სწორ ხაზებს, რითაც მიიღება კონუსის ზე-
დაპირის სილუეტი.

ნახ. 23. ცილინდრის სწრაფი ჩანახატები

ცილინდრის ჩანახატი სრულდება ისეთივე თანმიმდევ-


რობით, როგორც კონუსისა. თავდაპირველად უნდა დაზუს-
ტდეს მისი პროპორციები. სტუდენტი ატარებს ვერტიკალურ ან
დახრილ ღერძს, ცილინდრის განლაგების მიხედვით, რომელ-
ზეც მონიშნავს მის სიმაღლეს, ანუ ზედა და ქვედა ფუძეების
განლაგების ადგილებს და გაატარებს ჰორიზონტალურ ღერ-
ძებს. სტუდენტს უნდა ახსოვდეს, რომ ოვალების დიდი დია-
მეტრი ცილინდრის ნებისმიერი მდებარეობისათვის ღერძის
მართობულია. ორივე ფუძის სიგანისა და სიგრძის განსაზღვრის
შემდეგ მდორე ხაზებით შემოიხაზება ფუძეების ოვალები და
გატარდება მათ მხებად ცილინდრის ზედაპირის აღმნიშვნელი
ხაზები. ყველაფერი ეს ფაქიზი, ოდნავ შესამჩნევი ხაზებით
სრულდება.

40
აგებისათვის სტუდენტი სარგებლობს დამხმარე ხაზებით,
ამ ხაზების საშუალებით ხდება ცილინდრის პროპორციების და
სივრცობრივი მდგომარეობის დაზუსტება. ამის შემდეგ ხდება
ცილინდრის სილუეტისათვის მოცულობითი ფორმის მიცემა
შტრიხებისა და ტონალობის საშუალებით (ნახ. 23)
პირამიდისა და პრიზმის ხატვა მნიშვნელოვნად გაიოლ-
დება თუკი პირამიდას კონუსში ჩავხატავთ, ხოლო პრიზმას ცი-
ლინდრში. ფურცელზე ნახატის კომპოზიციის მონიშვნის შემ-
დეგ (მაგალითად ექვსკუთხა პირამიდის სტუდენტი იწყებს
ფუძის ხატვას. ამისათვის ის პერსპექტივაში გამოსახავს ფიგუ-
რის ფუძის შესაბამისი პროპორციების ოვალს და მასზე მოინიშ-
ნავს ექვსკუთხედის კუთხეებს. ნატურის მიხედვით ამოწმებს
კუთხის წვეროების ურთირთგანლაგებასა და გვერდების პარა-
ლელობას. ამ შემთხვევაში პირამიდა შესაძლოა სხვადასხვაგვა-
რად იყოს განლაგებული: ისე, რომ მისი ფუძის გვერდი იყოს
ჰორიზონტის (ნახატის ნაპირის) პარალელური, ან რაიმე კუ-
თხით მის მიმართ. პირამიდის ასეთი მდებარეობა თხოულობს
შემსრულებლისაგან მრავალკუთხედის წვეროების სწორი ურ-
თიერთგანლაგებისა და გვერდების ღერძის განსაზღვრას თვა-
ლით. ამ ამოცანის გასაიოლებლად სტუდენტმა უნდა გაატაროს
დამატებითი ხაზები – დიაგონალები, რომლებიც აერთებს მო-
პირდაპირე კუთხეებს და მათი საშუალებით დააზუსტოს
ფუძის ადგილმდებარეობა.
რამდენადმე განსხვავებულია გვერდითი წახნაგით დადე-
ბული პირამიდის გამოსახვა. პირამიდის ჰორიზონტის მიმართ
მდებარეობის და მისი ღერძის დახრილობის დადგენის შემდეგ
უნდა მოინიშნოს მისი ფუძე. ამისათვის შესაძლოა დატანილ იქ-
ნას დამატებითი ხაზი: ღერძის მართობულად მოინიშნოს წრის
დიამეტრი (ფუძის – ექვსკუთხედის), გამოისახოს ოვალი,
რომელზედაც უნდა მოინიშნოს წვეროების ადგილმდებარეობა

41
და შეერთდეს ისინი სწორი ხაზებით. ფუძის წვეროები ასევე
სწორი აზებით უნდა შეერთდეს პირამიდის წვეროსთან, რომე-
ლიც განლაგებულია ღერძზე. ამის შემდეგ ფიგურა უნდა დამუ-
შავდეს შტრიხებითა და ტონალური შუქჩრდილებით.

ნახ. 24. პრიზმის სწრაფი ჩანახატები

ასევე პრიზმას გამოსახავენ ცილინდრში ჩასმულს. ცილინ-


დრის მონახაზის შესრულეის შემდეგ, მის ოვალურ ფუძეებში
უნდა ჩაისვას მრავალკუთხედი. სტუდენტს უნდა ახსოვდეს,
რომ პრიზმის ფუძეების ურთიერთპარალელური გვერდების
გაგრძელება გადაიკვეთება ჰორიზონტალურ სიბრტყეზე (პერ-
სპექტვიაში). ამის შემდეგ ფუძეების მრავალკუთხედის წვეროე-
ბი სწორი ხაზით ერთმანეთთან შეერთდება და მიიღება პრიზ-
მის წიბოები (ნახ. 24).

42
სწრაფ ჩანახატების შესრულების შემდეგ სტუდენტმა უნდა
აითვისოს სხვადასხვა გეომეტრიული (ბრტყელზედაპირიანი
და მრუდე ზედაპირის მქონე) ფიგურების კარკასის აგების
წესები, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა გეომეტრიული
ფიგურების ხაზობრივი ნახატის შესრულება ნატურიდან.
თავდაპირველად განვიხილოთ ბრტყელი ზედაპირის მქონე
ფიგურები:
კუბი. ერთი ფიგურის ხატვისას სასურველია ის განლაგე-
ბული იყოს ფურცლის გეომეტრიულ ცენტრზე. (გეომეტრიული
ცენტრი მიიღება დიაგონალების გადაკვეთით) მარცხნივ და
მარჯვნივ უნდა იყოს დატოვებული სივრცე (ტოლი სიდიდის).
განვიხილოთ მაგალითი, როცა კუბი განლაგებულია ჰორი-
ზონტის ხაზს ქვემოთ, ამასთან ისეთი კუთხით, რომ წახნაგები
სხვადასხვა ზომის გვეჩვენება.
ნებისმიერი საგნის ხატვას წინ უსწრებს მისი კონსტრუქცი-
ისა და სივრცეში განლაგების შესწავლა.
გეომეტრიული ფიგურის აგება, რომელიც დგას ან ძევს ჰო-
რიზონტალურ სი ბრტყეზე უნდა დავიწყოთ მისი ფუძიდან. ჰო-
რიზონტის ხაზი მოინიშნება ფურცელზე თავიდანვე. თავდა-
პირველად აღინიშნება მომავალი ნახატის განლაგების ადგილი.
აგება დაიწყება ჩვენგან ყველაზე ახლომდებარე წერტილიდან –
ამ შემთხვევაში კუბის ფუძის კუთხიდან. ამისათვის თავიდან
მონიშნავენ ვერტიკალურ წიბოს და განსაზღვრავენ ფუძის
გვერდების მიმართულების კუთხეებს და  საშუალებით (ნახ.
25 ა). რომელიც ქმნიან ფუძის გვერდები ჰორიზონტალურ ხაზ-
თან. ფუძის გვერდებს აგრძელებენ ჰორიზონტის ხაზის გადაკ-
ვეთამდე. მიღებული წერტილი იქნება პარალელური ხაზების
გადაკვეთის წერტილი ჰორიზონტში.

43
ვერტიკალურ წიბოზე გადაზომავენ კუბის სიმაღლეს, რო-
მელსაც აიღებენ ზეპირად, მაგრამ ის შეთანხმებული იქნება ქა-
ღალდის ფორმატთან.
ფუძის გვერდებზე მონიშნავენ მათ ზომებს, რმოელსაც
იღებენ კუბის სიმაღლესთან თანაფარდობით. მიღებული წერ-
ტილიდან ჰორიზონტის გადაკვეთის წერტილებამდე ატარებენ
სწორ ხაზებს. ამ პერსპექტიული ხეზების გადაკვეთაში დევს
კვადრატი, რომელიც არის კუბის ფუძე (ნახ. 25, ა).

44
ნახ. 25. კუბის აგების თანმიმდევრობა

კუბის ხატვის შემდეგ ეტაპზე ხდება ფუძის კვადრატის კუ-


თხეებიდან ვერტიკალური ხაზების აღმართვა, კუბის სიმაღლეს,
რომელიც მონიშნული გვქონდა თავდაპირველად ვერტიკალზე,
პერსპექტიული ხაზით აერთებენ გადაკვეთის წერტილებთან.

45
პერსპექტიული ხაზების და ვერტიკალური ხაზების გადაკვეთა-
ში მიიღება კუბის ზედა ფუძე (ნახ. 25, გ).
საწყისი მონიშვნებისა და აგებისათვის საჭირო დამატები-
თი ხაზები დაიტანება მსუბუქად, რათა ამოშლისას ან დაზიან-
დეს ქაღალდის სტრუქტურა. პერსპექტიული ხაზების მიმარ-
თულება სასწავლო ნახატზე სასურველია არ ამოიშალოს.
კუბის წიბოების ხაზები უნდა გაძლიერდეს (გამუქდეს). ნა-
ხატი უნდა შემოწმდეს შორი მაძილიდან.
კუბის მდებარეობის ცვალებადობის მიხედვით იცვლება
მისი ფუძის ჰორიზონტალური ხაზების პერსპექტიული მიმარ-
თულება, რაც ნათლადაა ნაჩვენები ნახ. 6, ნახ. 8 და ნახ. 26-ზე.

ნახ. 26. ჰორიზონტალური სიბრტყეების პერსპექტიული


მიმართულება

პრიზმა. (ნახ. 26, ა) პრიზმის მოდელად შეიძლება მივი-


ჩნიოთ მართკუთხა თაროედი («ეტაჟერკა»), რომელსაც საკმაო
სიმაღლე აქვს, ამასთან თაროების საშუალებით ის წარმოგვიდ-
გება ერთმანეთზე დადგმული კუბების კომბინაციად და ამი-

46
ტომ, მისი ხატვისას თვალსაჩინოდ გამოჩნდება ჰორიზონტა-
ლური ხაზების პერსპექტიული მიმართულების ცვლილება.

ნახ. 26, ა. პრიზმის ჰორიზონტალური სიბრტყეების პერსპექტიული


მიმართულება

თავდაპირველად უნდა განისაზღვროს ფურცელზე ნახა-


ტის ადგილი ე.ი. გადაწყდეს კომპოზიცია. შემდეგ უნდა დავი-
ტანოთ ჰორიზონტის ხაზი. აგება დაიწყება უახლოესი წერტი-
ლიდან – ამ შემთხვევაში თაროედის ფუძის წინა კუთხიდან.
ამისათვის განისაზღვრება ფუძის ორი წინა გვერდის მიმართუ-
ლება იმ კუთხეების საშუალებით, რომლებსაც ეს გვერდები
ქმნიან ჰორიზონტალურ ხაზთან. აღნიშნული გვერდების ხა-
ზებს აგრძელებენ წარმოსახვით ჰორიზონტის ხაზის გადაკვე-

47
თამდე, (ჰორიზონტის ხაზი დამწყები მხატვრისათვის დატანილ
უნდა იქნას ნახატზე ფაქიზად). შემდეგ განისაზღვრება ფუძის
გვერდების ზომები, რათქმაუნდა სიმაღლესთან შეფარდებით
და მოინიშნება მონაკვეთები გვერდების ხაზებზე. სამუშაო
სრულდება ისევე, როგორც კუბის აგების შემთხვევაში. პერსპექ-
ტიულიხაზების გადაკვეთით მიიღება ფუძე.
ფუძის კუთხეებიდან უნდა აღიმართოს ვერტიკალური ხა-
ზები, რომელზეც უნდა მოინიშნოს თაროედის სიმაღლე და მი-
ღებული წერტილ უნდა შეერთდეს ჰორიზონტის გადაკვეთის
(შეკრების) წერტილთან, რომელიც ამ შემთხვევაში განლაგებუ-
ლი იქნება თაროედის სიმაღლის შუაში. ზედა ფუძის აგება ხდე-
ბა ჰორიზონტის ხაზს ზემოთ განლაგებული სხეულის აგების
პრინციპით. აგების შედეგად მიიღება ოთხკუთხა პრიზმის – თა-
როედის კარკასი. პრიზმის წინა წახნაგზე პროპორციულად გან-
ლაგდება თაროების დონეების აღმნიშვნელი წერტილები, რომ-
ლებზეც აგებენ თაროების კვადრატებს ჰორიზონტის შეკრების
წერტილში გამავალი პერსპექტიული ხაზების დახმარებით
(ისე, როგორც ფუძის აგებისას).
დასკვნით ეტაპზე აძლიერებენ პრიზმის კარკასის ხაზებს,
დამხმარე ხაზებიდან ნახატზე ტოვებენ იმ ხაზებს, რომლებიც
გადაიკვეთება ჰორიზონტზე, შეკრების (შეერთების) წერტილში.
სასწავლო ნახატზე დატოვებული დამხმარე ხაზები საშუა-
ლებას იძლევა, შემოწმდეს სტუდენტის ლოგიკური აზროვნების
სისწორე; რამდენად კარგად და საფუძვლიანად იქნა აღქმული
მის მიერ, ხატვის სწავლების საწყის სტადიაზე, საგნის აგება ჰო-
რიზონტის ხაზისა და პერსპექტიული შემცირების გათვალისწი-
ნებით.
ოთხკუთხა პირამიდა. ფიგურის აგება იწყება ნახატის კომ-
პოზიციისა და ჰორიზონტის ხაზის შერჩევით. ფუძით დადგმუ-
ლი პირამიდის გამოსახვისას თავდაპირველად აგებენ მის
ფუძეს, მოცემულ შემთხვევაში კვადრატს (პერსპექტივაში ზე-
48
მოთ განხილული კუბის ფუძის აგების თანმიმდევრობის მი-
ხედვით). რის შემდეგაც მიღებული კვადრატის (პერსპექტივაში)
დიაგონალების გადაკვეთის წერტილში აღმართავენ ვერტი-
კალს, რომელზეც მონიშნავენ პირამიდის სიმაღლეს (ფუძის ზო-
მასთან თანაფარდობით და პროპორციების გათვალისწინებით).
ამ წერტილთან სწორი ხაზებით აერთებენ ფუძის კუთხეებს. აძ-
ლიერებენ ახლომდებარე ხილულ წიბოებსა და ფუძის გვერ-
დებს (ნახ. 27, ა)
უფრო რთულია წახნაგებით დაწოლილი პირამიდის აგება
(ნახ. 27 ბ). პირამიდის ფუძე ამ შემთხვევაში არის ტოლფერდა
სამკუთხედი. აგება იწყება ამ სამკუთხედის გამოსახვით. საწყის
წერტილად აიღება დამკვირვებლიდან პირამიდის ყველაზე ახ-
ლომდებარე კუთხე. განისაზღვრება სამკუთხედის გვერდების
განლაგება, ჰორიზონტალთან მისი დახრის კუთხეების საშუა-
ლებით (ნახ.27 გ) და მსუბუქი ხაზებით მოინიშნება ნახატზე. ამ
ხაზებზე პროპორციების გათვალისწინებით მოიზომება სამკუ-
თხედის გვერდების სიდიდეები.
შემდგომ ეტაპზე ხდება პირამიდის ფუძის კვადრატის აგე-
ბა (ნახ.27 დ). მიღებული კვადრატის (პერსპექტივაში) კუთხეე-
ბის შეერთებით უკვე გამოსახული სამკუთხედის წვეროსთან,
(რომელიც ჰორიზონტალური სიბრტყეზე დევს), მიიღება პირა-
მიდის სილუეტი. (ნახ.27 ბ). ასეთ მდგომარეობაში პირამიდის
გამოსახვის სირთულე მდგომარეობს პირამიდის კუთხის შემ-
ქნელი ხაზების მიმართულების მოძებნაში, და ამ ხაზების ზო-
მების თანაფარდობის განსაზღვრაში.

49

ნახ. 27. ოთხკუთხა პირამიდის აგების თანმიმდევრობა

საბოლოო ეტაპზე ხდება პირამდის ნახატზე ხილული ხა-


ზების აქცენტირება.
სიბრტყეებიანი გეომეტრიული ფიგურების შემდეგ
საჭიროა დაიხატოს მრუდე ზედაპირის მქონე გეომეტრიული
ფიგურები.
ცილინდრი. ამ შემთხვევში უნდა ვისარგებლოთ
ოთხკუთხა პრიზმაში ჩახატული ცილინდრის აგების წესით.
ცილინდრის აგება, მსგავსად სხვა სხეულების აგებისა, იწყება
ქვედა ფუძის გამოსახვით. ამისათვის მსუბუქი ხაზებით აგებენ

50
ფუძის წრის (პერსპექტივაში ელიფსის) სიმეტრიის ჰორიზონტა-
ლურ და ვერტიკალურ ღერძებს. ამასთნავე ამავე წერტილზე
უნდა აიგოს კვადრატის დიაგონალები (კვადრატი გამოსახუ-
ლია პერსპექტივაში). ღერძების გადაკვეთის წერტილში გატა-
რდება ვერტიკალური ღერძი, რომელზეც მოინიშნება ცილინ-
დრის სიმაღლე – ფუძის ზომის თანაფარდობის გათვალისწინე-
ბით. ამგვარად დადგენილი იქნება ცილინდრის პროპორციები.
კვადრატის წვეროებიდან აღმართავენ ვერტიკალურ ხა-
ზებს – სიმაღლის დონემდე, რომელიც აღნიშნულია
თავდაპირველად გატარებულ, ცენტრალურ ვერტიკალურ ღერ-
ძზე. ამის შემდეგ აგებენ ქვედა ფუძის ელიფსს და ელიფსის ჰო-
რიზონტალური ღერძის ბოლოებიდანაც აღმართავენ ვერტიკა-
ლურ ხაზებს (ნახ.28 ა).
ზედა ფუძეს აგებენ ქვედა ფუძის მსგავსად – ჰორიზონტის
ხაზზე პერსპექტივის შეერთების წერტილის განლაგების გათვა-
ლისწინებით (ანუ პერსპექტიული აგების მიხედვით) ხატავენ
ზედა ელიფს (ნახ.28 ბ).
როგორც ვხედავთ, ცილინდრის აგებისათვის დაგვჭირდა
კვადრატის ფუძის მქონე ოთხკუთხა პრიზმის აგება, რომლის
გვერდის სიგრძე ცილინდრის ფუძის დიამეტრის ტოლია. ე.ი.
ვისარგებლეთ პრიზმაში ჩახატული ცილინდრის აგების წესით.
ამის შემდეგ უნდა წაიშალოს აგებისათვის საჭირო დამატებით
ხაზები, გაძლიერდეს ელიფსების წინა მრუდები და ცილინ-
დრის გვერდითი ზედაპირები. (ნახ. 28, გ) სასწავლო ნახატზე სა-
სურველია დატოვებულ იქნას ცილინდრისა და მისი ფუძეების
სიმეტრიის ღერძები და დატანილ იქნას ცილინდრის კვეთებიც.

51
ა ბ გ
ნახ. 28. ცილინდრის აგების თანმიმდევრობა

ჰორიზონტალურ სიბრტყეზე დაწოლილი ცილინდრის


აგება უნდა მოხდეს ერთერთ წახნაგზე დაწოლილი პრიზმის
აგების წესის მიხედვით და ცილინდრი ჩაიხატოს პრიზმაში.
ფანქრის მსუბუქი შეხებით მოინიშნება ნახატის განლაგე-
ბის ადგილი (კომპოზიცია) და ჰორიზონტის ხაზი. ზუსტად უნ-
და იქნას განსაზღვრული ფიგურის დახრის კუთხე ჰორიზონ-
ტის მიმართ. პრიზმის ხატვას იწყებენ მისი ფუძის აგებით. ფუძე
მართკუთხედი მოცემულ შემთხვევაში, არის პრიზმის ერთერ-
თი წახნაგი, პრიზმის ფუძის გვერდები ცილინდრის ფუძის
წრის დიამეტრის ტოლია.
აგებას იწყებენ შემსრულებლისაგან უახლესი წერტილი-
დან. ეს წერტილი არის პრიზმის წინა წიბო. მართკუთხა პრიზ-
მას აგებენ პერსპექტივაში (ზემოთ განხილული წესებისა და
თანმიმდევრობის მიხედვით) (ნახ. 29 ა). ცილინდრის აგებისათ-
ვის საჭიროა უკვე აგებული პრიზმის კვადრატებში (პერსპექტი-
ვაში რომბი) ჩაიხატოს წრეები (პერსპექტივაში ელიფსები).

52
ა ბ

გ დ
ნახ. 26. დაწოლილი ცილინდრის აგების თანმიმდევრობა

ამ დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ცი-


ლინდრის ფუძეები ყოველთვის მართობულია ცილინდრის სი-
მეტრიის ღერძისა (ბრუნვის ღერძის) და ეს მართობულობა შე-
ნარჩუნებული უნდა იქნას ცილინდრის ნებისმიერ მდგომარეო-
ბაში აგებისას. ამიტომ ელიფსების დიდი ღერძები აუცილებ-
ლად უნდა აიგოს ცილინდრის სიმეტრის ღერძის (ბრუნვის
ღერძის) მართობულად. ხოლო ელიფსის მცირე ღერძი ემთხვევა
ცილინდრის სიმეტრიის ღერძს (ნახ.29 ბ). ელიფსების დიდი
ღერძების ბოლოებს აერთებენ ერთმანეთთან (ნახ.29 გ) საბო-
53
ლოო ეტაპზე აძლიერებენ თავად ცილინდრის გარშემოწმერი-
ლობას. ზედმეტ ხაზებს შლიან. სასწავლო ნახატზე სასურველია
დატოვებულ იქნას ცილინდრის ბრუნვის ღერძი და ფუძეების
სიმეტრიის ღერძები (ნახ.29 დ).
კონუსი. თავდაპირველად საჭიროა გაანალიზებულ იქნას
კონუსის პროპორციები. მისი აგება საკმაოდ მარტივია, ამისათ-
ვის საჭიროა განისაზღვროს კონუსის ფუძის – წრის განლაგების
ადგილი ფურცელზე, რომელიც ნახატზე გამოისახება ელიფსის
სახით. ელიფსის ცენტრში დიდი ღერძის მიმართ გატარებულ
მართობზე (ვერტიკალურ ღერძზე) მოინიშნება კონუსის სიმაღ-
ლე. ეს წერტილი შეუერთდება სწორი ხაზით ელიფსის განაპირა
წერტილებს (ნახ.28 ა).

ა ბ
ნახ. 30. კონუსის აგება

ცოტათი გართულებულია დაწოლილი კონუსის გამოსახვა.


სირთულე მდგომარეობს იმ კუთხის სიდიდის განსაზღვრაში,

54
რომელიც მდებარეობს კონუსის სიმაღლესა და ჰორიზონტა-
ლურ სიბრტეზე დაყრდნობილ გვერდს შორის.
დაწოლილი კონუსი შეიძლება წარმოვიდგინოთ და გამოვ-
სახოთ დაწოლილ ოთხკუთხა პირამიდაში ჩახატულად. ისევე,
როგორც ეს განვიხილეთ დაწოლილი ცილინდრის გამოსახვი-
სას. ამ დროს ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ფიგურის
ფუძის განლაგება, მისი დახრის კუთხე ჰორიზონტის მიმართ.
განსაზღვრული კუთხის მიხედვით აიგება კვადრატი პერსპექ-
ტივაში, რომელშიც ჩაიხატება ელიფსი. ელიფსის ღერძების გან-
საზღვრის შემდეგ ატარებენ კონუსის სიმეტრიის ანუ ბრუნვის
ღერძს. კონუსის სიმეტრიის ღერძი მისი ფუძის ელიფსის დიდი
ღერძის მართობულადაა განლაგებული, მიუხედავად კონუსის
ადგილმდებარეობისა სივრცეში. სიმეტრიის ღერძზე მოინიშნე-
ბა კონუსის სიმაღლე (მისი ფუძის ზომის თანაფარდობის გათვა-
ლისწინებით). მიღებულ წერტილს აერთებენ ფუძის ელიფსის
განაპირა წერტილებთან (დიდი ღერძის ბოლებთან). რითაც მიი-
ღება კონუსის ზედაპირის სილუეტი. ბოლოს ხდება ელიფსის
გარშემოწერილობისა და კონუსის გარე კონტურის გაძლიერება
(ნახ. 30, ბ).
სფერო. სფეროს აქვს ის თავისებურება, რომ ნებისმიერი
ხედვის კუთხიდან ის არ იცვლის ფორმას და მისი ხილული
გარშემოწერილობა ყოველთვის წაროადგენს წრეს. სფეროს
ფორმის ხაზობრივი აგება შემოიფარგლება მხოლოდ წრის სწო-
რად შემოხაზვით. რაც შეიძლება მიღწეულ იქნას როგორც ღერ-
ძების (მაგალითად ოთხი ურთიერთგადამკვეთი ღერძის) საშუა-
ლებით, ისე წრის კვადრატში ჩახატვის საშუალებით (ნახ. 31, ა,
დ)
მოცულობის გამოსახვა საკმაოდ რთულია. მოცულობითი
ფორმა სფეროს უნდა მიეცეს შუქჩრდილის საშუალებით. ამ
დროს სტუდენტი კარგად უნდა დააკვირდეს საიდან და როგორ

55
არის სფერო განათებული, სად არის ზედაპირზე ყველაზე
უფრო განათებული ადგილი, როგორ ანათებს სფეროს ზედა-
პირს სინათლის სხივები, ასევე სად თავდება განათებულობა და
იწყება ჩრდილი, სად არის ნახევარჩრდილი ანუ ნახევარტონი.
საიდან აირეკლება რეფლექსი (ნახ. 31, გ,ვ)

ნახ. 31. სფეროს აგების თანმიმდეროვრობა

შუქჩრდილის თანაფარდობის (გრადაციის) ასეთი მრა-


ვაფეროვნება დამოკიდებულია იმაზე, რომ განათებულობის ხა-
რისხი სფეროს ზედაპირზე ყველაზე განათებული ადგილიდან
თანდათან მცირდება, მდორედ გადადის დაჩრდილულისაკენ.
ამიტომ სფერო ყველა სხვა სხეულზე უფრო მეტი შუქჩრდილის
თანაფარდობით გამოირჩევა და ამიტომაც მისი გამოსახვა
უფრო რთულია, განსაკუთრებით რთულია სფეროს ზედაპირი-
სა და ფონის გამყოფი საზღვრის ასახვა, თუკი სფეროს ზედაპი-
რი და ფონი განათებულია ერთნაირად, ან სფერო განათებულია
და ფონი მუქია. პირველ შემთხვევაში სფეროს ზედაპირისა და

56
ფონის საზღვარი უხილავია და კონტური თითქოს ქრება; მეორე
შემთხვევაში, სფეროს ეკარგება მოცულობით ფორმა და ბრტყე-
ლი ჩანს
სფეროს მოცულობითი ფორმა კარგად ჩანს იმ შემთხვევა-
ში, როცა სწორადაა განაწილებული შუქჩრდილის გრადაცია;
ფონის ტონალობა კარგადაა შერჩეული, მართებულადაა დატა-
ნილი რეფლექსი; კარგადაა გადმოცემული დაცემული ჩრდილი
(ნახ. 31, ვ)
ცალკეული გეომეტრიული ფიგურების აგების შესწავლის
შემდეგ საჭიროა დაიხატოს გეომეტრიული ფიგურების
კომპოზიცია. ყველაზე მარტივი ასეთი კომპოზიციაა გეომეტრი-
ული საგნების ნატურმორტი.
ნატურმორტის ხატვა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს
აუჩქარებლად გაერკვეს ნატურიდან ხატვის აუცილებელ კანონ-
ზომიერებებში.
ნატურმორტის ხატვა სტუდენტმა უნდა დაიწყოს ხედვის
კუთხის შერჩევით, ფურცლის განლაგების, ფორმისა და ზომის
განსაზღვრით. მეთოდური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,
რომ ნახატის შესრულება მოხდეს ეტაპობრივად. საწყის ეტაპზე
ჩვეულებრივ მოინიშნება ნატურმორტის ან რაიმე სხვა ფორმის
საერთო სახე, შემდეგ გამოიყოფა ცალკეული ნაწილები, მომ-
დევნო ეტაპზე ხდება დეტალების დამუშავება, ბოლოს კი ნა-
ხატის განზოგადება, ე.ი. დეტალებიდან უბრუნდებიან საერთო
ფორმას. ნატურმორტის ხატვისას იცავენ საერთო წესს –
„ზოგადიდან კერძოსაკენ“ და „კერძოდან ზოგადისაკენ“.
გეომეტრიულ სხეულთა ჯგუფის (მრვაფიგურიანი კომპო-
ზიციის) ხატვა უფრო რთულია, ვიდრე ცალკეული ფიგურისა.
ამ დროს სტუდენტმა უნდა განსაზღვროს ფიგურების პროპორ-
ციული ურთიერთმდებარეობა, განსაზღვროს სხვადასხვა საგნე-
ბის პერსპექტივა. თითოეული ფიგურის ფორმა და განლაგება

57
ნატურმორტში წარმოდგენილი უნდა იქნას როგორც ერთიანი,
მთლიანი.
ნატურმორტის ხატვა პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ
ეტაპად: სქემატიზაცია, ტიპიზაცია, ინდივიდუალიზაცია და
განზოგადება.
პირველი ეტაპი – სქემატიზაცია. ამ ეტაპზე ხდება
კომპოზიციური განაწილების საკითხის გადაწყვეტა. საგნები
კომპოზიციურად ისე უნდა განლაგდეს, რომ გამოსახულება
ფურცლის სიბრტყეზე არ მიებჯინოს ნაპირებს, ან არ იყოს
ძალიან მცირე ზომის. რეკომენდირებულია ცალკე ფურცელზე
გაკეთდეს რამოდენიმე ესკიზი კომპოზიციის სწორი
მიგნებისათვის. კომპოზიცია მოინიშნოს ოთხი მსუბუქი ხაზით
(ნახ. 32, ა). ეს ხაზები განსაზღვრავენ აგრეთვე საგანთა ჯგუფის
საერთო ზომებსა და პროპორციებს. ამის შემდეგ მოინიშნება
საგანთა სივრცობრივი განლაგება, თითოეული ობიექტის
სიდიდეები სქემატურად (სიმაღლე, სიგანე). აგების ხაზები
უნდა იყოს მსუბუქი და მკაფიო (ნახ. 32, ბ).
მეორე ეტაპი – ტიპიზაცია. საგანთა საერთო მასის დატანის
შემდეგ ყურადღება უნდა მიექცეს მათ ურთიერთგანლაგებასა
და პროპორციებს. შემოწმება ხორციელდება რაიმე მანძილზე
ნახატისა და ნატურის ერთმანეთთან შედარებით. ასევე,
ნახატზე დამხმარე ვერტიკალური, ჰორიზონტალური,
დახრილი და პერსპექტიული ხაზების დატანით (ნახ. 32, გ).
თუ ჰორიზონტის ხაზი გადის ნახატის სიბრტყეზე, მაშინ
სტუდენტი ხატავს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიდგენს
მისი განლაგების ადგილს და პარალელური ხაზების
თითოეულ ჯგუფს ატარებს ჰორიზონტზე გადაკვეთის
წერტილისაკენ. ამ დროს ნათელი ხდება – თუ რატომ არის
საჭირო საგნების გამჭოლად დახატვა (განსაკუთრებით
მრავალწახნაგა საგნებისა). გამჭოლად დახატვა მნიშვნელოვანია

58
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ერთი საგანი
დაფარულია მეორეთი.

ა ბ

გ დ
ნახ. 32. აგების თანმიმდეროვრობა

მესამე ეტაპი – ინდივიდუალიზაცია. სტუდენტი


აანალიზებს შუქჩრდილის განაწილებას საგნებზე, საკუთარი და
დაცემული ჩრდილების ტონებსა და მათ განლაგებაზე, რის
შემდეგაც იწყება ნატურმორტის ტონალური დამუშავება (ნახ.
32, დ, ე). შუქჩრდილის დატანა ხდება თანდათანობით,
თავდაპირველად შტრიხების საშუალებით მსუბუქად
დაიტანება ძირითადი ჩრდილები. დაშტრიხვა იწყება შუქისა
და ჩრდილის საზღვრიდან. პირველი შტრიხი დაიტანება

59
ყველაზე დაჩრდილულ ადგილებში. თანდათანობით მუქდება
შტრიხის ტონი, გამოიყოფა ბლიკი, ნახევარჩრდილი და
რეფლექსი, მუშავდება ფონი (ნახ. 1.ვ.ზ.თ). ამ დროს საჭიროა
ნახატის ხშირი დაზუსტება ნატურისა და ნამუშევრის
ვიზუალური შედარებით.
მეოთხე ეტაპი – განზოგადება. ნახატი ზუსტდება
საბოლოოდ. მოწმდება ჩრდილების ზომები და ტონალური
თანაფარდობები, ამასთანავე, შტრიხების საშუალებით
საბოლოო მოცულობის გამოვლენისას, სტუდენტს უნდა
ახსოვდეს ბრტყელ და მრგვალ ზედაპირზე შუქჩრდილის
განაწილების თავისებურებების შესახებ. ტონალურად
დასრულებულ სამუშოში ყველა ჩრდილი და შუქი გამოსახული
უნდა იყოს განათებულობის შესაბამისად, გათვალისწინებული
უნდა იქნას, რომ მოდელები ჩამოსხმულია თაბაშირისაგან და
ამიტომ, ნახატი არ უნდა იყოს ძალზე მუქი და არც ძალზე
ნათელი, რათა არ დაიკარგოს ნატურის ფაქტურა და ფორმა.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ყველაზე მკვეთრი
რეფლექსი ბევრად მუქია, ვიდრე ბლიკი.
შუქ-ჩრდილების დამუშავების გამოცდილების მისაღებად
კარგია სხვადასხვა მასალებისგან (მინა, კერამიკა, ლითონი, ხე,
ფაიფური და სხვა) შემდგარ ნატურმორტზე მუშაობა.
მოცულობითი გეომეტრიული ფიგურების ნატურმორტის
აგების მაგალითები და დასრულებული სახის ნამუშევრები
წარმოდგენილია დანართი 4-10.

60
თემა 2. თაბაშირის ორნამენტები

სამუშაოს მიზანი: რთული ფორმის საგნების ხატვის


შესწავლა, ტონალური განსხვავებისა და
შუქჩრდილის განაწილების გადმოცემის
ათვისება.
დავალება: სწრაფი ჩანახატები თაბაშირის
ორნამენტებიდან; თაბაშირის ყვავილის 
„როზეტის“ ხატვა; თაბაშირის სამყურას ხატვა;
თაბაშირის მუხის ფოთლის ხატვა.
საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: სახატავი ქაღალდი
ზომით 30X42; ფანქრები 2B და 4B (რბილი
გრაფიტით), საშლელი, ფანქრის სათლელი,
სახატავი დაფა, თაბაშირის გეომეტრიული
ფიგურები და ჭიკარტები.

მეთოდური მითითებანი

ორნამენტის ხატვა – სავალდებულო საფეხურია ზოგადად


ხატვის შესწავლის სისტემაში. ორნამენტის ხატვისას მოდელად
გამოიყენება თაბაშირისგან დამზადებული მცენარეთა
ფოთლებისა და ყვავილების რელიეფური ტვიფარი. არსებობს
სიმეტრიული და ასიმეტრიული ორნამენტები.
ხატვის დაწყებამდე სტუდენტმა საფუძვლიანად უნდა
შეისწავლოს თაბაშირის ორნამენტი. ამისათვის ის უნდა
დააკვირდეს ნატურას ხედვის სხვადასხვა წერტილიდან,
შეიცნოს ფორმის აგებულება, დაიმახსოვროს ყველა ელემენტის
განლაგება, ელემენტებს შორის პროპორციული თანაფარდობა
და ფილის მიმართ განლაგება და თანაფარდობა.

61
განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული
ორნამენტის განათებულობაზე.
დამწყებთათვის რეკომენდებულია თავდაპირველად
ცალკე ფურცელზე გაკეთდეს რამდენიმე ესკიზი  სწრაფი
ჩანახატი კომპოზიციის შერჩევის, ფიგურის ფორმის და
პროპორციების უკეთ გამოსახვის მიზნით. ამ დროს სტუდენტმა
უნდა აღიქვას ფიგურის ძირითადი დანაწევრება და საკვანძო
წერტილები. სწრაფი ჩანახატი უნდა შესრულდეს 5-8 წთ-ის
განმავლობაში.
განვიხილოთ ზოგიერთი ორნამენტის სწრაფი ჩანახატების
შესრულების ტექნიკა.
სამყურას სწრაფი ჩანახატებიდან უმჯობესია პირველად
შესრულდეს ჩანახატი ფრონტალური მდებარეობიდან
(წინხედიდან). მოდელის ასეთი მდებარეობა დამწყებ მხატვარს
საშუალებას აძლევს სწრაფად გაეცნოს სამყურას მოხაზულობას,
მის პროპორციებს, მთელი სამყურა შეიძლება წარმოდგენილ
იქნას ტოლგვერდა სამკუთხედის კონტურში. ის ვერტიკალური
ღერძით იყოფა სიმეტრიულ მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად.
ჩანახატის აგება იწყება ფურცელზე კომპოზიციის
განაწილებით, ფილის მოხაზულობის მონიშვნის შემდეგ
ატარებენ ვერტიკალურ ღერძის ხაზს, შემდეგ დამხმარე
ხაზებით მონიშნავენ ორნამენტის ზედა, ქვედა და გვერდით
საზღვრებს და გამოსახავენ ტოლგვერდა სამკუთხედს, რის
შემდეგაც ხატავენ მთელ ორნამენტს. სამყურას ფურცლებისა და
ღეროს საგრძისა და სიგანის თანაფარდობის დაზუსტებისას არ
შეიძლება იმის დავიწყება, რომ ორნამენტი რელიეფურია და
ამოწეულია ფილის ზედაპირიდან. სამყურას სწრაფი ჩანახატი
უნდა დასრულდეს მსუბუქად დაშტრიხული ჩრდილებით.
წინხედიდან შესრულებული ჩანახატის შემდეგ უნდა
შესრულდეს სწრაფი ჩანახატები სხვადასხვა ხედებში ნახ. 33) და

62
სხვადასხვა რაკურსით (ჰორიზონტის სიბრტყეზე, მის ქვევით
და ზევით). როდესაც სამყურა დამხატავიდან კუთხითაა
განლაგებული. ამ დროს მისი რელიეფი უფრო შესამჩნევია და
ნახატი მოცულობით-სივრცით ფორმას ღებულობს.
რთული ორნამენტის – მოძრაობაში მყოფი თაბაშირის
ფოთლის სწრაფი ჩანახატების შესრულება რთულდება –
მოძრაობის გადმოცემის მოთხოვნით. მოძრაობის გამოსახვა არც
ისე მარტივია (ნახ. 34).

ნახ. 33. სამყურას სწრაფი ჩანახატებიდან

63
მოინიშნება ფილის პროპორციები, შემდეგ უნდა გატარდეს
ფოთლის მოძრაობის გამომსახველი ხაზი (მოხრილი ხაზი),
მოინიშნოს ფოთლის კონფიგურაცია – ფოთლის განაპირა
შემაერთებელი ხაზებით. ამასთანავე უნდა დაზუსტდეს ღეროსა
და თითოეული ფოთლის მიმართულება; საბოლოოდ მოხდება
ჩრდილის დატანა მსუბუქი დაშტრიხვით.

ნახ. 34. თაბაშირის ფოთლის სწრაფი ჩანახატები

დამხატავიდან რაიმე კუთხით განლაგებული თაბაშირის


ორნამენტების ხატვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული

64
რელიეფის სისქე, ანუ მანძილი თაბაშირის ფილიდან
ორნამენტის გარეთა ზედაპირამდე.
თაბაშირის ორნამენტის ხატვისას სწრაფი ჩანახატების
გარდა არსებითი დახმარების გაწევა შეუძლია ცალკეული
დეტალების ჩანახატების შესრულებას. ასეთი ჩანახატები
საშუალებას იძლევა უფრო კონკრეტულად იქნას
შესრულებული ფორმის ესა თუ ის ნაწილი, რომელიც
გამოირჩევა კონსტრუქციის სირთულით.
სწრაფი ჩანახატების შესრულების შემდეგ საჭიროა
თაბაშირის მარტივი და რთული ორნამენტების (სამყურის,
ვარდულის, ფოთლისა და სხვ.) აკადემიური ნახატის
შესრულება ნატურიდან, რომელთა ხატვის თანმიმდევრობა
ერთნაირია.
სამყურა. აკადემიური ნახატის შესრულებისას უნდა იქნას
გათვალისწინებული სწრაფ ჩანახატებზე მუშაობისას
დაშვებული შეცდომები, გასწორდეს უზუსტობანი და არ
მოხდეს მექანიკური გადახატვა. ნახატი შესრულების ეტაპებია:
პირველი ეტაპი – სქემატიზაცია. ფურცელზე უნდა
განაწილდეს ფიგურის გამოსახულება კომპოზიურად, ისე, რომ
არ მიუახლოვდეს ფიგურის ზედა, ქვედა, ან გვერდით ნაპირებს;
არ იყოს ძალიან პატარა, ან ზედმეტად დიდი. თავდაპირველად
უნდა განისაზღვროს თაბაშირის ფილის (რომელზეც სამყურაა
განლაგებული) ზომები და მდებარეობა, მოინიშნოს ფილის
ნაპირებიდან სამყურამდე მანძილები. რადგანაც ორნამენტი
სიმეტრიულია, უნდა გატარდეს სიმეტრიის ღერძის ხაზი და
განისაზღვროს ორნამენტის საერთო მასა: მსუბუქი ხაზებით
მოინიშნოს ფიგურის ზედა და ქვედა საზღვრები, შემდეგ
გვედითი საზღვრები, ანუ ორნამენტის საერთო სიდიდე – რა
თქმა უნდა პერსპექტიული შემცირების გათვალისწინებით
(ორნამენტის საერთო მასა თავსდება სამკუთხედში).

65
აღნიშნული აგებების შედეგად მიიღება ფილისა და მასზე
რელიეფის საერთო კარკასი სქემატურად (ნახ. 35, ა).

ა ბ

გ დ
ნახ. 35. ორნამენტის ხატვის თანმიმდეროვრობა

ფორმის განზოგადების ასეთი მეთოდი, როდესაც


დამხმარე სწორი ხაზებით რთული ფორმა თითქოს-და
66
გამარტივებულად მოიხაზება, ხელს უწყობს მოდელის
ძირითადი პროპორციის ზუსტ გადმოცემას.
მეორე ეტაპი – ტიპიზაცია. ფიგურის საერთო მონახატის
შესრულების შემდეგ მიმდინარეობს თითოეული დეტალის
მდებარეობისა და პროპორციების დაზუსტება-შესწორება.
დაზუსტება ხდება სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობის
შემოწმებით. დეტალურად დაიხატება მთელი ორნამენტი (ნახ.
35, ბ). ხატვის ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია სწორად იქნას
გადმოცემული ორნამენტისა და მისი დეტალების ძირითადი
პროპორციები, რისთვისაც ყურადღებით უნდა შემოწმდეს
დიდი და მცირე დეტალების პროპორციული თანაფარდობები –
გამოსახულების შორიდან დათვალიერებით, ნახატისა და
ნატურის ერთმანეთთან შედარებით. შეცდომები შესწორდეს და
მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მომდევნო ეტეპზე გადასვლა.
მესამე ეტაპი – ინდივიდუალიზაცია. ზუსტდება სამყურას
ფორმის ხასიათი, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც ხდება
ზედაპირების ცვლილება. ორნამენტის პლასტიკის უკეთ
აღქმისათვის რეკომენდებულია პელიეფის სიღრმის
მაჩვენებელი დამხმარე პროფილური ხაზების გატარება. უნდა
წარმოჩინდეს, რომ თაბაშირის ორნამენტი რელიეფურია და
გამოწეულია ოთხკუთხა ფილის ზედაპირიდან. ხაზობრივ-
კონსტრუქციული აგების შემდეგ უნდა მოინიშნოს
მნიშვნელოვანი ტონალური თანაფარდობები და მსუბუქად
დაედოს ძირითადი ჩრდილები – შტრიხის საშუალებით (ნახ.
35, გ). ამავდროულად გაკონტროლდეს ნახატი და შეედაროს
ნატურას.
მეოთხე ეტაპი – განზოგადება. საბოლოოდ ზუსტდება
ნახატი და მიეცემა დასრულებული სახე. შუქჩრდილის
საშუალებით გამოიძერწება საბოლოო სახე: გამოვლინდება
ნახევარტონები, რეფლექსები, საკუთარი და დაცემული

67
ჩრდილი. შუქჩრდილის დადებისას ყურადღება უნდა მიექცეს,
რომ თითოეული შტრიხი გამოსახავდეს ყვავილის საერთო
ფორმას. სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს პირდაპირი სხივებით
განათებული და გაუნათებელი მოცულობები. მან უნდა
შეიგრძნოს საგნის მატერიალურობის (მისი სითეთრის და

ნახ. 36. რთული ორნამენტის ხატვის თანმიმდეროვრობა

68
ნახ. 37. თაბაშირის ფოთლის ხატვის თანმიმდეროვრობა

69
სიხისტის) გადმოცემის აუცილებლობა, შეისწავლოს თაბაშირის
ფაქტურის ნახატზე გამოსახვა.დაშტრიხვის ტექნიკა შეიძლება
იყოს სხვადასხვაგვარი:
 მჭიდროდ (ხშირი შტრიხებით) დაშტრიხული  ფიგურის
ძალზე ჩამუქებულ ადგილებში;
 ფაშარი შტრიხით შესრულებული (მაგ. საკუთარი
ჩრდილი);
 განათებული – როცა ზედაპირი ოდნავ დაფარულია
ტონით, ხოლო ბლიკის ადგილი საშლელითაა
ამოღებული.
ამასთანავე გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ყველაზე
ნათელი და კაშკაშა რეფლექსი ბევრად უფრო მუქია, ვიდრე
განათებული ადგილი ფიგურაზე (ნახ. 35, დ).
თვალსაჩინოებისათვის ნახ. 36, 37 და დანართი 11-15
წარმოდგენილია რთული ფორმის მქონე თაბაშირის
ორნამენტისა და ფოთლის ხატვის თანმიმდევრობა.

თემა 3. დრაფირების ხატვა ნატურიდან

სამუშაოს მიზანი: რთული მოცულობითი ფორმის


გამოსახვის შესწავლა; ქსოვილის ხასიათის
მიხედვით ნაკეცების ფორმის ცვლილების
აღქმა, გაანალიზება და გამოსახვის შესწავლა.

70
დავალება: სხვადასხვა მასალის დრაფირების სწრაფი
ანახატები სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.
საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: სხვადასხვა
ქსოვილი, სახატავი ქაღალდი ზომით 60X84;
ფანქრები 2B და 4B (რბილი გრაფიტით),
საშლელი, ფანქრის სათლელი, სახატავი დაფა,
ჭიკარტები.

მეთოდური მითითებანი
პირველი კურსის სტუდენტებისათვის დრაფირების
ხატვის მოთხოვნა შემთხვევითი არ არის, მომავალში, სწავლის
მთელი პერიოდის განმავლობაში მათ ხშირად დასჭირდებათ
დრაფირების გამოსახვა – კოსტიუმის დიზაინზე მუშაობის
პროცესში.
დრაფირება – ეს არის სიბრტყეზე დაფენილი, ან
ვერტიკალურად დაკიდებული (ერთ, ან რამოდენიმე წერტილში
დამაგრებული) ქსოვილი, რომელიც წარმოქმნის სხვადასხვა
ნაფენებსა და ნაკეცებს. ქსოვილს არ გააჩნია სტაბილური ფორმა,
მისი პლასტიკა განსაზღვრავს ნაფენების ხასიათს. ქსოვილის
ნაფენების ხასიათი დამოკიდებულია არა მარტო მასალის
ბუნებრივ თვისებებზე, არამედ იმ ზედაპირის ფორმაზეც,
რომელზეც დაფენილია. ის ღებულობს იმ საგნის ფორმას,
რომელზეც დაფენილია. დაკიდებული დრაფირება
სხვადასხვაგვარ ნაკეცებს იძლევა, კერძოდ – სწორს,
დიაგონალურს (ირიბს) და რადიალურს.
პირველი ეტაპი – სქემატიზაცია. თავდაპირველად
საჭიროა განსაზღვრულ იქნას ფურცლის განლაგება
(ვერტიკალური, ჰორიზონტალური) და გამოსახულების
კომპოზიცია, მოინიშნოს სურათის საერთო მასა – განაპირა
საზღვრებით (ნახ. 38, ა).

71
მეორე ეტაპი – ტიპიზაცია. აღნიშნულ ეტაპზე საჭიროა იმ
ზედაპირის აგება, რომელზეც გადაფენილია ქსოვილი (სკამი,
მაგიდა, ტუმბო და სხვ.). ზედაპირის აგებისას
გათვალისწინებულ უნდა იქნას მისი გეომეტრიული ფორმა
(კუბისებრი, მართკუხა პრიზმისებრი). სკამის შემთხვევაში
განსაზღვრულ უნდა იქნას მისი საყრდენი ფართი, სკამის
ფეხების ვერტიკალური ხაზები (მოცემულ კონკრეტულ
შემთხვევაში კუბის წიბოები), შემდეგ დასაჯდომის ფართი და
ბოლოს საზურგე. მონიშნულ უნდა იქნას დრაფირების
საყრდენი წერტილები სკამზე, (რომლებიდანაც ეშვება
ნაფენები) და იატაკზე. ამავდროულად საჭიროა ნახატის შორი
მანძილიდან შემოწმება და დროული შესწორებების შეტანა.
ამის შემდეგ მოინიშნება ნაფენების ძირითადი მასა
მსუბუქი ხაზებით მოინიშნება ნაფენების მიმართულება და
აიგება ფორმა, რომელიც შედგება ქსოვილის ჩაზნექილი და
ამოზნექილი ნაწილებისაგან. ზუსტდება სკამის
კონსტრუქციული დეტალები, თავისუფლად დაფენილი
ქსოვილის ნაოჭები და დრაფირების მცირე და
მეორეხარისხოვანი ნაკეცები (ნახ. 38, ბ). ამ დროს აუცილებელია
ნახატის შედარება ნატურასთან შორი მანძილიდან.
მესამე ეტაპი – ინდივიდუალიზაცია. ამ ეტაპზე ხდება
მოცულობისა და რელიეფის გამოსახვა შუქჩრდილის
საშუალებით. თავიდან შტრიხით დაიფარება დრაფირების
ყველაზე ჩაბნელებული ადგილები და გამოვლინდება
განათებული ადგილები. თანდათანობით მოხდება
შუქჩრდილის ყველა ძირითადი გრადაციის გადმოცემა
შტრიხების საშუალებით. გამოიკვეთება ნახევარტონები,
საკუთარი და დაცემული ჩრდილები, რეფლექსები (ნახ. 37, გ).

72
ა ბ

გ დ
ნახ. 38. დრაფირების ხატვის თანმიმდეროვრობა

მეოთხე ეტაპი – განზოგადება. ამ ეტაპზე საჭიროა ნახატის


საბოლოო დამუშავება და დასრულებული სახის მიცემა. ამ
დროს მნიშვნელოვანია ტონალობების საშუალებით
გადმოცემულ იქნას სივრცე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში
73
მანძილი დრაფირების წინა და უკანა ნაპირებს შორის მეტია,
ვიდრე მცირე ზომის ნატურმორტებში. ამიტომ ფორმის
სიმკვეთრე და შუქჩრდილის კონტრასტულობა მანძილის
გაზრდასთან ერთად შესამჩნევად მცირდება. აქედან
გამომდინარე საჭიროა უკანა პლანის შერბილება, მასში მკვეთრი
საზღვრების გაქრობა ანუ სივრცის შთაბეჭდილების წარმოქმნა,
ზოგ ადგილას ტონის განათება საშლელის სასუალებით, ზოგან
პირიქით, გამუქება. ტონალობის სრული გრადაციის
საშუალებით დრაფირების ნახატი მიიღებს დასრულებულ
სახეს (ნახ. 38, დ).
დამასრულებელ ეტაპზე აუცილებელია ნახატისა და
ნატურის ერთმანეთთან შორი მანძილიდან შედარება და
შემჩნეული შეცდომების შესწორება.
სხვადასხვა მასალის დრაფირების ნახატები
თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილია დანართი 16-20-ზე.

თემა 4. მარტივი ნატურმორტი საყოფაცხოვრებო


საგნებითა და დრაფირებით

სამუშაოს მიზანი: გამოსახულების მოცულობის წინასწარი


გაანალიზების შეთვისება; სხვადასხვა
მასალისა და ფაქტურის გადმოცემა შტრიხის
და ტონალობის ხასიათის საშუალებით.
დავალება: სხვადასხვა ნატურმორტები საყოფაცხოვრებო
საგნებით (დოქი, კალათა, ქოთანი, ვაზა,

74
ბოთლი და სხვ.)ხილითა (ბოსტნეულით) და
დრაფირებით.
საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: სხვადასხვა
საყოფაცხოვრებო საგნები; ქსოვილის ნაჭერი
დრაფირებისათვის; სახატავი ქაღალდი
ზომით 30X42; ფანქრები 2B და 4B (რბილი
გრაფიტით), საშლელი, ფანქრის სათლელი,
სახატავი დაფა და ჭიკარტები.

მეთოდური მითითებანი

ნატურმორტი უსულო საგნებისაგან შედგენილი


კომპოზიციის ნახატს ნიშნავს. (ფრანგულიდან ზუსტი
თარგმანით უსულო – მკვდარ ბუნებას აღნიშნავს). სხვადასხვა
საგნები, ხილი, ბოსტნეული, ყვავილების თაიგული შესაძლოა
გამოყენებულ იქნას მასალად ნატურმორტისათვის.
ნატურმორტი შეიძლება ერთი ან რამდენიმე ნივთისგან
შედგებოდეს.
ნატურმორტი დამოუკიდებელ ჟანრად XVII საუკუნიდან
გვხვდება.
ნატურმორტზე მუშაობას აქვს დიდი შემეცნებითი
მნიშვნელობა: ის დამხატავს უვითარებს მხატვრულ გემოვნებას;
ხელს უწყობს საგნის პერსპექტიული და კონსტრუქციული
აგების წესების ათვისებას, შუქჩრდილისა და კომპოზიციის
კანონების შეცნობას.
საყოფაცხოვრებო საგნებისაგან შემდგარი ნატურმორტის
ხატვა შემსრულებლის წინაშე ახალი სახის გართულებულ ამო-
ცანებს სახავს. საყოფაცხოვრებო საგნებს აქვთ ძალზე
მრავალფეროვანი ფორმა. ამასთან ნებისმიერი საგანი

75
შესაძლებელია განზოგადებულად წარმოადგენდეს ზემოთ
განხილული გეომეტრიული სხეულების რომელიმე სახეობას.
საყოფაცხოვრებო საგნების ნატურმორტის ხატვისას უნდა
მოხდეს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული საგნების
განათებული და დაჩრდილული ნაწილების ტონალობების
შედარება, მაგალითად, ლითონის ჭურჭლის ფორმის
გამოსახვისას საჭიროა გამოყენებულ იქნას დაშტრიხვის
სხვაგვარი ხასიათი, რათა უკეთ იქნას გადმოცემული მისი
ფაქტურა და ფორმა. სწორად მიგნებული ტონალური
თანაფარდობა საგნის მასალასაც ვიზუალურად სწორად
წარმოაჩენს. შუქჩრდილის განაწილება მინის ჭურჭელზე უფრო
მკვეთრი გადასვლებით გამოირჩევა (არეკვლის თვისებების
გამო), ვიდრე მქრქალ ზედაპირებზე (მაგ. თაბაშირზე).
ნატურმორტის ხატვას გააჩნია საკუთარი გარკვეული
კანონზომირება და მეთოდური თანმიმდევრობა. დაუშვებელია,
მაგალითად, ხატვის დაწყებისთანავე უმნიშვნელო
წვრილმანების დეტალური დამუშავება, როდესაც ჯერ კიდევ არ
არის განსაზღვრული კომპოზიციის ძირითადი ფორმა და მისი
ტონალური გადაწყვეტილება. ასეთი აჩქარება იწვევს
შეცდომებს პროპორციულ განაწილებაში და ნახატის
დანაწევრებას, რისი გამოსწორებაც ძალზე რთულია და
უმეტესად შეუძლებელიცაა.
სახვით ხელოვნების პრაქტიკაში არსებობს სურათზე
ეტაპობრივი მუშაობის ნაცადი ხერხი, რომელიც დამყარებულია
პრინციპზე: ზოგადიდან კერძოსაკენ და კერძოდან ისევ
დეტალებით გამდიდრებული ზოგადისაკენ. ამიტომ,
ნატურმორტის ხატვა უნდა განხორციელდეს თანდათანობით,
გარკვეული ეტაპების დაცვით.
უშუალოდ ნახატზე მუშაობის დაწყებამდე
მიზანშეწონილია შესრულდეს ერთი-ორი ჩანახატი ცალკე

76
ფურცელზე – მომგებიანი და ეფექტური კომპოზიციის
მიგნებისათვის, ჩანახატები უნდა შესრულდეს სწრაფად, მათში
გადმოცემულ უნდა იქნას ნატურის ხასიათის
განსაკუთრებულობანი, თითოეული საგნის პროპორცია და მათ
შორის ურთიერთკავშირი, გამოსახულების ფართისა და
ფურცლის ფართის თანაფარდობა.
სწრაფ ჩანახატში ნატურმორტის კომპოზიციის
განსაზღვრის შემდეგ შესაძლებელია უშუალოდ ფორმატზე
მუშაობის დაწყება. რომელიც მიმდინარეობს შემდეგი ეტაპების
მიხედვით:
პირველი ეტაპი – სქემატიზაცია. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს
ფურცლის კომპოზიციის განაწილება, ისე, რომ ნატურმორტი
გამომსახველი და მეტყველი იყოს. თავიდანვე იქნას
გადაწყვეტილი ფურცლის განლაგება – ჰორიზონტალური, ან
ვერტიკალური, ნატურმორტის მდგომარეობის
გათვალისწინებით, თუკი ნატურმორტის საგნები ისეა
განლაგებული, რომ სიმაღლე მეტია, ვიდრე სიგანე, მაშინ
ფურცელი უნდა განლაგდეს გრძელი გვერდით
ვერტიკალურად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით.
ამასთანავე საჭიროა ფურცლის რაციონალურად განაწილება –
გამოსახულება ფურცელთან შედარებით არ უნდა იყოს ძალიან
მცირე (ნახ. 3, გ), ან დიდი, აგრეთვე რომელიმე მხარეს
მარცხნივ, ან მარჯვნივ მიწეული. ნატურმორტის სწორი
განლაგება ნიშნავს კომპოზიციის სწორ გადაწყვეტას (ამისათვის
საჭიროა სწრაფი ჩანახატების გაანალიზება და არა მათი
მექანიკურად გამოყენება). ამ დროს, კომპოზიციის
გადაწყვეტასთან ერთად, მსუბუქი ხაზებით შემოიფარგლება
გამოსახულების არე – საგნების მთელი სიგანე და სიმაღლე, ანუ
საგანთა საერთო მასა, ე.ი. მოინიშნება განაპირა
ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები; დრაფირების

77
საზღვრები; სიბრტყე, რომელზეც განლაგებულია საგნები. (ნახ.
39, ა).
მეორე ეტაპი – ტიპიზაცია. დაზუსტდება დრაფირება
განზოგადებულად და განისაზღვრება თითოეული საგნის
განლაგების ადგილი, სიდიდე და პროპორციები. პროპორციის
დადგენისას შერჩეული უნდა იქნას განზომილების ერთეული –
შედარებისათვის. ყველაზე მოსახერხებელია ასეთ ერთეულად
აღებულ იქნას რომელიმე მცირე ან საშუალო ზომის საგნის
სიმაღლე. ამასთან, უნდა შემოწმდეს და შეედაროს ნახატი
ნატურას. შემოწმება უნდა მოხდეს დამხმარე ვერტიკალური,
ჰორიზონტალური, დახრილი და პერსპექტიული ხაზების
დატანის საშუალებითაც.
ამ ეტაპზე უნდა გამოვლინდეს თითოეული ფორმის
კონსტრუქცია. თანდათან უნდა დაზუსტდეს მათი ზომები.
საჭიროა თითოეული მათგანი დაიხატოს გამჭვირვალედ –
„კარკასულად“, მხოლოდ ხაზებით, რათა სწორად იქნას
გამოსახული საგნების ფორმა, მათი პერსპექტიული აგება (ნახ.
39, ბ). ამ დროს დაცული უნდა იქნას გარკვეული ზომიერება –
ხაზები არ უნდა იყოს ყოველთვის ერთნაირი სისქის. ამასთან,
უნდა მოხდეს ნახატზე დაკვირვება და მისი შედარება
ნატურასთან შორი მანძილიდან. ნახატი თანდათან უნდა
გასუფთავდეს დამხმარე ხაზებისაგან.
მესამე ეტაპი – ინდივიდუალიზაცია. ამ ეტაპზე საჭიროა
სხეულების ფორმის შემდგომი დაზუსტება, მათი მოცულობისა
და რელიეფის გამოსახვა. სხეულის ეს ნიშან-თვისებები
აღიქმება მხოლოდ შუქჩრდილის პირობებში. ამისათვის
საკმარისი არაა მხოლოდ მკაფიო შუქისა და ჩრდილის დატანა,
არამედ აუცილებელია შტრიხების საშუალებით შუქჩრდილის
ყველა ძირითადი გრადაციის გადმოცემა. ამისათვის
თავდაპირველად მსუბუქად უნდა მოინიშნოს ძირითადი

78
ჩრდილები, გამოვლინდეს განათებულობის ხარისხი –
ტონალობისა და ჩრდილების საშუალებით (სხვადასხვა
„ნაჟიმის“ შტრიხებით), გამოიკვეთოს ნახევარტონები,
საკუთარი და დაცემული ჩრდილები. საჭიროა ნატურაზე
ყურადღება მიექცის – ესა თუ ის საგანი რამდენად მუქია, ან
ნათელია დანარჩენებზე და მოხდეს ნახატთან შედარება. უკვე
ამავე ეტაპზე ხატვის სხვადასხვაგვარი ტექნიკური ხერხების
საშუალებით გადმოცემულ უნდა იქნას ფაქტურების
სხვადასხვაობა. მოცემულ ეტაპზე აუცილებელია ნახატის
შემოწმება შორი მანძილიდან, შედარება ნატურასთან,
დაზუსტება და შესწორება.
დრაფირების დამუშავებისას თავდაპირველად მსუბუქი
შტრიხებით გამოისახება ნაოჭების მიმართულება და
თავისუფლად დაფენილი ქსოვილის ნაოჭების ფორმები.
მეორეხარისხოვანი, მცირე ზომის ნაოჭები მსუბუქი ტონით
დაიფარება (ნახ. 39, გ).
მეოთხე ეტაპი – განზოგადება. დამასრულებელი ეტაპი
ითვალისწინებს მთელი ხაზობრივი და ტონალური
გამოსახულების განზოგადებას. ნატურასთან შედარების შემდეგ
ნახატიდან უნდა ამოიშალოს ზედმეტი ხაზები. თუკი წინა და
უკანა პლანი დახატულია ერთნაირად დაწვრილებით,
დარღვეულია ნახატის მთლიანობა და ტონებს შორის გადასვლა
ხისტია, მაშინ ასეთ ნამუშევარს ესაჭიროება ბოლომდე
დასრულება, ანუ განზოგადება. ამ დროს აუცილებელია უკანა
პლანის შერბილება, მასში მკვეთრი საზღვრების გაქრობა (ე.ი.
სიღრმის შთაბეჭდილების შექმნა), მეორეხარისხოვანი
დეტალების განზოგადება, ზოგიერთი საგნის წინა პლანთან
მოახლოება, ზოგის პირიქით, მოშორება; ზოგ ადგილას ტონის
განათება, ზოგან პირიქით, გამუქება. შუქჩრდილის ტონის
ასეთი გრადაციის საშუალებით ხორციელდება ნახატისათვის

79
საბოლოო მოცულობითი ფორმის მიცემა, რეფლექსის
წარმოჩენა.
აღნიშნული ღონისძიებებით მიიღწევა ნახატის
მთლიანობის შთაბეჭდილება. დასრულებულ ნახატზე
შუქჩრდილის ტონალობა (გრადაცია) ისე უნდა იყოს
განაწილებული, რომ იკითხებოდეს თითოეული საგნის
მოცულობითი ფორმა, ფაქტურა, დრაფირების მასალა და
სივრცითი ილუზია.
შუქჩრდილის თანაფარდობის გამოსახვაზე მუშაობისას
განსაზღვრავენ ყველაზე ნათელ და ყველაზე ბნელ ადგილებს
ნატურმორტზე, იყენებენ მათ, როგორც ტონალურ
ორიენტირებს და თანდათანობით იღებენ ბუნებრივი შუქისა და
ჩრდილის ეფექტს (ნახ. 39, დ).

ა ბ

80
გ დ
ნახ. 39. ნატურმორტის ხატვის თანმიმდევრობა

დამასრულებელ ეტაპზე საჭიროა ნახატისა და ნატურის


ერთმანეთთან სისიტემატური შედარება და შემჩნეული
შეცდომების შესწორება. შეცდომების აღმოჩენას ხელს უწყობს
ნახატისა და ნატურმორტის შორი მანძილიდან დანახვა და
ურთიერთშედარება.
შედარების კიდევ ერთ-ერთი ხერხია ნახატის სარკეში
დათვალიერება ნახევრადმობრუნებულ პოზაში (სარკეში უნდა
მოჩანდეს ნატურმორტიც). ასეთი შედარება აიოლებს
შეცდომების დანახვას. სარკის გამოყენება ეექტურია იმ
მხრივაც, რომ ამ დროს სტუდენტს შეუძლია საკუთარი
ნამუშევარი განსხვავებული, სრულიად მოულოდნელი
მხრიდან დაინახოს. დამწყები შემსრულებელი
გამოუცდელობისა და უცოდინარობის გამო, იმდენად აჩვევს
თვალს ნახატს, რომ ვეღარ ამჩნევს არათუ მცირე უზუსტობებს,
არამედ სერიოზულ შეცდომებსაც. სარკეში დაკვირვება კი
მაშინვე თვალსაჩინოს ხდის ყველა შეცდომას.
ნახ. 40, ნახ. 41-ზე და დანართი 21 – 26 სანიმუშოდ
წარმოდგენილია მარტივი ნატურმორტის შესრულების
თანმიმდევრობა დასრულებული ნამუშევრები.

81
ა ბ

გ დ
ნახ. 40. ნატურმორტის ხატვის თანმიმდეროვრობა

82
ნახ. 41. ნატურმორტის ხატვის თანმიმდეროვრობა
.

83
თემა 5. რთული ნატურმორტი სხვადასხვა საგნებითა და
დრაფირებით

სამუშაოს მიზანი: სხვადასხვა მასალისა და ფაქტურის


შტრიხის და ტონალობის საშუალებით
გადმოცემის შესწავლა.
დავალება: სხვადასხვა ნატურმორტები საყოფაცხოვრებო
საგნებით (დოქი, კალათა, ქოთანი, ვაზა,
ბოთლი და სხვ.) ხილითა (ბოსტნეულით,
ყვავილებით) და დრაფირებით – სწრაფი
ჩანახატები სხვადასხვა ხედებში,
ნატურმორტის აკადემიური ნახატის
შესრულება.
საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: სახატავი ქაღალდი
ზომით 30X42; ფანქრები 2B და 4B (რბილი
გრაფიტით), საშლელი, ფანქრის სათლელი,
სახატავი დაფა, ჭიკარტები.

მეთოდური მითითებანი
ჩვეულებრივ, ნახატზე მუშაობის დაწყებამდე საჭიროა
შესრულდეს ერთი-ორი სწრაფი ჩანახატი ცალკე ფურცელზე –
სწორი და ეფექტური კომპოზიციის მიგნებისათვის,
ჩანახატებში ასახული უნდა იქნას ნატურის ხასიათი,
თითოეული საგნის პროპორცია, ზოგადი თონალობა და
მასშტაბურობა (თანაფარდობები).
სწრაფ ჩანახატების შესრულების, დაშვებულ
უზუსტობებზე დაკვირვებისა და გაანალიზების შემდეგ
შესაძლებელია უშუალოდ ნატურმორტზე მუშაობის დაწყება.
რომელიც მიმდინარეობს ვეულებრივ, შემდეგი ეტაპების
მიხედვით:

84
პირველი ეტაპი – სქემატიზაცია. ფურცლის კონპოზიციის
განსაზღვრის შემდეგ მსუბუქი ხაზებით შემოიფარგლება
გამოსახულების არე – საგნების მთელი სიგანე და სიმაღლე, ანუ
საგანთა საერთო მასა, ე.ი. მოინიშნება განაპირა
ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები; დრაფირების
საზღვრები; სიბრტყე, რომელზეც განლაგებულია საგნები. (ნახ.
42, ა).
მეორე ეტაპი – ტიპიზაცია. დაზუსტდება დრაფირება
განზოგადებულად და განისაზღვრება თითოეული საგნის
განლაგების ადგილი, სიდიდე და პროპორციები. რაც შეიძლება
ხშირად უნდა შემოწმდეს და შეედაროს ნახატი ნატურას.
შემოწმება უნდა მოხდეს დამხმარე ვერტიკალური,
ჰორიზონტალური, დახრილი და პერსპექტიული ხაზების
დატანის საშუალებითაც.
ამ ეტაპზე უნდა გამოვლინდეს თითოეული ფორმის
კონსტრუქცია. თანდათან უნდა დაზუსტდეს მათი ზომები.
საჭიროა თითოეული მათგანი დაიხატოს გამჭვირვალედ –
„კარკასულად“, მხოლოდ ხაზებით, რათა სწორად იქნას
გამოსახული საგნების ფორმა, მათი პერსპექტიული აგება (ნახ.
42, ბ).
მესამე ეტაპი – ინდივიდუალიზაცია. ამ ეტაპზე საჭიროა
სხეულების ფორმის შემდგომი დაზუსტება, მათი მოცულობისა
და რელიეფის გამოსახვა. სხეულის ეს ნიშან-თვისებები
აღიქმება მხოლოდ შუქჩრდილის პირობებში. ამისათვის
საკმარისი არაა მხოლოდ მკაფიო შუქისა და ჩრდილის დატანა,
არამედ აუცილებელია შტრიხების საშუალებით შუქჩრდილის
ყველა ძირითადი გრადაციის გადმოცემა. ამისათვის
თავდაპირველად მსუბუქად უნდა მოინიშნოს ძირითადი
ჩრდილები, გამოვლინდეს განათებულობის ხარისხი –
ტონალობისა და ჩრდილების საშუალებით (სხვადასხვა

85
„ნაჟიმის“ შტრიხებით), გამოიკვეთოს ნახევარტონები,
საკუთარი და დაცემული ჩრდილები. საჭიროა ნატურაზე
ყურადღება მიექცის – ესა თუ ის საგანი რამდენად მუქია, ან
ნათელია დანარჩენებზე და მოხდეს ნახატთან შედარება. უკვე
ამავე ეტაპზე ხატვის სხვადასხვაგვარი ტექნიკური ხერხების
საშუალებით გადმოცემულ უნდა იქნას ფაქტურების
სხვადასხვაობა. მოცემულ ეტაპზე აუცილებელია ნახატის
შემოწმება შორი მანძილიდან, შედარება ნატურასთან,
დაზუსტება და შესწორება.
დრაფირების დამუშავებისას თავდაპირველად მსუბუქი
შტრიხებით გამოისახება ნაოჭების მიმართულება და
თავისუფლად დაფენილი ქსოვილის ნაოჭების ფორმები.
მეორეხარისხოვანი, მცირე ზომის ნაოჭები მსუბუქი ტონით
დაიფარება (ნახ. 42, გ).
მეოთხე ეტაპი – განზოგადება. დამასრულებელი ეტაპი
ითვალისწინებს მთელი ხაზობრივი და ტონალური
გამოსახულების განზოგადებას. ნატურასთან შედარების შემდეგ
ნახატიდან უნდა ამოიშალოს ზედმეტი ხაზები. თუკი წინა და
უკანა პლანი დახატულია ერთნაირად დაწვრილებით,
დარღვეულია ნახატის მთლიანობა და ტონებს შორის გადასვლა
ხისტია, მაშინ ასეთ ნამუშევარს ესაჭიროება ბოლომდე
დასრულება, ანუ განზოგადება. ამ დროს აუცილებელია უკანა
პლანის შერბილება, მასში მკვეთრი საზღვრების გაქრობა (ე.ი.
სიღრმის შთაბეჭდილების შექმნა), მეორეხარისხოვანი
დეტალების განზოგადება, ზოგიერთი საგნის წინა პლანთან
მოახლოება, ზოგის პირიქით, მოშორება; ზოგ ადგილას ტონის
განათება, ზოგან პირიქით, გამუქება. შუქჩრდილის ტონის
ასეთი გრადაციის საშუალებით ხორციელდება ნახატისათვის
საბოლოო მოცულობითი ფორმის მიცემა, რეფლექსის
წარმოჩენა.

86
ნახ. 42. ნატურმორტის ხატვის თანმიმდეროვრობა

87
აღნიშნული ღონისძიებებით მიიღწევა ნახატის
მთლიანობის შთაბეჭდილება. დასრულებულ ნახატზე
შუქჩრდილის ტონალობა (გრადაცია) ისე უნდა იყოს
განაწილებული, რომ იკითხებოდეს თითოეული საგნის
მოცულობითი ფორმა, ფაქტურა, დრაფირების მასალა და
სივრცითი ილუზია.
შუქჩრდილის თანაფარდობის გამოსახვაზე მუშაობისას
განსაზღვრავენ ყველაზე ნათელ და ყველაზე ბნელ ადგილებს
ნატურმორტზე, იყენებენ მათ, როგორც ტონალურ
ორიენტირებს და თანდათანობით იღებენ ბუნებრივი შუქისა და
ჩრდილის ეფექტს (ნახ. 42, დ).
დამასრულებელ ეტაპზე საჭიროა ნახატისა და ნატურის
ერთმანეთთან სისიტემატური შედარება – ნახატისა და
ნატურმორტის შორი მანძილიდან დანახვა .და შემჩნეული
შეცდომების შესწორება.
დასრულებული რთული ნატურმორტების ნიმუშები
ნაჩვენებია ნახ. 43, ნახ. 44-ზე და დანართი 27–32.

88
ნახ. 43. რთული ნატურმორტი

ნახ. 44. რთული ნატურმორტი

89
თემა 6. თაბაშირის თავის ხატვა

სამუშაო მიზანი: თავის პროპორციების შესწავლა; შინაგანი


სტრუქტურის შეცნობა; ნატურის
აგებულების, მოცულობის, სივრცითი
მდებარეობის აღქმაა; ნატურის ხასიათის
მოძებნა და გადმოცემა.
დავალება: თაბაშირის თავის სწრაფი ჩანახატები;
თაბაშირის ანტიკური თავის „დიადუმენის“
(პოლიკლეტის „დორიფორის“) ხატვა
სხვადასხვა ხედში (ფასში, პროფილსა და სამ-
მეოთხედში)
საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: თაბაშირის თავი,
სახატავი ქაღალდი ზომით 30X42; ფანქრები
2B და 4B (რბილი გრაფიტით), საშლელი,
ფანქრის სათლელი, სახატავი დაფა და
ჭიკარტები.

მეთოდური მითითებანი

ნატურიდან თავის ხატვისას საჭიროა მისი გარეგნული


ფორმის არა მექანიკური გადაღება, არამედ მისი შესწავლა,
შინაგანი სტრუქტურის შეცნობა. შესწავლა იწყება ვიზუალური
აღქმით. სტუდენტი უნდა დააკვირდეს თავს წინიდან,
გვერდიდან, ზევიდან და ქვევიდან; უნდა გაიგოს თავის კვეთის
ფორმა.
თავის პროპორციული აგებულების წესის ძიება უძველესი
დროიდან მომდინარეობს. მრავალი თანამედროვე კანონი
დაკავშირებულია ანტიკური და აღორძინების ეპოქის

90
ტრადიციებთან, ასე, მაგალითად, თავის სიმაღლე ხშირად
გამოიყენება განზომილების ერთეულად.
თავის სიმაღლე თვალის ჭრილით იყოფა ორ ტოლ
ნაწილად; სახის ნაწილი წარბებიდან ნიკაპის ბოლომდე
ცხვირის ფუძით ასევე იყოფა ორ ტოლ ნაწილად; მანძილი
ცხვირიდან ნიკაპის ბოლომდე იყოფა სამად: ცხვირი – პირის
ჭრილი, პირის ჭრილი – ნიკაპის ზედა ხაზი, ნიკაპის ზედა ხაზი
– ნიკაპის ქვედა წერტილი. თვალების სიგრძე ტოლია მათ
შორის მანძილის და ასევე, ცხვირის სიგანის. თავის სიმაღლე
ტოლია თავის სიგანისა პროფილში და თითქოს თავსდება
კვადრატში და ა.შ. (იხ. ანატომიური ტაბ. 3). ასეთი
პროპორციული დანაწევრება განიხილება როგორც თავის
დანაწილების პირობითი კანონზომიერებები, რომლებიც
ეხმარება სტუდენტს მკაფიოდ დაინახოს ცოცხალი ნატურის
ინდივიდუალური განსაკუთრებულობანი. კანონების ცოდნა
თავის შესწავლისა და ხატვის საწყისი წერტილია.
მოდელის ხანგრძლივი შესწავლა სტუდენტს საშუალებას
აძლევს სრულყოფილად აითვისოს თავის აგებულება.
თავდაპირველად დასახატად უმჯობესია აღებულ იქნას
თაბაშირის თავი. თაბაშირი უძრავია, მასზე კარგად მოჩანს
განათებულობის კანონზომიერებანი, ფორმა განზოგადებულია
და უკვე გადაწყვეტილია მოქანდაკის მიერ. სტუდენტს ევალება
რაც შეიძლება ზუსტად გადმოსცეს მოდელის ფორმა და
ხასიათი. თაბაშირის თავის ხატვის პროცესი მოამზადებს
სტუდენტს ცოცხალი ნატურიდან ხატვისათვის.
მიზანშეწონილია შესრულებულ იქნას სწრაფი ჩანახატები
ნატურიდან, ხედვის სხვადასხვა კუთხიდან, რაც
შესაძლებლობას იძლევა ნათლად იქნას გაგებული ნატურის
ფორმის შინაარსი.

91
თაბაშირის თავის ხატვა უნდა განხორციელდეს შემდეგი
ეტაპების მიხედვით:
პირველი ეტაპი. სამუშაო იწყება სახატავ ფურცელზე
თავის კომპოზიციური განლაგებით. ჩვეულებრივ თავს ხატავენ
ფურცლის ცენტრში. ნახატი უნდა იყოს საკმაო სიდიდს, რათა
არ დარჩეს დიდი ცარიელი არე, მაგრამ არ არის სასურველი
ნახატი იყოს ნატურალურ ზომაზე დიდი. მოძრაობაში მყოფი
თავის დახატვისას (პროფოლში, სამ-მეოთხედ ხედში)
კომპოზიციური წონასწორობის დაცვისათვის, საჭიროა
გამოსახულება რამდენადმე გადანაცვლებულ იქნას ფურცლის
ცენტრიდან.
თავის განლაგების ადგილის მონიშვნის შემდეგ მსუბუქი
ხაზებით უნდა მოიხაზოს კვერცხის ფორმის ოვალი (ნახ. 45, ა).
მეორე ეტაპი. თავის განლაგების ადგილის მონიშვნის
შემდეგ ფურცელზე უნდა მოინიშნოს შუა ხაზი და დაზუსტდეს
თავის დახრილობა. ამისათვის საჭიროა განისაზღვროს კუთხე
ვერტიკალსა და სახის სიმეტრიის ღერძს (ცხვირის ძვლისა და
ნიკაპის შუა წერტილის შემაერთებელი ხაზი) შორის. თავის
დახრილობა საჭიროა დაზუსტდეს თავიდანვე და
აუცილებლობის შემთხვევაში შესწორდეს. ამის შემდეგ უნდა
განისაზღვროს თვალის ხაზის განლაგება. ის გადის თვალების
გუგებზე, ყვრიმალებზე, ყურის ნიჟარებსა და უკანა კეფის
ამაღლებულ ნაწილებზე. ეს ხაზი შუა ხაზის (სიმეტრიის ღერძს)
და შუა სიბრტყის მართობულია და განსაზღვრავს ნახატზე
თავის აწევის და დაწევის ხარისხს; თუ აღნიშნული ხაზი სახის
წინხედის მხრიდან ჩაზნექილია, მაშინ თავი დაწეულია, ხოლო
თუ ამოზნექილი – თავი აწეულია (ნახ. 46). ეს ორი
ურთიერთგადამკვეთი ხაზი განსაზღვრავს ძირითადად თავის
დახრას და მოძრაობას. ამის შემდეგ ხაზებით მოინიშნება
წარბების, ცხვირის, ყურის, პირის განლაგება და პროპორციები.

92
გ დ
ნახ. 45. თაბაშირის თავის ხატვის თანმიმდევრობა

93
საჭიროა მორიგეობით დაიხატოს ხან მარჯვენა, ხან მარცხენა
ნაწილი. დეტალების შედარება და განზოგადება მოდელთან და
სხვა დეტალებთან უნდა მოხდეს მუშაობის დროს (ნახ. 45, ბ).
დეტალებზე მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იქნას
ფორმის პერსპექტიული შემცირება. როდესაც თავი წინიდან
(ფასში) იხატება, დამხმარე ხაზები თვალების, წარბების,
ცხვირის, პირის განლაგებულია ურთიერთპარალელურად.
თუკი თავი მობრუნებულად იხატება, მაშინ ეს ხაზები
პერსპექტიული შემცირების გამო პარალელობას კარგავს და
იკვეთება სივრცეში. თავის დახრილობის გამოხატვის დროს
ნახატზე იცვლება დეტალების ურთიერთგანლაგება. ეს
ცვლილებები კარგად ჩანს მხატვარ გოლბეინის ჩანახატებზე
(ნახ. 46).

ნახ. 46. თავის ჩანახატები სხვადასხვა რაკურსით (ჰ. გოლბეინი)

94
მესამე ეტაპი. სახის ნაწილებზე მუშაობისას
განისაზღვრება ცხვირის სიგანე, თვალებს შორის მანძილი,
პირის სიგანე; დაზუსტდება შუბლის ფორმა, მისი სიბრტყეებად
(წინა, გვერდითი და ზედა) დანაწილების გზით, აღინიშნება
შუბლის ამობურცული ადგილი. სქემატურად იხვეწება
ფორმები ცხვირის, თვალის ღრმულების, ყვრიმალების, პირის,
ნიკაპის, ყურების და სხვ. შემჩნეული შეცდომები უნდა
გასწორდეს (ნახ. 45, გ).
თავის ხაზობრივი აგების შემდეგ მსუბუქად დაიტანება
ძირითადი ჩრდილები. ჩრდილი უნდა დაიდოს შუქისა და
ჩრდილის საზღვრებიდან. შუქჩრდილი უფრო თვალსაჩინოდ
წარმოაჩენს დაშვებულ შეცდომებს, ამიტომ საჭიროა ხშირად
შემოწმდეს ნამუშევარი შორიდან, შეედაროს ნატურას და
შესწორდას დაშვებული შეცდომები.
მეოთხე ეტაპი. ნახატი დასრულდება ტონალური
დამუშავებით. შუქი და ჩრდილი უნდა იყოს ერთმანეთის
მიმართ სწორ თანაფარდობაში. ჩრდილებში გამოყოფილი უნდა
იქნას რეფლექსები.
ნამუშევრის დასრულებისას საჭიროა კიდევ ერთხელ
ყურადღებით შეედაროს ნახატი ნატურას, გაძლიერდეს
მთავარი და შესუსტდეს მეორეხარისხოვანი და არაარსებითი
წვრილმანები. თუკი აღმოჩნდება, რომ რომელიმე დეტალის
ტონალური გადაწყვეტა ძალზე კონტრასტულია სხვებთან
შედარებით, საჭიროა შესუსტდეს ჩრდილი და დაიშტრიხოს
განათებული ადგილი, ან პირიქით, გაძლიერდეს ტონი და
გამოიკვეთოს კონტრასტულობა. ნახატი დასრულებულია,
მაშინ, როცა დეტალიზაციის ხარისხი თანაბარზომიერია,
ნამუშევარი მთლიანია და გამოსახულია ნატურის ხასიათი (ნახ.
45, დ).

95
სტუდენტები განსაკუთრებით უნდა მოერიდონ
ზედაპირულ ხატვას, კონტურის ხაზების გადმოხატვას. თავის
სქემატური აგების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ
მიზანშეწონილია თანდათან შემცირებულ იქნას დამხმარე
ხაზების გამოყენება. საკმარისია ეს ხაზები სტუდენტმა
წარმოიდგინოს და შემოიფარგლოს ქაღალდის ახლოს ჰაერში
საჭირო მიმართულებით ხელის მოსმით.
ნახ. 47 და ნახ. 48 წარმოდგენილია ანტიკური ხანის
ქანდაკების თაბაშირის თავის ხატვის თანმიმდევრობა და ნახ.
49 დასრულებული ნამუშევრები.

ნახ. 47. თაბაშირის თავის ხატვის თანმიმდევრობა

96
ნახ. 48. თაბაშირის თავის ხატვის თანმიმდევრობა

97
ნახ. 48. თაბაშირის თავის დასრულებული ნახატი

98
თემა 7. ადამიანის ფიგურის ხატვა

სამუშაო მიზანი: ადამიანის ფიგურის სტრუქტურის,


მოძრაობისა და პროპორციების შეაწავლა. ძირითადი
კონსტრუქციული წერტილების შესწავლა. ჩონჩხისა და
კუნთოვანი სისტემის გაცნობა. ქალისა და მამაკაცის ფიგურის
განსაკუთრებულობების შესწავლა.
დავალება: ადამიანის ფიგურის ხატვა სქემატურად: ფასში,
პროფილში, სამ-მეოთხედ ხედში; ადამიანის ფიგურის სწრაფი
ჩანახატები; ფიგურის ხატვა ცოცხალი ნატურიდან; ადამიანის
ფიგურის ხატვა წარმოდგენით.
საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: მენატურე, სახატავი
ქაღალდი ზომით 30X42; ფანქრები 2B და 4B (რბილი
გრაფიტით), საშლელი, ფანქრის სათლელი, სახატავი დაფა,
თაბაშირის გეომეტრიული ფიგურები და ჭიკარტები.

მეთოდური მითითებანი
ადამიანის ფიგურის ხატვა სქემატურად

თავდაპირველად სასურველია ფიგურის სქემა


დაიხატოს წინიდან, შემდეგ გვერდიდან და სამ-მეოთხედ
ხედში (ნახ. 49).
ფიგურის გაზომვისას მოდულად გამოიყენება თავის
სიმაღლე. მაღალ ფიგურაში ის თავსდება რვაჯერ.
ვერტიკალური ხაზი უნდა გაიყოს რვა თანაბარ ნაწილად.
ფიგურის დანაწევრება ხდება შემდეგ ადგილებში: Ι – თავი
თხემიდან ნიკაპის ჩათვლით; ΙΙ – ნიკაპიდან მკერდის ხაზამდე;
ΙΙΙ– მკერდის ხაზიდან ჭიპამდე; ΙV– ჭიპიდან ბოქვენამდე; V–

99
ბოქვენიდან ბარძაყის შუამდე; VΙ– ბარძაყის შუიდან მუხლის
ქვედა საზღვრამდე; VΙΙ– მუხლის ქვედა საზღვრიდან წვივის
შუამდე; VΙΙΙ– წვივის შუიდან ტერფის ფუძემდე. ხელის სიგრძე
ეშვება ბარძაყის შუამდე.

ნახ. 49. ადამიანის ფიგურის ხატვა

თავი წარმოადგენს ოვალს, რომელშიც იხატება თავის


სქემატური ნახატი. ჰორიზონტალური ხაზი წარმოადგენს
თვალების ღერძს. თვალებისა და წარბების ადგილის მონიშვნის
შემდეგ მოინიშნება ცხვირი. წარბებიდან ცხვირის წვერამდე
მანძილი ტოლია ცხვირის წვერიდან ნიკაპის ბოლომდე
მანძილისა. თვალებს შორის მანძილი თვალის სიგრძისა და
ცხვირის სიგანის ტოლია (იხ. ანატომიური ტაბ. 1).

100
მეორე მონაკვეთი – ნიკაპიდან მკერდის ხაზამდე იყოფა
სამ ნაწილად. ზედა წერტილზე, სადაც იმყოფება საუღლე ფოსო,
გატარდება მხრის ხაზი. მამაკაცის მხრების სიგანე ორი თავის
სამაღლის ტოლია (ქალისა უფრო ნაკლებია). წელის ხაზის
სიგანე ცოტათი მეტია თავის სიმაღლეზე. მუხლი ფეხის მთელი
სიგრძის შუაშია განლაგებული.
ყველა ამ წერტილის მონახვისა და მონიშვნის შემდეგ
დაიხატება ფიგურა ფასში. ამ წერტილების ცოდნა საშუალებას
იძლევა განზოგადებულად, ზედმეტი დეტალების გარეშე იქნას
შესრულებული ფიგურის მონახაზი.
ამის შემდეგ აიგება ფიგურის სქემა გვერდიდან. ამ
შემთხვევაშიც უნდა გატარდეს ვერტიკალური ხაზი. ფიგურის
სილუეტი პროფილში ჩანს ასო -ის ფორმის. თავი კისერთან
ერთად ჩანს წინისაკენ გამოწეული. ხერხემალი მხრის უბანში
გაზნექილია, ხოლო წელის ხაზზე შეზნექილია, წელს ქვევით
ისევ გაზნექილია. ფეხების ღერძი ვერტიკალური არ არის,
მუხლები თითქოს უკან მიდის, შემდეგ წვივები ხელს უწყობს
წონასწორობის შენარჩუნებას. სიმძიმის ცენტრი ეშვება ტერფის
შუაში.
ფასისა და პროფილის მიხედვით შეიძლება ფიგურა
შეიძლება დაიხატოს სამ-მეოთხედ ხედში. ვერტიკალური ხაზი
ამ შემთხვევაში გაივლის კისრისა შუასა და საყრდენ წერტილში
(ფეხის ტერფებს შუაში). ფიგურის შუა ხაზი მოინიშნება
საუღლე ფოსოდან, შუა ხაზი იმეორებს ფიგურის სილუეტს
გვერდიდან. ის მდებარეობს ვერტიკალური ღეძიდან მარცხნივ,
(ან მარჯვნივ). ვერტიკალურ ღერძსა და შუა ხაზს შორის
მანძილი დამოკიდებულია ფიგურის მობრუნების კუთხეზე.
მხრების, წელის, თეძოს განაპირა წერტილები იმყოფება
დაახლოებით ერთიდაიგივე მანძილზე ვერტიკალური
ხაზიდან.

101
ასეთი სქემატური აგების ცოდნა აიოლებს ნატურიდან
ადამიანის ფიგურის ხატვა.
თუკი მენატურე მაღალი არ არის, ან საშუალოზე დაბალია,
მაშინ ვერტიკალური ღერძი უნდა დაიყოს 7,5-7 ტოლ ნაწილად.
ფიგურის სიმაღლის ცვლილებისას თავის სიმარლე უცვლელი
რჩება, უმნიშვნელოდ იცვლება ტანის სიმაღლეც. ძირიტადად
ცვალებადობს კიდურების სიგრძე.
ქალის ფიგურის ხატვისას სქემაში ცოტაოდენი ცვლილება
შეინიშნება. მხრების სიგანე უფრო მცირეა, ხოლო თეძოს სიგანე
გაცილებით მეტი, ვიდრე მამაკაცების ფიგურაში; წელის სიგანე
თავის სიმაღლის ტოლია, ან მასზე ნაკლებია.
პროფილში ქალის ფიგურის ხატვისას უნდა
გავითვალისწინოთ, რომ ის წელის არეში გაცილებით მეტად
შეზნექილია, ხოლო მენჯის არეში უფრო გაზნექილი, ვიდრე
მამაკაცის ფიგურა. ბარძაყის, მუხლისა და წვივის ღერძები
მამაკაცის ფიგურასთან შედარებით, უფრო ძლიერ შორდება
ვერტიკალურ ღერძს. ქალს უფრო ნაკლებად აქვს
განვითარებული კუნთოვანი სისტემა და მეტად კანქვეშა
ცხიმოვანი ფენა, ვიდრე მამაკაცებსამიტომმისი ფორმები უფრო
ნაზია და ნარნარი.
ეს ნახატები მუშავდება სქემის მიხედვით, საცურაო
კოსტიუმით შემოსილი მენატურედან. ნახატი უნდა იყოს
ხაზობრივი, სქემატური, კონტურით შესრულებული. აგების
ხაზები, ნახატზე უნდა ჩანდეს არ უნდა ამოიშალოს (იხ.
ანატომიური ტაბ. 2).

102
ადამიანის ფიგურის სწრაფი ჩანახატები

სწრაფი ჩანახატები ცოცხალი ნატურიდან იწყება ზედა,


ქვედა და გვერდითი საზღვრების მონიშვნით. შემდეგ მსუბუქი
ხაზებით მოინიშნება თავის, ტანისა და კიდურების საერთო
ხაზები. უნდა გატარდეს ვერტიკალური ხაზი საუღლე
ფოსოდან საყრდენ წერტილამდე. ვერტიკალური ხაზის
საშუალებით შესაზლებელია უფრო ზუსტად იქნას მოძებნილი
მთელი ფიგურის მდებარეობა და მისი ნაწილების
პროპორციონალური დამოკიდებულება. შემდეგ, ზემოთ

103
აღწერილი სქემატური მეთოდის მიხედვით, კონკრეტულად
იხატება ცალკეული ნაწილები.
ჩანახატის შესრულებისას უმჯობესია ტონალობა
თავიდანვე იყოს დამუშავებული ფორმისა და მოცულობის
გამოვლენის მიზნით. მაგრამ ტონი უნდა დაედოს
განზოგადოებულად, სხვადასხვა ნაწილებისა და უმნიშვნელო
დეტალების გარეშე. ამის შემდეგ კი უფრო დეტალურად
დაიხატება თავის, მკერდის, მუცლის, თეძოს და ა.შ. ფორმები.
ჩანახატზე მუშაობისას აუცილებელია გამოყენებულ იქნას
ფიგურის შუა ხაზი, რომლის საშუალებით უფრო მარტივია
ყველა ნაწილებს შორის ურთიერთკავშირის გამოსახვა. (ნახ. 50).

104
ადამიანის ფიგურის ხატვა

ადამიანი – ბუნების ყველაზე მეტად განვითარებული


ქმნილებაა. მოდელიორ–კონსტრუქტორი, ტექნოლოგი მუშაობს
ადამიანისათვის, აცმევს მას. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ
ადამიანის გარეგნული თავისებურებები და შეგვეძლოს
გამოვსახოთ იგი.
ადამიანის აგებულების შესწავლის პირველი ნაბიჯია
სხეულის ნაწილების პროპორციების გაცნობა.
ჩონჩხის აგებულების, ძვლებისა და მათი შეერთებების,
ასევე მუსკულატურის სისტემის შესწავლა, რომლებიც
შეადგენენ სხეულის ე.წ. სამოძრაო აპარატს, იძლევა საშუალებას
ვიპოვოთ გარე პლასტიკის კონსტრუქციული დამოკიდებულება
– მოვიყვანოთ ადამიანის ფიგურის რთული ფორმები ერთიან
პლასტიკურ ჰარმონიაში.
ამოცანათა ეს მრავალფეროვნება, რომლებიც წარმოიქმნება
ადამიანის ფიგურის მხატავის წინაშე, განაპირობებს მუშაობაში
მკაცრი თანმიმდევრობის პირობებს, არ შეიძლება ვხატოთ
ნაწილ–ნაწილ და გამოვტოვოთ მთლიანი, ასეთი მეთოდი
მანკიერია თავისი არსით. დაუბრუნდით ადრე დახატულს,
დააზუსტეთ ნახატი და გამოასწორეთ შეცდომები მთელი
მუშაობის მანძილზე.
განვიხილოთ ადამიანის პროპორციები. ძველი დროიდან
დღემდე, კანონების შექმნის მასალად ითვლებოდა ცოცხალი
ადამიანის სხეულზე დაკვირვება, მისი თანაფარდობა და
პროპორციები. მხატვარმა უნდა იცოდეს კლასიკური
ხელოვნების კანონები, ფიგურის აგებულების ესთეტიკური
ნორმები (იხ. ანატომიური ცხრილი 3.).
კანონი–ეს არის კანონზომიერება, წესი, ამ შემთხვევაში
კანონზომიერება ადამიანის სხეულის პროპორციებში,

105
მიღებული როგორც იდეალური ზომის ერთეული, აღებული
ამა თუ იმ კანონისათვის არის – მოდული.
კანონების მოდულად იღება სხეულის სხვადასხვა
ნაწილების ზომები: ხელის შუა თითის სიგრძე, ტერფისა და
მტევანის სიგრძე და ა.შ. ადამიანის ფიგურის აგებისათვის
მასახერხებელია გამოვიყენოთ კანონი, რომელშიც მოდული
თავის სიმაღლეა. მაღალი ადამიანის თავის სიმაღლე მთელი
ფიგურის სიმაღლეში ეტევა 8–ჯერ, საშუალოსი –7,5–ჯერ,
დაბალის კი 7–ჯერ.
ადამიანის თავის ზომები მუდმივია, თითქმის არ
იცვლება (22სმ სიმაღლეში). ხერხემლის სიგრძე კი სხვადასხვა
ადამიანებისათვის მეტად ცვალებადია, მაგრამ ყველაზე მეტად
ადამიანის პროპორციებზე და ზომებზე მოქმედებს ფეხის
სიგრძე.
მამაკაცის პროპორცია განსხვავებულია ქალის
პროპორციისაგან. დიდია ადამიანის პროპორციის
ცვალებადობა ასაკთან ერთად (იხ. ანატ. ტაბ. 4 ). სხეულის
პროპორციების ცოდნა ეხმარება სტუდენტს იპოვოს
პოზირებული მოდელის ინდივიდუალური თავისებურებები.
პირველი სეანსისათვის საჭიროა ავირჩიოთ კარგად
აწყობილი, ნორმალური პროპორციებისა და მკვეთრად
გამოსახული მუსკულატურის მქონე მენატურე. ის უნდა
დავაყენოთ მარტივ პოზაში, ერთ ფეხზე დაბჯენილი, ნათელი
კედლიდან ისეთ მანძილზე, რომ მენატურიდან კედელზე
ჩრდილი არ ეცემოდეს. ფიგურა განათებული უნდა იყოს ზედა
გვერდითი შუქით. ფონი არ იხატება.
ხატვის დაწყებამდე საჭიროა შევისწავლოთ მოდელი და
ავირჩიოთ ადგილი ნახატისათვის. შევათვალიერდ მოდელი
სხვადასხვა მხრიდან, გამოვიკვლიოთ მისი მოძრაობა და
ვიპოვოთ მომავალი ნახატის კომპოზიცია. მომგებიანი

106
განლაგება უფრო გამომსახველად გვიჩვენებს ფიგურის ხასიათს
და მოძრაობას.
აღვნიშნოთ გამოსახულების ზედა და ქვედა საზღვრები,
ვიპოვოთ კიდეები. ერთხელ დადგენილი ზედა და ქვედა
საზღვრები არ უნდა შეიცვალოს. ასეთი პირობა იძულებულს
ხდის მხატვარს მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს ფიგურის
პროპორციას. ადამიანის ჩონჩხის ყველა მოძრაობა
დაფუძნებულია მექანიკურ საწყისებზე. მისი მოძრაობა თუმცა
კი თავისუფალია, მაგრამ შეზღუდულია შეკავშირების
მოწყობილობით. ერთი ნაწილები მოძრაობენ სხვებისაგან
დამოუკიდებლად, ხოლო ზოგიერთები კი მოძრაობისას
იყოლიებენ სხვებს. ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ნახატის
სისწორეზე: იცის რა ადამიანის მოძრაობის ბუნებრივი
საზღვრები, მათი ნაწილების მოძრაობის დამოკიდებულება და
მთელი სხეულის წონასწორობის კანონები, მხატვარს შეუძლია
ზუსტად დახატოს ადამიანის ფიგურა და აიცდინოს მრავალი
შეცდომა.
ვათვალიერებთ რა ადმიანის ჩონჩხსა და მუსკულატურას,
ჩვენ ვხედავთ, რომ მის სხეულში იმყოფება ისეთი ადგილები,
რომლებიც ნებისმიერ მოძრაობაზეც კი არ იცვლებიან და
ამიტომ მხატვარს ემსახურებიან როგორც „ძირითადი
წერტილები“ ადამიანის ფიგურის გამოსახვისათვის (ა.
საპოუნიკოვი „ხატვის კურსი“ 1947 წ.).
აგებისათვის საჭიროა გამოვიყენოთ ძვალთა აგებულების
და კავშირთა კვანძების ორიენტირები (ძირითადი წერტილები).
ხატვა უნდა დავიწყოთ ბოქვენის ძვლისა და საუღლე
ფოსოს განსაზღვრით საყრდენი წერტილის მიმართ.
საუღლე ფოსოდან ბოქვენისაკენ მიემართება შუა ან
თეთრი ხაზი. მხატვარმა უნდა დაინახოს სხეულის მოძრაობა
მთელ ამ ხაზზე და შემდეგ ფეხის შიგა ხაზიდან შუამდე.

107
დაინახოს ეს ხაზი მთელ სიგრძეზე – ეს ნიშნავს განსაზღვროს
სხეულის მდგომარეობა სივრცეში. შუა ხაზი წარმოადგენს
შეწყვილებული ფორმის ორიენტირს ხატვაში.
თუ მენჯის სარტყელი აიგება მარცხნიდან მარცხნით
ქვევით, მაშინ მხრის სარტყელს აქვს დახრა მარცხნიდან
მარჯვნივ ზემოთ. მენჯის და მხრის სარტყელი განსაზღვრავს
მოძრაობას და მასთან მიმაგრებული კუნთების ჯგუფების
მიმართულებას. ისინი განსაზღვრავენ იმ დიდი მხრების
განლაგებას, რომლებიც აუცილებელია გამოვლინდეს ნახატის
საწყის მდგომარეობაში. აღვნიშნავთ რა ამ ორიენტირებას,
მოვძებნით ჩონჩხის მდგომარეობას სივრცეში, რომელიც
განსაზღვრავს ფიგურის მოძრაობას.
ჩონჩხის და მისი ცალკეული ნაწილების შესწავლა
საშუალებას გვაძლევს გავათვითცნობიეროთ კუნთების საფარი.
განვიხილოთ ცალკეული პუნქტები და კვანძები ნახატის
აგების მსვლელობისას: მენჯის მდებარეობის განსაზღვრა ორი
მენჯის ბოქვენის ძვლის მიხედვით
უკნიდან მენჯის მოძრაობა განისაზღვრება გავისა და
მენჯის ძვლებით. მენჯის დახრილობის მიმართულების
პარალელურად აიგება ბარძაყის ძვლის ციბრუტ ფეხზე,
რომელიც ატარებს კორპუსის სიმძიმეს. ნათლად სჩანს დიდი
ციბრუტი მეორე ფეხზე, რომელიც თავისუფალია
დატვირთისაგან. ჩნდება ღრმული.
გულმკერდის მდებარეობა და ზომები განისაზღვრება
წინიდან საუღლე ფისოთი, მხრების წერტილებით და ნეკნების
გარეთა ნაპირებით, როლებიც ზევიდან გადაფარულია
კუნთების რიგებით და მიემართებებიან წელისა და ქვედა
კიდურებისაკენ.
ზედა კიდურების სარტყელს გააჩნია დიდი მოძრაობის
უნარი, ლავიწი შუაში კავშირშია გულმკერდის ძვალთან და

108
ქმნის საუღლე ფოსოს, ხოლო უკნიდან კავშირშია ბეჭის
აკრომიალურ მორჩთან.
მხარბეჭის სარტყელის მდებარეობა და ზომები
ხასიათდება შემდეგი ძირითადი წერტილებით: საუღლე ფოსო,
აკრემიალური მორჩები, მხრის ძვლების თავები, ბეჭის ძვლის
კუთხეები ( ფიგურის უკნიდან ხატვისას).
თავი ტანთან დაკავშირებულია ხერხემლითა და
კუნთებით. გულმკერდიდან და ლავიწიდან თავის ქალის
დვრილისებური მორჩისაკენ მიემართება მკერდ–ლავიწ–
დვრილისებური კუნთი.
მენჯის დახრის დროს ბარძაყის ძვალი ძირს დაეშვება,
ამიტომ დატვირთისაგან თავისუფალი მუხლის სახსარი უფრო
ძირს იმყოფება, ვიდრე საყრდენი ფეხის მუხლის სახსარი.
საყრდენი ფეხი უძრავია, ის არ შეიძლება შეიცვალოს ფიგურის
მთელი მდებარეობის შეუცვლელად. დატვირთისაგან
თავისუფალი ფეხი შესაძლოა უმნიშვნელოდ გადაადგილდეს
და არ შეიცვალოს მთელი ტანის მოძრაობა. ამიტომ,
თავდაპირველად მოინიშნება საყრდენი ფეხის მასის
მიმართულება, შემდეგ კი დაუტვირთავი ფეხის.
მუხლის სახსრების მდებარეობა და ზომები ხასიათდება
კვირისთავის, ბარძაყის ძვლის ბოლოს და წვივის ძვლების
თავების მდებარეობითა და ზომებით. მუხლის სახსრის
მიმართულება რამდენადმე განსხვავებულია ბარძაყისა და
წვივის მიმართულებისაგან.
წვივის ძვლების ქვედა ბოლოები შიგა და გარე კოჭებით,
ჩანგლისებურად იჭერს ტერფის ძვლის ბლოკს და წარმოქმნის
კოჭწვივის სახსარს. ტერფის აგება იწყება მისი
ადგილმდებარეობის დაზუსტებით და ტერფის საყრდენი
ნაწილების – ქუსლისა და თითების ფორმის განსაზღვრით.

109
თაბაშირის ფიგურის ხატვის თანმიმდევრობა

ზედა კიდურების მდებარეობა და ზომები. მხრის სახსარი


ძალზე მოძრავია. იდაყვის სახსარი ხელს მოხრისა და გაშლის
საშუალებას აძლევს, ხოლო გვერდითი მოძრაობები
შეუძლებელია. სხივის ძვალი ბრუნავს იდაყვის ძვლის
მახლობლობაში. იდაყვის სახსრის მდებარეობა განისაზღვრება
მხრის ძვლის, სხივის ძვლისა და იდაყვის ძვლის ბოლოებით.
სხივის ძვალი ეშვება იდაყვის ძვლის ქვევით და მხოლოდ
ის ერთი უკავშირდება მაჯას, სადაც წარმოქმნის საკმაოდ
მოძრავ სახსარს. მაჯის ძვლები აყალიბებენ მთლიან ფორმას.
ნების ძვლებით განისაზღვრება ხელისგულის უკანა მხარე.
ნების ძვლებს უერთდება თითის ძვლები. ყოველითითი, გარდა
დიდისა, შედგება სამი ფალანგისაგან, ხოლო დიდი– ორისაგან.

110
ასეთია, მოკლედ, იმ პუნქტებისა და წერტილების
ჩამონათვალი, რომელთაც ეყრდნობა ფიგურის ნახატის
შესრულების თანმიმდევრობა. (ტაბულები 4,5,6,7,8,9,10).
ფურცელზე გამოჩნდა რამოდენიმე ზახი, წერტილი,
მონახაზი, გამოსახულება ჯერ კიდევ არა. მაგრამ, უკვე ამ
მომენტში, დამხატავი უნდა ხედავდეს თავის მომავალ ნახატს,
მაშინ მომავალი მუშაობა შეიძენს აზრს, თითოეული შემდგომი
დეტალი ნახატზე ადვილად მოძებნის თავის ადგილს. ნახატი
შესრულდება უფრო გააზრებულად და სწრაფად. წარმოდგენა
მოდელის შესახებ უნდა იყოს ერთიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ
დამხატავმა ერთდროულად წარმოიდგინოს მთელი ფიგურის
მოძრაობა, ყველა ნაწილის ადგილმდებარეობა სივრცეში, მათი
ურთიერთკავშირი და ურთიერთზეგავლენა.
არ შეიძლება რომელიმე დეტალზე დიდხანს შეჩერება, ამ
დროს იკარგება მთლიანობა და ფიგურა დარღვეულია. ამიტომ
მოდელს უნდა ვუცქიროდ ფართედ და ვხატოთ რაც შეიძლება
სწრაფად. სისწრაფე მიიღწევა მკაცრი თანმიმდევრობის
დაცვით. საჭიროა ვიმუშავოთ იმაზე, რაც მოცემულ მომენტში
არის მთავარი და ვხატოთ ეს მთავარი და არა
მეორეხარისხოვანი, არ გაგვიტაცოს დეტალებმა და არ
გადავხტეთ წინ, თუკი სხვა უფრო მნიშვნელოვანი დეტალები
და კვანძები არასაკმაოდაა დამუშავებული.
მთავარი ძირითადი დეტალები მოცემულია
ანატომიურად, ადამიანის ფიგურის კონსტრუქციული
აგებულებით და განისაზღვრება თანმიმდევრობით. საწყის
ეტაპზე ძირითადად საშუალოდ ითვლება საუღლე ფოსოს
მდებარეობის განსაზღვრა საყრდენი ფეხის ტერფის მიმართ.
შემდეგ, ძირითად სამუშაოდ ითვლება, შუა ხაზის ხატვა,
გულმკერდის, მხრის სარტყელისა და თეძოს პროპორციებისა

111
და დახრილობების მოძებნა და ა. შ. მთელი ნახატის
დასრულებამდე.
მხრის სარტყელი გულმკერდთან ერთად მენჯის
სარტყელთან დაკავშირებულია ხერხემლითა და მთელი რიგი
კუნთებით. და,იმის მიხედვით, როგორი მდებარეობა უჭირავს
მხრის სარტყელს სივრცეში (გადახრილიაგვერდზე და უკან,
გვერდზე და წინ და ა.შ. ) მენჯთან მიმართებაში, განისაზღვრება
მხრის სარტყელის მოძრაობა.
თავდაპირველად მუშაობა მიმდინარეობს მსუბუქი
ხაზებით, (იმისათვის, რომ იოლად შესწორდეს ნახატი (ნახ.12 ა,
ბ), შემდეგ მოძრაობის დაზუსტებასა და პროპორციების
შესწორებასთან ერთად, მიმდინარეობს მსუბუქი ტონის
დადება, რითაც ვლინდება როგორც მთლიანად ფიგურის
მოცულობა, ისე მისი ცალკეული ნაწილებისა. თანდათანობით,
შუქჩრდილების საშუალებით, (რეფლექსი, ჩრდილი,
ნახევარტონი, შუქი, ბლოკი) იკვეთება ფიგურის სივრცით–
მოცულობითი ხასიათი (ნახ.12გ.).
შუქჩრდილის საჭიროებისამებრ, მოფიქრებულად
გამოყენება გამორიცხავს ერთფეროვნებას ნახატში,
ერთფეროვნება, ხშირ შემთხვევაში, &&&& ფიგურის
კონსტრუციული აგებულების შეგრძნებას ნახატში.
როდესაც ფიგურა უკვე დახატულია, მოძრაობა და
პროპორციები სწორია, გამოვლენილია ყველა აუცილებელი
დეტალები, დგება მუშაობის ბოლო, დამამთავრებელი ეტაპი. ამ
დროს ყურადღება უნდა მიექცეს განათების ხასიათს. თუკი
მოდული განათებულია ზედა ხელოვნური შუქით, მაშინ
შუქისა და ჩრდილის კონტრასტულობა ფიგურის ზედა
ნაწილში მეტი იქნება (ჩრდილები ჩამუქდება, განათებული
ადგილები გაფერმკრთალდება), ვიდრე ქვედაში. შეიძლება
აღმოჩნდეს, რომ ძალზე კონტრასტულია შუქჩრდილი

112
რომელიმე ნაწილისა მთლიანთან შედარებით. ამ შემთხვევაში
„მყვირალა“ ტონალობა უნდა შერბილდეს, ჩრდილები
შესუსტდეს, შუქი მსუბუქად დაიშტრიხოს. თავი შესაძლოა
კარგადაა დამუშავებული, მაგრამ სახის ფერი (ტონის
მიხედვით) აღებულია არასწორად ტანის ფერთან შედარებით.
ამიტომ, მუშაობის ბოლო სტადიაზე, საყიროა ყურადღებით
იქნას შემოწმებული ტანსა და თავს შორის ტონალური სხვაობა
და საჭიროების შემთხვევაში შესწორებულ იქნას როგორც დიდი
და მცირე ფორმები, ისე მთელი ფიგურა. (ნახ.51 დ).

შიშველი ფიგურის ხატვის თანმიმდევრობა (წინიდან)

ნახატი დასრულებულია მაშინ, როცა ფიგურის


დეტალიზაციის ხარისხი თანაბარი და მიზანშეწონილია.
ნახატზე ტანის რომელიმე ნაწილი არ უნდა იყოს
გადატვირთული დეტალებით, ან ძალზე ზოგადად მოხაზული.

113
თანაბარი დეტალიზაცია გულისხმობს არა ყველა დეტალის
მექანიკურ „ჩამონათვალს“ ფურცელზე, არამედ ისეთ
გამოსახვას, როცა ისინი სრულად წარმოაჩენენ ნატურის
ხასიათს. სამუშაო შეიძლება იყოს შესრულებული ძალზე
დაწვრილებით, მაგრამ დასრულებულად შეიძლება არ
ჩაითვალოს. ამასთან, შესაძლოა შესრულდეს მცირე
რაოდენობის დეტალებით და ზოგადად იყოს დასრულებული.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია სტუდენტის წინაშე
თავდაპირველად დასახულ მიზანზე.

თემა 8. თავის ხატვა ნატურიდან

სამუშაოს მიზანი: ნატურაზე დაკვირვებით მისი თავის


პროპორციებისა და კონსტრუქციის
დადგენა; ნატურის ხასიათის პოვნა და მისი
გადმოცემა ნახატზე.
დავალება: ნატურის თავის ჩანახატები სამ პოზაში: ფასი,
პროფილი, სამი მეოთხედი (ერთ ფურცელ-
ზე); ნატურის თავის ხატვა;სწრაფი ჩანახატები
და მონახატები თავის სხვადასხვა მდებარე-
ობისათვის.

საჭირო მასალები და ინსტრუმენტები: მენატურე, სახატავი


ქაღალდი ზომით 30X42; ფანქრები 3B და 5B

114
(რბილი გრაფიტით), საშლელი, ფანქრის
სათლელი, სახატავი დაფა, ჭიკარტები.

მეთოდური მითითება

ცოცხალი ნატურიდან ადამიანის თავის ხატვა, თაბაშირის


თავის ხატვასთან შედარებით, საკმაოდ რთულია. ადამიანს არ
შეუძლია გაუნძრევლად გაშეშება; როგორც არ უნდა ეცადოს
მენატურე, იცვლება მისი გამოხედვა, სახის მიმიკა,
ვარცხნილობა, თავის დახრა და მობრუნება და ა.შ. ამიტომ
ხატვისას სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს ცოცხალი
ნატურიდან ხატვის თავისებურებები. ნახატის შესრულების
თანმიმდევრულობა იგივეა, რაც თაბაშირის თავის ხატვისას.
თუ დამწყები, გამოუცდელი მხატვარი თვალყურს
ადევნებს მენატურის პირობის ცვლილებებს, მის ნამუშევარში
დარღვეული იქნება პროპორციები და აგებული სქემა იქნება
არასწორი. სტუდენტმა აგების დროს უნდა ეძებოს თავის
ნაწილებს შირის არსებული ლოგიკური კავშირი. ცოცხალი
ნატურა სტუდენტს აიძულებს იმუშაოს შეგნებით, იმუშაოს არა
ნიწილებზე, არამედ მთლიან გამოსახულებაზე. აუცილებელია,
მუშაობის პროცესში, სტუდენტი ხშირად მიუბრუნდეს
დახატულს, გააკონტროლოს ის შორი მანძილიდან, შეუდაროს
ნატურას, დააზუსტოს ნახატი და შეასწოროს შეცდომები.
ყველა ცოცხალ მოდელს აქვს თავისი
განსაკუთრებულობანი: სხვადასხვა ფერის თმები, თვალები,
ჩაცმულობა და სხვა. ასევე– სხვადასხვაგვარი ფაქტურა:
ჰაეროვანი, ტეხილი, სქელი, სწორი, ხვეული და სხვა თმები.
ნაზი, ახალგაზრდული ან დანაოჭებული მობერებული კანი და
ა.შ. აღნიშნული განსაკუთრებულებანი მოითხოვს ნახატის
ტექნიკის გამრავალფეროვნებას, გამომსახველობის საჭირო

115
საშუალების მოძებნას, შესაბამისი მასალების შერჩევას. ფორმის
უკეთ დანახვისათვის საჭიროა პერიოდულად სტუდენტი
მოდელს დაუკვირდეს წინიდან, პროფილიდან, სხვადასხვა
რაკურსით, წარმოიდგინოს მისი კვეთის ფორმა.
ცოცხალი მოდელის ხატვისას მნიშვნელოვან როლს
თამაშობს მისი ანატომიური აგებულების ცოდნა. ის ხელს
უწყობს შეგნებულად აღიქვას სტუდენტმა ხილული ფორმა.
სრულყოფილი ნახატის შესრულება კი შეუძლებელია ფორმის
აღქმის გარეშე.
სასურველია თავდაპირველად შესრულდეს ნატურის
თავის სწრაფი ჩანახატები და მონახატები. კარგი იქნება თუ
შესრულდება ერთი მენატურის თავის სამი ჩანახატი: ფასში,
პროფილში და სამ მეოთხედში. ამ შემთხვევაში გასაგები და
თვალსაჩინო გახდება თავის ფორმისა და მისი დეტალების ის
ცვლილებები, რომლებიც აისახება ნახატზე მოდელის
სხვადასხვა რაკურსით ხატვისას.
სწრაფი ჩანახატების დამუშავებისას ჰორიზონტის ხაზი
სასურველია გადიოდეს მენატურის თვალების დონეზე.
ორი ძირითადი ხედვის კუთხე – წინხედი და პროფილი
დაეხმარება სტუდენტს დაადგინოს თავის პროპორციები:
თვალების ღერძის ადგილი, ცხვირის სიგრძე თავისა და სახის
სიგრძესთან შეფარდებით. ( ნახ. 8 )
თავი უნდა დაიხატოს კისრითა და მხრებით, რათა შემდეგ
ნათლად გამოჩნდეს თავის კავშირი მთელს ფიგურასთან.

116
თავის ხატვის თანმიმდევრობა

პირველი ეტაპი. ნახატი უნდა იყოს საკმაოდ დიდი, ფართე


არეების გარეშე. კომპოზიციურად – სამმეოთხად ხედში

117
ხატვისას, თავი ცენტრიდან რამდენადმე უნდა გადავანაცვლოთ
(უფრო დიდი ადგილი უნდა იქნას დატოვებული იმ მხარეს,
საითაც მზერაა მიმართული), თავდაპირველად უნდა
მოინიშნოს თავის დახრა, რისთვისაც უნდა განისაზღვროს
კუთხე წარმოსახვით ვერტიკალსა და ცხვირის ძგიდესა და
ნიკაპის შუა წერტილზე გამავალ ხაზს შორის. მოინიშნოს და
დაზუსტდეს შუა ხაზი, რომელიც ყოფს თავს ორ სიმეტრიულ
ნაწილად. შუა ხაზი გადის შუბლის შუაში, ცხვირზე, ტუჩებისა
და ნიკაპის შუა წერტილზე, შუა ხაზი დაიტანება ხელის ერთი
მოსმით, მაგრამ წინდაწინ დადგინდება გულდასმით –
ნატურაზე დაკვირვების საშუალებით. სტუდენტმა უნდა
შეამოწმოს შუა ხაზის სისწორე, შეასწოროს და დააზუსტოს ის
და მხოლოდ ამის შემდეგ გაატაროს აგების დანარჩენი დამხმარე
ხაზები – თვალების განლაგების ხაზი, წარბების რკალების
ხაზი. მოინიშნება მათზე თვალების, ცხვირის, ტუჩების,
ყურების განლაგების ადგილები. მათი მონიშვნა უნდა მოხდეს
მარცხენა და მარჯვენა ერთდროულად. ყურადღება უნდა
მიექცეს სახის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების ზომებს (ნახ. 9
ფ).
მეორე ეტაპი. უნდა მოხდეს ცალკეული ნაწილების აგება.
თითოეული მათგანი სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს და
წარმოსახოს როგორც რაიმე გეომეტრიული სხეული. ცხვირი –
პრიზმა და წაკვეთილი პირამიდა, თვალის ფოსო –
ნახევარსფერო და ა. შ.
ცხვირის ფორმის აგების და მისი პროპორციების
შემოწმების შემდეგ სხვა ნაწილების ფორმების აგება და
პროპორციები აიღება ცხრილიდან? გამომდინარე, ამასთანავე
მთლიანი თავის ზომებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული.
სტუდენტმა გაზომვით უნდა გააკონტროლოს თვალებს შორის
მანძილი, თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირამდე მანძილი და

118
სხვა დანარჩენი პროპორციები. ასევე უნდა ადევნოს თვალყური
ნატურის თავის დახრას, რადგან მენატურე მუდმივ
მიძრაობაშია. ამის შემდეგ მსუბუქად მოინიშნება ძირითადი
ჩრდილები. ამასთან, სტუდენტს უნდა ახსოვდეს, რომ
არასწორად დადებული შუქჩრდილი, მათი არასწორად
განაწილებული საზღვრები, არღვევს ფორმას და უკარგავს
ნახატს მოცულობით გამოსახულებას. ამასთანავე
მიმდინარეობს თმებისა და თვალის გუგების მონიშვნა და
დამუშავება. (ნახ. 9 ბ).
ნახატზე არსებული დამხმარე ხაზები თანდათანობით
უნდა წაიშალოს.
მესამე ეტაპი – ნახატი დასრულდება ტონალური
დამუშავებით. შუქი და ჩრდილი სწორად უნდა იყოს
განაწილებული. ნათელი ფერის სახის კანზე – შუქისა და
ჩრდილის კონტრასტი მეტია, ვიდრე მუქი ფერის თმებზე –
კონტრასტი აქ მნიშვნელოვნად სუსტია.
შუქჩრდილის საერთო კონტრასტი თანდათანობით
მძაფრდება და საბოლოოდ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. თუკი
ცალკეული ნაწილების დამუშავებისას დაკარგულია
მთლიანობა, საჭიროა ზოგი დეტალი გავაძლიეროთ ტონში,
სხვები კი შევასუსტოთ, სანამ ნახატი არ მიიღებს დასრულებულ
და მთლიან სახეს. ნახატმა უნდა გადმოგვცეს მასზე
გამოსახული, მენატურისათვის დამახასიათებელი
განსაკუთრებულობანი და წარმოსახოს მისი ხასიათი (ნახ. 9. გ).

119
გამოყენებული ლიტერატურა

1. Ф.М. Пармон, Т.П. Кондратенко. Рисунок и графика


костюма. М. 1980
2. კახიანები. პლასტიკური ანატომია მხატვრებისათვის.
თბილისი "განათლება", 1968
3. Е. Барчай. Пластическая анатомия для художников. М. 1989
4. Школа изобразительного искуства II-V. издI Академия
художеств. 1962
5. В.С. Кузин. методика преподавания изобразительного
искуства. М. Проевидения 1979
6. В.С. Кузин. Набраски и зарисовки. М. Проевидения 1981
7. Е.В. Шарох. Методика препдавания композиции. М.
Проевидения 1987

120
დანართი
1

122
3

4
123
5

124
6

125
8

9
126
10

11 12

127
13

14
128
15

129
16

130
17

131
17

18
132
19 20

21

133
22

23
134
25

135
26

27
136
28

137
29

138
30

139
31

140
32

141
142
143
144
145
სტუდენტურ ნამუშევართა
ალბომი

146
147
148
149
150
151
152
153
154
155
156
157
158
159
შინაარსი
შესავალი.......................................................................................................... 4
1. ზოგადი ცნობები ნატურიდან ხატვის შესახებ.................................... 7
1.1 სამუშაო ადგილის ორგანიზაცია მასალები ....................................................... 7
1.2. პერსპექტივა ............................................................................................................. 9
2. სახვითი საშუალებები და ხატვის ხერხები........................................ 18
2.1. ფორმა, მოცულობა და კონსტრუქცია ნახატში ............................................... 18
2.2. ხაზი და შტრიხი ................................................................................................... 19
2.3. პროპორციები ........................................................................................................ 22
2.4. შუქი და ჩრდილი ................................................................................................. 24
3. ნახატის კომპოზიციური გადაწყვეტა.................................................. 30
პრაქტიკული მეცადინეობები ................................................................... 37
თემა 1. მოცულობითი გეომეტრიული ფიგურების ხატვა ნატურიდან .......... 37
თემა 2. თაბაშირის ორნამენტები ............................................................................. 61
თემა 3. დრაფირების ხატვა ნატურიდან ................................................................ 70
თემა 4. მარტივი ნატურმორტი საყოფაცხოვრებო საგნებითა და
დრაფირებით ..................................................................................................... 74
თემა 5. რთული ნატურმორტი სხვადასხვა საგნებითა და დრაფირებით ....... 84
თემა 6. თაბაშირის თავის ხატვა .............................................................................. 90
თემა 7. ადამიანის ფიგურის ხატვა.......................................................................... 99
თემა 8. თავის ხატვა ნატურიდან ............................................................................ 114
გამოყენებული ლიტერატურა................................................................. 120
დ ა ნ ა რ თ ი ................................................................................................ 121
სტუდენტურ ნამუშევართა ალბომი ..................................................... 146

160
ქაღალდის ზომა A5
ნაბეჭდი ფორმა 6,5
ტირაჟი 100

You might also like