You are on page 1of 1

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №170

 2021 წლის 24 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №133 დადგენილების ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე
 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის,
25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის
დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის
№133 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2019, №190020020.35.123.016536).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
ირაკლი შენგელია
საკრებულოს თავმჯდომარე

http://www.matsne.gov.ge 19002002035123016573

You might also like