You are on page 1of 3

გიგლა

ოთარაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობეა, III კურსი

ოგიუსტ როდენის ,,გრაცია’’ და ჟან ანტუან ჰუდონის ,,ვოლტერი’’

აღწერა-ანალიზი - შედარება

წარმოდგენილი გვაქვს ორი გამოჩენლი მოქანდაკის მიერ შესრულებული ნამუშევრები,


რომელთაც აი ამ ქანდაკებებით, სურდათ რაღაც გარკვეული ემოციებისა თუ სათქმელის
გადმოცემა.

დავიწყოთ განხილვა ჰუდონის ,,ვოლტერით’’, რომელიც შესრულებულია 1778 წელს,


მიეკუთვნება ნეოკლასიცისტურ პერიოდს, წარმოადგენს ყოფითი ჟანრის მქონე ქანდაკებას
და ამჟამად ინახება ხელოვების მიტროპოლიტის მუზეუმში, ნიუ-იორკში. იგი
შესრულებულია ბათქაშში და არის სკულპტურა. პირადად ჩემთის ამ ქანდაკვებას რომ
დავაკვირდეთ, მისგან ერთგვარად მოდის როგორც პოზიტიური ასევე ცოტა სევდიანი
ემოციაც კი, რადგანაც მისი გამომეტყველება თითქოს და მრავლის მთქმელია. რაც შეეხება
გამომსახველობით ხერხებს, დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარი პერსონაჟი, ეს არის ფრანგი
მწერალი ვოლტერი, რომელიც წარმოდგენილია მჯდომარე პოზაში. სკულპტურა არ არის
ფრონტალური და თუ კარგად დავაკვირდებით, სხეულიც თანაბრად და სიმეტრიულად
არის გადაწონასწორებული. მაგალითად ფეხები, გამოსახული აქვს სიმეტრიულად და
თანაბრად, მიუხედავად იმისა, რომ ის მჯდომარე პოზაშია, ასევე ტანიც და მხრებიც
ჰუდონმა გადაწყვიტა, რომ თანაბრად გადაენაწილებინა ორივე მხარეს. ამასთანავე
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ არის გადმოცემული სხეული,
შედარებით მკვეთრად გამოკვეთილი აქვს მუხლები და დანარჩენ სხეულის ნაწილებს რაც
შეეხება, ძირიტადად სამოსით არის დაფარული და ამას იქიდან ვხვდებით, რომ ჰუდონი
მაღალ დონეზე ამუშავებს ფაქტურას და ამავე დროს დრაპირებასაც.

რაც შეეხება ხედვის წერტილთა საკითხს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ


ქანდაკება მხოლოდ 2 კუთხიდან მოითხოვს აღქმას, ერთი წინდა მხრიდან და ერთიც
მარცხენა მხრიდან, რადგანაც როგორც ვხედავთ, ვოლტერს თავი ოდნავ მარცხნივ აქვს
შეტრიალებული და სწორედ ამიტომ შეგვიძლია მარცხენა მხრიდანაც აღქმა. ამასთანავე,
თუ კონტურსაც შევეხებით, თვალსაჩინოა რომ წარმოდგენილია ჩაკეტილი კონტური,
რადგანაც თავად ფიგურა და სხეულის ნაწილები არ არღვევს აი ამ გარკვეულ საზღვრებს.
ზედაპირის დამუშავებაზე თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ჰუდონს მეტი ყურადღება
გადატანილი აქვს სამოსის დამუშავებაზე, რადაგნაც ვოლტერი თავიდან ფეხებამდე
მთლიანად სამოსით არის დაფარული და ამის გარდა ის სახის ნაკვთებსა თუ ხელის
მტევნებს იმდენად არ ამუშავებს, რამდენადაც მის სამოსს და აქედან გამომდინარე
იგრძნობა თითონ ფაქტურაც, თუ როგორ დიდ და რბილ სამოსშია გამოსახული და
როგორც უკვე ზე,ოთ ვახსენე, ამ შემთხვევაში ყველა ნაწილი ერთნაირად არ არის
დამუშავებული.

ასევე თუ ვისაუბრებთ სახესა და მზერაზე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვოლტერის


მომღიმარი სახე ერთბ პოზიტიურობისა და ცოტა სევდიანობის გამომხატველიცაა და აქ
არანაირი კონკრეტულობაა, უბრალოდ ზოგადად ჰუდონმა გადაწყვიტა რომ ის ასე
გამოესახა და რაც შეეხება მისგან წამოსულ ემოციებს, ალბათ ჰუდონმა მის ცხოვრებისეულ
თუ პროფესიულ მიღწევებთან დააკავშირა, რაც ვოლტერმა მთელი თავისი ცხოვრების
მანძლზე განვლო.

ახლა კი შეგვიძლია განვიხილოთ ოგიუსტ როდენის ,,გრაცია’’, რომელიც


შესრულებულია მარმარილოში, სავარაუდოდ წარმოადგენს ყოფითი ჟანრის მქონე
ქანდაკებას, არის რა თქმა უნდა, სკულპტურა და ის მიეკუთვნება როდენის ერთ-ერთ
ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს. ამ ქანდაკებას რომ ვუყურებ, პირადად ჩემთვის მისგან
აბსოლუტურად ნეგატიური და სევდიანი ემოციები მოდის, რადგანაც მისი პოზა, მისი
გამომეტყველება თითქოს და იმის მთქმელია, რომ ეს ქალი თითქოს მარტოსულია და რომ
თითქოს მას არავინ ჰყავს გვერდით.

რაც შეეხება გამომსახველობით ხერხებს, დავიწყოთ იქიდან, რომ ამ შემთხვევაში,


მზერისგან განსხვავებით თავად პოზაა მთავარი სათქმელის მთქმელი. წარმოდგენილი
ქანდაკება გამოსახულია მდგომარე, ოდნავ წინ მოხრილ პოზაში, არის ფრონტალური
ქანდაკება, რადგანაც მისი აღქმა მხოლოდ და მხოლოდ წინამხრიდან არის შესაძლებელი.
ყველაზე საინტერესო ამ სკულპტურაში არის ის, თუ როგორ გამოსახავს როდენი გრაციის
ფეხებს, მან ერთგვარად აიღო ბალერინის პოზა და დაახლოებით პირველ პოზაში
წარმოგვიდგინა გრაცია. ქანდაკება არის არაპროპორციული, რადგანაც თუ
დავაკვირდებით ხელები და განსაკუთრებით ხელის მტევნები ტანთან შედარებით,
საკმაოდ დიდი ზომისაა.რაც შეეხება სხეულის დამუშავებას როდენი რათქმაუნდა რაღაც
დონეზე ამუშავებს როგორც სხეულს, ასევე ქალის მოსასხამსაც, მაგრამ არა მკვეთრად,
რადგანაც მისთის არ არის მთავარი დეტალურად ზუსტი დამუშავება, მიდთვის მთავარია
გამოსახოს ფიგურა და გადმოსცეს სათქმელი მისი პოზიდან, მზერიდან თუ სხვა სახვითი
ხერხის გამოსახვის მეშვეობით.
ხედვის წერტილზე თუ ვისაუბრებთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ქანდაკება თვით აღქმას
მხოლოდ ერთი ხედვის წერტილიდან(წინა მხრიდან) მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ
გრაციას თავი აქაც ოდნავ მარცხნივ აქვს შეტრიალებული, ვერ ვიტყვით რომ მას მარცხენა
მხრიდანაც აღვიქვამთ, რადგანაც ნათლად ცანს, რომ მისი მარცხენა პროფილი სამოსით
არის დაფარული. დაზოგადადაც, მისი თმა მის დიდ სამოსში იმდენად არის შერეული, რო
შეიძლება ერთ მომენტში ისისც წარმოვიდგინოთ, რომ უკან მხარე თითქოს და თმებით
აქვს დაფარული. როგორც ჰუდონის ვოლტერთან, აქაც ჩაკეტილი კონტური არის
გამოყენებული, რადგანაც ფიგურა თითქოს ერთ გარკვეულ საზღვარშია მოთავსებული და
ის ამ საზღვარს არ არღვევს.

ამასთანავე ყურადღებაუნდა გავამახვილოთ ზედაპირის დამუშავებაზე. მიუხედავად


იმისა, რომ ყველა ნაწილი თითქმის ერთნაირად არის დამუშავებული, თავად გრაციის
სხეული უფრო მეტი სირბილით გამოირჩევა მოსასხამთან შედარებით. ხოლო რაც შეეხება
მოსასხამს, აქ გამოყენებული აქვს მსუუქი დრაპირებები რაც მკვეთრი შუქ-ჩრდილის
ეფექტს ქმნის. ასევე ხაზი უნდა გავუსვათფაქტურის გადმოცემასაც, რასაც როდენი
ყველასთის გასაგებად და შესანიშნავი ცოდნით გადმოსცემს.

ეს ორი ნამუშევარი რომ შევადაროთ ერთმანეთს, რათქმაუნდა დავინახავთ გარკვეულ


მსგავსებებს, თუმცა, კონკრეტულად ამ ორი ნამუშევრიდან გამომდინარე, ჩემთვის
პირადად ჰუდონმა თავისი სათქმელი პოზისგან განსხვავებით, გამომეტყველებისა და
მზერის საშუალებით გადმოსცა, ხოლო როდენთან პირიქით. როდენმა ერთგვარად
დაგვანახა პოზის ამგვარი თავისებური გადაწყვეტა, რაც ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და
საკმაოდ მრავლის მთქმელია.

You might also like