You are on page 1of 4

ebraeloba Sua saukuneebis

evropaSi

ებრაელი ხალხის ისტორია შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ღრმა ტრა-
გიზმითაა აღსავსე. ისინი სულ მუდამ იდევნებოდნენ. ებრაელის სტერეოტიპი შეიქმნა სწორედ შუა
საუკუნეებში, როდესაც ებრაელს გამოსახავდნენ როგორც სატანას, რქებით, ეშმაკის კუდით. მას უკ-
ავშირებდნენ ბნელ ძალებს, ბოროტებას, მიიჩნევდნენ გამყიდველად. თითქოს მათთვის ძვირფასი
იყო უფრო ოქრო, ვიდრე ღმერთი1. აი, როგორი უსამართლო და დამამცირებელი ბრალდებები გა-
ისმოდა მათ მიმართ შუა საუკუნეების ბნელ ეპოქაში.
ებრაელმა ხალხმა თავისი ისტორიის მანძილზე გადაიტანა დიდი სულიერი და ფიზიკური
ტანჯვა, ცილისწამება, ქვეყნიდან გაძევება, ქონების კონფისკაცია, დამცირება, შევიწროება, დარბევა,
ინკვიზიციის კოცონი, მაგრამ გადარჩა ეს ხალხი. მართლაც, საოცარია ის ძალა, რამაც ისინი სრულ
ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა. ლევ ტოლსტოი სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ,,შეუძლებე-
ლია ისეთი ხალხის მოსპობა, ვინც პირველმა აღიარა ღვთის სიტყვა, ვინც ასე დიდხანს ინახავდა
წინასწარმეტყველებას და გადასცა იგი მთელ კაცობრიობას”.2 მიუხედავად დევნისა და შევიწროებ-
ისა მათ შეინარჩუნეს ღირსება: თავმდაბლობა და უბრალოება. ყოველი მათგანისათვის უცხო იყო
ქედმაღლობა და ამპარტავნობა.
ებრაელმა ხალხმა რთული გზა განვლო თავისი ცხოვრების მანძილზე. შუა საუკუნეების ეპოქ-
აში საფრანგეთსა და ინგლისში მათი ხვედრი არასახარბიელო იყო.
საფრანგეთში ჯერ კიდევ მეროვინგების მმართველობის დროს (464-714წწ) მათი ბედი მეტად
მძიმე იყო. მათ არანაირი უფლება არ გააჩნდათ, რასაც ადასტურებს VIს. წყარო _ გრიგოლ ტურე-
ლის ,,ფრანკთა ისტორია”. აი, რას გადმოგვცემს ის: ერთ-ერთი ებრაელის სახელად არმენტარის ვა-
ლი ჰქონია გრაფს და მის მოადგილეს. მათ არა თუ გადაიხადეს ეს ვალი, არამედ მოტყუებით მიიპ-
ატიჟეს იგი სახლში ვახშამზე, მოკლეს და ჭაში ჩააგდეს ცხედარი.3
როგორც ირკვევა, მკვლელობა გრაფის დავალებით ჩაიდინა მისმა მოადგილემ, რომელმაც
მიცვალებულს ჯიბიდან ამოაცალა ფული და სესხის დამამტკიცებელი საბუთები. გარდაცვლილი
ებრაელის ნათესავებს საჩივარიც კი არ აღუძრავთ, ვინაიდან იცოდნენ, რომ მეფე (ჰილდებერტი) მა-
ინც არ დასჯიდა მკვლელს, ანუ არ გაამართლებდა ებრაელს. წყაროდან ჩანს თუ როგორი დაუც-
ველნი იყვნენ ებრაელები. ებრაელს არ შეეძლო ხმამაღლა გამოეთქვა თავისი უკმაყოფილება. დას-
ჯის და დევნის შიში აიძულებდა მას ყოფილიყო მორჩილი.
გრიგოლ ტურელის ,,ფრანკთა ისტორიაში” მოცემულია კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, რო-
მელიც გვაუწყებს თუ, როგორ აიძულებდნენ ებრაელებს მონათლულიყვნენ ქრისტიანად. მეფე
ჰილპერიკმა (ფრანკთა მეფე 561-584წწ.) 582წ. გასცა ბრძანება იუდეველთა მონათვლის შესახებ. ზო-
გი ებრაელი იძულებული იყო მონათლულიყო ქრისტიანად, ზოგი ინათლებოდა ნებაყოფლობით,
მაგრამ შემდეგ ისევ უბრუნდებოდა თავის ძველ სარწმუნოებას. ზემოთ მოყვანილი წყაროდან ირ-
კვევა, რომ ერთ-ერთი ებრაელი სახელად პრისკი არ მოინათლა საერთოდ. ებრაელთა დაუმორჩი-
ლებლობის გამო მეფე განრისხდა და ბრძანა შეეპყროთ ის ებრაელები, რომლებიც ნათლობაზე
უარს აცხადებდნენ. ზემოთ ნახსენებმა პრისკმა გამოსასყიდით თავი გაინთავისუფლა იმ დრომდე,
სანამ მისი ვაჟი არ დაქორწინდებოდა ებრაელ ქალ მარსელზე და განაცხადა, რომ ამის შემდეგ ის
დაემორჩილებოდა მეფის ბრძანებას. შემდეგ პრისკასა (მოუნათლავ და მონათლულ იუდეველ პა-
ტირს შორის ჩამოვარდა კონფლიქტი ალბათ იმის გამო, რომ პატირი მოინათლა ქრისტიანულად _
ი.ბ.) როდესაც პრისკი სამლოცველო ტანსაცმელში გამოწყობილი მიდიოდა სალოცავად, უეცრად
პატირი მას თავს დაესხა და მოკლა იგი, ხოლო თვითონ გაიქცა და თავი შეაფარა იულიანეს ტაძარს.
გამოიცა მეფის ბრძანება ებრაელთა სიკვდილით დასჯის შესახებ. პატირმა (მონათლული _ ი.ბ.)
მიიღო ნებართვა გუნტრამის (ბურგუნდიის) სამეფოში დაბრუნებულიყო, მაგრამ პატირი რამდენი-

1 И. Кауфман, Л. Финкелстаин, Ш. Эттингер. Еврейская история и религия. Библиотека-Алия, 1980, gv. 232.
2 i. JvitiaSvili. israelis saxelmwifos, ebraeli xalxis istoriis mniSvnelovani TariRebi.
quTaisi, 1993, gv. 52-53.
3 Григорий Турский. История франков. М., 1987, gv. 23.

242
მე ხანში მოკლა პრისკის ნათესავებმა.1 როგორც ჩანს პატირს არ აპატიეს პრისკის მკვლელობა და
თავისი სარწმუნოების უარყოფა.
ამდენად, ტრაგიკული იყო იმ ებრაელთა ბედი, რომლებიც იძულებული იყვნენ მიეღოთ
ქრისტიანობა, რადგან მათ მოძმე ხალხი არ აპატიებდა თავისი სარწმუნოებისადმი ღალატს, რაც
თვალნათლივ ჩანს ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან. ასევე მძიმე იყო ხვედრი იმათი, ვინც არ ემ-
ორჩილებოდა მეფის ბრძანებას ქრისტიანობის მიღების შესახებ. მათ ელოდათ სიკვდილით დასჯა.
ორივე შემთხვევაში ებრაელი იჩაგრებოდა. ამავე წყაროში მივაკვლიეთ საინტერესო ცნობას იმის შე-
სახებ, რომ ებრაელთა გარკვეულმა ნაწილმა თავისი ნებით აირჩია ქრისტიანული სარწმუნოება და
უარი თქვა იუდაიზმზე, ხოლო ისინი, ვინც ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი საწმუნოების და
არ მოინათლა, დატოვა ქალაქი მარსელი.2
გრიგოლ ტურელი გადმოგვცემს ასევე თუ როგორ მოაქცია ქრისტიანობისკენ იუდეველები ეპ-
ისკოპოსმა ავიტმა 576 წელს. აი როგორ მოხდა ეს: ეპისკოპოსი ავიტი ყოელთვის ლოცულობდა იუდ-
ეველთა სულის გადასარჩენად. ერთხელ ლოცვის დროს მასთან მოვიდა იუდეველი კაცი და სთხოვა
მოენათლა იგი ქრისტიანად. აღდგომის დიდ დღესასწაულზე, როდესაც ის თეთრ ტანისამოსში ჩაც-
მული სხვებთან ერთად მიემართებოდა ქალაქში მოსანათლად, ერთ-ერთმა ებრაელმა, ეშმაკით შეპ-
ყრობილმა მონათლულ ებრაელს თავზე გადაასხა დამძაღებული ზეთი. ამ ფაქტით შეძრწუნებული
ხალხი აპირებდა იუდეველის ჩაქოლვას, მაგრამ ეპისკოპოსმა ავიტმა ისინი შეაჩერა. ხალხმა მაინც არ
აპატია იუდეველს ეს საქციელი. აღდგომის წმინდა დღეს, როცა ეპისკოპოსი გალობით მიდიოდა
წმინდა მარტინეს ბაზილიკაში, მათ მიწასთან გაასწორეს იუდეველთა სინაგოგა. ამის შემდეგ ეპისკო-
პოსმა შეუთვალა იუდეველებს, თუ სურდათ ჭეშმარიტი სარწმუნოების (ანუ ქრისტიანობის _ ი.ბ.)
მიღება უნდა მისულიყვნენ მასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდნენ ამ ადგილებს. იუდეველ-
ებმა შეუთვალეს: ,,ჩვენ გვჯერა მამა ღმერთის, იესო ქრისტეს, ამიტომ გთხოვთ მოგვიტევოთ ჩვენი
ცოდვანი და მოგვნათლოთ ქრისტიანად”. გახარებული ეპისკოპოსი გაემართა მათთან და ნაკურ-
თხი წყლით განბანა ისინი, ტაძარი სანთლებით აივსო, იერუსალიმი ხარობდა (ე.ი ხარობდა ქრის-
ტიანული სამყარო _ ი.ბ.) 500-მდე კაცი მოინათლა. ისინი თეთრ სამოსში იყვნენ გამოწყობილი.
ვინც არ მოისურვა მონათვლა იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა.3
ძნელია ითქვას, თუ რა მიზეზით მოინათლა ებრაელები ასე მასობრივად. ეს იყო იუდეველთა
ჭეშმარიტი სურვილი ქრისტიანული სარწმუნოების მიღების, თუ შიში ეპისკოპოს ავიტის მიმართ,
რომელმაც ბრძანა: ან მონათლულიყვნენ ან დაეტოვებინათ ეს ადგილები. ზემოთ მოყვანილი მაგა-
ლითი კიდევ ერთხელ ადასტურებს ებრაელთა მძიმე მდგომარეობას. ისინი ფიზიკური განადგურე-
ბის, საცხოვრებელი ადგილების დატოვების შიშით იძულებული იყვნენ მიეღოთ ქრისტიანული სარ-
წმუნოება, ან უკიდურეს შემთხვევაში დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი.
ჩვენი აზრით, ებრაელთა გაქრისტიანება იყო იძულებითი, ფიზიკური განადგურების თუ გა-
დასახლების შიშით ისინი ფორმალურად აღიარებდნენ ქრისტიანობას, რეალურად კი, რჩებოდნენ
ერთგული თავისი სარწმუნოებისადმი. სარწმუნოების შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში ებრა-
ელები სიკვდილითაც კი ისჯებოდნენ. ასე მაგალითად 1171წ. საფრანგეთის ქალაქ ბლუაში ჩატარ-
და ებრაელთა სასიკვდილო რიტუალი. ამ რიტუალზე 34 ებრაელი კოცონზე დაწვეს. ეს განაჩენი
მათ მას შემდეგ გამოუტანეს, რაც ებრაელებმა უარი განაცხადეს სარწმუნოების შეცვლაზე.4 ებრაელ-
ები როგორც განსხვავებული სარწმუნოების მიმდევარი ხალხი კათოლიკური ეკლესიის წაქეზებით
იდევნებოდნენ საფრანგეთში. 1182წ. საფრანგეთის მეფე ფილიპე ოგიუსტის ედიქტის მიხედვით ებ-
რაელებს ეკრძალებოდათ საფრანგეთში ცხოვრება. 1290 წელს კი ებრაელები ისევ იდევნებოდენ საფ-
რანგეთიდან.5 საფრანგეთის მეფის ფილიპე IV ლამაზის (1285-1314) შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს
წარმოადგენდა ის გადასახადებები, რომელსაც ახდევინებდნენ მევახშე ებრაელებს. 1306 წელს, რო-
დესაც ფილიპე IV-ს ძალიან უჭირდა ფული, მიმართა განსაკუთრებულ ზომას. მისი ბრძანებით მო-
ეწყო ებრაელთა ქონების კონფისკაცია. მათი ქონება გადაეცა სამეფო ხელისუფლებას, ხოლო შემ-
დეგში გაირკვა, რომ ებრაელები გააძევეს საფრანგეთიდან. მათი წასვლით შემცირდა სამეფო ხაზი-

1 Григорий Турский. История франков.., gv. 170.


2 Григорий Турский. История франков.., gv. 171.
3 Григорий Турский. История франков.., gv. 122-123.
4 Очерки по истории еврейского народа. Под ред. проф. С. Эттингера. Тел-Авив, 1972, gv. 265.
5 g. paataSvili. istoriis furclebi. Tb., 1998, gv. 13.
243
ნის შემოსავალი. რადგან ხაზინის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო ებრაელებზე დაწესებული გა-
დასახადებები, ამიტომ მათ ნება დართეს ხელახლა დაბრუნებულიყვნენ საფრანგეთში.1
ებრაელთა განდევნა და მათი უკან დაბრუნება ფილიპე IV-ის მემკვიდრეების დროს რამდენ-
ჯერმე განმეორდა. 1320-1321 წლებში საფრანგეთში ებრაელთა წინააღმდეგ წამოყენებულ იქნა
ბრალდება სასმელი წყლების, ჭების მოწამვლის შესახებ. ამ ბრალდების დასამტკიცებლად დაიქირავ-
ეს ავადმყოფები, რის შედეგადაც დაიწყო ებრაელთა დევნა საფრანგეთსა და მეზობელ ქვეყნებში.2
1348-1349 წლებში ანტიებრაულმა ტერორმა პიკს მიაღწია. ეს იყო ,,შავი სიკვდილის” წლები, რომე-
ლიც თავს დაატყდა მთელს ევროპას, რასაც მოჰყვა ებრაელთა დასახლებების ამოხოცვა საფრანგეთში
და სხვა ქვეყნებში.3 საფრანგეთის მეფის შარლ VI-ის (1380-1422) დროს გამოიცა ბრძანება, რომლის ძა-
ლითაც ებრაელები მთლიანად გააძევეს საფრანგეთიდან, მაგრამ ნაწილი დარჩა პაპის ავინიონში. პა-
რიზში და მთელს საფრანგეთში კი მალულად ცხოვრობდნენ ისინი,4 ვინაიდან იდევნებდნენ. საფრა-
ნეთში მოგვიანებით ვხვდებით უკან დაბრუნებულ ებრაელებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ რო-
გორც ,,პორტუგალელ ვაჭრებს”. ისინი დასახლდნენ სენ ჟან დე ლუზში, სენ ესპი-ლე ბაიონში, ბაიარ-
ცში, მარსელში, ლიონში, ნანტში, რუანში, პარიზში და ამერიკის ფრანგულ კოლონიებში. XVIII საუკ-
უნეში ებრაელთა რაოდენობა ბორდოში შეადგენდა 1500-2000 კაცს.5 ჩვენი აზრით, ებრაელთა გაქრის-
რისტიანება საფრანგეთში ამ პერიოდშიც იყო იძულებითი. ისინი ფორმალურად აღიარებდნენ ქრის-
ტიანობას, რეალურად კი რჩებოდნენ ერთგული თავისი სარწმუნოებისადმი.
არასახარბიელო იყო ებრაელთა ბედი ინგლისშიც. აქ მეფეები, ეპისკოპოსები, ფეოდალები
სარგებლობდნენ ებრაელთა სამსახურით. როგორც კი სახელმწიფო ხაზინას ფული დააკლდებოდა,
მაშინათვე გადასახადებებს უზრდიდნენ ებრაელებს, ასევე ახდენდნენ მათი ქონების კონფისკაციას.
1189 წელს ლონდონსა და ინგლისის სხვა ქალაქებში რიჩარდ ლომგულის მეფედ კურთხევის დღეს
მოეწყო ებრაელებზე მასობრივი თავდასხმები და რბევა-დაწიოკება.6 როგორც ჩანს, იმდენად დიდი
იყო ებრაელთა დამცირება ინგლისში რომ ისინი სიცოცხლის ფასადაც კი უწევდნენ წინააღმდეგობას
ამ ძალადობას, რაც ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ მთავრდებოდა. ასე მაგალითად, 1190 წელს, რო-
დესაც ინგლისში ებრაელთა დევნა გამოცხადდა ქალაქ იორკის ებრაელობა სამეფო მოხელეებს ჩა-
უსაფრდნენ ციხე-სიმაგრეში და ქალაქში შეშვებაზე წინააღმეგობა გაუწიეს. მიუხედავად გმირული
ბრძოლისა ისინი დამარცხდნენ. მათ საკუთარ თავს გამოუტანეს საშინელი განაჩენი: ჯერ დახოცეს
თავიანთი ოჯახის წევრები და შემდეგ თავადაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.7 ინ-
გლისის მეფემ ედუარდ I-მა და მისმა საიდუმლო საბჭომ ებრაელები გააძევა გასკონიიდან, ხოლო
მათი ადგილები კრედიტორების სახით დაიკავეს ფლორენციელმა ბანკირებმა: პერუციმ და ბარ-
დიმ, რომლებიც შემდგომ ( 1342-1346 წლებში) გაკოტრდნენ ედუარდ III-ის დროს, თუმცა სავაჭრო
ოპერაციები ინგლისთან გააგრძელა იტალიის სახელმწიფოებმა: ვენეციამ, გენუამ, მილანმა.8 XIII-
XIV საუკუნეებში ებრაელთა მდგომარეობა ინგლისში კიდევ უფრო გაუარესდა. 1290 წელს მეფემ
ედუარდ II-მ (1272-1307) გამოსცა ბრძანება ინგლისიდან ყველა ებრაელის გაძევების შესახებ.9
ლ. ზალცმანის მიხედვით ინგლისში სამეფო ხელისუფლების მიერ ებრაელთა დევნა განპირო-
ბებული იყო იმ ფაქტორით, რომ ებრაელი ბანკირები ჭრიდნენ ყალბ მონეტას. ზოგჯერ ჭირდნენ
17%-იანი წონის შემცველობის ვერცხლის მონეტას.10 ვერცხლის ფულის შემცველობა კანონით უნ-
და ყოფილიყო 407 ფ. სტ, ხოლო შემოწმების შემდეგ დადგინდა 337 ფ. სტ. და 19 შილ. შემცველო-
ბა.11 სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი ებრაელთა გაძევებისა და მათი ქონების კონფისკაციისა.
ჩვენს მიერ მიკვლეული მასალებიდან ჩანს რომ ებრაელთა ქონების კონფისკაციის შედეგად სამეფო
ხაზინაში შევიდა 11 ათასი ფ.სტ.12 ირკვევა, რომ XIII საუკუნიდან დაიწყო ებრაელთა მასობრივი გა-

1 Очерки по истории еврейского народа, gv. 272.


2 Очерки по истории еврейского народа, gv. 272.
3 Очерки по истории еврейского народа, gv. 272.
4 А. Синельников. Средневековая империя Евреев. М., 2005, gv. 117.
5 А. Синельников. Средневековая империя Евреев, gv. 204.
6 L. F. Salsman. The English Trade in the Middle ages. Oxford, 1931, gv. 13.
7 g. paataSvili. istoriis furclebi. Tb., 1998, gv. 14.
8 W. Stubbs. The Constitutional History of England. L.,1903, gv. 11.
9 W. Stubbs. The Constitutional History of England, gv. 11.
10 У. Кенингем. Рост английской промышленности и торговли в ранний период и средние века. М.,1909, gv. 4.
11 L. F. Salsman. The English Trade in the Middle ages, gv. 11.
12 g. paataSvili. istoriis furclebi, gv. 11.

244
დასახლება და 1655 წლამდე ბრიტანეთში არ დარჩენილა არც ერთი ებრაული ოჯახი.1 მოგვიანებით
ით კი (XVII საუკუნეში) ლონდონში ცხოვრობდა ებრაული ოჯახები რომლებიც გადმოსახლდნენ აქ
ოლივერ კრომველთან ერთად.2
ებრაელი ხალხის ისტორიის შესწავლამ ნათელყო, რომ ისინი იდევნებოდნენ ასევე სხვა სა-
ხელმწიფოებში: ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიტვაში, რუსეთში, რაც ჩვენი
შემდგომი კვლევის საგანია, მაგრამ საქართველოში ისინი არასოდეს არ იდევნებოდნენ. ცნობილმა
ებრაელმა სწავლულმა გერცელ ბააზოვმა 1913 წელს მაინის ფრანკფურტში სიონისტთა საერთაშო-
რისო კონფერენციაზე განაცხადა: ,,ძმებო, მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ებრაელობა 2500 წელია ცხოვ-
რობს და არასოდეს არ უგრძვნია მტრობა. საქართველომ არ იცის გეტო, რბევა, დისკრიმინაცია”,3
რაც სავსებით შეეფერება სინამდვილეს.
ზაქარია ჭიჭინაძე სამართლიანად აღნიშნავდა: ,,არც თქმულა და არც გაგონილა, რომ ოდესმე
ქართველ ებრაელთ ან საქართველოსთვის ეღალატნათ, ან ქართველი მეფისათვის, და რაიმე ცნობე-
ბი... მტერთათვის გადაეცათ, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ ხშირად მიეცემოდათ... რადგან ისინი
სავაჭრო მიზნით ხშირად მიემგზავრებოდნენ უცხო სახელმწიფოებში”.4 მართლაც, ებრაელთა ერ-
თგულება საქართველოსა და ქართველებისადმი ნათლად ჩანს საკუთრივ ებრაელი ხალხის ისტო-
რიიდან. ილია ჭავჭავაძემ სწორად განჭვრიტა და დაინახა ამ ხალხის ბედი. ,,ამ ერს ბედმა ხელიდან
გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელს დედამიწის ზურგზე, ჩაასახ-
ლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება”.5
უდავოა, რომ უამრავი ტანჯვა გადაიტანა ამ ხალხმა. თავისი ისტორიის გზაზე ევროპის სა-
ხელმწიფოებში: საფრანგეთში, ესპანეთში გერმანიაში, იტალიაში ებრაელს მსოფლიო მგზავრიც კი
უწოდეს. ისინი არ იდევნებოდნენ საქართველოში. პოეტმა ნოდარ ჯალაღონიამ გამოხატა უდიდე-
სი მოწიწება ამ ხალხის მიმართ: ,,სხვაგან არ ვიცი, საქართველოში შენ სტუმარივით არ გიცხოვრია
... არ მოგიპარავს ოქროს საწმისი, არ წაგიღია თვალ-მარგალიტი... მიგაქვს განძივით ენა ქართული
და სიყვარული საქართველოსი”.6 ამაზე უკეთესი შეფასება არ შეიძლება მიეცეს იმ ხალხს, რომელ-
მაც დიდი განსაცდელი გადაიტანა თავისი ისტორიის მანძილზე.
მართალია, ებრაელები იდევნებოდნენ, მაგრამ ევროპის სახელმწიფოების ისტორიიდან თვალ-
ნათლივ ჩანს, რომ ეს ხალხი ამავე დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის ეკონომიკურ
და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათი რიგებიდან გამოსული ადამიანები მართავდნენ ქვეყნის საფინან-
სო საქმეებს, ინიშნებოდნენ დიპლომატიურ თანამდებობებზე. ებრაელი ექიმები ხშირად ითავსებ-
დნენ საფინანსო და პოლიტიკურ საქმიანობას. მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მეცნიერების
სხვადასხვა დარგები: ასტრონომია, ფიზიკა, მათემატიკა, პოეზია, ფილოსოფია. ხოლო ძირითადი საქ-
მიანობა იყო ოქრომჭედლობა, სააფთიაქო საქმე, ხელოსნობა და ვაჭრობა. ცნობილი რუსი მედიევის-
ტი ე. კუზნეცოვი სამართლიანად მიუთითებს, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ვაჭრობის მცოდნე
ხალხად აღიარებული იყვნენ ებრაელები, ლომბარდიელები (იტალიელები) და ინგლისელები7. ე.ი.
ამ სამეულში ერთ-ერთი იყო ებრაელები. გამოდის, რომ ისინი ცნობილი იყვნენ, როგორც ვაჭრობის
საუკეთესო უნარის მქონე ხალხი.
ამრიგად, ებრაელი ხალხის ისტორიის შესწავლამ შუა საუკუნეების ევროპის სახელმწიფოებში
საფრანგეთსა და ინგლისში ნათელყო, რომ მიუხედავად სასტიკი დევნისა და შევიწროებისა მათ
შეძლეს შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა და თვითმყოფადობა, არ უღალატნიათ თავისი სარწმუნო-
ებისათვის. საკუთარ თავზე გადატანილი უსამართლობით, სულით ხორცამდე შეძრწუნებული ებ-
რაელი მხოლოდ ოჯახში და სინაგოგაში ჰპოულობდა შვებას. სწორედ თავმდაბლობისა და დიდი
მოთმინების ფასად ამ ხალხმა თავისი ისტორია მოიტანა დღემდე.

1 Очерки по истории еврейского народа.., gv. 319.


2 А. Синельников. Средневековая империя Евреев, gv. 117.
3 q. abulaZe. ebraelTa uflebrivi mdgomareoba da religiuri aRmsarebloba saqarTveloSi.
_Aamirani, XII, Tb., 2005, gv. 61.
4 z. WiWinaZe. qarTveli ebraelebi saqarTveloSi. Tb., 2004, gv. 31-35.
5 g. paataSvili. istoriis furclebi, gv. 11.
6 g. paataSvili. istoriis furclebi, gv. 11.
7 Е. В. Кузнецов. Торговля и купеческий капитал в Англии XIV-XV вв. – «Проблемы английской истории».

Горький, 1989, gv. 4.

245

You might also like